„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-13
ბიუროს ნომერი 77
📜 ტექსტი
დანართი
დანართი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში
საქართველოს მიერ მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ
ანგარიში
N
რეკომენდაცია და რეკომენდატორი ქვეყანა
ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე
სტატუსი (შესრულების მდგომარეობა)
148.1
გააგრძელეთ მიმდინარე ძალისხმევა ადამიანის უფლებათა ძირითადი ინსტრუმენტების რატიფიცირებისათვის (განა)
აღნიშნული ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.2
გააგრძელეთ ძალისხმევა საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიცირების და ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობის სფეროში (მაროკო)
1) აღნიშნული ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
2) საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა დაცვას და ამ კუთხით გაერო-ს ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობას. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მთავრობამ გააგრძელა ნაყოფიერი თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან და მის ოფისთან, ისევე, როგორც გაერო-ს სახელშეკრულებო ორგანოებთან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, მათ შორის, საბჭოს სესიებში აქტიური მონაწილეობით (2023-2025 წლებში კი საბჭოს წევრის რანგში) და ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სახის რეზოლუციების მხარდაჭერით/თანასპონსორობით.
2010 წელს გაერო-ს ყველა სპეციალურ პროცედურაზე გავრცელებული ე. წ. „ღია მოწვევის“ საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში , საქართველოში განხორციელდა: დემოკრატიული და სამართლიანი წესრიგის ხელშეწყობის საკითხებზე დამოუკიდებელი ექსპერტის (2023), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის (2023), წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრების (2023) და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის (2023) ვიზიტები.
ა) 2021 წლის 5 მარტს საქართველო შეუერთდა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციას;
ბ) საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 15 დეკემბერს მოახდინა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის რატიფიცირება;
გ) 2024 წლის 17 სექტემბერს საქართველო შეუერთდა „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულებას.
შესრულების პროცესშია
შესრულდა
148.3
მოახდინეთ რატიფიცირება იმ მთავარი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, რომლებიც ჯერ არ არის რატიფიცირებული, მდგრადი განვითარების მე-5, მე-11, მე-13 და მე-16 მიზნებზე პროგრესის მისაღწევად (პარაგვაი).
აღნიშნული ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.4
მოახდინეთ „ყველა მიგრანტი მუშის და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ რატიფიცირება (ჰონდურასი) (სენეგალი);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.5
განიხილეთ „ყველა მიგრანტი მუშის და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ რატიფიცირების საკითხი (ბანგლადეში);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.6
განახორციელეთ კონკრეტული ქმედებები „ყველა მიგრანტი მუშის და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ რატიფიცირების მიმართულებით (ელ სალვადორი);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.7
მოახდინეთ „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ რატიფიცირება (საფრანგეთი), (ლიეტუვა), (სენეგალი), (სლოვაკეთი);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.8
დაიწყეთ „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ ადრეული რატიფიკაცია (იაპონია);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.9
განიხილეთ „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ რატიფიცირების შესაძლებლობა (უკრაინა);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.10
მოახდინეთ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ დამატებითი ოქმის რატიფიცირება (ხორვატია), (ესტონეთი), (საფრანგეთი), (ლიეტუვა), (ლუქსემბურგი), (სლოვენია);
2021 წელს განხორციელდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტეტური ოქმის რატიფიცირება, რომელიც საქართველოსთვის ძალაში 2021 წლის 12 მაისიდან
შესრულდა
148.11.
მოახდინეთ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ და მისი დამატებითი ოქმის რატიფიცირება (ჰონდურასი);
გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია“ საქართველოსთვის ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან, ხოლო მისი დამატებითი ოქმი - 2021 წლის 12 მაისიდან
შესრულდა
148.12
მოახდინეთ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის დამატებითი ოქმის რატიფიკაცია (ჰონდურასი), (ლუქსემბურგი);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.13
განიხილეთ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის დამატებითი ოქმის რატიფიკაციის საკითხი (ელ სალვადორი);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.14
მოახდინეთ იძულებითი შრომის შესახებ 1930 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციის (No. 29) 2014 წლის დამატებითი ოქმის რატიფიკაცია და იმპლემენტაცია (დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.15
მოახდინეთ “შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ“ ILO-ს 1981 წლის კონვენციის (No. 155) რატიფიკაცია (ხორვატია);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.16
მოახდინეთ „რეგიონული ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიკაცია (გერმანია);
აღნიშნული ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების მიზნით მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი განხილვები კომპეტენტური უწყებების ჩართულობით
შესრულების პროცესშია
148.19
დანერგეთ ღია, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის ეროვნული კანდიდატების შერჩევისას (დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო);
საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება 2022 წლის 3 მაისიდან მიენიჭა. ამ უფლებამოსილების იუსტიციის მინისტრისთვის მინიჭების მიზანი კი საქართველოს წინაშე არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანი და დროული შესრულება, ზემოაღნიშნულ ორგანოებში მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კანდიდატის შერჩევა და წარდგენაა. აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების საფუძველზე ყოველი კონკურსის ჩატარების წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას კონკურსის ჩატარების წესის და კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობის თაობაზე.
მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების მოთხოვნების შესაბამისად კონკურსები ეროვნულ დონეზე ჩატარდა შემდეგ ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატის წარდგენის მიზნით: RPD, CCPR, SPT, CEDAW, CRC, CEPEJ, CCJE. ყველა კონკურსში შეირჩა წარმატებული კანდიდატი. საერთაშორისო კონკურსში/არჩევნებში გაიმარჯვა საქართველოს წარმომადგენლებმა შემდეგ ორგანოებში CRC, CCPR, SPT, CEPEJ, CCJE.
შესრულდა
148.20
გააგრძელეთ მუშაობა გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისათვის დაგვიანებული ანგარიშების წარდგენის საკითხზე (რუმინეთი);
საქართველომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების შესრულების თაობაზე მესამე პერიოდული ანგარიში, რომლის წარდგენის თავდაპირველი ვადა იყო 2007 წელი, გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტს წარუდგინა 2022 წლის 16 დეკემბერს, რის საფუძველზე კომიტეტმა 2024 წლის 22 მარტს შეიმუშავა საკითხთა ჩამონათვალი. საქართველომ აღნიშნულზე პასუხად დამატებით წარადგინა ანგარიში 2024 წლის 24 ნოემბერს (დადგენილ ვადაში). რაც შეეხება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მეხუთე პერიოდულ ანგარიშს, რომლის გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტისთვი წარდგენის ვადა გახლდათ 2011 წლის 24 ნოემბერი, აღნიშნულ ანგარიშზე მიმდინარეობს მუშაობა ყველა კომპეტენტურ უწყებასთან თანამშრომლობით.
შესრულდა
148.21
გააძლიერეთ მხარდაჭერა ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებისა და ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციების მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე წვდომის მიზნით, პრაგმატული მიდგომის საფუძველზე და ყველა შესაბამის აქტორთან კონსულტაციით (შვეიცარია);
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას. ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომა შეზღუდული აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც (EUMM), მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. აღნიშნული ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში.
საქართველო განუხრელად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და იყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ სხვა ბერკეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა. ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მის ფარგლებში მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს (IPRM), ასევე „ცხელ ხაზს“. ამასთან, ხსენებული საკითხები მუდმივად აქტიურად დგას ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ასახულია როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ არაერთ დოკუმენტში, მათ შორის, აღსანიშნია, ისეთი ყოველწლიური დოკუმენტები როგორიც არის:
გაერო-ს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციები;
გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიშები „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“;
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები „თანამშრომლობა საქართველოსთან“;
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშები „თანამშრომლობა საქართველოსთან“;
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი, პარტნიორი ქვეყნების განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით;
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებები „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“;
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები „კონფლიქტი საქართველოში“;
ევროპის საბჭოს 2023 წლის რეიკიავიკის სამიტის დეკლარაცია;
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური რეზოლუციები;
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებები (აგვისტოს ომის წლისთავთან და მინისტერიალის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები);
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციები;
ევროპარლამენტის რეზოლუციები;
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციები;
ნატო-ს სამიტის დეკლარაციები;
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები საქართველოში ადამიანს უფლებათა მდგომარეობის შესახებ;
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ;
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ანგარიშები.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საანგარიშო პერიოდში, კვლავ მძიმე იყო ადამიანის უფლებების კუთხით. რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესები კიდევ უფრო ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა როგორც ოკუპირებული რეგიონების რუსიფიკაციის, ისე მათი მილიტარიზაციის, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, გადაადგილების უფლების შეზღუდვისა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.
ანექსიისკენ მიმართული პროცესები განსაკუთრებით აქტიური იყო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, მათ შორის ოკუპირებული ოჩამჩირის „პორტში“ რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განთავსების დაანონსებით, ოკუპირებული ბიჭვინთის ე. წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, სატრანსპორტო კავშირების ინტენსიფიკაციით (მათ შორის ოკუპირებული სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედებით) და მოსკოვისთვის სასარგებლო ე.წ. შეთანხმებების დადების ინიცირებით. კერძოდ, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მიერ სხვადასხვა „სტრატეგიული სფეროების“ სრულად ათვისება-კონტროლისთვის და რუსეთის მოქალაქეების პრივილეგირებისთვის მოსკოვმა ოკუპირებულ რეგიონს სხვადასხვა ე.წ. ხელშეკრულების დადება შესთავაზა. წინააღმდეგობის გამო, კი დაფინანსება და ელექტროენერგიის შეღავათიანი პირობით მიწოდება შეუწყვიტა. კონკრეტულ ე.წ. აქტივისტებზე განახორციელა სხვადასხვა ტიპის ზეწოლა. ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიისა და ე.წ. ხელფასების არარსებობამ კიდევ უფრო გააუარესა ადგილობრივების მდგომარეობა. შექმნილი მდგომარეობა კრემლმა ოკუპირებულ რეგიონზე კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენა. რეპრესიებმა ოკუპირებული აფხაზეთის „ცხინვალიზაცია“ გამოიწვია, სადაც განსხვავებული აზრი პრაქტიკულად არ არსებობს და ყველაფერი რუსული ვერტიკალით იმართება. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ასევე საყურადღებო იყო სხვადასხვა, მათ შორის ე.წ. სამხედრო ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება, რაც მილიტარიზაციის გეგმას ემსახურებოდა. ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ, რის გამოც ოკუპირებული რეგიონი მოსახლეობისგან იცლება.
ზემოაღნიშნული პროცესების ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლებების ხელყოფა. 2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა/ებმა მოკლეს თამაზ გინტური, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფლის ეკლესიაში სალოცავად იყო მისული. მას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით სახლში ბრუნდებოდა. მომხდარის გამო რუსეთის საოკუპაციო ძალის არცერთი წარმომადგენელი არ დასჯილა. 2023 წლის 9 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ვიტალი (თემურ) კარბაია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო დაკავებისას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ე. წ. სასამართლომ დამნაშავე სამ პირს მხოლოდ მცირე ჯარიმა დააკისრა და „სხდომიდანვე“ გაათავისუფლა.
სამართალი, ასევე, არ აღსრულებულა ოკუპაციის შედეგად 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის, ხოლო 2019 წელს - ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებთან დაკავშირებით.
ქართველების მკვლელობის ფაქტებზე რეაგირების არარსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ახალისებს დანაშაულს ეთნიკური ნიშნით.
სისტემატიური ხასიათი შეინარჩუნა უკანონო დაკავებების მანკიერმა პრაქტიკამ. კერძოდ, 2021 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დაკავებულია 108, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 201 ადამიანი, მათ შორის, ქალები, მოხუცები, ბავშვები. მათ შორის, საქართველოს ათზე მეტი მოქალაქე დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, როგორც ცხინვალის ისე აფხაზეთის მიმართულებით, გრძელდებოდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. იდენტიფიცირდა, 320-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის მავთულხლართების, სათვალთვალო კამერების, მოძრაობის დეტექტორებისა და სხვა უკანონო ინსტალაციების დაყენების ფაქტები.
გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით საოკუპაციო ძალის მიერ საოკუპაციო ხაზზე აღმართული ე. წ. გადასასვლელი პუნქტები სხვადასხვა ხელოვნური საბაბით, პერიოდულად ხანგრძლივად იკეტებოდა. 2019 წლის სექტემბრიდან ე.წ. გამშვები პუნქტები თითქმის სამი წლის განმავლობაში იყო ჩაკეტილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. 2022 წლის აგვისტოდან ორი ე. წ. გადასასვლელი პუნქტი გაიხსნა, ისიც მხოლოდ თვეში ათი დღის განმავლობაში. პერიოდული, მათ შორის ხანგრძლივად დაკეტვის ფაქტები, სხვადასხვა მიზეზით, ფიქსირდებოდა ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებითაც. მათ შორის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს ჩაიკეტა ე. წ. გამშვები პუნქტები, ორივე რეგიონის მიმართულებით, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს არ ჰქონოდათ ხმის მიცემის შესაძლებლობა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალების დესტრუქციული მიდგომების გამო ჩაკეტილი იყო ე. წ. გადასასვლელი პუნქტები, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით ოკუპირებულ გალსა და ახალგორში მცხოვრებთა ყოველდღიურობა. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის დაკეტვამ ადგილობრივი მოსახლეობა აიძულა, საოკუპაციო ხაზის ფარულად კვეთის მიზნით, მდინარე ენგურზე შემოვლითი მარშუტებით ესარგებლა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას დამატებით შეეზღუდა წვდომა პენსიებსა, სამედიცინო და სოციალურ დახმარებებზე.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები განიცდიან დისკრიმინაციას ეთნიკურ ნიადაგზე. ოკუპირებული რეგიონის მკვიდრი ქართული მოსახლეობა, იძულებულია რომ ოკუპირებულ რეგიონში როგორც „უცხოელმა“ე.წ. დროებითი ბინადრობის უფლებით იცხოვროს. მათ ეზღუდებათ მათ შორის, ცხოვრების, თავისუფალი გადაადგილების, განათლების, გამოხატვის თავისუფლება, შრომის და საკუთრების უფლებები და სხვა. ოკუპირებულ რეგიონებში აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლება. ბაღებსა და სკოლებში ქართული ენიდან სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე გადავიდა. ადგილზე, მეტადრე ქართველებით დასახლებულ გალისა და ახალგორის ოკუპირებულ რაიონებში მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული რუსული განათლების ცენტრებისა და მსგავსი პროფილის „ორგანიზაციების“ საქმიანობა, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებითა და ადგილობრივი მოსახლეობის რუსიფიკაციის მცდელობებით არიან დაკავებულნი.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივები მოკლებული არიან ოჯახების მონახულების შესაძლებლობას, არ აქვთ წვდომა საკუთარ ქონებაზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიურ ძეგლებსა თუ სასაფლაოებზე. ვითარება განსაკუთრებით მძიმე იყო ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.
რუსეთი ფედერაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის მათ ვინც ადამიანის უფლებათა კუთხით მუშაობს, არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომა შეზღუდული აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც (EUMM), მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. შედეგად, EUMM-ი მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პატრულირებს. აღნიშნული შეზღუდვის პარალელურად, ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან მისიის დისკრედიტაციისა და დაშინების მცდელობა დაფიქსირდა. კერძოდ, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულირებისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს მისიის წარმომადგენლების მიმართულებით. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი 2024 წელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, EUMM-ის მონიტორები უკანონოდ დააკავეს. ასევე, მისიის მიმართულებით სხვადასხვა სახის მუქარის შემცველი გზავნილები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა (GID) და მის ფარგლებში მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც არაერთხელ დაფიქსირდა.
ზემოაღნიშნული სირთულეებისა და გამოწვევების გადაჭრა-მოგვარებას, ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და რუსეთიდან მომდინარე დესტრუქციული ქმედებების განეიტრალებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოლაპარკების გზით ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებითაც ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა დაევალა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 2008 წელს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავების ორდერები გამოსცა.
შესრულდა
148.22
გააგრძელეთ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და გაეროს სპეციალური პროცედურების მანდატების მფლობელებთან თანამშრომლობა (ყაზახეთი);
საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებთან, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და სპეციალური პროცედურების მანდატების მფლობელებთან. ის რეგულარულად მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების/სპეციალური მომხსენებლების ვიზიტების განხორციელებას, მართავს შეხვედრებს რელევანტური უწყებების მონაწილეობით და მოთხოვნისამებრ აწვდის ინფორმაციას სპეციალურ მომხსენებლებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) აქტიური მხარდაჭერით.
შესრულდა
148.23
გააგრძელეთ საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული დარღვევების წინააღმდეგ (უკრაინა);
ადამიანით უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ შემდეგი სახელმწიფოთაშორისი დავები მოიგო:
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ ე.წ. „დეპორტირებულების საქმე“
საჩივარი ეხებოდა 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ გაძევებას, რომელიც 2014 წლის 3 ივლისს საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
2019 წლის 31 იანვარს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსეთი ვალდებულია – საქართველოს ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია დეპორტირებულ დაზარალებულთათვის გადასაცემად.
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ე.წ. „აგვისტოს ომის საქმე“
საჩივარი ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს ისტორიული გამარჯვებით დასრულდა.
გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, დაეკისრა პასუხისმგებლობა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი უფლებების მასობრივი დარღვევისათვის.
აღნიშნული დავის ფარგლებში, 2023 წლის 28 აპრილს აგრეთვე გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა ომის დროს დაზარალებული 24,000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმე“
2024 წლის 9 აპრილს მეოთხე სახელმწიფოთაშორის დავაზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის.
აღნიშნული დავის ფარგლებში, 2025 წლის იანვარში სტრასბურგის სასამართლოს წარედგინა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე.
დამატებით, სტრასბურგის სასამართლოს მიეწოდა რუსეთის მიერ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სიცოცხლის უფლების/წამების აკრძალვის დარღვევისა და უკანონოდ დაკავების მსხვერპლთა სისტემატიზებული ნუსხა დეტალური მტკიცებულებებით (ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, საპროცესო დოკუმენტები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, მედია წყაროები) და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სხვადასხვა უფლების დარღვევის მსხვერპლთა სია შესაბამისი ახსნა-განმარტებებით.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე სტრასბურგის სასამართლო ცალკე გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომელიც უახლოეს მომავალში დაემატება რუსეთის წინააღმდეგ აღსასრულებელ საქმეებს.
სახელმწიფოთაშორისი დავების აღსრულება
ზემოხსენებულ სახელმწიფოთაშორის დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მინისტრთა კომიტეტთან.
აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად:
მინისტრთა კომიტეტი საქმეებს განიხილავს და იღებს მკაცრ გადაწყვეტილებებს/რეზოლუციებს, რომელთა თანახმადაც, მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება აღსრულების უპირობო სამართლებრივი ვალდებულება.
მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, 2022-2023 წლებში შემუშავდა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგიული დოკუმენტები.
აღსანიშნავია, რომ, სხვებს შორის, ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთის მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლო გზების მოძიებისთვის საკითხი გადაცემულია ევროპის საბჭოს საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებზე სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტისთვის (CoE CAHDI), რომლის ფარგლებშიც, აქტიურად მონაწილეობს საქართველო.
საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზემოხსენებული გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მინისტრთა კომიტეტს აქტიურად მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების პრიორიტეტულად განხილვისკენ.
ამ უპრეცედენტო ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭომ გამონახოს შესაბამისი სამართლებრივი გზები, რომლებიც უზრუნველყოფს რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების სრულფასოვან აღსრულებას.
იხილეთ, ასევე, პასუხი 148.21 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.24
მოახდინეთ ძალისხმევის შემდგომი მობილიზება საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (მოლდოვის რესპუბლიკა);
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს არ აძლევს იქ შესვლის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომა შეზღუდული აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც (EUMM), მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
რუსეთის ფედერაციას სრულად ეკისრება ამ რეგიონებში არსებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობა ვინაიდან სწორედ ის წარმოადგენს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები რუსეთის ოკუპაციის პირობებშია და საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებდა ყველა არსებულ ინსტრუმენტს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ასპარეზზე მუდმივად აყენებდა საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ და ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ოკუპირებულ რეგიონებზე არსებული სიტუაციის გრძელვადიანი მოგვარებისთვის აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომა. განსაკუთრებული აქცენტი კეთებოდა სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფის ფაქტებზე (კერძოდ, თ. გინტურის, ა. ტატუნაშვილის, გ. ოთხოზორიას, დ. ბაშარულისა, ი. კვარაცხელიას და ვ. კარბაიას ქეისებზე), თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი პერიოდით ჩაკეტვაზე, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლების შელახვაზე (მათ შორის, დევნილთა კუთვნილი სახლების მიზანმიმართულ განადგურებასა და საკუთარი მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვაზე), იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების უგულებელყოფაზე, ეთნიკური დისკრიმინაციის გააქტიურებასა და ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.
საქართველო განუხრელად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და იყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ სხვა ბერკეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა. ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მის ფარგლებში მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს IPRM) და „ცხელ ხაზს“. ამასთან, ხსენებული საკითხები მუდმივად აქტიურად დგას ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ასახულია როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ არაერთ დოკუმენტში, მათ შორის, აღსანიშნია, ისეთი ყოველწლიური დოკუმენტები როგორიც არის:
გაერო-ს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციები;
გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიშები „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“;
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები „თანამშრომლობა საქართველოსთან“;
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშები „თანამშრომლობა საქართველოსთან“;
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი, პარტნიორი ქვეყნების განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით;
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებები „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“;
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები „კონფლიქტი საქართველოში“;
ევროპის საბჭოს 2023 წლის რეიკიავიკის სამიტის დეკლარაცია;
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური რეზოლუციები;
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებები (აგვისტოს ომის წლისთავთან და მინისტერიალის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები);
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციები;
ევროპარლამენტის რეზოლუციები;
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციები;
ნატო-ს სამიტის დეკლარაციები;
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები საქართველოში ადამიანს უფლებათა მდგომარეობის შესახებ;
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ;
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ანგარიშები.
იხილეთ, ასევე, პასუხი 148.21 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.25
გააგრძელეთ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებში (რუმინეთი);
იხილეთ პასუხი 148.21 და 148.24 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.26
გააგრძელეთ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების აფხაზეთსა, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო შეუზღუდავი წვდომის უზრუნველსაყოფად, რათა განხორციელდეს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მძიმე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე მონიტორინგი, ანგარიშგება და რეაგირება (ბულგარეთი);
იხილეთ პასუხი 148.21 და 148.23 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.27
გააგრძელეთ ძალისხმევა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი შესვლის უზრუნველყოფისთვის, აღნიშნულ რეგიონებში, ასევე, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის მონიტორინგის, ანგარიშგების და რეაგირების მიზნით (ხორვატია);
იხილეთ პასუხი 148.21 და 148.23 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.28
გააგრძელეთ ახლო თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმებისა და ჰუმანიტარული აქტორების შეუზღუდავი წვდომა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით (ლიეტუვა);
იხილეთ პასუხი 148.21 და 148.23 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.29
გააგრძელეთ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი რეგიონებში, ამ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის და ანგარიშგების მიზნით (პოლონეთი);
იხილეთ პასუხი 148.21 და 148.23 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.30
გააგრძელეთ მიმდინარე ძალისხმევა ეროვნული კანონმდებლობის გადახედვის და საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით (თურქმენეთი);
2023 წელს, პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მოიცავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროკავშირში მოქმედი სამართლებრივი აქტების, კერძოდ, მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და ე.წ. LED დირექტივის იმპლემენტირებას. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან. აღნიშნული კანონის მიღება გათვალისწინებული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით.
2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. ფაკულტატური ოქმი ემსახურება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ეფექტიანი აღსრულებისა და მონიტორინგის მიზანს. რატიფიცირების შედეგად შშმ პირთა უფლებების დაცვის დამატებითი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი ამოქმედდა საქართველოს ტერიტორიაზე. ოქმი საქართველოსთვის ძალაშია 2021 წლის 12 მაისიდან.
2023 წელს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონებში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ და „საქართველოს საპატენტო კანონში“. მიღებული კანონმდებლობით მოწესრიგდა ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო უნარის დარღვევის მქონე პირის სასარგებლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართულ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. მიღებული ცვლილებებით მომზადდა ნიადაგი ე.წ. „მარაკეშის შეთანხმების“ რატიფიცირებისთვის.
2024 წელს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გაუქმდა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მოწმის, გამოსაკითხი პირის, ახსნა-განმარტების მიმცემი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღების შედეგად, ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე შშმ პირებს მიეცემათ ზემოაღნიშნული სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობა. ხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველომ აღასრულა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის (CRPD) რეკომენდაცია ეროვნულ დონეზე ყველა იმ სამართლებრივი ნორმის გაუქმებაზე, რომელიც გაუმართლებლად ზღუდავდა შშმ პირთა მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
2024 წელს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“. მიღებული ცვლილებებით, ამოქმედდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების სრულფასოვნად შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ეფექტიანი ეროვნული მექანიზმი. ახლად გამოვლენილ/აღმოჩენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის განაჩენი/ადმინისტრაციული გადაწყვეტილება გადაისინჯება/გასაჩივრდება იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი განაჩენი/გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
2022 წელს საქართველოს პარლამენტი უძღვებოდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მონაწილეობით. ეს პროცესი 3 დონეზე მიმდინარეობდა:
საპარლამენტო სამუშაო ჯგუფები;
პარლამენტის კომიტეტები;
პარლამენტის პლენარული სხდომები.
კონკრეტულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ შეიქმნა 9 საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი, რომლებიც აფასებენ თითოეულ მითითებულ სფეროში არსებულ მდგომარეობას და წარმოადგენენ განსახილველ ინიციატივებს. საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტმა 60-მდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა და 82 კანონი მიიღო. რეფორმები მოიცავდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების, საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული საქმიანობის გაძლიერების, დეოლიგარქიზაციის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, პროფესიონალური, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიაგარემოს ხელშეწყობის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების, სახალხო დამცველის არჩევის მიმართულებებს.
შესრულდა
148.31
გააძლიერეთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ალბანეთი);
იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედებს 10-მდე თემატური უწყებათაშორისი საბჭო/კომისია, მათ შორის მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და სხვ. თითოეული უწყებათაშორისი მექანიზმის მუშაობა გამოირჩევა ინკლუზიურობითა და მულტისექტორული თანამშრომლობით, რაც, ასევე, მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობას, რომელთა მონაწილეობა განსაზღვრულია კონკრეტული საბჭოს/კომისიის დებულებით. ამასთან, გარდა უწყებათაშორის საბჭოებსა და კომისიებში წევრობისა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ჩაერთოს მათ მუშაობაში.
იგივე მიდგომა ვრცელდება კანონშემოქმედებით პროცესზე, რომელსაც თან ახლავს ფართო საჯარო განხილვები და კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად, ასევე, გასცემს გრანტებს ფიზიკურ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ღონისძიებების გატარების მიზნით. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ ბენეფიციარს გადაეცემა გრანტი არაუმეტეს 30 000 ლარისა. 2021-2024 წლებში საერთო ჯამში დაფინანსდა 48 პროექტი, რისთვისაც გაიხარჯა 1 080 619 ლარი. რაც შეეხება 2024-2025 საგრანტო პროექტებს, გამარჯვებულ 8 საგრანტო პროექტზე საერთო ჯამში გაიცა 232 790 ლარი.
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულები არიან როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის №629 დადგენილებით, 2020 წელს. რომელიც ადგენს პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის დამტკიცებამდე სამოქალაქო სექტორთან საჯარო კონსულტაციების გამართვის სავალდებულოობას და წესს.
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების მიზნით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, შექმნილია ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების) ხელმძღვანელები, ამასთან, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობენ სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს სამი უწყებათაშორისი პლატფორმა:
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია;
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი.
აღნიშნული უწყებათაშორისი პლატფორმების მუშაობაში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამავდროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორის საკოორდინაციო კომიტეტთან შექმნილია საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმ), შშმ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და შშმ პირთა წარმომადგენლებისგან.
მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა - 2022 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ,,სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობის პარალელურად, ახალგაზრდებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გაიმართა კონსულტაციების ფართო სერია. რეალურ და ონლაინ სივრცეში ჩატარებულ 14 ფორუმს ჯამში დაესწრო 1000-მდე ადამიანი, მათგან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და საექსპერტო წრეებიდან სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო 150-მდე ადამიანი. ხოლო, ახალგაზრდების და ახალგაზრდულ ორგანიზაციების ინფორმირებისთვის გამოყენებულ იქნა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებები. ასევე, სოციალური ქსელის გამოყენებით განხორციელდა კამპანია სახელწოდებით „გახდი სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის თანაავტორი“.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო- ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წლიდან აკომპლექტებს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს, რომელიც ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის თანამმართველობის მსგავსი (co-management model) ფორმატით მუშაობს. 2024 წელს სააგენტომ დააკომპლექტა 22 წევრისგან (გენდერული და გეოგრაფიული წარმომადგენლობითი პრინციპის დაცვით) შემდგარი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და აწვდის რეკომენდაციებს სააგენტოს მიმდინარე საქმიანობასთან, სახელმწიფო სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმასთან, ასევე სხვა სახელმწიფო პოლიტიკებთან მიმართებაში. საბჭოს წევრები არიან ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ასევე, საბჭოს შემადგენლობაში არის როგორც ეთნიკური უმცირესობის, ისე სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდა.
2024 წელს, ქოლგა ორგანიზაცია - ა(ა)იპ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი, რომელშიც 31 მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე ცენტრალური მთავრობის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, გრძელვადიანი პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება.
გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით საქართველო ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს: გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოფილია საჯარო განხილვების დაგეგმვა და განხორციელება, რაც წარმოადგენს ქვეყანაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უმთავრეს მექანიზმს.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფისა და ინფორმირების მიზნით, საჯარო განხილვების ორგანიზებას 2023 წლის 1 ივლისიდან, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რისთვისა ცენტრში შეიქმნა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სამსახური.
შეიქმნა და 2023 წელს ამოქმედდა გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი (ei.gov.ge) სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში. გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მიზანია, ხელი შეუწყოს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) კონვენციის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” (ორჰუსის კონვენცია) განხორციელებას გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესების გზით.
გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, ასევე, „გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოების/დაინტერესებული
საზოგადოების ეფექტიან ინფორმირებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობას.
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონის თანახმად, მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია, რომლის 5 წევრიდან 1 არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ყოვლწლიურად ახორციელებს ზედამხედველობას ECtHR გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავენ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს და იღებენ შესაბამის დასკვნებს. დასკვნა შეიძლება შეიცავდეს გატარებული ღონისძიებების შეფასებას, ასევე რეკომენდაციებს ზოგადი ან ინდივიდუალური ღონისძიებების კუთხით.
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკითხის საკომიტეტო განხილვისას, სამთავრობო ანგარიშთან ერთად ხდება დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული ანგარიშების (ე.წ. ჩრდილოვანი ანგარიშების) განხილვაც. ალტერნატიული ანგარიშების ავტორებს აქვთ შესაძლებლობა პარლამენტის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია სამთავრობო ანგარიშში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, კითხვები დაუსვან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს. სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი ჩრდილოვანი ანაგრიშები ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
შესრულდა
148.32
მეტად გააუმჯობესეთ საჯარო სერვისების მიწოდების ძალისხმევა, მათ შორის, იმ ღონისძიებებით, რომლებიც მიზნად ისახავს საჯარო სერვისების მიწოდების ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას (აზერბაიჯანი);
ქვეყანაში მიმდინარეობს საჯარო მმართველობის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია სახელმწიფო სერვისების მიწოდება. მისი მიზანია სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხარისხიანი, მოქალაქეებზე ორიენტირებული, მარტივი და ხელმისაწვდომი, რაც უზრუნველყოფს საჯარო სერვისების ეფექტიანად და გამჭვირვალედ მიწოდებას. რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის“ აღსრულება, რაც მოიაზრებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ერთიანი მიდგომებისა და პრინციპების დანერგვას, (მაგ., ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი (CAF)) და ასევე, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა). ახალი მიდგომები უკვე 9 უწყებაშია დანერგილი და კვლავაც გრძელდება რეფორმა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ჩაატარა კვლევა (2023-2024წწ) და მისი მომხმარებლების 97% კმაყოფილია სერვისებით. მიუხედავად მაღალი მაჩვენებლებისა, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სერვისების/მომსახურების გაუმჯობესება.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში 123 იუსტიციის სახლის ფილიალია, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მთელი საქართველოს მასშტაბით მიწოდებას. ამასთანავე, საზოგადოებისთვის სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2021 წლიდან ამოქმედდა მობილური იუსტიციის სახლები , რომელთა მეშვეობით სერვისებზე ხელმისაწვდომობამ უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. ადგილობრივებს პირდაპირ სახლის კართან იმ 500-მდე სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, რომელთა მიღებაც იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით, 20 მობილური იუსტიციის სახლი საქართველოს ყველა რეგიონს, უწყვეტ რეჟიმში ემსახურება, მათ შორის ისეთ სოფლებს, სადაც მხოლოდ რამდენიმე მოსახლეა და ყოველკვირეულად საქართველოს 90 სოფელს მოიცავს. ამჟამად, მობილური იუსტიციის სახლის მომსახურებით ჯამში 200-მდე სოფელი სარგებლობს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლები. პროექტის მთავარი მიზანი შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და ერთ-ერთ ძირითად პრინციპს „არავინ დარჩეს სერვისების მიწოდების შესაძლებლობის გარეშე“. მობილური იუსტიციის სახლი ჯამში 133 500-მდე მომხმარებელს მოემსახურა.
გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ „იუსტიციის სახლისათვის“ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს სახელმწიფო და კერძო სერვისები, 2023 წლიდან იუსტიციის სახლის სივრცეები გაიხსნა პენიტენციურ დაწესებულებაშიც. პროექტი არის ინოვაციური და უპრეცენდენტო მსოფლიოს მასშტაბით, რომლის მთავარი იდეა არის პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და უნიკალური პლატფორმის შექმნა, სახელმწიფო სერვისების გამარტივებული მიწოდებისათვის. იუსტიციის სახლების სივრცეები პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტ სერვისზე. ფილიალები ემსახურება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც. დღეის მდგომარეობით, იუსტიციის სახლის სერვისები ხელმისაწვდომია 7 პენიტენციურ დაწესებულებაში და გახსნის დღიდან დღემდე მოემსახურა 2 700-ზე მეტ ადამიანს.
ერთიანი ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ფუნქციონირებს ვებგვერდი MY.GOV.GE. ამჟამად, პორტალზე განთავსებულია 400-მდე ელექტრონული სერვისი, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით, მათ შორის, გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის (მაგალითად, სერვისის დისტანციურად მიღების საშუალებას იძლევა და ასევე, თავსებადია უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე პირთა ხმოვანი პროგრამისთვის).
ელექტრონული პირადობის (ბინადრობის) ბარათზე მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დატანა, რითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება მიეცათ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ გათვალისწინებული შეღავათითა და სერვისით.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სისტემატურად ტარდება ფართომასშტაბიანი კარდაკარ საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების ორენოვანი კამპანიები სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ /განათლების, ჯანდაცვის, სოციალური შეღავათების, დასაქმების შესაძლებლობების, იურიდიულ დახმარების საკითხებზე და ა.შ./, ასევე აქტუალურ საკითხებსა და პროცესებზე /საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დეზინფორმაცია და პროპაგანდა და ა.შ. /სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში 2020 – 2024 წლებში 342 სოფლის მოსახლეობისთვის გაიმართა 110-ზე მეტი შეხვედრა, მათ შორის სემინარები, სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, რომლებსაც დაესწრო 9000-მდე ბენეფიციარი; შესაბამისი საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე მომზადდა და გავრცელდა/. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდი თარგმნილია ეთნიკური უმცირესობების ენებზე, რაც არაქართულენოვან მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ინფორმაცია მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში სრულად დაინერგა ერთიანი ელექტრონული სერვისების სისტემა. მუნიციპალიტეტებში ერთიანი
ელექტრონული სისტემის დანერგვის პროექტის განხორციელება ემსახურება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზნის განხორციელებასა და საქართველოს მთავრობის ამოცანას - შექმნას პირობები თანაბარი რეგიონული განვითარებისათვის. პროექტი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანობის და გამჭვირვალეობის და მოსახლეობის მიერ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. მუნიციპალიტეტებში დანერგილი ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა მოიცავს: ელექტრონული სერვისების ონლაინ პორტალს მოქალაქეთათვის (ms.gov.ge), საქმისწარმოების ელექტრონული სისტემასა (mm.gov.ge) და ინტერაქტიულ რუკას გეოსივრცითი მონაცემების მართვისათვის (maps.gov.ge). ონლაინ პორტალი აერთიანებს შემდეგ მოდულებს: HR - ადამიანური რესურსების მართვა; ელექტრონული კანცელარია; work-flow-ს მოდული (ელექტრონული დოკუმენტბრუნვა); ონლაინ განცხადებები; სივრცითი დაგეგმარება და ინტერაქტიული რუკა; საკრებულოს საქმისწარმოება; ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვა; მოქალაქის დახმარება; იდეა მერს; უფასო სასადილოების ბენეფიციართა მართვა; პარკირების მართვა; ტაქსების აღრიცხვიანობა და მონიტორინგი; სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვა; მუნიციპალური კალენდარი; დასუფთავება და
ნარჩენების მართვა; აქტივების მართვა; სივრცითი მოწყობის მართვის სისტემა სარეკრეაციო ტერიტორიები; მაღალმთიან
დასახლებებში სტატუსის მართვა. ელექტრონული სისტემა უნიკალურია, რომელიც იძლევა ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა
ერთი ფანჯრის პრინციპით მუნიციპალური ელექტრონული სერვისების მიღება, როგორც დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად, ისე ადგილზე, ელექტრონულად. ასევე, პლატფორმამ
შექმნა სხვადასხვა სახელმწიფო სერვისთან ინტერაქციის შესაძლებლობასაც, რაც მოქალაქისთვის/ბიზნესისთვის ზრდის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.
შესრულდა
148.33
შეიმუშავეთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია გამჭვირვალე და მონაწილეობითი პროცესის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით (ბულგარეთი);
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და შესაბამისი უწყებების/ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი 2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე სტრატეგია გამომდინარეობს პირველი ეროვნული სტრატეგიიდან (2014-2020 წწ.) და ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა გასაძლიერებლად. ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სისტემის შემდგომი განვითარება, დახვეწა და სრულყოფა. დოკუმენტი ასახავს არსებულ გამოწვევებს ადამიანის უფლებათა კუთხით, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოთა რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
სტრატეგიის შემუშავების პროცესი სრულად ინკლუზიური იყო. დოკუმენტის პროექტი გაზიარებული იქნა საქართველო სახალხო დამცველთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათი შენიშვნებისა და წინადადებებისთვის. მონაწილეობითი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესიც - ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეხატათ მოსაზრებები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ასევე განესაზღვრათ ვადა წერილობითი შენიშვნების მოწოდებისთვის.
შესრულდა
148.34
შეეცადეთ, გამოყოთ ყველა საჭირო ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსი იმ ინსტიტუციებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის დანერგვის მონიტორინგზე, განსაკუთრებით სახალხო დამცველის ოფისისთვის (სერბეთი);
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს, მხარს უჭერს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერებისთვის, მათ შორის ფინანსური რესურსის გაზრდის თვალსაზრისით.
საანგარიშო პერიოდში, სახლხო დამცველის ოფისისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო:
2021 წელს - 8,500,000 ლარი;
2022 წელს - 8,869,000 ლარი;
2023 წელს - 11,775,000 ლარი;
2024 წელს - 11,500,000 ლარი;
2025 წელს - 10,300,000 ლარი.
შესრულდა
148.35
მხედველობაში მიიღეთ ყველა საჭირო ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსის გამოყოფა იმ ინსტიტუციებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის დანერგვის მონიტორინგზე, განსაკუთრებით სახალხო დამცველის ოფისისთვის (ალჟირი);
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს, მხარს უჭერს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერებისთვის, მათ შორის ფინანსური რესურსის გაზრდის თვალსაზრისით.
საანგარიშო პერიოდში, სახლხო დამცველის ოფისისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო:
2021 წელს - 8,500,000 ლარი;
2022 წელს - 8,869,000 ლარი;
2023 წელს - 11,775,000 ლარი;
2024 წელს - 11,500,000 ლარი;
2025 წელს - 10,300,000 ლარი.
შესრულდა
148.37
გამოუყავით ადეკვატური რესურსები ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ კანონმდებლობის მონიტორინგსა და დანერგვაზე (ბოტსვანა);
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს, მხარს უჭერს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერებისთვის, მათ შორის ფინანსური რესურსის გაზრდის თვალსაზრისით.
საანგარიშო პერიოდში, სახლხო დამცველის ოფისისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო:
2021 წელს - 8,500,000 ლარი;
2022 წელს - 8,869,000 ლარი;
2023 წელს - 11,775,000 ლარი;
2024 წელს - 11,500,000 ლარი;
2025 წელს - 10,300,000 ლარი.
შესრულდა
148.38
გამოყავით საჭირო ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსები ინსტიტუციებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის დანერგვის ზედამხედველობაზე, განსაკუთრებით სახალხო დამცველის ოფისისთვის (გაიანა);
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს, მხარს უჭერს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერებისთვის, მათ შორის ფინანსური რესურსის გაზრდის თვალსაზრისით.
საანგარიშო პერიოდში, სახლხო დამცველის ოფისისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო:
2021 წელს - 8,500,000 ლარი;
2022 წელს - 8,869,000 ლარი;
2023 წელს - 11,775,000 ლარი;
2024 წელს - 11,500,000 ლარი;
2025 წელს - 10,300,000 ლარი.
შესრულდა
148.39
გააგრძელეთ ნაბიჯების გადადგმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, მათ შორის, ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის კუთხით სახალხო დამცველის ოფისისთვის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის (პაკისტანი);
აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის მაკოორდინირებელი მექანიზმის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, რომელმაც ჩაანაცვლა 2013 წლიდან მოქმედი ადამიანის უფლებათა სამდივნო. რეფორმის შედეგად გაიზარდა აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის შესაძლებლობები და თანამშრომელთა რაოდენობა - დეპარტამენტმა შეითავსა ადამიანის უფლებათა სამდივნოს მანდატი, ამასთანავე, შეიქმნა ახალი სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სფეროში კვლევებსა და ანალიტიკურ საქმიანობაზე.
რაც შეეხება სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერებას, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წლების განმავლობაში იზრდებოდა, კერძოდ, 2020 წელს, 7 000 000 ლარიდან 2024 წელს 11 500 000 ლარამდე ეტაპობრივად გაიზარდა ოფისისთვის გამოყოფილი თანხები. ამასთან, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხელფასის ოდენობა არ შეიძლება შემცირდეს წინა წლის შესაბამის ოდენობასთან შედარებით სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობის გარეშე.
შესრულდა
148.40
გააგრძელეთ ეროვნული სტრატეგიის დანერგვა ადამიანის უფლებების წახალისებისა და დაცვის მიზნით (თურქმენეთი);
2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ მოიწონა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და შესაბამისი უწყებების/ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი 2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე სტრატეგია გამომდინარეობს პირველი ეროვნული სტრატეგიიდან (2014-2020 წწ.) და ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა გასაძლიერებლად. ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სისტემის შემდგომი განვითარება, დახვეწა და სრულყოფა. დოკუმენტი ასახავს არსებულ გამოწვევებს ადამიანის უფლებათა კუთხით, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოთა რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
სტრატეგიის შემუშავების პროცესი ინკლუზიურად წარიმართა. დოკუმენტის პროექტი გაზიარებული იქნა საქართველო სახალხო დამცველთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათი შენიშვნებისა და წინადადებებისთვის.
ახალი სტრატეგია შედგება 4 პრიორიტეტული მიმართულებისგან:
1) მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა;
2) ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება;
3) თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე;
4) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით, 2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის №528 დადგენილებით, დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის.
განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ერვონული სტრატეგია 2022-2030 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 2022 წლის აგვისტოში. სტრატეგია განამტკიცებს განხორციელებული რეფორმების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. ასევე, მიზნად ისახავს სისტემის ჰოლისტური და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას, საყოველთაო და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობების უზრუნველყოფას. განათლებისა და მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემების სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების სიტუაციურ ანალიზზე დაყრდნობით, განისაზღვრა პრიორიტეტები, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხისა და შესაბამისობის თანასწორობის, ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების, აგრეთვე მმართველობის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების სისტემების გაუმჯობესებისკენ. სწორედ ამ პრიორიტეტებს ეფუძნება ის რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც ხორციელდება სისტემაში. სტრატეგია შეესაბამება განათლების უფლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლის ძირითად კონვენციებსა და აქტებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტრატეგიის პრინციპებს, მდგრადი განვითარების (SDGs) შემდეგ მიზნებს და ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებს.
2022 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ,,სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026.“ როგორც დოკუმენტშია აღნიშნული: სტრატეგიის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები:
ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვა - ყველა ახალგაზრდა უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით. დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;
თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა - ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და შეეძლოთ, სურვილის მიხედვით, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული სტრატეგიის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, იმპლემენტაციის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
ცენტრალურ და მუნიციპალიტეტების დონეზე სტრატეგიისა და ახალგაზრდული პოლიტიკისა განხორციელების ყველა ეტაპი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და ეფუძნებოდეს გენდერული თანასწორობის პრინციპს.
ცენტრალურ და მუნიციპალიტეტების დონეზე სტრატეგიისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ყველა ეტაპზე, საჭიროებისამებრ, გათვალისწინებული უნდა იყოს ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების, შშმ ახალგაზრდების, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები და მათი მდგომარეობა.
შესრულდა
148.41
გააგრძელეთ ძალისხმევა ადამიანის უფლებათა მეოთხე სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავების კუთხით, კონსულტაციების მეშვეობით (მოლდოვის რესპუბლიკა);
2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ მოიწონა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და შესაბამისი უწყებების/ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი 2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე სტრატეგია გამომდინარეობს პირველი ეროვნული სტრატეგიიდან (2014-2020 წწ.) და ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა გასაძლიერებლად. ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სისტემის შემდგომი განვითარება, დახვეწა და სრულყოფა. დოკუმენტი ასახავს არსებულ გამოწვევებს ადამიანის უფლებათა კუთხით, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოთა რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
სტრატეგიის შემუშავების პროცესი ინკლუზიურად წარიმართა იყო. დოკუმენტის პროექტი გაზიარებული იქნა საქართველო სახალხო დამცველთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათი შენიშვნებისა და წინადადებებისთვის.
სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით, 2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის №528 დადგენილებით, დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის.
სამოქმედო გეგმა შემუშავდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, სახელმწიფო უწყებების სრული ჩართულობით და არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტების და დაინტერესებული პირების რეკომენდაციებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ წერილობით წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები სამოქმედო გეგმის აქტივობების ფორმულების შესახებ.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო, მათ შორის ევროპული სამართლებრივი დოკუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებებს (როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულების განმსაზღვრელი შესაძლებლობების ერთობლიობა) და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
შესრულდა
148.42
განაგრძეთ ადამიანის უფლებათა მეორე სტრატეგიის შემუშავება და ადამიანის უფლებათა მეოთხე სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში ადამიანის უფლებების ყოველდღიური დაცვის უზრუნველსაყოფად (ვიეტნამი);
იხილეთ პასუხი 148.41 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.43
გააგრძელეთ საჭირო ზომების მიღება მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა, მიგრანტთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პრობლემების მოსაგვარებლად, მათი სოციალური ერთობისათვის (კორეის რესპუბლიკა);
საქართველოში მოქმედებს კანონი დევნილთა შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და განსაზღვრავს დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე. გარდა ამისა, შექმნილია სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ არის განახლებადი. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ხორციელდება სხვადასხვა სახის პროგრამები, როგორიცაა დევნილთა განსახლება, საცხოვრებელი ფართის შესყიდვა, ფულადი დახმარება და ა.შ.
საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირების ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით, სააგენტო ახორციელებს საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას და ხელს უწყობს ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, ენის შესწავლის შესაძლებლობების, სოციალური და კულტურული ცნობიერების ამაღლების, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გზით. ასევე, ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ კონსულტაცია იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებსაც მათ საქართველო სთავაზობს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების მიმართულებით.
საქართველოში მოქმედებს უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროგრამა. პროგრამის მიზანი, ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვის შესახებ იხ. 148.44
მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიღება ხორციელდება შშმ პირისთვის სამართავად ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებით, როგორც რომელიმე ქვედა კიდურის, ასევე ორივე ქვედა კიდურის არქონის შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ექიმ-სპეციალისტის მიერ მითითებულია რეკომენდაცია აღნიშნულის თაობაზე.
ამასთან, გთხოვთ იხილოთ პასუხები 263, 264, 265 რეკომენდაციების გრაფაში.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია წარმოადგენს ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა გასაძლიერებლად. სტრატეგია მოიცავს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას, საიდანაც მეოთხე პრიორიტეტი ეთმობა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
სტრატეგია მიზნად ისახავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობას საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების გზით, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას.
დოკუმენტში ყურადღება არის გამახვილებული საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ ღონისძიებებზე. სტრატეგია ითვალისწინებს დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვისთვის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას; ასევე დაზარალებულ ქალთა საჭირეოებების სამშვიდობო პროცესში გათვალისწინებას, მათი ჩართულობის გაზრდის გზით.
დოკუმენტი ასახავს მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირების, მიგრანტების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების დაცვასა და ხელშეწყობას.
ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერებას სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის დანერგვა, მისაწვდომობის გაუმჯობესება, შშმ პირთა დისკრიმინაციისაგან დაცვის გაძლიერება, დასაქმება და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა უფლებების შესახებ.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით, დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. კომიტეტი შედგება მინისტრის მოადგილეებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებისგან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, შშმ პირთა ორგანიზაციების და შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტმა შექმნა საკონსულტაციო საბჭო. კონკურსი ღიაა და ყველა დაინტერესებულ პირს ან ორგანიზაციას შეუძლია ნებისმიერ დროს გაწევრიანდეს საბჭოში. გარდა ამისა, 2023 წლის 5 ივნისს, შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში, შეიქმნა ორი თემატური სამუშაო ჯგუფი - ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის საკითხებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 14 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საჯარო და ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონის ეფექტური აღსრულებისათვის. წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესს მონიტორინგს უწევს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, რომელიც ამზადებს შესაბამის ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
შესრულდა
148.44
მიიღეთ შემდგომი ზომები ბავშვთა, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით (თურქმენეთი);
არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულთა სპეციფიკიდან და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლიდან მოქმედებს არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო. დამატებით, არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო 2024 წელს ამოქმედდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტშიც. ხსენებული დანაყოფები დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრთან ე.წ. „ბარნაჰუსთან“ (Barnahus). თბილისის ტერიტორიაზე, კანონით გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ცენტრში ტარდება. აღნიშნულ ცენტრში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩასართავი პირების დროულად მობილიზება ხდება, რაც ხელს უწყობს ბავშვთან განსახორციელებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაყოვნების გარეშე წარმართვას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შსს გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, აორგანიზებდა „ნუ წაართმევ ბავშვობას“ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც უწყების თანამშრომლები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა აქტივობებს მართავდნენ თემატურ ჯგუფებთან. არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, შსს 2022 წლიდან ასევე აორგანიზებს „ემეგობრე პოლიციას“ - კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ათასობით სკოლის მოსწავლისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები იმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, აქტიურადაა ჩართული ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიების პროცესში. სამინისტრომ 2020 წლიდან დანერგა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა (ელექტრონული სამაჯური), რომელიც მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესის რეალურ დროში გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული მოიცავს მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვის შესრულების მონიტორინგსაც. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, როგორც ორდერის, ისე, ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევის ან/და თავის არიდებისათვის.
სამინისტროში 2018 წლიდან, შემუშავებული და დანერგილია ძალადობის განმეორების რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს განმეორებითი ძალადობის საფრთხის გამოვლენის და ძალადობის პრევენციისთვის შემაკავებელი ორდერის გაცემის შესაძლებლობას აძლევს. სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, 2023 წლის მაისში, ამოქმედდა განახლებული რისკების შეფასების ინსტრუმენტი. შედეგად, თანხმობის შემთხვევაში, უფრო მეტ მსხვერპლს მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლოს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმით, შესაბამისად, გაიზარდა დაწესებული ელექტრონული ზედამხედველობის რაოდენობა. გასათვალისწინებელია, რომ განახლებული რისკების შეფასების ინსტრუმენტი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რასაც მოწმობს ევროკომისიის დადებითი შეფასებებიც.
2023 წელს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი დაინერგა ქალაქ რუსთავსა და ქალაქ ბათუმში, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანსაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირება და დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება წარმოადგენს.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამინისტრო ასევე, უერთდებოდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ თექვსმეტ დღიან კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს წარმომადგენლებმა სამიზნე ჯგუფებთან გამართეს არაერთი თემატური ღონისძიება, შეხვედრა თუ ტრენინგი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით 2021 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოველწლიურად ამტკიცებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა“-ს. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში დამტკიცებულია 4 (ოთხი) სამოქმედო გეგმა, რომელთა იმპლემენტაციის მიზნითაც, უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა.
საერთაშორისო დონეზე და კანონით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით, მომზადდა ,,გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ“ და ,,გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ“ რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების მიზანია გამოძიების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმის, დაზარალებულის და ბრალდებულის ეფექტიანი ჩართულობის ხელშეწყობა.
შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის და ხელშეწყობის ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2024 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეძენილი ან თანდაყოლილი სმენის კონდუქციური ან ნეიროსენსორული დაქვეითება (II ხარისხი და მეტი) ან დაკარგვა (ცალმხრივი ან ორმხრივი) აღარ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირისთვის სამართავად ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებით მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიღება ხორციელდება როგორც რომელიმე ქვედა კიდურის, ასევე ორივე ქვედა კიდურის არმქონე დაინტერესებული პირისაგან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულია რეკომენდაცია აღნიშნულის თქვეყანაში მოწყვლადი მოსახლეობის უფლებების დაცვა სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ბავშვთა, ქალთა და შშმ პირთა უფლებების დაცვასა და გაძლიერებას.
შექმნილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო“, რომელიც აერთიანებს 6 კომიტეტს. საბჭო წარმოადგენს მინისტრის საკონსულტაციო ორგანოს შშმ პირთა საკითხებზე. საბჭოს კომიტეტების მუშაობაში ჩართული არიან სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, შშმ პირთა თემის (შშმ პირებს, ან/და მათ წარმომადგენლებს: შშმ პირთა ორგანიზაციები, მშობლები, სხვა) წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. კომიტეტების ფარგლებში, საბჭო აქტიურად მუშაობს მიმდინარე რეფორმებზე, სტრატეგიებზე, სხვადასხვა მომსახურებების სტანდარტებსა და პროგრამების დახვეწაზე. საბჭოს ფარგლებში ხდება სხვადასხვა თემატური რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა მიმართ არსებული პოლიტიკების დასახვეწად.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა მათთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტის - ფულადი დახმარების - ინდექსაციის პირობები, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად გაიზრდება სოციალური პაკეტები ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტორების გათვალისწინებით.
ქვეყანაში მიმდინარე სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერების რეფორმირების ფარგლებში აქტიური პროცესია შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით. ზრდასრულთა დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში, ეტაპობრივად მიმდინარეობს ბენეფიციართა გადაყვანა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით შექმნილ ალტერნატიულ მომსახურებებში. შექმნილია დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ხანდაზმულთა და შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით სისტემატურად იქმნება ახალი სერვისები. ქვეყანაში განვითარება დაიწყო პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის მომსახურებებმა. ეტაპობრივად იზრდება სერვისის მიწოდების გეოგრაფიული არეალი.
შშმ პირთა მხარდასაჭერად ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალლიტეტში შეიქმნა „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების“ ცენტრები, რომლებმაც უნდა მოახდინონ შშმ პირთა საკონსულტაციო-საინფორმაციო მხარდაჭერა, საჭირო მომსახურებებში გადამისამართება, მათი უფლებების ადვოკატირება და სხვა.
პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სისტემურად იცვლება შშმ პირის სტატუსის დადგენის მეთოდოლოგია. სამედიცინო მოდელი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს ჩანაცვლდება ბიოფსიქოსოციალური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირების საჭიროებების სწორად განსაზღვრას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვას. შექმნილია აღნიშნულ მოდელზე გადასვლის სამოქმედო გეგმა.
მნიშვნელოვანი პროცესებია შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების მიმართულებითაც.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წელს მიღებულ იქნა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც საფუძველი ხდება მრავალი ახალი რეფულაციების/ღონისძიებების შექმნის.
სახელმწიფოს პრიორიტეტია ბავშვი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, სადაც დაცული იქნება მისი უფლებები და გამოხატული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად ხორციელდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრევენციული და მხარდაჭერითი სერვისების განვითარებაზე.
ქვეყანაში მოქმედებს სიღარიბის დაძლევის მთავარი პროგრამა - მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებაზე. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში გაიცემა ,,ბავშვის ბენეფიტი“ , რომელიც პერმანენტულად მზარდია.
შშმ ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ფულადი სოციალური დახმარებით - სოციალური პაკეტით, რომელიც ყოველწლიურად იზრდება ინდექსაციის პირობებით, ფულადი ოდენობების ზრდის დროს გათვალისწინებულია ეკონომიკური პარამეტრები.
ქვეყანაში 2020 წლიდან, ფუნქციონირებს ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი (111), რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში და უზრუნველყოფს: ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა საკითხებზე კონსულტირებას, რეაგირებას და მონიტორინგს, ასევე, ბავშვისა და მშობლის ფსიქოლოგიურ მომსახურებას, როგორც სატელეფონო, ასევე პირისპირ - კონსულტაციის სახით.
2021 წლიდან ამოქმედდა „გადაუდებელ შემთხვევებზე 24 საათიანი რეაგირების მექანიზმი,“ რომლის მიზანია არასამუშაო დროსა და დღეებში, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შემთხვევებზე, განხორციელდეს სწრაფი რეაგირება. აღნიშნული მექანიზმი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით და რეაგირებას ახორციელებენ როგორც მორიგე სოციალური მუშაკები, ისე, მობილური ჯგუფები.
2022 წლიდან, თბილისში ამოქმედდა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი - ბარნაჰუსი, რომლის მიზანია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვა გამოძიების მსვლელობისას და მისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ბავშვზე მორგებულ გარემოში, „ერთი ფანჯრის პრინციპით. “
ქვეყანაში წარმატებით დასრულდა ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაცია. დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვები უკვე აღარ იმყოფებიან. ყველანი გადაყვანილი არიან ალტერნატიულ ზრუნვაში. 2023 წელს შეიქმნა სრულიად ახალი მომსახურება „პედიატრიული ხანგრძლივი მოვლა“, რომელშიც გადაყვანილ იქნა ბოლო რეზიდენტულ დაწესებულებაში - ჩვილ ბავშვთა სახლში დარჩენილი შშმ ბავშვები, სადაც ბენეფიციარები იღებენ ინდივიდუალურ მიდგომებზე დაფუძნებულ საჭირო სამედიცინო და სოციალურ მხარდაჭერას.
შშმ ბავშვების ინტერესების დასაცავად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მიმღები მშობლების მოძიების პროცესი. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებულია შშმ ბავშვების საჭიროებები და სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელი მშობლების მოძიების აუცილებლობაც, ვინც გადამზადებული იქნება კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საკითხებზე.
სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციისა და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, დამტკიცდა 2023 წელს ,,ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი’’, რომლის ძირითადი მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციით და დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დახმარება, მისთვის კომპენსაციის გაცემით.
აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, ანგარიშგებისა და მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის ფუნქცია აკისრია ადამიანის უფლებათა უწყებათაშორის საბჭოს, რომლის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების) ხელმძღვანელები, ამასთან, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
საბჭოს ქვეშ ფუნცქიონირებს სამი უწყებათაშორისი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ხსენებული მიმართულებებით სახელმწიფოს პოლიტიკა:
1) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია;
2) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია;
3) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი.
თითოეული კომისია შედგება მინისტრის მოადგილეებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებისგან. გარდა ამისა, კომისიების სხდომებზე მთავრობის ადმინისტრაცია იწვევს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტებიდან აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელსაც შეიმუშავებს ადამიანის უფლებათა საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს. ეს არის ყოველისმომცველი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ადამიანის ყველა ძირითად უფლებას და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სწორედ ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა ქალები, ბავშვები, და შშმ პირები. ამჟამად მიმდინარეობს 2022-2030 წლების სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესი.
ბავშვის უფლებების დაცვა ეროვნული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დოკუმენტი მიზნად ისახავს ბავშვის უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის მექანიზმების გაუმჯობესებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ასევე დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პოლიტიკის გაძლიერებას. სხვა ამოცანებთან ერთად, სტრატეგია ითვალისწინებს:
• ბავშვთა მიმართ ძალადობაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმების გაძლიერებას;
• ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განმახორციელებელ უწყებებში, მათ შორის მუნიციპალიტეტებში, ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას და დასაქმებულ პირთა სპეციალიზაციას;
• ბავშვზე, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანზე, მორგებული მართლმსაჯულების, დანაშაულის პრევენციისა და რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის მექანიზმების გაუმჯობესებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
• ბავშვების, მათ შორის შშმ ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა და ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციის ხელშეწყობას;
• ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სისტემის გაძლიერებას;
• განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ბავშვებს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს) მისცემს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას და სხვა.
სტრატეგიაში ცალკე თავი ეთმობა ასევე გენდერულ თანასწორობას, ქალთა უფლებების დაცვას და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. გარდა ამისა, უკვე მრავალი წელია, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ორ ცალკე მდგომ სამოქმედო გეგმას, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას და მათი როლის გაძლიერებას ემსახურება:
1) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სამოქმედო გეგმა;
2) ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების სამოქმედო გეგმა.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების დამტკიცებული სამოქმედო გეგმა აერთიანებს მოქმედების 4 სფეროს: პირველი სფერო მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებს; მე-2 სფერო ეხება ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერისათვის აუცილებელ ღონისძიებებს; მე-3 სფეროში გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ზომები; ხოლო მე-4 სფერო ინტეგრირებული პოლიტიკის და მონაცემების შეგროვების საკითხებს ფარავს.
რაც შეეხება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას, ის მოქმედების 3 სფეროს მოიცავს: მოქმედების I სფერო აერთიანებს ქალთა მონაწილეობის საკითხებს მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების პროცესებში; მოქმედების II სფერო ფარავს ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის ღონისძიებებს. ხოლო მოქმედების III სფერო ითვალისწინებს ქალთა გაძლიერებსა და დაცვისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.
ამჟამად, მიმდინარეობს ზემოაღნიშნული გეგმების შემდგომი ციკლის (2025-2027 წლების) შემუშავების პროცესი.
ბოლო პერიოდის მიღწევებიდან აღსანიშნავია 2022 წლის 9 ნოემბერს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“(შემდგომ - წესი), რომლის თანახმად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან.
ასევე, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილებით დამტკიცდა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“, რომელთა მთავარი მიზანია შესაბამისი უწყებების შორის სწრაფი და ეფექტური კოორდინაციის განვითარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრა და განმეორებითი ძალადობის პრევენცია.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით, დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. კომიტეტი შედგება მინისტრის მოადგილეებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებისგან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, შშმ პირთა ორგანიზაციების და შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტმა შექმნა საკონსულტაციო საბჭო. კონკურსი ღიაა და ყველა დაინტერესებულ პირს ან ორგანიზაციას შეუძლია ნებისმიერ დროს გაწევრიანდეს საბჭოში. გარდა ამისა, 2023 წლის 5 ივნისს, შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში, შეიქმნა ორი თემატური სამუშაო ჯგუფი - ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის საკითხებზე.
2022 წლის 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულება დაეკისრა. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, მე-9 რეკომენდაციის (გენდერული თანასწორობის) შესრულება დაევალა. აღნიშნული რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან და პარტნიორ დონორებთან თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ GEC-მა შეძლო მე-9 რეკომენდაციის სრულად შესრულება.
2020 წელს საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. ცვლილებების მიხედვით განსაზღვრულია დეკრეტული შვებულების საკითხი. გარდა ამისა, დამსაქმებელი ახლა ვალდებულია უზრუნველყოს თანაბარი ანაზღაურება ქალისა და მამაკაცის თანაბარი სამუშაოსათვის. 2021 წლის 17 სექტემბერს საქართველო შეუერთდა თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას (EPIC) და აიღო ამ მიმართულებით ახალი ვალდებულებები. ასევე დარეგულირდა ორსული ქალების სამუშაო უსაფრთხოების საკითხები.
• 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „მსხვერპლის სტატუსის“ გაუქმებას, რაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ბარიერს წარმოადგენდა მხარდაჭერის მომსახურებების, მათ შორის, თავშესაფრით სარგებლობისათვის - ამიერიდან ძალადობის მსხვერპლთათვის გამარტივდება სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა.
• 2022 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა დაამტკიცა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში. მისი ამოსავალი წერტილია გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა. სახელმწიფოს გენდერული თანასწორობის კონცეფცია გენდერული თანასწორობის მიღწევის პრიორიტეტულ სფეროებად მიიჩნევს: ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში; ეკონომიკური გაძლიერება და შრომითი უფლებების დაცვა; გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა; ბავშვთა ქორწინებისა და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა და სხვა.
• დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ჩართულობით 2022 წლის 15 დეკემბერს კანონშემოქმედების პროცესის გენდერული მგრძნობელობის დახვეწის მიზნით დამტკიცდა ცვლილებები საქართველოს კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ“, რის საფუძველზეც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩაიდო გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ასპექტები.
• ამასთანავე, 2022 წლის 14 დეკემბერს დაინიცირდა და 2023 წლის მარტში მიღებულ იქნა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სპეციფიური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას. აღნიშნული დოკუმენტი პირველია რეგიონში, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიან ხედვას კონკრეტულად ქალთა ეკონომიური გაძლიერების და უკეთესი შრომითი პირობების შექმნისათვის. კონცეფციის სტრუქტურა აგებულია გარდაქმნის შვიდი მამოძრავებლის გარშემო, რომლებიც განხილულია საქართველოს მიერ ნაციონალიზებულ მდგრადი განვითარების მიზნებთან და შესაბამის ამოცანებთან მიმართებაში, რომელთა შესრულების პასუხისმგებლობა ქვეყანამ აიღო 2030 წლისთვის.
• 2021 წლის ზაფხულში პარიზში გაიმართა თაობათა თანასწორობის ფორუმი. საქართველომ აიღო ვალდებულება 2 ძირითად სფეროში ქვეყანაში გენდერული თანასწორობის შემდგომი უზრუნველყოფის მიზნით: 1. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და 2. მეტი ქალის მხარდაჭერა ტექნოლოგიებსა და STEM-ში.
ამ უკანასკნელის ვალდებულებების შეუფერხებლად შესრულების უზრუნველსაყოფად, საბჭოს ინიციატივით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი. ჯგუფს თანათავმჯდომარეები არიან საბჭოს ხელმძღვანელი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში. მონიტორინგის ჯგუფში შედიან გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის საპატიო ელჩები. შეიქმნა შიდა სამოქმედო გეგმა რომლის ადრესატებიც არიან შესაბამისი უწყებები, სააგენტოები და ინსტიტუციები. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა როგორც აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულების, ისე - შესრულებული საქმიანობის მონიტორინგის.
• გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს აქვს ცალკე სამოქმედო გეგმა ადგილობრივ დონეზე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოებთან კოორდინაციისთვის - ეს არის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის შედეგი, რომელიც საქართველოში 2013 წელს დაიწყო.
• საქართველოს 64 მუნიციპალიტეტი, რომელთაც აქვთ თავიანთი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოები და ყველა მერიაში არის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები- პარლამენტი კოორდინაციას უწევს მათ. 2022 წელს საპარლამენტო საბჭო ეწვია 60 მუნიციპალიტეტს მათი საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის და შემდგომი ქმედებების უკეთ დასაგეგმად - დაგეგმილია ყოველწლიური შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში და შემდგომი ტრენინგებიც. პარლამენტის შიდა მოკვლევის შედეგად დადგინდა რომ თუ 2022 წლისთვის მხოლოდ 22 მუნიციპალიტეტს ჰქონდა გენდერული ბიუჯეტი, 2023 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგდა.
• საქართველოს პარლამენტმა, 2022 წელს ცვლილებები შეიტანა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში. შედეგად, განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტის გაანგარიშების წესი. ცვლილებები უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიურ ზრდას. გამოყენებულ იქნა ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც მოქმედებს პენსიონერების შემთხვევაში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
• საქართველოს პარლამენტი ზედამხედველობას უწევს მთავრობის საქმიანობას განიხილავს რა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების წლიურ ანგარიშებს. ანგარიშების საფუძველზე აღმასრულებელი ხელისურფლების შესაბამისი დაწესებულებების მიმართ გაიცემა რეკომენდაციები.
კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებების დირექტივასთან (AVMSD) დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლებიც შეთანხმებული იყო ევროკომისიასთან. კანონის თანახმად, კომისია მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას. კანონი აგრეთვე ითვალიწინებს აუდიოვიზუალური პროდუქციის განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შშმ პირებისათვის. ამ მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ, 2024 წლის 27 ივნისს დაამტკიცა N7 დადგენილება „შშმ პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიზანია აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შშმ პირებისთვის პროპორციული ზომების მეშვეობით და შესაბამისი სტანდარტების განსაზღვრა. ამ მიმართულებით, აგრეთვე დაგეგმილია შშმ პირებისათვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინ პორტალის ჩამოყალიბება, რომელიც ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან. დამატებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებებს შშმ პირებთან მიმართებით. გარდა ამისა, ამავე კანონით აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა პირთა ჯგუფის მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნის მიხედვით, ძალადობის
ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენას). „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი აგრეთვე კომისიას განსაზღვრავს 2020 წელს მიღებული ბავშვის უფლებებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მედიამომსახურებების საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოს და ადგენს მაუწყებლების ვალდებულებებს, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით. დამატებით, 2023 წელს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კანონი ადგენს 7, 12, 15 და 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამის კატეგორიებს მათი ეთერში განთავსების წესებს. კანონი კრძალავს ისეთი რეკლამების ან პროგრამების გავრცელებას, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას.
2021 წელს განხორციელებული აქტივობები:
-იურიდიული დახმარების სამსახურმა შექმნა საკონსულტაციო მობილური აპლიკაცია, სადაც კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის: ძალადობის მსხვერპლი ქალები, ბავშვები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები.
-გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ბავშვთა ვებ-გვერდი www.children.las.ge. ვებ-გვერდზე წარმოდგენილია მოზარდებისათვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია, როგორც იურიდიულ თემებზე, ასევე ფსიქოლოგიურ სოციალურ საკითხებზე. ვებ-გვერდზე განთავსებულია ფორუმი, სადაც მოსწავლეები და მშობლები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. ვებ-გვერდი შვიდენოვანია (ქართული, ინგლისური, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, ოსური და აფხაზური) და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.
2022 წელს განხორციელებული აქტივობები:
იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, დაიწყო პროექტი „პარალეგალი’. პარალეგალი არის არაიურისტი პირი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, შეძლებს მოსახლეობას გაუწიოს პირველადი კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე. პარალეგალი შესაძლოა იყოს ნებისმიერი პროფესიისა და საქმიანობის პირი ან პროფესიის არმქონე პირი, საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული პირი, ან პირი, რომელიც საერთოდ არ არის დასაქმებული, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნის შეძენისა და ამ ცოდნის საზოგადოებისათვის მიწოდების სურვილი. პარალეგალის დანიშნულებას წარმოადგენს ასევე სამსახურისათვის დახმარების გაწევა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, ადგილობრივი ადათწესებისა და ჩვეულებების გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში, სამსახურმა შექმნა პარალგალების ქსელი (არაიურისტი პირების რეესტრი), რომლის საშუალებითაც ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია მათი უფლებების ასევე უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ და გაეწევა პირველად სამართლებრივი კონსულტაცია.
- სამსახურის მიერ მომზადდა ვიდეო რგოლები, სადაც საზოგადოებრივი ადვოკატები ბავშვისთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ ბავშვთა უფლებებზე.
- სამსახურის მიერ მომზადდა საბავშვო ანიმაციური კომიქსი, რომელიც სპეციალურად შექმნილი ნახატების საშუალებით ბავშვებს განუმარტავს თავიანთ უფლებებს.
- სამსახურის მიერ ჩატარდა 3 შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონებში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
- გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა, სადაც წარდგენილი იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმა - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვასთან“ დაკავშირებით.
- საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ჩატარდა 51 ტრენინგი, მათ შორის:
-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები;
-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაცია, მათი ულებების საერთაშორისო სტანდარტები;
-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება.
-გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს საქართველოს ოფისის (UN) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი: „მრავალმხრივი მიდგომები და წინაპირობები შეზღუდული შესაძლებლობის სფეროს ინკლუზიური განვითარებისთვის“.
2022 წელს განხორციელებული აქტივობები:
- გაიზარდა მანდატი სისხლის სამართლის მიმართულებით. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის დაზარალებული, რომელიც იურიდიული დახმარების შესახებ კანონის მიხედვით, მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუკი ის სრულად აკმაყოფილებს იურიდიული დახმარების შესახებ კანონის მოთხოვნებს.
- არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით, თბილისისა და რეგიონების სკოლებში ჩატარდა 6 შეხვედრა, რა დროსაც სკოლის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ თემებზე: ბავშვის უფლებები; ბულინგი; დისკრიმინაცია;
ტოლერანტობა; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორობა; ოჯახში ძალადობა; შრომითი უფლებები; განრიდება და მედიაცია.
- სამსახურის მიერ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა უფლებების შესახებ ჩაღრმავებული კურსი კონსულტანტ-ოპერატორებისთვის“. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტ¬ ოპერატორები.
- სამსახურმა წარადგინა 2022 წლის სამოქმედო გეგმა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის” შესახებ. ინიციატივის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის ფონდის (UN SDG Fund) ფინანსური ხელშეწყობით.
- გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) და გაეროს პარტნიორობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის (UNPRPD) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე „შშმ პირთა უფლებები’’. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის თანამშრომლები და საზოგადოებრივი ადვოკატები. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 13 თანამშრომელი.
- ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები’’. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის თანამშრომლები და საზოგადოებრივი ადვოკატები. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 9 თანამშრომელი.
- გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR) საქართველოში მხარდაჭერით, შეიქმნა მოდული სახელწოდებით: „შშმ პირთა უფლებები“;
- USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID RoLP), მხარდაჭერით მომზადდა ხშირად დასმული კითხვები თემაზე შშმ პირთა უფლებები.
2023 წელს განხორციელებული აქტივობები:
2023 წელს თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო გაიხსნა. სისხლის სამართლის მიმართულებით განხორციელდება არასრულწლოვანი მოწმის და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა დაცვა, იმუშავებენ საპროცესო შეთანხმების გაფორმების და განაჩენის აღსრულების ეტაპზე შემოსულ საქმეებზე;
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატები გაუძღვებიან თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებით შემოსულ საქმეებს; ჩაერთვებიან არასრულწლოვანის მშობლისგან განცალკევებასთან, ნახვის დღეების განსაზღვრასთან, მინდობით აღზრდასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, ჩამორთმევასთან დაკავშირებულ დავებში; ასევე, იმუშავებენ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების/ვადის გაგრძელების შესახებ შემოსული საქმეებზე, სამედიცინო, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებზე.
სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ფუნქციონირებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა ინტერესების დაცვას.
- სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარდა 38 ტრენინგი. ტრენინგ-მოდულების შერჩევისას ყურადღება გამახვილდა, ადვოკატთა გამოკითხვის შედეგად ყველაზე აქტუალურ საკითებსა და დონორი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ტრენინგ-პროგრამებზე. მათ შორის: “შშმ პირთა უფლებები“.
2024 წელს განხორციელებული აქტივობები:
- სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ, საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ბავშვის მშობელისგან განცალკავების დაუშვებლობა“.
- იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელშიც პროფესიონალებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა განიხილეს ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის ეფექტიანი აღსრულების და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საკითხები.
- საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), იურიდიული დახმარების სამსახურმა ჩაატარა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან.შეხვედრის მიზანი იყო სამსახურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და წარდგენა შშმ პირთა თემისთვის. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სხვადასხვა საჭიროებებზე შშმ პირებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის და გამოკვეთეს რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის სათანადო აღსრულებისთვის.
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონნე პირთა მხარდამჭერი მომსახურების ინტერაქციული გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები, შშმ პირთა მომსახურების გამწევი ორგანიზაციები და სპეციალისტები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, მომსახურების სახეები და საქმიანობა შშმ პირებთან მიმართებით.
- აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეს" ესტუმრნენ. სამსახურმა ცენტრის ბენეფიციარების მშობლებს წარუდგინა პრეზენტაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივი დახმარების საკითხებზე და საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართულობაზე შშმ პირთა დახმარების მიმართულებით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგები და რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები-ადვოკატები და კონსულტანტი, რომლებმაც სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს როგორც ცენტრის ხელმძღვანელობას, ასევე ბენეფიციართა მშობლებს.
ევროპის საბჭოს (CoE) და „UN WOMAN-ის“ მხარდაჭერით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 57 თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი „სექსუალური და ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიების საკითხებზე“.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი იქმნება;
საქართველოს პროკურატურისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების, მათ შორის შშმ ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვა ბოლო წლების მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
2023 წლის 9-10 მარტს, ქ. ჟენევაში, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიშის განხილვა გაიმართა, რომელზეც კომიტეტის მხრიდან დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები.
2021-2024 წლებში საქართველოს პროკურატურამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.
2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა (იმჟამად სამმართველომ) შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის მოამზადა ორი სახელმძღვანელო მითითება:
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა.
სახელმძღვანელო მითითებების მიზანია პროკურორისა და გამომძიებლის საქმიანობის წარმართვა შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სამართალწარმოების ყველა სტადიაზე მათი თანასწორუფლებიანი, სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ, სახელმძღვანელო მითითებები შემუშავების პროცესში, გაზიარებულ იქნა და პოზიტიურად შეფასდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ. დოკუმენტში აისახა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენლების რელევანტური შენიშვნები და კომენტარები.
სახელმძღვანელო მითითებები სრულად შეესაბამება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ დადგენილ სტანდარტებს და განკუთვნილია პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების საპროცესო საქმიანობის ეფექტიანიად განხორციელებისთვის.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირთა უფლებების დაცვის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მომზადდა და გენერალურ პროკურორს დასამტკიცებლად წარედგინა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმები“ 2021, 2022, 2023 და 2024 წლებისთვის. აღნიშნული სამოქმედო გეგმები საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე.
სამოქმედო გეგმების ძირითად მიზნებს შშმ პირთა ექსპლუატაციისგან, არასათანადო მოპყრობისაგან და დისკრიმინიციისაგან დაცვა, შშმ პირთა, მათ შორის შშმ ქალთა და ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს პროკურატურამ ცალკეულ წელს ოთხი ამოცანა შეასრულა.
კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის თემაზე პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, პროცედურული მისადაგების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის შშმ ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.
შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, 2021, 2022, 2023 და 2024 წლებში საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებისა და პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ „შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“, ასევე „არასრულწლოვან შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგს.
მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მომზადდა შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების 2021, 2022, 2023 წლების და 2024 წლის 9 თვის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზები, რომლებიც მოიცავს შშმ პირთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ტენდენციებსა და გამოწვევებს. აღნიშნული ანალიზები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე.
2024 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ.“
პროკურორებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის შედეგად, გაიზარდა შშმ პირთა მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განხორციელებული საპროკურორო საქმიანობის ხარისხი და ეფექტიანობა.
საქართველოს პროკურატურაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და შშმ თემის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მოწოდებებს საჯარო უწყებების მიმართ, რათა უზრუნველყონ შშმ პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით თუ ეს გადაწყვეტილებები შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას უკავშირდება.
შესაბამისად, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე შშმ თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების გაღრმავების მიზნით, 2021-2024 წლებში 4 სამუშაო შეხვედრა ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოსთან და შშმ თემის წარმომადგენლებთან.
პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, არსებული გამოწვევები და შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის შედეგები წარუდგინეს.
2024 წელს, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა, მათ შორის, შშმ ქალთა მიმართ ძალადობის, სქესობრივი დანაშაულის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის, ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, აქტუალური საკითხების და გამოწვევების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, აქტუალურ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ერთგვაროვანი პრაქტიკისა და დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მართლმსაჯულების პროცესში მათი სრულყოფილი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს თანამშრომელთა განგრძობად გადამზადებას. ჩატარებული ტრენინგებისა და გადამზადებულ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2021-2024 წლებში, შშმ პირთა უფლებების საკითხებზე საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა 19 სასწავლო აქტივობა, რომლის ფარგლებში გადამზადდა პროკურატურის 304 თანამშრომელი. წლების მიხედვით განხორციელებულია შემდეგი სასწავლო კურსები:
2021 წელი
• გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით თემაზე - მრავალმხრივი მიდგომები და წინაპირობები შეზღუდული შესაძლებლობის სფეროს ინკლუზიური განვითარებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
• გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის თებაზე ჩატარდა 2 სასწავლო აქტივობა, რომელშიც მონაწილეობდა პროკურატურის 36 მენეჯერი.
2022 წელი
• გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და კომუნიკაციის სტანდარტი. სატრენინგო თემატიკა: სახელმწიფოს ვალდებულებათა ჩარჩო (ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით); გამოწვევები შშმ პირთა უფლებების კუთხით ქვეყანაში; სასამართლოს გადაწყვეტილებები; სერვისები; სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის იდენტიფიცირება და გონივრული მისადაგება; შშმ პირთა მონაწილეობით არსებულ საქმეთა მონიტორინგის შედეგები; საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაგეგმვა და ჩატარება (პრაქტიკის ანალიზი); სამართლებრივი დოკუმენტების წარმოება, დასაბუთება და მტკიცებულებითი სტანდარტი შშმ პირთა საქმეებზე; დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირება შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებში; ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობა და რეკომენდაციები კომუნიკაციისთვის; აუტიზმის სპექტრის მქონე პირები და რეკომენდაციები კომუნიკაციისთვის; აღნიშნულ ტრენინგს დაესწრო საქართველოს პროკურატურის 18 თანამშრომელი.
2023 წელი
• გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ორგანიზებით, ტრენინგი გაიმართა თემაზე - სასაზღვრო ორგანოების შესაძლებლობების განვითარება ლტოლვილთა დაცვისა და რეფერალური მექანიზმის შესახებ.
• გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის ტრენინგი განხორციელდა თემაზე - „შშმ პირთა უფლებები და კომუნიკაციის სტანდარტი“. ტრენინგის შედეგად მოწმისა და დაზარალებულის 17 კოორდინატორი გადამზადდა.
• ევროკავშირთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით პროკურორებისთვის ტრენინგი განხორციელდა თემაზე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და კომუნიკაციის სტანდარტი. ტრენინგი, ასევე, ფსიქოლოგურ ნაწილსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებში დარგის ექსპერტმა (ფსიქოლოგმა) მონაწილეებს კომუნიკაციის რეკომენდაციები განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე პირთა შესახებ მიაწოდა. ტრენინგის შედეგად 19 პროკურორი გადამზადდა.
2024 წელი
• გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის (UNHCR) ორგანიზებით ტრენინგი განხორციელდა თემაზე - სასაზღვრო ორგანოების შესაძლებლობების განვითარება ლტოლვილთა დაცვისა და რეფერალური მექანიზმის შესახებ. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, მოცემული სფეროს გამოწვევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ტრენინგი ორ ლოკაციაზე, ბათუმსა და ქუთასში განხორციელდა და პროკურორები გადამზადნენ.
• ევროპის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) თანამშრომლობით, პროკურორებისა და მოსამართლეების ორი ჯგუფისთვის, ტრენინგი ჩატარდა თემაზე - შეზღუდული ფსიქო-სოციალური და ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ტრენინგის შედეგად 19 პროკურორი და 6 მენეჯერი გადამზადდა.
შესრულდა
148.45
გააძლიერეთ ძალისხმევა დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, გენდერის, რელიგიის ან რწმენის ან შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე (უზბეკეთი);
შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდანვე ჩართულია და მონიტორინგს უწევს იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთა ფარგლებშიც, სავარაუდოდ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლით (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი.
ამ ეტაპზე, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირების მიზნით, საგამოძიებო დანაყოფები იყენებენ დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციას ,,დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გამოძიების შესახებ“. რეკომენდაცია დისკრიმინაციულ დანაშაულთან დაკავშირებით სიღრმისეულ ინფორმაციას მოიცავს. ამასთან, ხსენებულ რეკომენდაციაშია იმ კითხვების ჩამონათვალიც, რომელთა დასმაც რეკომენდირებულია დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მიმდინარე გამოკითხვისას. აღნიშნულ კითხვებზე მიღებული პასუხები წარმოადგენს ერთ-ერთ ინდიკატორს შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული რეკომენდაცია განახლებადია და ასახავს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებსა და იდენტიფიცირებულ გამოწვევებს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეთა მიერ, 2023 წელს ახალი მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღსარიცხ ერთეულებს წარმოადგენს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სავარაუდო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებათა საერთო რაოდენობა;
გამოძიების დაწყების მუხლი;
დისკრიმინაციის ნიშანი;
დისკრიმინაციის ნიშანი ტერიტორიული განფენილობის მიხედვით;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სავარაუდო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ იმ დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებათა საერთო რაოდენობა, რომელთა გამოძიების პროცესშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ჩაერთო.
მემორანდუმი შესაძლებლობას იძლევა, მონაცემები ახალი, ერთიანი მეთოდოლოგიით იქნას შეგროვებული.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე - https://shorturl.at/hHW03 .
სამინისტრო აქტიურადაა ჩართული დისკრიმინაციული ნიშნით/სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ორგანიზებულ ცნობიერების ამაღლების კამპანიებშიც. მაგალითად, 2021-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - მხარდაჭერით დაგეგმილ „თანასწორობის კვირეულს“. ინიციატივის ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლებმა სხვადასხვა თემატურ ჯგუფებთან განიხილეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით სამართალწარმოების ეფექტიანად განხორციელების დეტალები.
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების გაზრდილი მაჩვენებელი ბოლო წლების მანძილზე დადებითად ფასდება ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუციებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ეუთოსა და ევროპის საბჭოს სასწავლო მასალების საფუძველზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოვლენისა და გამოძიების საკითხებზე ხორციელდება თანამშრომელთა კასკადური გადამზადების პროცესი, რომლის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამომძიებლების მიერ დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა დანაშაულის გამოძიების ეტაპზე.
დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით ტარდება არაერთი მნიშვნელოვანი და ინტენსიური ღონისძიება, როგორიცაა:
პოლიციის მენეჯერების და ოფიცრების მუდმივი გადამზადება დისკირიმინაციული მოტივის ინდეტიფიცირებასა და მსხვერპლთან კომუნიკაციის საკითხებში;
შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო დისკრიმინაციული დანაშაულების იდენტიფიცირებასა და დანაშაულის კვალიფიკაციაზე;
ეუთოს ოდირის ოფისთან ერთად შემუშავდა სპეციალური გადამზადების პროგრამა;
დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სამინისტროს ინიციატივით გამკაცრდა სასჯელი;
მიმდინარეობს სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება.
საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2021 წლიდან ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფას, რომელსაც განეკუთვნება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებისა და შრომითი უფლებების ნორმების დაცვა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან და შრომის თავისუფლებასთან. სამსახურს მინიჭებული აქვს უფლება, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია, შრომითი მედიაციით მიღწეული შეთანხმებები და სხვა.
აღნიშნული მანდატის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების კვალდაკვალ, უწყებაში შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტში ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ზედამხედველობის სამმართველო, რომელიც დაკომპლექტდა სპეციალიზებული უნარების მქონე შრომის ინსპექტორებით.
გარდა სტრუქტურული დახვეწისა, უწყების ჩართულობით შემუშავდა რიგი სახელმძღვანელო დოკუმენტები, მათ შორის:
"გაეროს განვითარების პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის-ფაზა 2" ექსპერტული მხარდაჭერით შეიქმნა და ითარგმნა ინგლისურ ენაზე „რასობრივი, ეთნიკური დისკრიმინაციის საქმეების ეფექტურად მოკვლევის სახელმძღვანელო“, რომელიც ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე;
სამსახურის მიერ ანტიდისკრიმინაციული ნორმების პრაქტიკაში აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით ევროკავშირის პროექტის (EU4GenderEquality) ექსპერტული მხარდაჭერით შემუშავდა „გენდერულად პასუხისმგებლიანი შრომის ინსპექცია“, რომელიც, ასევე, ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე;
ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება
საქართველოში“ ექსპერტული მხარდაჭერით შემუშავდა შემდეგი თემატური სახელმძღვანელოები:
1. „დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების იდენტიფიცირების საკითხები“,
2. „არასრულწლოვნებსა და სხვა მოწყვლად შრომით ჯგუფებთან კომუნიკაციის თავისებურებები“
3. „სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესწავლის მეთოდოლოგია“.
აღნიშნული დოკუმენტებიც ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე;
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით - კერძო და საჯარო დაწესებულებებისათვის გამოიცა „ვაკანსიის გამოცხადების დროს დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპები“ 4 ენაზე (ქართული, ინგლისური, სომხური და აზერბაიჯანული), რომელიც, ასევე, ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე;
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გამოიცა “დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაო გარემოს შეფასების პრაქტიკული სახელმძღვანელო” 4 ენაზე (ქართული, ინგლისური, სომხური და აზერბაიჯანული), რომელიც, ასევე, ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გარდა, ზემოხსენებული პუბლიკაციებისა, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ექსპერტული მხარდაჭერის კომპონენტში რათა დასრულდეს მუშაობა „შრომით ურთიერთობებში თანაბარი ანაზღაურების პრინციპების სახელმძღვანელოზე“ (გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“). ასევე, „შრომით ურთიერთობებში გონივრული მისადაგების სახელმძღვანელოზე“ ("გაეროს განვითარების პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის-ფაზა 2")
სამსახურის მხრიდან, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შრომითი ნორმების შესახებ. ამ მიზნით 2021-2024 წლების საანგარიშო პერიოდში სამსახურმა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერითა თუ საკუთარი რესურსებით დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან 260-მდე საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდა 13 000-მდე პირი. ასევე, სამსახურის მიერ პროაქტიული ღონისძიებების ფარგლებში შრომის უსაფრთხოების ნორმებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა 140-მდე ორგანიზაციის 10 000-ზე მეტ დასაქმებულთან პირისპირ შეხვედრა, რომელმაც მოიცვა აჭარის ა/რ, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონებსა და ქ.თბილისში ოპერირებადი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით შრომით ნორმებთან დაკავშირებით თემატურად, ზოგად თუ სექტორულ დონეზე შემუშავებული 63 სასწავლო/საინფორმაციო ვიდეორგოლი რომელიც განთავსდა შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, YouTube არხზე;
აქვე აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული ძირითადი ნორმატიული აქტები და განთავსდა სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის ვებგვერდზე (იხ. ბმული: https://lio.moh.gov.ge/low.php?lang=2)
საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთი ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკაში თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვას, მათ დანერგვას პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობას დისკრიმინაციის გარეშე. სტრატეგია მოიცავს შემდეგ ამოცანებს:
ა) თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება და მისი განგრძობადი გაუმჯობესება;
ბ) სახელმწიფო სერვისების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინება თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით;
გ) სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ინფორმაციაზე ხელისაწვდომობისა და საჯარო პროცესებში მონაწილეობის გაუმჯობესებისა და სრულფასოვანი სამოქალაქო თანასწორობის მისაღწევად;
დ) თანასწორობის უფლების რეალიზების უზრუნველყოფა უმცირესობათა ჯგუფებისთვის, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის;
ე) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მსხვერპლზე ორიენტირებული რეაგირების გაუმჯობესება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინებით;
ვ) თანასწორობის უფლებისა და შემწყნარებლობის ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;
ზ) სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობათა მონაწილეობის ხელშეწყობა.
ამასთანავე, სტრატეგიაში დამოუკიდებელი თავები ეთმობა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას და ყველა ჩამოთვლილ თავში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ამოცანად არის დასახული.
ეროვნული სტრატეგიის მიერ დასახული მიზნების ეფექტურ იმპლემენტაციას ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აქტივობების დონეზე განსაზღვრავს უმცირესობების უფლებათა დაცვისთვის გასატარებელ ღონისძიებებს.
პარლამენტმა 2022 წლის 15 დეკემბერს დაამტკიცა გენდერული თანასწორობის განახლებული სახელმწიფო კონცეფცია, რომელზე მუშაობაც გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ 2019 წელს დაიწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. აღნიშნული კონცეფციის შემუშავების ფარგლებში ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა. კონცეფცია წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიან ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში. მისი ამოსავალი წერტილია გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა. კონცეფცია ემყარება ქვეყანაში მოქმედ ძირითად სამართლებრივ დოკუმენტებს: საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ კანონმდებლობას გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ძალადობის აღმოფხვრის შესახებ და ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს.
2023 წელს საქართველომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) ანგარიში წარადგინა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოც. მისასალმებელია, რომ საქართველოს მიერ წარდგენილმა ანგარიშმა პოზიტიური შეფასება დაიმსახურა.
ელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყოველწლიურად გამოსცემს:
1) „ინტერრელიგიურ კალენდარს“,
2) 2021-2024 წლებში გამოსცა პუბლიკაციები: „ოკუპირებული მემკვიდრეობა“; „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“; „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“.
3) ჩაატარა ტრენინგები სეკულარიზმისა და რელიგიური
ნეიტრალიტეტის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, შშმ პირთა რელიგიური უფლებების შესახებ;
4) რელიგიური უმცირესობებისათვის (საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით) განახორციელა სახელმწიფო ენის უფასო შესწავლის პროექტი;
5) შშმ პირებისათვის ყოველწლიურად გამოსცა: ინტერრელიგიური კალენდარი ბრაილის შრიფტით და ძველი აღთქმის კანონიკური წიგნები: „დაბადება“, „გამოსვლათა (გამოსვლა)“, „ლევიტელთა“ (ლევიანნი), „რიცხვთა“, „მეორე რჯული“ , რომელიც გადაეცემა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებსა და უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პირთა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს;
6) 2023 წელს, განახორციელა პროექტი „ტაძრებში ხატებთან განთავსებული ლოცვები ბრაილის შრიფტით“;
7) ქალთა რელიგიური უფლებების დასაცავად გამართა საერთაშორისო შეხვედრა ინტერრელიგიურ სათათბიროში შემავალი რელიგიური ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებთან, თემაზე: „საზოგადოებების გაძლიერება ქალთა ლიდერობის ხელშეწყობით რელიგიის თავისუფლებისა და
სოციალური ერთობის სფეროში“.
8) ბავშვთა რელიგიური უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთად ჩაატარა ერთობლივი სემინარი „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“, ასევე (UNICEF) პარტნიორობის ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი სასულიერო პირებისათვის „რელიგიის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები“,
9) 2024 წელს, სხვადასხვა რელიგიური სარწმუნოების პაციენტთა რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზების და საავადმყოფოში კაპელანური მსახურების შემოღების ხელშეწყობის მიზნით, რელიგიის სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა შპს „ჯეო ჰოსპიტალს" და შპს „ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქს“ შორის.
10) რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დახმარებით ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოს მიერ მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის განხილვასა და კორექტირებაში, შედეგად, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია და დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განსაზღვრულია შესაბამისი კანონმდებლობით.
11) 2023 წელს ჩაატარა სემინარი კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრის“ პროექტის - „ქვემო ქართლის რელიგიური ლიდერები ადამიანის
უფლებების დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისთვის“ თემაზე „რელიგიური მრავალფეროვნების მართვის საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილება“,
12) 2024 წელს ჩაატარა სემინარები ადგილობრივი მართლმადიდებელი და მუსლიმი სასულიერო პირებისთვის, რელიგიების როლზე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზების საქმეში.
ევროკავშირის აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებების დირექტივასთან (AVMSD) დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლობაში სიძულვილის გავრცელება დაექვემდებარა რეგულირებას. უფრო კონკრეტულად, ხსენებული ცვლილებების შედეგად, შესაძლებელია მედია საშუალებების თვით-რეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება სიძულვილის ენის, ტერორიზმისაკენ მოწოდების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა).
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განხორციელებული რეფორმის შედეგად და საპროკურორო საბჭოს რეკომენდაციით, 2022 წლის 9 მარტს გენერალური პროკურორის ბრძანებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. საქართველოს გენერალური პროკურატურის დამოუკიდებელი სტრუქტურული დანაყოფი ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო 2012 წლიდან ფუნქციონირებდა და ანგარიშვალდებული იყო საქართველოს გენერალური პროკურორისა და მოადგილის წინაშე.
სამართალდამცავ ორგანოებში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ასევე საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად აღსრულების, საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების ჯეროვნად შესრულების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურორთა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო გაძლიერდა და დეპარტამენტად გარდაიქმნა.
საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიით პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციად კვლავ ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე შშმ პირების მიმართ ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა და შშმ პირთა (მათ შორის შშმ ბავშვთა) მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება განისაზღვრა.
2020 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების სასწავლო კურსი გაიარეს. ამჟამად, სპეციალიზებულია 164 თანამშრომელი, მათ შორის - 35 მენეჯერი, 101 პროკურორი, პროკურატურის 12 გამომძიებელი, 16 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
საქართველოს პროკურატურაში 2020 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, რომელიც გამოიხატა სპეციალიზაციის დანერგვაში, სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და განგრძობად ტრენინგებში, მემორანდუმით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებასა და პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებაში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა.
2016-2024 წლების მონაცემებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5139 პირის მიმართ. ბოლო წლებში, შენარჩუნებულია შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მზარდი ტენდენცია. 2021-2024 წლებში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4464 პირის მიმართ. აღნიშნული მონაცემით, 2016-2020 წლების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 561%-ით გაიზარდა.
2024 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე ბრალდება 1240 პირს წარედგინა.. აღნიშნული მაჩვენებლით, სტატისტიკური მონაცემი 1.8%-ით გაიზარდა 2023 წელთან (1218 ბრალდებული) შედარებით, რომელიც თავის მხრივ 3.9%-ით გაზრდილია 2022 წელთან შედარებით. 2022 წლის მონაცემი კი 40.5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემს, რომელიც ასევე 23.6%-ით მეტი იყო - 2016-2020 წლების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჯამურ მაჩვენებელზე, 675 პირის მიმართ დევნაზე.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ტენდენცია წლების მიხედვით შემდეგია: 2021 წელი - 834 პირის მიმართ, 2022 წელი - 1172 პირის მიმართ, 2023 წელი - 1218 პირის მიმართ, 2024 წელი - 1240 პირის მიმართ
2021 წლის მონაცემებით დაზარალებულად ცნობილია 895 პირი, 2022 წელს - 1208 პირი, 2023 წელს - 1237 პირი, ხოლო 2024 წელს - 1275 პირი
2020 წელს საქართველოს პროკურატურას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, 2022 წლის, 2023 წლის, 2024 წლისა და 2025 წლის 1 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2021, 2022, 2023 და 2024 წლების სრული მონაცემები.
2022 წელს ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის“ ფარგლებში, მემორანდუმის მონაწილე მხარეებმა ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გამართეს. საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა იმსჯელეს სტატისტიკის წარმოების პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.
023 წელს, საქართველოს პროკურატურამ, უზენაეს სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, განაგრძო მუშაობა სტატისტიკურ მონაცემთა სრულყოფასა და მეთოდოლოგიის დახვეწაზე და გაიმართა სამუშაო შეხვედრები უწყებებს შორის.
2023 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ, ახალი მემორანდუმი გაფორმდა. ახალი მემორანდუმის გაფორმება „სპეციალური საგამოძებო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძებო მანდატი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდა.
2023 წელს, ევროპის საბჭოს ექსპერტული მხარდაჭერით, მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის 2021-2022 წლების სტატისტიკური მონაცემების შედარებითი ანალიზი. აღნიშნული ანალიზის განხილვისას, შეხვედრის მეორე ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დიალოგს დაეთმო, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, არსებულ გამოწვევებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მომზადდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების 2021, 2022 და 2023 წლების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზები, რომლებიც მოიცავს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კრიმინოლოგიურ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს. აღნიშნული ანალიზების შედეგები ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
2022 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში მომზადდა 2018-2021 წლებში რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი, ხოლო 2024 წელს მომზადდა 2022-2024 წლების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი. ანალიზები მოიცავს რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კრიმინოლოგიურ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს, ბრალდებულისა და დაზარალებულის მახასიათებლებს, დანაშულის ჩადენის ადგილთან და ძალადობის ფორმასთან დაკავშირებულ გარემოებებს, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს. აღნიშნული ანალიზის შედეგები ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე .
2022 წელს, ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, სპეციალიზებული პროკურორებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო - „შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პრინციპები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“, სადაც მიმოხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და ტენდენციები დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნებით წარმოებულ საქმეებზე.
2023 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე წარდგენილ იქნა რელიგიური უფლებების დაცვის საკითხებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მოხსენება. კონფერენციას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები ესწრებოდნენ.
შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესაბამისად, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება „შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცდა 2024 წელს.
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება „რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ“. სახელმძღვანელო მითითების მიზანია რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, 2021 წლიდან ყოველწლიურად იმართება პროკურორებისა და მოსამართლეების სამუშაო შეხვედრები შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის აქტუალ საკითხებზე. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2021-2024 წლებში გაიმართა 4 სამუშაო შეხვედრა, რომელსაც სპეციალიზებულ პროკურორებთან და მოსამართლეებთან ერთად გამომძიებლები და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის იმსჯელეს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე სამართალწარმოების პროცესში დანერგილ მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომებზე.
2011 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, კოორდინატორი გახდა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე.
პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში ერთვება პროკურორის გადაწყვეტილებით, თუ ამაზე თანხმობას აცხადებს მოწმე/ დაზარალებული. საქმეში ჩართვის შემდეგ, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირების მიზნით აფასებს მოწმის/ დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობას, აიდენტიფიცირებს საჭიროებებს და უზრუნველყოფს მის ემოციურ მხარდაჭერას; დეტალურად განუმარტავს უფლებებსა და მოვალეობებს; უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს; აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ ორგანიზაციასთან დაკავშირებაში; დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით, ესწრება მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებებს და საქმის სასამართლო განხილვას (მათ შორის, დახურულ სასამართლო პროცესს);
2024 წლის 16 სექტემბრიდან, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, სქესობრივი და ოჯახური დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ სისხლის სამართლის საქმეებში.
საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს თანამშრომელთა განგრძობად პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. განგრძობადი განათლების პროგრამები იგეგმება სამიზნე ჯგუფების საჭიროებების შესაბამისად. 2021-2024 წლებში, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა 31 სასწავლო აქტივობა, რომლის ფარგლებში გადამზადდა პროკურატურის 232 თანამშრომელი. წლების მიხედვით განხორციელებულია შემდეგი სასწავლო კურსები:
2021 წელი
• საქართველოს მთავრობის კოორდინაციითა და ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის - მეორე ფაზა“ ფარგლებში, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA), დისკრიმინაციის აკრძალვისა და შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტების თემაზე ტრენინგი ჩატარდა.
• საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა HELP-ის სასწავლო კურსი თემაზე - ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“. სასწავლო კურსში მონაწილეობას 25 სპეციალიზებული პროკურორი, 27 მოსამართლე და 25 გამომძიებელი იღებდა და 3 თვის მანძილზე გაგრძელდა.
• ევროპის საბჭოს ორგანიზებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის განხორციელდა ონლაინ კურსი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესახებ.
• ევროპის საბჭოს პროექტის, „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს პროკურორატურის 21 პროკურორორისთვის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა.
• ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ,,საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნულ მექანიზმთა რუკის სისტემური ანალიზისა და პოლიტიკის ანგარიშის“ ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა ცნობიერების ამაღლების, კონტრ-მეტყველებისა და განათლების როლის თემაზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში. თემატურ შეხვედრაში, სახელმწიფო ინსტიტუტების, სახალხო დამცველის აპარატის, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, მედიის ადვოკატირებისა და მონიტორინგის ორგანიზაციების, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
• ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა სიძულვილის ენის თვითრეგულირების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის როლის შესახებ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების როლის განხილვა, სიძულვილის ენის გავრცელებასა და აღნიშნულის წინააღმდეგ ბრძოლაში; საარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენის არსებობის პრობლემა; სამართალდამცავი ორგანოების როლი ამგვარი შემთხვევების გამოძიების დროს და სხვ.
• სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესახებ ონლაინ კურსი ჩატარდა, სახელმწიფო ინსტიტუტების, სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
• გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების სამართლებრივი რეგულირებისა და ლგბტქი ადამიანების საჭიროებებზე, 2 ტრენინგი განხორციელდა. გადამზადდა 31 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი. ტრენინგის ფარგლებში მიმოიხილეს: განსაზღვრებები და თეორიები სქესის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების საკითხებზე, ასევე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
2022 წელი
• ჩატარდა ორთვიანი სასწავლო კურსი თემაზე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ზოგადი პოლიტიკის No. 15 რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 5 პროკურორი. სასწავლო კურსი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთათვის არასამართლებრივი დაცვის მექანიზმების საშუალებით მართლმსაჯულებაზე წვდომის განმტკიცება“ - ფარგლებში და მიზნად, საქართველოში სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული სტანდარტების გაძლიერებას, დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ეროვნული დაცვის მექანიზმების თაობაზე ინფორმირების გაზრდას ისახავდა.
• ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, პროექტის - „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის 16 თანამშრომელი გადამზადდა ადამიანის უფლებათა თემაზე (ToT). ტრენინგზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, კონვენციის სისტემა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით.
• საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულზე სპეციალიზებული პროკურორებისთვის ჩაღრმავებული ტრენინგი გაიმართა გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკული ასპექტების შესახებ. ტრენინგში საქართველოს პროკურატურის 15 სპეციალიზებული პროკურორი მონაწილებდა, რომლებიც შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებენ.
2023 წელი
• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სასაწავლო და ოპერატიული თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ -TOPCOP“ ფარგლებში, ონლაინ ვებინარი განხორციელდა თემაზე: სიძულვილის ენა, დანაშაული, გამოძიება და რეპორტინგი.
• ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ნორვეგიაში, ქ. ოსლოში განხორციელდა 3 დღიანი სასწავლო ვიზიტი თემაზე „ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და მონაცემთა შეგროვება,ანალიზის შესახებ“.
• ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ფაზის პროექტის, „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა თემაზე „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარატივების შემუშავება საქართველოში სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამოქმედოდ“. ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას სიძულვილის ენის ცნების, ფორმების, მიზეზებისა და შედეგების შესახებ. ასევე, მონაწილეებისთვის იმ ინსტრუმენტების გაცნობას, რომლებიც საჭიროა ონლაინ სივრცეში არსებული სიძულვილის ენის ანალიზისთვის. სასწავლო კურსის ფარგლებში, განხილული იყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ - CM/Rec(2022)16.
• ევროპის საბჭოს პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“- ფარგლებში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურორთა სპეციალიზაციის ტრენინგი განხორციელდა და სპეციალიზაცია 17 პროკურორს და პროკურატურის 4 გამომძიებელს მიენიჭა.
• ევროპის საბჭოს პროექტის, „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა და შედეგად 12 პროკურორი გადამზადდა.
• ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ - მესამე ფაზის პროექტის ,,სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ - CM/Rec(2022) 16 სასწავლო კურსი განხორციელდა. ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) შეიმუშავა ზოგადი პოლიტიკის No.15 რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. 3 თვიანი კურსის ფარგლებში, სპეციალიზებული პროკურორები გადამზადნენ.
• აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის პროკურორმა მონაწილეობა მიიღო ქ.ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, „სქესობრივი ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ცვლილებებისთვის ბრძოლა“.
• ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) თანამშრომლობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - რელიგიის ან რწმენის თავისუფლება ყველასთვის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები, პოლიტიკა და პრაქტიკა.
• ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ორგანიზებით 1 თვიანი ჰიბრიდული სასწავლო სასერტიფიკატო კურსი განხორციელდა თემაზე - რელიგიის და რწმენის თავისუფლება ყველასთვის. ონლაინ კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის შემაჯამებელი ტრენინგი განხორციელდა.
• ევროპის საბჭოს ინიციატივით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ჩადენილი ქსენოფობიისა და რასიზმის ფაქტები“, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორები ესწრებოდნენ.
2024 წელი
• ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ ევროპის საბჭოს პროგრამის (HELP) ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების, გენდერული მეინსტრიმინგის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და მომიჯნავე თემების შესახებ პროფესიონალთა გადამზადების საკითხებზე იმსჯელეს.
• ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსი - „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები“ განხორციელდა. 3 თვის განმავლობაში მონაწილეები ყველა იმ ძირითადი საკითხის შესახებ გადამზადდნენ, რომლებიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს. გადამზადდა 13 პროკურორი და პროკურატურის 4 გამომძიებელი.
• ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ორგანიზებით 2 თვიანი ჰიბრიდული სასწავლო კურსი და დასკვნითი სამუშაო შეხვედრა განხორციელდა თემაზე - რელიგიის და რწმენის თავისუფლება ყველასთვის. ჰიბრიდული სასწავლო კურსის შედეგად სპეციალიზებული პროკურორები გადამზადნენ.
საქართველოს პროკურატურა მეექვსე წელია აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“. კერძოდ, კამპანიის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
2021 წელს, საქართველოს პროკურატურა ჩაერთო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და ,,თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალიზებულმა პროკურორებმა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან და ქვემო ქართლის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან ინტერაქციული შეხვედრები გამართეს, სადაც რელევანტურ საკითხებთან ერთად ასევე, მიმოიხილეს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და ასევე, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს.
ღონისძიებებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის 32 სტუდენტი, ასევე წალკის, მარნეულის, დმანისის და თეთრიწყაროს საჯარო სკოლების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 53 მოსწავლე მონაწილეობდა.
2022 წელს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სპეციალიზებულმა პროკურორებმა დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების საკანონმდებლო რეგულირებასა და კანონმდებლობის აღსრულების პრაქტიკულ ასპექტებზე ისაუბრეს. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.
2022 წელს ახალციხის მუნიციპლატიტეტის წარმომადგენლებთან და ქ.ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით, ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები ასევე იმსჯელეს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.
2023 წელს, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, მარნეულის რაიონის სოფელ საბირკენდში, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების, ასევე ნაადრევი ქორწინებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
2023 წელს, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის პროკურორებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტუდენტებს უმაპსინძლეს. შეხვედრაზე პროკურორებმა შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პრაქტიკული ასპექტები და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები განიხილეს.
შესრულდა
148.46
გააფართოვეთ ძალისხმევა დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ სტიგმისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლით ადამიანის უფლებების სწავლებისა და ცნობიერების ამაღლების საშუალებით (ავღანეთი);
ადამიანის უფლებების შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ითვალისწინებს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა.
ამასთანავე, ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რელევანტური სახელმწიფო უწყებები სისტემატურად ჩართულები არიან სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებში, რათა მოსახლეობას/საჯარო მოხელეებს მიეწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის, მოწყვლადი ჯგუფების და უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კამპანიებს შორის აღსანიშნავია თანასწორობის კვირეული, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით. თანასწორობის კვირეულის მიზანია ტოლერანტობის გაზრდა საქართველოში მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების გზით; ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
ასევე აღსანიშნავია ევროპის საბჭოს პროექტი „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, რომლის ფარგლებში განხორციელდა ადამიანის უფლებებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის თემატური ტრენინგები. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. პროექტის პარტნიორებად აღნიშნული იყვნენ: საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტების ჩართულობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარებული იქნა არაერთი ღონისძიება. მაგალითისთვის, 2023 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ჩატარდა ხუთი ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ეთმობოდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, სტანდარტებს, დისკრიმინაციის აკრძალვას და შშმ პირთა უფლებების დაცვას. ტრენინგების შედეგად გადამზადდა 63 მუნიციპალიტეტის 120-ზე მეტი საჯარო მოხელე.
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.47
ხელი შეუწყვეთ კულტურათაშორის და რელიგიათაშორის დიალოგს და თანამშრომლობას (ალბანეთი);
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერება, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს თეატრების (წლიური ბიუჯეტი - 2 251 000 ლარი), მუზეუმების (წლიური ბიუჯეტი - 274 168 ლარი) ეთნიკური უმცირესობების კულტურული ცენტრების მხარდაჭერა, აგრეთვე ხორციელდება კომპლექსური კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებები (ფესტივალები, კონცერტები, შეჯიბრებები, სემინარები, ტრენინგები, გამოფენები, პუბლიკაციები, საზაფხულო ბანაკები და ა.შ.) ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით.
ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების შესახებ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა ინფორმირების მიზნით ჩატარდა ფესტივალები, კონცერტები, სემინარები, შეხვედრები, მომზადდა ორენოვანი გამოცემები და გამოფენები.
სწრაფად ცვალებად გარემოს მოაქვს ახალი საჭიროებები და გამოწვევები. შესაბამისად, ზოგადი განათლების მიზნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაც არის უწყვეტი და ციკლური პროცესი. ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით გადამუშავდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მქონე და დამცველი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდას და ასევე, მშვიდობიანი, ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის ხელშემწყობი მოქალაქის აღზრდას. ეროვნული მიზნების დოკუმენტის შესაბამისად მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის და ყველა საგანმანათლებლო რესურსისა და მასწავლებლის მომზადების მასალების განახლება.
საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს“ დანერგვის პროცესში. „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო“ მიზნად ისახავს არადისკრიმინაციული, სტერეოტიპებისგან თავისუფალი, კულტურულად მრავალფეროვანი ჰარმონიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას დემოკრატიული კულტურის 20 კომპეტენციისა და მათი შესაბამისი დესკრიპტორების განათლებაში დანერგვის გზით. ჩარჩოს დანერგვის პროცესში, მათ შორის, აქცენტი კეთდება რელიგიური მრავალფეროვნების მიმართულებითაც.
2021-2024 წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ კუთხით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
შემუშავდა და დამტკიცდა ტრენინგმოდული „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები”. აღნიშნული მოდული 2021 წელს ონლაინფორმატში გაიარა 689 მსმენელმა.
ტრენინგების პარალელურად, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან ერთად, მიმდინარეობდა სკოლის ლიდერების ქოუჩინგი-კონსულტირება დემოკრატიული კულტურის ხელშემწყობი სასკოლო პროექტების შემუშავება-განხორციელების მხარდასაჭერად (600 სკოლა).
წარმატებული სასკოლო პროექტები წარდგენილ იქნა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელის პლატფორმაზე, სადაც მოხდა სკოლების გაერთიანება წარმატებული პრაქტიკის წარმოსაჩენად. საქართველოს 19 საჯარო სკოლა შეუერთდა აღნიშნულ საერთაშორისო ქსელს.
2022 წლიდან „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მოიცავს მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი საგამოცდო პროგრამა.
მიმდინარეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტის განხორციელება. რეგიონული მნიშვნელობის სკოლა ევროკომისიის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოში დაარსდა, 2021 წლის დეკემბერში სამინისტრომ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ დაქირავებული გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) გუნდსა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონსულტაციით შემუშავებული სკოლის დებულება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაარეგისტრირა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საჯარო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად.
სკოლა 6 პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურულ გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპული მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს, რაც ხელს შეუწყობს მათი დასაქმების შესაძლებლობებს. სკოლის კურსდამთავრებულები მოიპოვებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) დიპლომს, რომელსაც ასევე ექნება ევროპული ბაკალავრიატის კომპონენტები. ევროპული სკოლის მშენებელობის მიმართულებით, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. მომზადდა სავალდებულო დოკუმენტაცია ადგილობრივი ავტორიზაციის მიღების მიზნით. მიმდინარეობს მზადება საერთაშორისო ბაკალავრიატის, სადიპლომო პროგრამის (IBDP) ავტორიზაციის მისაღებად. შემუშავდა სტრატეგიული დოკუმენტი, სადაც ჩამოყალიბდა სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები (პატივისცემა, თანასწორობა და თავისუფლება/Respect, Equity, Freedom);
შემუშავდა სკოლის ერთწლიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტის მიერ იქმნება სკოლის შვიდწლიანი ბიზნესგეგმა. სკოლის გამორჩეული კონცეფციიდან გამომდინარე, შეიქმნა საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა თავისი უნიკალური შეფასების სისტემით და ჰორიზონტალური, ვერტიკალური და ინტერდისციპლინური კურიკულუმით.
სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) თანამედროვე ტექნიკით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიის შექმნა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა.
სკოლამ შეარჩია და გადაამზადა საგნობრივი ექსპერტები, რომლებმაც სამი თვის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის ფასილიტაციით, შეიმუშავეს სასწავლო გეგმები;
სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა „სასწავლო აკადემია“/Learning Academy, რომლის მიზანია საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, უახლეს კვლევებზე და პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარებით, მასწავლებლების პროფესიული გადამზადება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2018-2022 წლებში ხორციელდებოდა ,,ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი.“ ხუთი წლის მანძილზე, ბანაკმა 14-18 წლის 520 ახალგაზრდას უმასპინძლა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 22 ქვეყნიდან. პროექტი მიზნად ისახავდა ევროპული სამოქალაქო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას, მულტიკულტურული მიდგომის წახალისებასა და ახალგაზრდებს შორის ტოლერანტობის მხარდაჭერას. ბანაკის პროგრამა ინტენსიური ტრენინგ-სესიებისგან შედგებოდა. 6-8 საგანმანათლებლო მოდული სპეციალურად პროექტის მონაწილეთა ასაკზე იყო მორგებული და არაფორმალურ საგანმანათლებლო მეთოდოლოგიას ეფუძნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის პერიოდში, ბანაკმა ვირტუალური გაცვლის ფორმატი მოირგო და მოხდა არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამის ტრანსფორმაცია ციფრულ გარემოში. აღნიშნულმა დადებითი შეფასება მიიღო ბრიუსელში, DG Eac და Dg Near -ის წარმომადგენლებისგანაც.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ მიერ თბილისსა და ბათუმში საანგარიშო პერიოდში ორი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
1) „რელიგია და კანონის უზენაესობა“ 2023 წელს თბილისში გაიმართა, რომლის მუშაობაში ათამდე ქვეყნის რელიგიის თავისუფლების სფეროში მოქმედი სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და რელიგიის ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.
2) მეორე ერთობლივი კონფერენცია თემაზე „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად“ 2024 წელს ქ. ბათუმში გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერებმა, საქართველოს სახალხო დამცველმა, აჭარის ა/რ-ის მთავრობის, ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სხვადასხვა ქვეყნის მოწვეულმა სტუმრებმა,
3) 2023 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა ქართულ-აზერბაიჯანული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფოს როლი ინტერრელიგიურ დიალოგში“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები.
გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რელიგიის როლზე თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, ინტერრელიგიური დიალოგის აუცილებლობაზე და სახელმწიფოს როლზე ინტერრელიგიურ დიალოგში.
4) რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის ინტერრელიგიური ურთიერთობების გაძლიერების, ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში ჩართულ პირთა დაახლოებისა და ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით 2022 წლიდან ყოველწლიურად იმართება „საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიურ ორგანიზაციებს შორის“. 2022 და 2023 წლებში, პირველი და მეორე საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გუნდი იყო, ხოლო 2024 წლის მესამე ინტერრელიგიური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდი გახდა.
5) რელიგიის სააგენტოს მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი (16 ნოემბერი) მიძღვნილი ღონისძიება ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციების მორიგეობრივი მასპინძლობით. 2021-2024 წლებში ღონისძიების მასპინძლები იყვნენ: 2021 წელს - საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, 2022 წელს - სახარების რწმენის ეკლესია, 2023 წელს - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, 2024 წელს - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო.
შესრულდა
148.48
მიიღეთ ყველა საჭირო ზომა ხანდაზმული ადამიანების ადამიანის უფლებების და ღირსების წახალისებისა და დაცვის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით უკიდურესად მოწყვლად ვითარებაში, რომელსაც ისინი განიცდიან COVID-19 პანდემიის ფონზე (არგენტინა);
სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის შემოღება საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული უზრუნველყოფს შენარჩუნებულ იქნას ხანდაზმულთათვის ფისკალური მდგრადობა ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით. ინდექსაციის წესის შესაბამისად, ხორციელდება სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ზრდა. მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ პენსიის 20% იან დანამატს.
ქვეყანაში მიმდინარეობს სოციალური მომსახურებების სისტემის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ახალი სოციალური სერვისების შემუშავებასა და გეოგრაფიული მოცვის გაზრდას.
ყოველწლიურად მტკიცდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. 2024 წელს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10 მლნ ლარით.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისგათვალისწინებულია სერვისები შშმ პირთათვის, ბავშვებისა და ხანდაზმულებისათვის. ყოველწლიურად მზარდია მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობა. მომსახურებების ხარისხის უზრუნველსაყოფად, ხორციელდება ახალი სტანდარტების შემუშავება და არსებულის დახვეწა.
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში“ 2023 წლიდან ინტეგრირდა ისეთი ახალი კომპონენტები, როგორიცაა შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტით უზრუნველყოფის მომსახურებები, აღნიშნული უზრუნველყოფს ხანდაზმულთა/შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენციას, ამცირებს რეჰოსპიტალიზაციის რისკსა და ხელს უწყობს აღნიშნული კატეგორიის პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას.
ბრძოლა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოწვევა აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოს ჩათვლით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, რომელიც დაარეგულირებს საჭირო შეზღუდვების ლეგიტიმურობის და პროპორციულობის საკითხებს საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად.
ხანდაზმულ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას - სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის გამოვლენის, რეაგირებისა და პრევენციის მექანიზიმების გაუმჯობესებას, ასევე ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ძალადობისგან ხანდაზმულთა ეფექტიანი დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, შეასრულა ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება და შეისწავლა ხანდაზმულ პირთა მიმართ 2023 წელს ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეები. საქმეთა მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების ტენდენციები და გაანალიზდა კრიმინოლოგიური ასპექტები. აღნიშნული ანალიზები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი ხანდაზმული პირების შესახებ ამუშავებს სეგრეგირებულ სტატისტიკურ მონაცემებს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერ მუხლზე.
შესრულდა
148.49
მეტად განავითარეთ მოწყვლადი ჯგუფების, როგორიცაა ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ჩარჩო (რუმინეთი);
2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „მსხვერპლის სტატუსის“ როგორც თავშესაფრის სერვისებით სარგებლობის წინაპირობის გაუქმებას. აღნიშნული წინაპირობის არსებობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ბარიერს წარმოადგენდა მხარდაჭერის მომსახურებების, მათ შორის, თავშესაფრით სარგებლობისათვის - ამიერიდან ძალადობის მსხვერპლთათვის გამარტივდება სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა.
2022 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა დაამტკიცა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია - აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში. მისი ამოსავალი წერტილია გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა. სახელმწიფოს გენდერული თანასწორობის კონცეფცია გენდერული თანასწორობის მიღწევის პრიორიტეტულ სფეროებად მიიჩნევს: ქალების მონაწილეობა 6 პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში; ეკონომიკური გაძლიერება და შრომითი უფლებების დაცვა; გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა; ბავშვთა ქორწინებისა და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა და სხვა.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივითა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ჩართულობით, 2022 წლის 15 დეკემბერს კანონშემოქმედების პროცესის გენდერული მგრძნობელობის დახვეწის მიზნით, შეტანილ იქნა ცვლილებები საქართველოს კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ“, რის საფუძველზეც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩაიდო გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ასპექტები.
UN Women-ის მხარდაჭერით 2023 წლის თებერვალში მოხდა 2021 წელს შექმნილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანასწორობის თაობის ფორუმის დროს აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი. აღნიშნული პროცესი უწყვეტად გრძელდება.
2023 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გრძელდება მუშაობა მარტოხელა მშობლის სტატუსის გაფართოებასთან დაკავშირებით.
საანგარიშო პერიოდში ,,საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონით თანასწორობის კუთხით პოზიტიური ცვლილებები განისაზღვრა. კანონში აისახა მდგრადი განვითარების პრინციპი, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს დაცვის ასპექტებს. ამასთან, კანონში გაჩნდა ჩანაწერი შემსყიდველი ორგანიზაციების დისკრეციული უფლებამოსილების შესახებ, საჯარო შესყიდვის პროცედურები გამოაცხადონ ისეთი ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომელთა მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრთა, მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ჩაატარა არაერთი თემატური მოკვლევა: 1. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“; 2. „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“; 3. „ქალებისა და გოგოებისათვის ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის შესახებ“; 4. „ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.“ 5. ქალთა უფლებები არაფორმალურ ეკონომიკაში და კოვიდ 19-ის გავლენა; 6. რეკომენდაციების შესრულების ანგარიში თემატურ მოკვლევებზე “სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა” & “პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
გენდერული ბიუჯეტირება საჯარო მმართველობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც იძლევა შეფასების საშუალებას, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტული საბიუჯეტო გადაწყვეტილებები გენდერულ თანასწორობაზე. საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გარდა, გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე, აგრეთვე, აქტიურად მუშაობს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, რომელმაც 2019 წელს „გენდერული ბიუჯეტირების გზამკვლევი” გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არაერთი საქმიანობაა განსახორციელებელი, მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის პროგრამულ ბიუჯეტში საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილში (ბიუჯეტის პროგრამული კოდი 01 01 03 02) ასახულია ჩანაწერი გენდერული თანასწორობის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2022 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. 1 შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას საქართველომ მხოლოდ ერთი დათქმა გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ კომპენსაციის წესი ცალკე უნდა იქნას მიღებული და ეს პირობა უკვე შესრულებულია;
2022 წელს საქართველოში პირველი ონლაინ ბიბლიოთეკა შეიქმნა, რომელიც აერთიანებს გენდერული თემატიკის გარშემო პუბლიკაციებსა და სხვადასხვა ნაშრომებს.
ადგილობრივ დონეზე საკრებულოებში არსებულ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოებთან თანამშრომლობა და მათი გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენდა 2021 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მიზნით საბჭომ 2021 წელს დაიწყო მცირე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომელიც დონორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და შემდგომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვას. დოკუმენტის პირველადი სამუშაო ვერსიის მიხედვით, დაიგეგმა საკოორდინაციო შეხვედრების ჩატარება წელიწადში 2-ჯერ, ვიზიტები მუნიციპალიტეტებში, სამუშაო შეხვედრები და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოების წევრების დატრენინგება მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
2023 წლიდან საბჭომ აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობის საკითხებში ცნობიერების ამაღლებისა და განვითარების მიზნით. მოსწავლეებთან და სტუდენტებთან რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების გარდა, 2023 წლის აპრილიდან გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საბჭო ყოველკვირეულად პარლამენტში მასპინძლობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ სკოლას. მოსწავლეებს უტარდებათ საინფორმაციო ექსკურსია პარლამენტარიზმის შესახებ, რის შემდეგაც ხვდებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს; ეცნობიან საბჭოს საქმიანობას, გენდერული თანასწორობის არსსა და მნიშვნელობას და დისკუსიის რეჟიმში განიხილავენ მათთვის საინტერესო საკითხებს. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგონების ჩართვის, ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, საბჭომ 2022 წლის აპრილიდან წარმოიწყო ახალი საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც საბჭოს წევრები ექსპერტთან ერთად ეწვივნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს.
შესრულდა
148.50
მიიღეთ ზომები დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად და დასჯის მიზნით, ნებისმიერ საფუძველზე, რელიგიის, გენდერის და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით (ეკვადორი);
საქართველოს შრომის კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლის სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, მათ შორის, პირდაპირი დისკრიმინაციისა და არაპირდაპირი დისკრიმინაციის, შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების, აკრძალვის პრინციპის, გონივრული მისადაგების პრინციპის, თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდის შესახებ დებულების დარღვევა იწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ამ კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით, შესაბამისი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებზე ზედამხედველობის შედეგად 2021-2023 წლებში სამუშაო ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული ნორმების დარღვევის 144 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის: 120 ფაქტი-ვაკანსიის გამოცხადების ეტაპზე; 14 ფაქტი-შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმა დადგინდა; 10 ფაქტი-შრომით ურთიერთობებში არაჯანსაღი და მტრული სამუშაო გარემო (ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები), გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, სამსახურის მიერ 124 ორგანიზაციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით განისაზღვრა გაფრთხილება, ხოლო 12 ორგანიზაციისთვის ჯარიმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მოთხოვნით მომართვიანობა 2023 წელს 2021 წელთან შედარებით გაიზარდა 9-ჯერ; 2022 წელთან შედარებით კი გაიზარდა 4-ჯერ.
2021-2024 (ოქტომბრის ჩათვლით) წლებში, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, საქართველოს პირველი ინსტანციების სასამართლოების მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2758 პირის მიმართ. აქედან, 2215 პირი (80,3%) სასამართლომ ცნო დამნაშავედ უშუალოდ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნულ პერიოდში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ უშუალოდ რელიგიური, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, რასის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულია 124 პირი.
რაც შეეხება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ დისკრიმინაციის ფაქტი დადგენილ იქნა 37 მოსარჩელის მიმართ.
იმ სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმეებიდან, სადაც სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი, 29 მოსარჩელე ითხოვდა დისკრიმინაციის შედეგად გამოწვეული მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ ყველა შემთხვევაში სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა თანხის მოთხოვნა.
2021-2024 წლებში დისკრიმინაციის თემაზე ჩატარდა 6 ტრენინგი, გადამზადდა 33 მოსამართლე და 70 მოხელე;
კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებების დირექტივასთან (AVMSD) დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლობაში სიძულვილის გავრცელება დაექვემდებარა რეგულირებას. უფრო კონკრეტულად, ხსენებული ცვლილებების შედეგად, შესაძლებელია მედია საშუალებების თვით-რეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება სიძულვილის ენის, ტერორიზმისაკენ მოწოდების და უხამსობის შემცველ პროგრამებსა და რეკლამებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა).
შესრულდა
148.51
მიიღეთ ეფექტიანი და გამჭვირვალე ზომები, როგორც სასამართლო პროცესებში, ასევე ადმინისტრაციულ სისტემაში, საქართველოში უცხოელი რეზიდენტების ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველსაყოფად (ირანის ისლამური რესპუბლიკა);
საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნილია მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც განიხილავს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან/შეწყვეტასთან, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან, საქართველოს ვიზის გაცემასთან დაკავშირებულ, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით განსაზღვრულ დავებს.
საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების გაძევების მიზნით მათი დაკავება და მოთავსება ხდება დროებითი განთავსების ცენტრში, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს. ცენტრი ფუნქციონირებს 2014 წლის სექტემბრიდან და იგი სრულად პასუხობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული განთავსებულ პირთა უფლებები.
დროებითი განთავსების ცენტრში პირები განთავსდებიან მათი გაძევების მიზნით. ცენტრი გათვლილია 60 პირზე, გათვალისწინებულია მამაკაცების, ქალების, ოჯახების განთავსებისათვის ცალ-ცალკე ფლიგელები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცენტრში გათვალისწინებულია ადაპტირებული ოთახი.
დროებითი განთავსების ცენტრში ფუნქციონირებს სასადილო, სარეკრეაციო ზონა (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი) და სპორტული მოედანი, ბავშვთა სათამაშო მოედანი.
2021 წლიდან 2024 წლამდე მიმდინარეობდა ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლება/განვითარება, ჩატარდა საჭირო ტექნიკური სამუშაოები და განახლდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
2025 წელს იგეგმება მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. აღნიშნული გაათავისუფლებს არსებულ შენობაში დამატებით სივრცეებს და იგი სრულად ადაპტირდება დროებითი განთავსების ცენტრის საჭიროებებზე. უფრო მეტიც, აღნიშნული გააუმჯობესებს არსებულ შენობაში განთავსების პირობებს.
ცენტრში განთავსებული პირები უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. ცენტრში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის შემდგომი გაუმჯობესებისა და 24/7 სერვისის უზრუნველყოფის მიზნით, მოხდა დამატებითი სამედიცინო პერსონალის დაქირავება, დაინერგა ახალი სამედიცინო გამოკვლევისა და აღრიცხვის სისტემა.
ცენტრში განთავსებისას ყველა პირს უტარდება ჯანმრთელობის სკრინინგი შემდეგ დაავადებებზე: ტუბერკულოზი, ჰეპატიტი (B,C), აივ/შიდსი. აღნიშნული დაავადებების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მოცემული პირების ჩართვა ხდება შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან 2024 წლამდე დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალმა გაიარა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა ხარისხიანი ჯანდაცვისა და გამოკითხვის ტექნიკის, წამების, სიმპტომური მკურნალობისა და კლინიკური დოკუმენტაციის შესახებ.
ცენტრში განთავსებულ პირებს, მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდებათ ინფორმაცია მათი უფლებებისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ. ამ ეტაპზე, ცენტრში დასაქმებულია 8 პრიორიტეტული ენის სპეციალისტი/ თარჯიმანი (2 სპარსული; 2 არაბული; 1 რუსული და სომხური; 1 ინგლისური; 1 ურდუ და ჰინდი; 1 თურქული). მათ ასევე საშუალება აქვთ მიიღონ უფასო იურიდიული კონსულტაცია დეპარტამენტის იურიდიული დანაყოფის წარმომადგენლებისგან. ცენტრში განთავსებულ პირებს ასევე შეუძლიათ ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა, ისევე როგორც აქვთ წვდომა სახალხო დამცველის ოფისზე.
ცენტრში განთავსებული უცხოელებისთვის დღე-ღამის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია პირველადი სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ცენტრში განთავსებულ არასრულწლოვნებს სრული წვდომა აქვთ სასკოლო განათლების პროგრამებზე. ასევე ცენტრში არსებული დღის წესრიგის შესაბამისად, განთავსებულ პირებს შეუძლიათ განსაზღვრულ პერიოდში და განსაზღვრული დროით შეხვდნენ თავიანთ ახლობლებს და მიიღონ ამანათები. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაუკავშირდნენ და შეხვდნენ თავიანთი უფლებების დამცველ პირებს/ორგანიზაციებს, ასევე, თავიანთი მოქალაქეობის ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებს.
დღის განმავლობაში გარე სივრცეზე წვდომისა და ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად, ბოლო წლების განმავლობაში მოეწყო გარე სასეირნო ადგილები. 2023 წელს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ასევე მოეწყო გარე სპორტული დარბაზი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტში განთავსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ პრეტენზია ნებისმიერ საკითხზე, ინფორმაცია აღნიშნული მექანიზმის შესახებ განთავსებულია საცხოვრებელ სივრცეებში, თვალსაჩინო ადგილას.
ცენტრის პერსონალი მუდმივ რეჟიმში გადის ტრენინგებს გასაუბრების ტექნიკებთან, არასათანადო მოპყრობასთან, წამების შემთხვევების სათანადო გამოკვლევასთან/დოკუმენტირებასთან და ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა კლინიკურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ თემებზე, ისევე როგორც შშმ პირებთან, არასრულწლოვნებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის მახასიათებლებზე.
ბოლო პერიოდში ცენტრში უსაფრთხოების თანამშრომელთა რაოდენობა ცხრა საშტატო პოზიციით გაიზარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგისა და ჩანაწერების მართვის პროცესის შემდგომი მოწესრიგების მიზნით, 2023 წლის ოქტომბერში შს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი“. მოცემული დოკუმენტი განსაზღვრავს დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანს, მონაცემთა დამუშავების წესს, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაკავებულ ან/და ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა განთავსება ხდება შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ რეკომენდაციები, რომლებსაც ვიღებთ, როგორც საერთაშორისო აქტორებისგან (მაგალითად, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის რეკომენდაციები), ასევე საქართველოს სახალხო დამცველისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში გატარდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სწორედ ზემოხსენებული რეკომენდაციების შესრულებას ისახავდა მიზნად.
დღეის მდგომარეობით, დროებითი უზრუნველყოფის მოთავსების დეპარტამენტში სულ არის 32 იზოლატორი. თბილისში ფუნქციონირებს 3 იზოლატორი, ხოლო რეგიონებში - 29. 2021 წლის ივლისის თვეში გაიხსნა გურჯაანის ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელიც აშენდა შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. 2022 წლის ნოემბრის თვეში კი გაიხსნა ბაკურიანის დროებითი მოთავსების იზოლატორი.
სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 23 იზოლატორში (სულ 32 იზოლატორი). ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა სამედიცინო პუნქტში, სამედიცინო პერსონალი დასაქმებულია ხელშეკრულებით, იზოლატორების ნაწილში ექიმები მორიგეობენ მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, ხოლო დროებითი მოთავსების იზოლატორების ნაწილში სამედიცინო პერსონალი მუშაობს გამოძახების რეჟიმში. ამასთან არ წყდება დარჩენილი იზოლატორებისთვის ექიმების მოძიების პროცესი, სამინისტროს მიზანია, უკლებლივ ყველა იზოლატორში დაასაქმოს სამედიცინო პერსონალი.
სამედიცინო შემოწმების მიმართულებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის მიზნით, შემუშავდა და შს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოსათავსებელი/მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქცია“. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო მუშაკებისთვის, რათა მათ მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყონ დაკავებული პირისგან სრული ინფორმაციის მიღება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის და არსებული ჩივილების შესახებ, სხეულზე არსებული დაზიანებების დეტალური დოკუმენტირება სტამბოლის ოქმის შესაბამისად, ასევე დაკავებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტების გამოვლენა.
იზოლატორში დაკავებულების შემოწმებისას, ივსება სპეციალური ფორმა, რომელშიც დეტალურად აღიწერება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უმნიშვნელო ნაკაწრებისა და ნაწიბურების ჩათვლით, ასევე შესაძლო არასათანადო მოპყრობის ნიშნები. იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმს უჩნდება ეჭვი დაკავებულის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე, პირადად ექიმის მიერ, დაუყოვნებლივ იგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. შეტყობინების გაგზავნა არ არის დამოკიდებული პირის მიერ ძალადობის განცხადებაზე - ის იგზავნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაკავებული არ მიუთითებს ძალადობის შესახებ, თუმცა ექიმს წარმოეშობა საფუძვლიანი ეჭვი.
იზოლატორში, რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოსათავსებელი პირისათვის პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. ასეთ შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ გარეგნული დათვალიერების ოქმს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად ავსებს იზოლატორის თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში დასაქმებულ ექიმებს გავლილი აქვთ ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის შესახებ. ამასთან, ახალი ექიმების მიღებისთანავე ხდება მათი დატრენინგება ზემოხსენებულ თემატიკაზე. მაგალითისთვის, 2023 წელს, დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმებმა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარეს დროებითი დაკავების დაწესებულებებში მოთავსებულ, ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა სიმპტომური მკურნალობისა და მათი მდგომარეობის კლინიკური მართვის თემებზე.
აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალი მუდმივ რეჟიმში გადის ტრენინგებს არასრულწლოვნებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესახებ.
შსს აქტიურად ახორციელებს დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ამჟამად თბილისის იზოლატორებში მოთავსებული არასრულწლოვნები იღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ფსიქოლოგის, ექიმი-თერაპევტისა და ნარკოლოგისგან (საჭიროების შემთხვევაში, ერთვება ფსიქიატრიც). მულტიდისციპლინური ჯგუფი, ასევე, აფასებს ცალკეულ არასრულწლოვანთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს კრიზისულ ინტერვენციას.
არასრულწლოვნის იზოლატორიდან გასვლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფი ახდენს მის გადამისამართებას სხვა უწყებებში (სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახური).
საჭიროების შემთხვევაში, გუნდის წევრები კრიზისულ ინტერვენციას მოზრდილებშიც ახორციელებენ.
დამატებით აღსანიშნავია, სამინისტროს ძალისხმევა დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ინფრასტრუქტურული/განახლებითი სამუშაოები ჩატარდა არაერთ იზოლატორში.
2020 წელს ქ. თბილისში გაიხსნა ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, თითოეული დაკავებულისათვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი სივრცისათვის განკუთვნილი მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო სამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთათვის განკუთვნილ დაწესებულებაში მოქმედებს დროებითი მოთავსების იზოლატორებისგან განსხვავებული რეჟიმი და მათ შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ დამატებითი აქტივობებითა და სერვისებით. ამასთან, შენობის გარეთ მოეწყო გასასეირნებელი სივრცე სავარჯიშო მოწყობილობებით, დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და საერთო სივრცე სატელევიზიო გადაცემების ყურებისა და სამაგიდო თამაშებისთვის.
ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში დამონტაჟებულია ვიდეო მეთვალყურეობის კამერები. მონიტორინგის სამსახური ახორციელებს ვიდეო მეთვალყურეობას იზოლატორების საქმიანობაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ვიდეო მეთვალყურეობის ცენტრალური მართვის ოთახიდან. არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახური ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო უწყებას. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იზოლატორის ყველა სამედიცინო და საგამოძიებო ოთახი აღიჭურვა ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით. გარდა ამისა, გაიზარდა მონიტორინგის სამსახურებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც მუდმივად, 24 საათიან რეჟიმში, ახორციელებენ მონიტორინგს. დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ პრეტენზია ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის უკანონო დაკავებასთან, ასევე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. თითოეული ასეთი პრეტენზია შემდგომი რეაგირების მიზნით იგზავნება შესაბამის უწყებებში (პრეტენზიები ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით იგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ხოლო სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურაში).
შესრულდა
148.52
ეფექტურად განახორციელეთ ანტიდისკრიმინაციული ზომები და პოლიტიკა ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ უარყოფითი სტერეოტიპების დასაძლევად (ირანის ისლამური რესპუბლიკა);
საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთი ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკაში თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვას, მათ დანერგვას პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობას დისკრიმინაციის გარეშე. სტრატეგია მოიცავს შემდეგ ამოცანებს:
ა) თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება და მისი განგრძობადი გაუმჯობესება;
ბ) სახელმწიფო სერვისების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინება თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით;
გ) სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ინფორმაციაზე ხელისაწვდომობისა და საჯარო პროცესებში მონაწილეობის გაუმჯობესებისა და სრულფასოვანი სამოქალაქო თანასწორობის მისაღწევად;
დ) თანასწორობის უფლების რეალიზების უზრუნველყოფა უმცირესობათა ჯგუფებისთვის, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის;
ე) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მსხვერპლზე ორიენტირებული რეაგირების გაუმჯობესება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინებით;
ვ) თანასწორობის უფლებისა და შემწყნარებლობის ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;
ზ) სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობათა მონაწილეობის ხელშეწყობა.
ამასთანავე, სტრატეგიაში დამოუკიდებელი თავები ეთმობა გენდერულ თანასწორობას, ქალთა უფლებებს და ბრძოლას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ; რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას და ყველა ჩამოთვლილ თავში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ამოცანად არის დასახული.
ეროვნული სტრატეგიის მიერ დასახული მიზნების ეფექტურ იმპლემენტაციას ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა.
ამავდროულად, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად. 2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით, სექსუალური შევიწროება განისაზღვრა, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა. აღნიშნული კანონი ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე, როგორიცაა შრომითი და წინასახელშეკრულებო ურთიერთობები, კერძო სამართლებრივი ურთიერთობები, მათ შორის, საჯარო სექტორში დასაქმებისას. კანონის მოთხოვნის ეფექტიანი აღსრულებისათვის, 2020 წელს, დაიწყო სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვა სახელმწიფო უწყებებში. დღეისათვის, 17 სახელმწიფო უწყებას აქვს შემუშავებული აღნიშნული მექანიზმი.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, უზენაესი სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა, რომელიც შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულყოფილი, ზუსტი და სარწმუნო სტატისტიკის წარმოებას ისახავს მიზნად.
ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რელევანტური სახელმწიფო უწყებები სისტემატურად ჩართულები არიან სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებში, რათა მოსახლეობას/საჯარო მოხელეებს მიეწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის, მოწყვლადი ჯგუფების და უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კამპანიებს შორის აღსანიშნავია თანასწორობის კვირეული, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით. თანასწორობის კვირეულის მიზანია ტოლერანტობის გაზრდა საქართველოში მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების გზით; ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს: - თანასწორობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას; - ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრული მონაწილეობისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. სტრატეგიის ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტებია:
1. სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; 2. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; 3. თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; 4. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია; 5. კულტურათაშორისი დიალოგი. ქალებისა და ახალგაზრდების შემდგომი გაძლიერება განიხილება როგორც გამჭოლი პრიორიტეტი.
ამჟამად, მიმდინარეობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.
აღნიშნული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების პროცესში სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად, შემუშავებულია და წარმატებით ფუნქციონირებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი უნიკალური ინსტრუმენტები, მათ შორის:
სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური პროგრამები და კურსები;
არაქართულენოვანი სკოლები/სექტორები (300-მდე);
პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამები;
საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამა;
მცირე ეთნოსების ენების სწავლება საჯარო სკოლებში;
ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის/მედიაპროდუქტებისმომზადება/მიწოდება;
სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ეთნიკური უმცირესობების ენებზე;
ეთნიკური უმცირესობების კულტურისა და კულტურათაშორისი დიალოგის მხარდამჭერი ღონისძიებები.
პარლამენტმა 2022 წლის 15 დეკემბერს დაამტკიცა გენდერული თანასწორობის განახლებული სახელმწიფო კონცეფცია, რომელზე მუშაობაც გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ 2019 წელს დაიწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. აღნიშნული კონცეფციის შემუშავების ფარგლებში ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა. კონცეფცია წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიან ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში. მისი ამოსავალი წერტილია გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა. კონცეფცია ემყარება ქვეყანაში მოქმედ ძირითად სამართლებრივ დოკუმენტებს: საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ კანონმდებლობას გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ძალადობის აღმოფხვრის შესახებ და ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს.
2023 წელს საქართველომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) ანგარიში წარადგინა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოც. მისასალმებელია, რომ საქართველოს მიერ წარდგენილმა ანგარიშმა პოზიტიური შეფასება დაიმსახურა.
შესრულდა
148.53
მეტად გააღრმავეთ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის (ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა);
ჩვენი სახელმწიფო იცავს თითოეულ ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან, ასევე უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და თავისუფლების განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე. სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სპექტრი არ შემოიფარგლება მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ბაზის შექმნით, არამედ მოიცავს მის პრაქტიკაში რეალიზაციის პირობასაც.
ქვეყნის კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და საკანონმდებლო აქტები არის ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისი დაურღვევლობის გარანტი.
ქვეყნის მთავარი ნორმატიული აქტის - კონსტიტუციის მიხედვით: საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. ამასთან, საქართველოში მოქმედებს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამავე კანონითვე თანაბარი მოპყრობის პრინციპი სხვა საკითხებთან ერთად ვრცელდება სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობებზე, განათლებაზე, საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე, მათ შორის: სოციალურ დაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალურ შეღავათებზე, ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე და სხვა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი თანასწორია, ამიტომაც სოციალური დახმარების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა ყველაზე ერთნაირად ვრცელდება. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა ამოსავალი პრინციპია მოსახლეობის სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტისას. ამ პრინციპებით ხელმძღვანელობენ სახელმწიფო გასაცემლებისა და სოციალური სერვისების ადმინისტრირების ორგანოები დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით (ამასთან, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური ან/და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად);
სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2030 წლამდე გარდამავალ პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის წარმართვა, რომელსაც უზრუნველყოფს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 2025 წელს დაიწყება 125-მდე ბაღის ავტორიზაციის პროცესი,
საანგარიშო პერიოდში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან, დაკავშირებული მოთხოვნები. მიმდინარეობს განახლებული სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა მეთოდოლოგიური რესურსების განვითარებითა და ექსპერტული მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვების სათანადოდ მომზადებას სკოლისთვის და ყველასათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას ზოგადი განათლების მისაღებად.
სასკოლო მზაობის პროგრამა ხორციელდება ყველა საბავშვო ბაღში. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით, მიმდინარე სასწავლო წელს დაემატა 150 სასკოლო მზაობის ჯგუფი სკოლის შენობაში. იმისათვის, რომ სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი კომპონენტია დივერსიფიცირებული მომსახურებების განვითარებაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სტანდარტული, დომინანტური მომსახურებისგან განსხვავებული ფორმების შეთავაზებას საბავშვო ბაღების მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის, რომლებიც გეოგრაფიული თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით ვერ ერთვებიან საგანმანათლებლო პროცესებში. ალტერნატიული მოდელები უკვე დაპილოტდა 2023-2024 სასწავლო წელს ონისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე ოჯახურ გარემოში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის.
მომზადებულია სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაციის კონცეფცია. და მიმდინარეობს მუშაობა 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის წარსადგენად.
განათლების უფლების დაცვის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალის ადგილზე გადამზადების პროცესებს. ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილია საბაზისო - აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული. ტრენინგმოდულის მიწოდების მიზნით გადამზადებულია 17 ორგანიზაცია და 47 ტრენერი. 2021 წლიდან დღემდე საბაზისო ტრენინგმოდულით გადამზადებულია სულ 4760 პირი. ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვის მიზნით ცენტრის მიერ 2022 წლიდან დღემდე გადამზადებულია 3262 საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალი.
დაწესებულებების პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შექმნილია 10 ტრენინგმოდული, მათ შორის - ,, ბავშვთა კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნვა ადრეულ განათლებაში’’, ,,გოგოსა და ბიჭის თანასწორობისა და განვითარების ხელშეწყობა ადრეულ ბავშვობაში სკოლამდელი განათლების მიდგომა’’, გამოცემულია ჟურნალის ,,ადრეული განათლება’’ 4 ნომერი, თარგმნილი და გამოცემულია 1 პუბლიკაცია.
ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობს ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი. ბილინგვური განათლება ამ ეტაპზე ინერგება დაწყებით საფეხურზე, ხუთ საგანში: II-IV კლასებში - მათემატიკასა და სახვით ხელოვნებაში; III-IV კლასებში - ბუნებისმეტყველებასა და "მე და საზოგადოებაში", ხოლო V-VI კლასებში - „ჩვენს საქართველოში“.
ამასთან, მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელოები და სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები.
პროგრამა ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ადგილობრივი კადრების, მათ შორის ახალგაზრდების, გაძლიერებას. 2023-2024 სასწავლო წლისათვის პროგრამა ხორციელდება 184 (63%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში/სექტორზე. მიმდინარეობს სამუშაოები ყველა არაქართულენოვანი სკოლის/სექტორის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის მიზნით.
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით უზრუნველყოფილია სისტემაში ყველა საგნის გამოცდა - მათ შორის, 2022 წელს მომზადდა და დაინერგა გამოცდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო დაწყებითი კლასების I-IV კლასების კომბინირებული და სპეცმასწავლებლების გამოცდა უზრუნველყოფილი იქნება 2025 წლიდან,
საერთაშორისო დაცვის მქონე (საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ან ლტოლვილის სტატუსის მქონე) ბავშვებისთვის შეთავაზებულია ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი. პროგრამას ახორციელებენ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 და სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლები. მიგრაციის დეპარტამენტში განთავსებულ ბავშვებს კი ემსახურება სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა.
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიუსაფარ ბავშვთა ყველა (5) დღის ცენტრსა და კრიზისულ თავშესაფარში, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების (120-მდე ბავშვი) განათლებისა და სოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, სასიცოცხლო უნარების განვითარებას, კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ ორიენტაციას.
სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში, გაგრძელდა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამების განხორციელება: 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის მტკიცებულებითი მეთოდის (EU დიAP Unplugged Program) გამოყენებით და 13 წელს ზემოთ ასაკის მოსწავლეთათვის.
გრძელდება ცხოვრებისეული უნარების განვითარების პროგრამა (IV,V, IX,X,XI კლასებში).
გრძელდება სასკოლო მედიაციის პროგრამის განხორციელება, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შემუშავდა:
ნიჭიერ მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები - მასწავლებლის გზამკვლევი;
ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი გონებრივი განვითარების დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის;
სენსორული სასწავლო გეგმა უმძიმესი და მრავლობითი გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის;
გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის;
ორიენტაცია და მობილობა.
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივად მუშაობს კოლეჯების განვითარებაზე ახალ ლოკაციებზე, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში. ამასთანავე, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო სკოლების ბაზაზე დაიწყო ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომზადება/გადამზადების პროგრამების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო კერძო პროფესიულ საგნმანათლებლო დაწესებულებებში მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. ასევე, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები ზრდასრულთათვის, რომელიც ასევე ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ახალგაზრდობის სააგენტოს სერვისები - ახალგაზრდული ბანაკები, ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდული სივრცეები, ახალგაზრდული ფორუმები, ახალგაზრდული ფესტივალები, ახალგაზრდული მუშაკის სერვისი და სხვა ხელმისაწვდომია 14-29 წლის ახალგაზრდებისთვის. თითოეული აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელებისას მაქსიმალურად ხდება სხვადასხვა საჭიროების მქონე ახალგაზრდების გათვალისწინება რათა ყველა ახალგაზრდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და ასევე, თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
შესრულდა
148.54
გააგრძელეთ ძალისხმევა დისკრიმინაციასთან საბრძოლველად, მათ შორის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე (ნეპალი);
განათლების სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ყველა ტიპის ძალადობისგან თავისუფალი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით უმნიშვნელოვანესია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რომლებიც მიმართულია მოსწავლის უსაფრთხოების დაცვის, სასკოლო კულტურის ამაღლების, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და მოზარდებში ძალადობისა და დანაშაულის პრევენციისაკენ.
ფორმალური განათლების ფარგლებში გენდერული თანასწორობის პრინციპები ასახულია დაწყებითი საფეხურისთვის განკუთვნილი საგნის „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასები) სტანდარტში. საგნის ფარგლებში აქცენტი კეთდება ისეთი ცნებების გააზრებაზე, როგორებიცაა: თანასწორობა, სტერეოტიპები. მოსწავლე გენდერული თანასწორობის ასპექტებს შეისწავლის ოჯახის, სასკოლო საზოგადოების, თემის და ა.შ. ფარგლებში.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) სავალდებულო სახით ისწავლება საგანი "მოქალაქეობა" (საშუალო საფეხურზე სწავლება გაფართოვდა 2022-2023 სასწავლო წლიდან), რომელშიც ასევე აქცენტირებულია გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საკითხები. ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის, სქესის, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად. საგნის სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ადრეული ქორწინების საკითხს. ეს საკითხი აღნიშნულ საგანში წარმოდგენილია მოქალაქეობრივი ცნობიერების, პიროვნული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა კონტექსტში. კერძოდ, ადრეული ქორწინება განხილულია, როგორც ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის საფუძველი და მისი პიროვნული განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი.
ფორმალური განათლების პარალელურად, ნებისმიერი ტიპის ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინიტროს მიერ ტარდება შემდეგი სასკოლო კონკურსები:
ბლოგების კონკურსი „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“;
ვიდეორგოლების კონკურსი „ევროპა ჩემს ობიექტივში“;
ესეების კონკურსი „ახალგაზრდა უფლებადამცველი“;
სლოგანების, კონცეფციებისა და ფლეშმობების კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“;
ვიდეო რგოლების კონკურსი;
ესეების კონკურსი თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე “მე ვირჩევ თანასწორობას”;
მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე "კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!"
კონკურსებში მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობა, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, ადრეული ქორწინების რისკები და სხვა. თითოეულ კონკურსში მონაწილეობდა არანაკლებ 2000 მოსწავლე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები, წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები).
2020 წელს მანდატურის სამსახურისთვის შემუშავდა ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამა, რომელიც განახლდა ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ 2024 წლის აგვისტოში. აღნიშნული პროგრამით, 2020 წლიდან დღემდე, ტრენერთა ტრენინგი გაიარა ასზე მეტმა მანდატურმა, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა. მანდატურის სამსახურის გადამზადებულმა ადამიანებმა, თავის მხრივ გადაამზადეს 1300-ზე მეტი მანდატური ადამიანის უფლებების თემაზე.
2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის, შემუშავდა ტრენინგ მოდული ,,გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. ამ ეტაპზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ხორციელდება აღნიშნული მოდულის განახლება.
2022-2024 წლებში, აღნიშნული სატრენინგო მოდულის საფუძველზე ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდა მანდატურის სამსახურის 100-მდე თანამშრომელს. შედეგად, მანდატურის სამსახურის გადამზადებული თანამშრომლების მიერ გადამზადდა თბილისის, ქვემო ქართლისა და გურიის 900-მდე მანდატური.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით სისტემატურად ატარებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, მშობლებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება; ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, ადრეული ქორწინება, გენდერული დისკრიმინაცია, და სხვა.
გენდერისა და სექსუალური უფლებების საკითხები განხილულია მასწავლებელთა მომზადების მოდულში: „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები მასწავლებლებისთვის”;
2023 წელს Edx პლატფორმაზე ტრენინგი გაირა 25 სხვადასხვა საგნის მასწავლებელმა.
პროფესიული განათლების საფეხურზე, სამოქალაქო განათლების მოდული, მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული მოდული მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის:
ადამიანის უფლებათა თვისებები;
ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია;
სამოქალაქო უფლებები:
სიცოცხლის უფლება, პატივისა და ღირსების უფლება;
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პატივისცემა;
გადაადგილების თავისუფლება და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება;
უფლებათა დაცვა სასამართლოს გზით.
უმაღლესი განათლების საფეხურზე, სახელმწიფო გრანტით ფინანსდებიან სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტები, მათ შორის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები, ასევე, სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საჭიროებისამებრ ტარდება შემდეგი თემატიკის ტრენინგები:
სექსუალური შევიწროვება და ექსპლუატაცია, გენდერული თანასწორობა და მეინსტრიმინგი, შშმ პირთა უფლებები, შშმ პირებთან ქცევისა და კომუნიკაციის ეტიკეტი. შშმ პირთათვის ჩატარდა ტრენინგი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს ქცევის წესების შესახებ. საქართველოში (სამცხე-ჯავახეთში) მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი შშმ პირებთან კომუნიკაციისა და ქცევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის მიერ შემუშავებული ვიდეო-რგოლები ადაპტირებულია სუბტიტრებისა და სურდო თარგმანის საშუალებით. საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი UNDP-ის მხრიდან შეირჩა საპილოტე უწყებად სექსუალური
ექსპლუატაციის, ძალადობის და სექსუალური შევიწროების საკითხებზე გაეროს მიერ შემუშავებულ ახალ სტანდარტთან დაახლოების მიზნით. შედეგად, 2024 წელს ცენტრის ინიციატივით განახლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სექსუალური შევიწროების, ექსპლუატაციის და ძალადობის პრევენციისა და რეაგირების წესი, შემუშავდა სამოქმედო გეგმა და რისკის შეფასების მექანიზმი. ცენტრში ასევე გამოყოფილია სექსუალური შევიწროების საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, შშმ პირთა გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი.
იხ. ასევე 148.50 რეკომენდაციის ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.55
განაგრძეთ ძალისხმევა, რათა უზრუნველყოთ მოსახლეობის მიერ ადამიანის უფლებებით სრული სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე (ნიგერია);
იხილეთ პასუხი 148.45, 148.50, 148.169 და 148.192 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.56
უზრუნველყავით, რომ ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამებით ასევე ადეკვატურად ისარგებლებენ სხვები მოწყვლადი ჯგუფებიდან (ფილიპინები);
ბავშვები საზოგადოების განსაკუთრებული ჯგუფია, რომელთა უფლებების რეალიზებას მთავრობა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამებით /პროექტებით ახორციელებს:
„მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში 2015 წლიდან დაწესებულია ბავშვის ბენეფიტი, რომელიც ინიციატივის საწყის ეტაპზე შეადგენდა 10 ლარს, 2019 წლიდან გახუთმაგდა, 2022 წელს აღნიშნული გასაცემელი გაიზარდა 150 ლარამდე, ამავე პერიოდში გაიზარდა ამ ბენეფიტისათვის მისაღები ოჯახის კეთილდღეობის მაჩვენებელი 100 001 დან 120 001 მდე, რაც იმას ნიშნავს რომ უფრო მეტი ბავშვიანი ოჯახი გახდა საარსებო შემწეობით მოსარგებლე. 2023 წლის 1 ივლისიდან ბენეფიტი გაიზარდა და შეადგინა 200 ლარი.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ყოველთვიური ბენეფიტი, რომელიც გაიცემა მე-3 და მომდევნო ბავშვზე საქართველოს იმ რეგიონებში, ბავშვის დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების მაჩვენებელი არ ფიქსირდება ან ეს მაჩვენებელი არ აღემატება 200-ს. ეტაპობრივად ფართოვდება მოცვის გეოგრაფიული არეალი, 2024 წლიდან რეგიონების ჩამონათვალს დაემატა თბილისი და მოცემულ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია თბილისი, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონები.
ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. აღნიშნული 2022 წელს შეადგენდა 51 590 893 მლნ ლარს, 2023 წელს 66 550 000 ლარს. 2024 -ში იგი გაიზარდა დაახლოებით 10 მლნ. ლარით და განისაზღვრა 76 350 000 ლარით, რაც იმას გულისხმობს, რომ უფრო მეტი შშმ პირი, ხანდაზმული და ბავშვი სარგებლობს საჭირო ახალი თუ არსებული სოციალური სერვისით.
2021 წლიდან “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამას“ დაემატა „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“ და „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა’’.
შესრულდა
148.57
დანერგეთ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რათა ებრძოლოთ დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე (ურუგვაი);
საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს უმცირესობათა უფლებების დაცვას. დოკუმენტი მიზნად ისახავს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებასა და გაუმჯობესებას, შემწყნარებლური ღირებულებების დამკვიდრებას და უმცირესობათა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული მონაწილეობისთვის პირობების გაუმჯობესებას.
2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, გეგმის მოქმედების პერიოდში გენერალურ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მოხელეთა გადამზადებასა და ტრენინგების ორგანიზებას. ამ აქტივობებით სახელმწიფო თანასწორობის ხელშეწყობისა და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად.
საანგარიში პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროს მიერ ჩატარდა სასკოლო კონკურსები.
კონკურსებში მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობა, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, ადრეული ქორწინების რისკები და სხვა.
თითოეულ კონკურსში მონაწილეობდა არანაკლებ 2000 მოსწავლე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასჩუქრე ბარათები, წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები).
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით სისტემატურად ატარებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, მშობლებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება; ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, ადრეული ქორწინება, გენდერული დისკრიმინაცია, და სხვა.
2019 წლიდან მანდატურის სამსახური აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ თანასწორობის კვირეულში „მე ვირჩევ თანასწორობას“. კვირეულის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის სპეციალისტები მართავენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, ტოლერანტობის, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომის შესახებ.
შესრულდა
148.58
უზრუნველყავით ლგბტი თემის და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების (ავსტრალია);
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პირველ რიგში, ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველოში 2014 წლიდან ძალაშია საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის“ შესახებ.
საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს უმცირესობათა უფლებების დაცვას. სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთი ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკაში თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვას, მათ დანერგვას პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობას დისკრიმინაციის გარეშე.
დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა მშვობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვას; ის ითვალისწინებს შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის გარანტირებას საერთაშორისო/ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; სახელმწიფოს მიერ, შეკრების უფლების ლეგიტიმური და პროპორციული შეზღუდვის დროს საერთაშორისო სტანდარტების განგრძობად დანერგვას და ეფექტიან აღსრულებას; ასევე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველსაყოფად.
თავის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა უზრუნველყოს სათანადო და ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება.
აღნიშნულს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის არსებობა, რომელიც პრიორიტეტულად მონიტორინგს უწევს საქართველოში მომხდარ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ ყველა დანაშაულს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალურ პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან ერთად, ყოველწლიურად საჯაროდ აქვეყნებს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სრულ სტატისტიკას.
ამასთანავე,შინაგანსაქმეთასამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და ძირითადად თავისუფლებათა დაცვას, ასევე იღებს ყველა ზომას, რათა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იქნას დაცული.
„თბილისი პრაიდის“ კვირეული პირველად 2021 წელს განხორციელდა, რომლის მომზადების პერიოდიდანვე, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად მართავდა შეხვედრებს ღონისძიების ორგანიზატორებთან, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმატებით უზრუნველყო პირველ და სამ ივლისს ჩატარებული ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება; ამასთან, საქართველოს ისტორიაში პირველად, 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა პრაიდის მხარდამჭერი აქცია, რომელზეც მიუხედავად კონტრ-აქციის მონაწილეთა მცდელობისა ჩაეშალათ აქცია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო აქციის სრულად ჩატარება და თითოეული მონაწილის უსაფრთხოება, იმგვარად, რომ აქციის დასრულების შემდეგ, მათ უსაფრთხოდ დატოვეს ტერიტორია.
2022 წელს, მიუხედავად კონტრ-აქციის მონაწილეთა მცდელობისა ჩაეშალათ ღონისძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამივე ღონისძიება დაუბრკოლებლად, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა.
რაც შეეხება 2023 წლის ივლისში განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც წინა წლებში, თბილისი პრაიდის კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად მართავდა შეხვედრებს ღონისძიების ორგანიზატორებთან. ჯამში შედგა 5 მოსამზადებელი შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, გაეროს განვითარების პროგრამისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში სულ დაგეგმილი იყო 3 ღონისძიება, რომელთაგან ორი, პოლიციის აქტიური ჩართულობით, დაუბრკოლებლად, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა.
მე-3, დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც 8 ივლისს იყო დაგეგმილი, მხედველობაშია მისაღები რამდენიმე გარემოება, რამაც ღონისძიების ჩატარებას ხელი შეუშალა: ერთი მხრივ, ეს იყო ღონისძიების ადგილმდებარეობა. კერძოდ, ღონისძიება დაგეგმილი იყო გაშლილ ტერიტორიაზე/მინდორზე, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა კონტრ-აქციის მონაწილეთა შეკავებას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ადგილმდებარეობის შერჩევა მოხდა თავად ღონისძიების ორგანიზატორების მიერ. მეორე მხრივ, კონტრ-აქციის მონაწილეთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მათი მართვა/შეკავება გაშლილ ტერიტორიაზე. აქვე ხაზგასასმელია, რომ ბოლო საკოორდინაციო შეხვედრაზე, ვინაიდან კონტრ-აქციის მონაწილეების მოწოდებები და მობილიზაცია, მათ შორის რეგიონებიდან, მნიშვნელოვნად იყო გააქტიურებული, შსს წარმომადგენელთა მიერ პრაიდის ორგანიზატორებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ კონტრ-აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა შესაძლოა ყოფილიყო სამინისტროს მიერ წინასწარ შედგენილი გეგმის განხორციელების მნიშვნელოვნად ხელშემშლელი ფაქტორი.
აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო საპოლიციო ძალების მაქსიმალური რაოდენობის მობილიზება, რათა პრაიდის მონაწილეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ესარგებლათ მათი კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით და ამასთანავე, მათი უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. ადგილზე მობილიზებული იყო 3 000-მდე პოლიციელი, შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით.
უნდა აღინიშნოს, რომ კონტრ-აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო მოსალოდნელზე მეტი - დაახლოებით 8000-მდე ადამიანი;
ამასთან, ვინაიდან ლისის ტბასთან, სადაც ღონისძიება იყო დაგეგმილი, მიდის რამდენიმე ცენტრალური და მეორე ხარისხოვანი გზა, არსებული გაშლილი რელიეფის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ყველა გზის დაცვა იმგვარად, რომ მომხდარიყო აქციის მონაწილეთა შეჩერება ხანგრძლივი დროით (აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიება უნდა დასრულებულიყო 9 ივლისს, 9 საათზე);
პოლიციის მიერ გზებზე განთავსებული იყო სპეციალური კორდონები. ამასთან, ფიზიკური საპოლიციო ძალით მაქსიმალურად ხდებოდა კონტრ-აქციის მონაწილეების გადაადგილების შეზღუდვა. თუმცა გაშლილი ტერიტორიისა და აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა მათი შეჩერება. პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის მცდელობების საპასუხოდ, აქციის მონაწილეები მინდვრების გავლით ახერხებდნენ გადაადგილებას და ფესტივალის ტერიტორიასთან მიახლოვებას.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, იძულებული გახდა მოეხდინა თბილისი პრაიდის ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაცია, რათა დაცულიყო უპირველესი ღირებულება - მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ მიუხედავად კონტრ-აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობისა, თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება სრულად იქნა უზრუნველყოფილი და ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა.
რაც შეეხება სპეციალურ საშუალებებს, აღსანიშნავია, რომ მათ გამოყენებას აქვს კონკრეტული, როგორც სამართლებრივი, ასევე ტაქტიკური საფუძვლები. სიტუაციის ანალიზმა ცხადყო, რომ მოცემულ ტერიტორიაზე და აქციის მონაწილეთა ამგვარი გადაადგილების პირობებში, წყლის ჭავლის, გაზების და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებას არ ექნებოდა შედეგი და ამავე დროს, სადაო იქნებოდა გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხიც.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის ორ საქმეზე, დაზარალებულად ცნობილია ორი იურიდიული პირი და ერთი ფიზიკური პირი. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ემუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) ადმინისტრაციულად დააკავეს 2 პირი და დაჯარიმდნენ 2300 ლარის ოდენობით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაიშურა ძალისხმევა, რათა 2023 წელსაც ისეთივე წარმატებით ჩატარებულიყო პრაიდის კვირეული, როგორც 2022 წელს.
შესრულდა
148.59
განაგრძეთ ზომების დანერგვა და გაფართოება ლგბტი პირების უფლებების მხარდასაჭერად, მათ შორის, უფლებათა დარღვევების სრულფასოვანი გამოძიების უზრუნველყოფისა და სიძულვილის ენაზე რეაგირების გზით (კანადა);
საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს უმცირესობათა უფლებების დაცვას. სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთი ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკაში თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვას, მათ დანერგვას პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობას დისკრიმინაციის გარეშე. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მსხვერპლზე ორიენტირებული რეაგირების გაუმჯობესებას. 2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, გეგმის მოქმედების პერიოდში სამართალდამცავ ორგანოთა შესაძლებლობების ამაღლებას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგირების კუთხით.
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.60
გაატარეთ სპეციალური პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის ხელშესაწყობად და მოახდინეთ ამ ნიადაგზე ბულინგისა და დისკრიმინაციის დოკუმენტირება და თავიდან აცილება (ჩილე);
ფორმალური განათლების ფარგლებში თანასწორობის პრინციპები ასახულია დაწყებითი საფეხურისთვის განკუთვნილი საგნის „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასები) სტანდარტში. საგნის ფარგლებში აქცენტი კეთდება ისეთი ცნებების გააზრებაზე, როგორებიცაა: თანასწორობა, სტერეოტიპები, ტოლერანტობა, განსხვავებულის პატივისცემა. მოსწავლე გენდერული თანასწორობის ასპექტებს შეისწავლის ოჯახის, სასკოლო საზოგადოების, თემის და ა.შ. ფარგლებში.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) სავალდებულო სახით ისწავლება საგანი "მოქალაქეობა" (საშუალო საფეხურზე სწავლება გაფართოვდა 2022-2023 სასწავლო წლიდან). ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის, სქესის, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რაიმე ტიპის დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში თანამშრომლობენ შესაბამის სამსახურებთან.
სამოქალაქო განათლების მოდული მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული მოდული ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის:
ადამიანის უფლებათა თვისებები;
ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია;
სამოქალაქო უფლებები:
სიცოცხლის უფლება, პატივისა და ღირსების უფლება;
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პატივისცემა;
გადაადგილების თავისუფლება და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება;
უფლებათა დაცვა სასამართლოს გზით.
შესრულდა
148.61
ჩაატარეთ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები სტიგმის მოსაგვარებლად, მითების გასაქრობად და სტერეოტიპებთან საბრძოლველად, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან (დანია);
2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთ ღონისძიებას, საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობას. დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რელევანტური სახელმწიფო უწყებები სისტემატურად ჩართულები არიან სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებში, რათა მოსახლეობას/საჯარო მოხელეებს მიეწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის, მოწყვლადი ჯგუფების და უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კამპანიებს შორის აღსანიშნავია თანასწორობის კვირეული, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით. თანასწორობის კვირეულის მიზანია ტოლერანტობის გაზრდა საქართველოში მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების გზით; ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
საანგარიში პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროს მიერ ჩატარდა სასკოლო კონკურსები. კონკურსებში მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობა, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, ადრეული ქორწინების რისკები და სხვა.
თითოეულ კონკურსში მონაწილეობდა არანაკლებ 2000 მოსწავლე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები, წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები).
გენდერისა და სექსუალური უფლებების საკითხები განხილულია მოდულში: „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები მასწავლებლებისთვის”;
2023 წელს Edx პლატფორმაზე ტრენინგი გაირა 25 სხვადასხვა საგნის მასწავლებელმა.
2019 წლიდან მანდატურის სამსახური აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ თანასწორობის კვირეულში „მე ვირჩევ თანასწორობას“. კვირეულის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის სპეციალისტები მართავენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, ტოლერანტობის, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომის შესახებ.
შესრულდა
148.62
იბრძოლეთ გენდერის და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ (საფრანგეთი);
საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს უმცირესობათა უფლებების დაცვას. სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთი ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკაში თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვას, მათ დანერგვას პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობას დისკრიმინაციის გარეშე. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მსხვერპლზე ორიენტირებული რეაგირების გაუმჯობესებას.
ამასთან, ეროვნული სტრატეგიის დონეზე დასახული მიზნების ეფექტურ იმპლემენტაციას ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აქტივობების დონეზე განსაზღვრავს უმცირესობების უფლებათა დაცვისთვის გასატარებელ ღონისძიებებს.
ფორმალური განათლების ფარგლებში გენდერული თანასწორობის პრინციპები ასახულია დაწყებითი საფეხურისთვის განკუთვნილი საგნის „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასები) სტანდარტში. საგნის ფარგლებში აქცენტი კეთდება ისეთი ცნებების გააზრებაზე, როგორებიცაა: თანასწორობა, სტერეოტიპები. მოსწავლე გენდერული თანასწორობის ასპექტებს შეისწავლის ოჯახის, სასკოლო საზოგადოების, თემის და ა.შ. ფარგლებში.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) სავალდებულო სახით ისწავლება საგანი "მოქალაქეობა" (საშუალო საფეხურზე სწავლება გაფართოვდა 2022-2023 სასწავლო წლიდან), რომელშიც ასევე აქცენტირებულია გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საკითხები. ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის, სქესის, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად. საგნის სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ადრეული ქორწინების საკითხს. ეს საკითხი აღნიშნულ საგანში წარმოდგენილია მოქალაქეობრივი ცნობიერების, პიროვნული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა კონტექსტში. კერძოდ, ადრეული ქორწინება განხილულია, როგორც ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის საფუძველი და მისი პიროვნული განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი.
ფორმალური განათლების პარალელურად, ნებისმიერი ტიპის ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინიტროს მიერ ჩატარდა შემდეგი სასკოლო კონკურსები:
ბლოგების კონკურსი „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“;
ვიდეორგოლების კონკურსი „ევროპა ჩემს ობიექტივში“;
ესეების კონკურსი „ახალგაზრდა უფლებადამცველი“;
სლოგანების, კონცეფციებისა და ფლეშმობების კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“;
ვიდეო რგოლების კონკურსი;
ესეების კონკურსი თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე “მე ვირჩევ თანასწორობას”;
მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე "კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!"
კონკურსებში მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობა, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, ადრეული ქორწინების რისკები და სხვა.
თითოეულ კონკურსში მონაწილეობდა არანაკლებ 2000 მოსწავლე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები, წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები).
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2010 წლიდან ფუნქციონირებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი, მეგობრული, თანასწორი გარემოს შექმნას და სასკოლო კლიმატის გაჯანსაღებას. დღეისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური წარმოდგენილია, საქართველოს მასშტაბით, 720 საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობს ქვეყნის მოსწავლეთა 90 პროცენტზე მეტი. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, წარმოდგენილია მაღალკვალიფიციური ბავშვთა ფსიქოლოგებით, ფსიქიატრებითა და სოციალური მუშაკებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს 13 ლოკაციაზე. 2021 წლიდან, მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი სასკოლო ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა და ის თავის ფუნქცია-მოვალეობებს უშუალოდ სკოლაში ახორციელებს. მანამდე, სოციალური მუშაობა სკოლებში, საჭიროებისამებრ, ინტერვენციის ფარგლებში ხორციელდებოდა. ამჟამად, სოციალური მუშაკები წარმოდგენილნი არიან 80 საჯარო სკოლაში.
მანდატურის სამსახურის სპეციალისტებს, აქვთ ყველა ის საჭირო უნარი და კომპეტენცია, რომ განახორციელონ ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლის და ზოგადად, ძალადობის ნიშნების პირველადი იდენტიფიკაცია. ისინი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან თითოეულ შემთხვევას, რომელიც კავშირშია ბავშვებს შორის ან ბავშვის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ თუ სხვა სახის ძალადობასთან, აქტიურად არიან ჩართული ამგვარი ფაქტების გამოვლენაში და ახდენენ შემდგომ რეაგირებას - საჭიროებისამებრ ამისამართებენ შესაბამის სამსახურსა თუ უწყებაში (პოლიცია, სახელწიფო ზრუნვის სააგენტო, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი).
ორი კოლეჯის ბაზაზე დაინერგა სექსუალური შევიწროვების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს კოლეჯებში უსაფრთხო, სექსუალური ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.
შესრულდა
148.63
აამაღლეთ საზოგადოების ცნობიერება განათლებისა და კამპანიების საშუალებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რაც იწვევს ლგბტი ადამიანების შევიწროებას და ბულინგს (ისრაელი);
ფორმალური განათლების ფარგლებში გენდერული თანასწორობის პრინციპები ასახულია დაწყებითი საფეხურისთვის განკუთვნილი საგნის „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასები) სტანდარტში. საგნის ფარგლებში აქცენტი კეთდება ისეთი ცნებების გააზრებაზე, როგორებიცაა: თანასწორობა, სტერეოტიპები. მოსწავლე გენდერული თანასწორობის ასპექტებს შეისწავლის ოჯახის, სასკოლო საზოგადოების, თემის და ა.შ. ფარგლებში.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) სავალდებულო სახით ისწავლება საგანი "მოქალაქეობა" (საშუალო საფეხურზე სწავლება გაფართოვდა 2022-2023 სასწავლო წლიდან), რომელშიც ასევე აქცენტირებულია გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საკითხები. ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის, სქესის, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად. საგნის სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ადრეული ქორწინების საკითხს. ეს საკითხი აღნიშნულ საგანში წარმოდგენილია მოქალაქეობრივი ცნობიერების, პიროვნული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა კონტექსტში. კერძოდ, ადრეული ქორწინება განხილულია, როგორც ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის საფუძველი და მისი პიროვნული განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი.
სამინიტროს მიერ ჩატარდა შემდეგი სასკოლო კონკურსები:
ბლოგების კონკურსი „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“;
ვიდეორგოლების კონკურსი „ევროპა ჩემს ობიექტივში“;
ესეების კონკურსი „ახალგაზრდა უფლებადამცველი“;
სლოგანების, კონცეფციებისა და ფლეშმობების კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“;
ვიდეო რგოლების კონკურსი;
ესეების კონკურსი თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე “მე ვირჩევ თანასწორობას”;
მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე "კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!"
საანგარიშო პერიოდში სამინიტროს მიერ ჩატარდა სასკოლო კონკურსები. კონკურსებში მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობა, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, ადრეული ქორწინების რისკები და სხვა.
თითოეულ კონკურსში მონაწილეობდა არანაკლებ 2000 მოსწავლე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასჩუქრე ბარათები, წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები).
შესრულდა
148.64
შექმენით მუდმივი საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, მათ შორის, სასამართლო და პოლიციის აპარატებში (მექსიკა);
საანგარიშო პერიოდში განათლების სამინიტროს მიერ ჩატარდა სასკოლო კონკურსები. კონკურსებში მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობა, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, ადრეული ქორწინების რისკები და სხვა.
თითოეულ კონკურსში მონაწილეობდა არანაკლებ 2000 მოსწავლე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასჩუქრე ბარათები, წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები).
2021-2024 წლებში დისკრიმინაციაზე და გენდერული ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩატარდა 2 ტრენინგი, გადამზადდა 12 მოსამართლე და 20 მოხელე;
შესრულდა
148.65
მიიღეთ ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ლგბტქი აქტივისტების უსაფრთხო და მშვიდობიანი შეკრება და ებრძოლეთ ძალადობას, სიძულვილს და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას და ქცევას ლგბტქი ადამიანების მიმართ, მათ შორის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის გზით (ნიდერლანდები);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.66
გააუმჯობესეთ სიძულვილის ენის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო, რათა მკაფიოდ აიკრძალოს ძალადობა და დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე (პორტუგალია);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებების დირექტივასთან (AVMSD) დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა ცვლილებების
პაკეტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლობაში სიძულვილის გავრცელება დაექვემდებარა რეგულირებას. უფრო კონკრეტულად, ხსენებული ცვლილებების შედეგად, შესაძლებელია მედია საშუალებების თვით-რეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება სიძულვილის ენის, ტერორიზმისაკენ მოწოდების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა).
შესრულდა
148.67
ებრძოლეთ სოციალურ სტიგმატიზაციას, სიძულვილის ენას, დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლებიც მოტივირებულია სექსუალური ორიენტაციითა და გენდერული იდენტურობით (ფინეთი);
ფორმალური განათლების ფარგლებში გენდერული თანასწორობის პრინციპები ასახულია დაწყებითი საფეხურისთვის განკუთვნილი საგნის „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასები) სტანდარტში. საგნის ფარგლებში აქცენტი კეთდება ისეთი ცნებების გააზრებაზე, როგორებიცაა: თანასწორობა, სტერეოტიპები. მოსწავლე გენდერული თანასწორობის ასპექტებს შეისწავლის ოჯახის, სასკოლო საზოგადოების, თემის და ა.შ. ფარგლებში.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) სავალდებულო სახით ისწავლება საგანი "მოქალაქეობა" (საშუალო საფეხურზე სწავლება გაფართოვდა 2022-2023 სასწავლო წლიდან), რომელშიც ასევე აქცენტირებულია გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საკითხები. ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის, სქესის, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად. საგნის სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ადრეული ქორწინების საკითხს. ეს საკითხი აღნიშნულ საგანში წარმოდგენილია მოქალაქეობრივი ცნობიერების, პიროვნული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა კონტექსტში. კერძოდ, ადრეული ქორწინება განხილულია, როგორც ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის საფუძველი და მისი პიროვნული განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი.
სამინიტროს მიერ ჩატარდა შემდეგი სასკოლო კონკურსები:
ბლოგების კონკურსი „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“;
ვიდეორგოლების კონკურსი „ევროპა ჩემს ობიექტივში“;
ესეების კონკურსი „ახალგაზრდა უფლებადამცველი“;
სლოგანების, კონცეფციებისა და ფლეშმობების კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“;
ვიდეო რგოლების კონკურსი;
ესეების კონკურსი თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე “მე ვირჩევ თანასწორობას”;
მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე "კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!"
საანგარიშო პერიოდში სამინიტროს მიერ ჩატარდა სასკოლო კონკურსები. კონკურსებში მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობა, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, ადრეული ქორწინების რისკები და სხვა.
თითოეულ კონკურსში მონაწილეობდა არანაკლებ 2000 მოსწავლე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასჩუქრე ბარათები, წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები).
ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია სასკოლო სახელმძღვანელოს რეცენზირების შინაარსობრივი კრიტერიუმები, სადაც გათვალისწინებულია შესაბამისი მოთხოვნები, რითაც ხორციელდება სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება (გრიფირება) თანასწორობის დაცვის, დისკრიმინაციის და დისკრედიტაციული ელემენტების აკრძალვის, ძალადობისაკენ მოწოდების ან შუღლის გაღვივების აკრძალვის კუთხით, ასევე, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში. ასევე საგნობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, ტექსტებსა და ილუსტრაციებში დაცული უნდა იყოს თანასწორობა ეროვნების, რელიგიის, სქესის, სოციალური კუთვნილების და სხვ. ნიშნით (შინაარობრივი კრიტერიუმების მე-6 ბლოკი). თუ სახელმძღვანელო ვერ დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, გრიფს ვერ მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ გრიფის მინიჭებამდე ხორციელდება სახელმძღვანელოების გასაჯაროვება და უკუკავშირის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებსა და მშობლებს, საჭიროების შემთხვევაში, სახელმძღვანელოების გადახედვა მაინც მიმდინარეობს. ნებისმიერი ხარვეზის, მათ შორის თანასწორობის დაცვის, დისკრიმინაციის და დისკრედიტაციული ელემენტების აღმოჩენისთანავე, საავტორო ჯგუფთან შეთანხმებით ხორციელდება შესწორება და სახელმძღვანელოს გადამუშავებული ვერსიიდან განმეორებითი ბეჭდვა.
2020 წელს მანდატურის სამსახურისთვის შემუშავდა ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამა, რომელიც განახლდა ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ 2024 წლის აგვისტოში. აღნიშნული პროგრამით, 2020 წლიდან დღემდე, ტრენერთა ტრენინგი გაიარა ასზე მეტმა მანდატურმა, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა. მანდატურის სამსახურის გადამზადებულმა ადამიანებმა, თავის მხრივ გადაამზადეს 1300-ზე მეტი მანდატური ადამიანის უფლებების თემაზე.
2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის, შემუშავდა ტრენინგ მოდული ,,გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. ამ ეტაპზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ხორციელდება აღნიშნული მოდულის განახლება.
2022-2024 წლებში, აღნიშნული სატრენინგო მოდულის საფუძველზე ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდა მანდატურის სამსახურის 100-მდე თანამშრომელს. შედეგად, მანდატურის სამსახურის გადამზადებული თანამშრომლების მიერ გადამზადდა თბილისის, ქვემო ქართლისა და გურიის 900-მდე მანდატური.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით სისტემატურად ატარებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, მშობლებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება;
ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, ადრეული ქორწინება, გენდერული დისკრიმინაცია, და სხვა.
გენდერისა და სექსუალური უფლებების საკითხები განხილულია მოდულში: „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები მასწავლებლებისთვის”;
2023 წელს Edx პლატფორმაზე ტრენინგი გაირა 25 სხვადასხვა საგნის მასწავლებელმა.
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებების დირექტივასთან (AVMSD) დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა ცვლილებების
პაკეტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლობაში სიძულვილის გავრცელება დაექვემდებარა რეგულირებას. უფრო კონკრეტულად, ხსენებული ცვლილებების შედეგად, შესაძლებელია მედია საშუალებების თვით-რეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება სიძულვილის ენის, ტერორიზმისაკენ მოწოდების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებთან დაკავშირებით.
შესრულდა
148.68
გაზარდეთ სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობები, რათა ადეკვატურად გამოიძიონ სიძულვილის დანაშაულის ფაქტები ქვეყანაში, პრევენციული ძალისხმევის და იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებით, რომლებიც მუშაობენ ლგბტი ადამიანების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის დაცვის მიმართულებით (შვედეთი);
იხილეთ პასუხი 148.58 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.69
მიიღეთ ზომები სოციალური სტიგმატიზაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ძალადობის წინააღმდეგ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე (არგენტინა);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებების დირექტივასთან (AVMSD) დაახლოების მიზნით, საქართველოს
პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლობაში სიძულვილის გავრცელება დაექვემდებარა რეგულირებას. უფრო კონკრეტულად, ხსენებული ცვლილებების შედეგად, შესაძლებელია მედია საშუალებების თვით-რეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება სიძულვილის ენის,
ტერორიზმისაკენ მოწოდების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებთან დაკავშირებით.
კერძოდ, კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა).
შესრულდა
148.70
გააძლიერეთ ძალისხმევა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის ან რწმენის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, სტიგმასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლის გზით და ადამიანის უფლებების სწავლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით (ბრაზილია);
ფორმალური განათლების ფარგლებში გენდერული თანასწორობის პრინციპები ასახულია დაწყებითი საფეხურისთვის განკუთვნილი საგნის „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასები) სტანდარტში. საგნის ფარგლებში აქცენტი კეთდება ისეთი ცნებების გააზრებაზე, როგორებიცაა: თანასწორობა, სტერეოტიპები. მოსწავლე გენდერული თანასწორობის ასპექტებს შეისწავლის ოჯახის, სასკოლო საზოგადოების, თემის და ა.შ. ფარგლებში.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) სავალდებულო სახით ისწავლება საგანი "მოქალაქეობა" (საშუალო საფეხურზე სწავლება გაფართოვდა 2022-2023 სასწავლო წლიდან), რომელშიც ასევე აქცენტირებულია გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საკითხები. ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის, სქესის, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად. საგნის სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ადრეული ქორწინების საკითხს. ეს საკითხი აღნიშნულ საგანში წარმოდგენილია მოქალაქეობრივი ცნობიერების, პიროვნული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა კონტექსტში. კერძოდ, ადრეული ქორწინება განხილულია, როგორც ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის საფუძველი და მისი პიროვნული განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი.
ფორმალური განათლების პარალელურად, ნებისმიერი ტიპის ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინიტროს მიერ ჩატარდა შემდეგი სასკოლო კონკურსები:
ბლოგების კონკურსი „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“;
ვიდეორგოლების კონკურსი „ევროპა ჩემს ობიექტივში“;
ესეების კონკურსი „ახალგაზრდა უფლებადამცველი“;
სლოგანების, კონცეფციებისა და ფლეშმობების კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“;
ვიდეო რგოლების კონკურსი;
ესეების კონკურსი თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე “მე ვირჩევ თანასწორობას”;
მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე "კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!"
კონკურსებში მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ძალადობის, მათ შორის, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობა, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, ადრეული ქორწინების რისკები და სხვა.
თითოეულ კონკურსში მონაწილეობდა არანაკლებ 2000 მოსწავლე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით (კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები, წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები).
ასევე, სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამჭოლად ისწავლება სხვადასხვა დისციპლინებში. დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაემატა სხეულის აგებულებასთან, ძალადობის ამოცნობასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტი ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემის სწავლებას. გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის პერიოდში, რათა მათ მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულების, ფუნქციონირების, ჰიგიენის და ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ. სქესობრივი აღზრდა გულისხმობს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც მოიცავს:
1. ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულებასა და ფუნქციებს;
2. რეპროდუქციული ჯანმრთელობას (ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული რისკები; ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; ნაყოფის განვითარების შეწყვეტის შედეგები; არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებები; რესპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა).
აღნიშნული მიმართულებით სამართლებრივი ასპექტების სწავლების უზრუნველყოფისთვის მოქმედ ეროვნული სასწავლო გეგმით გაძლიერებულია სამოქალაქო განათლების კომპონენტი დაწყებული III კლასიდან უწყვეტად ზოგადი განათლების დასრულებამდე. საგნის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს, მოსწავლეს ხელი შეუწყოს უმთავრესი სოციალური უნარ-ჩვევების (მაგალითად, თანამშრომლობა, კონფლიქტის მართვა, ემპათია, განსხვავებული აზრის პატივისცემა...) გამომუშავებაში, დაეხმაროს მოქალაქის უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გათავისებაში, რაც ცალსახად ძალადობის საწინააღმდეგოდაა მიმართული.
მოსწავლეები შეისწავლიან ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებსა და მოვალეობებს, დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა, თანასწორობა (მათ შორის, გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები), ტოლერანტობა და ა. შ. გაეცნობიან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებებს. ასევე ხაზგასმულია საკანონმდებლო დოკუმენტებზე დაყრდნობით მოსწავლეების მხრიდან იმის გაანალიზება, თუ რა შეიძლება გახდეს ჯანმრთელობისა და განათლების უფლების დარღვევის საფუძველი, მაგ.ადრეულ ასაკში ქორწინება. ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსწავლის არაძალადობრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია სასკოლო სახელმძღვანელოს რეცენზირების შინაარსობრივი კრიტერიუმები, სადაც გათვალისწინებულია შესაბამისი მოთხოვნები, რითაც ხორციელდება სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება (გრიფირება) თანასწორობის დაცვის, დისკრიმინაციის და დისკრედიტაციული ელემენტების აკრძალვის, ძალადობისაკენ მოწოდების ან შუღლის გაღვივების აკრძალვის კუთხით, ასევე, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში. ასევე საგნობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, ტექსტებსა და ილუსტრაციებში დაცული უნდა იყოს თანასწორობა ეროვნების, რელიგიის, სქესის, სოციალური კუთვნილების და სხვ. ნიშნით (შინაარობრივი კრიტერიუმების მე-6 ბლოკი). თუ სახელმძღვანელო ვერ დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, გრიფს ვერ მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ გრიფის მინიჭებამდე ხორციელდება სახელმძღვანელოების გასაჯაროვება და უკუკავშირის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებსა და მშობლებს, საჭიროების შემთხვევაში, სახელმძღვანელოების გადახედვა მაინც მიმდინარეობს. ნებისმიერი ხარვეზის, მათ შორის თანასწორობის დაცვის, დისკრიმინაციის და დისკრედიტაციული ელემენტების აღმოჩენისთანავე, საავტორო ჯგუფთან შეთანხმებით ხორციელდება შესწორება და სახელმძღვანელოს გადამუშავებული ვერსიიდან განმეორებითი ბეჭდვა.
2020 წელს მანდატურის სამსახურისთვის შემუშავდა ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამა, რომელიც განახლდა ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ 2024 წლის აგვისტოში. აღნიშნული პროგრამით, 2020 წლიდან დღემდე, ტრენერთა ტრენინგი გაიარა ასზე მეტმა მანდატურმა, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა. მანდატურის სამსახურის გადამზადებულმა ადამიანებმა, თავის მხრივ გადაამზადეს 1300-ზე მეტი მანდატური ადამიანის უფლებების თემაზე.
2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის, შემუშავდა ტრენინგ მოდული ,,გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. ამ ეტაპზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ხორციელდება აღნიშნული მოდულის განახლება.
2022-2024 წლებში, აღნიშნული სატრენინგო მოდულის საფუძველზე ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდა მანდატურის სამსახურის 100-მდე თანამშრომელს. შედეგად, მანდატურის სამსახურის გადამზადებული თანამშრომლების მიერ გადამზადდა თბილისის, ქვემო ქართლისა და გურიის 900-მდე მანდატური.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით სისტემატურად ატარებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, მშობლებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება; ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, ადრეული ქორწინება, გენდერული დისკრიმინაცია, და სხვა.
ბავშვთა და ადამიანთა უფლებები, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები ასახულია სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის შემდეგ ტრენინგმოდულებში, რომლებსაც დაესწრო შემდეგი რაოდენობის მონაწილე:
„დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები” (ონლაინ ფორმატი)-2021 წელი - 689 მსმენელი.
სატრენინგო მოდული: „ზოგადი კურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის“2021 წელი - 65 მონაწილე.
სატრენინგო მოდული: „მშვიდობის სწავლება - სამშვიდობო პროცესები“: 2021 წელი- 521 მსმენელი; 2022 წელი-102 მსმენელი; 2023 წელს გადამზადებულია 276 მსმენელი.
ტრენინგმოდული: "ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევა, INSPAIR სტრატეგიები": 2022 წელი-249 მასწავლებელი; 2023 წელი- 364 მასწავლებელი.
ტრენინგმოდული: „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ -2023 წელს Open Edx პლატფორმაზე ტრენინგი გაირა 13320-მა მასწავლებელმა.
ტრენინგმოდული" დისკრიმინაცია, რასიზმი, თანამედროვე გამოწვევები და მიდგომები განათლებაში” 2022 წელი- 26 მასწავლებელი
,,სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მასწავლებლებისთვის" Edx პლატფორმაზე მოიცავს ბავშვთა მიმართ ძალადობას. 2023 წელს გაიარა 25 მასწავლებელმა.
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.71
მიიღეთ ზომები ლგბტქი ადამიანების დასაცავად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის და გამოძიების გზით (კვიპროსი);
იხილეთ პასუხი 148.58 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.72
გააძლიერეთ საქმიანობა და კანონმდებლობა, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში დისკრიმინაციის, სხვა ტიპის შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის აღმოფხვრას უმცირესობებისა და სხვა ჯგუფების მიმართ, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე (ისლანდია);
საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთი ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკაში თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვას, მათ დანერგვას პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობას დისკრიმინაციის გარეშე. სტრატეგია მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება და მისი განგრძობადი გაუმჯობესება; თანასწორობის უფლების რეალიზების უზრუნველყოფა უმცირესობათა ჯგუფებისთვის, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის; დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მსხვერპლზე ორიენტირებული რეაგირების გაუმჯობესება და თანასწორობის უფლებისა და შემწყნარებლობის ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.
ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რელევანტური სახელმწიფო უწყებები სისტემატურად ჩართულები არიან სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებში, რათა მოსახლეობას/საჯარო მოხელეებს მიეწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის, მოწყვლადი ჯგუფების და უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.73
უზრუნველყავით სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე სიძულვილის დანაშაულის თავიდან აცილება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცავ სისტემაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ეფექტიანი განყოფილების შექმნით (ირლანდია);
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურაში შეიქმნა გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტი (პრიორიტეტული მიმართულებაა სწორედ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი);
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ახდენს სიძულვილის მოტივის ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას, გამოძიებასა და სათანადო აღრიცხვას;
ევროპის საბჭოს პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი, სწრაფი და ყოვლისმომცველი გამოძიების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა;
თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლება - ტრენინგზე, რომელიც ეხებოდა „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებას“, გადამზადდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ათეულობით თანამშრომელი.
შესრულდა
148.74
მიიღეთ შემდგომი ზომები ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის ენასთან და ძალადობასთან საბრძოლველად (ნორვეგია);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.75
განიხილეთ გაზრდილი რესურსების გამოყოფა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად, გამოძიების, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნისა და სანქციების გაუმჯობესებით გზით (სუდანი);
იხილეთ პასუხი 148.45 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.76
მიიღეთ ზომები ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასა და რასიზმთან საბრძოლველად (არგენტინა);
იხილეთ პასუხი 148.45 და 148.52 რეკომენდაციების შესრულების გრაფებში
შესრულდა
148.77
ჩაატარეთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მაჩვენებლის შემცირების მიზნით (ბაჰამის კუნძულები);
2021 წელი
საქართველოს მთავრობის კოორდინაციითა და ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის - მეორე ფაზა“ ფარგლებში, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA), დისკრიმინაციის აკრძალვისა და შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტების თემაზე ტრენინგი ჩატარდა.
საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა HELP-ის სასწავლო კურსი თემაზე - ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“. სასწავლო კურსში მონაწილეობას 25 სპეციალიზებული პროკურორი, 27 მოსამართლე და 25 გამომძიებელი იღებდა და 3 თვის მანძილზე გაგრძელდა.
ევროპის საბჭოს ორგანიზებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის განხორციელდა ონლაინ კურსი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესახებ.
ევროპის საბჭოს პროექტის, „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს პროკურორატურის 21 პროკურორორისთვის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა.
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ,,საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნულ მექანიზმთა რუკის სისტემური ანალიზისა და პოლიტიკის ანგარიშის“ ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა ცნობიერების ამაღლების, კონტრ-მეტყველებისა და განათლების როლის თემაზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში. თემატურ შეხვედრაში, სახელმწიფო ინსტიტუტების, სახალხო დამცველის აპარატის, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, მედიის ადვოკატირებისა და მონიტორინგის ორგანიზაციების, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა სიძულვილის ენის თვითრეგულირების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის როლის შესახებ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების როლის განხილვა, სიძულვილის ენის გავრცელებასა და აღნიშნულის წინააღმდეგ ბრძოლაში; საარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენის არსებობის პრობლემა; სამართალდამცავი ორგანოების როლი ამგვარი შემთხვევების გამოძიების დროს და სხვ.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესახებ ონლაინ კურსი ჩატარდა, სახელმწიფო ინსტიტუტების, სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების სამართლებრივი რეგულირებისა და ლგბტქი ადამიანების საჭიროებებზე, 2 ტრენინგი განხორციელდა. გადამზადდა 31 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი. ტრენინგის ფარგლებში მიმოიხილეს: განსაზღვრებები და თეორიები სქესის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების საკითხებზე, ასევე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
2022 წელი
ჩატარდა ორთვიანი სასწავლო კურსი თემაზე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ზოგადი პოლიტიკის No. 15 რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 5 პროკურორი. სასწავლო კურსი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთათვის არასამართლებრივი დაცვის მექანიზმების საშუალებით მართლმსაჯულებაზე წვდომის განმტკიცება“ - ფარგლებში და მიზნად, საქართველოში სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული სტანდარტების გაძლიერებას, დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ეროვნული დაცვის მექანიზმების თაობაზე ინფორმირების გაზრდას ისახავდა.
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, პროექტის - „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის 16 თანამშრომელი გადამზადდა ადამიანის უფლებათა თემაზე (ToT). ტრენინგზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, კონვენციის სისტემა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით.
საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულზე სპეციალიზებული პროკურორებისთვის ჩაღრმავებული ტრენინგი გაიმართა გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკული ასპექტების შესახებ. ტრენინგში საქართველოს პროკურატურის 15 სპეციალიზებული პროკურორი მონაწილებდა, რომლებიც შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებენ.
2023 წელი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სასაწავლო და ოპერატიული თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ -TOPCOP“ ფარგლებში, ონლაინ ვებინარი განხორციელდა თემაზე: სიძულვილის ენა, დანაშაული, გამოძიება და რეპორტინგი.
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ნორვეგიაში, ქ. ოსლოში განხორციელდა 3 დღიანი სასწავლო ვიზიტი თემაზე „ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და მონაცემთა შეგროვება,ანალიზის შესახებ“.
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ფაზის პროექტის, „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა თემაზე „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარატივების შემუშავება საქართველოში სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამოქმედოდ“. ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას სიძულვილის ენის ცნების, ფორმების, მიზეზებისა და შედეგების შესახებ. ასევე, მონაწილეებისთვის იმ ინსტრუმენტების გაცნობას, რომლებიც საჭიროა ონლაინ სივრცეში არსებული სიძულვილის ენის ანალიზისთვის. სასწავლო კურსის ფარგლებში, განხილული იყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ - CM/Rec(2022)16.
ევროპის საბჭოს პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“- ფარგლებში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურორთა სპეციალიზაციის ტრენინგი განხორციელდა და სპეციალიზაცია 17 პროკურორს და პროკურატურის 4 გამომძიებელს მიენიჭა.
ევროპის საბჭოს პროექტის, „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა და შედეგად 12 პროკურორი გადამზადდა.
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ - მესამე ფაზის პროექტის ,,სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ - CM/Rec(2022) 16 სასწავლო კურსი განხორციელდა. ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) შეიმუშავა ზოგადი პოლიტიკის No.15 რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. 3 თვიანი კურსის ფარგლებში, სპეციალიზებული პროკურორები გადამზადნენ.
აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის პროკურორმა მონაწილეობა მიიღო ქ.ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, „სქესობრივი ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ცვლილებებისთვის ბრძოლა“.
ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) თანამშრომლობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - რელიგიის ან რწმენის თავისუფლება ყველასთვის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები, პოლიტიკა და პრაქტიკა.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ორგანიზებით 1 თვიანი ჰიბრიდული სასწავლო სასერტიფიკატო კურსი განხორციელდა თემაზე - რელიგიის და რწმენის თავისუფლება ყველასთვის. ონლაინ კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის შემაჯამებელი ტრენინგი განხორციელდა.
ევროპის საბჭოს ინიციატივით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ჩადენილი ქსენოფობიისა და რასიზმის ფაქტები“, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორები ესწრებოდნენ.
წელი
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ ევროპის საბჭოს პროგრამის (HELP) ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების, გენდერული მეინსტრიმინგის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და მომიჯნავე თემების შესახებ პროფესიონალთა გადამზადების საკითხებზე იმსჯელეს.
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსი - „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები“ განხორციელდა. 3 თვის განმავლობაში მონაწილეები ყველა იმ ძირითადი საკითხის შესახებ გადამზადდნენ, რომლებიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს. გადამზადდა 13 პროკურორი და პროკურატურის 4 გამომძიებელი.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ორგანიზებით 2 თვიანი ჰიბრიდული სასწავლო კურსი და დასკვნითი სამუშაო შეხვედრა განხორციელდა თემაზე - რელიგიის და რწმენის თავისუფლება ყველასთვის. ჰიბრიდული სასწავლო კურსის შედეგად სპეციალიზებული პროკურორები გადამზადნენ.
საქართველოს პროკურატურა მეექვსე წელია აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“. კერძოდ, კამპანიის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
2021 წელს, საქართველოს პროკურატურა ჩაერთო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და ,,თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალიზებულმა პროკურორებმა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან და ქვემო ქართლის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან ინტერაქციული შეხვედრები გამართეს, სადაც რელევანტურ საკითხებთან ერთად ასევე, მიმოიხილეს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და ასევე, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს.
ღონისძიებებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის 32 სტუდენტი, ასევე წალკის, მარნეულის, დმანისის და თეთრიწყაროს საჯარო სკოლების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 53 მოსწავლე მონაწილეობდა.
2022 წელს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სპეციალიზებულმა პროკურორებმა დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების საკანონმდებლო რეგულირებასა და კანონმდებლობის აღსრულების პრაქტიკულ ასპექტებზე ისაუბრეს. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.
2022 წელს ახალციხის მუნიციპლატიტეტის წარმომადგენლებთან და ქ.ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით, ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები ასევე იმსჯელეს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.
2023 წელს, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, მარნეულის რაიონის სოფელ საბირკენდში, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების, ასევე ნაადრევი ქორწინებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
2023 წელს, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის პროკურორებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტუდენტებს უმაპსინძლეს. შეხვედრაზე პროკურორებმა შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პრაქტიკული ასპექტები და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები განიხილეს.
2022-2024 წლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა მონაწილეობა მიიღეს ,,Tbilisi Open Air“-ის ფესტივალში. ფესტივალზე დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურატურის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.
შესრულდა
148.78
გააძლიერეთ ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური ან რწმენისა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, სტიგმატიზაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლისა და შესაბამისი დარღვევების საფუძვლიანი გამოძიების უზრუნველყოფის გზით (ბელგია);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.79
გამოიძიეთ ცნობები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ და უზრუნველყავით დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა (ბოტსვანა);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია 148.45-ის შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.80
მიიღეთ შემდგომი ზომები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის გზით (კვიპროსი);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
148.81
მიიღეთ ეფექტური ზომები ექსტრემისტული ჯგუფების ქმედებებისა და ამ ჯგუფების მიერ სიძულვილის და შეუწყნარებლობის გამოხატვის აღმოსაფხვრელად (ელ სალვადორი);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია 148.45-ის შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.82
განაგრძეთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის გაძლიერება, მათ შორის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის ან რწმენისა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის საშუალებით სიძულვილის ენისა და სტიგმის წინააღმდეგ საბრძოლველად (ფიჯი);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.83
გააგრძელეთ ძალისხმევა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რასისტული სიძულვილის დანაშაულის ყველა შემთხვევის ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, ამგვარი დანაშაულების ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემა და მსხვერპლათვის ადეკვატური და სათანადო ანაზღაურების უზრუნველყოფა (ფიჯი);
2021 წლიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ სავარაუდო რასის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე განხილულია სისხლის სამართლის საქმეები 41 პირის მიმართ. სასამართლოებმა 36 პირის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. აქედან 30 პირის შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო რასის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
შესრულდა
148.84
მოახდინეთ სიძულვილის ენის თავიდან აცილება და გააძლიერეთ ძალისხმევა აგიტაციის ამკრძალავი კანონმდებლობის ჯეროვნად აღსრულების კუთხით, განსაკუთრებით რასობრივი, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ (გერმანია);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია148.45-ის შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.85
მხედველობაში მიიღეთ სრულყოფილი კანონმდებლობის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სრულ და ეფექტიან დაცვას სიძულვილის ენისგან, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში (განა);
თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552-ე მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.86
მიიღეთ უფრო მკაცრი ზომები რასიზმისა და შეუწყნარებლობის, განსაკუთრებით ქსენოფობიისა და ისლამოფობიის, წინააღმდეგ საბრძოლველად (ინდონეზია);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია 148.45-ის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.87
მეტად დანერგეთ მიღებული ზომები დისკრიმინაციასთან და სიძულვილის მოტივებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, მოსახლეობის ყველა ჯგუფს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობის გზით; და იბრძოლეთ უმცირესობებისკენ მიმართული დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობისა და ძალადობის წინააღმდეგ (ინდონეზია);
იხილეთ პასუხი 148.45 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.88
გააგრძელეთ ძალისხმევა, რათა ებრძოლოთ ეთნიკური და რელიგიური თემების წინააღმდეგ მიმართულ სიძულვილის ენას მედიასა და ინტერნეტში (ერაყი);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.89
მიიღეთ ზომები რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის ქმედებების ან მისი მოწოდების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემითა და რასიზმის წინააღმდეგ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების გათვალისწინებით (იორდანია);
იხ. პასუხი რეკომენდაციაზე 148.45-ის შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.90
განაგრძეთ ინტენსიური ძალისხმევა დისკრიმინაციის და სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ (ლიბანი);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია 148.45-ის შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.91
უარი თქვით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ინტერნეტში გავრცელებულ სიძულვილის ენაზე (ლიბია);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.92
უზრუნველყავით, რომ რასობრივი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული სიღრმისეულად იქნეს გამოძიებული (ლუქსემბურგი);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია 148.45-ის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.93
შეიმუშავეთ პოლიტიკა და სტრატეგია რასობრივი ან ეთნიკური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად და თავიდან აცილებისთვის და უზრუნველყავით დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, რომლებიც წარმოშობის, რასისა და ეთნიკური ნიშნით არის განპირობებული (მექსიკა);
იხილეთ პასუხი 148.45 და რეკომენდაციების შესრულების გრაფებში
შესრულდა
148.94
ებრძოლეთ სიძულვილის ენის ინციდენტებს და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ თავდასხმებს, მათ შორის, საკანონმდებლო ზომების გამოყენებით (პაკისტანი);
საკითხები, რომელიც მედიის პროფესიულ რეგულირებასთან არის დაკავშირებული ყოველთვის აქტუალური და სენსიტიურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბების მოთხოვნა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქათველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობდა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საჭიროებიდან. ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა კანონის 552 მუხლის (სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა) დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს რეაგირებას და დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აგრეთვე, ცვლილებებით უხამსობასთან და ასკობრივ ნიშანდებასთან დაკავშირებული საკითხი მოექცა რეგულირებაში თვითრეგულირების ნაცვლად. აღნიშნული განპირობებული იყო ევროკომისიის რეკომენდაციით, გასწორებულიყო უზუსტობა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხი ექცეოდა როგორც თვითრეგულირებაში, ასევე რეგულირებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა ქონდა DG Connect- თან და ევროპის საბჭოსთან. კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რაზეც ევროკავშირის მხრიდან გამახვილდა ყურადღება.
შესრულდა
148.95
გააფართოვეთ ტრენინგი და შესაძლებლობების განვითარება სასამართლოს თანამშრომლებისთვის ანტიდისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საწინააღმდეგო ზომების უკეთ დანერგვისთვის (ფილიპინები);
2021-2024 წლებში თემაზე“ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები“ ჩატარდა 3 ტრენინგი, გადამზადდა 31 მოსამართლე და 12 მოხელე;
შესრულდა
148.96
განიხილეთ მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის პოლიტიკის ინტეგრირება მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის მიზნების განხორციელების ფარგლებში (არაბთა გაერთიანებული საემიროები);
ქვეყანაში მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის რეალიზების, სიღარიბისგან გამოწვეული სოციალური რისკების შემცირება/განეიტრალებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით უწყვეტად ხორციელდება მიზნობრივი ჯგუფების ასაკობრივი პენსიით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა, დევნილთა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა, ომის ვეტერანთა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პირთა და სხვა კატეგორიათა ფულადი დახმარებებით უზრუნველყოფა, ასევე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე და მოსახლეობისათვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაზე. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება მოსახლეობის სიღარიბის პრევენციას, სოციალური რისკების შემცირებას და მათი უფლებების რეალიზებას ისე, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღმა, არავინ განიცადოს სოციალური ექსკლუზია და ყველა საჭიროების მქონე პირი უზრუნველყოფილ იქნას საჭირო მომსახურებით. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან.
შესრულდა
148.97
განაგრძეთ განვითარების ეროვნული გეგმის შესაბამისად ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების მეტად წახალისება და დაცვა (ალჟირი);
ადამიანის უფლებათა დაცვის რეალიზების მიზნით ქვეყანაში მოქმედებს სამთავრობო პროგრამა, მრავალფეროვანია სტრატეგიების და სამოქმედო გეგმათა სპექტრი, რომლებიც მოიცავს სწორედ იმ ღონისძიებებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და სოციალურ კეთილდღეობას.
არახელსაყრელი გარემოებებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების შედეგად, ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ამასთან საქართველოს ეკონომიკა შთამბეჭდავად გაიზარდა. 2021-2022 წლებში, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2023 წელს, შენარჩუნდა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს გაუტოლდა. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4%-ს მიაღწია. ბოლო წლებში საქართველო გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და პოსტპანდემიურ პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა.
გარდა ამისა, საქართველომ შეინარჩუნა ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფართო რეგიონში, რაც მიუთითებს ეფექტურ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობაზე. 2023 წელს ინფლაციის საშუალო დონემ 2.5% შეადგინა. ინფლაციის დაბალი დონე 2024 წელსაც შენარჩუნდა და 1.1%-ს გაუტოლდა.
ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა შესაბამისად აისახა შრომის ბაზარზე. 2024 წელს, როგორც უმუშევრობის, ისე დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდასთან ერთად. 2024 წელს, უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა და 13.9% შეადგინა. 2024 წელს, დასაქმებულთა რაოდენობა 67.9 ათასით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 1,402.5 ათასს გაუტოლდა. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 2024 წელს 16.5%-ით გაიზარდა და 2059 ლარი შეადგინა.
ბოლო წლებში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების, სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობასა და დივერსიფიცირებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2024 წელს, ისტორიულ მინიმუმს - 9.4% მიაღწია. სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან - 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19.5%-დან 9.4%-მდე). სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2024 წელს, როგორც უმუშევრობის, ისე დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად. დადებითი ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა და უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა და 13.9% შეადგინა.
შესრულდა
148.98
შეიტანეთ გარემოსდაცვითი სტანდარტები ყველა განვითარების პროექტში (ირანის ისლამური რესპუბლიკა);
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 ივნისს მიიღო საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, კოდექსის მიღების შედეგად, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარა ყველა ის საქმიანობა (მასშტაბისა და კატეგორიის მიხედვით), რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე.
2023 წელს ცვლილებები შევიდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდა. აღნიშნული ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის ღირსეული გარემოსთვის.
შესრულდა
148.99
განიხილეთ რესურსების გადატანა წყლის ენერგიიდან უფრო მდგრად გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა მზის ენერგია (მარშალის კუნძულები);
2024 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი − „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმა“, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კლიმატის ცვლილების შესარბილებლად განსაზღვრავს ძირითად მიზნებსა და ღონისძიებებს. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროების გამოყენება წარმოადგენს, როგორიცაა ქარის, მზის და გეოთერმული ენერგია.
საქართველო აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის, მზის ენერგიის ათვისების მიმართულებითაც.
2023-2024წწ ჩატარდა სიმძლავრის 2 აუქციონი, ჯამში 1100 მგვტ-ზე, აქედან, 310 მგვტ მზის სადგურებისათვის. აუქციონში გამარჯვებულ პროექტებს მიენიჭა ე.წ. CFD ტარიფი - რაც აუქციონზე დაფიქსირებულ და ბაზარზე არსებულ ელექტროენერგიის გასაყიდ ფასს შორის სხვაობის ანაზღაურებას გულისხმობს. ამჟამად, მზის პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით ძალაშია 62 ხელშეკრულება (მათ შორის, აუქციონში გამარჯვებული პროექტები) ჯამში 1887 მგვტ-ზე. აქედან ზოგიერთმა კომპანიამ უკვე დაასრულა კვლევები და გადადის სამშენებლო ფაზის ეტაპზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2024 წლის 2 სექტემბრიდან-2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, გამოაცხადა პირადაპირი წესით წინადადებების მიღება, რაც გულისხმობდა მეორე აუქციონში მიღბული CFD მედიანური ტარიფების შეთავაზებას ინვესტორებისთვის ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურების (run of river) პროექტებზე. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ მოქმედი დადგენილების შესაბამისად, წარედგინათ პროექტები და მიეღოთ CFD ტარიფი, რაც მზის შემთხვევაში, შეადგენდა 5,6 აშშ.ცენტი/1 კვტ.სთ. დღეის მდგომარეობით, საინვესტიციო წინადადებები შემოვიდა დაახლოებით 5000 მეგავატ მზის ელექტროსადგურებზე , რაზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება.სამომავლოდ, გაგრძელდება მუშაობა განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის მიზნით და ინვესტორებთან კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა.
გარდა ამისა, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IRENA) ორწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, 2025 წლის მაისში, გამოქვეყნდა საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის ათვისების ზონალური შეფასების კვლევა (Investment opportunities for utility-scale solar and wind areas: Georgia), რომლის თანახმად საქართველოში მზის ენერგიის განვითრების მაქსიმალური პოტენციაში 87 გიგავატს შეადგენს.
შესრულდა
148.100
გააგრძელეთ ძალისხმევა აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩოების შემუშავებისა და განმტკიცების მიზნით, რომლებიც ეხება სხვადასხვა სექტორში არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებს, მათ შორის, კლიმატის ცვლილებების ადაპტაციისა და შერბილების ჩარჩოები და უზრუნველყავით, რომ ქალები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობათა ჯგუფები და ადგილობრივი თემები მნიშვნელოვნად იყვნენ ჩართულნი მათი დანერგვისას (ფიჯი);
შექმნილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო“, რომელიც აერთიანებს 6 კომიტეტს. საბჭოს მუშაობაში ჩართული არიან როგორც სამთავრობო უწყებები, ისე არასამთავრობო, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები, შშმ პირთა თემი, შშმ პირები, ან/და მათ წარმომადგენლები, მშობლები. საბჭოს ფარგლებში ხდება სხვადასხვა თემატური რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა მიმართ არსებული პოლიტიკების დასახვეწად.
ამასთან, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კონცეფციების და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესებში გათვალისწინებულია საჯარო კონსულტაციებით მიღებული რეკომენდაციები.
საქართველომ 2021 წელს დაამტკიცა ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC), რომელშიც მკვეთრად განისაზღვრა, რომ „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური მოვლენების გავლენაზე დაკვირვებით, გამოვლინდა შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც გადაუდებელ საადაპტაციო ღონისძიებებს საჭიროებენ: ბავშვები და მოზარდები, ქალები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი ეკომიგრანტები, ან ისინი, ვისაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეკომიგრაციის საფრთხე ემუქრებათ“. (აბზაცი 12)
გარდა ამისა, NDC-ით „საქართველო იღებს ვალდებულებას, ეროვნული ადაპტაციის გეგმის ფარგლებში, გამოავლინოს ბავშვების და ქალების საჭიროებები და განსაზღვროს პრიორიტეტები კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში“. (აბზაცი 32)
საქართველო იწყებს ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) მომზადებას, სადაც განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა მოცემული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გამოვლენასა და ამ საჭიროებების უზრუნველსაყოფი კონკრეტული ღონისძიებების დათმობას.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ დაიწყო NDC 3.0-ის მომზადება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კომპონენტს და ასევე ხაზგასმული იქნება მოწყვლადი ჯგუფებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა.
საქართველოში, ბავშებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ადგილობრივი თემებისთვის ჩატარდა ფორუმები, ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები:
1. ბავშვებისთვის - ლექცია-სემინარები და ახალგაზრდული პროგრამები გარემოსდაცვით თემატიკაზე, რომელშიც ყოველწლიურად 2000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს; განხორციელდა ახალგაზრდული ფორუმი; ტრენინგი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის კატასტროფებისა და ბუნებრივი საფრთხეების შესახებ; ვებინარები მწვანე დეფიციტური პროფესიების შესახებ; ესსების კონკურსი „კლიმატის ისტორია“. საინფორმაციო შეხვედრა სკოლებში მწვანე პროფესიების შესახებ.
სიმულაციური სავარჯიშოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სკოლებსა და ბაღებში - სიმულაციური ვარჯიშები ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სიმულაციური განგაშის ორგანიზება და ჩატარება სამაშველო ტექნიკის გამოყენებით.
შშმ პირთათვის ჩატარდა ტრენინგი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისას შექმნილი საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ, შეიქმნა შესაბამისი თემატიკის ვიდეო-რგოლიც.
რეკომენდაციების ანგარიშის შესრულების საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში შეიმუშავა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებების ძირითადი ინსტრუმენტებით გარანტირებული უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფას, მათ შორის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისა და ღირსეული ცხოვრების უფლებების უზრუნველყოფას.
კონკრეტულად:
1. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის კანონი ეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“, უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას, მის აღმოფხვრა, შერბილებას, დაზიანებული გარემოს აღდგენას და, შესაბამისად, ხელს უწყობს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვას;
2. 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ეფუძნება სამრეწველო ემისიების შესახებ ევროკავშირის დირექტივას. კანონის მიხედვით, ქვეყანაში დაინერგება ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენცია, შემცირება და კონტროლი. კანონი განსაზღვრავს ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალს, ადგენს ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრის კრიტერიუმებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის პრინციპებს. შესაბამისად, კანონი ხელს უწყობს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვას და უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი პროცედურული უფლებებით სარგებლობას.
3. 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირის „წყლის ჩარჩო დირექტივასთან“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მიიღო „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ქმნის წყლის რესურსების მართვის ერთიან, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებულ, მდგრად, სააუზო მართვის სისტემას. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მონაწილეობა, მათ შორის, სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოების საშუალებით. წყალი ადამიანის სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი რესურსია, შესაბამისად, მისი მდგრადი მართვა ხელს შეუწყობს ადამიანის მთელი რიგი უფლებების დაცვას, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებების დაცვას. ასევე, ხელი შეეწყობა გარემოსდაცვითი პროცედურული უფლებებით სათანადოდ სარგებლობას.
4. 2022 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული ცვლილებებით, წიაღისეულის მოპოვების შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შემცირდა კოდექსით დადგენილი წიაღის მოპოვების ადგილის ზედაპირის ზღვრები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ასევე, ცვლილებებით დაზუსტდა და დაიხვეწა სკრინინგის პროცედურული საკითხები. ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა მნიშვნელოვანია ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებისა და მთელი რიგი სხვა უფლებებით სათანადოდ სარგებლობისთვის.
5. 2022 წელს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დაიწყო კლიმატის კანონის შემუშავება, რომლის მიღებითაც ქვეყანაში შეიქმნება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის თანმდევ უარყოფით შედეგებთან ადაპტაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა და მართვის ერთიანი სისტემა. 2023 წელს კომიტეტმა საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად გამოაქვეყნა კლიმატის კანონის 2 საკონსულტაციო დოკუმენტი - „მწვანე წიგნი“ და „თეთრი წიგნი“. ამ ეტაპზე, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და საჯარო განხილვების გათვალისწინებით, მუშაობა მიმდინარეობს კანონზე. კანონის მიღება მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. კლიმატის ცვლილება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს, უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებებზე. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შესაბამისი საკანონმდებლო მოწესრიგების არსებობა.
6. 2023 წელს რამდენიმე ცვლილება შევიდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. მათ შორის, გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე (N07-3/240) და, ასევე, ცვლილებები შევიდა გზებზე ავტომობილების ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის მიზნით (№07-2/233). ცვლილებების მიზანი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა.
7. 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ (N07-3/344). კანონით გაიზარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის. ცვლილებები მიმართულია ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ.
8. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტზე, რომელიც 2024 წელს წარედგინა პარლამენტს. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და ბიომრავაფლეროვნების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ბიომრავალფეროვნების დაცვა და რესურსების მდგრადი მართვა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებითა და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების უზრუნველყოფისთვის. ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნა სხვადასხვა კატეგორიის ახალი დაცული ტერიტორია, რის შედეგადაც მათი საერთო ფართობი 912 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.1%-ია.
შესრულდა
148.101
მიიღეთ კონკრეტული და მდგრადი ზომები კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან საბრძოლველად, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში (ჰაიტი);
საქართველომ 2021 წელს დაამტკიცა ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC). დოკუმენტი ფარავს ეკონომიკის 7 ძირითად მიმართულებას: ტრანსპორტი, შენობები, ენერგიის წარმოება და გადაცემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ნარჩენების მართვა და სატყეო მეურნეობა.
NDC მხარს უჭერს დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარებას სოფლის მეურნეობის სექტორში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და აგრო-ტურიზმის
წახალისების გზით.
გარდა ამისა, ასევე 2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია, რომელშიც მოცემულია ქვეყნის ხედვა NDC-ის მიზნების მიღწევისთვის. სტრატეგია მათ შორის აყალიბებს NDC-ით სოფლის მეურნეობის
სექტორისთვის განსაზღვრული მიზნის მიღწევის ხედვას.
ამასთანავე, შემუშავდა კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმები - 2021-2023 და 2024-2025 წლებისთვის, სადაც მოცემულია ქვეყნის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები NDC-ის მიზნების მიღწევისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.
ასევე, საქართველომ დაიწყო ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) მომზადება, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობა. დოკუმენტში უნდა განისაზღვროს ქვეყნის სოფლის მეურნეობის წინაშე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
გარდა ამისა, კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) ახორციელებს პროექტს “სტრატეგიული მზაობა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განსახორციელებლად და კლიმატის მდგრადობის მისაღწევად: სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაცია დაბალემისიიანი და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი მიდგომებით“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სექტორში დაბალემისიიანი და კლიმატ-მედეგი განვითარების მიზნების მიღწევაში, როგორც ეს განსაზღვრულია განახლებულ ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილის დოკუმენტში და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მუშაობს კლიმატის კანონის პროექტზე. სხვა საკითხებთან ერთად, ეს კანონი დაარეგულირებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებს სხვადასხვა სექტორისთვის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სექტორისთვისაც. კონკრეტულად, კლიმატის კანონი შექმნის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების მართვის ერთიან სისტემას და განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან საბრძოლველად საჭირო მექანიზმებს.
შესრულდა
148.102
უზრუნველყავით დროული და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება სამართალდამცავი ორგანოების მიერ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ფაქტებზე (ავსტრია);
2022 წლის 1-ელი მარტიდან (სამსახურის შექმნის თარიღი) სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო მანდატის ფარგლებში, გამოძიებას აწარმოებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ 2019 წლის 1-ელ ნოემბერს და მის შემდგომ პერიოდში ჩადენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ფაქტებზე;
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ასევე, იძიებს იმ დანაშაულებს, რომლებიც განსაზღვრულია ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. კერძოდ: სსკ-ის 153-ე მუხლი (სიტყვის თავისუფლების ხელყოფა); სსკ-ის 154-ე მუხლი (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა);
სამსახურის გაცხადებული პოლიტიკაა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უზრუნველყოს იმ ტიპის დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
სამსახური მყისიერად რეაგირებს ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე და დაუყოვნებლივ იწყებს გამოძიებას;
გამოძიება იწყება სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის/სიუჟეტის საფუძველზეც;
საკმაოდ მაღალია ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების გახსნის მაჩვენებელი;
სამსახური გამოძიების დაწყებისა და მიმდინარეობის თაობაზე პროქატიულად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებასა და თავად დაზარალებულ ჟურნალისტებს/ოპერატორებს.
ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2016 წლიდან აწარმოებს სპეციალურ სტატისტიკას, როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულების ფაქტებზე.
კერძოდ, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, 2021-2024 წლებშისაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 52 პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილია 136 ჟურნალისტი/ოპერატორი და 1 ტელეკომპანია. ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 116 ჟურნალისტი/ოპერატორი, 5 ტელეკომპანია და 1 რადიომაუწყებლობა.
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ შესრულდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცის 2024 წლის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება და ჩატარდა 2016-2024 წლებში ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი.
2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „ჟურნალისტთა საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ“.
საქართველოს პროკურატურაში შემუშავებულია სახელმძღვანელო მითითება „ადამიანის უფლებათა დამცველის მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის თაობაზე’’, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის თანხვედრა საერთაშორისო დეკლარაციებთან, ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ მოქმედ უნივერსალურ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
2021-2024 წლებში უფლებადამცველების მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 28 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 48 უფლებადამცველი და 2 არასამთავრობო ორგანიზაცია.
2022 წელს უფლებადამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ პროკურორებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო მითითების პრაქტიკაში ეფექტიანად იმპლემენტაციის მიზნით, ორთვიანი ინტენსიური მომზადების კურსის ფარგლებში, გადამზადდა პროკურატურის 38 სტაჟიორ-პროკურორი. 2024 წელს, ამავე ორთვიანი მომზადების კურსის ფარგლებში, გადამზადდა პროკურატურის 50 სტაჟიორ-პროკურორი.
2023 წელს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) ორგანიზებით პროკურორებისთვის ჩატარდა ონლაინ კურსი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დევნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროკურორებმა.
შესრულდა
148.103
გააძლიერეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მათ შორის, მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გზით სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას (ავსტრალია);
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების 2017-2020 წლების დღის წესრიგით“ საქართველომ აიღო ვალდებულება გაეტარებინა ეფექტიანი რეფორმები არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რის საფუძველზეც 2019 წლის 01 ნოემბერს შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე, 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა დამოუკიდებელი ორგანო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც განაგრძო საქმიანობა გაფართოებული საგამოძიებო მანდატით;
სამსახურის უფროსს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით;
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი მხოლოდ საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობის შესახებ;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.
შესრულდა
148.104
გააძლიერეთ პასუხისმგებლობის მექანიზმები სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დარღვევებზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჭირო რესურსებით აღჭურვით და მისი მანდატის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობით (კანადა);
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების, მისიაა კანონიერების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრიორიტეტის, დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის, მორალური სტანდარტებისა და პრინციპების განუხრელი დაცვით, ღია და გამჭვირვალე მუშაობით ქვეყანაში განამტკიცოს და ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, შექმნას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის გარანტიები;
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით;
სამსახური ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 6 ოფისით;
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის სათავო ოფისის მშენებლობა დაიწყო. შენობა აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით. მოეწყობა არასრულწლოვანთა გამოკითხვის, მოქალაქეებთან შეხვედრებისა და ამოცნობის ჩასატარებელი ოთახები. საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე და მორგებული არასრულწლოვანთა ინტერესებზე;
სამსახურის ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან სამსახურის საშტატო რაოდენობა გაიზარდა 50%-ით და მოცემულ ეტაპზე შეადგენს 150 ერთეულს.
შესრულდა
148.105
უზრუნველყავით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ეფექტიანი ფუნქციონირება, რათა თავიდან იქნეს აცილებული წამება (იაპონია);
არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა და 2022 წლის 27 ივლისიდან შევიდა ძალაში;
სამსახურმა პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დამატებითი გარანტიების შექმნის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით დაცვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და დანერგა;
2023 წლის მარტში, ახალი სტრუქტურული ერთეული - მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა, რომლის ძირითად ფუნქციას საგამოძიებო პროცესში მსხვერპლთა და დაზარალებულთა ჯეროვანი ჩართულობის, ინფორმირებისა და მათი მხრიდან მინიჭებული უფლებებით პრაქტიკაში დაუბრკოლებლად სარგებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს;
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცდა;
2023-224 წლებში, “წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის, ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების” საკითხებზე ტრენინგი გაიარა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 51-მა თანამშრომელმა;
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ხელბორკილის გამოყენების მიზანშეწონილობისა და წესების შესახებ დოკუმენტი შეიმუშავა;
საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდება სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივ დანაშაულებს, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას უზრუნველყოფს;
შესრულდა
148.106
გააძლიერეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე ფუნქციურად, რათა მან შეძლოს, ეფექტიანად გამოიძიოს ყველა სახის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევები (ნორვეგია);
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად, სპეციალური ნებართვის გარეშე, შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებებში/დროებითი მოთავსების იზოლატორებში და პატიმრების/დაკავებულების საჩივრებთან დაკავშირებით მოახდინონ დროული და ეფექტიანი რეაგირება;
2023 წლის 23 იანვარს, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობისთვის, ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური საბჭო შეიქმნა. პრევენციის საბჭოს მისიაა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი პოლიტიკითა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით განხორციელდეს. სამსახურმა სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა;
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, განვითარების 6 წლიანი სტრატეგია (2023-2028 წლები) დაამტკიცა;
2023 წლის მაისში სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა ქსელის (Independent Police Complaints Authorities’ Network) წევრი ოფიციალურად გახდა;
2023 წლის 24 ოქტომბერში სპეციალური საგამოძიებო სამსახური შიდა სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქსელის (Internal Criminal Investigations Network) წევრი ოფიციალურად გახდა;
2023 წლის 3 ნოემბერს სპეციალური საგამოძიებო სამსახური „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის“ (The European Partners against Corruption/EPAC) წევრი გახდა;
შესრულდა
148.107
შეინარჩუნეთ ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების შემცირებისკენ მიმართული ზომები (კუბა);
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დანერგილია შემთხვევის მართვა, რაც გულისხმობს მსჯავრდებულის შეფასებას, გამოვლენილი საჭიროების საფუძველზე ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, მომსახურების მიწოდებას და მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის პრაქტიკის დანერგვას.
ბოლო 4 წლის განმავლობაში შემუშავდა 9 ახალი ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის პრევენციას.
პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ეტაპობრივად მცირე ზომის პენიტენციურ დაწესებულებებზე გადასვლა, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დაწესებულებათა უფრო ეფექტიან მართვასა და პატიმართა შორის ძალადობის შემცირებას, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს დაწესებულებათა გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას.
,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დირექტორის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
რისკებს შეფასების გუნდის მიერ იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებსაც აქვთ რაიმე კავშირი კრიმინალურ ე.წ. "სუბკლტურასთან," ხდება საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრა. რის საფუძველზეც ხდება მათი განთავსება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული განთავსებულია საკანში, მასზე ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში. საშიშროების რისკის ინდივიდუალურად განსაზღვრის მთავარი დადებითი მხარე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის იძლევა შესაძლებლობას მაღალი რისკის მსჯავრდებულები იზოლირებულ იქნენ სხვა პატიმრებისგან.
შესრულდა
148.108
გააგრძელეთ ზომების მიღება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მიზნით და მასთან საბრძოლველად (აზერბაიჯანი);
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), განსაკუთრებით კი ქალთა და გოგონათა მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტების პროაქტიული გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2016 წლიდან დღემდე რჩება იმ საუკეთესო 30 სახელმწიფოს შორის (ე.წ. „პირველი კალათა“), რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყველწლიური შეფასების ფარგლებში, ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. დანაშაულის სიმძიმის და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ტრეფიკინგის შემთხვევების პროაქტიული გამოვლენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში ფუნქციონირებს ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელიც 2013 წლიდან მობილური ჯგუფების მეშვეობით, საქართველოს მასშტაბით ახდენს ტრეფიკინგის რისკის შემცველი ადგილების პროაქტიულ შემოწმებას ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით. ამჟამად, სამმართველოს ფარგლებში ფუნქციონირებს ექვსი მობილური ჯგუფი.
ტრეფიკინგის ფაქტების აღკვეთის, გამოვლენისა და დოკუმენტაციის მიზნით, შსს-ს მობილური ჯგუფები ახორციელებენ შემდეგ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს:
მუდმივად ხდება ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის რისკის ქვეშ მყოფი ადგილების იდენტიფიცირება და შემოწმება, როგორიცაა ბარები, კლუბები, საუნები და ა.შ.
მათ წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო ტრეფიკინგის შემთხვევების გამოსავლენად სისტემატურად ტარდება უცხო ქვეყნებიდან საქართველოში დეპორტირებული მოქალაქეების გამოკითხვის პროცესი;
ტარდება რისკის ჯგუფში შემავალი პირების გამოკითხვა და შესწავლა, აგრეთვე მათი იდენტიფიცირება, ინფორმირება ტრეფიკინგის, იძულებითი შრომისა და სექსუალური ექსპლუატაციის საკითხებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი სხვა კატეგორიის საქმეებთან ერთად ამონიტორინგებს სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც იკვეთება შესაძლო ტრეფიკინგის ნიშნები.
ხორციელდება ბარებში, სასატუმრო/საუნებში პროსტიტუციაში ჩართული პირების გამოკითხვა და იმის დადგენა აქვთ თუ არა მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დგინდება მათი ასაკი, რათა გამოვლინდეს ხომ არ აქვს ადგილი არასრულწოვანთა ჩართვას შრომით და სექსუალურ ექსპლუატაციაში.
სისტემატიურად ხორციელდება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დეპორტირებული მოქალაქეების გამოკითხვები, მათ მიმართ ჩადენილი შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის მიზნით, დგინდება ის კონკრეტული პირები, რომლებმაც მოახდინეს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გაყვანა და დასაქმება საზღვარგარეთ. ასევე გამოკითხვით და შემოწმებით ხდება ბავშვების დაცვა და პრევენცია მათი შემდგომი სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის, მოგზაურობისა და ტურიზმის დროს, გამოკითხულ პირებს გადაეცემათ საინფორმაციო ხასიათის ბროშურები.
ონლაინ ტრეფიკინგის და არასრულწლოვანთა ონლაინ ტრეფიკინგში ჩართვის გამოსავლენად ხდება ოპერატიული ღონისძიებების გატარება, ინფორმაციის დამუშავება, შემოწმება, გამოვლენა და გამოძიება.
ინტერნეტ სივრცის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არაერთი ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტი და სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტი.
აქტიურად ხორციელდება რისკ ჯგუფს მიკუთვნებული ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შემოწმება–შესწავლა, იდენტიფიცირება. მათი ინფორმირება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულის შესახებ, ასევე იძულებითი შრომისა და სექსუალური ექსპლუატაციის საკითხებზე. მობილური ჯგუფების მიერ ხდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე თემთა გამოვლენა და თემში შემავალი პირების გამოკითხვა.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება, რომელიც ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, კერძოდ: ტრეფიკინგის რისკის შემცველი დაწესებულებების გამოვლენა–აღრიცხვას, მათ შორის იმ ადგილების სადაც ხდება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა. ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლენის მიზნით, პოლიციის თანამშრომლები პერიოდულად ახორციელებენ კონკრეტულ ლოკაციებზე არსებული უცხოელი ჯგუფების გამოკითხვას შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის მიზნით. ხორციელდება შესაბამისი რისკ ჯგუფების შემოწმება, მოწყვლად ჯგუფებთან კონტაქტის დამყარება მსხვერპლთა გამოვლენის მიზნით და მოქალაქეთა გამოკითხვა. ადამიანით ვაჭრობის შესახებ სავარაუდო ნიშნების არსებობის შემთხვევაში კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შემდგომ ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, სავარაუდო მსხვერპლის იდენტიფიცირება და გამოკითხვა, რის შემდეგაც ხორციელდება მსხვერპლის გადაყვანა უსაფრთხო გარემოში.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ამჟამად წოდებული, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) შორის გაფორმებულია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას. ასევე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ტრეფიკინგის მსხვერპლად იდენტიფიცირებისა და გამოძიების მიზნით თანამშრომლობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები, კერძოდ, სასაზღვრო გამშვები პუნქტის პატრულ-ინსპექტორები და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეები ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დამნაშავეთა იდენტიფიცირების მიზნით გადიან შესაბამის ტრენინგს/გადამზადებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია რეგულარულად ატარებს შსს-ს თანამშრომლების ტრენინგს ტრეფიკინგის თემაზე. ტრეფიკინგის საკითხები გათვალისწინებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტის ოფიცრის კვალიფიკაციის მისაღებ კურსსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის თავდაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეების მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პროაქტიულად გამოვლენისა და ეფექტიანად გამოძიების, უწყების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლების, შედეგიანი და მსხვერპლზე ორიენტირებული სამართალწარმოების მიზნით, სამინისტრო ღონისძიებებს პერმანენტულ რეჟიმში ახორციელებს. დანაშაულის, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ეფექტიანად გამოძიების უზრუნველსაყოფად, 2023 წლის 23 ივნისიდან შესაძლებელი გახდა ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ გადაღებული ფოტოსურათის შემდგომი დამუშავება სამართალდარღვევის პრევენციისა და მასზე რეაგირების, ასევე დანაშაულთა, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის მიზნით. გარდა ამისა, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან შესაბამისი ორგანოს თანამშრომლებს მიენიჭათ უფლებამოსილება, ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას განახორციელონ მისი დაქტილოსკოპირება და დაქტილოსკოპიური მონაცემები დაამუშაონ ზემოთ ჩამოთვლილი (მათ შორის, დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების) მიზნებით.
მობილური ჯგუფების მიერ აქტიურად მიმდინარეობს ქუჩაში მყოფი ბავშვების თავშეყრის ადგილების გადამოწმება და ბავშვთა შესაძლო ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის შემთხვევების გამოვლენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრეფიკინგის დანაშაულის გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვას. საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ითვალისწინებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივ გარანტიებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას რიგ ქმედებებთან მიმართებით, თუ პირმა ქმედება ჩაიდინა ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის გამო, ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სისტემატიურად გადიან ინტენსიურ მიზნობრივ ტრენინგებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიმართ მოპყრობის საკითხებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ შსს-ში მოქმედი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის წარმომადგენლები მოწმეებს/დაზარალებულებს/მსხვერპლებს განცდილი სტრესის და მიღებული ტრავმის გამკლავებაში ეხმარებიან, უზრუნველყოფენ პოლიციის თანამშრომლებთან ეფექტიან კომუნიკაციას, აწვდიან სამართალწარმოების პროცესთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას მათთვის გასაგებ და მარტივ ენაზე და შესაბამისი იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სახელმწიფოში არსებული სხვა სერვისების მიმწოდებელ სუბიექტებთან დაკავშირებაშიც შეაქვთ კონტრიბუცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ფუნქციონირებს 24/7 ცხელ ხაზი, რომელიც ხელმისაწვდომია სამ ენაზე: ქართული, ინგლისური და რუსული. ცხელ ხაზზე შემოდის ზარები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ტრეფიკინგის თემატიკაზეც.
ბავშვთა უფლებების, განსაკუთრებით მათი დაცვისა და დახმარების მექანიზმების გაუმჯობესების, ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის პრევენციის და დაზარალებული ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების განსახორციელებლად შემუშავდა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. ამ გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემოწმების მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება ტრეფიკინგის რისკ ჯგუფში მყოფი პირების და იმ ადგილების შემოწმება/შესწავლა, სადაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არასრულწლოვანთა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებს.
დანაშაულის, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირების, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების და გამოძიების ეტაპზე მსხვერპლთა/დაზარალებულთა ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2021 წლის 22 ივნისს განხორციელებული ცვლილების შედეგად სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვა პროკურორთან ერთად, შესაძლებელი გახდა გამომძიებლის გადაწყვეტილებითაც.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხს პროკურორი განიხილავს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო გამომძიებელი − საქმის სასამართლოში წარმართვამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლებამოსილებას მიეკუთვნება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მოწმისა და დაზარალებულის ინფორმირებულობა, მათი უფლებებისა და მოვალეობების განმარტება და გამოძიებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების ახსნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით ესწრება მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ასევე, მათ აწვდის ინფორმაციას საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებით 2024 წლის 1 მაისიდან დეპარტამენტში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინირებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოში შეიქმნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება, რომელიც ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, კერძოდ: ტრეფიკინგის რისკის შემცველი დაწესებულებების გამოვლენა–აღრიცხვას, მათ შორის, იმ ადგილების, სადაც სისტემატურად ხდება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა გამოვლენის მიზნით, პოლიციის თანამშრომლები პერიოდულად ახორციელებენ კონკრეტულ ლოკაციებზე არსებული უცხოელი ჯგუფების გამოკითხვას შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის მიზნით. ხორციელდება შესაბამისი რისკ ჯგუფების შემოწმება, მოწყვლად ჯგუფებთან კონტაქტის დამყარება მსხვერპლთა გამოვლენის მიზნით და მოქალაქეთა გამოკითხვა. ადამიანით ვაჭრობის შესახებ სავარაუდო ნიშნების არსებობის შემთხვევაში კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შემდგომ ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, სავარაუდო მსხვერპლის იდენტიფიცირება და გამოკითხვა, რის შემდეგაც ხორციელდება მსხვერპლის გადაყვანა უსაფრთხო გარემოში.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და ამავე დეპარტამენტის კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო 2021 წლის ივნისიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართულები ინტერპოლის ICSE (ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის საერთაშორისო მონაცემთა ბაზა) მონაცემთა ბაზებში.
გასათვალისწინებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში გადიან სწავლებებს ადამიანით ვაჭრობით (ტრეფიკინგის) თემებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებმა ტრენინგები გაიარეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და დამნაშავის გამოვლენის თემებზე. დამატებით, 2021-2024 წლებში სამინისტროს წარმომადგენლები ჩართული იყვნენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ტრეფიკინგის თემაზე ცნობიერების ამაღლების ერთიანი კამპანიის კოორდინირებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში. აქვე უნდა ითქვას, რომ სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში მუდმივად ხდება მსმენელების მომზადება/გადამზადება ტრეფიკინგის საკითხებზე. ზემოაღნიშნული თემა გათვალისწინებულია მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო კურსსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაშიც.
ამასთან, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან საპოლიციო თანამშრომლობისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დანაშაულის პრევენციას. ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა და კვლავ გრძელდება ფართომასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების იმპლემენტაცია. მსგავსი ღონისძიებები ითვალისწინებენ როგორც მოწვლად ჯგუფებში, ასევე, ზოგადად ქვეყნის მოსახლეობაში ტრეფიკინგის საფრთხეების, მათგან თავდაცვის შესაძლებლობების, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. ხშირ შემთხვევაში, პრევენციული აქტივობების დაგაგვმისა და განხორციელების მიზნით სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (EU, INL, IOM, ICMPD, OSCE, CoE). პრევენციული ღონისძიებების კოორდინირებული განხორციელების მიზნით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში შეიქმნა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ცნობიერების ამაღლების აქტივობების კალენდარი. აღსანიშნავია, რომ ცნობიერების ამაღლების თითოეული ღონისძიება ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რაც სამიზნე აუდიტორიის ეფექტიანი იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. 2021-2024 წლებში ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა 51 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 200-მდე ადამიანმა. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები სხვადასხვა ენაზე.
საგულისხმოა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის არის პროაქტიული. აღნიშნული მიზნით კომპეტენტური უწყებების (შსს, პროკურატურა, შრომის ინსპექციის სამსახური) სტრუქტურებში შექმნილია ერთეულები, რომლებიც პროაქტიულად ამოწმებენ რისკ ჯგუფს მიკუთვნებულ ადგილებს/დაწესებულებებს.
ტრეფიკინგის თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2016-2024 ანგარიშების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს უმაღლესს შეფასებას, ე.წ. პირველ კალათას არაერთი ევროპული ქვეყნის გვერდით.
საერთაშორისო ორგანიზაციის „Walk Free Foundation“, მონობის გლობალური ინდექსის 2023 წლის ანგარიშით ტრეფიკინგისა და მონობის თანამედროვე ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო საერთო რეიტინგში, 160 ქვეყანას შორის მე-14 ადგილს იკავებს (2016 წელს მე-17 ადგილს, ხოლო 2018 წელს მე-15 ადგილს იკავებდა);
ამასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისმა საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა და ეროვნული რეფერალური მექანიზმი ერთ-ერთ სანიმუშო მოდელად მიიჩნია და ასახა ტრეფიკინგთან ბრძოლის ეროვნული რეფერალური მექანიზმების საუკეთესო პრაქტიკის ამსახველ სახელმძღვანელო დოკუმენტში, რომელიც 2022 წელს გამოქვეყნდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო უკვე მე-9 წელია უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით, 33 ქვეყანას შორის კვლავ ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021-2024 წლების ანგარიშებში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გაძლიერებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.
საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე ახორციელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას. 2021-2024 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 40 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო. ამათგან, სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - 23 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143² მუხლით - 16 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ და 143² მუხლებით - 1 პირის მიმართ.
წლების მიხედვით სტატისტიკური მონაცემები შემდეგია:
2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 ტრეფიკიორის მიმართ. მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლით 5 პირის მიმართ, ხოლო 1432 მუხლით 2 პირის მიმართ.
2022 წელს კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 ტრეფიკიორის მიმართ, მათგან 4 პირის მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლით, ხოლო 1 პირის მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლით.
2023 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 15 ტრეფიკიორის მიმართ, ამათგან 10 პირის მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლით, 4 პირის მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლით, ხოლო 1 პირის მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით.
2024 წლის 11 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 ტრეფიკიორის მიმართ, ამათგან 4 პირის მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლით, 9 პირის მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლით.
2021-2024 წლებში დაზარალებულად ცნობილია 46 პირი, მათ შორის 25 სრულწლოვანი და 21 არასრულწლოვანი. წლების მიხედვით სტატისტიკური მონაცემები შემდეგია: 2021 წელს დაზარალებულად ცნობილია 8 პირი, მათ შორის 5 სრულწლოვანი და 3 არასრულწლოვანი. 2022 წელს დაზარალებულად ცნობილია 3 პირი, მათ შორის 2 სრულწლოვანი და 1 არასრულწლოვანი. 2023 წელს დაზარალებულად ცნობილია 16 პირი, მათ შორის 10 სრულწლოვანი და 6 არასრულწლოვანი. 2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დაზარალებულად ცნობილია 19 პირი, მათ შორის 8 სრულწლოვანი და 11 არასრულწლოვანი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით შექმნილია შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად განიხილავს შრომითი ტრეფიკინგის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს, მათ შორის ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების (საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, შრომის ინსპექციის) კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად.
2021-2024 წლებში საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით განხორციელდა სამუშაო ჯგუფის 4 შეხვედრა, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, სამუშაო ჯგუფის წევრებს წარუდგინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წლიური ანალიზების შედეგები, სისხლის სამართლის საქმეთა ტენდენციები, გამოწვევები.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულების დინამიკის, ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას. დეპარტამენტის მიერ მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) 2021, 2022, 2023 და 2024 წლების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზები, რომლებიც ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე.
2022 წელს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე სპეციალიზებული პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა იმსჯელეს სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის პრაქტიკულ ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომებისა და ეფექტიანი მხარდაჭერის საკითხებს. აქცენტი გაკეთდა უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობისა და მულტისექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
2023 წლის 25 აპრილს ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) რეკომენდაციების განხილვა გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა GRETA-ს სამდივნოს წარმომადგენლებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების პროგრესის თაობაზე.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
2023-2024 წლებში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (30 ივლისი) და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან (18 ოქტომბერი) დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით 4 შეხვედრა ჩატარდა. პროკურორებმა და შრომის ინსპექტორებმა კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია ტრეფიკინგის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და დაცვაზე ორიენტირებულ მიდგომებზე. კერძო კომპანიებში დასაქმებულმა პირებმა პროკურატურის და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
2024 წელს, ქუთაისსა და ბათუმში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურის, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით 2 საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით არსებული ტენდენციები, გამოწვევები და ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხს და კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობას ამ ბავშვების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებელების კვალიფიკაციის განგრძობად ამაღლებას, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით. 2021-2024 წლებში, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა 45 სასწავლო აქტივობა, რომლის ფარგლებში გადამზადდა პროკურატურის 201 თანამშრომელი. წლების მიხედვით განხორციელებულია შემდეგი სასწავლო კურსები:
2021 წელი
• ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა, რომელიც მიმართული იყო აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობის გამოკვეთაზე. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის გარდა, სიმულაციურ ტრენინგს შსს-ს კრიმინალური პოლიციის, ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, ტრეფიკინგის მსხვერპლების მხარდამჭერი უწყებების წარმომადგენლები (ადვოკატები, სოციალური მუშაკები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები) ესწრებოდნენ შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, ავსტრია, გერმანია, დანია, ესპანეთი და კანადა. სწავლება ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მხარდაჭერით იტალიაში განხორციელდა.
• მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლება ერთობლივი ფორმატის იყო და სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის 11 კოორდინატორი.
• ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსა (INL) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმიზაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიების, პროგრამებისა და აპლიკაციების გამოყენებას ინტერნეტში სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ, უცხო ქვეყნების საქმიანობის სპეციფიკას და უახლეს ტენდენციებს. სწავლებაში 10 პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები იღებდნენ მონაწილეობას.
• ტექნოლოგიების საშუალებით ცეტრალურ აზიაში განხორციელებული ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.
• ყაზახეთში IOM-ის ოფისის ორგანიზებით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების დევნასა და მსხვერპლის იდენტიფიკაციის საკითხებზე ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
• ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო/OSCE) მხარდაჭერით მულტიუწყებრივი ტრენინგი ჩატარდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევებზე ტრავმაინფორმირებული, მულტიდისციპლინური რეაგირების შესახებ. ორი ჯგუფის შედეგად, ჯამში 8 პროკურორი, მოწმის და დაზარალებულის 6 კოორდინატორი და 1 მრჩეველი გადამზადდა.
• გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ორგანიზებით, განხორციელდა ტრენინგი წამების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლთა ეფექტური იდენტიფიკაციის, დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ.
• აშშ-ს საელჩოს და IOM-ის ორგანიზებით, პროკურორებისთვის და კოორდინატორებისთვის ბავშვთა ექსპლუატაციის ფსიქოლოგიური ასპექტებისა და ეფექტური კომუნიკაციის პრაქტიკის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
• ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საოპერაციო შესაძლებლობების გაუმჯობესების (OCSEA) საკითხებზე ონლაინ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა.
• ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის საკითხებზე (OCSEA), შემაჯამებელი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა.
• მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უკანონოდ დარჩენის ფასილიტაციასთან ბრძოლის საკითხზე საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის 2 ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც პროკურატურის 18 თანამშრომელი მონაწილეობდა.
2022 წელი
• ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეროვნული სიმულაციური ტრენინგები დაინერგა. სწავლება ჩატარდა პროექტის ფარგლებში - „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“. სწავლება ერთობლივი ფორმატის იყო და მასში პროკურორებთან ერთად გამომძიებლები, შრომის ინსპექტორები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მსხვერპლებთან მომუშავე პირები ჯამში 40-მდე პირი იღებდა მონაწილეობას.
• აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში დაიგეგმა ქართველი დელეგაციის ვიზიტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე.
• ევროკავშირის პროექტის - „სასწავლო და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (TOPCOP)” - ფარგლებში, რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში განხორციელდა ტრენინგი თემაზე „ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - გამომწვევი მიზეზები და კრიმინალიზაცია, დოკუმენტების გაყალბება, მსხვერპლის იდენტიფიკაცია, დაცვა და დახმარება“.
• ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა - სამართალდამცავი ორგანოების პერსპექტივა“. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები (შსს, იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა). ტრენინგს 7 პროკურორი ესწრებოდა.
• აშშ-ს საელჩოსთან (INL) თანამშრომლობით, განხორციელდა ტრენინგი 2 ჯგუფთან თემაზე - „არასრულწლოვანთა გამოკითხვა, სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვები“. გადამზადდა საქართველოს პროკურატურის 6 თანამშრომელი.
• მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საელჩოს (INL) დაფინანსებით, ჩატარდა ტრენინგი საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობასთან ბრძოლის საკითხებზე. ტრენინგში საქართველოს პროკურატურის 7 თანამშრომელი მონაწილეობდა.
2023 წელი
• ესტონეთში, ქალაქ ტალინში, ტექნოლოგიების მეშვეობით განხორციელებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონალური სემინარი განხორციელდა. ღონისძიება ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ეუთოს (OSCE) სპეციალური წარმომადგენლისა და კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.
• იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (OSCE) თანამშრომლობით, განხორციელდა ტრენინგი თემაზე - „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა: მრავალუწყებრივი თანამშრომლობის შენარჩუნება ეროვნული სიმულაციური სწავლების მეშვეობით“.
• გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის (UNODC) მხარდაჭერით, ტრენინგი ჩატარდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის როლის შესახებ გამოძიების პროცესში. ტრენინგის შედეგად 9 პროკურორი გადამზადდა.
• ევროპის საბჭოს პროექტის - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში“ - ფარგლებში, განხორციელდა ტრენერთა ტრენინგი ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ (OCSEA).
• ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ბუდაპეშტში, საერთაშორისო სამართალდაცვით აკადემიაში (ILEA Academy) ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტი გაიმართა ადამიანით ვაჭრობის და ბავშვთა ექსპლუატაციის დანაშაულის გამოძიების თემაზე.
• მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობით, განხორციელდა ტრენინგი თემაზე - ციფრული პლატფორმების და სოციალური მედიის მეშვეობით ბავშვების ტრეფიკინგის მიზნებისთვის გადაბირება. ტრენინგის შედეგად გადამზადდა 7 პროკურორი.
• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის Prometheus II-ის ფარგლებში, 2 ჯგუფისთვის განხორციელდა 5-დღიანი ტრენინგი ტრეფიკინგის გამოძიების მეთოდების შესახებ.
• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „Prometheus II“-ის ფარგლებში, გამოძიების მეთოდები შესახებ ტრენინგი განხორციელდა. მიგრანტთა საზღვარზე გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისის, საფრანგეთის რეგიონალური საგამოძიებო სამსახურისა და საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის დირექტორატის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიის, სიახლეების, შესაბამისი პროტოკოლის, ინტერვიუირების მეთოდების, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „Prometheus II“-ის ფარგლებში, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანისა და ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა განხორციელდა. აღნიშნული სამუშაო სემინარი მულტიუწყებრივ ფორმატში ჩატარდა და ძირითადი თემა გამოძიების მეთოდები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა იყო.
• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „Prometheus II“-ის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „მიგრაცია საქართველოდან შენგენის ზონაში - მულტისექტორული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
2024 წელი
• დანაშაულებრივი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმის (EMPACT) ორგანიზებით, ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, რიგით მე-7 მულტიდისციპლინური სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეების გამოძიებისას პარალელური ფინანსური გამოძიება და აქტივების ამოღება. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს დანაშაულებრივი საქმიანობისას უკანონო ფულის ნაკადების როლზე, დანაშაულებრივი ქსელების მოქმედების პრინციპებზე, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის ასპექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
• ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ორგანიზებით, ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორთა საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა.
• ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში, გაიმართა კონფერენცია თემაზე - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია.
• პროკურორებისა და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა თემაზე - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოვლენის/გამოძიების პროცესში მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა. ტრენინგის შედეგად 8 მონაწილე გადამზადდა.
• ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში OCSEA-სთან ბრძოლის სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩოს ეროვნული ხარვეზების ანალიზისა და საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობის შედეგების შესახებ რეგიონალური სამუშაო სემინარი გაიმართა.
• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის Prometheus II-ის ორგანიზებით, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანისა და მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა განხორციელდა.
• ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის Prometheus II-ის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების წარმომადგენლებმა 3-დღიანი ტრენინგის ფარგლებში კვალიფიკაცია აიმაღლეს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ტრენინგის შედეგად პროკურატურის 16 თანამშრომელი გადამზადდა.
• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის Prometheus II ორგანიზებით, ევროპოლისა და ევროჯასტის ოფისებში ჰააგასა და მადრიდში, სასწავლო ვიზიტი განხორციელდა მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიების საერთაშორისო განზომილების საკითხებზე. სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს, საგამოძიებო ტექნიკის, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისა და საერთაშორისო ოპერატიული პოლიციური თანამშრომლობის მიზნით, შესაძლებლობა ჰქონდათ ევროპოლის ცენტრალურ ოფისში შეხვედროდნენ მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ევროპული ცენტრის (European Migrant Smuggling Centre (EMSC)) მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის, დოკუმენტთა გაყალბების და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლებს. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები ასევე ესტუმრნენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას - „ქალი სექსმუშაკების რეინტეგრაცია, ზრუნვა და პრევენცია (APRAMP)“.
• ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დოკუმენტების გაყალბების გამოძიებისა და ყალბი დოკუმენტაციით საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შესრულდა
148.109
გააძლიერეთ ძალისხმევა ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) საბრძოლველად, მათ შორის, სამართალდამცავი პრაქტიკის გაუმჯობესებით, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის და დასჯის, აგრეთვე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა ყოვლისმომცველი დაცვის და რეაბილიტაციის მიზნით (ბელარუსი);
ბოლო წლებში ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის გამოვლენისა და შესაბამისად სს დევნის სტატისტიკური მაჩვენებელი მზარდია. კერძოდ, 2024 წელს ტრეფიკინგის მუხლებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ, როდესაც 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი იყო 9 (2021-2024 წლებში ჯამში 40 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა). აღსანიშნავია, რომ გაზრდილია ტრეფიკინგის იდენტიფიცირებული დაზარალებულების რაიდენობაც, კერძოდ აღნიშნული სტატუსი 2023 წელს 16-მა პირმა მიიღო, ხოლო 2024 წელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 19 პირს (2021-2024 წლებში ჯამში იდენტიფიცირებული იქნა 46 დაზარალებული). გაზრდილია ასევე პასუხისგებაში მიცემული დამნაშავეების რაოდენობა და 2024 წელს მათი რაოდენობა არის 18 (2021-2024 წლებში ჯამში 32 მსჯავრდებული). დანაშაულის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი არის კომპეტენტური უწყებების შესაძლებლობების ზრდის, ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ლოგიკური შედეგი. დანაშაულის გამოვლენაზე, მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვაზე პასუხისმგებელი თითოეული უწყება საქმიანობის პროცესში იყენებს თანამედროვე გამოწვევების საპასუხო სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს. ამავდროულად, ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა არაერთი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლებიც სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს (სასაზღვრო პოლიცია, შრომის ინსპექტორები, მუდმივმოქმედი ჯგუფი, სოციალური მუშაკები, დიპლომატები) ეხმარებიან დანაშაულის ეფექტიან გამოვლენასა და მასზე რეაგირებაში.
რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას, სწორედ იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების მიღმა არ აღმოჩნდეს არცერთი ადამიანი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობა იცნობს ორ სტატუსს: დაზარალებული და მსხვერპლი. დაზარალებულის სტატუსს პირს ანიჭებს პროკურორი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ხოლო მსხვერპლის სტატუსი პირს ენიჭება საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის გადაწყვეტილებით. მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით გამარტივდა ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წესი, გაიზარდა თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების რაოდენობა, საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გაძლიერდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების როლი და სხვ.
ტრეფიკინგის თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2016-2024 ანგარიშების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს უმაღლესს შეფასებას, ე.წ. პირველ კალათას არაერთი ევროპული ქვეყნის გვერდით.
საერთაშორისო ორგანიზაციის „Walk Free Foundation“, მონობის გლობალური ინდექსის 2023 წლის ანგარიშით ტრეფიკინგისა და მონობის თანამედროვე ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო საერთო რეიტინგში, 160 ქვეყანას შორის მე-14 ადგილს იკავებს (2016 წელს მე-17 ადგილს, ხოლო 2018 წელს მე-15 ადგილს იკავებდა);
ამასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისმა საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა და ეროვნული რეფერალური მექანიზმი ერთ-ერთ სანიმუშო მოდელად მიიჩნია და ასახა ტრეფიკინგთან ბრძოლის ეროვნული რეფერალური მექანიზმების საუკეთესო პრაქტიკის ამსახველ სახელმძღვანელო დოკუმენტში, რომელიც 2022 წელს გამოქვეყნდა.
2021-2024 წლებში თრეფიკინგის თემაზე ჩატარდა 3 ტრენინგი, გადამზადდა 15 მოსამართლე და19 მოხელე.
შესრულდა
148.110
გააგრძელეთ ეროვნული ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით ქალთა და ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ და უზრუნველყავით მსხვერპლთათვის აუცილებელი მხარდაჭერა და დაცვა (ეგვიპტე);
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა შესაბამისი დაცვის უზრუნველსაყოფად.
სააგენტო ემსახურება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვასა და დახმარებას, დაზარალებულთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის შესაბამისი სარეაბილიტაციო მომსახურებებით უზრუნველყოფას და კომპენსაციის გაცემას (1000 ლარის ოდენობით).
2024 წლიდან სააგენტოს ცენტრალური აპარატის დებულებით შეიქმნა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა სერვისების სამმართველო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში, ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდების პროცესის ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემაა. აღნიშნული მიმართულებით გაზრდილია კოორდინაცია და ეფექტურობა.
2024 წლის მონაცემებით, სააგენტოს ფარგლებში ჯამში ფუნქციონირების 6 თავშესაფარი და 7 კრიზისული ცენტრი. 2023 წელს გაიხსნა თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა ერთი ახალი თავშესაფარი. 6 თავშესაფრიდან, 3 (თბილისის 2 და ბათუმის 1) ასევე ემსახურება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლებსაც.
სააგენტო ტრეფიკინგის მსხვერპლს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:
თავშესაფრის მომსახურება (სადღეღამისო საცხოვრისი);
კრიზისული ცენტრის ,,დღის მომსახურება“;
ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია;
სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება;
სამართლებრივი დახმარება;
ერთჯერადი კომპენსაცია;
საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება;
საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურება.
ქალები და არასრულწლოვნები ტრეფიკინგის დანაშაულისთვის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებად მიიჩნევიან. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით მოწონებული იქნა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის (ე.წ. ბარნაჰუსი) კონცეფცია, რომლის საფუძველზეც 2021 წლის განმავლობაში ცენტრი ფუნქციონირებდა საპილოტე რეჟიმში და მისი მიზანი იყო სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არასრულწლოვნების განმეორებით ვიქტიმიზაციის პრევენცია. 2022 წლიდან ცენტრი სრულყოფილად ფუნქციონირებს თბილისში.
ამავდროულად, ტრეფიკინგის მსხვერპლებისთვის/დაზარალებულებისათვის ხელმისაწვდომი სერვისები მორგებულია ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, მათი სქესისა და ასაკის გათვალისწინებით. ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე განისაზღვრება თითოეული ბენეფიციარის საჭიროება და იქმნება მასზე მორგებული რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა.
2020-2023 წლებში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისებით ისარგებლა ტრეფიკინგის 26-მა მსხვერპლმა/დაზარალებულმა, რომელთაგან 11 იყო არასრულწლოვანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლი, ბავშვთა ტრეფიკინგის დანაშაულის ერთ-ერთ ალტერნატიულ ქმედებად ბავშვთა ყიდვა-გაყიდვას ითვალისწინებს.
2020 წლის 13 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც კოდექსის 253-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (პროსტიტუციით ჩართულობა) გათვალისწინებული სასჯელი გაახანგრძლივა. ამავე საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში გაიზარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბავშვთა პროსტიტუციის ხელშეწყობაზე.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სსკ-ის 255-ე მუხლს (პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა ნივთების უკანონო დამზადება ან გაყიდვა) დაემატა დებულება ბავშვთა სურათების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების ექსპორტისა და შემოტანის შესახებ, რაზეც თავისუფლების აღკვეთა გაგრძელდა. 9-დან 15 წლამდე.
•ზემოაღნიშნული ცვლილებებით გამკაცრდა პასუხისმგებლობა შეძენის, შენახვის, დემონსტრაციაზე დასწრების, შეთავაზების, გავრცელების, გადაცემის, რეკლამირების ან პორნოგრაფიული ნაწარმოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც შეიცავს ბავშვების სურათებს; არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადება და გაყიდვა, ან არასრულწლოვნის ჩართულობა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა პორნოგრაფიული ხასიათის ნივთის უკანონო წარმოებაში ან არასრულწლოვანთათვის სექსუალური ხასიათის შეხვედრის შეთავაზებაში, გამკაცრდა იმავე ცვლილებებით.
გარდა კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებისა, საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა არასრულწლონის მიმართ სსკ-ის 137-139-ე, 141-ე და 253-2552-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას პირობითი სასჯელის შეფარდება. მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება აკრძალულია იმავე დანაშაულებებთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც კი. საკანონმდებლო ცვლილებებით არასრულწლოვნის მიმართ კოდექსის 137–141–ე და 253–2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა აღარ მოქმედებს.
2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დაიხვეწა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურა, კერძოდ, ცხადად დადგინდა მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე, განისაზღვრა სახელმწიფოს მიერ (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, მსხვერპლმა, სხვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, მოიპოვა მიიღო თუ არა ტრეფიკინგის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საკანონმდებლო ცვლილებებამდე a priori ასეთი უფლება არ არსებობდა და სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაცემა პირობადებული იყო სხვა სამართლებრივი გზით ზიანის ანაზღაურების შეუძლებლობის დადასტურებით. ამავე დროს, სახელმწიფოსგან გასაცემი კომპენსაციის ოდენობა (1000 ლარი) და გაცემის წესი სრულად დარეგულირდა კანონმდებარე ნორმატიული აქტით.
შესრულდა
148.111
გააგრძელეთ ძალისხმევა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა შესაბამისი დაცვის უზრუნველსაყოფად (საბერძნეთი);
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის: თავშესაფრის მომსახურება; კრიზისული ცენტრის მომსახურება; სამართლებრივი დახმარება; ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება; ერთჯერადი კომპენსაცია. სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერვისების შემდგომი დახვეწა-განვითარება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა. საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ტრეფიკინგის (სავარაუდო) მსხვერპლებისთვის/დაზარალებულებისთვის არსებული თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების რაოდენობა და ამჟამად ფუნქციონირებს 6 თავშესაფარი და 7 კრიზისული ცენტრი, საიდნაც ტრეფიკინგის მსცვერპლებს და მათ შორის ძალადობის სხვა ფორმების მსხვერპლებს იღებენ 3 თავშესაფარში.
სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები თანაბრად ვცელდება ტრეფიკინგის მსხვერპლებზე/დაზარალებულებზე დისკრიმინაციის გარეშე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრუწლოვანი მსხვერპლების რეაბილიტაციის პროცესს და გადაწყვეტილება მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და ასევე, დამოუკიდებელი უწყებები (მათ შორის სახალხო დამცველი აპარატი) პერიოდულად ახორციელებენ თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მონიტორინგს, რათა დარწმუნდნენ სათანადო პირობების და სერვისების არსებობაში.
ზრუნვის სააგენტოს სერვისების მიღმა, 2019 წლიდან ასევე არსებობს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანი არის სავარაუდო მსხვერპლთან/დაზარალებულთან კომუნიკაციის გზით გამოძიების პროცესში მათი უსაფრთხო ჩართულობის უზრუნველყოფა.
შესრულდა
148.112
გააგრძელეთ ზომების მიღება ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფად (ყირგიზეთი);
იხილეთ პასუხი 148.108, 148.109, 148.110 და 148.111 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.113
გააგრძელეთ ძალისხმევა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაში (ლიბანი);
იხილეთ პასუხი 148.108, 148.109, 148.110 და 148.111 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.114
გააგრძელეთ ზომების მიღება, რათა ტრეფიკინგის მსხვერპლნი უზრუნველყოფილნი იყვნენ სათანადო დაცვით, იურიდიული მომსახურებით და სამართლებრივი დაცვის საშუალებებით (მალაიზია);
იხილეთ პასუხი 148.108, 148.109, 148.110 და 148.111 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.116
გააგრძელეთ ძალისხმევა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და მათთვის დახმარების გაწევის ჩათვლით (მიანმარი);
იხილეთ პასუხი 148.108, 148.109, 148.110 და 148.111 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.117
მიიღეთ შემდგომი ზომები ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ საბრძოლველად და მსხვერპლთა, აგრეთვე, მიგრანტთა უფლებების დაცვის კუთხით (ნიგერია);
იხილეთ პასუხი 148.108, 148.109 და 149.111 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.118
გააგრძელეთ ძალისხმევა საკულტო ნაგებობების ეტაპობრივი დაბრუნებისკენ იმ რელიგიური თემებისთვის, რომლებსაც ისინი ეკუთვნოდა გასაბჭოებამდე, აგრეთვე, შემდგომი ზომების მიღება ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის (სომხეთი);
საქართველოს არ აქვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის ვალდებულება, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველო არ არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, მიუხედავად ამისა, საქართველოს სახელმწიფო რელიგიურ გაერთიანებებს უბრუნებს იმ საკულტო ნაგებობებს, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს ფაქტობრივ საკუთრებაში აღმოჩნდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ბაზაზე არსებობს „რელიგიურ
გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენმდაციო კომისია“, რომელიც ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე გასცემს რეკომენდაციებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის.
2021 წელს, რელიგიის სააგენტოს მხარდაჭერით: ქ. ბათუმის მთავარ მეჩეთს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია/რემონტი 2021 წელს, რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციით, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა 39 მეჩეთი;
2022 წელს კი - 21 მეჩეთი. 2022 წელს, სააგენტოს მხარდაჭერით, მათ ასევეგადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისში, და ამ მიწის ნაკვეთზე მეჩეთისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის ნებართვა.
ამჟამად, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ფაქტობრივ მფლობელობაშია 313 მეჩეთი (297
მოქმედია, ხოლო დანარჩენი - მთის (ე.წ. „სეზონური“) მეჩეთები). სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მონაცემების მიხედვით საანგარიშო პერიოდში საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 237 მეჩეთი.
148.119
განაგრძეთ მცდელობები რელიგიის ან რწმენის თავისუფლებით სრულფასოვანი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა მიერ (პოლონეთი);
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო არ არის საბჭოთა რეჟიმის სამართალმემკვიდრე და შესაბამისად, საბჭოთა ტოტალიტარული პერიოდის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ აქვს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილების ფარგლებში, 4 (ოთხ) რელიგიურ მიმდინარეობას – ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომხურ- სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიურ გაერთიანებებს სიმბოლურად და ნაწილობრივ უნაზღაურებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანს, რომელიც ხმარდება რელიგიური თემების განვითარებას, გამთლიანებასა და ქვეყანაში მშვიდობიან თანაარსებობას. საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის სიმბოლური და ნაწილობრივი ანაზღაურების ფარგლებში რელიგიური გაერთიანებებისათვის ფინანსური დახმარება 2014 წლიდან დღემდე რამდენჯერმე გაიზარდა. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში, 2022 წელს დაფინანსება გაიზარდა 1 მილიონი ლარით და შეადგინა 5.5 მილიონი ლარი; 2024 წელს - კიდევ 1 მილიონი ლარით და შეადგინა 6.5 მლნ. ლარი. სულ 2021-2024 წლებში ოთხ რელიგიურ გაერთიანებას გადაეცათ: 22 000 000 ლარი, ქედან: მუსლიმი თემს - 13,600 000 ლარი რომაულ-კათოლიკური თემს - 2 550 000 ლარი სომხური სამოციქულო თემს - 3 900 000 ლარი იუდეური თემს - 1 950 000 ლარი.
148.120
განაგრძეთ საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის მცდელობები (უზბეკეთი);
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი უფლებამოსილია, მარტივი ავტორიზაციის მეშვეობით, 10 სამუშაო დღის ვადაში დაიწყოს
მაუწყებლობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედია პლურალიზმი და ამჟამად, 100-ზე მეტი სატელევიზიო მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას. აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება და ცენზურის დაუშვებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით. დამატებით, მედია პლურალიზმისა და მედიაში გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, კომუნიკაციების კომისიის, როგორც
ტელეკომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროების მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული (მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი), რომელიც ადგენს მაუწყებლობის წესებს გამოხატვისა და აზრის თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით.
შესრულდა
148.121
ხელი შეუწყვეთ სარედაქციო დამოუკიდებლობას მთავარ ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში (ავსტრალია);
იხილეთ პასუხი 148.120 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.122
უზრუნველყავით ეფექტური გამოძიება, დევნა, სანქცირება და სამართლებრივი დაცვის საშუალებები ჟურნალისტებზე ან მედიის თანამშრომლებზე განხორციელებულ ყველა თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებასთან დაკავშირებით (ბელგია);
2022 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას წარმოადგენს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გამოძიება;
სხვა კატეგორიის დანაშაულების პარალელურად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო მანდატის ფარგლებში იძიებს იმ დანაშაულებს, რომლებიც განსაზღვრულია ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. კერძოდ: სსკ-ის 153-ე მუხლი (სიტყვის თავისუფლების ხელყოფა); სსკ-ის 154-ე მუხლი (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა);
სამსახური მყისიერად რეაგირებს ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე და დაუყოვნებლივ იწყებს გამოძიებას. უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიება იწყება სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის/სიუჟეტის საფუძველზეც;
სამსახური გამოძიების დაწყებისა და მიმდინარეობის თაობაზე პროქატიულად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებასა და თავად დაზარალებულ ჟურნალისტებს/ოპერატორებს.
შესრულდა
148.123
უზრუნველყავით გამოხატვის თავისუფლებითა და მედიის პლურალიზმით სრულფასოვნად სარგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული დამოუკიდებლობის ჩათვლით, მაგალითად, სპეციალური რეგულაციების და შინაგანაწესის შემუშავების გზით მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად; მეტად განამტკიცეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარანტიები (ჩეხეთი);
აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება და ცენზურის დაუშვებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით.
კონსტიტუცია აგრეთვე კრძალავს მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და მის თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან. დამატებით, კონსტიტუციით გარანტირებულია კომუნიკაციების კომისიის, როგორც მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად ჩამოყალიბებული ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან და არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება, ხოლო კანონის მე-18 მუხლი მკაფიოდ კრძალავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობის და ფინანსურ დამოუკიდებლობაში ჩარევას. დამატებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და ავტონომიას აგრეთვე უზრუნველყოფს მისი დაფინანსების მოდელიც.
შესრულდა
148.124
უზრუნველყავით, რომ ჟურნალისტებს და მედიის მუშაკებს შეეძლოთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში (ეკვადორი);
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, 2021-2024 წლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 52 პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილია 136 ჟურნალისტი/ოპერატორი და 1 ტელეკომპანია. ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 116ჟურნალისტი/ოპერატორი, 5 ტელეკომპანია და 1 რადიომაუწყებლობა.
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ შესრულდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცის 2024 წლის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება და ჩატარდა 2016-2024 წლებში ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი.
2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელოი მითითება „ჟურნალისტთა საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ“.
შესრულდა
148.125
უზრუნველყავით მედიის თავისუფლება და მედიის პლურალიზმი (საფრანგეთი);
იხილეთ პასუხი 148.120 და 148.126 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.126
დაიცავით და მხარი დაუჭირეთ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, მათ შორის, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის პატივისცემის და მხარდაჭერის გზით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ისლანდია);
იხილეთ პასუხი 148.120, 148.123, 148.124, 148.127 და 148.128 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში.
შესრულდა
148.127
გადადგით აუცილებელი ნაბიჯები, რათა ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებს უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალება მიეცეთ (ლიბია);
ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2016 წლიდან აწარმოებს სპეციალურ სტატისტიკას, როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულების ფაქტებზე.
კერძოდ, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, 2021-2024 წლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 52 პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილია 136 ჟურნალისტი/ოპერატორი და 1 ტელეკომპანია. ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 116 ჟურნალისტი/ოპერატორი, 5 ტელეკომპანია და 1 რადიომაუწყებლობა.
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ შესრულდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცის 2024 წლის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება და ჩატარდა 2016-2024 წლებში ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი.
2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „ჟურნალისტთა საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ“.
შესრულდა
148.128
განაგრძეთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშვება და მათი დისკრიმინაციის გარეშე უსაფრთხოდ წარმართვის ხელშეწყობა (ავსტრალია);
შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო უზრუნველყოფს მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლების დაცვას.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შს მინისტრის ბრძანება „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
ინსტრუქცია შემუშავებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მშვიდობიანი შეკრების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო რეკომენდაციების გათვალისწინებით და განსაზღვრავს სამართალდამცავი უწყებების ვალდებულებებს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს. ინსტრუქციით გაწერილია ისეთი საკითხები, როგორიცაა:
მშვიდობიანი შეკრების წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
მშვიდობიან მონაწილეთა განსხვავება/გამოყოფა შესაძლო სამართალდამრღვევი პირებისგან;
ორგანიზატორთან ან მონაწილეებთან ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან აცილება და მოლაპარაკების წარმოება;
საზოგადოებრივი წესრიგის შესაძლო დამრღვევთა გამოცალკევება და ტერიტორიიდან გაყვანა.
თუ კანონმდებლობის ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ხორციელდება შეკრების/მანიფესტაციის ერთეული მონაწილეების მხრიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (იძულების პროპორციული საშუალებები, ადმინისტრაციული დაკავება და ა.შ.) გამოიყენება მხოლოდ დამრღვევი პირების მიმართ. შეკრების სხვა მშვიდობიანი მონაწილეები აგრძელებენ შეკრების უფლებით სარგებლობას.
რაც შეეხება, შეკრების შეწყვეტას, აღნიშნული იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები კანონს მასობრივად არღვევენ. შეკრების/მანიფესტაციის არ შეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილი არიან გამოიყენონ სპეციალური საშუალებები.
სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე შეკრების მონაწილეებს აფრთხილებენ და მათ მიეცემათ გონივრული ვადა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი პოლიცია უფლებამოსილია გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და კონკრეტული გარემოებისათვის საჭირო მინიმალური ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ინსტრუქციით დეტალურად გაიწერა სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები და მათი კომპეტენცია, ასევე დეტალურად განისაზღვრა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები ეუთო-ს სახელმძღვანელო ინსტრუქციების გათვალისწინებით.
შესრულდა
148.129
გააძლიერეთ ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ თავდასხმების და ცილისწამების პრევენცია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით და როდესაც ასეთ დარღვევებს ექნება ადგილი, უზრუნველყავით მათი დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და ეფექტიანად გამოძიება (შვეიცარია);
საქართველოს პროკურატურაში შემუშავებულია სახელმძღვანელო მითითება „ადამიანის უფლებათა დამცველის მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის თაობაზე’’, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის თანხვედრა საერთაშორისო დეკლარაციებთან, ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ მოქმედ უნივერსალურ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
2021-2024 წლებში უფლებადამცველების მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 28 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 48 უფლებადამცველი და 2 არასამთავრობო ორგანიზაცია.
2022 წელს უფლებადამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ პროკურორებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო მითითების პრაქტიკაში ეფექტიანად იმპლემენტაციის მიზნით, ორთვიანი ინტენსიური მომზადების კურსის ფარგლებში, გადამზადდა პროკურატურის 38 სტაჟიორ-პროკურორი. 2024 წელს, ამავე ორთვიანი მომზადების კურსის ფარგლებში, გადამზადდა პროკურატურის 50 სტაჟიორ-პროკურორი.
2023 წელს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) ორგანიზებით პროკურორებისთვის ჩატარდა ონლაინ კურსი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დევნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროკურორებმა.
შესრულდა
148.130
მეტად განავითარეთ ზომები ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დაცვის ზომები, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილი (ურუგვაი);
საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ყველა ადამიანის, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისაკენ. ხელისუფლების მიერ მიღებული იქნა კანონმდებლობა, რომელიც არა მხოლოდ გამორიცხავს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, არამედ აძლიერებს მათ. მთავრობა აღიარებს უფლებადამცველების მნიშვნელოვან როლს დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაში; აგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოების აქტორებთან და ასრულებს ვალდებულებებს ეროვნული და საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შესაბამისად, 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმით დაცულია მრავალი ჯგუფი, რომელიც ხშირად მოქმედებს ადამიანის უფლებათა დამცველების რანგში - ჟურნალისტები, ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ახალგაზრდები და ა.შ. დოკუმენტში მოცემულია მრავალი აქტივობა, რომელიც თითოეულ ხსენებულ ჯგუფს ეძღვნება. სხვა საკითხებთან ერთად, სამოქმედო გეგმაში კონკრეტულად არის ნახსენები ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ პროფესიული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოება.
შესრულდა
148.131
უზრუნველყავით ადამიანის უფლებათა დამცველების, განსაკუთრებით კი უმცირესობათა უფლებების დამცველების მიმართ განხორციელებული თავდასხმების გამოძიება, ეფექტიანად დასჯა და მიიღეთ სახელმწიფო თანამდებობის პირებისგან ამ ფაქტების საჯარო დაგმობა (ჩილე);
საქართველოს პროკურატურაში შემუშავებულია სახელმძღვანელო მითითება „ადამიანის უფლებათა დამცველის მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის თაობაზე’’, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის თანხვედრა საერთაშორისო დეკლარაციებთან, ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ მოქმედ უნივერსალურ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
2021-2024 წლებში უფლებადამცველების მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 28 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 48 უფლებადამცველი და 2 არასამთავრობო ორგანიზაცია.
2022 წელს უფლებადამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ პროკურორებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო მითითების პრაქტიკაში ეფექტიანად იმპლემენტაციის მიზნით, ორთვიანი ინტენსიური მომზადების კურსის ფარგლებში, გადამზადდა პროკურატურის 38 სტაჟიორ-პროკურორი. 2024 წელს, ამავე ორთვიანი მომზადების კურსის ფარგლებში, გადამზადდა პროკურატურის 50 სტაჟიორ-პროკურორი.
2023 წელს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) ორგანიზებით პროკურორებისთვის ჩატარდა ონლაინ კურსი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დევნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროკურორებმა.
შესრულდა
148.132
დარწმუნდით, რომ ადამიანის უფლებათა დამცველებზე თავდასხმები ეფექტიანად იქნება გამოძიებული და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების საფუძველზე გამოავლინეთ ადამიანის უფლებების დამცველების პოლიტიკის დონეზე დაცვის საუკეთესო პრაქტიკა (ჩეხეთი);
ინფორმაცია იხ. 148.102, 148.122, 148.124, 148.127, 148.129, 148.131 რეკომენდაციების პასუხებში.
შესრულდა
148.133
დაიცავით ადამიანის უფლებათა დამცველები (საფრანგეთი);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია 148.131 შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.134
გაზარდეთ პოლიტიკური ლიდერების ძალისხმევა, საჯაროდ აღიარონ და დაიცვან ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიზაციის პროცესში (ნორვეგია);
საქართველოს პროკურატურაში შემუშავებულია სახელმძღვანელო მითითება „ადამიანის უფლებათა დამცველის მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის თაობაზე’’, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის თანხვედრა საერთაშორისო დეკლარაციებთან, ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ მოქმედ უნივერსალურ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
2021-2024 წლებში უფლებადამცველების მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 28 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 48 უფლებადამცველი და 2 არასამთავრობო ორგანიზაცია.
2022 წელს უფლებადამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ პროკურორებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო მითითების პრაქტიკაში ეფექტიანად იმპლემენტაციის მიზნით, ორთვიანი ინტენსიური მომზადების კურსის ფარგლებში, გადამზადდა პროკურატურის 38 სტაჟიორ-პროკურორი. 2024 წელს, ამავე ორთვიანი მომზადების კურსის ფარგლებში, გადამზადდა პროკურატურის 50 სტაჟიორ-პროკურორი.
საქართველო პატივს სცემს და ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს ეფექტურ ზომებს უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებს საშუალებას მისცემს თავისუფლად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველებისთვის, მიღებული ზომები მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მათი საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ასევე მათი სტიგმატიზაციის აკრძალვას. ადამიანის უფლებათა დამცველებს სრული წვდომა აქვთ ეფექტურ საშუალებებზე. ამას ასევე ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა საქართველოსთან მიმართებაში.
საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლების უფლებას. აღნიშნული უფლების განხორციელების დეტალური პროცედურა დადგენილია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.
გარდა ამისა, 2015 წლის 30 დეკემბერს გამოიცა შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „შეკრებებისა და დემონსტრაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ქცევის სახელმძღვანელო პრინციპები“. აღნიშნული უფლებით სარგებლობისას შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს და/ან დანაშაულის ჩამდენ პირს/პირებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ცვლილებები შეიტანა შეუწყნარებლობის ნიადაგზე დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გამოძიების რეკომენდაციაში. დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ მონაცემებს აგროვებენ შსს, გენერალური პროკურატურა, უზენაესი სასამართლო და ეროვნული სტატისტიკის სამსახური (საქსტატი), საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ერთიანი მეთოდოლოგიის შესაბამისად და კოორდინირებული წესით, 2020 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები შეესაბამება პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2021 წლის მარტიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებთან დაკავშირებით (მათ შორის: სიტყვის თავისუფლების დარღვევა, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევა, დევნა, პირადი კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა), სამართალწარმოებას შსს-ს ნაცვლად ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
შესრულდა
148.135
გააგრძელეთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა (ტიმორ-ლესტე);
2021-2024 წლებში საქართველომ განაგრძო რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ხელმისაწვდომობის განმტკიცების მიზნით.
რეფორმის ფარგლებში სრულად გარდაიქმნა მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის სისტემა. მოწესრიგდა და დადგინდა ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების დამსახურებაზე დაფუძნებული, ობიექტური და გამჭვირვალე პროცედურა. რეფორმის შედეგად უზენაესი სასამართლოს, ასევე პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის/დანიშვნის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის სრულად ღია; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების ვინაობა, რომლებმაც შეაფასეს მოსამართლეობის კანდიდატები, ისევე როგორც საბჭოს თითოეული წევრის მიერ ამ კანდიდატთა შეფასებები და შეფასებათა დასაბუთებები არის საჯარო; შემოღებულ იქნა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრის გამართვის წესი. ახალი წესი უზრუნველყოფს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მხოლოდ იმ კანდიდატების წარდგენას/ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეობის იმ კანდიდატების განწესებას, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს; ასევე, მოსამართლეობის კანდიდატებს მიენიჭათ უფლება, შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.
მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების დახვეწის თვალსაზრისით საქართველოს პროგრესი დადებითად შეაფასა GRECO-ს ექსპერტთა ჯგუფმა 2024 წლის 3 ივლისის ანგარიშით (იხ. მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მეორე ანგარიშის მეორე დამატებითი ანგარიში, §27).
საანგარიშო პერიოდში სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების განმტკიცების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტებისა და ყველა ინსტანციის სასამართლოს წარმომადგენელი მოსამართლეების ჩართულობით, შემუშავდა და დამტკიცდა სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესები, რომელიც სრულად შეესაბამება ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპებს“. სამოსამართლო ეთიკის წესების მიღება დადებითად შეფასდა GRECO-ს 2022 წლის 13 ივლისის ანგარიშით (იხ. მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მეორე ანგარიშის დამატებითი ანგარიში, §35.)
მართლმსაჯულების შემდგომი განვითარების და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დარჩენილი გამოწვევების გადაჭრის მიზნით, 2022 წლის ოქტომბერში შემუშავდა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი განსაზღვრავს სასამართლო რეფორმის მიზნებს, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ამჟამად არსებულ მდგომარეობას და გამოყოფს სამომავლო სარეფორმო საკითხებს, როგორიცაა, მაგ: სასამართლოების გადატვირთულობის შემცირება, მოსამართლეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება, სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის გაფართოება და ა.შ.
2011 წლისთვის ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე. შედარებისათვის: 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 198 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ საჩივრების კლება, მათ შორის, დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებასთან.
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციებით საქართველოსთან მიმართებით დახურულია ჯამში 118 საქმე; მოცემული საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილი (100 საქმე) დაიხურა 2013 წლიდან, ხოლო 18 საქმე დახურულია 2013 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციების საფუძველზე, ზედამხედველობა დაიხურა 18 საქმეზე, რაც საქართველოსთან მიმართებით საუკეთესო მაჩვენებელია.
დამატებით ხაზგასასმელია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არ დადასტურდა პოლიტიკური მოტივების არსებობა (მაგ.: „სააკაშვილი საქართველოს წინაამდეგ“, „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“, „მელია საქართველოს წინააღმდეგ“, „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“).
დამატებით, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმმა „Ipsos France“ და პროფესორმა იან ვან დაიკმა მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევა ჩაატარეს. მოსახლეობის კვლევის ფარგლებში 2000 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 14 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის 61% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 10%-ით და აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც 2023 წლის ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, 53%-ია. გამოკითხულთა 64% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა გახდა უფრო ღია და გამჭვირვალე; 66% ფიქრობს, რომ განხორციელებული რეფორმების შედეგად გაუმჯობესდა სასამართლო სერვისები; 61% კი მიიჩნევს, რომ ამაღლდა მოსამართლეთა პროფესიონალიზმი. ამასთან, პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ განხორციელებული რეფორმები არსებითად დადებითად შეაფასეს დარგობრივი სექტორის წარმომადგენლებმა (მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები).
სასამართლო რეფორმებმა ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაუმჯობესებას, რასაც ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშები/რეიტინგები, ისევე როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევები.
2021 წლის მსოფლიო მართლმსაჯულების პროგრამის სამართლის უზენაესობის ინდექსით (WJP Rule of Law Index), საქართველო რეგიონში ლიდერობს როგორც მთლიანად სასამართლო სისტემაში, ისე კონკრეტულად სისხლის სამართლის სისტემაში კორუფციის არარსებობის მაჩვენებლით. სამართლის უზენაესობის 2022, 2023 და 2024 წლების ინდექსის მიხედვით, ქართულ სასამართლო სისტემასთან მიმართებით მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. საქართველო რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს როგორც მთლიანად სასამართლო სისტემაში, ისე კონკრეტულად სამოქალაქო მართლმსაჯულებაში და სისხლის სამართლის სისტემაში კორუფციის არარსებობის მაჩვენებლით.
2019 წლიდან სასამართლოებში ხორციელდება სასამართლოს მომხმარებლების კმაყოფილების კვლევა. აღნიშნული კვლევა ტარდება, “ევროპის საბჭოს ქვეყნებში სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის კვლევისთვის” მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სახელმძღვანელოში ასახული მეთოდოლოგიის საფუძველზე. 2024 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოში განხორციელებულმა სასამართლო რეფორმებმა გაზარდა საზოგადოებრივი ნდობა მართლმსაჯულებისადმი, კერძოდ: გამოკითხულ სასამართლოს მომხმარებელთა თითქმის 72% აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი, გამოკითხულთა 76%-ზე მეტი აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს, ხოლო 73%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში არ არის კორუფცია.
შესრულდა
148.136
გააძლიერეთ სასამართლო და სამართალდამცავი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად (ფინეთი);
სამართალდამცავი ფუნქციის მქონე ორგანოები მოქმედებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს პოლიციის სამსახურების მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებას, ზედამხედველობს მათ, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებლობის შესრულებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილეები წარმოადგენენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული სხვა პირები არ წარმოადგენენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახური წარმოადგენს საჯარო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს, რომელიც მოითხოვს მათ შორის, პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა. პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით და მას არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული პირი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სხვა კანონების შესაბამისად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მისთვის პოლიტიკური ხასიათის მითითებების მიცემა დაუშვებელია. იგი მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად.
2021-2024 წლებში სასამართლო სისტემაში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.
სასამართლო განაგრძობს მუშაობას სამართლიანი სასამართლოს უფლების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფაზე. სასამართლო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის - განსახილველ საქმეთა გადატვირთულობის დასაძლევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა სასამართლოში მოსამართლეთა და მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების სათანადოდ მომზადებული და კვალიფიციური მოსამართლეებით შევსების მიზნით, 2023 წელს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა 49 იუსტიციის მსმენელი, რომელთაგან 42 უკვე განწესდა პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო რეფორმის შედეგად უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობის გაზრდამ დადებითი გავლენა იქონია საქმეების განხილვის მაჩვენებლებზე. 2021 წლიდან, უზენაეს სასამართლოში შემოსული სამოქალაქო საქმეების განხილვის მაჩვენებელი (CR) 100%-ს აღემატება. პოზიტიური დინამიკა იკვეთება ქვედა ინსტანციის სასამართლოებშიც, განსაკუთრებით, სამოქალაქო საქმეების განხილვის მიმართულებით. 2023 წლის მონაცემებით, სამოქალაქო საქმეების განხილვის მაჩვენებელი (CR) სააპელაციო სასამართლოში შეადგენს 101%-ს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოებში - 97%-ს.
სასამართლო სისტემა განაგრძობს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხზე ზრუნვას. ამ მიზნით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა (HSoJ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დასაბუთების თემაზე როგორც მომავალი მოსამართლეების, ისე მოქმედი მოსამართლეების და სასამართლო მოხელეების გადამზადებას.
აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის დასახვეწად, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოქმედებს ადამიანის უფლებათა სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის კვლევაზე ორიენტირებული განყოფილება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობის გასამარტივებლად, ანალიტიკური განყოფილება უზრუნველყოფს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების შესწავლას, თარგმნას და მიმოხილვას. გარდა ამისა, განყოფილება ხელს უწყობს მოსამართლეების პროფესიულ განვითარებას ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საკითხებზე მოსამართლეთა მოთხოვნის შესაბამისად ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესახებ თემატური კვლევების მომზადებით და აღნიშნული სასამართლოს თემატური სახელმძღვანელოების/კვლევების/გადაწყვეტილებების ქართულ ენაზე თარგმნით.
შესრულდა
148.137
განამტკიცეთ კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობით, რეფორმების მეშვეობით, რომლებიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებას და აღკვეთეთ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ არაფორმალური მმართველობა, რომელიც ცნობილია "კლანის" სახელით, მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზებით და დამსახურების შესაბამისად დანიშვნის გზით (ამერიკის შეერთებული შტატები);
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცალსახად არ იზიარებს, არ ცნობს რეკომენდაციაში ასახულ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ მითითებას სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, „კლანის“ არსებობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება რეკომენდაციის იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია სასამართლო სისტემაში რეფორმების ჩატარების საჭიროებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ 148.135, 148.136 და 148. 144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
არ არის რელევანტური
148.138
განაგრძეთ მართლმსაჯულების რეფორმისთვის ძალისხმევა სრულად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მიღწევის მიზნით, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან კომპეტენციებისა და უფლებამოსილების დაბალ დონეზე გადანაწილების გზით, აგრეთვე, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების შემდგომი გაუმჯობესების გზით გამჭვირვალობისა და დამსახურების საფუძველზე დანიშვნების უზრუნველსაყოფად (ავსტრია);
იხ. 148.135, 148.136, 148. 142 და 148.144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.139
განაგრძეთ ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების პროცედურების გამჭვირვალობის გაძლიერების კუთხით (ბელგია);
იხ. 148.135, 148.136 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.140
გააძლიერეთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და უზრუნველყავით, რომ საკანონმდებლო ჩარჩო და პროცედურები მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს (ბრაზილია);
იხ. 148. 135, 148.136, და 148.144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.141
გააუმჯობესეთ მექანიზმები სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რათა წახალისდეს მეტი საჯარო ნდობა კანონის უზენაესობის მიმართ, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნის გამჭვირვალე და სამართლიანი სახელმძღვანელო დებულებების პრიორიტეტიზაციის გზით (კანადა);
იხ. 148. 135, 148. 136 და 148.144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.142
უზრუნველყავით დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლო სისტემაზე თანაბარი წვდომა; ინსტიტუციურ დონეზე, გააძლიერეთ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, შემოიღეთ მოსამართლეთა შეფასებისა და დაწინაურების სრულყოფილი სისტემა, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების სხვა ორგანოებზე დეკონცენტრაცია (ჩეხეთის რესპუბლიკა);
2021-2024 წლებში სასამართლო სისტემაში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლის გაზრდის მიზნით, იუსტიციის მსმენელთა შერჩევის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს სკოლას გადაეცა. მანამდე აღნიშნული წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ 2023 წლის 31 მაისს დაამტკიცა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი წესდება, რომლითაც დეტალურად მოწესრიგდა იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაციის პირობები, შერჩევის ეტაპები, ასევე, ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მსმენელობის კანდიდატთა შეფასება (საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები, მორალური რეპუტაცია, პიროვნული თვისებები, პროფესიული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია, მტკიცებისა და გამოხატვის უნარი, ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი) და მათი განმარტებები.
გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ შეიმუშავა და დაამტკიცა განახლებული 16-თვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ (“Strengthening Judicial Training Through Twinning”) ფარგლებში მომზადებულ რეკომენდაციებზე. პროგრამა ადაპტირებულია, ასევე, 12-თვიან სასწავლო პროგრამაზე.
შესრულდა
148.143
გააძლიერეთ სასამართლო ორგანოების მიუკერძოებლობა (საფრანგეთი);
იხ. 148. 135, 148.136 და 148.144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.144
მოსამართლეების დანიშვნისა და დაწინაურების სამართლებრივი ჩარჩოსა და სისტემის რეფორმის გაგრძელებით, გააძლიერეთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და უზრუნველყავით ღია და არსებით განხილვაზე დაფუძნებული მიდგომა, მათ შორის, სასამართლო ტრენინგის თითოეულ მოდულზე (ირლანდია);
საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურის დახვეწა. დღეისათვის არსებული საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს, სამივე ინსტანციის მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის კონკურენტული, დამსახურებაზე დაფუძნებული და ობიექტური სისტემის არსებობას, რომელიც აკმაყოფილებს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს და რაც დადებითად შეაფასა GRECO-ს ექსპერტთა ჯგუფმა 2024 წლის 3 ივლისის ანგარიშით (იხ. მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მეორე ანგარიშის მეორე დამატებითი ანგარიში, §27). განხორციელებული ცვლილებების თანახმად:
• უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი უნდა წარდგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღია მოსმენაზე, რომელიც უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით;
• თითოეული კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ ფასდება ორი ძირითადი კრიტერიუმით (კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა) და მათი შემადგენელი მახასიათებლებით;
• იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების ვინაობა, რომლებმაც შეაფასეს კანდიდატები, საჯაროა;
• საბჭოს თითოეული წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები უნდა იყოს დასაბუთებული. აღნიშნული შეფასებები და ამ შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე;
• კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სია დგება კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას კანდიდატთა მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით;
• იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ღიაა, ხოლო საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიცია დაასაბუთოს წერილობით. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაში, ასევე, კენჭისყრისას დაფიქსირებული პოზიციების დასაბუთება საჯაროა და ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ;
• მოსამართლეობის კანდიდატებს უფლება აქვთ შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში;
• იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხორციელდება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე.
უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურის გამჭვირვალობის ხარისხის უპრეცედენტო ზრდაც. 2023 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცედურის ფარგლებში მოქმედი გამჭვირვალობისა და დასაბუთების სტანდარტები, ისევე როგორც პროცედურის სხვა მახასიათებლები, სრულად გავრცელდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 31 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ დაამტკიცა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი წესდება, რომლითაც დეტალურად მოწესრიგდა იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაციის პირობები, შერჩევის ეტაპები, ასევე ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მსმენელობის კანდიდატთა შეფასება (საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები, მორალური რეპუტაცია, პიროვნული თვისებები, პროფესიული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია, მტკიცებისა და გამოხატვის უნარი, ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი) და მათი განმარტებები.
გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ შეიმუშავა და დაამტკიცა განახლებული 16-თვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning პროექტის - „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ (“Strengthening Judicial Training Through Twinning”) ფარგლებში მომზადებულ რეკომენდაციებზე. პროგრამა ადაპტირებულია, ასევე, 12-თვიან სასწავლო პროგრამაზე.
შესრულდა
148.145
განაგრძეთ და გააძლიერეთ დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგის რეფორმა, კერძოდ კი სასამართლო სისტემასთან მიმართებით (იტალია);
იხილეთ 148.135, 148.136, 148.144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.146
განაგრძეთ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისკენ და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევები (ლიბია);
იხილეთ 148.135, 148.136 და 148.144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.147
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, გააძლიერეთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა (ლიეტუვა);
იხილეთ 148.135 და 148.144 რეკომენდაციის ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.148
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე რეფორმების კვალდაკვალ, მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის რეფორმირებით, გადაწყვეტილებათა არგუმენტაციის უზრუნველყოფითა და არსებით განხილვაზე დაფუძნებული დანიშვნებით, უზრუნველყავით სასამართლოს დამოუკიდებლობა (ნიდერლანდები);
იხილეთ 148.135, 148.136 და 148.144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.149
დაყოვნების გარეშე მიიღეთ და შეასრულეთ მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის რეფორმებთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები (ნორვეგია);
იხილეთ 148.135, 148. 136, 148.139 და 148.144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.150
განიხილეთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად რეფორმების განხორციელების საკითხი (პერუ);
იხილეთ 148.135, 148.144 რეკომენდაციების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია.
შესრულდა
148.151
განაგრძეთ ანტი-კორუფციული რეფორმების ზედმიწევნითი შესრულება (სლოვაკეთი);
ევროკომისიის 2023 წლის ნოემბრის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების, ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრების გათვალისწინებით, 2024 წლის 29 მაისს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც:
გაუქმდა უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო და ბიურო ანგარიშვალდებული გახდა მხოლოდ პარლამენტის წინაშე;
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს მიენიჭა იმუნიტეტი და დადგინდა, რომ ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია;
დაზუსტდა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები;
გაფართოვდა ბიუროს მანდატი თანამდებობის პირთა დეკლარაციების შემოწმების ნაწილში. კერძოდ, ახალი რეგულაციის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის თითოეული დეკლარაცია დაექვემდებარება ფაქტობრივი სისწორისა და სისრულის შემოწმებას. ხარვეზის დადგენის და მისი აღმოფხვრის მიზნით დეკლარანტისთვის განსაზღვრულია ორ თვიანი ვადა. ამ გზით ყველა დეკლარაცია დაექვემდებარა კონტროლს.
ბიუროს მანდატს დაემატა კორუფციის პრევენციისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიცაა ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერება საჯარო მმართველობის პროცესში და ამ მიზნით, შესაბამისი პროგრამების განხორციელება, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკის შესწავლა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
გაიზარდა ბიუროს მანდატი მამხილებლის დაცვის კუთხით. კერძოდ, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა მამხილებლისთვის სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის უფლებამოსილება, რაც კიდევ უფრო ზრდის მამხილებლის დაცვის გარანტიებს და ხელს უწყობს მხლიების ქმედით მექანიზმად ჩამოყალიბებას;
აქვე აღსანიშნავია ცვლილება ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით. კანონით განისაზღვრა ყველა სუბიექტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება, რომელსაც ბიურო ამუშავებს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისა და ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების სრული შესაბამისობით.
2025 წლის 31 მაისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის მიზანია უზრუნველყოს უცხოური ინტერესებისა და საგარეო დაფინანსების, აგრეთვე უცხოური პრინციპალის სახელით საინფორმაციო მასალის გავრცელების გამჭვირვალობა. კანონი წარმოადგენს ამერიკული მოდელის (Foreign Agents Registration Act) ზუსტ ანალოგს. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებაა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ახორციელებს უცხოური აგენტების რეგისტრაციას ვებგვერდის (https://fara.acb.gov.ge/) მეშვეობით და უზრუნველყოფს მონაცემთა საჯაროობას.2025 წლის 16 აპრილს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები და გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო.
საყურადღებოა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმართულით განხორციელებული ცვლილებები. 2024 წლის 1 იანვრიდან კანონმდელობით დაზუსტდა შემოწირულებათა კანონისმიერი განმარტებები, შემცირდა პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯებისთვის დადგენილი ლიმიტის ოდენობა, დაზუსტდა აკრძალულ შემოწირულებათა ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც იურიდიულ პირებს სრულად აეკრძალათ შემოწირულების განხორციელება პარტიის სასარგებლოდ (გარდა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა).
2024 წლის 29 მაისიდან დაზუსტდა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხები: კერძოდ, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი გახდა პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს: ფიზიკური პირის გამოკითხვა კანონით დადგენილი წესით, ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.
დადგინდა პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ბიუროს მიერ ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ მითითების მიცემისა და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობა.
პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით განისაზღვრა დამატებითი მექანიზმები, მათ შორის მოწმის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, პასუხისმგებლობა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობისა და მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის.
OSCE/ODIHR-ის 2020 წლის არჩევნებთან მიმართებით დასახელებული გამოწვევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცვლილება შევიდა საქართველოს საარჩევნო კოდექსში. კერძოდ, განახლებული კანონმდებლობის მიხედვით, წლის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტისთვის დაწესებული ხარჯის ლიმიტი შემცირდა გასული წლის მშპ-ის 0.04%-მდე, რამაც მკვეთრად შეამცირა წინა წლებში არსებული შეუსაბამოდ მაღალი ლიმიტები. გარდა ამისა, 2024 წლიდან სრულად გაუქმდა იურიდიული პირების მიერ პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელების შესაძლებლობა.
2025 წლის აპრილიდან ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია: პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი; გამოჰკითხოს ფიზიკური პირი; დაჰკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციულ ბიუროს აწვდიან.
სუბიექტი, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია.
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი იმპლემენტაცია და შესრულების მონიტორინგი. ბიუროს მიზანია შექმნას ქმედითი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც სრულად უპასუხებს საქართველოში არსებულ გამოწვევებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ მოცემული მიმართულებით ბიუროს ხედვები და უკვე გადადგმული ნაბიჯები სრულ შესაბამისობაშია გაეროს მდგრადი განვითარების (SDGs) მიზანთან (16.5.2.1). გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიურო, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მუშაობს კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიასა და შიდა განვითარების სტრატეგიაზე.
ანტიკორუფციული ბიურო, როგორც ეროვნული კოორდინატორი, აქტიურად თანამშრომლობს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO). 2024 წლის მარტში, ქ. სტრასბურგში, ბიუროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს GRECO-ს 96-ე პლენარულ სხდომაში, სადაც დამტკიცდა შეფასების მე-5 რაუნდისა ანგარიში და შეფასების მე-4 რაუნდის მე-2 შესაბამისობის ანგარიში. საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ ამავე სხდომაზე, მე-4 რაუნდის ფარგლებში გაცემული 16 რეკომენდაციიდან დამატებით ერთი რეკომენდაცია ჩაითვალა შესრულებულად. ჯამში, 15 რეკომენდაცია შესრულდა სრულად ან/და ნაწილობრივ, ხოლო 1 რეკომენდაცია დარჩა შეუსრულებელი.
GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდი შეეხება კორუფციის პრევენციასა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობას ცენტრალურ ხელისუფლებასა (მაღალი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირები) და სამართალდამცავ ორგანოებში. საქართველოს მიმართ გაცემულია 27 რეკომენდაცია და ანტიკორუფციული ბიურო, როგორც ეროვნული კოორდინატორი, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულებაზე.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ GRECO-ს შეფასების მე-6 რაუნდში, რომელიც შეეხება კორუფციის პრევენციასა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შემფასებლებს შორის შეირჩა ანტიკორუფციული ბიუროს 2 წარმომადგენელი.
კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის (UNCAC) თანახმად, საქართველო მონაწილეობს კონვენციის შესრულების შეფასების მექანიზმში (IRM). 2024 წლის 5-7 ნოემბერს, შეფასების მე-2 ციკლის ფარგლებში განხორციელდა გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის (UNODC) შემფასებლების ქვეყანაში ვიზიტი (country visit), რაც IRM-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს UNODC-ის სამდივნოს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკისა და მალაიზიის დელეგაციის წევრებმა, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. ამჟამად, შეფასების ანგარიშის მომზადების საბოლოო ეტაპზე, ანტიკორუფციული ბიურო, როგორც ეროვნული კოორდინატორი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას UNODC-ის სამდივნოსთან.
2025 წელს ანტიკორუფციულმა ბიურომ, როგორც ეროვნულმა კოორდინატორმა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კოორდინაციით წარადგინა ინფორმაცია იმ ინიციატივებისა და პრაქტიკის შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იყო კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის (UNCAC) მონაწილე სახელმწიფოების ღია სამთავრობათშორისო სამუშაო ჯგუფის მეთექვსმეტე სესიაზე განსახილველ თემებთან.
ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული „საქართველოში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმის“ შესრულების პროცესში. კერძოდ, ბიურომ წარადგინა ინფორმაცია გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად, მათ შორის: ინსტიტუციური გაძლიერების, პრევენციული მექანიზმებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
ბიუროს ინსტიტუციური განვითარებისა და დაკისრებული მანდატის ეფექტურად შესრულების მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი ტრენინგი. კერძოდ, 2023 წელს თანამშრომელთა გადამზადების მიზნით ჩატარდა 5 ტრენინგი, რომელსაც დაესწრო 79 თანამშრომელი, ხოლო 2024 წელს ჩატარებულ 9 ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 65-მა თანამშრომელმა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სტუდენტებისათვის განხორციელდა პროექტი „ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა“.
ბიუროს ორგანიზებით გაიმართა არაერთი საერთაშორისო და ეროვნული დონის კონფერენცია. მათ შორის, 2024 წელს ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს და მოლდოვის რესპუბლიკის ანტიკორუფციული უწყებების წარმომადგენლებმა.
2025 წლის 20 მაისს საქართველოს კანონთან “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” დაკავშირებით ანტიკორუფციულმა ბიურომ ელჩებთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კანონის მნიშვნელობის, მისი მოქმედების არეალის, ასევე შესაბამის პლატფორმაზე რეგისტრაციის ფორმისა და წესის შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია იმ საკონსულტაციო დახმარების თაობაზე, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ ფიზიკურ პირს.
2025 წლის 21-22 მაისს ანტიკორუფციულმა ბიურომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ აღსრულებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გამართა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან.
სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონის ამოქმედების თარიღთან, რეგისტრირების ფორმებთან, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების წესთან დაკავშირებით.
2025 წლის 12-13 ივნისს, ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში,“ კეთილსინდისიერებისა და მხილების ევროპული ქსელის“ (NEIWA), მე-10 გენერალური ასამბლეა გაიმართა.
NEIWA (Network of European Integrity and Whistleblowing Authorities) 2019 წელს შეიქმნა და აერთიანებს იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და მამხილებელთა დაცვის სფეროში. მისი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა და ანტიკორუფციული რეფორმების აქტიური მონაწილე, NEIWA-ს წევრია 2024 წლიდან. ქვეყანას ამ ქსელში წარმოადგენს საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც 2023 წელს ჩამოყალიბდა და უკვე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობაში.
NEIWA-ს ფარგლებში, საქართველო: იღებს მონაწილეობას საერთო დეკლარაციებსა და ინიციატივებში, აზიარებს საკუთარ გამოცდილებას მამხილებელთა დაცვის მექანიზმების დანერგვაში და იღებს მხარდაჭერას ევროპული სტანდარტების დანერგვაში.
რიგით მე-10 ასამბლეაზე, საქართველო, კენჭისყრის გზით, “NEIWA”-ს მმართველი ბორდის წევრად აირჩიეს. მმართველი ბორდის წევრობა ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყება ან წარმომადგენელი მონაწილეობს ქსელის სტრატეგიულ მართვაში და იღებს პასუხისმგებლობას NEIWA-ს საქმიანობის კოორდინაციაზე, შეხვედრების ორგანიზებასა და საერთო მიზნების განხორციელებაზე.
ამავე ასამბლეაზე გადაწყდა, რომ 2027 წელს, „კეთილსინდისიერებისა და მხილების ევროპული ქსელის“ ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება.
ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე შემდეგ კონფერენციებში:
2025 წლის 20-21 თებერვალს „ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მნიშვნელობა სამართალდამცავ ორგანოებში“ კონფერენცია, ორგანიზებული Europol-ის მიერ.
2025 წლის 4 აპრილს, ბრიუსელში NEIWA-ს მიერ ორგანიზებული კონფერენცია მამხილებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
2025 წლის მაისში ანტიკორუფციულმა ბიურომ სასწავლო ვიტიზი განახორციელა იტალიის ეროვნულ ანტიკორუფციულ ორგანოში (ANAC).
2025 წლის მარტში ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბრაზილიაში, ოფიციალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროსა და ბრაზილიის გენერალურ მაკონტროლებელ სამსახურს შორის.
ანტიკორუფციული ბიურო, როგორც წევრი უწყება, აქტიურად მონაწილეობს შემდეგი საერთაშორისო ქსელების საქმიანობაში: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელი (EPAC); კეთილსინდისიერებისა და მამხილებელთა დაცვის უწყებათა ევროპული ქსელი (NEIWA); კეთილსინდისიერების ქსელი (Network for Integrity); ანტიკორუფციული ორგანოების საერთაშორისო ასოციაცია (IAACA).
ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით ბიუროს ხედვებისა და გეგმების გაცნობის მიზნით 2023 წლის დეკემბერში ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მუნიციპალიტეტებში, სადაც განხილულ იქნა არსებული გამოწვევები და დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯები.
ანტიკორუფციული ბიურო აქტიურად მუშაობს არსებული პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაზე. აღნიშნულ პროცესში კი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და GRECO-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებითაც დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კორუფციის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა.
სამსახურის ფარგლებში, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების პრევენცია, გამოვლენა და გამოძიება წარმოადგენს ცალკე სტრუქტურული ერთეულის - ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) უფლებამოსილებას. კანონმდებლობით მკაფიოდ არის განსაზღვრული სამსახურის კომპეტენცია აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული მიმართულებით. სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას ცხადყოფს საგამოძიებო სტატისტიკა. 2021-2024 წლებში სააგენტომ გამოძიება დაიწყო 184 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო პასუხისგებაში მიეცა 443 პირი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები: მერები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სახელმწიფო დაწესებულების თანამდებობის პირები და ა.შ.
წელი
სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა
პასუხისგებაში მიცემული პირები
2021
53
162
2022
61
170
2023
47
72
2024
23
39
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით პრევენციული ანტიკორუფციული სამართალდაცვითი მექანიზმების გაუმჯობესება. სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაგეგმა და განახორციელა მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად გაძლიერდა ანტიკორუფციული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები. ამ მიზნით შეიქმნა შესაბამისი ექსპერტებისგან (იურისტები, ანალიტიკოსები, გამომძიებლები) შემდგარი შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი.
სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა შესაბამისი წინადადებები. შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში შეიქმნა კორუფციის პრევენციის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის აცილება/გამოვლენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, საჯარო სექტორში კორუფციის რისკების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკური მონაცემების ანალიზსა და დამუშავებას, რის საფუძველზეც ხდება კორუფციისთვის მოწყვლადი სფეროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული დანაყოფი ასევე უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობას, კორუფციის პრევენციის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, საკანონმდებლო ჩარჩოს ანტიკორუფციულ ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას, კორუფციის საკითხებზე საზოგადოებისა და საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობას, მათი ჩართულობის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას.
021-2023 წლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში, დაიგეგმა და განხორციელდა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრები. ტრენერებად განსაზღვრული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის ექვსი თანამშრომელი, მათ შორის ანტიკორუფციული სააგენტოს ხუთი წარმომადგენელი, რომელთაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიარეს ინსტრუქტორთა გადამზადების ტრენინგი. სულ ჩატარდა 10 საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობიდან, კახეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რაიონების მერიებიდან და საკრებულოებიდან.
შეხვედრების თემატიკა შეეხებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული, პროაქტიული ღონისძიებების გამოყენებას, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის აღკვეთის, გამოვლენისა და გამოძიების შესახებ სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და პრაქტიკული სისხლის სამართლის საქმეების განხილვას.
აღნიშნული შეხვედრების შედეგად გადამზადდა სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 300 თანამშრომელი.
ამასთან, 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს კორუფციის პრევენციის სამსახურმა წამოიწყო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლების ახალი ინიციატივა. ორი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 300-მდე სტუდენტისთვის.
გარდა ამისა, პრევენციის ხელშეწყობისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამსახური პროაქტიულად აქვეყნებს სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებთან ბრძოლის სფეროში გატარებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და ამგვარად უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას. ასევე, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან ერთად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო ერთ-ერთი განსახილველი თემა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც 2023 წლის 21-23 აპრილს ევროკავშირის პროექტის, „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ოცდაათი სხვადასხვა მედიასაშუალების 40-მდე წარმომადგენელი.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებმა პოზიტიური შედეგები მოიტანა. კერძოდ, ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა კორუფციის რისკის მართვის საკუთარი დოკუმენტები, საგრძნობლად გაიზარდა მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციული დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით (მამხილებელთა შეტყობინებები) და ამ შეტყობინებების საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი გამოძიების რაოდენობა, რასაც მოწმობს შესაბამისი სტატისტიკა:
წელი
მიღებული შეტყობინებები
დაწყებული გამოძიებები
კომპეტენტური უწყებებისთვის გადაგზავნილი შეტყობინებები
შესწავლის პროცესში არსებული შეტყობინებები
შეტყობინებები, რომლებიც არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს
შეტყობინებები, რომლებიც დაერთო არსებულ სისხლის სამართლის საქმეს
2021
83
23
29
7
23
1
2022
90
21
38
9
15
7
2023
47
14
12
7
13
1
2024
53
11
31
2
7
2
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების მუდმივი განვითარება, როგორც საგამოძიებო, ასევე, ოპერატიული, ანალიტიკური და პრევენციული მიმართულებებით. რეგულარულად ხორციელდება თანამშრომელთა მომზადება/გადამზადება ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელთა სპეციალური მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი. გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სააგენტოს წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2011 მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანების დანართი №3 („საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მხილების საკითხების მოწესრიგების წესი“), რომლითაც დარეგულირდა სამსახურის სისტემაში მხილების საკითხები. აღნიშნული წესი ადგენს სამსახურის სისტემაში მხილების საკითხების ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს.
შესრულდა
148.152
დამაჯერებლად გამოიძიეთ აფგან მუხთარლის გატაცებისა და გადაცემის საქმე, პასუხი აგებინეთ აღნიშნული ქმედების ამსრულებლებს და განახორციელეთ რეფორმები, რათა აღიკვეთოს ამგვარი შემთხვევის გამეორება (ამერიკის შეერთებული შტატები);
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორის დადგენილებით, აფგან მუხტარლი ცნობილია დაზარალებულად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. დაზარალებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გაეცნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა და ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
შესრულდა
148.154
რაც შეიძლება მოკლე დროში, შეასრულეთ OSCE/ODIHR-ის ბოლო საარჩევნო ანგარიშის ყველა რეკომენდაცია, რათა საზოგადოების მხრიდან აღდგეს დემოკრატიული ინსტუტებისა და პროცესების ნდობა (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო);
გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც არ შეიძლება აირჩნენ/დაინიშნონ საოლქო/ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად, რაც ხელს უწყობს კიდევ უფრო მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევას.
შეიცვალა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესი, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, რაც ხელს უწყობს აღნიშნული პროცესის უფრო გამჭვირვალედ წარმართვას, ისე რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს მიეცა აღნიშნული პროცესის ეფექტურად ზედამხედველობის შესაძლებლობა.
გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც არ შეიძლება დაინიშნონ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლებად, რაც ხელს უწყობს ყალბი და მიკერძოებული დაკვირვების შემთხვევების შემცირებას.
გაიზარდა წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა. ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ხელს უწყობს დარღვევების პრევენციას და მათზე ეფექტურ რეაგირებას.
დისტანციური კურსი „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი – საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“
საერთაშორისო „კარგი პრაქტიკის“ შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა შექმნეს და შემდგომ განაახლეს საინფორმაციო-სასწავლო კურსი საჯარო მოსამსახურეებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო პროცესში საჯარო უწყებებში ადმინისტრაციული რესურსებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის მიზნით.
2021-2022 წლებში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ დადგენილი კენჭისყრის შედეგების ხელახლა გადათვლის სავალდებულო შემთხვევები, ხოლო ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით გადათვლის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რამაც გაზარდა პროცესის გამჭვირვალობა.
შემცირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების/დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები, რაც ხელს უწყობს ზემოაღნიშნულ საკითხზე საჩივრების განხილვისას გადაწყვეტილებების დროულად მიღებას.
საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა საქმიანობა განხორციელდა, რომლებიც თავის მხრივ, პასუხობს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციას, რომ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უზრუნველსაყოფად სასურველია ყველა საჩივარი ზედმიწევნით იყოს განხილული, კერძოდ:
ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განახლდა საარჩევნო დავების სახელმძღვანელო;
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა;
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „საარჩევნო დავების გადაწყვეტა (ერთგვაროვანი და ეფექტიანი განხილვა და გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთება)“;
საოლქო საარჩევნო კომისიების იურისტებისთვის ჩატარდა ტრენინგი - „საარჩევნო დავების გადაწყვეტა“, რომლის ფარგლებშიც იურისტები გაეცნენ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელებულ ცვლილებებს. კენჭისყრის/არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებასთან დაკავშირებულ არსებულ რეგულაციებს;
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წამომადგენლებისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები სამართლებრივი ნორმების ერთგვაროვანი აღქმის ხელშეწყობის მიზნით.
შესრულდა
148.155
გააძლიერეთ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესების გამართულობაში, მათ შორის, OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების სრული შესრულებით და ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობით, საარჩევნო ინსტიტუტების რეფორმირებით (ამერიკის შეერთებული შტატები);
2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, არანაკლებ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 70%- თვის განისაზღვრა არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების ვალდებულება. ცესკოს გადაწვეტილების შედეგად, მოდერნიზებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცა მინიმუმზე გაცილებით მეტს, თითქმის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 90%-ს. აღნიშნულმა მინიმუმამდე დაიყვანა ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები, ასევე, ხელი შეუწყო პროცედურების გამარტივებას, წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროის შემცირებას, შედეგების სიზუსტესა და სანდოობას.
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფდა გამოყენებული მექანიზმები, კერძოდ:
კენჭისყრის პროცესში ელექტრონული საშუალებების გამოყენებასთან ერთად, სავალდებულოდ განისაზღვრა ე.წ. „ქაღალდის კვალის“ არსებობა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს და იძლევა ყველა ეტაპის გადამოწმების საშუალებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით მანიპულაციების პრევენციის დამატებით გარანტიებს.
ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები გამოიყენებოდა, საარჩევნო ბიულეტენები ადგილზე, კენჭისყრის დღესვე, დაითვალა კომისიის წევრების მიერ.
იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები არ გამოიყენებოდა, საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდა და საჯაროდ განთავსდა ვებგვერდზე.
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამომრჩევლის მარკირების პროცედურა გამოიყენებოდა ყველა საარჩევნო უბანზე, მათ შორის იმ ამომრჩევლისთვის რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობას გადასატანი ყუთის საშუალებით მონაწილეობდა.
დამკვირვებელ ორგანიზაციებს და პარტიების წამომადგენლებს მიენიჭათ უფლება, არასაარჩევნო პერიოდშიც დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს, რამაც საარჩევნო კომისიების საქმიანობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახადა.
OSCE/ODIHR რეკომენდაციები მუდმივად სრულდება. მაგალითად, 2020 წლის 2 ივლისს შევიდა ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”. საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მედია კამპანია და საეთერო დრო, წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო დავების განხილვა, არჩევნების მეორე ტური. ასევე, მედიის სფეროში არჩევნებთან დაკავშირებული რეგულაციების განჭვრეტადობის უზრუნევლყოფის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა გზამკვლევი მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულაციებზე
https://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/
შესრულდა
148.156
გაუმკლავდით ქვეყანაში არსებულ ციფრულ უთანასწორობას, რაც განსაკუთრებით COVID-19 პანდემიისას გამოიკვეთა (ესტონეთი);
ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტკავშირით, კერძოდ 1495 ჩართულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტიპით (50-100 მბ/წ სიჩქარე) ხოლო დანარჩენი (650)- რადიო კავშირით (10-30 მბ/წსიჩქარე) საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში" მიღებული აქვთ პირველკლასელთათვის განკუთვნილი ბუკები. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საჯარო სკოლებში, დღეის მონაცემებით, ჯამში სერვისს უწევს 65000კომპიუტერს, აქედან კომპიუტერულ ლაბორატორიებში განთავსებულია 18708, ხოლო დანარჩენს იყენებს (35000) სკოლის ადმინისტრაცია/მასწავლებლები. ასევე, დისტანციური სწავლების პროცესში არსებული სხვადასხვა სახის პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის და ბარის შორეული სოფლების 53 საჯარო სკოლას, 2023 წელს ჯამში გადაეცა 119 ცალი პერსონალური კომპიუტერი.
„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით პროფესიულ განათლებაში დისტანციური სწავლების განხორციელების წესი და პირობები დამტკიცდა. აღნიშნული წესის საფუძველზე კოლეჯებსა და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროვაიდერებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, პროფესიულ სტუდენტებსა და მსმენელებს დისტანციურად შესთავაზონ პროფესიული პროგრამების კომპონენტები, ხოლო რიგ შემთხვევაში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამები განახორციელონ სრულად დისტანციურად.
ამასთანავე, შემუშავდა პროფესიული განათლების ელექტრონული სწავლების ელექტრონული პლატფორმა - lms.geoskills.ge, რომელიც ხელს უწყობს არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას.
ასევე, 2024 წელს ცვლილებები განხორციელდა „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველო კანონში“, რომლის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტები დაგეგმონ ელექტრონული სწავლების ფორმით. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 142/ნ, 30/08/2024 ბრძანებით დამტკიცდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალი, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეიმუშაოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სასწავლო პროცესის მთლიანად ელექტრონული სწავლების ფორმით წარმართვას გულისხმობს.
ელექტრონული სწავლების აკრედიტაციის სტანდარტების შემუშავებასთან დაკავშირებით სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო შესაბამისი სამუშაოების განხორციელება და ელექტრონული სწავლების აკრედიტაციის სტანდარტის პროექტის შემუშავება.
2025 წელს იგეგმება ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელის პროექტის შემუშავებაში ჩართულობას, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების საკითხებს.
2021-2024 წლებში მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა:
1. მასწავლებლების მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის აუცილებლობამ განაპირობა el.ge პლატფორმის შექმნა, რომელიც წარმოადგენს საჯარო პლატფორმას და შეიცავს მრავალფეროვან საგანმანათლებლო და შემეცნებით ელექტრონულ რესურსებს.
2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) ასევე შექმნა და შეიმუშავა სხვადასხვა სასწავლო რესურსი, მათ შორის „ინტერაქტიული ანბანი“, „სახალისო მათემატიკა“ და „სწავლა თამაშით“ და სხვა.
3. Microsoft 365 და Microsoft Teams პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიები გავრცელდა როგორც მოსწავლეებზე, ასევე მასწავლებლებზე საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.
დისტანციური სწავლების გასაძლიერებლად, el.ge პლატფორმა ინტეგრირებულია Microsoft Teams-თან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ Teams ლოკალიზებულია ქართულ ენაზე.
4. მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ჩატარდა ტრენინგ-სესიებისა და ვებინარების სერია ციფრული წიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ.
5. მობილურ ინტერნეტ პროვაიდერებთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეეძლოთ ინტერნეტ პაკეტის სხვადასხვა ფასად შეძენა (mobile.emis.ge).
6. 2021-2022 წლებში Mobile.emis.ge სისტემაში დარეგისტრირდა 23744 მოსწავლე და 18254 მასწავლებელი.
7. ონლაინ სასწავლო პროცესის გასაადვილებლად შეიქმნა ვიდეო და ტექსტური ინსტრუქციები სხვადასხვა პლატფორმისთვის.
8. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი, სადაც საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმის შესახებ და კითხვები დაუსვან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (EMIS).
9. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თითოეულ პირველკლასელს აძლევს ლეპტოპს პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში (ყოველწლიურად 55000-ს). ჯერ კიდევ 2021-2024 წლებში ციფრული განათლება და Microsoft 365 გახდა 2086 საჯარო სკოლის ნაწილი, რაც ღირებული აღმოჩნდა დისტანციური სწავლებისთვის COVID-19 პანდემიის დროს.
10. პანდემიის პერიოდში საქართველოს წარმატება დისტანციურ სწავლებაში აღიარა OECD-მა 98 ქვეყანას შორის.
11. რაც შეეხება საჯარო სკოლების ინტერნეტ დაკავშირებას, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა საჯარო სკოლას (2086 წ.) აქვს წვდომა ინტერნეტზე (ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემის დაახლოებით 70%-ს დანარჩენს - რადიო); კორპორატიული სტანდარტული უკაბელო (Wi-Fi) ქსელები გაყვანილია 500 საჯარო სკოლაში
12. 2024 წლის 27 სექტემბრიდან ამოქმედდა ონლაინ სკოლის მობილური აპლიკაცია ელექტრონული ჟურნალისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ ელექტრონულ მოწყობილობაზე, რომელიც თავსებადია iOS და Android სისტემებთან.
საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მიზნით, გრძელდება პროექტი „ლოგ-ინ ჯორჯია,“ რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა ამ დროისთვის უკვე განხორციელდა 1600 კმ-მდე ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მშენებლობა (აბაშა-სენაკი, წყალტუბო-ვარციხე-ხონი, ჭიათურა-საჩხერე, რაჭა, ლეჩხუმი, სამტრედია-ჩოხატაური, ქობულეთი-ხელვაჩაური, ზუგდიდი, ქობულეთი). ქსელის აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 340 დასახლებულ პუნქტს და 180,000-მდე მოსახლეს, რომელთაც შეექმნათ ფართოზოლოვან მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა. ამ დროისთვის, მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებით, აღნიშნული სახელმწიფო ქსელის გავლით სარგებლობს დაახლოებით 100,000 ადამიანი. ამის გარდა, მშენებლობა მიმდინარეობს 1310 კმ მონაკვეთზე (მესტია დასრულდება 2025 წლის დეკემბერში, ზუგდიდი-ხობი დასრულდება 2025 წლის ივნისში, ქედა-შუახევი დასრულდება 2025 წლის დეკემბერში, ზესტაფონი-ხარაგაული დასრულდება 2025 წლის ივნისში, შიდა ქართლი დასრულდება 2025 წლის დეკემბერში). 2025 წლისთვის აშენდება 5 000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და 1000-მდე სოფელს ექნება მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა.
ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში, 2024 წელს დაიწყო მუშაობა პროექტზე „სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI), რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის ციფრულ განვითარებას.
2023 წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ;
ციფრული უთანასწორობა განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც საკითხი ეხება რეგიონებში სამეწარმეო და ტექნოლოგიური მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას და ზოგადად ამ მიმართულებით განათლებას. ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, სააგენტომ 2023 წლიდან დაიწყო პროგრამა „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“. იგეგმება პროგრამის განხორციელება საქართველოს 10 რეგიონში, ასევე, ამ ტიპის საგრანტო პრპოგრამებში მონაწილეობის წასახალისებლად და პრაქტიკული უნარებით დამწყებ მეწარმეთა აღჭურვისთვის პრე-აქსელერატორის პროგრამის განხორციელება ასევე, 10 რეგიონში, 11 ლოკაციაზე. ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, სსიპ - „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, პერიოდულად, საინფორმაციო შეხვედრები იმართება სხვადასხვა ტექნოპარკშიც ციფრული ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ამასთან, სააგენტომ 2023 წელს დაიწყო ახალი პროგრამა - Do IT in Georgia, რომელიც ითვალისწინებს დიზაინის, პროგრამირებისა და მართვის მიმართულებით პირებისთვის სასწავლო კურსების შეთავაზებას. პროგრამის პირველ რაუნდზე ჩაირიცხა 1046 პირი, ხოლო შემდგომ, მეორე რაუნდზე, დამატებით კიდევ 1000 პირი. აღნიშნული სასწავლო პროგრამების დიდი ნაწილი ონლაინ ხორციელდება, რომელიც შესაძლებელს ხდის, მათ შორის, სოფლად მცხოვრები პირების მონაწილეობას პროგრამაში.
გარდა ამისა, ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო ცდილობს პროგრამების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულ რეჟიმში მიაწოდოს მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს. კერძოდ, საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაცია, ცალკე მიეწოდება შშმ პირთა თემის წარმომადგენლებს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ითარგმნა და გაზეთში განთავსდა პრე-აქსელერატორის პროგრამის გამოცხადების შესახებ ინფორმაციაც.
შესრულდა
148.157
განავრცეთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესების მხრივ მიღწეული წარმატება, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე ფოკუსირებით (უკრაინა);
იხილეთ პასუხი 148.44 და 148.48 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში.
გლობალურად მაღალი გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ბოლო წლებში საქართველო გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და პოსტპანდემიურ პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა.
სავალუტო ფონდის შეფასებებზე დაყრდნობით, 2023 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს 45.3%-მდე გაიზარდა. 2024 წელს მშპ-მ ერთ სულზე 28 ათას საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა.
ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა შესაბამისად აისახა შრომის ბაზარზე. 2024 წელს, როგორც უმუშევრობის, ისე დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდასთან ერთად. 2024 წელს, უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა და 13.9% შეადგინა. 2024 წელს, დასაქმებულთა რაოდენობა 67.9 ათასით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 1,402.5 ათასს გაუტოლდა. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 2024 წელს 16.5%-ით გაიზარდა და 2059 ლარი შეადგინა.
ბოლო წლებში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების, სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობასა და დივერსიფიცირებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2024 წელს, ისტორიულ მინიმუმს - 9.4% მიაღწია. სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან - 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19.5%-დან 9.4%-მდე). სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
2020 წელს მიღებული კანონების „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, მოხდეს ისეთი სტანდარტების დანერგვა, რაც შეამცირებს ენერგიის მოხმარებასა და დანახარჯებს და გაზრდის ცნობიერებას. 2023 წლიდან ამოქმედებული კანონქვემდებარე აქტი „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“, მიზნად ისახავს შენობებში მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაცვას. შემდეგ ეტაპზე, სავალდებულო გახდება ენერგოეფექტურობის სერტიფიკატები, რაც მოხმარებელს საშუალებას მისცემს ინფორმაცია ქონდეს იმ შენობების ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ, რომელიც სურს შეიძინოს ან დაიქირავოს.
ამასთან ერთად, 2024 წლის მიწურულს, დამტკიცდა ენერგოეტიკეტირების 14 რეგლამენტი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოწყობილობებისთვის და ასევე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ეკოდიზაინის კანონისა და 9 ტექნიკური რეგლამენტის მიმართულებით. აღნიშნული ხელს უწყობს ენერგოეფექტური პროდუქციის განვითარებას. აღნიშნული რეგულაციები მიზნად ისახავს მოწყობილობების ენერგოეფექტურობის შესახებ მომხმარებლების ინფორმირებას და მწარმოებლების წახალისებას უფრო ენერგოეფექტური პროდუქტების წარმოების მიმართულებით.
გრძელდება მუშაობა მოსახლეობის ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 2024 წლის განმავლობაში, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 71 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 10 ათასამდე ოჯახს. მათ შორის, 19 დასახლებული პუნქტი მდებარეობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. სამუშაოები გრძელდება და არსებული გეგმის დასრულების შემდეგ, საქართველოში მცხოვრები ოჯახების დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე. გარდა ამისა, განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით იმ დასახლებების მოკვლევა, რომლებიც არ არის ჩართული ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში. შეფასდა ასეთი ოჯახების ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებები.
შესრულდა
148.158
გააძლიერეთ სასამართლო სისტემის შესაძლებლობები, რათა სასამართლო ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის და გააუმჯობესეთ ბავშვთა ცხოვრების სტანდარტები, განსაკუთრებული ყურადღებით საცხოვრებელზე, წყალსა და სანიტარიაზე (შრი ლანკა);
2023 წელს საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნული კონვენციისა და ოქმის რატიფიცირებასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში. კონვენციისა და დამატებითი ოქმის მთავარი მიზანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა მისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნა, ოჯახის წევრების რჩენის მიზნით ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინების ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გზით და ამ მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.
საერთო სასამართლოების სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბავშვის ინტერესებზე მორგებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, 2020 წელს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ბავშვზე მორგებული სარჩელის და სასამართლო უწყების ფორმები. სარჩელის ფორმა მოიცავს ბავშვისთვის მარტივად აღსაქმელ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეავსოს სარჩელის ფორმა, სად უნდა ჩააბაროს/გაგზავნოს შევსებული სარჩელი, რას აკეთებს სასამართლო სარჩელის წარდგენის შემდეგ. სასამართლო უწყების ფორმებში კი განმარტებულია, თუ რა მიზანს ემსახურება სასამართლო უწყება, რა მიზანი აქვს სასამართლოში გამოცხადებას და ვის უნდა დაუკავშირდეს ბავშვი კითხვების არსებობის შემთხვევაში.
რიგ სასამართლოებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა სასამართლოებში ბავშვზე მორგებული გარემოს მოწყობის მიზნითაც.
ამასთანავე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამტკიცებული აქვს მოსამართლეთა სპეციალიზაციის ორი სტანდარტი ბავშვის უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროებში. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2015 წელს დამტკიცებული აქვს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტი“, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლე ვალდებულია გავლილი ჰქონდეს შემდეგი ტრენინგები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები; ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები; ძალადობა ბავშვებზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე; დაზარალებული და მოწმე ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებანი. 2020 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ასევე დაამტკიცა „ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტი“, რომელიც განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში ბავშვის მონაწილეობით ან/და ბავშვთან დაკავშირებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეთა სპეციალიზაციის წესს სპეციალური სწავლების მეშვეობით. მოქმედი მოსამართლეებისა და იუსტიციის მსმენელებისთვის სტანდარტით განსაზღვრულ თემებზე ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა გადამზადების ყოველწლიური პროგრამა ყოველთვის ითვალისწინებს მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეებისათვის ტრენინგს თემაზე “პრობლემური საკითხები ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით’’.
გარდა ამისა, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წელს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ შეიმუშავა ახალი სასწავლო მოდული თემაზე „დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში“.
შესრულდა
148.159
გააუმჯობესეთ ბავშვთა ცხოვრების სტანდარტები, მათ შორის, საცხოვრებლის, წყლისა და სანიტარიის მიმართულებით (პოლონეთი);
2012 წელს ბინაში შეყვანილი წყალსადენის სისტემაზე წვდომა შინამეურნეობების 56,7%-ს ჰქონდა, 2023 წელს იგივე მაჩვენებელი 80,3%-მდე გაიზარდა.
2024 წელსვე პროექტები დასრულდება 30-ზე მეტ მდებარეობაში, რის შედეგადაც, წყალმომარაგება გაუუმჯობესდება 75 000-ზე მეტ ბენეფიციარს. მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების ხარისხიანი წყალმომარაგების მიზნით, განხორციელდება
შემდეგი ღონისძიებები:
შემდეგ წლებში აქტიურად გაგრძელდება
ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს, 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგებით და სოფლების წყალმომარაგების მიზნით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, ჯამურად, 300 000 ბენეფიციარი იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით. გაგრძელდება სამუშაოები გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით და 2028 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, დაემატება 11 დასრულებული გამწმენდი ნაგებობა.
შესრულდა
148.160
უსახლკაროთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამოქმედო გეგმებისა და სამთავრობო სტრატეგიების მეშვეობით, დააარსეთ სარეგულაციო ჩარჩო, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადეკვატური საცხოვრებლის უფლების ეფექტიანობა (პარაგვაი);
ქვეყანაში არ არსებობს საცხოვრისის პოლიტიკის მარეგულირებელი ერთიანი ჩარჩო, მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე.
ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროცესი. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საკითხის დარეგულირების მიზნით, 2016 წელს, საქართველოს მთავრობის № 419 განკარგულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს ეთხოვა დედაქალაქის მასშტაბით არსებული კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა. დაზარალებულთა დიდი ნაწილის მოთხოვნა ამჟამად დაკმაყოფილებულია, ხოლო დასაკმაყოფილებელ პირებთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს სხვა რეგიონებზეც.
შესრულდა
148.161
განაგრძეთ ძალისხმევა საკვების უსაფრთხოების ყველასთვის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 20 პროცენტთან მიმართებით, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ (სუდანი);
ქვეყანაში მოქმედებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირება/პრევენციის მთავარი ინსტრუმენტია. პროგრამა უზრუნველყოფს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე. აღნიშნული საშუალებას იძლევა მოხდეს ოჯახების რანჟირება კეთილდღეობის მიხედვით, რაც შემდგომში მონეტარული და არამონეტარული დახმარებების საფუძველი ხდება, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე. მეთოდოლოგიის გადახედვა დინამიკური პროცესია, რომელიც პერმანენტულად საჭიროებს დახვეწა/მოდიფიცირებას, სწორედ, მიმდინარე ეტაპზე პროგრამა გადახედვის პროცესშია, რათა მყისიერად უპასუხოს ოჯახის საჭიროებებს, მეთოდოლოგია უკანასკნელად 2015 წელს გადაიხედა. გარდა ამისა, 2021 წლიდან “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამას“ დაემატა „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“ და „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა’’.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის N825 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულია.
„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებში პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან საკვები პროდუქტებით, მ.შ.
„ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით. ქვეპროგრამის ბენეფიციარია ბავშვთა ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვი ერთი წლის ასაკის ჩათვლით: რომელსაც აქვს წონის დეფიციტი, არასაკმარისი კვების გამო, რომლის ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია, რომელიც განთავსებულია ნათესაურ მინდობით აღზრდაში
რომლის ოჯახი, რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა და სხვა.
,,ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ამოქმედდა ,,სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“, რომელიც „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდამჭერი ღონისძიებაა და მისი მიზანია სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა. კვების ვაუჩერი გაიცემა 6 თვის მანძილზე და ითვალისწინებს საკვები პროდუქტების დაფინანსებას არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.
შესრულდა
148.162
პრიორიტეტი მიანიჭეთ სიღარიბის შესამცირებლად და საკვების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მიღებული გაძლიერებული პოლიტიკური ზომების შესრულებას, კერძოდ კი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის (ბაჰამის კუნძულები);
იხილეთ პასუხი 148.161 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.163
განაგრძეთ მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ზრდა, შეამცირეთ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და გააუმჯობესეთ ხალხის ცხოვრების სტანდარტები (ჩინეთი);
არახელსაყრელი გარემოებებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების შედეგად, ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ამასთან საქართველოს ეკონომიკა შთამბეჭდავად გაიზარდა. 2021-2022 წლებში, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2023 წელს, შენარჩუნდა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს გაუტოლდა. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4%-ს მიაღწია. ბოლო წლებში საქართველო გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და პოსტპანდემიურ პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა.
გარდა ამისა, საქართველომ შეინარჩუნა ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფართო რეგიონში, რაც მიუთითებს ეფექტურ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობაზე. 2023 წელს ინფლაციის საშუალო დონემ 2.5% შეადგინა. ინფლაციის დაბალი დონე 2024 წელსაც შენარჩუნდა და 1.1%-ს გაუტოლდა.
ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა შესაბამისად აისახა შრომის ბაზარზე. 2024 წელს, როგორც უმუშევრობის, ისე დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდასთან ერთად. 2024 წელს, უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა და 13.9% შეადგინა. 2024 წელს, დასაქმებულთა რაოდენობა 67.9 ათასით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 1,402.5 ათასს გაუტოლდა. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 2024 წელს 16.5%-ით გაიზარდა და 2059 ლარი შეადგინა.
ბოლო წლებში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების, სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობასა და დივერსიფიცირებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2024 წელს, ისტორიულ მინიმუმს - 9.4% მიაღწია. სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან - 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19.5%-დან 9.4%-მდე). სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2024 წელს, როგორც უმუშევრობის, ისე დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად. დადებითი ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა და უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა და 13.9% შეადგინა.
ქვეყანაში უწყვეტად ხორციელდება მიზნობრივი სოციალური ჯგუფებისათვის კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზება, კერძოდ, ხანდაზმულთა სახელმწიფო პენსიით, სპეციფიკური კატეგორიის მქონე პირთა სახელმწიფო კომპენსაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა, ომის ვეტერანთა და სხვა კატეგორიების სოციალური პაკეტით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ბენეფიტებით, ასევე მაღალმთიანი შეღავათებით უზრუნველყოფა. სოციალურად დაუცველი პირები/ბავშვები სარგებლობენ საარსებო შემწეობებით. გარდა ფულადი დახმარებებისა საჭიროების მქონე ადამიანები უზრუნველყოფილნი არიან სარეაბილიტაციო, ალტერნატიული, ოჯახის გასაძლიერებელი მომსახურებებით, დამხმარე საშუალებებით, შშმ პირთა და ხანდაზმულთა სხვადასხვა სოციალური სერვისებით და სხვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება სიღარიბის პრევენცია/შემცირებას და საჭიროების მქონე ოჯახების გაძლიერებას.
სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი სოციალური დახმარების პროგრამაა. იგი უზრუნველყოფს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენების საფუძველზე. აღნიშნული საშუალებას იძლევა მოხდეს ოჯახების რანჟირება კეთილდღეობის მაჩვენებლის მიხედვით, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ოჯახების მონეტარული და არამონეტარული დახმარებებით სარგებლობის უფლებას, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე. მიმდინარე ეტაპზე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მოდიფიცირება, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ისეთი სოციალური დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც უკეთ შეძლებს ღარიბი ბავშვიანი ოჯახების იდენტიფიცირებას, ნეგატიურ შოკებზე და სიღარიბის ახალ ფორმებზე მყისიერ რეაგირებას; პროგრამა იქნება მეტად ინკლუზიური და მდგრადი, რომელიც დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს მოახდინონ შრომით ბაზარზე აქტივაცია. პროგრამის ფარგლებში 16 წლამდე ბავშვები კუთვნილ საარსებო შემწეობასთან ერთად დამატებით იღებენ ბავშვის ბენეფიტს, რომელიც პერმანენტულად მზარდია.
შესრულდა
148.164
მიიღეთ ზომები ხალხის საცხოვრებელი სტანდარტების ასამაღლებლად, რათა შემცირდეს სიღარიბის ზღვარი, მდგრადი განვითარების მე-3 მიზნის კვალდაკვალ (მავრიკი);
ბოლო წლებში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების, სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობასა და დივერსიფიცირებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2024 წელს, ისტორიულ მინიმუმს - 9.4% მიაღწია. სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან - 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19.5%-დან 9.4%-მდე). სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2024 წელს, როგორც უმუშევრობის, ისე დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად. დადებითი ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა და უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა და 13.9% შეადგინა.
„საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის № 353 დადგენილებით დამტკიცებულია საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა. სტრატეგია იზიარებს გაეროს 2020 წლის საგზაო უსაფრთხოების გლობალური მინისტერიალის ფარგლებში მიღებული სტოკჰოლმის დეკლარაციის ფასეულობებსა და პრინციპებს, როგორიცაა უსაფრთხო სისტემის მიდგომა და საერთო პასუხისმგებლობა.
სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება, კერძოდ, 2025 წლისთვის საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის 25%-ით შემცირება 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ამასთან, 2023 წლის მდგომარეობით, მიუხედავად მზარდი ავტოპარკის და მობილობის გათვალისწინებით საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის და დაშავების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით შემცირდა შესაბამისად 8.1%-ით და 7.7%-ით.
აქვე, აღნიშნული სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიაში განსაზღვრულია ხუთი ძირითადი ამოცანის განხორციელებას: 1. საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტურობის გაზრდა; 2. საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის გაუმჯობესება; 3. უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; 4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება; 5. სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.“
შესრულდა
148.165
განავითარეთ ეროვნული სამოქმედო გეგმები, რომელიც ფოკუსირდება სიღარიბის შემცირებაზე, კერძოდ კი სოფლად არსებულ განსაკუთრებული სიღარიბის შემცირებაზე, ადამიანის უფლებების ცნების მიდგომებით და მდგრადი განვითარების პირველ და მეათე მიზნებზე ფოკუსირებით (პარაგვაი);
ქვეყანაში მიზნობრივი სოციალური ჯგუფებისათვის კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზება ხორციელდება თანაბრად მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია სოციალური შეღავათები ამ რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის. ბენეფიციარები შეუფერხებლად იღებენ სხვადასხვა სოციალურ შეღავათებს , მათ შორის სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის ინდექსაციის წესით გაზრდილ ფულად ბენეფიტებს და კომუნალურ შეღავათებს.
შესრულდა
148.166
განავითარეთ სათანადო დასაქმების პოლიტიკა, რათა შემცირდეს უმუშევრობის დონე და უზრუნველყავით დასაქმების ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობები (ირანის ისლამური რესპუბლიკა);
2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას.
კანონი აწესრიგებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს.
2019 წელს შეიქმნა და 2020 წლის პირველი იანვრიდან ფუნქნციონირება დაიწყო სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ.
სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მის ძირითადი ფუნქცია არის შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სააგენტო უზრუნველყოფს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, რომელიც ემსახურება ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი სამუშაოს მაძიებლების მხარდაჭერას და დასაქმების ხელშეწყობას.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს სამი ქვეპროგრამა:
1. დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება;
2. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით, სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა;
3. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის/დახმარების უზრუნველყოფის გზით.
შესრულდა
148.167
იზრუნეთ დასაქმებულთა შრომით უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე (შრი ლანკა);
სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სახელმწიფოს მიერ გრძელდება მუშაობა საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. კერძოდ, 2022-2023 წლებში მომზადდა და დამტკიცდა 4 ტექნიკური რეგლამენტი „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ 2014 წელს დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული 5 დირექტივის (89/654/EEC, 90/270/EEC, 92/58/EEC, 89/656/EEC, 90/269/EEC) შესაბამისად.
ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მხარდაჭერით გრძელდება მუშაობა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის მიზნით.
აქვე აღსანიშნავია, რომ სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაიზარდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ზედამხედველობის რაოდენობა. სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელდა:
2021 წელს - 1 074 ინსპექტირება, რომლის შედეგად პირველადმა ინსპექტირებამ მოიცვა 446 ობიექტი;
2022 წელს - 2 510 ინსპექტირება, რომლის შედეგად პირველადმა ინსპექტირებამ მოიცვა 1 933 ობიექტი;
2023 წელს - 5 847 ინსპექტირება, რომლის შედეგად პირველადმა ინსპექტირებამ მოიცვა 1 147 ობიექტი;
აქვე აღსანიშნავია, რომ პირველადი გადამოწმებისას იმ ობიექტების რაოდენობა, რომელთაც სრულად გამოასწორეს გამოვლენილი დარღვევები 2023 წელს 2021 წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 7 ჯერ; 2022 წელთან შედარებით გაიზარდა 1,4 ჯერ.
გაფართოებული მანდატის, გაზრდილი პროაქტიული თუ რეაქტიული ღონისძიებების შედეგად „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან დღემდე მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც 2018 წელთან შედარებით 2023წელს 42%-იან კლებაშია გამოხატული. კლების ტენდენცია ამ მხრივ კვლავ გრძელდება.
შესრულდა
148.168
უზრუნველყავით ჯანდაცვის მუშაკთა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სტიგმისა და შეურაცხყოფისგან დაცვა (ინდოეზია);
ჯანდაცვის მუშაკთა საქმიანობასთან დაკავშირებული სტიგმისა და შეურაცხყოფისაგან დაცვის ნორმები ასახულია „სამედიცინო საქმიანობის შესახებ“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში.
ამასთან, ჯანდაცვის მუშაკთა თანაბარი ანაზღაურების პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში დასაქმებული პერსონალისთვის. კერძოდ:
ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში;
ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
უმცროსი ექიმისთვის – არანაკლებ 5 ლარისა საათში;
ექთნის თანაშემწისთვის – არანაკლებ 3.5 ლარისა საათში;
ბებიაქალისთვის – არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
სანიტრისთვის – არანაკლებ 3 ლარისა საათში.
შესრულდა
148.169
შრომითი ინსპექტირების გაძლიერებით, უზრუნველყავით სამართლიანი და სათანადო სამუშაო პირობების უფლება, რათა შრომის ინსპექციას მიეცეს შესაძლებლობა შეასრულოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მისთვის მინიჭებული გაფართოებული როლი (ნორვეგია);
2020 წელს გატარდა შრომის კანონმდებლობის მასშტაბური რეფორმა, რომლის ფარგლებშიც შრომის კანონმდებლობაში აისახა როგორც ასოცირების ხელშეკრულების XXX დანართით განსაზღვრული ევროდირექტივების მოთხოვნები, ისე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის (CEACR) რეკომენდაციები. ცვლილებები შეეხო შრომითი ურთიერთობის ყველა სფეროს, მათ შორის, დისკრიმინაციის აკრძალვას, პროფესიული კავშირების შექმნისთვის წევრთა რაოდენობას, სანქციებს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევებისთვის, საზედამხედველო ორგანოს შექმნას, სოციალურ დიალოგს, გაფიცვის უფლებებს და სხვ.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2021 წლის პირველი იანვრიდან სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომში-შრომის ინსპექცია) სრული მანდატით ახორციელებს ზედამხედველობას შრომით ნორმებზე, რაც მოიცავს ზედამხედველობას როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომის უფლებების დაცვის კუთხით.
შრომის ინსპექციის სამსახური განსაზღვრულია 167 საშტატო ერთეულით.
გარდა ცენტრალური ოფისისა (თბილისი) ტერიტორიული დაფარვისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით შეიქმნა 2 რეგიონალური წარმომადგენლობა მეორადი სტრუქტურული ერთეულების სახით, იმერეთისა (ქუთაისი) და აჭარის (ბათუმი) რეგიონებში.
გარდა ამისა, შეიქმნა სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი (lio.moh.gov.ge) და სამსახურის სტრუქტურაში 2022 წლიდან ადაპტირდა შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული საკონსულტაციო ცენტრი/ცხელი ხაზი 15-75. ცხელი ხაზის საშუალებით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კონსულტაციები შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (დღემდე ცხელი ხაზის მიერ 28000 მეტ შემოსულ ზარს გაეწია კონსულტაცია).
შრომის ინსპექციის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსისა“ და „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის“ (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N112 დადგენილება) შესაბამისად 2021 წლიდან ზედამხედველობის ფარგლებში: 2021 წელს განხორციელდა 1 540 ინსპექტირება, რომლის შედეგად პირველადმა ინსპექტირებამ მოიცვა 834 ობიექტი და 200 000-მდე დასაქმებული პირი;
2022 წელს 3 755 ინსპექტირება, რომლის შედეგად პირველადმა ინსპექტირებამ მოიცვა 1933 ობიექტი და 176 000-მდე დასაქმებული;
2023 წელს განხორციელდა 5 847 ინსპექტირება, რომლის შედეგად პირველადმა ინსპექტირებამ მოიცვა 3334 ობიექტი და 154 000-მდე დასაქმებული.
2023 წლის 1 სექტემბრიდან გაფართოვდა უწყების მანდატი შრომითი მიგრაციის მიმართულებითაც, რაც გულისხმობს, როგორც შრომითი იმიგრანტების, ასევე, საშუამავლო კომპანიების შემოწმებასა და ზედამხედველობას. ეს ხელს უწყობს შრომითი მიგრაციის რეგულირებასა და დასაქმებულთა უფლებების დაცვის ეფექტურ აღსრულებას.
სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სახელმწიფოს მიერ გრძელდება მუშაობა საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. კერძოდ, 2022-2023 წლებში მომზადდა და დამტკიცდა 4 ტექნიკური რეგლამენტი „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ 2014 წელს დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული 5 დირექტივის (89/654/EEC, 90/270/EEC, 92/58/EEC, 89/656/EEC, 90/269/EEC) შესაბამისად.
ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მხარდაჭერით გრძელდება მუშაობა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის მიზნით.
გაფართოებული მანდატის, გაზრდილი პროაქტიული თუ რეაქტიული ღონისძიებების შედეგად აღსანიშნავია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან დღემდე მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც 2018 წელთან შედარებით 2023წელს 42%-იან კლებაშია გამოხატული. კლების ტენდენცია ამ მხრივ კვლავ გრძელდება.
რაც შეეხება, შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებას, გარდა იმისა რომ მზარდია შემოწმებული სამუშაო ადგილებისა და ინსპექტირებების რაოდენობა, გაზრდილია მომართვიანობა შრომითი უფლებების დარღვევებზე, მათ შორის, უშუალოდ სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის ნაწილშიც.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით შრომით ნორმებთან დაკავშირებით თემატურად, ზოგად თუ სექტორულ დონეზე შემუშავებული 63 სასწავლო/საინფორმაციო ვიდეორგოლი განთავსდა შრომის ინსპექციის YouTube არხზე; მომზადდა სხვადასხვა სახის გზამკვლევები და სახელმძღვანელოები, როგორც შრომის ინსპექციის თანამშრომლებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის და დასაქმებულებისთვის. აღნიშნული კი ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
შესრულდა
148.170
უზრუნველყავით გაერთიანების თავისუფლების, პროფკავშირთა უფლებების და ადამიანის უფლებების შრომით სივრცეში დაცვა (შვედეთი);
2020 წლის 29 სექტემბერს შევიდა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „პროფესიული კავშირების შესახებ“. ცვლილებების მომზადებისას გათვალისწინებულ
იქნა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციები და შედეგად შემცირდა პროფესიული კავშირის შესაქმნელად პირთა სავალდებულო რაოდენობა. კერძოდ, ნაცვლად 50 პირისა, კანონით განისაზღვრა, რომ პროფესიული კავშირი შეიძლება დაფუძნდეს სულ ცოტა 25 პირის ინიციატივით.
გარდა ამისა, საქართველოს შრომის კოდექსით (2020 წლის ცვლილებების შედეგად) დაწესდა სანქციები პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციისას, ასევე დამსაქმებელთა გაერთიანებისა და დასაქმებულთა გაერთიანების, მათი წევრებისა და წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევის შემთხვევაში. ზედამხედველობას აღნიშნული მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს შრომის ინსპექცია.
ცვლილება შევიდა კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N301 დადგენილებაში, რომლის შედეგად:
გაორმაგდა მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულება;
დაკონკრეტდა კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატისა და დანიშნული მედიატორის ძირითადი ვალდებულებები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები;
დარეგულირდა მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეთა მიერ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და გამონაკლისები, რომლებიც ათავისუფლებს ამ ვალდებულების დაცვისგან და სხვ;
ამოქმედდა მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების მექანიზმები. ცვლილებები განიცადა გაფიცვის უფლების მარეგულირებელმა ნორმებმა.
სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციებით განისაზღვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურები, სადაც დასაქმებულებს ეზღუდებათ გაფიცვის სრულად გამოყენების უფლება.
გაფართოვდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფუნქციები.
ცვლილებები დადებითად შეფასდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტთა კომიტეტის (CEACR) მიერ.
2024 წლის 13 აგვისტოს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ღირსეული შრომის პროგრამის“ შესახებ. საქართველოს „ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამა“ წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ 2024-2025 წლებში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ სამმხრივი კონსულტაციების შედეგს.
პროგრამას აქვს ორი პრიორიტეტი: სოციალური დიალოგის განვითარება და სამართლიანი ტრანზიცია ეკონომიკურ ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით.
2025 წლის 29 იანვრის მონაცემებით სულ რეგისტრირებულია 31604 არასამეწარმარო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
შესრულდა
148.171
გადადგით შემდგომი ნაბიჯები, რათა გააუმჯობესოთ მოსახლეობის კეთილდღეობისა და სოციალური უზრუნველყოფის დონე, გააუმჯობესეთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მასზე წვდომა (ბელარუსი);
ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარეობს მიზნობრივი სოციალური ჯგუფებისათვის (ასაკობრივი პენსიით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა, ომის ვეტერანთა, 9 აპრილს დაზარალებულთა და სხვა) მიზნობრივი ფულადი დახმარებების უზრუნველყოფა.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე ფულადი დახმარებების უზრუნველყოფის გზით, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამასთან საჭირეობის მქონე პირები: ხანდაზმულები/შშმ ბავშვები/ბავშვები/შშმ პირები უზრუნველყოფილნი არიან საჭირო სოციალური სერვისებით (დამხმარე საშუალებები, რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისები, სათემო ორგანიზაციებით, შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტით უზრუნველყოფის სერვისებით, სხვადასხვა ალტერნატიული ზრუნვის სერვისებითა და სხვა) სოციალური რეაბილიტაციისა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
2023 წლის 21 სექტემბერს მიღებულ იქნა თავდაცვის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა გაუმჯობესებული სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებს. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის N132 ბრძანებით დარეგულირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან, მის მიმართ განსახორციელებელ სამედიცინო მომსახურებასთან და შესაბამის ანაზღაურებასთან, ასევე ჯანმრთელობის გამო შვებულებასთან, მკურნალობასთან, მათ შორის რეაბილიტაციასთან, დაკავშირებული საკითხები (სოციალური გარანტიები). კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებაში ყოფნისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას, სარეაბილიტაციო მკურნალობას, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან ტრანსპორტირებას საკუთარი რესურსებითა და საშუალებებით. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშუალებებით, მათ უნაზღაურდებათ მკურნალობისა და ტრანსპორტირების (მათ შორის უცხო ქვეყანაში) ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამასთანავე, სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნულ პერიოდში უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, დანამატები და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის თანმხლები/მომვლელი პირის ხარჯების ანაზღაურებას.
შესრულდა
148.172
უზრუნველყავით საყოველთაო წვდომა ხარისხიან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, მათ შორის, მოწყვლად ქალთათვის, აივ ინფიცირებულთათვის და ახალგაზრდებისთვის (ლუქსემბურგი);
ქვეყანაში მოქმედებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:
ანტენატალური მეთვალყურეობა (9 ვიზიტი)
გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა
ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე В ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფა
ორსულთა უზრუნველყოფა ფოლიუმის მჟავით
რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულთა უზრუნველყოფა რკინის პრეპარატებით
სიფილისით დაავადებული ორსულების დიაგნოსტიკა და სპეციფიკური მკურნალობა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხდება გართულებული ორსულობის, მშობიარობისა და საკეისრო კვეთების დაფინანსება.
2017 წლის ივლისიდან სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, ხოლო 2020 წლიდან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლებს/დაზარალებულებს/სავარაუდო მსხვერპლებს და მათზე დამოკიდებულ პირებს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:
ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით/დახმარებით;
სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
სამართლებრივი მომსახურებით (მათ შორის სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებში წარმომადაგენლობით);
თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებით;
საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.
2017 წლიდან რეფერალური პროგრამის ფარგლებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პოსტკოიტალური კონტრაცეფციით/სგგდ ტესტირებითა და მკურნალობით უზრუნველყოფა.
აბორტის შედეგად გართულებული შემთხვევების დაფინანსება ხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, როგორც გადაუდებელი შემთხვევები და ასევე, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამიდან.
აივ-ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია:
აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება
აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით
აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობით
აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო მედიკამენტების სრულად უზრუნველყოფა
აივ-ინფექციის/შიდსის და ოპორტუნისტული ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/ შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების უზრუნველყოფა
მაღალი რისკის ჯგუფების უზრუნველყოფა შემდეგი სახის სამედიცინო სერვისებით: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობა; აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა (ნიმ), მსმ-ებში, ტრანსგენდერ პირებში და კომერციულ სექსმუშაკ ქალებში მოძიება და ნებაყოფლობითი სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე, ასევე ბენეფიციარის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე დამატებითი სკრინინგი B და C ჰეპატიტებზე, სიფილისსა და ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირება; ტუბერკულოზზე საეჭვო პირების რეფერალი ტუბერკულოზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში; ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების დაავადებათა პროფილაქტიკასთან და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება; გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების, მსმ, ტრანსგენდერი, კომერციული სექს მუშაკი ქალებისათვის დაავადებათა პროფილაქტიკასთან დაკავშირებული სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება.
გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო 2023 წელს შეუერთდა ზურმუხტისფერი იანვრის კამპანიას, რაც გულისხმობს საშვილოსნოს კიბოს ელიმინაციის კამპანიას. აღნიშნული დაავადების პრევენციის საუკეთესო მიგნება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრაა. მისი პოპულარიზაციის მიზნით გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ამასთან, საბჭო აქტიურად აქვეყნებდა ცნობიერების ამაღლების ვიდეოებს სოციალური ქსელების მეშვეობით. ასევე, დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც გავრცელდა სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის.
შესრულდა
148.173
გააუმჯობესეთ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის საზოგადოებრივ სერვისებზე წვდომა და მისი დისტრიბუცია, მათ შორის, უფასო ან სუბსიდირებულ კონტრაცეფციულ მეთოდებზე, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში და ლანსაროტის კონვენციის შესაბამისად, მოახდინეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის კრიმინალიზება (ესპანეთი);
ლანსაროტის კონვენციითა და „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის საკითხები სრულადაა კრიმინალიზებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, მათ შორის, XXII თავით, 1432-1433 და 253-2552 მუხლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფების მიერ აქტიურად მიმდინარეობს ქუჩაში მყოფი ბავშვების თავშეყრის ადგილების გადამოწმება და ბავშვთა შესაძლო ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის შემთხვევების გამოვლენა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ამჟამად წოდებული, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) შორის გაფორმებულია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი, მათ შორის, ითვალისწინებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ტრეფიკინგის მსხვერპლად იდენტიფიცირებისა და გამოძიების მიზნით თანამშრომლობას. მემორანდუმის საფუძველზე შრომის ინსპექციასთან ერთად ტარდება ერთობლივი შემოწმებები, სრულწლოვანთა და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად უწყობს ხელსმუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათ სრულფასოვან რეალიზაციასაზე. ამ მიზნით, უწყება აქტიურად მუშაობს არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებაზე, მათზე ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციაზე. აღნიშნული მიზნის მიღწევის მნიშვნელოვან კომპონენტს ბავშვზე მორგებული გარემო წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სამინისტროს რამდენიმე ტერიტორიულ დანაყოფში მოქმედებს ბავშვთა ოთახები. ამ მიმართულებით, უწყება კვლავ განაგრძობს მუშაობას და სამინისტროს საშუალო ვადიან 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაში , გათვალისწინებულია ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნის კომპონენტი, რაც მოიცავს გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დანაყოფის შექმნასა და ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობას.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მართლმსაჯულების პროცესში, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლება. არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულთა სპეციფიკიდან და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლიდან მოქმედებს არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო. დამატებით, არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო 2024 წელს ამოქმედდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტშიც. ხსენებული დანაყოფები დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით მუდმივად ექვემდებარებიან კვალიფიკაციის გაზრდას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრთან ე.წ. „ბარნაჰუსთან“ (Barnahus). თბილისის ტერიტორიაზე, კანონით გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ცენტრში ტარდება. აღნიშნულ ცენტრში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩასართავი პირების დროულად მობილიზება ხდება, რაც ხელს უწყობს ბავშვთან განსახორციელებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაყოვნების გარეშე წარმართვას.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს სამინისტროს ფარგლებში არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულთა მონიტორინგს. ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში უწევენ კონსულტაციას სისხლის სამართლის საქმესა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართულ პირებს, უზრუნველყოფენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საქმიანობის კოორდინაციას, აღნიშნულ საქმეთა შესაბამის რეფერირებას და ამზადებენ თემატურ რეკომენდაციებს.
გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროს მიერ 2023 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ქალაქ რუსთავსა და ქალაქ ბათუმში დანერგილი მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთ მიზნად არასრულწლოვნის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია განისაზღვრა.
ამასთან, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ დანაშაულის ჩადენის და ბავშვთა მეთვალყურეობის გარეშე დატოვების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, უკვე როგორც დამოუკიდებელი პოლიციის დეპარტამენტები, უზრუნველყოფენ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
შესრულდა
148.174
გააუმჯობესეთ ძალისხმევა დედათა სიკვდილიანობის, ჩვილთა სიკვდილიანობისა და მკვდრადშობადობის შესამცირებლად (შრი ლანკა);
იხილეთ პასუხი 148.172 და 148.173 რეკომენდაციების შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.175
განავითარეთ და შეასრულეთ სრულყოფილი საგანმანათლებლო სილაბუსი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, იუნესკოს სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების შესაბამისად (ურუგვაი);
სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამჭოლად ისწავლება სხვადასხვა დისციპლინებში. დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაემატა სხეულის აგებულებასთან, ძალადობის ამოცნობასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტი ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემის სწავლებას. გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის პერიოდში, რათა მათ მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულების, ფუნქციონირების, ჰიგიენის და ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ. სქესობრივი აღზრდა გულისხმობს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც მოიცავს:
ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულებასა და ფუნქციებს;
რეპროდუქციული ჯანმრთელობას (ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული რისკები; ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; ნაყოფის განვითარების შეწყვეტის შედეგები; არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებები; რესპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა).
2021 წ. განხორციელდა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) „ტექნიკური“ სტანდარტის ადაპტირება. სტანდარტი შედგება რვა ძირითადი თემისგან:
აღნიშნულ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავდა და ონლაინ პლატფორმაზე, https://edx.emis.ge/, განთავსდა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების საკითხების სწავლებასთან დაკავშირებული ონლაინ ტრენინგმოდული. მოდულში განხულულია სტანდარტის შესაბამისი თემები:
ურთიერთობები;
ღირებულებები, უფლებები, კულტურა და სექსუალობა;
სქესის გაცნობიერება;
ძალადობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ჯანმრთელობისა და კეთიდღეობისათვის საჭირო უნარები;
ადამიანის ორგანიზმი და მისი განვითარება;
სექსუალობა და სექსუალური ქცევა;
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
შესრულდა
148.176
გააძლიერეთ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის შესრულება, დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების მიმართულებით (ეთიოპია);
2017 წლის 6 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა, შემდეგ დამტკიცდა 2020-2024 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება ყოველწლიურად და მზადდება მონიტორინგის ანგარიშები.
შესრულდა
148.177
უზრუნველყავით სექსუალურ და რეპროდქციულ უფლებებსა და ჯანდაცვაზე ქალთა და გოგონათა წვდომა, განსაკუთრებით კი სრულყოფილ განათლებაზე წვდომა და ებრძოლეთ ბავშვთა და იძულებით ქორწინებებს (საფრანგეთი);
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქალი ბენეფიციარებისთვის ეროვნული სკრინინგ ცენტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა უფასო სამედიცინო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, ბენეფიციარები მონაწილეობას იღებენ ბავშვობის ასაკში იძულებით ქორწინების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებში.
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით განსაზღვრული რეფერირების პროცედურების აღსრულების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა პრაქტიკული სახელმძღვანელო (SOP) სკოლებისათვის „ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების მართვის შესახებ“. სახელმძღვანელოში განხილულია პრაქტიკული საკითხები ქორწინების რისკის დროული ამოცნობის, პირველი კომუნიკაციის, შემთხვევის აღწერისა და შემდგომი ინტერვენციების შსახებ, ასევე სახელმძღვანელო მითითებები რეფერირების პროცედურების თაობაზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია სკოლის ყველა თანამშრომლისთვის.ასევე, სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამჭოლად ისწავლება სხვადასხვა დისციპლინებში. დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაემატა სხეულის აგებულებასთან, ძალადობის ამოცნობასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტი ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემის სწავლებას. გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის პერიოდში, რათა მათ მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულების, ფუნქციონირების, ჰიგიენის და ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ. სქესობრივი აღზრდა გულისხმობს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც მოიცავს:
1. ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულებასა და ფუნქციებს;
2. რეპროდუქციული ჯანმრთელობას (ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული რისკები; ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; ნაყოფის განვითარების შეწყვეტის შედეგები; არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებები; რესპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა).
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით სისტემატურად ატარებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, მშობლებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება; ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, ადრეული ქორწინება, გენდერული დისკრიმინაცია, და სხვა.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ და მის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UN WOMEN-ის ერთობლივ თანამშრომლობით შემუშავდა ტრენინგ მოდული ,,გენდერული მეინტრიმინგი განათლებაში : ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“, ტრენინგმოდული ,,გენდერული მეინტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“ მოიცავს გენდერის საკითხებს: ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას, დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, ხელფასის ჭრილში და სხვ. გოგონათა დისკრიმინაციის შესახებ თანამედროვე მეცნიერთა კვლევებს, სტერეოტიპების, სტიგმებისა და წინანასწარ შექმნილი შეხედულებების ზეგავლენის ქეისებს სათანადო განხილვებით, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრაქტიკის განხილვას, სალონური ბულინგის მახასიათებლების გაცნობას, მემკვიდრეობაზე დისკრიმინაციას, არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევების განხილვას, 18 წლამდე ბავშვთა ქორწინებას, ადამინიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი), ფემიციდს, ქალთა მიმართ საერთაშორისო ინსტრუმენტების გაცნობას, საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტრუმენტების გაცნობას.
ტრენინგმოდული განსაზღვრულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ყველა საგნის მასწავლებლისთვის. სულ 2022-23 წელს გადამზადდა 1231 მასწავლებელი.
2. ტრენინგმოდულში "ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევა, INSPAIR სტრატეგიები" განხილულია ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგები, ასევე, ოჯახის გადაწყვეტილებით ბავშვის ქორწინება, როგორც გენდერული დისკრიმინაციის გამოვლენა და ძალადობა ბავშვის მიმართ, ქორწინებასთნ დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა.
2022 წელს დაესწრო 249 მასწავლებელი.
2023 წელს დაესწრო 364 მასწავლებელი.
3. ტრენინგმოდული "სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები მასწავლებლებისთვის" მოიცავს ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგებს ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და უფლებების თვალსაზრისით. ადამიანის უფლებები განხილულია სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ჭრილში. აქცენტი კეთდება თანასწორობაზე ნებისმიერ ურთიერთობებში.
2023 წელს Edx პლატფორმაზე ტრენინგი გაირა 25 სხვადასხვა საგნის მასწავლებელმა.
4. ტრენინგმოდულში: „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ განხილულია ადრეულ ასაკში ქორწინების არსი, მიზეზები, შედეგები. გამახვილებულია ყურადღება მოზარდის იძულებაზე, მის უფლებებზე.
2023 წელს Open Edx პლატფორმაზე ტრენინგი გაირა 13320-მა მასწავლებელმა.
გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ყოვლეწლიურად უერთდება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან გლობალურ კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთი წელია აღინიშნება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საბჭომ დიდი მასშტაბის ღონისძიებები განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ცალკეულ საკითხებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები, ნაადრევი ქორწინება. ამავე რ კამპანიის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს მიერ განხორციელებული ზოგიერთი აქტივობა მოიცავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხების გარშემო, კერძოდ - შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან Mercy Corps-თან ერთად პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბავშვთა ქორწინებისა და კიბერბულინგის შესახებ; თელავის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა ბავშვთა ქორწინების შესახებ. საბჭოსთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ Mercy Corps-ისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
2023 წლის 3 ივლისს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო აქტიურად ჩაერთო ბავშვთა ქორწინების პრევენციის სამუშაო ჯგუფში, რომელსაც ორგანიზებას უწევდა UNFPA. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო/ დონორი ორგანიზაციები. ჯგუფმა მუშაობა 2024 წელსაც განაგძო.
2023 წლის 19-20 ნოემბერს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ინიციატივითა და სახალხო დამცველის ოფისის ჩართულობით გასვლითი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიებაზე მსჯელობა წარიმართა გენდერული თანასწორობის საკითხებზე შემუშავებული სახალხო დამცველის ანგარიშებისა და რეკომენდაციების თაობაზე, მათ შორის გაზიარდა ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის კუთხით არსებული გამოწვევები.
საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების პროცესში ბავშვის უფლებების დაცვა, მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირება და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 1501 მუხლებით (სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ქორწინების იძულება) გამოძიებადაწყებულ საქმეებს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი პერიოდულად ააანალიზებს აღნიშნულ დანაშაულებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ეფექტიანობას.
2021 წლიდან, საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე დანერგილ სპეციალიზაციის ტრენინგ მოდულსა და სახელმძღვანელო მითითებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებს, ასევე ბავშვებთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების თავისებურებებს.
2023 წელს, ადრეული ქორწინების საქმეებზე ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის განხორციელების მიზნით, პროკურორებისათვის შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) გათვალისწინებულ დანაშაულზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ”.
2021-2024 წლებში, ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში, ადრეული ქორწინების და ქორწინების იძულების საკითხებზე, არაერთი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა მასწავლებლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მანდატურებთან, ასევე განათლების სისტემის სხვა წარმომადგენლებთან.
2022 წლის 4 მარტიდან, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის თბილისში ამოქმედდა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი. ცენტრში მომსახურების მიღება შეუძლიათ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ იმ საგამოძიებო ორგანოებსა და პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებს, რომლებიც იძიებენ ან/და საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ და მომიჯნავე დანაშაულებზე.
2023 წლიდან, სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვანთა საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, იმართება შეხვედრები საქართველოს პროკურორატურის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებს შორის. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს პრაქტიკოსთა მიერ საკუთარი გამოცდილების, მიღწეული პროგრესის და იდენტიფიცირებული საჭიროებების გაზიარებას. შეხვედრის ფარგლებში განიხილება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მიმართ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკა, არასრულწლოვან მსხვერპლთან კომუნიკაციის სტანდარტები, საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის პროცესში მონაწილეობის საკითხები.
პროკურატურა აქტიურად იყო ჩართული „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის“ (ბარნაჰუსი) კონცეფციის შექმნისა და შესრულდა.
2022 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცდა „სპეციალური ოპერაციული პროცედურები“ (SOP), რომელიც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებსა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრს შორის თანამშრომლობის საკითხებს. ცენტრის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია ბავშვთან ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება, გარდა იმ საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებებისა, რომლებიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ცენტრში ვერ ჩატარდება. საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე, ცენტრის ფსიქოლოგი აფასებს ბავშვის პირველად ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომლის გათვალისწინებითაც გამომძიებელი და პროკურორი ბავშვთან გეგმავს საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებას.
პროკურორებს შესაძლებლობა აქვთ, სასამართლო პროცესზე დისტანციური დაკითხვის გადაწყვეტილების მიღებისას, არასრულწლოვნის ჩართვა განახორციელონ ცენტრის ტერიტორიიდან, ბავშვისთვის ნაცნობი - ნაკლებად სტრესული გარემოდან. აღსანიშნავია, რომ ცენტრი მართლმსაჯულების განხორციელების პარალელურად, ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებითაც მუშაობს, რაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციისთვის და სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში 2021 წლიდან მოქმედებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა“. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითება შესაძლებლობას აძლევს საქართველოს პროკურატურას, გამოიყენოს უფრო მოქნილი მიდგომები საქმეებში, რომლებშიც მონაწილეობენ არასრულწლოვანი შშმ დაზარალებული, მოწმე ან/და კანონთან კონფლიქტში მყოფი შშმ ბავშვი.
სახელმძღვანელო მითითება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად განიხილავს. შესაბამისად, გამომძიებლებსა და პროკურორებს ავალებს, გამოიყენონ ასაკის შესაბამისი მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან. ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სახელმძღვანელო მითითება ითვალისწინებს თვითდაზიანების რისკის შეფასების საჭიროებას საპროცესო მოქმედების დაგეგმვისა და ჩატარებისას. ასევე, ითვალისწინებს დეტალურ ინსტრუქციებს საქმეებში ფსიქოლოგის, ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლისა და საპროცესო წარმომადგენლის ჩართვის შესახებ და სხვ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულია პროკურატურის 333 თანამშრომელი, მათ შორის 107 მენეჯერი, 188 პროკურორი, 28 გამომძიებელი და 10 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. 2021-2024 წლებში, საქართველოს პროკურატურაში არსრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, 60 სასწავლო აქტივობის ფარგლებში, 662 თანამშრომელი გადამზადდა. წლების მიხედვით, უწყებაში განხორციელდა შემდეგი სასწავლო აქტივობები:
2021 წელი
• აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 2 სპეციალიზაციის კურსი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა პროკურატურის ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების 36 პროკურორი, მენეჯერი და პროკურატურის გამომძიებელი.
• გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის (ბარნაჰუსი) გახსნამდე, ცენტრის მუშაობის სტანდარტებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის დანაშულის გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების საკითხებზე პროფესიონალების ერთთვიანი გადამზადების კურსი ჩატარდა, გადამზადდა 31 პროკურორი, მენეჯერი და პროკურატურის გამომძიებელი.
• საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის და UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია გაიმართა.
2022 წელი
• გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 4 ჯგუფის ფარგლებში 23 მსმენელისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციითა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ.
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროფესიონალებისთვის განხორციელდა სამუშაო შეხვედრების ციკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურის 190 სპეციალიზებულმა გამომძიებელმა, პროკურორმა და მენეჯერმა. შეხვედრების მიზანი პრაქტიკაში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების განხილვა იყო. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 8 შეხვედრა.
• აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ დალასში, ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ 34-ე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. აღნიშნული კონფერენციის მიზანი ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკული და უწყებათაშორისი ასპექტების განხილვა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხები იყო.
• ევროკავშირის მხარდაჭერით, შეიქმნა ტრენინგ მოდული პროკურორებისთვის დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების შესახებ. 2 ჯგუფის ფარგლებში გადამზადდა საქართველოს პროკურატურის 30 თანამშრომელი.
• გაეროს ბავშვთა ფონდსა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT) თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის საკითხებზე 8 უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის 45 თანამშრომელი.
2023 წელი
• ევროპის საბჭოს პროექტის - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში“ - ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების გამოკითხვა/დაკითხვის შესახებ. ტრენინგის შედეგად 6 პროკურორი გადამზადდა.
• გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მხარდაჭერით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისათვის ონლაინ ტრენინგი განხორციელდა დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვზე მორგებული მიდგომების შესახებ ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემაში. ტრენინგის შედეგად მოწმისა და დაზარალებულის 16 კოორდინატორი გადამზადდა.
• აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, აშშ-ში, ქალაქ დალასში, ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ყოველწლიური 35-ე კონფერენცია განხორციელდა. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე საგამოძიებო/საპროკურორო პრაქტიკის გაცნობა, მსხვერპლზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელების ინსტრუმენტებზე მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ასევე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ბავშვთან კომუნიკაციაში მყოფი პროფესიონალების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა.
• ევროპის საბჭოს პროექტის - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში“ - ფარგლებში, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების გამოკითხვის თავისებურებების შესახებ. ტრენინგის შედეგად 6 პროკურორი და 1 მენეჯერი გადამზადდა.
• ევროპის საბჭოს პროექტის - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში“ - ფარგლებში, განხორციელდა ტრენინგი ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ. ტრენინგის შედეგად 8 პროკურორი გადამზადდა.
2024 წელი
• ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მონტენეგროში გაიმართა კონფერენცია „გაერთიანება ბავშვების ეფექტური დაცვისთვის ბარნაჰუსის მოდელთან ერთად“. კონფერენციის ფარგლებში მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს ბარნაჰუსის მოდელის განვითარება, თანამშრომლობითი და მულტიუწყებრივი კოორდინაციის მნიშვნელობა, ბარნაჰუსის სერვისების საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სხვა საკითხები გააცნეს.
• ევროკავშირის ორგანიზებით, ესტონეთში აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის კონფერენცია განხორციელდა. კონფერენციის ფარგლებში, გარდამავალი და აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხები და მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობის და როლის მნიშვნელობა განიხილებოდა.
• აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, ამერიკაში არასრულწლოვანთა და საოჯახო სასამართლოების მოსამართლეთა ეროვნული საბჭოს 87-ე ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მსხვერპლთა და მოძალადეთა მხარდაჭერის სერვისები. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ არსებული სერვისები; არასრულწლოვანთა და ოჯახური დანაშაულების თავისებურებები, მსხვერპლთა და მოძალადეთა სერვისები, რეფერირების წესი და არსებული გამოწვევები.
• ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ერთობლივი პროექტის - „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ეფექტურობის გაძლიერება“ - ფარგლებში, განხორციელდა ტრენინგი ქცევითი და ფსიქოემოციური საჭიროებების მქონე მოზარდებთან მუშაობის თავისებურებების შესახებ. ორი ჯგუფის ფარგლებში, ტრენინგის შედეგად პროკურატურის 23 თანამშრომელი გადამზადდა.
• საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის მორიგი სასწავლო კურსი განხორციელდა შედეგად, პროკურატურის 22 თანამშრომელი გადამზადდა.
შესრულდა
148.178
შეიმუშავეთ და დანერგეთ სრულყოფილი სილაბუსი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, იუნესკოს სახელმძღვანელო მითითებების შესამაბისად (ისლანდია);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნული მიმართულებით მონიტორინგის პარალელურად ყოველწლიურად აწარმოებს ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას - ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“.
2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“. კამპანია ემსახურებოდა ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრას და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თემატური შეხვედრები გამართეს თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან (ჯამში, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებზე, 1000-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა ინფორმაცია).
კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ხასიათის რამდენიმე ვიდეორგოლი, რომელთა მთავარ გზავნილს წარმოადგენდა სხვადასხვა რელევანტური უწყების მხრიდან ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებასა და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ხაზგასმა. ასევე, დაიბეჭდა მიზნობრივი ბუკლეტები და პოსტერები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდათ სკოლის ადმინისტრაციულ წარმომადგენლობებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს/პირებს.
2022 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ გააგრძელა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ჩატარება. საინფორმაციო კამპანია 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან, ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან ერთად, თემატური შეხვედრები გამართეს საქართველოს შვიდ რეგიონში. შეხვედრებს 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ქორწინების დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიციისათვის შეტყობინების გზების შესახებ მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება განხორციელდა SMS სისტემის გამოყენებით (2 600 000 შეტყობინება).
2023 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და საქართველოს ოთხ რეგიონში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სექსუალური შევიწროების თემატიკაზე საინფორმაციო ბანერები ავტობუსებზე, გაჩერებებსა და თბილისის მეტროპოლიტენში განათავსა. თემატიკას მიეძღვნა რადიოგადაცემაც, რომელშიც სამინისტროს თანამშრომელმა ისაუბრა სექსუალურ შევიწროებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების სპეციფიკასა და საზოგადოების ცნობიერების მნიშვნელობაზე.
2023 წელსაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, ტრადიციად ქცეული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ჩაატარა.
კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები 1000-მდე ადამიანთან, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებთან, რეფერირების სუბიექტებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც დაფუძნებული იყო ქორწინების იძულების რეალურ ფაქტზე, დამზადდა და სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ ბრენდირებული ნივთები, კვლავ გამოცხადდა ნახატების კონკურსი, რაშიც მონაწილეობა მიიღო 30-მდე 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვმა. კამპანიის დასრულებისას, გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები.
ასევე, 2023 წლის კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მედიის წარმომადგენლებთან ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე და მორეაგირე ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება, მათი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, მსხვერპლზე ორიენტირებული კომუნიკაციის სტანდარტები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, 2023 წელს, კამპანიის ფარგლებში დაბეჭდილი საინფორმაციო პოსტერი, სადაც განმარტებულია ვინ ითვლება ბავშვად, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება დანაშაულია, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე, ჩამოთვლილი არიან ის სახელმწიფო უწყებები, ვისაც რეაგირების ვალდებულება გააჩნიათ. პოსტერში ადრეულ ასაკში სავარაუდო ქორწინების/ქორწინების იძულების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მითითებულია პოლიციაში მომართვის გზებზეც. განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, პოსტერები განთავსდა საქართველოს ყველა სკოლაში, ჯამში 2302 სკოლა (216 კერძო და 2086 საჯარო).
ამავე წელს, პოლიციის ფაილების სერია მომზადდა ქორწინების იძულების სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიაში ჰქონდა 238 000 ნახვა. აღნიშნული სერია, ასევე, ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
2000000 აბონენტს მოკლეტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებრივი ხასიათისა და პოლიციისადმი მომართვის გზების შესახებ.
2024 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სიმბოლურად, ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს დაიწყო ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების მიზნით, ტრადიციად ქცეული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“.
კამპანიის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად - გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1100-ზე მეტ მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო განათლების 100-მდე პედაგოგთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სერვის ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით დამზადებული 130 საინფორმაციო პოსტერი განთავსდა, რომელშიც განმარტებულია ვინ ითვლება ბავშვად, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება დანაშაულია, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე, ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც რეაგირების ვალდებულება გააჩნიათ. პოსტერში მითითებულია ინფორმაცია, ადრეულ ასაკში სავარაუდო ქორწინების/ქორწინების იძულების ფაქტის ფლობის შემთხვევაში, მომართვის გზებზეც.
ასევე, 4 500 000 მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა 2 000 000-ზე მეტ აბონენტს ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებრივ ხასიათსა და პოლიციისადმი მომართვის გზებზე.
კამპანიის ფარგლებში, ასევე, პოლიციის ფაილების მე-8 სეზონზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნაჩვენები იქნა სერია, რომელიც დაფუძნებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების და შემდგომ მის მიმართ განხორციელებული ფემიციდის შემთხვევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის კამპანიის ფარგლებში, ჩატარდა ესეების კონკურსი და 90-მდე მონაწილიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. თელავის, ამბროლაურის და ქუთაისის სკოლის 3 მოსწავლე, პრიზებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ მათივე სკოლებში.
არასრულწლოვნის უფლებებზე და მოვალეობებზე ყურადღების გამახვილება, უფლებების და მოვალეობების ცოდნა მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სწორად განხორციელებისთვის. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლიდან დაიწყო კამპანია „ემეგობრე პოლიციას“. კამპანიის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და უწყების სხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონებში ათასობით სკოლის მოსწავლესთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები გამართეს. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის საკითხები, არასრულწლოვანთა მიმართ ონლაინსივრცეში ჩადენილი დანაშაულები, ამ დანაშაულების პრევენციისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები; საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა ანაკლიის, რაჭის ახალგაზრდულ ბანაკებში.
2024 წელს, სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ, ექსპერტთა ჩართულობით და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, შექმნა დანაშაულის პრევენციის ონლაინ კურსი სკოლის მასწავლებლებისთვის და პერსონალისთვის. კურსის გავლის შედეგად, რომლის პილოტირება 2025 წელს დაიწყება, საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს და პერსონალს ექნებათ მეტი უნარი და შესაძლებლობა, დროულად მოახდინონ არასრულწლოვნებში კანონსაწინააღმდეგო და რთული ქცევის ამოცნობა, რათა მსგავს შემთხვევებზე, სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ჩართულობით, დროულად მოხდეს ეფექტიანი რეაგირება. კურსის პროგრამა, სხვადასხვა თემატიკასთან ერთად, მოიცავს მოდულებს „გენდერული საკითხები და გენდერული თანასწორობა“ და „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა“.
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით განსაზღვრული რეფერირების პროცედურების აღსრულების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა პრაქტიკული სახელმძღვანელო (SOP) სკოლებისათვის „ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების მართვის შესახებ“. სახელმძღვანელოში განხილულია პრაქტიკული საკითხები ქორწინების რისკის დროული ამოცნობის, პირველი კომუნიკაციის, შემთხვევის აღწერისა და შემდგომი ინტერვენციების შსახებ, ასევე სახელმძღვანელო მითითებები რეფერირების პროცედურების თაობაზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია სკოლის ყველა თანამშრომლისთვის.ასევე, სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამჭოლად ისწავლება სხვადასხვა დისციპლინებში. დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაემატა სხეულის აგებულებასთან, ძალადობის ამოცნობასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტი ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემის სწავლებას. გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის პერიოდში, რათა მათ მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულების, ფუნქციონირების, ჰიგიენის და ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ. სქესობრივი აღზრდა გულისხმობს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც მოიცავს:
ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულებასა და ფუნქციებს;
რეპროდუქციული ჯანმრთელობას (ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული რისკები; ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; ნაყოფის განვითარების შეწყვეტის შედეგები; არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებები; რესპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა).
სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამჭოლად ისწავლება სხვადასხვა დისციპლინებში. დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაემატა სხეულის აგებულებასთან, ძალადობის ამოცნობასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
2021 წ. განხორციელდა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) „ტექნიკური“ სტანდარტის ადაპტირება. სტანდარტი შედგება რვა ძირითადი თემისგან:
აღნიშნულ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავდა და ონლაინ პლატფორმაზე, https://edx.emis.ge/, განთავსდა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების საკითხების სწავლებასთან დაკავშირებული ონლაინ ტრენინგმოდული. მოდულში განხულულია სტანდარტის შესაბამისი თემები:
ურთიერთობები;
ღირებულებები, უფლებები, კულტურა და სექსუალობა;
სქესის გაცნობიერება;
ძალადობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ჯანმრთელობისა და კეთიდღეობისათვის საჭირო უნარები;
ადამიანის ორგანიზმი და მისი განვითარება;
სექსუალობა და სექსუალური ქცევა;
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
შესრულდა
148.179
შეიმუშავეთ და დანერგეთ სრულყოფილი საგანმანათლებლო გეგმა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მოზარდთა და ზრდასრულთათვის, მათ შორის, ოჯახის დაგეგმარებასა და კონტრაცეფციულ მეთოდებზე, იუნესკოს სახელმძღვანელო მითითებებისა და სტანდარტების შესაბამისად (მექსიკა);
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით განსაზღვრული რეფერირების პროცედურების აღსრულების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა პრაქტიკული სახელმძღვანელო (SOP) სკოლებისათვის „ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების მართვის შესახებ“. სახელმძღვანელოში განხილულია პრაქტიკული საკითხები ქორწინების რისკის დროული ამოცნობის, პირველი კომუნიკაციის, შემთხვევის აღწერისა და შემდგომი ინტერვენციების შსახებ, ასევე სახელმძღვანელო მითითებები რეფერირების პროცედურების თაობაზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია სკოლის ყველა თანამშრომლისთვის.ასევე, სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამჭოლად ისწავლება სხვადასხვა დისციპლინებში. დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაემატა სხეულის აგებულებასთან, ძალადობის ამოცნობასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტი ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემის სწავლებას. გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის პერიოდში, რათა მათ მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულების, ფუნქციონირების, ჰიგიენის და ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ. სქესობრივი აღზრდა გულისხმობს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც მოიცავს:
1. ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულებასა და ფუნქციებს;
2. რეპროდუქციული ჯანმრთელობას (ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული რისკები; ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; ნაყოფის განვითარების შეწყვეტის შედეგები; არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებები; რესპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა).
სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამჭოლად ისწავლება სხვადასხვა დისციპლინებში. დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაემატა სხეულის აგებულებასთან, ძალადობის ამოცნობასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტი ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემის სწავლებას. გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის პერიოდში, რათა მათ მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულების, ფუნქციონირების, ჰიგიენის და ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ.
2021 წ. განხორციელდა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) „ტექნიკური“ სტანდარტის ადაპტირება. სტანდარტი შედგება რვა ძირითადი თემისგან:
აღნიშნულ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავდა და ონლაინ პლატფორმაზე, https://edx.emis.ge/, განთავსდა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების საკითხების სწავლებასთან დაკავშირებული ონლაინ ტრენინგმოდული. მოდულში განხულულია სტანდარტის შესაბამისი თემები:
ურთიერთობები;
ღირებულებები, უფლებები, კულტურა და სექსუალობა;
სქესის გაცნობიერება;
ძალადობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ჯანმრთელობისა და კეთიდღეობისათვის საჭირო უნარები;
ადამიანის ორგანიზმი და მისი განვითარება;
სექსუალობა და სექსუალური ქცევა;
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
შესრულდა
148.180
შეასრულეთ მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის ნაირობის სამიტზე მიღებული ვალდებულება საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის ფარგლებში საბაზისო სარგებლის პაკეტში კონტრაცეფტივების შეყვანის თაობაზე (პანამა);
იხილეთ პასუხი 148.172 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.181
განახორციელეთ შემდგომი ღონისძიებები განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად და სკოლებში დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად (კორეის რესპუბლიკა);
დღესდღეობით, საჯარო საბავშვო ბაღების მომსახურებას იღებს 2-6 წლის ბავშვების 71%. საჯარო საბავშვო ბაღების სრული დღის მომსახურება კვების ჩათვლით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული ზოგადი განათლება უფასოა.
ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარეობს დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების მოდელებზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირეკომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის.
2023 წელს გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან, დაკავშირებული მოთხოვნები.
2021-2022 სასწავლო წელს სასწავლო პროცესში ჩართული იყო 2309 სკოლა და 609100 მოსწავლე, 2022-2023 სასწავლო წელს 2308 სკოლის 624500 მოსწავლე, 2023-2024 სასწავლო წელს 2302 სკოლის 633300 მოსწავლე და 2024-2025 სასწავლო წელს კი 2296 სკოლის 634300 მოსწავლე. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/59/zogadi-ganatleba
სამინისტროს მიერ ხორციელდება შემდეგი პროგრამები განათლების ხელმისაწვდომობის და ხელშეწყობის მიზნით:
პროგრამის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ყოველწლიურად პორტაბელური კომპიუტერები (ბუკი) გადაეცემათ საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს. ასევე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცემათ საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულ წარჩინებულ მოსწავლეებს.
მიუსაფარი ბავშვებისთვის დამატებით ხორციელდება სერვისი ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ ფარგლებში, რომელშიც 2021 წელს ჩაერთო 135, 2022 წელს 115, 2023 წელს 123 და 2024 წელს კი 130-მდე ბავშვი (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი). 30-მდე მათგანი ჩაირიცხა სკოლაში, 300-მდე ბენეფიციარი მომზადდა პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვისთვის და დანარჩენებთან ჩატარდა მუშაობა სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციისა და სკოლებში სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით.
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის და/ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე (ასევე შსს მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსებულ არასრულწლოვანთა) ზოგადი განათლების ხელშეწყობა. კერძოდ, ქართულ ენის სწავლება იმ დონეზე, რომ ბენეფიციარებმა შეძლონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შეუფერხებლად გაგრძელება. კოვიდ-პანდემიის პერიოდში მიღებული გამოცდილებით კურსის შეთავაზება გაგრძელდა როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურად.
მოსწავლეთა სამიზნე ჯგუფისთვის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა“.
2024-2025 სასწავლო წლიდან 20-მდე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საშუალო საფეხურზე დაიწყო ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
ბავშვთა და ადამიანთა უფლებები, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები ასახულია სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის შემდეგ ტრენინგმოდულებში, რომლებსაც დაესწრო შემდეგი რაოდენობის მონაწილე:
„დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები” (ონლაინ ფორმატი)-2021 წელი - 689 მსმენელი.
სატრენინგო მოდული: „ზოგადი კურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის“2021 წელი - 65 მონაწილე.
სატრენინგო მოდული: „მშვიდობის სწავლება - სამშვიდობო პროცესები“
2021 წელი- 521 მსმენელი;
2022 წელი-102 მსმენელი;
2023 წელს გადამზადებულია 276 მსმენელი.
ტრენინგმოდული: "ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევა, INSPAIR სტრატეგიები"
2022 წელი-249 მასწავლებელი;
2023 წელი- 364 მასწავლებელი.
ტრენინგმოდული: „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ -2023 წელს Open Edx პლატფორმაზე ტრენინგი გაირა 13320-მა მასწავლებელმა.
ტრენინგმოდული "დისკრიმინაცია, რასიზმი, თანამედროვე გამოწვევები და მიდგომები განათლებაში” 2022 წელი - 26 მასწავლებელი
პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წელს განახლდა პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები. განახლებული სტანდარტების შესაბამისად კი ხელი ეწყობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებას. ამასთანავე, შემუშავდა კვალიფიკაციების განვითარების ახალი მეთოდოლოგია, რომლის შესაბამისადაც მიმდინარეობს კვალიფიკაციების შემუშავება/განახლება. ახალი მიდგომა ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობას და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციების შემუშავებას.
2023 წელს ცვლილება განხორციელდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც საფუძველს ქმნის სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის ასამოქმედებლად.
ცვლილებას საფუძვლად დაედო ნორვეგიის სპეციალური ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის მოდელი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების გაძლიერებას.
შესრულდა
148.182
გააფართოვეთ ზომები ყველა ბავშვისათვის განათლებაზე წვდომის გასაუმჯობესებლად და გაზარდეთ მოწყვლადი ჯგუფებიდან ბავშვთა ჩარიცხვის მაჩვენებელი, მათ შორის, გოგოებთან მიმართებით (ბანგლადეში);
2024 წელს ქალთა დაწესებულებაში არასრულწლოვანი გოგონებისთვის ცალკე ფლიგელი გაიხსნა, სადაც საცხოვრებლის გარდა გოგონები სარგებლობენ საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო და სპორტული სივრცეებით.
ყველა არასრულწლოვანი ბრალდებული-მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია ზოგადი განათლება, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ციფრული უნივერსიტეტი.
პენიტენციურ დაწესებულებებში „ციფრული უნივერსიტეტი“ 2022 წლიდან ამოქმედდა.
პროექტი უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას მსჯავრდებულთათვის და შესაძლებლობას აძლევს მათ, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
ასევე ციფრული უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტი მსჯავრდებულებისთვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიწოდება მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით.
ციფრული ფორმით სწავლება ამ ეტაპზე დანერგილია N1, N2, N5, N11 N8 და N16 პენიტენციურ დაწესებულებაში. ციფრული უნივერსიტეტი ეტაპობრივად დაინერგება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.
„ციფრული უნივერსიტეტის“ წარმატება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პენიტენციური სისტემის კიდევ ერთი აღიარებაა, ქართული ინოვაცია „ციფრული უნივერსიტეტი“ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (EuroPris) 2024 წელს 27 პროექტიდან 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა.
ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ბავშვებს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს) მისცემს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას; ინკლუზიურ განათლებაზე, სკოლამდელ სერვისებზე თანაბარ და საყოველთაო მისაწვდომობის უზრუნველყოფას.
2023 წლის 5 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში, შეიქმნა ინკლუზიური განათლების საკითხებზე თემატური სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის ფაარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები და მათი გადაჭრისათვის საჭირო ღონისძიებები, რომელთა განხორციელება სამუშაო ჯგუფის პრიორიტეტებად ჩამოყალიბდა.
სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2030 წლამდე გარდამავალ პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის წარმართვა, რომელსაც უზრუნველყოფს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 2025 წელს დაიწყება 125-მდე ბაღის ავტორიზაციის პროცესი,
საანგარიშო პერიოდში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან, დაკავშირებული მოთხოვნები. მიმდინარეობს განახლებული სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა მეთოდოლოგიური რესურსების განვითარებითა და ექსპერტული მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვების სათანადოდ მომზადებას სკოლისთვის და ყველასათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას ზოგადი განათლების მისაღებად.
სასკოლო მზაობის პროგრამა ხორციელდება ყველა საბავშვო ბაღში. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით, მიმდინარე სასწავლო წელს დაემატა 150 სასკოლო მზაობის ჯგუფი სკოლის შენობაში. იმისათვის, რომ სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი კომპონენტია დივერსიფიცირებული მომსახურებების განვითარებაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სტანდარტული, დომინანტური მომსახურებისგან განსხვავებული ფორმების შეთავაზებას საბავშვო ბაღების მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის, რომლებიც გეოგრაფიული თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით ვერ ერთვებიან საგანმანათლებლო პროცესებში. ალტერნატიული მოდელები უკვე დაპილოტდა 2023-2024 სასწავლო წელს ონისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე ოჯახურ გარემოში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის.
მომზადებულია სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაციის კონცეფცია. და მიმდინარეობს მუშაობა 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის წარსადგენად.
ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობს ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი. ბილინგვური განათლება ამ ეტაპზე ინერგება დაწყებით საფეხურზე, ხუთ საგანში: II-IV კლასებში - მათემატიკასა და სახვით ხელოვნებაში; III-IV კლასებში - ბუნებისმეტყველებასა და "მე და საზოგადოებაში", ხოლო V-VI კლასებში - „ჩვენს საქართველოში“.
ამასთან, მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელოები და სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები. პროგრამა ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ადგილობრივი კადრების, მათ შორის ახალგაზრდების, გაძლიერებას. 2023-2024 სასწავლო წლისათვის პროგრამა ხორციელდება 184 (63%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში/სექტორზე. მიმდინარეობს სამუშაოები ყველა არაქართულენოვანი სკოლის/სექტორის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის მიზნით. არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით უზრუნველყოფილია სისტემაში ყველა საგნის გამოცდა - მათ შორის, 2022 წელს მომზადდა და დაინერგა გამოცდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო დაწყებითი კლასების I-IV კლასების კომბინირებული და სპეცმასწავლებლების გამოცდა უზრუნველყოფილი იქნება 2025 წლიდან.
საერთაშორისო დაცვის მქონე (საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ან ლტოლვილის სტატუსის მქონე) ბავშვებისთვის შეთავაზებულია ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი. პროგრამას ახორციელებენ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 და სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლები. მიგრაციის დეპარტამენტში განთავსებულ ბავშვებს კი ემსახურება სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა.
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიუსაფარ ბავშვთა ყველა (5) დღის ცენტრსა და კრიზისულ თავშესაფარში, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების (120-მდე ბავშვი) განათლებისა და სოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, სასიცოცხლო უნარების განვითარებას, კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ ორიენტაციას.
სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში, გაგრძელდა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამების განხორციელება: 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის მტკიცებულებითი მეთოდის (EU დიAP Unplugged Program) გამოყენებით და 13 წელს ზემოთ ასაკის მოსწავლეთათვის.
გრძელდება სასკოლო მედიაციის პროგრამის განხორციელება, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებში გრძელდება სარისკო ქცევის პრევენციის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა მოსწავლეებისთვის და ცხოვრებისეული უნარების განვითარების პროგრამა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შემუშავდა:
ნიჭიერ მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები - მასწავლებლის გზამკვლევი;
ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი გონებრივი განვითარების დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის;
სენსორული სასწავლო გეგმა უმძიმესი და მრავლობითი გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის;
გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის;
ორიენტაცია და მობილობა.
2024 წელს დამტკიცდა ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი ინდივიდის მხარდაჭერას განათლებასთან, ტრენინგებსა და დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათთვის კურსების, პროფესიების, კარიერული განვითარებისა და შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, უნდა აღინიშნოს რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის, შშმ/სსსმ პირებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის პერიოდულად ხორციელდება მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიები. ამასთან, პროფესიული განათლების სისტემაში დანერგილია სკოლის მოსწავლეების პროფესიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული კურსები, რომელიც გულისხმობს პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით მე-8-12 კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო და სასერტიფიკატო კურსების შეთავაზებას. კურსების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯონ საკუთარი ძალები და მიიღონ გააზრებული და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილება.
ამასთანავე, ქალთა ჩართულობა პროფესიულ განათლებაში ბოლო წლებში (2021-2023) მერყეობს 47-50 %-ებს შორის.
ინკლუზიური განათლება ხორციელდება საქართველოს ყველა სკოლაში, 2024 წლის მდგომარეობით საჯარო სკოლებში ირიცხება 13 055 სსსმ მოსწავლე და დასაქმებულია 2 403 სპეციალური მასწავლებელი. სსსმ მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური მასწავლებლის, ფსიქოლოგის, მეტყველების სპეციალისტის, ჟესტური ენის სპეციალისტის/თარჯიმნის, მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტის, ოკუპაციური თერაპევტის, ინდივიდუალური ასისტენტის მომსახურება, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და დამხმარე რესურსები.სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპად 2019 წლიდან განსაზღვრა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაცია. სასწავლო წლის დაწყებამდე დაახლოებით 6 თვით ადრე, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის მიერ წინასწარ ხდება დარეგისტრირებული მომავალი პირველკლასელების შეფასება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირება, რაც სკოლას საშუალებას აძლევს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლის საჭიროებებზე და უზრუნველყოს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესი.
2024 წლიდან, ინკლუზიური განათლების რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახურმა ოფიციალურად დაიწყო ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების განხორციელება.
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მოდელი, იზიარებს განათლების სისტემის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ორიენტირებულია პოლიტიკისა და ოპერაციული დონის ერთმანეთისგან გამიჯვნაზე და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი უფრო დეცენტრალიზებული ოპერაციული ერთეულის/ების განვითარებაზე.
შესაბამისად, მანდატურის სამსახურში გაერთიანდა საქართველოს განათლების სისტემის სხვადასხვა მიმართულება და არსებული ინკლუზიური განათლების მომსახურებები, შშმ და სსსმ მოსწავლეთა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა: ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; სენსორული სასწავლო გეგმა სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; ჟესტური ენის სტანდარტი სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის.
ჩატარდა სკოლის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და კონსულტირებები მასწავლებლებისთვის.
სწავლისა თუ ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლეთა, ასევე აკადემიური წინსვლისა თუ სოციალიზაციის პროცესების მხარდაჭერის, სკოლისა და მოსწავლის წარმომადგენელთა თანამშრომლობითი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობდა ინდივიდუალური კონსულტირების სერვისი. სწავლა-სწავლების, ქცევითი, ემოციური, კოგნიტური და აკადემიური უნარების, მეტყველებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობდა საგანმანათლებლო ვებინარები/შეხვედრები სსსმ/შშმ პირების მშობლებთან.
შექმნილია განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირების მექანიზმი. მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით, შეიქმნა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, რომელთაც აქვთ ღრმა აკადემიური ჩამორჩენა.
საქართველოს პარლამენტმა ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შესახებ რამდენიმე კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც მიმართულია ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენ. მათ შორის აღსანიშნავია:
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა მუხლი, რომლიც ავალდებულებს კერძო სკოლას, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს მისცეს მიმდინარე სემესტრის დასრულების შესაძლებლობა და მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს მხოლოდ ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე, სტატუს შეჩერებული მოსწავლისთვის მობილობით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომლებმაც ისწავლეს და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში მოქმედ სენსორული დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან და დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ.
შესრულდა
148.183
მიიღეთ ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ეთნიკური უმცირესობის ბავშვთათვის სკოლაში ჩარიცხულთა მაჩვენებლის მოსამატებლად (კვიპროსი);
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და ზოგადი განათლების მიღების პროცედურები მოწესრიგებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებითა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/ნ ბრძანებით. აღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები არ ითვალისწინებს სკოლაში მეცხრე კლასის შემდეგ სწავლის გაგრძელებისთვის მოქალაქეობის მოთხოვნას.
ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღნიშნული პროცესის მთავარი ქვაკუთხედი სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლებაა. ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობს ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი.
პროგრამის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
2024 წელს, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დასრულებულია 1 ახალი სრულად ადაპტირებული სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს და 2025 წელს გაგრძელდება 43 სკოლის სამშენებლო პროცესი
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ეუფლებიან სახელმწიფო ენას სკოლის დაქვემდებარებაში არსებულ 12 რეგიონულ სასწავლო ცენტრის, მობილური ჯგუფების მეშვეობითა და დისტანციური სწავლების ფორმატში. ასევე, 2022 წლიდან 2024 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში მცხოვრებმა უკრაინის 1,306-მა მოქალაქემ (2022 წელი - 183, 2023 წელი - 788, 2024 წელი - 335) გაიარა ქართული ენის შემსწავლელი სხვადასხვა კურსი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მიუსაფარი ბავშვები, ბოშები, რეპატრიანტი და საქართველოს მოქალაქეობის სტატუსის არმქონე მესხები, შშმ და სსსმ ბავშვები/ახალგაზრდები, მოსწავლეები და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები/მოსწავლეები.
2024 წლიდან, ინკლუზიური განათლების რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახურმა ოფიციალურად დაიწყო ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების განხორციელება. მასში გაერთიანდა საქართველოს განათლების სისტემის სხვადასხვა მიმართულება და არსებული ინკლუზიური განათლების მომსახურებები, შშმ და სსსმ მოსწავლეთა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა: ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; სენსორული სასწავლო გეგმა სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; ჟესტური ენის სტანდარტი სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის.
ჩატარდა სკოლის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და კონსულტირებები მასწავლებლებისთვის.
სწავლისა თუ ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლეთა, ასევე აკადემიური წინსვლისა თუ სოციალიზაციის პროცესების მხარდაჭერის, სკოლისა და მოსწავლის წარმომადგენელთა თანამშრომლობითი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობდა ინდივიდუალური კონსულტირების სერვისი. სწავლა-სწავლების, ქცევითი, ემოციური, კოგნიტური და აკადემიური უნარების, მეტყველებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობდა საგანმანათლებლო ვებინარები/შეხვედრები სსსმ/შშმ პირების მშობლებთან.
შექმნილია განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირების მექანიზმი. მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით, შეიქმნა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, რომელთაც აქვთ ღრმა აკადემიური ჩამორჩენა.
სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად ეტაპობრივად შემუშავდა და დაინერგა სხვადასხვა ტიპის სერვისი, როგორიცაა: ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, სასწავლო პროცესის ასისტენტის, ინდივიდუალური ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტის მომსახურება, ადაპტირებული სასწავლო მასალა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ტრანსპორტირება და სხვა.
2022 წლიდან დაიწყო საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების სკოლებში სპეციალური მასწავლებლების საკადრო დეფიციტის შევსება.
„განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ პროგრამა 2009 წლიდან მუშაობს ბოშა მოზარდებთან, წლების განმავლობაში არაერთმა ბოშა მოსწავლემ დაამთავრა საბაზო და საშუალო საფეხური, არაერთმა ბოშა ახალგაზრდამ ჩააბარა პროფესიულ სასწავლებელში პროფესიის დაუფლების მიზნით. ასევე გვაქვს შემთხვევაც, როცა ბოშა გოგონამ, საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ, ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელშიც. სწორედ მისი ქეისის საფუძველზე, შევიდა ცვლილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტთა დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში და საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №324 დადგენილების ფარგლებში, სოციალური პროგრამით დაფინანსდებიან 2 ბოშა ახალგაზრდაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ისწავლიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2021-2024 წლებში არაქართულენოვანი შერჩევის საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა 1000-მდე პირი.
უსინათლო მოსწავლეების/სტუდენტების განათლების მისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია „მარიანის“ მიერ 2022 წელს შეიქმნა ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა.
სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საგანმანათლებლო შენობების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული პრიორიტეტების გათვალისწინებით. მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის N732 დადგენილებით დამტკიცებული „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია და ახალის მშენებლობა ხორციელდება აღნიშნული რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით. შედეგად ახალაშენებული საგანმანათლებლო დაწესებულებები (სკოლები, კოლეჯები) სრულად ადაპტირებულია და მოწყობილია უნარშეზღუდულ პირთათვის ადაპტირებული გარემო, ხოლო ნაწილობრივ ადაპტირებულ სკოლებთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ, თუ ადაპტირებული გარემოს მოწყობამ შეიძლება გამოიწვიოს საგანმანათლებლო დაწესებულების არსებული შენობის მდგრადობისათვის საფრთხის შექმნა, აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინება ხორციელდება შეძლებისდაგვარად, შენობის ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში.
შესრულდა
148.184
უზრუნველყავით მოზარდთა და ახალგაზრდათა საჭიროებების ასახვა ეროვნულ საგანმანათლებლო სილაბუსების შემუშავებისას (ყაზახეთი);
განახლდა ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური და ადმინისტრაციული ნაწილი, რომელიც აძლიერებს სკოლის ავტონომიას შემოქმედებითი და აკადემიური თავისუფლების კუთხით; სკოლა თავად განსაზღვრავს, საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების შესაბამისად, რა რესურსით, რა სტრატეგიებითა და მეთოდებით მიაღწევს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს. სკოლის მიმართ დელეგირებული უფლებამოსილებებისა და ნდობის გაზრდის პარალელურად, მკაფიოდ განისაზღვრა, რა სახის ანგარიშვალდებულების სისტემა ყალიბდება სასკოლო საზოგადოებისა და სამინისტროს წინაშე.
საჯარო განხილვებისთვის მომზადდა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების რევიზირებული დოკუმენტი - განათლების სისტემის ყველა რგოლის ჩართულობით, განისაზღვრა ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები თითოეულ საგანში, რასაც უნდა დაეფუძნოს საგაკვეთილო სწავლება და მოსწავლის აღზრდა; სექტემბერში დაგეგმილია საჯარო განხილვები სასკოლო საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებთან.
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაყრდნობით, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის კვალდაკვალ, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების კომპლექსური შეფასების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო რესურსების განვითარების განახლებულ მექანიზმზე. მიმდინარეობს მუშაობა განახლებული საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე სახელმძღვანელოების შემუშავების და განვითარების პოლიტიკაზე, შეიქმნება ეფექტური მექანიზმი, რითიც მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უკუკავშირები იქნება გათვალისწინებული. აღნიშნული მიდგომა ასევე შეეხება ბილინგვურ, არაქართულენოვანი (აზერბაიჯანული, სომხური, და რუსული) სექტორებისთვის ნათარგმნ გრიფირებულ სახელმძღვანელოებსაც.
განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა: ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; სენსორული სასწავლო გეგმა სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; ჟესტური ენის სტანდარტი სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის. ჩატარდა სკოლის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და კონსულტირებები მასწავლებლებისთვის.
პროფესიული განათლების სტრატეგია (დამტკიცდა 2024 წელს) ითვალისწინებს ახალგაზრდებისა და მოზარდების ინტერესებს. აღნიშნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. ამასთანავე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს როგორც პროფესიასთან დაკავშირებული უნარების, ისე საკვანძო კომპეტენციების განვითარებას. ასევე, ახალგაზრდების პროფესიულ განათლებაში ჩართვის მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო ახალი მიმართულებით მუშაობა, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას საჯარო სკოლებში. აღნიშნული ინიციატივა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას და მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია.
შესრულდა
148.185
განიხილეთ სპეციალური პროგრამების დანერგვის საკითხი, რომლითაც ხელს შეუწყობთ ბოშა ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვასა და შენარჩუნებას (პერუ);
2023-2024 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში 336 ბოშა მოსწავლე
დარეგისტრირდა. 53 ბოშა მოსწავლემ დაასრულა მე-9 კლასი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი; 4 ბოშა ჩაირიცხა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
„ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბოშა ბავშვებსა და მათ ოჯახებთან, რათა ქართველ თანატოლებთან ერთად ბავშვები ჩართონ სხვადასხვა არაფორმალურ საგანმანათლებლო
აქტივობებში.
2022 წელს ერთმა ბოშა ახალგაზრდამ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. უმაღლესი განათლების შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტრო აფინანსებს ბოშა სტუდენტების სწავლას ბაკალავრიატის ეტაპზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მიუსაფარი ბავშვები, ბოშები, რეპატრიანტი და საქართველოს მოქალაქეობის სტატუსის არმქონე მესხები, შშმ და სსსმ ბავშვები/ახალგაზრდები, მოსწავლეები და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები/მოსწავლეები.
პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს დაფინანსებით სკოლებში ყოველწლიურად ხორციელდება 15-20 პროექტი, რომლის ფარგლებში ხორციელდება მათი თანატოლების რეკრუტირება საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლის, განსხვავებული კულტურის მიმართ მიმღებლობის ზრდისა და ბენეფიციარებთან თანამშრომლობის მიზნით. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 10-მდე ზრდასრული ბოშა.
2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე გაჩნდა პირველი პრეცენდენტი, როცა ბოშა გოგონამ სტანდარტული წესით, სახელმწიფო ენაზე დაძლია ეროვნული გამოცდები და მოიპოვა სტუდენტის სტატუსი. ბოშა სტუდენტის სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლთა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებას:
ყოველწლიურად იზრდება ეროვნული/ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებში სახელმწიფო ენის სრულყოფილად შესწავლის სურვილი, რასაც სკოლის ბენეფიციართა მზარდი რაოდენობაც ადასტურებს. 2024 წელს სახელმწიფო ენის შემსწავლელთა რიცხვი დაგეგმილთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და შეადგინა 5525 (1000-მდე საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი, 190 რეკრუტი; 30 სასულიერო პირი და სხვა).
გაზრდილი ინტერესისა და მომართვიანობის კვალდაკვალ, სკოლამ გააფართოვა პროგრამით დაფარვის გეოგრაფიული არეალი და 2024 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა ხორციელდება პირისპირ, დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების ფორმატით, სკოლის 12 სასწავლო ცენტრში, 10 სამხედრო ბაზაზე, 5 ქალაქსა და 202 სოფელში.
ასევე, ბენეფიციართა საჭიროების გათვალისწინებით, სკოლამ 2024 წელს შეიმუშავა 4 კურსი და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ სახელმწიფო ენას დაეუფლონ სკოლაში მოქმედი 34 პროგრამის/კურსის ფარგლებში.
ზოგადი განათლების ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით ხორციელდება სპეციალური სერვისები მიზნობრივი ჯგუფებისათვის:
პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული ან მსჯავრდებული არასრულწლოვნებისთვის. მომსახურება მიეწოდება ყველა ბავშვს სპეციალურად გადამზადებული მასწავლებლების მიერ. ბრალდებულ/მსჯავრდებულ მოსწავლეებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, საჭიროების შემთხვევაში დაეწიონ ასაკის შესაბამის კლასს და ექსტერნატის წესით ჩააბარონ შესაბამისი საგნების გამოცდები, ასევე მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.
საერთაშორისო დაცვის მქონე (საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ან ლტოლვილის სტატუსის მქონე) ბავშვებისთვის შეთავაზებულია ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი. პროგრამას ახორციელებენ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 და სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლები. მიგრაციის დეპარტამენტში განთავსებულ ბავშვებს კი ემსახურება სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა.
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიუსაფარ ბავშვთა ყველა (5) დღის ცენტრსა და კრიზისულ თავშესაფარში, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების (120-მდე ბავშვი) განათლებისა და სოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, სასიცოცხლო უნარების განვითარებას, კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ ორიენტაციას.
დაიწყო პროფესიული განათლების მიმწოდებელთა ქსელის შემდგომი გაფართოება საჯარო სკოლების რესურსის გამოყენებით, როგორც ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის, ასევე პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების კუთხით. 2024 წელს, პირველად საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში დაინერგა ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტს მოიპოვებენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის (მაღალმთიანი რეგიონის სკოლადამთავრებულები, მრავალშვილიანი, ობოლი, შშმ, ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილები, მხრუნველობასმოკლებული, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლადამთავრებულები, სოციალურად დაუცველები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები) წარმომადგენლები. 2024-2025 სასწავლო წელს 1577-მა სტუდენტმა მოიპოვა გრანტი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსდა 2301 სტუდენტი.
შესრულდა
148.186
განახორციელეთ პოლიტიკა, გეგმები და პროგრამები, რათა შეიცვალოს დანერგილი სტერეოტიპები ოჯახსა და საზოგადოებაში ქალისა და კაცის როლსა და პასუხისმგებლობებზე (არგენტინა);
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს 2022-2030 წლებს. სტრატეგიაში ცალკე თავი ეთმობა გენდერულ თანასწორობას, ქალთა უფლებების დაცვას და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა სტრატეგიიდან. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტები უზრუნველყოფს ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის; ასევე, გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი სახელმწიფო მექანიზმების გაძლიერებას, მათ შორის, კოორდინაციის გაუმჯობესებით. სამოქმედო გეგმა ასევე ყურადღებას უთმობს პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას. პროფესიული განათლების საფეხურზე გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისთვის, გენდერული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვას და პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.
2022 წელს დამტკიცდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გენდერული როლების და სტერეოტიპების წინააღმდეგ შესაბამისი აქტივობების განხორციელებას. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ასევე გაითვალისწინებს აღნიშნულ პოლიტიკას.
აგრეთვე, მიმდინარეობს მუშაობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე.
ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით გადამუშავდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდა მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე. ეროვნული მიზნების დოკუმენტის შესაბამისად მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის და ყველა საგანმანათლებლო რესურსისა და მასწავლებლის მომზადების მასალების განახლება.
ეროვნული სასწავლო გეგმა, კერძოდ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჯგუფის საგნების - მე და საზოგადოება (III-IV კლასები), ჩვენი საქართველო (V-VI კლასები), მოქალაქეობა (VII-IX კლასები) - სტანდარტები ითვალისწინებენ ისეთ კომპეტენციებს (ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებებს/ღირებულებებს), რომელიც ნებისმიერი სახის ძალადობის (მათ შორის ოჯახში ძალადობის) პრევენციისკენ არის მიმართული: ტოლერანტობა, კონფლიქტის მართვა და მოგვარება, სტრესის/ემოციების მართვა, თანასწორობა, არაძალადობრიობა, ასერტულობა და სხვ. საშუალო საეფხურზე (X-XII კლასები) მოსწავლეები შეძლებენ გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი ქმედებისას უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვის უფლებების კონვენცია) გათვალისწინებას.
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით განსაზღვრული რეფერირების პროცედურების აღსრულების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა პრაქტიკული სახელმძღვანელო (SOP) სკოლებისათვის „ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების მართვის შესახებ“. სახელმძღვანელოში განხილულია პრაქტიკული საკითხები ქორწინების რისკის დროული ამოცნობის, პირველი კომუნიკაციის, შემთხვევის აღწერისა და შემდგომი ინტერვენციების შსახებ, ასევე სახელმძღვანელო მითითებები რეფერირების პროცედურების თაობაზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია სკოლის ყველა თანამშრომლისთვის.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით სისტემატურად ატარებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, მშობლებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება; ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, ადრეული ქორწინება, გენდერული დისკრიმინაცია, და სხვა.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ და მის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UN WOMEN-ის ერთობლივ თანამშრომლობით შემუშავდა ტრენინგ მოდული ,,გენდერული მეინტრიმინგი განათლებაში : ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“, ტრენინგმოდული ,,გენდერული მეინტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“ მოიცავს გენდერის საკითხებს: ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას, დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, ხელფასის ჭრილში და სხვ. გოგონათა დისკრიმინაციის შესახებ თანამედროვე მეცნიერთა კვლევებს, სტერეოტიპების, სტიგმებისა და წინანასწარ შექმნილი შეხედულებების ზეგავლენის ქეისებს სათანადო განხილვებით, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრაქტიკის განხილვას, სალონური ბულინგის მახასიათებლების გაცნობას, მემკვიდრეობაზე დისკრიმინაციას, არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევების განხილვას, 18 წლამდე ბავშვთა ქორწინებას, ადამინიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი), ფემიციდს, ქალთა მიმართ საერთაშორისო ინსტრუმენტების გაცნობას, საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტრუმენტების გაცნობას.
2015 წლიდან სამოქალაქო განათლების მოდული მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. 2020 წელს აღნიშნული მოდული გადამუშავდა „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების“ შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2018 წლის 22 მაისის რეკომენდაციის შესაბამისად და შეიქმნა ახალი მოდული. განახლებული მოდული ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესისადმი ჰოლისტურ მიდგომას და ორიენტირებულია, ერთის მხრივ ფაქტობრივი და კონცეპტუალური ცოდნის მიღებაზე, მეორეს მხრივ კი დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეობის აუცილებელი უნარების გამომუშავებაზე. მოდული ფარავს ისეთ საკითხებს როგორიც არის ადამიანთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებს.
პარლამენტმა 2022 წლის 15 დეკემბერს დაამტკიცა გენდერული თანასწორობის განახლებული სახელმწიფო კონცეფცია, რომელზე მუშაობაც გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ 2019 წელს დაიწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. აღნიშნული კონცეფციის შემუშავების ფარგლებში ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა. კონცეფცია წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიან ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში. მისი ამოსავალი წერტილია გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა. კონცეფცია ემყარება ქვეყანაში მოქმედ ძირითად სამართლებრივ დოკუმენტებს: საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ კანონმდებლობას გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ძალადობის აღმოფხვრის შესახებ და ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს.
2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი ჩატარდა, რომლის ფარგლებში ექსპერტებმა შეაფასეს, რამდენად პასუხობს საქართველოს პროკურატურის საქმიანობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ქვეყნის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებულ ვალდებულებებს.
გენდერული აუდიტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტული მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის ბრძანებით, დამტკიცდა პროკურატურის 2022-2027 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგია და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს პროკურატურის გენდერული თანასწორობის სტრატეგია ორი სტრატეგიული მიზნისგან შედგება:
• საქართველოს პროკურატურაში თანასწორი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა;
• საქართველოს პროკურატურაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება.
აღნიშნული პროცესი მოიცავდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. სტრატეგიის ხედვა გენდერულად მგრძნობიარეა და მოიცავს დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს ხელშეწყობას, ქალებისა და კაცების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელებას.
2021 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეიქმნა გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის ბრძანებით, საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დამტკიცდა, მექანიზმი განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სექსუალური შევიწროების შემთხვევებში დისციპლინური წარმოების საკითხებს. სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, შეიქმნა სექსუალური შევიწროების საქმის განმხილველი მხარდაჭერის ჯგუფი.
საქართველოს პროკურატურაში უსაფრთხო, გენდერული დისკრიმინაციისაგან თავისუფალი სამუშაო გარემოსა და სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმის შესახებ, პროკურატურის თანამშრომლების ინფორმირებულობის გაზრდისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 2021-2024 წლებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ ჩატარდა 35 სასწავლო აქტივობა და გადამზადდა პროკურატურის 674 თანამშრომელი.
2022 წელს, ევროკავშირის პროექტის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: რეფორმების ტექნიკური ჯგუფის“ (EU4Gender Equality Reform Heldpesk) ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამის თემაზე მომუშავე 10 თანამშრომლისთვის, გაიმართა ტრენერთა ტრენინგი თემაზე „გენდერული გავლენის შეფასება (GIA)”.
2023 წელს, ამავე პროექტის ორგანიზებით, ჩატარდა „გენდერული ბიუჯეტირების“ ტრენინგი. აღნიშნულ ღონისძიებას უძღვებოდა გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტი. ტრენინგზე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გენდერული საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრაში.
2023 წელს, საქართველოს პროკურატურის ექვსმა თანამშრომელმა გაიარა სახალხო დამცველის ელექტრონული კურსი „გენდერული თანასწორობის უფლების შესახებ“.
2023 წელს, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ოთხი ჯგუფის ფარგლებში, გაიარეს საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ელექტრონული კურსი „გენდერული თანასწორობის“ შესახებ. კურსი ჯამში 59-მა მონაწილემ გაიარა.
2024 წელს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამართლის უზენაესობის პროგრამის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით, მულტიდისციპლინური პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება: ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ეკონომიკური უფლებები, როგორც ცვლილებების კატალიზატორი.
2024 წელს გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის (UNODC) ორგანიზებით, ყაზახეთში, ქალაქ ალმაათში ცენტრალურის აზიისა და სამხრეთ კავკასიის სასამართლო თანამშრომლობის ქსელის რეგიონული შეხვედრა გაიმართა, გენდერული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ.
შესრულდა
148.187
განაგრძეთ ძალისხმევა გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უზრუნველსაყოფად (რუმინეთი);
2024 წლის 13 დეკემბრის მონაცემებით სულ რეგისტრირებულია 2,458,066 მესაკუთრე ფიზიკური პირი, აქედან ქალი მესაკუთრეების რაოდენობა წარმოადგენს 1,225,565-ს.
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს 2022-2030 წლებს. 2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა სტრატეგიიდან. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტები მხარს უჭერენ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თანასწორი გარემოს განმტკიცების გზით; მათ შორის, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარების მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა ინტეგრაციისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების გზით. გარდა ამისა, პოლიტიკის დოკუმენტები ხელს უწყობენ ქალთა მეწარმეობის განვითარებას პროექტების მართვის უნარ-ჩვევების სწავლების გზით და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის ქალი ინოვაციური მეწარმეების ფორუმების დაგეგმვა/განხორციელებას.
ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაითვალისწინებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უზრუნველსაყოფად შესაბამის აქტივობებს.
გარდა ამისა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს შესაბამის აქტივობებს ეკონომიკურ/სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამებში და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და ახალგაზრდების ჩართულობას.
2021 წლის სექტემბერში საქართველო „თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას“ (EPIC) შეუერთდა, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით სახელფასო სხვაობების შემცირება და თანაბარი ღირებულების საქმიანობის გაწევისას ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა.
ფორმალური განათლების ფარგლებში გენდერული თანასწორობის პრინციპები ასახულია დაწყებითი საფეხურისთვის განკუთვნილი საგნის „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასები) სტანდარტში. საგნის ფარგლებში აქცენტი კეთდება ისეთი ცნებების გააზრებაზე, როგორებიცაა: თანასწორობა, სტერეოტიპები. მოსწავლე გენდერული თანასწორობის ასპექტებს შეისწავლის ოჯახის, სასკოლო საზოგადოების, თემის და ა.შ. ფარგლებში.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) სავალდებულო სახით ისწავლება საგანი "მოქალაქეობა" (საშუალო საფეხურზე სწავლება გაფართოვდა 2022-2023 სასწავლო წლიდან), რომელშიც ასევე აქცენტირებულია გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საკითხები. ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის, სქესის, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად.
პროფ. განათ. განვით. დეპ - ქალების მხარდაჭერის მიზნით რამდენიმე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ბავშვთა ოთახები. ამასთანავე, პროფესიული განათლების სისტემაში არსებული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები არის ქალებისთვის მოქნილი გზა დასაქმებისათვის. უნდა აღინიშნოს რომ ქალთა ჩართულობა პროფესიულ განათლებაში ბოლო წლებში (2021-2023) მერყეობს 47-50 %-ებს შორის.
საქართველოს პარლამენტმა ინტერპარტიულ ფორმატში 2023 წლის 23 მარტს დაამტკიცა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია. კონცეფციის მიღებიდან მალევე, 21 აპრილს მისი აღსრულების საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა კონცეფციით განსაზღვრული ინტერვენციები და მათი ეფექტურად განხორციელების გზები. 2023 წლის 11 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის ინტეგრაციას ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც განსაზღვრეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ჩასატარებელი ღონისძიებები. ამასთან, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს სხდომების ფარგლებში მუდმივად ტარდება ქალთა ეკონომიკური ძალადობის შესახებ ზეპირი მოსმენები. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა 2024 წლის 9 ივლისს. ამ უკანასკნელის მთავარი მიზანი ქალთა ეკონომიკური კონცეფციის მონიტორინგის საკითხი გახლდათ, რომლის ერთ-ერთ საკითხი სწორედ ქალთა ეკონომიკური ძალადობის აღმოსაფხვრელად გადასადგმელი ნაბიჯების გაწერაა. შეხვედრის შედეგად დაიგეგმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის თანმდევი სამოქმედო გეგმის შემუშვება, რომელშიც ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრული იქნება ქალთა ეკონომიკური ძალადობის პრევენცია. დასახელებული სამოქმედო გეგმა გაზიარდება რელევანტურ უწყებებთან შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.
2021 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის“ და შესაბამისი სამოქმედო გეგმები, სადაც სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ყურადღება გამახვილებულია ქალთა მეწარმეობის წახალისების საკითხზე. სტრატეგია ცალკე პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას და ითვალისწინებს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა (1) „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) პოპულარიზაცია; (2) გენდერული ნიშნით სტატისტიკის გაუმჯობესება სახელმწიფო პროგრამებში; (3) სახელმწიფო პროგრამებში ქალების მონაწილეობის წახალისება; (4) ქალებში ციფრული უნარ-ჩვევების გაძლიერება და (5) სახელმწიფო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდა გენდერული მიდგომების განვითარებისთვის. აღნიშნულის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი მეწარმეობის მხარდამჭერი სააგენტოების მიერ.
სტრატეგიის მე-6 პრიორიტეტის - ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმე ქალთა ზრდა/განვითარება გლობალური კონკურენციის გათვალისწინებით. აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში განსაზღვრული ამოცანების შესრულება და დასახული მიზნის მიღწევის გავლენის მაჩვენებელია - მოქმედ ბიზნეს სუბიექტებში დამფუძნებელ ქალ-მეწარმეთა წილი (სამიზნე მაჩვენებელი - 40% (2025 წ.).
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, ქალ-მეწარმეთა თანამონაწილეობით დაფუძნებული მოქმედი ბიზნეს სუბიექტების წილი მთლიანი ბიზნეს სუბიექტების 33%-ს შეადგენს (დამფუძნებელი ქალების რაოდენობა - 81,2 ათასი, სულ 246,1 ათასი საწარმო). აღნიშნულ პერიოდში, 2021 წელთან შედარებით, 17,516-ით მეტი აქტიური ბიზნეს სუბიექტია (27.5%-ით მეტი), რომელშიც ფიგურირებს ქალი დამფუძნებელი.
“პროექტ „Log-In Georgia”-ს ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020–2025 წლების ეროვნული სტრატეგიის“ განხორციელების მიზნით მიმდინარეობს, კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან ახორციელებს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის მიზანს შერჩეული მუნიციპალიტეტებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლება, მათთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლება და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
2023 წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ წარმატებით განხორციელდა ხელვაჩაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების 135 სოფელსა და დასახლებულ პუნქტში. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა 53 სემინარი და გადამზადდა 3550 ადამიანი (2141 ქალი), საიდანაც 65% იყო ქალი. ბენეფიციართა შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, მაღალი კლასების მოსწავლეები, დიასახლისები, ადგილობრივი მეწარმეები, შშმ პირები, ასევე, დროებით უმუშევარი მოქალაქეები.
2024 წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების თემებზე ჩატარდა 200-ზე მეტი ტრენინგი და გადამზადდა 2600-მდე ადგილობრივი ბენეფიციარი (2000 ქალი) ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის სამიზნე სოფლებიდან და დასახლებული პუნქტებიდან. ბენეფიციართა შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, მაღალი კლასების მოსწავლეები, ადგილობრივი მეწარმე ქალები, შშმ პირები, დიასახლისები, ასევე, დროებით უმუშევარი მოქალაქეები.
2024 წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დასრულდა აბაშის, ზუგდიდის, ცაგერის, ლენტეხის და ხობის მუნიციპალიტეტებში. შედეგად, პროგრამა განხორციელდა ოპტიკური ინფრასტრუქტურით დაფარული გეოგრაფიული არეალის 75%-ში.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სულ გადამზადდა 12 მუნიციპალიტეტის 200-მდე სამიზნე დასახლების/სოფლის 6,000-ზე მეტი ბენეფიციარი. ბენეფიციართა შორის არიან სკოლის პედაგოგები, მაღალი კლასის მოსწავლეები, ბიბლიოთეკარები, შშმ პირები, ადგილობრივი მეწარმე ქალები, მშობლები, ასევე, დროებით უმუშევარი მოქალაქეები.
“სსიპ - „აწარმოე საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორისაა, ქალი მეწარმეებისათვის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტის მინიჭება, ცოდნის გაღრმავება და ინფორმირებულობის ზრდა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, მხოლოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში, 2021 წლიდან დღემდე ქალ ბენეფიციართა წილი შეადგენს 50%-ს, ხოლო მათზე გადარიცხული თანხის პროცენტული წილი მთლიან მოცულობაში 48%-ს. აღნიშნული პროგრამა ტრანსფორმირდა, რათა უკეთ ეპასუხა ბაზარზე არსებული გამოწვევებისათვის და 2024 წლის სექტემბრიდან მიკრო და მცირე მეწარმე სუბიექტები მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეძლებენ აიღონ 20,000-50,000 ლარამდე სესხები შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით და სააგენტოს მხრიდან მიიღონ 80%-მდე გარანტია. ხოლო ქალი მეწარმეები (იურიდიული პირის შემთხვევაში, ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი), დამატებით, ასევე, ისარგებლებენ ბანკის მიერ, პირველი ტრანშის გაცემის მომენტიდან დარიცხული 5 (ხუთი) წლის საპროცენტო განაკვეთის სრული დაფინანსებითაც.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს ქალების მხარდაჭერას რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების საკონსულტაციო კომპონენტის ფარგლებში, რაც გულისხმობს 5%-ით გაზრდილ დაფინანსებას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთა 50%-ზე მეტი წილის მფლობელი ქალი მეწარმეა.
სააგენტო აწარმოებს სქესის ნიშნით მონაცემების შეგროვებას, კერძოდ, აღრიცხავს შემდეგი სახის სტატისტიკას: კომპანიაში დირექტორი ქალების რაოდენობის, დამფუძნებელი ქალების რაოდენობისა და ქალების ჯამური მფლობელობის წილის შესახებ.
დამატებით, პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესები მიზნით, სააგენტო ყოველწლიურად აფასებს საკუთარი პროგრამების ეკონომიკურ ზეგავლენას, მათ შორის, გენდერულ ჭრილში, რათა ანალიზის შედეგად, გამოვლინდეს ცვლილებების მიზანშეწონილობის საკითხი.
ასევე, აღსანიშნავია, რომ საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ადმინისტრირებას უწევს საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს კომერციული ბანკების შემთხვევაში და 20 000 ლარს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, ხოლო მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია 5 000 000 ლარით. 2024 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში, დადასტურებული სესხების რაოდენობის 33% და მოცულობის 29% მოდის ისეთ კომპანიებზე, რომელთა დამფუძნებელი ან/და დირექტორი ქალია ან/და კომპანიაში ქალების მფლობელობის წილი 50%-ზე მეტია.
ქალთა გაძლიერების თემაზე, პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირებისა და ქალთა გაძლირებისა პრინციპების დანერგვის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სააგენტოსა და პარტნიორი უწყებების/ორგანიზაციების მიერ, ჩატარდა კომპანიებთან შეხვედრები/ტრენინგები:
2021 წელს 7 სამუშაო და 8 საერთაშორისო შეხვედრა; ასევე, ღონისძიება „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის” (Ring the Bell for Gender Equality), რომლის ფოკუსს წარმოადგენდა კოვიდ პანდემიის გავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ღონისძიებას დაესწრო 95 მონაწილე;
2022 წელს 20 შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში და 7 საინფორმაციო სესია;
2023 წელს 12 საინფორმაციო სესია/ტრენინგი და 3 შეხვედრა;
2024 წელს 3 შეხვედრა/ფორუმი.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ტექნოლოგიური უნარებით აღჭურვის მიმართულებით სსიპ - „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ ახორციელებს რიგ პროგრამებს:
სააგენტოში 2018 წლიდან მოქმედებს „თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა“, რომლის მიზანია, ინოვაციური პროდუქტების (სერვისების), პროცესებისა თუ ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა, აგრეთვე, მათი შემდგომი კომერციალიზაცია. პროგრამა გამიზნულია სტარტაპებისთვის, რომელთა მიერ წარმოდგენილი და შემდგომ შერჩეული პროექტი ფინანსდება არაუმეტეს 150 000 ლარით, დამატებით ბენეფიციარის 10%-იანი წილობრივი მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში, შერჩეული განმცხადებლებისთვის გათვალისწინებულია გადამზადების ტრენინგ კურსი ბიზნეს გეგმის შედგენის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. აღნიშნული მნიშვნელოვნად ხელს უწყობს, მათ შორის, ქალი სტარტაპერების სამეწარმეო პოტენციალის ზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. 2023 წელს, მე-10 რაუნდის ფარგლებში, 50 ფინალისტი სტარტაპიდან 16 კომპანიაში გვხვდება ქალი დამფუძნებელი (სულ 22 ქალი); მე-11 რაუნდის ფარგლებში, 51 ფინალისტი სტარტაპიდან 23 კომპანიაში გვხვდება ქალი დამფუძნებელი (სულ - 31 ქალი), ხოლო დაფინანსებული 20 პროექტიდან 9-ში არის ქალი დამფუძნებელი (სულ - 13 ქალი). 2024 წელს, მე-12 რაუნდის ფარგლებში, პროგრამის 50 ფინალისტი სტარტაპიდან 32-ში გვხვდება ქალი დამფუძნებელი (სულ - 42 ქალი), ხოლო ჯამურად დაფინანსებული 20 პროექტიდან 15-ში არის მინიმუმ ერთი ქალი დამფუძნებელი (სულ - 23 ქალი); მე-13 რაუნდის ფინალისტებიდან 22 კომპანიაში გვხვდება მინიმუმ ერთი ქალი დამფუძნებელი (სულ - 25 ქალი).
2023 წლიდან სააგენტო ახორციელებს „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ საგრანტო პროგრამას. პროგრამის მიზანია, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება და ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებასა და კომერციალიზაციის გზით, ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნა. პროექტის სამიზნე ჯგუფია ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამებზე მომუშავე ფიზიკური პირი ან მეწარმე სუბიექტი, რეგისტრირებული შესაბამის რეგიონში. „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, მოქმედებს დროებითი მექანიზმი პროგრამაში ქალთა მონაწილეობის წასახალისებლად. საგრანტო განაცხადის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია სტარტაპებში ქალთა წილობრივი მონაწილეობა, კერძოდ, საგრანტო კომისიის მიერ, გადაწყვეტილების მიღების დროს, სარეიტინგო სიის შედგენისას, იმ სტარტაპებს, რომელთა დამფუძნებლებიც არიან ქალები (50%-ზე მეტი წილის მფლობელები) ენიჭებათ დამატებით 2 ქულა. აღნიშნული წესი მიზნად ისახავს, ქალების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის წახალისებას. 2023 წელს, საქართველოს 10 რეგიონში, ჯამურად, განმცხადებლების რაოდენობამ შეადგინა 366, რომელთაგან ქალი იყო 135. დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობამ შეადგინა 41, რომელთაგან ქალი იყო 14. 2024 წლის პირველ ნახევარში, პროგრამა განხორციელდა საქართველოს 8 რეგიონში, კერძოდ, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა (რომელიც ცალ-ცალკე ნაკადად მიმდინარეობს) და რაჭა-ლეჩხუმში. პროგრამებს წინ უსწრებდა 12 საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტომ აღნიშნულ რეგიონებში, ჯამურად, მიიღო 312 განაცხადი, მათ შორის, 134 ქალის და გამოვლინდა 24 გამარჯვებული (მათ შორის, 9 ქალი). პროექტის ახალი რაუნდი კახეთში ამჟამად მიმდინარეობს.
სააგენტო, ასევე, ინტენსიურად ახორციელებს „რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამას“, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგების ციკლს, რომელიც ეხმარება რეგიონში მცხოვრებ სტარტაპერებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეები - იდეიდან პროდუქტამდე და მოემზადონ სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამებისთვის. პროგრამის სამიზნე ჯგუფია რეგიონული სტარტაპი/ინოვაციური იდეის მქონე, რეგიონში მცხოვრები ფიზიკური პირი ან მეწარმე სუბიექტი, რეგისტრირებული შესაბამის რეგიონში. 2023 წელს პროგრამა განხორციელდა საქართველოს 10 რეგიონში და გადამზადებული 424 ბენეფიციარიდან 227 იყო ქალი. 2024 წლის პირველ ნახევარში პროგრამა განხორციელდა საქართველოს 4 რეგიონში (სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი). პროგრამის ფარგლებში 7 კვირიანი ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარა 204-მა ადამიანმა, რომელთაგან 115 ქალია (56%).
როგორც აღინიშნა, 2023 წელს სააგენტომ დაიწყო ახალი პროგრამა „Do IT in Georgia". პროგრამის ფარგლებში, შემოთავაზებულია კურსები სამი მიმართულებით: დიზაინი, მართვა და პროგრამირება. 2023 წელს შემოთავაზებულ კურსებზე ჩაირიცხა 1046 პირი, მათ შორის, 562 ქალი; აქედან, 74 სასწავლო კურსი დაასრულა 847-მა ბენეფიციარმა. 2024 წელს, პროგრამის ახალი რაუნდის კურსებზე დამატებით ჩაირიცხა 1000 სტუდენტი.
Do IT in Georgia პროგრამის ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს პროექტი - „Code IT in Techparks”, რომელიც Peer to Peer სასწავლო მოდელის დახმარებით, სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. 2024 წელს, პროგრამის I ფაზის ფარგლებში, დატრენინგდა 178 ბენეფიციარი, მათ შორის, 63 გოგონა; ხოლო II ფაზის ფარგლებში, შეირჩა 165 მოსწავლე (მიმდინარეობს გოგონების მონაწილეობაზე სტატისტიკის მომზადება).
აღნიშნული პროგრამის წინამორბედ 3000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაში სასწავლო კურსებზე ჩაირიცხა 1078 ქალი, ხოლო კურსი წარმატებით დაასრულა 968 მათგანმა, რომელთაგან საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა 446-მა. პროგრამის დასრულების შემდეგ ჩატარებულ კითხვარში მონაწილეობა მიიღო 247-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 137-მა (55%) აღნიშნა, რომ გადამზადების შემდეგ მათი სახელფასო დიაპაზონი გაიზარდა.
ასევე, სააგენტო 2019 წლიდან ატარებს ინოვაციურ ბანაკებს. ინოვაციური ბანაკი წარმოადგენს ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის დროსაც, ბანაკის მონაწილეები (სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები) ერთვებიან ინტენსიურ სწავლებაში და ტექნოლოგიებთან, ინოვაციურ მეწარმეობასთან, STEAM დისციპლინებთან, საინჟინრო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ აქტივობებში. ბანაკები ხორციელდება როგორც ეროვნულ, ასევე კონკრეტული რეგიონების დონეზე. ბანაკების სერია დაყოფილია 3 მიმართულებად:
- STEAM ბანაკი სკოლის მოსწავლეებისთვის - ბანაკის მონაწილეების 50%-ს წარმოადგენენ გოგონები;
- ტექნოლოგიური ბანაკები სტუდენტებისთვის სამი მიმართულებით: ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები და აგროტექნოლოგიები. აგროტექნოლოგიების ბანაკი ჩატარდება ნოემბერში ხოლო ბიოტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ბანაკი ჩატარდა აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ბაზაზე. პროექტის მონაწილეთათვის განსაზღვრულია გენდერული 50/50 ბალანსი.
- ტექნოლოგიური ბანაკი სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის.
ქალთა დასაქმებისა და მათი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, ტექნოპარკების ბაზაზეც განხორციელდა რიგი ღონისძიებები, რომლებშიც ქალთა მონაწილეობა და დაინტერესება საკითხების მიმართ საკმაოდ მაღალია. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, განხორციელდა მხოლოდ ქალებზე ორიენტირებული რამდენიმე პროგრამა, კერძოდ, კახეთის რეგიონის ტექნოპარკებში პროექტი - STEAM გოგონები, რომელშიც ჩაერთო 100 გოგონა; ისინი გადამზადდნენ მეწარმეობისა და ელექტრონიკის მიმართულებით და იმუშავეს პრობლემების ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზებზე; ახმეტის ტექნოპარკში დასრულდა ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამა, სადაც ჩართულები იყვნენ ახალგაზრდა დედები (5 ქალი), რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შვილები. ამავე ტექნოპარკში განხორციელდა პროექტი „STEAM გოგონები 2“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 18-მა ბენეფიციარებმა მაღრაანიდან და პანკისის ხეობიდან. ტექნოპარკებში მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ პროგრამებში ჩაერთო 280 ქალი ბენეფიციარი.
სულ კი მოქმედ პროგრამებში (2024 წლის 9 თვის მონაცემებით), ჩაერთო 1865 ბენეფიციარი (მათ შორის, 963 ქალი) და 4202 ვიზიტორი (მათ შორის, 2384 ქალი).
2024 წელს, პირველად, სააგენტო UNDP-სთან და UN Women-თან თანამშრომლობით ატარებს ხელოვნური ინტელექტის კვირეულებს მეწარმე ქლებისა და მოსწავლე გოგონებისათვის. ხელოვნური ინტელექტის კვირეული ქალებისა და გოგონებისთვის გულისხმობს მეწარმე ქალებისა და სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენების ათვისებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად ინტეგრაციას.“
შესრულდა
148.188
განაგრძეთ გენდერული თანასწორობის წახალისება და ქალთა უფლებების უკეთესად უზრუნველყოფა (ჩინეთი);
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს 2022-2030 წლებს, სადაც ცალკე თავი ეთმობა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.
2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, რომელიც სტრატეგიიდან გამომდინარე ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართულ შესაბამის აქტივობებს, კერძოდ, გენდერული თანასწორობის პრინციპის გაძლიერებას ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის ხელშესაწყობად. აგრეთვე, თანაბარი შესაძლებლობებისა და ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად სისტემური და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესებას და ქალებისა და გოგოების გაძლიერებას.
2022 წელს დამტკიცდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ სამოქმედო გეგმებზე, რომლებიც მოიცავს პერიოდს - 2025-2027 წლებისთვის.
2021 წელს განხორციელებული აქტივობები:
-„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფთხოების შესახებ“ გაეროს რეზოლუციის შესაბამისად კონფლიქტისპირა ზონის მოსახლეობისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა 4 შეხვედრა, მათ შორის: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფილდში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში.
-სამსახური აქტიურადაა ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში. ამ მიზნით სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიაში.
-სამსახურის თანამშრომლებისთვის, სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა 51 ტრენინგი. ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემებზე:სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეგულირების მექანიზმი;ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები; ქალთა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხები;ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა.
-დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ექსპერტების მიერ სამსახურის სასწავლო ცენტრისთვის მომზადდა 5 ტრენინგ მოდული. მათ შორის: გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ექსპერტის მიერ შეიქმნა მოდული სახელწოდებით: „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები“.
-ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე. სამუშაო შეხვედრაში სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებიც. შეხვედრისას განხილული იქნა გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებული გამოწვევები და ტენტენციები, ასევე მტკიცებულებითი სტანდარტები ოჯახური ძალადობის საქმეებზე.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრში (Barnahus) ჩართული პროფესიონალებისთვის“.
-საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ჩატარდა 51 ტრენინგი, მათ შორის:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაცია, მათი ულებების საერთაშორისო სტანდარტები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება.
-იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის მოსახლეობასთან. კონსულტანტმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, ქალთა უფლებების შესახებ, ესაუბრა დისკრიმინაციის აღმოფხვრის ბულინგისა და ტოლერანტობის საკითხებზე, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ. შეხვედრაზე დამსწრეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
022 წელს განხორციელებული აქტივობები:
-25 ნოემბრიდან - 10 დეკემბრამდე მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს გლობალური კამპანია „ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“. იურიდიული დახმარების სამსახური არის ერთერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის საქმეში. სამსახურის წარმომადგენლებმა „ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ გამართული კამპანიის ფარგლებში, არაერთ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის: ქედაში, შავშვებში, ხელვაჩაურში, ქერეში.
-ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლის საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა 6 საკონსულტაციო/საინფორმაციო შეხვედრა. კერძოდ: სოფელ ჯარიაშენში, ჩორჩანაში, კოდისწყაროში, ტყაიაში, ზუგდიდში.
-გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN), შვედეთის მთავრობისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე „სექსუალური ძალადობის საკითხები“. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივი ადვოკატები. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 4 თანამშრომელი.
-USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID RoLP), მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ქალთა უფლებები“. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტები და აპარატის თანამშრომლები. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 30 თანამშრომელი.
-USAIDის სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID RoLP), მხარდაჭერით მომზადდა ხშირად დასმული კითხვები თემაზე ქალთა უფლებები.
-არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით, თბილისისა და რეგიონების სკოლებში ჩატარდა 6 შეხვედრა, რა დროსაც სკოლის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ თემებზე: ბავშვის უფლებები; ბულინგი; დისკრიმინაცია;
ტოლერანტობა; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორობა; ოჯახში ძალადობა; შრომითი უფლებები; განრიდება და მედიაცია.
2023 წელს განხორციელებული აქტივობები:
-ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია ფარგლებში სამსახურმა ჩაატარა 3 შეხვედრა მათ შორის: თბილისში, ფოთსა და ახალციხეში.
-„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლის საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა 4 საკონსულტაციო/საინფორმაციო შეხვედრა. მათ შორის: სოფელ ნიქოზში, სოფელ თვაურებში, სოფელ პერევში, სოფელ ახალაბასთუმანში.
-იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარდა 38 ტრენინგი. ტრენინგ-მოდულების შერჩევისას ყურადღება გამახვილდა, ადვოკატთა გამოკითხვის შედეგად ყველაზე აქტუალურ საკითებსა და დონორი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ტრენინგ-პროგრამებზე. მათ შორის, „ოჯახში ძალადობა“ , „ძალადობა და დისკრიმინაცია გენდერისა და სექსუალობის ნიშნით და ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების საკითხებზე“.
2024 წელს განხორციელებული აქტივობები:
- იურიდიული დახმარების სამსახურის წარმოამდგენლების მიერ ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა ქალთა უფლებების შესახებ თბილისის სკოლებში, ასევე აბაშის მუნიციპალიტეტის პირველ სკოლაში, სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში. სამახურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, ქალთა უფლებების შესახებ, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ბულინგისა და ტოლერანტობის საკითხებზე, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ.
- 1-2 აგვისტოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურში ჩატარდა ტრენინგი თემაზე- ,,ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი და საქართველოს კონტექსტი’’. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ადვოკატები და კონსულტანტები.
- იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს კონსულტანტი მონაწილეობდა გამყოფი ხაზის მიმდებარე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. შეხვედრას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და გოგონები, ასევე მათი ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. მომხსენებელმა მასპინძლებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრა დისკრიმინაციის ბულინგის, თანასწორობის საკითხებზე, ისაუბრა ქალთა უფლებებზე და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულის შესახებ.
შესრულდა
148.189
გადადგით ნაბიჯები საქართველოში ქალთათვის ძალაუფლების მინიჭების უზრუნველსაყოფად, ზედა და მაღალ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებსა და პოლიტიკურ ორგანოებში მათი სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფით (განა);
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს 2022-2030 წლებს, სადაც ცალკე თავი ეთმობა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, მათ შორის ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას თანასწორი გარემოს განმტკიცების გზით.
2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, რომელიც სტრატეგიიდან გამომდინარე ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართულ შესაბამის აქტივობებს, მათ შორის საარჩევნო სუბიექტების/ქალი კანდიდატების გადამზადებას, თავდაცვის ძალებში სამეთაურო პოზიციებზე ქალ სამხედრო მოსამსახურეთა დაწინაურების ხელშეწყობას, შესაბამისი პოლიტიკის უზრუნველყოფით.
გარდა ამისა, 2022 წელს დამტკიცებული ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ქალთა კარიერული ზრდის პოლიტიკის განვითარებას, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფ ქალთა პროცენტული მაჩვენებლის ზრდის მიზნით.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ასევე გაითვალისწინებს აქტივობებს, რომლებიც მიმართული იქნება ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ.
ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, პოლიტიკურ ორგანოებში, არჩევნების შედეგად არჩეული თანამდებობის პირებში ქალთა წარმომადგენლობას მზარდი ტენდენცია აქვს. შედეგად, საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან 2 საკრებულოს თავმჯდომარეობს ქალი (ხარაგაული, ხაშური), ხოლო 3 მუნიციპალიტეტს ჰყავს ქალი მერი (ნინოწმინდა, დუშეთი, ქ. რუსთავი).
ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი ქალი არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 13 ქალი (მათ შორის, 6 თანამდებობის პირი), ასევე, 13 ქალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (მათ შორის, 3 თანამდებობის პირი). ხარაგაულისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, თითოეულში 12 ქალი (3 თანამდებობის პირი ქალი ქ. ქუთაისის შემთხვევაში და 5 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში). ყველაზე ნაკლები ქალი საკრებულოს წევრი არის შუახევის, ქედისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში - თითოეულში 3 ქალი წევრი (2-2 თანამდებობის პირი).
2023 წელს დამტკიცდა "საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი", ხოლო 2024 წელს შემუშავდა „თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების დამუშავების წესი“.
2024 წლიდან ამოქმედდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა ქალებისა და კაცების რეკრუტირების მიზნით, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით. კარიერული განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით 2024 წლის განმავლობაში ,,თავდაცვის სამინისტროში სამხედრო ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების" პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. გარდა ამისა, 2024 წელს განხორციელდა პროექტი ,,ლიდერები გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად", რომლის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების 15 მაღალი რგოლის ხელმძღვანელი პირისთვის ჩატარდა ქოჩინგი/ვორქშოპი ქალი სამხედროების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად.
საბრძოლო ქვედანაყოფებში საბრძოლო-სამეთაურო პოზიციებზე დაინიშნა 2 ქალი სამხედრო მოსამსახურე. ასევე, 1 ქალ სამხედრო მოსამსახურეს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
შესრულდა
148.190
გააუმჯობესეთ ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და მათი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმომადგენლობა (ერაყი);
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს 2022-2030 წლებს, სადაც ცალკე თავი ეთმობა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.
2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, რომელიც სტრატეგიიდან გამომდინარე ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართულ შესაბამის აქტივობებს.
გარდა ამისა, 2022 წელს დამტკიცებული ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ქალთა კარიერული ზრდის პოლიტიკის განვითარებას, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფ ქალთა პროცენტული მაჩვენებლის ზრდით.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ასევე გაითვალისწინებს აქტივობებს, რომლებიც მიმართული იქნება ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში ქალები იკავებდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს, მათ შორის: საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსის, გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს. ასევე, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებსა და ორგანოებში ქალები იკავებენ სამმართველოს უფროსის, რაიონული პროკურორისა და რაიონული პროკურორის მოადგილის თანამდებობებს.
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, საქართველოს პროკურატურაში შექმნილია არაერთი საბჭო, კომისია და სამუშაო ჯგუფი, სადაც გაზრდილია ქალთა წარმომადგენლობა.
შესრულდა
148.191
უზრუნველყავით დასაქმების თანასწორი შესაძლებლობები ქალებისა და კაცებისთვის და გადადგით შემდგომი ნაბიჯები გენდერული მოტივით ძალადობის პრევენციისთვის (იაპონია);
ქვეყანაში ყოველწლიურად მტკიცდება და ხორციელდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები, რომელთა მიზანია შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება და სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფს პროფესიულ მომზადებას და გადამზადებას, სამუშაო ადგილებზე სამუშაოს მაძიებელთა სტაჟირებას, პროფესიული კონსულტაციას და სხვ. აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის დროს უპირატესი უფლებით სარგებლობენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ.
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, 2022-2030 წლებისთვის. სტრატეგია და მის საფუძველზე, 2023 წლის 28 დეკემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, ითვალისწინებს შესაბამის ამოცანებს და აქტივობებს დასაქმებულ ქალთა რაოდენობის და ქალების ფორმალურ ეკონომიკაში მონაწილეობის ზრდის მიზნით; ამასთანავე, ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის პრინციპის გაძლიერებას ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის ხელშესაწყობად, ასევე თანაბარი შესაძლებლობებისა და ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად სისტემური და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესებას.
2022 წელს დამტკიცდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქალების დასაქმების ხელშეწყობას.
გენდერული მოტივით ძალადობის პრევენციისთვის, 2022 წელს დამტკიცებულმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმამ გაითვალისწინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. ამჟამად, პრევენციის გეგმაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები. ამ მიმართულებით, ქალთა გაძლიერების კუთხით, მნიშვნელოვან ჩანაწერს მოიცავს საქართველოს შრომის კოდექსი, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები 2020 წლის სექტემბერში შევიდა. კერძოდ, კოდექსის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია, ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა“, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირების პროცესში. ეროვნული კანონმდებლობის განვითარების პარალელურად, გაძლიერდა თანამშრომლობა შრომით ურთიერთობებში თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. 2021 წლის სექტემბერში საქართველო „თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას“ (EPIC) შეუერთდა, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით სახელფასო სხვაობების შემცირება და თანაბარი ღირებულების საქმიანობის გაწევისას ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კოალიცია მხარს უჭერს სახელმწიფოებს შესაძლებლობების ზრდაში, კანონმდებლობის დახვეწასა და აღსრულების მონიტორინგში.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის“ შესაბამისად, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) საკითხებზე რეკომენდაციას იღებს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო, რომლის შემადგენლობაში „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შედის საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი, რომელთა მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს წარმოადგენს.
საქართველოს პროკურატურაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასანიშნ თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომლის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის კონკურსის პროგრამა და მისი ეტაპების გავლის პირობები) ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით.
კონკურსის/კონკურსების გამოცხადების შემდეგ, სურვილისა და სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ეძლევა მონაწილეობის მიღების უფლება.
საანგარიშო პერიოდში (2021-2024 წლია 31 ოქტომბერი) ზემოაღნიშნული ვებ-გვერდის საშუალებით გამოცხადდა 35 ღია კონკურსი 36 ვაკანტურ თანამდებობაზე, შეირჩა 21 ქალი.
ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის“ შესაბამისად, პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორების მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. კონკურსის გამოცხადება და მისი ეტაპების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პროკურატურის ვებ-გვერდის (www.pog.gov.ge), პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით. ინფორმაცია ასევე ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge), ხოლო წარმატებული კანდიდატების შერჩევაზე რეკომენდაციას იღებს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო.
პროკურატურაში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე საბჭოს სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 2021-2024 წლებში, საბჭოს სამდივნოს უფროსი და შემადგენლობის უმეტესი წევრები ქალები იყვნენ.
საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით მოქმედებს „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესი“. რანგირების საბჭოს უფლებამოსილებაა პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესებით განსაზღვრული რანგში
პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის რანგში დაწინაურებასთან დაკავშირებით მასალების შეკრების, სისტემატიზაციისა და საბჭოსთვის გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით იქმნება რანგირების საბჭოს სამდივნო, რომლის თავმჯდომარეს 2021-2024 წლებში წარმოადგენდა ქალი, ხოლო შემადგენლობის 3 წევრიდან - 2 ქალი იყო.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პროკურატურაში თანამშრომელთა მიღების, შემოწმების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის) წესის“ შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, თანამშრომელთა დაწინაურების მიზნით გამოცხადდა შიდა კონკურსი 13 ვაკანსიაზე. შერჩეული 13 კონკურსანტიდან, 6 ქალია.
შესრულდა
148.192
განაგრძეთ ძალისხმევა ქალსა და კაცს შორის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ქალებისთვის (ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა);
2020 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად საქართველოს შრომის კოდექსით განისაზღვრა რომ აკრძალულია დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, მათ შორის შრომის ანაზღაურების პირობებზე.
გარდა ამისა, დადგენილია დამსაქმებლის ვალდებულება ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა.
კანონმდებლობით განისაზღვრა სანქციები დამსაქმებლის მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევისას.
სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურში შეიქმნა სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ზედამხედველობის სამმართველო.
თანაბარი ანაზღაურების პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საპილოტე პროექტი, რომლითაც დადგინდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში დასაქმებული პერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. კერძოდ:
ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში;
ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
უმცროსი ექიმისთვის – არანაკლებ 5 ლარისა საათში;
ექთნის თანაშემწისთვის – არანაკლებ 3.5 ლარისა საათში;
ბებიაქალისთვის – არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
სანიტრისთვის – არანაკლებ 3 ლარისა საათში.
დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია იხ. 148.45; 148.50; 148.169 პუნქტის კომენტარში.
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. სტრატეგია და მის საფუძველზე, 2023 წლის 28 დეკემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, უზრუნველყოფენ ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ასევე, გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი მექანიზმების გაძლიერებას. დამატებით, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარდა ამისა, პოლიტიკის დოკუმენტები ითვალისწინებენ პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას.
სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვის და პრევენციული მექანიზმების გაძლიერება, ხოლო სამოქმედო გეგმა არაერთ აქტივობას ითვალისწინებს, მათ შორისაა სტამბოლის კონვენციის შესაბამისად გენდერული ნიშნით ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების თემატიკაზე მომუშავე უწყებების, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა გადამზადება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; შეხვედრებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს და შშმ ქალთა უფლებების დაცვას.
2022 წელს დამტკიცდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოფლადმცხოვრები ქალების დასაქმების ხელშეწყობას.
ამავდროულად, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად. 2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით, სექსუალური შევიწროება განისაზღვრა, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა. აღნიშნული კანონი ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე, როგორიცაა შრომითი და წინასახელშეკრულებო ურთიერთობები, კერძო სამართლებრივი ურთიერთობები, მათ შორის, საჯარო სექტორში დასაქმებისას. კანონის მოთხოვნის ეფექტიანი აღსრულებისათვის, 2020 წელს, დაიწყო სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვა სახელმწიფო უწყებებში. დღეისათვის, 17 სახელმწიფო უწყებას აქვს შემუშავებული აღნიშნული მექანიზმი.
ქალთა გაძლიერების კუთხით, მნიშვნელოვან ჩანაწერს მოიცავს საქართველოს შრომის კოდექსი, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები 2020 წლის სექტემბერ ში შევიდა. კერძოდ, კოდექსის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია, ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა“, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირების პრო ცესში.
ეროვნული კანონმდებლობის განვითარების პარალელურად, გაძლიერდა თანამშრომლობა შრომით ურ თიერთობებში თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად.
2022 წლიდან, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და უშუალოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაიწყო საპილოტე პროგრამის განხორციელება ქალებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრებ ქალთა ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში.
პროგრამა ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. 2022-2023 წლებში პროგრამის ფარგლებში ჯამში 38-მა ბენეფიციარმა მიიღო თანადაფინანსება.
შესრულდა
148.193
გაზარდეთ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაღალ და გადაწყვეტილების მიმღებ საფეხურებზე (ნამიბია);
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს 2022-2030 წლებს, სადაც ცალკე თავი ეთმობა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.
2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, რომელიც სტრატეგიიდან გამომდინარე ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართულ შესაბამის აქტივობებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია და მის საფუძველზე მიღებული ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა, ითვალისწინებენ შესაბამის ამოცანებს და აქტივობებს ქალების პოლიტიკური გაძლიერებისთვის, კერძოდ ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას, პარლამენტში ქალთა ჩართულობის მაჩვენებელის და ადგილობრივ თვითმართველობაში არჩეულ/დასაქმებულ ქალთა რაოდენობის ზრდით.
გარდა ამისა, 2022 წელს დამტკიცებული ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ქალთა კარიერული ზრდის პოლიტიკის განვითარებას, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფ ქალთა პროცენტული მაჩვენებლის ზრდით.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ასევე გაითვალისწინებს აქტივობებს, რომლებიც მიმართული იქნება ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ.
შესრულდა
148.194
მიიღეთ ეფექტიანი ზომები ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიმღებ საფეხურზე წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად (ნეპალი);
იხილეთ პასუხი 148.193 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.195
გაუმკლავდით კონფლიქტების გავლენას ქალებსა და გოგონებზე და გააძლიერეთ ქალთა მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის დამყარების პროცესებში, როგორც ეს გაწერილია 2021-2024 წლების მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება (პორტუგალია);
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. სტრატეგია და მის საფუძველზე, 2023 წლის 28 დეკემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, უზრუნველყოფს ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემების სამშვიდობო პროცესში გათვალისწინების და ამ პროცესში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის გაზრდის გზით.
ამასთანავე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლების რეგულარულ შეხვედრებს კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და მათი უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება მოლაპარაკებების პროცესების მიმდინარეობა და ასევე დევნილ ქალთა უფლებები და საჭიროებები. ასევე, გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის შესახებ.
2022 წელს დამტკიცდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და ახლაგაზრდების განვითარებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების/განახლების/განხორციელების პროცესში ინტეგრაციის გზით. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების პროცესებში ქალთა (მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე), წარმომადგენლობისა და ეფექტიანი მონაწილეობის ამაღლებას.
2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, სრულად განხორციელდა გეგმით განსაზღვრული აქტივობების 82%, მეტწილად ან ნაწილობრივ შესრულდა 8%, ხოლო არ განხორციელდა/შეჩერდა 10%.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ სამოქმედო გეგმაზე 2025-2027 წლებისთვის, რომელიც ასევე გაითვალისწინებს შესაბამის აქტივობებს კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის დამყარების პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის კუთხით.
შესრულდა
148.196
მიიღეთ ადეკვატურად კოორდინირებული და დაფინანსებული ინფორმაციის გავრცელების აქტივობები და პროგრამები - რომლის სამიზნეც იქნებიან კაცები და ბიჭები - და რომლის მიზანიც იქნება დამოკიდებულებათა შეცვლა და დადებითი მასკულინური ნორმების მხარდაჭერა, ძალადობრივ ქმედებასთან ბრძოლა, განსაკუთრებით სოციალური მედიის მეშვეობით (ჰაიტი);
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმამ გაითვალისწინა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც მათ შორის მოიცავდნენ შეხვედრებს კაცებთან და ბიჭებთან, სტერეოტიპებისა და ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ სამოქმედო გეგმაზე 2025-2027 წლებისთვის, რომელიც ასევე გაითვალისწინებს აქტივობებს აღნიშნული მიმართულებით.
გარდა ამისა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების ხელშეწყობის კუთხით.
შესრულდა
148.197
მიიღეთ დედობის, მამობისა და ბავშვზე მზრუნველობის შვებულებისა და კომპენსაციის პოლიტიკა, რომლებიც უზრუნველყოფენ გარანტირებულ კომპენსაციას და ხელს უწყობენ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობათა განაწილებას ორივე მშობელზე (ისლანდია);
2020 წლის ცვლილებების შედეგად ერთმანეთისგან გაიმიჯნა: შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო და შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 126 კალენდარული დღე (გართულებული მშობიარობის შემთხვევაში -143 კალენდარული დღე), ხოლო ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების 57 კალენდარული დღე.
ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.
გარდა ამისა, 2023 წლის 1 იანვრიდან გაორმაგდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდში გასაცემი დახმარების ოდენობა და შეადგინა 2000 ლარი.
ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელებს 2000 ლართან ერთად, ეძლევათ დამატებითი ანაზღაურება შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად (საქართველოს მთავრობის დადგენილება №33, 2023 წლის 24 იანვარი).
საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილებით: ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია. ამავე დროს, 2022 წელს განხორციელდა შრომის კოდექსში ცვლილება რომლის მიხედვითაც შვებულების კომპენსირების 1000 ლარიანი ლიმიტი გაუქმდა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება კომპენსაციის ოდენობა, რაც ამ დროისათვის 2000 ლარს შეადგენს.
შესრულდა
148.198
განავრცეთ 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა და ეროვნული კომუნიკაციების სტრატეგია, რათა გაუმკლავდეთ ქალთა და გოგონათა წინაშე არსებულ დამატებით გამოწვევებს, მათ შორის, ოჯახური ძალადობის შესაძლო მომატებულ მაჩვენებელს, რაც განპირობებულია კოვიდ-19 პანდემიით (სინგაპური);
პანდემიის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვების თანადროულად, რიგი ღონისძიებები გატარდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფისთვის, უპირველესად კი პოლიციისადმი შეუფერხებლად მიმართვიანობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების შემთხვევაში მოქმედმა იზოლაციისა და კარანტინის წესებმა გავლენა იქონია საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე. თუმცა, პანდემიით განპირობებული შეზღუდვების მიუხედავად, ძალადობის შესაძლო ფაქტებზე პოლიციის მხრიდან ხორციელდებოდა შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, საჭირო შემთხვევაში, მსხვერპლებისგან ინფორმაციის დისტანციურად მიღების გზით.
პოლიციისთვის მიმართვის გზებზე ინფორმაციის გავრცელება (მათ შორის, 112-ის აპლიკაციის ბმულის მიწოდება) პანდემიის განმავლობაში ხდებოდა როგორც სოციალური მედიის გამოყენებით, ასევე, მოსახლეობისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნითაც, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მოსახლეობის ინფორმირება ხდებოდა, პოლიციისთვის მიმართვის მექნიზმების თაობაზე, როგორც ნომერზე „112“ ზარის განხორციელების, ასევე, მიმართვის ალტერნატიული გზების შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია, 112-ის აპლიკაცია და მასში ინტეგრირებული „ჩუმი განგაშის“ ღილაკი. მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია სამ ენაზე და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-თან დასაკავშირებლად მომხმარებელს 3 (სამ) გზას სთავაზობს, კერძოდ: სატელეფონო ზარის, მიმოწერის (ე.წ. ჩათის) და ჩუმი განგაშის გაგზავნის შესაძლებლობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია აპლიკაციის შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში „ჩუმი განგაშის“ ღილაკით შეტყობინების გაგზავნისა და ოპერატორთან არავერბალური კომუნიკაციის დამყარება. აპლიკაციის შექმნიდან, 2018 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის აპრილამდე აპლიკაცია გადმოწერილი ჰქონდა 1400-მდე მომხმარებელს. 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, 5000-მდე მომხმარებელმა გადმოწერა აპლიკაცია და შესაბამისად გაიზარდა მოსარგებლეთა რიცხვიც. დღეის მდგომარეობით მობილური აპლიკაცია გადმოწერილი აქვს 50 000-ზე მეტ მომხმარებელს.
პანდემიის პერიოდში, სოციალური მედიითა და ტელევიზიით გავრცელებული ვიდეო რგოლების მეშვეობით, მოსახლეობისთვის ინტენსიურად ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულ მკაცრ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ინსტრუმენტების, არსებული სახელმწიფო სერვისების და პოლიციისთვის მიმართვის გზების შესახებ.
2020 წლის აპრილში, ევროკავშირთან თანამშრომლობით დამზადდა ვიდეორგოლი, რომლის უმთავრეს გზავნილს მოსახლეობისადმი წარმოადგენდა პანდემიის პერიოდში, მთავრობის მხრიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებაზე და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ხაზგასმა. ვიდეოში საქართველოს ხელისუფლების მაღალი რგოლის წარმომადგენლებმა მოახდინეს მოსახლეობის ინფორმირება სახელმწიფო სერვისების და პოლიციისთვის მიმართვის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ.
ამავე პერიოდში, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით დამზადდა შემეცნებითი ხასიათის გრაფიკული ვიდეო, რომელიც ასახავდა ინფორმაციას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ინსტრუმენტების და არსებული სერვისების შესახებ. ვიდეო რგოლი განთავსდა საქართველოს საზოგადოებრივ და კომერციულ არხებზე.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დროს, ოჯახში ძალადობისას, პოლიციის როლის და შესაძლებლობის შესახებ ვიდეო რგოლი დამზადდა ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლობით, რომელიც განთავსდა სოციალური ქსელში.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობაზე მომართვიანობა კვლავ ინარჩუნებდა მაღალ ნიშნულს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ყოველწლიურად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში. საინფორმაციო კამპანიების დროს, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაციები სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების/სერვისების შესახებ. შეხვედრები მიმდინარეობს დისკუსიის რეჟიმში. შეხვედრის მონაწილენი მათი ინტერესის სფეროდან გამომდინარე დასმულ შეკითხვებზე იღებენ პასუხებს.
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. სტრატეგიაში ცალკე თავი ეთმობა გენდერული თანასწორობის პრინციპის გაძლიერებას ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის ხელშესაწყობას. 2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა სტრატეგიიდან და უზრუნველყოფს ქალების და გოგონების, მათ შორის, შშმ ქალების მიმართ, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვის და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას.
კოვიდ პანდემიის გამოწვევებს საქართველოს პროკურატურამ წარმატებით უპასუხა. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დროულად და გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე ტარდებოდა. სამართალწარმოება, მათ შორის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე ხორციელდებოდა შეუფერხებლად. საქართველოს პროკურატურა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, გადავიდა სასამართლო სხდომების დისტანციურ რეჟიმზე. პროკურატურის ყველა ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებით და პროკურორები დისტანციურად, ოფისიდან გაუსვლელად მონაწილეობდნენ სასამართლო სხდომებში. საქართველოს პროკურატურაში შემუშავდა ინსტრუქცია დისტანციურ სასამართლო სხდომებში ეფექტიანი მონაწილეობის შესახებ და გაეგზავნა ყველა პროკურორს.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კორესპოდენცია საქართველოს პროკურატურაში შემოეტანათ ელექტრონული ფოსტის ან/და პროკურატურის ოფისებში განთავსებული ყუთების მეშვეობით. მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება ხორციელდებოდა დროულად, შეფერხებების გარეშე. შესაბამისი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ მიიღებოდა გადაწყვეტილება პირის დაზარალებულად ცნობის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
აღნიშნულს ადასტურებს 2020-2021 წლებში ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკა. კერძოდ, 2020 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4633 პირის, ხოლო 2021 წელს - 5144 პირის მიმართ.
შესრულდა
148.199
განაგრძეთ შესაბამისი ინსტიტუტებისა და სერვისების გაძლიერება, ისეთების როგორებიც არის თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები, რათა ეფექტიანად დაეხმაროთ გენდერული მოტივით ძალადობის მსხვერპლებს (ავსტრია);
ქვეყანაში ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა 7 (2 თავშესაფარი თბილისში, სიღნაღი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი) თავშესაფარი, რომელიც ბენეფიციარებს სთავაზობს როგორც საცხოვრებელს, ასევე, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ მხარდაჭერას და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას/მიღებას. თავშესაფარში შესაძლებელია პირის დამოკიდებულ პირებთან ერთად განთავსება.
ამასთან, ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა) 6 კრიზისული ცენტრი (თბილისი, მარნეული, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, თელავი), რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ფსიქოლოგის, ასევე, იურისტისა და სოციალური მუშაკის მომსახურება. ასევე შესაძლებელია მსხვერპლზე დამოკიდებულ პირთა განთავსება კრიზისულ ცენტრში, სადაც შესაძლებელია მათი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის მომსახურების მიღება. ძალადობის საკითხებზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს კრიზისულ ცენტრს და მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სამართლებრივი მექანიზმებისა და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების შესახებ.
თავშესაფარში მოსარგებლე იღებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერის მომსახურებას, რომელიც ორგანიზებულია კვალიფიციური გუნდის მიერ. მომსახურება მიეწოდება სტანდარტით დადგენილი წესით და ეთიკური პრინციპების დაცვით და შეესაბამება სტანდარტით
განსაზღვრულ ოთხ კომპონენტს: სოციალურ მუშაობას, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას:
მსხვერპლებს და მათზე დამოკიდებულ პირებს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, როდესაც ისინი სახლში უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს, აქვთ 24-საათიანი, უსაფრთხო დროებითი საცხოვრებელი; მოსარგებლე უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, პირადი ჰიგიენის საშუალებებით და მხარდაჭერის მომსახურებებით; ასევე დღეში მინიმუმ სამჯერადი ჯანსაღი კვებით ან სამჯერადი კვებისთვის გათვალისწინებულ პროდუქტებით.
თავშესაფარი უზრუნველყოფს: მოსარგებლის დაცვას და მხარდაჭერისთვის მიღებულ ზომებს, რომელიც ხელს უწყობს ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას; ძალადობის მსხვერპლთა ტრავმულ გამოცდილებასთან გამკლავებისთვის ფსიქოლოგიურ დახმარებას/რეაბილიტაციას, მათ გაძლიერებას, შესაძლებლობების გაფართოებას და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას;
გათვალისწინებულია მოწყვლადი პირების, მათ შორის, მსხვერპლი ბავშვების კონკრეტულ საჭიროებები. თავშესაფარში დასაქმებული სპეციალისტები - სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი, მოსარგებლის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოფენ მისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდებას და სხვა საჭირო მომსახურების ორგანიზებასა და მიღებაში მხარდაჭერას; მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე გათვალისწინებულია არასრულწლოვან მოსარგებლეთა სპეციალური საჭიროებები. თავშესაფრში დასაქმებულია ძიძა/დამხმარე; საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლე იღებს თარჯიმნის მომსახურებას, რომელსაც აორგანიზებს თავშესაფარი; მოსარგებლე, რომელსაც აქვს ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა ან/და ფსიქიკური აშლილობების გამო განვითარებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა ან/და არ აქვს თვითმოვლის უნარი, უზრუნველყოფილია მისთვის სპეციალური მომსახურებით და სხვა.
ბავშვის მიტოვებისა და ოჯახისგან განცალკევების თავიდან აცილების მიზნით, ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ მოქმედებს დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის სამიზნე ჯგუფებს მიეკუთვნებიან სხვადასხვა მოწყვლად სიტუაციაში მყოფი დედები არასრულწლოვან შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;
ქვეპროგრამის ძირითადი სერვისებია: 24-საათიანი თავშესაფარი, კვების პროდუქტებით, სამოსით და პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების მიწოდება და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა, ფსიქოლოგის მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. ქვეყნის მასშტაბით სულ რეგისტრირებულია 7 ასეთი თავშესაფარი, მომსახურების მიმღებია თვეში დაახლოებით 70 პირი.
სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ფუნქციონირებს ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზი (116 006), სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია ძალადობის შემთხვევაში მასზე რეაგირების მექანიზმებისა და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების შესახებ. ცხელ ხაზზე კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, არაბულ, უკრაინულ და სპარსულ ენებზე. აღნიშნული სერვისებით სარგებლობა უფასოა და ანონიმური.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გაიცემა კომპენსაცია ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე, რომელმაც ოჯახში ძალადობის დანაშაულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. აგრეთვე, ამ დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვან შვილ(ებ)ზე. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 10 000 ლარით.
Un Women-ის მხარდაჭერით 2023 წელის 1 ივლისს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც თავშესაფრით სარგებლობისთვის ე.წ „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობა გაუქმდა და გამარტივდა ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის შესაძლებლობა. გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით ექსპერტის მიერ მოკვლეულ იქნა და შემუშავდა სარეკომენდაციო დოკუმენტი თემაზე - „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და გაძლიერების პოლიტიკა მუნიციპალურ დონეზე“. აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს შეიმუშაონ ისეთი პროგრამები და სერვისები, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლი ქალების უსაფრთხოების, სიცოცხლის, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვას, ეკონომიკურ გაძლიერებას და განვითარებას. აღნიშნული დოკუმენტზე მუშაობის პროცესი მოიცავდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ფორმატში, ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენის მიზნით. სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ 2023 წლის 15 დეკემბერს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოს ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო საბჭოს ინიციატივით შემუშავებული მნიშვნელოვანი დოკუმენტის - „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და გაძლიერების პოლიტიკა მუნიციპალურ დონეზე“ გაცნობა. შეხვედრა საკმაოდ მასშტაბური იყო. მას 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შესრულდა
148.200
მიიღეთ საკანონმდებლო და პოლიტიკის ზომები ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის (აზერბაიჯანი);
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით, შესაბამისი მექანიზმების შემუშავება/განახლებაზე ზრუნვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2018 წლიდან, შემუშავებული და დანერგილია ძალადობის განმეორების რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს აძლევს შესაძლებლობას დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე და გამოიყენოს ძალადობის პრევენციისთვის ისეთი ოპერატიული მექანიზმი, როგორიცაა შემაკავებელი ორდერი.
2020 წლიდან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლის მიზნით შესაძლებელი გახდა მოძალადისთვის ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა (ელექტრონული სამაჯური), მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესის რეალურ დროში გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული მოიცავს მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვის შესრულების მონიტორინგსაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია როგორც ორდერის, ისე, ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევის ან/და თავის არიდებისათვის.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისკენ მიმართულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებად უნდა ჩაითვალოს 2020 წლის 13 ივლისის საკანონმდებლო პაკეტის მიღება, რომლის საშუალებითაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლის მიზნით შესაძლებელი გახდა მოძალადისთვის ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება.
მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა).
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამცავი ორდერის მოქმედების ვადა გაიზარდა 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა.
გარდა ამისა, „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში 2023 წელს განხორციელებული ცვლილებით, ახლებურად დარეგულირდა ძალადობის განმეორების რისკის შეფასების მექანიზმი. კერძოდ, სამქულიანი კითხვები განმეორებითი ძალადობის რისკზე მიუთითებს, ხოლო ხუთქულიანი კითხვები განმეორებითი ძალადობის მაღალ რისკს განსაზღვრავს. საყურადღებოა, რომ პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, გაიზარდა იმ კითხვათა წრე, რომლებზეც დადებითი პასუხის გაცემისა და ქულათა შესაბამისი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების უფრო ეფექტიანად აღსრულებას.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება, კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის №421 დადგენილებით სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი გაიყო ორ დამოუკიდებელ პოლიციის დეპარტამენტად – იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტების უფლებამოსილებად განისაზღვრა, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველყოფა; ასევე, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა; ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება და დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
ამასთან, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2023 წელს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი დაინერგა ქალაქ რუსთავსა და ქალაქ ბათუმში, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანსაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირება და დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება წარმოადგენს.
ასევე, 2023 წლის მაისში ამოქმედდა ძალადობის განმეორების რისკების შეფასების განახლებული ინსტრუმენტი. საყურადღებოა, რომ გაიზარდა იმ კითხვათა წრე, რომლებზეც დადებითი პასუხის გაცემისა და ქულათა შესაბამისი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება.
შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული წარმოებების მონიტორინგს. აღნიშნული გულისხმობს გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული სისხლის სამართლის საქმეების დეტალურ შესწავლას. ასევე, აქტიურ მონიტორინგს ექვემდებარება შემაკავებელი ორდერები და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრთან ე.წ. „ბარნაჰუსთან“ (Barnahus). თბილისის ტერიტორიაზე, კანონით გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ცენტრში ტარდება. ცენტრში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩასართავი პირების დროულად მობილიზება ხდება, რაც ხელს უწყობს ბავშვთან განსახორციელებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაყოვნების გარეშე წარმართვას. პოლიციის თანამშრომლები სამართალწარმოებისას შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბავშვის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიების სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით“ ხელმძღვანელობენ.
არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და არასრულწლოვანთა მიმართ/მიერ ჩადენილ დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამართალწარმოების პროცესში, ბავშვთა მიმართ შესაძლო უფლებადარღვევის თავიდან აცილების, სერვისების გაუმჯობესების და გაძლიერების მიზნით, რეფერირებას ახორციელებს რელევანტურ უწყებებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალწარმოების პროცესში ჩართული მოქალაქეების მხარდაჭერის, დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური 2019 წლიდან მოქმედებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2021 წლის 22 ივნისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს მიენიჭა უფლებამოსილება საქმის სასამართლოში წარმართვამდე, საკუთარი გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს კოორდინატორი. კოორდინატორი პრიორიტეტულად ერთვება სამართალწარმოების პროცესში, როდესაც პირი არის არასრულწლოვანი, შშმ პირი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის მოწმე ან დაზარალებული. ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პრიორიტეტულად ურთიერთობს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის დაზარალებულებთან/მსხვერპლებთან და მოწმეებთან, სამართალწარმოების პროცესში მათი ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციის, გამოძიების მსვლელობისას ინფორმირებულობის უზრუნველყოფის, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობის და სამართალდამცავ სტრუქტურებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სისტემატურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, მათ შორის, კოორდინატორებს გავლილი აქვთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სასერტიფიკაციო კურსი. 2024 წლის 1-ელი მაისიდან მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ცვლილების მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, მათი საქმიანობის კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, საერთო მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, რათა მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით ფუნქციები ხარისხიანად და შედეგებზე ორიენტირებულად შესრულდეს.
2022 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. სტრატეგიაში ცალკე თავი ეთმობა გენდერული თანასწორობის პრინციპის გაძლიერებას ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველყოფას და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის ხელშესაწყობას. 2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა 2024-2026 წლებისთვის, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა სტრატეგიიდან და უზრუნველყოფს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვის და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას.
2022 წელს დამტკიცდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის პრევენციას, აღკვეთას, ძალადობის მსხვერპლთა დაცვას და მხარდაჭერას. 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, სრულად განხორციელდა გეგმით განსაზღვრული აქტივობების 75%, მეტწილად ან ნაწილობრივ შესრულდა 22,2%, ხოლო არ შესრულდა 2,8%. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ასევე გაითვალისწინებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით შესაბამის აქტივობებს.
2022 წლის 9 ნოემბრის N523 დადგენილებით დამტკიცებულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“(შემდგომ - წესი), რომლის თანახმად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის, დადგენილებით დამტკიცდა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“, რომლის მთავარი მიზანია შესაბამისი უწყებების შორის სწრაფი და ეფექტური კოორდინაციის განვითარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრა და განმეორებითი ძალადობის პრევენცია.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიან სამოქმედო გეგმაზე.
ვინაიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი დამოკიდებულებების შეცვლა და ძალადობის დაუშვებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ზემოხსენებული ყველა პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს არაერთ აქტივობას აღნიშნული მიმართულებით. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები რეგულარულად აწარმოებენ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და ატარებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა გააცნონ გენდერული ნიშნით ძალადობის არსი/ფორმები, სახელმწიფოს პოლიტიკა და ძალადობისგან დაცვის მექანიზმები. ფართომასშტაბიანი კამპანიის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
• 2022 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გადახდისუუნარო დაზარალებულებს მიენიჭათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება. უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება მიენიჭათ ასევე იმ დაზარალებულებსაც, რომლებიც მართალია კანონის მიხედვით არ მიიჩნევიან გადახდისუუნაროდ, თუმცა ფაქტობრივად იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, რაც არ აძლევთ კერძო ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას.
• 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, თავშესაფრის, კრიზისული ცენტრის ანდა მხარდაჭერის სხვა მომსახურებით სარგებლობის წინაპირობას აღარ წარმოადგენს მსხვერპლის ფორმალური სტატუსის ქონა. მომსახურების მიწოდება ასევე აღარ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს კრიტერიუმებს ან/და შეიმუშავებს სპეციალურ ინსტრუმენტს, რომლის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიწოდების ან მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ინსტრუმენტით თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი ადგენს პირის მიმართ ძალადობის ფაქტის არსებობას, აფასებს რისკებს და გამოკვეთს საჭიროებებს.
• პარლამენტი ახორციელებს თემატურ მოკვლევას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით.
• 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა მსხვერპლის უფლება მიიღოს კომპენსაცია. აღსანიშნავია, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებისას, საქართველომ კონვენციის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გააკეთა დათქმა კონვენციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გამოუყენებლობის თაობაზე. 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით კი საქართველოს მთავრობას დაევალა 2023 წლის 1 იანვრამდე დაემტკიცებინა მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და კომპენსაციის გაცემის წესი. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 ნოემბერს მიიღო №523 დადგენილება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“. მსხვერპლის მიერ კომპენსაციის მიღების უფლება ამოქმედდა 2023 წლის 1 იანვრიდან.

ქალთა მიმართ გენდერული ძალადობი და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2017-2021 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენდა. აღნიშნული მიმართულებები პრიორიტეტად განისაზღვრა 2022-2027 წლების სტრატეგიითაც.
საქართველოს პროკურატურა ოჯახურ დანაშაულზე მრავალი წელია ახორციელებს მკაცრ და თანმიმდევრულ სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია დაზარალებულის ინტერესების დაცვასა და მოძალადის მიმართ მკაცრი ღონისძიებების გამოყენებაზე.
2018 წლიდან საქართველოს პროკურატურაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. ამჟამად, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე სპეციალიზებულია პროკურატურის 257 თანამშრომელი, მათ შორის 38 მენეჯერი, 184 პროკურორი, 25 გამომძიებელი და 10 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
2021-2024 წლებში, ოჯახურ დანაშაულებზე მაღალია სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობა და პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. კერძოდ, 2021 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5144 პირის, 2022 წელს - 5325 პირის, 2023 წელს - 5286 პირისა და 2024 წელს მონაცემებით - 5003 პირის მიმართ.
2021-2024 წლებში, ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების 90-91% შემთხვევაში, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავდა სასამართლოს. ასევე, უარს ამბობდა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებაზე. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდში ყოველდღიურად ახორციელებდა ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგს და სწავლობდა სასამართლო გადაწყვეტილებებს. მონიტორინგის შედეგად, იდენტიფიცირდა გამოძიებასა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებისას არსებული ტენდენციები, რაც აისახა პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის განახლებულ სახელმძღვანელო მითითებაში, „სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 1261 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ“. სახელმძღვანელო მითითების მიზანია, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ოჯახური დანაშაულების საქმეებზე სწორი და ერთგვაროვანი სისხლის სამართლის პრაქტიკის ჩამოყალიბებას, საპროკურორო საქმიანობაში საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირებას, დანაშაულის განმეორების რისკის სწორად შეფასებას, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველწლიურად სწავლობს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებს. საქმეების მონიტორინგის განხორციელების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას.
2024 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენელი დაფიქსირდა. კერძოდ, 2024 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1192 პირის მიმართ. აღნიშნული მაჩვენებლით, სტატისტიკური მონაცემი 2%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით (1169 პირის მიმართ დევნა), რომელიც თავის მხრივ,9.4%-ით იყო გაზრდილი 2022 წელთან შედარებით. 2022 წლის მონაცემი კი 46%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემს და აღნიშნული 56.7%-ით აღემატებოდა - 2016-2020 წლების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჯამურ მაჩვენებელს, 467 პირის მიმართ დევნას.
2024 წლის დადებითი ტენდენციაა სისხლის სამართლის საქმეებში ინტერსექციული მიდგომების გამოყენების პრაქტიკის გაგრძელება. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საერთო მონაცემიდან (1192 პირის მიმართ დევნა), გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით - ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, გენდერული იდენტობის ნიშნით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 პირის მიმართ.
2024 წელს, გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით - სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, ეროვნების, ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დაზარალებულად ცნობილია 1222 პირი, მათგან 1209 ქალია, 2 ტრანსგენდერი ქალი, ხოლო 11 კაცი. აღნიშნული მონაცემი 4%-ით აღემატება 2023 წლის სტატისტიკურ მონაცემს, რომელიც თავის მხრივ 8%-ით აღემატებოდა 2022 წლის მონაცემს - 1090 პირის, მათგან 1077 ქალისა და 13 კაცის დაზარალებულად ცნობას. 2021 წელს დაზარალებულად ცნობილია 754 პირი, მათგან 741 ქალი, 11 კაცი და 2 ტრანსგენდერი ქალი.
2022 წელს, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო მითითებები „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ“ და „ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საქმეებზე საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ეფექტიანი აღსრულების შესახებ“.
ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის, ასევე არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით მომუშავე უწყებებთან. 2022 წლიდან ევროპის საბჭოსა და სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID) მხარდაჭერით, „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემურ საკითხებზე“ იმართება მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) შეხვედრები პროკურატურის, საერთო სასამართლოების და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და დაზარალებულთა განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის თანახმად, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების მიმართ, რომელთაც შეფარდებული აქვთ არასაპატიმრო ღონისძიება, განხორციელდება 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგი, რაც შექმნის ბრალდებულის დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის კონტროლის ეფექტიან მექანიზმს, დაზარალებულებს შეუქმნის უსაფრთხოების მეტ გარანტიებს და შეამცირებს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს. 2023 წლის აგვისტოში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარედგინათ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის შემდგომაც პარტნიორ უწყებებთან ერთად საქართველოს პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
2023 წელს, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს პროკურატურისა და პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობით, 2 სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიერ სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ.
2023 წლის 8 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკისა და დაზარალებულთა მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების, ასევე სექსუალური შევიწროების მექანიზმის შესახებ ინფორმაცია მიწოდა.
2024 წლის 20-21 ნოემბერს, ალბანეთის ქ.ტირანაში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ რეგიონული პროექტის „ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა – ევროპის გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის სტანდარტების აღმასრულებელი საბჭოს“ ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოსამართლეების, პროკურორებისა და სასწავლო ინსტიტუტების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გააცნეს ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. მონაწილეებთან ერთად, იმსჯელეს ქალთა მიმართ ონლაინ ძალადობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დადებით და უარყოფით ასპექტებზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.
2024 წლის 28 ნოემბერს, გენერალური პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა მულტიუწყებრივი სამუშაო შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურატურის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, პროკურორების, სოციალური მუშაკებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში მიმოიხილეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის პრაქტიკული საკითხები, უწყებების წარმომადგენელთა სამართალწარმოების პროცესში ჩართულობის ასპექტები და თანამშრომლობის გაუმჯობესების მიმართულებები.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში საქართველოს პროკურატურა წლებია აქტიურად მონაწილეობს. 2024 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით სულ 33 ღონისძიება განხორციელდა, მათგან 17 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროკურატურის მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორებმა და მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია კოორდინატორის სამსახურის როლის შესახებ ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროცესში. პროკურატურის წარმომადგენლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს მოსახლეობასთან. შეხვდნენ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექიმებს, საჯარო მოხელეებს. შეხვედრები გაიმართა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ასევე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში შეხვდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს.
2023 წელს ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, თანასწორობის უზრუნველყოფისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით სულ 31 ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის, ადგილობრივი საბჭოს სხდომები საქართველოს 11 ქალაქში გაიმართა. სხდომები ჩატარდა მცხეთაში, გორში, რუსთავში, მარნეულში, ბოლნისში, თელავში, ახალქალაქში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში. სხდომებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა.
2022 წელს კამპანიის მთავარი გზავნილი ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემცირება იყო. სპეციალიზებულმა პროკურორებმა შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩაერთნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა უწყებების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და აღნიშნული მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელბული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს დაინტერესებულ პირებს
ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღლმდეგ ბრძოლის, ასევე ქალთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მათი მართლმსაჯულების პროცესში სრულყოფილი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს თანამშრომელთა განგრძობად გადამზადებას. 2021-2024 წლებში, ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა 53 სასწავლო აქტივობა, რომლის ფარგლებში გადამზადდა პროკურატურის 579 თანამშრომელი. წლების მიხედვით განხორციელებულია შემდეგი სასწავლო აქტივობები:
2021 წელი
• ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ევროპული და სტამბოლის კონვენციის გავლენა შემდეგ საკითხებზე: კოვიდ-19-ის გავლენა ქალთა მიმართ ძალადობაზე, გენდერულ მიკერძოებასა და სტერეოტიპებზე. შეხვედრაში 7 პროკურორი მონაწილეობდა.
• გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სპეციალიზაციის 2 კურსი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 41 მსმენელი.
• საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, სპეციალიზებული პროკურორებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა და გადამზადდა 10 პროკურორი.
• აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, განხორციელდა მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, რომელშიც პროკურატურის 6 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
• ევროპის საბჭოს პროექტთან - „ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა“ - თანამშრომლობით, განხორციელდა HELP-ის სასწავლო კურსი ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თემაზე. პროგრამა ერთდროულად ექვს ქვეყანაში დაიწყო და სამთვიან სწავლებაში საქართველოს პროკურატურის 20 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
• ევროპის საბჭოს პროექტთან, „ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა“ - თანამშრომლობით, HELP-ის სასწავლო კურსის - „ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა“ შედეგების შეჯამების, მიღწეული პროგრესისა და არსებული გამოწვევების განხილვის მიზნით, საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 6 ქვეყნის HELP-ის სასწავლო კურსის ტუტორებმა და პროექტის ეროვნულმა პარტნიორებმა.
2022 წელი
• ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თემაზე, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქ. სტასბურგში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა.
• გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროკურატურის 16 მენეჯერისთვის ჩატარდა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზაციის კურსი.
• ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ქალთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე: სტამბოლის კონვენციისა და გენდერული თანასწორობის სხვა ევროპული სტანდარტების დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში“ - ფარგლებში, ჩატარებული კვლევის „COVID-19-ის გავლენა მართლმსაჯულებაზე ქალთა ხელმისაწვდომობაზე“ შედეგების პრეზენტაცია და პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში. კვლევის შედეგების პრეზენტაციას საქართველოს პროკურატურის 11 თანამშრომელი დაესწრო (ონლაინ) და მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. 2 თანამშრომელი ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში.
• აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, ოჯახში და გენდერული ძალადობის თემაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამის საქმეებზე მომუშავე პროკურორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ექსპერტიზის ბიუროს და არასამთავრობო სექტორის შესაბამისი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
• აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსა (INL) და სამართალდამცველთა საერთაშორისო აკადემიასთან (ILEA) თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ბუდაპეშტში ოჯახური და გენდერული ძალადობის შესახებ. სწავლება ხუთდღიანი იყო და მიზანს ოჯახში და გენდერული ძალადობის საქმეების გამოძიების პროცესში ჩართული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება, ილინოისის შტატის პოლიციის საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების გაზიარება წარმოადგენდა.
• ევროპის საბჭოს HELP-ის დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებით, განხორციელდა 2 თვიანი სასწავლო კურსი ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლის შედეგად, 22 პროკურორი გადამზადდა.
• პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGG III) რეგიონალური პროექტის - „ქალთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე - გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტების დანერგვა“ - ფარგლებში, უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში, ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თემაზე, მენტორინგის პროგრამის მენტორების ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. ვიზიტის მიზანს გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადება წარმოადგენდა, 12 თვის განმავლობაში მენტორობის გაწევის შესახებ. ტრენერთა ტრენინგის შედეგად, 5 პროკურორი გადამზადდა.
2023 წელი
• აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, ისლანდიაში, ქ. რეიკიავიკში, ჩატარდა ევროპული კონფერენცია ოჯახში ძალადობის თემაზე.
• გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზაციის კურსი განხორციელდა. სასწავლო პროგრამა საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, მოიცავდა ქალთა უფლებების, ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებრივ მექანიზმებს. სპეციალიზაცია პროკურატურის 22 თანამშრომელს მიენიჭა.
• აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მხარდაჭერით, ოჯახში და გენდერული ძალადობის მულტიდისციპლინარული ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მონაწილეებს შემდეგი საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია: ოჯახში ძალადობის სამოდელო სასამართლოები აშშ-ში, სექსუალური ძალადობის სასამართლო, ექთნების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის საქმეებზე სასამართლო ექსპერტის ჩვენების ამერიკული პრაქტიკა, მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა. სამუშაო შეხვედრას 4 პროკურორი დაესწრო.
• აშშ-ს საელჩოს და INL-ის ორგანიზებით, ბათუმსა და თბილისში, ორი ჯგუფისთვის ტრენინგი განხორციელდა ოჯახში და გენდერული ძალადობის, ასევე სექსუალური ძალადობის გამოძიების შესახებ. ორი ჯგუფის ფარგლებში, 4 პროკურორი და მოწმის და დაზარალებულის 2 კოორდინატორი გადამზადდა.
• აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, 2 ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე „ოჯახში ძალადობა და გენდერული ნიშნით ძალადობა“, რომელშიც 6 პროკურორი და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მონაწილეობდა. ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში,
• ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსი - „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ განხორციელდა, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა და საქართველოს პროკურატურის 21 სპეციალიზებული პროკურორი გადამზადდა.
• აშშ-ის (INL) საელჩოს ორგანიზებით, თბილისში გაიმართა სამართალდამცავი ქალების მე-10 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 100 სამართალდაცავი ქალი, მათ შორის 8 ქართველი პროკურორი.
• საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა ტრენინგი სამეცნიერო პუბლიკაციის აკადემიური წერის სტანდარტების შესახებ. ტრენინგის შედეგად, 15 მონაწილე გადამზადდა.
• საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მენტორინგის პროგრამა განხორციელდა. მენტორინგის პროგრამა 8 თვის განმავლობაში გაგრძელდა და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები, საერთაშორისო სამართლის გამოყენება ეროვნულ დონეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკაში იმპლემენტაცია და სხვ. მენტორინგის პროგრამა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალიზებულმა 10-მა პროკურორმა გაიარა.
• ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის HELP -ის სასწავლო კურსი განხორციელდა, რომელიც 4-მა პროკურორმა გაიარა.
• ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საფრანგეთში, ქ.სტრასბურგში HELP-ის ქსელის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს ერთგვარ ფორუმს, სადაც მონაწილეები შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები, ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა, HELP-ის კურსები და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
• პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGG III) რეგიონალური პროექტის - „ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა - გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტების დანერგვა“ - ფარგლებში, უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში, ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თემაზე 2023-2024 წლის მენტორინგის პროგრამის მენტორების ტრენერთა ტრენინგი გაიმართა, შედეგად 5 პროკურორი გადამზადდა.
• აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ორგანიზებით, აშშ-ში საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ექთნების, მეცნიერებისა და პრაქტიკის შესახებ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სასამართლო-სამედიცინო ექთნების ფუნქციები, როლი, გამოწვევები და პრობლემები განიხილებოდა.
2024 წელი
• აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახში ძალადობის თემაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის სასწავლო ვიზიტი გაიმართა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, პროკურორები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გაეცნენ ოჯახში და გენდერული ძალადობის საკითხებს, მსხვერპლზე ორიენტირებული და მულტიუწყებრივი მიდგომის მნიშვნელობას, სასამართლო პრაქტიკასა და სხვ.
• აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, პროკურორებისა და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა მსხვერპლთან და დაზარალებულთან კომუნიკაციის საკითხების შესახებ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ს საელჩოს მრჩეველმა სამართლის საკითხებში, მონაწილეებს ამერიკული გამოცდილება და პრაქტიკა გააცნო და მსხვერპლთან ურთიერთობის სპეციფიკის შესახებ ისაუბრა. სამუშაო შეხვედრაში 7 პროკურორი და მოწმის და დაზარალებულის 8 კოორდინატორი მონაწილეობდა.
• ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსი - „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ განხორციელდა, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა და პროკურატურის 21 თანამშრომელი გადამზადდა.
შესრულდა
148.201
შეიტანეთ ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის გაუპატიურების განმარტებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობა (დანია);
სახელმწიფოს პოლიტიკა უკიდურესად მკაცრია ოჯახში, ქალთა მიმართ და დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშულების მიმართ. სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე მიანიშნებს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე თავით ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ“ დანაშაულთათვის გათვალისწინებული მაღალი სასჯელებიც.
სტამბოლის კონვენციასთან მიერთების შემდეგ, რიგი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავში, რომელიც ეხება დანაშაულებს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, რათა კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო კონვენციასთან. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი (გაუპატიურება) და 138-ე მუხლი (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) ძალადობის ან ძალადობის მუქარის ელემენტთან ერთად, ეფუძნება და დანაშაულად თვლის დამნაშავის მიერ მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებასაც, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ, მსხვერპლის ისეთი მდგომარეობით სარგებლობას, როდესაც შეუძლებელია დაზარალებულმა თანხმობა ან უარი გამოხატოს სექსუალური ხასიათის შეღწევაზე ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაზე. მსხვერპლის თანხმობის არარსებობის შემთხვევაც, როდესაც პირს, გარკვეული სუბიექტური ფაქტორებისა ან გავლენის გამო, არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატა თანხმობა სექსუალურ ურთიერთობაზე, მოქცეულია „უძლური/უმწეო მდგომარეობის“ ელემენტის ქვეშ.
დღეს, საქართველოში არსებული პრაქტიკის ანალიზი, ცხადყოფს, რომ გაუპატიურებად და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებად კვალიფიცირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აშკარად არ იკვეთება ძალადობის ან/და ძალადობის მუქარის ფაქტები და მსხვერპლის თანხმობა საერთოდ არ არის გამოხატული, ან/და გამოხატულია და ქმედების ჩადენას წინ უძღოდა ნების დამთრგუნველი გარემოებები.
შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინაღმდეგ თავი მოიცავს სექსუალური ხასიათის ყველა ქმედებას, რომელშიც შესაძლოა არ იყოს გამოხატული პირის თავისუფალი ნება ასეთ ქმედებაზე და ამ თავში განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული სასჯელები არის უმკაცრესი, მათ შორის გაუპატიურების (სსკ 137-ე მუხლი) ზოგიერთი მაკვალიფიცირებელი დამამძიმებელი გარემოება სასჯელის უმაღლეს ზომად ითვალისიწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის თანახმად დანაშაულს წარმოადგენს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას, რომლის ჩადენა ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საგულისხმოა, ისიც, რომ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოექცეს ქმედება აღნიშნული მუხლის მოქმედების ქვეშ. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით, პირის თანხმობის გარეშე, მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება გათვალისწინებულია და ითვლება დასჯად ქმედებად.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ არც ერთი საერთაშორისო ან რეგიონალური ინსტრუმენტი/სტანდარტი, მათ შორის არც სტამბოლის კონვენცია არ იძლევა „თანხმობის“ განმარტებას. მაგალითად, სტამბოლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს აქვთ უფლება თავად ჩამოაყალიბონ კანონმდებლობის ტექსტი და იმ ფაქტორების სია, რომლებიც გამორიცხავს თავისუფლად გაცემულ თანხმობას. კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს მხოლოდ იმას, რომ თანხმობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და შეფასდეს სხვა გარემოებების კონტექსტში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებულია მგრძნობიარე და მსხვერპლზე ორიენტირებულ გამოძიებაზე, ამ მიზნით, უწყებაში, უწყვეტად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება. 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო, რაც მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის სექსუალური ძალადობის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისთვის ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებას და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებისთვის ეფექტიანი საქმეების მომზადებას. სასწავლო პროგრამა ასევე ფარავს სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლების გამოკითხვის სახელმძღვანელო წესებს.
შესრულდა
148.202
უზრუნველყავით, რომ გენდერული მოტივით ჩადენილი ყველა ძალადობის შემთხვევა სათანადოდ იქნეს გამოძიებული და მსხვერპლებს გააჩნდეთ წვდომა სამედიცინო, სოციალურ, სამართლებრივ და სხვა მხარდამჭერ სერვისებზე (ესტონეთი);
იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იურიდიული დახამრების სამსახურის შესახებ კანონში პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა. 2022 წელს იურიდიული დახამრების სამსახურის კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სამსახურის მანდატი გაიზარდა სისხლის სამართლის მიმართულებით. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის დაზარალებული, რომელიც იურიდიული დახმარების შესახებ კანონის მიხედვით, მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო დაზარალებული, რომელიც ამ კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და დასტურდება შემდეგი გარემოება: ა) წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს. ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური ოდენობა; ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
შესრულდა
148.203
განაგრძეთ გენედრული მოტივით ძალადობის ყველა ფორმასთან საბრძოლველი ზომების შესრულება (მალტა);
2022 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას, საქართველომ მხოლოდ ერთი დათქმა გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ კომპენსაციის წესი ცალკე უნდა იქნეს მიღებული და ეს პირობა უკვე შესრულებულია. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მოძალადის მიერ არ არის ანაზღაურებული. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. კომპენსაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. 2023 წელს გაუქმდა თავშესაფრით სარგებლობისთვის ე.წ „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობა, რითაც გამარტივდა ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და სახელმწიფო მომსახურებით, მათ შორის ‒ სახელმწიფო თავშესაფრით ‒ სარგებლობისთვის არსებული ბარიერის დაძლევა.
2020 წ. შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, დაინერგა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობა. 2023 წელს განახლდა
უნდა აღინიშნოს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების რეგულირებისა და სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის 21 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“ დაწყების თაობაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ნინო წილოსანი, ხოლო წევრებად: გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია და ხათუნა კვიციანი. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 სამუშაო შეხვედრა/ვიზიტი. 2021 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა სამუშაო ჯგუფის წევრებისა და თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩართული ექსპერტების ვიზიტი თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს და კრიზისული ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა საკითხის 4 ზეპირი მოსმენა 8 სახელმწიფო უწყებისა და 12 ადგილობრივი ორგანიზაციის მონაწილეობით. 2021 წლის 19-20 დეკემბერს საბჭომ ჩაატარა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღეს თემატურ მოკვლევაში ჩართულმა უწყებებმა და მოსაზრებების წარმომდგენმა ორგანიზაციებმა; ისინი ადგილზე გაეცნენ თემატური მოკვლევის ანგარიშის პირველად სამუშაო ვერსიას და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2022 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ვიზიტში. მათ შორისაა 12-16 ივნისს ქალაქ სტოკჰოლმში, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გამართული სასწავლო ვიზიტი საბჭოსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისათვის. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო მიდგომების გაცნობა და კარგი გამოცდილების გაზიარება საქართველოში სტამბოლის კონვენციის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობისათვის.
2023 წლისათვის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე 64 მუნიციპალური საბჭოდან 44-ს აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების პროგრამა, ხოლო 49 მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისი აქვს დანერგილი. აღსანიშნავია, რომ 46 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ასპექტები ან/და გამოყოფილია კონკრეტულად ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს ბიუჯეტი.
2023 წელს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებით შეიმუშავა სარეკომენდაციო ხასიათის პოლიტიკის დოკუმენტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და გაძლიერების პოლიტიკა მუნიციპალურ დონეზე.“ ეს უკანასკნელი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარ ქვეპროგრამებში გაითვალისწინონ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებები. დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში გაანალიზდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და სოციალური დახმარებების გაცემის წესი, რათა შესწავლილიყო, რამდენად არის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამები ორიენტირებული ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე.
2022 წელს, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ეუთოს რეგიონში, სადაც, პროექტ CHANGE-ის ფარგლებში, მოხდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელოს წარდგენა. ამ მიზნით, 2022 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ უმასპინძლა ეუთოს დელეგაციას საქართველოს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღო სახელმძღვანელოს პრეზენტაციასა და შემდგომ სამუშაო შეხვედრებში.
საყურადღებოა ისიც, რომ გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო საანგარიშო პერიოდში მუდმივად ახორციელებდა ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, კერძოდ ზეპირი მოსმენებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით ეცნობოდა მიმდინარე სამუშაოებს. სწორედ ამ მიზნით 2023 წლის 27 სექტემბერს საბჭოს შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე. სხდომაზე დამსწრეებმა მოუსმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებს. ამასთან, განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკა, უწყებების ანგარიში და ანალიზი ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის დანაშაულებთან და ფემიციდთან დაკავშირებით.
საბჭომ აგრეთვე მოახერხა აქტიურად ეწარმოებინა კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გამოსადეგი იყო სოციალური ქსელები და მათ პლატფორმაზე დაგეგმილი სოციალური კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
შესრულდა
148.204
გააძლიერეთ ძალისხმევა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმასთან საბრძოლველად, მათ შორის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებითა და დაცვითი მექანიზმებით (მარშალის კუნძულები);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი ხუთ წელზე მეტია, პერიოდულად მართავს საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებს, როგორც თავად სამინისტროს დაგეგმილ, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ თექვსმეტ დღიან კამპანიას. კამპანიის ფარგლებში, შემდეგი ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა:
2021 წელს, კამპანიის ფარგლებში განხორციელდა არაერთი ღონისძიება, მათ შორის: საინფორმაციო შეხვედრები, სატელევიზიო-რადიო გადაცემები, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მუნიციპალიტეტებთან, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებსა და მოსწავლეებთან. შეხვედრებს ასობით მოქალაქე ესწრებოდა.
ამავე კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, აჭარის, გურიისა და თბილისის საპოლიციო დანაყოფების ადგილობრივ წარმომადგენლებთანაც სამუშაო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებს ასობით პოლიციის თანამშრომელი ესწრებოდა.
2020-2021 წლებში, დამზადდა არაერთი ვიდეორგოლი, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა და რომლის უმთავრეს გზავნილს მოსახლეობისადმი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებაზე, მუშაობაზე ხაზგასმა, ასევე, პოლიციისთვის მიმართვის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას. კამპანიის ფარგლებში განხორციელდა არაერთი ღონისძიება, მათ შორის: საინფორმაციო შეხვედრები თბილისში, სამტრედიის, ხონის, თეთრიწყაროს, ადიგენის, ბოლნისის, ყვარელის, ქარელის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან. შეხვედრებს კვლავ ასობით ადამიანი დაესწრო. ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, პოლიციის ტერიტორიული დანაყოფების მაღალი რგოლის მენეჯერებთან ტრენინგი ჩატარდა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების თემატიკაზე. ამავე კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხონის, სამტრედიის, თეთრიწყაროს, ადიგენის, ბოლნისის, ყვარელის, ქარელის და თბილისის საპოლიციო დანაყოფების ადგილობრივ წარმომადგენლებთანაც სამუშაო ხასიათის შეხვედრები გამართეს. შეხვედრებს ასობით პოლიციის თანამშრომელი ესწრებოდა.
2022 წელს, მოსახლეობის მასობრივი ინფორმირების მიზნით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2,000,000-ზე მეტმა აბონენტმა მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაცია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის დასჯადობისა და ძალადობის შემთხვევაში პოლიციისათვის მიმართვის გზებზე.
კამპანიის ფარგლებში გაიმართა ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა, მონაწილეობდა ყველა წამყვანი მედია-საშუალება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
2023 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ თექვსმეტ დღიან კამპანიას, კამპანიის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხვდებოდნენ მოსახლეობას და მონაწილეობას იღებდნენ როგორც უწყების ორგანიზებულ, ასევე, სხვა უწყებებისა და პარტნიორი ან/და დონორი ორგანიზაციების (მათ შორის, ამერიკის საელჩო, შვედეთის საელჩო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი, ევროპის საბჭო და ა.შ.) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრებში.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რადიო გადაცემებსა და სხვადასხვა ბეჭდურ მედიაშიც ისაუბრეს. 2,000,000-ზე მეტ აბონენტს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციისათვის მიმართვის გზებზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მულტიუწყებრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, მოსამართლეებთან - რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და ელექტრონულ ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე, ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების მენეჯერებთან.
2024 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში (ლია, ორსანტია, ზერტი, ბერშუეთი, კირბალი, შავშვები, წითელუბანი, ხურვალეთი, ტირძნისი, ტყვიავი, ზემო ნიქოზი, სოფელი მერეთი და გუგუთიანთკარი) მცხოვრებ ქალებთან, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალ თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა“. შეხვედრის მიმდინარეობისას, მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგი) და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების, ქვეყანაში არსებული ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმებისა და პოლიციისადმი მიმართვის გზების შესახებ.
შეხვედრის თემა ფოკუსირებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალ თანამშრომლებზე. მათ მიეწოდათ ინფორმაცია უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, 2021-2024 წლებში ჩატარდა ტრენინგები ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3333-მა დაინტერესებულმა პირმა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2024 წლიდან ახორციელებს პროექტს „უფლებათა სკოლა“, რომელიც მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში. სკოლების ადმინისტრაციებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგები „ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება და ინკლუზია“. ტრენინგები ფარავდა ადამიანის უფლებებს ზოგადად, თანასწორობის უფლებას, ბავშვის უფლებებს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მასზე რეაგირების მექანიზმებს. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში 2024 წელს სკოლების ადმინისტრაციებისა და მასწავლებლებისთვის ჩატარდა 36 ტრენინგი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 677-მა პირმა. რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, 960 მოსწავლისთვის გაიმართა 48 ტრენინგი. ტრენინგები ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პენიტენციური ტრენინგების დეპარტამენტი შექმნის დღიდან (2023 წელი) სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის ახორციელებს ტრენინგს „საბაზო საორიენტაციო პროგრამა - უნივერსალური ტრენინგი“.
აღნიშნული კურსი მოიცავს, მათ შორის, ისეთ საკითხებს როგორიცაა: გენდერი და ქალთა მიმართ ძალადობა, კერძოდ, გენდერი და ფემინიზმი, ქალთა მიმართ ძალადობის ფენომენი; ძალადობის სახეები; ფემიციდი; მოძალადეთა ქცევის კორექცია; მსხვერპლთა მხარდაჭერა. 2023-2024 წლებში აღნიშნული კურსის ფარგლებში გადამზადდა 343 მონაწილე.
2022 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას, საქართველომ მხოლოდ ერთი დათქმა გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ კომპენსაციის წესი ცალკე უნდა იქნეს მიღებული და ეს პირობა უკვე შესრულებულია. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მოძალადის მიერ არ არის ანაზღაურებული. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. კომპენსაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. 2023 წელს გაუქმდა თავშესაფრით სარგებლობისთვის ე.წ „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობა, რითაც გამარტივდა ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და სახელმწიფო მომსახურებით, მათ შორის ‒ სახელმწიფო თავშესაფრით ‒ სარგებლობისთვის არსებული ბარიერის დაძლევა.
2020 წ. შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, დაინერგა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობა. 2023 წელს განახლდა
უნდა აღინიშნოს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების რეგულირებისა და სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის 21 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“ დაწყების თაობაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ნინო წილოსანი, ხოლო წევრებად: გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია და ხათუნა კვიციანი. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 სამუშაო შეხვედრა/ვიზიტი. 2021 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა სამუშაო ჯგუფის წევრებისა და თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩართული ექსპერტების ვიზიტი თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს და კრიზისული ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა საკითხის 4 ზეპირი მოსმენა 8 სახელმწიფო უწყებისა და 12 ადგილობრივი ორგანიზაციის მონაწილეობით. 2021 წლის 19-20 დეკემბერს საბჭომ ჩაატარა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღეს თემატურ მოკვლევაში ჩართულმა უწყებებმა და მოსაზრებების წარმომდგენმა ორგანიზაციებმა; ისინი ადგილზე გაეცნენ თემატური მოკვლევის ანგარიშის პირველად სამუშაო ვერსიას და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2022 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ვიზიტში. მათ შორისაა 12-16 ივნისს ქალაქ სტოკჰოლმში, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გამართული სასწავლო ვიზიტი საბჭოსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისათვის. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო მიდგომების გაცნობა და კარგი გამოცდილების გაზიარება საქართველოში სტამბოლის კონვენციის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობისათვის.
2023 წლისათვის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე 64 მუნიციპალური საბჭოდან 44-ს აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების პროგრამა, ხოლო 49 მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისი აქვს დანერგილი. აღსანიშნავია, რომ 46 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ასპექტები ან/და გამოყოფილია კონკრეტულად ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ბიუჯეტი.
2023 წელს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებით შეიმუშავა სარეკომენდაციო ხასიათის პოლიტიკის დოკუმენტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და გაძლიერების პოლიტიკა მუნიციპალურ დონეზე.“ ეს უკანასკნელი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარ ქვეპროგრამებში გაითვალისწინონ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებები. დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში გაანალიზდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და სოციალური დახმარებების გაცემის წესი, რათა შესწავლილიყო, რამდენად არის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამები ორიენტირებული ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე.
2022 წელს, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ეუთოს რეგიონში, სადაც, პროექტ CHANGE-ის ფარგლებში, მოხდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელოს წარდგენა. ამ მიზნით, 2022 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ უმასპინძლა ეუთოს დელეგაციას საქართველოს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღო სახელმძღვანელოს პრეზენტაციასა და შემდგომ სამუშაო შეხვედრებში.
საყურადღებოა ისიც, რომ გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო საანგარიშო პერიოდში მუდმივად ახორციელებდა ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, კერძოდ ზეპირი მოსმენებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით ეცნობოდა მიმდინარე სამუშაოებს. სწორედ ამ მიზნით 2023 წლის 27 სექტემბერს საბჭოს შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე. სხდომაზე დამსწრეებმა მოუსმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებს. ამასთან, განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკა, უწყებების ანგარიში და ანალიზი ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის დანაშაულებთან და ფემიციდთან დაკავშირებით.
საბჭომ აგრეთვე მოახერხა აქტიურად ეწარმოებინა კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გამოსადეგი იყო სოციალური ქსელები და მათ პლატფორმაზე დაგეგმილი სოციალური კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
2021 წელს განხორციელებული აქტივობები:
-„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფთხოების შესახებ“ გაეროს რეზოლუციის შესაბამისად კონფლიქტისპირა ზონის მოსახლეობისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა 4 შეხვედრა, მათ შორის: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფილდში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში.
-სამსახური აქტიურადაა ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში. ამ მიზნით სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიაში.
-სამსახურის თანამშრომლებისთვის, სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა 51 ტრენინგი. ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემებზე: სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეგულირების მექანიზმი;ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები; ქალთა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხები;ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა.
-დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ექსპერტების მიერ სამსახურის სასწავლო ცენტრისთვის მომზადდა 5 ტრენინგ მოდული. მათ შორის: გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ექსპერტის მიერ შეიქმნა მოდული სახელწოდებით: „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები“.
-ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე. სამუშაო შეხვედრაში სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებიც. შეხვედრისას განხილული იქნა გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებული გამოწვევები და ტენტენციები, ასევე მტკიცებულებითი სტანდარტები ოჯახური ძალადობის საქმეებზე.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრში (Barnahus) ჩართული პროფესიონალებისთვის“.
-საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ჩატარდა 51 ტრენინგი, მათ შორის:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაცია, მათი ულებების საერთაშორისო სტანდარტები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება.
-იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის მოსახლეობასთან. კონსულტანტმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, ქალთა უფლებების შესახებ, ესაუბრა დისკრიმინაციის აღმოფხვრის ბულინგისა და ტოლერანტობის საკითხებზე, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ. შეხვედრაზე დამსწრეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
2022 წელს განხორციელებული აქტივობები:
-25 ნოემბრიდან - 10 დეკემბრამდე მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს გლობალური კამპანია „ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“. იურიდიული დახმარების სამსახური არის ერთერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის საქმეში. სამსახურის წარმომადგენლებმა „ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ გამართული კამპანიის ფარგლებში, არაერთ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის: ქედაში, შავშვებში, ხელვაჩაურში, ქერეში.
-ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლის საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა 6 საკონსულტაციო/საინფორმაციო შეხვედრა. კერძოდ: სოფელ ჯარიაშენში, ჩორჩანაში, კოდისწყაროში, ტყაიაში, ზუგდიდში.
-გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN), შვედეთის მთავრობისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე „სექსუალური ძალადობის საკითხები“. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივი ადვოკატები. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 4 თანამშრომელი.
-USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID RoLP), მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ქალთა უფლებები“. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტები და აპარატის თანამშრომლები. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 30 თანამშრომელი.
-USAIDის სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID RoLP), მხარდაჭერით მომზადდა ხშირად დასმული კითხვები თემაზე ქალთა უფლებები.
-არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით, თბილისისა და რეგიონების სკოლებში ჩატარდა 6 შეხვედრა, რა დროსაც სკოლის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ თემებზე: ბავშვის უფლებები; ბულინგი; დისკრიმინაცია;
ტოლერანტობა; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორობა; ოჯახში ძალადობა; შრომითი უფლებები; განრიდება და მედიაცია.
2023 წელს განხორციელებული აქტივობები:
-ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია ფარგლებში სამსახურმა ჩაატარა 3 შეხვედრა მათ შორის: თბილისში, ფოთსა და ახალციხეში.
-„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლის საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა 4 საკონსულტაციო/საინფორმაციო შეხვედრა. მათ შორის: სოფელ ნიქოზში, სოფელ თვაურებში, სოფელ პერევში, სოფელ ახალაბასთუმანში.
-იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარდა 38 ტრენინგი. ტრენინგ-მოდულების შერჩევისას ყურადღება გამახვილდა, ადვოკატთა გამოკითხვის შედეგად ყველაზე აქტუალურ საკითებსა და დონორი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ტრენინგ-პროგრამებზე. მათ შორის, „ოჯახში ძალადობა“ , „ძალადობა და დისკრიმინაცია გენდერისა და სექსუალობის ნიშნით და ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების საკითხებზე“.
2024 წელს განხორციელებული აქტივობები:
-იურიდიული დახმარების სამსახურის წარმოამდგენლების მიერ ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა ქალთა უფლებების შესახებ თბილისის სკოლებში, ასევე აბაშის მუნიციპალიტეტის პირველ სკოლაში, სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში. სამახურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, ქალთა უფლებების შესახებ, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ბულინგისა და ტოლერანტობის საკითხებზე, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ.
-1-2 აგვისტოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურში ჩატარდა ტრენინგი თემაზე- ,, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი და საქართველოს კონტექსტი’’. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ადვოკატები და კონსულტანტები.
შესრულდა
148.205
გააძლიერეთ ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად და ბავშვთა ნებისმიერი ფორმით ხელყოფისგან დასაცავად არსებული ძალისხმევა (მიანმარი);
2022 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას, საქართველომ მხოლოდ ერთი დათქმა გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ კომპენსაციის წესი ცალკე უნდა იქნეს მიღებული და ეს პირობა უკვე შესრულებულია. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მოძალადის მიერ არ არის ანაზღაურებული. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. კომპენსაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. 2023 წელს გაუქმდა თავშესაფრით სარგებლობისთვის ე.წ „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობა, რითაც გამარტივდა ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და სახელმწიფო მომსახურებით, მათ შორის ‒ სახელმწიფო თავშესაფრით ‒ სარგებლობისთვის არსებული ბარიერის დაძლევა.
2020 წ. შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, დაინერგა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობა. 2023 წელს განახლდა
უნდა აღინიშნოს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების რეგულირებისა და სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის 21 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“ დაწყების თაობაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ნინო წილოსანი, ხოლო წევრებად: გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია და ხათუნა კვიციანი. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 სამუშაო შეხვედრა/ვიზიტი. 2021 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა სამუშაო ჯგუფის წევრებისა და თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩართული ექსპერტების ვიზიტი თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს და კრიზისული ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა საკითხის 4 ზეპირი მოსმენა 8 სახელმწიფო უწყებისა და 12 ადგილობრივი ორგანიზაციის მონაწილეობით. 2021 წლის 19-20 დეკემბერს საბჭომ ჩაატარა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღეს თემატურ მოკვლევაში ჩართულმა უწყებებმა და მოსაზრებების წარმომდგენმა ორგანიზაციებმა; ისინი ადგილზე გაეცნენ თემატური მოკვლევის ანგარიშის პირველად სამუშაო ვერსიას და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2022 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ვიზიტში. მათ შორისაა 12-16 ივნისს ქალაქ სტოკჰოლმში, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გამართული სასწავლო ვიზიტი საბჭოსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისათვის. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო მიდგომების გაცნობა და კარგი გამოცდილების გაზიარება საქართველოში სტამბოლის კონვენციის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობისათვის.
2023 წლისათვის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე 64 მუნიციპალური საბჭოდან 44-ს აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების პროგრამა, ხოლო 49 მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისი აქვს დანერგილი. აღსანიშნავია, რომ 46 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ასპექტები ან/და გამოყოფილია კონკრეტულად ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ბიუჯეტი.
2023 წელს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებით შეიმუშავა სარეკომენდაციო ხასიათის პოლიტიკის დოკუმენტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და გაძლიერების პოლიტიკა მუნიციპალურ დონეზე.“ ეს უკანასკნელი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარ ქვეპროგრამებში გაითვალისწინონ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებები. დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში გაანალიზდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და სოციალური დახმარებების გაცემის წესი, რათა შესწავლილიყო, რამდენად არის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამები ორიენტირებული ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე.
2022 წელს, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ეუთოს რეგიონში, სადაც, პროექტ CHANGE-ის ფარგლებში, მოხდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელოს წარდგენა. ამ მიზნით, 2022 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ უმასპინძლა ეუთოს დელეგაციას საქართველოს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღო სახელმძღვანელოს პრეზენტაციასა და შემდგომ სამუშაო შეხვედრებში.
საყურადღებოა ისიც, რომ გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო საანგარიშო პერიოდში მუდმივად ახორციელებდა ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, კერძოდ ზეპირი მოსმენებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით ეცნობოდა მიმდინარე სამუშაოებს. სწორედ ამ მიზნით 2023 წლის 27 სექტემბერს საბჭოს შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე. სხდომაზე დამსწრეებმა მოუსმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებს. ამასთან, განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკა, უწყებების ანგარიში და ანალიზი ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის დანაშაულებთან და ფემიციდთან დაკავშირებით.
საბჭომ აგრეთვე მოახერხა აქტიურად ეწარმოებინა კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გამოსადეგი იყო სოციალური ქსელები და მათ პლატფორმაზე დაგეგმილი სოციალური კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
2020 წლიდან ფუნქციონირებს ბავშვთა ცხელი ხაზი - 111 - სწრაფი რეაგირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების ხელმისაწვდომობას სახელმწიფო პროგრამებზე. აღნიშნული ცხელი ხაზის საშუალებით ბენეფიციარებს გაეწევათ კონსულტაცია სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების, ძალადობის, ფსიქოლოგიურ, სამართლებრივ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
შესრულდა
148.206
მეტად გააძლიერეთ სექსუალური და გენდერული მოტივით ძალადობასთან საბრძოლველი ზომები, მათ შორის, ოჯახში ძალადობასთან, სექსუალურ შევიწროვებასთან და ნაადრევ ქორწინებასთან მიმართებით (ფილიპინები);

2021 წლიდან, სქესობრივ დანაშაულზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში სპეციალიზაცია დაინერგა. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, 2021 წლის 10 აპრილიდან სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებას ახორციელებენ მხოლოდ ის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს.
სპეციალიზაციის სასწავლო მოდული გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა. სპეციალიზაციის სასწავლო პროგრამა მოიცავდა ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული სიახლეების, საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას. ამჟამად, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზებულია საქართველოს პროკურატურის 173 თანამშრომელი, მათ შორის 38 მენეჯერი, 101 პროკურორი, 16 გამომძიებელი და 18 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
2021 წელს, პროკურორებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ“. რეკომენდაცია მოიცავს სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, დაზარალებულად ცნობის სტანდარტს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და მტკიცებულებით სტანდარტს, საქმის სასამართლოში განხილვის ასპექტებს. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის და ფსიქოლოგის ჩართვის პრიორიტეტულობას. რეკომენდაცია მოიცავს აგრეთვე მითითებებს არასრულწლოვანთა მიმართ გასათვალისწინებელ განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, როგორიც არის რეფერირება, არასრულწლოვნის საქმეში კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის, ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, ფსიქოლოგის მონაწილეობა, არასრულწლოვანთან საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების დაგეგმვა და ჩატარება, არასრულწლოვნის დაცვის ღონისძიებები და სხვა.
2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „თანასწორობა ახლას“ მხარდაჭერით, შემუშავდა სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და ადგილობრივ და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით შემუშავებულ ტექნიკებსა და მეთოდოლოგიას. სახელმძღვანელო განკუთვნილია მოსამართლეების, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის.
სპეციალიზაციის დანერგვის შემდეგ, პროკურატურაში უწყვეტად მიმდინარეობს სქესობრივი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგი, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის მიზნით. ამასთან, საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად აანალიზებს სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და სასჯელის დანიშვნის პრაქტიკას. ანალიზის შედეგები მიეწოდებათ პროკურორებს და გაითვალისწინება პროკურორთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო პროგრამებში.
სქესობრივ დანაშაულებზე პროკურორთა სპეციალიზაციის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობა, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის მონაცემების ფაქტობრივად, გაორმაგებაში გამოიხატა.
2023 წლიდან, პროკურატურის ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, იმართება საკოორდინაციო შეხვედრები სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვისას არსებული პრაქტიკული გამოწვევების განხილვის მიზნით. შეხვედრის მიზანია სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკის დანერგვა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. საკოორდინაციო შეხვედრას ესწრებიან პროკურატურის, სასამართლოს, საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლები.
საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებელების კვალიფიკაციის განგრძობად ამაღლებას. 2021-2024 წლებში, საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა შემდეგი სასწავლო კურსები:
2021 წელი
• პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულზე, სპეციალიზაციის 5 სასწავლო კურსი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა პროკურატურის 97 თანამშრომელი.
• ევროკავშირის პროექტთან თანამშრომლობით, სპეციალიზებული პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სქესობრივ დანაშაულებზე ონლაინ ტრენინგი განხორციელდა. გადამზადდა 12 პროკურორი.
• წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ორგანიზებით, განხორციელდა ტრენერთა ტრენინგი ტრავმა-ინფორმირებული მიდგომის შესახებ სქესობრივ დანაშაულებზე სამართალწარმოების პროცესში.
• აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის სქესობრივი დანაშაულების მსხვერპლთა გამოკითხვის შესახებ ტრენინგი განხორციელდა.
2022 წელი
• გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სპეციალიზაციის კურსი განხორციელდა მენეჯერებისთვის, პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის, რომელშიც პროკურატურის 21 თანამშრომელი მონაწილეობდა.
• არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფართან“ თანამშრომლობით, სქესობრივ დანაშაულზე სპეციალიზებული პროკურორებისთვის ორდღიანი ონლაინ ტრენინგი გაიმართა საერთაშორისო პრეცედენტული გადაწყვეტილებები შესახებ გაუპატიურების დანაშაულებზე, რომელშიც 9 პროკურორი მონაწილეობდა.
2023 წელი
• გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სპეციალიზაციის 3 კურსი განხორციელდა. სპეციალიზაციის კურსის შედეგად 19 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, 41 პროკურორი და პროკურატურის 4 გამომძიებელი გადამზადდა.
• აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, ბელგიის ქალაქ ბრიუსელში, განხორციელდა FBI აკადემიის კურსდამთავრებულების გადამზადების კურსი. ვიზიტის მთავარი მიზანს ყოველწლიურად, ევროპის კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული აკადემიის (FBINA) კურსდამთავრებულების შეკრება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. მოცემული ვიზიტის წამყვანი თემატიკა სექსუალურ და ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა იყო.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში.
2021 წელს, საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტური ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე, 11 აქტივობა განახორციელა, რომელშიც 500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა მსმენელებს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა, ამოცანები, პრინციპები და უფლებამოსილება გააცნეს. ასევე, ისაუბრეს პროკურატურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესახებ.
2023 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები აქტიურად ახორციელებენ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა სკოლების, უნივერსიტეტებისა და სტუდენტური გაერთიანებების სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან. საანგარიშო პერიოდში გაიმართა 17 შეხვედრა, რომელსაც ჯამში დაესწრო 742 სტუდენტი და სკოლის მოსწავლე. შეხვედრების თემა იყო ოჯახური დანაშაული, პროკურატურის საქმიანობის გაცნობა, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საკითხები, ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნები, ტერორიზმი.
შესრულდა
148.207
გაზარდეთ ვაკანსიების რაოდენობა თავშესაფრებში და გააუმჯობესეთ შესაბამისი სერვისები, რათა სათანადოდ დაეხმაროთ ოჯახური ძალადობისა და გენდერული მოტივით ძალადობის მსხვერპლებს (პორტუგალია);
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს პრიორიტეტია ოჯახური ძალადობისა და გენდერული მოტივით ძალადობის მსხვერპლთა სათანადო სერვისებით უზრუნველყოფა. საჭიროებისამებრ, ხდება თავშესაფრებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და რეგიონული ხელმისაწვდომობის მიზნით, ახალი თავშესაფრების დამატება.
შესრულდა
148.208
გააძლიერეთ ძალისხმევა გენდერული მოტივით ძალადობის პრევენციისთვის, მათ შორის, კერძოდ, ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის, რათა უზრუნველყოთ შესაბამისი კანონებისა და პრაქტიკის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან (კორეის რესპუბლიკა);
2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გენდერის ნიშნით“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
„გენდერის ნიშნით“ განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება დამამძიმებელ გარემოებად არ ითვალისწინებდა ქმედების „გენდერის ნიშნით“ ჩადენას, რაც ცვლილების შემდეგ დაემატა მუხლს და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
შესრულდა
148.209
გააძლიერეთ გენდერული მოტივით ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველი ღონისძიებები, მათ შორის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ (ტიმორ-ლესტე);
დამტკიცებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი, რომელიც ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე, რომელმაც ოჯახში ძალადობის დანაშაულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ამ დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვან შვილ(ებ)ზე. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 10 000 ლარით.
2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გენდერის ნიშნით“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
„გენდერის ნიშნით“ განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება დამამძიმებელ გარემოებად არ ითვალისწინებდა ქმედების „გენდერის ნიშნით“ ჩადენას, რაც ცვლილების შემდეგ დაემატა მუხლს და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ქალთა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. 2022-2024 წლებში, საქართველოს პროკურატურის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული იყო ფემიციდის დანაშულებზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს უწევდა გენდერულად მოტივირებული ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმეებს. ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების ტენდენციები და გაანალიზდა სასამართლოს გადაწყვეტილებები. ფემიციდის ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულია პროკურატურის ვებ-გვერდზე.
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“.
2022 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით შეიქმნა გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანო - ,,სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო“, რომელიც განიხილავს დაზარალებულების საჩივრებს. საბჭო უფლებამოსილია დააწესოს ზედამხედველობა, მასზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, წინადადებით მიმართოს გენერალურ პროკურორს პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე.
2022 -2024 წლებში, საბჭომ გენერალური პროკურორის დავალებით და დაზარალებულთა მომართვის საფუძველზე, შეისწავლა 39 სისხლის სამართლის საქმე. საბჭოში შემოსული განცხადების/ საჩივრების განხილვის პროცესში საბჭოს სამდივნომ უშუალოდ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმეები, გაესაუბრა განმცხადებლებს, საქმის მწარმოებელ გამომძიებლებს და საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორებს. საბჭომ 29 სისხლის სამართლის საქმეზე გასცა 57 რეკომანდაცია.
საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფემიციდის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურის და სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის მეთოდოლოგიების დაახლოებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას. აღნიშნული მიზნით, 2023 და 2024 წელს საქართველოს პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების 3 სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ერთიანი, სრულყოფილი და სეგრეგირებული მონაცემების აღრიცხვის და ფემიციდის დანაშაულების მონიტორინგის მიმართულებით, დაიგეგმა უწყებების კოორდინირებული სამომავლო საქმიანობა.
ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ყოველწლიურად იმართება პროკურორებისა და მოსამართლეების სამუშაო შეხვედრები ფემიციდის დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის აქტუალ საკითხებზე. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2024 წელს გაიმართა 2 სამუშაო შეხვედრა, რომელსაც სპეციალიზებულ პროკურორებთან და მოსამართლეებთან ერთად, უზენაესი სასამართლოსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ფემიციდის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციები და გამოწვევები, მათ შორის აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკული ასპექტები.
2022 წელს, საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია „არა ფემიციდს“ დაიწყო. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ამ დრომდე მიმდინარეობს და კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.
კამპანიამ მთელი საქართველო მოიცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურორები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებში შეხვდნენ მოსახლეობას.
ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის დასაწყისიდან დღემდე ჩატარებულია 250-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სრული მასშტაბით. შეხვედრები გაიმართა საბავშვო ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან, მანდატურებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. პროკურორები და კოორდინატორები ესტუმრნენ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში მყოფ მსხვერპლებს, შეხვდნენ შშმ პირებს, მათ მშობლებს და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე პირებს, სოციალურ მუშაკებს, სამედიცინო სფეროს და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებს. ასევე, კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მულტიუწყებრივი სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.
ღონისძიებები ჩატარდა: თბილისში - 39, ქვემო ქართლში - 50, კახეთში - 41, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში - 28, დასავლეთ საქართველოში - 20, სამცხე-ჯავახეთში -13, სამეგრელო- ზემო სვანეთში - 47, ხოლო აჭარის რეგიონში - 19 ღონისძიება.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობასთან ჩატარდა 110-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრები ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს 25 ქალაქში, დასავლეთ საქართველოს 22 ქალაქში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 4 ქალაქში. პროკურორები შეხვდნენ ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობას.
კამპანიის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ითანამშრომლა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან. ექიმებთან და სამედიცინო პერსონალთან 4 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
საქართველოს 7 ქალაქში სპეციალიზებულმა პროკურორებმა ფემიციდის კამპანიის ფარგლებში, ჩაატარეს 19 საჯარო ლექცია სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან.
სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მანდატურებსა და მოსწავლეებთან ჩატარდა 80 საინფორმაციო შეხვედრა. კამპანიის ფარგლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა 6 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თბილისის ყველა ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორებთან. შეხვედრებს საერთო ჯამში 190 კოორდინატორი და 60 პედაგოგი დაესწრო.
2022 წელს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench&Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები მონაწილეობდნენ.
2022 წელს, ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე, გენერალურ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კამპანიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინტერსექციულ მიდგომაზე და ისეთი მოწყვლადი ჯგუფების ინფორმატიულობის ამაღლებაზე, როგორებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და შშმ თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შშმ ქალებთან, შშმ არასრულწლოვნებთან და მათ მშობლებთან, ასევე შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ყრუ პირებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრები გაიმართა თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავში, საჩხერესა და ამბროლაურში.
მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების გარდა, სპეციალიზებული პროკურორები და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები საქართველოს 5 ქალაქში ესტუმრნენ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებს და შეხვდნენ ძალადობა გამოვლილ მსხვერპლ ქალებს. შეხვედრებზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, ბენეფიციარებს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთათვის სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. მულტისექტორულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული დანაყოფის სპეციალიზებული პროკურორები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები.
სპეციალიზებულმა პროკურორებმა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალურ მუშაკებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში ძალადობის შედეგად დაზარალებულების, მათ შორის არასრულწლოვნების დაცვის, მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი განიხილეს.
კამპანიის ფარგლებში პროკურატურამ ითანამშრომლა საერთო ჯამში 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან, სახელმწიფო უწყებასთან და კერძო კომპანიასთან.
ანონიმური კითხვარის საფუძველზე, საქართველოს ყველა რეგიონში ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა ჩატარდა. ანონიმურ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2 303 მოქალაქემ, ამათგან 1665 ქალმა და 638 კაცმა.
2022-2024 წლებში, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე ჩატარებული 6 სასწავლო აქტივობის ფარგლებში, 100 პროკურორი და პროკურატურის მენეჯერი გადამზადდა. სწავლებაში გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდი) საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის მენეჯერები და სპეციალიზებული პროკურორები მონაწილეობდნენ.
კურსის ფარგლებში მიმოხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის უახლესი გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ და სახელმწიფოს ვალდებულებები გადაწყვეტილებების ეფექტიანად აღსრულების პროცესში. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ფემიციდის სახეები და ტიპები საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიხედვით.
შესრულდა
148.210
მიიღეთ ეფექტიანი პრევენციული ზომები ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად (ფინეთი);
2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გენდერის ნიშნით“ ჩადენილი, ასევე „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
„გენდერის ნიშნით“ ან „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ ან „ოჯახის წევრის მიმართ“ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ქმედების დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებდა ქმედების „გენდერის ნიშნით“ ჩადენას, რაც ცვლილების შედეგად დაემატა მუხლს და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
შესრულდა
148.212
განავრცეთ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბძროლისა და მსხვერპლთა დაცვის შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის 2018-2020 გამოყენება, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული სოციო-სანიტარული მდგომარეობის შედეგად განხორციელებული სათანადო ცვლილებების გათვალისწინებით (კუბა);
საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ, 2008 წლიდან რეგულარულად ხდება „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ ეროვნულ სამოქმედო გეგმების მიღება და განხორციელება.
უკანასკნელი გეგმა 2022 წელს დამტკიცდა და აერთიანებს მოქმედების 4 სფეროს: პირველი სფერო მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებს; მე-2 სფერო ეხება ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერისათვის აუცილებელ ღონისძიებებს; მე-3 სფეროში გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ზომები; ხოლო მე-4 სფერო ინტეგრირებული პოლიტიკის და მონაცემების შეგროვების საკითხებს ფარავს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ასევე გაითვალისწინებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით შესაბამის აქტივობებს.
სამოქმედო გეგმის წერის პროცესში გათვალისწინებული იქნა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები, როგორიცაა მაგალითად მსხვერპლების მხრიდან სერვისებზე წვდომის შეფერხება და მისაწვდომობის ნაკლებობა. შესაბამისად, ახალი სამოქმედო გეგმით დაისახა კონკრეტული აქტივობები Covid-19 პანდემიის პირობებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა მსხვერპლის უფლება მიიღოს კომპენსაცია. აღსანიშნავია, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებისას, საქართველომ კონვენციის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გააკეთა დათქმა კონვენციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გამოუყენებლობის თაობაზე. 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით კი საქართველოს მთავრობას დაევალა 2023 წლის 1 იანვრამდე დაემტკიცებინა მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და კომპენსაციის გაცემის წესი. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 ნოემბერს მიიღო №523 დადგენილება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“. მსხვერპლის მიერ კომპენსაციის მიღების უფლება ამოქმედდა 2023 წლის 1 იანვრიდან.
შესრულდა
148.213
დაყოვნების გარეშე მიიღეთ ეროვნული კანონმდებლობა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და შექმენით საჯარო დაწესებულებები, რომლებიც ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს შესთავაზებენ დახმარებასა და დაცვას (გერმანია);
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა / დაზარალებულთა და მათზე დამოკიდებულ პირთა, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა და მათზე დამოკიდებულ პირთა დახმარებისა და დაცვის მიზნით, 2024 წლის მდგომარეობით, სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირების 6 თავშესაფარი (თბილისში (2), ბათუმში, გორში, ქუთაისსა და სიღნაღში) და 7 კრიზისული ცენტრი (თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, მარნეულში, თელავსა და ზუგდიდში). აღსანიშნავია, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებებით გაუქმდა „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის საჭიროება მხარდაჭერის მომსახურებებით, განსაკუთრებით, თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის მომსახურებებით სარგებლობისთვის. ხსენებული ცვლილებებით თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელს მიენიჭა შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრის ან/და სპეციალური ინსტრუმენტის (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი) შემუშავების უფლებამოსილება, რომლის საფუძველზეც თავად იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდების ან მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, მსხვერპლის სტატუსის არსებობა, როგორც ბარიერი, გაუქმდა მომსახურების მიღების მიზნებისთვის და 2023 წლის ივლისიდან ძალადობაგამოვლილი ადამიანებისთვის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ადვილად და შეუფერხებლად.
დამტკიცდა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი, რომელიც ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე, რომელმაც ოჯახში ძალადობის დანაშაულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ამ დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვან შვილ(ებ)ზე. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 10 000 ლარით.
2022 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან.
2022-2023 წელს შემუშავდა „გენდერული თანასწორობისა და ქალთა მხარდაჭერის სივრცის“ (ასევე, ცნობილი, როგორც „ქალთა ოთახი“) ინსტიტუციური გაძლიერების სამოქმედო გეგმა და კონკრეტული რეკომენდაციები. დოკუმენტზე მუშაობა 1 წელი გაგრძელდა და პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შედეგად შეიქმნა კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ მაგალითებსა და რეკომენდაციებს „ქალთა ოთახების“ სერვისის შექმნის, სამართლებრივი საფუძვლების უზრუნველყოფის, საქმიანობის სფეროსა და მართვის, მენეჯერის სამუშაო აღწერილობის, პროგრამულ ბიუჯეტში თანხის განსაზღვრისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიმართულებით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს გაეგზავნა რეკომენდაციის სახით. ამჟამად ასეთი სივრცე 32 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.
2023 წლისათვის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე 64 მუნიციპალური საბჭოდან 44-ს აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების პროგრამა, ხოლო 49 მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისი აქვს დანერგილი. აღსანიშნავია, რომ 46 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ასპექტები ან/და გამოყოფილია კონკრეტულად ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოსბიუჯეტი.
2023 წელს გაუქმდა თავშესაფრით სარგებლობისთვის ე.წ „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობა, რითაც გამარტივდა ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და სახელმწიფო მომსახურებით, მათ შორის ‒ სახელმწიფო თავშესაფრით ‒ სარგებლობისთვის არსებული ბარიერის დაძლევა.
მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვა ‒ ცვლილებები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოწმის დაკითხვის წესი, ბრალდებულის უფლებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირებული სავალდებულო დაცვის შემთხვევები. ამდენად, აღნიშნული საკითხების ახალი რეგულაცია საკანონმდებლო დონეზე (სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებში) ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ინიცირებულია 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გენდერის ნიშნით“ ჩადენილი, ასევე „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
„გენდერის ნიშნით“ ან „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ ან „ოჯახის წევრის მიმართ“ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ქმედების დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებდა ქმედების „გენდერის ნიშნით“ ჩადენას, რაც ცვლილების შედეგად დაემატა მუხლს და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
შესრულდა
148.214
განაგრძეთ გენდერული მოტივით ძალადობის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევა, მათ შორის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ (საბერძნეთი);
2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გენდერის ნიშნით“ ჩადენილი, ასევე „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
„გენდერის ნიშნით“ ან „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ ან „ოჯახის წევრის მიმართ“ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ქმედების დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებდა ქმედების „გენდერის ნიშნით“ ჩადენას, რაც ცვლილების შედეგად დაემატა მუხლს და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
შესრულდა
148.215
გააძლიერეთ ძალისხმევა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ (გაიანა);

148.216
განაგრძეთ ზომების მიღება გენდერული ნიშნით ძალადობასთან საბრძოლველად, მათ შორის, ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად (ინდოეთი);

148.217
განავითარეთ მეტი ეფექტიანი მიდგომები და ზომები, რათა ებრძოლოთ ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობას (ირანის ისლამური რესპუბლიკა);
2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გენდერის ნიშნით“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, „არასრულწლოვნის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე „გენდერის ნიშნით“, „ოჯახის წევრის მიმართ“ ან „არასრულწლოვნის მიმართ“ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
„გენდერის ნიშნით“, „ოჯახის წევრის მიმართ“ და „არასრულწლოვნის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ ან „არასრულწლოვნის მიმართ“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“, „ოჯახის წევრის მიმართ“ და „არასრულწლოვნის მიმართ“ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ქმედების დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებდა ქმედების „გენდერის ნიშნით“ ჩადენას, რაც ცვლილების შედეგად დაემატა მუხლს და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ ან „არასრულწლოვნის მიმართ“ კი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
შესრულდა
148.218
განაგრძეთ ღონისძიებების განხორციელება ოჯახში ძალადობისა და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობის თაობაზე კანონმდებლობის გასაძლიერებლად (ყირგიზეთი);
2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გენდერის ნიშნით“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, „დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის“ განზრახ მკვლელობისთვის, ასევე „გენდერის ნიშნით“, „ოჯახის წევრის მიმართ“, „დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის“ მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
„გენდერის ნიშნით“, „ოჯახის წევრის მიმართ“, „დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის“ განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. განზრახ მკვლელობის მუხლი ქმედების დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებდა „ქმედების ჩადენას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ“, რაც ცვლილების შედეგად დაემატა მას და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ ან „დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის“ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი ქმედების დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებდა „ქმედების ჩადენას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ“, რაც ცვლილების შედეგად დაემატა მას და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“, „ოჯახის წევრის მიმართ“ ან ჩადენილი „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ“ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლი ქმედების დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებდა „ქმედების ჩადენას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ“, რაც ცვლილების შედეგად დაემატა მას და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება 3 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ქმედების დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებდა ქმედების „გენდერის ნიშნით“ ჩადენას, რაც ცვლილების შედეგად დაემატა მას და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“, „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ“ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ (შემდგომ - წესი), რომლის თანახმად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან.
აგრეთვე, მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის, დადგენილებით დამტკიცდა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“, რომლის მთავარი მიზანია შესაბამისი უწყებების შორის სწრაფი და ეფექტური კოორდინაციის განვითარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრა და განმეორებითი ძალადობის პრევენცია.
შესრულდა
148.219
გააძლიერეთ ძალისხმევა გენდერული ნიშნით ძალადობასთან საბრძოლველად, მათ შორის, ოჯახში ძალადობასთან საბრძოლევლად (მალდივები);
2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გენდერის ნიშნით“ ჩადენილი, ასევე „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის.
„გენდერის ნიშნით“ ან „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება „გენდერის ნიშნით“ ან „ოჯახის წევრის მიმართ“ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ქმედების დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებდა ქმედების „გენდერის ნიშნით“ ჩადენას, რაც ცვლილების შედეგად დაემატა მუხლს და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება „ოჯახის წევრის მიმართ“ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დასჯადი გახდა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
შესრულდა
148.220
გააძლიერეთ ძალისხმევა გენდერული ნიშნით ძალადობასთან საბრძოველად, მათ შორის, ოჯახში ძალადობასთან და ფემიციდთან საბრძოლველად (მონტენეგრო);

148.221
გააძლიერეთ ძალისხმევა გენდერული ნიშნით ძალადობასთან საბრძოველად, მათ შორის, ოჯახში ძალადობასთან და ფემიციდთან საბრძოლველად (ნამიბია);

148.222
მიიღეთ ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოთ ქალებისა და ბავშვების - ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა (ჩრდილოეთ მაკედონია);
ზრუნვის სააგენტო კოორდინირებას უწევს ძალადობის მსხვერპლთა სერვისებს, რათა უზრუნველყოს ქალებისა და ბავშვების ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა.
2024 წლის მდგომარეობით, სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირების 6 თავშესაფარი ( თბილისში (2), ბათუმში, გორში, ქუთაისსა და სიღნაღში) და 7 კრიზისული ცენტრი (თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, მარნეულში, თელავსა და ზუგდიდში).
თავშესაფარი არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა და მათზე დამოკიდებულ პირთა, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა და მათზე დამოკიდებულ პირთა დროებითი საცხოვრებელი. აღნიშნული უზრუნველყოფს პირთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ დახმარებას, სამედიცინო მომსახურების მიღებას და სხვა საჭირო მომსახურებით მხარდაჭერას. თავშესაფარში მსხვერპლთა განთავსება ხდება 10 თვემდე ვადით და ბენეფიციარებს უზრუნველყოფს სადღეღამისო (24 საათიანი) საცხოვრისით.
2023 წელს გაიხსნა კიდევ ერთი თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი.
კრიზისული ცენტრი წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და სექსუალური ხასიათის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის და მათზე დამოკიდებულ პირთათვის, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის და მათზე დამოკიდებული პირთათვის მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულებას. ცენტრის ფარგლებში, ხდება პირთა მხარდაჭერა ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების მომსახურებებით. 2021 წლიდან, დაემატა 2 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი თელავსა და ზუგდიდში.
2022 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას, საქართველომ მხოლოდ ერთი დათქმა გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ კომპენსაციის წესი ცალკე უნდა იქნეს მიღებული და ეს პირობა უკვე შესრულებულია. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მოძალადის მიერ არ არის ანაზღაურებული. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. კომპენსაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. 2023 წელს გაუქმდა თავშესაფრით სარგებლობისთვის ე.წ „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობა, რითაც გამარტივდა ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და სახელმწიფო მომსახურებით, მათ შორის ‒ სახელმწიფო თავშესაფრით ‒ სარგებლობისთვის არსებული ბარიერის დაძლევა.
2020 წ. შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, დაინერგა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობა. 2023 წელს განახლდა
უნდა აღინიშნოს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების რეგულირებისა და სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის 21 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“ დაწყების თაობაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ნინო წილოსანი, ხოლო წევრებად: გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია და ხათუნა კვიციანი. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 სამუშაო შეხვედრა/ვიზიტი. 2021 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა სამუშაო ჯგუფის წევრებისა და თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩართული ექსპერტების ვიზიტი თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს და კრიზისული ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა საკითხის 4 ზეპირი მოსმენა 8 სახელმწიფო უწყებისა და 12 ადგილობრივი ორგანიზაციის მონაწილეობით. 2021 წლის 19-20 დეკემბერს საბჭომ ჩაატარა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღეს თემატურ მოკვლევაში ჩართულმა უწყებებმა და მოსაზრებების წარმომდგენმა ორგანიზაციებმა; ისინი ადგილზე გაეცნენ თემატური მოკვლევის ანგარიშის პირველად სამუშაო ვერსიას და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2022 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ვიზიტში. მათ შორისაა 12-16 ივნისს ქალაქ სტოკჰოლმში, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გამართული სასწავლო ვიზიტი საბჭოსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისათვის. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო მიდგომების გაცნობა და კარგი გამოცდილების გაზიარება საქართველოში სტამბოლის კონვენციის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობისათვის.
2023 წლისათვის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე 64 მუნიციპალური საბჭოდან 44-ს აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების პროგრამა, ხოლო 49 მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისი აქვს დანერგილი. აღსანიშნავია, რომ 46 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ასპექტები ან/და გამოყოფილია კონკრეტულად ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ბიუჯეტი.
2023 წელს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებით შეიმუშავა სარეკომენდაციო ხასიათის პოლიტიკის დოკუმენტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და გაძლიერების პოლიტიკა მუნიციპალურ დონეზე.“ ეს უკანასკნელი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარ ქვეპროგრამებში გაითვალისწინონ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებები. დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში გაანალიზდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და სოციალური დახმარებების გაცემის წესი, რათა შესწავლილიყო, რამდენად არის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამები ორიენტირებული ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე.
2022 წელს, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ეუთოს რეგიონში, სადაც, პროექტ CHANGE-ის ფარგლებში, მოხდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელოს წარდგენა. ამ მიზნით, 2022 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ უმასპინძლა ეუთოს დელეგაციას საქართველოს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღო სახელმძღვანელოს პრეზენტაციასა და შემდგომ სამუშაო შეხვედრებში.
საყურადღებოა ისიც, რომ გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო საანგარიშო პერიოდში მუდმივად ახორციელებდა ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, კერძოდ ზეპირი მოსმენებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით ეცნობოდა მიმდინარე სამუშაოებს. სწორედ ამ მიზნით 2023 წლის 27 სექტემბერს საბჭოს შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე. სხდომაზე დამსწრეებმა მოუსმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებს. ამასთან, განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკა, უწყებების ანგარიში და ანალიზი ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის დანაშაულებთან და ფემიციდთან დაკავშირებით.
საბჭომ აგრეთვე მოახერხა აქტიურად ეწარმოებინა კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გამოსადეგი იყო სოციალური ქსელები და მათ პლატფორმაზე დაგეგმილი სოციალური კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
2022 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი გაიზარდა ოჯახში ძალადობის დაზარალებულზე. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის დაზარალებული, რომელიც იურიდიული დახმარების შესახებ კანონის მიხედვით, მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო დაზარალებული, რომელიც ამ კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და დასტურდება შემდეგი გარემოება: ა) წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს. ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური ოდენობა; ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
შესრულდა
148.223
გააორმაგეთ ძალისხმევა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის აღმოსაფხვრელად (პერუ);
2022 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას, საქართველომ მხოლოდ ერთი დათქმა გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ კომპენსაციის წესი ცალკე უნდა იქნეს მიღებული და ეს პირობა უკვე შესრულებულია. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მოძალადის მიერ არ არის ანაზღაურებული. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. კომპენსაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. 2023 წელს გაუქმდა თავშესაფრით სარგებლობისთვის ე.წ „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობა, რითაც გამარტივდა ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და სახელმწიფო მომსახურებით, მათ შორის ‒ სახელმწიფო თავშესაფრით ‒ სარგებლობისთვის არსებული ბარიერის დაძლევა.
2020 წ. შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, დაინერგა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობა.
ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების რეგულირებისა და სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის 21 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“ დაწყების თაობაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ნინო წილოსანი, ხოლო წევრებად: გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია და ხათუნა კვიციანი. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 სამუშაო შეხვედრა/ვიზიტი. 2021 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა სამუშაო ჯგუფის წევრებისა და თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩართული ექსპერტების ვიზიტი თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს და კრიზისული ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა საკითხის 4 ზეპირი მოსმენა 8 სახელმწიფო უწყებისა და 12 ადგილობრივი ორგანიზაციის მონაწილეობით. 2021 წლის 19-20 დეკემბერს საბჭომ ჩაატარა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღეს თემატურ მოკვლევაში ჩართულმა უწყებებმა და მოსაზრებების წარმომდგენმა ორგანიზაციებმა; ისინი ადგილზე გაეცნენ თემატური მოკვლევის ანგარიშის პირველად სამუშაო ვერსიას და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2022 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ვიზიტში. მათ შორისაა 12-16 ივნისს ქალაქ სტოკჰოლმში, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გამართული სასწავლო ვიზიტი საბჭოსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისათვის. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო მიდგომების გაცნობა და კარგი გამოცდილების გაზიარება საქართველოში სტამბოლის კონვენციის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობისათვის.
2023 წლისათვის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე 64 მუნიციპალური საბჭოდან 44-ს აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების პროგრამა, ხოლო 49 მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისი აქვს დანერგილი. აღსანიშნავია, რომ 46 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ასპექტები ან/და გამოყოფილია კონკრეტულად ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ბიუჯეტი.
2023 წელს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებით შეიმუშავა სარეკომენდაციო ხასიათის პოლიტიკის დოკუმენტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და გაძლიერების პოლიტიკა მუნიციპალურ დონეზე.“ ეს უკანასკნელი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარ ქვეპროგრამებში გაითვალისწინონ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებები. დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში გაანალიზდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და სოციალური დახმარებების გაცემის წესი, რათა შესწავლილიყო, რამდენად არის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამები ორიენტირებული ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე.
2022 წელს, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ეუთოს რეგიონში, სადაც, პროექტ CHANGE-ის ფარგლებში, მოხდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელოს წარდგენა. ამ მიზნით, 2022 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ უმასპინძლა ეუთოს დელეგაციას საქართველოს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღო სახელმძღვანელოს პრეზენტაციასა და შემდგომ სამუშაო შეხვედრებში.
საყურადღებოა ისიც, რომ გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო საანგარიშო პერიოდში მუდმივად ახორციელებდა ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, კერძოდ ზეპირი მოსმენებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით ეცნობოდა მიმდინარე სამუშაოებს. სწორედ ამ მიზნით 2023 წლის 27 სექტემბერს საბჭოს შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე. სხდომაზე დამსწრეებმა მოუსმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებს. ამასთან, განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკა, უწყებების ანგარიში და ანალიზი ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის დანაშაულებთან და ფემიციდთან დაკავშირებით.
საბჭომ აგრეთვე მოახერხა აქტიურად ეწარმოებინა კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გამოსადეგი იყო სოციალური ქსელები და მათ პლატფორმაზე დაგეგმილი სოციალური კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
შესრულდა
148.224
ჩაატარეთ სრულყოფილი კვლევა ქვეყანაში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის მასშტაბის, ხასიათისა და განმაპირობებელი მიზეზების დასადგენად, რათა შეიმუშავოთ პრევენციის ეროვნული პოლიტიკა (ალჟირი);
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, შემუშავდა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის სტრატეგია და ლოგიკური ჩარჩო, რომლის შემუშავების პროცესშიც ჩართული იყო სააგენტო.
სააგენტო კოორდინაციას უწევს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგამას, რომელიც გულისხმობს მობილური ჯგუფების საქმიანობის კოორდინაციას, დღის ცენტრებითა და სადღეღამისო თავშესაფრებით მომსახურებით უზრუნველყოფას.
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარების გაუმჯობესების საკითხს, რომლებიც ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებიან. ბავშვების ქუჩაში გასვლის პრევენციისა და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის სახელმწიფო სტრატეგია 2025-2030 წლებისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება.
თავად სტრატეგიაშივე ერთ-ერთ გამოწვევად არის განსაზღვრული ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების შესახებ არასრული სტატისტიკური მონაცემებისა და კვლევების არსებობა. მის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები კი ერთ-ერთ ვალდებულებად განსაზღვრავენ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების განხორციელებას.
შესრულდა
148.225
განათლების, ტრენინგისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების გზით გაუმკლავდით ბავშვთა ქორწინებისა და იძულებითი ქორწინების ძირეულ მიზეზებს, ხოლო ამგვარი ქორწინების მსხვერპლთათვის უზრუნველყავით მხარდამჭერი სერვისები (ავსტრალია);
ზრუნვის სააგენტო ყოველწლიურად ჩართულია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღდეგ ბრძოლის 16-დღიან საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ტარდება ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან- 10 დეკემბრის ჩათვლით. ასევე, სააგენტო ჩართულია ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიებში, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფენ სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები.
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით განსაზღვრული რეფერირების პროცედურების აღსრულების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით 2024 წელს მომზადდა პრაქტიკული სახელმძღვანელო (SOP) სკოლებისათვის „ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების მართვის შესახებ“. სახელმძღვანელოში განხილულია პრაქტიკული საკითხები ქორწინების რისკის დროული ამოცნობის, პირველი კომუნიკაციის, შემთხვევის აღწერისა და შემდგომი ინტერვენციების შსახებ, ასევე სახელმძღვანელო მითითებები რეფერირების პროცედურების თაობაზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია სკოლის ყველა თანამშრომლისთვის.
სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UN WOMEN-ის ერთობლივ თანამშრომლობით შემუშავდა ტრენინგ მოდული: ,,გენდერული მეინტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“, რომელიც მოიცავს გენდერის საკითხებს - ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას, დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, ხელფასის ჭრილში და სხვ.
გოგონათა დისკრიმინაციის შესახებ თანამედროვე მეცნიერთა კვლევებს, სტერეოტიპების, სტიგმებისა და წინანასწარ შექმნილი შეხედულებების ზეგავლენის ქეისებს სათანადო განხილვებით, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრაქტიკის განხილვას, სალონური ბულინგის მახასიათებლების გაცნობას, მემკვიდრეობაზე დისკრიმინაციას, არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევების განხილვას, 18 წლამდე ბავშვთა ქორწინებას, ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი), ფემიციდს, ქალთა მიმართ საერთაშორისო ინსტრუმენტების გაცნობას, საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტრუმენტების გაცნობას.
ტრენინგმოდული განსაზღვრულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ყველა საგნის მასწავლებლისთვის.
ტრენინგმოდულში "ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევა, INSPAIR სტრატეგიები" განხილულია ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგები, ასევე, ოჯახის გადაწყვეტილებით ბავშვის ქორწინება, როგორც გენდერული დისკრიმინაციის გამოვლენა და ძალადობა ბავშვის მიმართ, ქორწინებასთნ დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა.
ტრენინგმოდული "სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები მასწავლებლებისთვის" მოიცავს ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგებს ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და უფლებების თვალსაზრისით. ადამიანის უფლებები განხილულია სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ჭრილში. აქცენტი კეთდება თანასწორობაზე ნებისმიერ ურთიერთობებში.
4. ტრენინგმოდულში: „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ განხილულია ადრეულ ასაკში ქორწინების არსი, მიზეზები, შედეგები. გამახვილებულია ყურადღება მოზარდის იძულებაზე, მის უფლებებზე.
პროფ. განათ. განვით. დეპ - საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები პერიოდულად ჩართულნი არიან ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა სახის აქტივობებში (საინფორმაციო შეხვედრა, დისკუსია, სემინარი, ტრენინგი და სხვა). აღნიშნულ საინფორმაციო შეხვედრებზე განიხილება ადრეული ქორწინების საკითხებიც.
მანდატურის სამსახური - 2023 წელს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ინიცირებული იქნა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელშიც დეკლარირებულად დამოუკიდებლად გამოიყო ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის არარეგისტრირებული კავშირი/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) შემთხვევა და გაიწერა მისი გამოვლენისა და მართვის პროცედურა. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა 2024 წლის 12 თებერვალს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს განათლების სფეროში ბავშვთა და ადრეული ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავება.
2023 წელს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან გლობალურ კამპანიის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს მიერ განხორციელებული ზოგიერთი აქტივობა მოიცავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხების გარშემო, კერძოდ - შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან Mercy Corps-თან ერთად პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბავშვთა ქორწინებისა და კიბერბულინგის შესახებ; თელავის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა ბავშვთა ქორწინების შესახებ. საბჭოსთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ Mercy Corps-ისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
2023 წელს განხორციელებული აქტივობები:
იურიდიული დახმარების სამსახურმა მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში,რომელიც USAID ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის ‘’ მხარდაჭერითხორციელდება გამართა მოსახლეობასთან შეხვედრები.
განხილული თემები მოიცავდა ქალთა უფლებებს, ნაადრევ ქორწინებას, ოჯახში ძალადობისა და მისგან თავდაცვის მექანიზმებს.
17 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებისა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის მოსახლეობასთან. სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ შეხვედრაზე ადგილობრივებს ესაუბრა უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ. პარალეგალებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ქალთა უფლებები, ნაადრევი ქორწინება, ოჯახში ძალადობა და მისგან თავდაცვის მექანიზმები. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მეწარმე ქალბატონები, რომლებმაც მიიიღეს სამართლებრივი კონსულტაციები სხვადსხვა საკითხთან დაკავშრებით. მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მხარდაჭერისთვის.
-28 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. დირექტორმა ისაუბრა უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორებიცაა: ქალთა უფლებები, ნაადრევი ქორწინება და ბავშვის უფელებათა კოდექსიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
2024 წელს განხორციელებული აქტივობები:
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, 2024 წლის 17 დეკემბერს, ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ ქედის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტში არსებულ ე.წ. „ქალთა ოთახი“–ს მენეჯერებს. შეხვედრა გაიმართა კოლეჯ „ბლექსი“-ში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო დამსწრეთა ინფორმირება, როგორც ზოგადად ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მავნე პრაქტიკებს, რაც ოდითგანვე დანერგილი იყო ქალთა უფლებების შეზღუდვის ფონზე, როგორებიცაა, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით, ნაადრევი ქორწინება, იძულებით ქორწინება, საკუთრების უფლების შეზღუდვა ქალებისათვის, საოჯახო სამართლებრივი პრობლემები, ოჯახში ძალადობა და სხვა. სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მსხვერპლთა დაცვის და მოძალადისაგან განრიდების საშუალებებსა და მექანიზმებზე, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობაზე, ვადებზე, გამომცემ ორგანოებზე, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების როლსა და ფუნქციებზე, ძალადობის აღკვეთის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმებსა და სხვა. ასევე, შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო არასრულწლოვანთა უფლებების საკითხების განხილვას და დაცვის მექანიზმებს.
შესრულდა
148.226
გააძლიერეთ ძალისხმევა ბავშვთა უფლებების დასაცავად, კერძოდ კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დასაცავად (ეგვიპტე);
შშმ ბავშვების ინტერესების დასაცავად სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩართულია მიმღები მშობლების მოძიების პროცესში. აღნიშნულის ფარგლებში, გათვალისწინებულია შშმ ბავშვების საჭიროებები და სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელი მშობლების მოძიების აუცილებლობაც, ვინც გადამზადებული იქნება კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საკითხებზე. ასევე, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში მოქმედებს „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლები“.
2021 წელს განხორციელდა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია და არასრულწლოვნები განთავსდნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.
2022 წელს განხორციელდა ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია. აღნიშნული მიზნით შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც შშმ არასრულწლოვნები განთავსდნენ
შშმ პირთა დაცვის ეროვნული მექანიზმი დაარსდა 2021 წელს, კერძოდ, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით, დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. კომიტეტი შედგება მინისტრის მოადგილეებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებისგან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, შშმ პირთა ორგანიზაციების და შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტმა შექმნა საკონსულტაციო საბჭო. კონკურსი ღიაა და ყველა დაინტერესებულ პირს ან ორგანიზაციას შეუძლია ნებისმიერ დროს გაწევრიანდეს საბჭოში. გარდა ამისა, 2023 წლის 5 ივნისს, შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში, შეიქმნა ორი თემატური სამუშაო ჯგუფი - ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის საკითხებზე.
სწორედ კომიტეტისა და საკონსულტაციო საბჭოს მონაწილეობით შემუშავდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის ის ნაწილი, რომელიც ეხება შშმ პირთა უფლებების დაცვას. სტრატეგია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვების თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფას, თანასწორობის მიღწევას არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ფაქტობრივად, გონივრული მისადაგების პრინციპების მხედველობაში მიღებით. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის აღსრულებისათვის შეიქმნა სამოქმედო გეგმა, აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელმისაწვდომობის საკითხებს.
საანგარიშო პერიოდში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან, დაკავშირებული მოთხოვნები.
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიუსაფარ ბავშვთა ყველა (5) დღის ცენტრსა და კრიზისულ თავშესაფარში, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების (120-მდე ბავშვი) განათლებისა და სოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, სასიცოცხლო უნარების განვითარებას, კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ ორიენტაციას.
სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში, გაგრძელდა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამების განხორციელება: 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის მტკიცებულებითი მეთოდის (EU დიAP Unplugged Program) გამოყენებით და 13 წელს ზემოთ ასაკის მოსწავლეთათვის.
გრძელდება სასკოლო მედიაციის პროგრამის განხორციელება, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია.
„მე და საზოგადოების“ სწავლება მოიცავს მოსწავლეებში ჰუმანური ღირებულებების (არაძალადობრივი გზებით მოქმედება, შემწყნარებლობა/ ტოლერანტობა, თანასწორობა) ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების გააზრებასა და დაფასებას, ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებას, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებას, შემწყნარებლობის გამოვლენას განსხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, კონფლიქტურ სიტუაციებში პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი გზების მოძებნას.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებში გრძელდება სარისკო ქცევის პრევენციის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა მოსწავლეებისთვის და ცხოვრებისეული უნარების განვითარების პროგრამა. სოციალური მუშაკების მიერ ყოველწლიურად ფასდება მოსწავლეთა მოწყვლადობის განმსაზღვრელი ფაქტორები, რომლითაც ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი სხვა ფაქტორებთან ერთად ბავშვთა მიმართ ძალადობის მათ შორის ადრეული ქორწინების რისკის შეფასება, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში მასზე დროული რეაგირება. მანდატურის სამსახურის სპეციალისტების მიერ, რეგულარულად იმართება საინფორმაციო, საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან ბავშვთა ასაკში ქორწინების შედეგების და რეაგირების მექანიზმების შესახებ. ადრეულ ასაკში ქორწინების და გენდერული თანასწორობის საკითხები განხილულია ტრენინგმოდულებში:
2024 წლის ივნისიდან ამოქმედდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სიტემა, რომლის მიზანიცაა სასწავლო პროცესის ინკლუზიურობის მხარდაჭერა. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომლის მიერაც ხორციელდება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სკოლებისათვის, ტრანზიციის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, სწავლა-სწავლების მიმართულებით სკოლების კონსულტირება და სხვა.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მესამე სტანდარტი ითვალისწინებს პროფესიულ სტუდენტებზე მორგებული გარემოს შექმნას. ასევე, დაწესებულებების შიდა რეგულაციებით უზრუნველყოფილია კანონით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის უფლებების დაცვა და გარანტიების უზრუნველყოფა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებში გრძელდება სარისკო ქცევის პრევენციის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა მოსწავლეებისთვის. სოციალური მუშაკების მიერ ყოველწლიურად ფასდება მოსწავლეთა მოწყვლადობის განმსაზღვრელი ფაქტორები, რომლითაც ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი სხვა ფაქტორებთან ერთად ბავშვთა მიმართ ძალადობის მათ შორის ადრეული ქორწინების რისკის შეფასება, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში მასზე დროული რეაგირება. მანდატურის სამსახურის სპეციალისტების მიერ, რეგულარულად იმართება საინფორმაციო, საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან ბავშვთა ასაკში ქორწინების შედეგების და რეაგირების მექანიზმების შესახებ. ადრეულ ასაკში ქორწინების და გენდერული თანასწორობის საკითხები განხილულია ტრენინგმოდულებში:
შემუშავებულია სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი ასევე სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რომელთა მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს დაეხმაროს მისი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზებაში, რაც გულისხმობს აკადემიური, სოციალური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობასა და სსსმ პირის დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხის გაზრდას.
შემუშავებულია სკოლამდელი განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რომელშიც გამოკვეთილია ბავშვის კეთილდღეობაზე - სოციალურ ინკლუზიაზე უსაფრთხოებასა და თვითმოვლასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვის საკითხები.
ასევე, შემუშავებულია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი და მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო სტანდარტებით, რომელიც სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სწავლის შედეგების მიღწევის საკითხზე გამოკვეთილია „თუ როგორ უნდა შეიქმნას ფიზიკურად, სოციალურ-ემოციურად და კოგნიტურად უსაფრთხო, ინკლუზიური, სწავლისა და მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობილი, მამოტივირებელი სასწავლო გარემო ბავშვის უფლებათა ზოგადი არსისა და სტანდარტების დაცვით“.
ამასთან, 2022 წლის 29 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ 99/ნ ბრძანებაში, რომლის მე-5 მუხლის საფუძველზე განისაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით კი განისაზღვრა მოსწავლეთა მხარდაჭერასთან დაკავშირებული სტანდარტის კომპონენტები, რომელიც შეეხება მოსწავლეთა უფლებების დაცვასა და მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებებს. ასევე, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული სტანდარტის ფარგლებში, სკოლას შემუშავებული უნდა ჰქონდეს სსსმ მოსწავლესთან მუშაობის მექანიზმი და სსსმ მოსწავლის წინსვლისა და განვითარების მხარდაჭერა უნდა ეფუძნებოდეს სასკოლო საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პრინციპებს. აღნიშნული საკითხები განმარტებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევში, რომელიც განთავსებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საქართველოს პარლამენტმა, 2022 წელს ცვლილებები შეიტანა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში. შედეგად, განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტის გაანგარიშების წესი. ცვლილებები უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიურ ზრდას. გამოყენებულ იქნა ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც მოქმედებს პენსიონერების შემთხვევაში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შესრულდა
148.227
განიხილეთ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების უწყებათაშორისო კომისიის დაქვემდებარებაში, სპეციალური ჯგუფის ფორმირების საკითხი, რომელიც იმუშავებს თვითმკვლელობის თავიდან აცილებისთვის აუცილებელი ზომების, სტრატეგიული ხედვებისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად (მალტა);
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომების ფარგლებში განიხილებოდა თვითმკვლელობის პრევენციისთვის აუცილებელი ნაბიჯები. აღნიშნულ სხდომებს ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები.
“საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემებისა და სერვისების გაძლიერება“ ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებისათვის შემუშავდა სუიციდის რისკის პრევენციის მექანიზმი და პროტოკოლი; განხორციელდა პროტოკოლის ადაპტირება მართლმსაჯულებისა და განათლების სექტორების საჭიროებების შესაბამისად და განახლებული პროტოკოლი გადაეცა შესაბამის უწყებებს. განახლდა სუიციდის რისკის იდენტიფიკაციის ინსტრუმენტი პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ეროვნული სააგენტოს მიერ არასრულწლოვანთა სუიციდის რისკის შესაფასებლად და მათ შესაბამის მხარდამჭერ მომსახურებებში რეფერირებისათვის.
შესრულდა
148.228
აკრძალეთ სხეულებრივი სასჯელები ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მონტენეგრო);
ნებისმიერი პირი ვალდებულია მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის ჩადენის ფაქტის ცოდნის ან ასეთის ეჭვის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას, ეს უკანასკნელი კი მოქმედებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. მოსწავლის მიმართ/მოსწავლის მიერ ძალადობის შემთხვევაში, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვალდებულია დაუკავშირდეს "112"-ს, რესურსცენტრსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაშია 2020 წლის პირველი სექტემბრიდან, ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის მიზნებს შორის, სხვა საკითხებთან ერთად ასახელებს ბავშვის ფიზიკური დასჯის პრევენციას და აღმოფხვრას. კოდექსის სხვადასხვა ნორმები ფიზიკური დასჯის აკრძალვაზე მიუთითებს როგორც ოჯახში, ასევე განათლების, ალტერნატიული ზრუნვის, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, პენიტენციურ დაწესებულებებში და სხვა ადგილებზე, ხოლო მისი პრევენციისა და აღმოფხვრის ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
შესრულდა
148.229
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უზრუნველყავით ოჯახის, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და ფუნდამენტური ერთეულის, ეფექტიანი დაცვა (ბანგლადეში);
საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 17 სექტემბერს მიიღო საქართველოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. ადგილობრივ დონეზე საკანომდებლო ცვლილებების საჭიროება წარმოშვა მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციამ, რომელიც მიმართული ქალისა და კაცის, ასევე, ოჯახის კლასიკური/ტრადიციული ცნებების შეცვლისკენ. საკანონმდებლო ცვლილებები ხელს უწყობს საქართველოში ამ ტენდენციის გავრცელების პრევენციას. საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ასპექტები ასე შეიძლება შეჯამდეს: (ა) მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ქორწინების აღიარება; (ბ) არასრულწლოვანის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესაძლებლობიდან იმ ადამიანის გამორიცხვა, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება; (გ)ქალისა და მამაკაცის განსაზღვრება მხოლოდ მათი მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების (ბიოლოგიური სქესის) მიხედვით; (დ)სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში მხოლოდ ბიოლოგიური სქესის მითითების დაშვება; (ე)ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენების აკრძალვა; (ვ)შეზღუდვების დაწესება საჯაროდ იმგვარი ინფორმაციის გავრცელებაზე, რომლის მიზანია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფის (ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობაზე) ან ინცესტის პოპულარიზაცია/პროპაგანდა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ზემოხსენებული კანონით დადგენილი რეგულაციების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით დასჯადობას.
შესრულდა
148.230
განაგრძეთ ოჯახისთვის, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და ფუნდამენტური ერთეულისთვის, დაცვის უზრუნველყოფა (ეგვიპტე);
საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 17 სექტემბერს მიიღო საქართველოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. ადგილობრივ დონეზე საკანომდებლო ცვლილებების საჭიროება წარმოშვა მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციამ, რომელიც მიმართული ქალისა და კაცის, ასევე, ოჯახის კლასიკური/ტრადიციული ცნებების შეცვლისკენ. საკანონმდებლო ცვლილებები ხელს უწყობს საქართველოში ამ ტენდენციის გავრცელების პრევენციას. საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ასპექტები ასე შეიძლება შეჯამდეს: (ა) მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ქორწინების აღიარება; (ბ) არასრულწლოვანის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესაძლებლობიდან იმ ადამიანის გამორიცხვა, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება; (გ)ქალისა და მამაკაცის განსაზღვრება მხოლოდ მათი მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების (ბიოლოგიური სქესის) მიხედვით; (დ)სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში მხოლოდ ბიოლოგიური სქესის მითითების დაშვება; (ე)ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენების აკრძალვა; (ვ)შეზღუდვების დაწესება საჯაროდ იმგვარი ინფორმაციის გავრცელებაზე, რომლის მიზანია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფის ( ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობაზე) ან ინცესტის პოპულარიზაცია/პროპაგანდა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ზემოხსენებული კანონით დადგენილი რეგულაციების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით დასჯადობას.
შესრულდა
148.231
ხელი შეუწყვეთ საკანონმდებლო და სარეგულაციო ცვლილებების განხორცილებას, რომლებიც აუცილებელია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისგან დასაცავად (ეკვადორი);
ზრუნვის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შემდეგი გამოსაყენებელი დოკუმენტები:
,,ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლი და საინფორმაციო დოკუმენტები", რომლითაც განისაზღვრა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა შემთხვევების სამოქმედო პროტოკოლი, ოპერაციული პროცედურებით.
,,გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმი", რომლითაც განისაზღვრა გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, ქმედებათა/ღონისძიებათა ერთობლიობა წარმოშობილი ბავშვისა და მისი ოჯახის კრიზისული სიტუაციის გამო, რა დროსაც საფრთხის წინაშე დგება ბავშვის სიცოცხლე ან/და ჯანმრთელობა.
„ბენეფიციარის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ექსპლუატაციასა და სექსუალურ ძალადობაზე რეაგირების წესი“, რომელიც ადგენს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების) ბენეფიციართა მიმართ სააგენტოში დასაქმებული პირის, მათ შორის სტაჟიორის, პრაქტიკანტის, მოხალისის მიერ განხორციელებული სექსუალური ექსპლუალტაციის ან/და სექსუალური ძალადობის შემთხვევისას რეაგირების მექანიზმებს.
საანგარიშო პერიოდში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების საჭიროება არ დამდგარა. აღსანიშნავია, რომ ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) რიგით ბოლო, მესამე შეფასების ანგარიშით, რომელიც საქართველოსთან მიმართებით 2021 წელს გამოქვეყნდა, დადებითადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები, მათ შორის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რაც მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის დანაშაულის პრაქტიკაში სწორი კვალიფიკაციისა და მისი გამოვლენის მიზნით მტკიცებულებების შეგროვების ხელშეწყობას.
2020 წლიდან მოქმედებს საქართველოს კანონი „სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, რომელიც საშუალებას აძლევს სასამართლოს მსჯავრდებულს ჩამოერთვას კონკრეტული უფლებები, რომელიც მსჯავრდებულია, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში (მათ შორის, სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება).
შესრულდა
148.232
უზრუნველყავით, რომ ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატურ ოქმში მითითებული ყველა აქტი და საქმიანობა სრულად დაიფაროს საქართველოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით, მათ შორის, ბავშვებით ვაჭრობის აბსოლუტურად ყველა ფორმა (გაიანა);
2020 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა ცვლილები, რომლითაც მოხდა 253-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (პროსტიტუციაში ჩაბმა) გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრება. ცვლილების შემდეგ არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში (253-ე მუხლის მე-5 ნაწილი) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ცვლილებამდე იგივე ქმედება ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
ამავე საკანონმდებლო ცვლილებებით, მოხდა პასუხისმგებლობის გამკაცრება არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის. ცვლილებამდე არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ხელშეწყობა ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო ცვლილების შემდეგ აღნიშნული ქმედების ჩადენა 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ იწვევს შვიდიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 14 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ - თავისუფლების აღკვეთას თორმეტიდან ოც წლამდე ვადით.
ამავე ცვლილებებით გამკაცრდა პასუხისმგებლობა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენის, შენახვის, ჩვენებაზე დასწრების, შეთავაზების, გავრცელების, გადაცემის, რეკლამირების, ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ან ასეთი ნაწარმოებით
სარგებლობისთვის. ცვლილებამდე აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელი არ აღმატებოდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთას. ცვლილების შემდეგ იგივე ქმედებები სიმძიმის მიხედვით გათვალისწინებული იქნა კოდექსის შესაბამისი მუხლის სხვადასხვა ნაწილებში და მათთვის განისაზღვრა შემაკავებელი ეფექტის მქონე სასჯელები, რომლებიც ხუთიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში მერყეობს.
ზემოთდასახელებული ცვლილების ფარგლებში ასევე მოხდა პასუხისმგებლობის გამკაცრება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებისა და გასაღებისთვის. ცვლილებამდე აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელი იყო - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ცვლილების შემდეგ იგივე ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
ზემოთდასახელებული ცვლილების ფარგლებში ასევე მოხდა პასუხისმგებლობის გამკაცრება პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში არასრულწლოვნის ჩაბმისთვის (მუხლი 2551) და სექსუალური მიზნებისთვის არასრულწლოვანისთვის შეხვედრის შეთავაზებისთვის (მუხლი 2552).
ცალკეული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების პარალელურად, მითითებული საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში ასევე განისაზღვრა, რომ დაუშვებელია პირობითი მსჯავრის გამოყენება არასრულწლოვნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−139-ე, 141-ე და 253-ე−2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას. ამავე დანაშაულებზე იკრძალება მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება, თუნდაც მასთან გაფორმებული იყოს საპროცესო შეთანხმება. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობა აღარ გამოიყენება არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე და 253-ე−2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
ზემოთდასახელებული ცვლილების ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით (პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება) გათვალისწინებული ქმედებების ჩამონათვალს დაემატა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების „იმპორტი“, „ექსპორტი“ და „ფლობა“.
ცვლილება განხორციელდა ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 255 2 მუხლში, რის შედეგადაც დასჯადი გახდა სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების მიზნით. ცვლილების განხორციელებამდე დასჯადი იყო მხოლოდ 16 წელს მიუღწეველი პირისთვის შეხვედრის შეთავაზება, რაც დაცვის მიღმა ტოვებდა 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებს.
შესრულდა
148.233
ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის პრევენციის თაობაზე, ტურიზმის სექტორისთვის და ფართო საზოგადოებისთვის, დააორგანიზეთ ცნობიერების ამაღლების კამპანიები (ლუქსემბურგი);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნული მიმართულებით მონიტორინგის პარალელურად ყოველწლიურად აწარმოებს ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას - ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“.
2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“. კამპანია ემსახურებოდა ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრას და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თემატური შეხვედრები გამართეს თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან (ჯამში, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებზე, 1000-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა ინფორმაცია).
კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ხასიათის რამდენიმე ვიდეორგოლი, რომელთა მთავარ გზავნილს წარმოადგენდა სხვადასხვა რელევანტური უწყების მხრიდან ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებასა და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ხაზგასმა. ასევე, დაიბეჭდა მიზნობრივი ბუკლეტები და პოსტერები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდათ სკოლის ადმინისტრაციულ წარმომადგენლობებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს/პირებს.
2022 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ გააგრძელა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ჩატარება. საინფორმაციო კამპანია 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან, ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან ერთად, თემატური შეხვედრები გამართეს საქართველოს შვიდ რეგიონში. შეხვედრებს 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ქორწინების დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიციისათვის შეტყობინების გზების შესახებ მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება განხორციელდა SMS სისტემის გამოყენებით (2 600 000 შეტყობინება).
2023 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და საქართველოს ოთხ რეგიონში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სექსუალური შევიწროების თემატიკაზე საინფორმაციო ბანერები ავტობუსებზე, გაჩერებებსა და თბილისის მეტროპოლიტენში განათავსა. თემატიკას მიეძღვნა რადიოგადაცემაც, რომელშიც სამინისტროს თანამშრომელმა ისაუბრა სექსუალურ შევიწროებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების სპეციფიკასა და საზოგადოების ცნობიერების მნიშვნელობაზე.
2023 წელსაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, ტრადიციად ქცეული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ჩაატარა.
კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები 1000-მდე ადამიანთან, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებთან, რეფერირების სუბიექტებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც დაფუძნებული იყო ქორწინების იძულების რეალურ ფაქტზე, დამზადდა და სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ ბრენდირებული ნივთები, კვლავ გამოცხადდა ნახატების კონკურსი, რაშიც მონაწილეობა მიიღო 30-მდე 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვმა. კამპანიის დასრულებისას, გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები.
ასევე, 2023 წლის კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მედიის წარმომადგენლებთან ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე და მორეაგირე ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება, მათი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, მსხვერპლზე ორიენტირებული კომუნიკაციის სტანდარტები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, 2023 წელს, კამპანიის ფარგლებში დაბეჭდილი საინფორმაციო პოსტერი, სადაც განმარტებულია ვინ ითვლება ბავშვად, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება დანაშაულია, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე, ჩამოთვლილი არიან ის სახელმწიფო უწყებები, ვისაც რეაგირების ვალდებულება გააჩნიათ. პოსტერში ადრეულ ასაკში სავარაუდო ქორწინების/ქორწინების იძულების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მითითებულია პოლიციაში მომართვის გზებზეც. განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, პოსტერები განთავსდა საქართველოს ყველა სკოლაში, ჯამში 2302 სკოლა (216 კერძო და 2086 საჯარო).
ამავე წელს, პოლიციის ფაილების სერია მომზადდა ქორწინების იძულების სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიაში ჰქონდა 238 000 ნახვა. აღნიშნული სერია, ასევე, ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
2000000 აბონენტს მოკლეტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებრივი ხასიათისა და პოლიციისადმი მომართვის გზების შესახებ.
2024 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სიმბოლურად, ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს დაიწყო ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების მიზნით, ტრადიციად ქცეული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“.
კამპანიის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად - გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1100-ზე მეტ მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო განათლების 100-მდე პედაგოგთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სერვის ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით დამზადებული 130 საინფორმაციო პოსტერი განთავსდა, რომელშიც განმარტებულია ვინ ითვლება ბავშვად, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება დანაშაულია, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე, ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც რეაგირების ვალდებულება გააჩნიათ. პოსტერში მითითებულია ინფორმაცია, ადრეულ ასაკში სავარაუდო ქორწინების/ქორწინების იძულების ფაქტის ფლობის შემთხვევაში, მომართვის გზებზეც.
ასევე, 4 500 000 მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა 2 000 000-ზე მეტ აბონენტს ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებრივ ხასიათსა და პოლიციისადმი მომართვის გზებზე.
კამპანიის ფარგლებში, ასევე, პოლიციის ფაილების მე-8 სეზონზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნაჩვენები იქნა სერია, რომელიც დაფუძნებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების და შემდგომ მის მიმართ განხორციელებული ფემიციდის შემთხვევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის კამპანიის ფარგლებში, ჩატარდა ესეების კონკურსი და 90-მდე მონაწილიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. თელავის, ამბროლაურის და ქუთაისის სკოლის 3 მოსწავლე, პრიზებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ მათივე სკოლებში.
რასრულწლოვნის უფლებებზე და მოვალეობებზე ყურადღების გამახვილება, უფლებების და მოვალეობების ცოდნა მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სწორად განხორციელებისთვის. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლიდან დაიწყო კამპანია „ემეგობრე პოლიციას“. კამპანიის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და უწყების სხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონებში ათასობით სკოლის მოსწავლესთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები გამართეს. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის საკითხები, არასრულწლოვანთა მიმართ ონლაინსივრცეში ჩადენილი დანაშაულები, ამ დანაშაულების პრევენციისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები; საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა ანაკლიის, რაჭის ახალგაზრდულ ბანაკებში.
შესრულდა
148.234
მოახდინეთ ბავშვთა დაცვის მექანიზმის კონსოლიდაცია, კერძოდ კი უსახლკარო ბავშვებისთვის ან ბავშვებისთვის, რომლებიც ჩაბმულნი არიან ბავშვთა ექსპლუატაციაში (სლოვაკეთი);
ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის მიზნით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო კოორდინაციას უწევს „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპრორგამას“, რომელიც გულისხმობს მობილური ჯგუფების საქმიანობის კოორდინაციას, დღის ცენტრებითა და სადღეღამისო თავშესაფრებით მომსახურებით უზრუნველყოფას აღნიშნულის ფარგლებში, მოქმედებს 7 მობილური ჯგუფი, კერძოდ. 4 - თბილისში, 2 ქუთაისში და 1 - რუსთავში; 4 თავშესაფარი, კერძოდ, 2 თბილისში, 1 - ქუთაისში და 1 - რუსთავში; 5 დღის ცენტრი, კერძოდ, 3 თბილისში, 1 - ქუთაისში და 1 რუსთავში.
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარების გაუმჯობესებას, რომლებიც ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. ბავშვების ქუჩაში გასვლის პრევენციის, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის სახელმწიფო სტრატეგია 2025-2030 წლებისთვის. სტრატეგია და მისი შესრულების სამოქმედო გეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება.
2023 წელს, პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში. შედეგად, განისაზღვრა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა ქმნის უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს. უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმი უზრუნველყოფს ბავშვთან დაკავშირებულ საქმეებში ბავშვთა საკეთილდღეოდ და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უწყებებს შორის სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას. მექანიზმის ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვები იქნება ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამავე ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შესრულდა
148.236
მედიისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების მონაწილეობით, დააორგანიზეთ ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რათა მოახდინოთ ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ბავშვთა რადიკალიზაციისა და ექსპლუატაციის თავიდან აცილება, ისევე როგორც ბავშვთა სექს-ტურიზმში ჩართვის თავიდან აცილება (პანამა);
2018 წლის 14 სექტემბერს საქართველოს მთავრობის №469 დადგენილებით შეიქმნა უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ტერორიზმის საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია. ამჟამად კომისია შედგება 21 სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელი პირებისგან და მას ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ქვეყანაში ამჟამად მოქმედებს 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია, რომელიც ამ სფეროში ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი რიგით მეორე დოკუმენტია.
სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც იკრიბება წელიწადში მინიმუმ ერთხელ და აფასებს წევრი უწყებების მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. კომისიის ბოლო, რიგით მე-8 სხდომა 2024 წლის 27 დეკემბერს შედგა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წევრი უწყების ხელმძღვანელებმა. კომისიამ დადებითად შეაფასა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის აქტივობების შესასრულებლად უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რაც დადასტურდა ხელმოწერილი ოქმით.
საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია შვიდ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, პრევენცია, დაცვა, მზადყოფნა, დევნა, სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა. ჩამოთვლილთაგან თითოეული განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კონკრეტული მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს. ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია გულისხმობს ხედვას, რომლის ფარგლებშიც, ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან დაკავშირებული საფრთხეების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიიღწევა.
სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული მიდგომის საშუალებით საწყის ეტაპზე ხდება ტერორისტულ და ძალადობრივ ექსტრემისტულ საფრთხეებთან გამკლავება. სტრატეგიის პრევენციის თავი, მათ შორის, განსაზღვრავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის განსაკუთრებული მიდგომების შემუშავებას რადიკალიზაციის პრევენციის, დერადიკალიზაციისა და რესოციალიზაციის თვალსაზრისით. ამ მიზნით სტრატეგია ითვალისწინებს საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას.
ამასთან, ინტენსიურად მიმდინარეობს სპეციალურად მორგებული და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მექანიზმებისა და ინსტრუმენტების დანერგვა, რაც უნიკალურ პრაქტიკად მიიჩნევა. საჯარო ცხოვრებაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების სრულფასოვანი ინტეგრაციისა და ჩართულობისთვის, ასევე, ექსტრემისტული ორგანიზაციებისა და იდეოლოგიების მიმართ ბავშვებისა და ახალგაზრდების მედეგობის ამაღლების მიზნით, საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამასა და პროექტს, მათ შორის, განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და სხვა სფეროებში. შესაბამისი ინიციატივები ხორციელდება არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მიერ, არამედ, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით. ამ კუთხით შეიძლება გამოიყოს შემდეგი ღონისძიებები:
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამები, ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
უმცირესობათა ენებზე ინფორმაციისა და მედიის ხელმისაწვდომობა;
ახალგაზრდებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეროვნული სასწავლო პროგრამის საგან „მოქალაქეობის“ სტანდარტში დანერგილი თემატური ბლოკი, რომელიც ფარავს „სამშვიდობო პროცესებს“ (ტრეფიკინგი, ფუნდამენტალიზმი, ტერორიზმი, ექსტრემიზმი, რადიკალიზაცია, შეიარაღებული კონფლიქტი და სხვა) და მიგრაციის თანამედროვე გამოწვევებს (ლტოლვილები, იძულებით გადაადგილება, თავშესაფრის მაძიებლები, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები);
„სოციალური ინკლუზიის პროგრამის“ ფარგლებში არაფორმალური განათლების ყოველწლიური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე, სკოლებში;
საქართველოში მყოფი ყველა ბავშვის სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციისთვის განხორციელებული ღონისძიებები;
უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა და ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ბავშვებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და სკოლის საზოგადოებისთვის;
ახალგაზრდების მიმართ და ახალგაზრდების მიერ ჩადენილი ძალადობისა და ანტისოციალური ქცევის, მათ შორის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით პრევენციული პროგრამების განხორციელება.
სამსახურისთვის მნიშვნელოვანია მედია საშუალებებსა და საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობა მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და განსაკუთრებით, კონტრტერორისტული მიმართულებით. სამსახური თავის ვებ-გვერდზე (https://ssg.gov.ge/page/info/reports) აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთანავე, საზოგადოებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაზიარებლად, აქტიურად გამოიყენება სოციალური მედია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2019 წელსა და 2023 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ორი სემინარი - „მედიის როლი ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ და „საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები“. აღნიშნულ მედია-სემინარებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეებს ტერორიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, მათ შორის ტერორიზმის ნარატივთან დაკავშირებულ საკითხებზე, ესაუბრნენ. სემინარების ფარგლებში გაიმართა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მედიასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების კუთხით მსჯელობა და განხილულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ასევე, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის პროექტის, „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე - „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო“. აღნიშნული სემინარის ფარგლებში, სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე.
აქვე, ნიშანდობლივია, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ქვეყანათა რიცხვს. უკანასკნელ წლებში საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ან/და თავდასხმებს ადგილი არ ჰქონია, რასაც მოწმობს ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშები. გარდა ამისა, “გლობალური ტერორიზმის ინდექსის“ 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის კუთხით, დაბალი რისკის სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე ტერორიზმის გავლენის შეფასების სიაში სულ ბოლო, რიგით 89-ე ადგილს იკავებს (რამდენიმე ათეულ უსაფრთხო ქვეყანასთან ერთად), რაც ქვეყანაში ტერორისტული ინციდენტების ნულოვან მაჩვენებელს გულისხმობს.
ამასთან, რადიკალიზაციის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის პრევენციისთვის საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად იქნა შეფასებული სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციისა და ქვეყნის მიერ, კერძოდ:
საქართველოს შესახებ 2020 წლის Moneyval-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ გაწია შთამბეჭდავი ძალისხმევა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის კუთხით;
ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა, მათ შორის, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც ორიენტირებული იყო უმცირესობების ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიის ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე;
2023 წლის პირველ თებერვალს ევროპის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს გააჩნია ადეკვატური რესურსები ტერორიზმზე პრევენციული რეაგირებისთვის.
შესრულდა
148.237
განაგრძეთ შესაბამისი პოლიტიკის განხორციელება, რათა შემცირდეს კანონთან კონფლიქტში მყოფ მცირეწლოვანთა თავისუფლების აღკვეთის მაჩვენელები, ქვეყნის მიერ მიღებული ბავშვთა კოდექსის ფარგლებში (კუბა);
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის რეგიონული ოფისები გაიხსნა ქუთაისში, თელავში, ბათუმსა და ხაშურში. შემუშავდა 3 სარეაბილიტაციო პროგრამა, მომზადდა ახალი შეფასების ინსტრუმენტი, სუიციდის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და გზამკვლევი. უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად ტარდება მულტიუწყებრივი შეხვედრები. მიმდინარეობს მუშაობა ბავშვთა რეფერირების პროცესის ნორმატიული ბაზის გასაუმჯობესებლად. მიმდინარეობს მუშაობა „ბავშვთა რეფერირების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე.
აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, მედიაციის ხელმისაწვდომობისთვის, გაიხსნა მედიაციის 13 რეგიონული სივრცე. შეიქმნა მედიატორთა რეესტრი, რომლის ფარგლებში გადამზადებული მედიატორები სააგენტოში დასაქმდნენ. შემუშავდა „აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
2022 წელს სააგენტოს ბენეფიციართა, მათ შორის, განრიდებული პირების და არასრუწლოვანი პრობაციონერების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით განახლდა 9 სარეაბილიტაციო პროგრამა. 2023 წელს პრობაციის სააგენტოში არასრულწლოვნებისთვის შემუშავდა და დაინერგა სუიციდის პრევენციის კითხვარი და გზამკვლევი. თემატურად გადამზადდნენ შესაბამისი სპეციალისტები. პროკურატურასთან და სასამართლოსთან აქტიური კოორდინაციით, მიმდინარეობს არასრულწლოვან ბრალდებულებზე სასჯელის დანიშვნის მიზნით ინდივიდუალური შეფასების ანგარიშების მომზადება.
საქართველოს პროკურატურა, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთა მიმართ, პრიორიტეტულად იყენებს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ ღონისძიებებს.
არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება განრიდების გამოყენების მაჩვენებელი. 2021-2023 წლებში, განრიდების წილი განრიდებულ და იმ ბრალდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით, რომლებიც განრიდების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ - 80%-ს შეადგენდა.
სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივ დანაშაულებსა და იმ არასრულწლოვანთა მიმართ იწყება, რომლებიც კანონით დადგენილი განრიდების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, ან რომელთა მიმართაც განრიდება ვერ უზრუნველყოფს მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნების მიღწევას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ბრალდებულ არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის გამოყენება საგამონაკლისო ხასიათისაა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია უკიდურესი ღონისძიების სახით, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 64-ე მუხლი არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი სახის - პატიმრობის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ შემდეგი გარემოებების ერთობლიობისას: სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა; პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ან მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის ან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. ასევე მიზანი, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობა ემსახურება, აღემატება მისი თავისუფლების ინტერესს.
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი წლების მიხედვით მცირდება. კერძოდ, 2020 წელს პატიმრობა მოთხოვნილია ბრალდებულ არასრულწლოვანთა 55,3%-ის მიმართ, 2021 წელს - 37,8%-ის მიმართ, 2022 წელს - 30,8%-ის მიმართ, ხოლო 2023 წელს - 25,3%-ის მიმართ.
სისხლისსამართლებრივი დევნა ძალადობრივ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იწყება, როდესაც არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საქმის გარემოებების შეფასების შემდეგ აშკარაა, რომ განრიდება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რეაბილიტაციას და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას. შესაბამისად, კიდევ უფრო მცირეა პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი, ჯამში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან მიმართებით. განრიდებული არასრულწლოვნებისა და იმ ბრალდებულ არასრულწლოვანთა ჯამური მონაცემებიდან, რომელთა მიმართაც მოთხოვნილია აღკვეთის ღონისძიება, 2023 წელს პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა მხოლოდ 8% შეადგინა. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი - 19,4%, 2021 წელს - 12,3%, ხოლო 2022 წელს - 8% იყო.
საქართველო, არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტური განხორციელების მიზნით, განაგრძობს შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას, რათა შემცირდეს არასრულწლოვანთა მიმართ იმგვარი ღონისძიებების გამოყენება, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას და პრიორიტეტს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებებისა და აღდგენითი მიდგომების გამოყენებას ანიჭებს.
შესრულდა
148.238
ქუჩაში მცხოვრები და ქუჩაში მომუშავე ბავშვების დასაცავად, განავითარეთ სტრატეგია და გაზარდეთ ბავშვთა ტრეფიკინგის გამოძიებისა და სამართალწარმოების მაჩვენებელი (მარშალის კუნძულები);
მიუსაფარ ბავშვთა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართ სახელმწიფოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, ასევე, მეტყველებს სტატისტიკა. კერძოდ, 2021-2024 წლებში მათხოვრობაში ჩართვის გზით ბავშვთა სავარაუდო ტრეფიკინგის 17 საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელთაგან სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 9 საქმეში 13 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილ იქნა ჯამში 15 არასრულწლოვანი (9 გოგო, 6 ბიჭი), რომელთა ასაკიც მერყეობს 6-დან 17 წლამდე.
შესრულდა
148.239
განახორციელეთ შემდგომი ძალისხმევა, რათა ყველა ბავშვისთვის გაიზარდოს ინკლუზიურ განათლებაზე წვდომა (კატარი);
საანგარიშო პერიოდში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან, დაკავშირებული მოთხოვნები. მიმდინარეობს განახლებული სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა მეთოდოლოგიური რესურსების განვითარებითა და ექსპერტული მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვების სათანადოდ მომზადებას სკოლისთვის და ყველასათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას ზოგადი განათლების მისაღებად.
იმისათვის, რომ სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, მნიშვნელოვანი კომპონენტია დივერსიფიცირებული მომსახურებების განვითარებაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სტანდარტული, დომინანტური მომსახურებისგან განსხვავებული ფორმების შეთავაზებას საბავშვო ბაღების მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის, რომლებიც გეოგრაფიული თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით ვერ ერთვებიან საგანმანათლებლო პროცესებში. ალტერნატიული მოდელები უკვე დაპილოტდა 2023-2024 სასწავლო წელს ონისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე ოჯახურ გარემოში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის.
ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობს ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი.
საერთაშორისო დაცვის მქონე (საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ან ლტოლვილის სტატუსის მქონე) ბავშვებისთვის შეთავაზებულია ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი. პროგრამას ახორციელებენ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 და სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლები. მიგრაციის დეპარტამენტში განთავსებულ ბავშვებს კი ემსახურება სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა.
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში, ინკლუზიური განათლების დანერგვის შესაბამისად, სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის სერვისი, როგორიცაა: ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, სასწავლო პროცესის ასისტენტის, ინდივიდუალური ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტის მომსახურება, ადაპტირებული სასწავლო მასალა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ტრანსპორტირება და სხვა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომის მიზნით, აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პროგრამის ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის გამოყოფილია კვოტა, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15% ფარგლებში. ამასთან, პროფესიული განათლების სისტემაში ეტაპობრივად გაფართოვდა ინკლუზიურობის კონცეპტუალური გაგება და ყურადღების ცენტრში სპეციალური განათლების პარალელურად შემოვიდა სოციალური ინკლუზია. მიმდინარე ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიულ განათლებაში სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც უზრუნველყოფილია ყველა სტუდენტის ჩართულობა და მონაწილეობა, რაც, საკვანძო და პროფესიული კომპეტენციების განვითარების გზით, მათი დასაქმების ბაზარზე მდგრადი ტრანზიციისა და ინტეგრაციის საფუძველს შექმნის.
პროფესიული განათლებით დაინტერესებული ნებისმიერი შშმ/სსსმ პირის პროფესიული არჩევანის გაკეთებაში მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა შშმ/სსსმ პირთა საორიენტაციო სერვისზე.
არაქართულენოვან აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, პროფესიული შერჩევა გაიარონ სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენებზე და სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩარიცხვის შემდგომ მათთვის შეთავაზებულია ქართული ენის შემსწავლელი მოდული, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეძლევათ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2023 წლის 15 ნოემბერს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, 2024 წლიდან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაზრდის მიზნით, განხორციელდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ერთ უწყებაში -სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში გაერთიანდა განათლების სისტემაში არსებული ის მომსახურები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის გარე მხარდამჭერ რგოლს წარმოადგენდა. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მომსახურების კონსოლიდირება და მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების საპასუხოდ უფრო კოორდინირებული და კომპლექსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მომსახურებაში დაინერგა და ვითარდება სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურება ქცევის, სმენის, მხედველობის და კომუნიკაციის სირთულეების მიმართულებით, რომელიც დაეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტად კვალიფიციური მხარდაჭერა გაუწიონ აღნიშნული სირთულეების მქონე მოსწავლეებს.
შესრულდა
148.240
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დააარსეთ ეროვნული მექანიზმი, რომელიც გაუმკლავდება მათ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს (კატარი);
ეროვნული მექანიზმი დაარსდა 2021 წელს, კერძოდ, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით, დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. კომიტეტი შედგება მინისტრის მოადგილეებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებისგან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, შშმ პირთა ორგანიზაციების და შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტმა შექმნა საკონსულტაციო საბჭო. კონკურსი ღიაა და ყველა დაინტერესებულ პირს ან ორგანიზაციას შეუძლია ნებისმიერ დროს გაწევრიანდეს საბჭოში. გარდა ამისა, 2023 წლის 5 ივნისს, შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში, შეიქმნა ორი თემატური სამუშაო ჯგუფი - ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის საკითხებზე.
სწორედ კომიტეტისა და საკონსულტაციო საბჭოს მონაწილეობით შემუშავდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის ის ნაწილი, რომელიც ეხება შშმ პირთა უფლებების დაცვას.
შესრულდა
148.241
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის, უზრუნველყავით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დაცვაზე, მართლმსაჯულებაზე, თანამონაწილეობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე თანაბარი წვდომა (ალჟირი);
2022 წლის 5 სექტემბერს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგია ეხება ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებასა და თავისუფლებას და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე. ამასთანავე, სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას კონსტიტუციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელების მიზნით. დამატებით, სტრატეგია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვების თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფას, თანასწორობის მიღწევას არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ფაქტობრივად, გონივრული მისადაგების პრინციპების მხედველობაში მიღებით. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის აღსრულებისათვის შეიქმნა სამოქმედო გეგმა, აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელმისაწვდომობის საკითხებს. სამოქმედო გეგმა 2023 წლის 28 დეკემბერს დამტკიცდა.
2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინკლუზიური განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის საკითხებს. სტრატეგიით გათვალისწინებული ერთ-ერთი მიზანია მაღალი ხარისხის განათლებაზე, მათ შორის, ინკლუზიურ განათლებაზე, სკოლამდელ სერვისებზე თანაბარი და საყოველთაო მისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სიღარიბეში და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის, ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ასევე სტრატეგიაში საუბარია სასკოლო განათლების სისტემაში შშმ არასრულწლოვანთა ჩართვის, დასწრების, დასრულებისა და მიტოვების მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე.
საანგარიშო პერიოდში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან, დაკავშირებული მოთხოვნები. მიმდინარეობს განახლებული სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა მეთოდოლოგიური რესურსების განვითარებითა და ექსპერტული მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვების სათანადოდ მომზადებას სკოლისთვის და ყველასათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას ზოგადი განათლების მისაღებად.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შემუშავდა:
ნიჭიერ მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები - მასწავლებლის გზამკვლევი;
ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი გონებრივი განვითარების დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის;
სენსორული სასწავლო გეგმა უმძიმესი და მრავლობითი გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის;
გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის;
ორიენტაცია და მობილობა.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) სავალდებულო სახით ისწავლება საგანი "მოქალაქეობა" (საშუალო საფეხურზე სწავლება გაფართოვდა 2022-2023 სასწავლო წლიდან), რომელშიც ასევე აქცენტირებულია გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საკითხები. ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის, სქესის, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად.
შშმ და სსსმ მოსწავლეთა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა: ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; სენსორული სასწავლო გეგმა სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; ჟესტური ენის სტანდარტი სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის. ჩატარდა სკოლის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და კონსულტირებები მასწავლებლებისთვის.
სწავლისა თუ ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლეთა, ასევე აკადემიური წინსვლისა თუ სოციალიზაციის პროცესების მხარდაჭერის, სკოლისა და მოსწავლის წარმომადგენელთა თანამშრომლობითი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობდა ინდივიდუალური კონსულტირების სერვისი. სწავლა-სწავლების, ქცევითი, ემოციური, კოგნიტური და აკადემიური უნარების, მეტყველებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობდა საგანმანათლებლო ვებინარები/შეხვედრები სსსმ/შშმ პირების მშობლებთან.
შექმნილია განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირების მექანიზმი. მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით, შეიქმნა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, რომელთაც აქვთ ღრმა აკადემიური ჩამორჩენა.
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში, ინკლუზიური განათლების დანერგვის შესაბამისად, სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის სერვისი, როგორიცაა: ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, სასწავლო პროცესის ასისტენტის, ინდივიდუალური ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტის მომსახურება, ადაპტირებული სასწავლო მასალა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ტრანსპორტირება და სხვა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომის მიზნით, აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პროგრამის ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის გამოყოფილია კვოტა, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15% ფარგლებში. ამასთან, პროფესიული განათლების სისტემაში ეტაპობრივად გაფართოვდა ინკლუზიურობის კონცეპტუალური გაგება და ყურადღების ცენტრში სპეციალური განათლების პარალელურად შემოვიდა სოციალური ინკლუზია. მიმდინარე ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიულ განათლებაში სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც უზრუნველყოფილია ყველა სტუდენტის ჩართულობა და მონაწილეობა, რაც, საკვანძო და პროფესიული კომპეტენციების განვითარების გზით, მათი დასაქმების ბაზარზე მდგრადი ტრანზიციისა და ინტეგრაციის საფუძველს შექმნის.
შშმ პირებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზუნველყოფის მიზნით, 2021 წელს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა.“ სტანდარტით განსაზღვრულია ზოგადი რეკომენდაციები მისაწვდომი კომუნიკაციის შესახებ და დადგენილია შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტები. სტანდარტის დაცვის მოთხოვნა ვრცელდება როგორც მოსამართლეზე, ისე სასამართლო საქმისწარმოებაში მონაწილე სასამართლოს აპარატის შესაბამის მოსამსახურეზე, საქმისწარმოების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. სტანდარტის შესაბამისად მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების გადამზადებას უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
ზემოაღნიშნულთან ერთად, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულების ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა და დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ საერთო სასამართლოების 2021, 2022, 2023 და 2024 წლების სამოქმედო გეგმები. სამოქმედო გეგმა სამ ძირითად მიზანს ადგენს, ესენია: 1. შშმ პირთათვის სასამართლო შენობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, 2. შშმ პირთათვის სასამართლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და 3. საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის გაზრდა. თითოეული მიზნის შესასრულებლად, სამოქმედო გეგმა კონკრეტულ აქტივობებს განსაზღვრავს, მათ შორისაა სარჩელისა და შესაგებლის ფორმების შშმ პირთათვის სრული ადაპტირება, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეთათვის შშმ პირებთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება, კონკრეტულ სასამართლოებში შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოს შექმნა და ა.შ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა სხვადასხვა სასამართლოს შენობების ადაპტირების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოეწყო სივრცე, რომელიც აღიჭურვა მცირემხედველი და წერა-კითხვის არმცოდნე პირებისთვის პილოტურ რეჟიმში მოქმედი ელექტრონული პროგრამებით. პროგრამა მათ საშუალებას აძლევს ხმოვანი გამოხატვით შეადგინონ სასამართლოსთვის მიმართვის მათთვის სასურველი განცხადებები და ასევე ხმოვანი ბრძანებით გაგზავნონ ისინი სასამართლოს კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე. გარდა ამისა, მცირემხედველ ან წერა-კითხვის არმცოდნე პირებს აქვთ საშუალება, გაეცნონ (ხმოვანი ტრანსლაციით) მათთვის განკუთვნილ სასამართლოს ელექტრონულ დოკუმენტაციას.
შესრულდა
148.242
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა წინააღმდეგ სტიგმატიზაციასთან და დისკრიმინაციულ მიდგომებთან საბრძოლველად, განიხილეთ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების განხორციელება, რომლის სამიზნე ჯგუფიც იქნებიან საჯარო მოხელეები, ფართო საზოგადოება და ოჯახები (საბერძნეთი);
2021-2022 წლებში პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროგრამის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების შესახებ სწავლება გაიარა - 354-მა მსმენელმა.
2022 წლიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ სწავლება (3 დღიანი ტრენინგი) გაიარა 1503-მა მსმენელმა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სერვისების ხარისხის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში:
შეიქმნა 12 ტრენინგმოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა საკითხზე (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ტერმინოლოგიის განმარტება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა - ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, შიდა პოლიტიკის დაგეგმვის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გათვალისწინება, გონივრული მისადაგების პრინციპი, უნივერსალური დიზაინი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სანოტარო მომსახურების მიწოდება, ჟესტური ენა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გენდერულად მგრძნობიარე საკითხები და ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ თაობაზე);
გადამზადდა იუსტიციის სამინისტროს 1500-მდე თანამშრომელი; მათ შორის, პერმანენტულად მიმდინარეობს სერვისების მიმწოდებელი წინა ხაზის თანამშრომლების გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის წესები და მათ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური მომსახურების გაწევა, უნივერსალური დიზაინი და გონივრული მისადაგების პრინციპი; ტრენინგებს თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უძღვებოდნენ (ეტლით მოსარგებლე; უსინათლო; ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი).
ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რელევანტური სახელმწიფო უწყებები სისტემატურად ჩართულები არიან სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებში, რათა მოსახლეობას/საჯარო მოხელეებს მიეწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის, მოწყვლადი ჯგუფების და უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კამპანიებს შორის აღსანიშნავია თანასწორობის კვირეული, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით. თანასწორობის კვირეულის მიზანია ტოლერანტობის გაზრდა საქართველოში მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების გზით; ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტების ჩართულობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარებული იქნა არაერთი ღონისძიება. მაგალითისთვის, 2023 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ჩატარდა ხუთი ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ეთმობოდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, სტანდარტებს, დისკრიმინაციის აკრძალვას და შშმ პირთა უფლებების დაცვას. ტრენინგების შედეგად გადამზადდა 63 მუნიციპალიტეტის 120-ზე მეტი საჯარო მოხელე.
შესრულდა
148.243
უზრუნველყავით შესრულების ეფექტიანი საშუალებების არსებობა, რათა გაუმკლავდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური დახმარების გაწევასთან და ხარისხიან განათლებასა და დასაქმებაზე წვდომასთან დაკავშირებულ სტრუქტურულ პრობლემებს (ინდოეთი);
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო ქვეპროგრამა, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ითვალისწინებს კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი.
არსებულ სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტს 2021 წლიდან დაემატა დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის მიზანია დამსაქმებლის ფინანსური მხარდაჭერა ისეთი სამუშაო გარემოს შექმნისთვის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და შენარჩუნებული 3 წლის ვადით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი უფლებები საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე მოწესრიგდა და განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის. 2020 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების საქმეში.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით, დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. კომიტეტი შედგება მინისტრის მოადგილეებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებისგან.
ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია ეხება ყველა ფუნდამენტურ უფლებასა და თავისუფლებას და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე. ამასთანავე, სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას კონსტიტუციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელების მიზნით. სტრატეგია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვების თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფას, თანასწორობის მიღწევას არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ფაქტობრივად, გონივრული მისადაგების პრინციპების მხედველობაში მიღებით.
ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის აღსრულებისათვის დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელმისაწვდომობის საკითხებს. სამოქმედო გეგმა 2023 წლის 28 დეკემბერს დამტკიცდა.
საანგარიშო პერიოდში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან, დაკავშირებული მოთხოვნები. მიმდინარეობს განახლებული სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა მეთოდოლოგიური რესურსების განვითარებითა და ექსპერტული მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვების სათანადოდ მომზადებას სკოლისთვის და ყველასათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას ზოგადი განათლების მისაღებად.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შემუშავდა:
ნიჭიერ მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები - მასწავლებლის გზამკვლევი;
ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი გონებრივი განვითარების დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის;
სენსორული სასწავლო გეგმა უმძიმესი და მრავლობითი გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის;
გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის;
ორიენტაცია და მობილობა.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) სავალდებულო სახით ისწავლება საგანი "მოქალაქეობა" (საშუალო საფეხურზე სწავლება გაფართოვდა 2022-2023 სასწავლო წლიდან), რომელშიც ასევე აქცენტირებულია გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საკითხები. ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის, სქესის, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად.
შშმ და სსსმ მოსწავლეთა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა: ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; სენსორული სასწავლო გეგმა სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; ჟესტური ენის სტანდარტი სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის. ჩატარდა სკოლის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და კონსულტირებები მასწავლებლებისთვის.
სწავლისა თუ ქცევის სირთულეების მქონე მოსწავლეთა, ასევე აკადემიური წინსვლისა თუ სოციალიზაციის პროცესების მხარდაჭერის, სკოლისა და მოსწავლის წარმომადგენელთა თანამშრომლობითი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობდა ინდივიდუალური კონსულტირების სერვისი. სწავლა-სწავლების, ქცევითი, ემოციური, კოგნიტური და აკადემიური უნარების, მეტყველებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობდა საგანმანათლებლო ვებინარები/შეხვედრები სსსმ/შშმ პირების მშობლებთან.
შექმნილია განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირების მექანიზმი. მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით, შეიქმნა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი, რომელიც განკუთვნილია სკოლის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, რომელთაც აქვთ ღრმა აკადემიური ჩამორჩენა.
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში, ინკლუზიური განათლების დანერგვის შესაბამისად, სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად ეტაპობრივად შემუშავდა და დაინერგა სხვადასხვა ტიპის სერვისი, როგორიცაა: ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, სასწავლო პროცესის ასისტენტის, ინდივიდუალური ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტის მომსახურება, ადაპტირებული სასწავლო მასალა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ტრანსპორტირება და სხვა. გარდა იმისა, რომ სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტებისთის სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სასწავლო პროცესში მათი სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფოს მიერ ასევე უზრუნველყოფილია მათთვის დამატებითი დაფინანსება. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომის მიზნით, აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პროგრამის ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის გამოყოფილია კვოტა, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15% ფარგლებში. ამასთან, პროფესიული განათლების სისტემაში ეტაპობრივად გაფართოვდა ინკლუზიურობის კონცეპტუალური გაგება და ყურადღების ცენტრში სპეციალური განათლების პარალელურად შემოვიდა სოციალური ინკლუზია. მიმდინარე ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიულ განათლებაში სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც უზრუნველყოფილია ყველა სტუდენტის ჩართულობა და მონაწილეობა, რაც, საკვანძო და პროფესიული კომპეტენციების განვითარების გზით, მათი დასაქმების ბაზარზე მდგრადი ტრანზიციისა და ინტეგრაციის საფუძველს შექმნის.
ამასთანავე, პროფესიული განათლებით დაინტერესებული ნებისმიერი შშმ/სსსმ პირის პროფესიული არჩევანის გაკეთებაში მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა შშმ/სსსმ პირთა საორიენტაციო სერვისზე. განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მზარდია პროფესიულ განათლებაში შშმ/სსსმ პირთა ჩართულობა.
2021-2024 წლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 800-ზე მეტი შშმ/სსსმ პირი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის, ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამას, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ბოშა მოზარდები და ახალგაზრდები, რეპატრიანტი და საქართველოს მოქალაქეობის სტატუსის არმქონე მუსლიმი მესხი მოზარდები და ახალგაზრდები, და შშმ მოსწავლე/ახალგაზრდები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ბოშა და მესხი მოზარდების საგანმანათლებლო სივრცეში მოზიდვისა და სამოქალაქო ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით ხორციელდება:
ბოშა ოჯახებთან რეგულარული ურთიერთობებით მოზარდების საჭიროებების დადგენა/განსაზღვრა და ზრუნვა პრობლემების მოგვარებისათვის; ბოშა მოზარდების აღწერა, მონაცემთა ბაზის განახლება;
სოციალიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებში (ინტერესთა კლუბები) ჩართვა; ბოშა და მესხი მოზარდების მშობლებთან შეხვედრებით, მათში განათლების სისტემისადმი ნდობის გაზრდა და განათლების მიღების აუცილებლობის გაცნობიერება; ბოშა და მესხი მოზარდების თანატოლებთან სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, 2014 წლიდან დღემდე, პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ფარგლებში სკოლებისთვის, გაკვეთილების შემდგომ, შეთავაზებულია მხატვრული კითხვის, მუსთრაპიისა და ხელგარჯილობის კლუბები.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2024 წლიდან, ინკლუზიური განათლების რეფორმის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილი იყო ნორვეგიის მხარისა და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მიერ მიმდინარე წლის მარტიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) სახით. მას გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტების (ქცევის კონსულტანტების) ფუნქციები და უფლებამოსილებები და 01 ივნისიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ოფიციალურად დაიწყო ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების განხორციელება.
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მოდელი, იზიარებს განათლების სისტემის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ორიენტირებულია პოლიტიკისა და ოპერაციული დონის ერთმანეთისგან გამიჯვნაზე და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი უფრო დეცენტრალიზებული ოპერაციული ერთეულის/ების განვითარებაზე.
განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა: ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; სენსორული სასწავლო გეგმა სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; ჟესტური ენის სტანდარტი სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის; გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის. ჩატარდა სკოლის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და კონსულტირებები მასწავლებლებისთვის.
საქართველოს პარლამენტმა, 2022 წელს ცვლილებები შეიტანა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში. შედეგად, განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტის გაანგარიშების წესი. ცვლილებები უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიურ ზრდას. გამოყენებულ იქნა ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც მოქმედებს პენსიონერების შემთხვევაში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის შშმ სტატუსის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გრძელვადიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ მარო მაყაშვილის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში.
სამხედრო მოსამსახურეები ანოფთალმიით და სხვადასხვა დონის ამპუტაციებით საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილნი არიან საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურებით და დამხმარე სამედიცინო საშუალებებით. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს როგორც საქართველოში არსებულ შპს „რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან“, ასევე დარგის ლიდერთან - გერმანულ კომპანია „Otto Bock”-თან. ანოფთალმიის შემთხვევებში ასევე გამოიყენება თანამედროვე პროტეზები.
დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის შშმ სტატუსის მქონე პირებს, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ხელფასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 330-დან 990 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ყოველწლიურად სულ მცირე ერთ ადგილობრივ და 2-3 საერთაშორისო ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს (მათ შორის შშმ პირებს), საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას უფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 1125 ლარისა და აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას ეძლევათ მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდია სემესტრულად 750 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის შშმ პირების) სოციალური მხარდაჭერის მიზნით სისტემატიურად ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება უფასო ან შეღავათიანი სხვადასხვა სახის მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მიზნით. თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ ფასდაკლების სერვისებით სხვადასხვა ორგანიზაციებში, მიიღონ სამედიცინო მომსახურება, ჩაიტარონ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები, დაისვენონ და გაერთონ შეღავათიანი პირობებით, დაესწრონ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ა.შ.
შესრულდა
148.244
გადადგით არსებითი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ვალდებულებებისა და პრინციპების შესასრულებლად (ისრაელი);
2021 წლის 1 იანვარიდან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი შევიდა ძალაში. კანონი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, აქტივისტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობით. კანონი ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ძირითად პრინციპებს, როგორიცაა: დისკრიმინაციის დაუშვებლობა, თანაბარი შესაძლებლობის, მისაწვდომობის, თანასწორობისა და გონივრული მისადაგების პრინციპის უზრუნველყოფა, უნივერსალური დიზაინი და სხვ. კანონის მნიშვნელოვანი სიახლეა, სხვებს შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა და ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის სერვისის შემოტანას. ამკვიდრებს ახალ ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმს - გონივრული მისადაგების პრინციპს. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების სრული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტის შემოღებას.
იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის სამინისტროში ფუნქციონირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო (შემდგომ - „საკონსულტაციო საბჭო“).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მიღების წესი, რომლის მიხედვით სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ.
შესრულდა
148.245
გააძლიერეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, მათ შორის, არქიტექტურული ბარიერების მოსპობით, ჩართულობის აუთენტური კულტურის ხელშეწყობით და მოახდინეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიკაცია (იტალია);
ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე. ამასთანავე, სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას კონსტიტუციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელების მიზნით. სტრატეგია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვების თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფას, თანასწორობის მიღწევას არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ფაქტობრივად, გონივრული მისადაგების პრინციპების მხედველობაში მიღებით.
ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის აღსრულებისათვის დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელმისაწვდომობის საკითხებს. სამოქმედო გეგმა 2023 წლის 28 დეკემბერს დამტკიცდა.
გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია“ საქართველოს მიერ რატიფიცირებული იქნა 2014 წლის 12 აპრილიდან, ხოლო მისი დამატებითი ოქმი - 2021 წლის 5 მარტიდან.
შესრულდა
148.246
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კონსულტაციით, განავითარეთ სრულყოფილი და კონკრეტული პროგრამა, რათა ეფექტიანად შეასრულოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (იაპონია);
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით, დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, შშმ პირთა ორგანიზაციების და შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტმა შექმნა საკონსულტაციო საბჭო.
სწორედ კომიტეტისა და საკონსულტაციო საბჭოს მონაწილეობით შემუშავდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის ის ნაწილი, რომელიც ეხება შშმ პირთა უფლებების დაცვას.
შესრულდა
148.247
მიიღეთ აუცილებელი ზომები იმისათვის, რათა აამაღლოთ ცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმატიზაციის შემთხვევებისა და უარყოფითი სტერეოტიპების შექმნასთან დაკავშირებით (იორდანია);
საანგარიშო პერიოდში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას. განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან, დაკავშირებული მოთხოვნები. მიმდინარეობს განახლებული სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა მეთოდოლოგიური რესურსების განვითარებითა და ექსპერტული მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვების სათანადოდ მომზადებას სკოლისთვის და ყველასათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას ზოგადი განათლების მისაღებად.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შემუშავდა:
ნიჭიერ მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები - მასწავლებლის გზამკვლევი;
ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი გონებრივი განვითარების დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის;
სენსორული სასწავლო გეგმა უმძიმესი და მრავლობითი გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის;
გაფართოებული სასწავლო გეგმა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის;
ორიენტაცია და მობილობა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით სისტემატურად ატარებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, მშობლებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება; ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, ადრეული ქორწინება, გენდერული დისკრიმინაცია, და სხვა.
პროფესიული განათლების სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უზრუნველყოფილია ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი. ამასთან, ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი საკონსულტაციო გუნდი, რომლის მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა, უწყვეტი და დროული პროფესიული მხარდაჭერის გაწევა დაწესებულებების ინკლუზიური განვითარების გუნდისთვის (ასევე, პროფესიული მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის) და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ რეგულარულად ხორციელდება ტრენინგები საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, რომელთა თემატიკაც არის მრავალფეროვანი და მიმართულია ცნობიერების ამაღლებასა და ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისაკენ.
148.248
იმუშავეთ, რათა უმოკლეს დროში დააარსოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფი ეროვნული მექანიზმი და უზრუნველყოთ მათთვის ყველა სერვისზე სრული წვდომა, ყველა შესაბამისი სამთავრობო სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების სრული ჩართულობით, მათ შორის, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლების ჩართულობითაც (სინგაპური);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია 148.240-ის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.249
განაგრძეთ მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ეფექტიანი შესრულების მიმართულებით (ყირგიზეთი);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია 148.243-ის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.250
განაგრძეთ და გააძლიერეთ ძალისხმევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე სათანადოდ ფოკუსირებისთვის (მალდივები);
იხილეთ პასუხი რეკომენდაციაზე 148.243-ის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.251
განახორციელეთთ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, რომელიც მიზანმიმართული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ არსებული ცრურწმენების წინააღმდეგ საბრძოლველად (პოლონეთი);
საკანონმდებლო აქტებში არსებული როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური ხასიათის შეუსაბამობა შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვეციის სტანდარტებთან, ხშირად ედება საფუძვლად შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ ღირსების შემლახავ, დისკრიმინიციულ მოპყრობებს. კონვენციური სტანდარტის ტერმინების გამოყენება კი შშმ პირთა მიმართ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიზანია ეროვნულ კანონმდებლობაში დისკრიმინაციული ჩანაწერების გასწორება, რის შედეგადაც საკანონმდებლო დონეზე, გამოსწორდა შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ტერმინოლოგიური ხარვეზი. შესაბამისად, ხელი შეეწყო კანონის კონვენციურ და სხვა საკანონმდებლო აქტების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების აღმოფხვრასა და სტიგმის შემცირებას.
შესრულდა
148.252
გააუმჯობესეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია (ესპანეთი);
იხილეთ პასუხი 148.243 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.253
გააძლიერეთ ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობა გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო პროცესებში, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, მათ შორის, კრიზისულ სიტუაციებში, საკონსულტაციო პროცედურების დაარსებით (შვეიცარია);
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესი ღია და ინკლუზიურია, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობას. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა აქტორები, დამოუკიდებელი ექსპერტები, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები. ეთნიკური უმცირესობების/სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ჩართულობა მოიცავდა რამდენიმე ეტაპს, კერძოდ:
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს საკონსულტაციო თემატური მექანიზმი ექვსი ძირითადი მიმართულებით: ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერება;
სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია; მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა;
განათლება და სახელმწიფო ენა; კულტურათაშორისი დიალოგი. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების რეკომენდაციების განხილვა.
მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსთან (50-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციის პლატფორმაა); ექსპერტებთან; საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ითვალისწინებს ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლას, წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვას.
ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების ადმინისტრაციებთან ფუნქციონირებს საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები, რაც უზრუნველყოფს ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. /საბჭოები დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობების, ეთნიკური უმცირესობების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისგან/.
აღსანიშნავია, ასევე პროექტი „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“. აღნიშნულ პროექტს ახორციელებდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მხარს უჭერდა საქართველოს ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. რეფორმა მიზნად ისახავს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას და ყველა სოციალური და ეკონომიკური ჯგუფების - კაცების, ქალების, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ინტერესების გათვალისწინებას. პარტნიორ უწყებებს წარმოადგენდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაცია (NALAG), საჯარო სამსახურის ბიურო.
შესრულდა
148.255
უკეთესად უზრუნველყავით ეთნიკური უმცირესობების თანასწორი და სრულყოფილი მონაწილეობა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში და დაიცავით მათი კულტურული იდენტობა (ვიეტნამი);
უზრუნველყოფილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კერძოდ, პარლამენტში, ცენტრალურ და თვითმმართველობის ორგანოებში, საჯარო სექტორში.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განახორციელა რიგი ღონისძიებები: - ფართომასშტაბიანი საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიები ეთნიკური უმცირესობების მოსახლეობისთვის, - ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ხმის მიცემის პროცედურის შესახებ საინფორმაციო მასალები, ამომრჩეველთა ერთიანი სია, სახელმძღვანელო/ინსტრუქცია კომისიის წევრებისთვის) ეთნიკურუმცირესობათა ენებზე. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე. ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის ცესკომ აწარმოა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ელექტრონული ხმის მიცემის ტექნოლოგიების შესახებ.
ინფორმაციისა და მედიის ხელმისაწვდომობა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე მუდმივად უზრუნველყოფილია: - საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპორტალი ფუნქციონირებს შვიდ ენაზე; - რეგიონული ტელეარხების მეშვეობით მიმდინარეობს საინფორმაციო გამოშვებების პირდაპირი ტრანსლაცია ეთნიკური უმცირესობების ენებზე; - გამოიცემა სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ყოველკვირეული გაზეთები. საქართველოს საკანონმდებლო აქტები (52 სამართლებრივი აქტი, მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და/ან ოჯახში ძალადობა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მხარდაჭერ“ა და ა.შ.) თარგმნილია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და განთავსებულია სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge).
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მნიშვნელოვანი ინდიკატორია მათი პოლიტიკური ჩართულობის. 2024 წლის მოწვევის პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა 5% შეადგენს, რაც თვითიდენტიფიცირების პრინციპზეა დაფუძნებული.
ადგილობრივ დონეზე ეთნიკური უმცირესოვებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შემადგენლობაში მათი წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია. კერძოდ,
-ახალქალაქის საკრებულოში 5 (სულ 38)
-ნინოწმინდაში - 29 (სულ 30)
-მარნეულში - 20 (სულ 33)
-გარდაბანში - 16 (სულ 36)
-დმანისში - 10 (სულ 30)
-ბოლნისში - 15 (სულ 36)
-წალკაში - 11 (სულ 30)
თანმიმდევრული და საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის განხორციელების შედეგად, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფო ენის მცოდნე, განათლებული, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სამოქალაქო პროცესებში.
შესრულდა
148.256
ხელი შეუწყვეთ უმცირესობათა წარმომადგენლობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში (ალბანეთი);
იხილეთ პასუხი 148.255 რეკომენდაციის შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.257
მიიღეთ დამატებითი ზომები, რათა უზრუნველყოთ ეთნიკურ უმცირესობათა წვდომა ლიტერატურაზე მათ მშობლიურ ენაზე და უმცირესობათა ენების მასწავლებელთა ტრენინგები (სომხეთი);
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბრალდებულ /მსჯავრდებულთა ინფორმირება მათი უფლებების შესახებ პენიტენციურ დაწესებულებებში მიღება-განთავსების შემთხვევაში ხდება სათარჯიმნო მომსახურების გამოყენებით. ასევე, 2023 წელს დაბეჭდილი "ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ ბროშურები" და უფლებების აუდიო ვერსიები ჩაწერილი CD (კომპაქტ) დისკზე, ქართულ და 6 უცხო ენაზე, მათ შორის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, მოთხოვნის შესაბამისად მიეწოდება ბრალდებულ/მსჯავრდებულებს.
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საინფორმაციო დაფებზე გამოკრულია ინფორმაცია ბროშურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით 7 ენაზე, ასევე ბროშურები განთავსებულია დაწესებულებების ბიბლიოთეკებში.
პენიტენციურ დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბრალდებულ/მსჯავრდებულები არიან უზრუნველყოფილები 22 უცხოენოვანი სატელევიზიო მაუწყებლობით, 6 უცხო ენაზე.
ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი დაწესებულებებიდანვე დაწყებულია ბილინგვური (ორენოვანი) განათლების დანერგვა. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება. 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართული არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულების წილი 25%-დან 61%-მდე გაიზარდა (56 არაქართულენოვანი საბავშვო ბაღიდან ბილინგვურ პროცესში ჩართულია 34). ბილინგვური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის შემუშავებულ რესურსებზე დაყრდნობით გადამზადნენ დამხმარე მასწავლებლები. აღნიშნული რესურსები დაიბეჭდა და დარიგდა ბაღებში. ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს არაქართულენოვან სკოლებშიც. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი. ამასთან, მზადდება სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები. პროგრამა ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ადგილობრივი კადრების, მათ შორის ახალგაზრდების, გაძლიერებას. 2022-2023 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართული იყო 41 არაქართულენოვანი სკოლა (14%), ხოლო უკვე 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამა ხორციელდება 184 (63%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში.
მიმდინარეობს სამუშაოები ყველა არაქართულენოვანი საბავშვო ბაღისა და სკოლის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის მიზნით.
საქართველოში ასევე ცხოვრობენ მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 14 საჯარო სკოლაში აფინანსებს მცირერიცხოვანი ეთნოსების (ჩეჩნური, ხუნძური (ავარული) ქურთული (ყურმაბჯი), ოსური, უდიური, ასურული მშობლიური ენის სწავლას.
შესრულდა
148.258
გააუმჯობესეთ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პირობები იმ პირთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ ან ეთნიკურ უმცირესობებს (რუმინეთი);
2024 წელს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შექმნა ინოვაციური ონლაინ კურსი, რომელიც განთავსებულია პლატფორმაზე – eacademy.tcj.gov.ge.
კურსის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივე და ხელმისაწვდომობაა: ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფლობს ციფრულ მოწყობილობას და აქვს წვდომა ინტერნეტთან, შეუძლია ისარგებლოს ამ რესურსით, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა.
კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს, რომელთაგან პირველი სამი ქართული ანბანის შესწავლას ეთმობა, ხოლო დანარჩენი გაკვეთილები აგებულია პრაქტიკულ თემებზე, როგორიცაა სუპერმარკეტში, ბანკში ან ექიმთან ვიზიტი.
კურსის შინაარსი ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. თითოეული გაკვეთილის ბოლოს მომხმარებელი თვითშეფასების ტესტს ასრულებს, ხოლო კურსის სრულად დასრულების შემდეგ იღებს სერტიფიკატს, რომელიც მის მიღწევებს ადასტურებს.
ონლაინ კურსი არის თანამედროვე პასუხი საქართველოს მოსახლეობის რეალურ საჭიროებაზე და ეხმარება არაქართულენოვან მოქალაქეებს, აითვისონ ქართული ენა და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
კურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩატარდა მარნეულის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. საინფორმაცია კამპანია ახლაც მიმდინარეობს.
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დაინერგა პროექტი „მოხალისე პედაგოგი“, რომლის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სააგენტოს ბენეფიციარები, სხვადასხვა საგნებთან ერთად, ქართულ ენას შეისწავლიან.
ქართული (სახელმწიფო) ენის სწავლება უწყვეტად მიმდინარეობს 300-მდე არაქართულენოვან სკოლასა და სექტორზე.
34 არაქართულენოვან საბავშვო ბაღსა და 184 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ბილინგვური მეთოდით.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ადგილობრივი მასწავლებლების მხარდასაჭერად დამატებით 200-მდე ქართულენოვანი მასწავლებელია წარგზავნილი /წელიწადში/.
ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 12 რეგიონული სასწავლო ცენტრისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით, ასევე დისტანციური სწავლების ფორმებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, მიმდინარეობს ქართული ენის სასწავლო პროგრამებისა და კურსების განხორციელება. /2021-2024 წლებში – 18000-ზე მეტი ბენეფიციარი/.
ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი დაწესებულებებიდანვე დაწყებულია ბილინგვური (ორენოვანი) განათლების დანერგვა. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება. 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართული არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულების წილი 25%-დან 61%-მდე გაიზარდა (56 არაქართულენოვანი საბავშვო ბაღიდან ბილინგვურ პროცესში ჩართულია 34). ბილინგვური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის შემუშავებულ რესურსებზე დაყრდნობით გადამზადნენ დამხმარე მასწავლებლები. აღნიშნული რესურსები დაიბეჭდა და დარიგდა ბაღებში. ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს არაქართულენოვან სკოლებშიც. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი. ამასთან, მზადდება სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები. პროგრამა ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ადგილობრივი კადრების, მათ შორის ახალგაზრდების, გაძლიერებას. 2022-2023 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართული იყო 41 არაქართულენოვანი სკოლა (14%), ხოლო უკვე 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამა ხორციელდება 184 (63%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში.
მიმდინარეობს სამუშაოები ყველა არაქართულენოვანი საბავშვო ბაღისა და სკოლის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის მიზნით.
საქართველოში ასევე ცხოვრობენ მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 14 საჯარო სკოლაში აფინანსებს მცირერიცხოვანი ეთნოსების (ჩეჩნური, ხუნძური (ავარული) ქურთული (ყურმაბჯი), ოსური, უდიური, ასურული მშობლიური ენის სწავლას.
ცენტრში ფუნქციონირებს ,,არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის მიზანია ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა; ასევე, არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო ენის გაძლიერების გზით და სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში) ამჟამად მივლენილია 145 კონსულტანტ-მასწავლებელი.
ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ცენტრი ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
სთავაზობს მასწავლებლებს სახელმწიფო ენის კურსს;
სთავაზობს პროფესიული განვითარების კურსებს სახელმწიფო ენის მასწავლებლებლებს საგნობრივი ცოდნის გაღრმავებისა და გამჭოლი უნარების შესახებ.
ეთნიკური უმცირესობების სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს არაფორმალურ აქტივობებს პროექტზე დაფუძნებული სწავლების, კლუბური მუშაობის და საკვირაო სკოლების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სთავაზობს მომზადებულ მრავალფეროვან რესურსს.
NCEQE - შემუშავებულია ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი/საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელზეც დაყრდნობით ინსტიტუციები შეიმუშავებენ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ ეროვნულ დონეზე ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებას და ამასთანავე აძლევენ თანაბარ შესაძლებლობებს სწავლის გაგრძელებისთვის.
შემუშავებულია ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი/საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელზეც დაყრდნობით ინსტიტუციები შეიმუშავებენ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ ეროვნულ დონეზე ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებას და ამასთანავე აძლევენ თანაბარ შესაძლებლობებს სწავლის გაგრძელებისთვის.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლებას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისთვის „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში. სამიზნე ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავებს და ავითარებს ქართული ენის სწავლებისა და საინტეგრაციო კომპონენტებით გაჯერებულ სასწავლო კურსები ეფუძნება ქართული ენის ფლობის დონეების ზოგად აღწერილობას და მსმენელებს სთავაზობს 10როგორც ქართული ენის ფლობის ზოგადი კომპეტენციების ამაღლების (საწყისი ქართული (A1.1 A1.2), საბაზისო ქართული (A2.1, A2.2, A2+), საშუალო ქართული (B1.1, B1.2), სრული ქართული (B2), საანბანო კურსი, საკომუნიკაციო ქართულის კურსი), ასევე 20პროფესიის მიმართულებით დარგობრივი ლექსიკით გაჯერებულ სპეციალურ კურსებს:
სამოქალაქო განათლება
ფინანსები და შესყიდვები
სამართალმცოდნეობა
ინფრასტრუქტურა
დამხმარე კურსი პედაგოგებისათვის (I და II კურსი)
საექთნო საქმე
მენეჯმენტი
ტრანსპორტი
მშენებლობა
სასურსათო ტექნოლოგიები
მეცხოველეობა
აგრონომია
ელექტროობა
ბუღალტერია
ტურიზმი
საინფორმაციო ტექნოლოგიები
დეზინფორმაცია
ფუნქციურ-აკადემიური წერის პრაქტიკული კურსი
საწყისი ქართული (A1) მედიცინის დარგობრივი მიმართულებით.
გარდა აღნიშნული კურსებისა, სკოლამ 2022-2023 წლებში მოახდინა პილოტირება და დანერგა „საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამა“ (მოიცავს 3 კურსს), რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოხელეების საჯარო მართვის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის გაძლიერებას. პროგრამა ხელს უწყობს საჯარო მოსამსახურეთა ზოგადი და დარგობრივი ენობრივი კომპეტენციების ამაღლებასა და პროფესიული უნარების განვითარებას, სამუშაო სივრცეში სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენებას, ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერებას გამოცდილების ურთიერთგაზიარებით.
2023 წელს, სკოლამ შეიმუშავა და მოახდინა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 16-18 წლის ასაკის ახალგაზრდების ინტეგრაციის კურსის პილოტირება, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საზოგადოებაში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, მულტიკულტურულ გარემოში ადაპტაციის უნარების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის გზით; ასევე დემოკრატიული საზოგადოებისა და დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, პროფესიული და უმაღლესი განათლებაში ჩართვისათვის მზაობის წახალისების მეშვეობით, კრიტიკული აზროვნების, ლიდერული უნარ-ჩვევებისა და მედია წიგნიერების განვითარებით; პროგრამა ამასთანავე გულისხმობს სახელმწიფო ენის კომპეტენციების გაძლიერების ხელშეწყობას.
ჟვანიას სკოლა წლიდან წლამდე ავითარებს საქმიანობას და აფართოებს გეოგრაფიულ არეალს პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მიღმა და ყველა შესაძლოდ იდენტიფიცირებად სამიზნე ქვეჯგუფს მიაწოდოს მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და სასწავლო კურსები, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სწავლების დივერსიფიცირებული ფორმების გამოყენებით.
ჟვანიას სკოლაში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით 12 სასწავლო ცენტრში, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით და დისტანციურ/ელექტრონულ ფორმატში.
ისეთ გეოგრაფიულ არეალში, სადაც რეგიონული სასწავლო ცენტრები მოშორებულია ბენეფიციართა განსახლების არეალს და მათი მხრიდან არსებობს მოთხოვნა, სკოლა ქმნის მობილურ ჯგუფებს, ძირითადად, სკოლების ბაზაზე, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, მუნიციპალური ორგანოების ადმინისტრაციაში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელთა მარტყოფის მიმღებ ცენტრსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრში.
2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა - 18,295 პირმა (2021 წელი - 3816, 2022 წელი - 4865, 2023 წელი - 4544 , 2024 წელი - 5070) გაიარა სხვადასხვა სასწავლო კურსი „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში.
შესრულდა
148.259
„არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ პრინციპზე დაყრდნობით, უზრუნველყავით თანასწორი უფლებები ეთნიკური უმცირესობებისთვის (ჩეხეთის რესპუბლიკა);
ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი დაწესებულებებიდანვე დაწყებულია ბილინგვური (ორენოვანი) განათლების დანერგვა. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება. 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართული არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულების წილი 25%-დან 61%-მდე გაიზარდა (56 არაქართულენოვანი საბავშვო ბაღიდან ბილინგვურ პროცესში ჩართულია 34). ბილინგვური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის შემუშავებულ რესურსებზე დაყრდნობით გადამზადნენ დამხმარე მასწავლებლები. აღნიშნული რესურსები დაიბეჭდა და დარიგდა ბაღებში. ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს არაქართულენოვან სკოლებშიც. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი. ამასთან, მზადდება სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები. პროგრამა ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ადგილობრივი კადრების, მათ შორის ახალგაზრდების, გაძლიერებას. 2022-2023 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართული იყო 41 არაქართულენოვანი სკოლა (14%), ხოლო უკვე 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამა ხორციელდება 184 (63%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში.
მიმდინარეობს სამუშაოები ყველა არაქართულენოვანი საბავშვო ბაღისა და სკოლის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის მიზნით.
საქართველოში ასევე ცხოვრობენ მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 14 საჯარო სკოლაში აფინანსებს მცირერიცხოვანი ეთნოსების (ჩეჩნური, ხუნძური (ავარული) ქურთული (ყურმაბჯი), ოსური, უდიური, ასურული მშობლიური ენის სწავლას.
არაქართულენოვან აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, შერჩევა გაიარონ სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენებზე და სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩარიცხვის შემდგომ მათთვის შეთავაზებულია ქართული ენის შემსწავლელი მოდული, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეძლევათ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამასთანავე, მომზადებულია სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის პროექტი პროფესიული განათლების მიღების მიზნებისთვის, რომლის ამოქმედების შემდგომაც, პროფესიული განათლების სისტემა უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის შემსწავლელი ახალი მოდულების დანერგვას პროფესიული განათლების მიღების არაქართულენოვანი მსურველებისათვის. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩართული იყო ეთნიკური უმცირესობებისთვის დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული განათლების სისტემისა და სერვისების შესახებ. ასევე, უნდა აღინიშნოს რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივად მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ახალი პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულების განვითარებასა და უკვე არსებული დაწესებულებების გაძლიერებაზე.
2021 წლის იანვრიდან დღემდე, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში, ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ინტეგრაცია დასახელდა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პრინციპით „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“, ყურადღება მახვილდება არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის, არამედ სხვა, ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებზეც და მათ ჩართულობაზეც დაგეგმილ აქტივობებში. მსგავსი ტიპის მექანიზმები, ახალისებს და ზრდის ამ კატეგორიის ახალგაზრდების მონაწილეობის რიცხვს საზოგადოებრივ პროცესებში.
შესრულდა
148.260
განაახლეთ ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა დაცვის ვალდებულება, მათი საჯარო დაწესებულებებში მეტი ჩართულობის მხარდაჭერით, ისევე როგორც რელიგიის ან რწმენის საფუძველზე შეუწყნარებლობის შემთხვევების პრევენციითა და მათზე ბევრად უფრო ეფექტიანი რეაგირებით (იტალია);
იხილეთ პასუხი რეკომენდაცია 148.52 შესრულების გრაფაში
შესრულდა
148.261
გააძლიერეთ ძალისხმევა, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების მიერ, სრული გამოყენების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განათლებასთან და დასაქმებასთან დაკავშირებულ დარგებში (მალაიზია);
ეთნიკური უმცირესობების ეფექტიანი სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება. ამ მიზნით მიმდინარეობს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ:
ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების ყველა საფეხური ხელმისაწვდომია, მათ შორის მშობლიურ ენაზე. /ფუნქციონირებს 100-მდე სკოლამდელი დაწესებულება და 300 არაქართული სკოლა და სექტორი/.
ქართული (სახელმწიფო) ენის სწავლება უწყვეტად მიმდინარეობს 300-მდე არაქართულენოვან სკოლასა და სექტორზე..
ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ბილინგვური განათლების პროგრამა ამჟამად 34 საბავშვო ბაღსა და 184 არაქართულენოვან სკოლაშია დანერგილი.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 12 რეგიონული სასწავლო ცენტრისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით, ასევე დისტანციური სწავლების ფორმით, ძალისხმევა მიმართულია ენის სწავლების სახელმწიფო პროგრამებისა და კურსების განვითარებასა და გაფართოებაზე. /2021-2024 წლებში – 18000-ზე მეტი ბენეფიციარი/.
კვლავ გრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მოქმედი სპეციალური პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ). /2020-2024 წლებში - პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაერთო 1050-მდე სტუდენტი, ხოლო „1+4 პროგრამით“ 7000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა/.
აღსანიშნავია, რომ 59 არაქართულენოვანსაჯარო სკოლაში დანერგილია „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამები“. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 2020 წლიდან შექმნილია სსიპ დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA). SESA პასუხისმგებელია შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებაზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობის გზით. პროგრამების უპირველესი მიზანია სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მათთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისადა გადამზადების, სტაჟირების, ასევე ძირითადი კომპეტენციების განვითარების, კარიერული ხელმძღვანელობისა და დამაკავშირებელი სერვისების შეთავაზების გზით. აღნიშნული მომსახურება ასევე მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს, სამუშაო პლატფორმებს და საზოგადოებრივ სამუშაოებს. აღნიშნული სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომია ყველასთვის, განურჩევლად სქესის, ეთნიკური წარმომავლობის თუ სხვა მახასიათებლებისა. SESA-ს ოფისები ასევე ფუნქციონირებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, სადაც ისინი უზრუნველყოფენ აქტიური შრომითი ბაზრის ყველა სერვისის ხელმისაწვდომობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სამუშაოს მაძიებელთათვის, მათ შორის მობილური სერვისების მეშვეობით.
ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი დაწესებულებებიდანვე დაწყებულია ბილინგვური (ორენოვანი) განათლების დანერგვა. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება. 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართული არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულების წილი 25%-დან 61%-მდე გაიზარდა (56 არაქართულენოვანი საბავშვო ბაღიდან ბილინგვურ პროცესში ჩართულია 34). ბილინგვური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის შემუშავებულ რესურსებზე დაყრდნობით გადამზადნენ დამხმარე მასწავლებლები. აღნიშნული რესურსები დაიბეჭდა და დარიგდა ბაღებში. ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს არაქართულენოვან სკოლებშიც. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი. ამასთან, მზადდება სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები. პროგრამა ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ადგილობრივი კადრების, მათ შორის ახალგაზრდების, გაძლიერებას. 2022-2023 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართული იყო 41 არაქართულენოვანი სკოლა (14%), ხოლო უკვე 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამა ხორციელდება 184 (63%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში.
მიმდინარეობს სამუშაოები ყველა არაქართულენოვანი საბავშვო ბაღისა და სკოლის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის მიზნით.
საქართველოში ასევე ცხოვრობენ მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 14 საჯარო სკოლაში აფინანსებს მცირერიცხოვანი ეთნოსების (ჩეჩნური, ხუნძური (ავარული) ქურთული (ყურმაბჯი), ოსური, უდიური, ასურული მშობლიური ენის სწავლას.
არაქართულენოვან აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, შერჩევა გაიარონ სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენებზე და სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩარიცხვის შემდგომ მათთვის შეთავაზებულია ქართული ენის შემსწავლელი მოდული, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეძლევათ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამასთანავე, მომზადებულია სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის პროექტი პროფესიული განათლების მიღების მიზნებისთვის, რომლის ამოქმედების შემდგომაც, პროფესიული განათლების სისტემა უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის შემსწავლელი ახალი მოდულების დანერგვას პროფესიული განათლების მიღების არაქართულენოვანი მსურველებისათვის. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩართული იყო ეთნიკური უმცირესობებისთვის დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული განათლების სისტემისა და სერვისების შესახებ. ასევე, უნდა აღინიშნოს რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივად მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ახალი პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულების განვითარებასა და უკვე არსებული დაწესებულებების გაძლიერებაზე.
შესრულდა
148.262
გააძლიერეთ ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა და მხარი დაუჭირეთ მათ შესაძლებლობებს მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში (ფილიპინები);
სსიპ „იუსტიციის სახლმა“ არაერთი აქტივობა განახორციელა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის, რაც ძირითადად გულისხმობდა ვიდეორგოლებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სახის ბროშურების თარგმნასა და გავრცელებას. დოკუმენტის საანგარიშო პერიოდში სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ განხორციელებული აქტივობებია:
ეთნიკურად დასახლებულ რაიონებში, იუსტიციის სახლების სტრუქტურული ერთეულების ფილიალების მონიტორებზე გაეშვა შესაბამის ენაზე მომზადებული ვიდეო რგოლები და განთავსდა საინფორმაციო მასალა ვაქცინაციის შესახებ, გაეროს განვითარების ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში. საინფორმაციო მასალა 2021 წლის 20 ოქტომბრიდან ეტაპობრივად მიეწოდა ფილიალებს და განთავსებული იყო ამოწურვამდე.
იუსტიციის სახლისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით მარნეულსა და ახალქალაქში, ჩატარდა საინფორმაციო კამპანია COVID 19-ის გავრცელების პრევენციისა და ვაქცინაციის თაობაზე. მომზადდა და დარიგდა საინფორმაციო მასალა. საინფორმაციო კამპანია ჩატარდა 2021 წლის ნოემბერში - მარნეულსა და ახალქალაქში.
იუსტიციის სახლის თბილისის, ახალქალაქის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და გარდაბნის ფილიალებში განთავსდა 2 სახის ბროშურა „როგორ მოვიპოვოთ საქართველოს მოქალაქეობა“ და „მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები“- ქართულ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე. 2021 წლის 25 მაისიდან ბროშურები ეტაპობრივად მიეწოდა ფილიალებს და განთავსებული იყო მასალის ამოწურვამდე
ENPARD-IV-ის პროექტის ფარგლებში, დამზადდა 10 ვიდეო რგოლი, რომელიც ეხებოდა სსიპ „იუსტიციის სახლის“ ყველაზე მოთხოვნად 10 სერვისს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნა ეთნიკური უმცირესობების ინტერესი იუსტიციის სახლის მომსახურების მიწოდებისას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესაძლებლობა მიეცათ ცნობიერება აემაღლებინათ იუსტიციის სახლის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ, ამავდროულად, იუსტიციის სახლმა ინფორმაცია გაავრცელა სოციალური ქსელების მეშვეობით. პროექტი განხორციელდა 2023-2024 წლებში.
ENPARD-IV-ის პროექტის ფარგლებში, სსიპ „იუსტიციის სახლმა“ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტრენინგები 28 რაიონულ ცენტრში ჩაატარა, რომელიც ეხება სამართლებრივ ან/და მოქალაქეობრივ საკითხებს. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 600-მდე დაინტერესებული პირი. აღნიშნული შეხვედრები გაიმართა იმ საზოგადოებრივ ცენტრებშიც, რომლებიც ეთნიკურად დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ესენია: იორმუღანლოს, ყაჩაღანისა და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრები (ამჟამინდელი იუსტიციის სახლები).
საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, 2023-2024 წლებში სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (სააგენტო) მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა უწყების სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა, ხოლო ეთნიკური უმცირესობების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, სპეციალურად შემუშავდა კითხვარები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომელთა მეშვეობითაც გამოიკითხნენ შესაბამისი რესპოდენტები.
სააგენტოს სერვისები ხელმისაწვდომია ქვეყნის მთლიანი მოსახლეობისთვის, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, თუმცა, სააგენტო აქტიურად იყო ჩართული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სააგენტოს ძირითად სერვისებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას უმცირესობათა ენებზე მიეწოდა. ამას გარდა, სააგენტოს სერვისების შესახებ გადაღებული ვიდეორგოლები ითარგმნა უმცირესობათა ენებზე და მათი გაშვება მოხდა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მდებარე იუსტიციის სახლების ფილიალებში.
ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ნორმატიული ბაზის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ყოველწლიურად ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნის სხვადასხვა საკანონმდებლო აქტს. 2025 წლის 28 იანვრის მდგომარეობით, სულ 65 დოკუმენტია ნათარგმნი აფხაზურ, აზერბაიჯანულ, ოსურ და სომხურ ენაზე.
სამოქალაქო თანასწორობია და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში რეგულარულად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კარდაკარ საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების ორენოვანი კამპანიები სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ /განათლების, ჯანდაცვის, სოციალური შეღავათების, დასაქმების შესაძლებლობების, იურიდიულ დახმარების საკითხებზე და ა.შ./, ასევე აქტუალურ საკითხებსა და პროცესებზე /საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დეზინფორმაცია და პროპაგანდა და ა.შ./ /2020 – 2024 წლებში 342 სოფლის მოსახლეობისთვის გაიმართა 110-ზე მეტი შეხვედრა, მათ შორის სემინარები, სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები,რომლებსაც დაესწრო 9000-მდე ბენეფიციარი; შესაბამისი საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადდა და გავრცელდა/.
სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის დარგობრივ უწყებებთან თანამშრომლობით სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა 30-ზე მეტი საინფორმაციო და საცნობარო მასალა.
ეთნიკური უმცირესობების ენებზე ხელმისაწვდომია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდიც, რაც არაქართულენოვან მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ.
შესრულდა
148.263
უზრუნველყავით, რომ საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე ყველა პირს წვდომა ჰქონდეს სამართლიან და ეფექტიან თავშესაფრის უსასყიდლო პროცედურაზე და რომ თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმა სათანადოდ იყოს არგუმენტირებული და სათანადოდ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს (ავღანეთი);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებს, ჰქონდეთ წვდომა საქართველოს ტერიტორიაზე სამართლიან და ეფექტიან თავშესაფრის პროცედურაზე. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, უსასყიდლოდ მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლისას, ისე საქართველოს ტერიტორიაზე. თავშესაფრის მაძიებლები თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების მიღებისა და სასამართლო წარმომადგენლობის უფლებით. აღნიშნული პირები ასევე თავისუფლდებიან სასამართლო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას ხდება საქმის მასალების საფუძვლიანი შესწავლა თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრების ჩატარებისა და მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებ რელევანტური ინფორმაციის მოძიების გზით. გარდა ამისა, სამინისტრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR), ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა (CJEU) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის გათვალისწინებას თავშესაფრის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.
შესრულდა
148.264
გააძლიერეთ ძალისხმევა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (სუდანი);
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაძლიერდა თავშესაფრის საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემა. საერთაშორისო დაცვის სისტემა სრულ შესაბამისობაშია 1951 წლის ჟენევის კონვენციასთან და 1967 წლის ოქმთან, ამასთან, მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესი.
თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის გამარტივების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან უცხოელებთან/მოქალაქეობის არმქონე პირებთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სამინისტროს ვებ-გვერდზე (migration.police.ge) განთავსების გზით.
საქართველოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებთა მონაწილეობით განხორციელებული აქტივობების ფარგლებში, სააგენტომ 2023 წელს ზუგდიდისა და კასპის ტექნოპარკებში განახორციელა რიგი ღონისძიებები, მათ შორის CodeIT, TechGenius, Nasa Space Apps Challenge, ტექნოლოგიური ბანაკი, მესტიის ტექნოლოგიური ფესტივალი და Engineering Expo, რომლის ფარგლებშიც სოფლებიდან - რიყე, ახალაბასთუმანი, რუხი, ორსანტია, შამგორის, ჭუბერი, იდლაინი, ხაიშიმი მონაწილეობა მიიღო 30-მდე ბენეფიციარმა. კასპის ტექნოპარკში ჩაერთო გამყოფი ხაზის სოფლებიდან (კოდისწყარო, ხვითი, ქვემოჭალა, შინდისი, ბერუშეთი, ნიქოზა, დიცი და სხვ.) 27 ბენეფიციარი, მათგან 4 ქალი. საქართველოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებთა ჩართულობა საააგენტოს მიერ, განხორციელებულ პროექტებში აშკარაა, თუმცა გამოწვევად რჩება ბენეფიციართა მზარდი რაოდენობის შენარჩუნება და მეორეს მხრივ, შესაბამისი სტატისტიკის წარმოება პირთა იდენტიფიცირებაზე უარის თქმის გამო.
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში, 2021-2023 წლებში იძულებით გადაადგილებული პირები შეფასების პროცესში სარგებლობდნენ პრიორიტეტით. აღნიშნული ბენეფიციარების წილი და მათზე გადარიცხული თანხის პროცენტული წილი ამავე პერიოდში შეადგენს 6%-6%-ს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ასევე უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერას რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების საკონსულტაციო კომპონენტის ფარგლებში, რაც გულისხმობს 5%-ით გაზრდილ დაფინანსებას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთა 50%-ზე მეტი წილის მფლობელი ან მისი ხელმძღვანელი არის იძულებით გადაადგილებული პირი.
შესრულდა
148.265
გააძლიერეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვა (კანადა);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამინისტრო ზრუნავს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე. თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ განათლების უფლებით; მათ წვდომა აქვთ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“. ამასთან, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები იღებენ ყოველთვიურ შემწეობას.
საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლები სარგებლობენ თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში განთავსების უფლებით.
შესრულდა
დანართი
პროექტი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიში
სარჩევი
I. შესავალი 2
II. ადამიანის უფლებათა დაცვა - მიღწევები და გამოწვევები 2
1. ძირითადი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები 2
2. ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 4
3. დისკრიმინაციული ნიშნით/სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 7
4. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა 8
5. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა 9
6. ბავშვთა უფლებები 11
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება 14
8. რეფორმები პენიტენციურ სისტემაში 14
9. ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა 16
10. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა 18
11. რელიგიის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება 18
12. ჯანმრთელობის დაცვა/სოციალური დაცვა 19
13. შრომა და დასაქმება 20
14. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები 21
15. ეთნიკური უმცირესობების უფლებები 24
16. უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება 25
III. აღებული ვალდებულებების შესრულება 26
IV. მოლოდინები და მხარდაჭერა 27
V. დასკვნა 27
შესავალი
წინამდებარე ანგარიში არის 2025 წლის საქართველოს ეროვნული ანგარიში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში. 2021 წელს, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში, საქართველომ მიიღო 285 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 257 რეკომენდაციას. მოცემულ ანგარიშს თან ერთვის ინფორმაცია აღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
ანგარიშის შედგება ორი ნაწილისგან: ანგარიში და მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ამსახველი ცხრილი (დანართი).
ეს ანგარიში მომზადდა ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით და მასში ჩართული იყო როგორც აღმასრულებელი, ისე - საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება.
აღნიშნული ანგარიში ასევე წარედგინა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მოსაზრებებისა და კომენტარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში ასევე განიხილა საქართველოს პარლამენტმა.
ადამიანის უფლებათა დაცვა - მიღწევები და გამოწვევები
ძირითადი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი რეფორმები და აქტივობები აისახება ეროვნული დონის პოლიტიკის დოკუმენტებში.
2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ №1627 განკარგულებით, მოიწონა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და შესაბამისი უწყებების/ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავებული საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის, რომელიც 2023 წელს დაამტკიცა პარლამენტმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე სტრატეგია გამომდინარეობს პირველი ეროვნული სტრატეგიიდან (2014-2020 წწ.) და ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა გასაძლიერებლად. ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სისტემის შემდგომი განვითარება, დახვეწა და სრულყოფა. დოკუმენტი ასახავს არსებულ გამოწვევებს ადამიანის უფლებათა კუთხით, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოთა რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
სტრატეგიის შემუშავების პროცესი ინკლუზიურად წარიმართა. დოკუმენტის პროექტი გაზიარებული იქნა საქართველო სახალხო დამცველთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათი შენიშვნებისა და წინადადებებისთვის.
სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით, 2023 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №528 დადგენილებით, დამტკიცდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი შემუშავდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, სახელმწიფო უწყებების სრული ჩართულობით და არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტების და დაინტერესებული პირების რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
2022 წელს დამტკიცდა: 1) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა და 2) ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა.
2022 წელს პარლამენტი უძღვებოდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მონაწილეობით.
კონკრეტულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ შეიქმნა 9 საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტმა გამართა 60-მდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და მიიღო 82 კანონი.
კერძოდ, რეფორმები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესება; საარჩევნო რეფორმა; სასამართლო რეფორმა; ანტიკორუფციული საქმიანობის გაძლიერება; დეოლიგარქიზაცია; ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა; პროფესიონალური, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიაგარემო; ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა; საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება; სახალხო დამცველის არჩევა.
2021-2024 წლებში საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პროფესიულ დონეზე უზრუნველყო არჩევნების ორგანიზება, რასაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებები, კერძოდ: 2021-2024 წლებში საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა სამი საერთო (პრეზიდენტის, პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები), შვიდი შუალედური და ორი რიგგარეშე არჩევნები.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა ახალი მიდგომა, რაც გულისხმობდა საქმიანობაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების (შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობები, ქალები) საჭიროებების გათვალისწინებას ყველა აქტივობაში, შესაძლებლობის ფარგლებში.
პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ ჩაატარა უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, ვინაიდან, უმეტეს საარჩევნო უბანზე არჩევნები ტარდებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
2023 წელს, პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მოიცავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროკავშირში მოქმედი სამართლებრივი აქტების იმპლემენტირებას. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან.
ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2022 წელს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, შეიქმნა დამოუკიდებელი უწყება სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო. ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, რაც გულისხმობს ყოველწლიურ ანგარიშგებას.
ბიუროს მანდატი აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა; ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენა და რისკების შეფასების განხორციელება; მამხილებელთა დაცვა; საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
2024 წლის პირველი მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი გაფართოებული მანდატით განაგრძობს საქმიანობას. დეპარტამენტის კომპეტენცია ასევე გავრცელდა სამინისტროში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე. ამასთან, განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, დეპარტამენტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლიდან კოორდინატორების საქმეში ჩართვა ხდება პროკურორის ან/და გამომძიებლის გადაწყვეტილებით.
2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები და გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. აღნიშნული რეფორმა დადებითად აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ხარისხსა და საპოლიციო უფლებამოსილებების განხორციელებაზე.
2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების მცირე რაოდენობით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად პარლამენტმა განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები. შედეგად, გაგრძელდა სოციალურ მუშაკად საქმიანობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი. ამით ხელი შეეწყობა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციის შესრულებას სოციალური მუშაობის სფეროში უფრო მეტი სოციალური მუშაკის ჩაბმის შესახებ.
2025 წლის მაისში პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია, რომლის მიზანიცაა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობა. ასევე, 2025 წლის აპრილში მუნიციპალიტეტების საკრებულოებში შეიქმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები, რომლებიც თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობის შესაბამის კომისიასთან.
ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის, მზარდი მილიტარიზაციის, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ სივრცეებში „ინტეგრაციისკენ“ გადადგმული ნაბიჯების შედეგად უხეშად ილახება ადამიანის უფლებები. საოკუპაციო ძალის მიერ ხდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება და არასათანადო მოპყრობა, ადამიანების უკანონო დაკავება, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ხელყოფა, ცხოვრების, საკუთრებისა და გადაადგილების თავისუფლებისა და ჯანდაცვის უფლების შეზღუდვა, და სხვა.
ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად, სახლებიდან გამოძევებულ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა თუ ლტოლვილს კვლავ არ ეძლევა შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში გრძელდება საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის პრაქტიკა. უკანასკნელ პერიოდში ადგილი ჰქონდა საქართველოს ორი უდანაშაულო მოქალაქის მკვლელობას, კერძოდ, 2023 წლის 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს, რასაც იმავე წლის 9 დეკემბერს მოჰყვა ვიტალი კარბაიას მკვლელობა, რომელიც ოკუპირებული გალის ე.წ. მილიციის შენობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ცემის შედეგად გარდაიცვალა. უფრო მეტიც, არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში მცხეთის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული და ინტერპოლის მიერ ძებნილი დავით გურწიევი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის რეგიონის ე.წ. პროკურორად დანიშნა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის მხრიდან ხდება ეთნიკურ ნიადაგზე ქართველთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოქცევის შემთხვევების წახალისება და დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება.
სისტემატიური ხასიათი აქვს უკანონო დაკავებებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ. კერძოდ, 2021 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონო დაკავების 108, ხოლო ცხინვალის მიმართულებით - 201 ფაქტი იდენტიფიცირდა. საოკუპაციო ძალა არ იჩენს ჰუმანურ მიდგომას და უკანონოდ აკავებს ისეთი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, როგორებიც არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები.
საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები განაგრძობდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვას ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით. 2021 წლიდან დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 320-ზე მეტი შემთხვევა. შედეგად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ ადგილობრივებს ერთმევათ ოჯახების მონახულების შესაძლებლობა, არ აქვთ წვდომა საკუთარ ქონებაზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიურ ძეგლებსა თუ სასაფლაოებზე, ეზღუდებათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯანდაცვისა და განათლების სერვისების მიღების შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული ე.წ. გადასასვლელების ნაწილი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2022 წლის აგვისტოდან თვეში 10 დღით იხსნება, უამრავი ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების, მათ შორის ე.წ. ნებართვების გაცემის მიზანმიმართულად გაჭიანურების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც ვერ სარგებლობს ე.წ. გადასასვლელებით და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება რჩება შემაშფოთებელი. ამ უკანონო შეზღუდვებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე არა ერთი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის, 2023 წლის იანვარში, წლინახევრის ბავშვი, რომლის ახალგორიდან თბილისში სამკურნალოდ დროულად გადმოყვანა, სწორედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა და დაბრკოლებების გამო ვერ მოხერხდა. ე.წ. გადასასვლელების პერიოდული, მათ შორის ხანგრძლივად დაკეტვის ფაქტები და მათი სარგებლობისას ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილი დაბრკოლებები ფიქსირდებოდა ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებითაც.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები მუდმივ რეჟიმში განიცდიან დისკრიმინაციას ეთნიკურ ნიადაგზე, მათ შორის ადგილი აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უცხოელებად რეგისტრაციისა და ე.წ. ბინადრობის ნებართვის აღების იძულებას, რითიც ხდება მათი იზოლაცია და ფუნდამენტური უფლებების შელახვა.
მშობლიურ ენაზე განათლების მიღება აიკრძალა ორივე ოკუპირებულ რეგიონში და ქართულ ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი მთლიანად რუსულ ენაზე გადავიდა. მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში ყოველწლიურად 4000-ზე მეტ სკოლის და 600-ზე მეტ საბავშვო ბაღის მოსწავლეს ეზღუდება.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომა შეზღუდული აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც (EUMM), მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, რაც ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების შესახებ მიღებულ განჩინებებში.
საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და იყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ სხვა ბერკეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპაციის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა. ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მის ფარგლებში მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს (IPRM). თუმცა, ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ IPRM-ის შეხვედრები ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად შეწყვეტილია. ამასთან, ხსენებული საკითხები მუდმივად აქტიურად დგას ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ასახულია როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ არაერთ დოკუმენტში.
მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, მთავრობა განაგრძობს ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიან იმპლემენტაციას.
სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის და რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ბოლოს ამოქმედდა უნიკალური ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გრანტებს გასცემს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ერთობლივი ბიზნეს-პროექტების მხარდასაჭერად. ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, განხორციელებული 5 საგრანტო კონკურსის შედეგად შემოსული განაცხადების რაოდენობამ 395, ხოლო დაფინანსებული პროექტების რიცხვმა - 120 შეადგინა.
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომის უზრუნველსაყოფად, მოქმედებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული, სხვადასხვა საშეღავათო - გამარტივებული ჩარიცხვის, სწავლის დაფინანსების, განათლების აღიარების, პროფესიულ თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობის პროგრამა/მექანიზმი. 2021-2024 წლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უგამოცდოდ 938 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ე.წ. „1+4“ პროგრამის ფარგლებში - დამატებით 22 ახალგაზრდა.
2024 წელს ამოქმედდა სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურ და საჭიროებებზე მორგებულ მომზადებას ქართულ ენასა და სხვადასხვა პროფილურ საგნებში, სწავლისა და განთავსების დაფინანსებას, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას. ამოქმედებისთანავე, 2024-2025 სასწავლო წელს პროგრამაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან 18 ახალგაზრდა ჩაირიცხა.
„სახელმწიფო სამედიცინო რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 2021-2024 წლებში 5,466-მა პირმა მიიღო სრულიად უფასო სამედიცინო მომსახურება. 2023 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც ფლობენ სტატუს-ნეიტრალურ პირად ნომერს, ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამედიცინო დახმარების მიღება ჯანმრთელობის დაცვის სხვა, სპეციალიზებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებშიც (მაგ. აივ ინფექციის მკურნალობა, დიალიზი და თირკმლის იმპლანტაცია, ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა და სხვა). 2021-2024 წლებში ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯული თანხა 220 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
დისკრიმინაციული ნიშნით/სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. აღნიშნული მიზნით, შსს-ს დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდანვე ჩართულია და მონიტორინგს უწევს იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთა ფარგლებშიც, სავარაუდოდ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სსიპ - სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შექმნის თაობაზე. მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/hHW03.
შსს-ის აკადემიის სასწავლო პროგრამებში, ადამიანის უფლებების მოდულში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებს, მათ შორის, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის განხილვას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თავისებურებებს და ა.შ. ტრენინგები მიზნად ისახავს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებისთვის.
პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიით, მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციად კვლავ განისაზღვრას შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა. 2020 წლიდან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებენ სპეციალიზებული პროკურორები. ამჟამად, სპეციალიზებულია პროკურატურის 164 თანამშრომელი. 2021-2024 წლებში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4464 პირის მიმართ. აღნიშნული მონაცემით, 2016-2020 წლების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 561%-ით გაიზარდა.
2024 წელს პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“. ასევე 2024 წლიდან, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობის, სქესობრივი და ოჯახური დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ სისხლის სამართლის საქმეებში.
ქალისა და მამაკაცის თანასწორობა
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცდა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“, რომლის მთავარი მიზანია შესაბამისი უწყებების შორის სწრაფი და ეფექტური კოორდინაციის განვითარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრა და განმეორებითი ძალადობის პრევენცია.
2023 წელს მიღებულ იქნა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სპეციფიური ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას. აღნიშნული დოკუმენტი პირველია რეგიონში, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიან ხედვას კონკრეტულად ქალთა ეკონომიური გაძლიერების და უკეთესი შრომითი პირობების შექმნისათვის.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 ნოემბრის №523 დადგენილებით დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“, რომლის თანახმად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან.
2022 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები, რომლებშიც, სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია ქალთა მეწარმეობის წახალისების საკითხზე. სტრატეგია ცალკე პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები მუშაობენ არაერთი მიმართულებით, მათ შორისაა, ქალი მეწარმეებისათვის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტის მინიჭება, სქესის ნიშნით სტატისტიკის წარმოება, უნარების გაუმჯობესება, ცოდნის გაღრმავება და ინფორმირებულობის ზრდა. მაგალითისთვის აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, მხოლოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლიდან დღემდე ქალ ბენეფიციართა წილი შეადგენს 50%-ს, ხოლო მათზე გადარიცხული თანხის პროცენტული წილი მთლიან მოცულობაში 48%-ს.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა
2022 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გადახდისუუნარო დაზარალებულებს მიენიჭათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება. უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება მიენიჭა ასევე იმ დაზარალებულებსაც, რომლებიც მართალია კანონის მიხედვით არ მიიჩნევიან გადახდისუუნაროდ, თუმცა, ფაქტობრივად იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, რაც არ აძლევთ კერძო ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში 2022 წელს შეტანილი ცვლილებებით გაუქმდა „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის საჭიროება მხარდაჭერის მომსახურებებით, განსაკუთრებით, თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის მომსახურებებით სარგებლობისთვის.
მომსახურების მიწოდება ასევე არ იქნება დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ.
ქვეყანაში ფუნქციონირებს თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები, რომლებიც წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და სექსუალური ხასიათის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის და მათზე დამოკიდებულ პირთათვის, ასევე - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის /დაზარალებულთათვის და მათზე დამოკიდებული პირთათვის მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელ დაწესებულებას, რომლებიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა და მათზე დამოკიდებულ პირთა მხარდაჭერას ფსიქოლოგიური, სოციალური, იურიდიული დახმარების მომსახურებებით.
2024 წლის მდგომარეობით, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე სულ ფუნქციონირების 6 თავშესაფარი (თბილისში (2), ბათუმში, გორში, ქუთაისსა და სიღნაღში) და 7 კრიზისული ცენტრი (თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, მარნეულში, თელავსა და ზუგდიდში).
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე მოსახლეობისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით, ფუნქციონირებს როგორც ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო (116 006), ასევე, ბავშვთა დახმარების (111) ცხელი ხაზები. ცხელი ხაზები ფუნქციონირებს 24/7 და ხელმისაწვდომია 9 ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული, აზერბაიჯანული, სომხური, სპარსული, არაბული, უკრაინული). ცხელ ხაზზე ზარის განხორციელება უფასოა.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022-2027 წლების სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს პროკურატურაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ სპეციალიზებული პროკურორები. ამჟამად, სპეციალიზებულია პროკურატურის 257 თანამშრომელი.
2021-2024 წლებში, ოჯახურ დანაშაულებზე მაღალია სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობა და პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. კერძოდ, 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5144 პირის, 2022 წელს - 5325 პირის, 2023 წელს - 5286 პირისა და 2024 წელს - 5003 პირის მიმართ.
2021-2024 წლებში, ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების 90-91% შემთხვევაში, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავდა სასამართლოს. ასევე, უარს ამბობდა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებაზე.
2021-2024 წლებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული 53 სასწავლო აქტივობის შედეგად, გადამზადდა პროკურატურის 579 თანამშრომელი.
2021 წლიდან, სქესობრივ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. ამჟამად, სპეციალიზებულია პროკურატურის 173 თანამშრომელი.
2024 წელს პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“.
2022-2024 წლებში, სქესის ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე ჩატარებული 6 სასწავლო აქტივობის ფარგლებში, 100 პროკურორი და პროკურატურის მენეჯერი გადამზადდა.
შსს აქტიურადაა ჩართული ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიების პროცესში. 2020 წლიდან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლის მიზნით შესაძლებელი გახდა მოძალადისთვის ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა (ელექტრონული სამაჯური), მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესის რეალურ დროში გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული მოიცავს მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვის შესრულების მონიტორინგსაც. 2023 წლის მაისში, ამოქმედდა განახლებული რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს განმეორებითი ძალადობის საფრთხის გამოვლენის და ძალადობის პრევენციისთვის შემაკავებელი ორდერის გაცემის შესაძლებლობას აძლევს.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციისა და გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროში ასევე შექმნილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა და რეესტრი. შედეგად, ელექტრონულად დამუშავებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები, განაჩენები და ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ.
ბავშვთა უფლებები
ბავშვთა უფლებების დაცვა ეროვნული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დასრულდა ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.
2024 წელს პარლამენტმა მიიღო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად. ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის მიმართულებით. ძალადობის მსხვერპლი ასეთი ბავშვებისთვის 2022 წლიდან თბილისში ამოქმედდა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი (ბარნაჰუსი). აღნიშნულის მიზანია მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია და კოორდინირებული რეაგირება, რათა თავიდან იქნას აცილებული ბავშვის ხელახალი ვიქტიმიზაცია. ცენტრი ემსახურება ბავშვზე მორგებული, მულტიდისციპლინური და მულტისექტორული მიდგომის შექმნას, რომელიც „ერთი ფანჯრის პრინციპით“ უზრუნველყოფს ბავშვის ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას.
2023 წელს დამტკიცდა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლი, რომელიც მოიცავს ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამოცნობის ნიშნების და მასზე რეაგირების ინსტრუქციებს.
„ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ხორციელდება „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროპროგრამა, რომლის ამოცანაა მიუსაფარ ბავშვთა, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, 2021 წელს მომსახურება გაეწია 277 ბენეფიციარს, 2022 წელს - 296-ს, 2023 წელს - 261-ს, 2024 წელს კი - 119-ს.
ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. აღნიშნული 2022 წელს შეადგენდა 51 590 893 მლნ ლარს, 2023 წელს კი - 66 550 000 ლარს. 2024 წელს იგი გაიზარდა დაახლოებით 10 მლნ. ლარით და განისაზღვრა 76 350 000 ლარით. 2021 წლიდან პროგრამას დაემატა „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“ და „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტანდარტის შესაბამისად, ბავშვთან დაკავშირებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმ მოსამართლის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება, კერძოდ, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი სავალდებულო ტრენინგები. მოსამართლეთა გადამზადებას უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
2020 წლიდან სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ფუნქციონირებს სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომლის მიზანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და სოციალიზაცია, დანაშაულის პრევენცია ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომით. ცენტრის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რთული ქცევის 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები, ასევე, 7-დან 14 წლამდე ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული არასრულწლოვნებიც.
აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, მედიაციის ხელმისაწვდომობისთვის, გაიხსნა მედიაციის 13 რეგიონული სივრცე. შეიქმნა მედიატორთა რეესტრი, რომლის ფარგლებში გადამზადებული მედიატორები სააგენტოში დასაქმდნენ. შემუშავდა „აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
2022 წელს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციართა, მათ შორის, განრიდებული პირების და არასრუწლოვანი პრობაციონერების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით განახლდა 9 სარეაბილიტაციო პროგრამა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულია პროკურატურის 333 თანამშრომელი. 2021-2024 წლებში, პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, 60 სასწავლო აქტივობის ფარგლებში, გადამზადდა 662 თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად უწყობს ხელს ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათ სრულფასოვან რეალიზაციას. აღნიშნული მიზნის მიღწევის მნიშვნელოვან კომპონენტს ბავშვზე მორგებული გარემო წარმოადგენს. სამინისტროს რამდენიმე ტერიტორიულ დანაყოფში მოქმედებს ბავშვთა ოთახები. სამინისტროს საშუალოვადიან 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნის კომპონენტი, რაც გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დანაყოფის შექმნასა და ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობას.
არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულთა სპეციფიკიდან და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლიდან მოქმედებს არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო. არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო 2024 წელს ამოქმედდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტშიც. ხსენებული დანაყოფები დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით მუდმივად ექვემდებარებიან კვალიფიკაციის გაზრდას.
შსს ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულთა მონიტორინგს. სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში უწევენ კონსულტაციას სისხლის სამართლის საქმესა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართულ პირებს, უზრუნველყოფენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საქმიანობის კოორდინაციას, აღნიშნულ საქმეთა შესაბამის რეფერირებას და ამზადებენ თემატურ რეკომენდაციებს.
შსს აქტიურადაა ჩართული ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ორგანიზებულ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში. არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტრო 2022 წლიდან ასევე აორგანიზებს „ემეგობრე პოლიციას“ - კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ათასობით სკოლის მოსწავლისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები იმართება.
პირველად, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, დაიწყო სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის დანერგვა 2021 წლიდან, სოციალური მუშაკი თავის ფუნქცია-მოვალეობებს უშუალოდ ადგილზე-სკოლაში ახორციელებს. ამჟამად, სოციალური მუშაკები წარმოდგენილნი არიან 80 საჯარო სკოლაში.
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, 2023 წელს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი (სამმართველო).
ამჟამად, ქვეყანაში მოქმედებს 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. მათ შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც იკრიბება წელიწადში მინიმუმ ერთხელ. სტრატეგიის პრევენციის თავი, მათ შორის, განსაზღვრავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის განსაკუთრებული მიდგომების შემუშავებას რადიკალიზაციის პრევენციის, დერადიკალიზაციისა და რესოციალიზაციის თვალსაზრისით. ამ მიზნით სტრატეგია ითვალისწინებს საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მედია საშუალებებსა და საზოგადოებასთან მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, განსაკუთრებით, კონტრტერორისტული მიმართულებით.
სამართლიანი სასამართლოს უფლება
2021-2024 წლებში საქართველომ განაგრძო რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ხელმისაწვდომობის განმტკიცების მიზნით. რეფორმის შედეგად ყველა ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის/დანიშვნის/არჩევის პროცესი არის სრულად ღია; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების ვინაობა, რომლებმაც შეაფასეს მოსამართლეობის კანდიდატები, ისევე როგორც საბჭოს თითოეული წევრის მიერ ამ კანდიდატთა შეფასებები და შეფასებათა დასაბუთებები არის საჯარო; შემოღებულ იქნა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრის გამართვის წესი, რაც უზრუნველყოფს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მხოლოდ იმ კანდიდატების წარდგენას/ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეობის იმ კანდიდატების განწესებას, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საუკეთესო შეფასებები მიიღეს; ასევე, მოსამართლეობის კანდიდატებს მიენიჭათ უფლება, შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. აღნიშნული რეფორმა დადებითად არის შეფასებული GRECO-ს 2024 წლის ანგარიშით.
მართლმსაჯულების შემდგომი განვითარების მიზნით, 2022 წლის ოქტომბერში პარლამენტის მიერ შემუშავდა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამასთან, 2021 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, განახლებული სამოსამართლო ეთიკის წესები.
სამართლიანი სასამართლოსა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შეფასების საუკეთესო ინსტრუმენტია სტრასბურგის სასამართლო. 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 198 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის ერთ-ერთი ისტორიული მინიმუმია. აღსანიშნავია, რომ საჩივრების კლება, მათ შორის, დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებასთან. მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციებით საქართველოსთან მიმართებით დახურულია ჯამში 118 საქმე; მოცემული საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილი (100 საქმე) დაიხურა 2013 წლიდან, ხოლო 18 საქმე დახურულია 2013 წლამდე. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციების საფუძველზე, ზედამხედველობა დაიხურა 18 საქმეზე, რაც საქართველოსთან მიმართებით საუკეთესო მაჩვენებელია.
რეფორმები პენიტენციურ სისტემაში
პენიტენციური სისტემის განვითარებისა და პატიმართა რიცხოვნობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით 2021 წელს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც ასევე მოხდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირების გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
2022 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“. COVID-19-თან ბრძოლისას პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების კომპენსაციის მიზნით, კანონმა გაითვალისწინა პატიმრობაში მყოფი პირებისთვის (ბრალდებულები/მსჯავრდებულები) შეღავათის დაწესება, კერძოდ სასჯელისთვის გათვალისწინებული დღეების მოკლება შეზღუდვების პროპორციულად.
2024 წელს პარლამენტმა კვლავ მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელმაც გაითვალისწინა ამნისტიის სხვადასხვა ფორმები (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან სრული გათავისუფლება; სასჯელის განახევრება; სასჯელის ¼-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის შემცირება).
ერთი მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომითი პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოების, მეორე მხრივ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის გარანტიების უფრო გამყარების მიზნით 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა ახალი პენიტენციური კოდექსი.
ახალი კოდექსის თანახმად: ყველა სახის პაემანი გახდა სრულიად უფასო (მათ შორის ხანგრძლივი პაემანი); განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს მიენიჭა ვიდეოპაემნის უფლება; არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ; ყველა მსჯავრდებულს მიეცა უმაღლესი განათლების მიღების უფლება.
ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი და ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს დაბა ლაითურში გაიხსნა ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილია 700 მსჯავრდებულზე და აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის ყველა რეკომენდაციას. დაწესებულება სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში, მიმდინარე პერიოდისთვის დანერგილია 21 ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა და ფსიქო-სოციალური ტრენინგები. პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები ეუფლებიან ახალ პროფესიებს, გადიან სხვადასხვა მიმართულებით გადამზადების კურსებს, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში ეფექტიან რეინტეგრაციასა და საკუთარი ფინანსური შემოსავლის უზრუნველყოფაში ეხმარება.
მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო პროექტები, სილამაზის სალონები, საცხობი და სახელოსნოები (ხეზე, ტყავზე, მინანქარზე მუშაობა, ხელნაკეთი მასალის შექმნა და ა.შ.).
2022 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში დაიწყო ციფრული უნივერსიტეტის ეტაპობრივი დანერგვა, რაც გულისხმობს ტელეხიდის გამოყენებით სტუდენტების უშუალო ჩართვას უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. პროექტი უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას მსჯავრდებულთათვის და შესაძლებლობას აძლევს მათ, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. 2024 წელს, ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით, უმაღლესი განათლების I და II საფეხურზე სწავლის უფლება მიენიჭა ყველა მსჯავრდებულს. ციფრული ფორმით სწავლება ამ ეტაპზე დანერგილია N1, N2, N5, N11, N8 და N16 პენიტენციურ დაწესებულებაში. ციფრული უნივერსიტეტი ეტაპობრივად დაინერგება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.
2023 წელს გაიხსნა პირველი იუსტიციის სახლი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობების შემდგომი გაფართოებისა და ადეკვატური და გამარტივებული სერვისის მიწოდების მექანიზმის შექმნის მიზნით. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთათვის იუსტიციის სახლის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი, ხოლო თანამშრომელთათვის - ყველა სერვისი.
პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილია, შესაბამისად, ყველა სამკურნალო სერვისი ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ იმავე პროტოკოლებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, რაც სამოქალაქო სექტორში. თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულების, ასევე N18 პენიტენციური სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა ფუნქციონირებს ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად. დამატებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 70-ზე მეტ სამოქალაქო კლინიკასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის გადამისამართება ხდება სამოქალაქო კლინიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
2023 წელს პენიტენციური ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებისა და მსჯავრდებულთათვის სამოქალაქო ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პენიტენციურ სისტემაში ახალი ინოვაციური სერვისი - ონლაინ კლინიკის მოდელი დაინერგა. ინოვაციური სერვისი მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, უმოკლეს პერიოდში ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის ონლაინ კონსულტაციით, რაც, თავისთავად, სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ახალი სამედიცინო მომსახურება ყველა დაწესებულებაში ხორციელდება.
ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა
2021 წელს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის/დაზარალებულის რეაბილიტაციის უფლების გაუმჯობესება. კანონით დადგინდა, რომ სახელმწიფო, ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და დაზარალებულებზე გასცემს ერთჯერად კომპენსაციას, მიუხედავად იმისა, მსხვერპლი/დაზარალებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იდავებს თუ არა ზიანის ანაზღაურებაზე. ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემისთვის საკმარისი წინაპირობაა პირისათვის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. კომპენსაციის გაცემის წესი უკუძალით გავრცელდა იმ პირებზეც, რომლებმაც მსხვერპლის/დაზარალებულის სტატუსი მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით, აქტიური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო. საანგარიშო პერიოდში საბჭოს მიერ შემუშავდა, დამტკიცდა და განხორციელდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმები, რომლებიც ეფუძნება ე.წ. 4P-ს პრინციპს და მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოძიებისა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებაზე.
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი ტრეფიკინგის დანაშაულთან დაკავშირებით იცნობს ორ სტატუსს: ტრეფიკინგის მსხვერპლსა და ტრეფიკინგის დაზარალებულს. ტრეფიკინგის მსხვერპლი და დაზარალებული სარგებლობს ერთნაირი უფლებრივი მდგომარეობით. ორი სტატუსის არსებობა არის უნიკალური მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს არ დატოვოს ტრეფიკინგით დაზარალებული არცერთი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათთვის ხელმისაწვდომი დაცვისა და სახელმწიფო სერვისების მიღმა.
ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის სახელმწიფო სერვისები, მათ შორის, ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია, სამედიცინო მომსახურება, სამართლებრივი დახმარება და ერთჯერადი კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით, რომლის მიღების წესიც 2021 წლიდან გამარტივდა. 2023 წელს თბილისში გაიხსნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა ერთი ახალი თავშესაფარი.
ბავშვების ქუჩაში გასვლის პრევენციისა და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, შემუშავდა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის სახელმწიფო სტრატეგია 2025-2030 წლებისთვის. უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული სტრატეგიისა და მისი შესრულების სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
ტრეფიკინგის თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2016-2024 ანგარიშების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს უმაღლესს შეფასებას, ე.წ. პირველ კალათას არაერთი ევროპული ქვეყნის გვერდით.
პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე ახორციელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას. 2021-2024 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 40 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო.
გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ფუნქციონირებს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), განსაკუთრებით კი ქალთა და გოგონათა მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტების პროაქტიული გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა შსს-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი სხვა კატეგორიის საქმეებთან ერთად ამონიტორინგებს სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც იკვეთება შესაძლო ტრეფიკინგის ნიშნები. შსს-ს შესაბამისი წარმომადგენლები ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დამნაშავეთა იდენტიფიცირების მიზნით გადიან შესაბამის ტრენინგს/გადამზადებას. ტრეფიკინგის საკითხები ასევე გათვალისწინებულია შსს აკადემიის მოსამზადებელ კურსებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას რიგ ქმედებებთან მიმართებით, თუ პირმა ქმედება ჩაიდინა ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის გამო, ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა
საქართველოში მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების ინსტიტუციური კონტროლი სათავეს 2013 წლიდან იღებს, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებზე ზედამხედველობა - 2015 წლიდან. 2022 წლის 1 მარტიდან აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიზნით, შემუშავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2025-2028 წლების საქმიანობის სტრატეგია.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის მიზნით, სამსახური შეისწავლის კერძო და საჯარო დაწესებულებების, სამართალდამცავ ორგანოთა მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, როგორც საკუთარი ინიციატივით გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების, ასევე, დაინტერესებული პირების შეტყობინებისა და მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე. გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, სამსახური გამოსცემს რეკომენდაციებს და შესასრულებლად სავალდებულო დავალებებს.
პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტებისა და გარანტიების გასამყარებლად შემუშავდა ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის ძირითადი ნაწილი ამოქმედდა 2024 წლის 1 მარტიდან. სამსახურმა შეიმუშავა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2023 წლის 1 დეკემბრიდან, სამსახურმა დანერგა ინდივიდუალური საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან.
2022 წელს ჩატარდა 149 შემოწმება/ინსპექტირება, აქედან 54% (81) შეეხებოდა კერძო სექტორის, 28% (42) – საჯარო დაწესებულებების, ხოლო 18% (26) – სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებას. 2023 წელს სამსახურმა განახორციელა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების 192 შემოწმება (ინსპექტირება), რომელთაგან 59% (114) იყო არაგეგმური, ხოლო 41% (78) – გეგმური; 2024 წელს ჩატარდა 265 ინსპექტირება: 61% (162) კერძო სექტორში, 31% (82) საჯარო დაწესებულებებში, 8% (21) სამართალდამცავ ორგანოებში; აქედან 31% (83) იყო გეგმური, 69% (182) - არაგეგმური. 2025 წლის იანვარ-მარტში ჩატარდა 81 ინსპექტირება: 64% (52) კერძო სექტორში, 27% (22) საჯარო დაწესებულებებში, 9% (7) სამართალდამცავ ორგანოებში. აქედან 42% (34) იყო გეგმური, 58% (47) - არაგეგმური.
რელიგიის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება, გაფიცვის უფლება უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უფლებების დაცვას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების გააზრებასა და შესრულებას, ამ მიმართულებით პოლიციის შესაბამის სწავლებას. შსს-ს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ თოთოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, ძალადობის ფაქტების თავიდან აცილებას და ასეთ შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებას.
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საზოგადოებაში რელიგიური შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის კულტურის გასაძლიერებლად და საქართველოში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების წარმოსაჩენად, რელიგიურ თემთა რელიგიური უფლებების დასაცავად ატარებს სხვადასხვა სახის აქტივობებს.
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ფუნქციონირებს ინტერ-რელიგიური სათათბირო, რომელშიც მონაწილეობს საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური გაერთიანება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, სახელმწიფო რელიგიურ გაერთიანებებს ეტაპობრივად უბრუნებს იმ საკულტო ნაგებობებს, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს ფაქტობრივ საკუთრებაში აღმოჩნდა და სიმბოლურად და ნაწილობრივ უნაზღაურებს საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანს.
საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის სიმბოლური და ნაწილობრივი ანაზღაურების ფარგლებში რელიგიური გაერთიანებებისათვის ფინანსური დახმარება რამდენჯერმე გაიზარდა, კერძოდ:
რელიგიური დენომინაცია
2021 წელი
2022 წელი
2023 წელი
2024 წელი
სულ
მუსლიმი თემი
2 750 000
3 350 000
3 350 000
4 150 000
13 600 000
რომაულ-კათოლიკური თემი
550 000
650 000
650 000
700 000
2 550 000
სომხური სამოციქულო თემი
800 000
1 000 000
1 000 000
1 100 000
3 900 000
იუდეური თემი
400 000
500 000
500 000
550 000
1 950 000
სულ
4 500 000
5 500 000
5 500 000
6 500 000
22 000 000
2021 წელს, სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით: ქ. ბათუმის მთავარ მეჩეთს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია/რემონტი. 2021 წელს, სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაციით, სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს გადაეცა 39 მეჩეთი; 2022 წელს კი - 21 მეჩეთი. 2022 წელს, სააგენტოს მხარდაჭერით, მათ ასევე გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისში, და ამ მიწის ნაკვეთზე მეჩეთისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის ნებართვა. ამჟამად, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ფაქტობრივ მფლობელობაშია 313 მეჩეთი (297 მოქმედია, ხოლო დანარჩენი - მთის (ე.წ. „სეზონური“) მეჩეთები).
ჯანმრთელობის დაცვა/სოციალური დაცვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან (2013 წელი) 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, 3.3 მლნ. მოქალაქეს 13.1 მლნ. სამედიცინო შემთხვევა დაუფინანსდა 8.8 მილიარდი ლარით. მოსახლეობისთვის თანაგადახდასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთის შემცირების მიზნით, 2023 წლის აპრილიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაწესდა ჰოსპიტალურ მომსახურებაზე თანაგადახდის ზედა ზღვარი. საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდა შეადგენს არაუმეტეს 500 ლარს, ხოლო 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის არაუმეტეს 1000 ლარს, დანარჩენი მოსარგებლეებისთვის კი არ აღემატება 1500 ლარს.
2022 წელს ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის წლიური ლიმიტი გაიზარდა 25,000 ლარამდე (2019 წელს ლიმიტი იყო 18,000 ლარი). 2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს (დაზღვევის და სოციალური სტატუსის მიუხედავად) შეუძლია მიიღოს ონკოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად - ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ფარმაცევტულ სექტორში გატარებული რეფორმების საფუძველზე მოიხსნა ქრონიკული დაავადებებისა და ონკოლოგიური დაავადებების მართვის მედიკამენტებზე თანაგადახდა და წლიური ლიმიტები.
2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასების რეგულირების მიზნით. ფასები რეგულირდება საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე და დღესდღეობით ვრცელდება 7,000-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე. რეფერენტული ფასწარმოქმნა მედიკამენტის ფასს აიაფებს საშუალოდ 40%-ით.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმი - დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG). შედეგად 2023 წელს სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ შემცირდა 27%-დან 12%-მდე.
მთავრობამ 2015 წელს დაიწყო მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. 2024 წლის მარტის ჩათვლით, სკრინინგული კვლევით გამოკვლეულია 2.8 მლნ. ბენეფიციარი, მკურნალობაში ჩაერთო 86,000-ზე მეტი პირი, მათ შორის სრულად განიკურნა 82,000-ზე მეტი პირი, განკურნების მაჩვენებელი შეადგენს 99%-ს. 2024 წელს ამოქმედდა B ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მართვის პროგრამაც.
2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარობის დაფინანსება: მშობიარობა - 500 ლარიდან და საკეისრო კვეთა - 800 ლარიდან 1,222 ლარამდე. ამასთან, მოიხსნა პაციენტისთვის თანაგადახდის ვალდებულება. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან დაიწყო მშობიარობის შემდგომი ვიზიტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. შემცირებულია დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (100 000 ცოცხალშობილზე): 2015 წელს 32.2-დან 2023 წელს 22.4-მდე. ასევე, შემცირებულია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1000 ცოცხალშობილზე): 2015 წელს 8.6-დან 2023 წელს 8.2-მდე.
საპენსიო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია 2021 წლიდან შემოღებული სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესი. ინდექსაციის წესის შესაბამისად, ყოველწლიურად გაიზრდება პენსია. მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონრები იღებენ პენსიის 20%-იან დანამატს.
შრომა და დასაქმება
2021 წლის პირველი იანვრიდან სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური სრული მანდატით ახორციელებს ზედამხედველობას შრომით ნორმებზე, რაც მოიცავს ზედამხედველობას როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე - შრომის უფლებების დაცვის კუთხით. შეიქმნა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი (lio.moh.gov.ge) და სამსახურის სტრუქტურაში 2022 წლიდან ადაპტირდა შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული საკონსულტაციო ცენტრი/ცხელი ხაზი 15-75. ცხელი ხაზის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ კონსულტაციები შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2023 წლის 1 სექტემბრიდან გაფართოვდა უწყების მანდატი შრომითი მიგრაციის მიმართულებითაც, რაც გულისხმობს როგორც შრომითი იმიგრანტების, ასევე, საშუამავლო კომპანიების შემოწმებასა და ზედამხედველობას.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებიდან დღემდე მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც, 2018 წელთან შედარებით, 2023 წელს 42%-იან კლებაშია გამოხატული. 2022-2023 წლებში მომზადდა და დამტკიცდა 4 ტექნიკური რეგლამენტი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შრომით ნორმებთან დაკავშირებით თემატურ, ზოგად თუ სექტორულ დონეზე შემუშავებული 63 სასწავლო/საინფორმაციო ვიდეორგოლი განთავსდა შრომის ინსპექციის YouTube არხზე.
2023 წლის 1 იანვრიდან გაორმაგდა ორსულობისა და მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდში გასაცემი დახმარების ოდენობა და შეადგინა 2000 ლარი.
2024 წელს ძალაში შევიდა კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომელიც არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებასა და საქმიანობის წესებს, აგრეთვე ადგენს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ, ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების სტანდარტებს. კანონით დარეგულირებულია მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები, ხელფასთან, შვებულებასთან და რეპატრიაციასთან (ადგილზე დაბრუნება) დაკავშირებული საკითხები.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები
2021 წლის 1 იანვარიდან ძალაში შევიდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონი შემუშავდა შშმ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, აქტივისტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობით. კანონი პირდაპირ ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება, მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.
2021 წელს პარლამენტმა მოახდინა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. ოქმი საქართველოსთვის ძალაშია 2021 წლის 12 მაისიდან.
შექმნილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს როგორც სამთავრობო უწყებებს, ისე - არასამთავრობო, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შშმ პირთა თემს, შშმ პირებს, ან/და მათ წარმომადგენლებს, შშმ პირთა ორგანიზაციებს, მშობლებს. საბჭოს ფარგლებში შემუშავდება სხვადასხვა თემატური რეკომენდაციები შშმ პირთა მიმართ არსებული პოლიტიკების დასახვეწად.
2022 წელს ცვლილება შევიდა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიურ ზრდას. გამოყენებულ იქნა ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც მოქმედებს პენსიონერების შემთხვევაში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2024 წელს პარლამენტმა გააუქმა საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც მოწმისა და ახსნა-განმარტების მიმცემი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან ბლანკეტურად გამორიცხავდა იმ შშმ პირებს, რომლებსაც ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის გამო, არ შეუძლიათ ფაქტების სწორად აღქმა, დამახსოვრება, აღდგენა და ჩვენების მიცემა. შესაბამისად, შშმ პირებს მიენიჭათ ასეთი სტატუსის მიღებისა და სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.
2023 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ინდივიდუალური საჩივრების კონტექსტში დადგენილი დარღვევა განიხილება ახლად გამოვლენილ გარემოებად, რაც წარმოადგენს ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველს. ამასთან, ასეთ პირებს, რომლის მიმართ კომიტეტმა დაადგინა დარღვევა, გაუჩნდათ ფულადი კომპენსაციის მიღების მიზნით ეროვნული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები და უზრუნველყოს მათთვის ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მათ შორის საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი.
2024 წელს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაამტკიცა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები: მედია მომსახურებებზე შშმ პირების უწყვეტი და პროგრესული წვდომის უზრუნველყოფის სტანდარტები; და შშმ პირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო პორტალის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების წესი (კანონის თანახმად, აღნიშნული პორტალი უნდა ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან).
2024 წელს საქართველო შეუერთდა „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოსთვის ძალაშია 2025 წლის 26 თებერვლიდან. აღნიშნულს წინ უსწრებდა ხელშეკრულებასთან ჰარმონიზების მიზნით 2023 წელს ეროვნულ კანონმდებლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.
მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებით, დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი. კომიტეტი შედგება მინისტრის მოადგილეებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებისგან. შშმ პირების, შშმ პირთა ორგანიზაციების და შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად კომიტეტმა შექმნა საკონსულტაციო საბჭო.
2023 წელს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკა და გზამკვლევი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების მიმართ“, რომელიც ქმნის კონცეპტუალურ და ფუნქციურ საფუძველს შშმ პირთა უფლებების დაცვასა და სპეციალური საჭიროებების რეალიზებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს სისტემის ფარგლებში.
2021 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად ამტკიცებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ საერთო სასამართლოების სამოქმედო გეგმებს, რომელთა სამი ძირითადი მიზანია: შშმ პირთათვის სასამართლო შენობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, შშმ პირთათვის სასამართლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2021 წლიდან დღემდე იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ შეიმუშავა 4 სამოქმედო გეგმა (2021, 2022, 2023 და 2024). იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, განხორციელდა უწყების არაერთი სერვისისა და ვებგვერდის მისაწვდომობის უზრუნველყოფის სამუშაოები. 2021-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა 8 ახალი იუსტიციის სახლი, რომლებიც აკმაყოფილებს მისაწვდომობის სტანდარტსა და უნივერსალური დიზაინის პრინციპს. სამინისტროს სისტემის მასშტაბით დასაქმებულია 100-მდე შშმ პირი.
აქტიური პროცესია შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაცია. შექმნილია დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2022 წლიდან სოციალური პაკეტის მიღების უფლება მოიპოვა ყველა შშმ პირმა, საჯარო საქმიანობის განხორციელების პარალელურად. 2023 წლიდან ხანდაზმულთა და შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის მომსახურებები.
2021 წელს, შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის შემუშავდა ორი სახელმძღვანელო მითითება: 1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა; 2) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა.
გენერალური პროკურორის ბრძანებებით, დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმები.
2024 წელს პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“. 2021-2024 წლებში, შშმ პირთა უფლებების საკითხებზე საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა 19 სასწავლო აქტივობა, რომლის ფარგლებში გადამზადდა პროკურატურის 304 თანამშრომელი.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში შსს-ს მიერ მომზადდა „გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ“ და „გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა ეფექტიანი ჩართულობის შესახებ“ რეკომენდაციები. ასევე, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის და ხელშეწყობის ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2024 წლის 21 ოქტომბრიდან შშმ პირს, რომელსაც აქვს შეძენილი ან თანდაყოლილი სმენის კონდუქციური ან ნეიროსენსორული დაქვეითება (II ხარისხი და მეტი) ან დაკარგვა (ცალმხრივი ან ორმხრივი), კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამასთან, მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიღება ხორციელდება შშმ პირისთვის სამართავად ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებით, როგორც რომელიმე ქვედა კიდურის, ასევე ორივე ქვედა კიდურის არ ქონის შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ექიმ-სპეციალისტის მიერ მითითებულია რეკომენდაცია აღნიშნულის თაობაზე.
შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით 2021 წლიდან შსს ყოველწლიურად ამტკიცებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმას“. საანგარიშო პერიოდში დამტკიცებულია 4 (ოთხი) სამოქმედო გეგმა, რომელთა იმპლემენტაციის მიზნითაც, უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა. სამინისტრო აქტიურად ახორციელებს შშმ პირთა უფლებების შესახებ თანამშრომელთა გადამზადებას.
სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტებისთის სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ასევე უზრუნველყოფილია დამატებითი დაფინანსება სხვადასხვა საჭიროებისთვის. თითქმის ყველა პროგრამის ფარგლებში, სსსმ პირებისათვის გამოყოფილია კვოტა, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15% ფარგლებში. სისტემაში ჯამში ჩართულია 2000-ზე მეტი სსსმ და შშმ პირი.
ეთნიკური უმცირესობების უფლებები
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტური განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია და შესაბამისი ორწლიანი სამოქმედო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს: - თანასწორობაზე დაფუძნებული, კულტურულად მრავალფეროვანი, დემოკრატიული საზოგადოების შემდგომ გაძლიერებას.
განათლების თითოეული საფეხური (სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული, უმაღლესი, ზრდასრულთა) ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. საქართველოში 100-მდე არაქართულენოვანი საბავშვო ბაღი და 300-მდე არაქართულენოვანი საჯარო სკოლა/სექტორი ფუნქციონირებს. ამჟამად, 34 არაქართულენოვან საბავშვო ბაღსა და 184 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ბილინგვური მეთოდით.
12 საჯარო სკოლაში, მოთხოვნისამებრ, მიმდინარეობს მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების ენების (ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური) სწავლება.
ეთნიკური უმცირესობების მიერ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით უზრუნველყოფილია მხარდაჭერა ჩარიცხვის პროცესში და ქართული ენის სწავლებაში, ამასთან მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო ენის სწავლების ახალ ცალკე მდგომ პროგრამაზე.
ეთნიკური უმცირესობების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ამაღლდა სახელმწიფო ენის სწავლების ინტეგრირებული კურსის დანერგვის შედეგად. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 27%-ით.
უმაღლესი განათლების საშეღავათო „1+4 პროგრამის“ მიმართ მაღალი ინტერესი ნარჩუნდება - 2024 წელს პროგრამაში 1462 სტუდენტი ჩაერთო (2020-2024 წწ. - 6403 სტუდენტი).
2020 და 2024 წლებში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში უზრუნველყოფილი იყო ეთნიკური უმცირესობების თანაბარუფლებიანი და სრულფასოვანი მონაწილეობა. ამ მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განახორციელა რიგი ღონისძიებები, მათ შორის: სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაცია; გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალები.
უზრუნველყოფილია ინფორმაციისა და მედიის ხელმისაწვდომობა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპორტალი ფუნქციონირებს შვიდ ენაზე; რეგიონული ტელეარხების მეშვეობით მიმდინარეობს საინფორმაციო გამოშვებების პირდაპირი ტრანსლაცია ეთნიკური უმცირესობების ენებზე; გამოიცემა სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ყოველკვირეული გაზეთები.
ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდა საჯარო სექტორში სტაჟირების სპეციალური პროგრამა , რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, „1+4 პროგრამის“ ბენეფიციართათვის ფუნქციონირებს.დღემდე პროგრამა წარმატებით დაასრულა 400-მდე ახალგაზრდამ.
რეგულარულად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კარდაკარ საინფორმაციო/ ცნობიერების ამაღლების ორენოვანი კამპანიები სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, ასევე აქტუალური საკითხებისა და პროცესების შესახებ. 2020-2024 წლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 342 სოფელში გაიმართა 110-ზე მეტი შეხვედრა, 9000-მდე ბენეფიციარის მონაწილეობით.
გრძელდება ეთნიკური უმცირესობების თეატრებისა (წლიური ბიუჯეტი – 2,251,000 ლარი) და მუზეუმების (წლიური ბიუჯეტი - 274,168 ლარი) მხარდაჭერა. კულტურათაშორისი დიალოგისა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები – ფესტივალები, კონცერტები, გამოფენები, ტრენინგები, ბანაკები და სხვა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები“.
უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება
ხელისუფლება ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის მიზნით.
2021 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ევროკავშირის კანონმდებლობას და ეფუძნება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს. კანონი მიზანია გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენცია, ზიანის შერბილება და დაზიანებული გარემოს აღდგენა.
2023 წელს მიღებულ იქნა კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“, რომლის მიზანია მსხვილი საწარმოების სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება, კონტროლი და ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია.
2022 წელს მთავრობამ დაამტკიცა ნარჩენების მართვის ახალი ხუთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა (2022-2026 წწ.) და განაახლა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016-2030 წწ.).
2023 წელს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების კონცეფცია/სტრატეგია“, რომელიც წარმოადგენს ხედვის დოკუმენტს და განსაზღვრავს ეკონომიკის შვიდ სექტორში (ენერგიის გენერაცია; ტრანსპორტი; შენობები; მრეწველობა; ნარჩენების მართვა; ტყე; სოფლის მეურნეობა) კლიმატგონივრული განვითარების გზებს.
2024 წლის 27 ივნისს, პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი - „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“.
საქართველომ მთავრობამ დაამტკიცა კლიმატის ცვლილების სტრატეგია 2030 და მისი სამოქმედო გეგმები 2021-2023 და 2024-2025 წლებისთვის.
აღებული ვალდებულებების შესრულება
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა დაცვას და ამ კუთხით გაერო-ს ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობას. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მთავრობამ გააგრძელა ნაყოფიერი თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან და მის ოფისთან, ისევე, როგორც გაერო-ს სახელშეკრულებო ორგანოებთან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, მათ შორის, საბჭოს სესიებში აქტიური მონაწილეობით (2023-2025 წლებში კი საბჭოს წევრის რანგში) და ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სახის რეზოლუციების მხარდაჭერით/თანასპონსორობით.
2010 წელს გაერო-ს ყველა სპეციალურ პროცედურაზე გავრცელებული ე. წ. „ღია მოწვევის“ საფუძველზე, საანგარიში პერიოდში, საქართველოში განხორციელდა: დემოკრატიული და სამართლიანი წესრიგის ხელშეწყობის საკითხებზე დამოუკიდებელი ექსპერტის (2023), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის (2023), წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრების (2023) და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის (2023) ვიზიტები.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს და მისი მექანიზმების, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობის კუთხით აღებული ვალდებულების შესაბამისად, საქართველო კვლავ აირჩიეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლების ვადით.
საქართველო პერიოდულად წარადგენს გაერო-ს სახელშეკრულებო ორგანოების წინაშე ეროვნულ ანგარიშებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესში და გაეროს სხვა სახელშეკრულებო ორგანოებიდან მიღებული რეკომენდაციების შესრულებას. მიღებული რეკომენდაციები აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმებში მათი ეფექტიანად აღსრულების მიზნით.
მოლოდინები და მხარდაჭერა
საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, რათა გააგრძელოს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა წახალისებისა და დაცვის სისტემის გაძლიერების, ისევე, როგორც დაინტერესებული პარტნიორებისთვის გამოცდილების გაზიარების კუთხით.
2017 წლიდან საქართველო ადამიანის უფლებათა საბჭოს (მე-10 საკითხის) ფარგლებში ყოველწლიურად წარადგენს რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“. რეზოლუციებში საბჭომ გამოხატა სერიოზული შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და მოუწოდა, რომ უზრუნველყოფილ იქნას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების აღნიშნულ რეგიონებში დაუყოვნებლივი შესვლა.
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველო მოელის უფრო მასშტაბურ საერთაშორისო თანამშრომლობას.
დასკვნა
საქართველო მუდმივად ახორციელებს ღონისძიებებს ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, რჩება რიგი გამოწვევები. ხელისუფლება მომავალშიც განუხრელად გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ყველა მიმართულებით ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ასამაღლებლად. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესს და მის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების აღსრულებას ხელისუფლება განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტსა და გზამკვლევს, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, განახორციელოს შემდგომი ყოვლისმომცველი რეფორმები ადამიანის უფლებების მიმართულებით.