საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
31.03.2026
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
ნომერი
#1-2948/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-01
ბიუროს ნომერი 123 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წელი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში სარჩევი შესავალი .................................................................................................................................................................. 8 1. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა ................ 22 1.1. უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა..................................................................... 22 1.2. გადაადგილების თავისუფლების საკითხი და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები ............................................................................................................................. 23 1.3. განათლების უფლება .................................................................................................................................. 24 1.4. ჯანმრთელობის დაცვის უფლება ........................................................................................................ 27 1.5. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................................................................................................... 27 2. სიცოცხლის უფლება ................................................................................................................................ 30 2.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 30 2.2. პატიმრების გარდაცვალების შემთხვევები და მათზე დაწყებული გამოძიება...... 30 2.3. ექსპერტიზის გაჭიანურების სხვა შემთხვევები .......................................................................... 31 2.4. შოვის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ................................................................... 32 2.5. ფემიციდი .................................................................................................................................................................. 33 3. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება.................................................................................................................. 38 3.1. შესავალი..................................................................................................................................................................... 38 3.2. პრაქტიკა, რომელიც უტოლდება არასათანადო მოპყრობას ....................................................... 38 3.3. არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი ფაქტორები ............................................................................................................................................. 51 3.4. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება ........................................... 68 3.5. 2025 წლის აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა .............................................................................................................................................................................77 4. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ............................................................................... 102 4.1. შესავალი....................................................................................................................................................................102 4.2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება..................................................................................................103 4.3. თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა .......................................................... 107 4.4. კანონდარღვევევები დაკავებისას ...........................................................................................................108 4.5. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი ........................................................................... 111 5. სამართლიანი სასამართლოს უფლება ................................................................................................ 124 5.1. 1| შესავალი ........................................................................................................................................................... 124 5.2. სასამართლოში არსებული ინსტიტუციური პრობლემები ..................................................125 5.3. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება ........................................................................129 5.4. სასჯელების გამოყენების პრაქტიკა საქართველოში ............................................................ 134 5.5. უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება........................................................................................................136 5.6. ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების საქმე .............................................................................. 137 5.7. მსჯავრდება ე. წ. „მოწამლული ხის ნაყოფის“ მტკიცებულების საფუძველზე ......138 5.8. ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე ჩატარებული ჩხრეკა ......................................139 5.9. მოწმეთა იდენტიფიკაციის შეზღუდვა.......................................................................................... 140 5.10. აქციების საქმეებზე ბრალდებულების სასამართლო სხდომები ..................................... 141 5.11. დაცვის უფლება ............................................................................................................................................ 142 5.12. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფა.............. 144 5.13. ორჯერ დასჯის აკრძალვა ........................................................................................................................ 146 5.14. ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა ...............147 5.15. იძულებითი მკურნალობის ვადის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლა .................... 148 5.16. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები................................................................................ 149 5.17. გამოძიების არდაწყება/ე.წ. გაჭიანურება.......................................................................................152 6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ................................................................................................ 157 6.1. შესავალი.................................................................................................................................................................... 157 6.2. ჩხრეკა, ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა ........................................................................................ 157 6.3. მსჯავრდებულების ოჯახისგან შორს მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსება .......................................................................................................................................................................159 6.4. გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში .......................................... 161 6.5. ბრალდებულის არასრულწლოვან შვილთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა ..163 6.6. მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობა .................................. 164 6.7. გარე სამყაროსთან კონტაქტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ალტერნატიულ საცხოვრისებში ..............................................................................................................................................................166 6.8. გარე სამყაროსთან კონტაქტი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ............................................................................................................................................................................. 167 7. გამოხატვის თავისუფლება ....................................................................................................................... 171 7.1. მედიის წარმომადგენელთა დაცულობა და ხელშემწყობი გარემო მათი საქმიანობისთვის ......................................................................................................................................................... 171 2| 7.2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრაქტიკა......................................................................................... 173 7.3. სხვა საკანონმდებლო ცვლილებები ......................................................................................................... 175 7.4. პირთა სანქცირება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის .................................................................................................................................................. 176 7.5. დასაქმებულების გამოხატვის თავისუფლება................................................................................... 177 8. ინფორმაციის თავისუფლება.................................................................................................................. 179 9. შეკრების თავისუფლება........................................................................................................................... 182 9.1. საკანონმდებლო ცვლილებები .....................................................................................................................182 9.2. კანონმდებლობის არასათანადო გამოყენება შეკრების თავისუფლებაში ჩარევისთვის ...................................................................................................................................................................185 10. საარჩევნო უფლება .................................................................................................................................... 189 10.1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ............................................................................189 10.2. სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები და მათი გამოძიება ............................................190 10.3. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამოვლენილ დარღვევებზე დაწყებული გამოძიებები ....................................................................................................................................................................193 11. უფლებადამცველები ................................................................................................................................. 195 12. საკუთრების უფლება ............................................................................................................................... 200 12.1. შესავალი ................................................................................................................................................................. 200 12.2. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა საკუთრების უფლება ............................................................................................................................................................................. 200 12.3. უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების უკიდურესად გაჭიანურების პრობლემა ............................................... 202 12.4. „სასყიდლიანი ხელშეკრულების რეგისტრაციის“ პროექტის მიღების დროში გაჭიანურების საკითხი ........................................................................................................................................... 204 12.5. 13. საკუთრების უფლების დაცვა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში 205 რწმენისა და რელიგიის თავისუფლება..................................................................................... 213 13.1. შესავალი ............................................................................................................................................................213 13.2. თავდაცვის კოდექსი ....................................................................................................................................213 13.3. სამშენებლო ნებართვების მოპოვების პრობლემა.....................................................................215 13.4. რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ..................... 217 14. თანასწორობის უფლება .......................................................................................................................... 220 14.1. შესავალი ................................................................................................................................................................. 220 3| 14.2. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ახალი სამოქალაქო და პროფკავშირული გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები .221 14.3. მოწყვლადი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევები ................................................................................................................................................................... 224 14.4. დისკრიმინაციის წახალისება და დისკრიმინაციული პრაქტიკები, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ........................................................................................................................................ 228 14.5.შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები............................................................231 15. გენდერული თანასწორობა .............................................................................................................. 235 15.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 235 15.2. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ................................................................................................. 235 15.3. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა და შრომითი უფლებები ....................................... 237 15.4. ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებული ქალების უფლებები ....................................................................................................................................................................... 240 15.5. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ............................................................................................. 242 15.6. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ............ 245 15.7. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ............................................................................................ 247 15.8. ბავშვობის ასაკში ქორწინება ............................................................................................................... 252 16. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება .......................................................................... 258 17. გარემოს დაცვის უფლება.................................................................................................................264 17.1. წყალზე უფლება........................................................................................................................................... 264 17.2. უფლება სუფთა ჰაერზე............................................................................................................................ 271 17.3. გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის (ფიჭური რადიოკავშირის სისტემის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დასაშვები დონეების) კონტროლი ............................................................................................................................................. 273 17.4. ინფორმაციაზე წვდომა და მონაწილეობა .................................................................................... 276 17.5. პროექტებთან/საქმიანობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები .. 278 17.6. ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოქსიკური დაბინძურება ..................................................................................................................................... 280 17.7. ცხოველებთან დაკავშირებული გამოწვევები ............................................................................281 17.8. ხე-ტყის რესურსები ..................................................................................................................................... 282 17.9. მყინვარული ხეობების კვლევა, ადრეული გაფრთხილების სისტემები ................... 283 18. ჯანმრთელობის უფლება ........................................................................................................................ 286 18.1. შესავალი ................................................................................................................................................................. 286 18.2. პირველადი ჯანდაცვის სისტემა ............................................................................................................. 286 4| 18.3.თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება .............................................................. 288 18.4. არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი .............................................................291 19. შრომის უფლება .........................................................................................................................................294 19.1. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საჩივრების განხილვის შედეგად გამოვლენილი შრომის უფლების დარღვევის ფაქტები ..................................................................... 295 19.2. პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი უფლებები ................................................................................................................................................ 296 20. სოციალური უზრუნველყოფის უფლება ......................................................................................... 298 20.1. შესავალი ................................................................................................................................................................ 298 20.2. მიზნობრივი სოციალური დახმარება .................................................................................................. 298 20.3. სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოების პროგრამაზე ხელმისაწვდომობა 299 21. სათანადო საცხოვრებლის უფლება .................................................................................................... 301 21.1. შესავალი ..................................................................................................................................................................301 21.2. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე უსახლკარობასთან ბრძოლის პროგრამები 302 21.3. ქვეყანაში არსებული სოციალური საცხოვრისები და მსგავსი ტიპის დაწესებულებები ........................................................................................................................................................ 304 22. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ........................................................ 307 22.1. შესავალი ................................................................................................................................................................ 307 22.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ..................................................................................................................................................................... 309 22.3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა..................................................................................................................................................................... 311 22.4. ჯანმრთელობის უფლება .........................................................................................................................318 22.5. შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები ........................................................................... 322 22.6. სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მართლმსაჯულებაზე წვდომა ............................................................................................................................ 325 23. 23.1. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ...........................................................................................334 შესავალი ........................................................................................................................................................... 334 23.2. განათლების უფლება .................................................................................................................................... 335 23.3. ბავშვთა დაცვა ძალადობისგან ................................................................................................................ 339 23.4. ბავშვთა სიღარიბე და სოციალური დაცვის მექანიზმები ...................................................... 343 5| 23.5. სახელმწიფო და ალტერნატიულ ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................................................................... 346 23.6. კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა .............................. 349 24. ხანდაზმულ პირთა უფლებები ........................................................................................................... 353 24.1. შესავალი ................................................................................................................................................................ 353 24.2. ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები......................................................................................................................................................................... 353 24.3. ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა ....................................................................................................... 355 24.4. ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე 356 25. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია........................................... 360 25.1. შესავალი ................................................................................................................................................................ 360 25.2. ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა ...........................361 25.3. წვდომა საჯარო სერვისებზე ...................................................................................................................... 363 25.4. განათლების უფლება .................................................................................................................................... 365 25.5. მედიის ხელმისაწვდომობა ........................................................................................................................ 375 25.6. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................................................................................................. 375 26. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა ............. 381 26.1. დევნილთა განსახლება .............................................................................................................................381 26.2. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში მცხოვრები ოჯახების უფლებრივი მდგომარეობა .................................................... 383 27. ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა .................................................................................... 385 27.1. შესავალი ................................................................................................................................................................ 385 27.2. ეკომიგრანტთა განსახლება ................................................................................................................... 386 27.3. ეკომიგრაციის პრევენცია ........................................................................................................................ 388 28. თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა ........................................................................................................................... 391 28.1. შესავალი .................................................................................................................................................................391 28.2. საკანონდებლო ცვლილებები................................................................................................................ 392 28.3. წვდომა საერთაშორისო დაცვის პროცედურებზე ..................................................................... 393 28.4. უცხოელთა საქართველოში შემოსვლა და მათი ქვეყნიდან გაძევება ........................ 395 28.5. ინტეგრაცია ...................................................................................................................................................... 397 29. ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში ................................................................................. 401 6| 29.1. შესავალი ................................................................................................................................................................ 401 29.2. არასათანადო მოპყრობისგან დაცვა ...................................................................................................... 401 29.3. საცხოვრებელი და სამუშაო პირობები ................................................................................................ 403 29.4. კვება და სასმელი წყალი ............................................................................................................................. 403 29.5. სახანძრო უსაფრთხოება .......................................................................................................................... 404 29.6. სამედიცინო მომსახურება ...................................................................................................................... 404 29.7. ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ................... 404 29.8. ეთნიკური უმცირესობები ...................................................................................................................... 404 30. ადამიანის უფლებათა სწავლება ........................................................................................................ 407 30.1. შესავალი ................................................................................................................................................................ 407 30.2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება ............................................................................................ 408 30.3. ზოგადი განათლების სისტემა.................................................................................................................. 410 30.4.ადამიანის უფლებათა სწავლება პროფესიულ განათლებაში.............................................. 412 30.5. უმაღლესი განათლება .............................................................................................................................. 413 31. 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა...................................................................................................................................................... 417 დანართი - სახალხო დამცველის და აპარატის წარმომადგენელთა ვიზიტები......................425 7| შესავალი საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად. ანგარიშში წარმოდგენილია 2025 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2025 წელს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მასში გაანალიზებულია ის პრობლემებიც, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა. საანგარიშო პერიოდში, აპარატმა, საჯარო და, რიგ შემთხვევებში, კერძო სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 2256 საქმის შესწავლა დაიწყო. მათგან 85 საქმის ფარგლებში სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები და დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას და სუბიექტს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა. საგულისხმოა, რომ 20 შემთხვევაში, სახალხო დამცველის დახმარებით, სრულად აღდგა დარღვეული უფლებები. დამატებით, როგორც თანასწორობის მექანიზმი, სახალხო დამცველი, დისკრიმინაციის საქმეების ფარგლებში უფლებამოსილია ხელი შეუწყოს მხარეთა მორიგებას. ამ მანდატის ფარგლებში, 2025 წელს, სახალხო დამცველმა 4 საქმეში მოახერხა მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა. სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია, ან განაცხადონ უფლებადარღვევის შესახებ. 2025 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე 14756 ზარი შემოვიდა. 2024 წელთან შედარებით 33 პროცენტით არის გაზრდილი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომართვები. 2025 წლის განმავლობაში მომზადდა 23 სპეციალური ანგარიში და 4 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 3 კონსტიტუციური სარჩელი, 18 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, და 2 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების გამოსავლენად და მათ შესასწავლად, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა, რაც დეტალურად არის ანგარიშში მიმოხილული. სახალხო დამცველის 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშის შესავალში მოკლედ წარმოგიდგენთ ანგარიშის ძირითად მიგნებებს იმის თაობაზე, თუ რა საყურადღებო ტენდენციები გამოიკვეთა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, და, რაც, საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან სათანადო და დროულ რეაგირებას. წლებია, ოკუპაცია, როგორც საქართველოს კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის და იწვევს მათი უფლებების დარღვევას. დღემდე დაუსჯელები არიან 2023 წელს - თამაზ გინტურის, 2014 წელს - დავით ბაშარულის, 2016 წელს - გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს - არჩილ 8| ტატუნაშვილის და 2019 წელს - ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის შემთხვევებიც. კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. ამასთანავე, კვლავ გრძელდება დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები. ოკუპაციის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული მოსახლეობის უფლებების დაცვა კი მეტ ძალისხმევას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. 2025 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 300 492 იძულებით გადაადგილებული პირი და 97 280 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 45 160 ოჯახი ჯერაც არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებლით, ხოლო, 320 ოჯახზე გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება, პირველივე შესაძლებლობისთანავე საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს გაიზარდა გრძელვადიანად განსახლებული ოჯახების რიცხვი და 4 636 შეადგინა. გარდა ამისა, 2024 წლისგან განსხვავებით, 2025 წელს დაიხურა ე.წ. ნგრევადი ობიექტებიც - სულ ჯამში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი 6 შენობა გამოთავისუფლდა. სამწუხაროდ, უცვლელი დარჩა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის დადგენილი 300 ლარიანი ლიმიტი, რომლის გადახედვაც ჯერ კიდევ 2024 წელს იგეგმებოდა. წინა საანგარიშო პერიოდის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ 2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევის კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო. სამწუხაროდ, 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა, დღემდე, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა. დევნა არ დაწყებულა იმ ორ ეპიზოდზეც კი, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ. ასევე, სხვა უფლებადარღვევებზე მიმდინარე საქმეთა დიდ ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ, კონკრეტული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გარეშე გრძელდება, მათ შორის, მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. 9| არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია არაეფექტიანი გამოძიება, რაზეც სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს. 2025 წლის 1 ივლისიდან, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფუნქციონირება შეწყვიტა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება კვლავ საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში გადავიდა, რაც განმარტებითი ბარათის მიხედვით სამსახურის სამართლებრივი სტატუსის ბუნდოვანებით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არსებობა, გარკვეული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების მიუხედავად, მნიშვნელოვანი იყო და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის კანონმდებლობით დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას საჭიროებდა, რაზეც, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მიუთითებდა. ცალკე უნდა აღინიშნოს სახალხო დამცველის აპარატთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დადებითი საქმიანი თანამშრომლობაც. კერძოდ, სამსახური გამოძიების თაობაზე აპარატს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა და საგამონაკლისო წესით თითქმის ყველა საქმესთან აძლევდა წვდომას. სამსახურის გაუქმების შემდეგ, გამჭვირვალობის ხარისხი, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად შემცირდა. სახალხო დამცველის აპარატი 2025 წელსაც აქტიურად ახორციელებდა საპროტესტო აქციების მონიტორინგს და უფლებადარღვევებზე რეაგირებას. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან. ამის მიუხედავად, არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. დღეის მდგომარეობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაკავებულები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვის და მოპყრობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხელბორკილის ზედმეტად მოჭერის, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზურგსუკან ხელბორკილდადებული ყოფნის ფაქტებზე. დაკავებულები იხსენებდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უხეში, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებსაც. 2025 წელს, წინა წლის მსგავსად, განსაკუთრებით აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. სამწუხაროდ, 2025 წელს შეკრების თავისუფლების საკანონმდებლო რეგულირება კიდევ უფრო გამკაცრდა. თუ 2024 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებებით დემონსტრანტებს უპირობოდ აეკრძალათ სახის ნიღბით და სხვა საშუალებებით დაფარვა, 2025 წლის 16 ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლში შესული ცვლილებებით, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვისთვის, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის თუ დროებითი კონსტრუქციების მოწყობის კანონით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის 10 | უალტერნატივოდ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა, გარდა ვიწროდ განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა. ამავე თარიღში ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლში, რომლის საფუძველზეც დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოხსენებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ რომელიმე ჩამოთვლილი ქმედების განმეორებით ჩადენაზე. დამატებით, 2025 წლის თებერვალში გაიზარდა შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებული აკრძალული ლოკაციების ჩამონათვალი და შეიზღუდა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა, ხოლო 2025 წლის 10 დეკემბრის ცვლილებებით გაფართოვდა წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა შეკრების ადგილისა და დროის შეცვლის სავალდებულო მითითების უფლებამოსილება, რაც ქმნის ნებართვითი სისტემის დანერგვის რისკს. ამასთანავე, აიკრძალა ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. სახალხო დამცველის შეფასებით, შეუძლებელია იმის განჭვრეტა, რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ შექმნას უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹-ე მუხლის საფუძველზე გამოვლენილი 8200 სამართალდარღვევის ფაქტითაც დასტურდება. ამასთანავე, ადმინისტრაციული სანქცირებების მიღმა, 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ფაქტზე, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყო. აღნიშნულ ფონზე, სახალხო დამცველი რიგ საქმეებში სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით ჩაერთო, მათ შორის, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის, სახის დაფარვის გამო პირების სანქცირების და სტიკერების განთავსების გამო პირთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნევის საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ, წლებია, სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას კონსტიტუციურ სტანდარტთან შეუსაბამო ნორმებსა და პრაქტიკაზე მიუთითებს; ასევე, გასცემს რეკომენდაციას ახალი, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღების აუცილებლობაზე. საანგარიშო წელს პარლამენტმა მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და ასევე შევიდა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, დონორის მხრიდან გრანტის გაცემა საქართველოს მთავრობის თანხმობას დაექვემდებარა. ამ რეგულირების დარღვევა კი სანქცირდება როგორც მაღალი ჯარიმებით, ისე თავისუფლების აღკვეთით. საგულისხმოა, რომ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო რესურსების მოძიება და გამოყენება გაერთიანების თავისუფლებით დაცული უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, და ასევე არის უფლებადამცველი ორგანიზაციების არსებობის წინაპირობა. ზემოაღნიშნულ ცვლილებებს კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 11 | მხრიდან, რომელმაც მიუთითა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვის რისკებზე. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა უფლებადამცველი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევებს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, რაც დასაბუთებულობისა და პროპორციულობის კუთხით კითხვებს აჩენს. აღნიშნულ ფონზე, სახალხო დამცველი რიგ საქმეებში სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით ჩაერთო, მათ შორის, ყურადღება გაამახვილა გაერთიანების თავისუფლებაში შესაძლო არათანაზომიერ ჩარევასა და „SLAPP“-ის რისკებზე. 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაიზარდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მანდატი და გამკაცრდა მაუწყებელთა შინაარსობრივი ვალდებულებები. საკანონმდებლო ნორმების ფართო და ზოგადი ფორმულირება ქმნის მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის რისკს. კომისიის პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში კრიტიკული გამოხატვის შეფასება არ ეფუძნებოდა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და პროპორციულობის სათანადო ანალიზს, რაც ზრდის მედიის თავისუფლებაზე არაპროპორციული ზემოქმედების საფრთხეს. მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ფართო აკრძალვამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა და პლურალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილების მიზანი საზოგადოებრივ აზრზე გარე გავლენის შემცირებაა, არსებული რეგულირება ერთგვარად ბლანკეტურ ხასიათს ატარებს და არ განასხვავებს საფრთხის შემცველ და საზოგადოებისთვის სასარგებლო დაფინანსებას, რაც, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენდეს. გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2025 წლის 26 ივნისს შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა. სასამართლო პროცესების გაშუქების შეზღუდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხი, ისე მედიის ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრამ ახალი გამოწვევები წარმოშვა გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. ასეთი უპირობო აკრძალვა ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებაში მართლზომიერი ჩარევის სტანდარტს. 2025 წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტები, რაც, სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდა. სახალხო დამცველი 12 | ამ საკითხს არაერთხელ გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით. გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე, ხოლო ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიესადაგებოდეს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2025 წელს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 307 607 პირს. აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა 463 122 მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა. სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების ზრდის მიზეზების დასადგენად აუცილებელია მონაცემების სისტემური ანალიზი, რათა შეფასდეს ბავშვთა სიღარიბის მასშტაბი და განისაზღვროს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი. ამის გამო, ქვეყანაში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან. ხანდაზმულთა უფლებების ჭრილში ასევე საგულისხმოა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ არ აქვს სისტემური სახე კერძო დაფინანსების ფარგლებში მოქმედი ხანდაზმულთა ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების აღრიცხვასა და ზედამხედველობას, რის შედეგადაც სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას ამ დაწესებულებების საქმიანობის და ხარისხის შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ ზრუნვის პრაქტიკაში დომინირებს სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული მიდგომა, რაც ზღუდავს ხანდაზმულ პირთა ავტონომიასა და ზრუნვის პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას, ასევე, ზრდის სოციალური იზოლაციის რისკს. რაც შეეხება ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის გამოვლენასა და მასზე რეაგირებას, საგულისხმოა, რომ არსებული მექანიზმები ძირითადად ინტეგრირებულია ოჯახში ძალადობის ზოგად სისტემაში და ვერ პასუხობს ხანდაზმულთა სპეციფიკურ საჭიროებებს. მიუხედავად იმისა, რომ რეაგირება მოიცავს სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტს, ხოლო სერვისები ფორმალურად ხელმისაწვდომია, პრაქტიკაში მხარდაჭერა უმეტესად ინსტიტუციურ ზრუნვაზეა დამოკიდებული და სრულფასოვნად მხოლოდ შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შემდეგ აქტიურდება. ამასთანავე, მოქმედი პროგრამები და კრიზისული სერვისები არ არის ადაპტირებული ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმული 13 | პირების საჭიროებებზე, განსაკუთრებით კი, თვითმოვლის უნარის არმქონე და დემენციის მქონე ბენეფიციარებისთვის. სამწუხაროდ, კვლავ არ შემუშავებულა უსახლკარო პირის საკანონმდებლო განმარტება. მუნიციპალიტეტთა უმრავლესობას ისევ არ აქვს დამტკიცებული უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის წესი, ხოლო, სადაც ამგვარი წესი არსებობს, უსახლკარო პირის/ოჯახის განმარტება საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო და არაერთგვაროვანია, საკითხთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე კი, საკონსტიტუციო სასამართლოს, წლებია, გადაწყვეტილება არ მიუღია. რაც შეეხებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრიც მდგომარეობას, პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ წლებია, შეფერხებულია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესი და შეფასება ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გამორიცხავს ამ პროცესში პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას. შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მხრივ შეინიშნება სისტემური გამოწვევები. ეფექტიანად არ ფუნქციონირებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე შექმნილი სათათბირო მექანიზმები. პრობლემად რჩება შშმ პირთა მისაწვდომობა როგორც გარემოზე, ისე ინფორმაციასა და მომსახურებებზე. ქვეყანაში ინფრასტრუქტურის ახალაშენებული უმრავლესობა ვერ და პასუხობს რეაბილიტირებული საქართველოს ობიექტების მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების”, მოთხოვნებს. დადებითად უნდა შეფასდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, მობილური რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს „ვებსაიტისა და აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტის“ (ტექნიკური რეგლამენტის) დამტკიცების ვალდებულებას. ზემოაღნიშნულის გარდა, შშმ პირთა კონტექსტში ასევე საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მართლმსაჯულებაზე ეფექტიანი წვდომის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციასა და საქართველოს კანონმდებლობას შესაბამისობის თვალსაზრისით პრობლემურია 2025 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში, რომელიც „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის“ შექმნას ითვალისწინებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს, მათ შორის, თანამშრომლობის ინსტრუმენტებს და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს 14 | საკონსტიტუციო სამართალწარმოების ინიცირების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ცვლილებების მოსალოდნელი ზიანის ეფექტიანი პრევენცია და აღმოფხვრა. სამწუხაროდ, ენობრივი და ინფორმაციული ბარიერები ის უმთავრესი საკითხებია, რომლებიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, წლებია, აბრკოლებთ არაერთი მიმართულებით. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მათ შორის, ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების ზრდისა, არსებული გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც ხარისხიან ორენოვან განათლებაზე სრულფასოვან წვდომას, ისე მისი ერთიანი სტანდარტით განხორციელებას. აუცილებელია ბილინგვური განათლების პოლიტიკა უფრო თანმიმდევრული, თანაბრად გადანაწილებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს, რათა რეალურად შეუწყოს ხელი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულფასოვან მონაწილეობას. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს სახელმწიფო ენის სწავლების იმ პროგრამას, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი და რომელსაც სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უზრუნველყოფს. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირება ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებთან და სხვა საჯარო სერვისებთან, ისე ხელმისაწვდომ მედიაპროდუქტებთან დაკავშირებით. ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი სამოქალაქო ინტეგრაციის მისაღწევად, ასევე მნიშვნელოვანია მათი კულტურის დაცვა და პოპულარიზაცია. თუმცა, სამწუხაროდ, სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების რიცხვი კვლავ დაბალია. წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და ცალკეულ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა. საანგარიშო პერიოდში, რიგ შემთხვევებში, კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. საანგარიშო პერიოდში ასევე გამოწვევა იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო. სამწუხაროდ, კვლავ გადაუჭრელია მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმებთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები, რომელთა შესახებაც სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს. საანგარიშო წელს გამოვლენილმა პრაქტიკამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო და ადგილობრივი საბჭოების საქმიანობა ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების ერთიანობას, თანმიმდევრულობასა 15 | და განჭვრეტადობას. პრობლემად რჩება როგორც შეფასების კრიტერიუმების არასრულყოფილება და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია, ისე გადაწყვეტილებების დასაბუთების განსხვავებული სტანდარტი, რის შედეგადაც ანალოგიურ საქმეებში განსხვავებული შედეგები დგება. ამასთანავე, შეფასების პროცესში ხშირად დომინირებს ფორმალური გარემოებები და ნაკლებად ფასდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალური პროგრესი. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აუცილებელია როგორც ნორმატიული ბაზის დახვეწა, ისე პრაქტიკის გადახედვა, რათა გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ, კომპლექსურ და სამართლიან შეფასებას, ხოლო მსჯავრდებულებისთვის წინასწარ განჭვრეტადი იყოს ის პირობები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს შეღავათის გამოყენების საფუძვლად. ასევე საგულისხმოა, რომ სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს არცერთი ასეთი მსჯავრდებული არ გათავისუფლებულა პირობით ვადამდე და არც სასჯელი შემსუბუქებია, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილს გავლილი აქვს შესაბამისი მოსამზადებელი პროგრამა. არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები კვლავ უცვლელად რჩება - სასამართლოების მიდგომები ზედმეტად ფორმალიზებულია, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა დანაშაულის ხასიათს და დაზარალებულის პოზიციას, ხოლო რესოციალიზაციის პროგრესი და ინდივიდუალური გარემოებები ნაკლებად ფასდება. შედეგად, საშეღავათო მექანიზმები უვადო მსჯავრდებულებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია, რაც მათთვის გათავისუფლების პერსპექტივას ილუზორულს ხდის და მნიშვნელოვნად ასუსტებს რეაბილიტაციისა და მოტივაციის შენარჩუნების შესაძლებლობას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას, საგულისხმოა, რომ კვლავ პრობლემურია დაკავებულებისთვის უფლებების განმარტება, ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა, ოჯახის ინფორმირება. გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. კვლავ პრობლემურია ფსიქიკური დაწესებულებების გადატვითულობა და სიმჭიდროვე. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ეს აქტუალური საკითხია როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებების, ისე შშმ პირთა დაწესებულებების შემთხვევაში. კერძოდ, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ 16 | საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, ვერ ტოვებენ დაწესებულებას. რაც შეეხება თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, შრომით ურთიერთობებში თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის მიმართულებით არსებული ხარვეზები. პრაქტიკა მიუთითებს, რომ, რიგ შემთხვევებში, ქალები კვლავ აწყდებიან სტრუქტურულ და ინსტიტუციურ ბარიერებს, რაც მათი უფლებების სრულფასოვან რეალიზაციას აფერხებს. ლგბტქი+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავაც გამოწვევად რჩება. ლგბტქი+ პირები ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და ხშირად ხდებიან ძალადობის სამიზნე, ხოლო ტრანსგენდერი ქალების მიმართ განსაკუთრებით მაღალია სიძულვილით მოტივირებული ძალადობის რისკი. 2025 წელს ბავშვთა უფლებების ეფექტიანი რეალიზება კვლავ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, პრევენციული მექანიზმების გაძლიერების საჭიროებასთან, შეზღუდულ ინსტიტუციურ რესურსებთან და უწყებებს შორის არასაკმარის კოორდინაციასთან, რაც ბავშვზე ორიენტირებული პოლიტიკის გაუმჯობესების აუცილებლობაზე მიუთითებს. პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე დროული და მათ საჭიროებებზე მორგებული რეაგირება, ინტერდისციპლინური მიდგომის დანერგვა, საზოგადოების ინფორმირებულობისა და პასუხისმგებელი უწყებებისადმი ნდობის ზრდა. ასევე, გამოწვევად რჩება სამართალდარღვევებზე რეაგირებისას არასრულწლოვანთა დროული განრიდება და მათი ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც, ერთიანი შიდაუწყებრივი სახელმძღვანელო მითითებების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მწვავდება. ასევე საგულიხმოა, რომ საანგარიშო წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“, რომლის საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, განსაკუთრებით დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციურ ხასიათსა და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხთან დაკავშირებით. ამასთანავე, საყურადღებოა ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მონაწილეობის შეზღუდვასა და განმეორებითი ქმედების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, რის გამოც საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გენდერული თანასწორობის ჭრილში საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების - ფემიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება. 2025 წელს გამოვლენილი 12 ქალის მკვლელობის ფაქტიდან, 10 ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან 9 ოჯახის წევრმა ჩაიდინა. საერთო სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 5 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა 8 17 | შემთხვევაში. სამწუხაროდ, 2025 წელსაც ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხი. დღემდე არ გადადგმულა ნაბიჯი, რომლის შედეგადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობა აღიწერებოდა და შეფასდებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ, სამწუხაროდ, დღემდე არ შემუშავებულა საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც არამართლმადიდებელი მოსახლეობისთვის, მათი რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენებით სარგებლობის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა. რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, აღსანიშნავია, რომ 2025 წელს არაერთი ცვლილება შევიდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ეს ცვლილებები განხორციელდა დაჩქარებული წესით, ამით კი შეიზღუდა მასში სრულფასოვანი ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს. გარდა ამისა, გასული წლების მსგავსად, სამწუხაროდ, კვლავ გამოვლინდა გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანა ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, ასევე, ადვოკატის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისთვის არდაშვება, საქმეთა განხილვის გაჭიანურება. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ე.წ. „მოწამლული ხის ნაყოფის“ მტკიცებულების საფუძველზე პირის დამნაშავედ ცნობას; სასამართლოების მხრიდან დაცვის მხარისთვის მტკიცებულებების მოპოვების შეზღუდვას, ორჯერ მსჯავრდების პრინციპის აკრძალვით პირის პასუხისგებაში მიცემას. შესამჩნევი იყო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული გამონათქვამები, პირთა დამნაშავეობის შესახებ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე კეთდებოდა. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებით, მკაცრი და არაპროპორციული სანქციების შემოღებით გამოირჩეოდა. ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველის 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში, მსჯელობა, მათ შორის, განვითარებულია ჯანმრთელობის უფლების ჭრილში არსებული გამოწვევების შესახებაც. პაციენტთა უფლებების დაცვას კვლავ ასუსტებს სისტემური ხარვეზები: რეგიონებში კადრების დეფიციტი და სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა, პირველადი რგოლის ინფრასტრუქტურული მინიმუმის დაუცველობა, განსაკუთრებით პრობლემურია პაციენტების საჩივრების განხილვის გაჭიანურება და ხარისხის შეფასების დაბალი ეფექტიანობა. გაჭიანურებული საჩივრები მოქალაქეს ართმევს დროულ სამართლებრივ დაცვას და ხშირად ტოვებს დარღვევებს სათანადო რეაგირების გარეშე, ხოლო ხარისხის სუსტი შეფასება ვერ უზრუნველყოფს მომსახურების უსაფრთხოების, მიზეზების და გამოსასწორებელი ნაბიჯების სისტემურ გამოვლენას, რაც ზრდის განმეორებითი დარღვევების რისკს. 18 | რაც შეეხება შრომის უფლებას, საგულისხმოა, რომ ქვეყანაში შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლების სათანადოდ უზრუნველსაყოფად ამ დრომდე არ არსებობს შესაბამისი სამართლებივი გარანტიები. ასევე, მოქმედ შრომის კანონმდებლობით კერძო დამსაქმებელს დღემდე არ აქვს მშობლისთვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულებიის ანაზღაურების ვალდებულება. გასული წლების მსგავსად, გამოწვეევად რჩება შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება, მათი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და ღია შრომის ბაზარზე დასაქმება. აღსანიშნავია, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეები აქტიურად მომართავდნენ სახალხო დამცველს წყლის უფლების საკითხებზე. 2025 წელს შემოსული საქმეები ძირითადად უკავშირდება არასაკმარისი ოდენობის წყალზე ხელმისაწვდომობას, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული, მაგალითად, წყლის მიწოდების დროის ხანგრძლივობითა და პერიოდულობით, უბნების მიხედვით განსხვავებული არამიზნობრივი მოხმარებით, გრაფიკებით, რელიეფური სეზონურად გაზრდილი მდებარეობით და და ზოგჯერ წყლის დებეტის ნაკლებობით; ასევე, გამოწვევაა გაუმართავი წყლის სისტემები ან ასეთი სისტემის არარსებობა, რაც მოქალაქეებს იძულებულს ხდის გამოიყენონ ბუნებრივი წყაროები, თავად იზრუნონ წყლის შეგროვებაზე, რაც, თავის მხრივ, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს უკავშირდება და, ამდენად, არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობასაც იწვევს; ამასთანავე, პრობლემურია მოქალაქეების ინფორმირება წყლის ხარისხთან და სერვისის სხვა ასპექტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არსებულ მდგომარეობას, ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებს კვლავ არ აქვთ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები. ზოგადი განათლების კონტექსტში, გრიფირების და მასთან ერთად სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესის გაუქმება, ასევე, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და შერჩევის ახალი პროცედურა მეტ სიცხადეს საჭიროებს და გარკვეულ კითხვებს აჩენს ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხის კუთხით. საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებასაც. სახალხო დამცველი, უკვე წლებია, მიუთითებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების სრულფასოვან რეალიზაციას აფერხებს ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობა. კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის პროექტი, რომლის საჭიროებაზეც როგორც საერთაშორისო ვალდებულებები, ისე თავად კულტურის სტრატეგია მიუთითებდა, არც საანგარიშო წელს წარდგენილა. კულტურის სტატეგია 2025-თან მიმართებით, ასევე საგულისხმოა, რომ დოკუმენტი არ მოიცავდა მიზნებისა და ამოცანების შესრულების საბაზო და სამიზნე ინდიკატორებს, სტრატეგიის დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგი/შეფასება, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის შესაბამისად, არ მიმდინარეობდა. 19 | სამწუხაროდ, 2025 წელს, კულტურის სტრატეგიის განსაახლებლად ან ახალი სტრატეგიის დოკუმენტის შესამუშავებლად, ღონისძიებები არ გატარებულა. ამასთან, კვლავ აქტუალურია კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც გავლენას ახდენს როგორც ძეგლების შენარჩუნებაზე, ისე მოქალაქეთა უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოზე. საანგარიშო წელს მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცება, ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, თუმცა მათი ეფექტიანი განხორციელება საჭიროებს ინტერესთა ბალანსის დაცვასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტანდარტების სრულყოფილ გათვალისწინებას. ცალკე თავი ეთმობა საკუთრების უფლებასაც. 2025 წლის საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოიკვეთა სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების შეუსრულებლობის და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების უკიდურესად გაჭიანურების საკითხი, ასევე, სისხლის სამართალში საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევები. მათ შორის, 2025 წელს აქტუალური იყო სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ასევე დაკავებულ პირთათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი. ასევე საგულსხმოა თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობა. ამ ჭრილში აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის ახალი რედაქცია, რომლის მიზანია საერთაშორისო დაცვის რეგულაციების დახვეწა და ევროკავშირის თავშესაფრის დირექტივებთან ჰარმონიზაცია. ცვლილებებით დაინერგა უსაფრთხო წარმოშობისა და უსაფრთხო მესამე ქვეყნის კონცეფციები, თუმცა მათი გამოყენება გამოწვევებთან არის დაკავშირებული, მათ შორის, ინდივიდუალური შეფასების აუცილებლობასა და „ქვეყანასა და უცხოელს შორის კავშირის“ ბუნდოვან კრიტერიუმთან. კანონმა ასევე შემოიღო განცხადების დასაშვებობის ეტაპი, დაჩქარებული პროცედურები და უფასო იურიდიული დახმარების შეზღუდვა გარკვეულ შემთხვევებში, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა სისტემის ეფექტიანობის მიზნებმა არ გამოიწვიოს საერთაშორისო დაცვის მაძიებელთა უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა. საპარლამენტო ანგარიშში მსჯელობა ასევე განვითარებულია ეკომიგრანტთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 2025 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახის რაოდენობა 13 533-ს შეადგენს, საიდანაც საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 5 219 ოჯახი. მისასალმებელია, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, თუმცა გეოლოგიური საფრთხეების მასშტაბის ზრდის პარალელურად, მიღწეული პროგრესი კვლავაც არასაკმარისია და სახელმწიფოს მხრიდან მეტ ძალისხმევას საჭიროებს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული ღონისძიებების გატარებას კვლავაც არათანმიმდევრული ხასიათი აქვს. 20 | დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი აფასებს წინა წელს მის მიერ სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახელმწიფო უწყებებს - 306, მუნიციპალურ ორგანოებს - 11 , საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს თითო-თითო რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტს 62 წინადადებით მიმართა. სახელმწიფო ორგანოების მიმართ გაცემული 306 რეკომენდაციიდან, სრულად შესრულდა 7%, ნაწილობრივ შესრულდა 16%, არ შესრულდა 64%, უწყების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით ვერ შეფასდა 3%, ხოლო ობიექტური მიზეზით ვერ შეფასდა 10%. რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული წინადადებების შესრულების მდგომარეობას, 62 წინადადებიდან 56 არ შესრულებულა, 1 ნაწილობრივ, 1 - სრულად შესრულდა, ხოლო 4 ვერ შეფასდა ობიექტური გარემოების გამო. 21 | 1. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა წლებია, ოკუპაცია, როგორც საქართველოს კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის და იწვევს მათი უფლებების დარღვევას. დღემდე დაუსჯელები არიან 2023 წელს - თამაზ გინტურის, 2014 წელს - დავით ბაშარულის, 2016 წელს - გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს - არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს - ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.1 უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. ამასთანავე, კვლავ გრძელდება დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები. გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის შემთხვევებიც. 1.1. უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, 2024 წლის მსგავსად,2 კვლავ გრძელდებოდა საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა დაკავებების მანკიერი პრაქტიკა. საოკუპაციო რეჟიმის და დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რეგულარულად აკავებენ სამოქალაქო პირებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის. დაკავებებს თვითნებური ხასიათი აქვს და წარმოადგენს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას. საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არასრულწლოვანთა გატაცების შემთხვევა. კერძოდ, 2025 წლის 27 სექტემბერს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან 4 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ცალსახად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ეფექტიანი კონტროლი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://shorturl.at/tCVZ6 > [ბოლოს ნანახია 08/08/2024]. 2 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/fAVyB > [ბოლოს ნანახია 02/04/2026]. 1 22 | არასრულწლოვანი გაიტაცეს.3 აღნიშნული ფაქტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა.4 ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 32 პირი (აქედან, 25 კაცი, 3 ქალი და 4 არასრულწლოვანი), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 40 პირი დააკავეს (აქედან, 35 კაცი, 3 ქალი და 4 არასრულწლოვანი).5 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 15 მოქალაქე, მათგან 11 - ოკუპირებულ ცხინვალში და 4 - ოკუპირებულ აფხაზეთში.6 აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება ძირითადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენითა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. 1.2. გადაადგილების თავისუფლების საკითხი და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები მსგავსად 2024 წლისა,7 საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი, თვეში მხოლოდ 10 დღით, ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე იხსნებოდა. სახალხო დამცველის შეფასებით, ე.წ. გამშვები პუნქტების ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს. ე.წ. გამშვები პუნქტები ეთნიკურად ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფი პროდუქტის შესაძენად, პენსიის ასაღებად, ნათესავებთან, ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია, და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტო არიან დარჩენილები და ვერ ახერხებენ ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას. წინა წლის მსგავსად, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი პირადად იმყოფებოდა ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე და ადგილზე გაეცნო ოკუპირებული ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://formulanews.ge/News/128938 > [ბოლოს ნანახია 02/04/2026]. 4 „დღესდღეობით 11 უკანონო დაკავებული გვყავს“, ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://shorturl.at/QxII5 > [ბოლოს ნანახია 02/04/2026]. 5 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2025 წლის 25 დეკემბრის №SSG82500330918 წერილი. 6 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2025 წლის 25 დეკემბრის №SSG82500330918 წერილი. 7 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/fAVyB >[ბოლოს ნანახია 05/02/2026]. 3 23 | აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობის საჭიროებებს.8 ერთ - ერთი პრობლემა, 2024 წლის მსგავსად,9 შეეხება საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დაიშვება შემდეგი დოკუმენტაციით: 1) დე ფაქტო (ახალი) პასპორტი; 2) ე.წ. ბინადრობის მოწმობა; 3) 14 წლამდე პირებისთვის - დაბადების მოწმობა; 4) ქართული პასპორტით იმ პირებისათვის, რომელთაც აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა (ე.წ. ვიზა). 2025 წელს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული დე ფაქტო დოკუმენტების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა, 2024 წლის მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ოკუპირებულ გალში ჯამურად გაცემულია დაახლოებით 28.000-მდე ე.წ. ბინადრობის მოწმობა და 1200 ე.წ. პასპორტი.10 ე.წ. ბინადრობის მოწმობა არ იძლევა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, გალელთა დიდი ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება ე.წ. ბინადრობის მოწმობის აღებას, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი მათ საკუთარ მიწაზე უცხოელის სტატუსს ანიჭებს.11 გარდა ამისა, ე.წ. ბინადრობის მოწმობა არ ანიჭებს ამ დოკუმენტის მქონე პირებს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას.12 სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად განაგრძობენ გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლას და მონიტორინგს ახორციელებენ ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე. 1.3. განათლების უფლება 2024 წლის მსგავსად,13 უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. 8 სახალხო დამცველის ვიზიტი ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://shorturl.at/P2tAo > [ბოლოს ნანახია 08/02/2026]. 9 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/fAVyB > [ბოლოს ნანახია 05/02/2026]. 10 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2026 წლის 22 იანვრის წერილი GOV N81. 11 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2024 წლის 27 დეკემბრის წერილი NGOV2147. 12 გალიდან მოსახლეობის გადინების მხრივ, მძიმე მდგომარეობაა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/xcr84 > [ბოლოს ნანახია 19/02/2026]. 13 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/fAVyB > [ბოლოს ნანახია 02/04/2026]. 24 | 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს.14 სკოლებში, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე11 კლასის ჩათვლით, 3169 მოსწავლე ირიცხება.15 მათი რიცხვი 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით 3348 იყო.16 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 963 მასწავლებელი.17 საბავშვო ბაღებში ირიცხება 382-მდე აღსაზრდელი.18 2024-2025 წლებში ეს რიცხვი 400-ს აღემატებოდა.19 მოსწავლეთა რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებში 3828 3770 3443 3348 3169 2020-2021 2022-2023 2023-2024 2024-2025 2025-2026 მოსწავლეთა საერთო რაოდენობა აღსაზრდელთა რაოდენობა ოკუპირებული გალის სკოლამდელ დაწესებულებებში 557 533 500 410 382 2020-2021 2022-2023 2023-2024 2024-2025 2025-2026 აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა საანგარიშო წლის განმავლობაში, მდგომარეობა ოკუპირებულ გალში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, კიდევ უფრო დამძიმდა. კერძოდ, თუ წინა წლებში მშობლიური ენა რიგით საგნად ისწავლებოდა, დე ფაქტო განათლების მინისტრის 14აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროს გალის რესურსცენტრის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეიარაღებულ კონფლიქტებამდე, ოკუპირებული გალის რაიონში ფუნქციონირებდა 58 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან 52 სკოლაში სწავლება მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. სკოლებში ირიცხებოდა 13 180 მოსწავლე. 15 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2026 წლის 15 იანვრის №MES 2 25 0000007427 წერილი. 16 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/fAVyB > [ბოლოს ნანახია 05/02/2026]. 17 2024 წელს მათი რიცხვი 948-ს შეადგენდა. 18 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2026 წლის 15 იანვრის №MES 2 25 0000007427 წერილი. 19 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/fAVyB > [ბოლოს ნანახია 05/02/2026]. 25 | მიერ 2025 წელს დამტკიცებული სასწავლო გეგმის მიხედვით, ოკუპირებული გალის 18 სკოლაში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით სრულად ამოიღეს ქართული ლიტერატურისათვის გათვალისწინებული სასწავლო საათები.20 წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც გამოიკვეთა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები. დე ფაქტო განათლების სამინისტრომ დაიწყო კამპანია იმ მასწავლებლების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან თბილისთან კავშირში. კერძოდ, ეთნიკურად ქართველ მასწავლებლებს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის ინფორმაციისა და ანგარიშების გადაგზავნა ბრალდებათ.21 დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური დაკითხვაზე იბარებდა ყველა იმ პირს, ვინც ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტს კვეთდა და „მტერ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილად მიიჩნეოდა.22 რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა, გასული წლის მსგავსად,23 კვლავ მძიმეა. 2025 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ ახალგორში, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 5 სკოლა. აქედან, 4 სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, მხოლოდ მე-11 კლასში ისწავლება. 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის სკოლებში, ჯამურად 38 მოსწავლე ირიცხება. მათი რიცხვი 2024 წელს 50 იყო. სკოლებში დასაქმებულია 80 პედაგოგი.24 მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ოკუპირებული ახალგორის სკოლებში 63 58 53 36 50 2020-2021 2021-2022 2022-2023 2023-2024 2024-2025 მოსწავლეთა საერთო რაოდენობა რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 2025 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაუბარებლად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო 20 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2026 წლის 15 იანვრის №MES 2 25 0000007427 წერილი. როგორ ეძებენ ჯაშუშებსა და განსხვავებულად მოაზროვნეებს გალის სკოლებში. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/YuP2n > [ბოლოს ნანახია 05/02/2026]. 22„ქართველი მასწავლებლების საქმე”, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/PikBf> [ბოლოს ნანახია 05/02/2026]. 23 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/fAVyB > [ბოლოს ნანახია 05/02/2026]. 24 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2026 წელი. 21 26 | დაწესებულებებში სწავლის უფლება მიენიჭა 164 პირს, რომელთაგან დაფინანსების უფლება მოიპოვა 156 აბიტურიენტმა (143 სტუდენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან და 13 სტუდენტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან). ამასთანავე, სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდა 2024 და 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული 6-6 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მიიღეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.25 სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მასწავლებლების პროფესიული გადამზადებისა და განვითარების მნიშვნელობაზე. ამ კუთხით, 2025 წელი დადებითად უნდა შეფასდეს. საანგარიშო პერიოდში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 45 მასწავლებელი გადაამზადა.26 1.4. ჯანმრთელობის დაცვის უფლება ჯანმრთელობის დაცვის უფლება არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით არის აღიარებული. მათ შორის, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-12 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება ხელი მიუწვდებოდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე. ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ასევე მოიცავს ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობას და იგი ადამიანის აბსოლუტური უფლება და, შესაბამისად, სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებული საგანია. 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1406 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, 1131 პირი ოკუპირებული აფხაზეთიდან და 260 - ოკუპირებული ცხინვალიდან.27 1.5. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა 2024 წლის მსგავსად, სახალხო დამცველი, საანგარიშო პერიოდშიც მუდმივად ახორციელებდა ვიზიტებს როგორც შიდა ქართლის, ისე სამეგრელოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში და პირადად ეცნობოდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.28 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 14 იანვრის №MES 2 25 0000062417 წერილი. 26 სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2026 წლის 14 იანვრის №MES924 0000081216 წერილი. 27 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025 წლის 26 დეკემბრის №100040382501490515 წერილი. 28 2025 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან სოფელ დირბში, ხურვალეთში, მეჯვრისხევში, ახალუბანში, მიქელიანში, ქურქუშაანსა და ზემო შუახევში. 25 27 | რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან 17 წელზე მეტი გავიდა, თუმცა მისი შედეგები მწვავედ აისახება არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე. კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. სისტემური ხასიათი აქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, გატაცებებს, უკანონო დაკავებებსა და გრძელვადიან პატიმრობებს. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 60 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები გაავლეს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების საერთო სიგრძე 50 კილომეტრს აღემატება.29 საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები კვლავ მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან. სახალხო დამცველთან საუბრისას30 მოსახლეობა ძირითადად უთითებდა გამოწვევებზე, როგორიცაა სოფლებიდან მიგრაცია; სამუშაო ადგილების სიმცირე; მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა; ზოგიერთ სოფელში სარწყავი წყლის არარსებობა; სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები; ამბულატორიების გახსნის აუცილებლობა; აფთიაქებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა; ასევე, საცხოვრებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურული პირობების არარსებობა, მათ შორის, კულტურის სახლებისა და სხვადასხვა სერვისცენტრის გახსნის საჭიროება. მოსახლეობის ნაწილი ასევე საუბრობდა საზოგადოებრივი ცენტრების აშენებარეაბილიტაციის მნიშვნელობაზე, რაც, მათი შეფასებით, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სოფლებიდან გადინების შემცირებას.31 მოსახლეობის ნაწილისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ფიზიკური უსაფრთხოება. მცოცავი ოკუპაციის პირობებში, მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, სად გადის საოკუპაციო ხაზი, რის გამოც ხშირია შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით აკავებენ ადამიანებს.32 რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს: ▪ აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, რათა საოკუპაციო რეჟიმებმა, საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე.წ. გამშვები პუნქტების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფით დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება; 29 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2025 წლის 30 ივლისის №SSG62500178169 წერილი. 30სახალხო დამცველმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები მოინახულა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://shorturl.at/7lD17 > [ ბოლოს ნანახია 19/02/2026]. 31 სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების - მეჯვრისხევისა და ახალუბნის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://shorturl.at/OUBJJ > [ბოლოს ნანახია 19/02/2026]. 32 სახალხო დამცველმა საოკუპაციო ხაზთან შეხვედრები გამართა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://shorturl.at/v27Zt > [ბოლოს ნანახია 19/02/2026]. 28 | ▪ ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს: ▪ გაგრძელდეს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სკოლებში ან დაფინანსებულ ოკუპირებულ ახალგაზრდებისათვის; საზაფხულო ტერიტორიიდან სტუდენტებს, ბანაკებსა მონაწილე საგანმანათლებლო და საზაფხულო ბავშვებისა დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შეეთავაზოთ ქართული ენის სასწავლო პროგრამები. 29 | და 2. სიცოცხლის უფლება შესავალი 2.1. გასული საანგარიშო წლისგან განსხვავებით, სიცოცხლის უფლების დარღვევა სახალხო დამცველის აპარატს 2025 წელს არ დაუდგენია. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ უფლების დაცვის ჭრილში, არსებითად პრობლემურ საკითხად კვლავ ექსპერტიზის გაჭიანურება იკვეთება, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე. შოვის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაც, კვლავ კონკრეტული შედეგების გარეშე, არასრულფასოვანი კვალიფიკაციითა და გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაუცველად მიმდინარეობს. ასევე, კვლავ არ არის გაზიარებული სახალხო დამცველის რეკომენდაცია აპარატის მანდატის გაფართოების საჭიროებაზე, რათა სახალხო დამცველი უფლებამოსილი იყოს გაეცნოს არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მასალებს.33 2.2. პატიმრების გარდაცვალების შემთხვევები და მათზე დაწყებული გამოძიება 2025 წელს, პენიტენციურ დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გარდაიცვალა 24 პატიმარი, საიდანაც ორ შემთხვევაში, სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა.34 ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია ერთი და იმავე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.35 სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთ საქმეზე არ დაწყებულა. ერთ საქმეზე კი, პროკურატურამ პირი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. სასამართლო ექსპერტიზა ყველა საქმეზე დაინიშნა, თუმცა, საყურადღებოა, რომ 16 საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა (15 შემთხვევაში ეს არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა) კვლავ არ არის მიღებული, რაც სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების ხელშემშლელი გარემოებაა. აქვე, ინფორმაციისთვის წარმოვადგენთ პენიტენციურ სისტემაში 2020-2025 წლებში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელს, მათ შორის, სუიციდის შემთხვევებს.36 უარყოფითი დინამიკა, სამწუხაროდ, მცირედად მზარდია. კერძოდ, 2020 წელს სულ 33 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 84; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 48; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 43; საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 23; საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 19; საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 30. 34 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 16 იანვრის №15030/01 წერილი. 35 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 342, ნაწ. 2. 36 იხ. <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/679/siskhlis-samartlis-statistikis-ertiani-angarishi> [ბოლოს ნანახია 30.03.2026]. 30 | გარდაიცვალა 15 პატიმარი, აქედან 5 იყო სუიციდის შემთხვევა. 2021 წელს დაფიქსირდა 20 პატიმრის გარდაცვალების შემთხვევა, აქედან 3 იყო სუიციდი. ანალოგიური მაჩვენებელი შემდეგ წლებში ასე გამოიყურება: 2022 წელს -21/4, 2023 – 14/2, 2024 – 24/4, 2025 – 24/2.37 პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი 30 25 20 15 10 5 0 2020 2021 2022 სულ გარდაიცვალა 2.3. გარდა 2023 2024 2025 სუიციდი ექსპერტიზის გაჭიანურების სხვა შემთხვევები ბრალდებულების/მსჯავრდებულების გარდაცვალების შემთხვევებისა, ექსპერტიზის გაჭიანურების პრობლემა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი სხვა საქმეების ანალიზის საფუძველზეც გამოიკვეთა. აპარატის დაკვირვებით, ეს გამოწვევა, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე არ კარგავს აქტუალურობას,38 მათ შორის, სიცოცხლის უფლების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების ჭრილში. სახალხო დამცველის აპარატის მიერ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე ინდივიდუალური საქმისწარმოების ფარგლებში შესწავლილ 3 შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის 37 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 16 იანვრის №15030/01 წერილი. ექსპერტიზების გაჭიანურების პრობლემაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ, მაგ., სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშში, გვ. 195-201; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიშში, გვ. 117-118, 232-233. 38 31 | გაჭიანურების საკითხი, საანგარიშო პერიოდშიც გამოიკვეთა. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა, გამოძიებას, მისი დანიშვნიდან 2 წლის გასვლის შემდეგაც კი არ მიუღია.39 გარდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებისა, აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეზე, რომელიც ბრალდებულის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა,40 18 თვის გასვლის მიუხედავად, დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა კვლავ არ არის მიღებული. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თუკი გასულ წლებში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სახალხო დამცველის აპარატს აწვდიდა ინფორმაციას ექსპერტიზის გაჭიანურების მიზეზების შესახებ41, უკანასკნელ პერიოდში ექსპერტიზის ბიურო აპარატს შეკითხვებზე42, კერძოდ, იმაზე, თუ რა მიზეზით ჭიანურდება დანიშნული ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის დამკვეთისთვის (გამოძიება) გადაცემა, პასუხს აღარ სცემს. 2.4. შოვის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე გამოძიება 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის დროს ადამიანების გარდაცვალების საქმის მასალების საგამონაკლისო წესით გაცნობის შედეგად, სახალხო დამცველის ანგარიშებში43 გაანალიზდა სიცოცხლის უფლების სახელმწიფოს პოზიტიური თ.ბ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების (სისხლის სამართლის №004270523008 საქმე) ფარგლებში, გამომძიებლის დადგენილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რაც 2 წელზე მეტია, არ დასრულებულა; გამოძიებას, 2025 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, კვლავ არ აქვს მიღებული არასრულწლოვან ა.ი.-ს შესაძლო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების (სისხლის სამართლის №010170323001 საქმე) ფარგლებში, 2023 წლის 3 მაისს დანიშნული სამედიცინო (კომისიური) ექსპერტიზის დასკვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 19 დეკემბრის MIA 6 25 04245531 წერილი; გ. ტ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების (სისხლის სამართლის №020190124001 საქმე) ფარგლებში, 2024 წლის 20 თებერვალს დაინიშნა კომპლექსური ტრასოლოგიური (ფონო), ვიდეოსკოპიური, მიკრონაწილაკური, ქიმიური, ბიოლოგიური, შრომის უსაფრთხოების, სამშენებლო-ტექნიკური და სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნაც მიღებული კვლავ არ არის. 40 ბრალდებულ ნ. ბ.-ს საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 2026 წლის 6 მარტის მდგომარეობით, კვლავ არ არის მიღებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დანიშვნიდან გასულია 18 თვე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2026 წლის 6 მარტის №2643 წერილი. 41 რიგ შემთხვევაში, მაგალითად, მითითება იყო საქმეთა სიმრავლეზე, კვლევისთვის საჭირო დამატებითი მასალის/დოკუმენტების მოლოდინსა თუ სხვა მიზეზებზე. 42 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 17 დეკემბრის №25/10148 წერილი; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 11 აგვისტოს №25/6289, 2025 წლის 17 სექტემბრის №25/7503, 2025 წლის 15 ოქტომბრის №25/8309 და 2025 წლის 25 ნოემბრის №25/9522 წერილები; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 23 ივნისის №25/4913, 2025 წლის 5 აგვისტოს №25/6135, 2025 წლის 3 სექტემბრის №25/6972 და 2025 წლის 25 ნოემბრის №25/9523 წერილები. 43 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში: „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, გვ. 30-35, 39. <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიში, გვ. 88-104, <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025050512365359868.pdf> [ბოლოს ნანახია: 09.02.2026 წ.]. 39 32 | ვალდებულების მატერიალური და პროცედურული გარანტიების თვალსაზრისით გამოკვეთილი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები; ასევე, გაიცა რეკომენდაციები ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. სამწუხაროდ, საგამოძიებო ქვემდებარეობის შეცვლისა და კვალიფიკაციის დაზუსტების თაობაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ შესრულებულა. გამოძიება კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის, ასევე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე,44 რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2025 წელს, გამოძიებამ მიიღო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.45 სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, გამოძიებამ დაადგინოს სტიქიური მოვლენებისა და ეკოლოგიური კატასტროფის დროს, ასევე, სამაშველო ღონისძიების განხორციელების პროცესში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესრულებისა თუ შეუსრულებლობის საკითხი. საჭიროა, გამოძიების წარმართვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტს არ შეესაბამება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიების წარმოება საქმეზე, სადაც ერთ-ერთი საკითხი იმავე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქმედებების დადგენაა. ამასთანავე, სტიქიურ უბედურებაზე რეაგირებისთვის საგანგებო შტაბი შს მინისტრის მ/შ-ს ბრძანებით შეიქმნა. საქმის სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად, აუცილებლად მიგვაჩნია საქმის გამოძიება წარმართოს საქართველოს პროკურატურამ. 2.5. ფემიციდი საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით46, 2025 წელს 12 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 10 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან47 9 - ოჯახის წევრმა ჩაიდინა. საერთო სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 5 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა 8 შემთხვევაში. მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები, სხვა კატეგორიის დანაშაულებთან ერთად, 44 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 116, ნაწ. 2, მუხ. 240, ნაწ. 2. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 16 დეკემბრის №13/92046 და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 16 დეკემბრის NMIA82504151528 წერილები. 46 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 28 იანვრის წერილი №13/5745. 47 მათ შორის, ოჯახური დანაშაულის ნიშნით 2 ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და 6 ქალის არაოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტი. 45 33 | სავალდებულო წესით ერთვებიან ფემიციდისა ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში.48 და ქალთა მიმართ გენდერული სამწუხაროდ, 2025 წელსაც ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.49 ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ამნისტიის და შემდგომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებული ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული კაცის მიერ ყოფილ მეუღლეზე თავდასხმა და მკვლელობის მცდელობა.50 აღნიშნული მკვლელობის მცდელობის წინარე ისტორიის ანალიზი არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს. პრობლემური იყო მკვლელობის მცდელობამდე ოჯახში მომხდარი დანაშაულის ყოველმხრივი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა,51 ხარვეზები გამოიკვეთა განაჩენის დასაბუთების ნაწილში, მათ შორის, პრობლემური იყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დამცავი ორდერის გამოცემის პროცესი.52 ამასთანავე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მეუღლის მიმართ, გენდერის ნიშნით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალა, არ ეფუძნება საქმის სრულყოფილ და სიღრმისეულ შესწავლას. საქმის შესწავლის პროცესში უგულებელყოფილია ოჯახში ძალადობის 2025 წელს ქალთა მკვლელობის, ქალთა მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე გამოძიება დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებიდან, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ჩაერთნენ 23 სისხლის სამართლის საქმეში. 49 საქმე №25-2893, №25-1222, №25-3473, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი - MIA 6 26 00377493 04/02/2026. 50 საქმე №25-3473. 51 საქმეზე გამოცემულ შემაკავებელი ორდერის ოქმში დაზარალებული ქალი უთითებს ხელით გაგუდვის მცდელობაზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია კისერზე დაზიანებებზე, დაზიანების არსებობას ადასტურებს სასწრაფოს ექიმიც, თუმცა გამოძიების ეტაპზე არ გამოკვლეულა გაგუდვის მცდელობის ფაქტი, განზრახვა და სხვა დეტალები. ასევე, ძალადობის დროს ბავშვის სახლში ყოფნის მიუხედავად (ბავშვი სხვა ოთახში იმყოფებოდა), გამოძიებას საქმეში არ ჩაურთავს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და არ გამოკითხულა ბავშვი. საბოლოოდ, საქმის არასათანადო გამოძიების და კვალიფიკაციის გამო შემდგომში სასამართლოს შეეზღუდა ძალადობის ყველა ეპიზოდზე მსჯელობის შესაძლებლობა. 52 განაჩენის დასაბუთების ნაწილში, აღნიშნულია, რომ ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, ასევე, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები. თუმცა, სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენისას, ბრალდებული აპელირებს მხოლოდ მის მდგომარეობაზე, აღნიშნავს, რომ არ სურს გაბოროტება და ბევრი წლის ციხეში გატარება. განსაკუთრებით პრობლემურად გამოიკვეთა სავალდებულო დამცავი ორდერის გამოცემის პროცესი. ვინაიდან, მოსამართლემ ბრალდებულს არ გააცნო დამცავი ორდერის არსი, შინაარსი, მიზანი, მხოლოდ მიუთითა, რომ დამცავი ორდერის გამოცემა სავალდებულო იყო ამნისტიისთვის. მეორე მხრივ, პრობლემური იყო სასამართლოს კომუნიკაცია დაზარალებულთან. რომელმაც არ შეაფასა, ჰქონდა თუ არა დაზარალებულს თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობა გაცხადებული, რამდენად ესმოდა ამნისტიისა და დამცავი ორდერის შინაარსი და სხვ. 48 34 | სპეციფიკური ბუნება და მსხვერპლის მიმართ არსებული განმეორებითი ძალადობის რეალური საფრთხეები. საბჭოს გადაწყვეტილების შესწავლით დგინდება, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაში მხოლოდ მსჯავრდებულმა მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე არ მოუსმენიათ დაზარალებულისთვის, რომლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობაც მსჯავრდებულმა წარადგინა. დაზარალებული თანახმა იყო ყოფილი მეუღლის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენებაზე, თუმცა იმ პირობით, რომ იგი არ მიუახლოვდებოდა და არ შეაწუხებდა.53 მიუხედავად ამისა, საბჭომ მიიჩნია, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულთან პრეტენზია არ ჰქონდა. ასევე არ გამოკვლეულა, სწორად ესმოდა თუ არა დაზარალებულს, შინაპატიმრობის აღსრულებისთვის გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის პირობები.54 შესაძლებლობის მიუხედავად, სხდომაზე არ მიუწვევიათ შესაბამისი სპეციალისტები. ასევე, არ გაცემულა რეკომენდაცია მსჯავრდებულისათვის ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის გავლის თაობაზე. პრობლემური იყო შინაპატიმრობის აღსრულებაც, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობით გათვალისწინებული ვალდებულების ორგზის დარღვევის მიუხედავად სასამართლომ შინაპატიმრობა არ შეცვალა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სასამართლოს მსჯელობის ის ნაწილი, სადაც ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების განზრახ დაზიანება ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნით არის გამართლებული. ხოლო მეორე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულს დატოვებული ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი, მასზე ვერ ხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული მეთვალყურეობა და არსებობდა ინფორმაცია მის მიერ ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობის შესახებ55, სასამართლომ არც ამ შემთხვევაში შეცვალა გადაწყვეტილება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბჭო გათავისუფლების საფუძვლად უთითებს, რომ მსჯავრდებულს მეუღლე და შვილი ჰყავს, თუმცა სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული მეუღლესთან ფაქტობრივად დაშორებულია. რაც შეეხება ბავშვს, საქმის მასალების თანახმად, ბავშვი მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესაძლო მოწმეა. ასევე, მსჯავრდებულის მიერ საბჭოს წევრებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, დაზარალებულს მატერიალური ზიანი არ მისდგომია. მაშინ როდესაც საქმის მასალების თანახმად, დაზარალებულს ტუჩი გაუსკდა და 1 კბილი მოტყდა. 54 ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით ხორციელდება შინაპატიმრობის აღსრულება, კერძოდ, კონტროლდება დღე-ღამის შესაბამის პერიოდში მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე უწყვეტად ყოფნის ვალდებულება. აღნიშნული განსხვავდება, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული ზედამხედველობისგან, რომელიც მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოიყენება. 55 აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ მიზეზად დაასახელა, რომ მსჯავრდებულის მიმართ დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ცნობილი არ არის დაწყებულია თუ არა დევნა, აქვს თუ არა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, რაც, შესაძლოა, სასამართლოსთვის მიჩნეული ყოფილიყო ობიექტურ გარემოებად ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. 53 35 | ყოველივე ზემოაღნიშნული აჩვენებს, რომ წინარე მიმართვებზე არასათანადო რეაგირება, რისკების სრულფასოვანი შეფასებისა და ეფექტიანი პრევენციული ზომების გარეშე, ვერ უზრუნველყოფს ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის პრევენციას. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის მონიტორინგის ფარგლებში გაანალიზებული საქმეებიდან56 წინარე ძალადობის შემთხვევებზე რისკების არასათანადოდ შეფასებასთან 57 ერთად, კვლავ პრობლემად იკვეთება გენდერული ნიშნის დადგენა, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე.58 სახალხო დამცველის მონიტორინგი, წლებია, აჩვენებს, რომ ფემიციდი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ გავრცელებული დისკრიმინაციული, სტერეოტიპული წარმოდგენებით და ქალთა უთანასწორობით. ამასთანავე, მრავალწლიანი დაკვირვება მიუთითებს, რომ ფემიციდი დაკავშირებულია განათლებისა და დასაქმების პრობლემებთანაც, რაც საკითხის კომპლექსურ ხასიათზე მეტყველებს. შესაბამისად, პრობლემის დაძლევა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი რეაგირებით ვერ მიიღწევა. აუცილებელია პრევენციული მექანიზმების გაძლიერება, განათლებაზე დაფუძნებული გრძელვადიანი პოლიტიკის განხორციელება და სოციალური მხარდაჭერის სისტემის განვითარება, ძალადობის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად. წინადადება საქართველოს პარლამენტს: ▪ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეიტანოს ცვლილებები და სახალხო დამცველს მიენიჭოს არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გამოძიების დასრულებამდე გაცნობის უფლებამოსილება. რეკომენდაცია საქართველოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს: 56 სახალხო დამცველის აპარატმა გააანალიზა 2024 წელს მომხდარი ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის საქმეთა სრული სისხლის სამართლის საქმის მასალები. 57 სამტრედიის რაიონული სასამართლოს საქმე №1/88-24; სიღნაღის რაიონული სასამართლო საქმე №1/1425; თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე №1/7415-24. 58თელავის რაიონული სასამართლოს საქმე №1/267-24; სიღნაღის რაიონული სასამართლოს საქმე №1/62-25; რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქმე №1-569-24; თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე №1-336224; სიღნაღის რაიონული სასამართლოს საქმე №1/14-25; თელავის რაიონული სასამართლოს საქმე №1/15924; რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქმე №1/539-24; თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე № 12079-24; თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე №1-6560-24. 36 | ▪ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს სამედიცინო და სხვა ექსპერტიზების ჩატარება და გამოძიებისთვის ექსპერტიზის დასკვნის გადაცემა სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას: ▪ 37 | ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის ნიშნით ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით პრევენციის არსებული სისტემის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, საკვანძო უწყებების, მათ შორის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების მონაწილეობით იმუშაოს პრევენციის სისტემის დახვეწაზე. 3. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება 3.1. შესავალი გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს საქართველოში. საქართველოს სახალხო დამცველი ასევე განიხილავს საჩივრებს დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისგან. წინამდებარე თავში მიმოხილულია პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისებში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, შესაბამისი რისკფაქტორები და საკანონმდებლო ხარვეზები. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ, მართალია, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება, თუმცა საანგარიშო პერიოდში ამ კუთხითაც კვლავ არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. მოცემული თავი სამი ქვეთავისგან შედგება: 1) პრაქტიკა, რომელიც უტოლდება ან შესაძლოა გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას, 2) არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი რისკფაქტორები, და 3) სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება. 3.2. პრაქტიკა, რომელიც უტოლდება არასათანადო მოპყრობას 3.2.1. პენიტენციური სისტემა დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ძალადობა 2025 წელს განხორციელებული ვიზიტების59 დროს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პატიმრის მიმართ სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის 1 შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია.60 ამასთანავე, №2, №561 და 59 №8 დაწესებულებებში პატიმართა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ 2025 წელს ვიზიტები განხორციელდა №1, №2, №3, №5, №8, №11, №14 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში. 60 №8 დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა განაცხადა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის პარალელურად, იქვე მყოფი თანამშრომლები ბილწსიტყვაობდნენ და თხოვნაზე, შეეწყვიტათ ბილწსიტყვაობა, ისინი ფიზიკური ძალადობის მუქარით პასუხობდნენ. ასევე ეუბნებოდნენ, რომ მომავალში საერთოდ არ დაარეკვინებდნენ. ერთ-ერთი პატიმრის გადმოცემით, ერთერთ ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტის გამო, დასჯის მიზნით, პატიმარი დეესკალაციის ოთახში მოათავსეს, სადაც პროტესტის ნიშნად სცადა სუიციდი, რის გამოც ძალის გამოყენებით, მჭიდროდ დაადეს ხელბორკილი. ხელბორკილის მჭიდროდ დადების შედეგად პატიმარს მაჯებზე მიადგა დაზიანებები, რაც დაათვალიერა ექიმმა, თუმცა დოკუმენტაციაში არ მიუთითებია. 61იხ. 2025 წლის 21, 22 და 23 ივლისს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდგომი ანგარიში. გვ. 4. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/49XNmdS > [ბოლოს ნანახია: 22.01.2026]. 38 | თანამშრომლების მხრიდან 62 მიმართვისა და მუქარის ადგილი ჰქონდა ყვირილის, უხეში, დამამცირებელი ფაქტებს. საქართველოს გენერალური პროკურატურისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ 2025 წელს ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 7 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.63 პატიმრებს შორის ძალადობა პატიმართა შორის ძალადობის64 გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და ცალკეულ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რაც არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და ხშირად პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება.65 ძალადობის მსხვერპლი პატიმრები, ხშირად, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან არიდების მიზნით, დაწესებულების პერსონალთან არ საუბრობენ დაზიანების წარმოშობის რეალურ მიზეზებზე. გადატვირთულობის პირობებში, №2, №5, №8 დაწესებულებებში საკნებში კვლავ ერთად არიან განთავსებულები ბრალდებულები და მსჯავრდებულები და საკნებში განაწილებისას არ არის გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური მახასიათებლები66, რაც განსხვავებული კატეგორიის პატიმრებში კონფლიქტსა და ძალადობას იწვევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვან პატიმართა შორის ძალადობის პრევენცია და შემთხვევებზე დროული რეაგირება. 67 ამ პირობებში, დაწესებულებებში ისევ არ არის68 წესრიგის შესანარჩუნებლად და პატიმართა შორის ძალადობის თავიდან 62ერთ-ერთმა პატიმარმა განაცხადა, რომ №2 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ თანამშრომელმა მუქარით მოსთხოვა, შეეწყვიტა ჩივილი. 63 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 16 იანვრის №13/2853 წერილი. 642025 წელს, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატიმართა შორის ძალადობის 695 შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. შეტყობინებების 76% გაიგზავნა №8 დაწესებულებიდან და 10% - №2 დაწესებულებიდან, №14 და №17 დაწესებულებებიდან - თითო, ხოლო №15 დაწესებულებიდან - 2. 690 საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლით, 5 საქმეზე - 120-ე მუხლით (2026 წლის 15 იანვრის №326 წერილი). 65 პატიმრების არაფორმალური იერარქია. ციხის სტანდარტი. CPT/inf (2025)12. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე <https://rm.coe.int/1680b57a6a> [ბოლოს ნანახია: 16.01.2026]. 66 პიროვნული თვისებები, ჩვევები, ქცევა. 67№2 დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციის თანახმად, ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამედიცინო შემოწმებისას არაერთხელ აღმოაჩნდა სხვადასხვა სახის საეჭვო დაზიანება, რომელიც თავდაპირველად, საყოფაცხოვრებო ტრავმად იყო მიჩნეული. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გაირკვა, რომ მასზე სისტემატურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვა თანამესაკნეები (არასრულწლოვნები). საგამოძიებო ორგანოში გაიგზავნა შესაბამისი შეტყობინება, ხოლო არასრულწლოვანი სავარაუდო მოძალადეებისგან განაცალკევეს. 68№2 და №8 დაწესებულებებში ვიზიტების დროს, პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების თითოეულ ფლიგელში, სადაც მოთავსებული იყო 40-100 პატიმარი, ხოლო №14 დაწესებულებაში 100-150 პატიმარი მორიგეობდა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების 2 თანამშრომელი. 39 | ასაცილებლად საკმარისი რაოდენობის პერსონალი. სამწუხაროდ, არ გადადგმულა ნაბიჯები პატიმართა და თანამშრომელთა თანაფარდობის69 შესამცირებლად.70 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული შეზღუდვები დაწესებულებებში არსებული პატიმრობის პირობები არ შეესაბამება „ნორმალიზაციის პრინციპს“71 და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მოხდას სათანადო პირობებში. შესაბამისი პერსონალისა72 და ინფრასტრუქტურის სიმწირის ფონზე 73 რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების ნაკლებობა, მსჯავრდებულთა ასევე დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებების შემზღუდველი რეჟიმი,74 ინციდენტების მართვის პრაქტიკა75, გადატვირთულობა და საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ დაწესებულებებში განთავსება უარყოფით გავლენას ახდენს პატიმრების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს76 და 77 შეიძლება გაუტოლდეს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში პატიმრები 23 საათს ატარებენ საკანში და 69ევროპის საბჭოს მონაცემებით, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის თანაფარდობა საშუალოდ 8.2-ს შეადგენს. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3MOfqJf >[ ბოლოს ნანახია: 22.01.2026]. 70პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ 15 პატიმარზე მოდიოდეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მინიმუმ 1 თანამშრომელი. 71ციხის ევროპული წესების (წესი №5) თანახმად, „ციხის საცხოვრებელი პირობები მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ციხის გარეთ, ჩვეულებრივ საცხოვრებელ პირობებთან“. <https://bit.ly/3tZ7GbA>[ბოლოს ნანახია: 26.01.2026]. 72 2025 წლის ბოლოსთვის 1 სოციალურ მუშაკზე №2 დაწესებულებაში 177 მსჯავრდებული მოდის, №8 დაწესებულებაში - 162, №14 დაწესებულებაში - 435, №15 დაწესებულებაში - 982, ხოლო №17 დაწესებულებაში - 1 787 მსჯავრდებული. 1 ფსიქოლოგზე №2 დაწესებულებაში 305 პატიმარი მოდის, №8 დაწესებულებაში - 330, №14 დაწესებულებაში - 871, №15 დაწესებულებაში - 982, ხოლო №17 დაწესებულებაში - 893 პატიმარი. 73 აქტივობებში ჩართვას ხელს უშლის ენის ბარიერი, არაფორმალური იერარქია და მოტივაციის ნაკლებობა. აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად ამ დრომდე არ დანერგილა მექანიზმი, რაც უშუალო გავლენას მოახდენდა დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე. 74დაწესებულებების მართვა ძირითადად ეფუძნება სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებს, რაც გულისხმობს მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვების, აკრძალვების, რეჟიმის დაწესებას და არ არის ორიენტირებული მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ. 75პატიმრების მიმართ აქტიურად გამოიყენება გარე სამყაროსთან კონტაქტის შემზღუდველი დისციპლინური სახდელები და უსაფრთხოების ღონისძიებები, და ამ დროს პატიმრებს დამატებით ეზღუდებათ საკუთარ ნივთებზე წვდომა, ასევე შხაპის მიღების და გასეირნების უფლება. 76წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) 21-ე ზოგადი ანგარიში, CPT/inf (2011) 28, სტრასბურგი, ევროპის საბჭო, 2011, პუნქტი 52, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3icl98K>[ბოლოს ნანახია: 06.02.2026]. 77წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 2122 იანვარს საქართველოში ვიზიტების შესახებ. პარა. 41: https://rm.coe.int/48802aab80 [ბოლოს ნანახია: 17.02.2026]. 40 | მხოლოდ 1 საათით78 გადიან სასეირნო სივრცეში, სადაც არ არის შექმნილი განტვირთვისა79 და სათანადო ფიზიკური ვარჯიშისთვის საჭირო პირობები.80 განცალკევებით მოთავსების მაქსიმალური ვადის და გადაწყვეტილების გადასინჯვის ვალდებულების არარსებობის პირობებში, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში პრობლემად რჩება საცხოვრებელ საკნებში პატიმართა ხანგრძლივი დროით განცალკევება. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, №6 დაწესებულებაში 229 პატიმრიდან 164 (72%), ხოლო №3 დაწესებულებაში 39 პატიმრიდან 35 - საკანში მარტო იყო მოთავსებული. შემზღუდველ გარემოში, უკიდურესად მწირი ადამიანური ინტერაქციის პირობებში, საზრისიანი აქტივობების გარეშე, საკანში ხანგრძლივი დროით მარტო ყოფნა, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. სახალხო დამცველის შეფასებით, დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას,81 რასაც ასევე ადასტურებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში, სადაც დეესკალაციის ოთახების 72-საათიანი ვადით ხშირი გამოყენება დე ფაქტო დასჯის ფორმად არის მიჩნეული.82 არ არის დადგენილი დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებამდე ვერბალური დეესკალაციის მეთოდების გამოყენების და ნაკლებად შემზღუდველი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება, როგორიცაა, მაგალითად, პერსონალის უშუალო ან ელექტრონული მეთვალყურეობა. მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები კრიზისული მდგომარეობის მართვისკენ მიმართული არ არის. აღნიშნულ სივრცეებში მოთავსება კვლავაც ხშირად და ხანგრძლივი ვადით გამოიყენება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ, უმეტეს შემთხვევაში, მაქსიმალური ვადით (72 საათით), ასევე, ადგილი აქვს ერთი და იმავე პირის წუთებისა და საათების ინტერვალებით, ფაქტობრივად უწყვეტ მოთავსებას, რამდენიმე საანგარიშო პერიოდში, ინდივიდუალური საქმისწარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა, რომ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს 1-საათიანი გასეირნების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაც კი არ ეძლეოდათ. საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 22 აპრილის №25/3174 წინადადება. 79ამასთანავე, ზაფხულში დგება ცხელი ჰაერი. სივრცეების მოწყობის ან მოუხერხებელი სასეირნო დროის შეთავაზების გამო, რიგ დაწესებულებებში, პატიმართა ნაწილი უარს აცხადებს სასეირნოდ გასვლაზე. სასეირნო სივრცის მიწის დონეზე მოწყობასა და დიზაინზე საუბრობდა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი 2014 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს. პარა. 75, ანგარიში ხელმისაწვდომია: <https://rm.coe.int/09000016806961f8>[ბოლოს ნანახია: 02.02.2026]. 80 სასეირნო სივრცეებში წარმოდგენილია მხოლოდ მინიმალური ინვენტარი - ტურნიკი ან/და ორძელი. 81„ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში: ინსტიტუციური და კლინიკური ასპექტები” (2024 წელი) <https://bit.ly/4qDTyPk> [ბოლოს ნანახია: 22.01.2026]. 82 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 2122 იანვარს საქართველოში ვიზიტების შესახებ, პარა. 55. 78 41 | დღისა და კვირის განმავლობაში.83 ამასთანავე, დეესკალაციის ოთახში განთავსების დროს და შემდეგ წარმოებული დოკუმენტაცია შაბლონურია და არ შეიცავს ინდივიდუალურ და არგუმენტირებულ დასაბუთებას. პატიმრებისთვის დეესკალაციის და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსება დასჯად აღიქმება. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში, ინდივიდუალური საქმისწარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატს კვლავ მომართავდნენ ბრალდებულები/მსჯავრდებულები, პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახის გამოყენების პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აპარატმა პენიტენციური დაწესებულებებიდან გამოითხოვა სათანადო დოკუმენტები და შეისწავლა 2024-2025 წლებში №2, №3, №6, №8 და №10 დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დეესკალაციის ოთახში განთავსების, დაყოვნების ხანგრძლივობისა და სათანადო დოკუმენტების წარმოების პრაქტიკა (სულ 108 საქმე). შესწავლის შედეგად გამოიკვეთა არაერთი სისტემური ხასიათის ხარვეზი, მათ შორის, ერთ-ერთ დაწესებულებაში84, ხშირ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დეესკალაციის ოთახის, ფაქტობრივად უწყვეტად, 72 საათზე მეტი დროით გამოყენების პრაქტიკას. შედეგად, სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დეესკალაციის ოთახში განთავსებისას მათი მდგომარეობის მართვაში პრაქტიკული ცვლილებების განხორციელების შესახებ სისტემური ხასიათის რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა.85 №2 და №8 დაწესებულებებში კვლავ იკვეთება არასრულწლოვნების დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების შემთხვევები86, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებს, ბავშვის უფლებათა კონვენციის სულისკვეთებას და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.87 დეესკალაციის ოთახებისა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნების მოწყობა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს და ადგილი აქვს თვითდაზიანების შემთხვევებს.88 83 №2 დაწესებულებაში ხშირია დეესკალაციის ოთახში 6-დღიანი მოთავსების შემთხვევები, ამასთანავე, არის შემთხვევები, როცა პირმა 12, 15, 17, 19 და 20 დღეც კი გაატარა აღნიშნულ ოთახში. 84 №2 პენიტენციური დაწესებულება. 85 სახალხო დამცველის 2025 წლის 18 დეკემბრის №25/10230 რეკომენდაცია. 862025 წელს, №2 დაწესებულებაში არასრულწლოვნის დეესკალაციის ოთახში მოთავსების 3 შემთხვევა იყო (სამივე 24 საათი), ხოლო №8 დაწესებულებაში - 2 (12 სთ. და 14 წთ., 19 სთ. და 10 წთ.). არასრულწლოვნის განცალკევებით მოთავსების 18 შემთხვევა იყო, აქედან 15 შემთხვევაში იყო 24 საათზე ნაკლები, 3 შემთხვევაში - 3 დღე, 6 დღე და 16 საათი, და 9 დღე. 87უკიდურეს შემთხვევაში არასრულწლოვანი, შესაძლოა, მოთავსდეს მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ, ბავშვზე მორგებულ სივრცეში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი მულტიდისციპლინური მუშაობა და ყოფნის ხანგრძლივობა რამდენიმე საათს არ გადააჭარბებს. 88№2 და №8 დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნულ სივრცეებში მყოფი პატიმრების მიერ სხვადასხვა ნივთების გადაყლაპვის, სხეულზე ნაკაწრების მიყენების და კედლებზე თავის დარტყმის შედეგად სხეულის დაზიანების შემთხვევებს. 42 | დეესკალაციის ოთახში ასევე გამოიყენება ხელბორკილები89, რაც სახალხო დამცველის პოზიციით, უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, დასაშვები მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სხვა საშუალება უშედეგოა, უნდა გამოიყენებოდეს მაქსიმალურად მოკლე დროით და მოიხსნას საფრთხის აღმოფხვრისთანავე.90 პატიმრები, რომელთა სასამართლო სხდომები დაწესებულებიდან შორ მანძილზე იმართება, ან რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო გაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, განსაკუთრებულ წუხილს გამოთქვამენ ტრანსპორტირებისა91 და მოცდის პირობების თაობაზე და ზოგიერთი მათგანი უარსაც კი ამბობს გაყვანაზე.92 მიღებული ინფორმაციის მოუხერხებელი სკამების თანახმად, (მათ შორის, ხელბორკილ მყარი და დადებული93 გლუვი ზედაპირის პატიმრები, გამო) და 94 უსაფრთხოების ღვედების არარსებობის გამო, მაღალი სიჩქარით მოძრაობისა და მკვეთრი მანევრების დროს, თავს ვერ იმაგრებენ და ზოგ შემთხვევაში, სხეულის დაზიანებასაც95 იღებენ.96 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) შეფასებით, ტრანსპორტირებისას ხელბორკილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური რისკის შეფასების საფუძველზე და როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ხელბორკილები უნდა გამოიყენებოდეს იმგვარად, რომ მინიმუმადე იყოს დაყვანილი დაზიანების რისკი. ხელბორკილები არ უნდა გამოიყენონ იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც მოთავსებულნი არიან სატრანსპორტო საშუალების ჩაკეტილ და დაცულ სივრცეში.97 პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა №2 და №8 დაწესებულებებში ვიზიტების დროს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა კვლავ მიიღო ინფორმაცია, პატიმრების (მათ შორის, არასრულწლოვნების) პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკის 89მაგ., №2 დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში ხელბორკილების დადება ძირითადად 2 საათიდან 5 საათამდე ვადით ხდება. გამოვლინდა 5 საათზე მეტი ვადითაც გამოყენების შემთხვევებიც, ასევე, წუთების და საათების ინტერვალებით, ხანგრძლივი, მათ შორის, 20 საათით გამოყენების შემთხვევაც. 90 ნელსონ მანდელას წესები, წესი 48. 91პატიმრები აცხადებენ, რომ ვენტილაციისა და გაგრილების სისტემა გამართულად არ მუშაობს. 92ტრანსპორტირებისა და მოცდის პირობები ვრცლად იხ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2025 წლის ანგარიშში. 93ტრანსპორტირებისას ხელბორკილი რუტინულად გამოიყენება, როგორც კაცი, ისე ქალი პატიმრების მიმართ. 94წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები ტრანსპორტირების პირობებთან დაკავშირებით, იხ. ინგლისურ ენაზე: < https://rm.coe.int/16808b631d > [ბოლოს ნანახია: 17.02.2026]. 95ხელბორკილის ზემოქმედების გამო - მაჯაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალების კორპუსზე მირტყმის გამო - სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადად, თავის არეში, იღებენ დაზიანებებს. 2025 წელს, №2 დაწესებულებიდან ტრანსპორტირებისას ერთ-ერთმა პატიმარმა მკვეთრი დამუხრუჭების გამო მხრის მოტეხილობა მიიღო და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. 96პატიმრები დამატებით აღნიშნავენ, რომ არ მომხდარა ამ დაზიანებების დოკუმენტირება. 97წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები ტრანსპორტირების პირობებთან დაკავშირებით. 43 | შესახებ.98 ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულებების 99 დებულებებს , არამედ დამამცირებელი მოპყრობაცაა. 3.2.2. შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ძალადობა 2025 წელს, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ბრალდებულებთან მონიტორინგის და ვიზიტების100 მსჯავრდებულებთან დროს, გასაუბრების დაკავებულებთან, შედეგად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რამდენიმე შემთხვევაში, პოლიციელების მიერ პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის, დაკავებისას ძალის გადამეტების და დაკავების შემდეგ ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტების შესახებ. კერძოდ, როგორც დაკავებისას, ასევე, დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანასა და ადმინისტრაციულ შენობებში მყოფ დაკავებულ პირებს პოლიციის თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე,101 რის შედეგადაც დაკავებული პირები ზოგჯერ სხეულის მძიმე დაზიანებებსაც იღებდნენ.102 გამოკითხული პირების უმრავლესობა ასევე უთითებდა პოლიციის მხრიდან არაეთიკურ საუბარზე. დაკავებულებთან გასაუბრების გარდა, 2025 წელს განხორციელებული პრევენციული ვიზიტების შედეგად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა არასათანადო მოპყრობაზე საეჭვო 297 შემთხვევა გამოავლინა103, რაც შესწავლილი საქმეების 4.5%-ს შეადგენს. ანალოგიური მაჩვენებელი 2024 წელს 4.8% იყო.104 დაკავებული პირები პოლიციის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამდნენ 82 (27.6%) შემთხვევაში.105 შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც, შესწავლილ საქმეებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 98 ბუქნების გაკეთების მოთხოვნას პენიტენციური დაწესებულებების დებულებები არ ითვალისწინებს. 99აკრძალულია პირადი სრული შემოწმებისას პატიმრის სრული გაშიშვლება. 100 ვიზიტები განხორციელდა თბილისში, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში არსებულ პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე №2, №5 (ქალთა), №8 და №11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებებში. 101 ძირითადად, ხელების და ფეხების დარტყმით, ხოლო, ერთ შემთხვევაში - ხელკეტის გამოყენებით. 102 ასე, მაგალითად, ჯგუფის წევრებთან გასაუბრებისას ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ ახმეტის რაიონული სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებისას ცემეს ხელებით და ფეხებით, ასევე ფიზიკურად იძალადეს პოლიციის შენობაში (მათ შორის, ჩაარტყეს სკამი). იზოლატორში წარმოებული დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ იზოლატორში მოთავსებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სახის, ზედა კიდურების, გულმკერდის და ქვედა კიდურების არეებში. იზოლატორში შესახლების მეორე დღეს დაეწყო სისხლდენა ცხვირიდან და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. 103 სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები იზოლატორებში ამოწმებენ საანგარიშო წლის 1 იანვრიდან ვიზიტის დღემდე შესახლებული ყველა დაკავებულის პირად საქმეს და აღრიცხავენ ყველა იმ შემთხვევას, სადაც დაკავების გარემოებების, სხეულზე დაზიანებების მდებარეობის, რაოდენობის და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ჯგუფს დაკავებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე ეჭვი გაუჩნდება. 104 მოიცავს 2024 წლის ნოემბრამდე პერიოდს. 105 2024 წელს იგივე მაჩვენებელი 40.2%-ს შეადგენდა. 44 | პირთა დაახლოებით ნახევარი მიუთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ.106 რაც შეეხება შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არსებულ მდგომარეობას, პრევენციული ვიზიტის დროს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ცენტრის თანამშრომლის მხრიდან განთავსებული პირის მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ერთ შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია.107 გარდა ამისა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ცენტრის თანამშრომლების მხრიდან ყვირილის და მუქარის არაერთ შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. დაკავებულების შემოწმებისას სრული გაშიშვლება და ბუქნების გაკეთების მოთხოვნა 2025 წელს განხორციელებული ვიზიტების დროს გამოკითხული დაკავებულების დაახლოებით ნახევარი, მათ შორის, ქალები და არასრულწლოვნები, აღნიშნავდნენ, რომ დაკავების შემდეგ, იზოლატორში მოთავსებისას, მათ სრულად გაახდევინეს ტანსაცმელი და მოსთხოვეს ბუქნების გაკეთება. რამდენიმე პირმა აღნიშნა, რომ გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების მოთხოვნას ადგილი ჰქონდა პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებშიც. ამგვარ პრაქტიკაზე მიუთითებდნენ, როგორც ბრალდებულები, ისე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.108 აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება არ ითვალისწინებს პირის სხეულის სრულად გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის შესაძლებლობას. ამგვარი პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, პირის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა განთავსების ცენტრში არსებული შეზღუდვები ცენტრში მოთავსებულთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ და გადატვირთულობამ გამოიწვია ორი განსხვავებული რეჟიმი. განთავსებულ პირთა ნაწილი თავისუფლად გადაადგილდება ფლიგელში (“A”) და 2 საათით მიმდებარე ეზოში მაშინ, როცა ნაწილი 106 2025 წელს - 224 საქმიდან 105 (46.9%) შემთხვევა. 2024 წელს – 113 საქმიდან 48 (42.5%) შემთხვევა. კერძოდ, ერთ-ერთი განთავსებული პირის განმარტებით, რომელიც დისციპლინური დასჯის სახით, მოთავსებული იყო მკაცრი ზედამხედველობის ოთახში, დაწესებულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, სამუშაო კაბინეტში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ესროლა საწერი კალამი და სახეში დაარტყა მუშტი, აღნიშნულთან დაკავშირებით, განთავსებული პირის სურვილის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა, თუმცა 31 ოქტომბრის №13/78182 წერილით გენერალური პროკურატურისგან სახალხო დამცველს ეცნობა, რომ განთავსებულ პირთან გასაუბრებით არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაცია გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 108 ევროპის საბჭო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, ანგარიში ჩეხეთში განხორციელებული ვიზიტის შესახებ (2014 წლის 1-10 აპრილი, პარა. 85), ხელმისაწვდომია:<https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000 0168069568c> [ბოლოს ნანახია: 14.02.2026]. 107 45 | ჩაკეტილია ოთახებში და სასეირნოდაც იშვიათად გაჰყავთ.109 ასეთმა პრაქტიკამ კიდევ უფრო მეტი კარცერალური ელფერი შესძინა გარემოს და თანამშრომლების ნაკლებობის ფონზე, გააჩინა წესრიგთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი გამოწვევები, რაც, როგორც წესი, დამახასიათებელია პენიტენციური დაწესებულებებისთვის.110 რაც შეეხება ცენტრში განთავსებულ სხვა პირებს, ისინი ძირითადად ოთახში იყვნენ ჩაკეტილები,111 სადაც პირადი სივრცის ნაკლებობა იყო. თანამშრომელთა სიმცირის და მათზე დაკისრებული სხვადასხვა ფუნქციის გამო, ისინი საცხოვრებელი ოთახების სიახლოვეს არ იმყოფებოდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოძახება გართულებული იყო. როგორც ცენტრში განთავსებული პირები აცხადებდნენ, უწევდათ ყურადღება ოთახში დამონტაჟებული ვიდეოკამერების წინ მკვეთრი მოძრაობებით ან/და ოთახის კარზე დაბრახუნებით მიეპყროთ, რაც თანამშრომელთა გაღიზიანებას და კონფლიქტურ სიტუაციას იწვევდა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ასეთ პირობებში ხანგრძლივად მოთავსება, შესაძლოა, გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას. პრევენციული ვიზიტის დღეს, მკაცრი ზედამხედველობის ოთახში 1 პირი იმყოფებოდა. 2025 წლის 1 იანვრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, მკაცრი ზედამხედველობის ოთახში მოთავსება 40 შემთხვევაში იყო გამოყენებული.112 განთავსებული პირები ასევე უთითებდნენ ამ ოთახის ხშირ გამოყენებაზე. თუმცა დაწესებულება კვლავ არ აწარმოებს სპეციალურ რეესტრს, რაც შესაძლებლობას მონიტორინგის შიდა და გარე მექანიზმებს მისცემდა დაედგინათ მისი გამოყენების ხანგრძლივობა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, მკაცრი ზედამხედველობის ოთახში 10 დღემდე პირის განთავსება, სადაც არ არის ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა, პირებს არ ეძლევათ გარე სამყაროსთან კონტაქტის ან გასეირნების უფლება, კუმულატიურად, შესაძლოა, გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას. მიღებული ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები რუტინულად იყენებენ ხელბორკილს, როგორც დაკავებისას და ტრანსპორტირებისას, ისე მკაცრი ზედამხედველობის ოთახიდან ყოველი გამოყვანისას, მათ შორის, ექიმთან ვიზიტის დროს, თუმცა ეს ფაქტი არ აღირიცხება. დოკუმენტირდება მხოლოდ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო ხელბორკილის გამოყენების შემთხვევები. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, ხელბორკილების რუტინული გამოყენება დაუშვებელია. ხელბორკილი მხოლოდ ინდივიდუალური რისკის 109 გაურკვეველია, რა პრინციპით ხდება ამ სივრცეებში უცხოელების განაწილება. ცენტრში განთავსებული რამდენიმე მიგრანტის, ძირითადად, ინდოეთის მოქალაქეების, განცხადებით, “A” ფლიგელში, სადაც მოთავსებულ 27 პირს შედარებით თავისუფლად შეუძლია გადაადგილება, ადმინისტრაციასთან დაახლოებული რამდენიმე პირი ცდილობდა სხვა განთავსებულ პირებზე ძალაუფლების მოპოვებას და გარკვეული პირების იძულებას, მათ შორის, დაესუფთავებინათ ფლიგელში არსებული ოთახები და საერთო სივრცეები. ასევე ამბობდნენ, რომ ადგილი აქვს მიგრანტებს შორის ძალადობასაც, რაც ასევე ძალაუფლების მოპოვებას უკავშირდება. 111 ჩაკეტილი ოთახიდან მხოლოდ კვების მისაღებად, ვიზიტორთან/ადვოკატთან შესახვედრად ან 20 წუთიანი სეირნობისთვის გამოჰყავთ. 112 შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 14 ნოემბრის წერილი MIA 1 25 03780957. 110 46 | შეფასების საფუძველზე და პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა 113 გამოიყენებოდეს. 3.2.3. ფსიქიატრიული დაწესებულებები ძალადობა 2025 წელს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს ფსიქიატრიული დაწესებულებების114 თანამშრომლების მხრიდან პაციენტთა მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. თუმცა სისტემატური ხასიათი ჰქონდა პაციენტებისადმი უხეშ მიმართვას და ყვირილს, რასაც, შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“, სპეციალური პრევენციული ჯგუფი თავადაც შეესწრო. 2025 წელსაც ხშირი იყო პაციენტებს შორის ძალადობა. რეაგირება, რიგ შემთხვევებში, გვიანდება და პაციენტები სხეულის მძიმე დაზიანებებს იღებენ. ამასთანავე, შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ქალთა და მამაკაცთა შერეულ განყოფილებაში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ქალი პაციენტების მიმართ, კაცი პაციენტების მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების 3 შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. ფსიქოფარმაკოთერაპია, არანებაყოფლობითი მკურნალობა და შეზღუდვები სამწუხაროდ, 2025 წელსაც, ფსიქიატრიული დახმარება კვლავ ფარმაკოთერაპიით შემოიფარგლება და ბიოფსიქოსოციალურ ხასიათს არ ატარებს. პაციენტების უმეტესობისთვის უცნობია მკურნალობის სქემა, მედიკამენტები და მათი გვერდითი ეფექტები. არსებული გარემო არათერაპიული და დამთრგუნველია. პაციენტების უმეტესობას, დღის განმავლობაში, არანაირი აქტივობა არ შეეთავაზება და სუფთა ჰაერზე გასვლის უფლება არ ეძლევათ.115 სტაციონირებისას, ექიმები უპირატესობას ანიჭებენ მედიკამენტების საინექციო ფორმების გამოყენებას და პოლიფარმაციას, მონოთერაპიის ნაცვლად. პრობლემად რჩება ორი ან მეტი ანტიფსიქოზური მედიკამენტის ერთდროული გამოყენება, მათ შორის, მედიკამენტ 113 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები მიგრანტთა თავისუფლების შეზღუდვაზე. ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/16806fbf12 [ბოლოს ნანახია: 04.03.2026]. 1142025 წელს პრევენციული ვიზიტები განხორციელდა შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში; შპს „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ფსიქიატრიული სტაციონარი - ბავშვთა და ზრდასრულთა განყოფილებებში; შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ სტაციონარულ განყოფილებაში. 115სამწუხაროდ, იგივე მდგომარეობაა შპს „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ ბავშვთა განყოფილებაშიც. დაწესებულება ვერ სთავაზობს ბავშვებს მათ ასაკსა და საჭიროებებზე მორგებულ აქტივობებს, მათ შორის, გასართობ, სპორტულ ან შემეცნებითს. 47 | „ზოპინთან” („კლოზაპინი”) ერთად.116 ამასთანავე, 2025 წელს, დაწესებულებებს117 პერიოდულად ჰქონდათ სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტი,118 და ეს პრობლემა ზოგიერთ შემთხვევაში წლის ბოლოსთვისაც არ იყო აღმოფხვრილი. სტაციონარული ფსიქიატრიული გათვალისწინებული დახმარება შემთხვევებისა, ნებაყოფლობითია, როდესაც აუცილებელია 119 კომისიის დასკვნა და სასამართლოს გადაწყვეტილება. გარდა კანონით ექიმ-ფსიქიატრთა 2025 წელსაც, დაწესებულებები მაქსიმალურად არიდებდნენ თავს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებისთვის საჭირო პროცედურებს, პაციენტებს ფორმალურად აწერინებდნენ ხელს ინფორმირებული თანხმობის ფორმაზე და დე ფაქტო უზღუდავდნენ თავისუფლებას. ასევე, პრობლემურია სტაციონირებაზე პაციენტის თანხმობის გაიგივება მკურნალობაზე თანხმობასთან, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სტაციონირებაზე თანხმობის მიუხედავად, პაციენტი არ ეთანხმებოდეს შეთავაზებულ მკურნალობას.120 მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პაციენტებს მედიკამენტებს დაფხვნილი სახით, იძულებით ასმევენ ან ნების საწინააღმდეგოდ ინექციებს უკეთებენ. მკურნალობაზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გადამწყვეტია, რადგან საქმე ეხება ძლიერ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ტანჯვა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ინდივიდის ჯანმრთელობას და, შესაძლოა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ზღვარსაც მიაღწიოს.121 პრობლემურია ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის გამოყენების პრაქტიკა.122 დაწესებულებების მიხედვით განსხვავებულია შეზღუდვის მეთოდების გამოყენების სიხშირე.123 შეზღუდვის მეთოდები გამოიყენება ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართაც, მათი სამართლებრივი სტატუსის გადაუსინჯავად.124 შეზღუდვა 116იხ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2025 წლის ანგარიში. 117მაგ., შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ფიქსირდებოდა მედიკამენტების- „ციკლოდოლის“, „ტიზერცინის“, „ჰალოპერიდოლისა“ და „დიაზეპამის“ დეფიციტი. 118 „დიაზეპამი”, „ციკლოდოლი“, „ტიზერცინი“ (საინექციო ფორმა), „ტრუქსალი”, „რექსეტინი”, „ჰალოპერიდოლი”, „კლოპიქსოლი”. 119 ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 18 და 221. 120 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში 2024-2025 წლებში საქართველოში ვიზიტის შესახებ. პარა. 102-104. იხილეთ ინგლისურ ენაზე: < https://rm.coe.int/48802aab80>[ბოლოს ნანახია: 27.02.2026]. 121 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის შუალედური ანგარიში გენერალური ასამბლეის წინაშე, A/63/175, 2008 წლის 28 ივლისი, პარა. 63, ხელმისაწვდომია, < https://digitallibrary.un.org/record/635981?ln=en >, [ბოლოს ნანახია: 22.01.2026]. ასევე, Glass v. the United Kingdom, №61827/00, პარა. 70, ECHR 2004-II, X v. Finland. 122სახალხო დამცველს წარმოებაში აქვს 2 საქმე, სადაც შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ პაციენტების მიმართ სავარაუდოდ არაერთხელ იქნა გამოყენებული მექანიკური შეზღუდვა, 89 საათის ხანგრძლივობით, და ამ დროს პაციენტებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეზღუდვის პირობებში უწევდათ. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ამის შემდეგ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ და დამცინავ მიმართვებსაც. 123 ასე მაგ., შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“, 2025 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, მექანიკური შეზღუდვა გამოყენებული იყო 333 შემთხვევაში. 124 ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი. მუხლი 16.8. 48 | ხდება სხვა პაციენტების თანდასწრებით, მეტიც, რიგ შემთხვევებში, სხვა პაციენტები ეხმარებიან პერსონალს ფიზიკური შეზღუდვის გამოყენებისას. დასაბუთება შაბლონურია და არ ჩანს შეზღუდვის მეთოდის გამოყენების უკიდურესი აუცილებლობა. ასევე, კვლავ შეზღუდვა,125 გამოიყენება ქიმიური კომბინირებულად. მათ შორის, ფიზიკურ შეზღუდვასთან სამედიცინო მომსახურება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, უნდა გადიოდნენ ფიზიკური ჯანმრთელობის რეგულარულ შემოწმებას.126 მხოლოდ სტაციონირებისას სისხლის და შარდის საერთო, „C“ ჰეპატიტის, სიფილისის და გლუკოზის ანალიზების ჩატარება ვერ უზრუნველყოფს გვერდითი ეფექტების სათანადო მართვას. დაწესებულებებში თერაპევტის მომსახურება კონსულტაციითა და სიმპტომური მკურნალობით შემოიფარგლება. დამატებითი გამოკვლევები და მკურნალობა, ისევე როგორც გეგმური სტომატოლოგიური დახმარება, პაციენტის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გეგმური სამედიცინო მომსახურება თანადაფინანსებას ითვალისწინებს, უცხო ქვეყნის მოქალაქე პაციენტებს კი დაზღვევის არქონის გამო სრული თანხის გადახდა უწევთ. სომატური ჯანდაცვის სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც, შესაძლოა, პაციენტის გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს. დაწესებულებებში მოთავსებული შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებისთვის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება კი ხელს შეუწყობს დაავადებათა დროულ გამოვლენასა და მკურნალობას. დაწესებულებები კვლავ არ აღრიცხავენ იმ პაციენტთა გარდაცვალებას, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალნენ.127 სამწუხაროდ, ამჟამად არ არსებობს სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება, რომელიც შეისწავლიდა თითოეული გარდაცვალების მიზეზს და დაადგენდა სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის საკითხს. 3.2.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისები ძალადობა 2025 წელს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია, თუმცა ბენეფიციარები კვლავ უთითებდნენ უხეშ, არაეთიკურ დამოკიდებულებაზე და მიმართვებზე, ასევე, ძირითადად, ფსიქიატრიულ 125წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის თანახმად, პაციენტის ქცევის კონტროლის მიზნით მედიკამენტის იძულებით მიცემა განიმარტება ქიმიურ შეზღუდვად. ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/16807001c3 > [ბოლოს ნანახია: 22.01.2026]. 126 დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკვლევი „ფსიქოზი და შიზოფრენია მოზრდილებში”, რეკომენდაცია 23. 127 ამის მიზეზად კვლავ ის სახელდება, რომ ასეთ დროს პაციენტი ეწერება და ისინი აღარ არიან ვალდებულები, თვალი მიადევნონ მის მდგომარეობას. 49 | დაწესებულებებში გადაყვანის მუქარაზე. შშმ პირთა საცხოვრის სერვისებში128 კვლავ გამოწვევაა ბენეფიციარებს შორის ძალადობა. ბენეფიციარებს შორის დაპირისპირებები ძირითადად საყოფაცხოვრებო საკითხებით არის გამოწვეული. პერსონალისა და ბენეფიციარების თანაფარდობა, პერსონალის რაოდენობის გადატვირთულობა და სტანდარტთან129 დაბალი შეუსაბამო ანაზღაურების გამო სხვადასხვა ადგილზე დამატებით მუშაობა იწვევს პროფესიულ გადაწვას. ამასთანავე, სათანადო სწავლების არარსებობა უარყოფითად აისახება ბენეფიციართა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და წარმოშობს უგულებელყოფის რისკებს. შშმ პირთა საცხოვრისებში არსებული შეზღუდვები მიღებული ინფორმაციით, კრიზისულ 130 გამოიყენება ქიმიური შეზღუდვა, 131 დაუშვებელია. აქვე, სიტუაციებში, ერთეულ შემთხვევებში, რაც საცხოვრისის სერვისებში კანონმდებლობით აღსანიშნავია, რომ საცხოვრისის სერვისების უმეტესობა ხელმძღვანელობს შინაგანაწესით, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და უშვებს ბენეფიციარის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის გამოყენებას. ბენეფიციარები კვლავ საუბრობდნენ მედიკამენტების დაფხვნილი სახით მიღების იძულების 132 პრაქტიკაზე. ჯანმრთელობის დაცვა ბენეფიციართა ნაწილს დადგენილი ჰქონდა ფსიქიატრიული დიაგნოზი და შესაბამის მედიკამენტებს უფასოდ იღებდა. კვლავ პრობლემა იყო ერთდროულად რამდენიმე ანტიფსიქოზური მედიკამენტის დანიშვნა, მათ შორის, მედიკამენტ „ზოპინთან“ („კლოზაპინი“) ერთად. ეს კი, ზრდის მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბენეფიციარებს პერიოდულად არ უტარდებოდათ ლაბორატორიული გამოკვლევები. გეგმური სამედიცინო მომსახურება კვლავ თანადაფინანსებას ითვალისწინებს, ხოლო მედიკამენტების შეძენა ბენეფიციარებს ან მათი ოჯახის წევრებს უწევთ. არ იყო უზრუნველყოფილი რეგულარული ასაკობრივი სკრინინგული გამოკვლევები. 128 ანგარიშის და რეკომენდაციების მიზნებისთვის შშმ პირთა საცხოვრისის სერვისები მოიცავს ყველა ტიპის საცხოვრისს (მათ შორის, საოჯახო და სათემო სახლებს, პანსიონატებს, თავშესაფარს), სადაც ბენეფიციარები 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან. 129 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №0154/ნ ბრძანება, მუხლი 11. ბ. 130 პირის ნების საწინააღმდეგოდ სწრაფი ტრანკვილიზება. 131 ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი. მუხლი 16. 132 იძულების ასეთი პრაქტიკა არღვევს ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და, შესაძლოა, არაადამიანური მოპყრობის ზღვარსაც მიაღწიოს. წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის შუალედური ანგარიში გენერალური ასამბლეის წინაშე, A/63/175, 2008 წლის 28 ივლისი, პარა. 63, ხელმისაწვდომია, < https://digitallibrary.un.org/record/635981?ln=en >, [ბოლოს ნანახია: 22.01.2026]. 50 | 3.3. არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი ფაქტორები 3.3.1 პენიტენციური სისტემა არასათანადო მოპყრობის გამოვლენის და დოკუმენტირების ხარვეზები სახელმწიფო ვალდებულია დანერგოს ძალადობის შემთხვევების გამოვლენის ქმედითი მექანიზმი, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის ფაქტები.133 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებაში შესული ცვლილებების134 თანახმად,135 თუკი სამედიცინო პერსონალი სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტს შეამჩნევს შესაძლო წამების ან არასათანადო მოპყრობის ნიშნებს, მისი სამედიცინო შემოწმება შეუძლია თანხმობის გარეშეც. პრაქტიკაში, დაწესებულების ექიმები დაზიანებებს დოკუმენტურად მხოლოდ მაშინ აღწერენ,136 როდესაც სავარაუდო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ჩამდენად პატიმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს 137 თანამშრომელს უთითებს. შესაბამისი ფორმები კი ხარვეზებით ივსება. ამასთანავე, სამედიცინო პერსონალის დაწესებულების ადმინისტრაციისგან არასაკმარისი დამოუკიდებლობა138 ამცირებს მათ მიმართ პატიმრების ნდობას, რაც ასევე ხელს უშლის არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოვლენასა და სათანადო დოკუმენტირებას. დამატებით, ექიმების პატიმართან არაკონფიდენციალურ მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პროცედურის ეფექტიანობას. 133ადამიანის გარემოში შეხვედრა 139 უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, ქინანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Keenan v. United Kingdom) Appl. №27229/95, პარა. 122. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: <https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-59365> [ბოლოს ნანახია: 24.02.2026]. 134 2025 წლის 11 ივლისს განხორციელდა ცვლილება. 135 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანება. მუხლი 2, პუნქტი 5. 136დაწესებულებებში შესახლებული ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირება იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად განხორციელდა 52 შემთხვევაში (№8 დაწესებულება - 43; №2 - 7; №12 - 1; №18 დაწესებულება - 1). ყველა შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის სუბიექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, საფუძველი კი - პატიმრის განაცხადი. დაწესებულებებში მყოფი პატიმრის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების დოკუმენტირება ამ წესის შესაბამისად არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა. 137ანატომიურ ილუსტრაციაზე არ იყო აღნიშნული დაზიანების მდებარეობა, არ იყო მითითებული დაზიანების ფერი და ფორმა, ასევე, დაზიანების მიღების მეთოდი; არ იყო დადგენილი შესაბამისობა დაზიანებასა და მისი მიღების მეთოდს შორის. 138 სამედიცინო პერსონალის პროფესიული დამოუკიდებლობა გულისხმობს, რომ ექიმები საქმიანობდნენ ადმინისტრაციის გავლენისგან თავისუფლად და მხოლოდ სამედიცინო ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სამედიცინო პერსონალის პროფესიულ დამოუკიდებლობაზე და კონფიდენციალურ სამედიცინო შემოწმებაზე. იხ. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მე-3 ზოგადი ანგარიში (CPT/Inf (93) 12), პარა. 30–36; ასევე, სტამბოლის პროტოკოლი, 2022, პარა. 69–73. 139დახურული ტიპის დაწესებულებებში სამედიცინო შემოწმებას ესწრება არასამედიცინო პერსონალი, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტს შეგნებულად ახლავს სხვა პატიმარი, რათა შემდგომ პრივილეგირებულ პატიმრებს მის მიმართ შეკითხვები არ გაუჩნდეთ. 51 | ჯანმრთელობის დაცვა პენიტენციურ დაწესებულებებში წინა წლების მსგავსად, კვლავ გამოწვევებია პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციური ჯანდაცვის სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრაცია, რაც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ამ დრომდე არ განხორციელებულა.140 რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების დროულობას, მომსახურების გაწევის გაჭიანურების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა141 და გადატვირთულობა,142 განსაკუთრებით შაბათ-კვირას და ღამის საათებში.143 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამედიცინო პერსონალის 47 ადგილი144 ვაკანტური იყო. გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო რეფერალისთვის პრობლემური იყო დადგენილი ექიმ-სპეციალისტებთან ვადები დარღვეული კონსულტაციამდე იყო.145 მოცდის კვლავ პერიოდის დოკუმენტურად დადგენა. გასაუბრების დროს კი, პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ 1 თვე ან უფრო მეტი ხანი უწევდათ ლოდინი. კვლავ არ იყო დანერგილი პატიმართა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემა.146 საანგარიშო წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატს კვლავ აქტიურად მიმართავდნენ პატიმრები გაჭიანურებული ან არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესახებ განცხადებებით. არაერთ შემთხვევაში, სახალხო დამცველმა, აპარატში დასაქმებული ექიმის შეფასებების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრს პატიმრებისთვის დამატებით მისაწოდებელი სამედიცინო მომსახურების შესახებ რეკომენდაციებით მიმართა.147 მისასალმებელია, რომ ხუთიდან ოთხი რეკომენდაცია სამინისტრომ გაიზიარა. 140წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში 2014 და 2018 წელს განხორციელებული ვიზიტების ანგარიშები. 141 №2 დაწესებულებას, სადაც თვის განმავლობაში, საშუალოდ, დაახლოებით 1090 პატიმარი იმყოფებოდა, 1 მორიგე ექიმი და 2 მორიგე ექთანი ემსახურებოდა. 142დახურული ტიპის დაწესებულებებში ექიმის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არასამედიცინო პერსონალის გულისხმიერებასა და მოცლილობაზე, ხოლო ნახევრად ღია დაწესებულებებში, მართალია, პატიმრებს სამედიცინო პუნქტში მისვლა დამოუკიდებლად შეუძლიათ, თუმცა რიგში დგომა უწევთ. 143№8 დაწესებულებას, სადაც საშუალოდ, თვის განმავლობაში 2 635 პატიმარია, შაბათ-კვირას და არასამუშაო დროს 3 მორიგე ექიმი და 7 მორიგე ექთანი ემსახურებოდა. 144 16 ექიმი (მათ შორის, 1 სტომატოლოგი) და 31 ექთანი. 145მაგ., ორი პატიმარი სამოქალაქო საავადმყოფოში უროლოგთან კონსულტაციაზე და გასტროსკოპიაზე გასაყვანად დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 1,5 თვის წინ, ხოლო კიდევ ორი პატიმარი ნეიროქირურგის კონსულტაციას და ელექტრონეირომიოგრაფიულ კვლევას 3 თვეზე მეტი ელოდა. 146სამედიცინო დოკუმენტაცია კვლავ ხარვეზებით იწარმოებოდა: სამედიცინო ბარათების ნაწილში არ იყო კურსუსები (სამედიცინო ჩანაწერები); ხშირად, ბარათები არათანმიმდევრული იყო და მკურნალობის შედეგების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავდა. 147 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 20 მარტის №25/2315 რეკომენდაცია მსჯავრდებულ ლ.ლ.სთვის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებისა და ანალიზების ჩატარების თაობაზე; საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 9 აპრილის №25/2860 რეკომენდაცია მსჯავრდებულ გ.გ.-სთვის ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევისა და ნეიროქირურგის კონსულტაციის ჩატარების თაობაზე; საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 28 ივლისის №25/5895 რეკომენდაცია მსჯავრდებულ ა.ჩ.-სთვის ნეიროქირურგის განმეორებითი კონსულტაციის ჩატარების თაობაზე; საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 5 აგვისტოს №25/6117 რეკომენდაცია მსჯავრდებულ ვ.ნ.-ს 52 | გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებითა და მხარის მოთხოვნით, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასება დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფის ჩართულობით მიმდინარეობდა.148 ამასთანავე, ერთ-ერთი ინდივიდუალური საქმის149 შესწავლის პროცესში სისტემური ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა: პატიმრებს ორთოპედიული ლეიბისა და ბალიშის მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეუძლიათ და არ აქვთ მათი საკუთარი ხარჯით შეძენის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მიმართა წინადადებით,150 უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, იმგვარად, რომ პატიმრებს მიეცეთ შესაძლებლობა, სახელმწიფოს კონტროლით (უსაფრთხოების დაცვით) და საკუთარი ხარჯით, დაწესებულების მაღაზიაში შეიძინონ ორთოპედიული ლეიბი და/ან ბალიში. საანგარიშო პერიოდში, კვლავ გამოწვევად რჩებოდა უწყვეტი სამედიცინო განათლების საკითხი.151 არ იყო უზრუნველყოფილი სამედიცინო პერსონალის სათანადო სწავლება, მათ შორის, დაავადებათა მართვის თანამედროვე სტანდარტების შესახებ. პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჯანმრთელობის დაცვა რჩება. ფსიქიატრიული პატიმართა დახმარება 152 ბიოფსიქოსოციალურ ხასიათს, მულტიდისციპლინური მუშაობა არ ფსიქიკური ატარებს არ მიმდინარეობს და მხოლოდ ფარმაკოთერაპიით შემოიფარგლება. არ ტარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი და ფსიქიატრთან რეფერირება უმეტესად მხოლოდ მწვავე და მკაფიოდ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში ხდება. მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბრალდებულებს ფსიქიატრიული ექსპერტიზისა და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხშირად ხანგრძლივად უწევთ ლოდინი, რის გამოც, სათანადო ფსიქიატრიული დახმარების გარეშე რჩებიან.153 ანტიფსიქოზური დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროების თაობაზე; საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 10 სექტემბრის №25/7255 რეკომენდაცია ბრალდებულ ნ.დ.-სთვის ორთოპედიული ლეიბის გადაცემის თაობაზე. 148 იხ. < https://www.ombudsman.ge/geo/190411044320siakhleebi/sakhalkho-damtsvelma-mzia-amaghlobelis-sakmezeekimta-jgufi-shekmna > < https://www.ombudsman.ge/geo/190411044320siakhleebi/sakhalkho-damtsvelis-miershekmnili-spetsialisttaekspertta-jgufis-daskvna-mzia-amaghlobelis-sameditsino-mdgomareobis-monitoringisshedegebis-shesakheb > 149 მსჯავრდებულ ა.ზ.-ს საქმე. 150 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 17 ნოემბრის №25/9264 წინადადება. 1512025 წელს, ბიოლოგიური ნიმუშის აღების კვალიფიკაციის მისანიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გადამზადდა სამედიცინო დეპარტამენტის 114 თანამშრომელი. 152დაწესებულებებში თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს არ აქვთ კრიზისული ფსიქიატრიული შემთხვევების მართვის საჭირო უნარები და არც შესაბამისი სწავლება უტარდებათ, რაც აფერხებს ფსიქიკური პრობლემების დროულ გამოვლენასა და მართვას. 153ნახევრად ღია დაწესებულებებში, კრიზისის დროს, პაციენტები, სასწრაფო წესით გადაჰყავთ №18 დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში, დახურულ დაწესებულებებში კვლავ შენარჩუნებულია დეესკალაციის ოთახებში მოთავსების პრაქტიკა, სადაც პატიმრები ხშირად 72 საათზე მეტხანს რჩებიან. 53 | მკურნალობისას,154 მედიკამენტებით არ ტარდება ფიზიკური რეგულარული მონიტორინგი, სამედიცინო ჩანაწერებში კი არ ჯანმრთელობის აღინუსხება გვერდითი ეფექტების მართვა და ფსიქიკური მდგომარეობის დინამიკა, რაც ზრდის, როგორც ფსიქიკური მდგომარეობის დამძიმების, ისე უსაფრთხოების რისკებს. საანგარიშო პერიოდში პრობლემები იყო პრევენციული ჯანდაცვისა და კვების კუთხითაც. 2025 წელს, მხოლოდ №5 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა ნაწილს ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგული კვლევა. მნიშვნელოვანია, ყველა დაწესებულებაში, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს უტარდებოდეთ სათანადო სკრინინგული გამოკვლევები. რაც შეეხება პატიმართა კვებას, 2025 წელს, საკვები ძირითადად დღეში სამჯერ მიეწოდებოდათ, მათ შორის, არასრულწლოვან პატიმრებსაც.155 პატიმრების ნაწილი კვლავ უთითებდა საკვების უხარისხობაზე, განსაკუთრებით კი, დახურული ტიპის დაწესებულებებში. გაირკვა, რომ დაწესებულებებში დღის ბოლოს დიდი რაოდენობით საკვების ნარჩენი იყრება, რადგან პატიმართა დიდი ნაწილი ზოგიერთი სახეობის საკვებს არ იღებს. პატიმრებს ყოველთვის არ მიეწოდებოდათ მენიუთი გათვალისწინებული საკვები. ვიზიტების დროს გამოკითხული პატიმრების უმრავლესობა ამბობს, რომ დაწესებულებების მიერ მომზადებული საკვები არ მოსწონთ. მათივე გადმოცემით, კვების მენიუში გამოყენებული ნახევარფაბრიკატები უხარისხოა, კერძებს კი აკლია თერმულად დამუშავება და სანელებლები. შესაბამისად, პატიმრები ამჯობინებენ მაღაზიაში შეიძინონ პროდუქტები და საკვები თავად მოიმზადონ. ამდენად, შეზღუდული რესურსის ფუჭი ხარჯვის156 თავიდან ასაცილებლად და პატიმრებისთვის მისაღები საკვების მომზადების მიზნით, მნიშვნელოვანია არსებული მენიუს 157 დაუმუშავებელი ხილის და ბოსტნეულის რაოდენობის გადახედვა, თერმულად გაზრდა და ეთნიკურ- კულტურული და რელიგიური საჭიროებების გათვალისწინება. ასევე, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს პატიმართა კვებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, სურსათის ეროვნული სააგენტო კი, წინასწარი შეტყობინების გარეშე, რეგულარულად ამოწმებდეს დაწესებულებებს. გასაჩივრების მექანიზმის ხარვეზები 154მათ შორის, მედიკამენტ „ზოპინის” („კლოზაპინი”), რომელიც გამოიყენება, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიფსიქოზურ და განსხვავებული ჯგუფის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად. 155მიუხედავად იმისა, რომ ნორმატიულად განსაზღვრულია ოთხჯერადი კვება, არასრულწლოვნების ოთხჯერადი კვება იშვიათად არის უზრუნველყოფილი. გამონაკლისია №5 დაწესებულება, სადაც არასრულწლოვნებს დღეში 4 ჯერ მიეწოდებათ საკვები. 156სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის №28506/01 წერილის თანახმად, 2024 წლიდან 2025 წლის 31 მარტამდე ერთი პატიმრის კვების დღიური დანახარჯი 8.12 ლარს, ხოლო 2025 წლის დარჩენილ პერიოდში 8.93 ლარს შეადგენდა. 2021 წელს იგივე მაჩვენებელი 6 ლარი იყო. 157 საანგარიშო პერიოდში, პატიმრებს, ძირითადად, კვირაში ერთხელ, ვაშლი, ხოლო ჩირის კომპოტი სამჯერ მიეწოდებოდათ. 54 | გასაჩივრების უფლების რეალიზებას ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორი. კერძოდ, პატიმრებს სათანადოდ არ მიეწოდებათ გასაჩივრების მექანიზმის შესახებ. 158 ინფორმაცია უფლება-მოვალეობების და პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა უცხოენოვანი 159 პატიმრების შემთხვევაში. ნახევრად ღია გავლენით, ტიპის დაწესებულებებში, მსჯავრდებულები თავს პატიმართა იკავებენ არაფორმალური იერარქიის 160 მოთხოვნა/საჩივრებისგან , რადგან არაფორმალური წესებით, გასაჩივრება მიუღებელ ქმედებად მიიჩნევა და იწვევს ანგარიშსწორებას, ხოლო №2, №3, №5 და №8 დაწესებულებებში არაერთი პატიმარი აღნიშნავდა, რომ დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ანგარიშსწორების შიშს განიცდიდნენ.161 ზოგადად, პატიმრებს ჰქონდათ განცდა, რომ შესაბამის ორგანოებს ვერ მიმართავდნენ ისე, რომ დაწესებულების ადმინისტრაციას ვერ გაეგო ამის შესახებ.162 ადვოკატი არ არის მითითებული იმ საგამონაკლისო163 აბონენტთა ჩამონათვალში, ვისთან დაკავშირებაც, პატიმრებს, დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის და სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში შეუძლიათ.164ადვოკატი არც იმ საგამონაკლისო აბონენტთა ჩამონათვალშია, ვისთან დაკავშირებაც პატიმრებს შეუძლიათ საგამოძიებო ორგანოს მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კონტაქტის და საქართველოს წინააღმდეგ კონსტიტუციური მიმართული წყობილებისა დანაშაულის და უშიშროების ჩადენაში ან საფუძვლების ტერორიზმში ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების შეზღუდვის პერიოდში. უსაფრთხოების ღონისძიების სახით სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში პატიმრებს პრაქტიკაში საერთოდ არ ეძლევათ სატელეფონო ზარის 158პატიმრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, როდის შეიძლებოდა სახალხო დამცველთან დარეკვა და უფასო იყო თუ არა სატელეფონო ზარი. 159უცხოენოვანი პატიმრები ასევე არ ფლობენ ინფორმაციას დისციპლინური სამართალწარმოების წესების, სამედიცინო მომსახურების გაწევის ორგანიზებისა და სხვა საკითხებზე, უჭირთ პერსონალთან კომუნიკაცია, რადგან თარჯიმანს არ იწვევენ. 160სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე 2025 წლის განმავლობაში შემოსული 2 159 სატელეფონო ზარიდან მხოლოდ 1%-მდე ზარი იყო შემოსული №14, №15 და №17 დაწესებულებებიდან, სადაც სასჯელს პატიმრების საერთო რაოდენობის 41% იხდის. 161ერთ-ერთი პატიმრის განმარტებით, №2 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელთან მისი შეხვედრით გაღიზიანებულმა თანამშრომელმა უთხრა, რომ შეეწყვიტა ჩივილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუკრძალავდა მიმოწერას, ტელეფონით დარეკვას და დეესკალაციის ოთახში ჩასვამდა. 162 პატიმრებს კონფიდენციალური საჩივრის კონვერტების მისაღებად უნდა მიემართათ დაწესებულების თანამშრომლებისთვის, რაც გასაჩივრების განზრახვას ნათელს ხდიდა. გარდა ამისა, კონვერტს საჩივრის ყუთში ისე ვერ ჩააგდებდა, რომ ეს თანამშრომლებს არ შეემჩნიათ ან/და ვიდეომეთვალყურეობის კამერებს არ აღებეჭდათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი პატიმარი აცხადებდა, რომ მათ მიერ კონფიდენციალურად გაგზავნილი განცხადება/საჩივარი იხსნებოდა, რაც დაწესებულების ადმინისტრაციისგან უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი ხდებოდა. 163საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურის და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები. 164პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 78-ე მუხლის მე-4 და 116-ე მუხლის მე-9 ნაწილი. 55 | განხორციელების შესაძლებლობა.165 ხოლო დეესკალაციის ოთახში მოთავსების შემთხვევაში დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებს ცხელ ხაზზე ან ადვოკატთან დარეკვის უფლებით.166 არაფორმალური მმართველობა პატიმრების ძალადობისგან დაცვის თვალსაზრისით, კვლავ გამოწვევად რჩება №14, №15 და №17 დაწესებულებებში დაწესებულებების პრივილეგირებული მართვაში არაფორმალური პატიმრების (ე.წ. მონაწილეობა, რაც მაყურებლების) არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და პატიმართა შორის ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას იწვევს.167 ამ პრაქტიკის არსებობა168 დაადასტურეს იმ პატიმრებმა, რომლებსაც 2025 წელს მოუწიათ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პატიმრებისგან №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის შესახებაც მიიღო ინფორმაცია. არასრულწლოვან პატიმრებს შორის კრიმინალური სუბკულტურის გავლენების და მისი დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობდა ამავე დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელიც. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის ანგარიშებში169 არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირების ფაქტებსა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში დამკვიდრებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე მიუთითებს. №17 და №14 დაწესებულებებში პატიმრების არაფორმალური იერარქიის აშკარა ნიშნებზე საუბრობს გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტიც.170 პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობა 165მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური კოდექსის 78-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული მისი უსაფრთხოების დასაცავად სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით. 166პენიტენციური დაწესებულებების დებულებების თანახმად, გამონაკლისია მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა. 167 პატიმრების არაფორმალური იერარქია. ციხის სტანდარტი. CPT/inf (2025)12. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე <https://rm.coe.int/1680b57a6a> [ბოლოს ნანახია: 16.01.2026]. 168ადმინისტრაციასთან დაახლოებული, პრივილეგირებული პატიმრები, მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით, გავლენას ახდენენ სხვა პატიმრებზე, აგვარებენ კონფლიქტებს და, მათ შორის, იძულების გზით აგროვებენ ე.წ. ობშიაკს. 169იხ. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშები საქართველოში ვიზიტების შესახებ (ინგლისურ ენაზე): 2024 წლის 18-29 ნოემბრის და 2025 წლის 21-22 იანვრის ვიზიტი < https://rm.coe.int/48802aab80>; 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, პარა. 53: <https://rm.coe.int/1680945eca >; 2021 წლის 17-24 მაისის ad hoc ვიზიტი: <https://rm.coe.int/1680a6eabd> [ბოლოს ნანახია: 17.02.2026]. 170 ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. მისამართზე: <https://bit.ly/4k9RXyg> პარა. 42; [ბოლოს ნანახია: 16.01.2026]. 56 | 2025 წელს, შეინიშნება პატიმართა (მათ შორის, ქალთა და არასრულწლოვანთა171) რაოდენობის ზრდა (22,6%)172. ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90.4%- ით173 იყო შევსებული და 14-დან 5 დაწესებულებაში174 იყო პატიმრების საერთო (11 153) რაოდენობის 79% (8 795). ამასთანავე, №2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა.175 სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ №2, №8 და №15 დაწესებულებებში გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, პატიმრები გადაიყვანონ სხვა შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში და ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს პატიმრის ოჯახის საცხოვრებელი ადგილი. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) მრავალი წელია მიუთითებს, რომ ყველა ბრალდებული ან მსჯავრდებული არასრულწლოვანი უნდა მოთავსდეს სწორედ მათი ასაკისთვის სპეციალურად შექმნილ დაწესებულებებში. ასეთი დაწესებულებები უნდა უზრუნველყოფდეს არასაპატიმრო ტიპის გარემოს, არასრულწლოვანთა საჭიროებებზე მორგებულ დღის წესრიგს და დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული პერსონალით.176 ამის საპირისპიროდ, არასრულწლოვანი ბრალდებულები და მსჯავრდებულები კვლავ იმყოფებიან №2, №5 და №8 დაწესებულებების სპეციალურ განყოფილებებში, სადაც გარემო არ შეესაბამება მოზარდთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომას. 1712023 წლის დეკემბერში სულ 55 არასრულწლოვანი პატიმარი იყო, 2025 წლის დეკემბერში კი - 97. რაც შეეხება ქალებს, 2021 წლის დეკემბერში სულ 301 ქალი პატიმარი იყო, ხოლო 2025 წლის დეკემბერში - 516. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ელ. მისამართზე: < https://bit.ly/46E3DDZ > [ბოლოს ნანახია: 25.02.2026]. 1722024 წლის დეკემბერში - 9 098 პატიმარი, 2025 წლის დეკემბერში კი - 11 153. 173 პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების ჯამური ლიმიტია - 12 332 ადგილი, 2025 წლის დეკემბერში, სულ დაწესებულებებში 11 153 პატიმარი იმყოფებოდა. 174 №2, №8, №14, №15, №17 პენიტენციური დაწესებულებები. 175სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი: < https://bit.ly/4cWGSiq > [ბოლოს ნანახია: 17.02.2026]. 176წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT), „არასრულწლოვნები, რომელთაც თავისუფლება აღეკვეთათ სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე”. პარა. 101. < https://rm.coe.int/16809534f0 > ბოლოს ნანახია: 04.02.2026]. 57 | ფიზიკური გარემო ცალკეულ პენიტენციურ დაწესებულებებში 177 კვლავ პრობლემურია 178 179 ჰიგიენური პირობების , ვენტილაციის , ბუნებრივი განათების 180 კოდექსით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური ფართობის სანიტარიულ- და პენიტენციური უზრუნველყოფის საკითხი. პენიტენციურ დაწესებულებებში, ინფრასტრუქტურა კვლავ არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში შხაპის კვირაში მხოლოდ ორჯერ მიღების შესაძლებლობა ვერ აკმაყოფილებს181 პატიმართა ჰიგიენურ მოთხოვნებს. №17 დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. „ბარაკული“ ტიპის საერთო საცხოვრებლები, სადაც შეუძლებელია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. 3.3.2. შინაგან საქმეთა სამინისტრო არასათანადო მოპყრობის გამოვლენის და დოკუმენტირების ხარვეზები არასათანადო მოპყრობის გამოვლენა და რეაგირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სათანადო დოკუმენტირებაზე. ბრალდებულის დაკავების ოქმის ფორმა მკაფიოდ არ მოითხოვს დაკავების გარემოებების დეტალურ აღწერას, ადმინისტრაციული დაკავების ფორმები კი კიდევ უფრო ნაკლებ ინფორმაციული გახდა.182 2025 წელს დამუშავებული 297 შემთხვევიდან 18.2%-ში (54 შემთხვევა) დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია იზოლატორებში დაცულ სამედიცინო ჩანაწერებში.183 ამ შემთხვევაში ჩნდება მყარი პრეზუმფცია, რომ, შესაძლოა, დაკავებული პირი პოლიციის 177სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები არ იყო დამაკმაყოფილებელი №2 და №8 დაწესებულებების საცხოვრებელ საკნებში არსებულ სველ წერტილებში, სადაც არ იყო დაცული სისუფთავე; ასევე არ იყო დაცული სისუფთავე დეესკალაციის ოთახებში, შიდა კლასიფიკაციის საკნებში, სამარტოო საკნებსა და ე.წ. უსაფრთხო საკნებში. აღნიშნული სივრცეები ასევე საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, ვინაიდან კედლები, ჭერი და იატაკი დაზიანებულია ნესტისგან და სიძველისგან. №2, №5 და №8 დაწესებულებებში გავრცელებულია ტარაკნები. 178 №2, №5 და №8 დაწესებულებებში დამონტაჟებული ხელოვნური სავენტილაციო სისტემა ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელი საკნების ვენტილაციას. პრობლემა მეტად მძიმდება ზაფხულში, როდესაც მაღალი ტემპერატურის პირობებში, დგება კონდიციონერის გამოყენების აუცილებლობა, თუმცა ამ დაწესებულებების საცხოვრებელ საკნებში კონდიცირების სისტემა დამონტაჟებული არ არის. ამ მხრივ, გამონაკლისია №5 დაწესებულების „B“ საცხოვრებელი კორპუსის საკნები, სადაც დამონტაჟებულია კონდიციონერები. 179№2 და №8 დაწესებულებების სამარტოო საკნებში, ასევე ე.წ. უსაფრთხო საკნებსა და დეესკალაციის ოთახებში არასაკმარისია ბუნებრივი განათება. 180 №2, №8 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში. 181იხ. 2025 წლის 21, 22 და 23 ივლისს №5 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდგომი ანგარიში. გვ. 17-18, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/40CHLFA > [ბოლოს ნანახია: 17.02.2026]. 182 იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ოქმში მითითებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ან წინააღმდეგობა, ძალის გამოყენების შესახებ ჩანაწერი ხშირად არ არსებობს ან ძალიან არაინფორმაციულია. 183 46 შემთხვევაში მითითებულია, რომ დაზიანება არ აღენიშნება, 8 შემთხვევაში კი არ არის ჩანაწერი დაზიანების თაობაზე. 58 | კონტროლის ქვეშ დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას.184 პრობლემურია პოლიციის ორგანოებში წარმოებული „დაკავებულ პირთა აღრიცხვის ჟურნალიც“, რადგან არ ითხოვს ფაქტობრივი დაკავებისა და იზოლატორში/პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დროის მითითებას.185 ბოლო წლებში დაზიანებების მიღების გარემოებების მითითების კუთხით ტენდენციის გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ გვხვდება შემთხვევები, როდესაც დაზიანების მიღების გარემოებები არასრულად ან საერთოდ არ არის აღწერილი,186 თუმცა ექიმი, რიგ შემთხვევებში, მაინც ადგენს შესაბამისობას დაზიანებასა და მისი მიღების გარემოებებს შორის.187 ფოტოგრაფირება, როგორც დოკუმენტირების მნიშვნელოვანი მეთოდი, იშვიათად გამოიყენება, რასაც ხშირად ექიმები დაკავებულის უარით ხსნიან. 2025 წელს ნანახი ფოტოების ხარისხი უმეტესად არადამაკმაყოფილებელია,188 შენახვის ინსტრუქციის არარსებობის გამო კი, ფოტოები ქაოსურად ინახება და რთულად მოსაძიებელია. კვლავ არის შემთხვევები, როდესაც დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები და საგამოძიებო ორგანოში შეტყობინება არ გაგზავნილა. დამუშავებული 297 საეჭვო შემთხვევიდან შეტყობინება გაიგზავნა 161 (54.2%) შემთხვევაში.189 ამასთანავე არის შემთხვევები, როდესაც დაკავებულს დაზიანება აღენიშნება სახესა და თვალბუდის არეში და დაზიანებების ხარისხი და ფერი მიანიშნებს,190 რომ სავარაუდოდ ძალადობის შედეგად, ახლად მიღებული დაზიანებებია. საყურადღებოა, რომ 133 შემთხვევიდან, რომელზეც შეტყობინება არ გაგზავნილა, 26 (19.5%) შემთხვევაში დაკავებულმა დაზიანება მიიღო დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ. ექიმისა და დაკავებულის შეხვედრის კონფიდენციალურობა ხშირად ირღვევა, რადგან იზოლატორის თანამშრომლები, უმეტეს შემთხვევაში, გაღებულ კართან იმყოფებიან და შეუძლიათ დაკავებულისა და ექიმის საუბრის მოსმენა, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ექიმის თხოვნით, ოთახშიც შედიან. სამედიცინო შემოწმებაზე თანამშრომლის დასწრების შემთხვევები იშვიათად დოკუმენტირდება. პრობლემურია სამედიცინო ოთახში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არსებობაც. დაზიანებების დათვალიერებისას 184 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე, სალმანი თურქეთის წინააღმდეგ (Salman v. Turkey, №21986/93), პარა. 100. 185 პრევენციული ვიზიტების დროს ჟურნალების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იყო მითითებული. 186 2025 წელს ექიმებს, სტამბოლის პროტოკოლით დოკუმენტირებულ შემთხვევებში, დაზიანების მიღების გარემოებები შესწავლილი შემთხვევების 70.7%-ში სრულყოფილად ჰქონდათ აღწერილი, 29.3 %-ში კი არასრულყოფილად ან საერთოდ არ ჰქონდათ. 187 68 შემთხვევიდან, სადაც დაზიანების მიღების გარემოებები არასრულყოფილად ან საერთოდ არ არის აღწერილი, ექიმს შესაბამისობა დადგენილი აქვს 39.7 %-ში. 188 ფოტოები ბუნდოვანია, განათება არასაკმარისია ან ზედმეტად გადანათებულია. 189 სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინება გაგზავნილია 145 შემთხვევაში, პროკურატურაში 26 შემთხვევაში. 190 123 გაუგზავნელი შემთხვევიდან 77 (62.6%) შემთხვევაში დაკავებულს დაზიანება სახესა და თვალბუდეზე აღენიშნებოდა. 59 | შირმების გამოყენების მიუხედავად, ოთახში ვიდეოკამერის არსებობამ და ხმის მოსმენის შესაძლებლობაზე ეჭვმა, შესაძლოა, შეაფერხოს დაკავებულის გულახდილობა, შესაბამისად, არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოვლენა და დოკუმენტირება. რაც შეეხება მიგრანტთა განთავსების ცენტრს, ყველა უცხოელი ცენტრში მიყვანისთანავე გადის სამედიცინო შემოწმებას და სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით შედგენილი დაზიანების აღრიცხვის ფორმები მხოლოდ ამ დროს ივსება. ექიმებს არასოდეს გასჩენიათ ეჭვი, რომ განთავსებული პირის მიმართ თანამშრომლებს, შესაძლოა, ჩაედინათ რაიმე სახის ძალადობა დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ. 2025 წელს, ეჭვი ასევე არ გასჩენიათ განთავსებულ პირთა შორის შესაძლო ძალადობაზე.191 სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა დროებითი მოთავსების იზოლატორების ნაწილში, ექიმები 24-საათიან რეჟიმში არ მორიგეობენ,192 რაც ამცირებს დაკავებულთა დაცვის გარანტიებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, დაზიანებებს, ხშირად ზედაპირულად აღწერენ და მათი მიღების გარემოებებსაც იშვიათად შემოწმებას სასწრაფო უთითებენ.193 დახმარების იმ ექიმი იზოლატორებში, სადაც დაკავებულის ატარებს, დატოვებისას იზოლატორის დაკავებულს სხეულს არ უთვალიერებენ და არც დაზიანებების დოკუმენტირება ხდება. აქვე, აღსანიშნავია, რომ მიგრანტთა განთავსების ცენტრში გამოკითხული უცხოელები ექიმების ნაწილს 194 ახასიათებდნენ. დადებითად, ხოლო ნაწილს კი მკვეთრად უარყოფითად აცხადებდნენ, რომ ზოგიერთი ექიმი უხეშად მიმართავდა და გულგრილად ეკიდებოდა მათ საჭიროებებს. ასევე, ავლენდა ზოგადად მიგრანტების მიმართ აშკარა უარყოფით დამოკიდებულებას. დაკავების/პატიმრობის პირობები 2025 წელსაც პრობლემად რჩებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძები. ორი ან მეტი დაკავებულის ერთ საკანში მოთავსების შემთხვევაში, მათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვა პირების თვალწინ უწევთ,195 რაც არღვევს პირად სივრცეს და დამამცირებელ მოპყრობად 191 დაზიანების ჟურნალში პრევენციული ვიზიტის დროს მხოლოდ 8 ჩანაწერი იყო. ყველა შემთხვევაში მითითებული იყო საყოფაცხოვრებო ტრავმა. 192 2025 წელს 22 დროებითი მოთავსების იზოლატორში ფუნქციონირებდა სამედიცინო პუნქტი, მათგან 16 დროებითი მოთავსების იზოლატორში ექიმი 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა, 6 იზოლატორში კი ექიმს იძახებდნენ. 9 დროებითი მოთავსების იზოლატორში იძახებდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადას. 193 2025 წელს დამუშავებული 297 საქმიდან, რომლებიც სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საეჭვოდ მიიჩნია, 222 (74.7%) შემთხვევაში დაზიანება აღწერილი იყო ექიმის მიერ სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, 65 (21.9%) შემთხვევაში - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის მიერ, ხოლო 10 (3.4%) შემთხვევაში კი - ჯერ სასწრაფო დახმარების ექიმის, ხოლო შემდეგ იზოლატორის ექიმის მიერ, სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად. 194 ცენტრში სამედიცინო პუნქტი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და 4 ექიმია დასაქმებული. 195 იზოლირებული სანიტარიული კვანძის არარსებობა, დამატებით, იწვევს საკნებში მძაფრ სუნს. 60 | შეიძლება შეფასდეს. ამასთანავე, ყველა საკანში მიმდინარეობს მუდმივი ვიდეომეთვალყურეობა და ნახევრად ღია საპირფარეშოები, შესაძლოა, მოხვდეს კამერის ხედვის არეალში, რაც პირადი ცხოვრების უხეში ხელყოფაა.196 იზოლატორებში შხაპისა და გასეირნების უფლებით სარგებლობენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ დღე-ღამეზე 197 შეფარდებული და ისიც – მხოლოდ კვირაში ორჯერ. მეტი ვადით აქვთ სხვა პირებისთვის შხაპის მიღება დამოკიდებულია იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებასა და დამკავებელი ორგანოს თანხმობაზე, ხოლო გათვალისწინებული. გასეირნების აღნიშნული უფლება მათთვის შეზღუდვები საერთოდ განსაკუთრებით არ არის პრობლემურია ქალებისთვის და ვერ პასუხობს მათ სპეციფიკურ საჭიროებებს. აუცილებელია ქალებს ჰქონდეთ მუდმივი და უპირობო წვდომა ჰიგიენურ საშუალებებზე. 198 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი არაერთ ანგარიშში მიუთითებს, რომ ქალთა ჰიგიენური საჭიროებების უგულებელყოფა, მათ შორის, ჰიგიენურ საშუალებებსა და შხაპზე არასათანადო ხელმისაწვდომობა, შეიძლება შეფასდეს დამამცირებელ მოპყრობად.199 დამატებით, პრობლემაა ისიც, რომ იზოლატორების უმეტესობაში ქალი თანამშრომლები არ არიან დასაქმებულები. ეს ართულებს დაკავებულ ქალებთან ჰიგიენურ საკითხებზე კომუნიკაციას და სპეციფიკური საჭიროებების უზრუნველყოფას, რაც ზრდის მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკს. 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღემდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 2270 პირს, რომელთა 98.7% 1-15 დღემდე ვადით იყო მოთავსებული, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში პატიმრობის პრევენციული ჯგუფი ხანგრძლივობა მიიჩნევს, რომ 60 დღემდე იზოლატორში აღწევდა.200 მოთავსებული სპეციალური ყველა პირი, განსაკუთრებით ხანგრძლივი ვადით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს განტვირთვისა და აქტივობების 196 შესაძლებლობით (ტელევიზორი, რადიო, წიგნები, პრესა, სამაგიდო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: CASE OF GORLOV AND OTHERS v. RUSSIA Applications nos. 27057/06 and 2 others. ასევე, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2016 წლის 8-12 აპრილის იტალიაში ვიზიტის შემდგომი ანგარიში. CPT/Inf (2017) 23, პარა. 62, ხელმისაწვდომია: ,< https://www.ecoi.net/en/file/local/1406598/1226_1505200729_16807412c2-rep.pdf>, [ბოლოს ნანახია: 28.02.2026]. 197 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების 27-ე მუხლი და 32-ე მუხლის პირველი პუნქტი. 198 „გაეროს წესები ქალ პატიმრებთან მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა მიმართ არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ“, წესი 5. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია A/RES/65/229, მიღებული 2010 წლის 21 დეკემბერს. 199 ამონარიდი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მე-10 ზოგადი ანგარიშიდან, პარა. 31. ანგარიშის ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://rm.coe.int/16806cd381 > [ბოლოს ნანახია: 20.02.2026]. 200 17 დღე შეეფარდა 1 პირს, 25 დღე - 3 პირს, 30 დღე - 10 პირს, 31 დღე - 1 პირს, 35 დღე - 2 პირს, 40 დღე - 1 პირს, 45 დღე - 1 პირს, 55 დღე - 1 პირს და 60 დღე - 2 პირს. 61 | თამაშები), რაც პრაქტიკულად არ არის ხელმისაწვდომი (გამონაკლისია მხოლოდ თბილისის №2 დროებითი მოთავსების იზოლატორი).201 პრობლემად რჩება იზოლატორებში დაკავებულთა არასრულფასოვანი კვებაც, რომელიც მხოლოდ მშრალი სასურსათო ულუფით შემოიფარგლება.202 ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 60 დღემდე გაზრდის პირობებში ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავდება და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, მათ შორის, დიეტური კვების საჭიროების მქონე პირებს. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს აღკვეთის სინდრომის მართვის ერთიანი სახელმძღვანელოს აუცილებლობაზე, შემუშავებისა თუმცა ეს და სამედიცინო რეკომენდაცია კვლავ პერსონალის გადამზადების შეუსრულებელია. დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესაძლებელია მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა და პროგრამაში უკვე ჩართული პირების შესაბამის მომსახურებაზე გადაყვანა. ამასთანავე, იმ დაკავებულებს, რომლებიც პროგრამაში არ არიან ჩართულები და არც ითხოვენ ჩართვას, აღკვეთის სინდრომის განვითარების შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა (დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები) მიეწოდებათ. სამინისტროს ინფორმაციით,203 შესაბამისი გაიდლაინის შექმნაზე მუშაობა გრძელდება და კონსულტაციები მიმდინარეობს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან“. რაც შეეხება მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში არსებულ პირობებს, პრობლემურია მოთავსებული პირების პირადი სივრცით სათანადო უზრუნველყოფა. სხვადასხვა განყოფილებაში სხვადასხვა სიმწვავით ვლინდება სველი წერტილების, გათბობის და გაგრილების საშუალებების გაუმართაობის, ჰიგიენის ნივთებით მომარაგების და პირადი ნივთების შესანახი სათავსოებით უზრუნველყოფის პრობლემები. ასევე, პრობლემურია სეზონური ტანსაცმლით მომარაგება და სარეცხი მანქანების გამართული მუშაობა. დაკავებული პირის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები უფლებების შესახებ დაკავებული პირების ინფორმირება პრობლემური იყო 2025 წელსაც. მიღებული ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევებში, დაკავებისას და გამოკითხვის წინ, ან საერთოდ არ უმარტავენ უფლებებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აწვდიან ინფორმაციას. იზოლატორში შესახლებისას, ხშირ შემთხვევაში, დაკავებულ პირებს სიტყვიერად არ უმარტავენ, თუ რა უფლებებით შეუძლიათ სარგებლობა. დაკავებული ხელს აწერს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 2122 იანვარს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შესახებ (ინგლისურ ენაზე), პარა. 31. < https://rm.coe.int/48802aab80> [ბოლოს ნანახია: 20.02.2026]. 202 საქონლის ხორცის კონსერვი, მშრალი სუპი, პაშტეტი და პური. 201 203 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული 2025 წლის 28 იანვრის MIA 7 26 00280068 პასუხი. 62 | უფლება-მოვალეობების ნუსხას, თუმცა, შესანახად იშვიათად გადაეცემათ. რაც შეეხება შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს, უცხოელების ინფორმირება უფლებებზე ფორმალურად, უფლებების ჩამონათვალზე ხელმოწერით ხდება. განყოფილებებში გამოკრულია დღის განრიგი და სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი შინაგანაწესი, თუმცა იგი არ შეიცავს გასაჩივრების ან სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები აცხადებდნენ, რომ ოჯახის წევრების ან მათ მიერ დასახელებული პირების ინფორმირება დაგვიანებით, ძირითადად იზოლატორში მოთავსების შემდეგ ხდებოდა. სისხლის სამართლის წესით დაკავებულების შემთხვევაში, როგორც წესი, დაკავების ფაქტის შესახებ დროულად ატყობინებდნენ, თუმცა, ხშირად დაკავებულის ადგილსამყოფელს არ ამხელდნენ.204 ადვოკატის ხელმისაწვდომობა - გასული წლების მსგავსად, ადვოკატები და დაკავებული პირები აღნიშნავდნენ, რომ პირველად ძირითადად ან დროებითი მოთავსების იზოლატორში, ან კიდევ უფრო გვიან ხვდებიან. ადვოკატთან დაკავშირების მოთხოვნა არც პოლიციის დაწესებულებებში იზოლატორებში. ადვოკატებს უკავშირდებიან. პრობლემურია კონფიდენციალური აღირიცხება და ძირითადად დაკავებულების გასაუბრების პოლიციის არც დროებითი მოთავსების ოჯახის დაწესებულებებში შესაძლებლობაც, ვინაიდან წევრები ადვოკატთან დაწესებულებების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს გამოყოფილი ოთახი ადვოკატთან შესახვედრად. რაც შეეხება შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, გარდა არასრულწლოვნებისა, ისინი ვერ სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარებით. იმ პირებს, ვინც ახერხებს საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდას, პრობლემა ექმნებათ ადვოკატთან იზოლირებულ, კონფიდენციალურ გარემოში შეხვედრის კუთხით. აუდიო-ვიდეო ჩანაწერების კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები წარმოება - დეპარტამენტისა მოქალაქეებთან პატრულ-ინსპექტორები/ცენტრალური და ურთიერთობისას ტერიტორიული ორგანოების ვიდეოგადაღებას იშვიათად მიმართავენ. მათ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ. არ არსებობს პოლიციის ავტომანქანაში დაკავებულის ყოფნისას ვიდეოგადაღების, ასევე, გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პატრულ-ინსპექტორების გარდა, არცერთ შემთხვევაში არ არის გაწერილი ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები. გარდა ამისა, წინა წლებთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა პოლიციის სამმართველოებსა და დეპარტამენტებში შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული კამერების რაოდენობა. ლაგოდეხის და სიღნაღის რაიონულ სამმართველოებში შენობის შიდა პერიმეტრზე არცერთი კამერა არ არის დამონტაჟებული, სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე და ასევე რეგიონულ ოფისებში არაერთი შეტყობინება შედის დაკავებულის ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარების თხოვნით. 204 63 | ხოლო თელავის და საგარეჯოს რაიონულ სამმართველოებში კამერა არ არის დამონტაჟებული არც შიდა და არც გარე პერიმეტრებზე. მოწმის სტატუსით პოლიციაში მყოფი პირის დაკავება - სახალხო დამცველი, წლებია, უარყოფითად აფასებს მოწმის სტატუსით პოლიციაში მყოფი პირების დაკავების პრაქტიკას. დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნის შემოწმების, დაკავებულებთან და ადვოკატებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც პირი დაწესებულებაში მიყვანისას ფორმალურად არ იყო დაკავებული, თუმცა წინასწარ იყო გადაწყვეტილი მისი დაკავება. ასეთ ვითარებაში პირი ფაქტობრივად თავისუფლებაშეზღუდული და პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება, თუმცა არ ეძლევა სამართლებრივი დაცვის გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა.205 206 ადვოკატებთან გასაუბრების შედეგადაც გამოიკვეთა მსგავსი პრაქტიკა: პირებს ფაქტობრივად აკავებენ, მიჰყავთ პოლიციის შენობაში, ადებენ ბორკილებს და ითხოვენ ინფორმაციის მიწოდებას; სასურველი ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში კი, აკავებენ ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით.207 პირის მოწმის სტატუსით პოლიციაში მიყვანისა და შემდგომ მისი დაკავების პრაქტიკის პრობლემურობაზე და მისი აღმოფხვრის აუცილებლობაზე ასევე მიუთითებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი.208 3.3.3. ფსიქიატრიული დაწესებულებები 205 I.I. v. Bulgaria (Application no. 44082/98) ხელმისაწვდომია < https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-69313> [ბოლოს ნანახია: 28.01.2026]. ასე, მაგალითად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რომ თელავში პოლიციის თანამშრომლებმა დილის საათებში პირი სახლიდან წაიყვანეს „გასაუბრების“ მიზნით, გადაიყვანეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში და მისგან მოითხოვდნენ ინფორმაციის მიწოდებას. მისი განმარტებით, პოლიციელები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ. რეზინის ხელკეტს ურტყამდნენ ზედა კიდურის და ზურგის არეში. მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დროს დაკავებულს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები აღწერილი ჰქონდა იზოლატორში დასაქმებულ ექიმს. დაკავებულმა ძალადობის ფაქტზე რეაგირებაზე უარი განაცხადა ანგარიშსწორების შიშის გამო. სასურველი ინფორმაციის მიუღებლობის შემდეგ, იგი გადაიყვანეს თელავის რაიონულ სამმართველოში და შეუდგინეს დაკავების ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძვლით. ოჯახის წევრებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ იზოლატორში მოთავსების შემდეგ ეცნობათ. 207 დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნის 2025 წლის ჩანაწერებში აღნუსხულია 3 შემთხვევა, როდესაც პოლიციელებმა მოქალაქე შეიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში და შემდეგ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ერთ-ერთ ჩანაწერში მითითებული იყო, რომ პოლიციის შენობაში პირი მიიყვანეს მოწმის სახით და შემდეგ დააკავეს, რადგან გახდა აგრესიული. მას აღენიშნებოდა დაზიანებები: მარჯვენა თვალის ქუთუთოზე, მარცხენა იდაყვზე, მარცხენა ბეჭის და მარჯვენა იღლიის არეებში, რაც, მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, წაქცევის შედეგად მიიღო. 208 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შესახებ (ინგლისურ ენაზე), პარა. 22. < https://rm.coe.int/48802aab80> [ბოლოს ნანახია: 20.02.2026]. 206 64 | არასათანადო მოპყრობის გამოვლენის და დოკუმენტირების ხარვეზები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დოკუმენტაციის წარმოება მწირი და არათანმიმდევრულია. „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის შესახებ” ბრძანება209 განსაზღვრავს ზოგად წესს ყველა სტაციონარისთვის და არ ითვალისწინებს ფსიქიატრიული სტაციონარის თავისებურებებს და პაციენტების მოწყვლად მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, დამტკიცდეს ფსიქიატრიულ სტაციონარში სამედიცინო და სხვა სახის დოკუმენტაციის წარმოების ცალკე წესი, რომელშიც ასევე იქნება გათვალისწინებული დაწესებულებაში მომხდარი კონფლიქტების და ინციდენტების აღრიცხვა. დაწესებულებებში ქაოსურად, ან საერთოდ არ იწარმოება დაზიანებების შესახებ დოკუმენტაცია. არ დანერგილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების210 ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო და მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის სავალდებულო, ერთიანი წესი.211 ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება უნდა ხელმძღვანელობდეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №239/ნ ბრძანებით. თუმცა იგი სრულყოფილად არ არეგულირებს ძალადობისა ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო ორგანოებისთვის შეტყობინების საკითხებს. ამასთანავე, საერთოდ არ ითვალისწინებს ფსიქიატრიული დაწესებულებების სპეციფიკას, სადაც მომეტებული რისკია, პაციენტი ძალადობის მსხვერპლი პერსონალის ან სხვა პაციენტების მხრიდან გახდეს. სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალს არ აქვს გავლილი პაციენტებთან ურთიერთობის და კრიზისული შემთხვევების მართვის საკითხებში გადამზადება. მწვავე პრობლემად რჩება გადატვირთულ პერსონალის სიმცირეც, 212 დაწესებულებებში, განსაკუთრებით რაც დიდი პაციენტების ზომის და საჭიროებების დაუკმაყოფილებლობასთან ერთად, იწვევს კონფლიქტებზე დაგვიანებულ რეაგირებას. დასაქმებულ პერსონალს უწევს ვაკანტური პოზიციების შეთავსება ისე, რომ არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ან/და დამატებით მორიგეობა, რაც აისახება მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და იწვევს პროფესიულ გადაწვას. დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით. 210 წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის, ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის. 211 ვრცლად იხ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2023 წლის ანგარიში. 212 ასე, მაგალითად, შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“, სართულებზე, სადაც თითოეულზე 50-ზე მეტი პაციენტია, მორიგეობს ექთნის მხოლოდ 1 ან 2 დამხმარე, 209 65 | გასაჩივრების მექანიზმების ხარვეზები ფსიქიატრიულ სტაციონარში პაციენტები არ არიან ინფორმირებულები უფლებებზე, და ხელი არ გასაჩივრების მექანიზმზე მიუწვდებათ საკუთარ იურიდიულ კონსულტაციაზე. დაწესებულებებში საჩივრის ყუთები ან საერთოდ არ არის, ან სრულიად უფუნქციოდ არის დატოვებული. პაციენტებს ძირითადად ასევე არ აქვთ ინფორმაცია სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან დაკავშირების შესაძლებლობებზე. ფიზიკური გარემო სარემონტო ან/და ამორტიზებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური კვანძები. პრობლემურია ჰიგიენური ნივთებით და ტანსაცმლით მომარაგება, ასევე, ინდივიდუალური ნივთების შესანახი სათავსოებით აღჭურვა.213 შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პაციენტებს, შესაძლოა, იატაკზე დაგებულ მატრასებზეც კი მოუწიოთ ძილი, ვინაიდან დაწესებულება ხშირად აჭარბებს 110 საწოლიან ლიმიტს,214 ამასთანავე, პაციენტებს საერთოდ არ ეძლევათ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა.215 მსგავს დამთრგუნველ და შემზღუდავ გარემოში ზოგიერთ პაციენტს თვეების და წლების გატარება უწევს. შესაძლოა, მათი გარკვეული რაოდენობა არ საჭიროებდეს აქტიურ სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ წასასვლელის არქონის გამო სტაციონარს ვერ ტოვებენ.216 სამართლებრივი დაცვის გარანტიები სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა 217 ზედამხედველობა, განახორციელოს სათანადო პროაქტიულად გამოავლინოს და აღკვეთოს პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობის და უფლებების დარღვევის ფაქტები.218 სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, სამედიცინო დაწესებულებებს, ძირითადად, სანებართვო პირობებთან შესაბამისობის ჭრილში ამოწმებს და მკაფიოდ არ აქვს გაწერილი პროაქტიული კონტროლის განხორციელების საფუძვლები.219 სახალხო დამცველი, წლებია, გასცემს რეკომენდაციას სათანადო ზედამხედველობის აუცილებლობის შესახებ და კონკრეტულ რეკომენდაციებს კონკრეტული საკითხების შესწავლის შესახებ. 2019 წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს 213იხ. ვიზიტის შემდგომი ანგარიშები: < https://ombudsman.ge/res/docs/2025122520025561492.pdf>; <https://ombudsman.ge/res/docs/2025110620033357259.pdf > [ბოლოს ნანახია: 22.01.2026]. 214 ასევე, პალატებსა და დერეფნებში დგას თამბაქოს კვამლის მძიმე სუნი და უჰაერობაა, რასაც ემატება პარაზიტების და მღრღნელების გავრცელებაც. 215 შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრსა“ და შპს „ღია გული საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. 216 მაგ., 2025 წელს, შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“, სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით 59 პაციენტი იმყოფებოდა; შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 50 პაციენტი. 217 V.C. v. Italy no. 54227/14, პარა. 89-95, Osman v. the United Kingdom. 218 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, მუხლი 14.2. 219 საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 ივლისის №278 დადგენილება „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში კონტროლის განხორციელების პროცედურის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 6. 66 | კანონით განისაზღვრა, რომ მინისტრის ბრძანების საფუძველზე უნდა შემუშავებულიყო მონიტორინგის/შეფასების წესი, პირობები და დამტკიცებულიყო მონიტორინგის ჯგუფის შემადგელობა.220 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი და გაიწეროს კონტროლის საფუძვლები. 3.4.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისის სერვისები არასათანადო მოპყრობის გამოვლენა სამწუხაროდ, დაწესებულებები არც საანგარიშო წელს იცავდნენ წესს, რომლის 221 თანახმადაც სპეციალურ ჟურნალში უნდა აღრიცხონ ძალადობის ყველა ფაქტი თუ განცხადება, ასევე, მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიება. 2025 წელს, დაწესებულებებში პრევენციული ვიზიტებისას, შესაბამის ჟურნალებში ძალადობის შემთხვევების შესახებ არცერთი ჩანაწერი არ ყოფილა. საერთო ჯამში, კვლავ პრობლემურია ყველა ტიპის სერვისისთვის სავალდებულო და სტანდარტიზებული დოკუმენტაციის წარმოების, მათ შორის, ძალადობის შემთხვევებზე საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების, წესების არარსებობა. არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიები 2025 წელს მონახულებულ დაწესებულებებში, ბენეფიციარებს დე ფაქტო შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლება და სრულად სეგრეგირებულნი იყვნენ საზოგადოებისგან. მათ არ ეძლევათ დამოუკიდებლად დაწესებულების გარეთ გასვლის შესაძლებლობა. დაწესებულებების ინსტიტუციური ბუნება, იქ დამკვიდრებული რეჟიმი და პატერნალისტური მიდგომა ბენეფიციარებს განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს. ბენეფიციარებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე, უფლებების დაცვის მექანიზმებსა და მომსახურების შინაარსზე. დაწესებულებებს არ აქვთ განთავსებული საჩივრის ყუთები, უკუკავშირის ჟურნალი კი ვერ უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას და რეალურად უფუნქციოა. ამასთანავე, შეზღუდული იყო წვდომა ტელეფონთან და არ იყო გამოკრული საზედამხედველო ორგანოების ცხელი ხაზის ნომრები. მართალია, ზრუნვის სააგენტო შშმ პირთა საცხოვრისებში, 2025 წელს, რეგულარულად ატარებდა მონიტორინგს, თუმცა ბენეფიციართა ძალადობისგან დაცვის და უფლებების რეალიზების საკითხის შესწავლის მეთოდოლოგია არსებით ხარვეზს შეიცავდა. კერძოდ, შეფასება ეყრდნობოდა მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ან/და ადგილზე წარმოებულ დოკუმენტაციას. საცხოვრებელი პირობები და რეაბილიტაცია 2025 წელს, ნაწილობრივ შესრულდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ფსიქიატრიული დაწესებულების ტერიტორიაზე 220 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის, მე-5 პუნქტი. 221 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01- 54/ნ ბრძანება, მუხლი 10.დ. 67 | მდებარე თავშესაფარი გადავიდა სენაკში, შედარებით გაუმჯობესებულ გარემოში. თავშესაფარი კომპაქტურად, ერთ ეზოში განთავსებული 11 ბენეფიციარზე გათვლილი კოტეჯებისაგან შედგება, რაც არ შეესაბამება დეინსტიტუციონალიზიის პრინციპს, თუმცა ბენეფიციარებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები222 აქვთ და ეზოში, სუფთა ჰაერზე თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. ძევრის და ბედიანის შშმპ პანსიონატებში არადამაკმაყოფილებელი პირობებია. დაწესებულებების დიდი ზომის, მოძველებული ინფრასტრუქტურის, და პერსონალის სიმცირის გამო, სრულყოფილად ვერ ხერხდება სანიტარიული პირობების დაცვა. კვლავ გამოწვევად რჩება, მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის გარემოს მისაწვდომობის, განყოფილებების გადატვირთულობის და ბენეფიციარების პირადი სივრცით უზრუნველყოფის საკითხები. დაწესებულებებში ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო აქტივობები უკიდურესად მწირია ან საერთოდ არ არის უზრუნველყოფილი. ამ ფონზე, ბენეფიციარების ძირითადი თავშესაქცევი საერთო ტელევიზორია. დაწესებულებები უზრუნველყოფენ ბენეფიციართა კვებას. ბენეფიციარებს დამატებით საკვების მომზადების უფლება არ აქვთ. რაც შეეხება სხვადასხვა დაავადების დროს შესაბამის დიეტურ კვებას, სრულად უზრუნველყოფილი არ არის. 3.4. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი არაეფექტიანი გამოძიებაა, რაზეც სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს. საანგარიშო პერიოდში, 2024 წლის აქციებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე223 ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავეთა დასჯა სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, გამოძიება კვლავ უშედეგოდ გრძელდება. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება ეფექტიანი ვერ იქნება, თუ საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკაში არ არის დანერგილი არასათანადო მოპყრობისგან დაცვის სამართლებრივი გარანტიები. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა 2222025 წლის 12 დეკემბერს, სენაკის თავშესაფრის ადმინისტრაციისგან გვეცნობა, რომ 2025 წელს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის შემდგომ, სენაკში მდებარე თავშესაფარში, გადახურულ სასეირნო სივრცეში ბენეფიციარებისთვის დამონტაჟდა მაგიდა-სკამები, კოტეჯების შესასვლელში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის მოეწყო პანდუსები და ასევე, დამონტაჟდა საყრდენი კონსტრუქცია სველი წერტილების შშმ პირთათვის ადაპტირების მიზნით. 223 2024 წლის საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ გამოვლენილი უფლებადარღვევები დეტალურად არის მიმოხილული საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშსა (გვ. 73-100) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში (გვ. 16-87). 68 | ფორმებისგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერებისკენ იყო მიმართული, კვლავ არ არის გაზიარებული.224 წინამდებარე თავში მიმოხილულია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაუქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე, არასათანადო მოპყრობისა და სხვა უფლებადარღვევებზე მიმდინარე გამოძიებისა თუ სხვა ტიპის რეაგირების ხარვეზები. შესაბამისი უწყებებისთვის შეთავაზებულია წინადადებები და რეკომენდაციები, რომელთა გაზიარება მნიშვნელოვანია წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება 2025 წლის 1 ივლისიდან, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფუნქციონირება შეწყვიტა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში დაბრუნდა. ზემოაღნიშნული ცვლილებების საფუძვლად, განმარტებით ბარათში მითითებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ბუნდოვანება. კერძოდ, განმარტებითი ბარათის თანახმად, კონსტიტუციური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფო მმართველობის მოდელი კონსტიტუციით ექსკლუზიურად უნდა იყოს მოწესრიგებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს სამართლებრივი სტატუსი ქვეყნის უზენაეს კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული. 225 აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნამდე, სწორედ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება იყო სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე გამოძიების წარმოება. სამართალდამცავების ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რამაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროება და აუცილებლობა განაპირობა.226 აღნიშნულ პერიოდში, სახალხო დამცველი, საქმეთა შესწავლის შედეგად მაგ., „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა მანდატის გასაზრდელად არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გაცნობაზე; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჯეროვნად წარმოება; შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადის გაზრდა; გდდ-ს თანამშრომლების ამოსაცნობი ნიშნებით აღჭურვა. 225 იხ. <https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/390151> 226 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ არაერთ გადაწყვეტილებაში დაადგინა კონვენციის მე-2-3 მუხლების დარღვევები არაეფექტიანი გამოძიების გამო, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის არარსებობა იყო. ხოლო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ხსენებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში გამოკვეთილი კომპლექსური პრობლემის გათვალისწინებით, ყურადღება გაამახვილა ზოგადი ხასიათის ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე. მოცემული კატეგორიის საქმეებზე (მათ შორის, არა მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში) პროკურატურის ჩატარებული გამოძიება კრიტიკას ვერ უძლებდა და სახალხო დამცველი, საქმეთა 224 69 | გამოვლენილ არაერთ სისტემური თუ ინდივიდუალური ხარვეზის თაობაზე 227 სპეციალურ ანგარიშებში მიუთითებდა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არსებობა, გარკვეული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების მიუხედავად, მნიშვნელოვანი იყო და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის კანონმდებლობით დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას საჭიროებდა, რაზეც, სახალხო დამცველი,228 ასევე წლების მანძილზე მიუთითებდა.229 ცალკე უნდა აღინიშნოს სახალხო დამცველის აპარატთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დადებითი საქმიანი თანამშრომლობაც. კერძოდ, სამსახური გამოძიების თაობაზე აპარატს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა და საგამონაკლისო წესით230 თითქმის ყველა საქმესთან აძლევდა წვდომას. სამსახურის გაუქმების შემდეგ, გამჭვირვალობის ხარისხი, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად შემცირდა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევებში, პროკურატურა აპარატს მხოლოდ მწირ ინფორმაციას აწვდის. დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ არასათანადო მოპყრობის გამოძიების პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში მოქცევის შემდეგ, შენარჩუნდა და კვლავ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (199), საჩივრებზე შეტყობინებების მიზნით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით, დანაშაულის მსხვერპლებს (დაზარალებულის საპროცესო სტატუსის არქონის მიუხედავად) საშუალება ეძლეოდათ, შესწავლის შედეგად გამოვლენილი არაერთი სისტემური თუ ინდივიდუალური ხარვეზის თაობაზე, ჯერ კიდევ, 2014 და 2019 წწ.-ში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშებში მიუთითებდა. შესაბამისად, 2012-2013 წლიდან, სახალხო დამცველი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, გასცემდნენ რეკომენდაციებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე. საბოლოოდ, 2019 წლის 1 ნოემბრიდან შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდა და მისი უფლებამონაცვლე/სამართალმემკვიდრე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედდა. 227 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშები: „სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა, საკანონმდებლო რეგულაციები და ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები“, 2014 წ; „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“, 2019 წ. 228 საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები: 2022 წლის ანგარიში, გვ. 61, 72; 2023 წლის ანგარიში, გვ. 75 და 81; 2024 წლის ანგარიში, გვ. 73-74, 104-105. 229 კერძოდ, პროკურატურისგან დამოუკიდებლად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭებას (ჩხრეკა/ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობებით სასამართლოსთვის მიმართვა); უფლებამოსილების გავრცელებას მაღალი თანამდებობის პირების (შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური პროკურორი) მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. გარდა ამისა, საჭირო იყო საგამოძიებო უფლებამოსილების მხოლოდ სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გავრცელება და დროითი და ადამიანური რესურსის მიმართვა კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევების ეფექტიანად გამოსაძიებლად (2022 წლიდან სამსახურს დაემატა დანაშაულების გამოძიება, რომლებიც თავისი არსით, არ მიეკუთვნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კომპეტენციას). 230 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს. 70 | გასცნობოდნენ საქმის მასალებს. აღნიშნული პრაქტიკა შენარჩუნდა, კერძოდ, პროკურატურაში მოქმედებს სახელმძღვანელო მითითება - არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ.231 თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი ნორმატიულად მოწესრიგებული არ არის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის გამოძიების პროცესში ჩართულობა კანონქვემდებარე აქტით იყოს გარანტირებული. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, პროკურატურა, პირველ ყოვლისა, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ეწევა ყველა საგამოძიებო უწყების საპროცესო ზედამხედველობას, და მხოლოდ კონკრეტულ საქმეებს იძიებს (გარდა საგამონაკლისო უფლებამოსილებისა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს წინაშე, სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება და დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების მის კომპეტენციაში დაბრუნების შემდგომ, არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება აწარმოოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპების და დაზარალებულის ჩართულობის უზრუნველყოფის დაცვით, ხოლო სახელმწიფომ, არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, დამატებითი მყარი სამართლებრივი გარანტიები შექმნას. გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე წინა წლების მსგავსად,232 გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, როგორც წესი, იწყება სამოხელეო დანაშაულის ნორმებით და არა სპეციალური ნორმებით. სამწუხაროდ, კვლავ დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი და დევნა მხოლოდ ერთეულ საქმეებზე იწყება. 2025 წელს პროკურატურის დანაყოფებში წამებისა და წამების მუქარის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹ და 144² მუხლები) კვალიფიკაციით გამოძიება არ დაწყებულა, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პოლიციელის მიერ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ჩადენის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 144³ მუხლით) გამოძიება მხოლოდ 1 საქმეზე დაიწყო და ამჟამად, პროკურატურაში გრძელდება, თუმცა დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ არის.233 231 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 27 ოქტომბრის №13/76789 წერილი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, გვ. 39-40; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიში, გვ. 54-58. 233 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 16 იანვრის №13/2853 წერილი. 232 71 | 2025 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით) გამოძიება დაიწყო 133 საქმეზე (მათგან 61 საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა) და ამჟამად, ყველა საქმეს პროკურატურა იძიებს. ხსენებული საქმეებიდან: პოლიციელების ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 121 საქმეზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე - 7 საქმეზე, ხოლო სასამართლოს მანდატურების მხრიდან ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 5 საქმეზე. რაც შეეხება დაზარალებულებისა და ბრალდებულების მონაცემებს, 2 საქმეში დაზარალებულად ცნობილია 5 პირი. ამათგან, 1 საქმეში, 2 პირის მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პოლიციელის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.234 2025 წლის განმავლობაში დაზარალებულად ცნეს 69 პირი იმ 5 საქმეზე, რომელთა გამოძიებაც 2025 წლამდე დაიწყო, სამართალდამცავის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით) ფაქტებზე. ამათგან, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 საქმეში, ერთი პოლიციელის მიმართ. გარდა ამისა, იმ საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება 2025 წლამდე დაიწყო, 2025 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 საქმეზე, სამი პოლიციელის მიმართ. ამავე საქმეში კონკრეტული პირები 2025 წლამდე არიან დაზარალებულად ცნობილნი.235 2025 წელს, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ფაქტებზე, გამოძიება შეწყდა 10 სისხლის სამართლის საქმეზე. აქედან: სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო236 გამოძიება შეწყდა 8 საქმეზე (2 საქმეზე გამოძიება დაიწყო 2005 წელს, ხოლო 6 საქმეზე - 2025 წლამდე პერიოდში); ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო237 - 2 საქმეზე (1992 და 2002 წლის ფაქტები).238 არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის საკანონმდებლო პრობლემა წლებია, სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის საკანონმდებლო ხარვეზებზეც საუბრობს.239 სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში, აუცილებელია, არასათანადო მოპყრობის პრევენციული 234 იქვე. 235 იქვე. 236 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 105, ნაწ. 1, ქვეპ. „ა“. 237 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 105, ნაწ. 1, ქვეპ. „ე“. 238 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 24 თებერვლის №13/14000 წერილი. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზი“, 2023 წ. 239 72 | ეფექტის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ნათლად, არაორაზროვნად, ამომწურავად ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას. საქართველოს კანონმდებლობით, არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443) გათვალისწინებული დანაშაულები: წამება, წამების მუქარა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სრულად და ამომწურავად მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ ქმედებებს. ხოლო სამოხელეო დანაშაულის ზოგადი ნორმების მაკვალიფიცირებელი გარემოებები, როგორიცაა: უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება იარაღით, ძალადობით, ღირსების შეურაცხყოფით, მოპყრობის ხარისხის, ინტენსივობის, ხანგრძლივობის და მიყენებული ტანჯვის შესაბამისად, შესაძლებელია გვაძლევდეს როგორც წამების, ისე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემადგენლობას. არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის საკითხი მნიშვნელოვანია პროპორციული სასჯელის დაკისრების და აღსრულების თვალსაზრისითაც. სამოხელეო დანაშაულისგან განსხვავებით, არასათანადო მოპყრობის სპეციალურ მუხლებზე არ გამოიყენება: ხანდაზმულობის ვადები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისათვის,240 ასევე, განრიდება;241 დაუშვებელია სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო შეთანხმების დადებისას.242 ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში243 არაერთი წელია მიუთითებს, რომ დახურულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ან/და მათი უფლებების სხვაგვარი დარღვევის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების შენახვისა და დაარქივების ვადა, რომელიც თავდაპირველად 24 საათს შეადგენდა, შემდეგ 5 დღემდე, ხოლო მოგვიანებით, 30 დღემდე244 გაიზარდა. მოგვიანებით ეს ვადა 10 დღემდე შემცირდა. 240 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 71, ნაწ. 51 . 241 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 1681, ნაწ. 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 218, ნაწ. 8; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 731. 243 საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2015, გვ. 43-44; საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2016, გვ. 9; საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2017, გვ. 20; საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2018, გვ. 44. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, გვ. 43; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, გვ. 29. 244 ვიდეოჩანაწერების შენახვისა და დაარქივების ვადის 30 დღემდე გაზრდა დადებითად შეაფასა როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, ისე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა. იხ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2019 წლის 4-6 ივნისს გამართულ 1348-ე შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება, აბზაცი 5. 242 73 | სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების დაარქივების 30-დღიანი ვადის 10 დღემდე შემცირება.245 ამასთანავე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3, №11 და №8 დაწესებულების ნაწილში,246 ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების განახლებამდე, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე 247 გადაღებული ვიდეომასალის შენახვის ვადად, კვლავ 120 საათი რჩებოდა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დღეის მდგომარეობით, №3, №11 და №8 დაწესებულების ნაწილში, ელექტრონული მონიტორინგის შედეგად გადაღებული ვიდეომასალის შენახვის ვადა კვლავ არანაკლებ 120 საათია, ვინაიდან, ჩამოთვლილ დაწესებულებებში ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა კვლავ არ განახლებულა. კერძოდ, სამმართველოს განმარტებით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების განახლების დასაწყებად საჭირო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა.248 ამასთანავე, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადა კვლავ არ გაზრდილა და ისევ 30 დღედ არ განსაზღვრულა. ასევე, სახალხო ჯანმრთელობის დამცველს ეროვნულ გაცემული ცენტრში” ჰქონდა რეკომენდაცია, სავალდებულო ძალის შპს მქონე „ფსიქიკური დოკუმენტით, ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადის სულ მცირე 10 დღით განსაზღვრის თაობაზე.249 სამწუხაროდ, არც ეს რეკომენდაცია შესრულებულა. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” განმარტებით,250 უახლოეს მომავალში, არ იგეგმება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის უზრუნველყოფა ჩანაწერების დაარქივება/შენახვისათვის, ვინაიდან ეს ძალიან დიდ მატერიალურ ხარჯთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც დაწესებულებას ამ ეტაპზე არ გააჩნია და ამასთან, არც მოქმედი კანონმდებლობა ავალდებულებს. რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 40-42; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 124-126. 246 სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ნაწილი, რომელიც განთავსებულია თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩის №11-ში. 247 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს 2024 წლის 9 იანვრის №5201/01 წერილი; სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს 2025 წლის 27 იანვრის №21931/01 წერილი. 248 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს 2025 წლის 23 დეკემბრის №381324/01 წერილი. 249 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024, გვ. 94; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2025, გვ. 118. 250 შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 2025 წლის 31 დეკემბრის №2861 წერილი. 245 74 | კი, კვლავ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ პაციენტების საჩივრები აყენებს დღის წესრიგში.251 გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა საანგარიშო პერიოდში შესწავლილ ერთ-ერთ საქმეში გამოიკვეთა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა, რის გამოც სახალხო დამცველმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქმეზე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარება, თუმცა, სამწუხაროდ, გენერალურმა პროკურორმა წინადადება არ გაიზიარა.252 ფაქტზე გამოძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო. სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს, საქმის საქართველოს პროკურატურისათვის დაქვემდებარების თაობაზე, წინადადებით მიმართა.253 კერძოდ, საგამოძიებო ქვემდებარეობის მხედველობაში მიღებით, გამოიძიება უნდა ეწარმოებინა პროკურატურას, წარემართა შესაბამისი კვალიფიკაციით, რომელიც საქმისათვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, ორიენტირებული იქნებოდა, გამოევლინა სახელმწიფოს შესაძლო პასუხისმგებლობა აქტიური მონაწილეობისა თუ მდუმარე 251 მაგ., საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ერთ-ერთი პაციენტის საქმე, რომლის გადმოცემით, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ მის მიმართ ადგილი ჰქონდა თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. კერძოდ, პაციენტის განმარტებით, 1 კვირის განმავლობაში, მის მიმართ 5-ჯერ გამოიყენეს მექანიკური შეზღუდვა (ფიქსაცია). ფიქსაციის დრო, ხშირ შემთხვევაში, გრძელდებოდა 8-9 საათი. ამასთანავე, მისთვის არცერთი შეზღუდვის დროს არ მიუციათ საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება, შესაბამისად, იძულებული იყო, ყოველი ფიქსაციის დროს, ოდნავ გადაბრუნებულ მდგომარეობაში მოეშარდა იატაკზე. თანამშრომლები ყოველი ფიქსაციის დროს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ირონიულად ეუბნებოდნენ, რომ ჩაეცვა პამპერსი, ექიმი ოთახში შედიოდა მხოლოდ ერთხელ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 17 სექტემბრის MIA 1 25 03026882 წერილი), თუმცა საქმეზე, 2026 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის/პირების მიმართ არ დაწყებულა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 19 თებერვლის MIA 7 26 00586771 წერილი). საგულისხმოა, რომ სტაციონარის შესაბამისი განყოფილების დერეფანში ხორციელდება ვიდეომეთვალყურეობა. ამასთანავე, შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვამდე გასული იყო მხოლოდ 3 დღე. შესაბამისად, ამ საქმეში გამოძიების ერთერთი არსებითად დამხმარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დაარქივება/შენახვის ფუნქციის ქონა და ვიდეოჩანაწერების გაცნობა იქნებოდა. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს თქმით, 2025 წლის 11 ივლისს, საღამოს, მის საკანში შესული უცნობი კაცის მხრიდან ძალადობის დროს, დაწესებულების თანამშრომელმა შეაღო სარკმელი და ძალადობა გაჩერდა, თუმცა მოძალადემ თანამშრომელს მიუთითა, დაეხურა სარკმელი, რასაც თანამშრომელი დაემორჩილა, ხოლო მოძალადემ მისი ცემა განაგრძო. ბოლოს, საკნის კარები ნელ-ნელა გაიღო და ზემოხსენებულმა თანამშრომელმა უცნობ მამაკაცს გასვლა სთხოვა, რის შემდეგაც ძალადობა შეწყდა და უცნობი საკნიდან გავიდა. გ.ბ.-ს თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, იგი შეხვდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რომელიც ესაუბრებოდა მის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გ.ბ. მომხდარს მისი ქონების წართმევის მცდელობასა და დაშინებას უკავშირებდა. 253 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 8 აგვისტოს №25/6266 წინადადება. 252 75 | თანხმობის ფორმით, ვინაიდან, მსჯავრდებული მიუთითებდა დაწესებულების ადმინისტრაციის შესაძლო პასუხისმგებლობაზე. პენიტენციური სამწუხაროდ, პროკურატურამ წინადადება არ გაიზიარა და გამოძიება გაგრძელდა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში წარმოებულ საქმეზე. უწყების განმარტებით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობდა, ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დასადგენად, გამოსაკითხი იყვნენ მოწმეები, დასათვალიერებელი იყო ვიდეომასალა, მისაღები იყო ექსპერტიზის დასკვნები, ასევე, ჩასატარებელი იყო სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შემდგომაც მიღებული იქნებოდა სამართლებრივი გადაწყვეტილებები.254 მოგვიანებით, საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძო და სისხლისსამართლებრივი დევნა პენიტენციური დეპარტამენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, დაიწყო.255 გამოძიების დაწყებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარვეზები სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჩივრის შემთხვევაში სათანადო სამართლებრივი რეაგირება, გამოძიების დაწყება და მისი ეფექტიანად ჩატარება სახელმწიფოს პოზიტიური ხასიათის პროცედურული ვალდებულებაა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ორი საქმე, რომელთაგან ერთ-ერთში გამოვლინდა ბრალდებული ქალის მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადება-საჩივარზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების 256 განუხორციელებლობა, ხოლო მეორე საქმეზე - სისხლის სამართლის საქმის არაეფექტიანად/არასრულად ჩატარება.257 პირველ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ქალის მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში მითითებული გარემოებები შეისწავლა, თუმცა გამოძიება, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, არ დაუწყია.258 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ქმედება შეაფასა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც, 254 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 22 აგვისტოს №13/60647 წერილი. იხ. <https://pog.gov.ge/news/prokuraturam-samsakhurebrivi-uflebamosilebis-borotad-gamokenebis-faqtzespetsialuri-penitentsiuri-samsakhuris-penitentsiuri-departamentis-direqtoris-kofil-moadgiles-braldeba-tsarudgina-5125 > [ბოლოს ნანახია: 21.01.2026]; <https://ssg.gov.ge/news/1037/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxurma-specialuripenitenciuri-samsaxuris-penitenciuri-departamentis-direqtoris-yofili-moadgile-daakava> [ბოლოს ნანახია: 21.01.2026]; საქართველოს გენერალური პროკურატორის 2026 წლის 9 იანვრის №13/679 წერილი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის 31 დეკემბრის №SSG725 00336902 წერილი. 256 საქმე შეეხებოდა, ბრალდებულ ა.ზ.-ს მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას პოლიციელის მხრიდან გაუპატიურების მუქარისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, რომელიც მოგვიანებით, ა.ზ.-მ სახალხო დამცველის რწმუნებულთანაც დაადასტურა - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 18 აგვისტოს №25/6488 წერილი. 257 აღნიშნული საქმე სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქე თ.დ.-ს განცხადების საფუძველზე შეისწავლა, საქმე შეეხებოდა შემთხვევას, რომლის დროსაც, ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირებისას ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ორივე პირმა (თ.დ.-მ და ა.ს.-მ). გამოძიების ფარგლებში კი, ბრალი მხოლოდ თ.დ.-ს წარედგინა. 258 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 2 სექტემბრის №13/62391 წერილი. 255 76 | რომელიც დაეყრდნო მხოლოდ უწყების თანამშრომლებთან ჩატარებულ გასაუბრებას, რომლითაც დაკავებულის უფლებების დარღვევა არ დადგინდა.259 მეორე საქმეზე კი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეისწავლა,260 გამოიკვეთა, რომ გამოძიება ეფექტიანად არ ჩატარებულა, კერძოდ, დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში არ დასმულა საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისა და განმცხადებლის მიერ ჩამოყალიბებული ვერსიის გადასამოწმებლად აუცილებელი შეკითხვები; არ დაუთვალიერებიათ შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, ვიდეოკამერების არსებობის დასადგენად; მოწმეთათვის არ დაუსვამთ კრიტიკული კითხვები. გამოძიების ხარვეზებზე სასამართლომაც მკაფიოდ მიუთითა. კერძოდ, განაჩენის თანახმად, „გამოძიებას არ გამოუკვლევია, შეიძლებოდა თუ არა მხოლოდ ხელის კვრით და წაქცევით სხეულზე იმ სახის დაზიანებების მიღება, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირს აღენიშნებოდა“.261 აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველმა სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების შესახებ წინადადება/რეკომენდაციით გენერალურ პროკურორს მიმართა.262 სამწუხაროდ, გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა.263 ამდენად, სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტი საგამოძიებო უწყების მიერ შესაბამისი სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების გარეშე დარჩა. 3.5. 2025 წლის აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა სახალხო დამცველის აპარატი 2025 წელსაც აქტიურად ახორციელებდა საპროტესტო აქციების მონიტორინგს და უფლებადარღვევებზე რეაგირებას. დღეის მდგომარეობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 16 სექტემბრის NMIA72503010263 წერილის დანართი. 260 მოქალაქე თ.დ.-ს №6234/2024 განცხადება. 261 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი, გვ. 4-5, პარა. 8-10. 262 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 24 აგვისტოს №25/6707 წინადადება/რეკომენდაცია. 263 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 3 სექტემბრის №13/62875 წერილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით, თ. დ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) ჩადენაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეულია და გამამტყუნებელი განაჩენით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადგენილია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, ცალკე წარმოებად სისხლის სამართლის საქმე გამოყოფილი არ არის. 259 77 | 2025 წლის 1 მარტამდე მდგომარეობით, საპროტესტო აქციების მონიტორინგისას გამოვლენილი უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაცია ასახულია სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში.264 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში/პენიტენციურ დაწესებულებებში მოინახულეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი (26,7 %). დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან. ამის მიუხედავად, არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაკავებულები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხელბორკილის ზედმეტად მოჭერის, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზურგსუკან ხელბორკილდადებული ყოფნის ფაქტებზე. დაკავებულები იხსენებდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უხეში, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებსაც.265 გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, არაერთი დაკავებული მიუთითებდა არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაზე.266 ასევე, 264 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 95-96. 265 ერთ შემთხვევაში დაკავებული ქალი მიუთითებდა, რომ დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყენეს უხეში ძალა, რის შედეგადაც ზედა კიდურების არეში დაზიანებები მიიღო და სისხლი სდიოდა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას დაკავებულს ტანსაცმელზე ეტყობოდა სისხლის კვალი. ერთ-ერთი დაკავებული ქალის განმარტებით, დაზიანებები მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც მანდატურს გაჰყავდა (მოქალაქე ე.გ.-სთან შეხვედრის ოქმი; მოქალაქე თ.გ.-სთან შეხვედრის ოქმი). ერთი დაკავებული მიუთითებდა, რომ დაკავებისას მაისური გასძვრა, რომელიც ხელში ეჭირა. პოლიციის მანქანაში ჩასმისას პოლიციის თანამშრომელმა მაისური წაართვა და საბარგულის მხარეს მოისროლა. დარჩა წელსზემოთ შიშველი და ასეთ მდგომარეობაში უღებდნენ ფოტოსა და ვიდეოს, ამავე დროს, უსვამდნენ კითხვებს ვინაობის შესახებ. მოითხოვა მაისურის დაბრუნება, თუმცა მისი მოთხოვნა არ გაუთვალისწინებიათ. ერთ-ერთი დაკავებული განმარტავდა, რომ პოლიციის თანამშრომელი ცდილობდა, მისთვის ტელეფონი წაერთმია და კისერში ხელი მოუჭირა. ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დაადასტურეს სხვა დაკავებულებმაც (მოქალაქე ნ.ტ.-სთან შეხვედრის ოქმი: მოქალაქე ბ.პ.-სთან შეხვედრის ოქმი: მოქალაქე თ.გ.-სთან შეხვედრის ოქმი; მოქალაქე რ.მ.-სთან შეხვედრის ოქმი). 266 მაგალითად, ერთი დაკავებული ქალი მიუთითებდა, რომ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში სთხოვდა პოლიციის თანამშრომლებს საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობის მიცემას, რაზეც უარს ეუბნებოდნენ. ასევე, დაკავებულები აღნიშნავდნენ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში ამყოფებდნენ არაადამიანურ პირობებში. რამდენიმე პირი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ გადაიყვანეს სამმართველოში, თუმცა შენობაში არ შეუყვანიათ, დააყოვნეს ავტოფარეხში, რომელსაც ჰქონდა ღია ჭერი, ქროდა ქარი და სიცივე იყო. მსგავს პირობებში რამდენიმე საათი იყვნენ. 78 | დაკავებულების განმარტებით, დროებითი გააშიშვლეს და ე. წ. ბუქნები გააკეთებინეს. მოთავსების იზოლატორში სრულად სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართა 27-მა დაკავებულმა, სახალხო დამცველის აპარატმა, თავის მხრივ, რეაგირების მიზნით, მიმართა საგამოძიებო უწყებას.267 აპარატში წარმოდგენილი ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 10 დაკავებულის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე,268 სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით.269 დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაწყებულა 7 დაკავებულის შემთხვევაში.270 დაკავებული პირის საგამოძიებო უწყებაში გამოუცხადებლობის გამო გამოძიება არ დაწყებულა 6 დაკავებულის შემთხვევაში.271 ერთმა დაკავებულმა უარი განაცხადა გამომძიებელთან გასაუბრებაზე.272 ასევე, 5 დაკავებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლა მიმდინარეობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.273 როგორც აღინიშნა, 10 დაკავებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ათი დაკავებულიდან ორი პირი ასევე მიუთითებდა დამამცირებელ მოპყრობაზე, საქმისთვის დამატებითი კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.274 გარდა ზემოაღნიშნულისა, პროკურატურის მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რომლის დროსაც მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბთან, პარტიის მხარდამჭერები, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს, გამოძიება მიმდინარეობს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.275 გამოძიების პროცესში, გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, 267 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 10 აპრილის №25/2883, 22 აპრილის №25/3197, 23 მაისის №25/4096, 25 ივლისის №25/5873, 19 აგვისტოს №25/6495, 3 სექტემბრის №25/6959, 4 სექტემბრის №25/6995, 7 ოქტომბრის №25/8079, 24 ოქტომბრის №25/8619, №25/8623, №25/8633, №25/8639, 5 ნოემბრის №25/8925, 20 ნოემბრის №25/9412, 24 ნოემბრის №25/9485 და 2026 წლის 2 თებერვლის №13/6989 წერილები. 268 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 2 სექტემბრის №13/62326, 9 ოქტომბრის №13/72493, 17 ოქტომბრის №13/74350 და 2026 წლის 2 თებერვლის №13/6981 წერილები. 269 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 333, ნაწ. 3, ქვეპ. „ბ“. 270 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 16 აპრილის NSIS 3 25 00006902, 25 აპრილის NSIS 3 25 00007488 და SIS 7 25 00007491 წერილები; საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 19 ნოემბრის №13/83668 წერილი. 271 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 23 სექტემბრის №13/68305, 2025 წლის 16 დეკემბრის №13/91888 და 2026 წლის 22 იანვრის №13/4185 წერილები. 272 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 16 დეკემბრის №13/91894 წერილი. 273 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 12 სექტემბრის №13/65456, 16 დეკემბრის №13/91890 და №13/91889 წერილები. 274 კერძოდ, ერთ შემთხვევაში, დაკავებული მიუთითებდა სრულად გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში - წელსზემოთ შიშველ მდგომარეობაში ფოტოსა და ვიდეოს გადაღების ფაქტზე. 275 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 154, ნაწ. 2. 79 | სხვადასხვა კერძო და საჯარო ობიექტიდან, ასევე, ჟურნალისტებისგან და სატელევიზიო კომპანიებისგან გამოთხოვილია და დათვალიერდა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოაუდიო ჩანაწერები. დათვალიერდა სოციალური ქსელები, და მოპოვებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული ინფორმაცია. საქმეს ერთვის სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიღებული არ არის. დაზარალებულად ცნობილია ოთხი პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა.276 ასევე, გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე,277 პროკურორის დადგენილებით,278 ორი პირი დაკავებიდან გათავისუფლდა. ხოლო, ამ ეტაპზე, კონკრეტული პირი დაზარალებულად ცნობილი არ არის. საქმეზე გამოძიება გრძელდება.279 სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, რომ შემჭიდროებულ ვადებში შეისწავლონ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვებში აღწერილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, აწარმოონ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ასევე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი პირების, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების, ისე ცალკეული მოქალაქეების ვინაობის დადგენისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით. საპროტესტო აქციებზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა უფლებადარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებები და მათი შედეგები და სხვა სამწუხაროდ, 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა, დღემდე, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა. დევნა არ დაწყებულა იმ ორ ეპიზოდზეც კი, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ.280 ასევე, სხვა უფლებადარღვევებზე მიმდინარე საქმეთა დიდ ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ, კონკრეტული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გარეშე, გრძელდება. არასათანადო მოპყრობა გაზაფხულის აქციებზე 276 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 9 იანვრის №13/684 წერილი. 277 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 126, ნაწ. 11, ქვეპ. „ბ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სტანდარტისთვის (დასაბუთებული ვარაუდისთვის) საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის გამო. 279 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 13 იანვრის №13/1529 წერილი. 280 ე.წ. ლეონიძის ქუჩის საქმე და პოლიტიკოს ალექსანდრე ელისაშვილზე მთავრობის კანცელარიასთან ძალადობის საქმე. 278 80 | 2024 წლის ბოლოს, სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საგამონაკლისო წესით გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს,281 რომელზეც გამოძიება, 2024 წლის აპრილსა და მაისში საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობდა.282 საქმის გაცნობის შედეგად, სახალხო დამცველმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და კვალიფიკაციის შეცვლის/დაზუსტების შესახებ წინადადებით მიმართა, კერძოდ: გამოძიება უნდა წარიმართოს წამების,283 წამების მუქარისა284 და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის285 შესაძლო ჩადენის ფაქტებზე. გარდა ამისა, გამოძიება უნდა დაიწყოს განზრახ უკანონო დაკავების ან დაპატიმრებისა286 და მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის287 ფაქტებზე.288 სამწუხაროდ, ამ საქმის გამოძიება იმავე კვალიფიკაციით გრძელდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ თითქმის 2-წლიანი გამოძიებისა და არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიუხედავად, გამოძიებას კონკრეტული პირები არ გამოუვლენია და ამ დრომდე არცერთი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიღებული საპასუხო ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე.289 დაზარალებულად 49 პირი იყო ცნობილი. სისხლის სამართლის საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხზე კი, პროკურატურამ მიუთითა, რომ ეს საკითხი საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყდებოდა.290 2026 წლის დასაწყისის მდგომარეობით, ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო. საქმეზე კვალიფიკაცია კვლავ არ შეცვლილა. დაზარალებულად ცნობილია კვლავ 49 პირი, მათგან, 20 პირმა 281 სისხლის სამართლის №199160424002 საქმე. 282 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 333-ე, ნაწ. 3, ქვეპ. „ბ“. 283 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 1441. 284 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 1442. 285 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 1443. 286 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 147. 287 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 369. 288 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 7 მარტის №25/1903 წინადადების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში, გვ. 23-37. 289 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 333-ე, ნაწ. 3, ქვეპ. „ბ“. 290 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 27 მარტის №13/19652 წერილი. 81 | ისარგებლა სისხლის სამართლის მასალების გაცნობის უფლებით. კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.291 ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ძალადობის გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დაუდგენლად და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიუცემლად გრძელდება კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება (ე.წ. ლეონიძის ქუჩის საქმე), რომლის მასალებიც, 2024 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა საგამონაკლისო წესით შეისწავლა. სამწუხაროდ, შესწავლის შედეგად გაცემული წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეუსრულებელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების კვალიფიკაციით, მიუხედავად, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის შემადგენლობისთვის საკმარისი ფაქტობრივი მოცემულობისა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა ორჯერ გამოითხოვა ინფორმაცია საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.292 მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებულ საქმეზე გამოძიება იმავე კვალიფიკაციით გრძელდება და კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.293 არასათანადო მოპყრობა შემოდგომა-ზამთრის აქციებზე სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში დეტალურადაა ასახული ინფორმაცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და თბილისში, 2024 წლის შემოდგომაზამთრის აქციის მონაწილეების, აქციაზე დაკავებული პირებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებადარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, 2025 წლის 1 მარტის მდგომარეობით. ძალადობრივი ქმედებები მიმართული იყო არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ, მედიის წარმომადგენლების მიმართაც. იმავე პერიოდში, გამოვლინდა ნიღბიანი პირების მხრიდან დევნისა და ძალადობის ფაქტები. თითოეული ასეთი ფაქტი სახალხო დამცველის შესწავლისა და შეფასების საგანი გახდა.294 საგულისხმოა, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) შეუერთდა სახალხო დამცველის მოწოდებებს ეფექტიანი გამოძიების ჩატარების შესახებ. CPT-იმ ხაზი გაუსვა 291 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 9 იანვრის №13/741 წერილი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 1 აგვისტოს №25/6061 და 17 დეკემბრის №25/10152 წერილები. 293 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 13 აგვისტოს №13/58174 წერილი; საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 30 დეკემბრის №13/96076 წერილი. 294 დეტალური ინფორმაცია იხ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიში, 2025, გვ. 40-58; „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2025, გვ. 95-96. 292 82 | არასათანადო მოპყრობის თაობაზე ბრალდებების განსაკუთრებით დიდ ოდენობას და იმას, რომ არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში არ არის მიცემული. 295 ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მწარმოებელი ორგანო საქართველოს პროკურატურაა. ამ საქმეებშიც პრობლემად რჩება სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი. აღსანიშნავია რამდენიმე პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და ცალკეულ საქმეებზე კვალიფიკაციის დაზუსტების ფაქტები. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე.296 ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დაზარალებულად ცნობილია 105 პირი. სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა.297 პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე შეისწავლიან პოლიციის მხრიდან შესაძლო უმოქმედობის ფაქტებს. პროკურატურის წერილობითი პასუხის თანახმად, ზემოთ დასახელებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს უცნობი ნიღბიანი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ თავდასხმისა და დევნის ფაქტების შესწავლაც.298 ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის საქმეზე, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით 299 გადამეტების მუხლით. ხსენებულ საქმეზეც, არაერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიუხედავად, დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირები ცნობილნი არ არიან.300 გარდა ამისა, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, 2025 წლის 2 თებერვალს, თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი 295 European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment VISIT REPORT GEORGIA NOVEMBER 2024 | JANUARY 2025, Published on 18 February 2026 ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/48802aab80 > [19.02.2026]. 296 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 333, ნაწ. 3, ქვეპ. „ბ“; მუხ. 342, ნაწ. 1; მუხ. 154 ნაწ. 1 და 2. 297 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 13 იანვრის №13/1499 წერილი. 298 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 30 დეკემბრის №13/96079 წერილი. 299 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 30 დეკემბრის №13/96181 წერილი. 300 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 8 იანვრის №13/481 წერილი. 83 | უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე.301 ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დაზარალებულად ცნობილია 3 პირი. კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.302 აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, აქციების პარალელურად, პოლიტიკურად აქტიური პირებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ჯგუფური თავდასხმების ფაქტებთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკური შეხედულებისა და მოსაზრების გამო დევნის ნიშნებს შეიცავს,303 არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, თუმცა, სამწუხაროდ, სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში დაიწყო, საქმეთა დიდ ნაწილზე კი გამოძიება უშედეგოდ გრძელდება.304 2024 წლის, როგორც გაზაფხულის, ისე შემოდგომა-ზამთრის აქციებზე არაერთი ჟურნალისტი გახდა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. სხვადასხვა დროს მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკური ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საქმიანობაში ხელშეშლის და ტექნიკის დაზიანების თაობაზე; ასევე, მათი დაშავების შესახებ.305 ამ ფაქტებთან დაკავშირებით ცალკე საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მათ 2024 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში იძიებდა. ამჟამად, ამ საქმეებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა, ათეულობით პირი დაზარალებულად არის ცნობილი, თუმცა, სამართალდამცავი უწყების არცერთი თანამშრომლის მიმართ, ამ დრომდე, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.306 ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტები 2025 წელსაც გამოვლინდა. კერძოდ, 2025 წლის 12 მაისს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „TV პირველის“ ჟურნალისტსა და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხა და ტექნიკა წაართვა ქვემო ქართლში 301 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 333, ნაწ. 3, ქვეპ. „ბ“. 302 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 13 იანვრის №13/1499 წერილი. 303 დეტალური ინფორმაცია იხ. სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში, გვ. 58-65. 304 დეტალური ინფორმაცია იხ. სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში, გვ. 58-65. 305 დეტალური ინფორმაცია იხ. სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში, გვ. 52-54. 306 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 30 დეკემბრის №13/96076 და 2026 წლის 9 იანვრის №13/741 წერილები. 84 | სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის მამამ.307 ფაქტის ირგვლივ სპეციალურ საგამოძიებო საქმიანობაში სამსახურში უკანონოდ დაზარალებულად. გამოძიება ხელის დაიწყო შეშლის სისხლისსამართლებრივი ძალადობის 308 ფაქტზე. დევნა მუქარით საქმეში დაიწყო ერთი ორი პროფესიულ პირი პირის ცნეს მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახის შეეფარდა გირაო. ამ დროისთვის სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.309 ასევე, საანგარიშო პერიოდში იყო შემთხვევა, როდესაც „მედია ომბუდსმენის“ დირექტორი მიუთითებდა „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე, ჟურნალისტ თ.დ.-ზე310 ძალადობის; ჟურნალისტ ნ.ქ.-სა და ოპერატორ ს.ბ.-სთან დაპირისპირების311 შესახებ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაპირველად პროკურატურამ აპარატს აცნობა, რომ მიმდინარეობდა გარემოებების შესწავლა,312 ხოლო მოგვიანებით მიღებული პასუხის მიხედვით, შესწავლის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა და არც გამოძიება დაწყებულა.313 20-21 ივნისის საქმის გამოძიება სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს.314 2025 წლის 11 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, დაადგინა აქციის მონაწილე პირების, 24-ივე საჩივრის ავტორის მიმართ, წამებისა და არაადამიანური დასჯის ან მოპყრობის აკრძალვის დარღვევა,315 როგორც არსებითი (მატერიალური), ისე პროცედურული კუთხით.316 იხ. < https://www.interpressnews.ge/ka/article/837979-tv-pirvelis-inpormaciit-zhurnalist-mariam-makasarashvilstvinis-sherqeva-akvs/ > [ბოლოს ნანახია: 22.01.2026 წ.]. 308 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 154, ნაწ. 2. 309 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 25 დეკემბრის №13/95024 წერილი. 310 იხ. <https://www.facebook.com/SaturdayofNodarMeladze/videos/3277216945753010> <https://www.youtube.com/watch?v=0YGJJLVYWYY> [ბოლოს ნანახია: 22.01.2026 წ.]. 311 <https://www.facebook.com/tvpirveli.ge/videos/1743020849918728> [ბოლოს ნანახია: 22.01.2026]. 312 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 22 ივლისის №13/49038 წერილი. 313 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 16 დეკემბრის №13/91887 წერილი. 314 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 43, 83-84. საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 71-72. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 68, საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 14, 47. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 122-126. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიში „20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედური ანგარიში“. 315 „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“, მუხ. 3. 316 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (GC) 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე TSAAVA AND OTHERS v GEORGIA, №13186/20. 307 85 | გენერალური პროკურატურის განცხადებისა317 და წარმოდგენილი ინფორმაციის318 თანახმად, დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ფაქტზე.319 საქმეზე გამოძიება გრძელდება.320 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმიანობა წლების განმავლობაში, სამართალდამცავი უწყებების გენერალური ინსპექციების საქმიანობის ეფექტიანობის პრობლემა სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის საგანია,321 ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების შიდა მონიტორინგის მექანიზმები გენერალური ინსპექციები - მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტიან რეაგირებაზე პასუხისმგებელი უწყებები არიან. დაკავებულთა უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებების შესწავლის შედეგად, თვალსაჩინო გახდა, რომ უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება და სრულყოფილი სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, საანგარიშო პერიოდშიც გამოწვევა იყო. საანგარიშო პერიოდში, აპარატმა შეისწავლა არაერთი საქმე, რომელიც ეხებოდა აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებულთა უფლებების დარღვევის ფაქტებს. აქტივისტები კვლავ მიუთითებდნენ, რომ დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართავდნენ ირონიულად და დამამცირებლად, არ განუმარტავდნენ დაკავების საფუძველსა და უფლებებს, დაკავების ოქმში დამკავებელ პირად უთითებდნენ არა ფაქტობრივად დამკავებელს, არამედ სხვა პირს, ასევე, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობას. რამდენიმე დაკავებული ასევე უთითებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი ფაქტობრივად დაკავებისთანავე ცდილობდა მათთვის ტელეფონის წართმევას. იხ. <https://pog.gov.ge/news/prokuraturam-parlamentis-mimdebare-teritoriaze-gamartuli-saprotesto-aqtsiismimdinareobisas-orze-meti-piris-mimart-janmrtelobis-ganzrakh-mdzime-dazianebis-organizebis-da-sakhelmtsifopolitikuri-tanamdebobis-mqone-piris-mier-samsakhurebrivi-uflebamosilebis-gadametebis-faqtebze-giorgi-gakhariasmimart-siskhlissamartlebrivi-devna-daitsko-5227> [ბოლოს ნანახია: 02.02.2026]. 318 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 25 დეკემბრის №13/95209 წერილი. 319 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 25-117, ნაწ. 3, ქვეპ. „მ“. 320 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 25 დეკემბრის №13/96209 წერილი. 321 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „დისციპლინური წარმოება, მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ“, 2017, გვ. 14, ხელმისაწვდომია: < https://www.ombudsman.ge/res/docs/2019041112142123160.pdf > [ბოლოს ნანახია: 02.02.2026]; საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „გენერალური ინსპექციების საქმიანობის საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“, 2024. ანგარიში ხელმისაწვდომია: < chromeextension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.ombudsman.ge/res/docs/2024110516510429461.pdf > [ბოლოს ნანახია: 02.02.2026]. 317 86 | შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 დაკავებულის322 უფლების დარღვევის შესაძლო ფაქტზე გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, თუმცა ჩატარებული წარმოებების შედეგად, სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან 323 დისციპლინური გადაცდომა არცერთ შემთხვევაში არ დადგენილა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ სამსახურებრივი შემოწმების მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმება არ არის სრულყოფილი და ყოველმხრივი, რადგან მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებს ეყრდნობა. ინფორმაცია არ არის მოპოვებული ყველა შესაძლო წყაროდან, მათ შორის, არ არიან გამოკითხულნი სავარაუდო უფლებადარღვეული პირები, არ არის მოპოვებული ნეიტრალური მტკიცებულებები, არ არის შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ ცნობა და არც სავარაუდო უფლებადარღვეული პირია ინფორმირებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდო უფლებადარღვევის საქმეებზე, სამსახურებრივი შემოწმების სრულყოფილად ჩატარებისა და გენერალური ინსპექციის იმ თანამშრომლების მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ, რომლებმაც არაჯეროვნად შეასრულეს მოვალეობა და სამსახურებრივი შემოწმება არასრულყოფილად ჩაატარეს, სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს წინადადებებით მიმართა.324 ცალკეულ შემთხვევებში, აპარატის მიმართვის მიუხედავად, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უარი განაცხადა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საგამოძიებო უწყებაში უკვე მიმდინარეობდა გამოძიება კონკრეტული დაკავებულის მიმართ სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წერილებში მითითებული იყო ისეთ დარღვევებზე, რომლებიც დისციპლინურ გადაცდომას მიეკუთვნება, მაგალითად, ადვოკატთან დაკავშირების და ოჯახის ინფორმირების უფლების შეზღუდვა, უფლებების და დაკავების საფუძვლის განმარტების პრობლემა და სხვ. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა დაკავებულთა უფლებების დარღვევის თაობაზე, გადაუგზავნა გენერალურ პროკურატურას, მიუხედავად იმისა, რომ მიმართვა შეიცავდა ინფორმაციას თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომების შესახებ.325 ასევე, აპარატმა, ერთ 322 დაკავებულები - ლ.ნ., ა.კ., ს.კ., გ.მ., ნ.მ., ი.ღ., გ.ლ., ბ.კ., ვ.გ., ა.ჯ., ა.ზ., ა.გ., ს.კ., მ.გ., მ.პ., თ.ჩ., ლ.დ., ლ.ზ., დ.თ., თ.ლ., ნ.გ., ვ.ბ., ი.ბ., ა.შ. 323 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 4 ივლისის NMIA 4 25 02074207, 15 ივლისის NMIA 3 25 02208441, 20 აგვისტოს NMIA 5 25 02692211, 27 აგვისტოს NMIA 3 25 02768990, 16 სექტემბრის NMIA 7 25 03010263, 30 სექტემბრის NMIA 6 25 03199750, NMIA 7 25 03199968, NMIA 2 25 03199062, 12 დეკემბრის NMIA 8 25 04340889, ასევე, 2026 წლის 8 იანვრის NMIA 3 26 00045768, 12 იანვრის NMIA 6 26 00089547 და 20 იანვრის NMIA 4 26 00170490 წერილები. 324 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 21 ოქტომბრის №25/8514, 2025 წლის 23 ოქტომბრის №25/8583, 2025 წლის 4 თებერვლის №25/1076 წინადადებები. 325 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 25 სექტემბრის NMIA 7 25 03142500 და №24 ოქტომბრის NMIA 1 25 03500416 წერილი. 87 | შემთხვევაში, დაკავებული პირების უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს მიმართა, რომელმაც განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გენერალურ ინსპექციაში რაიმე სახის საჩივარი ან განცხადება არ იძებნება.326 ამდენად, გენერალურმა ინსპექციამ, აპარატის მიმართვა საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია სამსახურებრივი შემოწმების ჩასატარებლად. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სამინისტროს და აცნობა დაკავებულის უფლებების დარღვევის შესახებ. თუმცა სამინისტრომ ინფორმაცია მხოლოდ დაკავებულის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ წარმოადგინა და უგულებელყო უფლებების შესაძლო დარღვევაზე რეაგირების საჭიროების ფაქტი.327 სახალხო დამცველის აპარატს 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე328 დაკავებულ პირთა უფლების სავარაუდო დარღვევის არაერთ ფაქტზე აქვს მიმართული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის,329 თუმცა პასუხები აპარატს ამ დრომდე არ მიუღია. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, თითოეული ფაქტი შეისწავლოს სრულყოფილად და მიუკერძოებლად, მოიპოვოს ყველა შესაძლო მტკიცებულება, ინფორმაცია მოიძიოს არა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებისგან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 15 ოქტომბრის NMIA 9 25 03374947 და 15 ოქტომბრის NMIA 5 25 03375285 წერილები. 327 მოქალაქე ნ.თ-ს ადვოკატი აცხადებდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, პოლიციელებმა პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს ქალები: ნ.თ. და ე.ლ., რომლებიც ტოვებდნენ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიას (იმყოფებოდნენ ქვეითთა სავალ გზაზე). ე.ლ.-მ გადასცა პასპორტი, ხოლო ნ. თ.-ს თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, თუმცა უკარნახა ვინაობა და პირადი ნომერი. მიუხედავად ამისა, პოლიციელებმა განმარტების გარეშე გადაიყვანეს განყოფილებაში. ადვოკატის თქმით, განყოფილებაში ყოფნის, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში, პოლიციელები მათ ესაუბრებოდნენ ცინიკურად და ირონიულად, ლანძღავდნენ აქციის მონაწილეებს და ამ თემაზე საუბრობდნენ აგრესიულად, მორალურად კიცხავდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო. გარდა ამისა, მათი ნების საწინააღმდეგოდ ფოტოები გადაუღეს, ამ დროს თან დამცინავი ტონით მიმართავდნენ, გადაღებულ ფოტოებს კი, სხვადასხვა პირებს უგზავნიდნენ. ნ.თ. ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რაზეც უარი ეთქვა. ამასთანავე, ადვოკატის თქმით, თავადაც დაუკავშირდა ტელეფონით პოლიციის სამმართველოს, სადაც განუცხადეს, რომ დაკავებული ნ.თ. მათ განყოფილებაში საერთოდ არ იმყოფებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ადვოკატმა გენერალურ ინსპექციას მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 16 ოქტომბრის NMIA62503384826 წერილი) აპარატს ინფორმაცია მხოლოდ ნ.თ.-ს მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ მიაწოდა. შესაბამისად, ირკვევა, რომ გენერალურ ინსპექციას მოქალაქეების უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ანალოგიური შემთხვევა იკვეთება მოქალაქე ლ.მ.-ს შემთხვევაში, როდესაც სახალხო დამცველის აპარატმა სამინისტროს მიმართა და დაკავებულის უფლებების დარღვევის შესახებ აცნობა, სამინისტრომ ინფორმაცია მხოლოდ დაკავებულის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ წარმოადგინა (შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 9 იანვრის NMIA 0 26 00060461 წერილი). 326 328 2025 წლის 1 მარტის შემდეგ. 329 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 10 აპრილის №25/2874, 22 აპრილის №25/3198, 23 აპრილის №25/3228, 19 აგვისტოს №25/6510, 28 ოქტომბრის №25/8720, 24 ოქტომბრის №25/8635, №25/8636, 12 ნოემბრის №25/9116, 20 ნოემბრის №25/9423, 25 ნოემბრის №25/9530 წერილები. 88 | არამედ ახსნა-განმარტება ჩამოერთვას სავარაუდო უფლებადარღვეულ პირებსა და სხვა მოწმეებსაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში). წინადადებები საქართველოს პარლამენტს: ▪ პენიტენციური კოდექსით აიკრძალოს დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში არასრულწლოვნის მოთავსება; ▪ პენიტენციური კოდექსის 94-ე მუხლის მესამე ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტში ცვლილების გზით განისაზღვროს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ყოველდღიურად, არანაკლებ 2 საათისა, იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე; ▪ პენიტენციური კოდექსით განისაზღვროს დეესკალაციის ოთახში ყოფნის პერიოდში ტელეფონით ადვოკატთან და საქართველოს სახალხო დამცველის, პროკურატურის და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების უფლება; ▪ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების გზით მკაფიოდ გაიმიჯნოს პირის სტაციონარში მოთავსების თაობაზე ინფორმირებული თანხმობა და მკურნალობის თაობაზე ინფორმირებული თანხმობა; ▪ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით უზრუნველყოს უსაფრთხოების მიზნით ექიმის მიერ პაციენტის უფლებების შეზღუდვის მკაფიო პროცედურა სამართლებრივი დაცვის გარანტიების არსებობის პირობებში (განისაზღვროს, თითოეული უფლების შეზღუდვა რა კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაშია დასაშვები, რა ვადით დაიშვება თითოეული უფლების შეზღუდვა და როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება); ▪ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით განისაზღვროს, რომ პაციენტის მიმართ იძულებითი სწრაფი ტრანკვილიზებისას, უნდა გავრცელდეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში (პაციენტის მიმართ შეზღუდვის გამოყენება) მოცემული მოთხოვნები და გარანტიები; ▪ გადაიხედოს არასათანადო მოპყრობის მაკრიმინალიზებელი მუხლები და შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, დანაშაულის კვალიფიკაციის დუბლირების შესაძლებლობის აღმოსაფხვრელად. რეკომენდაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრს: 89 | ▪ უზრუნველყოს №2, №5 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე, ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში; ▪ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის NR(99) 22 რეკომენდაციების და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, გენერალური დირექტორის მიერ მომზადებული PC-CP (2015) 6 rev 7 დოკუმენტის მიხედვით შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ 15 პატიმარზე მოდიოდეს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მინიმუმ 1 თანამშრომელი; ▪ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; ▪ პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად განსაზღვროს 24 საათი; ▪ ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებიან, მოეწყოს ბავშვზე მორგებული სპეციალური სივრცე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კრიზისის დაძლევისთვის საჭირო უწყვეტი მულტიდისციპლინური მუშაობა. ამ სივრცეში ყოფნის მაქსიმალური ხანგრძლივობა (რამდენიმე საათი) და გამოყენების პროცედურა უნდა განისაზღვროს დაწესებულების დებულებით; ▪ დაწესებულებების დებულებებში გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და დასაბუთებით, თუ რატომ მიიჩნევა ეს ღონისძიება უალტერნატივოდ. ასევე, განისაზღვროს მის გამოყენებამდე ნაკლებად შემზღუდველი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება; ▪ დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში შეიქმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებით; ▪ დეესკალაციის ოთახში მოთავსების გახანგრძლივების საჭიროებისას, პატიმარი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების საჭიროებებზე მორგებულ გარემოში; ▪ განისაზღვროს პატიმრების განცალკევების განცალკევების ღონისძიების გადასინჯვის მაქსიმალური ვალდებულება, ვადა, ამ ასევე, ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით; ▪ აღმოფხვრას სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა; ▪ ყველა პატიმრის სულ მცირე 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად და გადატვირთულობის აღმოსაფხვრელად, შეიმუშაოს მცირე დაწესებულებებზე 90 | დაფუძნებული, დაბალანსებული ინფრასტრუქტურის სტრატეგია და მომზადებული დოკუმენტი გაუზიაროს სახალხო დამცველის აპარატს; ▪ ▪ №17 დაწესებულებაში გაუქმდეს ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები; უზრუნველყოს დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ვენტილაციის და განათების კუთხით არსებული ხარვეზების გამოსწორება; დახურული ტიპის ყველა დაწესებულების საცხოვრებელ საკნებში უზრუნველყოს სათანადო გაგრილების სისტემების მოწყობა; ▪ დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში გაიზარდოს შხაპის მიღების შესაძლებლობები; ▪ ყველა არასრულწლოვანი უზრუნველყოს სრულწლოვანებისგან განცალკევებული, მათზე მორგებული და სტანდარტების შესაბამისი გარემოთი; ▪ პატიმართა სათანადო კვების უზრუნველსაყოფად: o დაადგინოს ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი საკვების სახეობები და განიხილოს მათი ჩანაცვლება; o გაიზარდოს თერმულად დაუმუშავებელი ხილის და ბოსტნეულის რაოდენობა; o გაითვალისწინოს სხვადასხვა ეთნიკურ-კულტურული და რელიგიური საჭიროებები; o გაიზარდოს პატიმართა კვებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი; o არასრულწლოვანი პატიმრები უზრუნველყოს ოთხჯერადი კვებით; ▪ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებზე ყოველწლიურად გასცეს პენიტენციურ დაწესებულებებში წინასწარი შეტყობინების გარეშე შესვლის ნებართვა; ▪ დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში სასეირნო სივრცეები მოეწყოს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ვარჯიში და რეკრეაცია, ამასთანავე, №2 და №8 დაწესებულებებში სასეირნო სივრცეები მოეწყოს მიწის დონეზე; ▪ პატიმართა სათანადო რეაბილიტაციის მიზნით: o 2026 წელს, არანაკლებ ორჯერ გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა; o სარეაბილიტაციო აქტივობაში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, შეიქმნას და დაინერგოს ისეთი მექანიზმი, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე; o 2026 წელს ყველა დაწესებულებაში, სულ მცირე, ორჯერ გაიზარდოს რესოციალიზაციის ღონისძიებებისა და მათში ჩართული მსჯავრდებულების რაოდენობა; ▪ 2026 წელს, პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების რაოდენობა გაიზარდოს მინიმუმ ორჯერ; ▪ უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის პროფესიული სწავლება, ასევე პატიმრის დაზიანებების დოკუმენტირებაზე პასუხისმგებელ ყველა ექიმს ჩაუტარდეს ტრენინგი დაზიანებათა სრულყოფილად აღრიცხვისა და ფოტოგადაღების შესახებ, 91 | ამასთანავე, ზედამხედველობა გაეწიოს მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებას; ▪ უზრუნველყოს ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების სიხშირე იმგვარად, რომ პაციენტთა მოლოდინის დრო არ აღემატებოდეს 2 კვირას; ▪ უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის განხორციელება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში; ▪ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, უზრუნველყოს პატიმართა ასაკობრივი ჯგუფებისთვის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება; ▪ პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილებით განისაზღვროს, რომ სამედიცინო პერსონალის პატიმრებთან შეხვედრისას მესამე პირის დასწრება დასაშვები იყოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ექიმი, თავისი ან პაციენტის უსაფრთხოების რეალური და იმწუთიერი რისკებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს დაწესებულების მოსამსახურის დასწრებას, რაც აუცილებლად უნდა დასაბუთდეს წერილობით (მოსალოდნელი საფრთხეები დეტალურად უნდა აღიწეროს დოკუმენტაციაში); ასეთ საგამონაკლისო შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება უნდა ჩატარდეს გონივრული დისტანციის დაცვით, რათა არასამედიცინო პირებმა ვერ შეძლონ საუბრის მოსმენა; ▪ პენიტენციურ სისტემაში დაინერგოს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემა; ▪ უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პატიმრებს, სახელმწიფოს კონტროლით (უსაფრთხოების დაცვით) და საკუთარი ხარჯით, დაწესებულების მაღაზიაში შეიძინონ ორთოპედიული ლეიბი და/ან ბალიში; ▪ დაინერგოს პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის ინსტრუმენტი; ▪ ნორმატიულად გაიწეროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა და თითოეული წევრის ფუნქციები; o ასევე, ამ გუნდმა შეაფასოს იმ პაციენტთა საჭიროებები, რომელთაც არ ესაჭიროებათ სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება; o შეიმუშაოს ინდივიდუალური გეგმა და გაუწიონ ბიოფსიქოსოციალური დახმარება; ▪ უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ პირთა ფიზიკური ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება, რომელთაც დანიშნული აქვთ ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათ შორის, შესაბამისი კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკვლევის შესაბამისად;330 330„ფსიქოზი და შიზოფრენიის მართვა“, დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკვლევი, იხ. ბმული <https://shorturl.at/U0uE5> [ბოლოს ნანახია: 01.02.2026]. 92 | ▪ უზრუნველყოს როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან პატიმართა, ზეპირად (საჭიროებისას თარჯიმნის დახმარებით) და წერილობით (მათ შორის, ბროშურის სახით) ინფორმირება უფლება-მოვალეობებზე, მათ შორის, გასაჩივრების მექანიზმზე, როგორც დაწესებულებაში შესახლებისას, ისე დაწესებულებაში ყოფნის მთელ პერიოდში; ▪ კონფიდენციალური საჩივრების კონვერტები განათავსოს იმგვარად, რომ კონვერტის მიღება არ იყოს დაწესებულების თანამშრომელზე დამოკიდებული და შეუძლებელი იყოს კონვერტის მიმღები პატიმრის იდენტიფიცირება. ამასთანავე, ყველა პატიმრისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და მიეცეთ შესაძლებლობა საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტი; ▪ სატელეფონო ბარათის დამზადებამდე, დაწესებულების ადმინისტრაციამ უზრუნველყოს პატიმრის მიერ ცხელ ხაზზე დარეკვა; ▪ უსაფრთხოების ღონისძიების სახით სამარტოო საკანში არაუმეტეს 24 საათით მოთავსების პერიოდში პატიმარს მიეცეს სატელეფონო საუბრით სარგებლობის შესაძლებლობა; ▪ ტრანსპორტირებისას გაითვალისწინოს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტრანსპორტირების ორგანიზება განახორციელოს იმგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, ისე სასამართლოსა და სამედიცინო დაწესებულებაში ხანგრძლივად დაყოვნება; ▪ პატიმართა ესკორტირებისას, გამოიყენებოდეს არა სპეციალური რუტინულად საშუალება (პრევენციულად), (ხელბორკილის) არამედ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური რისკის შეფასების საფუძველზე; ▪ ▪ სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვოს უსაფრთხოების ღვედებით; სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტით, პენიტენციურ დაწესებულებებში, ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადად განისაზღვროს სულ მცირე 30 დღე. საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ ურთიერთთანამშრომლობის გზით შეიმუშაონ პენიტენციური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და დაცვის სოციალური ჯანდაცვის დევნილთა, სამინისტროს სისტემაში შრომის, სრული ინტეგრაციის დროში გაწერილი გეგმა. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს: ▪ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამაში განისაზღვროს პენიტენციური დაწესებულებების სასადილოებისა და მაღაზიების გეგმური ინსპექტირების სიხშირე. 93 | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოს პოლიციელთა მიერ დაკავებული პირისათვის უფლებების განმარტების და დოკუმენტური ფორმით უფლებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის პროცესის ტექნიკური (აუდიო-ვიდეო) საშუალებებით ჩაწერა და გონივრული ვადით შენახვა; ▪ პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელდეს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირება შესაბამისი რეესტრების წარმოების გზით; ▪ უზრუნველყოს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებული პირისა და ადვოკატის კონფიდენციალური შეხვედრა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სივრცის მოწყობით; ▪ 2026 წელს, ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოეწყოს სამედიცინო პუნქტი და დასაქმდეს ექიმი; ▪ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტარდეთ ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სტამბოლის პროტოკოლით დოკუმენტირების, ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის შესახებ; ▪ უზრუნველყოს ექიმისა და დაკავებული პირის კონფიდენციალურ გარემოში შეხვედრა, მესამე პირის დასწრების შემთხვევაში კი, მოხდეს დოკუმენტირება და სათანადო დასაბუთება; ▪ 2026 წელს, ტერიტორიული ორგანოების და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად აღიჭურვონ სამხრე კამერებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვროს მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება, ასევე, გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები; ▪ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით განისაზღვროს პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება. ვიდეოგადაღების ვალდებულება დაწესდეს შემდეგ შემთხვევებში: პირის იდენტიფიკაცია; ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა, პირის დაკავება; ▪ პოლიციის ავტომანქანები ეტაპობრივად აღიჭურვოს ავტომანქანის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით; ▪ ნორმატიული აქტით განისაზღვროს დაკავებული პირის პოლიციის ავტომანქანაში ყოფნის დროს უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულება ავტომანქანის გარე და 94 | შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერით ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, სამხრე კამერით; ▪ პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში გაიზარდოს ვიდეოკამერების რაოდენობა და დამონტაჟდეს ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა; ▪ პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოს დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიო-ვიდეოგადაღება; ▪ შევიდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №625-ე ბრძანებაში და №9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; რა ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; მიმართეს თუ არა იძულების ზომას და რა ფორმით; ▪ პოლიციის დაწესებულებებში დაინერგოს დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის შემცველი სტანდარტიზებული ელექტრონული წარმოება, სადაც ფაილური დოკუმენტაციის/ჩანაწერების დეტალურად და დროში სინქრონულად აღირიცხება დაკავებულ პირთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, მათ შორის, დაკავება, დაწესებულებაში შემოყვანა და გაყვანა, სხეულის დათვალიერება, დაკავებულის მიერ ადვოკატთან/ექიმთან/ოჯახთან დაკავშირების მოთხოვნა და მისი უზრუნველყოფა, დაკავებულის გათავისუფლების ან სხვაგან გადაყვანის ზუსტი დრო და მიზეზები, ზუსტი ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა პირი იმ პერიოდში, როდესაც დაკავებული იყო; ▪ რეესტრის წარმოების გზით, უზრუნველყოს პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში მიყვანილი ყველა პირის აღრიცხვა, მათი სტატუსის, შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით; ▪ გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლოს მოწმედ დაბარებული პირებისთვის დე ფაქტო თავისუფლების შეზღუდვის და შემდგომ დაკავების პრაქტიკა და მიიღოს შესაბამისი ზომები ამგვარი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად; ▪ სისტემური შემოწმების ჩატარების გზით, გამოავლინოს და აღმოფხვრას დაკავებული პირების შემოწმებისას სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკა და განახორციელოს თანმდევი რეაგირება; ▪ უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავების/პატიმრობის პირობების შესახებ ქვეთავში აღწერილი პრობლემების აღმოფხვრა; ▪ შევიდეს ცვლილება დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპურ დებულებაში და განისაზღვროს, რომ: o შხაპით სარგებლობის უფლება აქვს იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს, რომელიც იზოლატორში იმყოფება 24 საათზე მეტი ხნის ვადით; 95 | o სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება აქვს იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს, რომელიც იზოლატორში იმყოფება 24 საათზე მეტი ხნის ვადით; o ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებული პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ რეკრეაციის შესაძლებლობებით და შეეთავაზოთ სხვადასხვა აქტივობები; o იზოლატორების საკნებში ვიდეომეთვალყურეობა შესაძლებელი გახდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მაღალია თვითდაზიანების ან სუიციდის რისკი, მხოლოდ რეალური და იმწუთიერი რისკის არსებობის შემთხვევაში; ▪ მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრისთვის შემუშავდეს კონფლიქტების პრევენციის და მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი; ▪ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №231 ბრძანების 25-ე მუხლში ცვლილებებით მკაცრი ზედამხედველობის ოთახში მოთავსებისას: - სავალდებულო გახდეს რეესტრის წარმოება, სადაც აღირიცხება მკაცრი ზედამხედველობის ოთახში პირის მოთავსების და გამოყვანის ზუსტი დრო; - აიკრძალოს მკაცრი ზედამხედველობის ოთახში არასრულწლოვნის მოთავსება; ▪ დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებულ ყველა პირს მისთვის გასაგებ ენაზე ზეპირად და წერილობით განემარტოს უფლებები, მათ შორის გასაჩივრების უფლების და შესაძლებლობების შესახებ, საზედამხედველო ორგანოებთან დასაკავშირებლად ცხელი ხაზით სარგებლობის წესები და უზრუნველყოს ყველა განთავსებული პირისთვის მოთხოვნის შესაბამისად საწერი საშუალებების მიწოდება; ▪ დროებითი განთავსების ცენტრში უზრუნველყოს ადვოკატთან შეხვედრისთვის იზოლირებული, კონფიდენციალური სივრცის გამოყოფა; ▪ აღმოფხვრას დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებული პირის და ექიმის შეხვედრის დროს თანამშრომლის რუტინულად დასწრების პრაქტიკა. მესამე პირის დასწრების შემთხვევაში კი, მოხდეს დოკუმენტირება და სათანადო დასაბუთება; ▪ მიიღოს საჭირო ზომები, რათა დროებითი განთავსების ცენტრში უზრუნველყოფილი იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების და ვენტილაციის კუთხით არსებული ხარვეზების გამოსწორება; ▪ მიიღოს ყველა ზომა, რათა დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირებს გაეზარდოთ გარე სამყაროსთან კონტაქტის შესაძლებლობები; ▪ უზრუნველყოს გდდ-ს თანამშრომლების ამოსაცნობი ნიშნებით აღჭურვა და ნიშნების გამოყენების სავალდებულოობა ნორმატიულად მოწესრიგდეს; ▪ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან მოძალადე პოლიციელებისა თუ მოწმე პოლიციელების იდენტიფიცირების პროცესში. ასევე, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ; 96 | ▪ ჩატარდეს ჯეროვანი და სრულფასოვანი სამსახურებრივი შემოწმებები პოლიციელების მხრიდან არაეთიკური ქმედებების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა უფლებადარღვევის ფაქტებზე; ▪ ჩატარდეს ეფექტიანი განხორციელებული გამოძიება ე.წ. გაზაფხულის სატელეფონო აქციების მუქარების პარალელურად საქმეზე, მათ შორის, ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით; ▪ ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება ე.წ. შავნიღბიანი ჯგუფების მიერ მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტებზე; ▪ ფაქტებზე, რომელზეც იკვეთება დევნის ნიშნები, გამოძიება დაიწყოს სსკ-ის 156-ე მუხლით. საქართველოს პროკურატურას: ▪ სრულყოფილად შესრულდეს სახალხო დამცველის 2024 წლის 17 დეკემბრის №2024/7325 წინადადება (ლეონიძის ქუჩის ეპიზოდი) და 2025 წლის 7 მარტის №25/1903 წინადადება გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით; ▪ ზამთრის აქციებზე გამოძიება ჩატარდეს ეფექტიანად. შეიცვალოს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე წარიმართოს არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით. გამოძიებამ სრულად გააანალიზოს მოვლენები და გამოკვეთოს ყველა პირის (ხელმძღვანელიდან რიგითამდე) პასუხისმგებლობა, როლი და ფუნქციები; ▪ ჩატარდეს გამოძიება ზამთრის აქციებზე მოქალაქეების პირადი ნივთების შესაძლო უკანონო დაუფლების ფაქტებზე, ასევე, პირად ელექტრონულ მოწყობილობებში კანონშეუსაბამოდ შეღწევისა და ინფორმაციის გაცნობის/მოპოვების სავარაუდო ფაქტებზე; ▪ შემჭიდროებულ მიმართვებში ვადებში მითითებული შეისწავლონ სახალხო დამცველის აპარატის 2025 გამართულ საპროტესტო აქციებზე წელს ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტები და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, აწარმოონ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ხოლო, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური მუხლებით, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი პირების, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების, ისე ცალკეული მოქალაქეების ვინაობის დასადგენად და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად; ▪ ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება ე.წ. შავნიღბიანი მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე; ▪ საქმეებს, რომლებშიც ვლინდება დევნის ნიშნები, შეეცვალოს კვალიფიკაცია და გამოძიება წარიმართოს სსკ-ის 156-ე მუხლით. 97 | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების თავიდან ასარიდებლად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეიქმნას უზრუნველყოფილი იქნება დასამშვიდებელი თერაპიული ოთახები, გარემო და სადაც პაციენტს ექნება ნებაყოფლობით განმარტოების და დასამშვიდებელი სენსორული სტიმულაციის შესაძლებლობა;331 ▪ მკაფიოდ განისაზღვროს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში მკურნალობის სტატუსის გადასინჯვის პროცედურები და დოკუმენტირების წესები; ▪ შემუშავდეს და სავალდებულო, დაინერგოს კრიზისული ფსიქიატრიული შემთხვევების, დაწესებულებებისთვის ასევე, პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი; ▪ სახალხო დამცველის აპარატთან კონსულტაციის გზით, განახლდეს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია; ▪ შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ერთიანი ფორმა, სადაც ერთმანეთისგან გაიმიჯნება ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობა და ბიოფსიქოსოციალურ ფსიქიატრიულ დახმარებაზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობა; ▪ უზრუნველყოს სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება, მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით; ▪ შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ რეგულარულად უზრუნველყოს პაციენტის გასაგები ენით, ზეპირი და წერილობითი ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესის და პაციენტის უფლებების თაობაზე; ▪ შემუშავდეს და დამტკიცდეს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის მისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურები; ▪ შემუშავდეს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის დოკუმენტაციის წარმოების კონკრეტული წესები, სადაც ასევე იქნება სხეულზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებული დოკუმენტირების და პაციენტთა საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების წესები; კომფორტის ოთახის მნიშვნელობის, დანიშნულების და მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია მოცემულია მითითებულ ბმულზე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, Quality Rights: Freedom from coercion, violence and abuse. WHO Quality Rights Core training: mental health and social services. Topic 8: Supportive environments and the use of comfort rooms. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: <https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/329582/9789241516730-eng.pdf> [ბოლოს ნანახია: 22.01.2026]. 331 98 | ▪ მიიღოს ყველა ზომა, რათა სისტემური მონიტორინგის გზით გაკონტროლდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან; ▪ 2026 წელს ამოქმედდეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების (ან მონიტორინგის) მექანიზმი, რომელიც შეისწავლის, მათ შორის, შემდეგ საკითხებს: o პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენა; o შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება, დასაბუთებულობა და ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდგომ სტატუსის გადასინჯვა; o რეალური ნების გამოვლენა სტაციონირების და მკურნალობის პროცესში; o არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურა; o ნების საწინააღმდეგოდ ან/და ძალის გამოყენებით ინექციების გაკეთებისა და მედიკამენტების მიცემის ფაქტები; o პაციენტების მხრიდან საშუალებებით ტელეფონებითა სარგებლობა და კანონით და სხვა საკომუნიკაციო გათვალისწინებული სხვა უფლებების რეალიზების საკითხები; o ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა; o ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პაციენტის გარდაცვალების ყველა შემთხვევას, დაადგინოს რა გახდა გარდაცვალების მიზეზი და რამდენად დროულად იყო პაციენტის გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში; ▪ უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარებში პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა, შეიმუშაოს მათი აღმოფხვრის გეგმა და ხელი შეუწყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობის დანერგვაში, სხვადასხვა აქტივობაში ყველა სტაციონირებული პაციენტის რეგულარული ჩართულობის უზრუნველსაყოფად; ▪ ხელი შეუწყოს ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებებს, რათა უზრუნველყონ მულტიდისციპლინური გუნდის დაკომპლექტება და ამ გუნდის მიერ ბავშვების ინდივიდუალური სარეაბილიტაციო გეგმის შედგენა, ასევე, კვალიფიციური პერსონალის მიერ ბავშვებზე მორგებული აქტივობების რეგულარული ორგანიზება; ▪ ფსიქიატრიულ სტაციონარში ხანგრძლივად მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად უზრუნველყონ საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მკაფიოდ განისაზღვროს გეგმური სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურების საკითხი; 99 | ▪ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების, მათ შორის, სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდების სტანდარტის შემუშავება, აღნიშნული სტანდარტის დანერგვის შემდეგ კი, ზედამხედველობა გაუწიოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ მის შესრულებას; ▪ უზრუნველყოს დაწესებულებაში ხანგრძლივად მოთავსებული პაციენტებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული გამოკვლევების ჩატარების ორგანიზება; ▪ ნორმატიულ დონეზე გაიწეროს და დაინერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებით გარანტირებულ უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო უწყებაში შეტყობინების გაგზავნის პროცედურა შშმ პირთა საცხოვრისის სერვისებში; ▪ შშმ პირთა საცხოვრისის სერვისებისთვის შემუშავდეს ბენეფიციარებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ინსტრუქცია; ▪ შევიდეს ცვლილება „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №0154/ნ ბრძანებაში და მკაფიოდ განისაზღვროს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის მისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური პროცედურა, სადაც დეტალურად გაიწერება ამ უფლების რეალიზების ყველა საკითხი; ▪ შეისწავლოს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისებში პერსონალის სიმცირის გამომწვევი მიზეზები, მათ შორის, ყურადღება მიაქციოს პერსონალის შრომის ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს; ▪ უზრუნველყოს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისებში დასაქმებული პერსონალისთვის რეგულარული სწავლების ჩატარება, მათ შორის, ბენეფიციართა უფლებების და კრიზისული შემთხვევების მართვის საკითხებზე; ▪ 2026 წელს, სსიპ დაზარალებულთა „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის დახმარების სააგენტოს“ მონიტორინგის მსხვერპლთა, სამმართველომ მონიტორინგი ჩაატაროს იმგვარად, რომ შემოწმებისას საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს ამასთანავე, სხვადასხვა წყაროდან, განსაკუთრებული განსაკუთრებით ყურადღება კი, მიაქციოს ბენეფიციარისგან; სახალხო დამცველის ანგარიშში გამოკვეთილ საკითხებს, მათ შორის: o შეისწავლოს შშმ ფიზიკური შეზღუდვის ან/და ბენეფიციარების ნების წინააღმდეგ ინექციების გაკეთების, ასევე, მედიკამენტების მიღების იძულების საკითხი; 100 | პირთა საცხოვრისის სერვისებში ბენეფიციარების o შეისწავლოს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების მიმწოდებლების მიერ ბენეფიციართა უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმირების საკითხი; ▪ უზრუნველყოს დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლება, რათა მათ შეძლონ, ამოიცნონ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტები, რომელთაც, შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიწვიონ; ▪ სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელი შეიცვალოს იმგვარად, რომ ნებისმიერი ტიპის საცხოვრისის სერვისში მოთავსებულ ბენეფიციარებს სრულად და დროულად მიუწვდებოდეთ ხელი უფასო სამედიცინო მომსახურებაზე; ▪ საცხოვრისის სერვისებში უზრუნველყოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით; ▪ უზრუნველყოს სახელმწიფო ასაკობრივი პროგრამით ჯგუფებისთვის განსაზღვრული ჯანმრთელობის დაცვის სკრინინგული გამოკვლევების მიმწოდებლისთვის განისაზღვროს ბენეფიციარებისთვის ჩატარება; ▪ ყველა ტიპის საცხოვრისის სერვისის ვალდებულება ადგილზე იქონიოს პირველადი დახმარების მედიკამენტების მარაგი; ▪ დაიხუროს ბედიანის და ძევრის შშმ პირთა პანსიონატები და ბენეფიციარები გადაიყვანონ ალტერნატიული ზრუნვის ისეთ მომსახურებებში, სადაც ისინი თემში, ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში იქნებიან. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“: ▪ სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტით, ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადად განისაზღვროს სულ მცირე 10 დღე; შეისწავლოს და შესწავლის შედეგების საფუძველზე დაგეგმოს დაარქივების ვადის 30 დღით განსაზღვრის საკითხი. 101 | 4. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება 4.1. შესავალი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ჭრილში, 2025 წელს, ისევე როგორც გასულ წლებში,332 კვლავ პრობლემური იყო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება და გასაჩივრება; თავისუფალი გადაადგილების უფლების სავარაუდო უსაფუძვლო შეზღუდვა; უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები; პატიმრების, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენება. სამწუხაროდ, 2025 წლის განმავლობაში კვლავ არ შესრულებულა სახალხო დამცველის მიერ გასულ წლებში გაცემული არაერთი რეკომენდაცია. ისინი დღესაც აქტუალურია, მათ შორის ის წინადადებაც, რომლის გაზიარების შემთხვევაში, დაუშვებლად იქნება ცნობილი საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან/და გაგრძელება, თუ პირის მიმართ საექსტრადიციო საქმისწარმოებისათვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის 333 ფარგლებში. საქართველოს პარლამენტს, საანგარიშო პერიოდში, ასევე არ მიუღია ცვლილებები/დამატებები და არ შეუსრულებია, სააპელაციო სასამართლოსთვის, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების კანონიერებაზე დაუყოვნებლივ მსჯელობის მკაფიო ვალდებულებად განსაზღვრის შესახებ, სახალხო დამცველის რეკომენდაცია. კანონმდებელს ასევე არ გაუზიარებია წინადადებები, ადმინისტრაციული სახალხო დაკავების დამცველის კანონიერების გასული წლების შემოწმებასთან დაკავშირებით.334 კვლავ არ არის შესრულებული სახალხო დამცველის რეკომენდაცია, საგამოძიებო, საპროცესო ან/და სხვა ნებისმიერ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილე ყველა სამართალდამცველის სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვისა და გამოყენების შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 119-129, საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 95-109; საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 88-98, საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 81-92. 333 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 128; საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 107; საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 96-97; საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 91; დამატებით, სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს - საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 7 დეკემბრის №15-2/11520 წინადადება. 334 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 128. 332 102 | როგორც ნორმატიულ დონეზე განსაზღვრის, ასევე, სამხრე კამერებით სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა უზრუნველყოფის შესახებ.335 წინამდებარე თავში ასევე განმეორდება ის რეკომენდაციები და წინადადებები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ეფექტიანობის გასაზრდელად. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმს, რომლის მონიტორინგი სახალხო დამცველისთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა უკვე მესამე წელია. სამწუხაროდ, მიუხედავად უვადო პატიმრების აქტიური მონდომებისა და გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ პროგრამაში ჩართულობისა, მათი „იმედის უფლება“ ჯერჯერობით კვლავ ილუზორულს ჰგავს. 4.2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება 4.2.1. 2025 წელს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები და შედარებითი დინამიკა საანგარიშო პერიოდში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების ძირითადი სახე კვლავ პატიმრობა ან გირაოა (მათ შორის, პატიმრობის უზრუნველყოფით). აღკვეთის სხვა ღონისძიებები, წინა წლების მსგავსად, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება. სახალხო დამცველი გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში აღნიშნავდა, რომ პატიმრობის პროცენტული წილი გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებებთან მიმართებით წლიდან წლამდე იკლებდა, თუმცა, კლება არც ჯამურად, და არც პროცენტულად, არსებითი არ ყოფილა.336 2025 წელს, ამ კუთხით, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი მდგომარეობა და სახეზე გვაქვს არსებითად გაუარესებული მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა აღკვეთის ღონისძიებათა ჯამური რიცხვის 47.2% შეადგინა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა და 47.1%-ს გაუტოლდა. 2021 წელს კლების ტენდენცია გაგრძელდა და 41.51% შეადგინა. მაჩვენებელი მცირდებოდა მომდევნო წლებშიც - 2022 წელს - 38,5%, 2023 წელს კი - 37.86%-ს გაუტოლდა, მაგრამ 2024 წელს პროცენტულმა წილმა მოიმატა და შეადგინა 41%.337 რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად,338 აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 10816 პირს, მათგან პატიმრობა შეეფარდა 5653 პირს, რაც პატიმრობის პროცენტულ წილს განსაზღვრავს 52,26%-ით, გასულ წელთან შედარებით 11%-ით მეტს. 335 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამეტო ანგარიში, გვ. 129. 336 მაგ., საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2023, გვ. 97. 337 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2024, გვ. 121-122; ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2023, გვ. 97-98. 338 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 9 თებერვლის №პ-22-26 წერილი. 103 | რაც შეეხება არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დარჩენილი 5163 აღკვეთის ღონისძიებიდან, გირაო გამოყენებული იყო 2805 პირის მიმართ (25,93%), გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით - 2297 პირის მიმართ (21,23%), ხოლო სხვა არასაპატიმრო ღონისძიება გამოყენებული იყო 61 პირის მიმართ (0,56%).339 საგულისხმოა, რომ გირაომ, მათ შორის, პატიმრობის უზრუნველყოფით გამოყენებულმა, 2025 წელს გამოყენებულ სხვა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებთან მიმართებით, 98.81% შეადგინა. ამ კუთხით, ტენდენცია წლების განმავლობაში ფაქტობრივად უცვლელია, თუმცა, საგულისხმოა, რომ პროცენტული წილი წლიდან წლამდე მცირედით იზრდება, მაგალითისათვის, 2024 წელს გირაოს ხვედრითმა წილმა არასაპატიმრო ღონისძიებების 98.6% შეადგინა, იგივე მაჩვენებელი იყო 2023 წელსაც, 2022 წელს - 98%, 2021 წელს - 97.2%, 2020 წელს - 96.7%, ხოლო 2019 წელს - 96.3%.340 4.2.2.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სისტემური ანალიზი 2026 წელს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზია წარმოდგენილი.341 სპეციალური ანგარიშის ფარგლებში გამოთხოვილი და გაანალიზებულია ჯამში 958 სასამართლოს განჩინება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების/შეცვლის/გაუქმების თაობაზე. გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ანგარიშის დასკვნით ნაწილში ასახულია კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს პარლამენტისთვის. კვლევისას გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დახვეწასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოებას საჭიროებს. კერძოდ: საერთო სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გამოყენების დროს, ხშირად არ არის განხილული და შეფასებული კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალური გარემოებები და საფრთხეები. სასამართლოები, ძირითადად, მხოლოდ აბსტრაქტულ და კოლექტიურ საკითხებზე მითითებით (მაგ., როგორიცაა ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება) შემოიფარგლებიან. ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალური გარემოებების შეუფასებლობა განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც იკვეთება გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენების ტენდენცია. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი არის არა ბრალდებულის სასამართლოს წინაშე წარდგენისა და განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა, ან/და 339 იქვე. 340 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2024, გვ. 121-122; ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2023, 98. 341 იხ. <https://www.ombudsman.ge/geo/190321044913angarishebi/sakhalkho-damtsvelis-spetsialuri-angarishiaghkvetis-ghonisdziebis-gamoqenebis-sakanonmdeblo-da-praktikuli-analizi > 104 | ახალი დანაშაულის პრევენცია, არამედ, წარდგენილი ბრალდებისთვის, ბრალდებულის დასჯა თავისუფლების უფლების შეზღუდვით. გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემური იყო სასამართლოს მხრიდან საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებისას იმ გარემოებებზე მსჯელობის არარსებობა, შესაძლებელი იყო თუ არა საექსტრადიციო საქმისწარმოების სხვადასხვა პროცედურის განხორციელება იმ პერიოდში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი საქართველოს ტერიტორიაზე იხდიდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებთან მიმართებით ასევე პრობლემურია პატიმრობის შეცვლა გირაოთი, ძირითადად მაშინ, როდესაც მაქსიმალური, 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა და აშკარაა, რომ საექსტრადიციო პროცედურების დასრულება ამ პერიოდში ვერ ესწრება. პრობლემურია პირის მიერ პატიმრობაში გატარებული დროის საკითხიც. შესწავლილი განჩინებების თანახმად, სასამართლოები წინასასამართლო ან/და არსებითი განხილვის სხდომებზე უკიდურესად იშვიათად ცვლიან გამოყენებულ პატიმრობას სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. შესწავლილი განჩინებებიდან ასევე გამოიკვეთა, რომ გირაოს ან პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს გამოყენების შემთხვევებში, ხშირად არ არის გამოკვლეული ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, რომ თუ პირი ვერ შეძლებს უზრუნველყოს გირაოს თანხის გადახდა, პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს გამოყენების დროს, გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ იგი რჩება პატიმრობაში, ხოლო გირაოს შემთხვევაში, ბრალდების მხარეს აქვს ფორმალური საფუძველი, მიმართოს სასამართლოს გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. როგორც ანგარიშიდან იკვეთება, სასამართლოები იყენებენ დამატებითი ღონისძიებების სხვადასხვა სახეს. თუმცა, შესწავლილი განჩინებებიდან გამომდინარე, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გამოყენებისას, სასამართლოებს არ უმსჯელიათ იმის შესახებ, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებისა და სხვადასხვა სახის დამატებითი ღონისძიების ერთობლიობაში გამოყენება. სასამართლოდან გამოთხოვილმა განჩინებებმა აჩვენა, რომ მიუხედავად სხვა სახის აღკვეთის ღონისძიებებისა, შესაძლოა ითქვას, რომ სასამართლო პრაქტიკა, გარდა ძალიან მცირე, საგამონაკლისო შემთხვევებისა, უმეტესად პატიმრობასა და გირაოს ღონისძიებებს იყენებს.342 342 აღსანიშნავია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახეები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ არის მრავალფეროვანი და სხვა გათვალისწინებული სახეების გამოყენებისათვის, საკანონმდებლო დანაწესების შესაბამისად, უნდა იყოს დაკმაყოფილებული გარკვეული პირობები. მაგალითად, გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების გამოყენებისათვის, 105 | განსაკუთრებით პრობლემურად შეიძლება მივიჩნიოთ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების/შეცვლის შემთხვევაში გასაჩივრების უფლების ფორმალურობის საკითხი. ეს პრობლემა ძირითადად გამომდინარეობს საკანონმდებლო დანაწესებიდან, რომლებიც აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის უკიდურესად მწირ საფუძვლებს ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკის სისტემური კვლევის პარალელურად, სახალხო დამცველმა, ინდივიდუალური საქმისწარმოების ფარგლებში, ორი ბრალდებული ქალის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. პირველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდებოდა.343 მოცემულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ არ გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია, რომლის თანახმადაც, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის 344 სტანდარტები არ იყო დაკმაყოფილებული დადგენილი სამართლებრივი და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მეორე შემთხვევა ნინო დათაშვილის სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდებოდა.345 მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საჭიროებას მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელშეშლის საფრთხეებით ასაბუთებდა. სახალხო დამცველის პოზიციით, გარდა იმისა, რომ უნდა საბუთდებოდეს ამა თუ იმ საფრთხის არსებობის ფაქტი, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის, განსაკუთრებით კი, პატიმრობის გამოყენებისთვის, უდიდესი ყურადღება უნდა მიქცეოდა ამ საფრთხის ინტენსივობის ხარისხს და მის განმსაზღვრელ გარემოებებს. ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.346 4.2.3.აღკვეთის ღონისძიების საჩივრის გადაგზავნის ვადა ინდივიდუალური საქმისწარმოების ფარგლებში, პატიმრობის გასაჩივრების საკითხის შესწავლამ, სისტემური ხასიათის პრობლემა გამოკვეთა. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არ არის განსაზღვრული კონკრეტული ზღვრული საათებით დადგენილი ვადა, რომელშიც ასევე ჩაითვლება არასამუშაო და უქმე დღეები, სავალდებულოა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების მაქსიმალური სასჯელი არ აღემატებოდეს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას. 343 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 16 იანვრის №25/357 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. 344 იქვე. 345 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 28 ოქტომბრის №25/8728 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. 346 სასამართლოს არ განუხილავს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, ვინაიდან, ბრალდების მხარემ თავად მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობით და ითხოვა ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდება. 106 | მაგისტრატი/საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მიერ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მხარის საჩივრის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გადასაგზავნად და სააპელაციო სასამართლოს მიერ მის მისაღებად. აღნიშნულის გამო კი, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში საჩივრის მიღება და განხილვა ჭიანურდება. კანონით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების განჩინებაზე საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს.347 ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა.348 საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები.349 მიუხედავად საკანონმდებლო რეგულაციისა, მასალების მატერიალურად ფოსტით გაგზავნისა და სააპელაციო სასამართლოში მორიგე მოსამართლეების არყოფნის მიზეზით, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის პატიმრობის გამოყენების თაობაზე საჩივარი, შესწავლილ შემთხვევაში,350 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ მესამე დღეს მიეწოდა. საგულისხმოა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საანგარიშო პერიოდში, საერთო სასამართლოებში დოკუმენტაციის მიმოცვლის მხოლოდ ელექტრონული სისტემის დანერგვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ხოლო სამომავლოდ ამგვარი სისტემის დანერგვის საკითხის განხილვის შესახებ, საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტისთვის ცნობილი არ ყოფილა. სასამართლოებში მოსამართლეთა მორიგეობის დადგენა არასამუშაო საათებსა და დღეებში თავად სასამართლოების მიერ განისაზღვრება.351 4.3. თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამომძიებლის სიტყვიერი შესაძლებლობის უსაფუძვლო სამართლებრივი მითითებით, შეზღუდვის საქართველოს პრაქტიკა, საფუძვლის საზღვრის სამწუხაროდ, გარეშე, გადაკვეთის 2025 წელსაც გაგრძელდა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა ასეთი 19 პირის საქმე შეისწავლა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დაუსაბუთებლად და კანონდარღვევით შეზღუდვის თაობაზე, სახალხო დამცველს მიმართავდნენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ, როდესაც სცადეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და საქართველოდან გამგზავრება, აეროპორტში ან/და სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არ მისცეს ამის შესაძლებლობა. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საქართველოდან გასვლაზე 347 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 207, ნაწ. 1. 348 იქვე, მუხ. 207, ნაწ. 4. 349 იქვე, მუხ. 86, ნაწ. 2. 350 მზია ამაღლობელის საქმე. 351 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 9 ივლისის №571/1550-03-ო წერილი. 107 | უარი, ერთსა და იმავე პირებს, რამდენჯერმეც კი ეთქვათ, ისე, რომ მიზეზი მათთვის ერთხელაც არ განუმარტავთ. ამასთანავე, გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, განმცხადებლების მიმართ გამოყენებული არ ყოფილა სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის უფლების შეზღუდვა.352 ზემოხსენებულ შემთხვევებში, 19 პირის მიმართ საქართველოდან გასვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე შეზღუდვისა და შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე, სახალხო დამცველმა, გამოძიების დაწყების წინადადებით, გენერალურ პროკურორს მიმართა.353 მათგან ორ წინადადებაში მითითებულ გარემოებებზე, ორი პირის უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, გამოძიება დაიწყო354 საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით355, ხოლო 4 წინადადებაში მითითებული 17 პირის შემთხვევაში, გარემოებების შესწავლა არ დასრულებულა.356 4.4. კანონდარღვევევები დაკავებისას საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა დაუსაბუთებელი და თვითნებური დაკავების ფაქტები, ასევე, პირის დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან დაკავების ოქმში შესაძლო არასწორი მონაცემების შეტანა. სამწუხაროდ, საანგარიშო წელს კვლავ გაგრძელდა პოლიციის მიერ მომიტინგეების ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებები.357 საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ შემთხვევაში, პირი, ადმინისტრაციული წესით, სტიკერის გაკვრისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ადმინისტრაციულ ადმინისტრაციულ ჩადენის საზღვრებში გამო დააკავეს. მართალია, არსებული ტერიტორიის სამართალდარღვევათა კოდექსით მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება გათვალისწინებული სამართალდარღვევაა, და ის სახდელის სახით მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 8 იანვრის №13/447 წერილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 18 სექტემბრის NMIA 6 25 03045219 და 5 ნოემბრის N MIA 7 25 03657707 წერილები. 353 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 22 აგვისტოს №25/6665, 2025 წლის 10 სექტემბრის №25/7263, 2025 წლის 17 სექტემბრის №25/7461, 2025 წლის 9 დეკემბრის №25/9889 და 2025 წლის 22 დეკემბრის №25/10281, 2026 წლის 22 იანვრის №26/647 წინადადებები. 354 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 20 ნოემბრის №13/83929 და 2025 წლის 20 ნოემბრის №13/83905 წერილები. 355 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 152, ნაწ. 2. 356 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 20 ნოემბრის №13/83902, 2025 წლის 16 დეკემბრის №13/92105, 2026 წლის 8 იანვრის №13/488 და 2026 წლის 6 თებერვლის №13/6886 წერილები. 357 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, სტიკერების (წარწერით: „იფიცება საქართველო“) გაკვრისთვის პოლიციელებმა, ადმინისტრაციული წესით, დააკავეს ც.ქ. და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. 352 108 | კანონის თანახმად, პოლიციას ხსენებული სამართალდარღვევისთვის პირის დაკავების უფლებამოსილება არ აქვს.358 მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის მხრიდან პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ ფიქსირდებოდა, ოქმში359 ასკ-ს 173-ე მუხლია მითითებული, თუმცა საზღვრებში არსებული პირი რეალურად, ტერიტორიის მუნიციპალიტეტის იერსახის ადმინისტრაციულ დამახინჯებისთვის, კანონით 360 გაუთვალისწინებელი საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი პირის უკანონო და დაუსაბუთებელ დაკავებასაც, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის გარანტიებისა 361 უგულებელყოფით განხორციელდა. და ბავშვის საუკეთესო ინტერესების სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს 358 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 246, ქ/პ. (2025 წლის 11 იანვარს მოქმედი რედაქცია): ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის, ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევისა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 359 დაკავების ოქმი №ბი000014542. 360 მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ვიდეომასალიდანაც ჩანს, რომ ც.ქ. და მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით სწორედ სტიკერის გაკვრისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის გამო დააკავეს, მოგვიანებით, 2025 წლის 14 თებერვალს, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ჩადენისა და პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზეც. 361 პოლიციელებმა, არასრულწლოვანი ლ.ჯ., აქციაზე ადმინისტრაციული წესით სამართალდარღვევის აღკვეთის, პიროვნების დადგენის, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და საქმის დროულად და სწორად განხილვის უზრუნველყოფის საფუძვლებით დააკავეს. განყოფილებაში დაკავების ოქმის შედგენის შემდეგ, არასრულწლოვნის შემდგომი დაკავების საფუძვლები აღარ არსებობდა. ვერც პოტენციური სახდელის აღსრულების საკითხი იარსებებდა, რადგან კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება 18 წლამდე პირისთვის დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, დაკავებული არასრულწლოვანი იზოლატორში მოათავსეს და შემდეგ, დაკავების ვადა კიდევ 24 საათით გაუხანგრძლივეს მტკიცებულებების მოპოვების საბაბით, შაბლონური ტექსტით, კანონის ნორმაზე ფორმალური მითითებით, თუმცა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მტკიცებულებების მოპოვებისთვის არასრულწლოვნის დაკავებაში ყოფნა არც საჭირო და არც აუცილებელი არ ყოფილა, რადგან არასრულწლოვან მოქალაქეს არც მუნიციპალიტეტის კამერების ჩანაწერებზე და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არსებულ მონაცემებთან წვდომა არ აქვს და, შესაბამისად, იგი მათ განადგურებას 109 | არასრულწლოვნის განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების თაობაზე წინადადებით362 მიმართა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.363 საანგარიშო პერიოდში, ასევე გამოიკვეთა სავარაუდო უკანონო დაკავების ფაქტი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე.364 წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ, ბრალდებულის მიმართ, შესაძლოა, ჩადენილი ყოფილიყო სამოხელეო დანაშაული და გამოძიების დაწყების თაობაზე, წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.365 გენერალურ პროკურატურას, სამწუხაროდ, არ გაუზიარებია სახალხო დამცველის წინადადება, რის საფუძვლადაც, საგამოძიებო ორგანომ დაასახელა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტდა, აკმაყოფილებდა თუ არა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.366 აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი გასული წლის ანგარიშებში367 უთითებდა, რომ 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად, შაბლონურად და თვითნებურად უხანგრძლივდებოდათ ან/და მოპოვებაში ხელის შეშლას ვერ შეძლებდა. მით უმეტეს, გამოირიცხება ბავშვის მხრიდან სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სასამართლოს რეაგირება, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ დაკავებული არასრულწლოვანი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა, დაელოდა დაკავების მაქსიმალური 48-საათიანი ვადის ამოწურვას და იგი, ხსენებული ვადის გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე გაათავისუფლა დაკავებიდან. 362 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 10 ივლისის №25/5513 წინადადება, იხ. <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025092615480546543.pdf > [ბოლოს ნანახია: 13.01.2026 წ.]. 363 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 23 დეკემბრის №13/94213 წერილი. გენერალური პროკურატურის პოზიციით, მოცემული საქმის შესწავლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. 364 სახალხო დამცველის აპარატის მიერ ნ.კ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის (საქმის სისხლის სამართლის №009071224002 საქმე.) მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე ნ.კ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ერთ-ერთ ქუჩაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. ამასთანავე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ბრალდებული დააკავეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, რაც არ ემთხვევა ბრალდებულის დაკავების ოქმში მითითებულ ფაქტობრივი დაკავების ადგილს, ტაქსით მგზავრობის დაწყების დროს, ტაქსის მძღოლის თანდასწრებით. განსხვავებული იყო ასევე ბრალდების მხარის მიერ მითითებული დაკავების დრო და დაცვის მხარის მიერ სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ბრალდებულის ფაქტობრივი დაკავების დრო. 365 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 19 მაისის №25/3923 წინადადება. 366 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 5 ივნისის №13/36718 წერილი. აქვე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ნ.კ.-ს მიმართ, სასამართლომ, 2025 წლის 3 სექტემბერს, ნარკოტიკული დანაშაულის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 367 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი” გვ. 79, 101; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიში, გვ. 71-76. 110 | დაკავების ვადა 48 საათამდე.368 შესაბამისად, განზრახ უკანონო დაკავების ფაქტებზე გამოძიების დაწყების საჭიროებაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა 369 გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წინადადებაში მიუთითა. და მსგავსი, 370 არასწორი პრაქტიკა გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში შესწავლილ საქმეშიც. საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა შემთხვევა, სადაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა პირის ადმინისტრაციულ დაკავებას არა საქართველოს ადმინისტრაციულ 371 სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული საფუძვლებით , არამედ მის მიმართ მიმდინარე ბრალდების საქმეზე მისი თავისუფლების უფლების შეზღუდვის მიზნით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლის წარმოქმნამდე.372 4.5. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი 4.5.1. ვადიანი თავისუფლებააღკვეთილი პირები სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, დაწყებულიყო გამოძიება უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე არ შესრულებულა. 369 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 7 მარტის №25/1903 წინადადება. 368 370 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე №4/8853-24. საქმის მიხედვით, 2024 წლის 4 დეკემბერს, სამართალდარღვევის აღკვეთის მიზეზით, პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ნიკა გვარამია. იმავე დღეს, შედგენილია პატაკი და ოქმები, ამობეჭდილია დაკავებულის შესახებ ინფორმაცია და მოპოვებულია სახდელდაუდებლობის თაობაზე დოკუმენტი. ამ ვითარებაში, 5 დეკემბერს, მტკიცებულებათა მოპოვების მიზეზით, დაკავების ვადა დაუსაბუთებლად გახანგრძლივდა კიდევ 24 საათით. მომდევნო დღეს, 6 დეკემბერს, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი და საქმე წარიმართა სასამართლოში, სადაც პოლიციამ ერთ-ერთი ტელევიზიის ვიდეოჩანაწერის ამსახველი DVD დისკი წარადგინა, თუმცა არ მიუთითებია, როდის, ვის მიერ და საიდან იყო მოპოვებული ვიდეოჩანაწერი და არც საქმეში ყოფილა ამგვარი დოკუმენტი. საგულისხმოა, რომ ხსენებული ვიდეოჩანაწერის მონაცემი (Date Modified: „05-Dec-24 11:03“), მაღალი ალბათობით, მიუთითებს პოლიციის მიერ, საქმეზე დართვის მიზნით, მისი მოპოვების დროზე - 2024 წლის 5 დეკემბერს, 11:03 საათზე, ხოლო დაკავების 24-საათიანი ვადა იწურებოდა იმავე დღეს, 16:45 საათზე. შესაბამისად, დაკავების ვადის გახანგრძლივება დაუსაბუთებელ და უკანონო ხასიათს ატარებდა. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია დაკავების კანონიერების საკითხზე. 371 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 244, ნაწ. 1. 372 საქმე შეეხებოდა ნიკანორ მელიას დაკავებას. კერძოდ, 2025 წლის 28 აპრილს, ნიკანორ მელიას ბრალი წარედგინა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო; ხოლო 29 აპრილს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას 50 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 29 მაისს, ბრალდების მხარის მოთხოვნით, სხდომა მომდევნო დღისთვის გადაიდო, თუმცა პოლიტიკოსის თქმით, სასამართლოში გამოცხადებას არ აპირებდა; ხოლო ადვოკატმა სხდომის გადადების მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ გირაოს გადახდის ვადა იმავე დღეს, 00:00 საათზე გადიოდა, რის გამოც პროკურატურა ვერ მოითხოვდა გირაოს პატიმრობით შეცვლას. 29 მაისს, ნიკანორ მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს, პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და 30 მაისს, წარადგინეს სისხლის სამართლის საქმის სხდომაზე, სადაც მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატმა საჯაროდ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული საქმის მასალები მისთვის არ გადაუციათ, საქმე არც სასამართლოში ყოფილა გაგზავნილი. სახალხო დამცველის აპარატის არაერთი მიმართვის შემდეგ, 5 თვის დაგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აპარატს აცნობა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ ნიკანორ მელია ცნო სამართალდამრღვევად და 5000 ლარი ჯარიმა განუსაზღვრა. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ხანდაზმულობის 6-თვიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე განიხილეს, რაც ქმნის ვარაუდს ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის დაკავების შესახებ. 111 | მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმები სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების განხორციელების მთლიანი პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ საშეღავათო მექანიზმების ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს როგორც თითოეული მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და საზოგადოებაში უსაფრთხო რეინტეგრაციას, ასევე, სასჯელის სხვა მიზნების სამართლიანობის აღდგენისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მიღწევას. სამწუხაროდ, მოცემული საკითხის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ წინა წლების საპარლამენტო ანგარიშებში ასახული რეკომენდაციები, კვლავ არ არის გაზიარებული. შესაბამისად, დღეის მდგომარეობითაც არასრულყოფილია მსჯავრდებულის შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი. ასევე, გაწერილი არ არის ადგილობრივი საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის ჩატარების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რაც კვლავ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ მიეცეს მისი გათავისუფლების საკითხის გადამწყვეტი ორგანოს წინაშე წარდგენისა და საკუთარი ინტერესების დაცვის/პიროვნების წარმოჩენის შესაძლებლობა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე და წინა წლებში გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით, სახალხო 373 ადგილობრივი საბჭოს დამცველის აპარატი კვლავ დაინტერესდა ექვსივე მუშაობის შედეგებით და დეტალურად შეისწავლა მათ მიერ 2025 წლის აპრილსა და ოქტომბერში მიღებული 517 გადაწყვეტილება.374 აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციის მოცულობის მიუხედავად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აპარატს დროულად დოკუმენტები. თუმცა, ვინაიდან და შეუფერხებლად მონაცემების მიაწოდა მოთხოვნილი მნიშვნელოვანი ნაწილი დეპერსონიფიცირებული (დაშტრიხული) იყო, მათი სრულფასოვანი შეფასება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, წინამდებარე ქვეთავში მიმოხილული საკითხები მიღებული ინფორმაციის ხელმისაწვდომ მონაცემებს ეფუძნება. უპირველეს ყოვლისა, შესწავლილი დოკუმენტების ანალიზის შედეგად უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავ შენარჩუნდა როგორც მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების, ასევე, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის კლების ტენდენცია. მაშინ, როდესაც 2024 წელს სასჯელის მოხდისგან 342 მსჯავრდებული გათავისუფლდა375 და 202 მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო და არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო. 374 პერიოდი შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. 375 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 24 იანვრის №20774/01 წერილი. 373 112 | ნაწილი მსუბუქი სასჯელით შეეცვალა,376 2025 წელს, ორივე მიმართულებით შემცირდა დადებითი გადაწყვეტილებების რაოდენობა. კერძოდ, 2025 წლის განმავლობაში განხილული 10653 საქმიდან დადებითი გადაწყვეტილება (ჯამში) მხოლოდ 339 საქმეზე იქნა მიღებული, აქედან, პირობით ვადამდე 195 მსჯავრდებული გათავისუფლდა, ხოლო სასჯელის შემსუბუქება 144 მსჯავრდებულს შეეხო.377 დადებითი გადაწყვეტილებების შემცირების ტენდენცია, სამწუხაროდ, არ ეხება მხოლოდ გასულ წელს, ის, უკანასკნელი წლებია, სტაბილურად შეიმჩნევა. მიზანშეწონილია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გააანალიზოს ამ ტენდენციის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები (იხ. დიაგრამა). სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება 1279 830 829 635 434 342 195 2019 წელი 2020 წელი 2021 წელი 2022 წელი 2023 წელი 2024 წელი 376 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 24 იანვრის №20774/01 წერილი. 377 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 15 იანვრის № 12364/01 წერილი. 113 | 2025 წელი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით 545 440 388 274 236 202 144 2019 წელი 2020 წელი 2021 წელი 2022 წელი 2023 წელი 2024 წელი 2025 წელი რაც შეეხება გადაწყვეტილებების შინაარსობრივ მხარეს, წინა წლების მსგავსად, 2025 წლის განმავლობაშიც გამოიკვეთა ხარვეზები როგორც საბჭოების პრაქტიკულ მუშაობაში, ისე სამართლებრივი რეგულირების ნაწილში. მოქმედი კანონმდებლობა და ჩამოყალიბებული პრაქტიკა კვლავ არ იძლევა მკაფიო და თანმიმდევრულ პასუხს იმაზე, თუ რა პირობების არსებობა ჩაითვლება საკმარისად დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთანავე, შეფასების პროცესში უპირატესად ფორმალური გარემოებები დომინირებს და ნაკლებად ფასდება ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ უკავშირდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საბჭოების არაერთგვაროვან მიდგომაზე ძირითად შესაფასებელ კრიტერიუმებთან მიმართებით. პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის დარჩენილი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ჩანაცვლების საკითხის გადაწყვეტისას ადგილობრივი 378 ხელმძღვანელობენ ხუთი ძირითადი კრიტერიუმით, საბჭოები ფორმალურად თუმცა მათი ინტერპრეტაცია და კონკრეტული კრიტერიუმის პრიორიტეტულობა სხვადასხვა საქმეში განსხვავებულია. საბჭოების ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილების შედარებისას. აშკარად ჩანს, რომ მათი დასაბუთების სტანდარტი, საქმეების ფაქტობრივი დეტალების მსგავსების მიუხედავად, რადიკალურად განსხავებულია და დადებით გადაწყვეტილებებში გამოყენებული არგუმენტაცია არ შეესაბამება ჩამოყალიბებულ ზოგად პრაქტიკას. სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეების უმეტეს ნაწილში, დადებითი 378 „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანება, მუხ. 13, პუნქ. 1. 114 | გადაწყვეტილებები მიღებულია იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა პირადი საქმე არსებითად არ განსხვავდება იმ პირების საქმეებისგან, რომლებსაც უარი ეთქვათ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის შეცვლაზე. უფრო მეტიც, რამდენიმე შემთხვევაში, იმ მსჯავრდებულების პირად საქმეებში, რომლებსაც უარი ეთქვათ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის შემსუბუქებაზე, ბევრად უფრო შესამჩნევია ქცევის დადებითი მსჯავრდებულების დინამიკა და რესოციალიზაციის სურვილი, ვიდრე შემთხვევაში, ვის მიმართაც იმ დადებითი ამა თუ საბჭომ იმ გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებათა სამოტივაციო ნაწილის ანალიზით არ იკვეთება ამგვარი წინააღმდეგობრივი მიდგომების ლოგიკური საფუძველი. ზოგადი მიდგომების პარალელურად, აპარატმა ასევე შეისწავლა თითოეული კრიტერიუმის შეფასების სპეციფიკა. როგორც გაირკვა, კვლავ არ შეცვლილა დანაშაულის ხასიათის შეფასების სტანდარტი. ყველა უარყოფით გადაწყვეტილებაში, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ინდივიდუალური მახასიათებლების მიუხედავად, საბჭო ერთნაირად უდგება სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულს, „განსაკუთრებული მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონედ“ მიიჩნევს და, შესაბამისად, უარყოფითად აფასებს. აღნიშნულის გამო, გადაწყვეტილებათა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, მოკლებულია ინდივიდუალურ შეფასებას და დანაშაულის ხასიათის მიმართ საბჭოს ზოგად მიდგომას ეფუძნება. დადებით გადაწყვეტილებებში კი, საბჭო შემოიფარგლება მხოლოდ დანაშაულის ფაქტების აღწერით ან/და საერთოდ შეფასების მიღმა ტოვებს დანაშაულის ხასიათს. საინტერესოა მსჯავრდებულის ქცევის შეფასების ნაწილიც: თუ ერთ შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების რეჟიმის დაცვა, დისციპლინური სახდელების არარსებობა და თავაზიანობა დადებითი გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ფაქტორებია, სხვა შემთხვევებში, ანალოგიური მახასიათებლები და სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული წახალისებებიც კი, საბჭოსთვის არ არის მსჯავრდებულის პიროვნების დადებითი ცვლილებების საკმარისი მაჩვენებელი. საგულისხმოა, რომ ამ მახასიათებლების არსებობისას, საბჭო მსჯავრდებულის დადებით ქცევას უბრალოდ კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებად მიიჩნევს. კვლევის პროცესში, ასევე გამოვლინდა ისეთი გადაწყვეტილებები, სადაც მსჯავრდებულს არ ჰქონია დისციპლინური სახდელები და თანაც, სამჯერ ან მეტჯერ იყო წახალისებული კარგი ყოფაქცევისთვის, თუმცა საბჭო მაინც განმარტავდა, რომ არ იყო გამოკვეთილი ისეთი გარემოება, რაც მათ ქცევის აშკარა დადებით ცვლილებაზე მსჯელობის საშუალებას მისცემდა. შესწავლილ საქმეებში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებისა და ნასამართლობის შეფასების მიმართულებით მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები არ გამოვლენილა, მაგრამ იყო ერთი საყურადღებო ფაქტი, სადაც საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ნასამართლობის მქონე პირის მიმართ, ამ კრიტერიუმის ფაქტობრივი გარემოებების შეუფასებლად, მაშინ, როცა უარყოფითი გადაწყვეტილებების დასაბუთების ნაწილში ნასამართლობის ფაქტის არსებობა საბჭოს 115 | მხრიდან მუდმივად აღიქმებოდა დანაშაულის რეციდივის საფრთხისა და მსჯავრდებულის მართლშეგნების საკვანძო ინდიკატორად. არაერთგვაროვანია საბჭოს პრაქტიკა ოჯახური პირობების შეფასებასთან დაკავშირებითაც. შესწავლილი გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე, ოჯახის მხარდაჭერა, მყარი მატერიალური მდგომარეობა, ოჯახის წევრებთან ინტენსიური კომუნიკაცია და მსჯავრდებულის მჭიდრო სოციალური რესოციალიზაციის კავშირები ხელშემწყობ და ყოველთვის დამცავ არ განიხილება ფაქტორად. ხშირია შემთხვევები, როდესაც საბჭო იდენტურ ფაქტობრივ მოცემულობას განსხვავებულად აფასებს. მსჯავრდებულის აქტიური კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, სატელეფონო საუბრებისა და პაემნების გამოყენება, საბჭოს მიერ, ერთი მხრივ, რესოციალიზაციისკენ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯად ფასდება, თუმცა, სხვა, იდენტურ შემთხვევებში, მსჯავრდებულის მონდომება, შეინარჩუნოს მყარი ურთიერთობა ოჯახთან, საბჭოსთვის არასაკმარისი გარემოებაა ამ კრიტერიუმის დადებითად შესაფასებლად. გარდა ამისა, უარყოფითი გადაწყვეტილებების აბსოლუტურ უმრავლესობაში, საბჭო განმარტავს, რომ მსჯავრდებულებს ოჯახი ჰყავდათ დანაშაულის ჩადენამდეც და, ამ მხრივ, დადებითი ემოციები არც მაშინ იყო უცხო, თუმცა ეს შემაკავებელი ფაქტორი არ გამხდარა. სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი ინტერპრეტაცია აკნინებს ოჯახის, როგორც მნიშვნელოვანი მხარდამჭერისა და პოზიტიური ქცევის მოტივატორის, როლს თითოეული მსჯავრდებულის ცხოვრებაში. ამის ფონზე, დადებით გადაწყვეტილებებში საბჭოები მიუთითებენ, რომ ოჯახის წევრთა მხარდაჭერამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმ რისკის თავიდან აცილებას, რასაც კანონთან კონფლიქტში ყოფნა ჰქვია, რაც საბჭოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ ოჯახის წევრთა მხარდაჭერა სოციუმთან ადაპტირებასა და საკუთარი თავის დამკვიდრებაში დაეხმარება. რაც შეეხება მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებას, ეს კრიტერიუმი ბევრ კომპონენტს მოიცავს, თუმცა გადაწყვეტილებების ანალიზმა აჩვენა, რომ ძირითადი ყურადღება სოციალურ აქტივობებში მონაწილეობას ეთმობა. წარმოდგენილი მასალების შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა არაერთი საქმე, სადაც სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ჩართული იყო არაერთ აქტივობაში, გავლილი ჰქონდა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსები, მონაწილეობდა სპორტულ ტურნირებში, კულტურულ და სხვა ტიპის ღონისძიებებში, მაგრამ ამის მიუხედავად, მსჯავრდებულების ამგვარი აქტიური ჩართულობა არასაკმარისად იყო მიჩნეული რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად და კრიტერიუმის დადებითად შესაფასებლად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინა წლების მსგავსად, საბჭოები კვლავ არ ითვალისწინებენ სოციალურ აქტივობებში მსჯავრდებულების მონაწილეობის ხელშემშლელ გარემოებებს (ენობრივი ბარიერები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ.), მაშინაც კი, როდესაც ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ასახულია პირად საქმეში. არანაკლებ პრობლემურია პრაქტიკაში გამოვლენილი წინააღმდეგობრივი მიდგომა დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებისას. კონკრეტულად, იმ შემთხვევებში, 116 | როდესაც მსჯავრდებულს დაზარალებულის თანხმობა არ აქვს წარმოდგენილი, საბჭო ამ გარემოებას უარყოფითად მნიშვნელობაზე. აფასებს ამასთანავე, და იმ მიუთითებს დაზარალებულის სიტუაციებში, როდესაც პოზიციის დაზარალებული მსჯავრდებულის მიმართ შეღავათის გამოყენებას ეთანხმება, საბჭო აცხადებს, რომ დაზარალებულის დამოკიდებულება მსჯავრდებულისაგან მომდინარე თავისთავად შესაძლო ვერ რისკების უზრუნველყოფს განეიტრალებას და გათავისუფლების შემდეგ დანაშაულის თავიდან აცილებას. ამასთანავე, აღწერილი ხარვეზების ფონზე, ერთ-ერთ უმთავრეს სისტემურ პრობლემად იკვეთება ადგილობრივი საბჭოების სამომავლო მოლოდინების არაგანჭვრეტადობა. არსებული პრაქტიკით, მსჯავრდებულისთვის გასაგები და პროგნოზირებადი არ არის, კონკრეტულად რომელ გარემოებებს მიიჩნევს საბჭო საკმარის საფუძვლად პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ჩასანაცვლებლად. საბჭოები არ აყალიბებენ თანმიმდევრულ და მკაფიო სტანდარტებს, რომელთა გათვალისწინებაც მსჯავრდებულს მისცემდა შესაძლებლობას, წინასწარ განესაზღვრა მის მიმართ არსებული მოლოდინები, ან კონკრეტულად, რა შეიძლებოდა მიჩნეულიყო რეალურ დადებით ცვლილებად, მაშინ როდესაც პენიტენციურ სისტემაში არსებულ რესურსებსა და შესაძლებლობებს ისედაც აქტიურად იყენებს თავისი დადებითი ქცევისა და მოტივაციის გამოსავლენად. შესაბამისად, პატიმარი ვერ ახერხებს საკუთარი ქცევის და რესოციალიზაციის პროცესის მიზნობრივ დაგეგმვას. სახალხო დამცველის შეფასებით, ადგილობრივი საბჭოების საქმიანობაში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მიდგომებს. მნიშვნელოვანია, მსჯავრდებულის მიერ აუცილებელია, რომ მიღწეული საბჭოებმა თითოეული პროგრესის გადახედონ გადაწყვეტილება კომპლექსურ და თავიანთ ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ შეფასებას, სადაც საბჭო არ დაეყრდნობა მხოლოდ ისეთ უცვლელ მოცემულობას, როგორიცაა დანაშაულის ხასიათი და მაქსიმალურად დაასაბუთებს, თუ რატომ ვერ აბათილებს დადებითად შეფასებული კრიტერიუმები უარყოფითს. ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს რესოციალიზაციის პროცესის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის დროსაც კანონმორჩილი ქცევა და წახალისებები განიხილება არა ვალდებულების შესრულებად, არამედ პიროვნული ტრანსფორმაციის რეალურ მაჩვენებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მცდელობების მოჩვენებითობა მხოლოდ სასჯელისგან გათავისუფლების მოტივაციით, კონკრეტულად ვლინდება და საბუთდება. მნიშვნელოვანია, რომ იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც აქვთ ენობრივი ბარიერი, მიეცეთ რეალური შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში და ამგვარად აჩვენონ ქცევის შეცვლის მოტივაცია. ასევე, აუცილებელია გაიზარდოს პატიმრებისთვის შეთავაზებული რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები, რათა ინდივიდუალური უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მოახერხონ პროგრამებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს თითოეული გადაწყვეტილება 117 | (დადებითი თუ უარყოფითი) მსჯავრდებულებისთვის იყოს განჭვრეტადი, რათა შეუნარჩუნდეთ ქცევის დადებითი ცვლილებების მოტივაცია. 4.5.2. უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები 2025 წელს, პირობით ვადამდე კვლავ არცერთი უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირი არ გათავისუფლებულა. ასევე, არცერთ მათგანს არ შეცვლია სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა სულ 92379 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი (3 ქალი, 89 კაცი).380 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2025 წლის მდგომარეობით, 44 უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდილი აქვთ 15 წელი მაინც, დასრულებული აქვთ „უვადო თავისუფლების მომზადების 381 პროგრამა.“ აღკვეთით მათგან, მსჯავრდებული საანგარიშო პირის პერიოდში, გათავისუფლებისთვის აღნიშნული 382 დაასრულა 4-მა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულმა. 2025 წლის განმავლობაში მხოლოდ 19-მა უვადო პროგრამა მიუხედავად ამისა, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულმა (ან მათმა ადვოკატმა) მიმართა საერთო სასამართლოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის ან/და პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით. შუამდგომლობები არცერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილებულა და, შესაბამისად, უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიმართ საშეღავათო მექანიზმი არ გამოყენებულა. პირველი ინსტანციის სასამართლოების განჩინებები მხოლოდ 8 მსჯავრდებულმა გაასაჩივრა, რომელთა საჩივრები სააპელაციო სასამართლოებს ასევე არ დაუკმაყოფილებიათ.383 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი პირველი და სააპელაციო სასამართლოების ინსტანციების განჩინებების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სამწუხაროდ, გასული წლების მსგავსი ხარვეზები კვლავ აქტუალურია.384 სწორედ, საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების გათვალისწინებით, ხსენებული 379 ოთხი მათგანი შეწყალებულია და დადგენილი აქვს გათავისუფლების თარიღი. 380 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 1 ოქტომბრის №282531/01 წერილი. 381 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 22 იანვრის №20964/01 წერილი. 382 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 2 თებერვლის №33420/01 წერილი. 383 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 22 იანვრის №20964/01 წერილი. 384 გასული წლების მიგნებები დეტალურადაა აღწერილი - საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 14, 142-145, 150-151; საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 13, 95, 103-106; 107-109, 144; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 6, 166, 179-187, 219-224; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 7, 225, 253-263; სპეციალური ანგარიში „უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი”, 2025 <https://ombudsman.ge/res/docs/2025031715241698120.pdf > 118 | საშეღავათო მექანიზმი უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის უშედეგოდ განაგრძობს ფუნქციონირებას. სასამართლოები, გასული წლების მსგავსად, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების/უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისას ყურადღებას ამახვილებენ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენის ხერხზე, მოტივზე; პენიტენციურ დაწესებულებაში მის ქცევაზე; სასჯელის მოხდის პერიოდში დანაშაულის ჩადენასა და დაწესებულებაში დაკისრებულ დისციპლინურ სახდელებზე, მათ შორის, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ბოლოს მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი რამდენიმე და, შესაძლოა, 10 ან მეტი წლის წინ დაეკისრა;385 „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის“ შემაჯამებელ ანგარიშზე; მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდზე, განსაკუთრებით, თუ მსჯავრდებულს მოხდილი არ აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის განსაზღვრული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა მაინც.386 ცალკე აღსანიშნავია, რომ სასამართლოები, მსჯავრდებული პირის განხილვისას განსაკუთრებულ უფლებამონაცვლის სასამართლოები, მიმართ პოზიციას ხშირ უვადო საშეღავათო მექანიზმის მნიშვნელობას (ან ასეთის შემთხვევაში, თავისუფლების გამოყენების ანიჭებენ რომ საკითხის დაზარალებულის წარმოუდგენლობას). აღნიშნავენ, აღკვეთით ამასთანავე, მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მხრიდან ადგილი ჰქონდეს მსჯავრდებულის მიმართ ანგარიშსწორებას, შურისძიებას და თავად მსჯავრდებულის უსაფრთხოებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას ასახელებენ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების/უფრო 387 მსუბუქი საფუძვლად. ამასთანავე, მსჯავრდებულს უარი უთხრა სახის გამოვლინდა საშეღავათო სასჯელით შეცვლაზე უარის შემთხვევა, როდესაც მექანიზმის გამოყენებაზე თქმის სასამართლომ და სხვა საფუძვლებთან ერთად მიუთითა იმ დაზარალებულის უფლებამონაცვლის უარყოფით 385 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის №917/8790 განჩინება. 386 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბრის №7-25-25 განჩინება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, იმ დანაშაულებისთვის, რომლისთვისაც შეიძლება დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე გათვალისწინებულია ალტერნატიული სასჯელის სახე - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და დადგენილია მინიმალური ზღვარი. იმ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელთა შესწავლასაც ემყარება მოცემული ანგარიში, ასეთი მინიმალური ზღვარი იყო 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 1 წლით მეტია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისთვის სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებისთვის დადგენილ მინიმალურ, 15 წლის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდაზე. 387 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის №351/6754 განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის №924/21455 განჩინება (არ არის წარმოდგენილი დაზარალებულების უფლებამონაცვლეთა პოზიციები); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვლის №2/116 განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის №703/15991 განჩინება. 119 | პოზიციაზე, რომელთან მიმართებითაც მსჯავრდებულს აღარ ჰქონდა დანიშნული388 უვადო თავისუფლების აღკვეთა.389 სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახური ყველა საქმეში კვლავ არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას პატიმრის გათავისუფლების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ხოლო იმ საქმეებში, სადაც დააფიქსირეს, მიუხედავად მსჯავრდებულის მიერ მომზადების პროგრამის წარმატებით გავლისა, მათი პოზიცია პატიმრის გათავისუფლებაზე ყველა ჯერზე უარყოფითი იყო. შესწავლილი სააპელაციო ინსტანციის განჩინებების თანახმად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოების შეფასებასა და საფუძვლებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე/უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სამართლიანი აღსრულება, მათ შორის, მსხვერპლთა ოჯახების ინტერესების ადეკვატური დაცვა. ამავე დროს, აღნიშნულმა არ უნდა შექმნას იმგვარი მდგომარეობა, რომ უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების უფლებრივი გარანტიები და მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების პერსპექტივები დარჩეს კანონმდებლობის ილუზორული ხასიათის ფორმალურ ჩანაწერებად. ამან, შესაძლოა, სრული ფრუსტრაცია და მოტივაციის დაკარგვა გამოიწვიოს ყველაზე მძიმე სასჯელმისჯილ პირებში, თუკი მათ არ ექნებათ გათავისუფლების რეალური იმედი, კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებისა და სასჯელის გონივრული/სამართლიანი ნაწილის მოხდის შემთხვევაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №1/2672-05) პირს სამი სხვადასხვა მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 109-ე მუხლის „გ” და „ზ” ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე და 326-ე მუხლები), თითოეულზე ცალ-ცალკე განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა (განაჩენი არ გასაჩივრებულა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში). 2006 წლის 28 აპრილის №2937 საქართველოს კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებითა და დამატებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დაიყო ნაწილებად და 109-ე მუხლის „გ” და „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განისაზღვრა როგორც 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტები, რომლისთვისაც სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ამ ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენით (საქმე №1/აგ07-25) 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებებამდე არსებული კვალიფიკაცია მიესადაგა აღნიშნული ცვლილებების შემდგომი რედაქციით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას, და მსჯავრდებულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. 389 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №736/16574 განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 დეკემბრის №1ბ/1343-25 განჩინება. 388 120 | წინადადებები საქართველოს პარლამენტს: ▪ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 1 საქართველოს კანონის 30-ე მუხლს დაემატოს 12 პუნქტი, რომლითაც დაუშვებლად იქნება ცნობილი საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან/და გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ საექსტრადიციო საქმის წარმოებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში; ▪ შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და განისაზღვროს მაგისტრატი (საქალაქო/რაიონული) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაზე მხარის საჩივრის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების ვადის გასვლის (48 საათი) შემდეგ დაუყოვნებლივ (მაქსიმალური დროის ლიმიტის მითითებით) გაგზავნის ვალდებულება, რაშიც ჩაითვლება ასევე არასამუშაო და დასვენების დღეები და საათები. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განისაზღვროს სააპელაციო სასამართლოს მიერ ასეთი საჩივრის გასაჩივრების ვადის გასვლიდან საჩივრის მიღების ზღვრული ვადა, კონკრეტულად მითითებული საათებით, რაშიც ჩაითვლება ასევე არასამუშაო და დასვენების დღეები; ▪ შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მკაფიო ვალდებულებად განისაზღვრება აღკვეთის ღონისძიების კანონიერებაზე დაუყოვნებლივ მსჯელობის ვალდებულება; ▪ შევიდეს ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებად განისაზღვრება; ▪ პენიტენციური კოდექსით განისაზღვროს ადგილობრივი საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენების ჩატარების სავალდებულო კრიტერიუმები. ამავე დროს, ადგილობრივ საბჭოს შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ჩაატაროს ზეპირი განხილვა. ▪ საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების შესახებ განკარგულებით უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლების თარიღის დადგენის შემთხვევაში, შემუშავდეს მის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენების და განხილვის ისეთი წესი, რომლითაც, ერთი მხრივ, დაზუსტდება, ეს საკითხი საერთო სასამართლოებმა უნდა განიხილონ უვადო თავისუფლებააღკვეთით მსჯავრდებულებისთვის დადგენილი ზოგადი წესისა და პირობების შესაბამისად, თუ ადგილობრივმა საბჭოებმა - პირობით ვადამდე 121 | გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, ისე, რომ არ გაუარესდეს მსჯავრდებულის მდგომარეობა. ასევე, შესწავლის შედეგების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები; ▪ კანონმდებლობაში მკაფიოდ განისაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა მიერ საშეღავათო მექანიზმის გამოყენების საკითხის განსახილველად, მოსახდელი სავალდებულო პერიოდის ათვლის დაწყების თარიღი, განაჩენთა ერთობლიობის შემთხვევაში; ▪ შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და საერთო სასამართლოებს მიეცეთ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ გათავისუფლების კონკრეტული ვადის დადგენის უფლებამოსილება, ასევე, განხილულ იქნეს ე.წ. დამზღვევი მექანიზმის შემუშავების საჭიროება.390 რეკომენდაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრს: ▪ გადაიხედოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სისტემაში სპეციალური შემავალი პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმები და შეივსოს იმგვარი შინაარსობრივი კრიტერიუმებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის პიროვნული პროგრესის ინდივიდუალურ, კომპლექსურ და შინაარსობრივ შეფასებას, მათ შესაძლებლობების, სამომავლო გათვალისწინებით, რაც შორის, მისი გეგმების, ხელს რესოციალიზაციის პერსპექტივებისა შეუწყობს და რეალური რისკების გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობასა და განჭვრეტადობას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ ნორმატიულ დონეზე განისაზღვროს სპეციალურ ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება და სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი; ე.წ. დამზღვევი მექანიზმის ფარგლებში, თუ სასამართლო უვადო თავისუფლების აღკვეთას მსჯავრდებულს შეუცვლის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, და მსჯავრდებული მოსახდელ ვადაში მკვეთრად გააუარესებს ქცევას, პენიტენციურ სამსახურს ჰქონდეს სასამართლოსთვის დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართვის უფლებამოსილება, საშეღავათო მექანიზმის გაუქმებასთან დაკავშირებით. 390 122 | ▪ სამხრე კამერებით სამართალდამცავი. 123 | აღიჭურვოს სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე ყველა 5. სამართლიანი სასამართლოს უფლება 5.1. შესავალი 2025 წელს არაერთი ცვლილება შევიდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ხაზგასასმელია, რომ ეს ცვლილებები განხორციელდა დაჩქარებული წესით, ამით კი შეიზღუდა მასში სრულფასოვანი ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს. საანგარიშო პერიოდში, გასული წლების მსგავსად, სამწუხაროდ, კვლავ გამოვლინდა გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანა ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, ასევე, ადვოკატის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისთვის არდაშვება, საქმეთა განხილვის გაჭიანურება. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ე.წ. „მოწამლული ხის ნაყოფის“ მტკიცებულების საფუძველზე პირის დამნაშავედ ცნობას; სასამართლოების მხრიდან დაცვის მხარისთვის მტკიცებულებების მოპოვების შეზღუდვას, ორჯერ მსჯავრდების პრინციპის აკრძალვით პირის პასუხისგებაში მიცემას. შესამჩნევი იყო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული გამონათქვამები, პირთა დამნაშავეობის შესახებ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე კეთდებოდა. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებით, მკაცრი და არაპროპორციული სანქციების შემოღებით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციების დიდი ნაწილი კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის, ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღების; ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველყოფის; გარესამყაროსთან კომუნიკაციაშეზღუდული ბრალდებულისთვის ადვოკატთან სატელეფონო საუბრის შესაძლებლობის; დისტანციურ პროცესებზე ბრალდებულსა და ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის; სისხლის სამართლის საქმის მასალების და საჩივრის ქვემდგომი ინსტანციიდან ზემდგომში გაგზავნის კონკრეტული ვადების; მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ოქმში ასახულ საიდუმლო ოპერატიულ ინფორმაციაზე პატიმრის წვდომის ბლანკეტური შეზღუდვის გაუქმების; პატიმართა ადმინისტრაციული სარჩელების გონივრულ ვადაში განხილვის მიზნით ღონისძიებების გატარებისა და ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის მიერ განხილულ საქმეთა შესწავლის შედეგად გამოვლინდა რიგი სისტემური პრობლემები, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს და წინამდებარე თავში ვრცლად მიმოვიხილავთ. 124 | 5.2. სასამართლოში არსებული ინსტიტუციური პრობლემები წინამდებარე ქვეთავში განვიხილავთ 2025 წლის იმ ძირითად მოვლენებს, რომლებიც სასამართლო სისტემაში ინსტიტუციურ და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს. 5.2.1. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დისციპლინური სამართალწარმოების ყველა ეტაპი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში მოექცა.391 2025 წლის 26 ივნისს, ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ დაემატა „მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის არაჯეროვნად 392 შესრულება“. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) №27 (2024) დასკვნის თანახმად, დისციპლინური დევნის საფუძვლები უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, სიცხადისა და პროგნოზირებადობის კრიტერიუმებს, რათა გამოირიცხოს დისციპლინური მექანიზმების ნებისმიერი არამართლზომიერი გამოყენება. საერთაშორისო სტანდარტი მიუთითებს, რომ ბუნდოვანმა ნორმებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას, რის გამოც აუცილებელია დისციპლინური გადაცდომის მკაფიო დეფინიცია და ფილტრაციის ეფექტიანი სისტემა, რაც მოსამართლეს დაუსაბუთებელი საჩივრებისაგან დაიცავს.393 სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა არ აკონკრეტებს „არაჯეროვანი შესრულების“ შინაარსს, ხოლო მსგავსი ფართო და ზოგადი ჩანაწერი პრაქტიკაში ტოვებს ინტერპრეტაციების სივრცეს და აჩენს დისციპლინური დევნის თვითნებურად გამოყენების რისკებს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში, მოსამართლეთა მიმართ ზემოაღნიშნული საფუძვლით დისციპლინური დევნა არ დაწყებულა.394 დამატებით, 26 ივნისის ცვლილებებით, დისციპლინური სამართალწარმოება სრულად კონფიდენციალური გახდა, კერძოდ, მოსამართლეს ჩამოერთვა შესაძლებლობა მოითხოვოს სადისციპლინო კოლეგიის/უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის/იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სხდომების გასაჯაროება (გარდა თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა), რომლებზეც მისი საქმე განიხილებოდა. 391 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2025 წლის 26 ივნისის ცვლილებები №827-IIმს-XIმპ. 392 „საერთო სასამართლოების შესახებ“ 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტი. 393 Consultative Council of European Judges (CCJE), Opinion No. 27 (2024): "On the disciplinary liability of judges", CCJE (Strasbourg, 5-6 December 2024), პარა. 32. < https://bit.ly/4sY5BIX > [ბოლოს ნანახია 26.01.2026]. 394 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 9 მარტის წერილი №214/486-03-ო. 125 | ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) აღნიშნავს, რომ დისციპლინური მოკვლევა (გამოძიება), შესაძლოა, იყოს კონფიდენციალური, თუმცა თავად საქმის განხილვა უნდა წარიმართოს საჯაროდ, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.395 5.2.2. მოსამართლეთა დაწინაურება 2025 წლის 26 ივნისის ცვლილებები დამატებით შეეხო ორგანული კანონის 41-ე მუხლს, რომელიც არეგულირებს მოსამართლის დაწინაურების პროცედურას. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული შეიმუშაოს კრიტერიუმები, რომლითაც იხელმძღვანელებს მოსამართლის დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. დაწინაურების თაობაზე, საბჭოს შეუძლია იმსჯელოს, თუ მოსამართლეს 3 წლის სამოსამართლო გამოცდილება აქვს დაგროვებული. მანამდე არსებული რედაქციით, ეს ვადა 5 წელს შეადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა შეიმუშაონ, გამოაქვეყნონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ობიექტური კრიტერიუმები, შერჩევისა და კარიერული განვითარების პროცესის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. 396 სახალხო დამცველის შეფასებით, მხოლოდ 3 წელი სამოსამართლო გამოცდილების მოთხოვნა დამატებითი კრიტერიუმების გარეშე, მოსამართლის დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილებას. 5.2.3. მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხი აღსანიშნავია, რომ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის აუცილებელი მოთხოვნაა, მან წარმატებულად ჩააბაროს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.397 საკვალიფიკაციო გამოცდები ტარდება 3 სპეციალიზაციით: 1) საერთო; 2) სამოქალაქო და ადმინისტრაციული; 3) სისხლის სამართლის სპეციალიზაცია.398 „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლის კონკრეტულ პოზიციაზე განწესებისას გაითვალისწინოს, აქვს თუ არა მოსამართლეს სათანადო სპეციალიზაციის მიხედვით გამოცდა ჩაბარებული. მოსამართლეთა დანიშვნასა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლეობის კანდიდატების დამსახურებას, პროფესიული კვალიფიკაციისა თუ პიროვნული მახასიათებლების შეფასებას. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო 395 CONSULTATIVE COUNCIL OF EUROPEAN JUDGES (CCJE) CCJE Opinion №27 (2024) on the disciplinary liability of judges, 2024, პარა. 36. < https://bit.ly/4sY5BIX > [ბოლოს ნანახიაა 26.01.2026]. 396 Consultative Council of European Judges (CCJE), Opinion №1 on standards concerning the independence of the judiciary and the irremovability of judges, პარა. 25. CCJE (2001) OP N°1 < https://bit.ly/4t0RGBU > [ბოლოს ნანახია 26.01.2026]. 397„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლი. 398 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის №1/152 გადაწყვეტილება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, დანართის მე-6 მუხლი. 126 | საბჭო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები კარიერის განმავლობაში ინიშნებიან სხვადასხვა სფეროებში და უწევთ სხვადასხვა თემატიკის განხილვა, რაც მათ ფართო გამოცდილებას სძენთ სამართლის სხვადასხვა დარგში. ამის მიუხედავად, რეკომენდებულია სათანადოდ კვალიფიცირებული მოსამართლეების მომზადება, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან გარკვეულ სფეროებში.399 აღნიშნული სტანდარტი ცალსახად მიუთითებს, რომ მოსამართლის სპეციალიზება გარკვეულ სფეროში მოითხოვს სათანადო კვალიფიკაციას. სამწუხაროდ, გარდა მოსამართლის დანიშვნისა, მოსამართლის მიერ შესაბამისი სპეციალიზაციით საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა, არც მოსამართლის მივლინების400 ან დაწინაურების დროს401 არის გათვალისწინებული. მაგალითად, სამოქალაქო სამართლის მოსამართლეები ხშირად იგზავნებიან სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში და პირიქით. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების პრაქტიკული რეალიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლებაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების არსებობა. ამ მიზნით, ხელისუფლების ყველა შტო ვალდებულია იზრუნოს როგორც სათანადო ნორმატიული ბაზის შექმნაზე, ისე აღნიშნული სტანდარტის პრაქტიკაში ეფექტიან იმპლემენტაციაზე. 5.2.4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში კენჭისყრის ფორმის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროცედურის საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე. 2025 წლის 26 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კენჭისყრა ფარულად, ღია სხდომის ნაცვლად, დახურულ სხდომაზე ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში კენჭისყრის ფარული პროცედურა 2020 წელს გაუქმდა.402 შესაბამისად, 2025 წლის 26 ივნისის ცვლილებები უგულებელყოფს წინარე პოზიტიურ ცვლილებებს. სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი ეფუძნებოდეს მაქსიმალური საჯაროობისა და ობიექტურობის პრინციპებს, რაც მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი აუცილებელი გარანტიაა. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE), 2012 წლის №15 დასკვნა „მოსამართლეთა სპეციალიზაციის შესახებ“, პარა. 27-28 2012. https://rm.coe.int/-ccje-15-2012-/1680747465 [02.02.2026]. 400 „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 371-ე მუხლი. 401 „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლი. 402 კენჭისყრის პროცედურა ფარულიდან ღია პროცედურით შეიცვალა 2020 წლის 30 სექტემბრის ცვლილებებით - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 7205-Iს. 399 127 | საგულისხმოა, რომ პროცედურის ფარულობა არ შემოფარგლულა მხოლოდ უზენაესი სასამართლოთი, ის, ასევე გავრცელდა ქვედა ინსტანციის მოსამართლეთა შერჩევის პროცესზეც. 403 5.2.5. სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვა 2025 წელს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები შეეხო სასამართლო სხდომების გაშუქების რეგულაციებს, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა. სამწუხაროდ, პარლამენტმა, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად,404 დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს. საკანონმდებლო ცვლილებებით შემოტანილი მოდელით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში დაუშვებელია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.405 ხაზგასასმელია, რომ აკრძალვის გეოგრაფიული არეალი გასცდა უშუალოდ სასამართლო შენობას და გავრცელდა სასამართლოს ეზოზეც, რეგულაცია იმპერატიულად კრძალავს აუდიოჩაწერასაც, რაც მანამდე მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული იყო. კომპენსირების მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ სასამართლოსთვის დაკისრებული პირდაპირი ინსტიტუციური ვალდებულება, თავად უზრუნველყოს პროცესის სრული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნისთანავე გახადოს იგი ხელმისაწვდომი მხარეებისთვის. სასამართლოში ფოტო-,კინო-,ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია დაიშვება მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. შესაბამისად, პროცესის ტექნიკური საშუალებებით გაშუქებაზე გადაწყვეტილების მიღება სცილდება კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლის დისკრეციულ უფლებამოსილებას და იღებს ცენტრალიზებულ ხასიათს, რაც გამორიცხავს მოსამართლის მიერ საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და საჯარო ინტერესის დაბალანსების შესაძლებლობას. ამასთანავე, სამწუხაროდ, უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საბჭო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. არ არის მიღებული არანაირი რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავდა საბჭოს მიერ საკითხის განხილვის პროცედურებსა თუ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებს. სახალხო დამცველის მიმართვის პასუხად, რომელიც სასამართლო სხდომების აუდიო-ვიდეო ჩაწერისა და ტრანსლაციის ნებართვის გაცემის დეტალების დაზუსტებას ისახავდა მიზნად,406 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიგვითითა საბჭოს რეგლამენტზე. 403 „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 364 მუხლის მე-20 პუნქტი. სახალხო დამცველის განცხადება წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის განცხადება, < https://shorturl.at/Z5ZYb > [23.01.2026]. 405 „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 131 მუხლი. 406 სახალხო დამცველის 2026 წლის 27 იანვრის №26/780 წერილი. 404 128 | რეგლამენტში არ არის გაწერილი სპეციალური ნორმები, რომლებიც დაადგენდა განცხადებაზე პასუხის გაცემის ვადებს და, რაც ყველაზე არსებითია, განსაზღვრავდა მისი დაკმაყოფილების მკაფიო კრიტერიუმებს. აღსანიშნავია, რომ სრულად პასუხგაუცემელი დარჩა მოთხოვნა 2025 წლის განმავლობაში აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების სტატისტიკის შესახებ. დამატებით, სახალხო დამცველი დაინტერესდა იმითაც, მიღებული ცვლილებებით შესაძლებელია თუ არა საპროცესო მხარეებს შეეზღუდოთ სასამართლო სხდომის განმავლობაში ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობა, რაზეც საბჭომ 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებაზე მიგვითითა. აღნიშნული აქტი აწესებს ნეიტრალური ხასიათის აკრძალვას და არ ითვალისწინებს რაიმე სახის გამონაკლისს ან სპეციალურ გარანტიას მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის.407 5.2.6. სასამართლო აქტების გამჭვირვალობა გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა ორგანულ კანონში 2023 წლის 13 ივნისს შეტანილი ცვლილებები სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის ნაწილში, რომლითაც აქტების ხელმისაწვდომობის სრულიად ახალი, ბევრად გამარტივებული მოდელი დადგინდა.408 სამწუხაროდ, ეს დადებითი საკანონმდებლო ცვლილებები დაიჩრდილა 2025 წლის 26 ივნისის ცვლილებებით, რომელთა თანახმადაც, სასამართლოს მიერ მიღებული აქტი მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ გამოქვეყნდება, მაშინ როდესაც 26 ივნისამდე მოქმედი წესით უზრუნველყოფილი იყო სასამართლოს აქტის მიღებისთანავე გამოქვეყნება.409 დამატებით, სამწუხაროდ, აღსანიშნავია, რომ, გასული წლის მსგავსად, ამ ეტაპისთვის კვლავ არ არის ამოქმედებული ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები. სასამართლო აქტები სპეციალურ ვებგვერდზე http://ecd.court.ge/ არ გამოქვეყნებულა. სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით, საგულისხმოა ორგანულ კანონში საანგარიშო პერიოდში შეტანილი სხვა ცვლილებებიც, მათ შორის: გაუქმდა საკანონმდებლო ვალდებულება, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტის პროექტი სხდომამდე 7 დღით ადრე, ხოლო სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია 3 სამუშაო დღით ადრე უნდა გამოექვეყნებინა.410 5.3. 5.3.1. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება საქმეთა განხილვა საერთო სასამართლოების სისტემაში 407 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 9 მარტის №214/486-03-ო წერილი. 408 სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 135. შედარებისთვის, იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მესამე პრიმა პუნქტის 2025 წლის 26 ივნისამდე და შემდგომი რედაქციები. 410 შედარებისთვის იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის 2025 წლის 12 დეკემბრის ცვლილებებამდე და შემდგომ მოქმედი რედაქციები. 409 129 | საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვა, გასული წლების მსგავსად, სასამართლოში კვლავ პრობლემად რჩება. საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეებიდან ცალსახად იკვეთება, რომ სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურება სისტემური ხასიათისაა და ყველა პროცესუალურ ეტაპს მოიცავს.411 მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღებიდან პირველი სხდომის ჩანიშვნამდე მოლოდინის პერიოდი საშუალოდ 10-დან 18 თვემდე გრძელდება. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ, რიგ შემთხვევებში, პროცესუალური მოქმედებები სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის შემდეგ განხორციელდა. საპროცესო ვადების დარღვევის პარალელურად, კრიტიკულ გამოწვევად რჩება დასაბუთებული გადაწყვეტილებების მომზადებისა და მხარეებისთვის ჩაბარების დაყოვნება, რაც პირდაპირ ზღუდავს გასაჩივრების უფლებას.412 შესწავლილი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამას ზოგჯერ რვა თვეზე მეტი სჭირდება. როგორც საქმეთა განხილვის, ასევე გადაწყვეტილების ჩაბარების გაჭიანურების მიზეზად სასამართლოები საქმეთა სიმრავლით გამოწვეულ გადატვირთულობას ასახელებენ. ყურადსაღებია, რომ 2025 წლის 26 ივნისის ცვლილებების საფუძველზე გაუქმდა ნორმა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს საქმეთა ნაკადის მართვის, სისტემური შეფერხებების ანალიზისა და შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მომზადების ვალდებულებას აკისრებდა.413 სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, გადადგმულიყო ნაბიჯები ამ ჩანაწერის აღსრულების მექანიზმების გასაძლიერებლად, რაზეც სახალხო დამცველი გასული წლის ანგარიშებში უთითებდა,414 განხორციელებულმა ცვლილებამ ამ ვალდებულების საერთოდ გაუქმება გამოიწვია. შედეგად, სასამართლოს თავმჯდომარეებს აღარ აქვთ ვალდებულება აწარმოონ და განაზოგადონ დეტალური მონაცემები საქმისწარმოების ვადებისა და პროცესუალური შეფერხებების მიზეზების შესახებ. საერთო სასამართლოებში, 2025 წლის სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: 411 სახალხო დამცველის აპარატმა 27 ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეზე გამოავლინა დარღვევა, საიდანაც 19 შემთხვევაში საქმის განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურება გამოიკვეთა. პრობლემა გამოიკვეთა შემდეგ სასამართლოებში: საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოები, ბოლნისის, ოზურგეთის, მცხეთის, სიღნაღისა და სენაკის რაიონული სასამართლოები და მარნეულის მაგისტრატი სასამართლო. 412 დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაუბარებლობის 8 ფაქტი გამოვლინდა: საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოზურგეთის და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში და მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში. მაგალითად, ბოლნისში გადაწყვეტილების მომზადებასა და მხარისთვის ჩაბარებას 8 თვე დასჭირდა, ბათუმში — ერთი წელი. 413 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827-IIმს-XIმპ, რომლითაც განსხვავებულად ჩამოყალიბდა ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 414 სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 137. სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 116-117. 130 | სულ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით განხილული განხილული საქმეების პროცენტული რაოდენობა საქმეების რაოდენობა (2025 წ.) თბილისის (სისხლის სამართლის საქმეები) 2025წ. 2024 წ. 2023 წ.415 2022 წ.416 2021 წ.417 1093 18,6% 17,28 % 20.4% 17,6% 31% 753 19,9% 23,12% 20,9% 16,8% 18,7% 1166 0,09% 0,13% 0,52% 1,04% 22,7% სულ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით განხილული განხილული საქმეების პროცენტული რაოდენობა სააპელაციო სასამართლო418 ქუთაისის სააპელაციო სასამართლო419 უზენაესი 420 სასამართლო საქმეების რაოდენობა (2025 წ.) (ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საქმეები) 2025წ. 2024 წ. 2023 წ.421 415 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 117. 416 სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 115. 417 სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 104. 418 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №23/2026. 419 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის წერილი №29/2/10. 420 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის წერილი №პ-31-26. 421 სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში, გვ. 118. 422 სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, გვ. 115-116. 423 სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიში, თბილისი, 2022, გვ. 105. 131 | 2022 წ.422 2021 წ.423 თბილისის 2457 14.8% 32,4% 16,39% 15,5% 56% 751 29.8% 36,4% 33,1% 51,6% 35% 1204 45.2% 94,54% 93,4% 95,6% 99,9% 1142 47.6% 64.03% 54,08% 54,6% 77% სააპელაციო სასამართლო424 ქუთაისის სააპელაციო სასამართლო425 უზენაესი 426 სასამართლო უზენაესი სასამართლო (დასაშვებობის ეტაპი)427 თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ვადების დარღვევის მაჩვენებელი 2025 წლისთვის მკვეთრად შემცირდა და 14.8% შეადგინა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, შემცირების მიუხედავად, მდგომარეობა მაინც შედარებით რთულია და დარღვევების სიხშირე თითქმის ორჯერ მაღალია (29.8%). 5.3.2. სისხლის სამართლის საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება ინდივიდუალური საქმისწარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის არაგონივრული გაჭიანურების შემთხვევებს ადგილი ჰქონდა სანგარიშო პერიოდშიც. განსაკუთრებით პრობლემურად გამოვყოფთ ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებულების საქმის განხილვის გაუმართლებელი გაჭიანურების შემთხვევებს. ამის მაგალითად მოვიხმობთ საქმეს, ბრალდებულთან, სადაც დაზარალებული, სავარაუდოდ, მოძალადე მცირეწლოვანი 428 მამასთან. 429 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა სასამართლოს, შვილი სახალხო ცხოვრობს დამცველმა თუმცა საქმის განხილვა, რომელიც 3.5 წლის (სამ წელიწადნახევრის) წინ დაიწყო, კვლავ არ დასრულებულა.430 ასევე, 424 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №23/2026. 425 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის წერილი №29/2/10. 426 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №პ-31-26. 427 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №პ-31-26. 428 თ. ჟ.-ს №5927/2024 განცხადება, ა.მ.-ს ბრალდების საქმე. საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 5 აგვისტოს №25/6116 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. 430 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის №962 და 31 დეკემბრის №1055 წერილები. 429 132 | 3 წელზე მეტია, გრძელდება მოსწავლის431 432 მასწავლებლის საქმის განხილვა. მიმართ ძალადობაში ბრალდებული სხვა ბრალდების საქმის განხილვა433 კი, 4 წელზე მეტია მიმდინარეობს.434 ინდივიდუალურ საქმეებში კვლავ გამოვლინდა მსჯავრდებულებისთვის დასაბუთებული განაჩენის ასლის გადაცემის გაჭიანურება. კერძოდ, განაჩენის ასლები მსჯავრდებულებს გადაეცათ დაახლოებით 4435, 6436 და 10 თვის437 გაჭიანურებით, ხოლო ერთ შემთხვევაში, 6 თვის შემდეგაც არ იყო გადაცემული.438 გარდა ამისა, ერთი საქმე და სააპელაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოში თითქმის 1 წლის შემდეგ გაიგზავნა.439 ამასთანავე, საშიშროების რისკის საკითხზე პატიმრის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვის გაჭიანურებაც იკვეთება საქმეში, სადაც სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 1 წლის შემდეგ ჩაინიშნა.440 5.3.3. საქმეთა განხილვის ვადები საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში 83 სარჩელი და წარდგინება შევიდა. მათგან, სასამართლომ მხოლოდ 6 საოქმო ჩანაწერი და 30 განჩინება მიიღო. ხოლო არსებითად განიხილა 25 სასარჩელო განცხადება/წარდგინება.441 მისასალმებელია, რომ გასულ წელთან შედარებით გაზრდილია წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა. 2025 წელს მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვმა 31 შეადგინა. ამ ეტაპისთვის, სასამართლოში არსებით განხილვას ელოდება 23 საქმე, ხოლო 52 - გადაწყვეტილების გამოცხადებას. მნიშნველოვანია, საკონსტიტუციო 431 დ. ბ.-ს №8683/2024 განცხადება. 432 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის №1181-გ/კ წერილი. ლ.გ.-ს ბრალდების საქმე. 433 საქმე არასრულწლოვანს არ ეხება. 434 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 ივლისის №686-გ/კ წერილი. დ.გ.-ს ბრალდების საქმე. საგულისხმოა, რომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა არ არის გამოყენებული, იგი სხვა საქმეზე მსჯავრდებულია. 435 ზ. შ.-ს №6451/25 განცხადება, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 15 აგვისტოს №746 წერილი. 436 კ. ბ.-ს და თ. ა.-ს №6775/25 განცხადება, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის №860 წერილი. 437 ა.გ.-ს განცხადება №4412/25, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის №5955 და 16 დეკემბრის №11206 წერილები. 438 ბ.ბ.-ს №6736/25, თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის №510, 2025 წლის 27 აგვისტოს და 25 დეკემბრის №764 და 2026 წლის 29 იანვრის №1/367-24 წერილები. 439 გ.ს.-ს №7623/25, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის №9394 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 სექტემბრის №1ბ/1054-25 წერილები. 440 ო.ა.-ს განცხადება №11096/25, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 იანვრის №3/1225-25 წერილი. 441 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის წერილი №01/55. 133 | სასამართლომ დროულად, გამოიტანოს გადაწყვეტილება ყველა იმ საქმეზე, რომლებზეც, სასამართლოს პასუხს, წლებია, ელის საზოგადოება.442 საყურადღებოა, რომ კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის წინადადება,443 რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საპროცესო ვადები ეფექტიანი მართლმსაჯულების განსახორციელებლად. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისთვის აუცილებელი გარემოებაა მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობა. 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში სულ 366 მოსამართლეა.444 მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის განმავლობაში სისტემას 8 ახალი მოსამართლე შეემატა, ამავე პერიოდში თანამდებობიდან 6 მოსამართლის განთავისუფლების გამო, მოსამართლეთა კორპუსის საერთო მატებამ მხოლოდ 2 ერთეული შეადგინა.445 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების (3,914,000 მოსახლე)446 და არსებულ მოსამართლეთა რაოდენობის ურთიერთმიმართება აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 9.35 მოსამართლე მოდის. ეს მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს, რომელიც 23.92-ს შეადგენს.447ამ ფონზე, საგულისხმოა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული 74 ვაკანტური ადგილის მიუხედავად, 2025 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება და სწავლება არ განხორციელებულა, ასევე, 2025 წლის განმავლობაში, არც მოსამართლეობის მსურველთათვის ჩატარებულა საკვალიფიკაციო გამოცდა.448 5.4. სასჯელების გამოყენების პრაქტიკა საქართველოში სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებს ქვეყანაში პატიმრების მაღალ მაჩვენებელზე და პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობაზე.449 ბოლო წლებია, ევროპის საბჭოს სახელმწიფოებს შორის საქართველოს პატიმართა რაოდენობის კოეფიციენტით450 მოწინავე ადგილი უკავია. 2025 წელს, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული 442მაგალითად, ერთ-ერთი საქმე სასამართლომ 2017 წელს მიიღო განსახილველად, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ გამოუტანია. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №885-924, 928-929, 931-1207, 1213, 1220-1224, 1231 საოქმო ჩანაწერი საქმეზე, „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". 443 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 130. სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 150. 444 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით. 445 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 9 მარტის წერილი №214/486-03-ო. 446 მონაცემები აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2024 წლის აღწერის წინასწარი შედეგებიდან. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/12/sakartvelos-2024tslis-mosakhleobis-aghtseris-tsinastsari-shedegebi [10.03.2026]. 447 CEPEJ, "Study on the functioning of judicial systems in the EU Member States", 2022 < https://commission.europa.eu/system/files/2022-05/part_2_-_eu_scoreboard_-_country_fiches_-_deliverable_0.pdf > [13.03.2026]. 448 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 9 მარტის წერილი №214/486-03-ო. 449 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 14, 42, 46-47, 65-66. 450 ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/6VbAC > [02.02.2026 წ.]. 134 | იყო 10 528 პატიმარი.451 უშუალოდ მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადგენდა 7 392 პირს.452 ეს სტატისტიკური მონაცემები სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვან ყურადღებას და ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა გამოყენების საკითხი. მიღებული ინფორმაციის; შეისწავლა სასამართლოების სასჯელების 974 განაჩენის გაცნობის; ასევე, მოწვეული ექსპერტის მიერ მომზადებული, თანაზომიერი საერთაშორისო კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ განაჩენების თითქმის 3/4 საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგადაა მიღებული. სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანით განხილული საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა გამამტყუნებელი განაჩენია. არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების მაჩვენებელი ¼-ია. მსჯავრდებულების მიმართ ძირითადად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მათ სრულ უმრავლესობას თავისუფლების აღკვეთის ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ პირობითად აქვს ჩათვლილი. მაღალია პრობაციონერთა რიცხვი, თუმცა სახელმწიფოს არ აქვს პირობითი მსჯავრის აღსრულებისა და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი. საერთო სასამართლოები პრაქტიკაში ინტენსიურად და აქტიურად არ იყენებენ არასაპატიმრო სასჯელების ყველა სახეს; მწირია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საქმიანობის სფერო. სასამართლოების მიერ სასჯელის გამოყენება და დასაბუთება შაბლონურ ხასიათს ატარებს. აღიარება, მონანიება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს, ასევე, რეციდივის შემთხვევაში, ძირითადად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპი გამოიყენება. შესწავლილი საქმეების ნაწილში, გვხვდება ძალადობრივ დანაშაულებზე სრულად პირობითი მსჯავრის გამოყენება ან/და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, რაც შეიძლება არაგონივრული ლმობიერება იყოს. მსუბუქად არაპროპორციული სასჯელებია გამოყენებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მსჯავრდებულების წინააღმდეგ მიმართ. ასევე, მიმართული დანაშაულების ფაქტებზე საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა მსჯავრდებულებთან, რომლებმაც პირობითი მსჯავრის დროს ჩაიდინეს ახალი ოჯახური დანაშაული და კვლავ პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრდებულების მიმართ ძალადობრივი ქცევის დაძლევის სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებას მხოლოდ რამდენიმე მოსამართლე აკისრებს. ყველაზე გავრცელებულ, ქურდობის საქმეებში, სადაც ზიანი რამდენიმე ლარს შეადგენს, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები არ წყვეტენ სისხლისსამართლებრივ დევნას, ქმედების მცირე მნიშვნელობის მიუხედავად. ეკონომიკურ დანაშაულებში 2006 წელს განსაზღვრული ოდენობა - 150 ლარზე მეტი - 20 წლის შემდეგაც, კვლავ მნიშვნელოვან ზიანად მიიჩნევა და წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას. სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 13 ოქტომბრის საჯარო განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/zrieq > [02.02.2026 წ.]. 452 მსჯავრდებულთა რაოდენობა 2025 წლის 31 მაისის მდგომარეობით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივნისის №174747/01 წერილი და დანართი. 451 135 | ეკონომიკურ დანაშაულებზე, ისევე, როგორც ნარკოდანაშაულზე, თავისუფლების აღკვეთის სახით მაღალი სასჯელია დაწესებული და საპროცესო შეთანხმება პირობითი მსჯავრის გამოყენების ხშირად ერთადერთი საშუალებაა. სერიოზული გამოწვევაა ნარკოდანაშაულიც. თუმცა მსჯავრდებულების უმრავლესობა გასამართლებულია ნარკოტიკული საშუალებების (მცირე ოდენობით) შეძენა-შენახვისთვის, რაც, რეალურად, პირადი მოხმარების მიზნებზე მიუთითებს. ქვეყნისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა და გამოწვევა ნარკოტიკების რეალიზაციაა, თუმცა, ამ დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გვხვდება. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა მაღალ რიცხვთან შეფარდებით, ხსენებულ ფაქტებზე პირობითი მსჯავრისა და ჯარიმის გამოყენება, მართვის მოწმობის ხანმოკლე დროით შეზღუდვა და ჩამორთმეული უფლების ვადაზე ადრე აღდგენა, შეუსაბამოა. შესწავლილი განაჩენების მიხედვით, სახელმწიფოს არ აქვს მკაფიო, ერთგვაროვანი მიდგომა, რის გამოც ხშირია არაპროპორციული სასჯელების გამოყენება. 5.5. უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება 2025 წელს გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული პროცესი და სახალხო დამცველის სპეციალური453 კვლევის ფარგლებში, 58 უვადო 454 შესწავლის შედეგად გამოკვეთილი ახლად მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის გამოვლენილი გარემოებების თავისუფლებააღკვეთილი 455 სისტემიდან, საფუძველზე, მსჯავრდებული თავისუფლებააღკვეთილი ამ დროისთვის, გათავისუფლდა სამი პირის უვადო პენიტენციური ხოლო ერთ მსჯავრდებულს, რომელსაც რამდენიმე უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა დანიშნული, მოეხსნა ერთ დანაშაულზე მისჯილი უვადო სასჯელი.456 აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში 2006-2019 წლებში არაერთი ცვლილება და დამატება განხორციელდა.457 2019 წელს, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: „უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“, 2025 წელი. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 142-145. 454 აპარატმა შეისწავლა იმ უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა საქმეები, ვისაც მოცემული დროისთვის მოხდილი ჰქონდა მინიმუმ 12 წელი. საგულისხმოა, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამაში ერთვება ის მსჯავრდებული, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის არანაკლებ 12 წელი. 455 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი, საქმე №1/აგ35-24, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის განაჩენი, საქმე №1/აგ-23-2024 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განაჩენი, საქმე №1/აგ29-25. 456 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განაჩენი, საქმე №1/აგ07-25. 457 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს №2937 კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, მუხ. 1, ნაწ. 14; 2007 წლის 4 ივლისის საქართველოს №5196 კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“; 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/4/1365 გადაწყვეტილება საქმეზე, „ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (ძალაში შევიდა 2019 წლის 25 სექტემბერს). 453 136 | არაკონსტიტუციურად ცნო 2007 წელს მიღებული კანონი, რომელიც არაერთგზისობის ცნების დროში მოქმედებას უკავშირდებოდა.458 ეს კი საფუძვლად დაედო ახლად გამოვლენილ გარემოებას. შესაბამისად, მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, მსჯავრდებულის სასარგებლო, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ცვლილებებს უნდა მისადაგებოდა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოკვეთილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ოთხივე მსჯავრდებულმა, შესაბამის სააპელაციო სასამართლოებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობებით მიმართა. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა, სასამართლოს მეგობრის მოსაზრები (Amicus Curiae) წარადგინა სასამართლოებში.459 5.6. ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების საქმე საპროტესტო 460 შედეგად, აქციებთან დაკავშირებით 461 გაირკვა, რომ ორი პირი დაკავებული პირების საქმის შესწავლის დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებაში, ისე, რომ მათ ქმედებასა და კონკრეტულ დანაშაულს შორის მიზეზობრივი კავშირი, საქმის მასალებითა და განაჩენით, დადგენილი არ ყოფილა.462 გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობა, ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლად, ასევე, ქმედების კონკრეტულ დანაშაულად დაკვალიფიცირება 463 მოკლებულია. შესაბამისი კონკრეტული დაუშვებელი და სამართლებრივ საფუძველს ამასთანავე, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება მუხლით გათვალისწინებული საფრთხის აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო პირობაა, ურომლისოდაც 464 განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. ეს შედეგის ან შედეგი არ მიუხედავად ამისა, საქმის მასალებითა და მტკიცებულებებით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა მხოლოდ მათ მიერ პირად, პირისპირ კომუნიკაციაში. არ გამოკვეთილა მათ მიერ სხვა ქმედების ჩადენის ფაქტი, მათ შორის, არც სხვა პირებთან კომუნიკაცია და 458 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბერის №2/4/1365 გადაწყვეტილება საქმეზე, „ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 459 საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებები: 2024 წლის 2 ოქტომბრის №2024/5130, 2024 წლის 5 დეკემბრის №2024/6934, 2025 წლის 16 ივნისის №25/4734; 2024 წლის 4 დეკემბრის №2024/6879. 460 სულ სახალხო დამცველის აპარატმა, სრულად შეისწავლა აქციებზე/აქციებთან დაკავშირებული პირების ბრალდების 11 სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხებოდა 29 ბრალდებულს/მსჯავრდებულს. გარდა ამისა, აპარატმა ასევე შეისწავლა აქციებზე დაკავებული რამდენიმე სხვა პირის საქმის კონკრეტული ეპიზოდები/ნაწილებიც, მათ მიერ დასახელებული უფლებადარღვევების შესაფასებლად. 461 ვ.კ. და ი.ქ. 462 სისხლის სამართლის №090051224002 საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის №1/859-25 განაჩენი. 463 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 8, ნაწ. 1.; საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება, საქმე №408აპ-25, პარა. 10.1.; 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი, საქმე №87აპ-13. 464 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 8, ნაწ. 2. 137 | საუბარი, მითითებების/დავალებების მიცემა ან/და სხვა ქმედება, ურომლისოდაც სხვა პირები ვერ ჩაიდენდნენ დანაშაულებრივ ქმედებას. გამოვლენილ ხარვეზზე ყურადღების გამახვილების მიზნით, სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება 465 წარადგინა. 5.7. მსჯავრდება ე. წ. „მოწამლული ხის ნაყოფის“ მტკიცებულების საფუძველზე აპარატის მიერ შესწავლილ საქმეში466 გამოვლინდა გამამტყუნებელი განაჩენის467 გამოტანა კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებისა და ასეთი მტკიცებულების შედეგად შემდეგში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე (ე. წ. „მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინა“).468 კონსტიტუცია და კანონი დაუშვებლად მიიჩნევს არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებასა და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებულ სხვა მტკიცებულებას, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას და მას იურიდიულ ძალას არ ანიჭებს.469 თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მითითებული გარემოებები. სახალხო დამცველმა, საერთაშორისო და ეროვნული ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტების მიმოხილვით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) სააპელაციო სასამართლოს მიმართა.470 სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ, სახალხო დამცველის მოსაზრებაში მითითებული 471 არგუმენტები არ გაიზიარა. საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 23 დეკემბრის №25/10378 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae). 466 მსჯავრდებულ დ. ხ.-ს ადვოკატის 2025 წლის 9 ოქტომბრის №9195/25 განცხადება. 467 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აგვისტოს №1/67-25 განაჩენი. 468 “fruit of the poisonous tree doctrine” აშშ-ის ფედერალური უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ 1939 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოყენებული ტერმინი საქმეზე, Nardone v. U.S, რაც გულისხმობს, რომ თუ თავდაპირველი მტკიცებულების (ხე) მოპოვებისას გამოძიება არსებითად დაარღვევს კანონს, ასეთი მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები (ნაყოფი), თუნდაც ადგილი არ ჰქონდეს მათი მოპოვებისას კანონის დარღვევას, სასამართლომ არ უნდა მიიღოს, ვინაიდან თავად ხეა მოწამლული - პირველადი მტკიცებულება მოპოვებულია კანონის დარღვევით და ასეთი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად არ უნდა გამოიყენებოდეს. 469 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 31, პუნქ. 10; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 72, ნაწ. 1. 470 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 21 ნოემბრის №25/9438 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. 471 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განაჩენი საქმეზე №1ბ/1167-25. 465 138 | 5.8. ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე ჩატარებული ჩხრეკა წლებია, სახალხო დამცველი472 ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცავების მიერ ჩხრეკისა და ამოღების ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების უზრუნველყოფის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების473 აღსრულების მნიშვნელობაზე. საანგარიშო პერიოდში, აპარატის შესწავლილ საქმეებში, კვლავ ჰქონდა ადგილი ბრალდების მხარის მიერ ხსენებული სტანდარტის იგნორირებას. არაერთ საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წინასწარ ცნობილ ლოკაციებსა და პირების მიმართ, მშვიდ ვითარებაში, ვიდეოგადაღებისთვის ხელის შემშლელი რაიმე ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე. თუმცა ბრალდების მხარეს ვიდეოგადაღება არ განუხორციელებია და არც სხვა ნეიტრალური მტკიცებულება მოუპოვებია. შესაბამისად, სახალხო დამცველმა, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებებით პირველი ინსტანციის სასამართლოს 3 საქმეზე474; ხოლო 475 სასამართლოს მიმართა. ერთ საქმეზე - სააპელაციო პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის მოსაზრებაში მიმოხილული პრობლემა, სამივე ბრალდებული გამართლდა და გათავისუფლდა.476 საანგარიშო პერიოდში, აქტუალური იყო ნეიტრალურ მტკიცებულებად თარჯიმნების მიჩნევასთან დაკავშირებული საჩივრები ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების მხრიდან. გამოიკვეთა საქმეები, სადაც გამოძიებას კვლავ არ უწარმოებია პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას ვიდეოგადაღება, თუმცა სასამართლომ პირები დამნაშავედ477 ცნო ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის.478 განაჩენებში ნეიტრალურ მტკიცებულებად მიჩნეულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე თარჯიმნების ჩვენებები. მათგან ერთი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 145-146. საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტოს ანგარიში, გვ. 123. საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 123-125. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში, გვ. 151-153. 473 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე, „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 474 ნიკა კაციას, თევდორე აბრამოვისა და გიორგი ახობაძის საქმეებზე წარდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებები: 2025 წლის 24 თებერვლის №25/1549, 2025 წლის 14 მარტის №25/2380 და 2025 წლის 14 აპრილის №25/2960. 475 ზ.ც.-ს საქმეზე წარდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 23 დეკემბრის №25/10378 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. 476 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 აგვისტოს განაჩენი (სისხლის სამართლის №009071224001 საქმეზე), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 15 აგვისტოს განაჩენი (სისხლის სამართლის №009071224003 საქმეზე), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განაჩენი (სისხლის სამართლის №101071221001 საქმეზე). 477 ა.ჩ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის №009031224001 საქმე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 სექტემბრის №1/138-25 განაჩენი; ასევე, ა.ზ.-ს და ა.გ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის №009171224001 საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის №1/348-25 განაჩენი. 478 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 260, ნაწ. 6, ქვეპ. „ა“. 472 139 | თარჯიმნებსა და პოლიციელებს რამდენიმეწლიანი ნაცნობობა და საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდათ, რაც დადასტურებულია მათ მიერვე სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით.479 ამ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმნის ჩვენების, როგორც ნეიტრალური მტკიცებულების, ავტომატური გამორიცხვა შეუძლებელია, მათი სანდოობა, კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საფუძვლიან მსგავს კითხვებს აჩენდეს. შემთხვევებში მაინც შესაბამისად, განხორციელდეს ვიდეოგადაღება ან მოიპოვონ სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, რათა მტკიცებულებები მაღალი სანდოობით სარგებლობდეს. 5.9. მოწმეთა იდენტიფიკაციის შეზღუდვა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით,480 სისხლის სამართლის პროცესში, ფაქტობრივად, „ანონიმური მოწმეების“ შემოღებით, რომელთა ჩვენების სანდოობის, სარწმუნოობის ჯეროვანი შემოწმება შეუძლებელია, საფრთხე ექმნება სამართალწარმოების სამართლიანობას, მათ შორის, ირღვევა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიც. ახალი რეგულაციით დადგინდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის (რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან) იდენტიფიკაციის შეზღუდვა, რაც გულისხმობს: მისი ვინაობის დაფარვას, ნებისმიერი საშუალებით, რომელიც სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხავს იდენტიფიცირებას ან/და ამოცნობას, მათ შორის, ყველა დოკუმენტში და ასევე, დაცვის მხარისთვის გადაცემულ ყველა მასალაში დაფარვას; სასამართლოში დისტანციურად დაკითხვას იდენტიფიცირებისა და ვინაობის ამოცნობის გამორიცხვით. გადაწყვეტილებას იღებს ბრალდების მხარე (პროკურორი, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით), უვადოდ და ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ფარგლებში, თუ გამჟღავნებით ზიანი ადგება პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს. მათვე შეუძლიათ ხსენებული პირის კერძოდ, თარჯიმნებისა და პოლიციელების განმარტებით, უშუალოდ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დაწყებამდე, იმყოფებოდნენ ერთ-ერთ კაფეში და ერთად სადილობდნენ, როდესაც პოლიციელებმაც და თარჯიმნებმაც ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს დავალება და პირდაპირ გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ. იხ. ა.ზ.-ს და ა.გ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის №009171224001 საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის №1/348-25 განაჩენი. ამავე საქმეში პრობლემური იყო სახლის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერის შინაარსობრივი მხარეც: კერძოდ, გადაღება დაწყებული იყო მას შემდეგ, რაც პოლიციელები უკვე სახლში იმყოფებოდნენ; ასევე, კადრში ხშირად არ ჩანდა პროცესის ყველა მონაწილე და ერთ-ერთ ოთახში, სავარაუდოდ (კადრში პირი არ ამოიცნობა), აღმოჩნდა დამატებით სხვა პირი, რომელიც ჩხრეკის ოქმში არ იყო მითითებული. 480 2025 წლის 2 ივლისს მიღებული კანონები: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი №923-IIIრს-XIმპ; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №924-IIIრს-XIმპ. 479 140 | ვინაობის განსაიდუმლოება. თუმცა პროკურატურა, სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი მასალების განსაიდუმლოების შემთხვევაშიც ინარჩუნებს უფლებას, განსაიდუმლოებულ მასალებში დაფარული დატოვოს მისი ვინაობა. ხსენებული პირის ვინაობა, ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფოსთვის. ახალი რეგულაციით, დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, სრულყოფილად გამოიკვლიოს ამ მოწმის ჩვენება, იდავოს მის სანდოობასა და სარწმუნოობაზე, რის გამოც ესპობა ბრალდების მტკიცებულების გაბათილების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. ანონიმური მოწმის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებისთვის კონსტიტუციით დადგენილ უტყუარობის სტანდარტს, რადგან შეუძლებელია ფაქტისა და ინფორმაციის სანდო წყაროდან მიღების ჯეროვნად შემოწმება და დადასტურება. გარდა ამისა, ამგვარი ანონიმური მოწმის ჩვენება შესაძლებელია იყოს ბრალდებულის წინააღმდეგ „ერთადერთი“ ან „გადამწყვეტი“ მტკიცებულება და ზეგავლენა იქონიოს სამართალწარმოების შედეგზე. ასეთ ვითარებაში, დაცვის მხარეს მის წინააღმდეგ გამოყენებული ამგვარი მტკიცებულების ავთენტიკურობაზე დავისა და მისი გამოყენების გასაჩივრების ეფექტიანი შესაძლებლობა არ აქვს. საბოლოოდ კი, ახალი რეგულაცია ზრდის მათი აგენტ-პროვოკატორებად გამოყენებისა და, შესაბამისად, დანაშაულის პროვოკაციისა და თვითნებობის რისკებს. 5.10. აქციების საქმეებზე ბრალდებულების სასამართლო სხდომები საანგარიშო პერიოდში, მასმედიით გავრცელებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით ირკვეოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციის ფარგლებში ბრალდებულების საქმეებზე, სხდომაზე დასწრების მსურველი ათეულობით ან, შესაძლოა, ასეულობით მოქალაქე იკრიბებოდა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სხდომები ხშირად ინიშნებოდა მცირე ზომის დარბაზებში, რაც სასამართლო განხილვებით დაინტერესებული საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. ზოგიერთ შემთხვევაში, დაცვის მხარის შუამდგომლობების საფუძველზე, დარბაზი იცვლებოდა.481 დარბაზის სიმცირის გამო, დამსწრეთა ნაწილი, დარბაზს მიღმა რჩებოდა (სხდომაზე დასწრება უჭირდათ ჟურნალისტებსაც), რაც დაძაბულობას, ხმაურსა და პროტესტს იწვევდა.482 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული უჰაერობის გამო, შეუძლოდაც გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.483 ასევე, მასმედიით გაშუქებული ჩანაწერებით, იკვეთებოდა სასამართლოს მანდატურების მხრიდან უხეში მოპყრობა დამსწრეების მიმართ;484 იყო შემთხვევა, როდესაც პირი 481 ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/dCZGB > [20.02.2026 წ.]. 482 იქვე. 483 ხელმისაწვდომია. < https://shorturl.at/snXOG > [20.02.2026 წ.]. 484 ხელმისაწვდომია. < https://shorturl.at/ntsn9 > [20.02.2026 წ.]. 141 | წინააღმდეგობის გარეშე ტოვებდა შენობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მანდატურებმა უხეში ფიზიკური ზემოქმედების გზით გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან.485 ზოგიერთი ვიდეოჩანაწერი მანდატურების მხრიდან მოქალაქის მიმართ შესაძლო ასახავდა.486 დანაშაულის ფაქტს მანდატურის სამსახურის მართალია, თანამშრომლების გამოძიება მხრიდან 487 უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების დაიწყო შესაძლო სასამართლოს სამსახურებრივი ფაქტზე, თუმცა 2025 წლის ბოლოს, ბრალდებულად ან დაზარალებულად კონკრეტული პირი ცნობილი არ ყოფილა.488 5.11. დაცვის უფლება საანგარიშო პერიოდში სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური გარანტიის - დაცვის უფლების დარღვევა რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა. სახალხო დამცველმა გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის ადვოკატთან კომუნიკაციაზე გავრცელების პრობლემის489 აღმოფხვრის მიზნით, 2022 წელს, საკანონმდებლო წინადადებით490 მიმართა პარლამენტს, თუმცა უშედეგოდ. 491 გამოვლინდა. ეს პრობლემა, ერთ-ერთი საქმის ფარგლებში, 2025 წელსაც სახალხო დამცველმა, იუსტიციის მინისტრს, ბრალდებულებისთვის ადვოკატთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფის შესახებ, რეკომენდაციით492 მიმართა. აპარატისთვის უცნობია გატარებული ღონისძიებების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ განიხილა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ, სწრაფი მართლმსაჯულების მოტივით, ბრალდებულებს ადვოკატები სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ საკანონმდებლო საფუძველი ბრალდებულების შერჩეული არ არსებობდა და მათი ნდობით და განხილვაში მონაწილეობდნენ აღჭურვილი ადვოკატები. ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ არ დაამყარებდნენ კომუნიკაციას სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატებთან, თუმცა მოსამართლეს ისინი საქმისთვის არ ჩამოუცილებია და არც თავად სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატების თვითაცილების შუამდგომლობები დაუკმაყოფილებია. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის 485 იქვე. 486 ხელმისაწვდომია. < https://shorturl.at/LCbkm >; < https://shorturl.at/hroLw > [20.02.2026 წ.]. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 333, ნაწ. 3, ქვეპ. „ბ“. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 9 ოქტომბრის №13/72477 და 30 დეკემბრის №13/96185 წერილები. 489 საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები: 2021 წლის ანგარიში, გვ. 109-110; 2022 წლის ანგარიში, გვ. 126; 2023 წლის ანგარიში, გვ. 120; 2024 წლის ანგარიში, გვ. 157. 490 საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის 18 თებერვლის №15-2/2008 წინადადება. 491 ბრალდებულ გ. ბ.-ს ადვოკატის განცხადება, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 1 აგვისტოს №13/52781 წერილი და №18 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 29 ივლისის №215434/32 წერილი. 492 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 15 აგვისტოს №25/6450 რეკომენდაცია. 487 488 142 | კომისიის რეკომენდაციით,493 ფაქტი დაცვის უფლებაში დარღვევად შეფასდა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის სანდოობას და აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს.494 სხვა საქმეში, სასამართლოში, საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ ბრალდებულის ადვოკატები.495 მოსამართლემ, ბრალდებულთან შეუთანხმებლად, კანონის შესაბამისად, არ გადადო სხდომა და არ დაუნიშნა მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე,496 იმ მოტივით, რომ სახეზე არ იყო სავალდებულო დაცვის შემთხვევა, სხდომა განაგრძო და ადვოკატების მონაწილეობის გარეშე, დაიკითხნენ მოწმეები, რომელთა ჩვენებები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.497 2025 წელს, სახალხო დამცველისთვის მიმართვაში რამდენიმე ადვოკატი კვლავ აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა არ მისცეს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად შეხვედროდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ დაკავებულ ბრალდებულებს ან/და მონაწილეობა მიეღოთ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ან/და მის სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ მხოლოდ ბრალდებულებთან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, ან/და ჩხრეკის ჩატარების ადგილზე დაუშვეს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ადგილზე იმყოფებოდნენ, წარდგენილი ჰქონდათ ადვოკატის მოწმობა და ორდერი და ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ან/და დაკავებულ დასაცავ პირთან შეხვედრას.498 ერთ შემთხვევაში, როდესაც დაცვის უფლების ხელშეშლა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გასული კადრებიდან დასტურდებოდა, სახალხო დამცველმა საჯაროდვე მოუწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უზრუნველეყოთ ადვოკატების შეშვება.499 493 ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის რეკომენდაცია, ხელმისაწვდომია < https://shorturl.at/Au6wM > [ბოლოს ნანახია: 02.02.2026 წ.]. 494 იქვე. 495 გ.ჭ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის 2025 წლის 21 თებერვლის სხდომა. 496 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 190, ნაწ. 1. 497 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 16 ივნისის №25/4733 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. 498 მ. ზ.-სა და ლ. ხ.-ს ადვოკატების 2025 წლის 11 სექტემბრის საჯარო მომართვა, ხელმისაწვდომია < https://shorturl.at/7mKaM > [02.02.2026 წ.]; პ.ბ.-ს ადვოკატის 2025 წლის 6 ოქტომბრის №8998/ო25 მომართვა; ო. ა.-ს და გ. მ.-ს ადვოკატის 2025 წლის 16 ოქტომბრის №9390/ო25 მომართვა; ბ. ა.-ს ადვოკატის 2026 წლის №48/26 განცხადება, სისხლის სამართლის №090051224002 საქმე. 499 ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/Ypv57 > [02.02.2026 წ.]. 143 | რამდენიმე ადვოკატის განცხადების საფუძველზე, აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა,500 თუმცა რეაგირებაზე ინფორმაცია აპარატს არ მიუღია. ამასთანავე, ერთ საქმეში გამოვლინდა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის წესით საზღვარზე შეჩერებული პირის მიმართ დაცვის უფლების შეზღუდვის სისტემურ ან ინდივიდუალურ პრობლემას. კერძოდ, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოვლინდა ადვოკატისთვის დასაცავ პირთან შეხვედრის 2-საათიანი შეფერხება. ადვოკატს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარდგენა მოსთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატი პროცესში მოწმობისა და ორდერის საფუძველზე მონაწილეობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში სავარაუდო დანაშაულის ჩადენისთვის შეჩერებული/დაკავებული პირისთვის დაცვის უფლების უზრუნველყოფის თაობაზე, რეკომენდაციით მიმართა.501 სამწუხაროდ, 2025 წელსაც არ მომხდარა დისტანციური სასამართლო სხდომების პროგრამაში ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კონფიდენციალური ფუნქციონალის ჩაშენება,502 რის საჭიროებაზეც სახალხო დამცველი 2020 წლიდან მიუთითებს.503 5.12. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფა საანგარიშო პერიოდში, რამდენიმე საქმეში გამოვლინდა სასამართლოს მხრიდან მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის504 უგულებელყოფის შემთხვევები. მართალია, კანონი მტკიცებულების ბრალდებულს მოპოვების დამოუკიდებლად უფლებას 505 ანიჭებს, ან ადვოკატის მეშვეობით თუმცა, კონკრეტულ საქმეებში, სასამართლოებს კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილებიათ. ადვოკატების პოზიციით, ხსენებული დაცვის მხარის სასარგებლო მტკიცებულებები იყო და, საბოლოოდ, შეიძლება ბრალდებულის დაცვის უფლების რეალიზების მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილიყო. ერთ-ერთ საქმეში,506 დაცვის მხარის განმარტებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს ადგილზე გამოცხადებულ ადვოკატს, რაც გადაიღო სხვა პირმა და ტელეფონში ინახავდა ვიდეოჩანაწერს. სასამართლომ კი ადვოკატის შუამდგომლობა ამ ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. იმავე საქმეში, სასამართლომ უარი უთხრა დაცვის მხარეს ბრალდებულის მამის მობილური ტელეფონიდან იმ ვიდეოს სრული ვერსიის გამოთხოვაზე, რომლის მხოლოდ ნაწილი 500 სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 23 დეკემბრის №25/10349 წერილი. 501 საქართველოს სახალხო დამცველის 2026 წლის 9 მარტის №26/2025 რეკომენდაცია. 502 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 29 დეკემბრის №1068/3446-03-ო წერილი. 503 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: „დისტანციური წესით გამართულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიში, 2020 წელი“. 504 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 9. 505 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 38, ნაწ. 7. 506 სისხლის სამართლის №090051224002 საქმე, ზ.ც-ს ადვოკატი დ.ჭ. 144 | წარმოადგინა ბრალდების მხარემ მტკიცებულებად (ასევე, ჩანაწერის დათვალიერების ოქმიც), და რის საფუძველზეც, პირი ცნობილი იყო ბრალდებულად (დაცვის მხარის პოზიციით). სასამართლოს განჩინებების507 მიხედვით კი, ვერ ხერხდებოდა მოთხოვნილი ინფორმაციის შემხებლობის დადგენა საქმესთან. სხვა საქმეებში, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობები მოწმეების დაკითხვის, ბრალდებულის დაკავების ფაქტობრივი ადგილიდან, „112“-ის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, 508 მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე; მოწმეების ტელეფონებიდან ასევე, ბრალდებულის დაკავების ადგილის მიმდებარედ არსებულ შუქნიშანზე დამონტაჟებული, 112-ის ვიდეოკამერების ჩანაწერების (ინახებოდა 30 დღის ვადით509) გამოთხოვის შესახებ.510 გარდა ამისა, გამოვლინდა შემთხვევა, როცა სახელმწიფო უწყებებმა ბრალდებულის ადვოკატს არ მიაწოდეს ცნობები კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციის ფლობისა და შენახვის გარემოებებთან დაკავშირებით, რათა შემდგომში, ადვოკატს ამ ინფორმაციის მისაღებად სასამართლოსთვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით მიემართა.511 სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით512 ხსენებულ უწყებებს მიმართა. მტკიცებულებათა მოპოვების საკანონმდებლო პრობლემა გამოვლინდა საქმეში,513 სადაც ადვოკატს საბაჟო დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების წარდგენამდე, უარი უთხრა ვიდეოჩანაწერების შენახვა/დაარქივებაზე.514 საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არცერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების მიღებამდე ვიდეოჩანაწერების დაარქივებისა და შენახვის ვალდებულებას; თუმცა ბრალდების მხარეს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, აქვს მტკიცებულების მოპოვების უფლება, სასამართლოს განჩინების გარეშე (შემდგომი სასამართლო კონტროლით).515 ამ პირობებში, დაცვის მხარისთვის მტკიცებულების მოპოვებისთვის ხელშემშლელი ფაქტორია ის გარემოება, რომ ვინაიდან, ვიდეოჩანაწერი გარკვეული დროით ინახება, ის, შესაძლებელია, სასამართლოს განჩინების მიღებამდე წაიშალოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს მხარის მოთხოვნის 507 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის №30894 განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის №30893-24 განჩინება. 508 ნ.კ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის №009071224002 საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 იანვრის №11/4-25 განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2025 წლის 17 იანვრის №1გ/77-25 განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2025 წლის 17 იანვრის №1გ/78-25 განჩინება. 509 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 2024 წლის 24 დეკემბრის MIA 82403899495 წერილი. 510 გ. ა.-ს ბრალდების სისხლის სამართლის №009071224001 საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 იანვრის №30960 განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2025 წლის 9 იანვრის განჩინება. 511 გ.გ.-ს ადვოკატის 2025 წლის 26 ნოემბრის №10927/25, 2025 წლის 8 დეკემბრის №11283/25, 2025 წლის 15 დეკემბრის №25/11536 და 2025 წლის 19 დეკემბრის №11727/25 განცხადებები თანდართული მასალებით. 512 საქართველოს სახალხო დამცველის 2026 წლის 12 იანვრის №25/254 და №25/255 რეკომენდაციები. 513 ბ. თ.-ს ადვოკატის, გ. მ.-ს განცხადება. 514 სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 21 ივლისის №21-10/53767 წერილი. 515 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 112, ნაწ. 5. 145 | შემთხვევაში, უფლებამოსილი სახელმწიფო, კერძო თუ ფიზიკური პირისთვის ვიდეოჩანაწერის დაარქივებისა და გონივრული ვადით შენახვის ვალდებულების დაკისრება, სასამართლოს განჩინებით მისი გამოთხოვის მიზნით. 5.13. ორჯერ დასჯის აკრძალვა კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის516 პრინციპი (non bis in idem) დაირღვა მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული 517 სამართალწარმოების პროცესში. პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის518 საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს, ასევე, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაუთვალისწინებია.519 დაკავების ოქმის მსგავსი შინაარსისაა 2025 წლის 11 იანვარს შედგენილი პოლიციელის პატაკიც. სამართალდარღვევის ოქმი520 შედგენილია 2025 წლის 14 თებერვალს, მზია ამაღლობელის მიერ 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა პირების დაკავებისას, პოლიციისთვის ხელის შეშლის გამო. ამ საქმეზე, სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან მხოლოდ სტიკერი გააკრა (სხვა ქმედება არ ჩაუდენია), და ამის გამო მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კომპეტენცია პოლიციას არ ჰქონდა. თუმცა, სასამართლომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, რომელიც „სტიკერის“ გაკვრაში გამოიხატა, ასკ-ის 173-ე მუხლის ქვეშ სამართალდარღვევად 521 სამართალდარღვევად ცნობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო. განიხილა და რამდენიმე თვეში, პოლიციამ კვლავ დაიწყო მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება, ამჯერად, ასკის 150-ე მუხლით522, იმავე საფუძვლით, იმავე თარიღზე, ადგილზე, ფაქტსა და მოქმედებაზე მითითებით, რისთვისაც ის უკვე გასამართლებული იყო. კერძოდ, 2025 წლის 30 აპრილს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის523 თანახმად, 2025 წლის 11 იანვარს, აქციაზე, მზია ამაღლობელმა არ გაითვალისწინა პოლიციის მოთხოვნა და პოლიციის შენობის გარე ფასადზე გააკრა სტიკერი. საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 31, პუნ. 8; ევროპის საბჭოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მე-7 დამატებითი ოქმი, მუხ. 4. 517 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ისეთი გადაცდომა, რომელიც ითვალისწინებს 15 დღემდე პატიმრობას, კონვენციის ავტონომიური გაგებით, სისხლისსამართლებრივი ხასიათის სამართალდარღვევად აქვს შეფასებული. მაგ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, „სერგეი ზოლოტუხინი რუსეთის წინააღმდეგ“, 10/02/2009, განაცხადი 14939/03, დიდი პალატა. 518 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება. 519 ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №ბი000014542. 520 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ბე000124057. 521 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის დადგენილება. 522 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება. 523 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ბე000124103. 516 146 | ხსენებულ საქმეზე, სახალხო 524 დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა, სადაც ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის შესაძლო დარღვევის რისკსა და მშვიდობიანი პროტესტის ფორმის სამართალდარღვევად გაუმართლებლად კვალიფიკაციის საშიშროებაზე მიუთითა. 5.14. ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა 2025 წელს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, დაზარალებულის კომპენსაციის525 სახელწოდებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კანონში გაიწერა ეკონომიკური დანაშაულების ჩამონათვალი,526 რომელთა ჩადენისთვის მსჯავრდებულს დაეკისრება დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, თუ დაზარალებული ასეთის მიღების თაობაზე წერილობით უარს არ აცხადებს. სიტყვასიტყვითი განმარტებით, ნორმა იძლევა შესაძლებლობას, მსჯავრდებულის გარდა, დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისროს მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან/და სხვა პირს, თუ მათ ქონება მიიღეს უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად.527 საკანონმდებლო დანაწესში „სხვა პირის“ ცნების შემოტანა, რომელიც თავისი არსით, ფართო და განუსაზღვრელია, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ფუნდამენტური უფლებების არაგონივრული დარღვევის მაღალ რისკებს აჩენს. მოქმედი ნორმა528 არ ითვალისწინებს სათანადო დაცვის მექანიზმებს კეთილსინდისიერი შემძენისათვის, რომელსაც, მართალია, აქტივი მსჯავრდებულისაგან გადაეცა, თუმცა არ ფლობდა ინფორმაციას ქონების დანაშაულებრივი წარმოშობის შესახებ. ამგვარი მიდგომა კეთილსინდისიერი შემძენის უფლებებისა და საკუთრების კონსტიტუციური გარანტიების ხელყოფის მაღალ საფრთხეს წარმოშობს. ამასთანავე, კანონიერი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გამიჯვნის კრიტერიუმების არარსებობა529 იწვევს აქტივების აღრევას, რაც კომპენსაციის აღსრულებას პირთა (მათ შორის, მსჯავრდებულის) კანონიერ საკუთრებაზეც ავრცელებს. ცვლილებათა მეორე ტალღა530 შეეხო საქართველოდან გასვლის აკრძალვას. კერძოდ, გაუქმდა საქართველოდან გასვლის აკრძალვის მაქსიმალური - 16-წლიანი ვადა და გადაადგილების უფლების შეზღუდვა, გადახედვის შესაძლებლობის დაექვემდებარა ავტომატურ აკრძალვას, გამამტყუნებელ განაჩენში ვალდებულების გარეშე, მითითების რამაც, სასამართლოს მიერ გარეშე, ყოველგვარი შეზღუდვის 524 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 4 ივნისის №25/4418 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. 525 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თავი XVII1. 526 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 1653, ნაწ. 1, ქ/პ. „ა“. 527 იქვე, მუხ. 1654. 528 იქვე, მუხ. 1654, ნაწ.1, ქ/პ „ბ“. 529 იქვე, მუხ. 1654, ნაწ. 1, ქ/პ „ა“. 530 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (2025 წლის 16 ოქტომბრის რედაქციული ცვლილებები). 147 | პროპორციულობისა და აუცილებლობის შეფასება შეუძლებელი გახადა. საქართველოდან გასვლის აკრძალვა ფაქტობრივად იქცა უვადო ხასიათის ზომად, რომელიც მთლიანად დაუკავშირდა მსჯავრდებულის მიერ ზიანის ანაზღაურებას. დამატებით, დანაშაულად გამოცხადდა ეკონომიკურ დანაშაულებში მსჯავრდებულის მიერ 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის531 ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება ან გადაცემა.532 აღნიშნული ოდენობა, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი მსჯავრდებულის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ნორმის პრობლემურობა ასევე გამოიხატება იმაში, რომ სარგებლის მიმცემის (მესამე პირი) პასუხისგებაში მიცემის რისკი წარმოიქმნება იმ პირობებშიც, როცა ეს პირი, შესაძლოა, არ მოქმედებდეს წინასწარი შეცნობით, რომ ეკონომიკურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს ეხმარება. იმის გამო, რომ ნორმები ატარებს ავტომატურ და ბლანკეტურ ხასიათს, არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ გარემოებებს, შეუძლებელს ხდის ეფექტიან სასამართლო კონტროლს, აუცილებელია გადაიხედოს და მოხდეს მათი ჰარმონიზება კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან. 5.15. იძულებითი მკურნალობის ვადის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლა საანგარიშო პერიოდში, საყურადღებო საკანონმდებლო პრობლემა გამოიკვეთა ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმეში,533 რომელიც ახალ, სავარაუდოდ ჩადენილ, დანაშაულზე დაწყებული დაექვემდებარა სამართლებრივი იძულებით პროცესების გამო, მკურნალობას სასამართლოს შეურაცხადობის განჩინებით, საფუძვლით. არანებაყოფლობითი და იძულებითი მკურნალობის ტერმინები დაკავშირებულია პირის სამართლებრივ სტატუსთან (მსჯავრდებულია თუ ბრალდებული, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი გამოირიცხება ისეთი დევნა შეურაცხადობის შემთხვევაც, როდესაც გამო იძულებით შეწყდა).534 თუმცა, მკურნალობას არ შეიძლება დაექვემდებაროს პირი, რომელიც იმავე დროს, მსჯავრდებულია. არსებული რეგულაციით, განსხვავებულია იმ მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობა, რომელმაც მსჯავრის მოხდის პერიოდში შეურაცხადობისას, სავარაუდოდ, ჩაიდინა ახალი დანაშაული, რადგან მას არ აქვს საკანონმდებლო გარანტია, რომ იძულებითი მკურნალობის ვადა ჩაეთვლება საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ბოლოს საარსებო მინიმუმი საქართველოში შეადგენდა 260 ლარსა და 30 თეთრს, რაც ნიშნავს იმას, რომ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მიზნებისთვის მსჯავრდებულ პირს კანონით ეკრძალება 1 თვის ორმაგ რაოდენობაზე - 520.6 ლარზე მეტი სარგებლის მიღება ან პირს მსჯავრდებულისთვის ასეთი სარგებლის გადაცემა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე. ინფორმაცია საარსებო მინიმუმის შესახებ ხელმისაწვდომია: < https://tinyurl.com/yyvbpudw > [02.02.2026 წ.]. 532 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 3813. 533 ამ მსჯავრდებულის უფლებების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, თუმცა სწორედ ამ საქმის შესწავლამ და უწყებებიდან მიღებულმა ინფორმაციამ, გამოავლინა სისტემური ხარვეზი. 534 საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, მუხ. 22, პუნ. 1. 531 148 | სასჯელის საერთო ვადაში. მაშინ, როდესაც მსჯავრდებულს, თუკი სასჯელის მოხდის პერიოდში, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩაუდენლად გამოავლენს შეურაცხადობის ნიშნებს, ენიშნება არანებაყოფლობითი მკურნალობა, რომლის ვადაც, მოქმედი 535 კანონმდებლობით, მას გარანტირებულად ეთვლება სასჯელის საერთო ვადაში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საჭიროა აღმოიფხვრას საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც განაპირობებს ამგვარ განსხვავებულ მოცემულობას და საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს,536 რათა მკაფიოდ განისაზღვროს იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული მსჯავრდებულისთვის მკურნალობის პერიოდის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლის გარანტია. ამ კუთხით, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. 5.16. 5.16.1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები განმეორებით ჩადენილი გადაცდომების კრიმინალიზაცია და არასაკმარისი სამართლებრივი გარანტიები წლებია, სახალხო დამცველი537 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას კონსტიტუციურ სტანდარტთან შეუსაბამო ნორმებსა და პრაქტიკაზე მიუთითებს; ასევე, გასცემს რეკომენდაციას ახალი, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღების აუცილებლობაზე. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ არაერთ გადაწყვეტილებაში, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და სახდელდადებული მოქალაქეების საქმეებში, სამართლიანი თავისუფლების, შეკრების უფლებების დარღვევები დაადგინა. კომიტეტმა კი - ხსენებული საქმეების 539 538 სასამართლოს, ევროსაბჭოს მინისტრთა ჯგუფი განსაკუთრებულ ზედამხედველობას 535 საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ მუხ. 22, პუნ. 3. 536 სახალხო დამცველის 2025 წლის 19 მაისის №25/3922 წინადადება. 537 იხ. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები: 2011 წლის ანგარიში, გვ. 15-16; 2012 წლის ანგარიში, გვ. 448-450; 2013 წლის ანგარიში, გვ. 271-277, 281; 2014 წლის ანგარიში, გვ. 303-307, 404; 2015 წლის ანგარიში, გვ. 462-467, 469; 2017 წლის ანგარიში, გვ. 114, 117; 2018 წლის ანგარიში, გვ. 103-106, 109; 2019 წლის ანგარიში, გვ. 157-159, 161; 2020 წლის ანგარიში, გვ. 145-147; 2021 წლის ანგარიში, გვ. 118; 2022 წლის ანგარიში, გვ. 131; 2023 წლის ანგარიში, გვ. 130; 2024 წლის ანგარიში, გვ. 150. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სარჩელზე, „ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1361), ხელმისაწვდომია: < https://tinyurl.com/4pvtdm39 > [16.12.2025]. 538 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Makarashvili and others v. Georgia, განაცხადი №23158/20, 31365/20, 32525/20, 01.09.2022 წ.; Peradze and Others v. Georgia, განაცხადი №5631/16, 15.12.2022 წ.; Chkhartishvili v. Georgia, განაცხადი №31349/20, 11.05.2023 წ.; Dzerkorashvili v. Georgia, განაცხადი №70572/16, 02.03.2023 წ.; Matchavariani v. Georgia, განაცხადი №46852/21, 20.05.2025 წ.; Mzhavanadze and Rukhadze v. Georgia, განაცხადი №29760/21, 33931/21, 15.07.2025 წ; Mekvabishvili v. Georgia, №37567/23, 20.01.2026 წ. 539 Mekvabishvili v. Georgia, №37567/23, 20.01.2026 წ. საქმეზე გადაწყვეტილება არის უახლესი, მოცემული დროისთვის არ არის საბოლოო და ამიტომ ამ ჯგუფში არ არის გაერთიანებული. 149 | დაუქვემდებარა; ასევე, ამ ფუნდამენტური უფლების განხორციელებაზე შესაძლო შემაკავებელი ეფექტის თავიდან აცილების საკითხზე მიუთითა.540 2024 წლის დეკემბრიდან კანონი რამდენჯერმე შეიცვალა და ყველა შემთხვევაში, შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვის პარალელურად, არაპროპორციულად გაიზარდა და გამკაცრდა სანქციები: თავდაპირველად, შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა გაიზარდა 5000 ლარამდე (ორგანიზატორისთვის 15 000 ლარამდე) და დაწესდა პატიმრობა;541 2025 წლის თებერვალში - პატიმრობის ვადა გაიზარდა 60 დღემდე;542 გაიზარდა სახდელების ზომა შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის; წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, შეიცვალა სახდელის 543 544 გაქარწყლების წესი; ხანდაზმულობის ვადა გაიზარდა 6 თვემდე; დაწესდა 545 პასუხისმგებლობა თანამდებობის პირისა და სახელმწიფო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინებისთვის მაღალი ჯარიმითა და პატიმრობით; 2025 წლის ივლისიდან: ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დარღვევის განმეორებისას მხოლოდ პატიმრობა გამოიყენება; 2025 წლის ოქტომბერში - შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის დარღვევისთვის განისაზღვრა მხოლოდ პატიმრობა;546 ასევე, დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის და სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა547 განისაზღვრა; 2025 წლის დეკემბერში548 - შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევად და შესაბამისად, სამართალდარღვევად გამოცხადდა აქციის გამართვა ქვეითთა გადაადგილების ადგილასაც (ტროტუარზე) პოლიციის ფაქტობრივი „თანხმობისა“ თუ „ნებართვის“ გარეშე და მხოლოდ პატიმრობის შეფარდებით; ხოლო, ამ ქმედების განმეორება კი - სისხლის სამართლის წესით ისჯება. ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა ორი დასკვნა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ შეკრებების კანონის დარღვევის შემთხვევაში, პატიმრობა უნდა გაუქმდეს და მნიშვნელოვნად შემცირდეს ჯარიმის ოდენობა;549 ხოლო შემდგომი ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება სანქციების აუცილებლობის, პროპორციულობისა 540 ხელმისაწვდომია < https://tinyurl.com/mr3jrxsu > და არადისკრიმინაციულობის თაობაზე [02.02.2026 წ.] 541 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 1741 . 542 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 32, ნაწ.1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 39. სახდელდაუდებლად პირი ჩაითვლება არა ჯარიმის სრულად გადახდიდან 1 წლის შემდეგ და არა მისი დაკისრების მომენტიდან. 544 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 38, ნაწ. 2. 545 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 17316. სანქცია: ჯარიმა 4 000 ლარამდე ან პატიმრობა 45 დღემდე. 546 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 1741, ნაწ. 9-10. 547 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 347 და 3533. 548 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 1741; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 347; „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი. 549 ხელმისაწვდომია < https://tinyurl.com/3rrdcb7m > [16.12.2025 წ.]. 543 150 | საერთაშორისო სტანდარტებს. პატიმრობა არასდროს არ უნდა გამოიყენებოდეს სასჯელად უფლების მშვიდობიანი განხორციელებისთვის. სასჯელის დაკისრება ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ლეგიტიმური და კანონიერი, გამოიწვევს თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას. პასუხისმგებლობის დაწესება თანმდებობის პირების „სიტყვიერი შეურაცხყოფის“ გამო, არ აკმაყოფილებს კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს. საერთო ჯამში, ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტს და უნდა გაუქმდეს.550 სახალხო დამცველმა ხსენებული ნორმების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა,551 ვინაიდან მათ კონსტიტუციით552 გარანტირებული გამოხატვის, შეკრების, თავისუფლების, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის დაუშვებლობის უფლებებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. ამდენად, მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობისთვის დაწესებული სანქციის (პატიმრობა და ჯარიმა) ხასიათი და სიმკაცრე უთანაბრდება დანაშაულებისთვის განსაზღვრულ სასჯელებს. სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულისთვის ჯარიმის მინიმალურ ოდენობას 2000 ლარით განსაზღვრავს, ხოლო 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში - ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.553 აპარატის მიერ შესწავლილ განაჩენებში,554 დანაშაულებზე სასჯელების სახით გამოყენებული ჯარიმა განაჩენების 82%-ში ნაკლებია ან უთანაბრდება მომიტინგეთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებული ჯარიმის ოდენობას - 5000 ლარს. ამასთანავე, სისხლის სამართლისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ განსაზღვრავს სახდელების: პატიმრობის და ჯარიმის შთანთქმის ან ნაწილობრივ შეკრების წესს. პრობლემას ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული დაკავების ვადის ჩათვლა სახდელში, გარდა პატიმრობისა. პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ რამდენიმე დღის ვადით, რაშიც ჩაითვლება მისი ადმინისტრაციულ დაკავებაში ყოფნის ვადაც.555 ხოლო, თუ ადმინისტრაციულად დაკავებულ პირს (მაქსიმალური ვადა 48 საათია) შეეფარდა სხვა სახდელი (მაგ., ჯარიმა), მის მიერ ადმინისტრაციულ დაკავებაში გატარებული პერიოდი არ აისახება სახდელზე და არ იწვევს მის შემსუბუქებას. ხოლო სისხლის სამართალში, კანონის შესაბამისად, სასამართლოები, ჯარიმისა და სხვა ხელმისაწვდომია: < https://tinyurl.com/43zs6tmj > [16.12.2025 წ.]. კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №1936, ხელმისაწვდომია: < https://tinyurl.com/2jjrmm3r > [28.01.2026 წ.]. 552 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 9, 13, 17, 21. 553 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 42, ნაწილი 2. 554 იხ. მოცემული ანგარიშის თავი „სამართლიანი სასამართლოს უფლება“, ქვეთავი: „სასჯელების გამოყენება“. 555 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 309, ნაწ. 2. 550 551 151 | არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაში, ამცირებენ ჯარიმის ზომას, დაკავების ვადის გათვალისწინებით. იზოლატორებში ადვოკატების არასამუშაო დროს შესვლის შეზღუდვა 5.16.2. 2025 წლის 11 აპრილიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით,556 სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებული პირებისთვის ადვოკატთან შეხვედრა მხოლოდ დღის 10:00-19:00 საათამდე პერიოდშია დასაშვები, რაიმე გამონაკლისის გარეშე.557 საგულისხმოა, რომ პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება მისი გამოცხადებიდან (და არა გადაწყვეტილების პირისთვის ჩაბარებიდან) 48 საათის558 ფარგლებით არის შეზღუდული. ხოლო სააპელაციო საჩივრის დასაბუთება559 სავალდებულოა და ადვოკატს მისი შეტანისთვის დასაცავი პირის თანხმობა ესაჭიროება.560 მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციულ პატიმრობა და სასამართლოს გასაჩივრების უფლებით ეფექტიანად სარგებლობის უზრუნველყოფის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატთან შეხვედრა არასამუშაო დროსაც, საათის შემდეგაც, სასამართლოს პირების სამართლიანი 19:00 გარანტიებითა შეფარდებული მიერ გადაწყვეტილების მიზნით, დასაშვები მართლმსაჯულების 561 გათვალისწინებით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით იყოს ინტერესების მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს. სამწუხაროდ, რეგულაცია არ შეცვლილა. 5.17. გამოძიების არდაწყება/ე.წ. გაჭიანურება გასული წლის ანგარიშში562 აღინიშნა გამოძიების დაწყების ან დაწყებაზე უარის გადაწყვეტილების მიღებამდე არაგონივრულად ხანგრძლივი დროით საკითხის შესწავლის შემთხვევები. ამგვარი პრაქტიკა, შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, მისი ეფექტიანად წარმართვისა და საბოლოოდ, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. კანონით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სავალდებულოა გამოძიების დაწყება.563 თუმცა, საანგარიშო პერიოდში, აპარატის მიერ განხილულ საქმეებში გამოძიება არ დაწყებულა და შესწავლა გრძელდება: 2 წლის,564 ნახევარი წლის 556 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 11 აპრილის №31 ბრძანება. 557 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანება, დანართი №2, მუხ. 7, პუნქტ. 31 (2025 წლის 11 აპრილის რედაქცია). 558 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 2811. 559 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 2812, ნაწ. 2. 560 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 2812, ნაწ. 1. 561 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 4 სექტემბრის №25/7020 წინადადება, ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/bRNll > [23.01.2026 წ.]. 562 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტოს ანგარიში, გვ. 76; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 132-133. 563 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 100. 564 ვ.გ.-ს განცხადება, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 16 დეკემბრის №13/91898 წერილი. 152 | შემდეგ.565 ასევე, 1 წელი და 6 თვეა, მიმდინარეობს სახალხო დამცველის წინადადებაში566 მითითებული გარემოებების შესწავლა.567 არაერთ საქმეში, გამოძიება არ დაწყებულა საკითხის შესწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი, კერძოდ, 2023 წელს შეტანილი განცხადების შესწავლა გრძელდებოდა 2024 წელს568 და გაირკვა, რომ საბოლოოდ, 2025 წელს, გამოძიება არ დაწყებულა.569 5 თვის შემდეგ გამოძიება არ დაწყებულა სახალხო დამცველის წინადადების570 შესწავლიდან571; ასევე, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების572 შესახებ მიმართვებიდან.573 სხვა საქმეში, მოქალაქისა574 და მისი ადვოკატის, ასევე, სააღსრულებო 575 გამოძიება ბიუროს მიმართვების მიუხედავად, პოლიციას 576 და მხოლოდ სახალხო დამცველის წინადადებით ასევე არ დაუწყია მიმართვის შემდეგ დაიწყო.577 წინადადებები საქართველოს პარლამენტს: ▪ დადგინდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა; ▪ შევიდეს ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და სასამართლო აუდიო-ვიდეო გადაღება დაუბრუნდეს 2025 წლის 26 ივნისის ცვლილებებამდე არსებულ მდგომარეობას; 565 თბილისის პროკურატურის 2025 წლის 3 აპრილის №13/01-21664 წერილის მიხედვით, მ.ჭ.-ს განცხადებები პოლიციაში გადაიგზავნა; შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 9 ოქტომბრის MIA 8 25 03312476 და 2025 წლის 29 ოქტომბრის MIA 0 25 03554001 წერილები. 566 სახალხო დამცველის 2024 წლის 6 ივნისის №2024/1670 წინადადება ბრალდებულ უ.ა.-ს დაცვის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყების თაობაზე. 567 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 23 დეკემბრის №13/94168 წერილი. 568 შ.თ.-ს განცხადება, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 20 დეკემბრის №13/82425 წერილი. 569 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 23 დეკემბრის №13/94083 წერილი. 570 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 10 ივლისის №25/5513 წინადადება არასრულწლოვან ლ.ჯ.-ს განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების თაობაზე. 571 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 28 ივლისის №13/50878 და 2025 წლის 23 დეკემბრის №13/94213 წერილები. 572 ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/doRLn > < https://bit.ly/4c4QqYg > (ჩანაწერი 00:36-00:42 წმ) < https://bit.ly/4bwlxMg > [22.01.2026 წ.]. 573 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2025 წლის 10 ივნისის №25/4567 წერილით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ხოლო სამსახურის გაუქმების შემდეგ - პროკურატურას: 2025 წლის 9 ივლისის №25/5460, 2 სექტემბრის №25/6924 და 11 დეკემბრის №25/9989 წერილები; საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 22 ივლისის №13/49038, 15 სექტემბრის №13/66023 და 2025 წლის 16 დეკემბრის №13/91887 წერილები. 574 ა.ბ.-ს განცხადება. 575 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 1 ოქტომბრის MIA 9 24 03004542 და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს 2021 წლის 29 ივლისის MIA22101983247 წერილები. 576 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 18 მარტს №25/2209 წინადადება. 577 შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 13 მაისის MIA 3 25 01429519 პასუხი. 153 | ▪ შევიდეს ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული სხდომები გახდეს საჯარო, თუ მათი დახურვისთვის არ არსებობს სათანადო საფუძველი; ▪ ცვლილებები შევიდეს „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში და დაზუსტდეს, მოსამართლეობის რომ კანდიდატს საკვალიფიკაციო ჩაბარებული გამოცდა უნდა ვაკანტური ჰქონდეს ადგილის სპეციალიზაციის მიხედვით, რომელზეც აკეთებს განაცხადს; ▪ ცვლილებები შევიდეს „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში და მოსამართლის მივლინების ან დაწინაურების დროს გაკეთდეს საკანონმდებლო დათქმა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს სავალდებულოდ უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული ახალი პოზიციის მიხედვით; ▪ მიიღოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; ▪ სისხლის სამართლის მოქმედების საპროცესო კოდექსში განისაზღვროს საგამოძიებო განმახორციელებელი უწყების ვალდებულება, ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევების გარდა, სასამართლოს წარუდგინოს ნეიტრალური მტკიცებულებები, მათ შორის, ჩხრეკა-ამოღების პროცესის უწყვეტი ვიდეოკადრი ან/და სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებს საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას; ▪ შევიდეს ცვლილება პენიტენციურ კოდექსში და განისაზღვროს, რომ გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის ადვოკატთან სატელეფონო კომუნიკაციაზე და ბრალდებულის მოთხოვნისას მის ადვოკატთან დაკავშირებას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, პენიტენციური დაწესებულების ხარჯით; იგივე უფლება შენარჩუნდეს პატიმრის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის პერიოდში; ▪ პენიტენციური კოდექსით განისაზღვროს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში მსჯავრდებული პირისთვის (მუხლი 1261) პაემნებისა და სატელეფონო ზარის განხორციელების უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება მსჯავრდებულის ადვოკატზე; ▪ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განისაზღვროს, მხარეთა მიმართვის საფუძველზე, ვიდეოჩანაწერების გონივრული ვადით შენახვა/დაარქივების ვალდებულება სასამართლოს განჩინების მოპოვებამდე; ▪ გაუქმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოწმეთა იდენტიფიკაციის შემზღუდავი ნორმები; 154 | ▪ შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVII1 თავში და განისაზღვროს დაზარალებულის კომპენსაციის იმგვარი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლების დარღვევას; ▪ განისაზღვროს სასამართლოს უფლებამოსილება, იმსჯელოს სისხლის სამართლის საპროცესო 1653 კოდექსის მუხლში მითითებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადაზე, ამ ზომის გამოყენების აუცილებლობასა და პროპორციულობაზე. ასევე, განისაზღვროს ამ ზომის გადახედვის შესაძლებლობა; ▪ გადაიხედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3813 მუხლით დასაშვები მატერიალური სარგებლის მინიმალური ოდენობა; ▪ გაუქმდეს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებამანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმები; ▪ კანონში მკაფიოდ განისაზღვროს იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული მსჯავრდებულისთვის მკურნალობის პერიოდის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლის გარანტია; ▪ უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლითაც განისაზღვრება სპეციალური ვადები პატიმართა ადმინისტრაციული სარჩელების გონივრულ ვადაში განხილვის და საქმისწარმოების გაჭიანურების თავიდან ასარიდებლად; ▪ საკანონმდებლო ცვლილებების მასალების საჩივრის და გზით, ქვემდგომი განსაზღვროს ინსტანციიდან სისხლის სამართლის ზემდგომში გაგზავნის კონკრეტული ვადები; ▪ შევიდეს ცვლილება კანონმდებლობაში, რომელიც გაითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გაათავისუფლოს პატიმარი ადმინისტრაციულ სარჩელზე ბაჟის გადახდისგან, თუ პატიმარი წარმოადგენს საბანკო ამონაწერს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში მისი ფინანსური ბრუნვის შესახებ (კონკრეტული თანხის ოდენობა და დროის პერიოდი განისაზღვროს გონივრული მისადაგების მიხედვით); ▪ შევიდეს ცვლილება კანონმდებლობაში, რომლის თანახმად, მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში (ოქმში) ასახულ საიდუმლო ოპერატიულ ინფორმაციაზე პატიმრის წვდომის ბლანკეტური შეზღუდვა გაუქმდება და სასამართლოს დაეკისრება ყოველ ინდივიდუალურ საქმეში ინფორმაციის მსჯავრდებულისთვის მსჯელობის ვალდებულება. რეკომენდაციები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: 155 | გაცნობის შესაძლებლობაზე ▪ უზრუნველყოს სასამართლო აქტების პროაქტიული გამოქვეყნება კანონმდებლობის დაცვით; ▪ უზრუნველყოს საკანონმდებლო ან/და პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, მათ შორის, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით ან შემოღებით, (მათ საქმეთა შორის, ვიწრო სპეციალიზაციის მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული სარჩელების) გონივრულ ვადაში განხილვის უზრუნველსაყოფად; ▪ მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, წინასწარ განსაზღვროს კრიტერიუმები; ▪ შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება კრიტერიუმები მოსამართლის მიერ სამოსამართლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შესაფასებლად; ▪ მოსამართლის გადაწყვეტილების დანიშვნის/მივლინების მიღებისას, თუ დაწინაურების მხედველობაში მიიღოს შესახებ მოსამართლის სპეციალიზაცია (გამოცდის კატეგორია); ▪ გააუმჯობესოს ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა დისტანციური სასამართლო პროცესებისთვის იმგვარად, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის შესაძლებელი იყოს კომუნიკაციის კონფიდენციალურობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ დაუშვას დროებითი პატიმრობაშეფარდებულ მოთავსების პირებთან იზოლატორებში ადვოკატის შეშვება მართლმსაჯულების ინტერესების გათვალისწინებით. 156 | ადმინისტრაციულ არასამუშაო დროს, 6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 6.1. შესავალი მზარდი სამართლებრივი დაცვის სტანდარტის მიუხედავად, პრაქტიკაში პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევები კვლავ სისტემურ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისა და პენიტენციური სისტემის მართვის პროცესში. პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და არაერთ კომპონენტს აერთიანებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით გამოკვეთილი ხარვეზებიც მრავალმხრივი და კომპლექსური შინაარსისაა. წინა წლების მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული პრევენციული ვიზიტებისა და პატიმრების განცხადებების შესწავლის შედეგად, მკაფიოდ გამოიკვეთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევის ფაქტები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკას, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი კომუნიკაციასა და სატელეფონო პატიმრების მსჯავრდებულების საუბრების ოჯახის წევრებთან კონფიდენციალურობის საკითხებს. აღნიშნული შემთხვევები ნათლად ადასტურებს, რომ არსებული მექანიზმები, ხშირად, ვერ უზრუნველყოფს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ეფექტიან დაცვას. წინამდებარე თავი მიზნად ისახავს პრობლემების დეტალურ ანალიზს, კონკრეტული ინდივიდუალური შემთხვევებისა და არსებული პრაქტიკის შეფასებას, აგრეთვე, იმ სისტემური ხარვეზების გამოვლენას, რომლებიც საჭიროებს ინსტიტუციურ და საკანონმდებლო გაუმჯობესებას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად. დამატებით უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული უფლების დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ წინა წლების საპარლამენტო ანგარიშებში არაერთი სხვა სისტემური პრობლემა იყო მიმოხილული. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ხანგრძლივი და განმეორებადი შეზღუდვის შესაძლებლობა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საკანონმდებლო რეგულირების ხარვეზები და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე სახალხო რეკომენდაცია/წინადადება დამცველმა, შეიმუშავა, წლების მათი განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაწილი არაერთი კვლავ შეუსრულებელია, რაც მათ სისტემურ ხასიათზე მიუთითებს და, შესაბამისად, 2025 წლის ანგარიშშიც მეორდება. 6.2. ჩხრეკა, ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი განჩინება შეისწავლა საგამოძიებო მოქმედებების - ჩხრეკა, ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა - ჩატარებაზე 157 | ნებართვის გაცემის თაობაზე. შესწავლილი განჩინებების თანახმად, ირკვევა, რომ საერთო სასამართლოები, ხშირ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებებზე სასამართლო კონტროლს ჯეროვნად არ ახორციელებენ, რაც გამოძიების მწარმოებელ ორგანოს - ბრალდების მხარეს - აძლევს თვითნებობის შესაძლებლობას, საკუთარი მიხედულებით, ნებისმიერი საფუძვლითა და კვალიფიკაციით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, მოიპოვოს ნებისმიერი ნივთი და ელექტრონული ინფორმაცია ნებისმიერი პირისგან. შესწავლილი განჩინებები და პროკურატურის შუამდგომლობები საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე მოიცავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებზე შაბლონურ მითითებას და დასკვნის სახით აღნიშვნას, რომ ამა თუ იმ ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს „გამოძიებისათვის საინტერესო რაიმე ნივთი“, ხოლო ელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკისა და მოწყობილობების ამოღებასთან ან/და ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, „გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია”. თავის მხრივ, სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა, სწორედ ამ ფორმულირებით აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობებს და, შესაბამისად, ასევე მოკლებულია ყოველგვარი სამართლებრივი დაცვისა და უფლების დაზღვევის საშუალებებს.578 ჩხრეკის/ამოღების/ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განჩინება, რომელიც არ აწესებს არანაირ ფარგლებს, არ მიუთითებს კონკრეტულ ნივთებზე ან ამოსაღებ მტკიცებულებაზე ან/და ინფორმაციაზე, არ შეიცავს არანაირ მიმართებას გასაჩხრეკი ადგილის ან ამოსაღები ნივთის/გამოსათხოვი ინფორმაციის რელევანტურობაზე, ფაქტობრივად, განუზომელ უფლებამოსილებას ანიჭებს საგამოძიებო ორგანოს, ხოლო პირს სამართლებრივი გარანტიების გარეშე ტოვებს. აღნიშნული სტანდარტი და სასამართლოს პრაქტიკა სახიფათოა იმდენად, რამდენადაც იმავე ხარისხის ბუნდოვანებითა და ტერმინებით შეიძლება დასაბუთდეს ნებისმიერი საცავის ჩხრეკა და საგნის ამოღება ან/და ინფორმაციის გამოთხოვა ნებისმიერი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში. ეს კი, უსაზღვროდ ზრდის ჩხრეკის/ინფორმაციის ამგვარ საგამოძიებო გამოთხოვის მოქმედებათა ფარგლებს, სუბიექტთა ვინაიდან, თუ წრესა და აბსტრაქტული, დაუსაბუთებელი საფრთხე ან ვარაუდი საკმარისია პირადი ან/და პროფესიული სივრცის სრულად გასაჩხრეკად და პირადი და პროფესიული ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის მოსაპოვებლად, იგი საკმარისი იქნება სხვა შემთხვევებშიც, რადგან „გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია“, პოტენციურად და თეორიულად, ყოველთვის შეიძლება იყოს ამგვარ სივრცეებსა და მოწყობილობებში. ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტებითა და მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლო ვალდებულია, პირადი ცხოვრების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის საკითხის 578აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობის პროცესში, სახალხო დამცველის აპარატმა ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ მსგავსი შემთხვევები კონკრეტულ საქმეებში გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა. 158 | გადაწყვეტისას განიხილოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ინფორმაციის ერთობლიობა. მათი შეჯერების შედეგად კი, შეაფასოს, რამდენად აუცილებელია კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მოსაპოვებელი მტკიცებულება რამდენად რელევანტურია გამოსაძიებელ ფაქტთან, მათ შორის, რამდენად სავარაუდოა, რომ მოსაპოვებელი მტკიცებულება ინახება კონკრეტულ ადგილას ან/და პირთან და ეს პირი რა შემხებლობაშია დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებთან ან/და დანაშაულში მონაწილე პირებთან. სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა, შესაძლო მოსაპოვებელი მტკიცებულების შემხებლობის თითოეული შემთხვევა და მხოლოდ ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში გასცეს საგამოძიებო მოქმედების შესაბამის ფარგლებში ჩატარების ნებართვა, მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული ნივთების, საგნების, ნივთიერებების, დოკუმენტაციის, ინფორმაციის ან/და სხვა ობიექტის მოპოვების მიზნით. სასამართლო, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ აღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგებიდან გამომდინარე არის უფლებამოსილი, გასცეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვა ან უარი უთხრას მხარეს. ვინაიდან, საერთო სასამართლოები, პრაქტიკაში, არაერთ შემთხვევაში არასათანადოდ იცავენ კანონმდებლობის ამ მოთხოვნებს, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, უზრუნველყოს საერთო სასამართლოების ინფორმირება სახელმძღვანელო დოკუმენტების, განზოგადებული პრაქტიკისა და სტანდარტების, პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავების ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც მიზნად დაისახავს, სასამართლოების პრაქტიკა შესაბამისობაში მოვიდეს სისხლის სამართლის სფეროში პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან.579 6.3. მსჯავრდებულების ოჯახისგან შორს მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსება მსჯავრდებულების ოჯახის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ყოფნა და, შესაბამისად, ოჯახის წევრებთან სრულყოფილი კომუნიკაციის შესაძლებლობის საკითხები კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ მიმართულებით, აპარატს ყოველწლიურად, არაერთი განმცხადებელი მიმართავს, რაც ასევე დასტურდება დაწესებულებებში განხორციელებული პრევენციული ვიზიტებით. მსჯავრდებულები, ხშირად, დოკუმენტურად ვერ ადასტურებენ ინფორმაციას ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის შესახებ ან სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც აპარატი სრულფასოვნად ვერ ახერხებს განმცხადებლის პოზიციის შეფასებას. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მკაფიოდ მნიშვნელოვნად აფერხებს კანონმდებლობით გარანტირებული იკვეთება, მსჯავრდებულების სხვა რომ ტერიტორიული ოჯახთან უფლებებით სიშორე კომუნიკაციას სარგებლობას. და ამასთანავე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია, რაც გაამართლებდა მსჯავრდებულის 579 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 31 ოქტომბრის №25/8822 წერილი. 159 | ოჯახისგან შორს განთავსებას, რიგ შემთხვევაში, საკმარისად და სათანადოდ არგუმენტირებული არ არის. სწორედ ასეთი იყო საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმე,580 რამდენიმე სადაც დასტურდებოდა, რომ მსჯავრდებულები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ სარგებლობდნენ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნებით, ასევე, ვერ ან შეზღუდულად სარგებლობდნენ ამანათის მიღების უფლებებით. კერძოდ, მსჯავრდებულ თ.ყ.-ს შემთხვევაში, ეს პერიოდი581 მოიცავდა დაახლოებით 1 წელსა და 1 თვეს,582 მსჯავრდებულ მ.ჭ.-ს შემთხვევაში - 1 წელსა და 3 თვეს,583 მსჯავრდებულ დ.ბ.-ს შემთხვევაში - 1 წელსა და 4 თვეს,584 ხოლო მსჯავრდებულ ჯ.შ.-ს შემთხვევაში - 1 წელსა და 5 თვეს.585 შედეგად, სახალხო დამცველმა, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის მინისტრს, მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაციებით შემთხვევაში, უწყებამ არ მიმართა.586 გაიზიარა სამწუხაროდ, სახალხო თ.ყ-ს, დამცველის მ.ჭ.-ს და ჯ.შ.-ს რეკომენდაციები და გადაყვანასთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.587 რაც შეეხება დ.ბ.-ს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საბოლოოდ მსჯავრდებულმა თავად განაცხადა უარი №2 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე.588 ამასთანავე, წინამდებარე ქვეთავში მიმოხილული საქმეების გარდა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სხვა შემთხვევებიც, როდესაც მსჯავრდებულები განთავსებულნი იყვნენ საცხოვრებელი ადგილისგან მნიშვნელოვნად დაშორებულ პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც არსებითად ართულებდა მათთვის ოჯახთან სხვადასხვა ფორმით 580მსჯავრდებულების: თ.ყ.-ს საქმე (ითხოვდა №1 პენიტენციური დაწესებულებიდან აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე, შესაბამისი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას); მ.ჭ.-ს საქმე (ითხოვდა №2 პენიტენციური დაწესებულებიდან აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე შესაბამისი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას); დ.ბ.-ს საქმე (ითხოვდა №1 პენიტენციური დაწესებულებიდან №2 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას); ჯ.შ.-ს საქმე (ითხოვდა №3 პენიტენციური დაწესებულებიდან №1 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას). 581 საქმის შესწავლის მომენტისთვის. 582№1 პენიტენციური დაწესებულების 2024 წლის 1 ნოემბრის №326660/01 და 2025 წლის 12 თებერვლის №39233/01 წერილები. 583№2 პენიტენციური დაწესებულების 2024 წლის 18 დეკემბრის №378091/01 და №1 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 7 მარტის № 62409/01 წერილები. 584 №1 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 19 მარტის №75091/01 წერილი. 585 №3 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 20 თებერვლის №48121/21 წერილი. 586საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 25 თებერვლის №25/1565 (თ.ყ.), 2025 წლის 18 მარტის №25/2207 (მ.ჭ.), 2025 წლის 3 ივნისის №25/4356 (დ.ბ.) და 2025 წლის 3 ივნისის №25/4357 (ჯ.შ.) რეკომენდაციები. 587 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 20 მარტის №76972/01, 2025 წლის 3 აპრილის №91808/01 და 24 ივნისის №176178/01 წერილები. 588 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 23 ივნისის №174545/01 წერილი. 160 | კონტაქტის შენარჩუნებას.589 თუმცა ამ შემთხვევების შეფასებისას სახალხო დამცველის აპარატმა გაითვალისწინა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების ლიმიტი, უსაფრთხოება, გარემოებები, რაც ხელს თანამშრომლების უშლიდა ნაკლებობა ოჯახთან ახლოს და სხვა მნიშვნელოვანი მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებას და რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მიუთითებს ცალკეული პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემაზე. 6.4. გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში გარე სამყაროსთან პატიმრების კონტაქტის უფლების რეალიზების კუთხით, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება. კერძოდ, 2025 წელს, დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს არ გაზრდიათ პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა590, ბრალდებულებს კვლავ არ აქვთ ვიდეოპაემნით,591 ხოლო ქალ ბრალდებულებს საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლება. რაც შეეხება პრაქტიკაში არსებულ სირთულეებს, საერთაშორისო სტანდარტებისა592 და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციების593 საპირისპიროდ, პრობლემად რჩება დისციპლინური სახდელის სახით პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა. 2025 წელს, დისციპლინური სახდელის სახით, პატიმრებს, 530 შემთხვევაში შეეზღუდათ სატელეფონო საუბრის (459), მიმოწერის (3) და ხანმოკლე პაემნის (68) უფლება. აქვე, უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, არ დაკმაყოფილდა სახალხო 589საცხოვრებელი ადგილიდან შორს მდებარე დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრები, ხშირად, ფინანსური პრობლემების ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ პატიმრების მონახულებას, რაც პატიმარს ოჯახის წევრებისგან ამანათის მიღების შესაძლებლობასაც უსპობს. საგულისხმოა, რომ პატიმრები ოჯახზე არიან დამოკიდებულნი ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფის კუთხით. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული შეზღუდვის ფონზე, პატიმრის ოჯახის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს განთავსება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამასთანავე, 2024 წლიდან პატიმრებს აღარ აქვთ უფლება ფოსტის მეშვეობით მიიღონ პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები და სხვა ნივთები. 590ასევე სრულად არ არის შესრულებული წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოსადმი გაცემული რეკომენდაციები ყველა კატეგორიის პატიმრისთვის კვირაში არანაკლებ ერთი 1-საათიანი პაემნის უფლების მინიჭების და სატელეფონო საუბრის შესაძლებლობის გაზრდის თაობაზე. იხ. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შესახებ (ინგლისურ ენაზე), პარა. 57 591გაუგებარია, რატომ უზღუდავს კანონი ბრალდებულს ვიდეოპაემნის უფლებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც, ვიდეოპაემანი რისკების გამომრიცხავი სპეციალური წესით მიმდინარეობს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანება მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე. 592ნელსონ მანდელას წესები 43.3. 593წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარა. 100, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, იხ. ინგლისურ ენაზე: <https://rm.coe.int/1680945eca>; გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის ანგარიში 2019 წლის 27 იანვარი - 7 თებერვლის შვეიცარიაში ვიზიტის შემდგომ. პარა. 94. იხ. < https://bit.ly/3pSf44A >[ბოლოს ნანახია: 02.02.2026]. 161 | დამცველის კონსტიტუციური სარჩელი594, რომელიც სადავოდ ხდიდა დისციპლინური სახდელის სახით გარე სამყაროსთან ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის კონტაქტის ოჯახთან უფლების შეზღუდვისას ურთიერთობის ბლანკეტურად შეზღუდვას. ამის საპირისპიროდ, ციხის ევროპული წესების თანახმად, ამ უფლების ნებისმიერი კანონიერი საფუძვლით შეზღუდვის შემთხვევაშიც შენარჩუნებული უნდა იყოს კონტაქტის დასაშვები მინიმალური დონე.595 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) დამატებით განმარტავს, რომ ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს კვირაში მინიმუმ 1-საათიანი ვიზიტისა და სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა (ადვოკატებთან კონტაქტის გარდა).596 ამასთანავე, კომიტეტი ვიზიტების შემდგომ ანგარიშებში ხაზგასმით დისციპლინური სახდელების გადახედვისა საქართველოში განხორციელებული მიუთითებდა კანონმდებლობაში და შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე.597 სამწუხაროდ, ცალკეულ დაწესებულებებში598 კვლავ მაღალია დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევები, რა დროსაც პატიმარს ეკრძალება სატელეფონო საუბარი, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი.599 დისციპლინური სახდელის სახით კვლავ იზღუდება პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლება, რაც პატიმრებს ართმევს ძირითად თავშესაქცევს და ინფორმაციის წყაროს.600 სახალხო დამცველისა და წამების პრევენციის ეროვნული კომიტეტის601 რეკომენდაციების მიუხედავად, №11 და №16 დაწესებულებების გარდა, ხანმოკლე პაემნები კვლავ მინის ბარიერს მიღმა, ტელეფონების მეშვეობით ხორციელდებოდა, ხოლო №10 და №15 დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები602, ინფრასტრუქტურული გამოწვევებიდან გამომდინარე, ვიდეოპაემნის უფლებით ვერ სარგებლობდნენ. საერთაშორისო ზარების603 594 საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის №1/8/1633 გადაწყვეტილება. ხელმისაწვდომია: <https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18795 >[ბოლოს ნანახია: 13.03.2026]. 595 წესი 24.2. 596 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 26-ე ზოგადი ანგარიში. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: < https://www.antoniocasella.eu/nume/CPT_april2017.pdf > [ბოლოს ნანახია: 10.03.2026]. 597 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშები საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შესახებ: 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, პარა.100, ხელმისაწვდომია:<https://rm.coe.int/1680945eca >; 2014 წლის 1-11 დეკემბრის ვიზიტი, პარა. 119, ხელმისაწვდომია: <https://rm.coe.int/09000016806961f8> [ბოლოს ნანახია: 16.03.2026]. 598№8 დაწესებულებაში გამოყენებული დისციპლინური სახდელების 47% სამარტოო საკანში მოთავსება იყო, ხოლო №2 დაწესებულებაში - 34%. 599 პენიტენციური კოდექსის 78-ე მუხლი, მეორე ნაწილი. 6002025 წელს, პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლება სულ 31 შემთხვევაში შეეზღუდათ პატიმრებს: 30 შემთხვევაში №6 დაწესებულებაში და 1 შემთხვევაში №18 დაწესებულებაში. 601იხ. ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარა. 103, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: <https://rm.coe.int/1680945eca> [ბოლოს ნანახია: 26.01.2026]. 602დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, №3 და №12 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები სარგებლობდნენ ვიდეოპაემნის უფლებით. 603 დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ აღმოიფხვრა საერთაშორისო ზარების კვირაში მხოლოდ ორ, წინაწარ განსაზღვრულ დღეს განხორციელების პრაქტიკა. 162 | და კორესპონდენციის საფასური კვლავ მაღალია.604 უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების მდგომარეობას ასევე ართულებს ის ფაქტი, რომ ვიდეოპაემნის განსახორციელებლად კვლავ 605 ეროვნული სააგენტოს აუცილებელია პატიმრის ოჯახის წევრის პრობაციის ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადება, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ. 6.5. ბრალდებულის არასრულწლოვან შვილთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის შესწავლა, რომელიც უკავშირდება ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის პროცესში არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის ავტომატურ და ბლანკეტურ შეზღუდვას. როგორც გაირკვა, პროკურატურაში სახელმძღვანელო მითითება ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვისას არასრულწლოვან შვილთან კომუნიკაციის ფარგლებზე, შემუშავებული არ არის და საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება.606 ანალოგიურად, საგამოძიებო უწყებების პოზიციით ირკვევა, რომ გადაწყვეტილებას იღებენ და ხელმძღვანელობენ კანონით დადგენილი წესით.607 საგულისხმოა, რომ კანონი ბრალდებულის პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის საკითხზე რაიმე სპეციალურ რეგულაციას არ აწესებს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, კანონის608 ნორმის ამოქმედებიდან - 2023 წლის 26 დეკემბრიდან 2026 წლის 22 იანვრის პერიოდში, ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოტანილ დადგენილებაში, შეზღუდვის ბრალდებულის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის თაობაზე, მითითებული არ ყოფილა. თუმცა დადგენილების გამომტანმა ორგანომ გამონაკლისი დაუშვა 2 ბრალდებულის მიმართ: ერთ მათგანს ერთჯერადად მიეცა არასრულწლოვან შვილთან პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო მეორე ბრალდებულს - არასრულწლოვან შვილთან სატელეფონო საუბრის უფლება 1 თვის ვადით.609 604სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 17 მარტის №86894/01 წერილის თანახმად, პატიმრის მიერ სატელეფონო ზარების განხორციელების წუთობრივი ტარიფია: საქართველოს ფიქსირებული ქსელების მიმართულებით - 0.06 ლარი, წუთზე; საქართველოს მობილური ოპერატორიების მიმართულებით - 0.20 ლარი, წუთზე; ხოლო საერთაშორისო მიმართულებით - 0.50 ლარი, წუთზე. რაც შეეხება პენიტენციური დაწესებულებიდან წერილის გაგზავნას, საკურიერო მომსახურების დაფარვის ზონა საქართველოს მასშტაბით, 0.5 კგ.-მდე არის 4 ლარი, ხოლო უცხო ქვეყნებში წერილების გაგზავნის საფასური (ქვეყნების მიხედვით) 194 ლარიდან 346 ლარამდე მერყეობს. 605დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. 606 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 9 იანვრის №13/680 წერილი. 607 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის 31 დეკემბრის №SSG52500336928 წერილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 21 იანვრის №MIA42600197040 წერილი. 608 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 1652. 609 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 22 იანვრის №20966/01 წერილი. 163 | აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმის შესწავლის შედეგად, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის პერიოდში შეეზღუდა გარესამყაროსთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლება. საქმის მასალების610 მიხედვით, 2025 წლის 15 სექტემბერს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს 2 თვით შეეზღუდა პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლებები, რაც 13 ნოემბერს, კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის დადგენილებებში, კანონის დებულებებზე611 მითითებით, შეზღუდვა, რაიმე კონკრეტული დასაბუთების გამომდინარე, მიზანშეწონილადაა ბრალდებული ამ გზით გარეშე, მართლმსაჯულების მიჩნეული შეეცდებოდა საქმეში (გამოთქმულია გამავალ ინტერესებიდან ვარაუდი, პირებთან, რომ მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლიდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას). თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქმეში დასაკითხი მოწმეები სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები არიან, წერილობითი დოკუმენტები და ვიდეო/აუდიო მასალები ბრალდებულის მიერ საჯაროდ, მასმედიითა და სოციალური ქსელებით მართლმსაჯულებაზე უკვე გავრცელებული ზემოქმედების შესაძლებლობის ინფორმაციაა. არგუმენტები, შესაბამისად, მით უფრო, არასრულწლოვანი შვილების გამოყენებით, დამაჯერებლობასაა მოკლებული. ცალსახად პრობლემურია ბრალდებულისთვის ხანმოკლე ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის ავტომატურად და ბლანკეტურად გავრცელება ბრალდებულის არასრულწლოვან შვილზე. აუცილებელია, კანონით განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმადაც, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, განიხილოს ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი. სახალხო დამცველმა ამ საკითხის დარეგულირების მიზნით საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა.612 6.6. მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობა პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების სატელეფონო კომუნიკაციის კონფიდენციალურობა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პირადი ცხოვრების უფლების დაცვის კონტექსტში. 610 სისხლის სამართლის №089100925001 საქმე. 611 პენიტენციური კოდექსი, მუხ. 115, 116 და 119; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 1652. 612 2026 წლის 11 მარტის №26/2136 წინადადება. 164 | გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველის ბრალდებულები/მსჯავრდებულები სატელეფონო საუბრის ამ რწმუნებულებთან პრობლემაზე კონფიდენციალურობის შეხვედრების ზეპირსიტყვიერად დარღვევაზე, როგორც დროს საუბრობენ, სისტემურ პრობლემაზე, საუბარია სახალხო დამცველის/პრევენციის ეროვნული მექანიზმის გასული წლების ანგარიშებშიც.613 საკითხი აქტუალურობას 2025 წლის განმავლობაშიც ინარჩუნებდა. კერძოდ, აპარატმა შეისწავლა ორი კონკრეტული შემთხვევა, სადაც დადგინდა, რომ მსჯავრდებულებს ხელი ეშლებოდათ სახალხო დამცველის აპარატთან კონფიდენციალურ კომუნიკაციაში. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ლ.ქ. დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს და აცნობა, რომ ზარის განხორციელების დროს, მის საუბარს დაწესებულების სხვადასხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ. შესაბამისად, ვერ ახერხებდა აპარატისთვის ინფორმაციის კონფიდენციალურად მიწოდებას და ამიტომ სახალხო დამცველის რწმუნებულთან უშუალოდ შეხვედრა მოითხოვა.614 პრობლემის გადამოწმება და დადასტურება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აპარატმა მოიპოვა615 და გაეცნო616 შესაბამის ვიდეოჩანაწერებს, ასევე, შეისწავლა სხვა დოკუმენტური მასალები. შედეგად, გაირკვა, რომ 2025 წლის 3 სექტემბერს, მსჯავრდებულ ლ.ქ.-ს მიერ ზარის განხორციელების პროცესში, №6 პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი დგება მსჯავრდებულის გვერდით, დაახლოებით ორი-სამი მეტრის სიახლოვეს, სახით მისკენ და აკვირდებიან ვიზუალურად. მათ შორის, არსებული დისტანციისა და განლაგების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ თანამშრომლები ისმენდნენ პატიმრის საუბარს. იგივე მოცემულობა გამოიკვეთა 2025 წლის 4 სექტემბერს. კერძოდ, როდესაც მსჯავრდებული იწყებს ნომრის აკრეფას და ტელეფონით საუბარს, ორი თანამშრომელი დგება მის გვერდით ერთი-ორი მეტრის რადიუსში, ყურადღებით აკვირდებიან ვიზუალურად და იმდენად ახლოს იმყოფებიან, რომ ამ შემთხვევაშიც, მაღალი ალბათობით, ესმით პატიმრის საუბარი. შესაბამისად, ყოველმხრივი შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 2025 წლის 3 და 4 სექტემბერს, მსჯავრდებულ ლ.ქ.-ს არ მიეცა სახალხო დამცველის აპარატთან კონფიდენციალურად გასაუბრების საშუალება. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი კიდევ ერთი მსჯავრდებულის, ნ.ტ.-ს საქმე, სადაც შესაბამისი საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, ხელმისაწვდომია: < https://h7.cl/1hQUp >, გვ. 161; პრევენციის ეროვნული მექანიზმის №6 პენიტენციური დაწესებულების ვიზიტის შემდგომი ანგარიში (2024), ხელმისაწვდომია: < https://h7.cl/1iCds >, გვ. 18. 614 სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის სატელეფონო საუბრის 2025 წლის 3 სექტემბრის აუდიოჩანაწერი, ID 55797-6 და 2025 წლის 4 სექტემბრის აუდიოჩანაწერი, ID 55894-5. 615 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 17 სექტემბრის №267281/01 წერილი. 616 ვიდეოჩანაწერების დათვალიერების 2025 წლის 26 სექტემბრის ოქმი. 613 165 | ვიდეოჩანაწერების მოპოვებისა617 და გაცნობის618 შედეგად დადგინდა, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, ნ.ტ-ს მიერ ზარის განხორციელების მომენტში, მისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევაში დისტანცია არ ყოფილა ისეთი ახლო, როგორც ლ.ქ.-ს შემთხვევაში, თუმცა მსჯავრდებული ვარაუდობდა, რომ დაწესებულების თანამშრომლებს მისი საუბარი ესმოდათ და ეს მას ხელს უშლიდა კონფიდენციალურ გასაუბრებაში. ეს საქმეები კიდევ ერთხელ ცხადყოფს,619 რომ დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის ყველა დაწესებულებაში უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრების სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურ გარემოში 620 წარმართვას. 6.7. გარე სამყაროსთან კონტაქტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ალტერნატიულ საცხოვრისებში621 წინა წლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, კვლავ პრობლემად რჩება პაციენტების გარე სამყაროსთან კონტაქტი, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე.622 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი623 ექიმს აძლევს უფლებას უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს პაციენტის უფლებები, მათ შორის, პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები,624 რაც ზრდის თვითნებობის რისკებს. პრაქტიკაში კი პაციენტებს კვლავ მნიშვნელოვნად ეზღუდებათ გარე სამყაროსთან კონტაქტი. კერძოდ, ტელეფონით სარგებლობა სამედიცინო პერსონალის ნებართვასა და მათ 617 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 10 ოქტომბრის №293213/01 წერილი. 618 ვიდეოჩანაწერების დათვალიერების 2025 წლის 24 ოქტომბრის ოქმი. 619 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ უკვე იყო გაცემული ანალოგიური შინაარსის რეკომენდაცია. ხელმისაწვდომია: < https://h7.cl/1hQUp >, გვ. 166. 620 ლ.ქ.-ს საქმეში, თანამშრომლებსა და პატიმარს შორის არსებული ახლო დისტანციის გათვალისწინებით (ნ.ტ.-ს საქმეში დისტანცია შედარებით დიდი იყო და მომეტებული ვარაუდის გამოთქმა შედარებით რთულია, რომ თანამშრომლებს საუბრის შინაარსი შეეძლოთ გაეგონათ), სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს 2025 წლის 6 ნოემბრის №25/8999 ინდივიდუალური წინადადება/რეკომენდაციით მიმართა. დოკუმენტში მიეთითა, რომ (1) აუცილებელია გადაიჭრას სისტემური პრობლემა და დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის ყველა დაწესებულებაში მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრების სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურ გარემოში წარმართვას; (2) დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, ვინაიდან მათ არ უზრუნველყვეს, რომ ლ.ქ. სახალხო დამცველის აპარატს ტელეფონით გასაუბრებოდა იმ სატელეფონო სივრციდან, სადაც იქნებოდა კონფიდენციალური საუბრის შესაძლებლობა. 621 დეტალურად იხ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2025 წლის ანგარიშში. 622 სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 163. 623 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი, მუხ. 15, პუნქ. 3. 624 ექიმს შეუძლია შეუზღუდოს ისეთი უფლებები, როგორიცაა: მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია თავისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ; გაეცნოს მის შესახებ არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას; უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე; მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში; მიიღოს და გაგზავნოს წერილი, გზავნილი შემოწმების გარეშე; სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით და სხვა უფლებები. 166 | კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, გარდა ამისა, არცერთ პაციენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, მცირე ხნით, დაწესებულებიდან გაწერის გარეშე, დატოვოს სტაციონარი. ბენეფიციართა გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით კვლავ პრობლემებია საცხოვრისის სერვისებში. 2025 წელს მონახულებულ დაწესებულებებში,625 ბენეფიციარებს დამოუკიდებლად დაწესებულების გარეთ გასვლის შესაძლებლობა არასდროს ეძლევათ, დე ფაქტო შეზღუდული აქვთ თავისუფლება და სრულიად სეგრეგირებულნი არიან საზოგადოებისგან. საკუთარი ტელეფონი მხოლოდ ერთეულებს აქვთ და პერსონალის ან დაწესებულებების კუთვნილი ტელეფონით უწევთ დარეკვა, და ამ დროს კონფიდენციალურ გარემოში საუბრის შესაძლებლობა არ ეძლევათ. 6.8. გარე სამყაროსთან კონტაქტი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში626 კვლავ პრობლემად რჩება დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი ზედამხედველობის ოთახში პირის მოთავსებისას გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების შეზღუდვა.627 მკაცრი ზედამხედველობის ოთახში მოთავსების შემდგომ, პირს, შესაძლოა, შეეზღუდოს უფლება შეხვდეს სასურველ პირს, ისარგებლოს ტელეფონით, რეკრეაციული ზონით, მიიღოს და გააგზავნოს ამანათი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, შესაძლოა, ერთბაშად შეეზღუდოს გარე სამყაროსთან კონტაქტის ყველა საშუალება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების შეზღუდვა დისციპლინური სახდელის სახით, დაუშვებელია.628 სამწუხაროდ, ცენტრში, ზოგადად, გართულებულია კონტაქტი გარე სამყაროსთან. გასული წლებისგან განსხვავებით, განთავსებულ პირებს კომპიუტერით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ. ტელეფონით სარგებლობა კვირაში სამჯერ 4 წუთით შეუძლიათ, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში დარეკვას საერთოდ ვერ ახერხებენ. ამასთან ერთად, განთავსებულ პირებს არ აქვთ წვდომა ჩამორთმეულ ტელეფონებში შენახულ ნომრებზე. სატელეფონო საუბრები არ არის კონფიდენციალური, რადგან, რიგ შემთხვევებში, სატელეფონო ზარი ხმამაღალ რეჟიმში და თანამშრომლის თანდასწრებით მიმდინარეობს. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ შეზღუდულია ცენტრში ვიზიტორის და ამანათის მიღების დღეები და საათები.629 6252025 წელს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პრევენციული ვიზიტები განახორციელა შშმ პირთა ძევრის და ბედიანის პანსიონატებში, ასევე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თავშესაფარში, რომელიც 2025 წლის ივნისამდე ხონში მდებარეობდა და სენაკში, სენაკის საცხოვრისის გვერდით გადაიტანეს. 626დეტალურად იხ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2025 წლის ანგარიშში, შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის ქვეთავი. 627 შინაგან საქმეთა სამინისტროს №231 ბრძანების 25-ე მუხლის შესაბამისად, თუ პირი დაარღვევს ცენტრში არსებული საქმიანობის წესით დადგენილ მოთხოვნებს, მას, არა უმეტეს 10 დღით, მკაცრი ზედამხედველობის ოთახში განათავსებენ. 628 სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 164. 629 ვიზიტორების მიღების დროდ განსაზღვრულია სამშაბათი და შაბათი, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე. შეხვედრის მაქსიმალური დრო - 20 წუთი. ამანათების მიღება შესაძლებელია ხუთშაბათს და კვირას. 167 | წინადადებები საქართველოს პარლამენტს: ▪ პენიტენციურ კოდექსში ცვლილებით, დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში თავისუფლებააღკვეთილ მყოფ პატიმრებს, მათ შორის, უვადოდ პირებს, გაეზარდოთ პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა; ▪ პენიტენციურ კოდექსში ცვლილებით, ბრალდებულებს მიეცეთ ვიდეოპაემნით, ხოლო ქალ ბრალდებულებს - საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლება; ▪ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1652 მუხლში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები თანახმადაც, და საგამოძიებო განისაზღვროს ორგანოს კონკრეტული დაევალება, წესი, რომლის ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, განიხილოს ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი; ▪ შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და განისაზღვროს მიმოწერის ბრალდებულისთვის ან/და სატელეფონო ხანმოკლე საუბრის ან/და ხანგრძლივი პაემნის, უფლების შეზღუდვის შესახებ დადგენილების გახანგრძლივების მაქსიმალური 9-თვიანი ზედა ზღვარი, რათა გამოირიცხოს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების განმეორებადი და ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროით შეზღუდვის პრაქტიკა; ▪ შევიდეს ცვლილება პენიტენციური კოდექსის 126¹ მუხლში და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილების მიღება დაექვემდებაროს სასამართლოს; ▪ უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების გადახედვა და მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგად: o შეიზღუდება იმ დანაშაულთა დასაშვებია ფარული ჩამონათვალი, საგამოძიებო რომელთა ღონისძიებების გამოძიებისას ჩატარება, მკაცრი აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების გათვალისწინებით; o განისაზღვრება ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების ვადები და მათი გაგრძელების მაქსიმალური ზედა ზღვარი; o განისაზღვრება ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ პირის ინფორმირების ვადები და ამ ვადების გაგრძელების მაქსიმალური ზედა ზღვარი. რეკომენდაციები 168 | საქართველოს უზენაეს სასამართლოს: ▪ უზრუნველყოს საერთო სასამართლოების ინფორმირება და საგამოძიებო მოქმედებების - ჩხრეკა, ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა - ჩატარებაზე ნებართვის გაცემისას იმგვარი პრაქტიკის ჩამოყალიბება, რომელიც მიესადაგება სისხლის სამართლის სფეროში პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრს: ▪ დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრების სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურ გარემოში წარმართვას; ▪ ▪ ▪ უზრუნველყოს ხანმოკლე პაემნების მინის ბარიერის გარეშე მიმდინარეობა; უზრუნველყოს საერთაშორისო ზარებზე დადგენილი ტარიფების შემცირება; №10 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ვიდეოპაემნის უფლებით; ▪ საზღვარგარეთ მყოფ ოჯახის წევრებთან ვიდეოპაემნის განსახორციელებლად, შეიქმნას უსაფრთხო აპლიკაცია და გადაიხედოს მოქმედი წესი; ▪ საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვადასხვა სახელწიფოს ციხის პოზიტიური მართვის გამოცდილების შესწავლის შედეგად, დისციპლინური დასჯისა და წახალისების სისტემის თაობაზე მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ მიიღოს ზომები, რათა ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოეწყოს კონფიდენციალური სივრცე პაციენტის და მასთან მისული პირის შეხვედრისთვის; ▪ გარე სამყაროსთან კონტაქტის ხელშეწყობის მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრებსა და ალტერნატიულ საცხოვრისებში, ასევე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, უზრუნველყოს პაციენტების/ბენეფიციარების მხრიდან ტელეფონებით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა. შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №231 ბრძანების 25-ე მუხლში ცვლილებებით, მკაცრი ზედამხედველობის ოთახში მოთავსებისას გაუქმდეს დასჯის მიზნით გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა; 169 | ▪ მიიღოს ყველა ზომა, რათა დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირებს გაეზარდოთ გარე სამყაროსთან კონტაქტის შესაძლებლობები; ▪ მიიღოს ზომები საერთაშორისო ზარებსა და კორესპონდენციაზე დადგენილი ტარიფების შესამცირებლად; ▪ მიიღოს ზომები, რათა დაუბრკოლებლად განხორციელდეს სატელეფონო ზარები ყველა ქვეყანაში; ▪ მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში კომპიუტერების რაოდენობის გაზრდით უზრუნველყოს დღის განმავლობაში ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობა; ▪ მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირებისთვის უზრუნველყოს სამუშაო საათებში მნახველების შეუზღუდავად შესაძლებლობა და გაზარდოს შეხვედრის დრო მინიმუმ ერთ საათამდე. 170 | მიღების 7. გამოხატვის თავისუფლება 7.1. მედიის წარმომადგენელთა დაცულობა და ხელშემწყობი გარემო მათი საქმიანობისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით,630 2025 წლის განმავლობაში, მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების 10 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება,631 რაც მოიცავდა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან 632 სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. დასახელებული 10 633 საქმიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა 4 საქმეში წარიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 2024 წელს დაწყებული გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. მათგან 12 სისხლის სამართლის საქმეზე634 დაწყებული გამოძიების შედეგად, დამნაშავის პასუხისმგებლობის 630 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 20 იანვრის №13/3356, 5 თებერვლის №13/8257 და 17 თებერვლის №13/11760 წერილები. 631 აქედან 5 საქმე პროკურატურას გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეერთების შედეგად გადაეცა, ხოლო 1 საქმე მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაეცა. 632 გამოძიება 8 შემთხვევაში დაიწყო ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 1 შემთხვევაში - ძალადობის, 1 შემთხვევაში კი - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე. 633 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის 3 და ძალადობის 1 ფაქტზე. 634 1. კეკელიძის ქუჩის №1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლებისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე; 2. „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 3. 2024 წლის აპრილსა და მაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე; 4. ტელეკომპანია „იმედის“, ტელეკომპანია „Postv“-ს და ონლაინ მედია „ინდიგოს“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 5. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 6. „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტის და ოპერატორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 7. „ჯემ ნიუსის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 8. სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე; 9. 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე; 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე; 11. ძალადობის მუქარით ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტებზე; 12. ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიებები. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სულ 17 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ამასთანავე, ერთ-ერთი ასეთი საქმიდან გამოიყო დამატებით ერთი სისხლის სამართლის საქმე. მათგან, წინამდებარე ანგარიშში დასახელებულ 171 | საკითხის დაყენება მხოლოდ ერთ შემთხვევაში635 მოხერხდა.636 საგულისხმოა, რომ დევნა არც მოცემული ეტაპისთვის დაწყებულა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების არცერთ შემთხვევაზე.637 ამასთანავე, პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა დედაქალაქში 2023 წლის 2 და 7-9 მარტს,638 ასევე 2020 წლის 8 ნოემბერს639 გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისს ჩატარებული შეკრების მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით/იარაღით გადამეტებისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ. გარდა მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა, აპარატმა გამოკვეთა მათი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეშლის შემთხვევაც. კერძოდ, სახალხო დამცველმა შეისწავლა „ბათუმელების“ ჟურნალისტის განცხადება, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში დაშვების გზით, გაეშუქებინა ინფორმაცია უწყებაში 2025 წლის 12 თებერვალს გამართული სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობის, მისი მიზნებისა და მის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ მაშინ, როდესაც ასეთი შესაძლებლობით ისარგებლეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა. საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა რეგულირების სისტემური პრობლემა, რადგან მუნიციპალურ ორგანოში არ მოქმედებდა შიდა წესი, რომელიც მედიასაშუალებათა თანაბარი დაშვებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცედურას მოაწესრიგებდა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა 2025 წლის 3 ნოემბრის წინადადებით, თანასწორუფლებიანობის უზრუნველმყოფი, განჭვრეტადი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, შემუშავებულიყო შესაბამისი წესები, რომლებიც დაადგენდა მედიის წარმომადგენელთა მოწვევის, დაშვებისა და უწყებაში მათი საქმიანობის განხორციელების საკითხებს, მათ შორის, დახურული ფორმატის შემთხვევებში არ შედის ის საქმეები, რომელთა მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია აისახა საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში (გვ. 168-69). 635 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტის და ოპერატორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სსკის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 636 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 20 იანვრის №13/3356 წერილი და საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 30 დეკემბრის №13/96182 წერილი. 637 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 169-70. 638 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 170. 639 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 244-47. 172 | სამუშაო შეხვედრების შემთხვევაში.640 საპასუხოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, აღნიშნული წინადადების შესრულების მზაობა გამოთქვა.641 7.2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრაქტიკა 2025 წლის 1 აპრილს არსებითი ხასიათის ცვლილებები შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რის შედეგადაც მაუწყებელთა შინაარსობრივი ვალდებულებების უფრო დეტალურად რეგლამენტაცია მოხდა.642 მათ შორის, ზედმეტად ფართოდ ფორმულირებული საკანონმდებლო აკრძალვები დაწესდა კანონის 54-ე მუხლით, რომელიც ცალკეულ პროგრამებში სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების, ასევე ბალანსის დაცვას მოითხოვს და კრძალავს გარკვეული პოლიტიკური საკითხების გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. საყურადღებოა, რომ 1 აპრილის ცვლილებებამდე, მსგავსი მოთხოვნების დიდი ნაწილის აღსრულება მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში იყო შესაძლებელი, ხოლო ცვლილებების643 შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები გაიზარდა და მას მიენიჭა რიგ შინაარსობრივ დარღვევებზე რეაგირების უფლებამოსილება.644 მათ შორის, უწყების მანდატში შევიდა იმ ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას,645 სამართლიანობას და მიუკერძოებლობას646 და სხვ. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, სახალხო დამცველი საანგარიშო წელს გაეცნო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკას. როგორც გამოიკვეთა, სამ შემთხვევაში, მაუწყებლების მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული შინაარსის გამოხატვის647 გამო სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევა დაადგინა648 იმგვარად, რომ სათანადოდ არ შეუფასებია, თუ რამდენად აკმაყოფილებდა თითოეული სადავო გამონათქვამის აკრძალვა უფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ მოთხოვნას. კერძოდ, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლად და დეტალურად არ შეფასებულა, რამდენად გავრცელებული იყო თითოეული სადავო ფრაზა (ან მისი ნაწილი), მათ შორის, სალაპარაკო ენაში, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებში649 და ამ 640 სახალხო დამცველის 2025 წლის 3 ნოემბრის ზოგადი წინადადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3Zg4DtL > [23.01.2026]. 641 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 5 დეკემბრის №14-1425339281 წერილი. 642 იხ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/45GcEft > [23.01.2026]. 643 იხ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/45GcEft > [23.01.2026]. 644 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 14, ნაწილი 5. 645 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 52. 646 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 54. 647 მაგ., „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „ოცნების კულტურის სამინისტრო“, „11 პოლიტპატიმარი“, „რეპრესიები“ და სხვ. 648 იხ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2025 წლის 3 ივლისს მიღებული №გ-25-16/353, №გ-2516/354 და №გ-25-16/355 გადაწყვეტილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4r8fS3y >, < bit.ly/4r4riVZ >, < bit.ly/4a3mWZj > [23.01.2026]. 649 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ATV ZRT v. Hungary, პარა. 50. 173 | ფონზე, შეეძლო თუ არა თითოეული მათგანის გამოყენებას მომეტებულად დაეზიანებინა „ხარისხიანი და ობიექტური მაუწყებლობა“650. გარდა ამისა, კომისიას სიღრმისეულად არ უმსჯელია, ექცეოდა თუ არა თითოეული სადავო გამონათქვამი მედიის წარმომადგენლებისთვის მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს მიღმა, რაც ჟურნალისტებს მოვლენების გარკვეული დონით გაზვიადებულად ან, თუნდაც, პროვოკაციულად აღწერის უფლებას ანიჭებს651 და რამდენად სცილდებოდა ის ხელისუფლების და თანამდებობის პირების დასაშვები კრიტიკის ფარგლებს.652 სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი გადაწყვეტილებები ყველა შემთხვევაში შემხვედრი ინტერესების სიღრმისეულ ანალიზსა და დაბალანსებას ეფუძნებოდეს. აღნიშნულის ფონზე, მისასალმებელია, რომ მაუწყებლებს ზემოხსენებული დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. სხვა შემთხვევებში, კომისიამ დასახელებული მოთხოვნის დარღვევად არ შეაფასა მაუწყებლის მიერ კრიტიკული შინაარსის653 გამოხატვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ.654 აღნიშნული დასკვნის დასაბუთებისთვის, კომისიამ მიუთითა, რომ სადავო ფრაზები ვერ შეფასდებოდა პოზიციის გამოხატვად, ვინაიდან ამ ფრაზებს საფუძვლად ედო და წინ უსწრებდა ამავე მაუწყებლის საგამოძიებო სიუჟეტი ან წარმოაჩენდა ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს. აღნიშნული საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად რთულია აზრისა და ფაქტის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც არაერთხელ გამხდარა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების მსჯელობის საგანი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე სწორი შეფასების გაკეთება შეუძლებელია იმ გარემოებების სათანადოდ გამოუკვლევლად, რასაც სადავო განცხადებები ეფუძნება. გარდა იმისა, რომ კომისიის დასახელებული გადაწყვეტილება ამგვარი სტანდარტის დასაბუთებას არ შეიცავს, ის კარგად წარმოაჩენს, ერთი მხრივ, 1 აპრილის ცვლილებებით დაწესებული რეგულირების თაობაზე თანმიმდევრული, დასაბუთებული და არგუმენტირებული ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროებას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად საკანონმდებლო ცვლილებების ბუნდოვანებასა და მისი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში იმავე დღეს, 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებით, მაუწყებლებს აეკრძალათ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3NBl6Gn > [23.01.2026]. 651 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Dalban v. Romania, პარა. 49; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Kuliś v. Poland, პარა. 47. 652 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1986 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Lingens v. Austria, პარა. 42. 653 „ძალადობრივი აქციების ორგანიზება“, „ექსტრემისტული ჯგუფები“, „ხელოვნური პროტესტი“, „ანტიკონსტიტუციური აქციები“, „რადიკალები“ და სხვ. 654 კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის №გ-25-16/613 და №გ-25-16/611 გადაწყვეტილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/49MoANA >, < bit.ly/4pTY8Ia > [23.01.2026]. 650 174 | რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის 655 (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). აიკრძალა აგრეთვე უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.656 შესაბამისი განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მიზანი იყო უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირება.657 საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამდაგვარი ბლანკეტური აკრძალვის დაწესებით იზღუდება არა მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებისთვის პოტენციურად საზიანო, არამედ იმგვარი გარე დაფინანსებაც, რომლის მიზანია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერა. მოცემულ ეტაპზე, უცხოური დაფინანსების მიღების შეწყვეტა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაერთი რადიომაუწყებლის და ტელემაუწყებლისთვის აქვს მოთხოვნილი.658 შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, მსგავსი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას უტოლდებოდეს. 7.3. სხვა საკანონმდებლო ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებმაც. მაგალითად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2025 წლის 26 ივნისს შეტანილი ცვლილებებით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება და აიკრძალა მასალის გადაღება როგორც სასამართლოს შენობაში, ისე მის ეზოში.659 საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული ცვლილებები ინიცირებისთანავე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობის უზრუნველმყოფი გარანტიების გაუქმება საგრძნობლად გააუარესებდა როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ისე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.660 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4qIuRBa > [23.01.2026]. 656 იქვე. 657 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3YQ9JwJ > [23.01.2026]. 658 იხ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 9 ოქტომბრის № გ-25-18/513, №გ-25-18/514, №გ-2518/516, №გ-25-18/517 და გ-25-18/518 გადაწყვეტილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4pM1I7b >, < bit.ly/3ZknJPw >, <bit.ly/4pSrRRQ >, < bit.ly/45Q1yV2 >, < bit.ly/3LTdSx0 > [23.01.2026]. 659 იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2025 წლის 26 ივნისს შეტანილი ცვლილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3YNLoHT > [23.01.2026]. 660 იხ. სახალხო დამცველის 2025 წლის 25 ივნისის განცხადება წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4sPtL8g > [23.01.2026]. 655 175 | 7.4. პირთა სანქცირება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის 2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 17316-ე მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრავს, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა მსგავსი ცვლილება უკანასკნელ საპარლამენტო ანგარიშში გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ასეთი უპირობო აკრძალვა ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებაში მართლზომიერი ჩარევის სტანდარტს.661 საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა, შესაბამისი მომართვის საფუძველზე, შეისწავლა საქმე, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, განმცხადებელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ზემოხსენებული ქმედების ჩადენაში და შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპარატისთვის ცნობილი იყო, რომ ბოლო პერიოდში, საერთო სასამართლოები დასახელებული მუხლის საფუძველზე არაერთ საქმეს განიხილავდნენ, რომლებიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებს უკავშირდებოდა.662 განსახილველი ნორმისა და აპარატის მიერ მიღებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა, რომ კოდექსის 17316-ე მუხლის საფუძველზე წარმოებული საქმეების განხილვისას, სასამართლოს უწევს, სათანადოდ შეაფასოს გამოხატვის თავისუფლების არაერთი ასპექტი, რომელთა შორისაა თანამდებობის პირების დასაშვები კრიტიკის ფარგლები, ისევე როგორც სადავო გამონათქვამის ტიპი, კონტექსტი და ფორმა. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი არაერთი საქმე, შესაძლოა, მომავალშიც გახდეს სასამართლოების განხილვის საგანი და შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბება ამჟამად მიმდინარეობს, სათანადო უფლებრივი სტანდარტის დამკვიდრებისთვის, 2025 წლის 24 სექტემბერს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის ზოგადი მოსაზრება წარუდგინა.663 დოკუმენტში განხილულია ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი უფლებრივი სტანდარტები, შესაბამისი პრეცედენტები და მითითებულია კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა შეფასებაც არსებითია ამგვარი დავების სათანადოდ გადასაწყვეტად. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიემართებოდა არა მხოლოდ განმცხადებლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობის, არამედ ყველა იმ საქმეს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს მოუწევს მსგავს ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობა. 661 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 173-74. მაგ., იხ. „რადიო თავისუფლების” 2025 წლის 17 ივნისის სტატია, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4nqHCyg > [23.01.2026]. 663 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 24 სექტემბრის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4jVGEd0 > [23.01.2026]. 662 176 | 7.5. დასაქმებულების გამოხატვის თავისუფლება 2025 წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტები, რაც, სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდა. სახალხო დამცველი ამ საკითხს არაერთხელ გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე, ხოლო ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიესადაგებოდეს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს.664 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატი მსგავს საქმეებს, ძირითადად, თანასწორობის უფლების შესაძლო დარღვევის ჭრილში განიხილავდა, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, განმცხადებლების მოთხოვნის საფუძველზე, შეფასდა მხოლოდ შრომის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფაქტებიც. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებო იყო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილისა და საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლების საქმეები.665 ორივე შემთხვევაში, დასახელებული პირების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება მათ მიერ საჯარო სივრცეში დამსაქმებლის შესახებ გავრცელებულ კრიტიკულ განცხადებებს მოჰყვა. დაკავებული პოზიციებიდან განმცხადებლების გათავისუფლების ზემოხსენებული საქმეები განსხვავდება სტანდარტული შრომითსამართლებრივი დავებისგან და მათი სათანადო გადაწყვეტა დამატებით მოითხოვს კომპლექსურ მსჯელობას დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა შორის ექცევა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ დამსაქმებლის მიმართ ლოიალურობის გამოჩენის ვალდებულების ფარგლები. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მათი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს, მსგავს საქმეებთან დაკავშირებით კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, სახალხო დამცველმა 2025 წლის 2 ოქტომბერს საქმის განმხილველ სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. დოკუმენტში გაწერილია ის გარემოებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხედველობაში უნდა მიიღებოდეს, როდესაც დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლება ბალანსდება დამსაქმებლის მიერ მენეჯერული უფლებამოსილების განხორციელების საპირწონედ. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებები, რომლებშიც უფლებადარღვევა დადგინდა სახელმწიფო 664 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 11 დეკემბრის და 2025 წლის 20 მარტის განცხადებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4pW5v1M >, < bit.ly/3YOV0Cn > [23.01.2026]. 665 იხ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის 11 აპრილის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/42ddmiX > [23.01.2026]. 177 | ტელეკომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების გათავისუფლების ან/და მათი სხვაგვარი სანქცირების შედეგად, რაც მათ მიერ დამსაქმებლის საჯარო კრიტიკას მოჰყვა.666 აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველმა მსგავსი საქმე შეისწავლა.667 მათ შორის, 2022 წელს, სახალხო დამცველმა გაუმართლებლად მიიჩნია668 სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისთვის მსუბუქი ხასიათის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მის მიერ კრიტიკული აზრის გამოხატვისათვის.669ამ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2025 წელს მიღებული განჩინებით, ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ინფორმაციის გავრცელება ექცეოდა საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში670 და მოსარჩელის ქმედება ვერ შეფასდებოდა სამსახურის პრესტიჟის შემლახველ ან/და მისი დისკრედიტაციისაკენ მიმართულ საქციელად/შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევად.671 წინადადება საქართველოს პარლამენტს: ▪ ახლებურად ჩამოყალიბდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რათა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება და გამკაცრდეს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი. 666 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Matúz v. Hungary და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Wojtas-Kaleta v. Poland. 667 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 226-29. 668 სახალხო დამცველის 2022 წლის 30 მაისის №04-2/5493 წინადადება თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, მათი გამოხატვის თავისუფლების დაცვის თაობაზე. 669 მოცემულ საქმეში, სადავო გამოხატვას წარმოადგენდა სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოკოლაჟი და მასზე დატანილი წარწერა („სად არის ხალხი? ხალხი იძულებით აქციაზეა“), რომელიც შეეხებოდა მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ გამართულ შეკრებაზე დასაქმებულების იძულებით მობილიზების შესაძლო შემთხვევას. 670 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის № ას-1552-2024 განჩინება, პარა. 41. 671 იქვე, პარა. 45. 178 | 8. ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს672 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლების673 სათანადოდ უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ აუცილებელ ღონისძიებებზე. საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, კორუფციის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ინფორმირებული დისკუსიის წარმართვისა და ზოგადად დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების სათანადო ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებისთვის მყარი, თანამედროვე რეალობაზე მორგებული და ეფექტიანი სამართლებრივი გარანტიების არსებობა. 2025 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ“ სპეციალური 674 ანგარიში, სადაც დეტალურად არის განხილული ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ბოლო წლების განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის შედეგად გამოავლინა.675 სპეციალურ ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების აღსასრულებლად მოქმედი რეგულაციები676 საკმაოდ მოძველებულია და საჭიროებს ცვლილებებს. მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულების ცნების მეტი სიცხადით ჩამოყალიბება, განსაკუთრებით, საჯარო სამართლებრივი ფუნქციების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი კერძო სუბიექტების მიმართ.677 პრობლემურია ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადების გამოთვლის და ამ ვადებში ინფორმაციის გაცემის საკითხი, რაც საფრთხეს უქმნის მედიასაქმიანობის ეფექტიანობას და საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქციის განმახორციელებელი პირების საქმიანობას, ვინაიდან დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ შესაძლოა დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება.678 საქართველოს სახალხო დამცველი საკანონმდებლო ხარვეზად მიიჩნევს საჯაროობის უპირატესი ინტერესის საკანონმდებლო ცნების არარსებობას. მნიშვნელოვანია, უფლებათა შეპირისპირებისას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით გაიწეროს ის გადამწყვეტი კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი იხ. ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში, გვ. 177-178 , 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 156-159 და საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, გვ. 250-252. 673 საქართველოს კონსტიტუცია (786-რს, 24/08/1995), მუხლი 17, მუხლი 18. 672 იხ. სპეციალური ანგარიში https://www.ombudsman.ge/res/docs/2025020717121421147.pdf [ბოლოს გადამოწმდა 30.01.2026 წ.]. 675 იქვე. გვ. 5. 676 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თავი III. 677 იხ. სპეციალური ანგარიში, გვ. 5 https://www.ombudsman.ge/res/docs/2025020717121421147.pdf [ბოლოს გადამოწმდა 03.02.2026 წ.]. 678 იქვე, გვ. 6. 674 179 | ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.679 ასევე, დასაკონკრეტებელია, თუ რას გულისხმობს საჯარო ინფორმაციის დამუშავების ფარგლები.680 არ არსებობს ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულების სათანადო შესრულების საზედამხედველო მექანიზმი.681 პრობლემურია შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტის ცნებაც და ასევე, მისი მეტი სიცხადით გაწერა.682 საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი საზედამხედველო მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილებით უზრუნველყოფს უფლების დროულ და ეფექტიან დაცვას. სახალხო დამცველის შეფასებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირისთვის არ არის ეფექტიანი მექანიზმი, ვინაიდან სასარჩელო წარმოება ხანგრძლივ დროს მოითხოვს და არ არის იაფი პროცედურა. ასევე, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ინფორმაციის დროულად მიღება, რასაც ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო.683 ფიზიკური/იურიდიული პირები სასამართლოს იშვიათად მიმართავენ საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული სარჩელით, რასაც მოწმობს ყველა რაიონული და საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. კერძოდ, 26 სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სასამართლოებს სულ 11 სარჩელი წარედგინათ. მაშინ როდესაც, იმავე პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვასთან დაკავშირებით 62 განცხადება დარეგისტრირდა. განმცხადებელთა უმრავლესობა საჯარო დაწესებულების მხრიდან საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით რეაგირების გარეშე დარჩენილ განცხადებებზე მიუთითებდა, რიგ შემთხვევებში პრობლემა იყო საჯარო დაწესებულების მხრიდან ამავე ცნების არასწორი განმარტება და საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავების ფარგლების განსაზღვრა. მომჩივანთა ნაწილმა საჯარო ინფორმაციის მიღება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საქართველოს სახალხო დამცველმა საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის დახურვის საფუძვლების შესახებ კითხვით მიმართა. ასევე, 2025 წელს სახალხო დამცველის მიერ განხილულ ხუთ საქმეში დადგინდა დარღვევა და გაიგზავნა რეკომენდაციები,684 რომელთაგან 4 რეკომენდაცია საჯარო დაწესებულებებმა გაითვალისწინეს. საქართველოს 679 იქვე, გვ. 7. 680 იქვე, გვ. 8-9. 681 იქვე, გვ. 9-10. 682 იქვე, გვ. 11. იხ. ,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ“ სპეციალური ანგარიში გვ. 11-13 https://www.ombudsman.ge/res/docs/2025020717121421147.pdf [ბოლოს გადამოწმდა [30.01.2026 წ.]. 684 საქართველოს სახალხო დამცველის 27.01.2025 წლის N25/726 და 18.03.2025 წლის N25/2214 რეკომენდაციები შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორს, 28 იანვრის N25/848 რეკომენდაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, 2025 წლის 3 ნოემბრის N25/8846 რეკომენდაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და 2025 წლის 18 მარტის N25/2211 რეკომენდაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 683 180 | სახალხო დამცველი მიესალმება საჯარო დაწესებულებების მხრიდან რეკომენდაციების გათვალისწინებას და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის დროული და სრულყოფილი ხელმისაწვდომობა. წინადადება საქართველოს პარლამენტს: ▪ 2026 წლის ბოლომდე იმსჯელოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშსა და წინამდებარე თავში წარმოდგენილ საკითხებზე და უფლების დაცვის სათანადო გარანტიების ცვლილებები. 181 | შესაქმნელად, განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო 9. შეკრების თავისუფლება 9.1. საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის დეკემბერში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახული ცვლილებით, დემონსტრანტებს უპირობოდ აეკრძალათ სახის ნიღბით და სხვა საშუალებებით დაფარვა, 2025 წლის თებერვალში, უფლებაში ჩარევის კიდევ უფრო მეტი საფუძველი დაწესდა (მაგ., გაიზარდა შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებულ ბლანკეტურ აკრძალვას დაქვემდებარებული ლოკაციების სია და მკვეთრად შეიზღუდა დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა). უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა ცვლილებებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც არაპროპორციული სახდელები დაწესდა შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.685 აღნიშნული ცვლილებები სახალხო დამცველმა გასულ საპარლამენტო ანგარიშში გააკრიტიკა და შეკრების თავისუფლების გაუმართლებლად მზღუდავი წესების გაუქმება მოითხოვა.686 ამავე დროს, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ზემოხსენებული ცვლილებები უარყოფითად შეაფასა ეუთოს 687 დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR). მოგვიანებით, შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო მოწესრიგება კიდევ უფრო გამკაცრდა. მათ შორის, 2025 წლის 16 ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლში შესული ცვლილებებით, შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებებისთვის (მაგალითად, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა კანონით გათვალისწინებული პირობების დარღვევით) უალტერნატივოდ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა,688 გარდა ვიწროდ განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა.689 ამავე თარიღში ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლში და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა ზემოხსენებული 685 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 184. 686 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 183-186. იხ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2025 წლის 6 მარტის სასწრაფო დასკვნა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4bJeLkl > [27.01.2026]. 688 იხ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 16 ოქტომბერს შესული ცვლილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4bU1oQc > [27.01.2026]. 689 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. ამ შემთხვევებში, განსახილველი ნორმის დარღვევა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იგი ორგანიზატორია - 15 000 ლარის ოდენობით. 687 182 | სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ რომელიმე ჩამოთვლილი ქმედების განმეორებით ჩადენაზე.690 სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ეს ცვლილებებიც შეაფასა და მათი გაუქმება მოითხოვა.691 ორგანიზაციის მითითებით, თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა არ უნდა გამოიყენებოდეს საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებით მშვიდობიანი სარგებლობის დასასჯელად; ამასთანავე, ნაკლებად მძიმე ალტერნატიული სანქციების გამოყენების შეუძლებლობა არღვევს პროპორციულობის პრინციპსაც. რაც შეეხება სამართალდამცავების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას, დასკვნაში აღინიშნა, რომ დადგენილი მოწესრიგების ფართო და ბუნდოვანი ტერმინოლოგია, რომელიც იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს. გარდა ამისა, ის ქმნის საჯარო მოხელეების ლეგიტიმური კრიტიკის წინააღმდეგ ნორმის არასწორი, ზედმეტად ფართო, თვითნებური და მიზანმიმართული გამოყენების რისკს, რაც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს და აზიანებს სამოქალაქო აქტივიზმს. მოგვიანებით, 2025 წლის 10 დეკემბერს, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის შედეგად, შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება იმართება „ხალხის სავალ ადგილას“ ან „ხალხის მოძრაობას აფერხებს“.692 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს შეკრების ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს სავალდებულო მითითება, თუკი ეს შეკრება, მათ შორის, საფრთხეს უქმნის ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.693 ამასთანავე, აიკრძალა ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა.694 მსგავს ბუნდოვან საკანონმდებლო დათქმას სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უფლებრივი სტანდარტის მხედველობაში მიღებით, შეუძლებელია იმის განჭვრეტა, რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ შექმნას უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური იხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2025 წლის 16 ოქტომბერს შესული ცვლილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4bUmYUM > [27.01.2026]. 691 იხ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2025 წლის 12 ნოემბრის სასწრაფო დასკვნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4rhCI90 > [27.01.2026]. 692 იხ. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 10 დეკემბერს შესული ცვლილებები, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4bplAJO > [27.01.2026]. 693 იქვე. 694 იქვე. 690 183 | საფუძველი.695 ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა, რომ შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა ასეთი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი.696 ამასთან ერთად, რადგან შეკრებები საჯარო სივრცეების გამოყენების ისეთივე ლეგიტიმურ ფორმას წარმოადგენს, როგორც მათი გამოყენების სხვა, უფრო რუტინული გზები (მაგალითად, ქვეითთა და ტრანსპორტის გადაადგილება),697 დაუშვებელია, კანონმდებლობის აღსრულება დაეფუძნოს ქვეითთა ინტერესებისთვის უპირობო უპირატესობის მინიჭებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ შეეზღუდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის თუ მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარის ხარისხს.698 საგულისხმოა ისიც, რომ მსგავსი კანონმდებლობის ავტომატური აღსრულება პრაქტიკაში სერიოზულ რისკს წარმოშობს, შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაექვემდებაროს, რასაც პირდაპირ კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი. საბოლოოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეკრების თავისუფლების მზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.699 შეკრების გამართვის წესებთან დაკავშირებულ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. გარდა ამისა, სადავოდ არის გამხდარი შეკრების თავისუფლებით დაცული ცალკეული ქმედებებისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 17 დეკემბრის განცხადება შეკრების უფლების რეალიზაციის თაობაზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <bit.ly/4q6PqX9> [ბოლოს ნანახია 27.01.2026]. 696 იხ. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის №37 ზოგადი კომენტარი (2020) მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე (მუხლი 21), CCPR/C/GC/37, 17 სექტემბერი 2020, პარა. 47. 697 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისია, შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მესამე გამოცემა, პარა. 62; გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის №37 ზოგადი კომენტარი (2020) მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე (მუხლი 21), CCPR/C/GC/37, 17 სექტემბერი 2020, პარა. 47. 698 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 17 დეკემბრის განცხადება შეკრების უფლების რეალიზაციის თაობაზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <bit.ly/4q6PqX9[ >[ბოლოს ნანახია 27.01.2026]. 699 საქართველოს სახალხო დამცველის 2026 წლის 20 იანვრის №1936 კონსტიტუციური სარჩელი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3ZyfEa2 > [27.01.2026]. 695 184 | 9.2. კანონმდებლობის არასათანადო გამოყენება შეკრების თავისუფლებაში ჩარევისთვის საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მარეგულირებელ ნორმებში რამდენჯერმე განხორციელებული მზღუდავი ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, უწყებამ საქართველოს 1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 -ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 8200 ფაქტი გამოავლინა.700 თავის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო (დამოუკიდებლად ან სხვა მუხლებთან ერთობლიობით), პირდაპირი განსჯადობის წესით701 მიღებულ საქმეთაგან, დასრულებულია 1732 საქმის განხილვა.702 ამასთანავე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, სასამართლოში დასახელებულ მუხლთან მიმართებით, სულ განხილულია 555 საქმე.703 გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2025 წლის 16 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ფაქტზე, წლის ბოლომდე, 1 პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით.704 ამ ფონზე, სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებში მიმდინარე ორ საქმეში ჩაერთო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, იმ მიზნით, რომ დახმარებოდა სასამართლოს, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილებები. მაგალითად, 2025 წლის 11 აგვისტოს, სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის გამო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული სანქცირების თაობაზე.705 რამდენადაც კანონმდებლობა არ განმარტავს, რა არის ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა და რა შემთხვევაშია შეკრების მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი გზის კანონიერად გადასაკეტად, დოკუმენტში სახალხო დამცველმა გამოკვეთა ამ კომპონენტის შესაფასებლად არსებითი მნიშვნელობის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 9 მარტის №807057 წერილი. სამინისტროს ცნობით, დასახელებული სამართალდარღვევების შემთხვევებიდან 7678 ფაქტი უკავშირდება საქართველოს მოქალაქეს, ხოლო 522 - უცხო ქვეყნის მოქალაქეს. გარდა ამისა, მოწოდებულ მონაცემებში, მითითებულ პერიოდში, იკვეთება 4070 სამართალდამრღვევი უნიკალური პირი (მათგან 3655 საქართველოს მოქალაქე და 415 უცხო ქვეყნის მოქალაქე). 701 იხ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 208. 702 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 9 იანვრის №12082501 წერილი. 703 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის №802/2025 წერილი. 704 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 22 იანვრის №13/4045 წერილი. 705 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 11 აგვისტოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული სანქცირების თაობაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/46ayEiz > [27.01.2026]. 700 185 | გარემოებები. მათ შორის, მიეთითა აუცილებლობაზე, სასამართლოს განემარტა, პირის შეკრების ადგილზე გამოცხადება მისი გადაკეტვის შემდეგ, ხომ არ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ტრანსპორტის სავალი ნაწილი გადაკეტილია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, და ემსჯელა, რამდენად აქვს რეალური ეფექტი მის ადგილზე ყოფნას სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვაზე. სამწუხაროდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასახელებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრება არ გაიზიარა.706 საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევასა და შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემა გამოიკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ იმ საქმეებშიც, რომლებშიც გზის ხელოვნური გადაკეტვის გამო პასუხისგებაში მიცემული პირები უარყოფდნენ შეკრებაში მონაწილეობას. კერძოდ, სახალხო დამცველის წარმომადგენელი გაეცნო შემთხვევითი წესით შერჩეულ ორ მსგავს დადგენილებას,707 რომელშიც პირების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის დასადასტურებლად, საკმარისად იქნა მიჩნეული მათი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაფიქსირების ფაქტი მას შემდეგ, რაც ეს მონაკვეთი შეკრების მონაწილეებმა გადაკეტეს.708 ამ შემთხვევებში, სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს, თუმცა არ უმსჯელია, რამდენად საკმარისი იყო ამ ჩანაწერების ხანგრძლივობა იმის დასადასტურებლად, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები მართლაც შეკრების მონაწილეები იყვნენ. ამასთანავე, არ შეფასებულა, რამდენად მიუთითებდა ვიდეოკადრებზე აღბეჭდილი მათი ქცევა პროტესტში ჩართულობას. შედეგად, ერთ ასეთ პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღის ვადით, ხოლო მეორე პირი, რომელსაც დადგენილი ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (რაც გამორიცხავდა მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას), ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. გარდა ამისა, 2025 წლის 7 ნოემბერს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის გამო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული სანქცირების თაობაზე.709 სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი თანაზომიერი სტანდარტები, რომელთა თანახმად, დაუშვებელია შეკრების 706 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის №4/ა-1206-25 დადგენილება. 707 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბრის №4/11309-25 და №4/11306-25 დადგენილებები. 708 ერთ შემთხვევაში, პირი მიუთითებდა, რომ თავად არცერთხელ არ ყოფილა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილე, ხოლო ერთ შემთხვევაში, ის თანხის გამოსართმევად მივიდა დასახელებულ ლოკაციაზე მყოფ მეგობართან, რომელიც მუშაობს ტელევიზიაში ოპერატორის პოზიციაზე და იმ დღეს ახორციელებდა აქციის ვიდეოჩაწერას. მისი მითითებით, ის სულ 15 წუთი გაჩერდა რუსთაველის გამზირზე და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა მეგობრის მოსაძებნად; მეორე შემთხვევაში, პირი მიუთითებდა, რომ არ იყო აქციის მონაწილე, თუმცა არ უარყოფდა გზაზე დგომის ფაქტს და ამას ხსნიდა იმ გარემოებით, რომ სახლში მიდიოდა და ავტობუსს ელოდებოდა. 709 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 7 ნოემბრის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის გამო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული სანქცირების თაობაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4qJlgdo > [27.01.2026]. 186 | მონაწილეთათვის სახის დაფარვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როდესაც შეკრების მონაწილეთა ქცევა არის მშვიდობიანი და საკუთარ ვინაობას არ ფარავენ ძალადობრივი ქმედების ჩადენის თუ საზოგადოებრივი წესრიგის არსებითად ხელყოფის მიზნით. დასახელებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები სათანადო უფლებრივი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობას ემსახურება და მიემართება ყველა იმ საქმეს, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოს მსგავს ფაქტობრივ გარემოებებზე მოუწევს მსჯელობა. საგულისხმოა ისიც, რომ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლი) გარდა, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ორი საქმე, რომლებშიც შეკრების მონაწილეების მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი). ორივე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა მიიჩნიეს, რომ სამართალდარღვევის შემადგენლობას ქმნიდა 2025 წლის 11 იანვარს აჭარის ა/რ პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული შეკრების მიმდინარეობისას, ადგილზე სტიკერების განთავსება. მოცემული საქმეების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფორმის გამო შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად მიჩნევით, შესაძლოა, არამართლზომიერად შეზღუდულიყო მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შედეგად, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, 4 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის წარედგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც თანაზომიერი უფლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, გაწერს კონკრეტულ საკითხებს, რომელთა შეფასებაც აუცილებელია მსგავსი საქმეების სათანადოდ გადასაწყვეტად.710 მათ შორის, საკვლევ საკითხებს შორის დასახელდა: 1. თუ რა ხარისხის ზიანი ადგებოდა სადავო ობიექტებს და შედეგად, მუნიციპალიტეტის იერსახეს სტიკერის მცირე ვადით განთავსების შემთხვევაში და ტოვებდნენ თუ არა ისინი ხანგრძლივ და წარუშლელ კვალს - შესაბამისად, რა ინტენსივობის იყო სადავო ზემოქმედება; და 2. ჰქონდა თუ არა იმ შენობა-ნაგებობას, რომლის ფასადზეც სტიკერები განთავსდა, იმგვარი სპეციფიკა და სტატუსი, რაც მისი იერსახის უცვლელად შენარჩუნებას მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებულ დანიშნულებას სძენდა. მაგალითად, იყო თუ არა ობიექტი კონკრეტული ქალაქის ერთიანი სივრცის სიმბოლო. აგრეთვე, რამდენად მწვავე იყო საზოგადოებრივი ინტერესი მის უწყვეტ ვიზუალურ ხელშეუხებლობაზე, რასაც შეეძლო ისეთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი სიკეთის გადაწონა, როგორიცაა პოლიტიკური შინაარსის გამოხატვის თავისუფლება. 710 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 4 ივნისის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მ.ა.-ს და ც.ქ.-ს წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით. 187 | წინადადებები საქართველოს პარლამენტს: ▪ გაუქმდეს დემონსტრანტებისთვის სახის ნიღბით ან სხვაგვარი საშუალებებით დაფარვის უპირობო აკრძალვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში; ▪ გაუქმდეს შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებული ბლანკეტური აკრძალვები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და უფლებამოსილ უწყებას მიენიჭოს საკითხის ინდივიდუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობა, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად; ▪ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც უალტერნატივო ადმინისტრაციული სახდელის, გამოყენების შესაძლებლობა შეკრების მონაწილეთა მშვიდობიანი ქმედებებისთვის და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელახლა განისაზღვროს სახდელების სახეები და ოდენობები; ▪ გაუქმდეს საქართველოს დადგენილი სისხლის სამართლის სისხლისსამართლებრივი კოდექსის პასუხისმგებლობა 3533-ე მუხლით სამართალდამცავის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის. 188 | 10. საარჩევნო უფლება 10.1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები ჩატარდა. სახალხო დამცველის აპარატმა საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე ზედამხედველობა მინიჭებული მანდატის ფარგლებში განახორციელა. პარტიების ნაწილის მხრიდან არჩვენებში მონაწილეობაზე უარის თქმის ფონზე, საარჩევნო პროცესები განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე წარიმართა. სამწუხაროდ, არჩევნებს, სხვადასხვა ეროვნული სადამკვირვებლო მისიის მსგავსად, ასევე არ აკვირდებოდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია,711 რომლის შეფასებები და ანგარიშები, როგორც წესი, სახალხო დამცველის აპარატისთვისაც ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა. საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე ინციდენტი მოხდა სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით.712 ხოლო კენჭისყრის დღეს გავრცელებული ინფორმაცია, უმეტესად საარჩევნო უბნებთან სხვადასხვა ჯგუფის მობილიზებას და, ამგვარად, ამომრჩევლის ნებაზე შესაძლო ზემოქმედებას შეეხებოდა.713 კენჭისყრის დღეს, ცალკეული პროცედურული საკითხების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, პარტიის, „ლელო ძლიერი საქართველო”, წარმომადგენლების განმარტებით, მათ ხელი შეეშალათ საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესების ვიდეოკამერებით შეუფერხებლად გადაღებაში.714 საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გვაცნობა, რომ კონკრეტული 3 შემთხვევიდან, რომელთა თაობაზეც აპარატმა კომისიას ინფორმაცია მიაწოდა, 2 შემთხვევაში,715 საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, მიწვევა არ იძლეოდა სათანადო სადამკვირვებლო მისიის განხორციელების შესაძლებლობას. იხ. ბმული: <https://odihr.osce.org/odihr/elections/597267>. 712 იხ. ბმულები: <https://shorturl.at/zvWqq>;<https://shorturl.at/5ubWa>; <https://www.facebook.com/share/v/1A4JAD4TXp/>. 713 ასეთ 11 შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი აკრძალვების შესაძლო დარღვევის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 06.01.2026, №26/51 და 13.02.2026, №26/1399 წერილებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 05.03.2026, MIA 8 26 00771271 წერილით გვეცნობა, რომ პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შექმნილი იყო სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფდნენ: არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას, საპოლიციო ძალების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელების ორგანიზებას, მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და რისკების მუდმივ შეფასებას. საჭიროების შემთხვევაში არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განთავსებასა და სამართალდარღვევებზე დროულ რეაგირებას. ხოლო სახალხო დამცველის №26/51 წერილში მითითებულ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიგვიღია. 714 იხ. ბმული: <https://shorturl.at/g6x6T>. 715 მთაწმინდის №01.58 და გლდანის №10.57 საარჩევნო უბნები, <https://shorturl.at/a60N8>; <https://shorturl.at/i1p2V>. 711 189 | განცხადება/საჩივარი არ ყოფილა წარდგენილი, ხოლო 1 შემთხვევაში716 დარღვეული იყო გასაჩივრების წესი. ზოგადად კი, „ლელო ძლიერი საქართველოს” მიერ კენჭისყრის შენობაში საარჩევნო პროცესის ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით წარდგენილი იყო 35 საჩივარი, რომელიც საქართველოს მასშტაბით შექმნილი 3051 საარჩევნო უბნიდან შეეხებოდა 32 საარჩევნო უბანს, თუმცა საჩივრები არ დაკმაყოფილებულა.717 აღსანიშნავია, რომ 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, დაზუსტდა, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღება არ გულისხმობს აუდიომონიტორინგს.718 4 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ პერიოდში, ერთ-ერთი მოქალაქის (უსინათლო პირის) მომართვის საფუძველზე საკითხის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა, საანგარიშო წელს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უსინათლო პირთა საარჩევნო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით, წერილობით მიმართა. საკითხი ეხებოდა უსინათლოთა ჩარჩო-კონვერტზე, ამომრჩევლის მხრიდან ხელის გადაცდენის შემთხვევაში კვალის დატოვებას.719 შედეგად, უსინათლო ამომრჩევლის მიერ ჩარჩოკონვერტზე მარკერის კვალის დატოვების მაღალი რისკის გათვალისწინებით, უსინათლო ამომრჩევლის არჩევანი, შესაძლოა იდენტიფიცირებადი გახდეს სხვა პირებისთვის, მათ შორის, სხვა უსინათლო ამომრჩევლისა და მისი თანხმლები პირისთვის, ასევე, კომისიის წევრებისათვის. სახალხო დამცველის მიმართვის მიზანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეარჩიოს და დანერგოს ისეთი მექანიზმები, რომელიც მომავალში მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსინათლო ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ნების თავისუფალ გამოვლენას.720 10.2. სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები და მათი გამოძიება გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა არჩევნებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები და შესაბამისი რეაგირებები.721 საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის შედეგად, 2025 წლის ნაძალადევის №09.33 საარჩევნო უბანი, <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/111379-nadzaladevis-33-eubanze-kameras-ar-gvamontajebineben-lelo-dzlieri-saqartve>. 717 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №02/28 23/01/2026 წერილი; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №26/131, 9/01/2026 წერილი. 718 საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 4, ნაწილი 6. 719 განმცხადებლის განმარტებით, 4 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უსინათლოთა ჩარჩო-კონვერტის საშუალებით. საარჩევნო უბანზე, უსინათლო პირთან ერთად იმყოფებოდა თანმხლები პირი. როგორც განმცხადებლისთვის თანხმლები პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მარკერის კვალი დაეტყო სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. განმცხადებლის განმარტებით, ჩარჩო-კონვერტზე კვალის დატოვება გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მას არჩევანის დაფიქსირებისას კონვერტზე ხელი გადაუცდა. ის ასევე განმარტავს, რომ, როგორც მისთვის იყო ცნობილი, ჩარჩო-კონვერტის მასალა კვალის დატოვების შესაძლებლობას არ იძლეოდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა კვალის დატოვების თაობაზე, მან მოითხოვა ჩარჩო-კონვერტის განადგურება ან/და მისთვის გადაცემა, რათა არ გამჟღავნებულიყო მისი არჩევანი, თუმცა ამის უფლება არ მიეცა. 720 საქართველოს სახალხო დამცველის №25/9572, 26/11/2025 წერილი. 721 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 15 იანვრის NMIA 9 26 00136204, 16 იანვრის NMIA 4 26 00154434 და 21 იანვრის NMIA 0 26 00187353 წერილები. 716 190 | თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში გამოვლინდა ჯამში 12 სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი. ხსენებული 12 სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტიდან, 5 - წინასაარჩევნო პერიოდში, ხოლო 7 ფაქტი არჩევნების დღეს მოხდა. მათგან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა: ➢ ფიზიკური დაპირისპირების 2 ფაქტს; ➢ ოპოზიციური პარტიის კანდიდატის სავარაუდო მოსყიდვისა და დაშინების 1 ფაქტს; ➢ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტს; ➢ ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის სავარაუდო 2 ფაქტს; ➢ არჩევნების სავარაუდო გაყალბების 1 ფაქტს; ➢ აქციაზე დაკავებული პირის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის - 2 ფაქტს; ➢ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კუთვნილი ბანერის სავარაუდო დაზიანების 2 ფაქტს. ამასთანავე, გამოძიება დაწყებულია 7 ფაქტზე, მათ შორის, 2 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოშია გადაგზავნილი; 4 ფაქტზე საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოები შეისწავლიან; 1 ფაქტზე რეაგირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; დაზარალებულად ცნობილია 4 პირი; კვალიფიკაცია, სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია 2 სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, ერთ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით ხელშეშლის ფაქტზე.722 დაზარალებულად ცნობილია ოთხი პირი. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.723 აღსანიშნავია, რომ ამავე ფაქტთან დაკავშირებით, იკვეთება საქმეზე მინიჭებული კვალიფიკაციის პრობლემურობა. ჟურნალისტები მიუთითებდნენ არა მხოლოდ საქმიანობაში ხელშეშლის, არამედ, ფიზიკური ძალადობისა და ტელეფონის წართმევის ფაქტებზეც. კვალიფიკაცია არასრულია და საჭიროა, საქმეზე, გამოძიებამ, დამატებით ძალადობისა724 და ეკონომიკური დანაშაულის შესაბამისი მუხლებით (ძარცვა ან ყაჩაღობა725) კვალიფიკაციის შესახებაც იმსჯელოს. ხოლო მეორე შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება დუშეთის მერობის კანდიდატის, გიორგი თანიაშვილის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ფაქტზე,726 რომელზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული 722 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 154, ნაწ. 2. 723 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 9 იანვრის №13/684 წერილი. 724 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 126. 725 იქვე, მუხლები 178 და 179. 726საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 126, ნაწ. 11, ქვეპ. „ბ“. <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/111258-tsaukeneben-tu-ara-brals-dushets-otsnebis-merobis-kandidats-chitauripizikur>, [ბოლოს ნანახია: 28.01.2026]. 191 | არ არის.727 გიორგი თანიაშვილი მიუთითებდა პოლიტიკურ ოპონენტზე და აღნიშნავდა, რომ მასზე სწორედ მისი ორგანიზებითა და თანდასწრებით იძალადეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ყველა ობიექტური და სუბიექტური გარემოების გამოკვლევა და შეფასება იმის დასადგენად, გიორგი თანიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა ხომ არ განხორციელდა მისი პოლიტიკური შეხედულებისა და აქტივობის გამო. ამის დადასტურების შემთხვევაში კი, საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია728 უნდა მიენიჭოს და გამოძიება პროკურატურის ორგანოებმა აწარმოონ. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 2025 წლის 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, დაკავებულ 8 პირს შეხვდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომელთაგან ორმა პირმა,729 გამოთქვა პრეტენზია პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. გამოძიება მათ მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე730 მიმდინარეობს. როგორც აღინიშნა, გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე სხვა საქმესთან დაკავშირებითაც.731 727 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 15 იანვრის NMIA 9 26 00137122 წერილი. 728 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 156. 729 ვ.ფ.-მ და დ.ჟ.-მ. 730 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 333, ნაწ. 3, ქვეპ. „ბ“, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 22 იანვრის №13/4064 და 20 იანვრის №13/6434 წერილები, გამოძიება მიმდინარეობს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 731 გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ შტაბთან, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, იხ. ბმულები: <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/109299-aqtsiameliqishvilis-gamzirze-moqalaqeebs-otsnebis-akhalgazrduli-prtis-tsarmomadgenlebi>; <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/109304-gavrtselebuli-inpormatsiit-meliqishvilze-jurnalisti-stsemes>; <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/109306-publika-or-jurnalists-pizikurad-gaustsordnen-da-teleponebitsaartves>; <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/109308-es-iko-mizanmimartuli-dzaladoba-jurnalistebzepublikas-mtavari-redaqtori>; <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/109311-meliqishvilis-gamzirze-mimdinareaqtsiis-dros-politsiam-netgazetis-jurnalists>; <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/109323-vin-daeskha-tavskaladzis-shtabtan-aqtsiis-monatsileebs-identipitsirebulia-otsnebis>; <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/109356-eqskluzivi-tavdaskhma-meliqishvilze-vin-ariantavdamskhmelebi>, [ბოლოს ნანახია: 27.01.2026]. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 13 იანვრის №13/1529 წერილით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 126, ნაწ. 11, ქვეპ. „ბ“. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ვერ შეიქმნა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და პროკურორის დადგენილებით დაკავებული ორი პირი გათავისუფლდა. დაზარალებულად არავინაა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ბანერის სავარაუდო დაზიანების ორ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 187, ნაწ. 1, ხსენებულ საქმეებზე დევნა დაწყებულია ორი პირის მიმართ. ორივე სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია სასამართლოში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 28 იანვრის NMIA 6 26 00291867 წერილი. გავრცელებული ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში, პარტიის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის საფუძველზე, <https://www.youtube.com/watch?v=2-3kPxcEUw8>, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო 192 | გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით,732 არჩევნების დღეს, მედიით გავრცელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით,733 საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოებში მიმდინარეობს გარემოებების შესწავლა. ხოლო ერთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მხრიდან ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლას, რეაგირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.734 10.3. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამოვლენილ დარღვევებზე დაწყებული გამოძიებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევებისა და დაწყებული გამოძიებების შესახებ ინფორმაცია, დეტალურად აისახა სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიშში.735 სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეთა უმრავლესობა დღემდე გამოძიების ეტაპზეა და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებში იკვეთებოდა სხვა დანაშაულის ნიშნები, რაზეც სახალხო დამცველი 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც მიუთითებდა, დღეის მდგომარეობით, ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე კვალიფიკაცია კვლავ პრობლემურია. რეკომენდაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ აწარმოონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 1621, ნაწ. 1., საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის; საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 2 თებერვლის №13/7014 წერილი. 732 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 25 დეკემბრის №13/95000 და 17 თებერვლის №13/11821 წერილები. 733 იხ. ბმულები: <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/111388-pirdapir-saarchevno-ubnebtan-arigeben-pulsdatunashvili>; <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/111416-otsnebis-komisiis-tsevrebi-ganzrakh-apuchebenaparatebs-sagangebo-bripingi-dzlier>; <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/111432-mteli-dzaladobrivi-manqana-dagakalbebis-meqanizmebia-amushavebuli-radgan-otsnebas; https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/111392opozitsia-batumshi-pulis-darigebis-paqtebze-saubrobs-agitatorebi-saarchevno>; <https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/111430-chveni-majoritari-kandidatis-koka-kobaladzis-avtomobili-gaacherasapatrulo-politsiam>. [ბოლოს ნანახია: 2.02.2026]. 734 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილია აპარატის 2026 წლის 18 თებერვლის №25/1561 წერილით. პასუხი აპარატს ჯერ არ მიუღია. 735 „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2025, გვ. 187-199. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიში, 2025, გვ. 143-165. 193 | საქართველოს გენერალურ პროკურატურას: ▪ უზრუნველყოს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ საპროცესო სავარაუდო დანაშაულებზე ხელმძღვანელობა, სამართლებრივი მიმდინარე სისხლის კვალიფიკაციის გამოძიების სამართლის განსაზღვრისა ეფექტიანი საქმეების და სწორი სავარაუდო დაზარალებულთათვის საპროცესო სტატუსის დროულად მინიჭების მიზნით. 194 | 11. უფლებადამცველები საანგარიშო წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლითაც ყველა იმ პირს, რომელიც „უცხოური პრინციპალის აგენტად“736 ჩაითვლება, სპეციალური რეგისტრაციისა და ანგარიშგების ვალდებულებები დაუწესდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებით, მსგავსი მოთხოვნების შეუსრულებლობა მაღალ ჯარიმებთან ერთად, თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. კანონის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, მისი მიღება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი „სათანადოდ ვერ [უზრუნველყოფდა] გამჭვირვალობის მიზანსა და შესაბამის პრევენციულ ფუნქციას“, რამდენადაც არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ, უარს ამბობდა საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებაზე.737 „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (“FARA”) ასლია, თუმცა მას მნიშვნელოვანი კრიტიკა მოჰყვა ეროვნულ738 და საერთაშორისო დონეზე. მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) განცხადებით, ახლად მიღებულმა კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველების აქტივობები, მათი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო გარანტიების მოხსნით.739 ორგანიზაციამ მიუთითა, რომ ე.წ. “FARA”-ს ორიგინალ ვერსიას ახლავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, რაც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების უცხოეთის გავლენის იარაღად შერაცხვას მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღების გამო; ამის საწინააღმდეგოდ, მისი ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ძალების სახელით მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში, დარეგისტრირდნენ და ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი.740 2025 წელს ასევე შევიდა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, დონორის მხრიდან გრანტის გაცემა დაექვემდებარა საქართველოს მთავრობის თანხმობას.741 კანონის შესაბამისად, ამ თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის 736 საქართველოს კანონი - „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, მუხლი 1, „გ“ ქვეპუნქტი. იხ. განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3Nk7BLm > [23.01.2026]. 738 იხ. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების 2025 წლის 24 მარტის განცხადება ე.წ. „ფარა“-სთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/45SUojT > [23.01.2026]; იხ. ასევე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2025 წლის 22 მაისის განცხადება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/44re3oz > [23.01.2026]. 739 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2025 წლის 2 აპრილის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4eq90cu > [23.01.2026]. 740 იქვე. 741 „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 51. 737 195 | მიღება დაუშვებელია.742 საგულისხმოა, რომ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო რესურსების მოძიება და გამოყენება გაერთიანების თავისუფლებით დაცული უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, და ასევე არის უფლებადამცველი ორგანიზაციების არსებობის წინაპირობა,743 ხოლო ამგვარი შესაძლებლობის მზღუდავი ნებისმიერი ზომა უნდა იყოს ცხადი და უფლებაში ჩარევისათვის აკმაყოფილებდეს განჭვრეტადობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს. გრანტის ხელშეკრულების პროექტი ექვემდებარება შინაარსობრივ შესწავლას, რაც გულისხმობს გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების გამოყენების წინასწარ შეფასებას და შესაბამისობის დადგენას, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან.744 2025 წელს სახალხო დამცველმა დაიწყო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში რეალიზაციაზე ზედამხედველობა. 2025 წელს, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა აღსრულებაზე მაკონტროლებელი ორგანო სსიპ „ანტიკორუფციული ბიურო“ იყო. სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი მომართვების საფუძველზე745 შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ივნისის ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ მოცულობითი ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. შუამდგომლობის საფუძვლად, ბიურო, მათ შორის, სწორედ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ შესაბამისობის დადგენაზე მიუთითებდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარი საზედამხედველო მექანიზმების პრაქტიკაში აღსრულება სიახლე იყო საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, 2025 წლის 16 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრება წარედგინა.746 სხვა საკითხებთან ერთად, მოსაზრებაში განხილულია გაერთიანების თავისუფლებით დაცულ სფეროსა და უფლებადამცველების საქმიანობაში ჩარევის ფარგლები. მათ შორის, აღნიშნულია, რომ მსგავსი ტიპის საქმეებში, საჭიროა, შეფასდეს, ხომ არ არის საზედამხედველო ფუნქციის 742 იქვე. 743 იხ. მაგ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Aliyev v. Azerbaijan, პარა. 212 და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Ecodefence and Others v. Russia, პარა. 165; იხ. ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიისთვის (ვენეციის კომისია), სახელმძღვანელო პრინციპები გაერთიანების თავისუფლების თაობაზე, 2015, პარა. 200-202 და 218-223, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/3TjCYFw > [23.01.2026]; გაეროს 1998 წლის დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ, მუხლი 13. 744 საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 ივლისის №250 დადგენილებით დამტკიცებული „უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი და პირობები“, მუხლი 10. 745 №5632/25 და №5989/25 განცხადებები. 746 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 16 ივლისის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წარდგენილი შუამდგომლობების თაობაზე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < bit.ly/4bA6QYp > [23.01.2026]. 196 | განხორციელება ადრესატი ორგანიზაციების კლასიკურ უფლებადაცვით საქმიანობაზე გადამეტებული პასუხი და ხომ არ უქმნის მოთხოვნილ მონაცემებზე დაშვება პოტენციურად გაუმართლებელ საფრთხეს პროფესიული საიდუმლოების დაცვას. გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის მართლზომიერების სათანადოდ შესაფასებლად, სახალხო დამცველმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სამართალწარმოების (“SLAPPs”) უარყოფითი პრაქტიკის შესახებაც, რაც მოიაზრებს ერთი შეხედვით ლეგიტიმური, თუმცა გადაჭარბებული ან/და უსაფუძვლო სარჩელების წარდგენის ტენდენციას, რომლებიც კრიტიკის ცენზურის ქვეშ მოქცევას და მის ჩახშობას ემსახურება.747 სახალხო დამცველმა ასევე შეისწავლა და გამოიკვლია, რომ 2025 წლის განმავლობაში, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ანტიკორუფციულმა ბიურომ, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვაზე, საერთო სასამართლოებს სულ 137 შუამდგომლობით მიმართა, რომელთაგან ყველა დაკმაყოფილდა.748 თუმცა ბიუროს ცნობით, კანონის შესაბამისად, ორგანიზაციების თაობაზე ინფორმაციის შესწავლის შემდეგ უწყებას არ შეუდგენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არცერთი სუბიექტის მიმართ არ მოუთხოვია სამართალდამრღვევის ქონების დაყადაღება.749 2025 წელს ანტიკორუფციულ ბიუროს არც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მოთხოვნების შესაძლო დარღვევების ფაქტების თაობაზე მიუმართავს საგამოძიებო უწყებებისთვის.750 საგულისხმოა, რომ დასახელებული აქტის საფუძველზე, გასულ პერიოდში ასევე ხელმისაწვდომი იყო ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზა,751 რომელიც კანონის შესაბამისად წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. 02.20.2026 დროისათვის, ბაზაში 12 აქტიური განმცხადებელი იძებნებოდა, რომლებმაც მიმართეს ბიუროს რეგისტრაციისთვის. რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის752 აღსრულების პრაქტიკის შესწავლას, სახალხო დამცველმა გამოარკვია, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილი იყო 669 განცხადება.753 რეესტრის ცნობით, რეგისტრაციაზე უარი ეთქვა 63 747 იქვე. ანტიკორუფციული ბიუროს 2026 წლის 21 იანვრის №00000949 წერილი. წარდგენილი შუამდგომლობებიდან 136 დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო ერთი შუამდგომლობა, გასაჩივრების შემდეგ, დაკმაყოფილდა მეორე ინსტანციის სასამართლოში. 749 იქვე. 750 იქვე. 751 https://fara.acb.gov.ge/ 752 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 207-8. 753 სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2026 წლის 17 მარტის №55459 წერილი. 669 განცხადებიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის მქონეა 656 სუბიექტი. 748 197 | სუბიექტს (არ დადგინდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარემოება, რომელიც გათვალისწინებულია რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტებისთვის), ხოლო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 385 სუბიექტთან754 მიმართებით.755 გარდა ამისა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შესწავლის შედეგად გამოიკეთა, რომ რეგისტრაციის ვალდებულებისგან თავის არიდების საფუძველზე, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ არცერთი სუბიექტი არ 756 დაურეგისტრირებია. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში უფლებადამცველების საქმიანობისთვის შექმნილი გარემოს ზედამხედველობის ფარგლებში საყურადღებო იყო 12 იურიდიული პირის: ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევები, რაც განხორციელდა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.757 როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დგინდებოდა, ეს უკავშირდებოდა 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე მიმდინარე „ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში“ მონაწილეობას. შესაბამისი მომართვების758 საფუძველზე, სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ზემოხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით, ყადაღა დაედო რამდენიმე არასამეწარმეო იურიდიული პირის საბანკო ანგარიშს. როგორც გამოიკვეთა, განჩინებაში არ ყოფილა მითითებული, თუ კონკრეტულად რაში და რა ფარგლებში გამოიხატებოდა თითოეული მათგანის ქმედება, რომელი კონკრეტული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება დაორგანიზდა ან/და ფინანსური ან სხვა სახის მატერიალური დახმარება გაიწია ან/და დაიგეგმა. ამდენად, დასახელებული განჩინების გასაჩივრების შემდეგ, სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, რომელშიც განსახილველი საკითხის სათანადოდ შესაფასებლად, თანაზომიერი უფლებრივი სტანდარტები იქნა განხილული.759 მოსაზრებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების 385 სუბიექტიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის მქონეა 383 სუბიექტი. 755 სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2026 წლის 17 მარტის №55459 წერილი. 756 იქვე. 757 იხ. საქართველოს პროკურატურის 2025 წლის 1 სექტემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <bit.ly/4jHlvTz> [ბოლოს ნანახია 23.01.2026]. 758 №7796/25 და №7885/25 განცხადებები. 759 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 5 სექტემბრის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების დასაბუთების თაობაზე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <bit.ly/4sG4cXj> [ბოლოს ნანახია 23.01.2026]. 754 198 | დასაბუთებულობის შემოწმებაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა იმ გარემოების შემოწმება, ხომ არ მიეკუთვნებოდა პროკურატურის მიერ სადავოდ გამხდარი ქმედებები უფლებრივი სტანდარტით დაცულ უფლებადაცვით საქმიანობას და მათ საპასუხოდ მიღებული საზედამხედველო თუ სხვაგვარი ზომები ხომ არ წარმოშობდა ხელშეშლის ან დაშინების საფრთხეებს ლეგიტიმური, არადანაშაულებრივი საქმიანობის გამო. ამავე დროს, სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა, უფლებადამცველი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობების განხილვისას, შეეფასებინა, ხომ არ ყოფილა საქმეზე “SLAPP”-ებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი. გარდა ზემოხსენებულისა, საანგარიშო წელს გამოწვევად დარჩა უფლებადამცველების მიმართ, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი დანაშაულების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების არარსებობა.760 რეკომენდაციები: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, უფლებადამცველების შესახებ გაეროს 1998 წლის დეკლარაციისა და უფლებადამცველების შესახებ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სახელმძღვანელო პრინცირების თანახმად, განსაზღვროს უფლებადამცველების ცნება და აწარმოოს სტატისტიკა მათ მიმართ ჩადენილი ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება. თანამდებობის პირებს: ▪ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროს, დაიცვან უფლებადამცველთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. 760 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 9 იანვრის №53518 წერილი. 199 | 12. საკუთრების უფლება 12.1. შესავალი საქართველოს კონსტიტუციით761 აღიარებული და გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.762 2025 წლის საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოიკვეთა სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების შეუსრულებლობის და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების პროცესის უკიდურესად გაჭიანურების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის 75 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესით“ მინიჭებული უფლებამოსილების არაეფექტიანად გამოყენების საკითხები, ასევე, სისხლის სამართალში საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევები. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში აქტუალური იყო სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ასევე დაკავებულ პირთათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი. 12.2. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა საკუთრების უფლება წლებია, საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში763 ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ საქართველოს რეგიონებში ვალდებულების შესრულების მიზნით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დაზარალებულთა უფლებების აღდგენის კუთხით არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა. მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობები თითქმის ყოველწლიურად 761 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 19. 762 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის №1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე, „შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარა. 1. 763 „საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 557. „საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 821-823. „საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 178. „საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 168. „საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 211. 200 | მტკიცდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით,764 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით765 დასტურდება, რომ ამავე კომისიას იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, ყოფილ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება) აღიარებულ სავალო კატეგორიებს, სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებით რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე არ მიუღია. განსხვავებულია სურათი თბილისის მუნიციპალიტეტში. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა 64 კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირის მიმართ (მათ შორის 37 პირთან მიმართებით მიმდინარეობს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ღონისძიებები). აღნიშნული რაოდენობა ბევრად ნაკლებია წინა წელს დაკმაყოფილებულ პირთა რაოდენობასთან შედარებით. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე 390 დაზარალებული იქნა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი. მაშინ როცა, თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში დაზარალებულთა რიცხვი კვლავ მაღალია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით,766 1659-ს შეადგენს.767 ვინაიდან, ამ ეტაპზე არ შესრულებულა „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაცია768 დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმის განსაზღვრასთან დაკავშირებით, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით საქართველოს მუნიციპალიტეტებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა რიცხვი არ შეცვლილა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით,769 კვლავ 2801-ს შეადგენს.770 764 საქართველოს მთავრობის 2025 წლის 16 დეკემბრის №541 დადგენილება საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 765 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის 21 იანვრის №08-02/3044 წერილი. 766 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის 21 იანვრის №08-02/3044 წერილი. 767 აღნიშნულმა მონაცემმა შესაძლოა განიცადოს ცვლილება, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურს შორის ამჟამადაც მიმდინარეობს საკითხთან დაკავშირებით მონაცემთა გაცვლის და დამუშავების პროცესი. 768 „საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 215. 769 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის 21 იანვრის №08-02/3044 წერილი. 770 ახალციხე - 24 წევრი; ახალგორი - 30 წევრი; ახალქალაქი - 50 წევრი; ბათუმი - 547 წევრი; ფოთი - 27 წევრი; მცხეთა - 46 წევრი; ოზურგეთი - 53 წევრი; დედოფლისწყარო - 40 წევრი; ქობულეთი - 58 წევრი; ქუთაისი - 729 წევრი; რუსთავი - 103 წევრი; სენაკი - 51 წევრი; ჭიათურა - 24 წევრი; ხაშური - 82 წევრი: სამტრედია - 87 წევრი; ზუგდიდი - 149 წევრი, თელავი - 295 წევრი; გარდაბანი - 35 წევრი; გორი - 371 წევრი. 201 | ამასთანავე, საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით,771 ამავე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 2025 წლის განმავლობაში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთათვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის უზრუნველყოფის შესახებ სამართლებრივი აქტი ან რაიმე რეგულაცია არ შემუშავებულა. იმის გათვალისწინებით, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობა ათეულობით წლებია ელოდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მნიშვნელოვანია ეფექტიანი, კონკრეტულ დროში გაწერილი ზომების მიღება და ყველა ასეთი პირის დროული დაკმაყოფილება. 12.3. უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების უკიდურესად გაჭიანურების პრობლემა საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა, რომ კვლავ პრობლემურია უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების გაჭიანურების საკითხი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,772 2025 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაში არის სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის 2152 სააღსრულებო საქმე. 2025 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 30 დეკემბრამდე ბიუროში დარეგისტრირდა 442 ახალი საქმე, ხოლო დასრულდა 453 სააღსრულებო საქმე. წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებთ, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2025 წელს 184 საქმით ნაკლები დარეგისტრირდა და 124 საქმით მეტი დასრულდა, ვიდრე 2024 წელს. თუმცა, 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაში თითქმის იმდენივე საქმეა (2152), რაც წინა წლის ამავე პერიოდში (2160773). ეს კი იმას მოწმობს, რომ აღსრულების პროცესი არ არის ეფექტიანი. ამასთანავე, საგანგაშო სტატისტიკა გამოიკვეთა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებულ მონაცემებში,774 რომელთა თანახმად, ამავე უწყებას ჯერ კიდევ წარმოებაში აქვს და არ აღუსრულებია 2018 წელს დაწყებული 64, 2019 წელს დაწყებული 97, 2020 წელს დაწყებული 87, 2021 წელს დაწყებული 79, 2022 წელს დაწყებული 104 და 2023 წელს დაწყებული 117 სააღსრულებო საქმე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის №24-24253559102 წერილი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის №18-182536012 წერილი; თელავის მუნიციპალიტეტის მერიის №26-262536446 წერილი; მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის №34-342536471 წერილი; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის №12-122536455 წერილი; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის №56-562536495 წერილი; სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის №40-402601227 წერილი; ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის №42-4225364131 წერილი; რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის №01-3826012431 წერილი; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის №114-1142601521 წერილი; ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის №14-1426015247 წერილი; ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის №72-7226016138 წერილი; ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის №444426021308 წერილი; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის №116-11626021143 წერილი; გორის მუნიციპალიტეტის მერიის №20-2026023514 წერილი; ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის №84-8426063221 წერილი. 772 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2025 წლის 30 დეკემბრის №101163 წერილი. 773 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2025 წლის 30 იანვრის №5113 წერილი. 774 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2025 წლის 30 დეკემბრის №101163 წერილი. 771 202 | სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეთა მხრიდან წარმოდგენილი განცხადებები ასევე ადასტურებს აღსრულების პროცესის წლობით გაჭიანურების ფაქტს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეთა არაერთი განცხადების775 საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ყოველ საპასუხო წერილში აპელირებდა, რომ თითოეული კონკრეტული წარმოების ფარგლებში მუდმივად ცდილობს სააღსრულებო წარმოების მხარეთა მოლაპარაკებას და სააღსრულებო წარმოების მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განხორციელებას, რათა სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცესში არ დაზარალდნენ სააღსრულებო წარმოების მხარეები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღსრულების პროცესის მხარეთათვის უმტკივნეულოდ და დაზარალების გარეშე განხორციელების მიზანი ვერ ჩაითვლება აღსრულების უკიდურესად გაჭიანურების კანონიერ და სამართლიან და პროპორციული შეზღუდვის საფუძვლად, ვინაიდან, გამოსახლების პროცესი ხშირად უკავშირდება მოწყვლად ჯგუფებს და ისეთ გარემოებას, რაც მოვალისთვის უარყოფითი შედეგების დადგომას გულისხმობს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენას. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია კრედიტორის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვის მაღალი ინტერესი. ამასთანავე, სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა და მის ხელთ არსებული მმართველობითი ბერკეტები არ გამორიცხავს მისი მხრიდან თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირების სხვაგვარ დაკმაყოფილებას და მათი უფლებების ალტერნატიული ფორმებით დაცვის შესაძლებლობას. ერთ-ერთი საქმის776 გარემოებების მიხედვით, კრედიტორი მხარე, რომლის მიერ წარდგენილი 2020 წლის 21 მარტის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სააღსრულებო წარმოება 2020 წლის 27 მარტს დაიწყო, დღემდე ელოდება საკუთრების უფლების აღდგენას, ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით,777 იძულებითი სააღსრულებო მოქმედება - გამოსახლება პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩაინიშნება და სისრულეში მოვა აღსასრულებელი გადაწყვეტილება. საანგარიშო პერიოდში იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეების უმრავლესობაში გამოიკვეთა, რომ ბალანსი კრედიტორისა და მოვალის ინტერესების დაცვას შორის დარღვეულია და ერთადერთი მხარე, ვინც წლობით გაჭიანურებული აღსრულების პროცესით ზარალდება, როგორც წესი, კრედიტორია. სახალხო დამცველის შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა, რაც აღმასრულებელი უწყების საქმეების წარმოების პრაქტიკის გათვალისწინებით, წლებია, ვერ ხორციელდება. ეს კი, გაუმართლებლად აფერხებს კრედიტორის უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2015 წელს შესული ცვლილებებით დადგინდა, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეები სასამართლოში დაჩქარებული წესით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში 1 №477/25; 2062/25; 2620/25; 2998/25; 3328/25; 3882/25; 5848/25; 6182/25; 6369/25; 10508/25; 11310/25; 11619/25; 12073/25 საქმეები. 776 ე. კ.-ს 2025 წლის 17 დეკემბრის №11619 განცხადება. 777 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2025 წლის 26 დეკემბრის №100067 წერილი. 775 203 | თვის, ხოლო უზენაეს სასამართლოში - 2 თვის ვადაში უნდა განიხილებოდეს.778 თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე არ არის დადგენილი ის სპეციალური ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა აღსრულდეს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უტოვებს ფართო უფლებამოსილებას/შესაძლებლობას, განსაზღვროს იძულებითი გამოსახლების თარიღი. ამასთანავე, ბიუროს არც გამოსახლების თარიღის განსაზღვრის სახელმძღვანელო პრინციპების დასადგენად შეუმუშავებია ოფიციალური დოკუმენტი. შესაბამისად, კრედიტორისთვის განჭვრეტადიც კი არ არის, აღმასრულებელი ორგანოსთვის მიმართვიდან რა ვადაში შეძლებს საკუთრების უფლებით სრულფასოვნად სარგებლობას. ამდენად, სააღსრულებო წარმოების არაგონივრული ვადით გაჭიანურების აღმოსაფხვრელად, აუცილებელია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს იმგვარი ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა აღსრულდეს უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეზე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. 12.4. „სასყიდლიანი ხელშეკრულების რეგისტრაციის“ პროექტის მიღების დროში გაჭიანურების საკითხი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით,779 2023 წლის 17 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტს ახალი სერვისის - „სასყიდლიანი ხელშეკრულების რეგისტრაციის“ პროექტი გააცნო, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რომლის ფარგლებშიც მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გასცეს სააღსრულებო ფურცელი. პროექტი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრირონ საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ, თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო მას გამოასახლებს და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები. ეს ინიციატივა დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან მისი განხორციელების შემთხვევაში, მესაკუთრე ხანგრძლივი სასამართლო პროცესების გვერდის ავლით შეძლებს დარღვეული საკუთრების უფლების დროულად და სრულფასოვნად აღდგენას. თუმცა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,780 ხსენებული პროექტის პრეზენტაციიდან ორი წლის გასვლის შემდეგაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ცალკეული დებულებების საბოლოოდ დასახვეწად და შემდგომი მოქმედებების განსახორციელებლად. 778 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხ. 59, ნაწ. 3, მუხ. 391, ნაწ. 6. 779 ხელმისაწვდომია <https://nbe.gov.ge/news/665?locale=ka> [ბოლოს ნანახია 16.03.2026 წ.]. 780 სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2026 წლის 23 იანვრის №5191 წერილი. 204 | 12.5. საკუთრების უფლების დაცვა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეთა განცხადებების შესწავლის საფუძველზე, სახალხო დამცველმა სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში საკუთრების უფლების დარღვევისა და უსაფუძვლო შეზღუდვის სხვადასხვა ასპექტი გამოავლინა. საკუთრების უფლების ხელყოფის საქმეები ყადაღის გამოყენების, ამოღებული ნივთების დაბრუნების, ადმინისტრაციულად დაკავებულ პირთათვის პირადი ნივთების დაბრუნების, გამოსახლების, სამკვიდროს დარეგისტრირების, პენიტენციურ დაწესებულებაში მინდობილობის გაცემის შეზღუდვის და გამოძიების მიერ მოპოვებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების - სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის პრობლემურ საკითხებს ეხებოდა. ამოღებული ნივთების დაბრუნების პრობლემა საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების პრობლემა, სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული პირადი ნივთების და ფულადი თანხის დაბრუნების ნაწილში. მოქმედი კანონმდებლობა იძლევა მითითებებს, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი.781 სახალხო დამცველის აპარატის განხილვაში მყოფ საქმეში კი, საგამოძიებო ორგანომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, გაუმართლებლად ხელყო ჯ. მ.-ს საკუთრების უფლება. შესწავლილი მასალებით დადასტურდა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები არ ყოფილა დანაშაულის საგანი და, შესაბამისად, არც საპროცესო კონფისკაციას ექვემდებარებოდა და არც განადგურებას. კანონისმიერად არ არსებობს დანაწესი, რომელიც გაამართლებდა მოცემულ საქმეში საკუთრების უფლების შეზღუდვას, იმ ფონზე, როცა არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც ჯ. მ.-ს უნდა დაბრუნებოდა კუთვნილი ნივთები.782 სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს ნივთების დაბრუნების რეკომენდაციით მიმართა.783 უწყებამ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა და ნივთები დაუბრუნდა მსჯავრდებულ ჯ.მ-ს ნდობით აღჭურვილ პირს.784 ადმინისტრაციულად დაკავებულ პირთათვის პირადი ნივთების დაბრუნების პრობლემა სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშსა და აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიშში განხილული იყო 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციებზე დაკავებულ პირთათვის 781 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 81. 782 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი. 783 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 26 ნოემბრის №25/9571 რეკომენდაცია. 784 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 10 თებერვლის N MIA 7 26 00458016 წერილი. 205 | ნივთების ჩამორთმევის პრობლემა.785 ამ საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა, როგორც ცალკეულ პირთა მომართვის, ასევე, სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას დაკავებულთა მიერ გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე დაიწყო. დაკავებულები, 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნივთების, მათ შორის, ტელეფონების, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმევის/წართმევისა და პირადი ინფორმაციის დათვალიერების ფაქტებზე უთითებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ინფორმაცია, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს,786 სახალხო დამცველის არაერთი მიმართვა787/შეხსენება788 სამინისტროს მხრიდან უპასუხოდ დარჩა. ხოლო პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებული ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მიმდინარეობს მოქალაქეების პირადი ნივთების შესაძლო უკანონო დაუფლების ფაქტების გამოძიება.789 თუმცა მათგან არცერთ საქმეს დამატებით არ მინიჭებია შესაბამისი ეკონომიკური დანაშაულის კვალიფიკაცია. საანგარიშო პერიოდში, აპარატმა ასევე შეისწავლა აქციაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაკავებული ს. მ.-ის საქმე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ ჩამოართვეს ნივთები (ტელეფონი, საფულე და სხვა), რომლებიც სასამართლო სხდომის გადადების მიუხედავად, არ დაუბრუნებიათ და უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული 7 დღის განმავლობაში. საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის 21 თებერვლიდან 27 თებერვლამდე პერიოდში, ს. მ.-ს პირადი ნივთები, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არამართლზომიერ მფლობელობაში და მიუხედავად მესაკუთრის მოთხოვნისა, მისთვის არ დაუბრუნებიათ. ხოლო 2025 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით, ს. მ. ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. 785 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2025, გვ. 99-100. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2024 წლის ანგარიში, გვ. 69-71. 786 ძარცვა (სსკ-ს 178-ე მუხლი), ყაჩაღობა (სსკ-ს 179-ე მუხლი), პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების ხელყოფა (სსკ-ის 157-ე მუხლი). 787 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 9 დეკემბრის №2024/7070, 10 დეკემბრის №2024/7090 და №2024/7118, 11 დეკემბრის №2024/7162 და 12 დეკემბრის №2024/7207, 2024 წლის 9 დეკემბრის №2024/7028, 11 დეკემბრის №2024/7157, 13 დეკემბრის №2024/7238, №2024/7241 და №2024/7158, 17 დეკემბრის №2024/7322 და №2024/7323, 19 დეკემბრის №2024/7411, 20 დეკემბრის №2024/7455, 24 დეკემბრის №2024/7530, ასევე, 2025 წლის 17 იანვრის №25/388, 10 მარტის №25/1936 წერილები. 788 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 10 მარტის №25/1936, 11 მარტის №25/1982 და №25/1970, 12 მარტის №25/2053 და №25/2054, 13 მარტის №25/2067 და №25/2073, 15 აპრილის №25/3040, 6 აგვისტოს №25/6155 და №25/6161, 12 აგვისტოს №25/6354, 13 აგვისტოს №25/6401, 19 აგვისტოს №25/6510 და №25/6520, 20 აგვისტოს №25/6568, №25/6572 და №25/6573, 25 დეკემბრის №25/10548 და №25/10549 წერილები. 789 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 10 თებერვლის №13/9682 წერილი. 206 | ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაკავებისას ს. მ.-ს ჩამოართვეს ნივთები, რომლებიც ესაჭიროებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ნივთები არ ატარებდნენ საქმისთვის რაიმე სახით მნიშვნელოვან ინფორმაციას და არ ჰქონიათ მტკიცებულებითი ძალა. ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, ს. მ.-ს დაკავების საფუძველი გახდა მის მიერ საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენება. ამდენად, დაკავებულის მობილური ტელეფონის, საბანკო ბარათების, გასაღებების და სხვა ნივთების საქმესთან შემხებლობა არ დასტურდებოდა, რადგან ისინი არ წარმოადგენდნენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს. სახალხო დამცველმა ს. მ.-ს საკუთრების უფლების დარღვევის თაობაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრს წინადადებით მიმართა.790 სამწუხაროდ, სამინისტრომ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ვინაიდან, ს. მ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება კვლავ მიმდინარეობდა, შესაბამისად, ჩამორთმეული ნივთები არ დაბრუნებია. სამინისტროს პოზიციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დგინდებოდა.791 კერძო საკუთრებით სარგებლობის პრობლემა საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ პოლიციის შესაბამისი დანაყოფები უარს ეუბნებოდნენ მესაკუთრეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ შესვლისა და ცხოვრების ფაქტზე მსჯავრდებული პირის გამოსახლება/გამოყვანაზე. ამის საფუძვლად კი, მოიხმობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას,792 რომელიც განსაზღვრავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის793 შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესსა და პროცედურებს. მესაკუთრეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა, საკუთრებიდან, უძრავი ქონებიდან, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისთვის მსჯავრდებული პირის გამოსახლება/გამოყვანა „სცდება მათ კომპეტენციას”.794 საგულისხმოა, რომ პირის დამნაშავედ ცნობისთვის და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილია გაცილებით მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა, მტკიცებითი სტანდარტი, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებულ ბრძანებაში აღნიშნული „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტია”. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესი 790 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 21 ივლისის №25/5724 წინადადება. 791 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 7 ოქტომბრის NMIA 4 25 03271568 წერილი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის №75 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესი”. 793 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 160. 794 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 4 ივლისის NMIA 4 25 0206853 წერილი. 792 207 | ცალსახად არ ითვალისწინებს პოლიციის უფლებამოსილებას, გამოასახლოს/გამოიყვანოს მსჯავრდებული სხვისი საკუთრებიდან. მოქალაქე ლ.წ.-ს განცხადებების795 შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მისი საკუთრებიდან მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ შესვლისა და ცხოვრების ფაქტზე მსჯავრდებული პირი არ 796 გამოუსახლებიათ/გამოუყვანიათ. ვინაიდან, მითითებულ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, სამინისტროში არსებული პრაქტიკის შესახებ, სახალხო დამცველმა, შინაგან საქმეთა მინისტრს, განმცხადებლის საკუთრების უფლების აღდგენისა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მსჯავრდებულის გამოსახლება/გამოყვანის წინადადებით/რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველს ასევე მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესში” უნდა შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს პოლიციის მკაფიო უფლებამოსილება, მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისთვის მსჯავრდებული პირისა და მასთან მყოფი სხვა პირების გამოსახლება/გამოყვანა.797 შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებულ „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესში” სახალხო დამცველის წინადადებაში მითითებული ცვლილება ამ დრომდე არ შესულა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველისთვის/აპარატისთვის, ინფორმაცია განმცხადებლის საკუთრების უფლების აღდგენისა და მსჯავრდებული პირის გამოსახლების შესახებ რეკომენდაციის განხილვის შედეგების შესახებ, ამ დრომდე არ წარმოუდგენია. სამკვიდროს დარეგისტრირების პრობლემა საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურმა, იმ მიზეზით, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება და სისხლის სამართლის საქმეზე არ ყოფილა მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, შეაჩერა წარმოება სამკვიდრო ქონების დარეგისტრირებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა,798 რათა მოეპოვებინა ინფორმაცია, მიუხედავად სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მაქსიმალური ვადის - 60 დღის - ამოწურვისა (გასული იყო ჯამში 7 795 №4032/25 და №6255/25 განცხადებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 აპრილის განაჩენი (საქმე №1/796- 24, გამოძიების №007260223009). 797 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 20 ოქტომბრის №25/8459 რეკომენდაცია/წინადადება. 798 სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის 17 დეკემბრის №2024/7336 წერილი. 796 208 | თვე),799 არსებობდა თუ არა სხვა საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც მაქსიმალური ვადის გასვლის მიუხედავად, მარეგისტრირებელ ორგანოს უფლებას აძლევს, მაინც არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა. აღნიშნული წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამგვარ საკანონმდებლო საფუძველზე ვერ მიუთითა.800 განსახილველი საქმის ფარგლებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოს სადავო მიწის ნაკვეთზე, ყადაღის ან სხვა სახის სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენება არ მოუთხოვია, ამავე დროს, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია სხვა გარემოებები, რომლებიც რეგისტრაციის შემაფერხებელი გარემოებები იქნებოდა, უარი რეგისტრაციაზე დაუსაბუთებული და უკანონო იყო. შედეგად, სახალხო დამცველმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლების და, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემაფერხებელი გარემოებების არარსებობის პირობებში, შ. მ.-სთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა.801 მისასალმებელია, რომ საჯარო რეესტრმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.802 მინდობილობის გაცემა პენიტენციურ დაწესებულებაში საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულისთვის მინდობილობის გაცემის კანონშეუსაბამო შეზღუდვის ფაქტი გამოავლინა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სისხლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მინდობილობის დამოწმების უფლების შეზღუდვას. მართალია, კოდექსი უშვებს ქონებაზე ყადაღის დადებისას უფლებამოსილების შეზღუდვას (განკარგვა, სარგებლობა), თუმცა მითითებულ საქმეში ბრალდებულს ყადაღადადებული ქონებით სარგებლობის უფლება შეზღუდული არ ჰქონდა. შესაბამისად, მინდობილობის გაცემა კანონმდებლობის უგულებელყოფით შეიზღუდა. შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული ს. ა. შპს-ს დირექტორი იყო. შპს არის აგრარული ბაზარი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ, უწევდა ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრირებული მონაცემების განახლება. ვინაიდან ს. ა. დაკავებული იყო, და თანაც, შეზღუდული ჰქონდა მინდობილობის გაცემის უფლება, ვერ შეძლო ბიზნესსაქმიანობის განახლება, რის საფუძველზეც, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შპს-ს, სამი თვის განმავლობაში, 8 ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა და 2025 წლის 1 ივლისს, სააგენტოს მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქმედი აგრარული ბაზარი იძულების წესით დახურა. 799 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 22 პუნქტი. 800 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 9 იანვრის №2485 წერილი. 801 სახალხო დამცველის 2025 წლის 17 თებერვლის №25/1358 რეკომენდაცია. 802 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 14 აპრილის №81090 წერილი. 209 | გენერალური პროკურატურის პოზიციით,803 ბრალდებულს, გამომძიებლის დადგენილებით, შეეზღუდა ხანმოკლე პაემნის, ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება. №2 პენიტენციური დაწესებულების განმარტებით კი,804 შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაწესებულებას ეცნობა, რომ აღნიშნული მინდობილობების დამზადებით, შესაძლოა, ხელი შეშლოდა გამოძიებას და მტკიცებულებების მოპოვებას, ამიტომ ბრალდებულის/მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ მოთხოვნილი მინდობილობების დამოწმება, გამოძიებამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია. განმეორებით მიმართვის შემდეგ, გენერალური პროკურატურის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ყადაღა დაედო უძრავ ქონებას, წილებსა და ბანკის ანგარიშს. ბრალდებულს, ყადაღადადებული ქონებით სარგებლობის უფლება არ შეზღუდვია.805 კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს, რომ თუ გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულოა ეკონომიკური საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, სუბიექტს შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ენიჭება.806 ამასთანავე, ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადა, რეგისტრაციის მომენტიდან 1 წელია. ამ ვადის გასვლა ძალას უკარგავს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებას, თუ დაინტერესებული პირი არ წარადგენს მოთხოვნას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.807 შესაბამისად, ბრალდებულ ს. ა.-ს მიმართ კანონმდებლობის უგულებელყოფით შეზღუდული, მინდობილობის გაცემის უფლების აღდგენის თაობაზე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა.808 იუსტიციის მინისტრის პასუხის თანახმად, ს. ა.-ს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და გამოძიების ინტერესებისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი აღარ არსებობს.809 ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომზე შენახვის ხარჯების გადახდა 2023 და 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშებში სახალხო დამცველი მიუთითებდა კანონმდებლობის ხარვეზზე, რომლის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების - სატრანსპორტო საშუალების 803 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 4 ივნისის №25/4422 წერილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 13 ივნისის №13/39086 პასუხი. 804 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 17 ივნისს №25/4780 წერილი, №2 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 20 ივნისის №172049/01 პასუხი. 805 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 26 სექტემბერს N25/7780 წერილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 9 ოქტომბრის N13/72416 პასუხი. 806 საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“, მუხ. 203, პუნ. 3. 807 იქვე, მუხ. 203, პუნ. 7. 808 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 27 ოქტომბრის N25/8681 რეკომენდაცია. 809 2025 წლის 19 ნოემბრის N13365 პასუხი. 210 | ავტოსადგომზე შენახვის ხარჯების გადახდა, საქმეში მათი სტატუსის მიუხედავად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს ეკისრებათ.810 ამ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტს, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებით მიმართა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ეს წინადადება კვლავ შეუსრულებელია. ამის ფონზე კი პრობლემა კვლავ აქტუალურია, რაც საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის განხილვაში მყოფმა კიდევ ერთმა საქმემ დაადასტურა.811 წინადადებები საქართველოს პარლამენტს: ▪ შევიდეს ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში და სისხლისსამართლებრივი პროცესის მონაწილეებს არ დაეკისროთ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული/ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ხარჯების ანაზღაურება. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: ▪ შეიმუშაოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების წესი, მათ შორის, განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმი. გენერალურ პროკურორს: ▪ ჩატარდეს გამოძიება ზამთრის აქციებზე მოქალაქეების პირადი ნივთების შესაძლო უკანონო დაუფლების ფაქტებზე, ასევე, პირად ელექტრონულ მოწყობილობებში საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2023 წელს”, გვ 17; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წელს”, გვ. 213. 811 საქმე სახალხო დამცველის აპარატმა სომხეთის ომბუდსმენის მომართვის საფუძველზე შეისწავლა. თუმცა, თავად პირმა თანხა გადაიხადა და აღარ გააგრძელა სამართლებრივი დავა. 2025 წლის 15 აგვისტოს №7352/25 განცხადება. 810 211 | კანონშეუსაბამოდ შეღწევისა და ინფორმაციის გაცნობის/მოპოვების სავარაუდო ფაქტებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს: ▪ 2026 წლის განმავლობაში უზრუნველყოს „სასყიდლიანი ხელშეკრულების პროექტის“ საბოლოო ვერსიის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა. ▪ შეიმუშაოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის პროექტი, რომლითაც განისაზღვრება უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეზე სააღსრულებო წარმოების მაქსიმალური ვადა და უზრუნველყოს აღნიშნული პროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირებისთვის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს: ▪ უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის (გამოსახლების) საქმეებთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, მესაკუთრეთა საკუთრების უფლების რეალიზებისა და წარმოებაში არსებულ მიმდინარე საქმეთა რაოდენობის შესამცირებლად, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღასრულოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ხოლო პრიორიტეტულად აღასრულოს ის სააღსრულებო საქმეები, რომლებშიც წარმოდგენილია სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, ასევე, საქმეები, სადაც, გამოსათავისუფლებელი უძრავი ნივთი კრედიტორის ერთადერთი საცხოვრებელია. 212 | 13. რწმენისა და რელიგიის თავისუფლება 13.1. შესავალი წინამდებარე თავი 2025 წლის განმავლობაში რწმენისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების მიმოხილვას, მათ შორის, სალოცავი დანიშნულების შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს, უმცირესობათა რელიგიური დანიშნულების ძეგლებს და სხვა საკითხებს ეთმობა. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში, გასულ წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მხრივ, პროგრესი არ გამოკვეთილა. გამოწვევად რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხი; დღემდე არ გადადგმულა ნაბიჯი, რომლის შედეგადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობა აღიწერებოდა და შეფასდებოდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტი იზიარებს სახალხო დამცველის წინადადებას და გასცა აღსრულების დაპირება, დღემდე არ შემუშავებულა საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც არამართლმადიდებელი მოსახლეობისთვის, მათი რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენებით სარგებლობის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოსთხოვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და იმ სხვა საკანონმდებლო ნორმების812 კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენა, რომლებიც შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვას ბლანკეტურად კრძალავს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებები უარყოფით ზეგავლენას ახდენს რელიგიის თავისუფლებაზე, რადგან არ ითვალისწინებს, რომ სახის დაფარვა, შესაძლოა, რელიგიური ნიშნით გამოხატული ატრიბუტიკით ხდებოდეს.813 13.2. თავდაცვის კოდექსი სახალხო დამცველმა გასული წლის ანგარიშში ვრცლად მიმოიხილა კოდექსის მიერ შემოთავაზებული ის საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც კითხვებს ბადებდა ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.814 მათ შორის, სიახლეა ახალი რეგულირება, რომლის თანახმადაც, სასულიერო პირებს აღარ გადაუვადდებათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა, როგორც ეს მანამდე იყო გათვალისწინებული და ამის ნაცვლად ისინი გაიწვევიან არასამხედრო, 812 „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები. 813 იხ. საკონსტიტუციო სარჩელი №1936 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 814 სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 175-179. სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 219. 213 | შრომით სამსახურში.815 ამავე დროს, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით, ე.წ. კონკორდატით გათვალისწინებულია, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისაგან.816 სახალხო დამცველის ინტერესის საგანია ამ ნორმების პრაქტიკაში აღსრულება, კერძოდ, მოქმედებს თუ არა ცვლილება თანასწორად, რელიგიური ორგანიზაციის განურჩევლად. ამ მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა.817 მიღებული პასუხის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული 81 სასულიერო პირიდან, 22 მოქალაქე იყო „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება საქართველოში“-ს სასულიერო პირი, 57 მოქალაქე - „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლების“ სასულიერო პირი, ხოლო 2 მოქალაქე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სასულიერო პირი.818 შესაბამისად, 2025 და 2024 წლებში არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მართლმადიდებელი სასულიერო პირები გაწვეულნი არ ყოფილან. რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატის კითხვას, მოითხოვეს თუ არა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევმა სასულიერო პირებმა გაწვევისგან გათავისუფლება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიღებული პასუხის თანახმად, თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედებიდან (2023 წლის 21 სექტემბერი) 2025 წლის განმავლობაში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირებს აღნიშნული საფუძვლით სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების მოთხოვნით უწყებისთვის არ მიუმართავთ.819 ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდა, გარდა სასულიერო პირებისა, როგორია მიდგომა იმ პირთა მიმართ, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, ითხოვენ ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას საკუთარი რწმენისა თუ შეხედულების საფუძვლით.820 მიღებული პასუხის თანახმად,821 2024-2025 წლებში თავდაცვის სამინისტროს 1195 პირმა მიმართა. აქედან 561 პირის დოკუმენტაცია, მათ მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საკითხის განხილვის მიზნით, გადაიგზავნა სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში; 560 პირს 815 „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. შედარებისთვის იხ. ამავე კანონის მე-4 მუხლი 2023 წლის 21 სექტემბრამდე არსებული რედაქცია. 816 იხ. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი. 817 სახალხო დამცველის 2026 წლის 6 თებერვლის №KA000043767383826 წერილი. 818 სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს 2026 წლის 16 თებერვლის წერილი №SESA 9 26 00200728. 819 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2026 წლის 16 მარტის წერილი №MOD 8 26 00349712. 214 | მიეცა გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხოლო 74 პირმა უარი განაცხადა (შეცვალა გადაწყვეტილება) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე. დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წინადადება თავდაცვის კოდექსის 97-ე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღმსარებლობის შესახებ ჩანაწერის გაუქმების თაობაზე, კვლავ შეუსრულებელია.822 13.3. სამშენებლო ნებართვების მოპოვების პრობლემა იეჰოვას მოწმეების მიერ რელიგიური ნაგებობის მშენებლობა ხაშურის 13.3.1. მუნიციპალიტეტში საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის ინტერესის საგანი გახდა ხაშურის მუნიციპალიტეტში იეჰოვას მოწმეების მიერ მშენებლობის ნებართვის მოთხოვნასთან დაკავშირებული განხილვები. საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 10 ივლისის ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „იეჰოვას მოწმეთა საკულტო 823 პირობების დამტკიცების შესახებ" აქტი, ნაგებობის სამშენებლოდ გამოყენების რწმენის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფის ნიშნებს შეიცავს. მუნიციპალიტეტმა ზემოაღნიშნული აქტი მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეთა ნაწილმა საკრებულოს პეტიციის ფორმით მიმართა და მოითხოვა სსიპ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება საქართველოში" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში 824 მშენებლობის ნებართვა არ გაცემულიყო. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 10 ივლისის ბრძანებაში მითითებული ერთერთი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც იეჰოვას მოწმეთა „სამეფო დარბაზის“ კონკრეტულ ადგილზე მშენებლობის შემთხვევაში, შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვას და გამოიწვიოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ფიზიკური დაპირისპირება (დანაშაულებრივი ქმედებები), არ არის საკმარისი საფუძველი და დაუსაბუთებლად ზღუდავს უმცირესობის უფლებებს უმრავლესობის მხრიდან სავარაუდო შეუწყნარებლობის გამოვლენის მოტივით. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჯგუფს შორის შეიძლება პასუხისმგებლობაც არსებობდეს გარკვეული ხელისუფლებას აკისრია, დაძაბულობა, ეს არ უნდა რისი განტვირთვის მოხდეს ადგილზე 822 სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 219. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 13 თებერვლის №ბ84.842504410 ბრძანება „საოფისე შენობის მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად სსიპ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება საქართველოში" საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ". 824 ხაშურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 27 ივნისის წერილი N84-8425178127. 823 215 | პლურალიზმის უარყოფით. პირიქით, ადგილობრივი თუ ცენტრალური ორგანოების როლია უზრუნველყონ მოსახლეობას შორის ტოლერანტული და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული გარემო და მოახერხონ მათ შორის არსებული შესაძლო კონფლიქტის თავიდან არიდება.825 ამასთანავე, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მერიის გადაწყვეტილებაში მითითებული არგუმენტი, საჯარო სკოლების სიახლოვეს რელიგიური ინდოქტრინიზაციის საფრთხის შესახებ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი რელიგიურ სიმბოლიკასა და პროზელიტიზმს ზღუდავს უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე და სასწავლო პროცესში,826 ხოლო განსახილველი უძრავი ქონება სასკოლო ტერიტორიის მიღმა მდებარეობს. მერიის მიერ რელიგიური ნაგებობის მშენებლობის ავტომატური გაიგივება „იძულებით ასიმილაციასთან“ სტერეოტიპული და წინასწარგანწყობილი დამოკიდებულებაა, რაც აძლიერებს რელიგიური ნიშნით სტიგმას და ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს. მერიის გადაწყვეტილებაში ასევე იკვეთება სამშენებლო სამართლის პროცედურული ნორმების დარღვევა. 827 ორსტადიიანია კანონმდებლობის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისას (I სტადია) მოწმდება ზონირების საკითხი.828 ვინაიდან ტერიტორია განეკუთვნება საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას (სზ-3),829 სადაც საკულტო ნაგებობების მშენებლობა დაშვებულია,830მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, პირობები წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაემტკიცებინა. საგზაო გამტარუნარიანობისა და პარკირების საკითხებზე მსჯელობა პირველსავე სტადიაზე, მაშინ როცა საპროექტო დოკუმენტაცია (II სტადია) ჯერ წარდგენილიც არ არის,831 ეწინააღმდეგება დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტებს.832 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, რწმენისა და რელიგიის თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა, რომელიც განხორციელებულია ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით, ვერ აკმაყოფილებს ჩარევის „კანონით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" (Application no. 28490/02), პარა. 158. 826 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტი. 827საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 101-ე მუხლის მეორე ნაწილი. 828 იქვე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილი. 829 ხაშურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 27 ივნისის №84-8425178127 წერილის დანართი. 830 „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის 261-ე დადგენილების მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. 831 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. 832 „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-13 მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტი. 825 216 | გათვალისწინებულობის“ კრიტერიუმს და იწვევს კონვენციის მე-9 მუხლის (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების) დარღვევას.833 საყურადღებოა, რომ მერიამ გამოხატა მზაობა, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, ცენტრალური უბნის გარდა, სხვა უბნებში მდებარე რომელიმე ალტერნატიული ფართი შეეთავაზებინა საოფისე შენობის ასაშენებლად, თუმცა შეთავაზებას კონკრეტიკა არ ახლდა. ამასთანავე, მერიის განმარტებით, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წარმომადგენლები მხოლოდ ცენტრალურ უბანში მშენებლობის საჭიროებაზე უთითებდნენ, რის გამოც ამ საკითხზე მსჯელობა აქტიურ განხილვაში არ გადაზრდილა.834 შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია შეფასდეს, რამდენად თანაზომიერი შეიძლება იყოს მერიის შეთავაზებული ალტერნატივა: მისაწვდომობის, კოლექტიური ლოცვის შესაძლებლობის და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით. ამ ეტაპისთვის საქმე გასაჩივრებულია და განიხილება ხაშურის რაიონულ სასამართლოში.835 13.4. რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით მრავალი ეკლესია თუ მეჩეთი, რომელსაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას, თუმცა ამ კუთხით რაიმე პროგრესი საანგარიშო პერიოდში არ შეინიშნება.836 სამწუხაროდ, ეს ეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთებს, რომელთა ნაწილი ნაწილობრივ ან მძიმედ ავარიულია. 837 სახალხო დამცველი, გასული წლის მსგავსად,838 დაინტერესდა იმ ღონისძიებებით, რომლებსაც ახორციელებს სახელმწიფო ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის და ამ ძეგლების კონსერვაციის ან/და რესტავრაციის მიზნით.839 ქვემოთ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ ძირითადი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა ან იგეგმება ზოგიერთი ძეგლის კონსერვაცია-რესტავრაციის მიზნით: 833 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR), საქმე „მოცკუტე ლიეტუვის წინააღმდეგ“ (Mockutė v. Lithuania), საჩივარი №66490/09) , პარა. 130, 2018 წლის 27 თებერვალი. ამასთანავე, იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR), საქმე „კრივი-რიჰის ტერნივსკის რაიონის იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანება უკრაინის წინააღმდეგ“ (Religious Community of Jehovah’s Witnesses of Kryvyi Rih’s Ternivsky District v. Ukraine), №21477/10, პარა. 52-59, 2019 წლის 3 სექტემბერი. 834 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 9 თებერვლის №84-84260474 წერილი. 835 იქვე. 836 მაგ., მუღნის „სურბ გევორგი“ (ეკლესია); შამხორეცოც „კარმირ ავეტარანი“ (ეკლესია); თანდოიან „სურბ ასტვაწაწინი“ (ბაზილიკა); „სურბ ნშანი“ („სურბ ნიკოღაიოსი“), (ეკლესია); ერევანოც „სურბ მინასი“ (ბაზილიკა). 837 სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლმენტო ანგარიში, გვ. 2021. 838 სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 220-221. 839 საქართველოს კულტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თებერვლის წერილი №00007501. 217 | - სოფელი ხევაშენი (ადიგენი): 2024 840 გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, წელს განხორციელებული დროებითი 2025-2026 წლებისთვის მომზადდა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მიმდინარე წელს უკვე იგეგმება უშუალოდ მეჩეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.841 - სოფელი ზიკილია (ახალციხე): 2024 წელს დასრულებული დროებითი გადახურვის შემდეგ,842 სამუშაოების 2025 წლის მდგომარეობით, მომზადებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.843 - ახალციხის სინაგოგა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (გურამიშვილის ქ. №87): 2025 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება (№1313-25ტ, ხელშეკრულების ვადა - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პირველი ეტაპის ჩაბარების ვადა - 2026 წლის 11 მარტი), რომლის საფუძველზე მიმდინარეობს სინაგოგის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.844 - სოფელი საყუნეთი (ახალციხე): კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, მეჩეთის რეაბილიტაციის პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს. 2023 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 30 მარტამდე, რომლის საფუძველზე დოკუმენტაცია განხორციელდება და შემუშავდა დადებითი ძეგლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო საექსპერტო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო შეფასების შემთხვევაში, დოკუმენტაციის მიღება- ჩაბარება, რის შემდეგაც მომზადდება ტექნიკური დავალება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.845 - სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეწმანში მდებარე ჯამეზე და მზადდება საბოლოო ანგარიში, რომელსაც უახლოეს დღეებში წარუდგენენ სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ჯერ კიდევ არ დასრულებულა ჯამეს რეაბილიტაცია. 2026 წლის 28 იანვარს გაიცა ახალი სანებართვო მოწმობა, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაციის პროცესი 2026 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. სამინისტრო აღნიშნულის მიზეზად რთულ რელიეფსა და კლიმატურ პირობებს ასახელებს. 846 სახალხო დამცველი მიესალმება ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. წინადადებები 840 სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 220-221. 841 საქართველოს კულტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თებერვლის წერილი №00007501. 842 სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 220-221. 843 საქართველოს კულტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თებერვლის წერილი №00007501. 844 საქართველოს კულტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თებერვლის წერილი №00007501. 845 საქართველოს კულტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თებერვლის წერილი №00007501. 846 საქართველოს კულტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თებერვლის წერილი №00007501. 218 | საქართველოს პარლამენტს: ▪ შევიდეს ცვლილება თავდაცვის კოდექსში და გაუქმდეს თავდაცვის კოდექსის 97-ე მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღმსარებლობის შესახებ ჩანაწერი; ▪ საქართველოს შრომის კოდექსში გაიწეროს ალტერნატიული საკანონმდებლო დათქმა, რომელიც არამართლმადიდებელ მოსახლეობას მათი რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობას მისცემს; ▪ შემუშავდეს რესტიტუციის შესახებ რელიგიური გაერთიანებებისათვის კანონი, რომელიც ჩამორთმეული საბჭოთა ქონების პერიოდში ისტორიული მესაკუთრისათვის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, პასუხისმგებელ უწყებებსა და ვადებს განსაზღვრავს. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: ▪ აღრიცხოს საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობა. საქართველოს კულტურის მინისტრს: ▪ დააჩქაროს რელიგიურ უმცირესობათა რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი. 219 | 14. თანასწორობის უფლება 14.1. შესავალი საანგარიშო წელს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები და სისტემური სირთულეები კვლავ აქტუალური იყო, რაც უკავშირდება როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე პრაქტიკაში გამოვლენილ ტენდენციებსა და თანასწორობის უფლების ეფექტიანი რეალიზების მხრივ არსებულ ხარვეზებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა შრომით ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები, განსაკუთრებით, საჯარო სექტორში, სადაც დასაქმებულთა ნაწილი მიუთითებს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვასა და სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ უარყოფით შედეგებზე. ამასთანავე, კვლავ პრობლემურია მედიის წარმომადგენელთა საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და პრაქტიკული ბარიერები, რაც, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ზღუდავდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფალ განხორციელებას. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, შრომით ურთიერთობებში თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის მიმართულებით არსებული ხარვეზები. პრაქტიკა მიუთითებს, რომ, რიგ შემთხვევებში, ქალები კვლავ აწყდებიან სტრუქტურულ და ინსტიტუციურ ბარიერებს, რაც მათი უფლებების სრულფასოვან რეალიზაციას აფერხებს. ლგბტქი+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავაც გამოწვევად რჩება. ლგბტქი+ პირები ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და ხშირად ხდებიან ძალადობის სამიზნე, ხოლო ტრანსგენდერი ქალების მიმართ განსაკუთრებით მაღალია სიძულვილით მოტივირებული ძალადობის რისკი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით აღსანიშნავია ბარიერები, როგორც ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის, ისე ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით, რაც სისტემური მიდგომების გაუმჯობესებისა და გონივრული მისადაგების პრინციპის ეფექტიანი გამოყენების საჭიროებაზე მიუთითებს. განსაკუთრებით პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის ინიციატივა847, რომლის მოსალოდნელი ზიანის ეფექტიანი პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით სახალხო დამცველი, უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაძლო მექანიზმს გამოიყენებს. ამასთანავე, დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, მათ შორის, საჯარო დისკურსში, რაც ზრდის 847 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის სპეციალური ანგარიში. 220 | სტერეოტიპული დამოკიდებულებების გაძლიერებისა და დისკრიმინაციული ქცევების ნორმალიზების რისკს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ თანასწორობის ეფექტიანი უზრუნველყოფა მოითხოვს კოორდინირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების სისტემურ გაძლიერებას. 14.2. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ახალი სამოქალაქო და პროფკავშირული გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები მიმდინარე წელსაც, სახალხო დამცველი შრომით ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებს ყველაზე ინტენსიურად განიხილავდა. მათ შორის გამოირჩეოდა საჯარო სამსახურებიდან ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გათავისუფლების ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები. ამასთანავე, 2024 წლის დეკემბრიდან, მრავალმა საჯარო მოხელემ თუ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში პოზიციის საჯაროდ დამოხატვისა თუ პეტიციებზე [ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებაზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით] ხელმოწერის გამო – შრომითი ურთიერთობა შეუწყდა. გათავისუფლებულები, შრომითი ურთიერთობის დასრულების საფუძვლად, უმეტესწილად, ხელშეკრულების ვადის გასვლასა და რეორგანიზაციას მიუთითებენ.848 ამ ფაქტებზე სახალხო დამცველმა არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა.849 პრობლემის მასშტაბისა და სისტემურობის შესაფასებლად სახალხო დამცველის აპარატმა პროფკავშირული ორგანიზაციებიდან და რაიონული სასამართლოებიდან (24 სასამართლო) ინფორმაცია გამოითხოვა, რომელთაგან 12-მა დაადასტურა, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა მხრიდან დისკრიმინაციული გათავისუფლების ფაქტებზე სარჩელები არ შესულა.850 6 სარჩელი მიიღეს ქუთაისის, სამტრედიის, 848 საგულისხმოა, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამსახურიდან გათავისუფლებულ 50-მდე პირს დაუკავშირდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქმისწარმოების პროცედურებისა და სახალხო დამცველისთვის მომართვის თაობაზე. საბოლოოდ, 2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო სამსახურებიდან ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან შრომითი ურთიერთობის დასრულების ან/და სხვა უარყოფითი შედეგის დადგომის საკითხზე, სახალხო დამცველის აპარატმა 28 განცხადება მიიღო, რომელიც 41 ადამიანს მიემართება. შენიშვნა: „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახალხო დამცველი აჩერებს საქმისწარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო დავას სასამართლო განიხილავს. მიღებული საქმეების მნიშვნელოვან ნაწილზე წარმოება შეჩერდა. ამასთანავე, მომართვიანობის სიმცირეს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ საჯარო მოსამსახურეთა უმრავლესობამ სამართლებრივი დაცვის მექანიზმად სასამართლო წარმოება აირჩია. 849 განცხადებები იხ. https://bit.ly/4qmT2VU ; https://bit.ly/457jxpH. ხაშურის, თელავის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ხელვაჩაურის, ცაგერის, ახალქალაქის, სენაკის, საჩხერისა და ახალციხის რაიონული და რუსთავისა და გორის საქალაქო სასამართლოები. რუსთავისა და ფოთის საქალაქო სასამართლოებმა ინფორმაცია წარმოადგინეს ზოგადად დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მიღებულ სარჩელებზე. თუმცა, განსხვავებული მოსაზრების გამო საჯარო სამსახურიდან 850 221 | ბოლნისისა და სიღნაღის რაიონულმა სასამართლოებმა, საიდანაც ერთი რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებას, ხოლო სამი — შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას შეეხებოდა. აპარატმა ვერ მიიღო შესაბამისი ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოდან851, რის გამოც სრული სურათის დანახვა ვერ მოხერხდა. პროფკავშირული ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით852, სამართლებრივი დახმარების მისაღებად, მათ, ჯამში, სხვადასხვა საჯარო 853 დაწესებულებაში დასაქმებულმა 268 საჯარო მოსამსახურემ მიმართა. საანგარიშო წელს სახალხო დამცველს არაერთმა პირმა მომართა ორგანიზაციული ცვლილებების საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. ამ საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პირთა მდგომარეობას ეხებოდა, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლების პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების მიმართ, მათ შორის, საჯარო განცხადებებსა და პეტიციებზე ხელმოწერით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა სსიპ პარლამენტის ყოფილ კვლევით ცენტრში დასაქმებული 5 პირის განცხადება, რომლებიც განმარტავდნენ, რომ ცენტრის დირექტორმა, სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, მათზე ფულადი ჯილდო მათი განსხვავებული შეხედულებების გამო არ გასცა.854 სახალხო დამცველმა ხაზგასმით მიუთითა, რომ ვინაიდან, ცენტრმა ფულადი წახალისება გასცა იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც, დირექტორის შეფასებით, თავიანთი ფუნქციები სანიმუშოდ შეასრულეს, იგივე მიდგომა უნდა გავრცელებულიყო ყველა იმ თანამშრომელზე, რომლებმაც ამავე სტანდარტით შესრულებული სამუშაო გასწიეს.855 საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ორი საქმე შეისწავლა856, სადაც განმცხადებლებთან შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლის რეორგანიზაციის ან/და ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით გათავისუფლების ფაქტებზე არ მიუთითებიათ. 851 შენიშვნა: სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნილი მონაცემების დამუშავება დიდ დროსა და სასამართლოს რესურსს საჭიროებდა, რის გამოც ინფორმაციის გაცემაზე უარს აცხადებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 ნოემბრის კორესპონდენცია №11958800. 852 ა(ა)იპ „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ 2025 წლის 15 დეკემბრის წერილი; „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ 2026 წლის 26 იანვრის წერილი №4/01. 853 შენიშვნა: ა(ა)იპ „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ განმარტებით, ყველა საქმე ერთგვაროვანია იმ თვალსაზრისით, რომ სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა ფორმალურად თანამდებობის (შტატის) შემცირებით, რეორგანიზაციით ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლით არის მოტივირებული, თუმცა, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს ან წინ უსწრებს დასაქმებულების მიერ გამოხატული განსხვავებული პოლიტიკური და/ან კრიტიკული სამოქალაქო პოზიცია. ორგანიზაციის განმარტებით, მოცემული ეტაპისთვის, ეს გარემოებები სასამართლოს არ დაუდასტურებია. განმცხადებლებმა ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებას, რომელიც გამოხატავდა მხარდაჭერას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. 855 ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://www.ombudsman.ge/res/docs/2025112116535048676.pdf > [ბოლოს ნანახია: 22.03.2026]. 856 2025 წლის 14 მარტის განცხადება №2500/25 და 2025 წლის 1 ივლისის განცხადება №5936/25. 854 222 | საფუძვლით დასრულდა. ერთ საქმეში სახალხო დამცველმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციით მიმართა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოსაფხვრელად, კერძოდ, განიხილოს განმცხადებელთან შრომითი ურთიერთობის აღდგენის ან სხვა ეკვივალენტური ღონისძიების გატარების შესაძლებლობა და უზრუნველყოს, რომ მომავალში შრომით უფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ეყრდნობოდეს ობიექტურ, არაშერჩევით და პოლიტიკური შეხედულებებისგან თავისუფალ კრიტერიუმებს.857 საყურადღებოა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არსებული საქმეები.858 მათში განმცხადებლების მიმართ დამდგარი შედეგები განსხვავებული ხასიათისაა და მოიცავს შრომით ურთიერთობებზე ზემოქმედების სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, ფუნქციური დატვირთვისა და სამუშაო პირობების შეცვლას, პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდვას, აგრეთვე, შრომითი სტატუსის ფაქტობრივ დაქვეითებას. ამ საქმეებისთვის დამახასიათებელია საერთო კონტექსტი, რომლის თანახმადაც, დასაქმებულები მათ მიმართ გატარებულ არახელსაყრელ ღონისძიებებს დამსაქმებლის საქმიანობის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმას ან სხვადასხვა ფორმით სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობას უკავშირებენ. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი სადავო გადაწყვეტილებების მიღებას ამართლებს ორგანიზაციული საჭიროებებით, სტრუქტურული ცვლილებებით, შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი შიდა აქტებისა და ქცევის წესების დარღვევით, ასევე დაწესებულების ნეიტრალიტეტისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის აუცილებლობით.859 აპარატის მიერ განხილული საქმეების ანალიზი საჯარო სამსახურში გამოხატვის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მიანიშნებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დისკრიმინაციული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის დასრულება, მიუხედავად ფორმალური სამართლებრივი გამართლებისა, არსებითად ეწინააღმდეგება თანასწორობისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიებს, აზიანებს საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტსა და ინსტიტუციურ სანდოობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უარყოფითად აისახება სხვა დასაქმებულთა მზაობაზე, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. რეგისტრაციისას გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ახალი სამოქალაქო და პროფესიული გაერთიანებები. სახალხო დამცველის აპარატს მომართა სამმა საინიციატივო ჯგუფმა, ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://www.ombudsman.ge/res/docs/2026022017242893347.pdf > [ბოლოს ნანახია 22.03.2026]. 858 შენიშვნა: სახალხო დამცველის ინიციატივით დაწყებულ საქმეზე, სასამართლოსთვის მიმართვის გამო, წარმოება ვეღარ გაგრძელდა, დანარჩენ 9 პირთან დაკავშირებული საქმე კი მიმდინარეა, რის გამოც, დისკრიმინაციის არსებობასთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეფასების გაკეთება მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია. 859 ამ საქმეებზე სახალხო დამცველის აპარატში საქმისწარმოება არ დასრულებულა. 857 223 | რომლებიც იურიდიულ პირად რეგისტრაციის პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე მიუთითებდნენ.860 დამფუძნებლები მიიჩნევდნენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მათი კრიტიკული პოზიციებისა და საჯარო აქტივობების გამო, რეგისტრაციის პროცესს განზრახ აჭიანურებდა,861 რაც ერთ ჯერზე გამოსავლენი ხარვეზების ეტაპობრივად დადგენაში, ან 1დღიანი სარეგისტრაციო ვადის862 მრავალჯერად დარღვევაში გამოიხატებოდა. რეგისტრაციის შეფერხების ფაქტები საყურადღებოა გაერთიანებების ფორმირების წინმსწრები და თანმდევი პროცესების, მათი შემადგენლობის და დამფუძნებელი წევრების საჯარო აქტივობების გათვალისწინებით, რომლებშიც კრიტიკული პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეხედულებები თვალსაჩინოდ ვლინდება.863 14.3. მოწყვლადი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევები თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მოწვლადი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, ლგბტქი+ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი 860 „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, ა(ა)იპ „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“, „საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი“. იმის გამო, რომ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი” სასამართლო დავას აწარმოებს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 აგვისტოს №6930/25 წერილი), ხოლო, ა(ა)იპ „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ და „საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი“ იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ, აპარატში განსახილველ ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით, საქმისწარმოება შეჩერდა/შეწყდა. 861„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ და „საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი“ იურიდიულ პირად რეგისტრაციას სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ (B25024577 და B25024004 განცხადებები). ხოლო, „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი“, რომელმაც რეგისტრაცია 2024 წლის 25 დეკემბერს მოითხოვა, არაერთი მცდელობის მიუხედავად (B24165056 და B25021642 განცხადებები), ვერ დარეგისტრირდა, რის გამოც, საინიციატივო ჯგუფის ნაწილმა სასამართლო დავა დაიწყო, ნაწილმა კი, 2025 წლის 16 ივნისს შეძლო, „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ დაერეგისტრირებინა (ს/ნ: 406519833). 862 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება, მუხ. 2, პუნ. „მ“. 863 „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი,” დიდწილად, საჯარო სექტორიდან საანგარიშო წელს გათავისუფლებულ პირებს აერთიანებს. ამასთანავე, დამფუძნებლებმა სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის დღესვე საჯაროდ განაცხადეს, რომ „დღის წესრიგში დააყენებ[დნენ] იმ რეპრესიული აქტის საკითხსაც, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას“, ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://publika.ge/sajaromosamsakhureebi-profesiul-kavshirs-afudzneben/ > ბოლოს ნანახია [18.03.2026]; ა(ა)იპ „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ პროფკავშირულ საქმიანობაში და საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართული პირების გაერთიანებაა, რომელმაც სარეგისტრაციო განცხადების წარდგენამდე 3 დღით ადრე, ერთ-ერთ ამოცანად პირდაპირ დაასახელა პროტესტის მუხტის გაძლიერება, 2025 წლის 18 თებერვლის განცხადება სოციალურ ქსელში, ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://www.facebook.com/forsocialdemocracy/videos/614021861243647 > ბოლოს ნანახია [18.03.2026]; სამოქალაქო პოზიციონირება ვლინდება ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირის აქტივობებშიც, ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://www.facebook.com/share/p/17pyxnHYUq/ https://bit.ly/4oNlGhr > ბოლოს ნანახია [18.03.2026]. 224 | მდგომარეობა კვლავ დაკავშირებულია მნიშვნელოვან გამოწვევებთან. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ ჯგუფების მიმართ გამოვლენილი პრობლემები როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში, ისე სისტემურ დონეზე იჩენს თავს, რაც უარყოფითად აისახება მათი უფლებების ეფექტიან რეალიზაციაზე და მიუთითებს თანმიმდევრული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის საჭიროებაზე. ქალთა თანასწორუფლებიანობის კუთხით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შემთხვევები, როდესაც მარტოხელა დედები სამუშაო გრაფიკის მოდიფიცირებას ითხოვდნენ და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, სამსახურიდან წასვლის არჩევანის წინაშე დგებოდნენ.864 ასევე, საქმე, რომელშიც განმცხადებელი სამსახურიდან იმის გამო გათავისუფლდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დროდადრო, რამდენიმე წუთით წარმოეშობოდა სპეციალური საჭიროება, რის გამოც, იგი ყოველთვის ვერ ახერხებდა ფილიალის ზუსტად დათქმულ დროს გახსნას და ყოველწუთიერად გაყიდვების დარბაზში ყოფნას.865 სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შედეგად, ერთ შემთხვევაში, პრობლემა განმცხადებლის სხვა დაწესებულებაში გადაყვანით აღმოიფხვრა. კიდევ ერთი საქმე კი, მორიგებით დასრულდა.866 მესამე საქმის საფუძველზე, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადება გამოსცა და ოჯახური პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, პირველად დაადგინა მხარდაჭერის 867 განსაკუთრებული ღონისძიებების გატარების ვალდებულება. სექსუალური შევიწროების საქმეების ჭრილში, მნიშვნელოვანი იყო, 2025 წლის 3 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოცემული რეკომენდაცია,868 რომელსაც საფუძვლად დაედო ქალი ადვოკატის განცხადება, რომლის თანახმადაც, იგი საქმის მასალების გაცნობისას, გამომძიებლის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას დაექვემდებარა. სახალხო დამცველმა, შინაგან საქმეთა მინისტრს, სპეციფიკურად სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შემსწავლელი შიდა რეაგირების მექანიზმის შემუშავების რეკომენდაციით მიმართა. საქმის მასალების გაცნობისას, ქალი ადვოკატის მიმართ დამამცირებელი 869 დამოკიდებულების გამოვლენას შეეხებოდა კიდევ ერთი საქმე, რომლის ფარგლებშიც, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების თანახმად, მასაც, არა სამუშაო 864 №2885/25 და №9515/25 საქმეები. 865 საქმე №7740/25. 866 ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://www.ombudsman.ge/geo/190308042016siakhleebi/sakhalkho-damtsvelma- shromiti-urtiertobis-shetsqvetastan-dakavshirebuli-dava-morigebit-daasrula > ბოლოს ნანახია [18.03.2026]. 867 იხ. სახალხო დამცველის 2026 წლის 20 თებერვლის ზოგადი წინადადება, ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2026022017192788067.pdf > ბოლოს ნანახია [18.03.2026]. 868 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 3 ნოემბრის რეკომენდაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://www.ombudsman.ge/res/docs/2025111910382183038.pdf > ბოლოს ნანახია [18.03.2026]. 869 საქმე №8945/2024. განცხადების თანახმად, გამომძიებელმა განმცხადებელს შემდეგი ფრაზებით მიმართა: „გოგონა, ჩვენს [კაცების] საუბარში ნუ ერევი“; „ეჭამა ტორტი, იქნებ დამტკბარიყო“; ასევე, უთხრა, რომ სასიამოვნო გარეგნობის გოგო იყო და სიმკაცრე არ შეშვენოდა. 225 | პროცესის მონაწილე პროფესიონალად, არამედ იერარქიულად დაქვემდებარებულ ქალად აღიქვამდნენ. სახალხო დამცველი ასევე განიხილავს განცხადებას,870 რომლის თანახმადაც, პოლიციის განყოფილებაში, ფაქტობრივად, მეორეულ ვიქტიმიზაციას დაექვემდებარა გაუპატიურების მსხვერპლი ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხსენებულ საქმეებზე რეაგირების ეფექტიანობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია თანაზომიერი და სანდო მტკიცებულებების მოპოვების კუთხით გამოკვეთილმა ხარვეზებმა. პრობლემურია სამსახურებრივი შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტების შედგენის საკითხიც. სამართალდამცავთა მხრიდან სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი მოპყრობის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების ნაკლებობის და ფაქტებთან დაკავშირებით არასათანადო რეაგირების პირობებში, პოლიციელთათვის მინიჭებული მაღალი ინტენსივობის უფლებამოსილებების გათვალისწინებით, იზრდება კიდევ უფრო მძიმე შემთხვევების რისკიც. ამას მოწმობს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაც.871 გასული წლების მსგავსად, ლგბტქი+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. აღნიშნული ჯგუფი ერთ-ერთ მოწყვლად კატეგორიად რჩება. მათი საჭიროებები ხშირად არ არის სათანადოდ ასახული პოლიტიკისა და სამოქმედო დოკუმენტებში872, რაც ართულებს მიზნობრივი და ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვას. კვლავ გამოწვევას აღსანიშნავია გასულ წარმოადგენს წელს ჰომოფობიური/ტრანსოფობიური განხორციელებული საკანონმდებლო განწყობები.873 ცვლილებები874, 870 საქმე №6328/2024. განმცხადებლის თანახმად, სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებმა ფაქტთან დაკავშირებით ქილიკი დაიწყეს და მომხდარში თავად დაზარალებული დაადანაშაულეს. 871 საქმე №8082/2024, განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა მიკროავტობუსში მუხლებზე ჩაკეცილ მდგომარეობაში მგზავრობის გამო, დაჯდომის შესაძლებლობა მოითხოვა, ერთერთმა პოლიციის თანამშრომელმა ფეხებს შორის მიუთითა და დაახლოებით სამჯერ უთხრა - „მოდი, აქ დამიჯექი“. 872 სხვა სოციალური ჯგუფების პარალელურად, ლგბტქი+ პირები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ანალოგიურად, ლგბტქი+ თემი არ არის ნახსენები არც აღნიშნულ სტრატეგიასთან მიმართებით შემუშავებულ 2024–2026 წლების სამოქმედო გეგმაში. 873 იხ. სახალხო დამცველის თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის სპეციალური ანგარიშის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავი. 874 ტერმინოლოგიური ცვლილებები ან არაამომწურავი ჩამონათვალის შემთხვევაში, გენდერის ნიშნის ამოღება, განხორციელდა საქართველოს კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://cutt.ly/NrritcBY> ბოლოს ნანახია [18.03.2026]; საქართველოს კანონში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://bit.ly/49jZhn9> ბოლოს ნანახია [18.03.2026]; იგივე ცვლილებები განხორციელდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“,“ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“,“ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“,“ 226 | რომელითაც ტერმინი „გენდერი“ შეიცვალა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“. ვინაიდან ხშირად ლგბტქი+ პირები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და ხდებიან განსაკუთრებით ძალადობის მაღალია სამიზნე, ხოლო სიძულვილით ტრანსგენდერი მოტივირებული ქალების მიმართ ძალადობის რისკი, მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებების ეფექტისა და შედეგების შეფასება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა შეზღუდული პრევენციის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად დანერგვასთან და კვლავ მქონე გამოწვევად დაკავშირებით პოლიტიკასა პირთა რჩება სახელმწიფოს და აღსრულებაზე. თანასწორუფლებიანობის ბიოფსიქოსოციალური მხრიდან გადადგმული მოდელის ნაბიჯების ეფექტიანობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 9 მარტის №94/ო ბრძანებით დამტკიცდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური (ბფს) მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა. სამინისტროს განმარტებით, საბოლოო მოდელის შერჩევამდე აუცილებელია რეფორმის ალტერნატივების, ასევე მისი სამართლებრივი და საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შეფასება. ამასთან, პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად იგეგმება საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა, დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობით, რაც ხელს შეუწყობს რეფორმის შემდგომ დაგეგმვასა და ეფექტიან განხორციელებას. საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა უახლოეს მომავალში იგეგმება. სახალხო დამცველის აპარატში განსახილველად შემოსული საქმეების ანალიზზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მძიმე მდგომარეობაა ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გამწევი დაწესებულებების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული მომსახურების უზრუნველყოფის მხრივ. კერძოდ, სამედიცინო სერვისებზე წვდომის კუთხით, სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება მიიღო875, რომლებიც მიუთითებს ჯანდაცვის სექტორში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე, რაც არსებითად აფერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიან და თანაბარ წვდომას ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე.876 რიგი გამოწვევებია ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით. არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო „მეწარმეთა შესახებ“,“ „მოხალისეობის შესახებ“,“ „საჯარო სამსახურის შესახებ“,“ „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონებში, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსაში და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, ხელმისაწვდომია ბმულზე:< https://bit.ly/3YBZwDW > ბოლოს ნანახია [18.03.2026]. 875 საქმეები: №8675/25, №8361/25. 876 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის სპეციალური ანგარიში. 227 | ვალდებულებების მიუხედავად, ცხადყოფს877, პრაქტიკა რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები კვლავ აწყდებიან მრავალფეროვან ბარიერებს განათლების მიღების პროცესში. ბარიერები იჩენს თავს როგორც ინდივიდუალური შემთხვევების დონეზე, ისე სისტემურ ჭრილში და მოიცავს სისტემური მისადაგების მიდგომების დაგვიანებულ არადამაკმაყოფილებელ გამოყენებას ან დონეს, გონივრული უგულებელყოფას, ადმინისტრაციული ღონისძიებების ფორმალურ ხასიათსა და ინკლუზიური განათლების პრინციპების არასათანადო ინტეგრაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების ყოველდღიურ პრაქტიკაში. ინკლუზიური განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ყურადღებას ამახვილებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციაც.878 დაბოლოს, შესწავლილმა განხორციელებასთან საქმეებმა879 დაკავშირებული გამოავლინა როგორც ინკლუზიური ინდივიდუალური, ისე განათლების სისტემური ხასიათის ბარიერები, რომლებიც უშუალოდ ზღუდავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების მიღების უფლებას და მათ სრულფასოვან ჩართვას სასწავლო პროცესში.880 ეს საკითხი საჭიროებს მიდგომას, რომელიც არ მოახდენს ინდივიდუალური საჭიროებების სტიგმატიზაციას. აღნიშნული ინკლუზიური განათლების სტანდარტული კომპონენტია და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ან არაპროპორციულ და დაუძლეველ (ფინანსურ) რესურსებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. 14.4. დისკრიმინაციის წახალისება და დისკრიმინაციული პრაქტიკები, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ საანგარიშო პერიოდში დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.881 საქმისწარმოების ფარგლებში გამოვლინდა სიძულვილისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი მიმართვების გამოყენება სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური წარმომავლობის, ასევე, რელიგიური კუთვნილების გამო. პრაქტიკამ ცხადყო, რომ განსაკუთრებული პრობლემაა საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირების, მხრიდან მსგავსი განცხადებების ნორმალიზება, რაც დისკრიმინაციული ქცევების გავრცელების რისკს ზრდის და აძლიერებს 877 საქმეები: განცხადება №8002/25, №10130/25, №7169/2024. 878 ხელმისაწვდომია ბმულზე: < zogadi_ganaTlebis_sistemis_reformis_erovnuli_koncefcia.pdf > [ბოლოს ნანახია: 28.03.2026]. 879 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის სპეციალური ანგარიში. 880 საქმისწარმოების მასალების თანახმად, მოსწავლეებს ეზღუდებათ საგაკვეთილო პროცესში თანაბარი და შეუფერხებელი მონაწილეობა თანატოლებთან ერთად; სტაბილური, პროგნოზირებადი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს არსებობა; ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება საჯარო აქტივობების, მათ შორის, ღია გაკვეთილების ორგანიზებისას. 881 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის სპეციალური ანგარიში. 228 | სტერეოტიპული დამოკიდებულებების გავლენას საზოგადოებრივ აზრზე.882 გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ მედიასივრცეში.883 სექსისტური რიტორიკის გამოყენება პოლიტიკურ და სატელევიზიო სივრცეში ჰომოფობიასთან ბრძოლის საკითხზე სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით884 მიმართა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“. სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი – „გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და მაუწყებლის როლი სიძულვილის ენის პრევენციაში“. ამასთანავე, მედიასაშუალების თანამშრომლები გადამზადნენ სიძულვილის ენის გამოვლენისა და პრევენციის საკითხებზე. აღნიშნულ საქმეში, სახალხო დამცველის გადაწყვეტილების საფუძველზე ტელევიზიის მხრიდან გატარებული ღონისძიებები, დადებითად იქნა შეფასებული. სახალხო დამცველმა ასევე შეისწავლა ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადება885 სოციალურ ქსელში ჰომოფობიური მოსაზრების გავრცელების თაობაზე. სახალხო დამცველმა მოპასუხეს მოუწოდა, სამომავლოდ, თავი შეიკავოს რომელიმე პირის/პირთა ჯგუფის მიმართ ჰომოფობიური ან/და დისკრიმინაციის წამახალისებელი 886 გამონათქვამების გავრცელებისგან. აპარატში წარმოდგენილ მომართვებში განმცხადებლები ასევე უთითებენ სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის/დისკრიმინაციის წახალისების შესაძლო შემთხვევებზე. ასეთ ვითარებაში, სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ადმინისტრაციულ პრაქტიკებს, რომლებიც, მიუხედავად კონკრეტულ საქმეებში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შეუძლებლობისა, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების რისკებს წარმოშობს. საანგარიშო წელსაც აქტუალური იყო, მედიის წარმომადგენელთა საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები. გამოვლინდა ჟურნალისტებისთვის ადმინისტრაციული ბარიერების შექმნის შემთხვევები, როგორც საქართველოს 882 მნიშვნელოვანია, რომ დაუცველი ჯგუფების სიძულვილისა და დისკრიმინაციისგან დაცვა უპირატესია და ემსახურება იმგვარ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც ამართლებს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით. 883 მაგ., სოციალურ ქსელში ქალი პოლიტიკოსის მიმართ დამაკნინებელი და პატივისა და ღირსების უფლების ხელმყოფი გამონათქვამების გავრცელების თაობაზე ინფორმაცია, ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://bit.ly/4aRDe8F> [ბოლოს ნანახია: 24.12.2025]. პოლიტიკოსების დამაკნინებელი და ღირსების შემლახავი კომენტარები აქტივისტი ქალების შესახებ, მაგ., ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://l1nq.com/3imyj92 [ბოლოს ნანახია: 18.12.2025]. 884 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 7 ივლისის ზოგადი წინადადება ხელმისაწვდომია ბმულზე:< https://bit.ly/4qULbPi > [ბოლოს ნანახია: 18.12.2025]. 885 საქმე №7036/25; №7337/25. 886 სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის 17 სექტემბრის №25/7489 კორესპონდენცია. 229 | პარლამენტში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. ამასთანავე, საყურადღებოა, თუ როგორ აისახება საჯარო სივრცეში გავრცელებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები კერძო სუბიექტების საქმიანობაზე, რაც სტერეოტიპებისა და სიძულვილის შემცველ წინასწარ განწყობებს ახალისებს.887 სახალხო დამცველის აპარატში კვლავ შენარჩუნდა მომართვიანობა888 ჟურნალისტებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით. პრობლემურია, რომ აკრედიტაციის წესი არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გათვალისწინების გარანტიებს და უფლების დაცვის პროცედურულ საშუალებებს არ უზრუნველყოფს. გამოწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დონეზეც გამოვლინდა. 2025 წლის 3 ნოემბერს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, შემთხვევის საფუძველზე, როდესაც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს მერიის შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა.889 საქმის შესწავლით დადგინდა, რომ თვითმმართველ ორგანოს მედიასაშუალებების მუნიციპალურ ორგანოში დაშვებისა და საქმიანობის გაშუქების მომწესრიგებელი წინასწარ განსაზღვრული პროცედურა დადგენილი არ ჰქონდა, რაც არაერთგვაროვანი მიდგომის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის თვითნებური ბარიერების შექმნის რისკს ზრდის. ნიშანდობლივია 2025 წლის 10 ივნისს ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „პირველის“ ქალი ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული სექსისტური გამონათქვამები.890 იმის გამო, რომ, მათივე მითითებით, ჟურნალისტები ხელფასს ბიზნესმენისგან იღებენ, სტუმარმა და წამყვანმა ისინი მეძავებად მოიხსენიეს.891 ქვეყანაში მედიის წარმომადგენელთა საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოს გათვალისწინებით, რაც, მათ შორის, ზემოთ განხილული შემთხვევებითაც დასტურდება, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მედიის თვითრეგულირების მექანიზმების დადებით როლს სიძულვილის ენაზე დროული და სათანადო რეაგირების თვალსაზრისით.892 887 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის სპეციალური ანგარიში. 888 №10892/25 განცხადება. 889 საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 3 ნოემბრის ზოგადი წინადადება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025110614572511941.pdf >[ბოლოს ნანახია: 25.03.2026]. 890 ხელმისაწვდომია: https://shortlink.uk/1mGzR [ბოლოს ნანახია: 25.03.2026]. 891 მსგავსი ზეპირი განცხადებები, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების შენარჩუნება-განმტკიცებას და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას იწვევს, სექსიზმის გამოხატულებაა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2019 წლის 27 მარტის CM/Rec(2019)1 რეკომენდაცია, ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://rm.coe.int/168093b26a > ბოლოს ნანახია [18.03.2026]. 892 იქვე, პარა. 42. 230 | 14.5.შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები 2025 წელს კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სავარაუდო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დროული, ეფექტიანი რეაგირება და მსხვერპლზე ორიენტირებული სენსიტიური მიდგომა. აქ იგულისხმება როგორც სათანადო პრევენციული ღონისძიებების სისტემური დაგეგმვა და განხორციელება, ისე - უკვე ჩადენილ ქმედებებზე დანაშაულის მოტივის სათანადო გამოვლენა და სამართლებრივი კვალიფიკაცია, დაზარალებულთა უფლებების სათანადოდ რეალიზება, მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენება.893 საანგარიშო პერიოდში, საქართველოს რაიონულ სასამართლოებში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე 1095 პირის მიმართ 1050 საქმე განიხილეს;894 გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია 895 მსჯავრდებულად არის ცნობილი. 135 პირის მიმართ, ხოლო 817 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს, სავარაუდო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ 1510 დანაშაულებრივ ქმედებაზე დაიწყო გამოძიება. ამავე დროს, პროკურატურის ინფორმაციით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ შემთხვევებზე დაზარალებულად ცნეს 847 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა 827 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო გამოძიება შეწყდა 63 საქმეზე.896 საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც მოქალაქეთა ინდივიდუალური მომართვების საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით, აქტიურ ზედამხედველობას 897 შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს. უწევდა შემთხვევათა ნაწილში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილია ღია, საზოგადოებრივ სივრცეში, რაც ზრდის მსგავს ქმედებათა დემონსტრაციულ ხასიათს და ამძაფრებს საზოგადოებრივ წესრიგზე დამაზიანებელ საზოგადოებაში დადებითი ეფექტს. ეს გარემოება, ასევე ნათლად მიუთითებს სოციალური ნორმების დამკვიდრების საჭიროებაზე. საგულისხმოა, რომ შესწავლილ საქმეებში გამოიკვეთა როგორც ჰომოფობიური, ისე ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი შესაძლო დანაშაულები.898 893დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის სპეციალური ანგარიში. 894 მათ შორის, განაჩენის გამოტანით - 1015 საქმე იქნა განხილული, შეწყდა - 31 საქმე, დაუბრუნდა პროკურატურას - 4 საქმე. 895 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/680/diskriminatsiisnishnit-sheutsqnareblobis-motivit-chadenili-danashaulis-statistika> [ბოლოს ნანახია: 16.03.2026]. 896 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/680/diskriminatsiisnishnit-sheutsqnareblobis-motivit-chadenili-danashaulis-statistika> [ბოლოს ნანახია: 16.03.2026]. 897 დამატებით იხ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის სპეციალური ანგარიში. საქმეთა განხილვის პროცესში განხორციელდა მიმართვები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში. 898 მაგ., 2025 წლის 10 ნოემბერს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქის მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შესახებ, ხელმისაწვდომია 231 | სახალხო დამცველის აპარატში განხილული საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში899 გამოწვევად რჩება გამოძიების პროცესში შეუწყნარებლობის კონკრეტული ნიშნისა და მოტივის დროულად გამოვლენა, ასევე, სავარაუდო დამნაშავე პირების დადგენა და სისხლისსამართლებრივი დევნის გონივრულ ვადაში დაწყება. განმცხადებელთა ნაწილი მიუთითებს, რომ, რიგ შემთხვევებში, გამოძიება ფორმალურად ფოკუსირდება ქმედების ფაქტობრივ მხარეზე, ხოლო შეუწყნარებლობის მოტივს სათანადოდ არ იკვლევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს უფლებათა დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების აქტივობებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 480-მდე პოლიციელმა, ხოლო აკადემიაში სწავლება გაიარა 537 მსმენელმა.900 გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს გაიმართა 6 აქტივობა და გადამზადდა 73 თანამშრომელი.901 წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოვლენა-გამოძიების მიზნით სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარეობს განგრძობადი სასწავლო პროცესი. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სასწავლო აქტივობები იყოს საჭიროებებზე დაფუძნებული და ხელმისაწვდომი ყველა შესაბამისი თანამშრომლისთვის. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: ▪ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიის შემუშავებისას სხვა მოწყვლადი ჯგუფების მსგავსად, გათვალისწინებული იქნას ლგბტქი+ პირების საჭიროებები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: ბმულზე: < https://bit.ly/4jX7Msh > [ბოლოს ნანახია: 24.12.2025]; ასევე, 2025 წლის 19 სექტემბერს, მარნეულში, სავარაუდო ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშნით, არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა. 899 საქმე №10851/25, საქმე №4634/25. 900 2023 წელს გადამზადდა დაახლოებით 1200 თანამშრომელი, ხოლო სამინისტროს აკადემიაში საბაზო მომზადება გაიარა 624 მსმენელმა. 2024 წელს ტრენინგები შეეხებოდა დისკრიმინაციულ დანაშაულებს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას, სექსუალურ დანაშაულებსა და შშმ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას; აღნიშნულ თემებზე გადამზადდა 1300-ზე მეტი თანამშრომელი, სამინისტროს დანაყოფებში გაიმართა 23 სამუშაო შეხვედრა 1375 პოლიციელის მონაწილეობით, ხოლო აკადემიაში სწავლება გაიარა 521 მსმენელმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 21 იანვრის №820/26 კორესპონდენცია. 901 2023 წელს გაიმართა 15 სასწავლო აქტივობა და გადამზადდა 151 თანამშრომელი; ტრენინგები მოიცავდა ქსენოფობიისა და რასიზმის, გენდერული ძალადობისა და ფემიციდის, სიძულვილის ენის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, შშმ პირთა უფლებებისა და მონაცემთა ანალიზის საკითხებს. 2024 წელს ჩატარდა 5 სასწავლო აქტივობა და გადამზადდა 74 თანამშრომელი; საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 20 იანვრის №13/3315 კორესპონდენცია. 232 | ▪ უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა სისტემური გადამზადება შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოვლენისა და გამოძიების, დაზარალებულ და მოწმე პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე, ინსტიტუციური კოორდინაციის საკითხებზე; ▪ შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შემსწავლელი შიდა რეაგირების მექანიზმი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს: ▪ უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური და პრაქტიკული მზაობისათვის ეფექტიანი სპეციალური საგანმანათლებლო ღონისძიებების საჭიროების მქონე განხორციელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების მიღების, მხარდაჭერისა და სრულფასოვანი ჩართულობისთვის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვებისთვის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული, მისაწვდომი, სამედიცინო მომსახურების გაწევის ერთიანი, მკაფიო და წინასწარ განსაზღვრული პროცედურის/პროტოკოლის შემუშავება და დამტკიცება; ▪ აღნიშნული პროცედურის/პროტოკოლის დაუყოვნებლივი დანერგვის მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ინსტრუქციებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება, ჯანდაცვის დაწესებულებებისა ინფორმირება/გადამზადება და სამედიცინო პერსონალის და მის აღსრულებაზე ზედამხედველობა, რათა შემცირდეს დისკრიმინაციული ნიშნით ჯანდაცვის სერვისებზე უარის თქმისა და არასათანადო რეაგირების რისკები; ▪ უზრუნველყოს პროტოკოლის შესრულების მონიტორინგი და პერიოდული შეფასება, არსებული გამოწვევების გამოსავლენად და, საჭიროების შემთხვევაში, მის განსაახლებლად. სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახურს“: ▪ საჯარო და კერძო დასაქმების ადგილებზე განახორციელოს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები დაცვის და მხარდაჭერის განსაკუთრებული ღონისძიებების თაობაზე. მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებს: 233 | ▪ შეიმუშაონ/დახვეწონ შიდა სამართლებრივი აქტები, რომლებიც თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, განჭვრეტადი, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, მოაწესრიგებს მედიის წარმომადგენელთა მოწვევისა და დაშვების საკითხებს, მათ შორის, დანერგავს უკუკავშირისა და გასაჩივრების ეფექტიან მექანიზმებს; ▪ განსაზღვრონ შენობაში მესამე პირთა შესვლის სპეციალური, უფლებრივი სტანდარტების შესაბამისი წესი, რომლითაც განისაზღვრება როდის, ვის მიერ, რა ლეგიტიმური მიზნ(ებ)ით და რა გარემოებების მხედველობაში მიღებით შეიძლება შეიზღუდოს მერიის შენობაში დაინტერესებულ პირთა შესვლა. 234 | 15. გენდერული თანასწორობა შესავალი 15.1. საანგარიშო წელს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გამოწვევებზე მიზნით პოლიტიკის სტრუქტურული სისტემური რეაგირების გაძლიერებისა კუთხით, პროგრესი და არ არსებულ შეინიშნება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ არ შემუშავებულა და დამტკიცებულა რიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტები: ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა ეროვნული სამოქმედო გეგმა, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, სამოქმედო გეგმა. ქალებზე, გარდა ამისა, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, გადაწყვეტილების მიმღებ ეროვნული დონეზე ქალთა წარმომადგენლობის შემცირება მიუთითებს, რომ ქვეყანაში თანასწორობის გზაზე მიღწეული თანმიმდევრულ პროგრესი არამდგრადია და საჭიროებს უფრო და კოორდინირებულ სახელმწიფო პოლიტიკას, რასაც ადასტურებს გენდერული კვოტირების გაუქმების შედეგად ქალთა წარმომადგენლობის კლება მუნიციპალურ დონეზე, რის შედეგადაც ქალთა წილი საკრებულოებში მხოლოდ 16,8%-ით შემოიფარგლება. კვლავ გამოწვევაა ქვეყნისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მათ შორის, ქალთა მკვლელობები. პრობლემურია სამართალდამცავი უწყების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე რისკის სათანადო შეფასება და შესაბამისი რეაგირება. ამასთანავე, კვლავაც არ არსებობს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ერთიანი სტატისტიკური მონაცემები902, რაც შეუძლებელს ხდის ქალებისა და გოგოების მიმართ ჩადენილი ძალადობის მასშტაბების დანახვას. ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქალების რაოდენობა. დაკავებული ქალები მიუთითებენ სამართალდამცავი პირების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, გენდერული ნიშნით სიტყვიერ შეურაცხყოფასა და სექსისტური ფრაზების გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ შესაბამის უწყებებში არ არსებობს სპეციალური ოპერაციული გაიდლაინები, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავდა ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს დაკავების, საგამოძიებო მოქმედებებისა და ფიზიკური ძალის გამოყენებისას. 15.2. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 2025 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველომ, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მაჩვენებლით, 88-ე ადგილიდან 71-ე ადგილზე გადაინაცვლა,903 თუმცა ქვეყანაში ქალთა ჩართულობა როგორც პოლიტიკაში, ისე 902 პასუხისმგებელ უწყებებში არსებული მონაცემების ერთიანი, ინტეგრირებული სისტემა. Global Gender Gap Report 2025, გვ. 193, <https://reports.weforum.org/docs/WEF_GGGR_2025.pdf > [ბოლოს ნანახია 13.03.2026]. 903 235 | ხელმისაწვდომია: გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე კვლავ დაბალია და ეს არაერთი სოციალური და სტრუქტურული ბარიერით არის გამოწვეული. გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითი გავლენა იქონია ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობაზე. 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების შედეგად ქალთა წარმომადგენლობამ საკრებულოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 16.8% შეადგინა, რაც 7.7% -ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.904 კერძოდ, არსებული მონაცემების მიხედვით905, მართალია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა მცირედით გაიზარდა ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში906, ხოლო ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში უცვლელი დარჩა,907 64 მუნიციპალიტეტიდან 53-ში ქალთა წარმომადგენლობა გაუარესდა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ქალი საერთოდ ვერ მოხვდა. მნიშვნელოვნად შემცირდა ქალთა წარმომადგენლობა დიდ ქალაქებშიც, კერძოდ, თბილისში, 2025 წელს, ქალთა წარმომადგენლობა 2021 წელთან შედარებით 58.3%-ით შემცირდა (12-დან 5-მდე შემცირდა), ქუთაისში - 33.3%-ით (12-დან 8-მდე), ბათუმში - 70%-ით (10-დან 3-მდე), თელავში - 33.3%-ით (9-დან 6-მდე), ზუგდიდში 15.3%-ით (13-დან 11-მდე), გორში, ახალციხესა და რუსთავში - 45.45% (11-დან 6-მდე). მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ არამდგრადია და სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმი იყო ის ერთერთი აუცილებელი და რეალური ბერკეტი, რომელიც ნაწილობრივ ამცირებდა სტრუქტურულ უთანასწორობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მექანიზმის ხელახლა შემოღება, როგორც დროებითი, მაგრამ აუცილებელი და ეფექტიანი საშუალება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად. 904 2021 წელს ქალთა წარმომადგენლობა საკრებულოებში 24,5%-ს შეადგენდა. სახალხო დამცველის აპარატმა მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოებში არჩეული ქალი და კაცი დეპუტატების რაოდენობის შესახებ. მოხმობილი სტატისტიკური ინფორმაცია მათგან მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება. 906 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალი დეპუტატების რაოდენობა 14-დან 15-მდე გაიზარდა, დუშეთში 8-დან 11-მდე, ყაზბეგში 3-დან 4-მდე, დედოფლისწყაროში 5-დან 7-მდე, ხულოში 4დან 5-მდე. 907 ქალთა წარმომადგენლობა უცვლელი დარჩა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (5 ქალი დეპუტატი), ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (6 ქალი დეპუტატი), ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (7 ქალი დეპუტატი), ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (8 ქალი დეპუტატი), საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა (10 ქალი დეპუტატი) და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (3). 905 236 | 2025 წლის მონაცემებით, ასევე დაბალია მინისტრების პოზიციაზე ქალების მაჩვენებელი და 25%-ს შეადგენს.908 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს სამინისტროებში (შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე) მაღალია როგორც დასაქმებულ ქალთა რაოდენობა (57.4%), ისე გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე დასაქმებული ქალების მაჩვენებელი (49.7%), თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული ქალების რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება კაცების რაოდენობას (19.2%), ასევე, დაბალია ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული ქალების წილიც (9%).909 საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული შეხვედრების მიხედვით,910 ასევე ცალკეულ შემთხვევაში, კვლავ გამოწვევად გამოიკვეთა ქალების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ქალები ძირითადად მონაწილეობენ სოფლის კრებებში, თუმცა ზოგიერთ სოფელში ისინი ამ პროცესიდან სრულად გამორიცხულები არიან.911 ქალებთან შეხვედრები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ბარიერები დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებთან, რომლებიც ქალებს საშინაო და ზრუნვის არაპროპორციულ პასუხისმგებლობებს აკისრებს და, ამავე დროს, ზღუდავს საჯარო სივრცეში მათ აქტიურ ჩართულობას და საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას.912 ხოლო, ადგილობრივ დონეზე, ქალთა ჩართულობის გასაზრდელად ინიციატივების ნაკლებობა აღრმავებს უთანასწორობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 15.3. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა და შრომითი უფლებები გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის თანახმად, 2025 წელს ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მაჩვენებლით, საქართველო 54-ე ადგილიდან 53-ე ადგილზე დაწინაურდა.913 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რიგი ღონისძიებები.914 მათ 908 ხელმისაწვდომია: https://reports.weforum.org/docs/WEF_GGGR_2025.pdf [ბოლოს ნანახია 13.03.2026]. 909 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი GOV 9 26 00009466 - 24/03/2026. ქალებთან შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში: ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოლაჯური, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი აწყური, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარტიკამი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი გორელოვკა, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ხერთვისი. ქალებთან შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში: დუშეთი, სოფელი ბაზალეთი, დაბა თიანეთი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარიძეები. 911 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში მცხოვრები ქალები აღნიშნავენ, რომ სოფლის კრებებზე ქალების დასწრება მიუღებელია. მათ არც ჩასატარებელი კრების თარიღის შესახებ აქვთ ინფორმაცია. მათი თქმით, როცა კაცები სამუშაოდ სოფლიდან არიან წასულნი, კრებები არ ტარდება. 912 ქალებმა შეხვედრებზე დაუსწრებლობის მიზეზად საშინაო და ზრუნვის საქმეების სიმრავლე დაასახელეს. მათი თქმით, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრ კაცებს უზიარებენ, რომლებიც ამ საკითხებს შეხვედრებზე აჟღერებენ. ქალებმა ასევე მიუთითეს, რომ მათ მიერ წამოჭრილ საკითხებს ხშირად არ ენიჭება სათანადო მნიშვნელობა. ქალების მხრიდან პრობლემებზე საჯაროდ საუბარი, რიგ შემთხვევებში, მეუღლის მხრიდან შენიშვნებსა და მითითებებს იწვევს. 913 ხელმისაწვდომია: https://reports.weforum.org/docs/WEF_GGGR_2025.pdf გვ. 193. [13.03.2026]. 914 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი №19/309; 21/იანვარი/2026 წ. გარკვეულ აქტივობებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობის 910 237 | შორის, აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაღალია ქალი მეწარმეებისთვის დამტკიცებული სესხების რაოდენობა და მოცულობა (63%). ასევე, მეწარმეთა უნარების გაუმჯობესების მიზნით გადამზადებულ პირთა 67%-ს ქალები შეადგენდნენ.915 ქალთა ეკონომიკური აქტივობის ხელშესაწყობად განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალების შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება და მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქალები ნაკლებად არიან დასაქმებულები და მათი ხელფასიც დაბალია თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში. დაბალია ქალების საშუალო ხელფასიც და კაცების საშუალო ხელფასის 68 პროცენტს შეადგენს,916 რაც ქვეყანაში არსებული გენდერული სახელფასო სხვაობის917 მნიშვნელოვან მასშტაბზე მიუთითებს. გენდერული სახელფასო სხვაობა, როგორც წესი, განპირობებულია შრომის ბაზარზე არსებული სტრუქტურული ფაქტორებისა და შესაძლო დისკრიმინაციული პრაქტიკების ერთობლიობით. პრობლემის სისტემურ ხასიათს ადასტურებს სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის 2025 წლის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში არ არის ჩამოყალიბებული თანაბარი ღირებულების მქონე სამუშაოს მკაფიო განმარტება, კერძო სექტორში კი არ მოქმედებს სამუშაოს კლასიფიკაციისა და შეფასების შესაბამისი სისტემები. ამავე დროს, გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირების მიმართულებით გაზომვადი პროგრესი არ შეინიშნება.918 ასევე, მნიშვნელოვანია, ყურადღების გამახვილება ოჯახში დასაქმებულთა სამართლებრივი გარანტიების გაძლიერებაზე, რადგან ოჯახში დასაქმებულები ნაკლებად ან საერთოდ ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რაც შრომის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.919 ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობა განსაკუთრებით რთულია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რასაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართული შეხვედრების მიმართულებით, ასევე ახორციელებენ სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ და სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“. 915 2025 წელს, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა 88 ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა. 916 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ქალი და კაცი საქართველოში, სტატისტიკური პუბლიკაცია 2025, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ruf6i , გვ. 103-111. [ბოლოს ნანახია 13.03.2026]. 917 იქვე, გვ. 140. 918 ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/conclusions-2025-georgia-en/48802a3b60 [ბოლოს ნანახია 13.03.2026]. 919 ოჯახში დასაქმება ქალთა უფლებების საკითხია არა მხოლოდ იმის გამო, რომ რაოდენობრივად ოჯახში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებენ იმ ზრუნვის შრომას, რომელიც ტრადიციულად ქალების მიერ საკუთარ ოჯახებში ანაზღაურების გარეშე სრულდება. „უხილავი ხელები - ოჯახში დასაქმების ფორმალიზაცია“ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) თბილისი, საქართველო; 2024. ხელმისაწვდომია: https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2024-08/policy_document.pdf [ბოლოს ნანახია 13.03.2026]. 238 | შედეგებიც ადასტურებს.920 ადგილობრივ დონეზე ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ძირითადად შემოიფარგლება მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი ფინანსური დახმარებებით, რომლებიც მოკლევადიან ეფექტს იძლევა და ვერ უზრუნველყოფს ქალების მდგრად გაძლიერებას. ამასთანავე, ქალები აღნიშნავენ, რომ მეწარმეობის განვითარების არსებული პროგრამები ხშირად არ არის მორგებული სოფელში მცხოვრები ქალების უნარებსა და შესაძლებლობებზე.921 საერთაშორისო მონაცემები აჩვენებს, რომ ქალები კაცებზე ბევრად მეტ დროს ხარჯავენ საშინაო და ზრუნვის სამუშაოებზე, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა დაბალშემოსავლიან ოჯახებში, სადაც ინფრასტრუქტურისა და სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობა ამ ტვირთს უფრო ამძიმებს.922 განსაკუთრებით რთულ და უთანასწორო მდგომარეობაში არიან იმ რეგიონებში მცხოვრები ქალები, სადაც წყლისა და სხვა საბაზო ინფრასტრუქტურის პრობლემებია.923 ამასთანავე, სოფლად მცხოვრები ქალები კვლავ მიუთითებენ ტრანსპორტზე მისაწვდომობის პრობლემაზე, რაც, თავის მხრივ, 924 მნიშვნელოვნად ზღუდავს განათლებასა და დასაქმებაზე მათ წვდომას. ქალებთან შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში: ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოლაჯური, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი აწყური, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარტიკამი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი გორელოვკა, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ხერთვისი. ქალებთან შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში: დუშეთი, სოფელი ბაზალეთი, დაბა თიანეთი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარიძეები. 921 მაგალითად, პროექტის წერის უნარ-ჩვევების არქონის გამო, ქალები ვერ მონაწილეობენ. 922 ხელმისაწვდომია ბმულზე: https://unstats.un.org/sdgs/report/2025/The-Sustainable-Development-Goals-Report2025.pdf გვ. 19; [ბოლოს ნანახია 13.03.2026]. 923 დაბა თიანეთში ქალებს წყლის ყიდვა, ან დაახლოებით 2 კმ-ის გავლა უწევთ სასმელი წყლის შესაგროვებლად. დაბა თიანეთსა და სოფელ ზარიძეებში შიდა გზები მოუწესრიგებელია. სოფელ ზარიძეებში მცხოვრებმა ქალებმა ასევე მიუთითეს სასმელი წყლის, გარე განათების და სანიაღვრეების მოწყობის საჭიროებაზე. სოფელ ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში წყალი დღეში ორჯერ, შეზღუდული დროით მიეწოდებათ. ზაფხულის პერიოდში, სოფლის მოსახლეობის ნაწილი წყალს სარწყავად იყენებს, რის გამოც წყლის რაოდენობა მცირდება და ყოფილა შემთხვევა, როდესაც 1 კვირა წყალი არ მიეწოდებოდათ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში გზები მოუწესრიგებელია, სანიაღვრეები და სარწყავი წყალი არ არის. სოფელ გორელოვკაში არ აქვთ ბუნებრივი აირი, ასევე დგას სასმელი წყლის პრობლემა, რადგან წყლის ხარისხი არ მოწმდება. სოფელში შიდა გზებიც მოუწესრიგებელია. სოფელ ხერთვისში წყლის პრობლემაა. სოფელს არც ბუნებრივი აირი მიეწოდება, თუმცა ქალების ინფორმაციით, იგეგმება ამ პრობლემის გადაჭრა. სოფელ ხერთვისში ხშირად ითიშება ელექტროენერგია. დამატებით, აღსანიშნავია, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „წყალზე უფლების რეალიზაცია საქართველოში“, სადაც განხილულია არსებული პრობლემები. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2025032416435520860.pdf [ბოლოს ნანახია 13.03.2026]. 920 924 ტრანსპორტის პრობლემებზე ისაუბრეს სოფელ ბაზალეთის, დაბა თიანეთის სოფლებში, მათ შორის, სოფელ ზარიძეებში მცხოვრებმა ქალებმა. ტრანსპორტის პრობლემაზე, ასევე მიუთითეს სამცხეჯავახეთის რეგიონის სოფლებში მცხოვრებმა ქალებმაც, კერძოდ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში მცხოვრებმა ქალებმა. 239 | კვლავ გამოწვევად რჩება კაცების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა. 2025 წელს საქართველოს სამინისტროებში დასაქმებულ არცერთ კაცს არ უსარგებლია ბავშვის მოვლის გამო შვებულებით, ხოლო სხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა მხოლოდ 8 კაცმა ისარგებლა ამ უფლებით.925 ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა კიდევ უფრო ამძაფრებს ეკონომიკურ უთანასწორობას ქალებსა და კაცებს შორის და, ეკონომიკურ სფეროში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. 15.4. ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებული ქალების უფლებები ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქალების რიცხვი. მაგალითისათვის, 2023 წელს ადმინისტრაციული წესით 65 ქალი იყო დაკავებული, 2024 წელს - 92, ხოლო 2025 წელს - 174.926 წლების მიხედვით, ასევე გაზრდილია პატიმარ ქალთა რაოდენობაც: 2023 წელს 342 პატიმარი ქალი, 2024 წელს - 394, ხოლო 2025 წელს - 511.927 შესაბამისად, დაკავებული ქალების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობაც, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში, უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ არსებობს შიდა დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ქალთა, მათ შორის, ორსულ ქალთა, სპეციალური საჭიროებები და მათი გათვალისწინების მნიშვნელობა მათთან საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას ან/და შესაძლო სამართალდარღვევის აღკვეთისას ფიზიკური ძალის გამოყენების პროცესში. ამასთანავე, ზემოაღნიშნულ უწყებებში დასაქმებული პირებისთვის928 ჩატარებული ტრენინგების შინაარსიდან ირკვევა, რომ უწყებებში ქალებთან დაკავშირებული ტრენინგი მხოლოდ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემატიკასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი ტარდება, ქალებისა და ხოლო მათი ბრალდებული ან/და საჭიროებების შესაძლო საკითხები 929 უგულებელყოფილია. 925 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი GOV 9 26 00009466 - 24/03/2026. 926 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 1 25 04335671; 26.12.2025. სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika [13.03.2026]. 928 პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები, პროკურორები, სასამართლოს მანდატურები და სხვ. 929 ინფორმაცია გამოთხოვილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან. 927 240 | აღნიშნული საკითხი პრობლემად გამოვლინდა 2025 წელს დემონსტრაციების დროს დაკავებულ ქალებთან ჩატარებული შეხვედრებისას. სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას, ამ პერიოდში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქალები აღნიშნავდნენ სამართალდამცავი პირების მხრიდან ძალის გადამეტების, გენდერული ნიშნით სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სექსისტური ფრაზების გამოყენების პრობლემაზე, როგორც დაკავების ან/და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, ისე პოლიციის განყოფილებებშიც. ქალებთან გამართული შეხვედრების, სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებისა და მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ქალებისა და კაცებისთვის შხაპის მიღება 3 დღეში ერთხელაა შესაძლებელი. არ არსებობს განსხვავებული მიდგომა ქალების სპეციფიკური 930 საჭიროებების გათვალისწინებით. შხაპის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემა ასევე გამოვლინდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში, 2025 წელს ჩატარებული №5 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგისას, იქ მყოფთა ნაწილს შეზღუდული წვდომა ჰქონდა საშხაპეებზე, რაც ვერ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის დაცვას და ლახავს მათ უფლებებს.931 გარდა ამისა, აღსანიშნავია, გათვალისწინებულია განხორციელებული ქალი შესაძლო რომ იუსტიციის მსჯავრდებულებისა ძალადობის მინისტრის და ნიშნებისა ბრძანებით,932 ბრალდებულების და წარსულში მიმართ გადატანილი ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ძალადობის მსხვერპლების გამოვლენა და შესაბამისი სერვისის დამატებით აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ქალებს ბარიერი ექმნებათ ჰიგიენური საფენების მიწოდების მხრივ. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ჰიგიენური საფენები ექიმის ოთახში ინახება. ისეთ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც ექიმი მუდმივად ადგილზე არაა, იმისათვის, რომ ქალს მიეწოდოს ჰიგიენური საფენი, ექიმის გამოძახებაა საჭირო. ასევე, ქალების თქმით, დამატებითი ბარიერია, თუ ექიმი ან/და ბადრაგი კაცია და მათთან უწევთ კომუნიკაცია ჰიგიენურ საფენებთან დაკავშირებით. 931 სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდგომი ანგარიში, გვ. 18; ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/yB3M4 ასევე სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებისა და მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ქალებისა და კაცებისთვის შხაპის მიღება 3 დღეში ერთხელაა შესაძლებელი. არ არსებობს განსხვავებული მიდგომა იმ ქალებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჰიგიენის დაცვა. დამატებით, ზოგიერთ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ქალებს ბარიერი ექმნებათ ჰიგიენური საფენების მიწოდების კუთხითაც (იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც ექიმი მუდმივად არ იმყოფება ადგილზე, ქალისთვის ჰიგიენური საფენის მისაწოდებლად,, ექიმის გამოძახებაა საჭირო). 932 საქართველოს იუსტიციის მინისტრის „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №381-ის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 930 241 | შეთავაზება მხოლოდ მსჯავრდებული ქალების შემთხვევაში ხდება.933 ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით პრობლემურია პატიმრობაშეფარდებული ბრალდებული ქალების შემთხვევაში, რომლებსაც მათი სტატუსის გამო ზემოაღნიშნულ სერვისზე წვდომა ეზღუდებათ. დამატებით, მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად აფერხებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დროულ რეაგირებასა და დაზარალებულთა რეაბილიტაციას. ამასთანავე, აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება გაეროს წესებს ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ (ბანგკოკის წესები).934 წინამდებარე თავში განხილული საკითხები ცხადყოფს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისა და ქალების პენიტენციურ დაწესებულებაში/დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსების პროცესში ნაკლებადაა გათვალისწინებული ქალების საჭიროებები, რაც მათ უფლებებს ლახავს და საერთაშორისოდ აღიარებული უფლებებით სარგებლობას უზღუდავს. 15.5. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2025 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ პირველ №1325 რეზოლუციას „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, 25 წელი შეუსრულდა. 935 რეზოლუციის შემდეგ, ცხრა დამატებითი რეზოლუცია მიიღეს, პირველი რომლითაც ყურადღება გამახვილდა ქალებისა და გოგოების არა მხოლოდ მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართვასა და მონაწილეობაზე, არამედ მათ დაცვასა და გაძლიერებაზე. დამატებით, 2025 წელს, პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის მიღებიდან 30 წელი აღინიშნა. დოკუმენტი ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები ქალთა თანაბარი შესაძლებლობების ხელშესაწყობად და აღიარონ ქალების მონაწილეობა მშვიდობის მშენებლობის პროცესებში.936 გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების მიზნით, საქართველომ არაერთი ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც აღიარა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვისა და მათი როლის მნიშვნელობა. სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახალხო დამცველის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდგომი ანგარიში, 2025 წელი, გვ. 10, გვ. 25; ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2025122519501698212.pdf [ბოლოს ნანახია 24.03.2026]. 934 მე-7 წესის მიხედვით, თუ გამოვლინდება, რომ პატიმრობამდე ან პატიმრობის დროს, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ან სხვა სახის ძალადობას, ქალ პატიმარს უნდა ეცნობოს მისი უფლებების შესახებ, რათა მან დახმარებისათვის სასამართლო ორგანოებს მიმართოს. ქალი პატიმარი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული შესაბამისი პროცედურებისა და ეტაპების შესახებ. თუ პატიმარი ქალი თანახმაა სამართლებრივი ქმედების დასაწყებად, ეს უნდა ეცნობოს შესაბამის პერსონალს, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა გადაამისამართოს საქმე კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოსკენ. ციხის ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს ასეთ ქალებს მიიღონ იურიდიული დახმარება. 935 ხელმისაწვდომია https://www.peacewomen.org/why-WPS/solutions/resolutions [ბოლოს ნანახია 13.03.2026]. 936 ხელმისაწვდომია https://www.un.org/womenwatch/daw/beijing/pdf/BDPfA%20E.pdf [13.03.2026]. 933 242 | ერთად, წლების განმავლობაში მუშაობდნენ მშვიდობის მშენებლობისა და უსაფრთხოების პროცესებში ქალების მონაწილეობის გაზრდასა თუ დაცვაზე. 2024 წელს დასრულდა რიგით მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, მოქმედების ვადა, თუმცა 2025 წელს მომდევნო გეგმა არ შემუშავებულა და დამტკიცებულა.937 მნიშვნელოვანია, დროულად წარიმართოს სამუშაო პროცესები, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული სამოქმედო გეგმის დროულად შესამუშავებლად და დასამტკიცებლად, რითაც სახელმწიფო კიდევ ერთხელ მიუთითებს მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში, ინსტიტუციურ დონეზე ქალთა მონაწილეობის მიმართულებით, წლების განმავლობაში, შესამჩნევი იყო პროგრესი სეგრეგირებული მონაცემების წარმოებისა თუ უწყებებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად სხვადასხვა დოკუმენტის შემუშავების თვალსაზრისით. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების რაოდენობა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.938 უწყებებში გრძელდება თანამშრომლების გადამზადება. თავდაცვის სამინისტროში გაიზარდა გენდერის მრჩევლების რაოდენობა, რაც ცალსახად მისასალმებელია.939 თუმცა სამხედრო ატაშეს ქალი კანდიდატები კვლავ არ გადამზადებულან. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების შეხვედრებზე ქალების რაოდენობა 8%-დან 25%მდე მერყეობდა,940 რაც, გასულ წელთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებისა და IPRM-ის ფარგლებში, აქტიურად აყენებს ყველა იმ საკითხს, რაც უკავშირდება კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემატიკას, თუმცა სამშვიდობო პროცესებში ქალების მიერ დასახელებული საკითხების გადაწყვეტის სტატისტიკის წარმოებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველისთვის კვლავ უცნობია. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი GOV 4 26 00001973; 23.01.2026. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვის მომდევნო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად საჭირო პროცესების კოორდინაცია და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მუშაობის გაგრძელება შესაბამისი უწყებების, მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით. ხოლო გეგმის სტრუქტურა, ფორმატი და რაოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებებისა და ანალიზის შესაბამისად. 937 938 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 9%, ხოლო თავდაცვის სამინისტროში 34.1%. 939თავდაცვის სამინისტროს წერილი MOD 7 26 00115503; 30.01.2026. თავდაცვის ძალებში მსახურობს 65 სერტიფიცირებული გენდერული მრჩეველი სამხედრო მოსამსახურე. 940 საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი №01/1866; 23.01.2026. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდში დელეგაციის 12 წევრს შორის 3 ქალი (25%) იყო; 64-ე რაუნდში - დელეგაციის 12 წევრს შორის 2 ქალი (17%) იყო; 65-ე რაუნდში - დელეგაციის 12 წევრს შორის 1 ქალი (8%) იყო. უწყებათშორის დელეგაციაში მონაწილე ქალების ოდენობა უშუალოდ არის დამოკიდებული ამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების დანიშვნის პრაქტიკაზე. შესაბამისად, საანგარიშო წელს ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების რაოდენობა შემცირებულია. 243 | მოწოდებული ინფორმაციით, საკითხების გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტა დაკავშირებულია უშუალოდ მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგების დასრულებასთან და კონფლიქტის 941 მიღწევასთან. მშვიდობიანი მოგვარების პროცესში არსებითი პროგრესის ასევე, აღსანიშნია, რომ უსაფრთხოების პროცესებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა მონაწილეობის დაბალი დონე კვლავ გამოწვევად რჩება. ძალადობის პრევენციის კუთხით, იურიდიული დახმარების სამსახური, საანგარიშო პერიოდში შეხვედრებს მართავდა ცნობიერების ამაღლების მიზნით.942 ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში 943 მექანიზმებზე, ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლთა დაცვის სხვადასხვა უწყების მონაწილეობით, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.944 ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების საგანმანათლებლო დაფინანსება დაწესებულებებში გრძელდება, ჩარიცხული თუმცა კონფლიქტის პროფესიულ შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების სოციალური სტიპენდიის მექანიზმის დანერგვა/პილოტირება 2025 წელს არ მომხდარა.945 აღსანიშნავია, რომ ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით, სააგენტოს 10 პროექტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან, 50 ქალი ჩაერთო. 2025 წლიდან პროგრამის, „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“, ტრენინგ კურსის მონაწილე გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს, ეკონომიკური აქტივობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიღებასთან ერთად, შესაძლებლობა გაუჩნდათ ჩართულიყვნენ პროგრამის თანმდევ მცირე სამეწარმეო გრანტების კონკურსში. შედეგად, გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ 28 ქალს გადაეცა მცირე გრანტები. „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში საგრანტო კონკურსში 37 ქალი გახდა გამარჯვებული.946 ამასთანავე, პროექტებზე გაცემული თანხმობებიდან, პროექტების 50% მოიცავდა ქალთა საკითხებს, ან წარდგენილი იყო ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ. 941 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წერილი GOV N61; 15.01.2026. 942იურიდიული დახმარების სამსახურის წერილი LA 7 26 00000602; 12.01.2026. შეხვედრებს დაესწრო 186 ადამიანი, აქედან 102 ქალი და 84 კაცი. 943 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 4 26 00668885; 25.02.2026. შიდა ქართლის რეგიონში 100-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს მიეწოდა ინფორმაცია შემაკავებელი ორდერის, მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის გამოყენების მექანიზმებზე. 944 სოფელ მეჯვრისხევში, ყარაფილასა და კოდაში (მონაწილეობა მიიღო 83 ადგილობრივმა მოსახლემ, მათ შორის 63 ქალმა). 945განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილი MES 9 26 0000042622; 20.01.2026, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს წერილი MES 3 26 0000026084; 15.01.2026. 946 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წერილი GOV N61; 15.01.2026. 244 | „პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 წლებში, დაფინანსებულია 238 იძულებით გადაადგილებული ქალი. მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა,947 მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის შესახებ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდეს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში. 2025 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიმართა 1,490-მა პირმა, მათ შორის, 821 ქალმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან სამედიცინო დახმარების შუამდგომლობის თაობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი წლების განმავლობაში გასცემდა რეკომენდაციას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ფსიქოლოგის სერვისის მისაწვდომობასთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს, პირველადი ჯანდაცვის სექტორის გასაძლიერებლად, მიმდინარეობდა სამუშაოები სოფლის ექიმებში ფსიქიკური ჯანმრთელობის თაობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით. თუმცა ფსიქოლოგის მომსახურება კვლავ პრობლემად რჩება როგორც დევნილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. 15.6. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები საქართველოს სახალხო დამცველი, ჯანმრთელობის სახელმწიფო ზრუნვისა ფსიქოლოგიური და წლებია, პროგრამაში გასცემს რეკომენდაციას მშობიარობის მხარდაჭერის შემდგომი კომპონენტის დედათა სამედიცინო ინტეგრირებასთან დაკავშირებით. მისასალმებელია, რომ ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტს დაემატა სამედიცინო ზრუნვის ფარგლებში მშობიარობის შემდგომ მე-9 ვიზიტი,948 თუმცა კვლავ არ არსებობს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის შესაძლებლობა. „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, სამედიცინო სერვისის დაფინანსების შესახებ 13 კვირაზე მეტის ხნის 10-მა ორსულმა მიმართა, რომლიდანაც 6 შემთხვევა დაფინანსდა.949 947სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წერილი IDP 4 26 00017032 (9.01.2026). პროგრამის ფარგლებში 2024-2025 წლებში რეგისტრირებულია 1643 დაბრუნებული მიგრანტი ქალი, რომელთაგან 526-მა შეიტანა განაცხადი სოციალური ინიციატივების დაფინანსების კომპონენტზე, მათგან გამარჯვებულად გამოვლინდა 160 (ჯამში გამარჯვებულია 327 მიგრანტი ქალი და კაცი ერთად). 948 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი MOH 9 26 00226551 (20.02.2026) „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №655 დადგენილების „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის, „ანტენატალური მეთვალყურეობის“, კომპონენტის მე9 ვიზიტის (საჭიროებისამებრ, პოსტნატალური ვიზიტი - მშობიარობიდან 0-2 კვირის ვადაზე) ფარგლებში, თბილისის მასშტაბით დარეგისტრირებულია 705, იმერეთში - 105 და აჭარაში - 91 ბენეფიციარი. 949 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული წესის მიხედვით, არ იყო გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების მისაღებად მე-13 კვირის 245 | დადებითად აღსანიშნავია საშვილოსნოს კიბოს პრევენციის მიზნით პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფის გაფართოება950 და ცნობიერების ამაღლების შეხვედრები.951 ამასთანავე, მისასალმებელია სკრინინგ აქციები, რაც თავისთავად ზრდის მოსახლეობის ცნობიერებასა და მისაწვდომობას. საანგარიშო პერიოდში ამ აქციების ფარგლებში გამოკვლეულ იქნა სხვადასხვა დაავადება.952 საანგარიშო წელს ასევე შეიქმნა ორსულთა ელექტრონული წიგნისა და მშობელთა სკოლის სასწავლო მოდულები, რომლებიც მიზნად ისახავს რეპროდუქციული ასაკის ქალების ინფორმირებულობის ამაღლებას და მათ აქტიურ მონაწილეობას ორსულობის, 953 მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ყველა ეტაპზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანების მიხედვით,954 დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ქვეყანაში მყოფი ორსული/მშობიარე მოქმედი კლინიკური და მეძუძური პრაქტიკის ქალი ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად, ამ ბრძანებაში არაა გათვალისწინებული პატიმარი ორსული/მშობიარე ქალის 955 სპეციფიკური საჭიროებები. ეს საკითხი პრაქტიკაში გარკვეულ პრობლემებს ქმნის, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ ორსულ ქალებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს შეზღუდული აქვთ ჯანმრთელობის დაცვის უფლებით შემდეგ მიმართვის საგამონაკლისო შესაძლებლობა. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესასრულებლად, გამონაკლისი შემთხვევები განიხილება და დამატებით შესაძლებელია დაფინანსდეს „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ. 950 ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლამდე. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №655 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ. 951 საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, სკრინინგის, პაპილომავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხების, სიახლეების და გამოწვევების განხილვის მიზნით ჩატარდა კონფერენცია, დაიბეჭდა და გავრცელდა რეგიონებში საინფორმაციო ბროშურები, ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი MOH 3 26 00128716; 02.02.2026. 952 2025 წელს სკრინინგ კომბინირებული 72 აქცია ჩატარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წერილი NCDC 1 26 00061851; 21.01.2026. 953 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი MOH 5 26 00198667; 16.02.2026. მოდული შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, ექიმ სპეციალისტებისა და მეან-გინეკოლოგების ჩართულობით. 954 პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი. 955 დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში ორსულობის დადასტურება ორსულობის ტესტითა და ექოსკოპიით ხდება. ერთ-ერთი ორსული პატიმრის სამედიცინო ბარათის შემოწმებისას დადგინდა, რომ ორსულობის ტესტით დადასტურების შემდეგ, ორსულობის ექოსკოპიურად დასადასტურებლად ქალი სამოქალაქო კლინიკაში 3 კვირის დაგვიანებით გადაიყვანეს, რამაც ხელი შეუშალა როგორც მისთვის სპეციალური კვების დროულ შეთავაზებას, ასევე დედათა და ბავშვთა ნაწილში მის გადაყვანას. 246 | დამოუკიდებლად და სრულფასოვნად სარგებლობა.956 დროული და ადეკვატური სერვისის მიღება კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ორსული ქალის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობისათვის. მნიშვნელოვანია, დაწესებულებაში არსებული სერვისები მოერგოს და პასუხობდეს მათ სპეციფიკურ საჭიროებებს.957 ამასთანავე, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში არ არსებობს ერთიანი მიდგომა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დაწესებულების ბენეფიციარი მათ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სურვილით მიმართავს.958 15.7. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის, აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით, მდგომარეობა, სამწუხაროდ არ გაუმჯობესებულა და გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაზარალებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ამის საპასუხოდ, ქვეყანაში არ დამტკიცებულა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სრულყოფილად კვლავ არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და გაუპატიურების დეფინიცია არ მოიცავს თავისუფალი თანხმობის კომპონენტს. კანონმდებლობის არარსებობის გამო, კვლავ არაა შესაძლებელი დაზარალებულის დისტანციური დაკითხვა ან/და ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან დროებით გაყვანა. სტამბოლის კონვენციისგან განსხვავებით,959 სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ადევნება კი, სრულად არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და ქმედების ადევნებად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი კომპონენტია დაზარალებულის მიერ ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ცვლილება. შეზღუდული აქვთ ექიმთან ვიზიტების დაგეგმვისა და შესაბამისი კვლევების/მანიპულაციების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა. 957 ბანგკოკის მე-10 წესის მიხედვით, ქალი პატიმრებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს გენდერულად სპეციფიკური ჯანდაცვის, როგორც მინიმუმ იმ საზოგადოებაში არსებული ჯანდაცვის ტოლფასი, მომსახურება. 958 მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციით, დაწესებულებაში არ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, საჭიროების შემთხვევაში არ არის გაწერილი კონკრეტული ღონისძიებები. აღსანიშნავია სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ორსული არასრულწლოვნის შემთხვევა, რომელსაც სურდა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, თუმცა საქმეზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმ საგამონაკლისო შემთხვევების შესახებ (2014 წლის 7 ოქტომბრის მინისტრის ბრძანება №01-74/ნ, დანართი N5.), რომელიც არასრულწლოვანს 12-დან 20 კვირამდე ვადაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის უფლებას აძლევს. 959 დებულება აწესებს მსხვერპლის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლისა ან ამის რეალური საჭიროების არსებობის მოთხოვნას, ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირდეს მოძალადის ქცევაზე. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მტკიცების ტვირთის გადატანა მსხვერპლზე იმის დასადასტურებლად, რომ მას ადევნების შედეგად მოუწია ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა. GREVIO-ს საბაზისო შეფასების ანგარიში - საქართველო, პუნქტი 241. 956 247 | გამოწვევები იკვეთება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ციფრული განზომილების960 განმარტებისა და სტატისტიკის შეგროვების კუთხით. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ციფრული ძალადობის ზუსტი განმარტება. შესაბამისად, პასუხისმგებელ უწყებებში არ გროვდება მსგავსი დანაშაულების შესახებ ზუსტი სტატისტიკა, რაც დანაშაულის რეალური მასშტაბების გაზომვასა და მისი თავიდან არიდების და აღკვეთის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს. წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი.961 აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს საანგარიშო წელს არ გადაუდგამს ნაბიჯები ამ წესის დასახვეწად და მასში შესაბამისი ცვლილებების შესატანად.962 დამატებით, სახალხო დამცველის მიერ თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მონიტორინგის დროს გამოიკვეთა, რომ თავშესაფარში მყოფ ბენეფიციარებს არ აქვთ ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის შესახებ.963 მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტის (ეროვნული რეფერალური მექანიზმი)964 მიხედვით, პასუხისმგებელ უწყებებს სპეციალური ოპერაციული პროცედურების შესამუშავებლად ვადა 2024 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდათ, უწყებების უმრავლესობას965 ეს დოკუმენტი არ შეუმუშავებია, რაც, თავის მხრივ, დააბრკოლებს უწყების რეაგირების არ არსებობს ციფრული ძალადობის განმარტება, რომელიც შეთანხმებულია მსოფლიოს მასშტაბით. ამის გამო UNFPA-მ არსებული განმარტებების შეჯერებით ჩამოაყალიბა ერთიანი ვერსია და დამკვიდრდა როგორც: „ერთი ან მეტი პირის მიერ ჩადენილი გენდერული ძალადობა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებული, ხელშეწყობილი, დამძიმებული ან გაღრმავებულია საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ან სოციალური/ციფრული მედიის გამოყენებით ადამიანის მიმართ, გენდერული ნიშნით“. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/3lz5k [13.03.2026]. 961 პრაქტიკაში პრობლემად გამოიკვეთა კომპენსაციის გაცემის სპეციალური რეგულაციების არარსებობა მოძალადის გარდაცვალების ან შეურაცხადობის შემთხვევაში. ამ პროცედურების არარსებობა ცალკეულ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის მსხვერპლთა მიერ სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღებას. 962 მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს აღნიშნულ წესში ცვლილებების შეტანის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და სახალხო დამცველმა მუშაობის ფარგლებში თავისი პოზიციები წარმოადგინა, 2025 წელს სამუშაო ჯგუფის შეხვედრები აღარ ჩატარებულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი MOH 7 26 00250345; 26.02.2026. 963 მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარში ძირითადად ისეთი ბენეფიციარები ხვდებიან, რომლებსაც ან საერთოდ არ მიუმართავთ სამართალდამცავი უწყებისთვის, ან მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს (ან მხოლოდ შემაკავებელი/დამცავი ორდერია გამოცემული), მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ. 964 თავის მხრივ, აღნიშნული დოკუმენტის ზოგადი ხასიათი ვერ უზრუნველყოფს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისათვის სახელმწიფო უწყებების მიერ გადასადგმელ კოორდინირებულ მოქმედებას. 965 საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს. 960 248 | ეფექტიანობას, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მათ ურთიერთთანამშრომლობასაც. ოჯახში ძალადობის/ოჯახური დანაშაულების სტატისტიკა 4585 5003 5286 დევნის დაწყება 7097 7723 8142 გამოძიების დაწყება 8138 8744 8734 შემაკავებელი ორდერი 74 77 95 დამცავი ორდერი 2025 2024 2023 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სტატისტიკის სრულყოფილი ანალიზისა და, შესაბამისად, ადეკვატური და დანაშაულის შესაბამისი რეაგირების დაგეგმვის შესაძლებლობას ამცირებს მონაცემთა შეგროვების ინტეგრირებული სისტემისა და ერთიანი მეთოდოლოგიის არარსებობა.966 ამასთანავე, შემცირებულია ოჯახში ძალადობის/ოჯახური დანაშაულების ყველა მაჩვენებელი. ასევე, დაბალია როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ზედამხედველობის ძალადობის მაჩვენებელი შემთხვევებზე (37 დაწესებული 967 შემთხვევა), ისე ამავე ელექტრონული დანაშაულის დაზარალებულებისთვის გაცემული კომპენსაციების რიცხვი (ძალადობის 5 შემთხვევაზე კომპენსაცია მიიღო 6-მა პირმა).968 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი პირების რეაგირება კვლავ ხარვეზიანია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გაცემული ზოგადი წინადადების მიუხედავად,969 2025 წელს ისევ გამოვლინდა შემთხვევები, სადაც პოლიციელები კანონის არასწორი განმარტების გამო ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რისკის 966 მონაცემებს აგროვებს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და სხვა ინსტიტუტები, თუმცა ვერ ხერხდება მათი ცენტრალიზება. 967 ელექტრონული ზედამხედველობა დაიწყო 42 პირის მიმართ, საიდანაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი დამტკიცდა 37 შემთხვევაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 4 26 00675012; 26.02.2026. 968 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი MOH 7 26 00250345; 26.02.2026. 969 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, პოლიციელებს მიეცეთ მითითება შემაკავებელი ორდერის გამოცემის ორი სხვადასხვა საფუძვლის გამოყენების თაობაზე. 249 | შეფასებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარს ამბობენ. დამატებით, ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი პირები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყარებლობის ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფაქტებს ურეაგირებოდ ტოვებდნენ ან/და 970 რეაგირებდნენ. დაგვიანებით, განმეორებითი ძალადობის ფაქტის შემდეგ, დამატებით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მონიტორინგისას, თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის თანამშრომლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ პოლიციელების ბენეფიციარებთან სხვადასხვა კომუნიკაციის რეგიონში მომუშავე გამოცდილებასა971 ცუდ და თავშესაფრის სერვისის შესახებ ცოდნის ნაკლებობაზე. ოჯახის და არაოჯახის წევრის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის დაზარალებული ქალები 7 139 11.139 0 0 19 2 7 138 11.138 8 1 2 12 13 4 137 18 11.1 137 16 18 15 32 2025 2024 51 2023 საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ შემცირებულია ოჯახის და არაოჯახის წევრის მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე ქალების დაზარალებულად პრობლემად გამოვლინდა ცნობის მაჩვენებელი.972 ქალის მიმართ 2025 შესაძლო წელს განსაკუთრებულ გაუპატიურების საქმეზე 970 ამ საკითხზე 2025 წლის 21 ოქტომბერს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს რეკომენდაციით მიმართა - კიდევ ერთხელ შეესწავლათ დოკუმენტში მითითებული საქმეები და შესაბამისი საფუძვლების გამოკვეთის შემთხვევაში გამოძიება დაეწყოთ სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტებზე (საქმეები: №2802/25; №5203/25). 971 როგორც თავად აღნიშნეს, პოლიციელები ხშირად იმის საპირისპირო, არასწორ ინფორმაციას აწვდიან ბენეფიციარს, რასაც მანამდე თავად უხსნიდნენ. რაც, თავის მხრივ, ართულებს ბენეფიციარებთან მუშაობას. ასევე აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარები მარტოები მიდიან სამართალდამცავ ორგანოში, პოლიციელები მათთან კომუნიკაციის ცუდ ფორმას იყენებენ, განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როცა ბენეფიციარი თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის იურისტთან ერთად მიდის ხოლმე. 972 აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სეგრეგირებულად არ აწარმოებს სრულწლოვანი ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს. შესაბამისად, დაზარალებულად ცნობის მაჩვენებლის გამოძიების დაწყების მაჩვენებელთან შედარება შეუძლებელია. 250 | სისხლისსამართლებრივი დევნის არასწორი მუხლით დაწყება,973 ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ქალის მიმართ შესაძლო გაუპატიურების საქმეზე პოლიციის თანამშრომლების შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტის არაჯეროვანი შესწავლა. აღნიშნული პრობლემები ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებრივი მდგომარეობის აღდგენას.974 საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს 12 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 10 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან 9 ოჯახის წევრმა ჩაიდინა.975 2025 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოძალადის მიერ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ, დამცავი ორდერის პირობებში, ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტი,976 რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სრულყოფილი შესწავლის, რისკების სწორი შეფასების, მოძალადისთვის ადეკვატური სასჯელის დანიშვნისა და ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის სპეციალური პროგრამების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების რაოდენობა არ აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც 10 000 სულ მოსახლეზე 1 ოჯახის ადგილი უნდა იყოს. ხოლო კრიზისული ცენტრების შემთხვევაში - 200 000 სულ მოსახლეზე მისაწვდომი უნდა თავშესაფრისა და იყოს ერთი კრიზისული ასეთი დაწესებულება.977 ცენტრების გახსნის ბოლო მიუხედავად, წლებში ახალი პრობლემურია ზემოხსენებული სერვისის გეოგრაფიული დაფარვა, რაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაზარალებულებს სერვისზე წვდომის დამატებით ბარიერს უქმნის. სახალხო დამცველმა პრობლემად გამოკვეთა თავშესაფრების/კრიზისული ცენტრების თანამშრომლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების თანამშრომლობის საკითხი, რაც 2025 წლის 28 ივლისს აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა (№25/5906). 974 საქმე №5537/25; 5647/25. 975 დეტალური ინფორმაცია იხ. სიცოცხლის უფლების თავში. 976 აღსანიშნავია, რომ მოძალადეს 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შედეგად სასჯელი 1/6-ით შეუმცირდა. ხოლო სასჯელის 1/3-ის მოხდის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ პატიმრობა უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეეცვალა. აღნიშნულ საქმეში გამოვლენილი ხარვეზებისა და ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის საქმეების ანალიზის შესახებ ინფორმაცია იხ. ფემიციდის ქვეთავში. 977 საქსტატის მონაცემებით ვიანგარიშებთ, რომ საქართველოს, დაახლოებით, 18 კრიზისული ცენტრი და 365 ოჯახის ადგილი უნდა ჰქონდეს თავშესაფრებში. 2024 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3’694’600 ადამიანს, ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba [13.03.2026]. 973 251 | მნიშვნელოვნად აფერხებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის დაზარალებულების რეაბილიტაციასა და გაძლიერებას.978 ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ხაზგასასმელია საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და სერვისების მიწოდების კუთხით. ამის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა - ასეთი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხის განხილვისას, მხედველობაში მიეღო დოკუმენტში ასახული სტანდარტები.979 15.8. ბავშვობის ასაკში ქორწინება ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით,980 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა.981 სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025 წელს გადადგმულა.982 978 მონიტორინგისას დადგინდა, რომ სერვისის გაცემის ან/და შემთხვევის გადამისამართების პროცესში არ/ნაკლებად თანამშრომლობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან. იმის გათვალისწინებით, რომ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ერთ-ერთი ფუნქცია დაზარალებულისთვის იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში დახმარებაა, ხოლო თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი სწორედ ზემოაღნიშნულ სერვისს გასცემს, დაზარალებულთა დახმარებისა და მათი გაძლიერებისთვის ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 979 ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/pEUs7 [13.03.2026]. 980 სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წერილი NHA 1 26 00017161; 09.01.2026. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 427 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა. 981 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი №01/11119 21.01.2026. არასრულწლოვანი დედა - 268, არასრულწლოვანი მამა - 5, არასრულწლოვანი დედა და მამა - 7. 2024 წელს იგივე მონაცემი შემდეგნაირად გამოიყურება - არასრულწლოვანი დედა - 347, არასრულწლოვანი დედა და მამა - 7, არასრულწლოვანი მამა - 11. 982 საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში გასცა რეკომენდაცია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანით, კრიმინალიზებული გახდეს არასრულწლოვანის ნიშნობა“, თუმცა რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებიათ. 252 | ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამართალდამცავი უწყების მიერ ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეთა განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.983 არასრულწლოვანთა ქორწინების იძულების დასადგენად (ან გამოსარიცხად) საჭიროა სრულფასოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, არასრულწლოვნის სპეციალური მეთოდოლოგიით გამოკითხვა, ფსიქოლოგის ჩართვა და სხვ. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ არის უზრუნველყოფილი საგამოძიებო ბერკეტები, მათ შორის, მოწმის უსაფრთხოების გარანტიები, შესაბამისად, რთული და, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება ბავშვის მიმართ ქორწინების იძულების დადგენა. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილი ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების სტატისტიკა ოფიციალურად არ აღირიცხება. ამასთანავე, არ ქვეყნდება 984 ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების სტატისტიკა, ბავშვობის ასაკში შესაბამისად, უცნობი რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით შესწავლილი საქმეების სრული სურათი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 148 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 88 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.985 პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 63 986 არასრულწლოვანი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 69 პირის მიმართ დაიწყო. 2025 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ადრეულ ასაკში/ბავშვობის ასაკში ქორწინების 162 შემთხვევა შეისწავლა. მისასალმებელია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, 2025 წლის განმავლობაში, ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვისა და რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი დანერგვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. კერძოდ, პრაქტიკაში დაინერგა „ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვისას გამოსაყენებელი ფორმების, ინსტრუქციებისა და სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ პრაქტიკული 983 საქმეები: №25-911; №365/ო25; №25-3767. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აქვეყნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულის სტატისტიკას. სახალხო დამცველის აპარატს ეგზავნება დანაშაულის სტატისტიკა, რომელიც ეფუძნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ, საქმეთა შესწავლის შედეგს. 985 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილები MIA 1 26 00439066; 09.02.2026; MIA 5 25 02619807 – 14.08.2025. 986 საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი №13/3791; 21.01.2026. 984 253 | სახელმძღვანელო“ და 2025 წლის განმავლობაში, შიდა პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, გადამზადდა 242 სოციალური მუშაკი და სპეციალისტი.987 უარყოფითად უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში კვლავ არ დანერგილა სკოლის ადმინისტრაციის გამოვლენის, წარმომადგენლებისთვის ეფექტიანი რეაგირებისა და ბავშვთა ქორწინების გადამისამართების 988 სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ). შემთხვევების შესახებ ერთიანი აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საანგარიშო წელს დაოჯახების მიზეზით მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის 26 შემთხვევაა ოფიციალურად აღრიცხული.989 წინადადებები საქართველოს პარლამენტს: ▪ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სათანადოდ უზრუნველსაყოფად, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის ხელახლა შემოღებასთან და, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური წახალისების მექანიზმთან დაკავშირებით; ▪ დამტკიცდეს საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან მისასადაგებლად (სექსუალური ძალადობისა და ადევნების დეფინიცია, დაზარალებულის დაკითხვის დისტანციურად ჩატარებისა და ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან დროებით გაყვანის შესაძლებლობა); ▪ საკანონმდებლო დონეზე განიმარტოს ტექნოლოგიების გამოყენებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა. რეკომენდაციები სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სპეციალისტებმა სიღრმისეულად განიხილეს ადრეული ქორწინების შემთხვევების მართვის სრული ციკლი და სააგენტოს სოციალური მუშაკის მანდატი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკაში არსებული მიღწევებისა და სირთულეების ანალიზს, აგრეთვე ეთნიკური თავისებურებებისა და კულტურული მრავალფეროვნების გავლენას მუშაობის პროცესზე. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილი SCA 2 26 00122084; 02.02.2026. 988 შემუშავებულია, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ არის დამტკიცებული სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ. 989 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილი MES 7 26 0000103145; 02.02.2026. მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკური მონაცემი, შესაძლოა, რეალურ სურათს არ ასახავდეს, რადგან მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების საფუძვლები არასრულყოფილად აღირიცხება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, „მშობლის განცხადების“ საფუძველზე მოსწავლის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა, რაც, შესაძლოა, მათ შორის, ბავშვთა ქორწინებასაც უკავშირდებოდეს. 987 254 | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას: ▪ შემჭიდროებულ ვადებში შემუშავდეს და დამტკიცდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას: ▪ გაგრძელდეს მოსამართლეების გადამზადება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, ამნისტიის ფარგლებში დაზარალებულის ინფორმირებული თანხმობისა და დამცავი ორდერის პირობების სათანადოდ გაცნობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალურ პროკურორს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, იუსტიციის მინისტრს, უზენაეს სასამართლოს: ▪ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე შემუშავდეს და დამტკიცდეს მონაცემთა შეგროვების ინტეგრირებული სისტემა და ერთიანი მეთოდოლოგია; ▪ შემუშავდეს და დამტკიცდეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები. საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: ▪ უწყებებში შემუშავდეს სპეციალური დოკუმენტი (გაიდლაინი), რომელიც განსაზღვრავს საპოლიციო/საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებისას ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს და მისი გათვალისწინების მნიშვნელობას; ▪ ყველა იმ პირისთვის (სასამართლოს მანდატური, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გამომძიებლები, პროკურორები, დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლები და სხვ.), რომლებსაც უფლებამოსილების განხორციელების პროცესში შეხება აქვთ ბრალდებულ ან/და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ ქალებთან, ჩატარდეს ტრენინგები ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს: ▪ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაზარალებულების ეფექტიანი რეაბილიტაციის მიზნით, გაძლიერდეს თანამშრომლობის პრაქტიკა შინაგან საქმეთა 255 | სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორსა და თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის თანამშრომლებს შორის. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს: ▪ შემუშავდეს და დამტკიცდეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ უზრუნველყოს ბავშვთა ქორწინების შემთხვევებზე ერთიანი ოპერაციული პროცედურების (სახელმძღვანელო წესები) შემუშავება, რომელიც დამტკიცდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; ▪ გადაიხედოს ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში შესწავლის პრაქტიკა და უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვობის ასაკში შესაძლო ქორწინების/ნიშნობის თითოეული საქმის სრულფასოვანი გამოძიება; ▪ უზრუნველყოს ბავშვთა ქორწინების შემთხვევებზე სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; ▪ პოლიციელებისთვის ჩატარდეს ცნობიერების ამაღლების ტრენინგები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, აღნიშნულ შემთხვევებზე რისკის შეფასების დოკუმენტის შევსების წესებსა და მისი შევსების აუცილებლობაზე. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს: ▪ მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ; ▪ შემუშავდეს და დამტკიცდეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს: ▪ გაგრძელდეს სოფლად მცხოვრებ ქალებთან, როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მეწარმეებთან, მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები და გაიზარდოს მათი გეოგრაფიული დაფარვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: 256 | ▪ შემუშავდეს და დამტკიცდეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი. საქართველოს იუსტიციის მინისტრს: ▪ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადგილობრივი საბჭოებისთვის შემუშავდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების სპეციფიკასთან დაკავშირებით; ▪ სპეციალური პენიტენციური სისტემატურად სამსახურის გადამზადდნენ ქალთა ადგილობრივი მიმართ და საბჭოების ოჯახში წევრები ძალადობის დანაშაულების, ამ დანაშაულთა დაზარალებულების სპეციფიკურობისა გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში მისაღები და გარემოებების თაობაზე; ▪ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანების შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებისთანავე, პატიმარი ქალის სტატუსის მიუხედავად, გამოვლინდნენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და მიეწოდოთ შესაბამისი სერვისი. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს: ▪ გადამზადდნენ თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების სოციალური მუშაკები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტანდარტების შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს არასრულწლოვნების საკითხებს; ▪ დაწესებულებაში სხვა სამედიცინო სერვისების მსგავსად, გაიწეროს კონკრეტული ღონისძიებები/გაიდლაინი აბორტის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით. ადგილობრივ თვითმმართველობებს: ▪ მუნიციპალიტეტებში დაინერგოს კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილობრივად მცხოვრები ქალების რეალურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ▪ უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ პერიოდულად კვლევების ჩატარება და მათ შედეგებზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის სერვისების შემუშავება და ამოქმედება, მათ შორის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სფეროში; ▪ შემუშავდეს და დამტკიცდეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები. 257 | 16. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება სახალხო დამცველი განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების რეალიზაციაზე ზედამხედველობას. კულტურის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს 2016 წელს დამტკიცებული 10 წლიანი „კულტურის სტრატეგია 2025“ წარმოადგენდა.990 თუმცა, იმის გამო, რომ დოკუმენტი არ მოიცავდა მიზნებისა და ამოცანების შესრულების საბაზო და სამიზნე ინდიკატორებს, სტრატეგიის დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგი/შეფასება, პოლიტიკის დოკუმენტების 991 შესაბამისად, შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის არ მიმდინარეობდა. 2025 წელს, კულტურის სტრატეგიის განსაახლებლად ან ახალი სტრატეგიის დოკუმენტის შესამუშავებლად, ღონისძიებები არ გატარებულა.992 ვინაიდან, ამჟამად, უკვე გასულია ხსენებული სტრატეგიით განსაზღვრული ათწლიანი ვადა (2025), მნიშვნელოვანია შემუშავდეს ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესებთან და მოხდება მისი შესრულების მონიტორინგიც. კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც მრავალი წელია ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს, არც საანგარიშო წელს დასრულებულა.993 წლებია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების სრულფასოვან რეალიზაციას ასევე აფერხებს ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობა.994 აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შეთანხმებების გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ყველა შესაბამისი თემის ადეკვატურად ასახვის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2016 წელს დამტკიცებული კულტურის სტრატეგიაც მიუთითებდა. საანგარიშო წლის მეორე ნახევარში, დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით, რაც ასევე იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია. წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი, ხოლო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ ახლდებოდა ინფორმაცია. 2025 წელის ოქტომბრიდან სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი995 სატესტო რეჟიმში ამოქმედდა და განთავსდა გარკვეული სახის ინფორმაცია. ხოლო სსიპ 990 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1-ლი ივლისის №303 დადგენილება. 991 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2024, გვ. 253. 992საქართველოს კულტურის სამინისტროს №00000634, 12/01/2026 წერილით ასევე გვეცნობა, რომ 2026 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს აპარატში შეიქმნება ახალი სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებასა და მისი შესრულების მონიტორინგზე. 993 საქართველოს კულტურის სამინისტროს №00000634, 12/01/2026 წერილი. 994 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები, 2020, გვ. 330; 2021, გვ. 248. 995 იხ. ბმული: <www.culture.gov.ge>, [ბოლოს ნანახია: 16.03.2026]. 258 | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დანერგა ახალი ვებპლატფორმა996 - ნებართვების ელექტრონული პორტალი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების წარმოების სანებართვო მოწმობის მოპოვების ონლაინ სერვისით. ვებპლატფორმის მეშვეობით ძეგლზე სამუშაოების/არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად საჭირო ინფორმაციის გაცნობაც შეიძლება. არაერთი წელია, სახალხო დამცველის აპარატს მომართავენ მოქალაქეები თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პრობლემასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მქონე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები, წლებია ელოდებიან შენობების (ძეგლების) რეაბილიტაციას. კერძო საკუთრებაში არსებულ ძეგლებთან დაკავშირებული გამოწვევების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და უსაფრთხო საცხოვრებელი 997 ვალდებულებებთან გარემოს შექმნის მიმართულებით მუნიციპალიტეტის დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მიზნით, 2025 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდს წერილობით მიმართა.998 აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიმდინარე საქმიანობა დაკავშირებულია მსხვილი ისტორიული არეალების (ქუჩების, მოედნების, დასახლებული კვარტლების) რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან, ასევე მათ კეთილმოწყობასთან, რათა შეიკრას ერთიანი ტურისტული მარშრუტი და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო ამაღლდეს ტერიტორიის ეკონომიკური თუ ურბანული პოტენციალი.999 ამდენად, ფონდის ყოველწლიური ბიუჯეტი ფორმირდება იმგვარად, რომ სახსრები სრულად მოხმარდეს დასახელებული მიზნით დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროცესს. ფონდის შეზღუდული საბიუჯეტო სახსრები მთავარი არგუმენტია ინდივიდუალურ შემთხვევებში, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებულ საპასუხო კორესპონდენციებში.1000 შედეგად, ხშირად ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ვერ ექცევა ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობის 996 იხ. ბმული: <www.ches.gov.ge>, [ბოლოს ნანახია 9.01.2026]. 997 ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. 998 საქართველოს სახალხო დამცველის №25/5295, 3.07.2026 წერილი. 999 ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ №80-01251973483, 16/07/2025 წერილი, ასევე, ფონდის განმარტებით, ფონდი ახორციელებს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ურბანულეკონომიკური მდგრადობის ამაღლების გზით ემსახურება ძველ თბილისში უძრავი ქონების ღირებულების ზრდას. 1000 მაგალითად, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ №80-01251422897, 16/07/2025; №80-01251973483, 16/07/2025; №80-01250563367, 25/02/2025 წერილები სახალხო დამცველის აპარატს. 259 | პრიორიტეტებში და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები წლობით არ გამოიყოფა. დროის გასვლასთან ერთად კი, უარესდება როგორც თავად ძეგლების მდგომარეობა, ისე მობინადრეების საცხოვრებელი გარემოც. ხშირ შემთხვევაში შენობათა საერთო მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის უსაფრთხოების კრიტერიუმს,1001 რაც შეუძლებელს ხდის საკუთრების უფლებით ჯეროვნად სარგებლობასა და ღირსეული საცხოვრებლით ადამიანთა უზრუნველყოფას. აპარატის ზედამხედველობა ცხადყოფს, რომ თბილისში, კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მობინადრეების ინტერესების დაცვა მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, რაც, შესაძლოა, ფონდის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საკითხის სათანადოდ გათვალისწინებით ან/და სხვა დამატებითი მექანიზმების შემუშავებით გადაიჭრას, რაც ძეგლების დროულ რეაბილიტაციას, ავთენტურობისა და ღირებულების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბოლოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესი დაამტკიცა.1002 წესის თანახმად, ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო პროექტის განმახორციელებელი ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდი“ იქნება. გამოსყიდვას დაექვემდებარება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ისეთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V ან IV კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე განხორციელდა დემონტაჟი.1003 „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონად მიიჩნევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან.1004 1001 საცხოვრებელი საცხოვრებლად ვარგისი უნდა იყოს, მობინადრეს უნდა ჰქონდეს სათანადო ფართი და დაცული უნდა იყოს სიცივისაგან, ნესტისაგან, სიცხისაგან, წვიმისაგან, ქარისაგან ან ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა საშიშროებებისაგან, სტრუქტურული საშიშროებებისა და ინფექციის გადამტანებისაგან. ასევე დაცული უნდა იყოს მობინადრეთა ფიზიკური უსაფრთხოება; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, რედ.: ასბორნ ეიდე, კატარინა კრაუზე, ალან როსა, თარგმ. ნანა ჯაფარიძეჭყოიძე, მე-2 განახლ. გამოც. თბ., 2006, გვ. 747. 1002 ქალაქ თბილისის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ. 1003 მუხლი 5, პუნქტი 1. 1004კულტურული მემკვიდრეობის (ზოგადი) დამცავი ზონა დგინდება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 260 | თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისგან1005 და ზოგადი1006 დამცავი ზონისგან შედგება. დაცვის ზონების დადგენას, თავის მხრივ, კანონით განსაზღვრული მიზნები1007 აქვს, რაც შედეგობრივად ასეთი ზონებისთვის კანონით დადგენილი გარკვეული გარანტიების შექმნასაც გულისხმობს. მაგალითად, მოწესრიგებულია თუ რა შემთხვევებში დაიშვება დამცავ ზონაში არსებული შენობებისა და სხვა არქიტექტურული ობიექტების დაშლა (დემონტაჟი),1008 განსაზღვრულია აკრძალული საქმიანობები.1009 ამდენად, დამცავი ზონის (როგორც ინდივიდუალური, ასევე, ზოგადი) განმარტების გათვალისწინებით, წესის რეგულირებაში შესაძლოა მოექცეს ასეთ ზონაში არსებული თავად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საცხოვრებელი სახლები), ასევე, დაცვის ზონაში არსებული სხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ ჰქონდეს. შედეგად, ახალი წესი გარკვეულწილად ეხმიანება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ავარიულ საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც. თუმცა ეს წესი არ ეხება ისეთ საცხოვრებელ შენობას (ძეგლს), რომლის ავარიულობის ხარისხი ჯერ V ან IV კატეგორიას არ მიეკუთვნება და რეაბილიტაციას ექვემდებარება. ასევე, წესი ვერ გავრცელდება ძეგლის სტატუსის მქონე იმ საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არ მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ წესის მიზნები/ამოცანები სრულად არის ორიენტირებული ქალაქთმშენებლობის/მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქალაქის იერსახის დაცვაზე.1010 თუმცა მისი განხორციელება დაკავშირებული იქნება სხვა უფლებრივ საკითხებთანაც, 1005ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 34, პუნქტი 2. 1006 ზოგადი დამცავი ზონებია: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 34, პუნქტი 3. 1007 მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ძეგლების, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების, ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტების არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვა; მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი, ისტორიული, ესთეტიკური, ეკოლოგიური გარემოს, მისი ავთენტიკური ელემენტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ სოციალურეკონომიკური და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 35, პუნქტი 1. 1008 მაგალითად, მუხლი 35, პუნქტი 6. 1009 მუხლი 35, პუნქტები 3 და 4; მუხლი 36, პუნქტები 3 და 6. 1010 წესის მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში: ა) ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვა და მათ ადგილას ახალი და მდგრადი შენობანაგებობების განთავსება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება; ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა; გ) ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების ხელშეწყობა; დ) დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვა. იქვე, ზოგადი დებულებები. 261 | მათ შორის, მობინადრეების საკუთრებასთან,1011 ასევე, სწორ სივრცით დაგეგმარებასთან,1012 კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების გათვალისწინებით, აღნიშნული წესის შემუშავებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მისასალმებელია. ამასთანავე, ვინაიდან, წესის აღსრულება, სხვა უფლებრივ საკითხზეც მოახდენს ზეგავლენას, მნიშვნელოვანია, რომ პროექტების დაგეგმვაგანხორციელებისას, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, ინტერესთა ბალანსისა და კულტურული მემკვიდრეობის ზონის რეჟიმთან დაკავშირებით დაცული იყოს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. გელათი 2020 წლიდან, სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, თვალყურს ადევნებს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ სამართლებრივ მოვლენებს.1013 როგორც ცნობილია, საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2023 წლიდან საქართველოს საპატრიარქო ახორციელებს. საპატრიარქოს ხელმძღვანელობით, ამავე წლიდან შექმნილია „გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი“, რომლის მიზანია სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა. საანგარიშო წელს ჩატარდა სხვადასხვა კვლევითი და მოსამზადებელი სამუშაოები ტაძრის მხატვრობის, მოზაიკის, არქეოლოგიის, კლიმატის კონტროლის და სხვ. მიმართულებით, რომლებიც, საქართველოს სტრუქტურული კულტურის მდგრადობის სამინისტროს უზრუნველყოფისა და ინფორმაციით,1014 მხატვრული ძეგლის ელემენტების გადაუდებელი დაცვისკენ იყო მიმართული. 2025 წელს დასრულდა გელათის საკათედრო ტაძრის გადახურვის დეტალური კვლევა და დაიწყო ტაძრის ახალი, მუდმივი გადახურვის პროექტზე მუშაობა. პროექტის შემუშავება დაგეგმილია 2026 წელს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია წარსული გამოცდილების გათვალისწინება და ყველა შესაძლო მუხლი 8, პუნქტი 4; მაგალითად, ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვისას, პირის საკუთრებაში არ იანგარიშება და გამოსყიდვას არ ექვემდებარება გარკვეული სახის ფართები (ავტოფარეხი, ავტოსადგომი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება და სხვ.) ასეთი ფართები გადაეცემა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ. 1012 მუხლი 7, პუნქტი 4; ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით შესაძლოა ხელშემწყობი ღონისძიებების სახით მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობანაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვ.) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა. 1013 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები: 2020, გვ. 331; 2021, გვ. 252; 2022, გვ. 211; 2023, გვ. 210; 2024, გვ. 255. 1014 საქართველოს კულტურის სამინისტროს 2026 წლის 16 იანვრის №00002012 წერილი. 1011 262 | უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილება. ძირითადი გადახურვის მოწყობამდე, კი, გელათის საკათედრო ტაძარი გადახურულია დროებითი გადახურვით, რომლის მოწყობაც წლების განმავლობაში გამოწვევა იყო. „გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის“ ფარგლებში შექმნილია ვებგვერდი, სადაც თავსდება განახლებადი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.1015 ამგვარი ინტერნეტპლატფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ვინაიდან, მასზე განთავსებულია მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო, სანებართვო და საანგარიშო დოკუმენტაცია. მიუხედავად ამისა, განთავსებული მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ დოკუმენტების უმრავლესობა გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველადი, ტექნიკური სახით, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ხელმისაწვდომი იყოს ის შემაჯამებელი განმარტებებიც, რომლებიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ და გასაგებ ენაზე აღწერს თითოეული დოკუმენტის შინაარსს, მიზანსა და მნიშვნელობას რეაბილიტაციის პროცესში, ნათლად იქნება განმარტებული ძირითადი დასკვნები და რეაბილიტაციის პროცესზე მისი გავლენა. ამით ხელი შეეწყობა საზოგადოების დროულ და სრულყოფილ ინფორმირებას გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურის მინისტრს: ▪ უზრუნველყონ კულტურის სფეროში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის შესაბამისი სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/დამტკიცება. საქართველოს კულტურის მინისტრს: ▪ უზრუნველყოს, რომ გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განთავსებულ ყველა ძირითად საპროექტო, სანებართვო და საანგარიშო დოკუმენტს თან ახლდეს მოკლე, შინაარსობრივი შეჯამება, რომელიც მკაფიო და გასაგებ ენაზე განმარტავს დოკუმენტის მიზანს, არსს, ძირითად დასკვნებსა და რეაბილიტაციის პროცესში მის როლს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდს“: ▪ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების დროულად რეაბილიტაციისთვის, შეიმუშაონ დამატებითი მექანიზმები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მობინადრეების ინტერების დაცვის ეფექტიანად უზრუნველსაყოფად. 1015 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://gelatirehabilitation.ge/ka/> [ბოლოს ნანახია 16.03.2026]. 263 | 17. გარემოს დაცვის უფლება გასული წლების მსგავსად, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად განაგრძობს სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლების სხვადასხვა სექტორულ სფეროში პოლიტიკის, კანონმდებლობისა და რეგულაციების აღსრულების ზედამხედველობას. ანგარიში ასახავს როგორც მოქალაქეების მომართვებიდან გამომდინარე გამოვლენილ სისტემურ პრობლემებს, ასევე, შედეგებს. არსებული გამოწვევები შექმნას/დახვეწას, ეფექტიან განგრძობითი ინსტიტუციური მოითხოვს აღსრულებასა და ზედამხედველობის სამართლებრივი კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას, ასევე, პროგრესის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შეუფერხებელ გაგრძელებას. გარემოს დაცვის უფლების ყველა მიმართულებით მთავარი პროცედურული გარანტია საზოგადოების სათანადო ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის ვალდებულებაა. სახალხო დამცველის მრავალწლიანი ზედამხედველობა ცხადყოფს, რომ, სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა, სწორედ ამ უფლების ეფექტიანი აღსრულებაა. 17.1. წყალზე უფლება საქართველოს სახალხო დამცველმა 2025 წელს სპეციალური ანგარიში „წყალზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოში“1016 გამოსცა. როგორც სპეციალურ ანგარიშში, ასევე, 2025 წლის საპარალამენტო ანგარიშში მიმოხილულია ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რომლებიც, წლებია, აფერხებს წყალზე უფლების რეალიზაციას. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეები აქტიურად მომართავდნენ სახალხო დამცველს წყლის უფლების საკითხებზე.1017 აპარატში შემოსული განცხადებები 1018 ასურეთში, აბაშის მუნიციპალიტეტის ეხებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მუნიციპალიტეტის სოფელ შემავალ ერთ ქუჩაზე რამდენიმე ოჯახის წყალმომარაგების მარნეულის სოფლებში, მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ერთ-ერთი მოქალაქის 1022 საგარეჯოს 1020 საგვაზაოში, 1021 სოფელ 1019 და თბილისში, ერთ- პრობლემებს. ხსენებული 1023 ნაწილში არ დასახლებების ნაწილში ლიცენზირებული კომპანიები ოპერირებენ, იხ. ბმული: <https://ombudsman.ge/geo/spetsialuri-angarishebi/spetsialuri-angarishi-tsqalze-uflebis-realizatsiasakartveloshi>. 1017 6 საქმე: №7234/25, №7464/25, №8338/25, №6518/25, №6724/25, №11681/25 განცხადებები. 1018 №7234/25 განცხადება. 1019 №8338/25 განცხადება. 1020 №6518/25 და №6724/25 განცხადებები (ლამბალოს, თულარისა და ქეშალოს შესახებ). 1021 №7464/25 განცხადება. 1022 №11681/25 განცხადება (ცისკრის ქუჩის №11-ში წყალმომარაგების შესახებ). 1023 სოფელ ასურეთში: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; სოფელ აღმამედლოში: შპს „მარნეულის სოფწყალი“; თბილისში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”. აღნიშნულ 1016 264 | არსებობს სისტემა,1024 წყალმომარაგების ნაწილთან დაკავშირებით, აპარატში 1025 მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის საკითხის შესწავლა. საანგარიშო პერიოდში შემოსული საქმეები ძირითადად უკავშირდება არასაკმარისი ოდენობის წყალზე ხელმისაწვდომობას, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული, მაგალითად, პერიოდულობით, უბნების წყლის მიწოდების მიხედვით დროის განსხვავებული ხანგრძლივობითა გრაფიკებით, და სეზონურად გაზრდილი და ზოგჯერ არამიზნობრივი მოხმარებით, რელიეფური მდებარეობით და წყლის დებეტის ნაკლებობით; ასევე, გამოწვევაა გაუმართავი წყლის სისტემები ან ასეთი სისტემის არარსებობა, რაც მოქალაქეებს იძულებულს ხდის გამოიყენოს ბუნებრივი წყაროები, თავად იზრუნონ წყლის შეგროვებაზე, რაც, თავის მხრივ, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს უკავშირდება და, ამდენად, არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობასაც იწვევს; ამასთანავე, პრობლემურია მოქალაქეების ინფორმირება წყლის ხარისხთან და სერვისის სხვა ასპექტებთან დაკავშირებით. მოქალაქეების განცხადებების შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმისწარმოება, საანგარიშო 1026 წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით. წლის ზაფხულში, გორში ამ შემთხვევაშიც, პრობლემური იყო მოსახლეობის პროაქტიული და ეფექტიანი ინფორმირება, წყლის შეწყვეტისა და შემდგომ აღდგენის გაჭიანურების მიზეზებთან, ხოლო აღდგენის შემდეგ ხარისხთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი ამ შემთხვევას საჯარო განცხადებითაც გამოეხმაურა1027 და კიდევ ერთხელ განმარტა წყლის უფლებრივი სტანდარტები. საქმეებზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს წერილობითი კომუნიკაცია აქვს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ან/და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან. 1024 აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი საგვაზაო (მოქალაქის განმარტებით, ის სოფელ ნორიოს მკვიდრია, თუმცა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან წერილობითი კომუნიკაციით დადგინდა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი საკადასტრო კოდის მიხედვით სოფელ საგვაზაოს მიეკუთვნება, სადაც კომპანია არ ოპერირებს). აპარატს წერილობითი კომუნიკაცია აქვს მუნიციპალიტეტის მერიასთან. 1025 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში (სოფლებში, ქეშალოსა და კაზლარში წყალმომარაგების პრობლემი სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშიც არის მიმოხილული). აპარატი დამატებით იკვლევს იორმუღანლოს თემის, ლამბალოს, თულარისა და ქეშალოს შესახებ ინფორმაციას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან მცდელობის მიუხედავად, ინფორმაცია არ მიგვიღია. 1026 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №25-2381 ოქმი. 1027 იხ. ბმული: <https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsveli-sakartvelos-ramdenimemunitsipalitetshi-mosakhleobis-tsqalze-tsvdomis-uflebis-sakitkhs-ekhmianeba> როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის №1/10-3-538 წერილით გვეცნობა, კომისიის 2021 წლის 28 ივნისის „მომსახურების ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ №20 დადგენილებით განსაზღვრულია მომსახურების ხარისხის საერთო სტანდარტები და ამ სტანდარტების გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში საწარმოს (კომპანიის) ფინასური წახალისების ან სანქცირების მექანიზმები, მათ შორის, წყალმომარაგების სექტორში მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის (SAIFI) შემცირების სტანდარტისთვის. შესაბამისად, მომსახურების საერთო სტანდარტების წლიურ მაჩვენებლებში ასახული იქნება სასმელი წყლის ზემოაღნიშნული წყვეტა, რაც გავლენას იქონიებს ამ მაჩვენებელზე დადგენილი წესის მიხედვით, შესაბამისი შედეგებით. საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო 265 | საანგარიშო პერიოდში აქტუალური საკითხები და მოქალაქეების განმარტებები ცხადყოფს მოსახლეობისთვის წყალზე წვდომის სხვადასხვა ასპექტსა და საბაზო საშინაო/პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავეს. პრობლემური გარემოებები უშუალოდ ეხმიანება 2024 წელს, აპარატის მიერ რიგ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებსაც. სახალხო დამცველის სტანდარტების შეფასებით, მოქმედი გათვალისწინებით, რეგულაციებისა მუნიციპალიტეტებმა და უფლებრივი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაწიონ არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებით/დამატებითი რესურსების მოძიებით, რაც მათი საკუთარი და ამდენად, სრული და ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.1028 ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, სადაც წყალმომარაგება არც ლიცენზირებული და არც არალიცენიზრებული კომპანიების საშუალებით არ ხდება და სრულად მოქალაქეების თვითმომარაგების შესაძლებლობაზეა მინდობილი. ასევე, კომპანიებმა და მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წყლის შეწყვეტის მიზეზებთან, ხანგრძლივობასთან, სერვისის აღდგენის დროსთან და მიწოდებული წყლის ხარისხთან დაკავშირებით, აუცილებელია მოქალაქეების დროული ინფორმირება, მით უფრო, როდესაც წყალზე წვდომა განგრძობითად იზღუდება. ამასთანავე, მოქალაქეების უფლებაა პრობლემის მოგვარებამდე მომარაგდნენ წყლის აუცილებელი მინიმალური ოდენობით. წყლის მიწოდების სრული გათიშვა ალტერნატიულ წყაროებზე წვდომის გარეშე, არღვევს უფლებრივ სტანდარტებს. გარდა ამისა, საანგარიშო წელს სახალხო დამცველის აპარატმა ორი საქმე შეისწავლა, სადაც განმცხადებლებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მხრიდან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა დაუსაბუთებლად შეეზღუდათ. მოთხოვნილი ინფორმაცია, თავის მხრივ, სასმელი წყლის სისტემის და სერვისის საკითხებს ეხებოდა,1029 რაც წყლის უფლების რეალიზაციისთვის ადამიანის უფლებებზე სამსახურში. შპს „ნ და ა კომპანია 2025“-ის მიერ ქ. გორი, ყიფიანის ქუჩა №27ა-ში მილის გადატანის სამშენებლო სამუშაოები გამოძიების დასრულებამდე შეჩერებულია. 1028 საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 16, ნაწილი 2, პუნქტი „თ“. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა ეს უფლებამოსილება უნდა უზრუნველყოს ლიცენზიანტი კერძო სამართლის სუბიექტების საშუალებებით, იმ დასახლებებში, სადაც სასმელი წყლის მიწოდებას შესაბამისი ლიცენზიანტი მიმწოდებელი არ ახორციელებს, იქვე, მუხლი 163, ნაწილები 1, 2, 3. 1029 ერთ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან” ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კომპანიის საკუთრებაში არსებული სასმელი წყლის სისტემის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღების პრობლემას. მეორე საქმეში, განმცხადებელს არ მიეწოდა ინფორმაცია იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც აბრკოლებდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულებას სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და რის გამოც, სოფლები - საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი ვერ სარგებლობდნენ სასმელი წყლით. 266 | დაფუძნებულ მიდგომებსაც ეხმიანება. მნიშვნელოვანია, მომავალში, წყალმომარაგების კომპანიებმა, დაუსაბუთებლად არ შეზღუდონ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა. ორივე შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით1030 მიმართა კომპანიას და განმარტა, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დელეგირებულ უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას (ხარისხიან სასმელ წყალზე მუდმივ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით აღიარებული ვალდებულებების უზრუნველყოფა) ახორციელებს და აღნიშნული საქმიანობის ნაწილში წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ყველა დაინტერესებული პირის მიმართ აკისრია საჯარო ინფორმაციის დროული გაცემის ვალდებულება.1031 წყლის უფლების რეალიზაციისთვის გადადგმული/დაგეგმილი ღონისძიებები წყლის ხარისხზე მოქალაქეების მარტივად და გასაგებად ინფორმირება უფლების რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ამ მიზნით, წყლის ხარისხის კონტროლის შედეგებზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებისათვის, ერთიანი პლატფორმა/ბაზა საანგარიშო წელს არ შექმნილა. როგორც სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გვაცნობა,1032 შექმნილია სამუშაო ჯგუფი და დაწყებულია „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“ და „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ“ ნორმატიული აქტების პროექტებზე მუშაობა, რომლითაც განისაზღვრება საზოგადოებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო კონტროლის (მონიტორინგის) პროგრამის შედეგები; ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრების ნორმების გადაჭარბების შესახებ; რჩევები წყლის მოხმარების შეზღუდვასა და წყლით გამოწვეული რისკების აცილებასთან დაკავშირებით და სხვა ინფორმაცია. უწყების განმარტებით, 2026 წლის 1 სექტემბრამდე ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დარეგულირდება ერთიანი პლატფორმა/ბაზის შექმნის, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის შედეგებზე საზოგადოების მარტივად, გასაგებად, ხელმისაწვდომად და სათანადოდ ინფორმირების საქართველოს სახალხო დამცველის 25/2214, 18.03.2025 რეკომენდაცია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას”; საქართველოს სახალხო დამცველის 27.01.2026, №25/726 რეკომენდაცია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“. 1031 სახალხო დამცველმა გაიზიარა კომპანიის შეხედულება, რომ სასმელი წყლის ტრანსპორტირების მილსადენების, სატუმბი რეზერვუარის/რეზერვუარების, სადგურის/სადგურების, გამწმენდი საწნევსარეგულაციო ნაგებობის/ნაგებობების, საქლორატოროს/საქლორატოროების, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის/ნაგებობების, სათავო და სხვა დამხმარე ნაგებობების ზუსტი დასახელების და ლოკაციების შესახებ ინფორმაციის გაცემა საზოგადოებრივი ზიანის მაღალი რისკების მატარებელია და ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროება, შესაძლოა, არ ემსახურებოდეს იმ სიკეთეს, რაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაციით შეიძლება იქნეს მიღწეული. თუმცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამგვარი ნაგებობების რაოდენობის (ნაგებობების ტიპების მიხედვით ჯამური სახით) და მათი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და მიეკუთვნება კანონით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას. ამდენად, სრულად უარის თქმა ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე, განმცხადებლის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დაუსაბუთებელი შეზღუდვა იყო. 1032 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 15.01.2026, №09/299 წერილი. 1030 267 | საკითხები. ამასთანავე, იგეგმება სურსათის უვნებლობის აპლიკაციის შექმნა და ციფრულ პლატფორმაზე 2027 წლიდან ხელმისაწვდომი იქნება სურსათის, მათ შორის, სასმელი წყლის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შედეგები. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დაგეგმილი საქმიანობა შეუფერხებლად, განსაზღვრულ დროში წარიმართება და მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ როგორც სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გვაცნობა, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოებისთვის სოფლის მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით მიწოდებულ წყლის სინჯებში აღმოჩენილი შეუსაბამობის გამოვლენის თაობაზე წერილობით ინფორმირებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, სააგენტო შეხვედრების გამართვას გეგმავს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.1033 მცირედით, მაგრამ შედარებით გაიზარდა სურსათის (მათ შორის, სასმელი წყალი) უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ბიუჯეტი.1034 აღსანიშნავია, რომ რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის საფუძველზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლთან ერთად, სასმელი წყლის სინჯების სათანადო წესით აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევა მოსახლეობის მიერ სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებული შეტყობინების შემთხვევებშიც ტარდება. ამდენად, მოქალაქეების აქტიურობაც მნიშვნელოვანია. როდესაც ეჭვი ეპარებათ მიწოდებული წყლის უვნებლობაში, მათ შეუძლიათ შესაბამისი უწყებისთვის მიმართვით გადაამოწმონ წყლის უვნებლობა. ამდენად, საკუთარ უფლებებზე ინფორმირებულ მოქალაქეებს გადამწვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო წელს გამართული საინფორმაციო შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამის ხელშეწყობაც იყო.1035 არც საანგარიშო წელს შესულა ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2014 წლის №58 დადგენილებით დამტკიცებულ სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც 2014 წლის შემდგომ არ განახლებულა. სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო მითითებების კვალდაკვალ ეროვნული მაგალითად, სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის (მონიტორინგის) შედეგების ანალიზით, პრიორიტეტულ საფრთხედ განისაზღვრა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისათვის წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით მიწოდებული სასმელი წყლის ნიტრატებით დაბინძურება. ამდენად, 2026 წლის პირველ კვარტალში, რისკის ანალიზის ფარგლებში, დაიგეგმა შეხვედრა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, „დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ნიტრატებით დაბინძურებული სასმელი წყლის მიღებით გამოწვეული რისკის შეფასების“ ინიცირების მიზნით. 1034 კერძოდ, 2026 წელს განსაზღვრულია 5 000 000 ლარი (2025 წელს 4 735 000 ლარი). 1035 საანგარიშო პერიოდში აპარატმა გარემოს უფლების საკითხებზე საინფორმაციო ღონისძიებები გამართა მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ მოქალაქეებთან, მათ შორის, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში, რუსთავში. იხ. ბმული: <https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/5-ivnisigaremos-datsvis-msoflio-dghe>. 1033 268 | სტანდარტების გადახედვა, წყალზე უფლების პროგრესული რეალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც გვეცნობა,1036 მიმდინარეობს მუშაობა მთავრობის დადგენილების პროექტზე - „ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებები და განახლებული მაჩვენებლები. უფლების რეალიზაციის პროგრესის შეფასება გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, სახალხო დამცველმა სპეციალურ ანგარიშში მიუთითა და კვლავაც განმარტავს ქვეყანაში წყალზე უფლების რეალიზაციის პროგრესის შეფასების საჭიროებას, რაც, თავის მხრივ, შემდგომ დასაგეგმი ღონისძიებების გამოვლენასაც შეუწყობს ხელს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით,1037 წყალზე უფლების რეალიზაციის პროგრესი ყოველწლიურად ფასდება, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.79 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 75.4%), რაც 1.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.75 მილიონი ადამიანი). უნდა აღინიშნოს, რომ უწყების მიერ მითითებული კვლევა1038 ეხება წყალმომარაგების საწარმოების გამოკვლევის შედეგებს, რომელიც მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებლებს. დასახელებული მონაცემი არ ასახავს ინფორმაციას რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული მდგომარეობის შესახებ, მით უფრო, არ ფარავს გამოწვევების დაძლევის პროგრესს. გასათვალისწინებელია, რომ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება არ არის წყალზე უფლების რეალიზაციის ერთადერთი კომპონენტი და არც სისტემაზე მიერთება ნიშნავს თავისთავად უფლების სრულფასოვან რეალიზაციას. წყალზე უფლების კრიტერიუმები და უფლებრივი მიდგომები არაერთ კომპლექსურ საკითხს აერთიანებს, მაგალითად, წყლის საკმარის ოდენობაზე წვდომას, ფიზიკურ და ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას, თანაბარ უფლებრივ მდგომარეობას და სხვ. როგორც სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ასახული რიგი მუნიციპალიტეტების მონიტორინგის შედეგები, ასევე, საანგარიშო წელს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებები ცხადყოფს, ქვეყანაში წყალმომარაგების საშუალებები განსხვავებულია არათუ რეგიონების, არამედ მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა თუ სოფლების მიხედვით, განსხვავდება არსებული მდგომარეობაც და გამოწვევებიც. ამდენად, უფლების რეალიზაციის პროგრესისა და არსებული მდგომარეობის შეფასება საჭიროებს სტანდარტების შესაბამისად, საკითხების ინდივიდუალურ გამოკვლევასა და ანალიზს, 1036 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს №266/01 წერილი. სამინისტროს №01/49 წერილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სახალხო დამცველის აპარატის №25/10557 წერილი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებას და, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაუგზავნა. 1038 იხ. ბმული: <https://www.geostat.ge/ka/single-news/3485/tsqalmommaragebeli-satsarmoebis-gamokvleva-2024tseli>. 1037 269 | შესაბამისად, მხოლოდ სისტემაზე მიერთების მაჩვენებლების შედარება პროგრესის შეფასებად არ არის საკმარისი. პროგრესის შეფასებაზე მსჯელობისას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია „ხედვა 2030, საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ განსაზღვრული ამოცანის (2025/2030 წლებისთვის საქართველოს ქალაქების/მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-სთვის სტანდარტთა შესაბამისი წყალმომარაგების უზრუნველყოფა) შესრულების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ხედვა 2030-ის სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად,1039 სტრატეგიისა და მისი შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით მომზადებული ექვსთვიანი პროგრესის ანგარიშები და წლიური ანგარიშები, უნდა ქვეყნდებოდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე, აღნიშნული ანგარიშები საჯარო წყაროებით არ არის ხელმისაწვდომი.1040 აღსანიშნავია, რომ თავად სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულია როგორც ქალაქების, ისე მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის სტანდარტთა შესაბამისი წყალმომარაგების უზრუნველყოფაზე (2025/2030 წლებისთვის, ამოცანა 11.2.). თუმცა ამოცანის შედეგის ინდიკატორი მოიცავს მხოლოდ ქალაქების 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების კომპონენტს (მაგალითად, 2024 და 2025 წლის სამოქმედო გეგმები).1041 ამდენად, სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშიც მხოლოდ ქალაქების წყალმომარაგების საკითხს ეხება. მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული 2024 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, 2 ქალაქში (ვალე და ქარელი) დასრულდა წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები, 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემაზე გადასასვლელად, 2025 წლის ექვსთვიანი ანგარიშის თანახმად, 10 ქალაქში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები. თუმცა არც სამოქმედო გეგმის დოკუმენტები და, შესაბამისად, არც მისი შესრულების ანგარიში არ ასახავს ინდიკატორებს/შედეგებს, წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაცია უზრუნველყოფს თუ არა რეალურად 24-საათიან უწყვეტ მომარაგებას. როგორც არაერთხელ განიმარტა, ქსელური მომარაგების არსებობა, სხვადასხვა ფაქტორის გამო, პრაქტიკაში ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს ასეთ მომარაგებას, ეს საკითხები კი, არც ამ შემთხვევაში შეფასებულა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიუხედავად ცალკეული კომპონენტების თაობაზე ინფორმაციის არსებობისა, სახალხო დამცველის შეფასებით, წყალზე უფლების „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია”, თავი: „სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება”: სტრატეგიისა და მისი შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასება განხორციელდება პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მომზადდება მონიტორინგის: ექვსთვიანი პროგრესის ანგარიშები; წლიური ანგარიშები, ანგარიშები გამოქვეყნდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gov.ge), გვ. 212-213. 1040 სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოგვაწოდა ხსენებული დოკუმენტი. 1041 იხ. ბმულები: <https://www.matsne.gov.ge/document/view/6089686>; <https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6532933?publication=0 >. 1039 270 | რეალიზაციის შეფასებულა. პროგრესი, სრულფასოვნად და ყოველმხრივ, ამ დროისთვის, არ 17.2. უფლება სუფთა ჰაერზე ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების ერთ-ერთი ასპექტია სუფთა ჰაერზე უფლება. არაერთი წელია, აპარატი აკვირდება ამ უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. უფლების სრულფასოვანი რეალიზება მუდმივ საპასუხო ღონისძიებებს მოითხოვს, როგორც მონიტორინგის სისტემისა და კანონმდებლობის დახვეწის, ისე მათი აღსრულების თვალსაზრისითაც. მოქალაქეების ინფორმირება საანგარიშო პერიოდში (ნოემბერში), განსაკუთრებულად მწვავედ იდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობისა და მისი გაუარესების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომის საკითხი, რასაც საზოგადოების გაზრდილი ინტერესიც მოჰყვა, როგორც დაბინძურების მიზეზებთან, ისე შემდგომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.1042 ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მთელი მსოფლიოსთვის, და საქართველოსთვისაც, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, და ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას. ამდენად, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება, თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებელია ჰაერის მდგომარეობაზე, როგორც გარემოს შემადგენელ კომპონენტზე, მოქალაქეების პროაქტიული და სათანადო ინფორმირება. საანგარიშო პერიოდში, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მომატების შესახებ; განცხადებები ეხმიანებოდა დაბინძურების გამომწვევ მიზეზს, ხოლო დამატებითი ინფორმაციისა და რეკომენდაციების თაობაზე განცხადებები ჰაერის ხარისხის პორტალზე უთითებდა. თავის მხრივ, პორტალის რეკომენდაციების ველი ასახავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ზოგად რეკომენდაციებს დაბინძურების ინდექსის დონეების მიხედვით.1043 სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გარემოს მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების უმთავრესი მოთხოვნაა.1044 1042 საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, ამ საკითხზე სახალხო დამცველსაც მომართა მოქალაქემ, №11059/ო25 ოქმი. 1043 იხ. ბმული: <https://www.air.gov.ge/pages/17/15>. 1044 საქართველოს კონსტიტუცია, კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსის კონვენცია); გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის №383 ტექნიკური რეგლამენტი (27.07.2018). 271 | გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და ატმოსფერული პროცედურული ჰაერის გარანტიაა. ხარისხის შესახებ საზოგადოებას სრული და უფლება აქვს ობიექტური მიიღოს ინფორმაცია, მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დროულად და ადეკვატურად; ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი, ადვილად ხელმისაწვდომი მედიასაშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა ახლდებოდეს, სულ მცირე, ყოველდღიურად, ხოლო იქ, სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია - საათობრივად. ამასთანავე, მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს კონცენტრაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტებთან შედარების მოკლე შეფასება და შესაბამისი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ. ზოგადად პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, შესაძლოა, ჩვეულებრივ ვითარებაში საზოგადოების ინფორმირების კარგ საშუალებად მიიჩნეოდეს, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ჰაერის დაბინძურება განგრძობითია და ყოველდღიურად იმატებს საზოგადოებრივი ინტერესი, სახალხო დამცველის შეფასებით, სფეროში მოქმედი სტანდარტების და საკითხის სიმწვავის გათვალისწინებით, საზოგადოების ადეკვატური საშუალებებით, დროული და ეფექტიანი და, რაც მთავარია, მარტივად ინფორმირება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. ამდენად, გასულ წელს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, მომავალში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების განმაპირობებელ გარემოებებთან ერთად, აუცილებელია, სააგენტომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით მარტივად აღსაქმელი ფორმით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გადაჭარბებასა და კონკრეტული ჯანმრთელობაზე დამაბინძურებელი ზემოქმედების ნივთიერებების საფრთხეებზე მორგებული, მაქსიმალურად კონკრეტული რეკომენდებული ქცევის წესების შესახებ. ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება რაც შეეხება თავად ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, როგორც სახალხო დამცველისათვის გახდა ცნობილი,1045 საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მონიტორინგის 10 ახალი ავტომატური სადგურის განთავსებისთვის შერჩეული ლოკაციების სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში გადაცემის პროცედურები. ახალი ავტომატური სადგურები მომავალში განთავსდება და ამოქმედდება 1045 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს №190/01 წერილი. 272 | შემდეგ ქალაქებსა და ადგილებზე: ფოთი, ოზურგეთი, ზესტაფონი (2 სადგური), თაზაქენდი, გორი, ბოლნისი, სიღნაღი, ჭიათურა და ბორჯომი. დღეის მდგომარეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი მოიცავს 15 სტაციონალურ (ავტომატურ) და 3 მობილურ სადგურს. ავტომატური სადგურების მეშვეობით მონიტორინგი ტარდება შემდეგ ქალაქებსა და დასახლებებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, თელავი და დაბა მესტია.1046 ავტომატურ სადგურებზე იზომება კონკრეტული დამაბინძურებლების კონცენტრაციები.1047 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების შესამცირებლად კი, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №1438 განკარგულებით დამტკიცდა შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025-2027 წლების გეგმა. გეგმა მიზნად ისახავს შავი ზღვის ზონის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით კი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ, როგორც მონიტორინგის ქსელის გაფართოების, ისე ჰაერის ხარისხის დაბინძურების შესამცირებლად დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობები შეუფერხებლად გაგრძელდება. 17.3. გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის (ფიჭური რადიოკავშირის სისტემის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დასაშვები დონეების) კონტროლი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ერთ-ერთი საქმის1048 შესწავლის ფარგლებში გამოავლინა, რომ კავშირგაბმულობის ხარისხობრივი გარკვეული სისტემური რადიოსადგურის მდგომარეობის პრობლემები ფუნქციონირების (ატმოსფერულ არსებობს ფიჭური პროცესში, გარემოს ჰაერში გავრცელებული ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის) კონტროლის თვალსაზრისით. 1046 აღნიშნულ ქალაქებში სადგურები განთავსებულია: 1. თბილისი - წერეთლის გამზ. №105; 2. თბილისი - ყაზბეგის გამზ., ვ. გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი; 3. თბილისი - ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, №325-ის მიმდებარედ; 4. თბილისი - დ. აღმაშენებლის გამზ. №73ა, „ილიას ბაღი“; 5. თბილისი - მარშალ გელოვანის გამზ. №34; 6. რუსთავი - ბათუმის ქ. №19; 7. რუსთავი - მეგობრობის გამზ. №35ა, №20 საჯარო სკოლის ტერიტორია. 8. ქუთაისი - ლ. ასათიანის ქ. №98; 9. ქუთაისი - ე. ნინოშვილის ქუჩისა და დ. აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე მდებარე „დიდების ბაღი“. 10. ბათუმი - ტ. აბუსერიძის ქ. №1; 11. ბათუმი - „ბათუმის ცენტრალური პარკი“; 12. ზუგდიდი - რუსთაველის ქ. №192, №3 საჯარო სკოლის ტერიტორია; 13. ახალციხე - ასპინძის ქ. №18, №2 საჯარო სკოლის ტერიტორია; 14. თელავი - კვირიკე დიდის ქ. №43, №5 საჯარო სკოლის ტერიტორია; 15. დაბა მესტია - მესტიის სათავგადასავლო პარკის მიმდებარედ. 1047 მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5), აზოტის ოქსიდები (NO, NOX, NO₂), გოგირდის დიოქსიდი (SO₂), ნახშირჟანგი (CO) და ოზონი (O₃). სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, 2025 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე დამატებით 2 ქალაქში1047 ატარებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებს, რომლის ფარგლებში განისაზღვრება ბენზოლის (C6H6), აზოტის დიოქსიდისა (NO2) და ოზონის (O3) კონცენტრაციები. 1048 მოქალაქე რ.ყ.-ს №9066/25 განცხადება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. №8-ის მიმდებარედ, შპს „მაგთიკომის" რადიოსადგურის ფუნქციონირება უარყოფითად ზემოქმედებს ადგილობრივი მცხოვრებლების ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ გარემოზე. 273 | ზოგადად, ასეთი ობიექტების (ფიჭური რადიოსადგური) განთავსება, 2024-2025 წლებში1049 სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების მიხედვით, მოქალაქეებში, მათ ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ გარემოზე მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედების თვალსაზრისით, შეშფოთებასა და გაურკვევლობას იწვევს. აღნიშნულს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ასეთი ობიექტების განთავსების სამართლებრივი პროცედურები ადგილობრივ მცხოვრებლებთან რაიმე სახის კომუნიკაციისა და ინფორმირების ვალდებულებას არ მოიცავს. უმეტესად, მოქალაქეები მათი განთავსების შესახებ ინფორმაციას იღებენ სამუშაოების პროცესში/დასრულების შემდგომ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ობიექტების განგრძობად და სრულყოფილ ინსპექტირებას და მათი შედეგების თაობაზე მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან, საკითხი მათ საცხოვრებელ გარემოს უშუალოდ ეხება. ატმოსფერული ჰაერის ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით მათი ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე ანთროპოგენური ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილებას ემსახურება.1050 „ატმოსფერული ჰაერის „ელექტრომაგნიტური ატმოსფერული დაცვის ველებისა ჰაერის დაცვის შესახებ” და სხვა შესახებ” საქართველოს სახის კანონის ფიზიკური საქართველოს თანახმად, ზემოქმედებისაგან კანონის ამოქმედებამდე, ატმოსფერული ჰაერის ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვა „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით, სახელმწიფო სტანდარტებით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებითა და წესებით და ამავე სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების საფუძველზე რეგულირდება.1051 ახალი „ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, ამ დროისათვის, არ არის მიღებული. ამჟამად საქართველოში მოქმედი „გარემოს ხარისხობრივი ნორმები“ კი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2001 წელს დაამტკიცა, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად ადგენს ელექტრომაგნიტური ველების დასაშვებ დონეებს (მათ შორის, ფიჭური რადიოკავშირის სისტემის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დასაშვები დონეებს). 1049 №2105/24, №2286/24, №5433/2024, №2109/24, №9066/25 განცხადებები. 1050 „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, 29-ე მუხლი; „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №297/ნ, 16.08.2001. 1051 „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, მე-15 მუხლის მესამე პუნქტი. 274 | ეს მაშინ, როცა, გარემოს დაცვის შესახებ კანონის თანახმად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები 5 წელიწადში ერთხელ უნდა განისაზღვრებოდეს.1052 ასევე, საგულისხმოა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები და რეკომენდაციები ამ სფეროში არაერთგვაროვანია და მიდგომები დროთა განმავლობაში, სამეცნიერო კვლევების კვალდაკვალ ფორმირდება.1053 განთავსებასთან ევროპული დაკავშირებით, სასამართლო სახელმწიფოს მობილური ვალდებულებებზე სადგურების მსჯელობისას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საზოგადოებრივი ინტერესისა და ინდივიდის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის ბალანსზე, ასევე, სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შესაბამისი რეგულაციების რეგულარული გადახედვის საჭიროებაზე მიუთითებს.1054 საქართველოში კი, გარემოს ხარისხობრივ ნორმებში ელექტრომაგნიტური ველების დასაშვებ დონეებთან დაკავშირებით ცვლილებები 20 წელზე მეტია არ განხორციელებულა. ცხადია, ზღვრული დონეების დადგენასთან ერთად, მნიშვნელოვანია ამ ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, შესწავლილმა საქმემ რაც, ცხადყო, როგორც სახალხო პრობლემურია. დამცველის შესწავლილ აპარატის საქმეში, მიერ სისტემური მონიტორინგისა და ნორმების დაცვის საჭიროებაზე თავად საპროექტო დოკუმენტაციაც უთითებდა (პროექტის ჰიგიენური დასკვნა,1055 პროექტის განხორციელებაზე გაცემული თანხმობა1056). მოქმედი რეგულაციების თანახმად, ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის განსაზღვრისა და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ექსპრესგაზომვებს ახორციელებს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.1057 1052 აქტს „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გარემოს დაცვის შესახებ კანონი, მუხლი 29, პუნქტი 2. 1053 ამ საკითხზე მუშაობენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO); არამაიონიზებელი რადიაციული დაცვის საერთაშორისო კომისია (ICNIRP); რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისია (ICRP). 1054 , GAIDA v. GERMANY, 32015/02, 03/07/2007, < https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-81875%22]} >. 1055 ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 28.03.2025, №54 დასკვნა. 1056 სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №7452147, 17/04/2025 გადაწყვეტილება. 1057 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანება, თავი VIII, ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის (ნაკადის სიმკვრივის) სიდიდის ინსტრუმენტური გაზომვების ჩატარების მეთოდი; გაზომვები ტარდება : ა) გამაფრთხილებელი სანიტარიული ზედამხედველობის ეტაპზე, რადიოტექნიკური ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს; ბ) მიმდინარე სანიტარიული ზედამხედველობის ეტაპზე, რადიოტექნიკური ობიექტის სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების ან მუშაობის რეჟიმის (გამოსხივებული სიმძლავრის, საანტენო-საფიდერო ტრაქტის და ა.შ.) შეცვლის დროს; გ) რადიოსადგურის განლაგების სიტუაციური პირობების შეცვლის დროს (ანტენების ადგილმდებარეობის, აზიმუტის, სიმაღლის, განაშენიანების პირობების და ა.შ.); დ) ელექტრომაგნიტური ველის დონის შესამცირებელი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ (საჭიროების შემთხვევაში); ე) გეგმური საკონტროლო გაზომვებისათვის (არა უმეტეს წელიწადში ერთხელ), (თავი VIII, 275 | სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის კომპანიის მოწოდებული მიერ მათი ელექტრომაგნიტური ლაბორატორიული არარსებობის ინფორმაციის კუთვნილი გამოსხივების კვლევების გამო, რადიოსადგურების ინტენსივობის შესახებ, ინფორმაციას გათვალისწინებით,1058 არ მიერ სისტემური პერიოდული ფლობს. დეპარტამენტი, წარმოქმნილი მონიტორინგისა ანგარიშგების ვინაიდან, და მექანიზმის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ცალკეული ექსპრეს-გაზომვების შედეგები ვერ წარმოაჩენს ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სრულ სურათს, ინდივიდუალურ შემთხვევებში, დეპარტამენტი, ვერც დარღვევის გამოვლენას შეძლებს და ვერც მასზე რეაგირებას.1059 ეს გარემოებები ადგილობრივ მოსახლეობაში ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ უნდობლობასაც აძლიერებს. სახალხო დამცველის შეფასებით, უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ფიჭური კავშირგაბმულობის რადიოსადგურის ფუნქციონირების პროცესში, ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის კონტროლის ეფექტიანობის სისტემა გაუმჯობესებას მონიტორინგისა და ლაბორატორიული საჭიროებს. მათ კვლევების შორის, სისტემური შედეგების თაობაზე, ზედამხედველობის დეპარტამენტში პერიოდული ანგარიშგების მექანიზმის შექმნითა და, ამგვარად, დამოუკიდებელი ზედამხედველობის მონიტორინგის მაკონტროლებელი უზრუნველყოფით. შედეგების შესახებ ასევე, ადგილობრივი ორგანოს მიერ განგრძობითი მნიშვნელოვანია, დაინერგოს მცხოვრებლების პერიოდულად ინფორმირების მექანიზმიც, რათა მათ ჰქონდეთ განახლებადი ინფორმაცია ობიექტის ფუნქციონირების შედეგად წარმოშობილი საფრთხეების არსებობა/არარსებობის თაობაზე. 17.4. ინფორმაციაზე წვდომა და მონაწილეობა ბალდის კანიონის საქმე საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი კვლავ იყო ბალდის კანიონთან დაკავშირებული პროექტი, მიმდინარე პროტესტი და მოქალაქეების ინფორმირება. სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითა დაცული ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის (ნაკადის სიმკვრივის) სიდიდის ინსტრუმენტური გაზომვების ჩატარების მეთოდი), მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი. 1058 სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის №7 25 00078988 წერილი. 1059 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის თანახმად, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ვიბრაცია, ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტება სამართალდარღვევაა, რომლის თაობაზეც საქმეების განხილვა და სახდელის დადება სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილებაა (იქვე, მუხლი 222, ნაწილი 1-ლი). 276 | ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მოქალაქეების მონაწილეობითი პროცესის მნიშვნელობაზე.1060 ბალდის კანიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, შპს „კანიონი 350“თან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამწლიანი ვადა 2025 წლის 29 ნოემბერს ამოიწურა. ამის შემდეგ, სოფელ ბალდაში, მოქალაქეების პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო არ გახანგრძლივებულიყო ხსენებული ხელშეკრულების ვადა, ასევე, დროულად მიეღოთ გადაწყვეტილებების ინფორმაცია თაობაზე. ვადის განახლებული ამოწურვის ინფორმაციის შემდეგ მიღება მიღებული პრობლემური აღმოჩნდა, მათ ვერ მიიღეს ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვა და რა ღონისძიებები გატარდებოდა კომპანიისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.1061 სახალხო დამცველის აპარატის წერილობითი მიმართვების საფუძველზე, სსიპ დასული ტერიტორიების სააგენტომ 2026 წლის 26 მარტს აპარატს აცნობა, რომ სააგენტოში ბალდის კანიონში დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.1062 ასევე, უწყების განმარტებით, მოქალაქეების განცხადება1063 სავარაუდო კორუფციული გზით, ბალდის კანიონის აუქციონით იჯარის ფორმით გაცემის საკითხზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა საქართველოს პროკურატურაში. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბერში, პირველ ინსტანციაში დასრულდა დავა და სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის სარჩელი, რომლითაც ბალდის კანიონთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იყო სადავოდ გამხდარი. აღნიშნულ საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პრეცედენტული იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ სათანადო სტანდარტების დადგენის კუთხით. ამდენად, საკითხის სპეციფიკიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეძლო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა, პირველად, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ დავაში, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.1064 დოკუმენტში მიმოხილულია დაცული 1060 საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2024, გვ. 263-დან. 1061აღნიშნული გარემოებების შესახებ მოქალაქეებმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე იხ. ბმული: <https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentriadgilobrivebtan-ertad-baldis-kanionis-sakmeze-samartlebriv-brdzolas-agrdzelebs>. 1062 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 23.12.2025, №25/10344 და 13.02.2026, №26/1403 წერილები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 26.03.2026, №1066 წერილი. 1063 სოფელ ბალდის მოსახლეობისა და ც.თ.-ის №23969, 28.10.2025 განცხადება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 1064 საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება 20.03.2026, №26/2450 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. 277 | ტერიტორიების როლი და მნიშვნელობა, საერთაშორისო მიდგომები, პრინციპები და გარანტიები ეროვნულ გარანტიებთან ერთად. სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განმარტებულია დაცული ტერიტორიების თანამედროვე, გაფართოებული ხედვა. დაცული ტერიტორიების როლი გაზრდილია ბიომრავალფეროვნების განადგურებისა და 1065 პლანეტარული კრიზისის გათვალისწინებით. გარემოს დაბინძურების სამმაგი ამასთანავე, დაცული ტერიტორიები აღიარებულია ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის აუცილებელ ნაწილად;1066 დაცულ ცვლილებებთან ტერიტორიებს 1067 გასამკლავებლადაც. სასიცოცხლო დაცულ როლი აკისრიათ ტერიტორიებთან კლიმატის დაკავშირებით, თანამედროვე პოლიტიკისა და კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ელემენტია ამ საკითხის სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრად განვითარებასთან კავშირში განხილვაც.1068 დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობა და მხარდაჭერა, ასეთი ტერიტორიების გადარჩენისა და მათი კონსერვაციის მიზნების მისაღწევად, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევა.1069 17.5. პროექტებთან/საქმიანობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები საანგარიშო პერიოდში, საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესული ცვლილებებით გამარტივდა გარემოზე ზემოქმედების 1070 დაკავშირებული პროცედურული საკითხები. 1071 ორივე დანართით შეფასების სისტემასთან მათ შორის, ცვლილებები შეეხო კოდექსის დადგენილი საქმიანობების ჩამონათვალსაც, ზოგი საქმიანობის ამოღების ან ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის გზით.1072 1065 A/76/L.75, UN, 26.07.2022, იხ. ბმული: <https://digitallibrary.un.org/record/3982508?ln=en&v=pdf>. 1066 Lausche, Barbara, (2011). Guidelines for Protected Areas Legislation. IUCN, Gland, Switzerland, xxvi + 370 pp, გვ. 1, <https://iucn.org/resources/publication/guidelines-protected-areas-legislation>. 1067 იქვე, გვ. 37. 1068 იქვე, გვ. 16. 1069 იქვე, გვ. 16. 1070 786-IIმს-XIმპ, 26/06/2025 კანონი, განმარტებითი ბარათი: <https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/387118>, განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება და უფრო ეფექტიანი, პროგნოზირებადი და რაციონალური გახდება კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები, ცვლილებები, ერთი მხრივ, გაამარტივებს გზშ-ს პროცედურას, ხელს შეუწყობს პროცედურულად და გადაწყვეტილებების მიღების ვადების თვალსაზრისით, უფრო მეტად პროგნოზირებადი სისტემის შექმნას, ეკონომიკური საქმიანობების შეუფერხებლად, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე განხორციელებას და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირებს სკრინინგის პროცედურაზე წარსადგენი განცხადებების რაოდენობას. შედეგად, საქმიანობების განმახორციელებლები, უფრო მოკლე ვადებში მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. მათ შორის, ზოგი საქმიანობა საერთოდ აღარ დაექვემდებარება კოდექსის რეგულაციებს. 1071 I დანართით განსაზღვრულია გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობები, II დანართით სკრინინგს დაქვემდებარებული საქმიანობები, რომლებიც შემდგომ, შესაძლოა, დაექვემდებაროს გზშ-ს. 1072 მაგალითად, ამოღებული იქნა: 1.6. წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა (წყლის ცხოველური ორგანიზმებისა და მცენარეების მოშენება); 4.1. თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით; 9.8. წყალდიდობისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოები; 10.4. სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება; ცვლილებები შევიდა ზღვრულ 278 | გასულ წლებში სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების ჩამონათვალი, ქვეყნის ტერიტორიის ფართობისა და სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით, გადახედვას საჭიროებდა, რათა გარემოსა და ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის მქონე საქმიანობები/პროექტები, კოდექსის რეგულირების მიღმა არ დარჩენილიყო. განვითარების მაგალითად, სახალხო პროექტებთან შემცირება/გაუქმება, დამცველის რეკომენდაცია იყო, ურბანული დაკავშირებული მაჩვენებლის (10 ჰექტარი) ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი 1073 დაქვემდებარებულ საქმიანობად მიჩნევა. საქმიანობის სკრინინგს თუმცა გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები დასახელებულ ორ საკითხს არ შეხებია. სახალხო დამცველის აპარატი ინდივიდუალურ შემთხვევებში დააკვირდება, რამდენად უზრუნველყოფს ეკონომიკური საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით გატარებული ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვა, გარემოსდაცვითი ინტერსებისა და მოქალაქეების უფლებების რეალიზაციას.1074 კიდევ ერთი საკითხი, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება - სახალხო დამცველი 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავდა, რომ საჭიროა შეიქმნას ერთიანი წესი შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების თაობაზე, რომლითაც სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იხელმძღვანელებს ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში საკუთრებაზე ზეგავლენის შესწავლისა და გამოსყიდვის საკითხის გადაწყვეტისას. განჭვრეტადი და მკაფიო პროცედურის დადგენა ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ინდივიდუალურ 1075 მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას. შემთხვევებში მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს დაიწყო მუშაობა შესაბამისი რეგულაციების შემუშავებაზე,1076 ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ვინაიდან, როგორც წესი, საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისას, მომიჯნავედ მცხოვრები მოქალაქეების საკუთრებაზე ზეგავლენის მაჩვენებლებში: „10.2. ნარჩენების განთავსების” ნაცვლად: 10.2. წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება; ნაცვლად, „10.3. ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა”, 10.3. წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება (გარდა წინასწარი დამუშავებისა)“; ნაცვლად, „1.4. 500 ჰექტარი ან მეტი ფართობის ტყის გაშენება ან/და 50 ჰექტარი ან მეტი ფართობის ტყის გაჩეხა სხვა კატეგორიის მიწად გარდაქმნისა და გამოყენების მიზნით”, 1.4. 50 ჰექტარი ან 50 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის გაშენება ან/და 5 ჰექტარი ან 5 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის გაჩეხა სხვა კატეგორიის მიწად გარდაქმნისა და გამოყენების მიზნით“. 1073 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 275. 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 226, საკითხზე ვრცლად იხ. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა პოლიტიკის, კანონმდებლობისა და აღსრულების გამოწვევები“, 2021. 1074 საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 2, ნაწილი 1. 1075 საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2024, გვ. 273. 1076 სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის №2-05/18, 8.01.2026 წერილი, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ჩართულობითა და ტექნიკური მხარდაჭერით. დოკუმენტის პროექტი ამ ეტაპზე გადაგზავნილია აზიის განვითარების ბანკში შემდგომი განხილვისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან მისი სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 279 | საკითხები აქტუალური ხდება, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დოკუმენტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მალევე დამტკიცდება. 17.6. ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოქსიკური დაბინძურება საანგარიშო წელს, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის მიერ რუსთავის სამრეწველო ზონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოქსიკური დაბინძურების თაობაზე ჩატარებული კვლევის შესახებ.1077 კვლევის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ და სხვა საჯარო წყაროების საშუალებით გავრცელდა,1078 რასაც საზოგადოების დაინტერესებაც მოჰყვა. კვლევის თანახმად,1079 მიღებული მონაცემები წარმოაჩენს გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია როგორც წარსული, ისე მიმდინარე დაბინძურებით, უფრო ზუსტად კი, სამრეწველო საქმიანობით და სახიფათო ნარჩენების არასათანადო მართვით. კვლევის შედეგად, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების, პესტიციდებისა და მძიმე ლითონების არსებობა გამოვლინდა ბავშვთა სათამაშო მოედნების ნიადაგში, ქალაქის მტვერში, მდინარის ნალექებში, ბუნებრივ გარემოში მოშენებული/გამოზრდილი ქათმების კვერცხსა და მდინარე მტკვრის თევზში. კვლევის შედეგებისა და საზოგადოების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა კვლევაში მითითებული საკითხები გაარკვია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით,1080 სამინისტრო არ იზიარებს კვლევის მეთოდოლოგიას, უწყება მიუთითებს ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით არასრულყოფილი ინფორმაციისა და არასრულფასოვანი ანალიზის თაობაზეც.1081 „ტოქსიკური დაბინძურების კერები რუსთავში, საქართველო”, არნიკა 2025, ავტორები: ავტორები: ინდრიხ პეტრლიკ და ნიკოლა იელინეკ, არნიკა – ტოქსიკური ნივთიერებებისა და ნარჩენების პროგრამა და IPEN – დიოქსინის, PCBs-ებისა და ნარჩენების სამუშაო ჯგუფი მარცელა ჩერნოხოვა, შეინ ჰიუმ, მარტინ სკალსკი და საშა ჟურკოვა, არნიკა – მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრი რუსთავი – პრაღა, იხ. ბმული: <https://shorturl.at/vxuV8>. 1078 მაგალითად, იხ. ბმულები: <https://tinyurl.com/yc5dtz4w>; <https://tinyurl.com/2bd2fmw7>; <https://euronewsgeorgia.com/2025/12/17/vegar-vtsxovrobt-kalakshi-romelits-chven-gvekutvnis-dabinzurebis-kerebirustavshi/>; 1079 „ტოქსიკური დაბინძურების კერები რუსთავში, საქართველო”, არნიკა 2025, გვ. 64. 1080 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10/02/2026, №757/01 წერილი. 1081 მაგალითად, სამინისტროს განმარტებით, ნიადაგის კვლევასთან მიმართებით, კვლევაში არ ჩანს გამოყენებული ლაბორატორიული კვლევის მეთოდები. მითითებულია მხოლოდ აპარატურა, რაც არასაკმარისია; არ არის შეფასებული საველე პირობებში ნიადაგიდან ნიმუშების აღებით გამოწვეული განუსაზღვრელობები, რაც მნიშვნელოვანი ცდომილების მიზეზია მსგავს კვლევებში, რომელიც ერთჯერადად ტარდება; კვლევა ეყრდნობა საზღვარგარეთ გაგზავნილ ნიმუშებს და ერთჯერად გაზომვებს, რაც ზრდის ცდომილების შესაძლებლობას; გარემოს მხოლოდ შერჩევითი კომპონენტების დაფარვა (ბავშვთა მოედნები, მტვერი, ნიადაგი); არ არის უწყვეტი არც ჰაერის და არც ნიადაგის მონიტორინგი, ინტერპრეტაცია ეყრდნობა აღწერით ანალიზს და არა სრულფასოვან საჯარო ჯანდაცვის რისკის შეფასებას. 1077 280 | სახალხო დამცველის შეფასებით, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებისა და გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებული გარემოებების/დასკვნების მიმართ საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ პროაქტიულად უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება რუსთავის სამრეწველო ზონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოქსიკური დაბინძურების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეროვნული მონიტორინგის სისტემის კონტროლის შედეგებსა და სხვა დამატებით ალტერნატიულ კვლევებზე დაყრდნობით. 17.7. ცხოველებთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოს სახალხო დამცველი უკანასკნელ წლებში აქტიურად მიუთითებს ქვეყანაში კომპანიონ და უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებულ მძიმე გამოწვევებზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ მიმართულებით გამოკვეთილი მასშტაბური გამოწვევები გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ სისტემურ მიდგომებსა და შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების შემუშავებას საჭიროებს. ამდენად, მისასალმებელია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი მიიღო.1082 კანონმა განსაზღვრა ცხოველთა სამართლებრივი სტატუსი, მოვლა-პატრონობის წესები და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები. აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვებელია ცხოველის მიტოვება (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ცხოველის ევთანაზია (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ცხოველის ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით გადაცემა, ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხოველის დაზიანებისას/დაღუპვისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის შეუტყობინებლობა, ცხოველების შემგროვებლობა, ძაღლის (გარდა სასამსახურო ძაღლისა) წვრთნა საბრძოლო მიზნებისთვის.1083 ამასთანავე, სხვა ვალდებულებებთან ერთად განისაზღვრა მეპატრონის ვალდებულებები ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ვეტერინარული შემოწმების, კომპლექსური ვაქცინაციის, სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებებით.1084 ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილ ორგანოებად კი მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო დასახელდა.1085 მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2026 წლის 1 მარტამდე უნდა უზრუნველყონ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცება ან ამ წესების არსებობის შემთხვევაში მათი ამ კანონთან შესაბამისობა; ხოლო მეპატრონეებმა 2027 წლის შინაური ბინადარი ცხოველია პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით; საქართველოს კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ”, 02/07/2025, 906-IIIრს-XIმპ. 1083 „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი, მუხლი 4, პუნქტი 3, მუხლი 5. 1084 „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი, მუხლი 7. 1085 უწყებების ვალდებულებები გაწერილია კანონის მე-6 მუხლში. 1082 281 | 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყონ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით. ასევე, გაწერილია კანონით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისა და კანონის სრულად ამოქმედების ვადები.1086 საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პრაქტიკაში შეუფერხებლად წარიმართება დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა და კანონის ეფექტიანი აღსრულება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ამ სფეროში არსებული ქაოსური მდგომარეობის რეგულირებას, ადამიანებისთვისა და ცხოველებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. 17.8. ხე-ტყის რესურსები 2023 წლიდან, სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს საქართველოს ტყის კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, ასევე, სოციალური ჭრის სისტემის ეტაპობრივად გაუქმებასთან დაკავშირებით, გატარებულ ღონისძიებებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,1087 გრძელდება საქმიანი ეზოების მოწყობა, რაც ხელს უწყობს რესურსებზე 1088 ხელმისაწვდომობის გამარტივებას. სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, საანგარიშო პერიოდში, სამეურნეო და მოვლითი ჭრებით დაამზადა 96 305,74 კბმ მერქნული რესურსი, რაც მიზნად ისახავდა ტყის მართვის გაუმჯობესებას. ამავე პერიოდში დასრულდა სამი საქმიანი ეზოს მოწყობა, რის შედეგადაც, დღეის მდგომარეობით, სულ მოწყობილია 69 საქმიანი ეზო, რამაც ხელი შეუწყო რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას. სათბობ შეშაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სოციალური ჭრის ტყეკაფვებიდან გაცემულია მერქნული რესურსები, რაც მოსახლეობის სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფას ემსახურებოდა. რაც შეეხება სამართალდარღვევებს, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2025 წელს ხე-ტყის უკანონო ჭრის, ტრანსპორტირების, სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის, გამოვლენილი არარეგისტრირებული სახერხი საამქროების შედეგად, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა,1089 ჯამში კი, 1 492 დარღვევა გამოვლინდა (1 323 - ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, 169 - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედებები).1090 1086 მუხლი 23, მუხლი 24. 1087 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს №101/01 წერილი. 1088 სულ მოწყობილია 69 საქმიანი ეზო. ნიკორწმინდა, მამხუთი და ხევი (გრიგალათი). 1089 591,202.77 ლარი, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 15.01.2026, №4 26 00002086 წერილით მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები; 2024 წელს გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 948,710.44 ლარი შეადგინა, გამოვლენილი დარღვევების ოდენობა კი სულ 1,752 იყო. 1090 282 | წინა წლის მსგავსად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ყველაზე დიდი მაჩვენებელი კახეთის რეგიონშია (455), ხოლო სისხლის სამართლის ნიშნების მქონე ფაქტების ყველაზე დიდი რაოდენობა (58) კი ამჯერად, აჭარაშია (წინა წელს სამეგრელოზემო სვანეთში) გამოვლენილი. გარემოსათვის მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი კახეთსა ( 173,867 ლარი) და აჭარაში (178 911 ლარი) გამოვლენილმა დარღვევებმა გამოიწვია, რაც საერთო ზიანის ნახევარზე მეტს შეადგენს. 17.9. მყინვარული ხეობების კვლევა, ადრეული გაფრთხილების სისტემები სახალხო დამცველი განაგრძობს ზედამხედველობას კატასტროფების მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე. საქართველოს კატასტროფის რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც 2017-2020 წლებისთვის იყო დამტკიცებული1091 და რომლის შემუშავების საჭიროება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს, არც 2025 წელს განახლებულა.1092 რაც შეეხება კვლევებსა და ანალიზს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,1093 2025 წლის განმავლობაში გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული მყინვარული და პერიგლაციური პროცესების კვლევა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში. გაგრძელდა მყინვარებთან, მყინვარულ ხეობებთან და მარადმზრალობასთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების, რისკის შემცველი არეალების გამოვლენის, კლიმატური, გეოლოგიური, გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. გაგრძელდა1094 პერიგლაციურ ზონებში მასების გადაადგილების პროცესების დეტალური კვლევა, რაც 2024 წელს ეროვნულ დონეზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნებოდა და გამოვლინდა რისკის შემცველი ცხელი წერტილები. საანგარიშო პერიოდში, ასევე მიმდინარეობდა კასკადური პროცესებით გამოწვეული საფრთხეების დეტალური შეფასება და შესაბამისი რისკის შემცირების ღონისძიებების შემუშავება, გამოვლენილი ცხელი წერტილებისა და სტიქიური პროცესების წარმოშობის არეალების ლოკალური მასშტაბის სიღრმისეულ ანალიზი (განახლებული სცენარების შემუშავებით). ასევე, კვლევის მიზანი იყო საფრთხისა და რისკის პოტენციალის მიხედვით შესაძლო მოწყვეტის არეალების კლასიფიკაცია, ყველა გამოვლენილი ცხელი წერტილის რისკის ანალიზი და შესაბამისი რუკების მომზადება. 2025 წლის განმავლობაში მყინვარულ და პერიგლაციურ პროცესებთან დაკავშირებული ადრეული გაფრთხილების სისტემების მიმართულებით, შემუშავდა ადრეული გაფრთხილების სისტემების კონცეპტუალური მიდგომები, რომლებიც ეფუძნება გამოვლენილი საფრთხის სცენარებს და მოიცავს მონიტორინგის სისტემებს. 1091 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილება. 1092 „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 15, ნაწ. 4. ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2024, გვ. 260-დან. 1093 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს №21/1240, 4.02.2026 წერილი. 1094 შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG-თან თანამშრომლობით. 283 | ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული კვლევებისა და მასალების დამუშავება და სისტემატიზაცია, ამდენად, კვლევის შედეგები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც განმარტა, რომ არსებული რისკების გამოვლენაზე, შეფასებასა და შესწავლაზე დაფუძნებული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან განგრძობით და ეფექტიან ძალისხმევას მოითხოვს. ამდენად, მისასალმებელია, რომ დეტალური კვლევებისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის, ასევე, ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვისა და განვითარების პროცესი გრძელდება და იმედია, კვლავ შეუფერხებლად გაგრძელდება. აღნიშნული აუცილებელია ადამიანის უფლებრივი პერსპექტივიდან და კლიმატის გლობალური კრიზისის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, რაც საქართველოსთვისაც მწვავე და აქტუალური პრობლემაა. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: ▪ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან კოორდინაციით, შეფასდეს წყალზე უფლების ყველა რელევანტური კრიტერიუმის (მისაწვდომობა, ფიზიკური ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური ხელმისაწვდომობა, წყლის უსაფრთხოება/ხარისხი, მისაღებობა, მდგრადობა) რეალიზაციის მდგომარეობა რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების მიხედვით, შეფასდეს უკანასკნელ წლებში განხორციელებული პროექტებით მიღწეული რეალური პროგრესი, გამოვლინდეს არსებული გამოწვევები, შეფასდეს მათი გამომწვევი მიზეზები და ინდივიდუალურად განისაზღვროს სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები; ▪ „ხედვა 2030, საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ განსაზღვრული ამოცანის (2025/2030 წლებისთვის საქართველოს ქალაქების/მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-სთვის სტანდარტთა შესრულებასთან შესაბამისი დაკავშირებით, 2026 წყალმომარაგების უზრუნველყოფა) წლის გეგმაში სამოქმედო აისახოს ინდიკატორები არა მხოლოდ ქალაქების, არამედ სხვა დასახლებებისთვისაც; ▪ ასევე, სამოქმედო გეგმაში წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაციის გარდა, აისახოს დამატებით ისეთი ინდიკატორებიც, რომლებიც შესაძლებლებს გახდის 24-საათიანი უწყვეტი მომარაგების შესრულების შეფასებას; ▪ საჯაროდ გამოქვეყნდეს „ხედვა 2030, საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ მონიტორინგის ექვსთვიანი პროგრესის ანგარიშები და წლიური ანგარიშები. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: 284 | ▪ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის განგრძობითად გაუარესების გარემოებებთან ერთად, ინფორმირება დამაბინძურებელი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მდგომარეობის პერიოდებში, განსაკუთრებულად დაბინძურების კოორდინირებულად განმაპირობებელ უზრუნველყონ ნივთიერებების საფრთხეებზე და საზოგადოების გადაჭარბებასა მორგებული, და მაქსიმალურად კონკრეტული და მარტივად აღქმადი რეკომენდირებული ქცევის წესების შესახებ; ▪ რეკომენდაციების შემუშავების დროს, გაითვალისწინონ განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფების (ხანდაზმულები, სხვადასხვა დაავადებათა მქონე პირები და სხვ.) ჯანმრთელობის რისკები და მათთვის რეკომენდებული ქცევის წესები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს: ▪ გადაიხედოს „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების“ დამტკიცების შესახებ ბრძანებით (297/ნ, 16.08.2001) განსაზღვრული ფიჭური რადიოკავშირის სისტემის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივესთან დაკავშირებული რეგულაციები, განახლებულ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებით, მასში ცვლილებების საჭიროების გამოვლენის/ასახვის მიზნით; ▪ შემუშავდეს ფიჭური რადიოკავშირის სისტემის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დასაშვები დონეების განგრძობითი და ეფექტიანი კონტროლის, ასევე, კონტროლის შედეგების თაობაზე მოქალაქეების პერიოდული ინფორმირების მექანიზმი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას: ▪ დაგეგმონ და გაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება იორმუღანლოს თემის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) და სოფელ საგვაზაოს (აბაშის მუნიციპალიტეტი) მოსახლეობისათვის სტანდარტების შესაბამის წყალზე წვდომის უფლების უზრუნველსაყოფად; ▪ უზრუნველყონ გატარებული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ადგილობრივ მცხოვრებთა პერიოდული ინფორმირება; ▪ პრობლემის აღმოფხვრამდე, ალტერნატიული გზებით უზრუნველყონ მოქალაქეთა მომარაგება, პირადი და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის საჭირო მინიმალური წყლის ოდენობით. 285 | 18. ჯანმრთელობის უფლება 18.1. შესავალი ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების არარსებობა.1095 ჯანმრთელობის უფლება თანამედროვე ადამიანის უფლებათა სტანდარტით განიხილება ღირსეული ცხოვრების აუცილებელ წინაპირობად და არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობად. ამ უფლების რეალიზაცია მოითხოვს მომსახურების არსებობას, ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. სახელმწიფოს ვალდებულება, პროგრესული შესრულების1096 პარალელურად, მოიცავს დისკრიმინაციის დაუშვებლობას და უფლების მინიმალური, დაუყოვნებლივ უზრუნველსაყოფი სტანდარტის დაცვას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებოდ მიუთითებს შედეგზე ორიენტირებულ მართვაზე, სისტემების გამძლეობაზე, თანაბარ ხელმისაწვდომობასა და პრევენციაზე, რაც პაციენტის უფლებების დაცვას უშუალოდ უკავშირდება. ხელმისაწვდომობა ვერ ჩაითვლება მიღწევად, თუ მომსახურება არ არის უსაფრთხო, ხარისხიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული.1097 სახალხო დამცველის შეფასებით, პაციენტთა უფლებების დაცვას კვლავ ასუსტებს სისტემური ხარვეზები: რეგიონებში კადრების დეფიციტი და სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა, პირველადი რგოლის ინფრასტრუქტურული მინიმუმის დაუცველობა, განსაკუთრებით პრობლემურია პაციენტების საჩივრების განხილვის გაჭიანურება და ხარისხის შეფასების დაბალი ეფექტიანობა. გაჭიანურებული საჩივრები მოქალაქეს ართმევს დროულ სამართლებრივ დაცვას და ხშირად ტოვებს დარღვევებს სათანადო რეაგირების გარეშე, ხოლო ხარისხის სუსტი შეფასება ვერ უზრუნველყოფს მომსახურების უსაფრთხოების, მიზეზების და გამოსასწორებელი ნაბიჯების სისტემურ გამოვლენას, რაც ზრდის განმეორებითი დარღვევების რისკს. 18.2. პირველადი ჯანდაცვის სისტემა პირველადი ჯანდაცვა არის საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ადამიანების საჭიროებებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას, მკურნალობას, რეაბილიტაციასა და პალიატიურ დახმარებას რაც შეიძლება ადრე და რაც შეიძლება ახლოს მათი 1095 1095 Constitution of the World Health Organization. In: World Health Organization: Basic documents. 45th ed. Geneva: World Health Organization; 2005 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://shorturl.at/Q9LJD> [ბოლოს ნანახია 23.02.2026]. 1096 პროგრესული შესრულება (progressive realization) — ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების თანდათანობითი, მუდმივი და ეფექტიანი განხორციელების ვალდებულება, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, რესურსების ლიმიტის გათვალისწინებით, წლიდან წლამდე მიაღწიოს უფლებების სრულ რეალიზაციას; International Covenant on Economic, Social and Cultural Rights Part II article 2.1. 1097 Global Health Strategy and Fourteenth General Programme of Work 2025–2028, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://shorturl.at/4e9dl > [ბოლოს ნანახია 23,02.2026]. 286 | ყოველდღიური ცხოვრების გარემოსთან, თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით.1098 სწორედ ამ ფუნქციების ეფექტიან შესრულებაზეა დამოკიდებული სისტემის საერთო შედეგიანობა და პაციენტის რეალური დაცულობა; თუმცა, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როგორ პასუხობს სახელმწიფო ამ გამოწვევებს და რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება პირველადი ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. სახალხო დამცველი პირველადი ჯანდაცვის რეფორმას განიხილავს არა მხოლოდ პროცესის დაწყებად, არამედ პოლიტიკის შედეგიანობის საზომად, რომელიც უშუალოდ აისახება მომსახურების დამცველის ხელმისაწვდომობასა აპარატის და წარმომადგენელთა კადრებით მიერ უზრუნველყოფაზე. წლის განმავლობაში სახალხო რეგიონებში უფლებრივი მდგომარეობის შესაფასებლად ჩატარებული მონიტორინგი და წინა წლების ანგარიშებში1099 აღწერილი მოცემულობა მიუთითებს სისტემურ ბარიერებზე: სოფლად სერვისებზე წვდომის შეზღუდვაზე, ადამიანური რესურსების დეფიციტზე, ინფრასტრუქტურის მოძველებაზე, პირველადი და ჰოსპიტალური რგოლების არასაკმარის კოორდინაციაზე და დაფინანსების რთულ მოდელზე, რაც აფერხებს პრევენციისა და ქრონიკული დაავადებების მართვის ეფექტიანობას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს და ერთიან, ინდიკატორებზე დაფუძნებულ, მკაფიო მონიტორინგის მქონე სამოქმედო გეგმას.1100 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,1101 პირველადი ჯანდაცვის რეფორმა 2025 წლის ივლისიდან საპილოტე რეჟიმში დაიწყო 6 დაწესებულებაში, 2026 წლის მარტიდან დაგეგმილია დაფარვის გაფართოება, ხოლო 2028 წლიდან რეფორმაში სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლების ჩართვაც. ასევე, 2021-2022 წლებში შეფასდა პირველადი ჯანდაცვის ადამიანური რესურსის მართვის სისტემა, რაც კადრების დეფიციტისა და სერვისების ხარისხის პრობლემებზე უფრო სისტემური რეაგირებისთვის საჭირო წინაპირობად განიხილება. შეფასების შედეგად დამტკიცდა „საქართველოში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის ადამიანური რესურსების განვითარების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმა“.1102 სახალხო დამცველის შეფასებით, მისასალმებელია, რომ დოკუმენტი პირველადი ჯანდაცვის კადრების პრობლემას სისტემურად უყურებს, განიხილავს მას გრძელვადიან Primary health care (WHO) ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/yyLOG > [ბოლოს ნანახია 23.02.2026]. 1099 2019 და 2022 წლების „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაზე განხორციელებული მონიტორინგები. 1100საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 282. 1101 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი MOH 3 25 01461987, 19 დეკემბერი 2025. 1102საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №12/ნ (30/04/2025). 1098 287 | პერსპექტივაში, ასახავს რეგიონებს შორის განსხვავებებს და მართვის ინსტრუმენტებად ითვალისწინებს მონაცემთა მოწესრიგებასა და რეესტრის განვითარებას. თუმცა ამგვარი დაგეგმვა მხოლოდ მაშინ იძლევა შედეგს, თუ იგი მკაფიოდ პასუხობს პაციენტის ყოველდღიურ გამოცდილებას: ხელმისაწვდომობას, უწყვეტობასა და მომსახურების ხარისხს, განსაკუთრებით სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში. ამ კრიტერიუმით, სუსტ მხარედ რჩება ის, რომ პროგრესი მეტწილად იზომება საერთო, შეჯამებული მაჩვენებლებით და ნაკლებად აჩვენებს რეგიონულ დონეზე ხელშესახებ ცვლილებას (მაგალითად, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კადრების დეფიციტის შემცირება, რიგების პრობლემის მოგვარება, ექიმის მიუწვდომლობა ან მომსახურების შეწყვეტა). ასევე აღწერილია პერსონიფიცირებული რეესტრი1103 და სხვა მართვითი ცვლილებები, თუმცა სუსტია მათი შედეგზე მიბმა: რა გადაწყვეტილებებს შეცვლის რეესტრი, როგორ გააუმჯობესებს კადრების განაწილებას და რა გავლენა ექნება პაციენტის დროულ მომსახურებაზე. საბოლოოდ, უფლებრივი განზომილება უფრო მკაფიოდ უნდა აისახოს: თანასწორობა, მოწყვლადი ჯგუფების პრიორიტეტული დაცვა და მომსახურების უწყვეტობა დოკუმენტში ნაკლებად არის ინტეგრირებული, რის გამოც არსებობს რისკი, რომ გეგმა დარჩეს ადმინისტრაციულ ჩარჩოდ და სრულად ვერ უზრუნველყოს პაციენტების რეალური დაცულობა. 18.3.თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა თამბაქოს კონტროლის შესახებ სპეციალური ანგარიში1104 გამოაქვეყნა, სადაც ადამიანის უფლებების კონტექსტში შეაფასა სახელმწიფოს პოლიტიკა. ანგარიშში მიმოხილული იყო იმ დროისთვის გატარებული რეფორმები და შეფასდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა WHO-ს ჩარჩო კონვენციასა და ევროკავშირის დირექტივებთან, ასევე გამახვილდა ყურადღება კანონის აღსრულების ეფექტიანობაზე სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს დაცვის კუთხით. რეკომენდაციები მიზნად ისახავდა საკანონმდებლო ჩარჩოს გამყარებას, აღსრულების გაძლიერებას და პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. შემდგომ წლებში ეს აქცენტები სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგშიც აისახა: ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში თამბაქოს კონტროლი განისაზღვრა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტად, ხოლო მთავარ ნაბიჯებად დასახელდა დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვა, რეკლამისა და სპონსორობის შეზღუდვა და განახლებული პოლიტიკის დანერგვა. ამავე კონტექსტში, 2025 წელს, თამბაქოს კონტროლის დასახელდა შესაძლო შესუსტების ნიშნები. კერძოდ, პოლიტიკაში გამოწვევად ყურადღება გამახვილდა ექიმების და ექთნების რეესტრი, სადაც მითითებული იქნება მონაცემები პერსონალის სერტიფიცირების სტატუსისა და სისტემაში მათი დასაქმების შესახებ (გეგმა, გვ. 21). 1104 სპეციალური ანგარიში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/L9Ua6 > [ბოლოს ნანახია 23.02.2026]. 1103 288 | გადასახადებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე, სტანდარტიზებული შეფუთვის მოთხოვნების ამოქმედების ვადების გადავადებასა და ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტის არმიღებაზე.1105 2025 წელს არსებული სურათი კვლავ შეფასდა და ამ საკითხებზე მიღებული პასუხებისა და მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,1106 თამბაქოს ინდუსტრიის გავლენისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის დაცვის ვალდებულება გამომდინარეობს WHO FCTC-ის 5.3 მუხლიდან.1107 2017 წლიდან ეს პრინციპი ასახულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონი მთავრობას ავალდებულებს, ნორმატიული აქტით დაარეგულიროს თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ პირებთან ურთიერთობის წესები გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც ოფიციალურად არაერთხელ იქნა წარდგენილი და შენიშვნების გათვალისწინებით განახლებული ვერსიაც 1108 გადაგზავნილია შემდგომი განხილვისა და პროცედურული ნაბიჯებისთვის. ასევე, ცენტრი შიდა წესებით მინიმუმამდე ამცირებს თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის რისკს, ინდუსტრიასთან დაკავშირებული პირების ჩართვის გამორიცხვით და შეხვედრების გამჭვირვალობის უზრუნველყოფით.1109 ცენტრი ასევე წარმოადგენს 2025 წლის მონიტორინგის მასშტაბს და სტანდარტიზებული შეფუთვის მონიტორინგის შედეგებს. გარდა ამისა, განმარტებულია, რომ თამბაქოს საქართველო: თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსი (2025), ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <http://tiny.cc/evbz001 > [ბოლოს ნანახია 23.02.2026]. 1106 ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2026 წლის 9 იანვრის №CDC 8 26 00017118 წერილი. 1107 „თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და დანერგვის პროცესში, მხარეები უზრუნველყოფენ ამ პროგრამების დაცვას თამბაქოს ინდუსტრიის ან სხვა ინტერესებისაგან, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ, მუხლი 5.3. 1108 ცენტრის მიერ, საქართველოს ყველა სამინისტროს წარმომადგენელთან შეთანხმების საფუძველზე მომზადებული საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტი, „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის და საჯარო მოსამსახურის თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის წესი“, შემდგომი მსვლელობისთვის წარედგინა სამთავრობო უწყებებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შენიშვნების გათვალისწინებით, ცენტრმა განახორციელა ნორმატიული აქტის პროექტის რედაქტირება და გაუზიარა შესაბამის უწყებებს შემდგომი ინიცირებისთვის (2026 წლის 9 იანვრის №CDC 8 26 00017118 წერილი). 1109 ცენტრი შიდა პოლიტიკით უზრუნველყოფს ინდუსტრიის ჩაურევლობას: თამბაქოს კონტროლის პროგრამასთან დაკავშირებულ კონტრაქტორებად და ჯგუფის წევრებად არ ირჩევა თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული პირი ან პირი, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდა კავშირი ინდუსტრიასთან; შეხვედრები იმართება ინდუსტრიის წარმომადგენლების გარეშე, ხოლო მათი მონაწილეობა, აუცილებლობის შემთხვევაში, გამჭვირვალობისთვის, უზრუნველყოფილია შეხვედრის აუდიო/ვიდეო ჩაწერით. 1105 289 | ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ოქმის რატიფიცირება საჭიროებს სამართლებრივ, ინსტიტუციურ და ფინანსურ შეფასებას.1110 სახალხო დამცველი სტანდარტიზებული 1111 წარმოდგენას, დადებითად შეფუთვის აფასებს დარღვევების მონიტორინგის კლების მოცულობისა კონკრეტული ისევე როგორც თამბაქოს ინდუსტრიის გავლენისგან და მონაცემების ჯანმრთელობის პოლიტიკის დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს. აღსანიშნავია, რომ აღსრულებაში მიღწეული პროგრესი სრულად ვერ აქარწყლებს პოლიტიკის შესაძლო შესუსტების სისტემურ რისკებს, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ის გარემოება, რომ ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი წლებია, არ არის მიღებული, რაც ზრდის ინტერესთა კონფლიქტისა და გადაწყვეტილებებზე არასასურველი ზემოქმედების რისკს. ამით ზიანდება არა მხოლოდ გამჭვირვალობა, არამედ სუსტდება პოლიტიკის მდგრადობა და აღსრულების ეფექტიანობა, შედეგად, ვერც პრევენციული შედეგი იქნება სტაბილური და თანაბარი. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო და მარეგულირებელი გადაწყვეტილებები აღარ ქმნიდეს პოლიტიკის შესუსტების საფუძველს და არ ამცირებდეს პრევენციის ეფექტს, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დაცვის ჭრილში. ამასთანავე, საჭიროა, რეაგირების შედეგები1112 საზოგადოებისთვის საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი.1113 საბოლოოდ, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს ერთიანი სახელმწიფო ხედვით და უწყებათაშორისი კოორდინაციით, წინასწარ განსაზღვრული მიზნებით, ვადებით და საჯარო ანგარიშვალდებულებით, რათა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხო გარემოს უფლებები დაცული იყოს არა მხოლოდ ნორმით, არამედ პრაქტიკული შედეგითაც. ამ მიზნით ცენტრმა მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი და ოქმთან მიერთების პროცესი ორჯერ წამოიწყო ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით; საკითხი კი გათვალისწინებულია 2026-2030 წლების თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის არსებულ ვერსიებში. 1111 ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება“, კომპონენტი 2025 წელს მოიცავდა თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგს სამიზნე დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში: შემოწმდა 5966 დაწესებულება, 4043 სავაჭრო ობიექტი და 1664 სატრანსპორტო საშუალება. 2025 წლის აპრილიდან დაიწყო სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის მონიტორინგი, რომლის შედეგადაც დარღვევის მაჩვენებელი აპრილის 63%-დან დეკემბერში 12.4%-მდე შემცირდა. 1112 „ ...2025 წლის აპრილიდან, დაიწყო თამბაქოს პროდუქტების სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის მონიტორინგი. აპრილში დარღვევის მაჩვენებელი 63% იყო, შემდეგ დარღვევით რეალიზაციის ფაქტები თანდათან შემცირდა და ნოემბერში შეადგინა 34.15%, დეკემბერში კი 12.4%...“, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2026 წლის 9 იანვრის №CDC 8 26 00017118 წერილი. 1113 მაგალითად, რა სანქციები და გამოსასწორებელი ზომები გატარდა, რამდენად შემცირდა განმეორებითი დარღვევები და როგორ აისახა ეს თამბაქოს მოხმარების დინამიკაზე. 1110 290 | 18.4. არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი არაგადამდები დაავადებები (Noncommunicable diseases, NCDs) არის ხანგრძლივი მიმდინარეობის დაავადებები, რომლებიც ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და, როგორც წესი, ვითარდება გენეტიკური, ფიზიოლოგიური, გარემოსა და ქცევითი ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებით; მათ ძირითად ჯგუფებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოს, ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს და დიაბეტს.1114 ამ პრობლემის სისტემური მართვის მიზნით, სახელმწიფომ განსაზღვრა შესაბამისი პოლიტიკის ჩარჩო ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სახით. 2023 წელს დამტკიცდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია (2023–2030) და 2023–2025 წლების სამოქმედო გეგმა, როგორც სახელმწიფოს მთავარი პოლიტიკის ჩარჩო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, კიბოსა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ. სტრატეგია, რომელიც WHO-ის რეკომენდაციებსა და STEPS 2016-ის მონაცემებს ეყრდნობა და მოიცავს SWOT ანალიზს, ამოცანებს, მონიტორინგის ჩარჩოს, ინდიკატორებსა და ბიუჯეტს, მიზნად ისახავს ნაადრევი სიკვდილიანობის 2030 წლისთვის 25%-მდე შემცირებას; თუმცა 2025 წლისთვის კვლავ იკვეთება სისტემური ხარვეზები, რომლებიც უკავშირდება არასაკმარის რესურსს, უწყებათაშორის ნაწილობრივ შესრულებას 1115 კოორდინაციას და ღონისძიებების დაგვიანებით ან , რის გამოც განხორციელებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები დამატებითი შეფასების საგნად იქცა, მათ შორის, საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე. 2025 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ა(ა)იპ საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის განცხადება1116, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2023– 2030 წლების სტრატეგიისა და 2023–2025 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება სუსტია ფინანსური უზრუნველყოფის, მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების დეფიციტის გამო; პრობლემებად დასახელებულია, მათ შორის, ჰიპერტენზიის1117 ეროვნული გეგმის არქონა, მარილის შემცირების პოლიტიკის არასაკმარისი რესურსი, ფიზიკური აქტივობის სტრატეგიის დაუმტკიცებლობა, ტრანსცხიმების აღსრულება, ბავშვთა დაცვა არაჯანსაღი 1114 ინფორმაცია ხელმისაწვდომია:< http://tiny.cc/hvbz001 > [ბოლოს ნანახია 23.02.2026]. 1115 სტრატეგიის მიხედვით, არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის მთავარი გამოწვევებია ქცევითი და გარემოს რისკ-ფაქტორების მაღალი გავრცელება და პრევენციაზე დაბალი ინფორმირებულობა, სკრინინგში მიზნობრივი ჯგუფების არასაკმარისი ჩართულობა და ონკოლოგიური დაავადებების გვიანი გამოვლენა, აგრეთვე არტერიული ჰიპერტენზიის მაღალი გავრცელება და მკურნალობის დაბალი დაფარვა. პრობლემას ამძაფრებს პირველადი ჯანდაცვის სუსტი „მეკარიბჭის“ ფუნქცია, მონიტორინგისა და სანდო რუტინული მონაცემების დეფიციტი, ასევე მედიკამენტებზე მაღალი ხარჯი და ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. „საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია 2023 – 2030-ისა და 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, გვ. 15. 1116 ა(ა)იპ საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის განცხადდება №10015/25 30/10/2025. 1117 ჰიპერტენზია (არტერიული ჰიპერტენზია) არის არტერიული წნევის მდგრადი მატება, რომელიც ზრდის გულ-სისხლძარღვთა გართულებებისა და ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს. 291 | მარკეტინგისგან, ბავშვთა სიმსუქნის პრევენცია და STEPS კვლევის1118 განახლების დაგვიანება. ამ საკითხების შესწავლისათვის სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი უწყებებისგან, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან, გამოითხოვა ინფორმაცია. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით,1119 2023–2025 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა რიგი ღონისძიებები,1120 თუმცა ცალკეული ამოცანა ვადაში ვერ შესრულდა დამატებითი სამართლებრივი/ტექნიკური მექანიზმებისა და მრავალსექტორული კოორდინაციის საჭიროების გამო; ცენტრი ასევე განმარტავს, რომ ჰიპერტენზიის ერთიანი ეროვნული პროგრამა 2023–2025 გეგმაში არ იყო გაწერილი, ხოლო რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება (მარილი, ფიზიკური აქტივობა, COSI1121 და STEPS) შესრულების ვადების მიხედვით 2026–2027 წლებზე გადაიდო. სახალხო დამცველის შეფასებით, მიღებული ინფორმაცია მიუთითებს ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, რაც უფრო სიღრმისეული შესწავლის და შეფასების საგანია. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: ▪ უზრუნველყოს თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალე წესის მიღება და ამოქმედება, მათ შორის, საჯარო აღრიცხვის მექანიზმით, რათა შემცირდეს ინტერესთა კონფლიქტისა და პოლიტიკაზე არასასურველი ზემოქმედების რისკი. STEPS კვლევა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტიზებული მეთოდოლოგია, რომლითაც ქვეყნები პერიოდულად ზომავენ არაგადამდები დაავადებების ძირითად რისკ-ფაქტორებს მოსახლეობაში. იგი აგროვებს მონაცემებს სამ საფეხურად: (1) კითხვარი ქცევით რისკებზე (მაგ., თამბაქო, ალკოჰოლი, კვება, ფიზიკური აქტივობა), (2) ფიზიკური გაზომვები (სიმაღლე, წონა, არტერიული წნევა და სხვ.), (3) ბიოქიმიური ანალიზები (მაგ., სისხლში გლუკოზა, ქოლესტერინი). 1119 წერილი №CDC 3 26 00025619 12/01/2026. 1120 2025 წელს ჰიპერტენზიის სკრინინგის გასაძლიერებლად ჩატარდა ტრენინგები და საინფორმაციო კამპანიები, ხოლო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაიწყო ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, ჰიპერტენზიის, ელექტრონული რეგისტრის წარმოება. ცენტრი სამინისტროსა და პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად მერვედ ჩაერთო „IMAP Measurement Month“-ში, რომლის ფარგლებში 60 000 მოზრდილს გაეზომა არტერიული წნევა, ხოლო ინფორმირებულობა 46%-დან (2016) 93%-მდე (2025) გაიზარდა. 2023–2024 წლებში ასევე ჩატარდა 24-საათიან შარდში მარილის კვლევა და საბაზო დონედ განისაზღვრა 15.8 გრ/დღე. 1121 COSI (Childhood Obesity Surveillance Initiative) -მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული რეგიონის წამყვანი კვლევითი პროგრამა ბავშვებში სიმსუქნის მონიტორინგისთვის. 1118 292 | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ უზრუნველყოს დანერგვა, თამბაქოს რომელიც კონტროლის მონიტორინგს აღსრულებით გაამყარებს, რეაგირებამდე დროის რაც ზედამხედველობის ისეთი შედეგზე ორიენტირებული, გამოიხატება დარღვევის შემცირებაში, პერიოდულ საჯარო მოდელის ეფექტიანი გამოვლენიდან ანგარიშგებაში ჩატარებული შემოწმებებისა და გამოყენებული სანქციების (ტიპი/რაოდენობა) შესახებ და განმეორებითი დარღვევების წილის წლიური კლების დინამიკაში; ▪ უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვის ადამიანური რესურსის მართვის გეგმის შესრულების შეფასება არა მხოლოდ საერთო, არამედ რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ჭრილში, მინიმალური ხელმისაწვდომობის სტანდარტებით (ოჯახის ექიმისა და ექთნის ფაქტობრივი ხელმისაწვდომობა, მომსახურების უწყვეტობა), რაც უნდა აისახოს პერიოდულ საჯარო ანგარიშგებაში მუნიციპალიტეტების მიხედვით და გაზომვადი იყოს კადრების ვაკანტურობისა და მომსახურების შეწყვეტის შემთხვევების შემცირების დინამიკით. 293 | 19. შრომის უფლება საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველს შრომითი უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით არაერთმა საჯარო მოსამსახურემ და სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 1122 ორგანიზაციაში/საწარმოში დასაქმებულმა პირმა მიმართა. განცხადებების შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ მოქალაქეები საჯარო დაწესებულებებიდან ძირითადად რეორგანიზაციის (რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ან შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძვლით გათავისუფლდნენ. საჯარო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების, ასევე, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით კანონშეუსაბამოდ გათავისუფლებული პროფესიული მოხელეების და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პირების უფლებრივ მდომარეობაზე საანგარიშო პერიოდში უარყოფითად აისახა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში 2024 წლის დეკემბერში და 2025 წლის დასაწყისში განხორციელებული ცვლილებები1123. 2025 წელს შრომითი უფლებების შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით წარმოდგნეილი საჩივრების შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა 9 პირის შრომითი უფლების კანონშეუსაბამო შეზღუდვის ფაქტი გამოავლინა და მათი კონსტიტუციური უფლებების აღდგენის მიზნით უფლებამოსილ თანამდებობის პირებს/დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაბამისი რეკომენდაციებით და წინადადებებით მიმართა.1124 ამ დრომდე პრობლემად რჩება ქვეყანაში შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლების სათანადოდ უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების არარსებობა. კერძო სექტორში დამსაქმებლებს კვლავ არ აქვს კანონისმიერი ვალდებულება აანაზღაურონ მშობლისთვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება. გამოწვევად რჩება შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება, მათი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და ღია შრომის ბაზარზე დასაქმება. საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოვლინდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტერიტორიაზე სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაო დროის აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები.1125 1122 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებული განცხადებები, N:12003/25, 11928/25, 11362/25, 11875/25, 10790/25, 7902/25, 6405/25, 5910/25, 5333/25, 5311/25, 4967/25, 4164/25, 3873/25, 3662/25, 3036/25, 2885/25, 2660/25, 2198/25, 1650/25, 291/25, 6233/25, 6760/25, 1391/25, 7252/25, 11941/25, 11045/25, 10085/25, 6507/25, 5936/25, 1601/25, 3049/25, 4766/25, 5786/25, 5907/25, 6336/25, 6411/25, 7952/25, 6572/25, 8409/25, 6278/25, 2500/25, 10267/25, 3749/25. 1123იხ. „სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2024, გვ. 284-287. 1124 საქართველოს სახალხო დამცველის 23.06.2025 წლის N25/4926, 16.07.2025 წლის N25/5636, 08.09.2025 წლის N25/7148, 2025 წლის 9 დეკემბრის N25/9888, 2025 წლის 7 ივლისის N25/5379, 2025 წლის 12 აგვისტოს N25/6309, 2025 წლის 22 აპრილის N25/3180 და 2025 წლის 18 ნოემბრის N25/9333 რეკომენდაციები და 2025 წლის 4 მარტის N25/1715 წინადადება. 1125 იხ. „სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2024, გვ. 287. 294 | 19.1. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საჩივრების განხილვის შედეგად გამოვლენილი შრომის უფლების დარღვევის ფაქტები 2025 წელს შრომის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით განხილული საქმეების ფარგლებში გამოვლინდა რომ საჯარო დაწესებულებებმა შრომით ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო ისეთ შემთხვევებშიც შეწყვიტეს, რა შემთხვევასაც საქართველოს შრომის კანონმდებლობა უვადო შრომით ხელშეკრულებად მიიჩნევს. გამოვლინდა საჯარო დაწესებულებებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულებთან (მათ შორის საჯარო მოხელის) შრომითი ურთიერთობის დაუსაბუთებელი შეწყვეტის ფაქტები. განმცხადებელთა კონსტიტუციური უფლების აღდგენის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საჯარო დაწესებულებებს.1126 ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად მიიჩნია შრომით ურთიერთობაში გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის სტანდარტების გამოსაკვეთის მიზნით სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან” მიმდინარე სასამართლო დავაზე სასამართლო მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრების წარდგენა.1127 საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებებმა რეორგანიზაციისას (რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ზედმიწევნით უნდა გაითვალისწინონ როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპები (თუკი მათ საქმიანობაზე ვრცელდება აღნიშნული კანონი), ისე საქართველოს ზოგადი ადმინისრაციული კოდექსით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილების წესი და განსახილველ საკითხთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს განმარტებები. საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პროცესის ობიექტური, ცხადი კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევა და რეორგანიზაციის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებების შედეგად რეორგანიზაციის საფუძვლით უკანონოდ გათავისუფლებული პროფესიული საჯარო მოხელის და საჯარო სამსახურის იურიდიულ პირში დასაქმებული პირის უფლებრივი რესტიტუციის სამართლებრივი გარანტიები უფრო სუსტია, ვიდრე იმავე სამსახურში სხვა საფუძვლით გათავისუფლებული პირების ან/და ვიდრე ამას მსგავს შემთხვევებში საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს შრომის კოდექსი” ითვალისწინებს. მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის პირობებში, რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურე, სასამართლოში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ აღდგება მანამდე დაკავებულ პოზიციაზე და საქართველოს სახალხო დამცველის 23.06.2025 წლის N25/4926 რეკომენდაცია სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს”, საქართველოს სახალხო დამცველის 16.07.2025 წლის N25/5636 რეკომენდაცია ა(ა)იპ „ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“, საქართველოს სახალხო დამცველის 08.09.2025 წლის N25/7148 რეკომენდაცია სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს”, საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 9 დეკემბრის N25/9888 რკომენდაცია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 7 ივლისის N25/5379 და 2025 წლის 12 აგვისტოს N25/6309 რეკომენდაციები ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“. 1127 საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება N25/7927 02.10.2025 წ. დეტალურად იხ. გამოხატვის თავისუფლების ქვეთავი. 1126 295 | მიეცემა მხოლოდ თანამდებობრივი განაცდური სარგოს თანამდებობრივი 1128 ოდენობით. სარგო ასევე, და კომპენსაცია სამწუხაროა, რომ 3 თვის საჯარო დაწესებულებების მხრიდან გამოვლინდა საქართველოს შრომის კოდექსით შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრასა და შეწყვეტის წესთან დაკავშირებით კანონმდებლობაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი სავალდებულო რეგულაციების დარღვევის ფაქტები1129. 19.2. პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი უფლებები საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს სსდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ კერძო საწარმოებში და სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებული მსჯავრდებულების შრომითი უფლებების დაცვას. აღნიშნულ სფეროში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის და დასაქმებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა შრომითი უფლებების სათანადოდ დაცვის მიზნით, გასულ წელს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს.1130 უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა 2025 წელს ინსპექტირებები განახორციელა მხოლოდ სსდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ კერძო საწარმოებში დასაქმებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგის მიზნით,1131 შემოწმება არ ჩატარებულა სპეციალური პენიტენციურ დაწესებულებებში სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების შრომითი უფლებების დაცვის შესამოწმებლად. გასულ წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საჩივრიდან1132 იკვეთებოდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტერიტორიაზე სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაო დროის აღრიცხვა სათანადოდ არ წარმოებდა. განსახილველ საკითხზე 2024 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს წინადადებითაც მიმართა,1133 სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სათანადო ღონისძიებები არ მოჰყოლია და სსდ სპეციალურ პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაო დრო ამ დრომდე კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აღირიცხება. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს 2025 წელს N5 1128 იხ. „სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2024, გვ. 286. 1129 საქართველოს სახალხო დამცველის 09.12.2025 წლის N25/9882 რეკომენდაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, 08.09.2025 წლის N25/7148 რეკომენდაცია სსიპ .,,ახალგაზრდობის სააგენტოს“ და 23.06.2025 წლის N25/4926 რეკომენდაცია სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს”. 1130 იხ. „სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2024, გვ. 288. 1131 სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის N LIO 7 25 01499638 წერილი. 1132 საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე წარდგენილი N5518/2024 საჩივარი. 1133 საქართველოს სახალხო დამცველის 28.12.2024 წლის N2024/7767 წინადადება, ხელმისაწვდომია <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025021914544841830.pdf > [ბოლოს ნანახია 26.01.2025წ.]. 296 | პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტისას დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები. გამოირკვა, რომ დასაქმებულ მსჯავრდებულებს შაბათ - კვირას და სადღესასწაულო დღეებშიც უწევთ მუშაობა, რაც არ აღირიცხება, ასევე, 7 დღიანი პერიოდის განმავლობაში არ აქვთ 24 საათიანი დასვენების შესაძლებლობა.1134 იმის გათვალისწინებით, რომ სხვა დასაქმებულებისგან განსხვავებით, ბრალდებულები/მსჯავრდებულები არასამუშაო დროსაც დამსაქმებლის მუდმივი ზედამხედველობის/კონტროლის ქვეშ იმყოფებიან და მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფს, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დროულად უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების სამუშაო დროის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა. ასევე, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელოს ასეთ დაწესებულებებში ყოველწლიური გეგმიური ინსპექტირება. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს: ▪ სსდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიებზე სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვის შემოწმების მიზნით, ყოველწლიურად ჩატარდეს გეგმიური ინსპექტირება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსდ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს: ▪ 2026 წლის პირველ ნახევარში უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამეურნეო ბრალდებულების/მსჯავრდებულების სამუშაოებზე სამუშაო დროის დასაქმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა. იხ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში, გვ.11. ხელმისაწვდომია <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025122519501698212.pdf >[ბოლოს ნანახია 26.01.2025წ.]. 1134 297 | 20. სოციალური უზრუნველყოფის უფლება 20.1. შესავალი ადამიანის უფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით არის აღიარებული.1135 მოცემულ ქვეთავში საქართველოს სახალხო დამცველი სოციალური უზრუნველყოფის უფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს აფასებს მხოლოდ სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის მიმართულებით, ასევე მიმოიხილავს სიღარიბის დაძლევისაკენ მიმართული „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ქმედითობას. ამ კუთხით კი კვლავ გამოწვევად რჩება „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ეფექტიანობის პერიოდული შეფასება და შეფასების მეთოდოლოგიის განახლება. ამასთანავე, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში სისტემურად აკვირდება სათანადო კვების უფლებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას, ატარებს მონიტორინგებს ე.წ. „უფასო სასადილოებში“ ქვეყნის მასშტაბით და მიგნებების თაობაზე საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას,1136 შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ კი გასცემს რელევანტურ რეკომენდაციებს. 20.2. მიზნობრივი სოციალური დახმარება 2025 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შედგენდა 1 307 607 პირს.1137 აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა 463 122 პირი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში საარსებო შემწეობის მიღების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე სახალხო დამცველისათვის განცხადებებით მიმართვის მაჩვენებელი მაღალი არ ყოფილა. ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის, შეჩერების და გადამოწმების პროცესები არ მიმდინარეობდა ინტენსიურად. სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ფასდება 2014 წელს შემუშავებული შესაბამისი მეთოდოლოგიით, რომლის ხარვეზებზეც სახალხო დამცველი გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში პერიოდულად მიუთითებდა და აღნიშნავდა მისი გადახედვის და, შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, ახალი მეთოდოლოგიის შემუშავების აუცილებლობის შესახებ. 2022 წელს შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი სატესტო მეთოდოლოგია დამტკიცდა. 2025 წელს კი, დასრულდა სატესტო პროგრამაზე მუშაობა და დამტკიცდა ახალი პროგრამა. კერძოდ, ახალი ადამიანური კაპიტალის პროგრამის, „სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით არსებული 1135 ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მე-9 მუხლი 1136 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelma-sotsialurisasadiloebi-moinakhula>[ბოლოს ნანახია 8.01.2026] 1137 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://ssa.moh.gov.ge/statistik.php?lang=1&id=202212070000144333422303&v=0> [ბოლოს ნანახია 30.01.2026] 298 | ინდიკატორების/შედეგების (DLR) განხორციელების 2025–2028 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განახლებული მეთოდოლოგიის დანერგვის საკითხები.1138 შესაბამისად, აშკარაა, რომ ახალი მეთოდოლოგია პრაქტიკაში სრულად არ დანერგილა და პროცესები გადატანილია ახალ სამოქმედო გეგმაში. შედეგად, ზემოაღნიშნული რეფორმა მეთოდოლოგიის განახლების თაობაზე, გადაიდო. 20.3. სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოების პროგრამაზე ხელმისაწვდომობა სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სახალხო დამცველი გარკვეული პერიოდულობით, ქვეყნის მასშტაბით, ადგილზე ამოწმებს და აფასებს უფასო სასადილოებში არსებულ მდგომარეობას.1139 ასევე, წლებია, მიმდინარეობს ამ კუთხით სისტემური ზედამხედველობა. საანგარიშო პერიოდში უშუალოდ სახალხო დამცველმა რამდენიმე უფასო სასადილო მოინახულა,1140 გაეცნო იქ არსებულ საერთო მდგომარეობას, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს და პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს გაესაუბრა. საანგარიშო პერიოდში, ცალკეული ვიზიტისა და გასულ წლებში გამოვლენილი ხარვეზებზე სისტემური ზედამხედველობის შედეგად, სახალხო დამცველმა წინა წლებში ჩატარებული მონიტორინგის1141 მსგავსად, კვლავ გამოკვეთა რიგი სისტემური პრობლემები, რომლებიც საჭიროებს ეფექტიან საპასუხო ღონისძიებებს, მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ბენეფიციართა უფლებების დასაცავად. კერძოდ, წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უფასო სასადილოების სერვისის მართვისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტი. საკვების ოდენობა, კალორაჟი, ინფრასტრუქტურული და ჰიგიენური მოთხოვნები, თითოეულ მუნიციპალიტეტში განსხვავებული წესით არის ჩამოყალიბებული. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ერთიანი სტანდარტების, ნორმატიული წესების დადგენა და წესების შემუშავება, გამომდინარეობს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტიდან.1142 გარდა ამისა, ბენეფიციართა ინდივიდუალური კვებითი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული: მენიუ დამოკიდებულია მხოლოდ ბიუჯეტზე, ენერგეტიკული ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2026 წლის 2 თებერვლის №MOH 1 26 00123052 წერილი. 1139 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „უფასო სასადილოების პროგრამის განხორციელება საქართველოში“, 2022. 1140 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelma-sotsialurisasadiloebi-moinakhula [ბოლოს ნანახია 05.02.2026] 1141 ინფორმაცია ხელმისაწვდომია:< https://shorturl.at/4HAhZ> [ბოლოს ნანახია 28.01.2026]. 1142 გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი, „სათანადო კვებაზე უფლება“, ზოგადი კომენტარი №12, მე-20 სესია, 1999. გვ. 3 ხელმისაწვდომია: https://docs.un.org/en/E/C.12/1999/5 [30.01.2026]. 1138 299 | ღირებულება და ჯანმრთელობის ან ასაკობრივი ფაქტორები უგულებელყოფილია, სპეციალისტები პროცესში თითქმის არ მონაწილეობენ და მენიუ ხშირად წლობით უცვლელია. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ბენეფიციართა ძირითადი სიის გარდა დამატებითი სია არ არსებობს, ახალი ბენეფიციარები სერვისს იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი სიიდან ვინმე ამოირიცხება. ამით, იზღუდება საკვებზე ხელმისაწვდომობა იმ პირებისთვის, რომლებიც ობიექტურად აკმაყოფილებენ ბენეფიციარისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ სიაში მხოლოდ დადგენილი წესების ან რესურსების დეფიციტის გამო ვერ ხვდებიან. გარდა ამისა, სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1.70 ლარია, ხოლო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხის ოდენობა 2.40 ლარიდან1143 4.70 ლარამდე1144 მერყეობს. ამასთანავე, კასპის მუნიციპალიტეტის სასადილოში თითოეულ მოსარგებლეზე გამოყოფილი თანხა დღიურად 6.75 ლარს შეადგენს.1145 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის შესაბამისად, სათანადო კვებაზე უფლების უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს და კანონქვემდებარე აქტით დაამტკიცოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები. 1143 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი №90-902601620, 16/01/2026. 1144 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი №80-802601514, 15/01/2026. 1145 კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი: №82-822604051, 09/02/2026. 300 | 21. სათანადო საცხოვრებლის უფლება 21.1. შესავალი 2025 წლის საანგარიშო პერიოდში სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, უცვლელია. როგორც სახალხო დამცველის გასული წლების ანგარიშშია აღნიშნული,1146 ქვეყანაში კვლავ არ არსებობს სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის ხელშემწყობი ჩარჩო-კანონმდებლობა და ერთიანი ხედვა. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი არ ითვალისწინებს სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და არც რაიმე ტიპის ცალკეული სამთავრობო სტრატეგიის დოკუმენტი არსებობს. კვლავ არ შემუშავებულა უსახლკარო პირის საკანონმდებლო განმარტება. მუნიციპალიტეტთა უმრავლესობას ისევ არ აქვს დამტკიცებული უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის წესი, ხოლო, სადაც ამგვარი წესი არსებობს,1147 უსახლკარო პირის/ოჯახის განმარტება საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო და არაერთგვაროვანია, საკითხთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე კი, საკონსტიტუციო სასამართლოს, წლებია, გადაწყვეტილება არ მიუღია.1148 საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა, მონიტორინგის მიზნით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრები, საცხოვრისები და მსგავსი ტიპის დაწესებულებები მოინახულა.1149 მონიტორინგის შედეგებიც ცხადყოფს, რომ ამ სოციალურ საცხოვრისებსა და სტატუსის არმქონე მსგავს დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვის სტანდარტებს, დაწესებულებათა უმრავლესობაში ცხოვრება ღირსების შემლახავია, ზოგიერთ შემთხვევაში კი, უშუალო საფრთხის შემცველია ბენეფიციართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ამ სისტემური ხასიათის გამოწვევის ერთ-ერთ მიზეზად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალურ სტანდარტებს კანონმდებლობა კვლავ არ ითვალისწინებს. რაც შეეხება ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე უსახლკარობასთან ბრძოლის ცალკეულ პროგრამებს, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივა - უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა. იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2020, 2021, 2022, 2023 და 2024 წლების ანგარიშები, თავი: სათანადო საცხოვრებლის უფლება. ხელმისაწვდომია: < https://tinyurl.com/mt3hhhar > [გადამოწმებულია 08..01.2026]. 1147 2026 წლის 8 იანვრის მონაცემებით, ამგვარი წესი 27 მუნიციპალიტეტს აქვს დამტკიცებული. 1148 იხ. სახალხო დამცველის 2021 წლის 29 ივლისის კონსტიტუციური სარჩელი, „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სხვათა წინააღმდეგ“. ხელმისაწვდომია: < https://tinyurl.com/3nfnmpst > [გადამოწმებულია 09.01.2026], სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა 2023 წლის 29 მაისს გაიმართა. 1149 იხ. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „საქართველოში რიგი სოციალური საცხოვრისების, თავშესაფრებისა და მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში“, ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://tinyurl.com/ytandsnf > [26.01.2026]. 1146 301 | მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს ეხება, და ამ თვალსაზრისით, ფრაგმენტულია, ამასთანავე, უსახლკარობასთან ბრძოლის პოლიტიკის მხოლოდ ერთი, იზოლირებული ნაწილია, ამგვარი ინიციატივები, თუ გავითვალისწინებთ ძირითად გამოწვევებს, მაინც დადებითად უნდა შეფასდეს უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლით მყისიერი უზრუნველყოფის მიზნებისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტთა ბიუჯეტის უმრავლესობაში სათანადო საცხოვრებლის საჭიროების მქონე პირთათვის გათვალისწინებულია პროგრამები, რომლებიც ძირითადად ქირით უზრუნველყოფაში, დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაში, ერთჯერად დახმარებაში ან ზოგიერთ შემთხვევაში, სახლის შეძენა/აშენებაში ვლინდება. 21.2. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე უსახლკარობასთან ბრძოლის პროგრამები სახალხო დამცველმა, უსახლკარობასთან ბრძოლის ადგილობრივი პროგრამებისა და რეგისტრაციის წესის შესწავლის მიზნით, ყველა მუნიციპალიტეტს მიმართა. მოწოდებული ინფორმაციით (2026 წლის 12 მარტის მდგომარეობით, 56 მუნიციპალიტეტის მონაცემი),1150 საანგარიშო პერიოდში სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული პროგრამების შინაარსი და ზოგადი სურათი წინა საანგარიშო წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალურ დონეზე სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ძირითადი მექანიზმი კვლავ ქირის პროგრამაში ჩართვაში გამოიხატება. რაც შეეხება ქირის თანხის ოდენობას, იგი, მუნიციპალიტეტების მიხედვით, 150-დან 500 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, 500 ლარი, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, რაც კიდევ უფრო ართულებს საცხოვრებლით ბენეფიციართა დაკმაყოფილების შესაძლებლობას.1151 ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლის აშენება ან რეაბილიტაცია,1152 ან/და ერთჯერადი ფინანსური დახმარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისა ან/და აშენების პროგრამები, მართალია, იზოლირებულად, თუმცა მაინც ხშირ შემთხვევაში მთლიანად აგვარებს საცხოვრებლის საჭიროების მქონე პირთა პრობლემებს და ამგვარი ინიციატივების განხორციელება მუნიციპალიტეტების მხრიდან დადებითად უნდა შეფასდეს. სათანადო საცხოვრებლის ცალკეულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით (მაგალითად, კლიმატური პირობებისგან დაცვა), აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტთა ნაწილში გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის პროგრამა, რაც თუნუქის ფილების და, ზოგჯერ, შესაბამისი მასალით უზრუნველყოფასაც გულისხმობს. ზემოხსენებულ პროგრამებში მონაწილეობის კრიტერიუმები, მუნიციპალიტეტების მიხედვით, 1150 2026 წლის 12 მარტის მონაცემებით, 56 მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის თანახმად, გამგეობის მიერ გაცემული კომპენსაციის ოდენობა 500 (ხუთასი) ლარია. 1152 მაგალითად, სამტრედიის, ოზურგეთის, მესტიის, ყაზბეგის, ზუგდიდის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ითვალისწინებს უსახლკარო ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების აშენების პროგრამას, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი ამ სახის ღონისძიებებს სარეზერვო ფონდიდან ახორციელებს, მუნიციპალიტეტთა ნაწილში ვხვდებით დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროგრამებსაც. 1151 302 | განსხვავებულია და უკავშირდება საცხოვრებელი სახლის დაზიანებას (სტიქიის ან უბედური შემთხვევის შედეგად ან სხვა მიზეზით), ავარიულობას, საარსებო შემწეობის მიღების ან საკუთრების დაკარგვის ფაქტს. ზოგჯერ, ამგვარი კრიტერიუმი პირდაპირ არ არის გაწერილი და უსახლკარო პირების ზოგად საჭიროებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. საყურადღებოა ისიც, რომ მუნიციპალიტეტთა ნაწილის ბიუჯეტი საერთოდ არ ითვალისწინებს თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფინანსურ სახსრებს და არც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საცხოვრებლის საჭიროების მქონე პირთა მონაცემთა ბაზა არსებობს (მაგალითად, წალკა, ხულო, დმანისი, წალენჯიხა, თიანეთი, ქობულეთი).1153 უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი დამტკიცებული აქვს მხოლოდ 27 მუნიციპალიტეტს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში წესი შემუშავებული არ არის.1154 მაგრამ იმ მუნიციპალიტეტთა ნაწილშიც, სადაც ამგვარი წესი შემუშავებულია, უსახლკაროდ რეგისტრაცია/საცხოვრისით დაკმაყოფილება დიდ დროს საჭიროებს, არსებობს რეგისტრაციის/დაკმაყოფილების ე.წ. მომლოდინეთა სიები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ უსახლკაროდ რეგისტრაციის შემდეგ, რეალური დაკმაყოფილების მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია.1155 რაც შეეხება უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამებს, ამ თვალსაზრისით, გამოსაყოფია მხოლოდ უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედებაც 2025 წლის საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა. ამგვარი ინიციატივების დადებითად შეფასებასთან ერთად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია, მსგავსი 1153 აღნიშნული მუნიციპალიტეტების 2025 წლის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უშუალოდ უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, ფულადი სახსრები გათვალისწინებული არ ყოფილა. 1154 2026 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი შემუშავებული აქვს 27 მუნიციპალიტეტს, ესენია: ბათუმის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქუთაისის, ბაღდათის, სამტრედიის, ხარაგაულის, ვანის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, მესტიის, ამბროლაურის, გორის, ბოლნისის, დმანისის, რუსთავის, თეთრიწყაროს, დუშეთის, ყაზბეგის, ადიგენის, ბორჯომის, გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოს, და თბილისის მუნიციპალიტეტები. 1155 მაგალითისთვის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, უსახლკარო პირად დარეგისტრირებულია 422 ოჯახი (944 პირი), მერიის სოციალურ საცხოვრისებში არსებული ოთახების რაოდენობა ითვალისწინებს 64 ოჯახის დროებითი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რაც დღეის მდგომარეობით ათვისებულია სრულად, ხოლო ახალი ოჯახების დაკმაყოფილება დამოკიდებულია არსებული ფართების გამოთავისუფლებაზე. რაც შეეხება ქუთაისის მუნიციპალიტეტს, მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2025 წელს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უსახლკარო პირებად რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 274 მოქალაქემ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისებში ყველა ფართი დაკავებულია. აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა მოთხოვნების განხილვა და დაკმაყოფილება მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია. ამჟამად, დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ელოდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 129 ოჯახი, რაც შეეხება უსახლკარო პირთა ქირით უზრუნველყოფას, ეს პროგრამა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში (2024-2025 წწ..) უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 642 განცხადება, რომლის განხილვაც მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგეგმება უახლოეს მომავალში. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, ამჟამად, მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ რეგისტრირებულია 1601/4034 ოჯახი/პირი, ამ ეტაპისთვის საცხოვრისით დაკმაყოფილებულია 424 ოჯახი, ხოლო დაკმაყოფილებას ელოდება 534 ოჯახი. 303 | პროგრამები უსახლკარობასთან ბრძოლის ერთიანი პოლიტიკის ნაწილი იყოს და არა მხოლოდ განცალკევებული და ფრაგმენტული ქმედებები. 21.3. ქვეყანაში არსებული სოციალური საცხოვრისები და მსგავსი ტიპის დაწესებულებები სახალხო დამცველის შეფასებით, ქვეყანაში კრიტიკული რჩება ვითარება სოციალურ საცხოვრისებსა და სტატუსის არმქონე მსგავს დაწესებულებებში, თუმცა თავშესაფრებში მდგომარეობა სტანდარტების შესაბამისია. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა სპეციალური ანგარიში - საქართველოში რიგი სოციალური საცხოვრისების, თავშესაფრებისა და მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში.1156 ანგარიშში, სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით, შეფასებულია სახალხო დამცველის აპარატისთვის ამ დრომდე ცნობილი საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 18 სოციალურ საცხოვრისში, თავშესაფარსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა.1157 სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებს ორი თავშესაფარი - ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დროებითი ღამის თავშესაფარი. ამ დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების თანახმად, როგორც თბილისის, ისე ბათუმის თავშესაფარში არსებული პირობები და ზოგადი მდგომარეობა მთლიანად შეესაბამება თავშესაფრის მოწყობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს. თავშესაფრების შენობები უსაფრთხოა (ფიზიკური და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები), არ იკვეთება კრიტიკული შეუსაბამობები, დაცული და უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან უფასო ორჯერადი კვებით, საკვების ხარისხი პერიოდულად მოწმდება. თავშესაფრებში ფუნქციონირებს გამართული და სტრუქტურირებული სერვისი, ორივე დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციული პერსონალი საკმაოდ მრავალფეროვანია და შედგება ექთნების, ექიმების, სანიტრების, სოციალური მუშაკის, მონიტორინგის სამსახურის (საკვების ხარისხზე პასუხისმგებელი) მენეჯერის, მისი თანაშემწეებისა და უსაფრთხოების თანამშრომლებისგან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულებებში დასაქმებულები არიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც პერიოდულად და სისტემურად ასუფთავებენ სველ წერტილებსა და საერთო სივრცეებს. დაწესებულებებში ტარდება კულტურული ხასიათის ღონისძიებები. დადებითი მაგალითების საპირისპიროდ, სპეციალურ ანგარიშში გაკეთებული მიგნებების თანახმად, სოციალური საცხოვრისების უმრავლესობა კვლავ ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლის იმგვარ კრიტერიუმებს, როგორიცაა: უსაფრთხოება, კლიმატური 1156 იხ. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „საქართველოში რიგი სოციალური საცხოვრისების, თავშესაფრებისა და მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში“, ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://tinyurl.com/ytandsnf > [26.01.2026]. 1157 1. თბილისი (ლილოს თავშესაფარი); 2. რუსთავი; 3. ქუთაისი; 4. ბათუმი; 5. ზუგდიდი; 6. გორი; 7. ოზურგეთი 8. ბოლნისი; 9. ადიგენი; 10. მარტვილი; 11. საგარეჯო; 12. ტყიბული. 304 | პირობებისგან დაცვა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, საცხოვრებელი საკმარისობა, უსაფრთხო ადგილმდებარეობა და პერიმეტრი და ა.შ. სივრცის ამ მხრივ 14 (თოთხმეტი) სოციალური საცხოვრისიდან და 2 (ორი) მსგავსი ტიპის, სტატუსის არმქონე დაწესებულებიდან კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 8 (რვა) სოციალურ საცხოვრისსა და ორივე მსგავსი ტიპის, სტატუსის არმქონე დაწესებულებაში. ხოლო, 6 (ექვსი) სოციალური საცხოვრისის შემთხვევაში გამოვლინდა მცირე სახის შეუსაბამობები და ზოგიერთ შემთხვევაში, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.1158 როგორც ზემოთ აღინიშნა, ქვეყანაში ფაქტობრივად ფუნქციონირებს რამდენიმე შესაბამისი სტატუსის არმქონე სოციალური საცხოვრისიც, რომელთაც ოფიციალური სტატუსის არქონის მიუხედავად, წლებია, საცხოვრისის ფუნქცია აქვთ შეთავსებული (საუბარია ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისსა და ტყიბულში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისზე). ორივე შემთხვევაში სათანადო საცხოვრისის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, არ არის დაკმაყოფილებული უსაფრთხოებისა და კლიმატური პირობებისგან დაცვის არსებითი კრიტერიუმები. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სტატუსის მქონე სოციალურ საცხოვრისებს (14 სოციალური საცხოვრისი), როგორც გასული წლების ანგარიშებშია მითითებული, გორის, ქუთაისისა (ნიკეას ქუჩაზე მდებარე) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში (ორი სოციალური საცხოვრისი) არსებულ სოციალურ საცხოვრისებში მყოფი პირების ალტერნატიული ან სათანადო საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად კვლავ არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და არსებითი პროგრესი არ შეინიშნება. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა პირველად განახორციელა მონიტორინგი საგარეჯოს, ბოლნისის, ადიგენის, მარტვილისა და ზუგდიდის სოციალურ საცხოვრისებში. საცხოვრისთა ნაწილში იკვეთება კრიტიკული შეუსაბამობები (საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სიონის ქუჩაზე და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალური საცხოვრისები). შეუსაბამობები, უსაფრთხოების კრიტერიუმთან ერთად, ძირითადად უკავშირდებოდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფასა და მოუწესრიგებელ გარე პერიმეტრს. ზუგდიდის და მარტვილის, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისების შემთხვევაში არ გამოვლენილა კრიტიკული შეუსაბამობები და გაიცა რეკომენდაცია მცირე ტიპის შეუსაბამობების (რაც ძირითადად უკავშირდებოდა წყლისა და კანალიზაციის მილებსა და გარე პერიმეტრზე არსებულ მოსასვენებელ სივრცეს) აღმოსაფხვრელად. გარე პერიმეტრის უსაფრთხო მოწყობისა და უსაფრთხო ელექტროგაყვანილობის უზრუნველყოფისთვის გაიცა რეკომენდაციები რუსთავის სოციალური საცხოვრისების შემთხვევაშიც. ამდენად, მონიტორინგის ანგარიში კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან აჩვენებს, რომ დაკავშირებით, სათანადო მკვეთრად საცხოვრებლის განსხვავებული დეტ. იხ. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „საქართველოში რიგი სოციალური საცხოვრისების, თავშესაფრებისა და მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში“, გვ. 57, ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://tinyurl.com/ytandsnf > [26.01.2026]. 1158 305 | ვითარებაა ქვეყანაში არსებულ თავშესაფრებსა და მეორე მხრივ, სოციალურ საცხოვრისებსა და მსგავს დაწესებულებებში. თავშესაფრებისგან განსხვავებით, სოციალური საცხოვრისებისა და მსგავსი ტიპის, სტატუსის არმქონე დაწესებულებათა უმრავლესობაში არ არის დაკმაყოფილებული სათანადო საცხოვრებლის ძირითადი კრიტერიუმები. ▪ სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჩარჩო-კანონმდებლობა, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონმდებლობით განისაზღვროს უსახლკარო პირის ცნება. ▪ შემუშავდეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები. ადგილობრივ თვითმმართველობებს: ▪ ყველა მოქმედი სოციალური საცხოვრისისთვის შეიქმნას სოციალურ საცხოვრისში არსებული პირობების მონიტორინგისა და მენეჯმენტის ქმედითი და სისტემური მექანიზმი. ▪ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის - საქართველოში რიგი სოციალური საცხოვრისების, თავშესაფრებისა და მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში - და მასში ასახული შეუსაბამობების შესაბამისად, უზრუნველყონ საცხოვრისებში/მსგავს საცხოვრებლით. 306 | მუნიციპალიტეტებში დაწესებულებებში მცხოვრები მდებარე სოციალურ პირები სათანადო 22. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები 22.1. შესავალი საანგარიშო პერიოდში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება. წლებია, შეფერხებულია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესი და შეფასება ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გამორიცხავს ამ პროცესში პირის მონაწილეობის მხრივ ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას. შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შეინიშნება სისტემური გამოწვევები. ეფექტიანად არ ფუნქციონირებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე შექმნილი სათათბირო მექანიზმები. პრობლემურია შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების რეალიზება. აღნიშნული პრობლემისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი სტრუქტურული წინააღმდეგობები, რომლებიც სცდება ცალკეული სერვისების ან ინდივიდუალური პრაქტიკის პრობლემებს და სისტემურ ხასიათს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს ჯანმრთელობის უფლების დაცვის სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო, ეს ჩარჩოები, შშმ პირებისათვის რეალურ, თანასწორ და ღირსებაზე დაფუძნებულ წვდომად ჯანდაცვის სერვისებზე, არასაკმარისად გარდაიქმნება. გამოწვევად რჩება შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების სიმწირე, მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა და მომლოდინეთა რიგები, მათ შორის, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის. წლების განმავლობაში მწვავედ დგას ზრდასრულ შშმ პირთათვის განკუთვნილი რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამების ნაკლებობა. შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, შშმ პირთა ნაწილი კვლავ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს. საცხოვრისი სერვისები, მცირე გამონაკლისის გარდა, ვერ უზრუნველყოფს სოციალურ ინკლუზიასა და ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას. ხშირია შშმ პირთა ავტონომიაში ჩარევისა და ინსტიტუციური რეჟიმის პრაქტიკა, რაც დეინსტიტუციონალიზაციის მიზნებს არ შეესაბამება. პრობლემად რჩება შშმ პირთა მისაწვდომობა როგორც გარემოზე, ისე ინფორმაციასა და მომსახურებებზე. ქვეყანაში ინფრასტრუქტურის ახალაშენებული უმრავლესობა ვერ და პასუხობს რეაბილიტირებული საქართველოს ობიექტების მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების”, 307 | მოთხოვნებს. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის1159 შედეგად ირკვევა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს დოკუმენტი პრაქტიკაში სათანადოდ არ გამოიყენება. კვლავ არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, რაც უკვე აშენებული ობიექტების ფიზიკურ გარემოზე მისაწვდომობას ეტაპობრივად უზრუნველყოფდა. დადებითად უნდა შეფასდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა,1160 რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს „ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის დამტკიცების ვალდებულებას. რეგულირების ეფექტიანად სტანდარტის“ ამასთანავე, აღსრულების (ტექნიკური ცვლილებით მიზნით, რეგლამენტის) გათვალისწინებული მნიშვნელოვანია რეგლამენტის აღსრულებაზე ზედამხედველობის ქმედითი და მოქნილი მექანიზმის შექმნა. გამოწვევად რჩება შშმ პირთა მიმართ ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება. დაბალია პროცესის მონაწილე შშმ პირთა და მათ კანონიერ წარმომადგენელთა ინფორმირებულობა საპროცესო უფლებებისა და სისტემის შიგნით არსებული მხარდამჭერი სერვისების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მართლმსაჯულებაზე ეფექტიანი წვდომის უზრუნველსაყოფად.1161 2025 წელს არ დამტკიცებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის განხორციელების ახალი სამოქმედო გეგმა და სფეროს განვითარება გასული წლის ანალოგიურად1162 გეგმის გვერდით ავლით მიმდინარეობს. აღსანიშვნავია რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციასა და საქართველოს კანონმდებლობას შესაბამისობის თვალსაზრისით პრობლემურია 2025 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის აპარატის მიერ, შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის მონიტორინგის ფარგლებში, სფეროს ექსპერტების მონაწილეობით ვიზიტები განხორციელდა 78 ახლად აშენებულ და რეაბილიტირებულ ობიექტზე. 1160 კანონპროექტი №242/3-XIმპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - 10 დეკემბერი, 2025 წელი. ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://info.parliament.ge/#law-drafting/31699 > [ბოლოს ნანახია: 05.03.2026]. 1161 2025 წელს, სახალხო დამცველმა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 და მე-19 მუხლების საფუძველზე, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მართლმსაჯულებაზე წვდომის ხარისხის მონიტორინგი განახორციელა და სპეციალური ანგარიში მოამზადა. საკითხის მოკვლევის მიზნით, განხორციელდა ვიზიტები სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებელ ათივე დაწესებულებაში. დამატებით, მართლმსაჯულებაზე წვდომის ბარიერების გამოსავლენად, ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან და ინდივიდუალური ინტერვიუები საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ფსიქოსოციალური ნიშნით შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების თანამშრომლებთან. 1162 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში. გვ. 306-310. 1159 308 | მიღებული ცვლილებები „იარაღის 1163 საკანონმდებლო აქტებში, შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა რომელიც „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის“ შექმნას ითვალისწინებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს, მათ შორის, თანამშრომლობის ინსტრუმენტებს და, საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ინიცირების განიხილავს შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ცვლილებების მოსალოდნელი ზიანის ეფექტიანი პრევენცია და აღმოფხვრა. 22.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად შექმნილი მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, რაც აფერხებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარ, ეფექტიან და სრულყოფილ მონაწილეობას. სახალხო დამცველის მიერ ამ საკითხის შესწავლამ1164 ცხადყო, რომ შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებითი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, უწყებების ნაწილში1165 არ არის შექმნილი მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმატი - შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო, ხოლო სათათბირო ორგანოების/სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირება არასისტემურობითა 1163კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; თარიღი: 23 ივლისი, 2024 წელი. დოკუმენტები ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://bit.ly/4sctU5i> [20.12.2025]. 1164 საკითხთან დაკავშირებთ აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს სპორტის სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო; საქართველოს კულტურის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს გენერალური პროკურატურა; საქართველოს მთავრობა. 1165 საბჭო შექმნილი არ არის შემდეგ უწყებებში: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს სპორტის სამინისტრო; საქართველოს კულტურის სამინისტრო. 309 | და სხდომების არარეგულარული გამართვით ხასიათდება.1166 ხარვეზებით ფუნქციონირებს შშმ პირთა უფლებების კონვენციის აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტიც.1167 მნიშვნელოვანი უკუსვლა შეინიშნება მუნიციპალურ დონეზე მოქმედი მექანიზმების საქმიანობაში. მართალია, თვითმმართველობების უმრავლესობაში ფორმალურად შექმნილია შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოები, რომელთა საქმიანობაში მეტნაკლებად უზრუნველყოფილია შშმ პირებისა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრობლემად რჩება საბჭოების ეფექტიანი ფუნქციონირება და რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ საკითხის შესწავლის1168 შედეგად გაირკვა, რომ 57 მუნიციპალიტეტიდან სხდომები მხოლოდ 32 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ამასთანავე, საბჭოს სხდომები ძირითადად არ ჩატარებულა დებულებებით დადგენილი სიხშირით. თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული ინფორმაცის თანახმად, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში გამართული შეხვედრების რაოდენობა ერთიდან ორ სხდომამდე მერყეობს. მხოლოდ 13 მუნიციპალიტეტში1169 ჩატარდა 3 - 4 სხდომა. გარდა ამისა, სხდომებზე განხილული საკითხები არ პასუხობს შშმ პირთა რეალურ საჭიროებებს და არ მოიცავს ადგილობრივი თემისთვის მნიშნელოვან პრობლემებს.1170 მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2025 წელს შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეხვედრები არ გამართულა [საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპასუხო კორესპონდენცია MOH 3 26 00045312 – 15.01.2026], აღსანიშნავია, რომ საბჭოს ფარგლებში განსაზღვრულია 6 კომიტეტის საქმიანობა, რომლებშიც ჩართულები არიან შშმ პირები და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები. იუსტიციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოსა და ფინანსთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული პასუხები არ შეიცავს ინფორმაციას ჩატარებული შეხვედრებისა და განხილული საკითხების შესახებ [საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საპასუხო კორესპოდენცია; KA010195419105626 – 21.01.2026; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპასუხო კორესპონდენცია №08-02/6348 – 03.02.2026]. 1167 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით [საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპასუხო კორესპონდენცია GOV 1 26 00001493 – 21.01.2026.], საანგარიშო პერიოდში, მხოლოდ ერთხელ გაიმართა კომიტეტისა და მასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა, მაშინ როცა საკოორდინაციო კომიტეტის დებულების მიხედვით კომიტეტის სხდომები, წელიწადში ორჯერ იმართება. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარეს/თანათავმჯდომარეს, უფლება აქვს, მოიწვიოს კომიტეტის რიგგარეშე სხდომა. ამასთანავე, გასული წლების ანალოგიურად, კომიტეტის დღის წესრიგი კვლავ არ ითვალისწინებდა კონვენციის აღსასრულებლად მნიშვნელოვან საკითხებზე კოორდინაციის გაძლიერებას. 1168 ინფორმაცია გამოვითხოვეთ 64 მუნიციპალიტეტიდან. პასუხი მოგვეწოდა 57 მუნიციპალიტეტიდან. 1169 დმანისი - 4 სხდომა, ცაგერი - 4 სხდომა, წყალტუბო - 4 სხდომა, ზესტაფონი - 4 სხდომა, ონი - 3 სხდომა, რუსთავი - 3 სხდომა, ბაღდათი - 3 სხდომა, გურჯაანი - 3 სხდომა, სამტრედია - 3 სხდომა, სენაკი - 3 სხდომა, სიღნაღი -3 სხდომა, ჩხოროწყუ - 3 სხდომა, ხაშური - 3 სხდომა, 1170 მაგ., უმეტეს შემთხვევებში სხდომებზე განიხილებოდა შშმ პირთათვის ექსკურსიების დაფინანსების; 1166 კომუნალური ხარჯების თანადაფინანსების; ეტლების გადაცემის; წინასაახალწლოდ საკვები და ჰიგიენური საშუალებების სასაჩუქრე კალათების გადაცემის; შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეების 310 | მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ საბჭოები ჯეროვნად ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. მათ საქმიანობაში არ ჩანს მუნიციპალური პროგრამების შინაარსობრივი, სიღრმისეული შესწავლისა და მათ საფუძველზე კვალიფიციური რეკომენდაციების მომზადების პრაქტიკა. მართალია, წერილებში მითითებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მაქსიმალურად ითვალისწინებენ საბჭოს რეკომენდაციებს, თუმცა წლის განმავლობაში წარმოდგენილი საკითხების გათვალისწინებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. 22.3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა 22.3.1. შშმ პირთა მიზნობრივი პროგრამების მისაწვდომობა საანგარიშო პერიოდში სისტემურ გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და მათთვის აუცილებელი აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების მისაწვდომობა. დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ 2025 წელს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 19,913,878 ლარით გაიზარდა.1171 მიუხედავად ამისა, რიგ სერვისებში კვლავ იკვეთება მომლოდინეთა რიგები. პროგრამებზე წვდომას მნიშვნელოვნად აფერხებს მომსახურებების არათანაბარი გეოგრაფიული დაფარვა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. მწირია ზრდასრულ შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამები. სახალხო დამცველის აპარატმა, საკითხის შესწავლის შედეგად1172 გაარკვია, რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილ რამდენიმე ქვეპროგრამაში ბენეფიციარებს ხანგრძლივი დროით უწევთ დაყოვნება. აღნიშვნისა და მსგავსი შინაარსის საკითხები. ასევე გამოიკვეთა, რომ საბჭოს სხდომებზე განხილული საკითხები ძირითადად კონკრეტული შშმ პირის ან/და ორგანიზაციის ინტერესს ეხება. 1171 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის. 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის დაფინანსება შეადგენს 99,951,850 ლარს. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/46cuo2i > ბოლოს ნანახია [18.03.2026], ხოლო „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, პროგრამის ბიუჯეტი შეადგენდა 80,037,972 ლარს. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/4s2V128 > ბოლოს ნანახია [18.03.2026]. 1172 სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან. 311 | ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა1173 განსაკუთრებით მაღალია ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მომლოდინეთა რიცხვი. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 503-ს უტოლდება.1174 აღნიშნული ქვეპროგრამის დროული მიწოდება/ბენეფიციარის ადრეულ ასაკში ჩართვა მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებისათვის, შესაბამისად, ქვეპროგრამაში ჩართვის დაყოვნება1175 არსებითად მოქმედებს მის ეფექტიანობაზე, რაც სწორედ ბენეფიციარის ადრეულ ასაკში ჩართვით განისაზღვრება. ამავე მიზეზით ფერხდება ქვეპროგრამის მთავარი ამოცანის შესრულება.1176 ამავე ქვეპროგრამაში სისტემურ გამოწვევად რჩება მომსახურების მიმწოდებელთა არათანაბარი გეოგრაფიული განაწილება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში თბილისში 29 სერვისის განმახორციელებელი ორგანიზაცია ფუნქციონირებს, ბენეფიციარებს კვლავ თვეობით უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. კიდევ უფრო მწვავეა მდგომარეობა რეგიონულ ჭრილში. მაგალითად, იმერეთში მოქმედი 9 ორგანიზაციიდან არცერთი არ ფარავს საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს. აჭარაში სულ 3 ორგანიზაციაა, რომლებიც კონცენტრირებულია მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთზე. მაღალმთიან დასახლებებში კი სერვისი არ არის ხელმისაწვდომი. მცხეთა-მთიანეთში რეგისტრირებული 4 მიმწოდებლიდან 3 ქალაქ მცხეთაშია, ხოლო 1 დუშეთში (დაბალი ლიმიტებით). რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მხოლოდ 1 ორგანიზაცია ფუნქციონირებს (ლიმიტი 20 ბავშვი).1177 შეიძლება ითქვას, რომ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის სერვისი ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია. 1173„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილების დანართის №2 „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის’’ №2.2 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ადრეული ინტერვენციის მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, აგრეთვე მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების საკითხებში. ხოლო სერვისის ბენეფიციართა ასაკი 7 წლამდეა განსაზღვრული“. 1174 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2026 წლის 2 თებერვლის NSCA32600156349 წერილი. 1175 საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატს წარმოებაში ჰქონდა საქმე (№5249/25), რომლის მიხედვითაც, შშმ ბავშვის მდგომარეობა საჭიროებდა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართვას, თუმცა მცირეწლოვანი თითქმის ერთი წელი იმყოფებოდა სერვისის მომლოდინეთა რიგში. 1176„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილების დანართის №2 „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის’’ №2.2 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ადრეული ინტერვენციის მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, აგრეთვე მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების საკითხებში. ხოლო აღნიშნული პროგრამის ბენეფიციართა მაქსიმალური ასაკი 7 წლითაა განსაზღვრული“. 1177 სხვა რეგიონებში ორგანიზაციები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: გურია - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, შიდა ქართლი - 8, ქვემო ქართლი - 6, კახეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4. სსიპ სახელმწიფო 312 | განვითარების მძიმე და ღრმა უზრუნველყოფის ქვეპროგრამა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით მომლოდინეთა რიგი ასევე იკვეთება განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სერვისის მიღებას 78 ბავშვი ელოდება.1178 ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის, მომლოდინეთა რეესტრში ბავშვების დაყოვნებას იწვევს ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელი 1179 1180 ორგანიზაციების ლიმიტები, ასევე, კვალიფიციური კადრების სიმცირე. მიმწოდებელთა სიმწირე ან/და ზოგ რეგიონში სერვისის ბენეფიციართა უფლებების რეალიზებას (იხ. გრაფიკი №1). 1181 არარსებობა, აფერხებს გრაფიკი №1 განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულია თბილისში - 3, კახეთში - 2, სამცხე-ჯავახეთში - 1, ქვემო ქართლში - 1 და სამეგრელო-ზემო სვანეთში 3 ორგანიზაცია. ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2026 წლის 2 თებერვლის NSCA32600156349 წერილი. 1178 იქვე. 1179 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2025 წლის 20 აგვისტოს NSCA02500934190 წერილი. 1180 „მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შესაბამისი საკადრო რესურსის დეფიციტი. მიუხედავად მათი არაერთი მცდელობისა, ვერ ხერხდება სათანადო კადრების მოძიება, რომლებიც უზრუნველყოფენ ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას’’. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025 წლის 20 დეკემბრის NMOH42501462040 წერილი. 1181 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2026 წლის 2 თებერვლის NSCA32600156349 წერილი. 313 | მომსახურება საერთოდ არ არის მისაწვდომი იმერეთში, გურიაში, აჭარაში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. დღის ცენტრის მომსახურება შშმ ბავშვებს, მომლოდინეთა რიგში ყოფნა უწევთ დღის ცენტრის სერვისში ჩართვის მიზნითაც.1182 აქაც იკვეთება გეოგრაფიული დაფარვის პრობლემები1183 და შეზღუდული ლიმიტები.1184 დღის ცენტრების სერვისებზე მისაწვდომობის კუთხით, ანალოგიური პრობლემებია 18 წელს მიღწეული შშმ პირებისთვის განკუთვნილ მომსახურებებშიც. ზრდასრული შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პროგრამების სიმწირის მიუხედავად, მათ დამატებით უწევთ ზრდასრულ შშმ პირთა დღის ცენტრის სერვისის მომლოდინეთა რიგში დაყოვნება. აქვე უნდა ითქვას, რომ დღის ცენტრის სერვისი, დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი ალტერნატიული მექანიზმის როლს სრულფასოვნად ვერ ასრულებს.1185 ბარიერს ქმნის მომსახურების გეოგრაფიული მისაწვდომობაც1186, რაც კიდევ უფრო ართულებს შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას, სოციალურ ჩართულობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას. ქვეყანაში მოქმედ სარეაბილიტაციო სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები არღვევს შშმ პირთა უფლებებს, უზღუდავს მათ განათლების, დამოუკიდებელი ცხოვრების, მისაწვდომობისა და რეაბილიტაციის/აბილიტაციის უფლების რეალიზებას, ზიანს აყენებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და აფერხებს საზოგადოებაში მათ სრულყოფილად ჩართვას. 1182 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2026 წლის 2 თებერვლის NSCA32600156349 წერილის თანახმად, 2025 წლის დეკემბრისთვის რიგში იყო 29 შშმ პირი. 1183დედაქალაქში ასეთი 12 დღის ცენტრი ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონებში შემდეგნაირად არის გადანაწილებული: იმერეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1, გურია - 2, სამეგრელო ზემო-სვანეთი - 3, კახეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 2, შიდა ქართლი - 1, ქვემო ქართლი - 2, აჭარა - 0. 1184 იქვე. რაჭა-ლეჩხუმში სულ 2 დღის ცენტრია და ორივე ამბროლაურში. აჭარის ა/რ-შიც მხოლოდ ორი დღის ცენტრი ფუნქციონირებს. მცხეთა-მთიანეთში ორი მომსახურების მიმწოდებელია და სერვისი არ არის მისაწვდომი მაღალმთიანი სოფლებისთვის, გურიაში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 2, შიდა ქართლში - 4, ხოლო ქვემო ქართლში - 4 დღის ცენტრი 6-18 წლის ასაკის შშმ ბავშვებისთვის, რაც არასაკმარისია. 1185 დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტი არ მოითხოვს რეაბილიტაციის განმახორციელებელი სპეციალისტების სავალდებულოდ ჩართვას. გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაციური თერაპევტების დეფიციტი, აგრეთვე ის, რომ პრაქტიკაში დღის ცენტრების უმრავლესობაში ბენეფიციარები ამ ტიპის რეაბილიტაციას ვერ იღებენ. ასევე, დღის ცენტრების რეაბილიტაციის სპეციფიკა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის უფლებით დაცულ საჭიროებას ვერ ფარავს. 1186დედაქალაქში ასეთი 12 დღის ცენტრი ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონებში შემდეგნაირად არის გადანაწილებული: იმერეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1, გურია - 2, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3, კახეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 2, შიდა ქართლი - 1 , ქვემო ქართლი - 2, აჭარა - 0. 314 | 22.3.2. პერსონალური ასისტენტის პროგრამის განხორციელება დამოუკიდებელი ცხოვრება და სრულყოფილი ჩართვა საზოგადოებაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მთავარი მიზანი და კონვენციით გარანტირებული უფლებაა.1187 ამ უფლების რეალიზების ხელშეწყობის პროცესში, სახელმწიფოს ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია ინდივიდუალიზებულ მხარდაჭერაზე ორიენტირებული პერსონალური ასისტენტის მომსახურება.1188 ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის სავალდებულო მექანიზმია,1189 რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა.1190 ქვეყანაში სერვისის მიწოდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პერსონალური ასისტენტის ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება.1191 საანგარიშო ასისტენტის პერიოდში სახალხო მომსახურების დამცველის შესაბამისობა აპარატმა შეისწავლა 1192 საერთაშორისო პერსონალური და ეროვნულ1193 სტანდარტებთან და ზედამხედველობა გაუწია მისი ამოქმედების პროცესს.1194 საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ კანონის მოთხოვნის მიუხედავად, პერსონალური ასისტენტის სერვისი 2025 წლის განმავლობაში 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია. მუხლი 19. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3OBs5jf [ 27.02.2026]. 1188 შშმ პირთა უფლებების გაეროს კომიტეტის №5 ზოგადი კომენტარი დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართულობის შესახებ (მუხლი 19). ხელმისაწვდომია https://bit.ly/4ryJ0S2 [27.02.2026]. 1189 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 2 (“ი” და “კ“ ქვეპუნქტები). ხელმისაწვდომია: https://bit.ly/4s8XKa8 [27.02.2026]. 1190 მათ შორის, 2025 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 37 (5) და მუხლი 20 (3). ხელმისაწვდომია: https://bit.ly/4s8XKa8 [ 27.02.2026]. 1191 ქვეპროგრამის განმახორციელებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერია, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 1192 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კომიტეტის ზოგადი კომენტარებით დადგენილი სტანდარტები. 1193 ‘შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანება. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/4aClUE8 [27.02.2026]. 1194 ინფორმაცია სერვისის ამოქმედებასთან, მოცულობასთან, მოსარგებლე პირთა ლიმიტთან, პოტენციურ ბენეფიციართა ინფორმირებულობასთან, სამიზნე ჯგუფთან, მომლოდინე პირებთან, სერვისის მონიტორინგთან და სერვისის მიწოდების სხვა სპეციფიკასთან დაკავშირებით გამოვითხოვეთ 64 მუნიციპალიტეტიდან. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სახალხო დამცველის მიერ მოთხოვნილ საკითხებს ფრაგმენტულად პასუხობს. ზედამხედველობის ფარგლებში გაანალიზდა 57 მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაცია და პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფის 29 მუნიციპალური პროგრამა. მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვეწოდა 7 მუნიციპალიტეტიდან: გორი, ახმეტა, გარდაბანი, მესტია, ჩოხატაური, წალკა, ჭიათურა. 1187 315 | მუნიციპალიტეტში სერვისის ამოქმედდა. მიწოდება ამასთანავე, მუნიციპალიტეტების 1195 დაგვიანებით დაიწყო. სერვისის დიდ ნაწილში ამოქმედების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება მომსახურების მიმწოდებლების არარსებობაა. კერძოდ, იმ მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც სერვისის მიწოდება არ დაწყებულა (25 მუნიციპალიტეტი),1196 მართალია, პერსონალური ასისტენტით მომსახურების მუნიციპალური პროგრამა შემუშავებულია, თუმცა არ ჰყავთ მომსახურების მიმწოდებლები, რის გამოც ვერ მოხერხდა სერვისის ამოქმედება. ამასთანავე, პროგრამით მოსარგებლე პირთა ლიმიტი, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირთა საჭიროებების მიხედვით კი არ დადგინდა, არამედ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული მიმწოდებელი ორგანიზაციების რესურსების მიხედვით განისაზღვრა.1197 ამავე პრინციპით გამოიყო პროგრამის ბიუჯეტიც. შედეგად, დაბალია სერვისით მოსარგებლეთა მაჩვენებელი, განსაკუთრებით, რეგიონებში. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, პერსონალური ასისტენტის პროგრამაში ჩართულია სულ 604 მოსარგებლე,1198 ხოლო მომლოდინეთა რიგში 176 შშმ პირი ირიცხება.1199 იმის გამო, რომ წინასწარ არ არის განსაზღვრული საჭიროებები, ვერ ხერხდება იმის შეფასება, პერსონალური ასისტენტის საჭიროების მქონე პირთაგან, რეალურად რამდენი პროცენტია ჩართული სერვისში და რა საჭიროებაზე უნდა გაითვალოს შემდეგი წლის პროგრამები. სერვისის მიმწოდებელთა და მოსარგებლეთა, ასევე პროგრამაში ჩართვის მსურველ პირთა რაოდენობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი,1200 შესაძლოა, პერსონალური ასისტენტის პროგრამის შესახებ არასათანადო ინფორმირებასაც უკავშირდებოდეს.1201 1195 მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტში ამოქმედდა სერვისი 2025 წლის იანვრიდან, დანარჩენ შემთხვევებში სერვისი ივლისში (7 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში) და უფრო გვიან პერიოდში ამოქმედდა. 2 მუნიციპალიტეტში სერვისი 2026 წლიდან ამოქმედდა. 1196 ყაზბეგისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს პროგრამის შემუშავების თაობაზე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. 1197 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამები მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე უნდა შემუშავდეს; მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებულები არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიის პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი. მუხლი 26(5) და მუხლი 35(1). 1198 ამათგან უმრავლესობა - 251 - თბილისში. 1199 აქედან 110 მომლოდინე თბილისში. 1200 30 მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომლოდინეთა რიგი იკვეთება მხოლოდ 14 მუნიციპალიტეტში. აქედან 12 მუნიციპალიტეტში მომლოდინე პირთა რაოდენობა 10-ზე დაბალია, ერთ მუნიციპალიტეტში - 12 და თბილისში - 110. 1201 მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტში 2025 წლის სექტემბრიდან დარეგისტრირებულია მომწოდებელი, თუმცა არ არის მოსარგებლე. იქ, სადაც ინფორმაცია მეტად მისაწვდომია, სახეზეა მიმართვიანობა და მომლოდინეთა რიგებიც. მაგალითად, თბილისში - 110 მომლოდინე, ბათუმში, მომლოდინეთა გამო, ლიმიტი 30-დან 53-მდე გაიზარდა, ლაგოდეხში მოსარგებლეთა რაოდენობას (6) აჭარბებს მომლოდინე პირთა რაოდენობა (8), საჩხერის მუნიციპალიტეტს ჰყავს 25 მოსარგებლე და 2 მომლოდინე. ხოლო მუნიციპალიტეტების მიერ სერვისის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზებად ძირითადად სახელდება: მუნიციპალიტეტების მერის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალური ქსელებით, ასევე, ადგილობრივ პრესაში 316 | პერსონალური ასისტენტის მომსახურებით მოსარგებლე პირთა წრეს კიდევ უფრო ავიწროვებს მუნიციპალიტეტების მიერ პროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრის წესიც. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა განსაზღვრავს 1203 უმრავლესობა ადგენს სერვისის სამიზნე ჯგუფს,1202 მუნიციპალიტეტების პროგრამაში ჩართვის დამატებით კრიტერიუმებსა და პრიორიტეტებს. მაგალითად, ასეთი წინაპირობებია: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია,1204 მარტოხელა შშმ პირის ან/და მარტოხელა მშობლის სტატუსი, მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სერვისის სამიზნე ჯგუფს, მხოლოდ 18 წლისა და მეტი ასაკის მხოლოდ მკვეთრად გამოხატული „ეტლს მიჯაჭვული“1205 შშმ პირები შეადგენენ, რომლებიც „სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში“ ირიცხებიან და რომელთა სარეიტინგო ქულაც 65 000-ს არ აღემეტება. მუნიციპალურ დონეზე ასეთი დამატებითი კრიტერიუმების დაწესება მიუთითებს სერვისის არასაკმარის მოცვაზე და იწვევს პოტენციურ მოსარგებლეთა პრიორიტეტიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში გარკვეული პრიორიტეტები, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს, ისინი უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ და მომსახურების მიზნიდან გამომდინარე საჭიროებებს და არ უნდა იწვევდეს არათანაბარ მოპყრობას. დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული რეგულაციებით, შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ პირისთვის გარანტირებული უფლებაა და არ უკავშირდება პირის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს. იმისათვის, რომ ქვეყნის მასშტაბით სერვისი იყოს ერთგვაროვანი და მოსარგებლეებმა მიიღონ თანაბარი ხარისხისა და მოცვის მომსახურება, აუცილებელია სერვისით მოსარგებლე პირთა წრე ინფორმაციის განთავსება, რიგ შემთხვევებში თვითმმართველობების დონეზე მოქმედი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ საბჭოებზე საკითხის განხილვა და ადგილობრივი ტელევიზიებით ინფორმაციის გადაცემა. ინფორმაციის გავრცელების ეს გზები ასახულია პერსონალური ასისტენტის მომსახურების მუნიციპალურ პროგრამებში, თუმცა მონაცემები კონკრეტული შეხვედრებისა და უშუალოდ პრაქტიკაში გამოყენებული მექანიზმების შესახებ, ნაწილობრივ მოგვეწოდა. არცერთ მუნიციპალიტეტს არ მოუწოდებია ინფორმაცია კონკრეტული სატელევიზიო გადაცემების, სოციალური ქსელების პოსტების, მერიის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრების რაოდენობის თუ შეხვედრების მონაწილე პირთა წრის შესახებ, რაც ამ ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასების შესაძლებლობას მოგვცემდა. 1202 ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 18 წლის და მეტი ასაკის მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ პერსონალური ასისტენტის მომსახურება. 1203 დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამაში ჩართვისთვის დამატებით კრიტერიუმებს არ აწესებენ თბილისის, ბათუმის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები. ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მხოლოდ არსებობის შემთხვევაში ითხოვს სარეიტინგო ქულებს. 1204 სარეიტინგო ქულა მერყეობს მუნიციპალიტეტების მიხედვით, არაუმეტეს 150 000 -დან 65 000-მდე. 1205 სტიგმის შემცველი ეს ტერმინი ასახულია ამ მუნიციპალიტეტის პროგრამაში. 317 | შეესაბამებოდეს სახელმწიფო პროგრამით დადგენილ სამიზნე ჯგუფს და გამომდინარეობდეს მხოლოდ მომსახურების სპეციფიკიდან. აქვე, კიდევ ერთხელ უარყოფით ტენდენციად უნდა შეფასდეს პერსონალური ასისტენტის სერვისის სამიზნე ჯგუფად მხოლოდ 18 წელს და ზემოთ შშმ პირთა განსაზღვრა, რაც საჭირო მომსახურების გარეშე ტოვებს არასრულწლოვან შშმ პირებს და უზღუდავს მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების შესაძლებლობას.1206 რაც შეეხება პერსონალური ასისტენტის სერვისის განხორციელებაზე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საკითხს, გამოვლინდა, რომ თვითმმართველობების უმეტესობა ამჟამად მუშაობს როგორც მონიტორინგის ინსტრუმენტის, ისე უკუკავშირისა და გაპროტესტების მექანიზმების შემუშავებაზე. ამდენად, საანგარიშო წელს, მუნიციპალიტეტებს მომსახურების სტრუქტურირებული მონიტორინგი ძირითადად არ განუხორციელებიათ. იქ, სადაც მონიტორინგი ჩატარდა,1207 შემოწმებას უმეტესწილად სატელეფონო გამოკითხვის სახე ჰქონდა.1208 პერსონალური ასისტენტის სერვისის განხორციელების პროცესში საყურადღებო საკითხია ბენეფიციარის სხვა ტერიტორიულ ერთეულში დროებით გამგზავრების შემთხვევაში (სწავლის, დასაქმების, თუ სხვა შემთხვევა), სერვისის უწყვეტობისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. მუნიციპელიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ეს საკითხი არცერთ მუნიციპალიტეტს არ გაუთვალისწინებია. მათივე ცნობით, ასეთი საჭიროება ამ ეტაპზე არ გამოვლენილა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ეს საკითხი დეტალურად უნდა დაარეგულიროს. 22.4. ჯანმრთელობის უფლება ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის ჯეროვანი რეალიზებაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან სხადასხვა სახის - სისტემურ, სამართლებრივ, ფინანსურ, ფიზიკურ და საქართველოს სახალხოდა მცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში. გვ. 269 და 277. ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://www.ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf > [ბოლოს ნანახია: 18.03.2026] ; საქართველოს სახალხო დამცველის 2024 ლის საპარლამენტო ანგარიში გვ. 31. ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf > [ბოლოს ნანახია: 18.03.2026]. 1207 ბაღდათი, დედოფლისწყარო, ლანჩხუთი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი, ქედა, ხაშური და დუშეთი ყოველთვიურად ახორციელებენ მოსარგებლეთა 10%-ის მონიტორინგს (სულ 10 ბენეფიციარია). 1208 აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, მუნიციპალიტეტებს რაიმე სახის დარღვევა არ გამოუვლენიათ. მათ ასევე არ მიუღიათ შეტყობინება სერვისში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის მიუხედავად, თვითმმართველობებს, მონიტორინგის შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია არ მოუწოდებიათ. 1206 318 | დამოკიდებულებით ბარიერებს, რაც მათ ჯანდაცვის სერვისებზე სრულფასოვან წვდომას უზღუდავს.1209 ამასთანავე, ირკვევა, რომ საქართველოში ჯანდაცვის პოლიტიკისა და სერვისების დაგეგმვის პროცესში შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება, გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკული დანერგვა და თანასწორი შედეგების მიღწევა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც თვალსაჩინოა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის1210 (შემდგომში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა) ფარგლებში, სადაც ფორმალური დაფარვა ვერ უზრუნველყოფს ფინანსური, ფიზიკური და ინფორმაციული ბარიერების აღმოფხვრას. ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, სახელმწიფოს კვლავ არ განუხორციელებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესაბამისი ცვლილებები, შედეგად იგი ვერ პასუხობს შშმ პირთა რეალურ საჭიროებებს.1211 პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია მოკლევადიან და გადაუდებელ მომსახურებებზე და არ მოიცავს გრძელვადიან, პრევენციულ და კომპექსურ სერვისებს. ამასთან, დიფერენცირებული დაფარვისა1212 და თანაგადახდის მოდელი ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ ბარიერებს, რაც ხშირად, სრულად გამორიცხავს სერვისებზე წვდომას. დამატებით, დაფინანსების კრიტერიუმები, ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია პირის ასაკზე, დიაგნოზზე ან სტატუსზე, რაც ეწინააღმდეგება საჭიროებაზე დაფუძნებულ მიდგომას და იწვევს შშმ პირთა ნაწილის უსაფუძვლო გამორიცხვას ჯანდაცვის მომსახურებებიდან.1213 ფინანსური ბარიერი კრიტიკულ ზღვარს აღწევს, როდესაც თანაგადახდის წილი შშმ პირის სოციალურ გასაცემელს უტოლდება. რაც სისტემურად გამორიცხავს შშმ პირს ჯანდაცვის სერვისებიდან და აიძულებს მას არჩევანი გააკეთოს სამედიცინო სერვისს/მედიკამენტებსა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებს შორის. 1209 საქართველოს სახალხო დამცველმა, 2025 წელს, ჩაატარა კვლევა „შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების დაცვა საქართველოში (ძირითადი ტენდენციები)”. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობა, საჯარო უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაცია, ინტერვიუები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან (31 ინტერვიუ: 4 ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში, 4 ჯანდაცვის ექსპერტი, 1 კერძო სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი; 7 შშმ პირის მშობელი და 13 შშმ პირი). 1210 საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება. ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/1852448?publication=113> ბოლოს ნანახია [18.03.2026]. 1211 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში. გვ. 262-264; 275. 1212 საყოველთაო ჯანდაცვა სრულად აფინანსებს მხოლოდ ძირითად ანალიზებს, ხოლო სპეციალური, მაღალკვალიფიციური კვლევები და შემთხვევის მართვისთვის საჭირო დამხმარე საშუალებები, არ ფინანსდება. 1213 მაგალითად, როდესაც მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს ერთი და იგივე მომსახურება ესაჭიროება, მაგრამ დაფინანსება პროგრამით განსაზღვრულია მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შშმ პირის შემთხვევაში. ასევე, როდესაც მომსახურება ებმის ასაკს და არა სამედიცინო მდგომარეობას - ერთი სამედიცინო მდგომარეობა უნაზღაურდება 18 წლამდე პირს და არა 18 წლის ზემოთ ასაკის პირს. 319 | სამედიცინო სერვისებზე წვდომას მნიშვნელოვნად ზღუდავს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში არსებული ფიზიკური გარემო. ქვეყნის მასშტაბით, მრავალი ჯანდაცვის დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ფიზიკური მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტებს, განსაკუთრებით, რეგიონებსა და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში.1214 ფიზიკური მისაწვდომობის მოთხოვნები არ არის ინტეგრირებული დაფინანსების მექანიზმებში, ხოლო ლიცენზირების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.1215 შშმ სტატუსის დადგენისა და სოციალური სერვისების მისაღებად განკუთვნილი დაწესებულებებიც კი ხშირად მიუწვდომელია.1216 დამატებით პრობლემას წარმოადგენს ადაპტირებული სამედიცინო ინვენტარისა და მოწყობილობების არარსებობა1217, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე. ჯანდაცვის უფლების რეალიზების პროცესში კიდევ ერთ დაბრკოლებას ინფორმაციის მისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები ქმნის. შშმ პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ არის ინტეგრირებული ჯანდაცვის სისტემის ხარისხის სტანდარტებში და დიდწილად ინდივიდუალური დაწესებულებების ან პერსონალის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ჯანდაცვის დაწესებულებებში ინფორმაციის მიწოდება არ მოიცავს მრავალფორმატიან კომუნიკაციას, მათ შორის, მარტივ ენას, ბრაილის შრიფტს, აუდიოფორმატებს, ჟესტურ ენას, ვიზუალურ მასალებსა და ციფრულად ადაპტირებულ პლატფორმებს. შესაბამისად, შშმ პირები ხშირად არ ფლობენ სრულ, გასაგებ და თავიანთ საჭიროებებზე მორგებულ ინფორმაციას არსებული სერვისების, დაფინანსების მექანიზმებისა და საჩივრების პროცედურების შესახებ. სმენის შეზღუდვის მქონე პირებისთვის გათვალისწინებული ჟესტური ენის თარჯიმნების რაოდენობა ვერ პასუხობს არსებულ მოთხოვნას, რაც იწვევს როგორც სერვისებზე შეზღუდულ წვდომას, ისე კონფიდენციალურობის დარღვევის რისკებს. საჯარო და კერძო სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების ვებგვერდები და მობილური აპლიკაციები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც შშმ პირთა მნიშვნელოვან ნაწილს ფაქტობრივად გამორიცხავს ონლაინ სერვისებიდან. მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, მათ შორის, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ნაწილში. ოჯახის ექიმების არასაკმარისი პროფესიული მომზადება, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია იმისა, 1214 Committee on the Rights of Persons with Disabilities. (2023). Concluding observations on the initial report of Georgia. 1215 სტაციონარული დაწესებულებებისთვის - ფუნქციონირებადი ლიფტი, თუ სამედიცინო დაწესებულება განთავსებულია ორზე მეტ სართულზე, ასევე, შშმ პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო პირობები. რეაბილიტაციის ცენტრებს მოეთხოვებათ ყოველ 25 პალატაზე, სულ მცირე, ერთი სანიტარული კვანძის ადაპტირება. ამბულატორიული დაწესებულებებისთვის, რომლებიც აწვდიან მაღალი რისკის სერვისებს, მხოლოდ ევალებათ უზრუნველყონ შშმ პირთა უსაფრთხო გადაადგილება. 1216 Quinn, G. (2024). Report of the Special Rapporteur on the rights of persons with disabilities on his visit to Georgia (UN Doc. A/HRC/55/56/Add.1). Human Rights Council, United Nations. 1217 ქვეყანაში არ არსებობს სტანდარტები სამედიცინო ინვენტარის შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებისთვის. 320 | რომ პირველადი ჯანდაცვა პრაქტიკაში ვერ ასრულებს კოორდინაციისა და ადრეული გამოვლენის ცენტრალურ როლს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია შშმ პირთა შემთხვევაში. სამედიცინო პერსონალის დაბალი კომპეტენცია ვლინდება სერვისის მიწოდების სრულ ჯაჭვში. სპეციალიზებული ტრენინგებისა და საერთაშორისო პრაქტიკასთან კონტაქტის ნაკლებობა ქმნის ცოდნის დეფიციტს, რაც იწვევს პროფესიულ შიშს, არამიმღებლურ დამოკიდებულებას და შშმ პირთა გამორიცხვას სერვისებიდან, განსაკუთრებით, ფსიქოსოციალური, ინტელექტუალური და სენსორული შეზღუდვების მქონე პირების შემთხვევაში. დამოკიდებულებითი და კომუნიკაციური ბარიერები ხშირად უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ფიზიკური მიუწვდომლობა - სტიგმის შემცველი ენა, პაციენტის იგნონირება და მასზე მესამე პირში საუბარი ლახავს პირის ღირსებასა და ავტონომიას. მსგავსი არაეთიკური კომუნიკაცია, რომელიც გამოწვეულია პერსონალის დაბალი ცნობიერებით, მომავალში, ხშირად ხდება სამედიცინო სერვისის გამოყენების ბარიერი. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა შემთხვევაში, გარდა მომეტებული სტიგმისა, არ არის ჩამოყალიბებული სავალდებულო, მკაფიო და აღსასრულებელი სტანდარტები, რომლებიც დაარეგულირებდა ინტელექტუალური შეზღუდვისა და რთული ქცევის მქონე პირთა შემთხვევების სამედიცინო მართვას. სანებართვო და აკრედიტაციის სისტემები არ მოითხოვს კლინიკებისგან წინასწარ განსაზღვრულ მექანიზმებს მსგავსი პაციენტების უსაფრთხო მიღებისა და მართვისთვის. შედეგად, ქცევითი სირთულეები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი პრაქტიკაში სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცევა. სტაციონარულ და გადაუდებელ სერვისებში ეს იწვევს შშმ პაციენტების გამორიცხვას ან/და სამედიცინო მომსახურების დაგვიანებულ მიღებას.1218 ინფორმირებული თანხმობის პროცედურა საქართველოში არ არის სრულად შესაბამისობაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მკაფიო ვალდებულებებს მისაწვდომობისა და გონივრულ მისადაგებაზე. პრაქტიკაში გადაწყვეტილებები ხშირად მიიღება პაციენტის ნაცვლად1219, რაც არღვევს მისი ავტონომიის პრინციპს. კომუნიკაციის ნაკლებობა და სტერეოტიპული დამოკიდებულებები მნიშვნელოვნად შესაძლებლობას დამოუკიდებლად კონფიდენციალურად და ზღუდავს მიიღონ შშმ პირთა სამედიცინო მომსახურება. ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის ბარიერები, როგორც ფიზიკური, ისე ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე წვდომის კუთხით, სამედიცინო პერსონალის დაბალი 1218 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე №8675/35 (25.09.2025), საქმე №25-2524 და №8361/25 - 22.08.2025 16.09.2025. 1219 პრაქტიკაში ფართოდ არის გავრცელებული 'ჩანაცვლებითი გადაწყვეტილების მიღება', როდესაც სამედიცინო პერსონალი პაციენტის ნაცვლად კომუნიკაციას მხოლოდ ოჯახის წევრებთან ამჯობინებს. რაც არღვევს მხარდაჭერითი გადაწყვეტილების მიღების საერთაშორისო სტანდარტს და უგულებელყოფს პაციანტის ნებას. 321 | ცნობიერება და არსებული სტიგმა და სტერეოტიპები პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფს შშმ პირებისთვის სერვისის დამოუკიდებლად და კონფიდენციალურად მიღების შესაძლებლობას, რაც ჯანდაცვაზე წვდომის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. 22.5. შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები გამოწვევად რჩება შშმ პირთა მიმართ ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება. დაბალია პროცესის მონაწილე შშმ პირთა1220 და მათ კანონიერ წარმომადგენელთა ინფორმირებულობა საპროცესო უფლებებისა და სისტემის შიგნით არსებული მხარდამჭერი სერვისების თაობაზე.1221 სფეროში არსებულ პრობლემებს შორისაა: არასაკმარისი უწყებათაშორისი კოორდინაცია,1222 შშმ პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დაბალი ჩართულობა, მართლმსაჯულებაზე წვდომის ფიზიკური ბარიერები,1223 ყველა სახის შეზღუდვის მქონე პირზე მორგებული ფორმატების, მისაწვდომი საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებების, შესაბამისი ტექნიკური-დამხმარე მოწყობილობებისა და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის ნაკლებობა. გამოწვევად რჩება ფსიქოსოციალური საჭიროების, ინტელექტუალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ნიშნით პროცესის მონაწილე პირებთან, საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი პირების მხრიდან, მათი საჭიროებების გათვალისწინებით ეფექტიანი კომუნიკაცის დამყარება. დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებულ ანალიზში1224 დისაგრეგირეული სტატისტიკური მონაცემების ასახვა, მათ შორის, სქესის, ასაკის, შეზღუდვის სახის, ტერიტორიული განფენილობის, სოციალური კავშირებისა და სხვა შესაბამისი მახასიათებლების მიხედვით, რაც იძლევა გარკვეული ტენდენციების გამოკვეთის შესაძლებლობას. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, შშმ პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ბრალდებულად ცნეს 78 პირი. ჯანმრთელობის დაზიანების, ფიზიკური და 1220 მათ შორის, მოწმე, მსხვერპლი, დაზარალებული და დაზარალებულის უფლებამონაცვლე. ამ საკითხის პრობლემურობაზე მითითებულია საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც. გვ. 270. 1222 მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება. 1223 უნივერსალური დიზაინის პრინციპით მოწყობილი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. 1224 „შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ანალიზი“. საქართველოს პროკურატურა. 2025 წელი. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/40w81kU> ანალიზი ეხება 2025 წლის 9 თვეს. მონიტორინგის ასპექტები მოიცავს: შშმ დაზარალებულთა შეზღუდვის სახისა და ინდივიდუალური საჭიროების გამოვლენას/გათვალისწინებას; პროცედურული მისადაგების პრინციპის დაცვას სისხლის სამართლის საქმეთა წარმოებისას; შშმ პირთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას. 1221 322 | ფსიქოლოგიური ძალადობის მიმართულებით ბრალდება წარედგინა 64 პირს.1225 სექსუალური ძალადობის საქმეებზე ბრალდებულად ცნეს 6 პირი, ხოლო, ეკონომიკურ, გაუფრთხილებლობით ჩადენილ და სხვა დანაშაულებში - 8 პირი.1226 შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდება წარედგინა 8 პირს. აღსანიშნავია, რომ შშმ პირების მიმართ ინსტიტუციურ დაწესებულებებში ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული იყო 7 პირი.1227 მათგან, 1 პირი იყო დაწესებულების თანამშრომელი, 5 - დაწესებულების ბენეფიციარი, 1 კი - სხვა პირი. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ურთიერთძალადობა შშმ პირთა დაწესებულებებში კვლავ პრობლემად რჩება. სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები ცხადყოფს, რომ რიგ შემთხვევებში, ფსიქიატრიულ და შშმ პირთა რეზიდენტულ დაწესებულებებში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება არ წარმოებს დროულად და ეფექტიანად, რაც აფერხებს ამ საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებას.1228 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იმ საქმეებზე, რომლებიც ეხება შშმ ბავშვების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს,1229 ჩატარდეს მაღალი სტანდარტით. პროკურატურის ცნობით,1230 „შშმ მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა” გამოიყენება როგორც შშმ პირის სტატუსის მქონე, ისე არმქონე პირების მიმართ, თუმცა, პრაქტიკაში პრობლემას წარმოადგენს შშმ პირთა შესაძლებლობის შეზღუდვისა და საჭიროებების დროული და ზუსტი გამოვლენა. სტატუსის არმქონე პირების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრობლემურია შესაძლებლობის შეზღუდვის დამადასტურებელი ინფორმაციის მოპოვება, რაც, თავის მხრივ, აფერხებს ინდივიდუალიზებული მიდგომების გამოყენებას.1231 აუცილებელია რაოდენობა გაფართოვდეს და მოწმისა გეოგრაფიული და დაზარალებულის განფენილობა. საქართველოს კოორდინატორების პროკურატურაში 1225 მათგან ყველაზე მეტი ბრალდებული ფიგურირებს სსკ-ის 126¹ და 126-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებში. იქვე. გვ. 22. 1226 „შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ანალიზი“. საქართველოს პროკურატურა. 2025 წელი. გვ. 18. 1227 მათ შორის, 5-ს ადგილი ჰქონდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ერთს - სახელმწიფო ზრუნვის ბავშვთა რეზიდენტულ დაწესებულებაში, ხოლო ერთს - დღის ცენტრში. 1228 აღნიშნულს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები: №2809/2024, №3070/2024, №4892/ო2024, №6897/ო2024 და №9226/ო2024. ეს საქმეები ეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შშმ ბავშვთა დღის ცენტრში, ბაგა-ბაღში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არცერთ საქმეზე არ არის მიღებული. 1229 სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმე №3070/2024. 1230 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 4 თებერვლის კორესპონდენცია №13/7990. 1231 „შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ანალიზი”. საქართველოს პროკურატურა. 2025 წელი. გვ. 31. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://bit.ly/40w81kU> > ბოლოს ნანახია [18.03.2026]. 323 | დასაქმებულია სულ 21 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.1232 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სავალდებულო წესით ერთვება შშმ მსხვერპლის სისხლის სამართლის საქმეში, 2025 წელს, კოორდინატორი 1233 დაზარალებულთა სისხლის სამართლის საქმეების 62,9%-ში. ჩართული იყო შშმ დღეის მდგომარეობით, შშმ პირთა უფლებებსა და მათთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზე გადამზადებულია პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის 16 კოორდინატორი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა კოორდინატორის გადამზადება. დღის წესრიგში თანამშრომლების დგას პროკურატურისა განგრძობითად პროკურატურაში დასაქმებულია მოტივირებულ დანაშაულებში და შინაგან გადამზადების 474 პროკურორი, სპეციალიზებულია საქმეთა საჭიროებაც. მათგან 133 სამინისტროს საქართველოს შეუწყნარებლობით პროკურორი. დღეის მდგომარეობით, შშმ პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევების საკითხებზე გადამზადებულია მხოლოდ 110 პროკურორი.1234 2025 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის, შშმ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის, აგრეთვე, მათთან მუშაობის სპეციფიკის სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ასპექტებზე განხორციელდა სამი სასწავლო აქტივობა, რომელთა ფარგლებშიც გადამზადება გაიარა საქართველოს პროკურატურის 31-მა თანამშრომელმა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2025 წელს შსს აკადემიაში სწავლება1235 გაიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 556-მა თანამშრომელმა. თუმცა, პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, საჭიროა მოქმედ გამომძიებელთა განგრძობითად გადამზადება შშმ პირთა უფლებებთან, ეთიკური და სათანადო კომუნიკაციის სტანდარტებთან და პროცედურულ მისადაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.1236 ამასთანავე, ვინაიდან 1232კოორდინატორები განაწილებულნი არიან პროკურატურის სტრუქტურულ და ტერიტორიულ დანაყოფებში: საქართველოს გენერალურ პროკურატურაში – 5 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი; თბილისის პროკურატურაში – 9 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში – 1 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი; შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში – 1 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი; ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში – 1 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი; კახეთის საოლქო პროკურატურაში – 1 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი; სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში – 1 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი; დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში – 2 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 4 თებერვლის №13/7990 კორესპონდენცია. 1233 2025 წელს კოორდინატორი ჩაერთო 51 საქმეში. ამავე პერიოდში სულ დაზარალებულად ცნობილი იყო 92 შშმ პირი 81 სისხლის სამართლის საქმეზე. ინფორმაცია ასახულია საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, „შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ანალიზი”. გვ. 3; 16. 1234 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2026 წლის 4 თებერვლის კორესპონდენცია №13/7990. 1235 უწყების ცნობით, სწავლება ეხებოდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და კომუნიკაციის სტანდარტს". საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 27 იანვრის MIA 4 26 00271380 კორესპონდენცია. 1236 მნიშვნელოვანია გამომძიებლები ფლობდნენ ინფორმაციას იმ ზომებისა და დადებითი პრაქტიკების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს შშმ პირის ეფექტიან და თანასწორ მონაწილეობას პროცესში. ეს, შესაძლოა, მოიცავდეს: გამოკითხვის სპეციალური მეთოდით ჩატარებას, ადაპტირებული გარემოს 324 | პრაქტიკაში, შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებში დისკრიმინაციის გამოვლენა სირთულეებთან არის დაკავშირებული,1237 მნიშვნელოვანია შეუფერხებლად გაგრძელდეს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა გადამზადება.1238 22.6. სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მართლმსაჯულებაზე წვდომა საანგარიშო პერიოდში არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მართლმსაჯულებაზე ეფექტიანი წვდომის უზრუნველსაყოფად.1239 არ შემუშავებულა პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების იმგვარი მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვასა და სერვისის მიმღებ პირთა უფლებების ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფდა. მათ შორის, ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა მონიტორინგის ჯგუფი და არ მიმდინარეობს უწყვეტი გარე მონიტორინგი. პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით მოსარგებლე პირთა წვდომა მათ საჭიროებებზე მორგებულ გასაჩივრების ჰოსპიტალშიდა მექანიზმებზეც. 1240 უზრუნველყოფას, ჟესტური ენის თარჯიმანის ჩართვას, შესაბამისი სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი) ჩართვას, მისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებისა და ფორმატების გამოყენებას, გამარტივებულ ენას და ა.შ. 1237 აღნიშნულ გამოწვევაზე საუბარია საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტშიც, „შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ანალიზი“. გვ. 31. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://bit.ly/40w81kU> ბოლოს ნანახია [26.02.2026]. 1238 2025 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე სწავლების გეგმა. დასახელებული გეგმის მიხედვით, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებში გამომძიებელთა გადამზადება იგეგმება 2026 წლის პირველ კვარტალში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 27 იანვრის MIA 4 26 00271380 კორესპონდენცია. 1239 2025 წელს, სახალხო დამცველმა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 და მე-19 მუხლების საფუძველზე, განახორციელა სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მართლმსაჯულებაზე წვდომის ხარისხის მონიტორინგი, და მოამზადა სპეციალური ანგარიში. საკითხის მოკვლევის მიზნით განხორციელდა ვიზიტები სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებელ ათივე დაწესებულებაში. დამატებით, მართლმსაჯულებაზე წვდომის ბარიერების გამოსავლენად, ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან და ინდივიდუალური ინტერვიუები საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ფსიქოსოციალური ნიშნით შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების თანამშრომლებთან. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 1240რომლებიც იქნებოდა მისაწვდომი ფომატების გამოყენებით, ეფექტიანი, ფინანსურად ხელმისაწვდომი, დამოუკიდებელი და ანონიმური. საანგარიშო პერიოდში ჩატარებულმა მოკვლევამ ცხადყო, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო პრობლემურია სერვისის მიმღები პირების მხრიდან უკუკავშირის გამოხატვა. ანონიმური უკუკავშირისთვის განკუთვნილი ე.წ. წინადადებების/საჩივრების ყუთით სარგებლობის პრაქტიკა არცერთ შემოწმებულ დაწესებულებაში არ გვხვდება. დეტალურად ამ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად იხ. სპეციალური ანგარიში: 325 | საქართველოს კანონმდებლობით1241 კვლავ დასაშვებია უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით ექიმის მიერ პაციენტისთვის შეზღუდვების დაწესება1242 ისეთ სფეროებში როგორებიცაა: სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაციის მიღება საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ; მის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა; ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა; განათლების მიღება, პროფესიული მომზადება და გადამზადება; არჩევნებში 1243 კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის უფლება მონაწილეობა; და სხვა. მიუხედავად უფლებებში ასეთი ინტენსიური ჩარევისა და იმ პერსპექტივისა, რომ მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს ხანგრძლივად, კრიტერიუმების ამოწურვამდე, კანონმდებლობაში არ გვხვდება ჩანაწერი შეზღუდვების მაქსიმალური ვადისა და ექიმის ამგვარი ქმედების შესაბამისი მაკონტროლებელი მექანიზმისადმი დაქვემდებარების შესახებ. აღნიშნული განსაკუთრებით საგანგაშოა იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არ ახდენს უფლებათა დიფერენცირებას კონსტიტუციური მნიშვნელობისა და შეზღუდვის ინტენსივობის მიხედვით და სხვადასხვა მასშტაბის ჩარევას ერთიანი, შაბლონური რეგულირების რეჟიმს უქვემდებარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პრაქტიკაში არც ის მინიმალური ვალდებულება სრულდება, რაც ითვალისწინებს ექიმის მხრიდან პაციენტის უფლებების შეზღუდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებას. სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისის მიმღებ პირებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და დაცვის მექანიზმებზე. გარესამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვა კი მათ უფრო მოწყვლადს ხდის არასათანადო მოყრობისა და სხვა დანაშაულების მიმართ.1244 დაბალია დაწესებულებების პერსონალის ცოდნა და მგრძნობელობა სერვისის მიმღებთა უფლებებზე. სახალხო დამცველის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საჭიროა პერსონალის გადამზადება შშმ პირთა უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების, სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკების, სწორი კომუნიკაციის, კრიზისული შემთხვევების მართვისა და ვერსალური დეესკალაციის ტექნიკების შესახებ.1245 საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ”. მუხლი 15 (3). დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/40hv9DT> ბოლოს ნანახია [26.02.2026]. 1242 დასახელებულ ხარვეზებზე მითითებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშშიც და გაიცა შესაბამისი წინადადებები. გვ. 105-106. თუმცა, 2025 წელს კვლავ გამოიკვეთა პრობლემები ამ საკითხებთან დაკავშირებით. 1243გარდა იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელთა მიმართაც მხარდაჭერის მიმღებ პაციენტს სასამართლომ მხარდაჭერა დაუწესა. 1244 დეტალური ინფორმაციისთვის იხ. თავი „წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის აკრძალვა და გამოძიება“. 1245 სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მართლმსაჯულებაზე წვდომა“. 1241 326 | პრობლემად რჩება მკურნალობაზე ინფორმირებული თანხმობის ფორმალური ბუნება. არაერთ დაწესებულებაში,1246 ფსიქიატრიული დახმარების სერვისის მიმღებთა მიერ გამოთქმული წერილობითი თანხმობა არ გამოხატავს უშუალოდ პირის თავისუფალ ნებას, როგორც უშუალოდ ჰოსპიტალიზაციის, ისე, სტაციონარული დახმარების მიღების სხვა ეტაპებზე.1247 ფსიქიატრიული ინფორმირებულ თანხმობაზე დაწესებულებების სხვა პირთა (მათ უმრავლესობაში შორის, ნათესავის) იკვეთება ხელმოწერის შემთხვევები, რაც ცალსახად არღვევს სერვისის მიმღების უფლებებს და უგულებელყოფს ინფორმირებული თანხმობის არსს. აღსანიშნავია, რომ, რიგ შემთხვევებში, პაციენტები თავს იკავებენ ფსიქიატრიულ დახმარებაზე უარის თქმისა და სასამართლოს მიერ მისი შემთხვევის განხილვისგან, სასამართლო სისტემის მიმართ შიშისა თუ დაყოვნების ხანგრძლივობაზე არასწორი მოლოდინის გამო.1248 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის უმნიშვნელოვანესი როლის მიუხედავად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ პირებს სამსახურის სერვისებთან არ აქვთ პირდაპირი წვდომა.1249 საქმეებში, რომელთა ფარგლებშიც სასამართლო, პაციენტის არანებაყოფლობითი გადაწყვეტილებას სტაციონარული იღებს, ფსიქიატრიული ფსიქიატრიული დაწესებულების დახმარების შესახებ კომისიის მიმართვის გაუთვალისწინებლობის მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ია, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სასამართლო, ძირითადად ეყრდნობა კომისიის პოზიციას. საჩივრის დაკმაყოფილების მაჩვენებელი მინიმალურია სააპელაციო სასამართლოშიც და მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ამ ფონზე, პრაქტიკაში პრობლემას წარმოადგენს სერვისით მოსარგებლე პირის მიერ ექიმფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საპირწონედ, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა. ეს გამოწვეულია როგორც საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადებით, ისე, შესაბამისი ფინანსური რესურსების არქონით.1250 საანგარიშო პერიოდში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების დროს, ერთ-ერთ გამოწვევად რჩებოდა სასამართლო პროცესების დისტანციურად ჩატარება, რაც, საქმის 1246 გამონაკლისი იყო შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“. ამას ადასტურებს ისიც, რომ სახალხო დამცველის მხრიდან საკითხის მოკვლევისას გამოვლინდა დაწესებულებებიდან პაციენტთა გაქცევის მცდელობის ფაქტები. 1248 სერვისის მიმღებ პირებს არ აქვთ სწორი ინფორმაცია არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების ვადისა და ხანგრძლივობის შესახებ. კერძოდ, ზოგიერთს აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესის გამართვის შემთხვევაში, მათ, სულ მცირე, 6 თვის ვადით და არა შესაბამისი კრიტერიუმების ამოწურვამდე მოუწევთ დაწესებულებაში დარჩენა. რის გამოც, ამჯობინებენ ინფორმირებულ თანხმობაზე ხელის მოწერას. 1249 იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (Case Bank), სხვა მოდულებთან ერთად ფუნქციონირებს კონსულტაციებისა და საქმეების მოდულები. კონსულტაციის მოდულიდან დამუშავებული მონაცემების თანახმად, ყველა კონსულტაციაში, რომელიც გაწეული იქნა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 16 იანვრამდე, ბენეფიციარს წარმოადგენდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირის ოჯახის წევრი/ნათესავი/ახლობელი და არა უშუალოდ პაციენტი. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2025 წლის 16 იანვრის LA 7 25 00000784 კორესპონდენცია. 1250 პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ადამიანებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა საექსპერტო მომსახურებისთვის მიმართონ, მაგალითად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. 1247 327 | განხილვის ფორსირებულ რეჟიმთან ერთად, ფაქტობრივად გამორიცხავდა ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შორის ეფექტიანი, კონფიდენციალური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას.1251 მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი კონსულტაციის მიღების უფლება არ არის შეზღუდული, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა, აგრეთვე, ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა, შშმ სტატუსის არმქონე პირებისთვის უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა1252 მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე.1253 იმის გათვალისწინებით, რომ სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიმღებ პირთა მნიშვნელოვან ნაწილს შშმ პირის/მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსი არ აქვს, საჭირო მომსახურების მიღება მათთვის მხოლოდ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებზე რჩება დამოკიდებული. გამოიკვეთა ადვოკატთა განგრძობითად გაძლიერების საჭიროებაც გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიდგომებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და ფსიქოსოციალური საჭიროების ნიშნით შშმ პირთა უფლებებზე, ამ პირებთან სათანადო ფსიქიატრიული კომუნიკაციის დახმარების ასპექტებზე, მეთოდებზე სერვისის და მიმღებ არანებაყოფლობითი პირთა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად. წინადადებები საქართველოს პარლამენტს: ▪ შევიდეს ცვლილებები შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, რათა ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნას ფსიქიატრიული დახმარების გაწევაზე თანხმობის გამოხატვის პროცესში პირის ნების ჩანაცვლების პრევენცია; ▪ შევიდეს ცვლილებები შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, ფსიქიატრიულ სტაციონარში მყოფი პაციენტის უფლებათა, კონსტიტუციური მნიშვნელობისა და შეზღუდვის ინტენსივობის მიხედვით დიფერენცირების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, დეტალურად გაიწეროს თითოეულ შემთხვევაში ექიმის მიერ პაციენტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები, ხანგრძლივობა და შეზღუდვის პერიოდულად გადასინჯვის ვალდებულება. ცვლილებებით გაიწეროს გასაჩივრების მნიშვნელოვანი პრობლემაა ადვოკატსა და სერვისის მიმღებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ნაკლებობა. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები სასამართლოს გამართვის შესახებ პროცესამდე უკიდურესად მცირე დროში (სხდომის გამართვამდე 1 საათით ან უფრო ნაკლები დროით ადრე) იღებენ ინფორმაციას. შესაბამისად, მათთვის გამოწვევას წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქმის მასალების შესწავლა, ხოლო, მეორე მხრივ, დასაცავ პირთან კომუნიკაციის დამყარება. 1252 პირის სასამართლოში წარმომადგენლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა. 1253 „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 5 (2). დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://bit.ly/4rK5sYG> ბოლოს ნანახია: [26.02.2026]. 1251 328 | მექანიზმები და ექიმის მხრიდან შეზღუდვის გამოყენება დაექვემდებაროს შესაბამისი დამოუკიდებელი ორგანოს/მექანიზმის კონტროლს. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: ▪ ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის მექანიზმების შექმნა როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე; ▪ უზრუნველყოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებებზე თანაგადახდის პრინციპების რეგულირების საკითხი, მათ შორის, თანაგადახდისგან სრული გათავისუფლების საფუძვლები შშმ პირების შემთხვევაში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ უზრუნველყოს პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მექანიზმების დანერგვა, მათ შორის, მონიტორინგის ჯგუფის ფორმირება, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დასანერგად და სერვისის მიმღებ პირთა უფლებების ეფექტიანად დასაცავად; ▪ კანონქვემდებარე აქტით/აქტებით განისაზღვროს სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული, ეფექტიანი, ფინანსურად ხელმისაწვდომი, დამოუკიდებელი და ანონიმური ჰოსპიტალშიდა გასაჩივრების დაკავშირებული მექანიზმების საკითხები. არსებობა და ამასთანავე, მის ფუნქციონირებასთან შემუშავდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა საჩივრების/უკუკავშირის აღრიცხვისა და ანალიზის ერთიანი მეთოდოლოგია; ▪ შემუშავდეს ექიმის მიერ პაციენტის უფლებების შეზღუდვის პროცედურებთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქციები და მისი დოკუმენტირების წესი. ზედამხედველობა გაეწიოს სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ექიმის მიერ პაციენტთა უფლებების შეზღუდვის პრაქტიკას და სამედიცინო დოკუმენტაციაში ექიმების მხრიდან დეტალური დასაბუთების ვალდებულების შესრულებას; ▪ შშმ პირთა სარეაბილიტაციო სერვისების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შემჭიდროებულ ვადებში გაატაროს ქმედითი ღონისძიებები „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მომლოდინეთა რიგების აღმოსაფხვრელად და არეალის გასაფართოებლად; 329 | პროგრამების გეოგრაფიული ▪ დანერგოს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მოზიდვისა და შენარჩუნების ეფექტიანი მექანიზმები, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, სადაც შესაბამისი სერვისები არ არის წარმოდგენილი ან ფუნქციონირებს შეზღუდული ლიმიტით. მიიღოს ზომები ზრდასრულ შშმ პირთა, მათ შორის, აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების გაფართოების მიზნით; უზრუნველყოს ამ სერვისების გეოგრაფიული დაფარვა; ▪ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიზნის გათვალისწინებით, უზრუნველყოს 18 წლამდე შშმ პირთა, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში სამიზნე ჯგუფში ჩართვა; ▪ თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით, განისაზღვროს ტერიტორიულ ერთეულებს (სოფლებსა და ქალაქებს) შორის ასისტირების სპეციფიკა და უზრუნველყოს ასეთი შემთხვევების რეგულირება; ▪ მოამზადოს შესაბამისი ცვლილება, რათა ინფორმირებული თანხმობის პროცედურა განისაზღვროს როგორც შშმ პირთა სამართლებრივი ქმედუნარიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული პროცესი; ▪ მოამზადოს შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირების და დაფინანსების წინაპირობად განისაზღვრება ფიზიკური, საინფორმაციო და კომუნიკაციური მისაწვდომობის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება; აღნიშნული მოთხოვნები გავრცელდეს ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე, მათ შორის, ამბულატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებზე; ▪ გააუმჯობესოს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდების ვალდებულების დაწესებით სხვადასხვა მისაწვდომ ფორმატში (ბრაილი, აუდიო, მარტივი ენა, ელექტრონული ფორმატები) და რეცეპტებისა და დანიშნულებების ელექტრონული და მისაწვდომი ფორმით მიწოდების სტანდარტის დანერგვით; ▪ უზრუნველყოს სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირების სტანდარტის შემუშავება; ▪ უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის სავალდებულო გადამზადება შშმ პირებთან კომუნიკაციის, გონივრული მისადაგებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის საკითხებში; ▪ უზრუნველყოს უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) და უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) სავალდებულო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა შშმ პირთა უფლებებზე, გონივრულ მისადაგებაზე, კომუნიკაციასა და ინფორმირებულ თანხმობაზე სავალდებულო მოდულების ინტეგრირებით; ▪ უზრუნველყოს მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების მინიმალური ეროვნული სტანდარტის შემუშავება. 330 | საქართველოს გენერალურ პროკურორს: ▪ გააძლიეროს ზედამხედველობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განთავსების ადგილებსა და სერვისებში (მათ შორის, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შშმ პირთა რეზიდენტულ დაწესებულებებში, დღის ცენტრსა და სხვ.), ამ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების მიმდინარეობაზე, ყველა საჭირო საპროცესო მოქმედების დროულად ჩასატარებლად და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად; ▪ გააძლიეროს სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგი, შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებისა და შეუწყნარებლობის მოტივის გამოსაკვეთად და პროცედურული მისადაგების პრაქტიკაში აღსასრულებლად. ხოლო, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიიღოს შესაბამისი ზომები; ▪ გააძლიეროს კოორდინირებული თანამშრომლობა და კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან (მათ შორის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან) პროცესის მონაწილე შშმ პირთათვის (მათ შორის, სტატუსის არმქონე) ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის გასაწევად; ▪ უზრუნველყოს პროკურორთა და მსხვერპლისა და დაზარალებულის კოორდინატორთა განგრძობადი გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, პროცედურული მისადაგების ზომების პრაქტიკაში გამოყენებაზე, შეუწყნარებლობის მოტივისა და სისხლის სამართლის საქმეებში შშმ ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის გამოკვეთის, შშმ პირებთან (მათ შორის, ფსიქოსოციალური საჭიროებების, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, აუტიზმის სპექტრის მქონე, ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირთა) ეთიკური და ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე; მიიღოს ზომები მსხვერპლისა და დაზარალებულის კოორდინატორთა რაოდენობის გასაზრდელად, მათ საჭიროებების შორის, რეგიონებში გათვალისწინებით, კოორდინატორების ჩართულობის დახელი მოწმისა ზრდას შშმ შეუწყოს, და პირთა შშმ პირთა დაზარალებულის მიმართ ძალადობის საქმეებში; ზედამხედველობა გაუწიოს შშმ მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის პრაქტიკაში გამოყენების პროცესს და ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიიღოს შესაბამისი ზომები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ მოიკვლიოს შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე გამოძიების დროში გაჭიანურების გამომწვევი ფაქტორები და მიიღოს ზომები შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის აღმოსაფხვრელად; 331 | ფარგლებში ამ გამოწვევების პრაქტიკაში ▪ უზრუნველყოს გამომძიებელთა განგრძობადი გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, პროცედურული მისადაგების ზომების პრაქტიკაში გამოყენებაზე, შეუწყნარებლობის მოტივისა და სისხლის სამართლის საქმეებში შშმ ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის გამოკვეთის, შშმ პირებთან (მათ შორის ფსიქოსოციალური საჭიროებების, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, აუტიზმის სპექტრის მქონე, ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირთა) ეთიკური და ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე; ▪ ზედამხედველობა გაუწიოს „გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი შეზღუდული ჩართულობის შესაძლებლობის მქონე შესახებ" და „გამოძიების არასრულწლოვანთა ეტაპზე ეფექტიანი ჩართულობის შესახებ" შემუშავებული რეკომენდაციების პრაქტიკაში გამოყენების პროცესს, შედეგების თაობაზე მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი და მიიღოს ზომები გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად; ▪ უზრუნველყოს შშმ პირებთან და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მათთან შეხვედრების ჩატარების გზით, სფეროში არსებული ხარვეზების გამოსავლენად, მათი მოგვარების გზების ერთობლივი დასახვისა და შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: ▪ საერთო სასამართლოების თემატურ სამოქმედო გეგმაში სათანადოდ იქნას გათვალისწინებული ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა საჭიროებები მართლმსაჯულებაზე წვდომის მიმართულებით; ▪ მიიღოს ზომები არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლო პროცესების პირისპირ რეჟიმში ჩასატარებლად, პაციენტის სურვისისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. ამასთანავე, დაინერგოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმის განხილვის სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ინფორმირების პრაქტიკა, რათა ხელი შეეწყოს ადვოკატსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებულ პირს შორის პირისპირ, კონფიდენციალური კომუნიკაციის დამყარებას, მათი ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად. სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურს: ▪ ხელი შეუწყოს ადვოკატთა განგრძობითად გაძლიერებას გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიდგომებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და ფსიქოსოციალური საჭიროების ნიშნით შშმ პირთა უფლებებზე, ამ პირებთან 332 | სათანადო კომუნიკაციის მეთოდებსა და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების ასპექტებზე, სერვისის მიმღებ პირთა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს: ▪ უზრუნველყონ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების ეფექტიანად მუშაობა - სხდომების დებულებით დადგენილი პერიოდულობით გამართვითა და შშმ პირთა თემის აქტიური ჩართულობით; ▪ უზრუნველყონ/გააძლიერონ პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვ.) სისტემური გავრცელება და აღნიშნულ მომსახურებაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა სამიზნე ჯგუფებსა და დაინტერესებულ პირებში მათთვის მისაწვდომი ფორმითა და საშუალებით; ▪ უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შშმ პირთა პერსონალური ასისტენტით მომსახურების საჭიროებების კვლევა და მუნიციპალური სერვისის ლიმიტებისა და სამიზნე ჯგუფების შესაბამისად ფორმირება; ▪ იმ მუნიციპალიტეტებმა, სადაც მომსახურება მიმწოდებელი ორგანიზაციების არარსებობის გამო არ ამოქმედებულა, მიიღონ ზომები მათ მოსაძიებლად და დასაინტერესებლად, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის პროგრამის დაფინანსების, გადამზადების ხელმისაწვდომობისა და სერვისის მიწოდების სხვა სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებით; ▪ უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის სახელმწიფო პროგრამის რეგულარული და სტრუქტურირებული მონიტორინგი, ასევე, მონიტორინგის ამსახველი შესაბამისი დოკუმენტისა და რეკომენდაციების შემუშავება; ▪ უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის გაპროტესტების მექანიზმების შემუშავება. 333 | მომსახურების უკუკავშირის და 23.ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა 23.1. შესავალი საანგარიშო წელს ბავშვთა უფლებების ეფექტიანი რეალიზება კვლავ დაკავშირებული იყო ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა პრევენციული მექანიზმების შემდგომი გაძლიერების საჭიროება, შეზღუდული ინსტიტუციური რესურსები, უწყებებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია, რაც ბავშვზე ორიენტირებული პოლიტიკისა და დაცვის სისტემების გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებს. ბავშვთა მიმართ ძალადობისგან ეფექტიანი დაცვის ჭრილში, განსაკუთრებულად აღსანიშნავია დროული ინტერდისციპლინური ინფორმირებულობის და ბავშვზე მიდგომის ზრდისა და მორგებული დანერგვის, რეაგირების ბავშვებისა პასუხისმგებელი და უწყებების გამოწვევები, საზოგადოების მიმართ ნდობის გაძლიერების აუცილებლობა. გამოწვევად რჩება საპოლიციო, სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებისას სრულწლოვანი პირების თანმხლები, საცხოვრებელ ადგილას მყოფი არასრულწლოვნების დროული განრიდება, მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა და ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პრევენციული ღონისძიებების გატარება. სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებში არ არსებობს შიდაუწყებრივი სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც მსგავს პროცესებში ბავშვთა დაცვის ერთიან სტანდარტს განსაზღვრავდა.1254 დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში გაიზარდა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საშტატო ერთეულებისა და დასაქმებული სპეციალისტების რაოდენობა. ამჟამად სისტემაში დასაქმებულია 295 სოციალური მუშაკი და 47 ფსიქოლოგი, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.1255 თუმცა პრობლემად რჩება ბავშვთა სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი სერვისების სიმწირე. 1254 2025 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებისას საცხოვრებელ ადგილას მყოფი არასრულწლოვნების სავარაუდო უფლებადარღვევის 7 ფაქტზე განახორციელა საქმისწარმოება. საქმეები: №25-3191; №25-1135; №7978/25; №8552/25. ამასთანავე, 2023 წელს სახალხო დამცველმა წინადადებით №10-4/10288 მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, მიეღო მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთათვის, გონივრულ ვადაში შემუშავებულიყო ბავშვის უფლებებსა და საუკეთესო ინტერესებზე მორგებული შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი/მითითებები შემთხვევებისთვის, როდესაც ხორციელდება პრევენციული ან/და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიება იმ სრულწლოვანი პირის მიმართ, რომელსაც თან ახლავს მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი. 1255 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია 334 | №SCA 6 26 00156397- 06/02/2026. სააგენტოში სოციალური მუშაკის 310 საშტატო საანგარიშო წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“, რომლის ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას იკვეთება მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციურ ხასიათსა და მისი უწყებრივი დაქვემდებარების ცვლილებები, რომლებიც „შეკრებებისა 1256 საკითხთან დაკავშირებით. ასევე საყურადღებოა საკანონმდებლო და მანიფესტაციების შესახებ“ კანონითა და სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ რეგულაციებს შეეხება, მათ შორის, ითვალისწინებს არასრულწლოვანი მონაწილეების მიმართ დაწესებულ თავისუფლების აკრძალვებსა აღკვეთის და განმეორებითი შესაძლებლობას. ამ ქმედების შემთხვევაში საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.1257 უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც შემცირდა, თუმცა შემთხვევათა რაოდენობა კვლავ მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ უკავშირდება ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას. 23.2. განათლების უფლება 23.2.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება 2025 წელს, 1 717 ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში 130 337 აღსაზრდელი ირიცხებოდა.1258 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლიდან ინიცირებული საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი ერთეულია, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულია 295 სოციალური მუშაკი, მათგან 18 - შრომითი ხელშეკრულებით. ასევე, განსაზღვრულია ფსიქოლოგის 42 საშტატო ერთეული, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულია 47 ფსიქოლოგი, მათგან 6 - შრომითი ხელშეკრულებით. შედარებისთვის, 2024 წლის მდგომარეობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში გათვალისწინებული იყო სოციალური მუშაკის 299 საშტატო ერთეული, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებული იყო 278 სოციალური მუშაკი, მათგან 10 - შრომითი ხელშეკრულებით. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში გასულ საანგარიშო წელს გათვალისწინებული იყო ფსიქოლოგის 28 საშტატო ერთეული, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებული იყო 30 ფსიქოლოგი, მათგან 7 - შრომითი ხელშეკრულებით. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, 2025, გვ. 320. ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 1256 საკითხთან მიმართებით, ასევე, იხ. სახალხო დამცველის 2025 წლის 22 დეკემბრის განცხადება: <https://bit.ly/4tQax2V > [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 1257 საკითხთან მიმართებით, ასევე, იხ. სახალხო დამცველის 2026 წლის 20 იანვრის განცხადება: <https://bit.ly/4avLn1X> [ბოლოს ნანახია: 22/02/2026] და კონსტიტუციური სარჩელი №1936: <https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=19221"> [ბოლოს ნანახია: 18/03/2026]. 1258 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ინფორმაცია მისაწვდომია https://www.geostat.ge/ka/modules/categories/58/adreuli-da-skolamdeli-aghzrda-da-ganatleba> 19/02/2026]. 335 | ბმულზე: [ბოლოს < ნანახია: გრძელდება, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაღების რაოდენობა მხოლოდ 4 ერთეულით გაიზარდა.1259 აქვე, საგულისხმოა, რომ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამით 330 საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება, თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ 49 ახალი საბავშვო ბაღია აშენებული. გასული წლების მისაწვდომობა კვლავ წარმომადგენელი განათლების მსგავსად, ადრეულ გამოწვევად და რჩება, 1260 მცირეწლოვნებისთვის. დივერსიფიცირების სკოლამდელ განათლებაზე მათ ეთნიკური უმცირესობის აღსანიშნავია სკოლამდელი ამ შორის, მხრივ, კონცეფციის საფუძველზე თანაბარი მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ემსახურება ყველა ბავშვისთვის ადრეული და სკოლამდელი განათლების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას.1261 თუმცა, აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურული მიმდინარეობდეს, ალტერნატიული და რათა მოდელების ხარისხობრივი დანერგვა განვითარების გათვალისწინებული იყოს საბავშვო პროცესის სისტემის ბაღების პარალელურად ინსტიტუციური გაძლიერების პრიორიტეტი და ბავშვებისთვის ხარისხიანი გარემოს შეთავაზება. მისასალმებელია, რომ გასულ საანგარიშო წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა.1262 თუმცა, სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები მიუთითებს, რომ კვლავ საჭიროა კადრების სისტემური გადამზადება ბავშვთა უფლებებზე, დაცვის მექანიზმებზე, რეფერირების პროცედურებსა და აღზრდის პოზიტიურ მეთოდებზე.1263 23.2.2. ზოგადი განათლება 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 2086 საჯარო და 206 ავტორიზებული კერძო სკოლა, რომელთაგან 9 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. 2025-2026 სასწავლო წელს 1259 იქვე. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რაოდენობა წლების მიხედვით: 2022/2023 – 1 668; 2023/2024 – 1 708; 2024/2025 – 1 713; 2025/2026 – 1 717. 1260 ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე მისაწვდომობის შესახებ იხ. წინამდებარე ანგარიშის ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ქვეთავი. 1261 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კორესპონდენცია: MES 7 26 0000103145, 02/02/2026. სამინისტროს ცნობით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. 1262 იქვე. დასაქმებული პერსონალის (აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე/ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგი) რაოდენობა წლების მიხედვით: 2022/2023 – 17 620; 2024/2025 – 18 347; 2025/2026 – 19 176; სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეები: №11014/25, №25-3202. ასევე, დამატებით აღსანიშნავია, კერძო ბაღებთან დაკავშირებული მომართვები: №4954/25, №2694/25, №9539/25. 1263 336 | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული მოსწავლეების ჯამურმა 1264 რაოდენობამ 643 801 შეადგინა. სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს განათლების სამინისტრომ 55 რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მიიღო-ჩაიბარა,1265 ხოლო გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით1266, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით, 75 სკოლა გადაეცა. გარდა ამისა, სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა 8 1267 სახელმწიფო შესყიდვა. აღსანიშნავია, რომ 297 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში, მათ შორის, 22 სკოლის შემთხვევაში - სამ ცვლაში მიმდინარეობს, რაც უმეტესად1268 მოსწავლეთა დიდი კონტინგენტით არის განპირობებული.1269 მითითებული 22 სკოლიდან 16 შემთხვევაში სამ ცვლაში სწავლების მიზეზი, სწორედ, მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო 6 სკოლის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და სწავლის ალტერნატიულ სივრცეში წარმართვაა. საყურადღებოა, რომ ცვლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი სამცვლიანი რეჟიმი, უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართვისა და მათი განვითარების შესაძლებლობაზე. ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. კერძოდ, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობრივი მაჩვენებლის მიუხედავად, 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი.1270 ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა უმრავლეს შემთხვევაში, კვლავაც „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების“, „მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადების“, 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის გამოუცხადებლობისა და „პროფესიულ 1264 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კორესპონდენცია: №MES 7 26 0000103145, 02/02/2026. 1265 იქვე. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილების („საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ”) თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციასა და ახალი შენობების მშენებლობაზე უფლებამოსილ უწყებად განისაზღვრა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე უფლებამოსილ უწყებად - საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. 1267 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორესპონდენცია: №MOI N 01/154, 27/01/2026. 1268 297 სკოლიდან 262-ში ცვლების რაოდენობა მოსწავლეთა დიდი რაოდენობით არის განპირობებული, ხოლო 35-ში - სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების გამო სკოლის დროებით ალტერნატიულ ფართში განთავსებით. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, ამ უკანასკნელი საფუძვლით, 113 სკოლაში სწავლება ერთ, თუმცა მეორე ცვლაში მიმდინარეობს. 1269 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კორესპონდენცია: №MES 7 26 0000103145, 02/02/2026. 1270 მათ შორის 1794 მოსწავლე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 1266 337 | კოლეჯში სწავლის გაგრძელების“ საფუძვლით ხდება. ამასთანავე, ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება. ცხრილი №1. მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის სტატისტიკა1271 13401 12792 10800 10235 8614 50274861 3753 3587 2025 წელი სულ 75847692 5817 5709 6436 5191 5609 4364 ბიჭი 7281 2557 2024 წელი გოგო 5511 2023 წელი დაწყებითი და საბაზო საფეხური 2022 წელი საშუალო საფეხური ცხრილი №2. მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლები1272 საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრება ფინანსური დავალიანება ჩარჩენილი ვაუჩერის გადაუხდელობა სკოლიდან გარიცხვა სწავლის გაგრძელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე… ზედიზედ გაცდენის ზღვრული რაოდენობა დაოჯახება მშობლის/მოსწავლის განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობა დონის დაძლევით ამორიცხვა მუშაობის დაწყება პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება 3669 82 7 14 36 1337 2025 26 1881 100 6 205 1251 საქართველოს სახალხო დამცველი, მრავალი წელია მიუთითებს მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკის დახვეწის აუცილებლობაზე. მიუხედავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებისა, პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული. 1271 ასევე, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, 2025, გვ. 323, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 1272 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კორესპონდენცია: MES 7 26 0000103145, 02/02/2026. 338 | შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია. მისასალმებელია საქართველოს სამინისტროს მიერ, განათლების, სსიპ მეცნიერებისა მანდატურის და სამსახურთან ახალგაზრდობის კოორდინაციით „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესის“ სამუშაო ვერსიის მომზადება. იგი განსაზღვრავს როგორც კონფლიქტის მართვისა და დარეგულირების პროცედურებს, ასევე აწესებს მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის საგამონაკლისო წესს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მასწავლებლის მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევის გამო მოსწავლე არ ესწრება საგაკვეთილო პროცესს და მას სხვა პედაგოგი უტარებს გაკვეთილებს.1273 მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში განათლების სამინისტრო განაგრძობს სასკოლო სივრცეში კვების ობიექტების მოწყობაზე მუშაობას, 2023 წლის განათლების რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული „სასკოლო 1275 დადებითად შეაფასა, კვების პროგრამა“,1274 რომელიც სახალხო დამცველმა ამ დრომდე არ არის დანერგილი. ბავშვთა სიღარიბისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლებში უფასო კვების დასანერგად შესაბამისი ღონისძიებების ინტენსიურად განხორციელება, უმნიშვნელოვანესია ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 23.3. ბავშვთა დაცვა ძალადობისგან საგულისხმოა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა შესახებ დეტალურ სტატისტიკას აწარმოებს მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, მათ შორის, ძალადობის ყველა ფორმის, გამოვლენის/მიმართვის წყაროს და რეგიონის მითითებით. სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს ჯამში ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ფორმით ძალადობის 1560 შემთხვევა გამოვლინდა.1276 ამის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ არ არსებობს არა მხოლოდ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობისა და გამოვლენილი შემთხვევების ერთიანი მონაცემი, არამედ ზუსტი სტატისტიკაც კი იმის შესახებ, თუ ბავშვთა მიმართ 1273 იქვე. 1274ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველს გაცემული აქვს რეკომენდაცია, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, 2024, გვ. 295, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://www.ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf > [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. ეს საკითხი ასახულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში – „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. 1275 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, 2024, გვ. 283, ანგარიში მისაწვდომია ბმულზე: https://www.ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 1276 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მიღებული საპასუხო კორესპონდენცია: №SCA 6 26 00156397 – 06/02/2026. 339 | ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება.1277 მონაცემთა ფრაგმენტულობა და სრულყოფილი სტატისტიკური სისტემის არარსებობა უკავშირდება ერთიანი მეთოდოლოგიისა და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის ნაკლებობას. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს ამის საჭიროებაზე, თუმცა, გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, საკითხი ჯერაც არ გადაჭრილა.1278 ცხრილი №31279 სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 2024-2025 წლის მონაცემები ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ 680 370 594 329 ფიზიკური ძალადობა 381 281 ფსიქოლოგიური ძალადობა 2024 წელი 156 უგულებელყოფა 170 სექსუალური ძალადობა 2025 წელი საგულისხმოა ასევე, ბავშვთა შორის და ბავშვთა მიმართ საგანმანათლებლო სივრცეებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სხვადასხვა ფორმით ძალადობის, ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური დასჯის ფაქტები, და მათზე არასათანადო და დაგვიანებული რეაგირების გარემოებები. სახალხო დამცველის აპარატმა ამ მიმართულებით 2025 წელს ჯამში 30 საქმეზე დაიწყო წარმოება. მოკვლევის შედეგად იკვეთება სკოლის მხრიდან შემთხვევებზე რეაგირების ფარგლებში, ბავშვზე მორგებული მიდგომის, მათი ინფორმირებული მონაწილეობისა და ემოციურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის გამოწვევები. ამასთანავე, არასრულწლოვნებთან გამართული საინფორმაციო შეხვედრები ბავშვებში სკოლის შინაგანაწესის, დისციპლინური წარმოებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობაზე მიუთითებს. 1277 რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა, 2025 წელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფორმაცია მისაწვდომია: <https://shorturl.at/GT9ml> [ბოლოს ნანახია: 21/02/2026]. 1278 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წელი“, 2025, გვ. 325, ინფორმაცია მისაწვდომია ბმულზე: <https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში [ბოლოს „საქართველოში ნანახია: ადამიანის 22/02/2026]; უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, 2024, გვ. 295, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf> [ბოლოს ნანახია: 21/02/2026]; ასევე, იხ. სპეციალური ანგარიში „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება“, 2021, გვ. 94, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://ombudsman.ge/res/docs/2021080215240452054.pdf> [ბოლოს ნანახია: 21/02/2026]. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მიღებული საპასუხო კორესპონდენცია: №SCA 6 26 00156397 – 06/02/2026. 1279 340 | 23.3.1. ოჯახში ძალადობა ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ზრდასრულების და ბავშვების დაბალი ინფორმირებულობა ძალადობის ფორმებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ, რაც უარყოფითად აისახება არა მხოლოდ პრევენციაზე, არამედ შემთხვევათა დროულ გამოვლენასა და ეფექტიან რეაგირებაზე. ამ მხრივ, წლების განმავლობაში პრობლემად რჩება ბავშვებსა და ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე, ასევე ძალადობრივი ქცევის კორექციაზე ორიენტირებული მექანიზმების დანერგვისა და არსებული სერვისების გაძლიერების მწვავე საჭიროება. ცხრილი №41280 2025 წელს ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი ბავშვები 188 191 78 76 5 წლამდე 5-10 წლის 11-15 წლის 16-17 წლის 2025 წელს ოჯახში ძალადობის საფუძვლით 533 ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი, ხოლო, 219 განცალკევდა ბიოლოგიური ოჯახისგან. თუმცა, ეს მონაცემები, შესაბამის უწყებებში სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო, სრულად არ ასახავს 2025 წელს ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ რეალურ მდგომარეობას. ამასთანავე, შეუძლებელია იმის დადგენაც, ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის რამდენ შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შესაბამისად, ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ სრულყოფილი მონაცემების არარსებობა ართულებს ქვეყანაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და ზღუდავს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას. 2025 წლის საქმისწარმოების ფარგლებში, 70 საქმე შეეხებოდა ბავშვთა მიმართ ოჯახში სხვადასხვა ფორმით ძალადობას. შესწავლის შედეგები მიუთითებს პოზიტიური მშობლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებით პრობლემურად რჩება ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეები, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები წლების განმავლობაში განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მანიპულირებას 1280 საქართველოს გენერალური პროკურატურის კორესპონდენცია: №13/4062 – 22/01/2026. 341 | მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.1281 ეს გამოწვეულია შესაბამისი სერვისების სიმწირით, დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირებით. 23.3.2. სექსუალური ძალადობა 2025 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის, სექსუალური ექსპლოატაციის, ჯამში 176 შემთხვევა გამოვლინდა/გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 189 ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არ იცვლება, კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის დასახვეწად თუ არსებული პრაქტიკის, სერვისების გასაძლიერებლად, არც 2025 წელს გადადგმულა. ცხრილი №51282 2025 წელს სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი ბავშვების რაოდენობა სქესისა და ასაკის მიხედვით 145 23 2 11 0-5 წლის 6-10 წლის 11-15 წლის 16-17 წლის გოგო 0 23 145 4 ბიჭი 3 2 11 1 3 0 გოგო 4 1 ბიჭი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა, კვლავ საჭიროებს დახვეწას საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. მათ შორის, გამოწვევას წარმოადგენს ძალადობაზე, ძალადობის მუქარასა და უმწეო მდგომარეობის გარემოებებზე დაფუძნებული კვალიფიკაცია, აგრეთვე ქვედა ასაკობრივი ზღვრის არარსებობა, რომლის ქვემოთ ბავშვთან სექსუალური ხასიათის შეღწევა პირდაპირ გაუპატიურებად დაკვალიფიცირდება.1283 ამასთანავე, უნდა საქმისწარმოებაში არსებული საქმეები: №4737/25, №1825/25, №2255/25, №8076/25, №6686/25; №1906/25; №9071/25. ეს არ არის საქმეების სრული ჩამონათვალი. შეფასება ეფუძნება როგორც ამ საქმეების, ასევე საქმისწარმოების პროცესში ზოგადად გამოკვეთილი ტენდენციების ანალიზს, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს რეაგირების პროცესში არსებულ ხარვეზებზე. 1282 საქართველოს გენერალური პროკურატურის კორესპონდენცია: №13/4062 – 22/01/2026. 1283 ამ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 1281 საპარლამენტო ანგარიშში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 342 | აღინიშნოს, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკის გამკაცრების, მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის, პრევენციისა და ბავშვების მხარდაჭერის კუთხით, ჯერ კიდევ 2024 წელს ინიცირებული ღონისძიებები ამ დრომდე არ განხორციელებულა.1284 წლიდან წლამდე გამოწვევად რჩება სექსუალურ ძალადობა განცდილი ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგრად მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების მისაწვდომობა. ერთადერთი სერვისი, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედარებით ბავშვზე მორგებულ გარემოში წარმართვის შესაძლებლობას იძლევა და ასევე, მათ გრძელვადიანი რეაბილიტაციის მომსახურებას აწვდის, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრია”, რომელიც კვლავ მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. შესაბამისად, სერვისი გეოგრაფიულად მისაწვდომი არ არის. ამასთანავე, არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელზეც სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს, კვლავ უცვლელია. აქვე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში მყოფ ბავშვებს ისევ საათობით უწევთ მგზავრობა ცენტრში მისასვლელად, რაც ცალსახად არ შეესაბამება მსხვერპლზე მორგებულ, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომასა და 1285 მნიშვნელოვნად ზრდის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკს. 23.4. ბავშვთა სიღარიბე და სოციალური დაცვის მექანიზმები ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი ჯანმრთელობის დაცვასთან, კეთილდღეობასთან, განვითარების შესაძლებლობებთან და, ზოგადად, ძირითადი უფლებების სრულფასოვან რეალიზებასთან. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი სოციალური დაცვის მექანიზმების განხორციელებას, რომლებიც ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და ბავშვთა სიღარიბის შემცირებისკენ იქნება მიმართული. მდგომარეობის შესახებ 2022 წელი“, 2023, გვ. 276; ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf> [ბოლოს ნანახია: 21/02/2026]. 1284 ამ საკითხზე იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წელი“, 2025, გვ. 327, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 1285 ამ საკითხზე იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2022 წელი“, 2023, გვ. 269, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf> [ბოლოს ნანახია: 21/02/2026]; „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2023 წელი“, 2024, გვ. 285, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf> [ბოლოს ნანახია: 21/02/2026]; „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წელი“, 2025, გვ. 327, ინფორმაცია ხელმისაწვდომია <https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 343 | ბმულზე: 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა.1286 ამასთანავე, საანგარიშო წელს, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშული დახმარების პირველადად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა. აქვე, საგულისხმოა, რომ ბაზაში რეგისტრირებულია 186 163 ოჯახი, სადაც ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, ხოლო საარსებო შემწეობას 129 329 ოჯახი იღებს. 1287 ცხრილი 61288 № სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა დეკემბერი 2025 დეკემბერი 2024 დეკემბერი 2023 დეკემბერი 2022 დეკემბერი 2021 დეკემბერი 2020 379957 369924 347295 330148 235252 186131 2025 წელს „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამაში 5 875 ოჯახი ჩაერთო1289, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ 1286 წელს ამ სერვისით მოსარგებლე ოჯახების რაოდენობას.1290 ამასთანავე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია: №SSA 3 25 01505516, 31/12/2025. აქვე აღსანიშნავია. რომ „ახალ დარეგისტრირებულად“ მიიჩნევა და ახალი ნომერი ენიჭება ისეთ ოჯახსაც/ბავშვსაც, რომელიც აქამდეც იყო დარეგისტრირებული, თუმცა კონკრეტული მიზეზით (მაგ., ოჯახის წევრის დაბადება ან გარდაცვალება) ამოირიცხა, შემდგომ ახლიდან შეფასდა. 1287 იქვე. 1288 იქვე. ასევე, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, გვ. 331. ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 1289 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია: №SCA 3 26 00143226, 04/02/2026. 1290 2024 წლის მდგომარეობით, აღნიშნული ქვეპროგრამით 4161 ოჯახმა ისარგებლა. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, 2025, გვ. 331. ანგარიში ხელმისაწვდომია <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 344 | ბმულზე: მიუხედავად იმისა, რომ ქვეპროგრამა თავისი ბუნებით რეაქტიული ხასიათისაა, იგი ვერ უზრუნველყოფს უკვე დამდგარი კრიზისის ეფექტიან დაძლევას. წარმოების ფარგლებში შესწავლილი საქმეები კვლავაც მიუთითებს, რომ, მართალია, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილია ბავშვიანი ოჯახების შესაბამის სერვისებში ჩართვა, თუმცა ხსენებული პროგრამები ვერ ახდენს, ოჯახების საჭიროებების კვალდაკვალ, მათ გრძელვადიან გაძლიერებას, მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშეწყობას.1291 აქვე, აღსანიშნავია, რომ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის მხარდამჭერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სერვისის, „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში მოქმედებს 7 თავშესაფარი, რომლის მომსახურებით გასულ წელს 75 სრულწლოვანმა და ორმა არასრულწლოვანმა დედამ, ასევე, 139 ბავშვმა ისარგებლა.1292 დედათა და ბავშვთა თავშესაფრებთან დაკავშირებით, კვლავ უნდა აღინიშნოს სერვისის განვითარების საჭიროება, ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, რათა თავშესაფრის დატოვების შემდგომ, მათ შეძლონ მდგრადი სოციალური ფუნქციონირება. ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბებისა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების სისტემური და სიღრმისეული შეფასება ქვეყანაში დღემდე არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი. სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობრივი მატების განმაპირობებელი ფაქტორი, ერთი მხრივ, შესაძლოა იყოს პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება, სოციალური დახმარების თანხის ზრდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ეფექტი, ასევე 1293 პროგრამის 4-წლიანი საშეღავათო შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეგისტრაციის თავისებურებები. თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული რაოდენობრივი მატება, ვერ აიხსნება პროგრამების 1291 მხოლოდ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, ვინაიდან სახალხო დამცველს გაცემული აქვს რეკომენდაცია, რომლის თანახმად, მუნიციპალურ დონეზე აუცილებელია ერთგვაროვანი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების დროულ გამოვლენას, მათი საჭიროებების შეფასებას და შესაბამისი ადგილობრივი პროგრამების შეთავაზებას. ამასთანავე, უნდა განისაზღვროს მუშაობის ეფექტიანობის შეფასების მკაფიო კრიტერიუმები. ეს საკითხები ასახულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში, „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, 2024, გვ. 295, გვ. 296, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://www.ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf > [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 1292 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია: №SCA 3 26 00143226, 04.02.2026. სოციალურად დაუცველთა ბაზაში „ახალ დარეგისტრირებულად“ ითვლება და ახალი ნომერი ენიჭება ისეთ ოჯახსაც/ბავშვსაც, რომელიც აქამდეც იყო დარეგისტრირებული, თუმცა კონკრეტული მიზეზით (მაგ. ოჯახის წევრის დაბადება ან გარდაცვალება) ამოირიცხა, შემდგომ ახლიდან შეფასდა და ისევ ჩაირიცხა. 1293 345 | შესაბამის პროგრამებში ჩართვა თავისთავად მიუთითებს ოჯახების არსებულ სოციალურეკონომიკურ საჭიროებებზე. ამდენად, სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობრივი ზრდის განმაპირობებელი გარემოებების დასადგენად, აუცილებელია არსებული სტატისტიკის სისტემური და კომპლექსური ანალიზი, რათა განისაზღვროს ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბი, გამოვლინდეს მისი განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები და გატარდეს შესაბამისი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. 23.5. სახელმწიფო და ალტერნატიულ ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა 2025 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 28 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებდა, მათგან 4 - სპეციალიზებული დაწესებულებაა.1294 გარდა ამისა, მოქმედებდა თბილისის ბავშვთა სახლი, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული სააღმზრდელო დაწესებულება. 2025 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვაში ცხოვრობდა 1268 ბავშვი, მათგან მინდობით აღზრდაში - 1056,1295 ხოლო მცირე საოჯახო ტიპის სახლებში - 187. საანგარიშო წელს მინდობით აღზრდაში განთავსდა 119, ხოლო მცირე საოჯახო ტიპის სახლებში - 82 არასრულწლოვანი.1296 რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართული იყო 384 ბავშვი. გასულ წელს განხორციელდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები 4 ბავშვისა და მინდობით აღზრდაში მყოფი 25 არასრულწლოვნის რეინტეგრაცია. აღნიშნულ ქვეპროგრამაში ჩართული 11 ბავშვი კვლავ სახელმწიფო ზრუნვაში განთავსდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მდგომარეობით, გასაშვილებელ არასრულწლოვანთა რაოდენობა 142 იყო, აქედან 2025 წელს დარეგისტრირდა 21 არასრულწლოვანი.1297 2025 წელს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა სრულწლოვანების მიღწევის საფუძვლით დატოვა 16-მა მინდობით აღსაზრდელმა და მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებმა 27მა ახალგაზრდამ, ამასთანავე, 11-მა ბენეფიციარმა ისარგებლა 18-21 წლის ახალგაზრდების მხარდაჭერის სერვისებით.1298 1294 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენციები: № SCA 3 26 00143226, 04.02.2026; № SCA 8 26 00255452, 04.02.2026. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ინფორმაციით, საანგარიშო წლის მდგომარეობით ჯამში რეგისტრირებული იყო 587 მინდობით აღმზრდელი ოჯახი, საიდანაც 33 ოჯახი 2025 წელს დარეგისტრირდა. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია: № SCA 3 26 00143226, 04.02.2026. 1296 აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძვლების სტატისტიკას აღრიცხავს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 26-ე და 29-ე მუხლებზე მითითებით და სეგრეგირებული სტატისტიკა აღარ იწარმოება. 1297 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 1295 კორესპონდენცია: № SCA 3 26 00143226, 04.02.2026. 1298 იქვე. 346 | 23.5.1. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა 2025 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები კვლავ მიუთითებს ბავშვებს შორის ძალადობის ფაქტებზე,1299 რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უპირველეს ყოვლისა აღსაზრდელთა და აგრეთვე აღმზრდელთა ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას. საყურადღებოა ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, ბავშვთან მუშაობის პროცესში, მათ შორის, წლების განმავლობაში შესაბამისი უწყებების ჩართულობის მიუხედავად, ვერ ხერხდება ბავშვთა ქცევითი სირთულეების მართვა და დაწესებულებების მიღმა მათ მიმართ სავარაუდო ძალადობის თავიდან აცილება, რაც შეუქცევად ზიანს აყენებს ბავშვების კეთილდღეობას. გასული წლების 1300 ადიქციისა მსგავსად, კვლავ მწვავედ დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის, და რთული ქცევის მართვის საკითხები, რაც განპირობებულია ბავშვზე მორგებული სერვისების სიმწირით და, რიგ შემთხვევებში, მათი არარსებობით. ამ სახის სერვისების შექმნისა და გაძლიერების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი მრავალი წელია მიუთითებს. საყურადღებოა ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებული გამოწვევები. პრაქტიკაში იკვეთება, რომ, რიგ შემთხვევებში, ბავშვები უარს აცხადებენ საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობაზე, რაც შედეგად, მოსწავლის სტატუსის შეჩერებასა და სწავლის მიტოვებას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მათ მომზადებაზე. 2025 წელსაც მკაფიოდ წარმოჩინდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ადამიანური რესურსების სიმწირე, პერსონალის გადინებისა და ახალი კადრების მოზიდვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე. ასევე თვალსაჩინოა კრიზისული სიტუაციების მართვისა და ბავშვზე მორგებული მიდგომების ეფექტიანი დანერგვის კუთხით პერსონალის მხარდაჭერის საჭიროება. აქვე, აღსანიშნავია, ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობა. ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, უზრუნველყოფილია ბავშვების სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგების, ასევე მომართვის საფუძველზე, ინდივიდუალური წარმოების ფარგლებში შესწავლილი საქმეები: N27-1755, N25-3094, N2362/ო25. 1300 საქართველოს სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია ბავშვებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის, 1299 ადიქციის დაძლევის, ბავშვზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურებების დანერგვასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, 338 გვ. ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. რეკომენდაცია საქართველოში ადამიანის ასახულია საქართველოს უფლებათა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“. 347 | მთავრობის თავისუფლებათა დადგენილებაში, დაცვის „2024 მდგომარეობის წელს შესახებ“ ძირითადი საჭიროებები და დაცულია მათი ფიზიკური უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ ცხოვრობენ ინსტიტუციურ გარემოში, რაც ვერ პასუხობს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ზრუნვის სტანდარტს.1301 23.5.2. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვა კვლავ მძიმე და სისტემური ხასიათის გამოწვევებით ხასიათდება. არსებული სახელმწიფო მექანიზმები ვერ პასუხობს ბავშვთა საჭიროებებს, მათ უსაფრთხო, ოჯახთან მიახლოებულ გარემოში დროულ გადაყვანასა და სოციალური რეინტეგრაციისთვის საჭირო საფუძვლიან მხარდაჭერას. 2025 წელს „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ჯამში 185 არასრულწლოვანმა ისარგებლა მომსახურებით. საანგარიშო პერიოდში 40 ბავშვი ჩაირიცხა დღის ცენტრში, ხოლო 13 - სადღეღამისო თავშესაფარში. წლის ბოლოს დღის ცენტრით სარგებლობდა 95, ხოლო თავშესაფრით - 27 არასრულწლოვანი. პროგრამით მოსარგებლე 4 ბავშვი განთავსდა სახელმწიფო ზრუნვაში, ხოლო 13-ს მოუწესრიგდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.1302 ამასთანავე, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე - „111“ – ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების შესახებ შევიდა 166 შეტყობინება, ხოლო მობილურმა ჯგუფებმა კონტაქტი დაამყარეს 328 ბავშვთან.1303 ცხრილი № 81304 1301 ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვებისათვის ოჯახურ გარემოსთან მიმსგავსებული საცხოვრებელი პირობების შექმნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, 339 გვ. ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. ეს საკითხი ასევე ასახულია საქართველოს მთავრობის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დადგენილებაში, „2024 წელს დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“. 1302 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენციები: № SCA 3 26 00143226, 04.02.2026; № SCA 8 26 00255452, 04.02.2026. 1303 იქვე. 1304 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, 2025, გვ. 336, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე:: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. ასევე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია №SCA 3 26 00143226- 04/02/2025. 348 | ქვეპროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა სულ 163 დღის ცენტრი თავშესაფარი 0 261 143 126 42 37 185 168 93 50 100 2025 წელი 150 2024 წელი 200 250 300 2023 წელი ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 4 დღის ცენტრი და 3 სადღეღამისო თავშესაფარი ფუნქციონირებდა. სერვისების რაოდენობრივი შემცირების ტენდენცია კვლავ გრძელდება. ამასთანავე, წლების განმავლობაში არსებული საჭიროებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, აჭარის რეგიონში ქვეპროგრამით გათვალისწინებული სადღეღამისო თავშესაფარი და დღის ცენტრი ამ დრომდე არ ფუნქციონირებენ.1305 სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ქვეპროგრამის რესურსები კვლავ შეზღუდულია. იკვეთება ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ შორის, სივრცეების სიმწირე, გარემოს არასათანადო მოწყობა, ასევე, თავშესაფრებში ოჯახური გარემოს არარსებობა, მატერიალურ-ტექნიკური პირობების შეუსაბამობა სერვისის მიზნებსა და ბენეფიციართა საჭიროებებთან, რაც აფერხებს ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების სრულფასოვან მიწოდებას. ამასთანავე, პრობლემად რჩება როგორც ბავშვების, ისე თანამშრომელთა ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დამატებით, ბავშვებისთვის კვლავ არ არის უზრუნველყოფილი ფსიქიკური ჯანმრთელობის, ადიქციის მართვისა და პრევენციის სპეციალიზებული სერვისების სისტემური დანერგვა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ არასრულწლოვნების მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში ყოფნის მაქსიმალური ვადა ამ დრომდე არ არის განსაზღვრული. მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვების ნაწილი წლობით რჩება თავშესაფრით მომსახურების სერვისში. დაწესებულების მოწყობისა და ფიზიკური გარემოს გათვალისწინებით, პროგრამა ინარჩუნებს ინსტიტუციურ ხასიათს, მაშინ როდესაც ბავშვისა და ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული, დროებითი, ტრანზიტული მექანიზმი უნდა იყოს. 23.6. კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ბავშვების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი და მან 588 შეადგინა. სახალხო 1305 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, 2025, გვ. 336, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე:: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf> [ბოლოს ნანახია: 22/02/2026]. 349 | დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, მათ შორის, ბავშვებს შორის ძალადობის შემთხვევები. საგულისხმოა, რომ ეს არ არის საანგარიშო პერიოდში წარმოქმნილი ახალი გამოწვევა, არამედ ბავშვების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თავიდან აცილებაზე ორიენტირებული ეფექტიანი მიდგომის არარსებობის შედეგია. ამგვარი მიდგომა კი, თავის მხრივ, გულისხმობს სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებას, პოზიტიური მშობლობის უნარჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების დანერგვას; ბავშვზე ზრუნვის პროცესში არსებული გამოწვევებისა და უგულებელყოფის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი, ადრეულ ინტერვენციას ბავშვებზე ორიენტირებული, გრძელვადიანი და მულტიდისციპლინური სერვისებით უზრუნველყოფის გზით. ცხრილი №91306 ბავშვებისადმი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების/შეწყვეტისა და განრიდებისა მონაცემები წლების მიხედვით 664 588 490 673 544 581 სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განრიდება 2023 სახალხო დამცველი, წლებია, 2024 მიუთითებს 13 9 6 სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა 2025 ბავშვთა პოზიტიური აღზრდისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის მიზნით ადრეული ინტერვენციის აუცილებლობაზე. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფდა სრულფასოვან ბავშვების განვითარებაზე აღზრდას ორიენტირებულ უსაფრთხო და მხარდამჭერ, ოჯახურ გარემოში, ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მათ მომზადებას და მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ბავშვების მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის პრევენციას.1307 აღსანიშნავია, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ სისხლისსამართლებრივი ქმედების ჩადენის კანონი, რომელიც პასუხისმგებლობის შემთხვევაში ბავშვების ასაკს ითვალისწინებს მიღწევამდე დახურული ტიპის 10 წლიდან დანაშაულებრივი დაწესებულებაში საქართველოს გენერალური პროკურატურის კორესპონდენცია: №13/4062 – 22/01/2026. ამ საკითხთან დაკავშირებით, იხ. სახალხო დამცველის წინადადებები, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, გვ. 338, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf > [ბოლოს ნანახია: 21/02/2026]. 1306 1307 350 | განთავსებას. სახალხო დამცველის შეფასებით, ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დაწესებულების დახურული, ინსტიტუციური მოწყობა და უწყებრივი დაქვემდებარება არსებითად შეუსაბამოა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების პრინციპთან, მასზე მორგებული მიდგომის გამოყენების ვალდებულებასთან და არასრულწლოვანთა ოჯახურ გარემოში ცხოვრების უფლებასთან. აქვე, საყურადღებოა, რომ სახალხო დამცველის წინადადების მიუხედავად, არც 2025 წელს განხორციელებულა რაიმე ღონისძიება მოწმის სტატუსით ბავშვების გამოკითხვისას, მათი დაცვის მეტი გარანტიების, კერძოდ, ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საჭიროება განპირობებულია პრაქტიკაში გამოვლენილი ისეთი შემთხვევებით, როდესაც ბავშვი მოწმის სახით პირველადი გამოკითხვისას ადვოკატის დაუსწრებლად საუბრობს დანაშაულებრივ ქმედებაზე, მათ შორის, აღიარებს ქმედებას, რის შემდგომაც ბრალი წარედგინება.1308 წინადადებები საქართველოს პარლამენტს: ▪ განიხილოს საკანონმდებლო ცვლილებები, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული სამართლებრივი რეგულირების საერთაშორისო სტანდარტებთან მისასადაგებლად და არსებული პოლიტიკის გასამკაცრებლად. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: ▪ ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შედგენისას გაითვალისწინოს უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, მონაცემთა ანალიზისა და გაცვლის მეთოდოლოგიის შემუშავება, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენილი შემთხვევების, შესაბამის უწყებებში მიმართვიანობის ერთიანი სტატისტიკის წარმოება. საქართველოს გენერალურ პროკურორს: ▪ შემუშავდეს შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი/მითითებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრის, კომუნიკაციის სტანდარტების, უსაფრთხოების დაცვისა და საჭიროებისამებრ, დროული განრიდების შესახებ, შემთხვევებისთვის, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2023 წელი“, გვ. 295, ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://ombudsman.ge/res/docs/2024052311354297279.pdf> [ბოლოს ნანახია: 21/02/2026]; ასევე, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა“. 1308 351 | საგამოძიებო ღონისძიების ჩატარებისას ადგილზე იმყოფება თანმხლები არასრულწლოვანი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ შემუშავდეს შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი/მითითებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრის, უსაფრთხოების დაცვისა და საჭიროებისამებრ, დროული განრიდების შესახებ, შემთხვევებისთვის, როდესაც პრევენციული ან/და სამართალდარღვევაზე რეაგირების მოქმედებები ხორციელდება იმ სრულწლოვანი პირის მიმართ, რომელსაც თან ახლავს მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი“ ამოქმედდეს დასავლეთ საქართველოში და ამასთან შემუშავდეს ცენტრის ეტაპობრივი გაფართოების სამოქმედო გეგმა; ▪ შეფასდეს მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამაში არსებული სისტემური გამოწვევები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით, შეიმუშაოს სერვისების გაძლიერებისა და ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფის გეგმა; ▪ გაფართოვდეს მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამა და აჭარის რეგიონში ამოქმედდეს მინიმუმ ერთი დღის ცენტრი და ერთი სადღეღამისო თავშესაფარი; ▪ განისაზღვროს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში ჩარიცხვის მინიმალური ასაკი და დაწესებულებაში ბავშვების ცხოვრების მაქსიმალური ვადა; ▪ დაინერგოს და გაძლიერდეს ბავშვებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ადიქციის დაძლევის და სარეაბილიტაციო მომსახურებები – შეიქმნას ბავშვზე მორგებული, რეგიონული და თემზე დაფუძნებული სერვისები, მათ შორის, კრიზისული ინტერვენციის, ადიქციის მართვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამები, რაც იქნება მისაწვდომი, კონფიდენციალური და კულტურულად მგრძნობიარე, ბავშვთა საჭიროებებზე სათანადოდ გადამზადებული სპეციალისტებით; ▪ უზრუნველყოს ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბებისა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების სისტემური შეფასება, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მტკიცებულებებზე გრძელვადიან გაძლიერებაზე დაფუძნებული, ორიენტირებული ბავშვიანი სოციალური გასატარებლად. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს: ▪ 352 | დაიწყოს სკოლებში უფასო კვების პროგრამის ეტაპობრივი დანერგვა. ოჯახების პოლიტიკის 24. ხანდაზმულ პირთა უფლებები 24.1. შესავალი ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის საკითხი თანამედროვე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გლობალური დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხანდაზმული პირების უფლებებისა და ღირსების დაცვა, არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შეფასება და მათი გაუმჯობესების გზების ძიება. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2010 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფი (UN Open-Ended Working Group on Ageing – OEWGA), რომლის მთავარი მიზანიც იყო ხანდაზმულთა უფლებების დაცვის გაძლიერება, არსებული გამოწვევების გამოვლენა და მათი ეფექტიანი გადაჭრის გზების შემუშავება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფის მიერ გამართულ სამუშაო პროცესებში. ღია სამუშაო ჯგუფის მუშაობის დასრულებისა და მრავალწლიანი საერთაშორისო ადვოკატირების შედეგად, 2025 წლის აპრილში, ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუცია 58/131309 მიიღეს, რომლის მიზანია ახალი მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაევალება საერთაშორისო სამართლებრივად სავალდებულო ინსტრუმენტის შემუშავება ხანდაზმული პირების უფლებების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვაზე. სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო კონვენცია სახელმწიფოებს შესთავაზებს მკაფიო მითითებებსა და აუცილებელ სახელმძღვანელო ჩარჩოს ხანდაზმულთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, ხელს შეუწყობს ხანდაზმული ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას და უზრუნველყოფს, რომ ხანდაზმულებს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ჰქონდეთ წვდომა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე. 24.2. ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები 2025 წლის ივნისში საქართველოს სახალხო დამცველმა ხანდაზმულთა ხანგრძლივი ზრუნვის რვა სხვადასხვა ტიპის დაწესებულების მონიტორინგი განახორციელა და შესაბამისი ანგარიში მოამზადა.1310 მონიტორინგის მიზანი იყო იმ გარემო პირობებისა და სისტემური პრაქტიკის შეფასება, რომლებიც გავლენას ახდენს ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე და ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაცვაზე. ადამიანის უფლებათა საბჭო. ორმოცდამერვე სესია, 2025 წლის 24 თებერვალი – 4 აპრილი. 1309 <https://bit.ly/4r1VTDr> [21.01.2026]. ხანდაზმულთა დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში 2025, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025122316133645492.pdf> [ბოლოს ნანახია 05.02.2026]. 1310 353 | მონიტორინგისთვის შერჩეული დაწესებულებები განსხვავდებოდა როგორც სამართლებრივი სტატუსის (სახელმწიფო, სათემო და კერძო), ისე გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. მონიტორინგის შედეგად მომზადებული სპეციალური ანგარიში ასახავს კონკრეტულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც, ასევე, იმ სისტემურ გამოწვევებს, რომლებიც ხანდაზმულთა ზრუნვის სფეროში წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება. სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ არ აქვს სისტემური სახე კერძო დაფინანსების ფარგლებში მოქმედი ხანდაზმულთა ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების აღრიცხვასა და ზედამხედველობას, რის შედეგადაც სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას ამ დაწესებულებების საქმიანობის და ხარისხის შესახებ.1311 მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ზრუნვის პრაქტიკაში დომინირებს სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული მიდგომა, რაც ზღუდავს ხანდაზმულ პირთა ავტონომიასა და ზრუნვის პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას, ასევე ზრდის სოციალური იზოლაციის რისკს.1312 პრობლემური იყო ე.წ. მწოლიარე და თვითმოვლის უნარის არმქონე ბენეფიციარების მიმართ დაწესებულებების ზოგადი პრაქტიკა.1313 მონიტორინგის ფარგლებში შემოწმებული დაწესებულებების უმეტესობაში ეს ბენეფიციარები განთავსებულნი იყვნენ შენობების ზედა სართულებზე, სადაც არ იყო ლიფტი ან სხვა ადაპტირებული ინფრასტრუქტურა. შედეგად, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მათი ღია სივრცეში გასეირნება, თუნდაც მესამე პირების დახმარებით, ასევე შეზღუდული იყო მათი კომუნიკაცია სხვა ბენეფიციარებთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სოციალური იზოლაციის რისკს. ასევე, გამოწვევას წარმოადგენდა ასეთი ხანდაზმულებისათვის ჰიგიენის დაცვაც, რაც ვერ აკმაყოფილებს სათანადო სანიტარიული მოთხოვნების მინიმუმს. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ხანდაზმულთა ღირსების პატივისცემას, არამედ ჯანდაცვის და ჰიგიენის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს,1314 მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ხანდაზმულთა პრინციპების ფარგლებში არსებულ „ზრუნვისა“ და „დაცულობის“ პრინციპებს.1315 ხანდაზმულთა დაწესებულებებში ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად გამოიკვეთა პერსონალის კვალიფიკაცია, ინდივიდუალური ზრუნვის გეგმების ფორმალური ხასიათი, სოციალური და რეაბილიტაციის აქტივობების სიმწირე, ასევე ბენეფიციართა უკუკავშირის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა. 1316 1311 იქვე, გვ. 7. 1312 იქვე. 1313 იქვე, გვ. 7-8. 1314 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები სანიტარიასა და ჯანმრთელობის თაობაზე. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3ZmaYns> [ბოლოს ნანახია 21.01.2026]. 1315 გაეროს პრინციპები ხანდაზმულთათვის. <https://bit.ly/4sPgHQb>[ბოლოს ნანახია 21.01.2026]. 1316 ხანდაზმულთა დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში 2025, გვ. 9, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://www.ombudsman.ge/res/docs/2025122316133645492.pdf> [ბოლოს ნანახია 05.02.2026]. 354 | ანგარიშში გაცემულია რეკომენდაციები, როგორც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ისე ზრუნვის სერვისის მიმწოდებლების მიმართ და მიზნად ისახავს ხანდაზმულთა მიმართ ხანგრძლივი ზრუნვის გაუმჯობესებას.1317 24.3. ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის გამოვლენა და მასზე რეაგირება ძირითადად ქალთა მიმართ და/ან ოჯახში ძალადობის ზოგადი მექანიზმების ფარგლებში ხორციელდება. ძალადობის გამოვლენისა და შესაბამისი ორგანოების ინფორმირების ვალდებულება სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს, ასევე სამედიცინო დაწესებულებებს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და კანონით განსაზღვრულ სხვა უწყებებს ეკისრებათ. რეაგირება მოიცავს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ მექანიზმებს, მათ შორის, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოყენებას.1318 სახელმწიფო სერვისები ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში უმეტესად ინსტიტუციურ ზრუნვაზეა ორიენტირებული. სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერა სრულფასოვნად ძირითადად მაშინ აქტიურდება, როდესაც ხანდაზმული პირი უკვე მოთავსებულია შესაბამის დაწესებულებაში. დაწესებულების მიღმა, ხანდაზმულ ძალადობის მსხვერპლთათვის მიზნობრივი და კომპლექსური მხარდაჭერის მოქმედი პროგრამები (მათ შორის, სათემო მომსახურების ქვეპროგრამა)1319 უზრუნველყოფს ხანდაზმულთა ზოგად სოციალურ და სამედიცინო მხარდაჭერას, თუმცა ისინი არ არის მორგებული ძალადობის მსხვერპლ ან სავარაუდო მსხვერპლ ხანდაზმულ პირთა სპეციფიკურ საჭიროებებზე. ფუნქციონირებს კრიზისული ცენტრები, თუმცა მათი მომსახურება ძირითადად არ ითვალისწინებს ხანდაზმულთა განსაკუთრებულ საჭიროებებს. ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში სახალხო დამცველის აპარატის ვიზიტებმა აჩვენა, რომ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ხანდაზმული ბენეფიციარების რაოდენობა დაბალია, თუმცა გამოვლინდა მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები. განსაკუთრებული გამოწვევაა თვითმოვლის უნარის არმქონე და დემენციის მქონე ხანდაზმული ბენეფიციარების მომსახურება: თავშესაფრებში არ არის საკმარისი სპეციალიზებული პერსონალი, არ არსებობს გერიატრიული მოვლის შესაბამისი კვალიფიკაცია და არსებული ფსიქოსოციალური პროგრამები არ პასუხობს დემენციის მქონე პირების საჭიროებებს. პრაქტიკაში, თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, ხანდაზმული ბენეფიციარები ხშირად გადაჰყავთ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში. არსებული სისტემის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლ ხანდაზმულთა დახმარება არასაკმარისად ეფექტიანია, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. აუცილებელია იქვე, გვ. 41-42. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, №3143, 25.05.2006. მე-91 მუხლი. 1319 საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“, №640, მიღებულია 2025 წლის 30 დეკემბერს. 1317 1318 355 | ალტერნატიული და სპეციალიზებული სერვისების განვითარება, რათა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობაზე რეაგირება იყოს სრულფასოვანი და მათ საჭიროებებზე მორგებული. 24.4. ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის და პოლიტიკური დეკლარაციის (MIPAA) შესაბამისად,1320 რომელიც ძირითადი გლობალური პოლიტიკის დოკუმენტია, სახელმწიფოს ეკისრება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ხანდაზმული პირებისთვის საზოგადოებაში „ადგილზე დაბერების“ ხელშეწყობის უზრუნველყოფის, ინდივიდუალური საჭიროებებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პრინციპების გათვალისწინებით. „ადგილზე დაბერების“ ხელშეწყობა ითვალისწინებს ხანდაზმულების დახმარებას უსაფრთხოდ, დამოუკიდებლად და კომფორტულად იცხოვრონ საკუთარ სახლებსა და თემებში რაც შეიძლება დიდხანს, ინსტიტუციურ მზრუნველობაში გადასვლის ნაცვლად. სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს თაობათაშორის ინტეგრირებული საზოგადოებების განვითარებას და ხანდაზმული პირების ოჯახებსა და ადგილობრივ თემებში აქტიურ ჩართულობას.1321 სახელმწიფოების ვალდებულებაა ხანდაზმულთათვის ტრანსპორტის, ჯანდაცვის, შესაბამისი სანიტარიის და 1322 უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჯარო საცხოვრებელი ფონდის სამართლიანი 1323 განაწილება, სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების პოლიტიკის შემუშავება1324, გარემოს ასაკობრივ საჭიროებებზე მორგებული და ხელმისაწვდომი დაგეგმარება1325, ხანდაზმულთათვის და მათი ოჯახისათვის ინფორმაციისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა1326 და სხვა სერვისებით უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს ხანდაზმული პირების დამოუკიდებლობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოს სახალხო დამცველმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მიუთითა ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე არსებული მრავალი სისტემური ხასიათის პრობლემის შესახებ.1327 პრობლემებს შორის აქტუალურია ხანდაზმულთა მძიმე სოციალურეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა 1320დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა და პოლიტიკური დეკლარაცია, პარა. 98, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://www.un.org/esa/socdev/documents/ageing/MIPAA/politicaldeclaration-en.pdf> [ბოლოს ნანახია 30.01.2026]. 1321 იქვე, (a), (b). 1322 იქვე, (c). 1323 იქვე, (e). 1324 იქვე, (f). 1325იქვე, (g). 1326 იქვე, (h). 1327 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში, გვ. 705-713; სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში 2017. გვ. 311-315; სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2018. გვ. 282-287; სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში 2019, გვ. 370-377; სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში 2020, 402-403; სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში 2023, გვ. 302-304. 356 | კეთილდღეობაზე ზრუნვის ღონისძიებების სიმწირე. ასევე, არ ხდება მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლა და მათი ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა და ამ ყველაფრის თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში ასახვა. რეგიონულ ჭრილში ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის კონკრეტული მიზნობრივი პროგრამები იყო გათვალისწინებული ხანდაზმული პირებისთვის 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში. მიღებული ინფორმაციის შეჯერებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობა1328 გასცემს ასაკზე დაფუძნებულ ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს, რაც გულისხმობს ხანდაზმულთა გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ერთჯერად 500 ან 1000 ლარის ოდენობით გასაცემლებს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ეს ასაკი 90, 95 ან 100 წელია. მუნიციპალიტეტების ნაწილი ხანდაზმულებს სთავაზობს ზოგად სოციალური/ჯანდაცვის პროგრამებს, მაგრამ სპეციფიკური პოლიტიკა არ არსებობს.1329 რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების უმეტესობაში ხანდაზმული პირებისთვის შეთავაზებული მხარდაჭერა ძირითადად უკვე არსებულ სოციალურ სერვისებში მათი ჩართულობით შემოიფარგლება, მაშინ როდესაც სპეციალურად ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული, მიზნობრივი სერვისები ნაკლებად არის განვითარებული. ამასთანავე, პრაქტიკაში ხშირია ხანდაზმული პირების შშმ პირთათვის განკუთვნილი სერვისების ბენეფიციარებად განხილვა, რაც ხანდაზმული პირების არასწორი ინტერპრეტაციაა და არ ასახავს მათ სპეციფიკურ საჭიროებებს. შედეგად, ხანდაზმულები სხვა მოწყვლად ჯგუფებში „იკარგებიან“. მუნიციპალიტეტების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მათ არ აქვთ ხანდაზმული პირებისთვის განკუთვნილი სერვისები.1330 თუმცა ხანდაზმულებს მათზე მორგებულ სოციალურ სერვისს სთავაზობს რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის, დუშეთის მუნიციპალიტეტი, სადაც, მერიის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ხანდაზმულ ბენეფიციარებზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2025 წელს გაიცემოდა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული ინფორმაციით,1331 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ხანდაზმულებზე მორგებული ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე, მათ შორის, ხანდაზმული პირის, თავშესაფარში უზრუნველყოფისათვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, რომელიც გაიცემა ერთი თვის განმავლობაში, სანამ თავშესაფრის მაძიებელი ბენეფიციარი მოიპოვებს დაფინანსებას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან. 1328 მაგალითად, მესტია, ლანჩხუთი, ბაღდათი, ამბროლაური, სიღნაღი, ახალციხე, ცაგერი და სხვ. 1329 მაგალითად, მარტვილი, აბაშა, ქობულეთი, შუახევი, ხაშური, თიანეთი, ფოთი და სხვ. 1330 წალენჯიხა, თერჯოლა, ახალქალაქი, წალკა, ყაზბეგი. 1331 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წერილი №56-562536514; 31/12/2025. 357 | ხანდაზმულებს მათზე მორგებულ სერვისს სთავაზობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. კერძოდ, მიღებული ინფორმაციით, ხანდაზმულ პირთა საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებებისათვის 2025 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 95 600 ლარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმით ახორციელებს და რომლის პრიორიტეტული მიმართულებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ხანდაზმული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი სოციალური ინტეგრაცია. აღნიშნული საზოგადოება ხელს უწყობს სამედიცინო და სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის, კერძოდ, ბინაზე მოვლის ხუთი მოხალისე ექთანი რეგულარულად ახორციელებს ვიზიტებს 25 ბენეფიციართან, ბინას მიჯაჭვულ ხანდაზმულებთან. მათთან რეგულარული ვიზიტები, საოჯახო საქმეებში დახმარება, კომუნალური გადასახადების გადახდა, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების სახლში მიტანა, წნევის გაზომვა, საუბრები მათთვის საინტერესო საკითხებზე ექთანი მოხალისეების ძირითადი საქმიანობაა. ბინაზე მოვლის ჯგუფი ასევე ეწევა ადვოკატირებას და ხანდაზმულებს სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, როგორიცაა შეღავათებისა და დახმარების შესახებ მიმდინარე სიახლეების გაცნობა, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.1332 ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ხანდაზმულთა დღის ცენტრი, რომელიც ემსახურება 50 ხანდაზმულს (სოციალური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილია სხვადასხვა საქმიანობათა ჯგუფები და მიმდინარეობს ბენეფიციართა უნარ-ჩვევების განვითარება (თემატური ტრენინგები, სემინარები, სასწავლო სესიები და ა.შ.), სერვისების მიწოდება (ბინაზე ვიზიტები, შინმოვლა, საოჯახო საქმეებში დახმარება, რეცხვა და ა.შ.) და ადვოკატირება (სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, კონსულტაცია და ინფორმირება). ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ ღირსეულ გარემოში დაგეგმონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს მათი ყოფის შემსუბუქებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თაობათაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას.1333 ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში შემუშავებულია სხვადასხვა სახის სერვისი, მათ შორის, შინ მოვლის და ხანდაზმულთა დღის ცენტრები. მიუხედავად მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული ძალისხმევისა და ცალკეულ შემთხვევებში ნაწილობრივ მორგებული სერვისების არსებობისა, ხანდაზმულ პირთა უფლებების ეფექტიანი რეალიზაციისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადგილობრივ დონეზე ხანდაზმული პირების საჭიროებების სისტემური ანალიზის ჩატარება, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვის ნაკლებობა და ამ პროგრამების შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში. 1332 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი №92-922602884, 28/01/2026. 1333 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი №106-10626026207, 26/01/2026. 358 | რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ ხანდაზმულთა 24-საათიანი ზრუნვის კერძო და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული დაწესებულებების მიერ გაცემული მომსახურების მინიმალური სტანდარტების დასადგენად და ამ სტანდარტების შესრულებაზე მოამზადოს ზედამხედველობის საკანონმდებლო ეფექტიანი წინადადება და მექანიზმის შესაქმნელად, წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. ადგილობრივ თვითმმართველობებს: ▪ ადგილობრივ დონეზე ხანდაზმული პირების საჭიროებების სისტემური ანალიზის საფუძველზე შეიმუშაონ მათზე მორგებული მიზნობრივი პროგრამები, მათ შორის, გააძლიერონ შინ მოვლის სერვისები. 359 | 25. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია 25.1. შესავალი წინამდებარე თავში მიმოხილულია 2025 წელს ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული რიგი გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, წლებია, არ კარგავს აქტუალობას.1334 ენობრივი და ინფორმაციული ბარიერები კვლავ ის უმთავრესი საკითხებია, რომლებიც არაერთი მიმართულებით აბრკოლებთ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს. ბილინგვური განათლების განვითარება ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის კვლავაც ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მათ შორის, პროგრამაში ჩართული სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდისა, არსებული გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც ხარისხიან ორენოვან განათლებაზე სრულფასოვან წვდომას, ისე მისი ერთიანი სტანდარტით განხორციელებას. აუცილებელია ბილინგვური განათლების პოლიტიკა უფრო თანმიმდევრული, თანაბრად გადანაწილებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს, რათა რეალურად შეუწყოს ხელი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათ სრულფასოვან ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს სახელმწიფო ენის სწავლების იმ პროგრამას, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი და რომელსაც სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უზრუნველყოფს. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირება ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებთან და სხვა საჯარო სერვისებთან, ისე ხელმისაწვდომ მედიაპროდუქტებთან დაკავშირებით. ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი სამოქალაქო ინტეგრაციის მისაღწევად, ასევე მნიშვნელოვანია მათი კულტურის დაცვა და პოპულარიზაცია.1335 თუმცა, სამწუხაროდ, სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების რიცხვი კვლავ დაბალია. კვლავ პრობლემურია ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მნიშვნელობის შენობანაგებობების მდგომარეობა, რომლებიც მრავალი წელია საჭიროებენ გამაგრებით და 1334 მიგნებები, რომლებსაც წარმოგიდგენთ, ეყრდნობა, ერთი მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესაბამისი დაწესებულებებისგან მიღებული, 2025 წლის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის ანალიზს, მეორე მხრივ კი, ქალაქ თბილისის, ასევე სამი რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ორ პენიტენციურ დაწესებულებასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარებულ შეხვედრებს. 1335 „მრჩეველთა კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სტაბილური, მდგრადი, გრძელვადიანი საბაზო დაფინანსება, რაც აუცილებელია ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა კულტურისა და იდენტობის განვითარებისა და მხარდაჭერისათვის, მათ შორის, მოსახერხებელი შენობის გამოყოფის გზით და განსაკუთრებული აქცენტით რიცხობრივად პატარა უმცირესობებზე“ (ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს შესახებ, მიღებული 2024 წლის 7 თებერვალს), ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/4th-op-georgia-summaryge/1680b08a33 >, [ბოლოს ნანახია 25.02.2026],12. 360 | სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მათ შორის, საგულისხმოა აზერბაიჯანული დრამატული თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, სამწუხაროდ, არც 2025 წელს განხორციელებულა. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021–2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია კულტურათაშორის დიალოგს ცალკე პრიორიტეტად განსაზღვრავს, ხოლო 2025–2026 წლების სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ითვალისწინებს, მათ შორის, ეთნიკური ფოლკლორის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების პოპულარიზაციას, და ა.შ. თუმცა, პრაქტიკაში ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშესაწყობად გადადგმული ნაბიჯები მწირია. პრობლემად რჩება აქტივობების სიმცირე და შეზღუდული გეოგრაფიული დაფარვა, ეთნიკური უმცირესობების ფოკლორული თუ ცეკვის ანსამბლების ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არაერთ მუნიციპალიტეტში კულტურის სახლების/ცენტრების საქმიანობა შეჩერებულია და აღდგენას საჭიროებს. 25.2. ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა 25.2.1. საკონსულტაციო მექანიზმები საქართველოში მოქმედი საკონსულტაციო მექანიზმები სახალხო დამცველმა ვრცლად მიმოიხილა გასული წლების არაერთ საპარლამენტო ანგარიშში.1336 აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი საკონსულტაციო მექანიზმები, საანგარიშო წელსაც იმავე გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა თაობაზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მიუთითებდა. სამწუხაროდ, საკონსულტაციო მექანიზმების მონაწილეობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც, შესაძლოა, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ახდენდეს გავლენას, კვლავ არარეგულარულ ხასიათს ატარებს, ამასთანავე, მზარდია გამოწვევები საკონსულტაციო მექანიზმების მდგრადი ფინანსური მხარდაჭერის კუთხითაც. საგულისხმოა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო კვლავაც ის მთავარი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან ოფიციალურ დიალოგში ერთვებიან.1337 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი მიესალმა სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის კარგ გამოცდილებას. სამწუხაროდ, ამგვარი თანამშრომლობა 2025 წელს არ გაგრძელებულა. 25.2.2. ეროვნული უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკა 1336 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 347-348; საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 306-307. 1337 ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს შესახებ, მიღებული 2024 წლის 7 თებერვალს), ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/4th-op-georgia-summaryge/1680b08a33 >, [ბოლოს ნანახია 25.02.2026] ,5. 361 | გასული წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ არ აწარმოებს ერთიან სტატისტიკას საჯარო სამსახურში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობის შესახებ. ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეთა ეთნიკური მიკუთვნებულობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების გარკვეული პრაქტიკის მიუხედავად, აღნიშნული მონაცემები ცენტრალურ დონეზე სისტემურად არ გროვდება და არ მუშავდება. ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ეთნიკური შემადგენლობის შესახებ ერთიანი და სანდო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვანია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა წარმომადგენლობითობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი რეალური მონაწილეობის ხარისხის შესაფასებლად. ამგვარი მონაცემები აუცილებელია თანასწორობის პოლიტიკის დასაგეგმად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად, შესაძლო ბარიერების გამოსავლენად და მიზნობრივი ღონისძიებების განსასაზღვრად.1338 ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ არაერთ ქვეყანაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ეთნიკური შემადგენლობის შესახებ მონაცემების შეგროვება გამოიყენება ინკლუზიური პოლიტიკის დაგეგმვისა და მონიტორინგის ინსტრუმენტად.1339 აღნიშნული გამოცდილება აჩვენებს, რომ შესაბამისი სტატისტიკის წარმოება შესაძლებელია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების სრული დაცვით. საკითხის სენსიტიურობისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები გროვდებოდეს მკაფიო მეთოდოლოგიის საფუძველზე და ეფუძნებოდეს თვითგანსაზღვრის, ნებაყოფლობითობისა და ანონიმურობის პრინციპებს, რაც უზრუნველყოფს როგორც პერსონალური მონაცემების დაცვას, ისე საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ. სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში ეროვნული უმცირესობები კვლავ ძალიან იშვიათად, ან/და ძირითადად საერთოდ არ არიან წარმოდგენილნი. ამასთანავე, გასული წლების მსგავსად, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ თვითმმართველობებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. ეროვნული უმცირესობების პროპორციული 1338 საგულისხმოა, რომ ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტმა 2024 წლის 7 თებერვალს საქართველოს შესახებ გამოცემულ მოსაზრებაში ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდა, მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტის შესაბამისად შეაგროვონ დისეგრეგირებული მონაცემები ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, განსაკუთრებით დასაქმების კუთხით. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს შესახებ, მიღებული 2024 წლის 7 თებერვალს, ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/4th-op-georgia-summary-ge/1680b08a33 >, [ბოლოს ნანახია 25.02.2026], 13. 1339 United Kingdom, Ethnicity Facts and Figures – Public sector workforces, UK Government, ხელმისაწვდომია: <https://www.ethnicity-facts-figures.service.gov.uk/ > [ბოლოს ნანახია 24.02.2026]; Diversity statistics in the OECD: How do OECD countries collect data on ethnic, racial and indigenous identity?, ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/I5Wid> [ბოლოს ნანახია 24.02.2026]. 362 | წარმომადგენლობის დაცულობის თვალსაზრისით გამონაკლისია ნინოწმინდის 1340 მუნიციპალიტეტი. სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენციები კვლავ ვლინდება ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ არაერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ახალციხის,1341 ბოლნისისა1342 და დმანისის1343 მუნიციპალიტეტებში. რაც შეეხება ეროვნული უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა,1344 რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია ქვეპროგრამა, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად და მის ბენეფიციარებად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებიც მოიაზრებიან. თუმცა ქვეპროგრამის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული ეროვნული უმცირესობებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური საჭიროებები, მათ შორის, ენობრივი ბარიერის დაძლევა. სახელმწიფო ენის სწავლების შესაძლებლობას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სთავაზობს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქართული ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, პროგრამა არ უზრუნველყოფს პროფესიული განათლების სახელმწიფო ენაზე მიღების შესაძლებლობას, რაც, საბოლოოდ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობაზე ახდენს გავლენას. ეროვნული უმცირესობების შრომით ბაზარზე ეფექტიანი ინტეგრაციისთვის აუცილებელია როგორც მათი პროფესიული და ენობრივი უნარების გაძლიერება, ისე დასაქმების ხელშეწყობის სერვისებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. 25.3. წვდომა საჯარო სერვისებზე სამწუხაროდ, გასული წლების მსგავსად, საჯარო სერვისებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა წვდომა კვლავ დაკავშირებულია ისეთ დაბრკოლებებთან, როგორებიცაა ენობრივი ბარიერი და მომსახურების გამწევ დაწესებულებებში მათი მშობლიური ენის მცოდნე პირების არასაკმარისი რაოდენობა. კვლავ უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ეროვნული ჯგუფებისთვის გასაგებ ენაზე სახელმწიფო პროგრამებისა და საჯარო სერვისების შესახებ სათანადო ინფორმირება. ასევე პრობლემურია ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალური პროგრამების თაობაზე, თუმცა კი, ეს პროგრამები სწორედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების 94% ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელია (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №1221222603340). 1341 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების მხოლოდ 13%-ია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 30 იანვრის წერილი №12-1226030196). 1342 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების მხოლოდ 15%-ია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, (ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 29 იანვრის წერილი №106-106260293). 1343 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების მხოლოდ 22%-ია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №108-1082603329). 1344 „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №487. 1340 363 | ბენეფიციართა ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ასევე პრობლემურია სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა წვდომის საკითხი. კერძოდ, ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ განაცხადის ქართულ ენაზე მომზადებას, რაც აფერხებს მათ სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობას. ეროვნული უმცირესობებით ყველაზე კომპაქტურად დასახლებული 6 1345 1346 1347 მუნიციპალიტეტიდან, მხოლოდ დმანისის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ვებგვერდები ითარგმნება ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, დმანისის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გარდა, ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის განთავსების გამოცდილება ასევე აქვს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას. მისასალმებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა, კერძოდ, ეროვნული უმცირესობების ენებზე ითარგმნა 91 საკანონმდებლო აქტი, რომლებიც მაცნეს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მათგან 31 საკანონმდებლო აქტი ითარგმნა და გამოქვეყნდა სომხურ ენაზე, 33 საკანონმდებლო აქტი - ოსურ ენაზე, ხოლო 27 - აზერბაიჯანულ ენაზე.1348 რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მიერ პროგრამებისა და ნორმატიული აქტების ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე თარგმნას, სამწუხაროდ, 2025 წელს, ამ სახის გამოცდილება არ იკვეთება რამდენიმე მუნიციპალიტეტის, მათ შორის, საგარეჯოს,1349 დმანისის,1350 თელავისა1351 და ლაგოდეხის1352 მუნიციპალიტეტების მერიების მხრიდან. ენობრივი ბარიერი მნიშვნელოვან წინაღობას ქმნის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც.1353 ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ, მართალია, 2025 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში გარკვეული ღონისძიებები განახორციელა, თუმცა, პრობლემურია მათი არარეგულარული ხასიათი, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის მოცვა და ვიწრო გეოგრაფიული არეალი.1354 1345 ვებგვერდი ითარგმნება აზერბაიჯანულ ენაზე. 1346 ვებგვერდი ითარგმნება სომხურ ენაზე. 1347 ვებგვერდი ითარგმნება სომხურ ენაზე. 1348 საკანონმდებლო მაცნეს 2026 წლის 5 თებერვლის წერილი №15/გ-63. 1349 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 10 თებერვლის წერილი №52-522604119. 1350 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №108-1082603329. 1351 თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 4 თებერვლის წერილი №26-26260357. 1352 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 5 თებერვლის წერილი №92-922603617. 1353 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2025, გვ. 352-353. მაგალითისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2026 წლის 19 თებერვლის, №MOH 4 26 00219419 წერილის თანახმად, 2025 წელს, ჯამურად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ლაგოდეხი, საგარეჯო, ბოლნისი, მარნეული, ახმეტა, ახალციხე, დმანისი, წალკა) ჩატარდა ორგანიზებული 1354 364 | 25.4. განათლების უფლება 25.4.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება სახალხო დამცველი, წლებია, აღნიშნავს, რომ ბილინგვური განათლება ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებელი საფუძველია. მისასალმებელია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩაერთო 8 სკოლამდელი აღზრდის დააწესებულება. მიმდინარედ, საქართველოში 73 არაქართულენოვანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, რომელთაგან 60 დაწესებულებაში „სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ ბილინგვური მიდგომით ინერგება.1355 2025 წელს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარებულმა შეხვედრებმა ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არაერთი გამოწვევა გამოავლინა. არაერთგვაროვანია სკოლამდელი დაწესებულებების პრაქტიკა, რაც, მათ შორის, შესაბამისი კადრების დეფიციტითაც არის გამოწვეული. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, რომლებიც ბილინგვური განათლების პროგრამაში არიან ჩართულნი, ერთიანი სასწავლო პროგრამის არარსებობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. კერძოდ, ბილინგვური განათლების სპეციალისტები მუშაობენ ცალკე პროგრამის მიხედვით, რომლის შესახებ ინსტრუქციებს იღებენ სსსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან, მშობლიურენოვანი აღმზრდელები კი - ცალკე პროგრამით. აღნიშნული განსხვავება პრაქტიკაში ხელს უშლის სასწავლო პროცესის თანმიმდევრულად და კოორდინირებულად წარმართვას. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში ბილინგვური განათლების სპეციალისტი ბავშვებთან კვირაში მხოლოდ ორი დღის განმავლობაში მუშაობს და აქტივობებს სრულად ქართულ ენაზე ატარებს, ხოლო დანარჩენ დღეებში საგანმანათლებლო პროცესს მშობლიურენოვანი აღმზრდელი უძღვება. საგულისხმოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მომზადებულია და სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნია გზამკვლევი „წიგნიერების უნარების განვითარება ორ ენაზე“, რომელიც განკუთვნილია როგორც მშობლიურენოვანი, ისე ქართულენოვანი აღმზრდელებისა და სკრინინგის 12 აქცია, რომლის ფარგლებშიც ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდა 585 პირს, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 287 პირს; კოლორექტული კიბოს სკრინინგი - 24 პირს. განხორციელდა სკრინინგები - B ჰეპატიტზე - 756, C ჰეპატიტებზე - 775, აივ-ინფექცია/შიდსზე - 799; გლუკოზის სკრინინგი ჩაუტარდა 163 პირს; არტერიული ჰიპერტენზიის - 213-ს და დარიგდა მასალები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მომზადდა ვაქცინაციის მხარდამჭერი რგოლების სერია „ჟირაფი ჟოზე“ მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე სუბტიტრებით. მომზადდა კალენდარული ვაქცინაციის სამოტივაციო ვიდეორგოლი, ასევე აზერბაიჯანული ტიტრებით. 1355 თუმცა, საგულისხმოა, რომ მათგან 4 დაწესებულება (ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღი, ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღი, ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღი, სოფელ პამაჯის №1 საბავშვო ბაღი ) რემონტის გამო დახურულია (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175). 365 | აღმზრდელ-პედაგოგებისთვის და მოიცავს რეკომენდაციებს ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. სამინისტროს განცხადებით, გზამკვლევის დაბეჭდვა და ბაღებში გავრცელება დაგეგმილია, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესის ერთობლივად დაგეგმვის ნიმუშებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რაც მომავალში საფუძვლად უნდა დაედოს ბილინგვური კურიკულუმის შექმნას, რომლის დანერგვაც საშუალოვადიან პერსპექტივაში, 2027-2028 სასწავლო წლისთვის იგეგმება.1356 ადრეული და სკოლამდელი განათლების კონტექსტში ასევე პრობლემურია შესაბამისი დაწესებულებების ტერიტორიული მისაწვდომობა.1357 ამაზე მიანიშნებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების ნაწილში ბაღების არარსებობა. მაგალითად, წალკის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი, რომელიც ხელმისაწვდომია წალკის, ასევე, წალკის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში/დაბაში მცხოვრები ბავშვებისთვის. დამატებით, ასევე აშენებულია ორი საბავშვო ბაღი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ 6 სოფელში/დაბაში მცხოვრები ბავშვებისთვის.1358 თუმცა, საგულისხმოა, რომ ახალაშენებული ორი ბაღის ამოქმედების შემდეგაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 14 სოფელში/დაბაში ბავშვებს კვლავ არ ექნებათ წვდომა სკოლამდელი განათლების აღზრდის დაწესებულებებზე. მსგავსი მდგომარეობაა სხვა არაერთ მუნიციპალიტეტში. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ისეთ სოფლებში მცხოვრები აღსაზრდელებისთვის, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანია, მათი ახლომდებარე სოფლებში ტრანსპორტირება მუნიციპალურ დონეზე იყოს შესაძლებელი. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობა ბავშვებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში არ აქვთ. 25.4.2. ზოგადი განათლება მისასალმებელია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს, 2024-2025 სასწავლო წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ზოგადი განათლების დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც ბილინგვური განათლების პროგრამაში არიან ჩართულები. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული იყო 169 საჯარო სკოლა,1359 ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან პროგრამაში დამატებით 74 საჯარო სკოლა 1356 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175. 1357 ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რაოდენობა, განსაკუთრებით, იმ სოფლებში, სადაც ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებული პირები მჭიდროდ სახლობენ (ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს შესახებ, მიღებული 2024 წლის 7 თებერვალს, ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/4th-opgeorgia-summary-ge/1680b08a33 >, 13). 1358 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №118-1182603329. 1359 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 2 25 0000149. 366 | ჩაერთო.1360 ჯამში 2025-2026 სასწავლო წელს ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართულია 243 საჯარო სკოლა.1361 ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ჯამში 304 არაქართულენოვანი სკოლა/სექტორი ფუნქციონირებს, მათ შორის, 290 საჯარო და 14 კერძო.1362 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ ზოგადი განათლების დაწესებულებებში ჩატარებულმა შეხვედრებმა ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არაერთი გამოწვევა გამოავლინა. არაერთგვაროვანია სკოლების პრაქტიკა, რაც, მათ შორის, შესაბამისი კადრების დეფიციტით არის გამოწვეული. სკოლების მიხედვით განსხვავებულია კონსულტანტი მასწავლებლებისა და ბილინგვური განათლების სპეციალისტების დასაქმების პრაქტიკა. გამოწვევად რჩება წვდომა ბილინგვურ სახელმძღვანელოებზე და სხვ.1363 როგორც აღინიშნა, სკოლებში სხვადასხვა რაოდენობის ბილინგვური განათლების სპეციალისტია დასაქმებული. კერძოდ, საანგარიშო პერიოდისთვის 243 სკოლაში, რომელიც ბილინგვური განათლების პროგრამაშია ჩართული, ჯამში ბილინგვური განათლების 764 სპეციალისტი იყო დასაქმებული.1364 აღსანიშნავია, რომ 26 საჯარო სკოლაში ბილინგვური განათლების სპეციალისტის პოზიცია არსებული კადრების გადინების გამო გახდა ვაკანტური.1365 ბილინგვური განათლება მიმდინარედ ხუთ საგანში ინერგება. სამწუხაროდ, სკოლების მიხედვით ხუთივე საგანში და ყველა იმ კლასში, სადაც ამ საგნებში ბილინგვური სწავლება მოიაზრება, ბილინგვური განათლების სპეციალისტი კადრების დეფიციტის გამო არ არის დასაქმებული. ირკვევა, რომ არაერთ შემთხვევაში სკოლებმა გამოაცხადეს ბილინგვური განათლების სპეციალისტის ვაკანსია, თუმცა, შესაბამისი კადრი ვერ დაასაქმეს. არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში ქართული ენის სწავლების ხელშესაწყობად, ბილინგვური განათლების სპეციალისტების საქმიანობასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსულტანტი მასწავლებლების როლიც. კონსულტანტი მასწავლებლის ფუნქცია, აგრეთვე მოიცავს ქართულენოვანი არაფორმალური აქტივობების 1360 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175. 1361 თუმცა, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ბილინგვური მიდგომით ხორციელდება 236 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ 7 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში ბოლო წლებია არაქართულენოვანი სექტორის დაწყებით საფეხურზე არ დარეგისტრირებულა მოსწავლე, თუმცა, სკოლას დაშვებული აქვს ბილინგვური განათლების სპეციალისტის ვაკანტური შტატი (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175). 1362 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175. 1363 ორენოვანი სწავლების მოდელის დანერგვას ასევე თან უნდა ახლდეს სათანადო სასწავლო მასალები, სწავლების მეთოდოლოგია და მასწავლებელთა ტრენინგები (ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს შესახებ, მიღებული 2024 წლის 7 თებერვალს, ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/4th-op-georgia-summary-ge/1680b08a33 >,13). 1364 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175. 1365 იქვე. 367 | განხორციელებას. 2025 წელს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მივლენილი იყო1366 ჯამში 143 კონსულტანტი მასწავლებელი.1367 წინა წლების მსგავსად, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მივლენილი მასწავლებლების რაოდენობრივ მაჩვენებელთა დინამიკა თანაფარდობაში არ არის ამ რეგიონების არაქართულენოვან სკოლებთან/სექტორებთან. მაგალითად, საგულისხმოა, რომ 2025 წელს, 2024 წლის მსგავსად, კახეთის რეგიონის მხოლოდ 3 სკოლაში იყვნენ მივლენილნი1368 კონსულტანტი მასწავლებლები, თუმცა რეგიონში 14 არაქართულენოვანი სკოლა/სექტორია.1369 უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში ბილინგვური განათლების სპეციალისტების დეფიციტის ფონზე კონსულტანტი მასწავლებლების საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონსულტანტი მასწავლებლების მიერ ქართულენოვანი არაფორმალური აქტივობების ეფექტიანად განხორციელებას აფერხებს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და რესურსების ნაკლებობა. ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მდებარე რიგ სკოლებში არ არსებობს სათანადო სივრცე არაფორმალური აქტივობების ჩასატარებლად, პრობლემურია ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ არაფორმალური განათლების კომპონენტი განსაზღვრული აქვთ ბილინგვური განათლების სპეციალისტებსაც. მათი სამუშაო დატვირთვა, როგორც წესი, 15 საათს შეადგენს, საიდანაც ნაწილი ეთმობა საგაკვეთილო პროცესს, ხოლო ნაწილი – არაფორმალური აქტივობების განხორციელებას. თუმცა, რიგ შემთხვევებში, არაფორმალური აქტივობებისთვის გამოყოფილი საათები ფორმალური ხასიათისაა. პრაქტიკაში აღნიშნული აქტივობები ხშირად არ ტარდება, მათ შორის, იმ მიზეზითაც, რომ სკოლებში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და რესურსები. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ, მართალია, არაფორმალური აქტივობების განხორციელება ბილინგვური განათლების სპეციალისტების ფუნქციებში ფორმალურად განსაზღვრულია, თუმცა პრაქტიკაში მათი ჩატარების ფაქტობრივი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი პრობლემურია. არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს იმის დადგენას, რამდენად სრულად ხორციელდება სკოლებში აღნიშნული აქტივობები. ბილინგვური განათლების მოდელით სწავლება დაწყებითი საფეხურის ხუთ საგანშია დანერგილი: მათემატიკა (მე-2, მე-3 და მე-4 კლასი), ბუნებისმეტყველება (მე-3 და მე-4 კლასი), სახვითი ხელოვნება (მე-2, მე-3 და მე-4 კლასი), „ჩვენი საქართველო“ (მე-5 და მე-6 კონსულტანტ-მასწავლებლების მივლენა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება. ქვეპროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა; ასევე, არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო ენის გაძლიერების გზით და სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესება (სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 29 იანვრის წერილი №MES 1 24 0000081209). 1367 სსსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2026 წლის 5 თებერვლის წერილი №MES 1 26 0000123516. 1368 იქვე. 1369 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175. 1366 368 | კლასი), „მე და საზოგადოება“ (მე-3 და მე-4 კლასი). სასწავლო პროცესში გამოიყენება ორი ტიპის საგანმანათლებლო მასალა: ე.წ. „ბილინგვური რესურსი“1370 და ბილინგვური სახელმძღვანელო.1371 ბილინგვური რესურსის კომპონენტებია: მასწავლებლის 1372 1373 გზამკვლევი და მოსწავლის სამუშაო რვეული, ხოლო ბილინგვური სახელმძღვანელოს კომპონენტებია: მასწავლებლის გზამკვლევი,1374 მოსწავლის წიგნი,1375 მოსწავლის სამუშაო რვეული.1376 საგულისხმოა, რომ ბილინგვური განათლების რესურსი ხუთივე საგანში ყველა კლასისთვის არის შექმნილი, ეტაპობრივად ხდება მათი ჩანაცვლება ბილინგვური სახელმძღვანელოებით.1377 ზემოთ დასახელებული ხუთი საგნიდან „მე და საზოგადოება“ ერთადერთია, რომლის ფარგლებშიც ორივე კლასში, სადაც ეს საგანი ბილინგვურად ისწავლება, ბილინგვური სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია.1378 სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად ბილინგვური რესურსებისა და სახელმძღვანელოების გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სკოლებში ბილინგვური სახელმძღვანელოს ნაცვლად საგნის მასწავლებელი იყენებს მხოლოდ მშობლიურენოვან წიგნს, რიგ შემთხვევებში არც ბილინგვური განათლების სპეციალისტები იყენებენ მოსწავლეებისთვის დავალებების მიცემისას საგნისთვის ბილინგვური რესურსი - ეს არის დამხმარე რესურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლიურენოვანი მასწავლებელი საგანმანათლებლო პროცესში განაგრძობს გრიფირებული მშობლიურენოვანი სახელმძღვანელოს გამოყენებას და დამატებით გამოიყენებს დამხმარე რესურსებს, რითაც ამდიდრებს ყოველდღიურ პრაქტიკას მოსწავლეთათვის საინტერესო აქტივობებითა და დავალებებით (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175). 1371 ბილინგვური სახელმძღვანელო არის სრულფასოვანი საგანმანათლებლო რესურსი და ანაცვლებს გრიფირებულ მშობლიურენოვან სახელმძღვანელოებს. როგორც მშობლიურენოვანი, ასევე ქართულენოვანი მასწავლებლები, ორივე აღნიშნული ბილინგვური სახელმძღვანელოთი უძღვებიან საგაკვეთილო პროცესს (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175). 1372 ქართულენოვანი, ქართულ-აზერბაიჯანული, ქართულ-სომხური. 1373 ბუნებისმეტყველების, „მე და საზოგადოების“, სახვით ხელოვნებისა და მათემატიკის საგნებში ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური, ხოლო ჩვენი საქართველოს საგანში - ქართული. 1374 ქართულენოვანი, ქართულ-აზერბაიჯანული, ქართულ-სომხური. 1375 ქართულ-აზერბაიჯანული, ქართულ-სომხური. 1376 „მე და საზოგადოებისა“ და მათემატიკის საგნებში ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური, ხოლო სახვითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების საგნებში - ქართული. 1377 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175. 1378 რაც შეეხება სხვა საგნებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის №MES 3 26 0000151175 წერილის თანახმად, მიმდინარედ მათემატიკის საგანში ბილინგვური განათლების სახელმძღვანელო მხოლოდ მე-2 კლასის პირველი სემესტრისთვის არის ხელმისაწვდომი. სახვით ხელოვნებაში ბილინგვური განათლების სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია მხოლოდ მე-2 კლასის პირველი და მე-2 სემესტრებისა და მე-3 კლასის პირველი სემესტრისთვის. ბუნებისმეტყველების საგანში ბილინგვური განათლების სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია მხოლოდ მე-3 კლასის პირველი და მე-2 სემესტრებისთვის. ჩვენი საქართველოს საგანში კი არცერთ კლასში არ არის ბილინგვური განათლების სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი. 1370 369 | განსაზღვრულ ბილინგვურ რესურსს, რაც არ შეესაბამება ბილინგვური სწავლების მიზანსა და მოდელს. ზოგიერთ სკოლაში ასევე გამოვლინდა ბილინგვური სახელმძღვანელოების არასაკმარისი რაოდენობა. 2025 სასწავლო წლის პირველ ნახევარში, სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტების დროს (ოქტომბერ-ნოემბერი) სკოლებს განახლებული სახელმძღვანელოები არ ჰქონდათ მიღებული1379 და მოსწავლეებს წინა სასწავლო წელს გამოყენებული წიგნები გადაეცათ, მაშინ როდესაც მიმდინარე წელს რიგ შემთხვევებში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილი იყო და არსებული რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთანავე, იყო შემთხვევები, როდესაც ბილინგვური რესურსის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი - მასწავლებლის გზამკვლევი - პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა, მათ შორის, მაგალითად, საგანში „ჩვენი საქართველო“, რაც დამატებით ართულებს ბილინგვური სწავლების ეფექტიანად განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მონიტორინგის მექანიზმი დანერგილია და სკოლების დირექტორები რესურსცენტრებს ყოველთვიურად აწვდიან ინფორმაციას ბილინგვური განათლების სპეციალისტების მიერ ჩატარებული გაკვეთილების შესახებ, არსებული სისტემა არ შეესაბამება მრავალმხრივი მონიტორინგის სტანდარტს.1380 შინაარსობრივი მონიტორინგი ძირითადად ქოუჩინგის ფორმატში ხორციელდება და ხელმისაწვდომია ბილინგვური განათლების სპეციალისტებისთვის. საგნობრივი ქოუჩები და პროგრამის კოორდინატორები იღებენ ინფორმაციას სპეციალისტებისგან, განიხილავენ ჩატარებულ აქტივობებსა და დავალებებს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გეგმავენ შესაბამის აქტივობებს.1381 თუმცა, ქოუჩინგის სისტემა არ მოიცავს უშუალოდ საგაკვეთილო პროცესზე სისტემურ დასწრებასა და იმგვარ შინაარსობრივ შეფასებას, რომელიც ასახავდა, თუ როგორ ტარდება გაკვეთილი ბილინგვური მოდელით ორი პედაგოგის თანამონაწილეობით, როგორ ნაწილდება როლები, რა პრაქტიკული სირთულეები იჩენს თავს და რამდენად ეფექტიანია თანამშრომლობა საგნის მასწავლებელსა და ბილინგვური განათლების სპეციალისტს შორის. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან გასაუბრებისას, როგორც ბილინგვური განათლების სპეციალისტები, ისე იმ საგნის პედაგოგები, რომლებთან ერთადაც ისინი ბილინგვურად ატარებენ გააკვეთილს, აღნიშნავდნენ, რომ მნიშვნელოვანია ბილინგვური განათლების არსი, მიღწევის გზა და სხვა თავისებურებები არა მხოლოდ ბილინგვური განათლების სპეციალისტებისთვის იყოს ამომწურავად ხელმისაწვდომი, არამედ სხვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განმარტებით, ბილინგვური სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი იმის გამო შეფერხდა, რომ სტამბა, რომელსაც ეს სახელმძღვანელოები უნდა დაებეჭდა, ლიკვიდაციის პროცესში აღმოჩნდა, რამაც გამოცემის და სკოლებისთვის მიწოდების ვადებზე გავლენა მოახდინა. 1380 ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრება საქართველოს შესახებ, მიღებული 2024 წლის 7 თებერვალს, ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/4th-opgeorgia-summary-ge/1680b08a33 >,13. 1381 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175. 1379 370 | პედაგოგებისთვისაც.1382 მისასალმებელია, რომ 2025 წლის ბოლოდან საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომელთა კოორდინაციით, არაერთი დისტანციური, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართულ სკოლებთან.1383 უფრო ზუსტად, ასეთი შეხვედრები 2025 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ჯამში საანგარიშო წელს 7 შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრების ფარგლებში საგნის პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ პროგრამის არსზე, მიზანზე, სწავლების სპეციფიკაზე, ასევე, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. თუმცა, საგულისხმოა, რომ შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა არ ჰქონიათ ასპინძის, ბორჯომის, დედოფლისწყაროს, თელავის, წალკისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე იმ სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბილინგვური განათლების პროგრამაში არიან ჩართულნი. ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა, რომ იმ ხუთი საგნიდან, რომლის სწავლებაც ბილინგვური მიდგომებით მიმდინარეობს, მხოლოდ ორი საგნის - „მე და საზოგადოების“ და ბუნებისმეტყველების მშობლიურენოვან მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, ბილინგვური განათლების სპეციალისტების მსგავსად, მიიღონ კონსულტაციები მათ ენაზე მოსაუბრე ქოუჩებისგან ონლაინ პლატფორმის ფარგლებში. ორენოვანი ქოუჩები აწყობენ სამუშაო შეხვედრებს ადგილობრივ მასწავლებლებთან და პასუხობენ მათ შეკითხვებს. დანარჩენი სამი საგნის მასწავლებლებისთვის ქოუჩები პროგრამულად ხელმისაწვდომნი არ არიან. მნიშვნელოვანია მსგავსი შესაძლებლობა ხუთივე საგანში იყოს ხელმისაწვდომი, ასევე გაიზარდოს ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა. 1384 ზოგადი განათლების სფეროში 2025 წელსაც გამოწვევად რჩება სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების საქართველოში შედგენა-გამოცემისა და სასწავლო პროცესის ადგილობრივად გამოცემული რესურსებით უზრუნველყოფა. ამჟამად აზერბაიჯანული და სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები შესაბამისი სახელმწიფოების მიერ საჩუქრად გადმოეცემა სკოლებს.1385 25.4.3. მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლება აღსანიშნავია, რომ მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირსობების მშობლიური ენა 2015 წლიდან ისწავლება. მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო დეტალური მსჯელობა ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში, გვ. 355. 1383 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175. 1384 2025 წელს „ჩვენი საქართველოს“ საგანში ორი შეხვედრა ჩატარდა თარჯიმნების საშუალებით, სახვითი ხელოვნების საგანში ორი ერთდღიანი ტრენინგი, „მე და საზოგადოების“ საგანში ხუთი ერთდღიანი ტრენინგი, ბუნებისმეტყველების საგანში ოთხი ერთდღიანი ტრენინგი (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 თებერვლის წერილი №MES 3 26 0000151175). 1385 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 357. 1382 371 | გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნა და შესაბამისი ენების პედაგოგების მომზადება, გასული წლების მსგავსად, კვლავ სისტემური პრობლემაა. როგორც სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან ეცნობა, მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების შემსწავლელი გრიფირებული სახელმძღვანელოს შექმნა ვერ ხერხდება, რადგანაც დგას კვალიფიციური კადრების მოძიების პრობლება. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან იმ სკოლებისგან გამოთხოვილი ინფორმაციაც, სადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა ისწავლება, როგორც საგანი. იმ პირობებში, როცა მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის საგანში გრიფირებული სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი არ არის, საგნის მასწავლებლები უმეტესად თავად არჩევენ სწავლებისას გამოსაყენებელ რესურსებს - რიგ შემთხვევებში იყენებენ სხვა ქვეყნებში გამოცემულ სახელმძღვანელოებს, რიგ შემთხვევებში თარგმნიან სხვადასხვა წიგნებიდან მშობლიურ ენაზე და თავად ქმნიან სასწავლო რესურსს. სახალხო დამცველის აპარატს სამინისტროდან ეცნობა, რომ სკოლებს შესაძლებლობა აქვთ სწავლებისას გამოყენებული რესურსი სამინისტროსთან შეათანხმონ, როგორც ძირითადად გამოსაყენებელი რესურსი. საგულისხმოა, რომ იმ სკოლების ნაწილს, სადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა ისწავლება, როგორც საგანი, არ ჰქონდა ინფორმაცია საგნის სწავლებისას გამოყენებული რესურსის ძირითადად გამოსაყენებელ რესურსად შეთანხმების შესაძლებლობის შესახებ, სამინისტროს ამ საკითხზე შეხვედრა არ გაუმართავს.1386 მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების საგნის სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შესაბამის სკოლებთან გააძლიეროს თანამშრომლობა, კონსულტაცია და სამუშაო შეხვედრები, ასევე მხარი დაუჭიროს მათ, რომ, შესაძლებლობის შემთხვევაში, მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობის მშობლიური ენების სახელმძღვანელოები სკოლების ბაზაზე მომზადდეს. ამ კუთხით დადებითი მაგალითია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის გამოცდილება, სადაც ასურული ენა ისწავლება. სკოლისგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ასურული ენის სახელმძღვანელოს შემუშავების მიზნით სამინისტროსთან შეხვედრები გაიმართა, დაწყებულია სახელმძღვანელოს სკოლის ბაზაზე შემუშავების პროცესი.1387 მაგალითისათვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში, სადაც ოსური ენა ისწავლება, როგორც საგანი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლის წარმომადგენლებთან ოსური ენის საგანში გამოყენებული რესურსების ძირითად გამოსაყენებელ რესურსად მითითების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია არც წერილობით და არც რაიმე შეხვედრის ფარგლებში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის 2026 წლის 5 თებერვლის წერილი №MES 5 26 0000120694). ანალოგიური მდგომარეობაა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის შემთხვევაშიც, სადაც ჩეჩნური ენა ისწავლება (20.14. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის 2026 წლის 23 თებერვლის წერილი №MES 0 26 0000104345) და ა.შ. 1387 სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლა 2026 წლის 5 თებერვლის წერილი №MES 7 26 000012097. 1386 372 | 25.4.4. სახელმწიფო ენის სწავლება სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს ქართული ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას. ენის შესწავლა ხელმისაწვდომია ოთხ რეგიონში მდებარე 11 რეგიონულ ცენტრში.1388 ქუთაისში მდებარე ცენტრი ხელმისაწვდომი იყო 2025 წლის 1 დეკემბრამდე. ენის შესწავლა დამატებით ხელმისაწვდომია როგორც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისე მობილური ჯგუფების საშუალებით1389 ან ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში.1390 მისასალმებელია, რომ 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს მობილური ჯგუფი ხელმისაწვდომი გახდა 11 ახალი ადგილისთვის.1391 მიუხედავად ამისა, მობილური ჯგუფების გეოგრაფიული არეალი ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებს სრულად კვლავ არ მოიცავს. 2025 წელს, 2024 წლის მსგავსად, მობილური ჯგუფების საშუალებით სახელმწიფო ენა არ ისწავლებოდა თელავისა1392 და თეთრიწყაროს1393 მუნიციპალიტეტებში, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, მობილური ჯგუფები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მხოლოდ რამდენიმე სოფელში იყო მივლენილი. მიუხედავად იმისა, რომ მობილური ჯგუფები ბენეფიციართა მოთხოვნის საფუძველზე ყალიბდება, მათი მოქმედების გეოგრაფიული არეალის გაფართოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობისა და შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პროაქტიულად და ინტენსიურად მიეწოდოს. ის, რომ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ცალკეულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მოსახლეობამ მობილური ჯგუფების მეშვეობით სახელმწიფო ენის შესწავლის 1388 რეგიონული ცენტრები მდებარეობს: ახალქალაქში, ბოლნისში, გარდაბანში, ლამბალოში, დმანისში, წალკაში, მარნეულში, ნინოწმინდაში, ლაგოდეხში, ახმეტაში, ახალციხეში (სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №MES 8 26 0000098288). 1389 მობილური ჯგუფები იქმნება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ბენეფიციართა მომართვიანობის საფუძველზე. მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის ბენეფიციართა აუცილებელი მინიმალური რაოდენობაა 5 მსმენელი. ბენეფიციართა უფრო მცირე რაოდენობის შემთხვევაში, სკოლა ითვალისწინებს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხს, თუ რამდენად შესაძლებელია მათთვის მომსახურების გაწევა უახლოესი რეგიონული სასწავლო ცენტრის ან მობილური ჯგუფის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მობილური ჯგუფი ფორმირდება მინიმუმ 3 მსმენელის პირობებში (სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №MES 8 26 0000098288). 1390 სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №MES 8 26 0000098288. 1391 იქვე. 1392 თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 38 721 ადამიანია, მათი 12.8% აზერბაიჯანელია (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, გვ. 149-150). 1393 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 21 127 ადამიანია, მათი 7.3% აზერბაიჯანელია, ხოლო ასევე 7.3% - სომეხი (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, გვ. 333 – 334). 373 | სურვილი არ გამოხატა, შესაძლოა, სწორედ არასაკმარისი ინფორმირებულობით იყოს განპირობებული. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებმა აჩვენა, რომ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ენის სწავლების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჭიროა საინფორმაციო-საკონსულტაციო კამპანიის გაფართოება, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება (ვიდეორგოლებისა თუ ბუკლეტების სახით და სხვ.). სკოლა, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, მართალია, გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს, თუმცა, 2025 წლის მონაცემების საფუძველზე იკვეთება, რომ მწირია როგორც ამ აქტივობების რიცხვი, ისე მათი განხორციელების გეოგრაფიული არეალი.1394 ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ეფექტიან მექანიზმად შეიძლება განიხილებოდეს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლობის გაძლიერება მუნიციპალიტეტებთან. მუნიციპალიტეტები, მათ შორის, მერიები, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელოვანი არხია და შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად აღმოჩნდა, რომ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ხშირ შემთხვევაში, არ არის მჭიდრო და სისტემური ხასიათის. რიგ შემთხვევებში, სკოლის პროგრამებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია თავად მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც კი არ ჰქონდათ, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ცნობილი იყო მხოლოდ რეგიონული ცენტრის არსებობა, თუმცა პროგრამის სხვა შესაძლებლობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ქვეყანაში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზების ჭრილში, ასევე საგულისხმოა, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სპეციალურად ჩატარდა კვლევა – „სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის ანალიზი სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში“. კვლევის მიგნებები და ანალიტიკური დასკვნები, სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებით, ინტეგრირებულად აისახა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021–2030 წლების სტრატეგიის“ განხორციელების შუალედურ შეფასებებში.1395 ეს კვლევა, ისევე როგორც შუალედური შეფასებების დოკუმენტები, საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამოქვეყნებული არ არის. გარდა ამისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევით,1396 სამწუხაროდ, ამ დრომდე არ 1394 სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №MES 8 26 0000098288. 1395 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2026 წლის 5 თებერვლის წერილი GOV №194. 1396 მონიტორინგის წლიური ანგარიში ელექტრონულ რესურსზე უნდა გამოქვეყნდეს პოლიტიკის დოკუმენტის ერთწლიანი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში 374 | არის გამოქვეყნებული „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021–2030 წლების სტრატეგიის“ 2025–2026 წლების სამოქმედო გეგმის 2025 წლის შესრულების შესახებ ანგარიში. 25.5. მედიის ხელმისაწვდომობა 2025 წელს, წინა წლების მსგავსად, საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების – „მოამბე 21:00 საათზე“ – სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.1397 ასევე, ყოველდღიურად ამზადებს ოთხ საინფორმაციო გამოშვებას ამავე ენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია პირველი არხის ვებგვერდზე და უსასყიდლოდ გადაეცემა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ტელევიზიებს. მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, ეროვნული უმცირესობებისთვის შექმნილი მედიაპროდუქტის პოპულარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება. მედიის ხელმისაწვდომობა არსებითია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ პროცესებში მათი ეფექტიანი მონაწილეობისათვის. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულმა სამუშაო შეხვედრებმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ან არასრულად ფლობს. 25.6. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა ის პატიმრები, რომლებიც საკმარისად არ ფლობენ ქართულ ენას,1398 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან. ენობრივი ბარიერი მათ ხელს უშლით სრულყოფილად ისარგებლონ პენიტენციური დაწესებულებების სერვისებით. კერძოდ, ენობრივი ბარიერი, პატიმრებს, მათ შორის, აფერხებთ ინფორმაცია მიიღონ საკუთარი უფლება-მოვალეობების, გასაჩივრების მექანიზმის, დისციპლინური სამართალწარმოების წესების, სამედიცინო მომსახურების გაწევის ორგანიზების, სარეაბილიტაციო აქტივობების შესახებ და ა.შ. საგულისხმოა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში შტატით არ არის დასაქმებული თარჯიმანი. თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შესაბამის („პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-11 მუხლის მე-6 ნაწილი). 1397 21:00 საათიანი „მოამბის“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სინქრონული თარგმანი და, შესაბამისად, ამ საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში ყურება სეტ-ტოპ ბოქსების, ასევე, ენის შეცვლის ფუნქციის მქონე ტელევიზორების მეშვეობით არის შესაძლებელი. 1398 მაგალითისათვის, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული იყო 265 ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული. მათგან 68 ბრალდებული/მსჯავრდებული ფლობდა ქართულ ენას საკომუნიკაციო დონეზე. №5 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული იყო 203 ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელთა მშობლიური ენაც არ იყო ქართული. მათგან, მინიმუმ, საკომუნიკაციო დონეზე ქართულ ენას ფლობდა 75 ბრალდებული/მსჯავრდებული და ა.შ, (სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 15 ნოემბრის წერილი №335604/01.). 375 | კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებას ემსახურება სხვადასხვა ენის თარჯიმანი.1399 პენიტენციური კოდექსი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებში შეუძლია პატიმარს სათარჯიმნო მომსახურების მოთხოვნა 1400 და სხვ.1401 დამატებით თარჯიმნის მომსახურების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ პენიტენციური დაწესებულებების დებულებებშია გაწერილი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტებიდან ვლინდება, რომ პატიმრებისთვის თარჯიმნის მომსახურების სარგებლობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია უცნობია. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში (კორპუსების სართულებზე, სატელეფონო საუბრების ოთახებში და ა.შ.) რამდენიმე ენაზე, მათ შორის, სომხურად და აზერბაიჯანულად არის გამოკრული ინფორმაცია პატიმრის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა დაწესებულების1402 ცხელი ხაზის ნომრები. ამ ნაწილში დამატებით საგულისხმოა, რომ პენიტენციური დაწესებულებების განმარტებით, ბრალდებულებს/მსჯავდებულებს, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას, სარეაბილიტაციო აქტივობების შესახებ ინფორმაცია სოციალური მუშაკის მიერ, თარჯიმნის მეშვეობით ზეპირსიტყვიერად მიეწოდებათ. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ფარგლებში ირკვევა, რომ პატიმრების ნაწილი ან საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას შესაძლო სარეაბილიტაციო აქტივობების შესახებ, ან სრულყოფილად არ აქვს ამ საკითხზე ინფორმაცია. პატიმრებისთვის ენობრივი და თანმდევი ინფორმაციული ბარიერების აღმოფხვრის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გზა ქართული ენის შემსწავლელი კურსების პოპულარიზაციაა. საგულისხმოა, რომ 2025 წელს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში (№2, №5, №6, №8, №14, №15, №16, №17) ჯამში 194 მსჯავრდებული ჩაერთო ქართული ენის შემსწავლელ კურსებში.1403 გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ქართული ენის კურსს პენიტენციურ დაწესებულებებში ახორციელებს სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების ცენტრი. 2025 წელს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსში ჩართული იყო 209 1399 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2025 წლის 15 ნოემბრის წერილი №335604/01. 1400 საქართველოს პენიტენციური კოდექსის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილი. დაწესებულებაში მიღების დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის მიმართ წაყენებული სხვა მოთხოვნები (საქართველოს პენიტენციური კოდექსის 47-ე მუხლის მე-5 ნაწილი, ასევე 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი). დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ არ ესმის სამართალწარმოების ენა (საქართველოს პენიტენციური კოდექსის 73-ე მუხლი) და სხვ. 1402 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის. 1403 სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2026 წლის 2 თებერვლის წერილი №MES 8 26 0000098288. 1401 376 | მსჯავრდებული.1404 მართალია, სასწავლო პროგრამაში ჩართვა მსჯავრდებულის საჭიროების განსაზღვრის და მისი სურვილის გათვალისწინებით ხდება,1405 თუმცა ქართული ენის ცოდნის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია პატიმრებს ქართული ენის შემსწავლელი კურსის შესახებ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე პერიოდულად მიეწოდებოდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე ინფორმირების სხვა ისეთი ზოგადი ფორმებით, როგორებიცაა ინფორმაციის საცხოვრებელი კორპუსების კედლებზე გამოკვრა, ბუკლეტების დამზადება და გავრცელება და სხვ. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: ▪ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სამუშაოს მაძიებლების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად განახორციელოს მიზნობრივი აქტივობები: o დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებში გაითვალისწინოს ენობრივი ბარიერი, მათ შორის, პროფესიული გადამზადების კურსებში ქართული ენის მხარდამჭერი მოდულების, ტერმინოლოგიური ტრენინგებისა და ენობრივი მენტორობის კომპონენტის ინტეგრირებით; o ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე; o დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების განმახორციელებელ უწყებებს დაავალოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებისა და კარიერული კონსულტაციების ორგანიზება. ▪ უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსთან კონსულტაციის ვალდებულება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე; ▪ აწარმოოს სტატისტიკა საჯარო სამსახურში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობის შესახებ, სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიაში გაითვალისწინოს თვითიდენტიფიკაციის, ნებაყოფლობითობის და ანონიმურობის პრინციპები. №1 პენიტენციური დაწესებულება - 2 მსჯავრდებული; №2 პენიტენციური დაწესებულება - 4 მსჯავრდებული; №5 პენიტენციური დაწესებულებაა - 67 მსჯავრდებული; №6 პენიტენციური დაწესებულება - 4 მსჯავრდებული; №14 პენიტენციური დაწესებულება - 43 მსჯავრდებული; №15 პენიტენციური დაწესებულება - 20 მსჯავრდებული; №16 პენიტენციური დაწესებულება - 34 მსჯავრდებული; №17 პენიტენციური დაწესებულება - 35 მსჯავრდებული (სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2026 წლის 16 იანვრის წერილი №15027/01). 1405 №12 პენიტენციური დაწესებულების 2025 წლის 12 თებერვლის წერილი №39770/27. 1404 377 | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს: ▪ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს სკოლამდელი ბილინგვური პროგრამების დაფარვის არეალი; ▪ თითოეული საგნისთვის, რომლის სწავლება ბილინგვური მეთოდით ხორციელდება, შემუშავდეს ბილინგვური სახელმძღვანელოები; ▪ ბილინგვური განათლების პროგრამის ფარგლებში დაინერგოს შინაარსობრივი მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მოიცავს უშუალოდ საგაკვეთილო პროცესზე სისტემურ დაკვირვებას, ორი პედაგოგის თანამონაწილეობით ჩატარებული გაკვეთილის შეფასებას, პრაქტიკული გამოწვევების გამოვლენასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაუმჯობესების გეგმების შემუშავებას; ▪ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებში უზრუნველყოს ბილინგვური სწავლებისა და ქართულენოვანი არაფორმალური აქტივობების განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პირობები, მათ შორის, შესაბამისი სივრცეები, ტექნიკური აღჭურვილობა და სტაბილურ ინტერნეტზე წვდომა; ▪ ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართულ სკოლებში უზრუნველყოს როგორც ბილინგვური განათლების სპეციალისტების, ისე საგნის პედაგოგების სისტემური გადამზადება ბილინგვური სწავლების მეთოდოლოგიასა და სწავლების მოდელთან დაკავშირებით; ▪ ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართულ სკოლებში, საგნის მშობლიურენოვან მასწავლებელთათვის ბილინგვური განათლების პროცესთან დაკავშირებულ საჭიროებებზე უკუკავშირის მისაღებად, უზრუნველყოს ბილინგვური განათლების სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი ქოუჩინგის მსგავსი სისტემის დანერგვა; ▪ საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება; ▪ ბილინგვური პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, განახორციელოს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით; ▪ გააძლიეროს თანამრომლობა იმ სკოლებთან, სადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენები ისწავლება, როგორც საგანი, მხარი დაუჭიროს მათ მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების სკოლის ბაზაზე მომზადების პროცესში. საქართველოს კულტურის მინისტრს: ▪ 378 | ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას, აღდგენასა და კულტურული ღონისძიებების განხორციელებას; ▪ უზრუნველყოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და შეუდგეს ამ ძეგლების კონსერვაციას ან/და რესტავრაციას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში, ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების გზით, რეგულარულად, სამედიცინო პერსონალის მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოს მათი ინფორმირება სახელმწიფოში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის თითოეული სერვისის შესახებ; ▪ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში, ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების გზით, რეგულარულად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ, ასევე, ვაქცინაციასთან (მათ შორის, გეგმურ და ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან) და „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის პოპულარიზაცია. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას: ▪ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაცია და გააფართოოს ამ პროგრამის განხორციელების, მათ შორის, მობილური ჯგუფების საქმიანობის გეოგრაფიული არეალი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს: ▪ ცენტრის საქმიანობის გეოგრაფიული არეალისა და ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამების ფარგლებში გადამზადებული მასწავლებლების რაოდენობა გაიზარდოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში. საზოგადოებრივ მაუწყებელს: ▪ 379 | გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მომზადებული მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების შესახებ ინფორმაციის მიზნობრივი და სისტემური გავრცელება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის, აღნიშნული პროდუქტის ხელმისაწვდომობის კონკრეტული მექანიზმების (სინქრონული თარგმანი, ვებგვერდი, რეგიონული მაუწყებლები და სხვ.) შესახებ საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების უზრუნველყოფით. პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს: ▪ უზუნველყონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსის შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე (სომხურად, აზერბაიჯანულად) მიწოდება ინდივიდუალურად - სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული ბუკლეტების გადაცემით, ასევე, ამგვარი შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიკრას პენიტენციური დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსების კედლებზე. საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს: ▪ უზრუნველყონ სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების ხელმისაწვდომობა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში; ▪ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხის და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება; ▪ უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მისაწვდომობა ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენაზე; ▪ უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ნორმატიული აქტების (მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების) მისაწვდომობა მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენაზე; ▪ უზრუნველყონ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შესაბამისი ადამიანური რესურსის გამოყოფა (ან განსაზღვრა), რომელიც სისტემატურად იმუშავებს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან და მათთვის გასაგებ ენაზე მიაწვდის სრულყოფილ და დროულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ; საჭიროების შემთხვევაში, გაუწიონ მოქალაქეებს პრაქტიკული დახმარება განაცხადების მომზადებისა და შევსების პროცესში, მათ შორის, ენობრივი ბარიერის გათვალისწინებით. 380 | 26. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა 2025 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 300 492 იძულებით გადაადგილებული პირი და 97 280 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 45 160 ოჯახი ჯერაც არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებლით,1406 ხოლო, 320 ოჯახზე გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება, პირველივე შესაძლებლობისთანავე საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.1407 მნიშვნელოვანია, რომ საანგარიშო წელს გაიზარდა გრძელვადიანად განსახლებული ოჯახების რიცხვი და 4 636 შეადგინა.1408 გარდა ამისა, გასული საანგარიშო წლისგან განსხვავებით, 2025 წელს დაიხურა ე.წ. ნგრევადი ობიექტებიც - სულ ჯამში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი 6 შენობა გამოთავისუფლდა.1409 საანგარიშო წელს უცვლელი იყო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის დადგენილი 300 ლარიანი ლიმიტი, რომლის გადახედვაც ჯერ კიდევ 2024 წელს იგეგმებოდა.1410 26.1. დევნილთა განსახლება 2025 წლის განმავლობაში გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სულ 4 636 ოჯახი განსახლდა,1411 ხოლო ქირით უზრუნველყოფილი იყო 1 588 ოჯახი.1412 საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, კვლავ მაღალია იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც ჯერ კიდევ განსახლების მოლოდინში არიან (მაგ., გრძელვადიანი განსახლების მსურველი 42 061 ოჯახია,1413 ხოლო 1406სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP 5 26 00066877 წერილი. 1407სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP 5 26 00066877 წერილი. 14082024 წელს საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 2 022 ოჯახი. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 368; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP 5 26 00066877 წერილი. 1409 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP 9 26 00066880 წერილი. 1410საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 369; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 16 იანვრის №IDP 4 25 00035484 წერილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025 წლის 17 იანვრის №MOH 1 25 00043043 წერილი. 1411სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP IDP 5 26 00066877 წერილის მიხედვით, ახალაშენებულ ან/და რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა 1 627 ოჯახი (ქუთაისში - 852, თბილისში - 775); კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის (ე.წ. სოფლად სახლი) პროექტის ფარგლებში - 2 825 ოჯახი, კერძო საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართები შეისყიდეს 21 დევნილი ოჯახისათვის (1 კვ.მ. - 470/600$-ის ფარგლებში), დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 163 დევნილ ოჯახს. 1412 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 26 დეკემბრის №IDP 4 25 01487662 წერილი. 1413 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP 5 26 00066877 წერილის მიხედვით, 42 061 ოჯახს გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა 381 | ქირის პროგრამაში ჩართვის მიზნით 2 172 განცხადება დარეგისტრირდა). ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განაცხადა, რომ 2025 წლისათვის საქართველოს რამდენიმე ქალაქში (თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში) ახალაშენებულ ან/და რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლება იგეგმებოდა,1414 რაც დადგენილ ვადებში მხოლოდ ქუთაისსა და თბილისში (ნაწილობრივ) შესრულდა,1415 ხოლო დანარჩენ ქალაქებში სამუშაოების დასრულების ვადამ 2026-2027 წლებამდე გადაიწია.1416 სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად არ იცვლება საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა,1417 რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების გაჭიანურებად შეიძლება შეფასდეს.1418 დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის გაჭიანურება, დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის ჭრილში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე 30 წელზე მეტია ცხოვრობს დროებით, არასტაბილურ ან საცხოვრებლად უვარგის პირობებში. ეს სახელმწიფოს აყენებს მიზანმიმართული, დროული და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის წინაშე, რათა გრძელვადიანი განსახლება იქცეს რეალურ და ხელშესახებ მექანიზმად, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს დევნილთა უფლებების რეალიზაციას. გამოწვევები რჩება დროებითი განსახლების პროგრამის ეფექტიანობასთან დაკავშირებითაც, კერძოდ, საცხოვრებლის დასაქირავებლად დაწესებული 300 ლარიანი ლიმიტი საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი,1419 მაგრამ ლიმიტის ოდენობა არც საანგარიშო წელს გაზრდილა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ქირისათვის გათვალისწინებული ლიმიტის გაზრდის საკითხის განხილვა 2026 წელს იგეგმება.1420 ამდენად, ამ დრომდე, პრობლემურია პროგრამის ფარგლებში შევსებული აქვს განაცხადი (35 347 ოჯახს მიმართული აქვს ახალაშენებულ ან/და რეაბილიტირებულ შენობებში განსახლების მოთხოვნით, ხოლო, 6 714 ოჯახს - ე.წ. სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამით სარგებლობის მოთხოვნით). 1414 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/49VjGye> [21.01.2026]. 1415 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP 5 26 00066877 წერილი. 1416 მაგალითად, თბილისში სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადაა 2026 წლის 12 თებერვალი, რუსთავში - 2026 წლის 25 მაისი, ბორჯომში - 2026 წლის 30 მაისი, ხოლო ზუგდიდში - 2027 წლის 24 მარტი. 1417მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, 47 490 ოჯახი იყო დასაკმაყოფილებელი, 2025 წლის მონაცემებით ასეთი 45 160 ოჯახია. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 24 იანვრის №IDP 2 25 00076289 და 2026 წლის 21 იანვრის №IDP 5 26 00066877 წერილები. 1418 გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ, მე-6 პრინციპი; Responding to Protracted Displacement Using the Humanitarian-Development-Peace Nexus Approach: Scoping Study, United Nations Development Programme (UNDP) and the United Nations High Commissioner for Refugees (UNHCR), 2020, გვ. 6. 1419 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 324; 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 369. 1420 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 10 თებერვლის №IDP 3 26 00169556 წერილი. 382 | მოკლევადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის უცვლელი ფინანსური პარამეტრები. დაწესებული ლიმიტი, საცხოვრებელი ფართების დაქირავებისათვის საჭირო თანხის ზრდისა და ფინანსური ინფლაციის ფონზე, ვერ უზრუნველყოფს დევნილი ოჯახებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს პროგრამის ეფექტიანობას და მის შესაბამისობას ადამიანის ღირსების, სათანადო საცხოვრებლისა და სოციალურ უფლებებთან. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე მსჯელობა დროულად დაიწყოს. 26.2. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში მცხოვრები ოჯახების უფლებრივი მდგომარეობა გასულ საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი მწვავედ აკრიტიკებდა იმ გარემოებას, რომ სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი არცერთი ობიექტი არ დახურულა და ოჯახები არ განსახლებულან.1421 მიმდინარე საანგარიშო წელს მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, ვინაიდან, 2025 წლის განმავლობაში 6 ე.წ. ნგრევადი ობიექტი დაიხურა და 15 ოჯახი განსახლდა.1422 მომეტებული საფრთხის შემცველი რამდენიმე ობიექტის დახურვის მიუხედავად, მაინც რჩება შენობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია და ოჯახები ამ დრომდე ცხოვრობენ ამ შენობებში. 2025 წლის ბოლოს მონაცემებით, დარჩენილია მომეტებული საფრთხის შემცველი 19 ობიექტი, ხოლო დარეგისტრირებულია 385 დევნილი ოჯახი (შენობების უმრავლესობა სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს).1423 დამატებით, ასევე დაიხურა სახელმწიფო ინტერესის შემცველი 72 ობიექტი, რომელთა კონსტრუქციული მდგრადობა შემოწმებული არ ყოფილა და იქ მცხოვრები დევნილები უზრუნველყოფილნი არიან გრძელვადიანი საცხოვრებლით.1424 გამოწვევებია უკვე გამოთავისუფლებულ შენობებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ობიექტები ოფიციალურად დახურულად მიიჩნევა და დევნილთა დიდი ნაწილი გრძელვადიანი განსახლების პროგრამების ფარგლებში განსახლდა, შენობებში ფაქტობრივ ცხოვრებას განაგრძობენ (სხვადასხვა მიზეზით) როგორც დევნილი, ისე სოციალურად დაუცველი ოჯახები. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც ავარიულად არის მიჩნეული და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ზოგჯერ ფორმალური ხასიათისაა. ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები არ წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკუთრებას, ამასთანავე, არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, 1421 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 370. 1422 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP 9 26 00066880 და 2026 წლის 22 იანვრის №IDP 5 26 00071925 წერილები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე საანგარიშო წელს, საცხოვრებლით ის ოჯახებიც დაკმაყოფილდნენ, რომლებთან დაკავშირებითაც გასულ წლებში იყო გაცემული ადმინისტრაციული დაპირება პირველივე შესაძლებლობისთანავე საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. 1423 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP 9 26 00066880 წერილი. 1424 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 21 იანვრის №IDP 9 26 00066880 წერილი. 383 | რომელ უწყებას აკისრია შენობის ფიზიკური დაცვის, კონსერვაციის ან დემონტაჟის ვალდებულება. პასუხისმგებლობა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მუნიციპალიტეტს, სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს, კერძო მესაკუთრესა და სხვა სტრუქტურებს შორის ნაწილდება.1425 ეს კი, პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფს ოჯახების დაცვას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო მომეტებული საფრთხის წინაშე ცხოვრებისგან. ზემოაღნიშნულ შემთხვევებთან ერთად, პრობლემურია ისეთი შენობებიც, რომლებიც დევნილებს კერძო საკუთრებაში გადაეცათ და ასეთი ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების ნაწილი ამჟამად ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო საცხოვრებლის მინიმალურ სტანდარტებს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ამ ობიექტების ზუსტი რიცხვი უცნობია, ვინაიდან კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული შენობების მდგრადობას სააგენტო აღარ ამოწმებს. თუმცა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გასულ წლებში შესწავლილი საქმეებიდან ირკვევა, რომ ასეთი ობიექტები ჯერ კიდევ არსებობს.1426 ეს გარემოება განსაკუთრებულად პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც მსგავს ობიექტებში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან და დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, ან/და ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებლით საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფას. რეკომენდაციები სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს: ▪ გამოიყენოს ყველა ბერკეტი თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში სამშენებლო სამუშაოების დროულად დასასრულებლად და შემდგომში დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის; ▪ გადაიხედოს საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის გამოყოფილი ლიმიტი და გაიზარდოს შესაძლებლობების ფარგლებში; ▪ შემუშავდეს ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შემდგომ შენობის დახურულად გამოცხადების ეფექტიანი პროცედურა, რათა მსგავსი შენობები დაცული იყოს შემდგომი შეღწევისაგან და თავიდან იქნას აცილებული იქ მცხოვრებთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე. 1425მაგალითისათვის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წერილობით მიმართავს მესაკუთრეს და აცნობებს შენობიდან დევნილთა განსახლების თაობაზე. რაც შეეხება მესაკუთრეს, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აპარატს 2026 წლის 16 მარტის №24-2426075205 წერილით აცნობა, რომ თუ დასკვნით დგინდება რომ შენობა არამდგრადია და არ ექვემდებარება აღდგენას, მერია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შენობის დემონტაჟს. 1426 თბილისში, პაატა სააკაძის ქ. №19-ში მდებარე შენობა; თბილისში, მოსკოვის გამზირის №25ა-ში მდებარე შენობა და თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №138-ში მდებარე შენობა. 384 | 27. ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა 27.1. შესავალი გეოლოგიური პროცესების გააქტიურების ფონზე, სულ უფრო იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოს უსაფრთხო საცხოვრებლის მოთხოვნით მიმართავენ.1427 პარალელურად, მზარდია იმ ოჯახების რიცხვიც, რომლებიც გეოლოგიურად არამდგრად ტერიტორიებზე ცხოვრობენ და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობის წინაშე დგანან.1428 აღნიშნული მდგომარეობა უშუალოდ არის დაკავშირებული სიცოცხლის, უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული საცხოვრებლის უფლებების რეალიზებასთან, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. 2025 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახის რაოდენობა 13 533-ს შეადგენს, საიდანაც საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 5 219 ოჯახი.1429 მისასალმებელია, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, თუმცა გეოლოგიური საფრთხეების მასშტაბის ზრდის პარალელურად, მიღწეული პროგრესი კვლავაც არასაკმარისია და სახელმწიფოს მხრიდან მეტ ძალისხმევას საჭიროებს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული ღონისძიებების გატარებას კვლავაც არათანმიმდევრული ხასიათი აქვს. მიუხედავად გამოწვევებისა, არც 2025 წელს გაზრდილა დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებლის შესასყიდად განსაზღვრული ფინანსური ლიმიტი, რაც, წლებია, საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკის საგანია.1430 უცვლელი ფინანსური ლიმიტი, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ზრდის პირობებში, აფერხებს ეკომიგრანტი ოჯახების დროული და ეფექტიანი განსახლების პროცესს. 2022 წელს - 8 731, 2023 წელს - 9 326, ხოლო 2024 წელს - 12 053 ოჯახი იყო რეგისტრირებული. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 303; საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 327 და საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 372. 1428 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 29 იანვრის №21/969 წერილის მიხედვით, უწყებამ გეოლოგიური პროცესების პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ სულ 2 880 ოჯახზე გასცა რეკომენდაცია, ხოლო განსახლების თაობაზე 1 128 ოჯახზე მომზადდა დასკვნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2026 წლის 8 იანვრის №08/2 წერილის მიხედვით, გეოლოგიური პროცესების პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ სულ 1 575 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია, ხოლო განსახლების თაობაზე 362 ოჯახზე მომზადდა დასკვნა. 1429სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 12 იანვრის №IDP 7 26 00025234 წერილი. 1430 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 328; საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 372. 1427 385 | 27.2. ეკომიგრანტთა განსახლება 2025 წლის განმავლობაში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, სახელმწიფომ საცხოვრებელი შეუსყიდა 665 ოჯახს,1431 რაც წინა საანგარიშო წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.1432 გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე სტიქიის შედეგად დაზარალების გამო, ფულადი კომპენსაცია გაიცა 62 ოჯახზე.1433 მიღწეული პროგრესი, მართალია, მისასალმებელია, თუმცა, ამავე დროს, საყურადღებოა, რომ მხოლოდ საანგარიშო წელს 1 490 ოჯახთან დაკავშირებით გაიცა დასკვნა,1434 უსაფრთხო ადგილას განსახლების საჭიროებაზე. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ გეოლოგიური საფრთხეების ქვეშ მცხოვრები ოჯახების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ ოჯახების რიცხვს, რომლებიც რეალურად იყვნენ უზრუნველყოფილნი საცხოვრებლით. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ 2025 წელს განსახლებულ ოჯახებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით სახელმწიფოს 2014–2025 წლებში მიმართეს. შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში, განაცხადის რეგისტრაციიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 11 წელია გასული. ყოველივე ეს, არსებულ რესურსებსა და საჭიროებებს შორის შეუსაბამობაზე და სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი, მიზნობრივი და ინტენსიური ძალისხმევის აუცილებლობაზე მიუთითებს. იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და მაღალი რისკის პირობებში მყოფ ოჯახებს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, განსახლების შესახებ გადაწყვეტილებები დროულად და ეფექტიანად უნდა მიიღებოდეს. საანგარიშო წელს კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ქირით უზრუნველყოფილი ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობა და 264 ოჯახი შეადგინა, რაც დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს.1435 ამასთანავე, ქირით უზრუნველყოფის მექანიზმი, სააგენტოსთან ერთად, გათვალისწინებულია ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 1431 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 12 იანვრის №IDP 7 26 00025234 წერილის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს 807 განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე, მათგან საცხოვრებელი შეუსყიდეს 495 ოჯახს. აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2026 წლის 22 იანვრის № 05/407 წერილის მიხედვით, 164 ოჯახს შეუსყიდეს საცხოვრებელი, ხოლო 6 ოჯახს თანხა ჩაერიცხა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად (შესაბამისი მერიებიდან გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე). 14322024 წელს 531 ოჯახს შეუსყიდეს საცხოვრებელი სახლი. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 372. 1433 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 12 იანვრის №IDP 7 26 00025234 წერილი. 1434 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 29 იანვრის №21/969 წერილის მიხედვით, უწყებამ გეოლოგიური პროცესების გამო განსახლების თაობაზე 1 128 ოჯახზე მოამზადა დასკვნა. ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2026 წლის 8 იანვრის №08/2 წერილის მიხედვით კი, გეოლოგიური პროცესების გამო განსახლების თაობაზე დასკვნა 362 ოჯახზე მომზადდა. 14352024 წელს მხოლოდ 98-მა ოჯახმა ისარგებლა ქირით. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში. გვ. 373. 386 | ბიუჯეტშიც,1436 რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც ეკომიგრანტი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პროცესი ხშირად ხანგრძლივად ჭიანურდება. აღნიშნული მხარდაჭერა საშუალებას აძლევს ოჯახებს, დროებით იცხოვრონ უსაფრთხო პირობებში და თავიდან აიცილონ სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქირით უზრუნველყოფა ვერ ჩაითვლება გრძელვადიანი და მდგრადი განსახლების ალტერნატივად. ამ მექანიზმის ხანგრძლივ გამოყენებას, მუდმივი საცხოვრებლის უზრუნველყოფის გარეშე, შესაძლოა, თან ახლდეს სოციალურად დაუცველობის გაღრმავება და გაურკვეველი მდგომარეობის გახანგრძლივება. შესაბამისად, ქირით უზრუნველყოფის პრაქტიკა უნდა განიხილებოდეს დროებითი მხარდაჭერის ინსტრუმენტად და არა საბოლოო გადაწყვეტად. 2025 წელს, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებლის შესასყიდად განსაზღვრული მაქსიმალური ლიმიტები არ შეცვლილა. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს საცხოვრებლის შესაძენად კვლავ 50 000 ლარი გამოეყოფათ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აღნიშნული ლიმიტი კი კვლავ 30 000 ლარს შეადგენს. საქართველოს სახალხო დამცველი გასულ საპარლამენტო ანგარიშში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მხრიდან ლიმიტის გადახედვის საჭიროებაზე მიუთითებდა,1437 თუმცა ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. გარდა ამისა, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებლის შესაძენად 50 000 ლარამდე ოდენობის კომპენსაციას მაინც გამოუყოფს. მაგალითად, გურიის რეგიონში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 6 ოჯახი დაკმაყოფილდა საკომპენსაციო თანხით, საერთო ჯამში დაიხარჯა 280 000 ლარი,1438 რაც საშუალოდ თითო ოჯახზე დაახლოებით 46 600 ლარს შეადგენს. ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 52 ოჯახი დაკმაყოფილდა საკომპენსაციო თანხით, ჯამურად დაიხარჯა 2 300 000 ლარი, რაც თითო ოჯახზე საშუალოდ დაახლოებით 44 200 ლარს შეადგენს.1439 ანალოგიური მიდგომა იქნა გამოყენებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში 1436ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 22 იანვრის №01-1426022349 წერილი; ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 23 იანვრის №66-662602371 წერილი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 23 იანვრის №24-242602317 წერილი; ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 29 დეკემბრის №98-982536390 წერილი; ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 9 იანვრის №1041042600941 წერილი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 14 იანვრის №128-1282601414 წერილი; ვანის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 14 იანვრის №64-642601436 წერილი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 20 იანვრის №68-68260206 წერილი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 16 იანვრის №76-762601689 წერილი; ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 15 იანვრის №94-942601582 წერილი; მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 16 იანვრის №58-58260169 წერილი. საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 328; საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 373. 1438 საქართველოს მთავრობის 04/12/2023 წლის №2139 განკარგულება. 1439 საქართველოს მთავრობის 04/07/2025 წლის №1076, 11/09/2025 წლის №1490, 27/11/2025 წლის №1964 და 16/12/2025 წლის №2123 განკარგულებები. 1437 387 | განვითარებული მიმართებითაც.1440 მეწყრული პროცესების გამო დაზარალებულ ოჯახებთან ზემოხსენებული მონაცემების შედარება აჩვენებს, რომ სახელმწიფოს პრაქტიკაში, ინდივიდუალური სამთავრობო განკარგულებების ფარგლებში, საცხოვრებლის შესაძენად გამოიყოფა 44 000–50 000 ლარის ფარგლებში თანხა, მაშინ როდესაც ზოგადი პოლიტიკის დონეზე ეკომიგრანტი ოჯახების უმრავლესობისთვის მოქმედი ლიმიტი კვლავ 30 000 ლარით შემოიფარგლება. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საცხოვრებლის შესასყიდი ლიმიტების განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს ერთიან, პროგნოზირებად და სამართლიან სტანდარტს ქვეყნის მასშტაბით. რეგიონზე ან ინდივიდუალურ განკარგულებებზე დაფუძნებული ფრაგმენტული გადაწყვეტილებები ვერ უზრუნველყოფს ეკომიგრანტი ოჯახების თანაბარ დაცვას და არ პასუხობს ღირსეული საცხოვრებლის უფლების ეფექტიანი რეალიზების მოთხოვნებს. ლიმიტების ასეთი განსხვავება, უძრავი ქონების ფასების ზოგადი ზრდის ფონზე, ზღუდავს ეკომიგრანტი ოჯახების შესაძლებლობას, შეიძინონ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს,1441 თუმცა საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, გადაწყვეტილების დროულად მიღება, რათა არ დამძიმდეს ეკომიგრანტი ოჯახების მდგომარეობა. 27.3. ეკომიგრაციის პრევენცია ეკომიგრაციის პრევენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა გეოლოგიური და კლიმატური რისკების მართვის პროცესში. პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანი დაგეგმვა და განხორციელება არა მხოლოდ ამცირებს სტიქიური მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილების, განსახლების რისკს, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და ღირსეული საცხოვრებლის უფლებების დაცვას. პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ პირობებში, როდესაც გეოლოგიური პროცესების მასშტაბი და სიხშირე ყოველწლიურად იზრდება. ეკომიგრაციის პრევენციის მიმართულებით კვლავაც სისტემური გამოწვევებია. საანგარიშო წელს, გეოლოგიური პროცესების პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ, 4 455 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია.1442 პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტების კომპეტენციის სფეროს 1443 განეკუთვნება, თუმცა 2025 წელს კვლავ დაბალი იყო მუნიციპალიტეტების ჩართულობა 1440 საქართველოს მთავრობის 16/01/2026 წლის №84 განკარგულება. 1441 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 12 იანვრის №IDP 7 26 00025234 წერილი. 1442 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 29 იანვრის №21/969 წერილის მიხედვით, უწყებამ გეოლოგიური პროცესების პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ სულ 2 880 ოჯახზე გასცა რეკომენდაცია, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2026 წლის 8 იანვრის №08/2 წერილის მიხედვით, გეოლოგიური პროცესების პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ სულ 1 575 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია. 1443 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი. 388 | პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად, მცირეა იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებსაც გეოლოგიური პროცესების პრევენცია პრიორიტეტულად მიაჩნიათ.1444 მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მიმართავს სალიკვიდაციო ღონისძიებებს,1445 მათ შორის, დაზარალებული საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად,1446 ეს ოჯახების სრულფასოვან დაცვას არ უზრუნველყოფს, რადგან პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზები – მაგალითად, გეოლოგიური პროცესები ან ბუნებრივი საფრთხეები – გადაუჭრელი რჩება. მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ვერ ასრულებს გაცემულ რეკომენდაციებს პრევენციული ღონისძიებების გატარების თაობაზე, რასაც სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები ბიუჯეტის სიმცირეზე ან/და თანხების არარსებობაზე მიუთითებენ.1447 აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეკომიგრაციის პრევენცია უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად, რომელიც საჭიროებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მოქმედებას. ეკომიგრაციის პრევენცია უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან. ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეკომენდაციები ხშირად რჩება შეუსრულებელი, რადგან, გარდა ფინანსების სიმწირესთან დაკავშირებული პრობლემისა, ასევე არ არსებობს ეფექტიანი ზედამხედველობის ან უკუკავშირის მექანიზმი. წლებია, საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს ანგარიშვალდებულებისა და რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობის საჭიროებაზე, თუმცა ამ კუთხით გამოწვევები კვლავაც აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა მიაწოდა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების თაობაზე, რაც, ანგარიშვალდებულების, რესურსების დაზოგვისა და ეფექტიანი ზედამხედველობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: ▪ არსებული საბაზრო ფასების მხედველობაში მიღების საფუძველზე, გაიზარდოს ეკომიგრანტთა საცხოვრებლის სახლის შესყიდვისათვის დაწესებული ლიმიტი. 1444მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 23 იანვრის №134-1342602323 წერილი. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 23 იანვრის №66-662602371 წერილი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 16 იანვრის №76-762601689 წერილი. 1446 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 20 იანვრის №68-68260206 წერილი; ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 15 იანვრის №94-942601582 წერილი. 1447 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 28 იანვრის №126-1262602850 წერილი; ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 23 იანვრის №96-962602366 წერილი. 1445 389 | ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებს: ▪ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიაწოდონ ინფორმაცია გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ; ▪ ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინონ დაფინანსება ეკომიგრაციის პრევენციისათვის. 390 | 28. თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა 28.1. შესავალი 2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ სრულად შეიცვალა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და ცვლილებები შეეხო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონსაც. აღნიშნული ცვლილებები არსებითი ხასიათის იყო და შეეხო როგორც საერთაშორისო დაცვის მინიჭების/განხილვის პროცედურებს, ისე თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივ გარანტიებსაც. 2025 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, საქართველოში 1060 საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, რომელთაგან 386-ს მინიჭებული აქვს ლტოლვილის, ხოლო 674-ს დამატებითი დაცვის მქონე პირის სტატუსი.1448 საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და სირიის მოქალაქეები არიან.1449 2025 წელს, 1252-მა პირმა მოითხოვა საერთაშორისო დაცვა,1450 მათგან 8 პირმა სახელმწიფო საზღვარზე.1451 თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა ინდოეთის, თურქეთის, უკრაინისა და ირანის მოქალაქეები არიან.1452 2025 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე 1572 საქმე განიხილა.1453 თუმცა, დადებითი გადაწყვეტილებების მაჩვენებელი კვლავაც დაბალია. კერძოდ, განხილული საქმეებიდან, საერთაშორისო დაცვაზე უარი 1318 პირს ეთქვა, 151 განაცხადზე შეწყდა განხილვა თავშესაფრის მაძიებელი პირის მოთხოვნით. მხოლოდ, 89-ს მიენიჭა დამატებითი დაცვის მქონე პირის სტატუსი, ხოლო 14-ს - ლტოლვილის სტატუსი. ამდენად, განხილული საქმეების 6,56 % გადაწყდა დადებითად (5.66 % დამატებითი დაცვის მქონე პირის სტატუსი, ხოლო ლტოლვილის 0.89 %). რაც შეეხება უცხოელთა ინტეგრაციას, კვლავაც არ დამტკიცებულა იმიგრანტთა ინტეგრაციის „ერთიანი მიდგომების დოკუმენტი“.1454 თუმცა, 2025 წელს შემუშავდა საკომუნიკაციო ვებპლატფორმა, ინტეგრაციის საინფორმაციო პორტალი, სადაც 1448საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 20 მარტის № MIA 0 26 00980802 წერილი. 1449რუსეთის ფედერაციის 116 მოქალაქეს მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი, დამატებითი დაცვა მინიჭებული აქვს 2 პირს; უკრაინის 445 მოქალაქეს დამატებითი დაცვის სტატუსი აქვს მინიჭებული ხოლო სირიის 85 მოქალაქე დამატებითი დაცვის სტატუსის მქონე პირია, 9 კი ლტოლვილის სტატუსის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 20 მარტის № MIA 0 26 00980802 წერილი. 1450ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://police.ge/public-information/migratsia?id=165> [ბოლოს ნანახია 24.03.2026]. 1451საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 20 მარტის № MIA 0 26 00980802 წერილი. 1452ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://police.ge/public-information/migratsia?id=165&menu=170&year=332> [ბოლოს ნანახია 24.03.2026]. 1453 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://police.ge/public-information/migratsia?id=165> [ბოლოს ნანახია 24.03.2026]. 1454საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2026 წლის 13 იანვრის №MOH 7 26 00026056 წერილი. 391 | განთავსებულია ინფორმაცია უცხოელთათვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ,1455 რამაც უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ინფორმირება. 28.2. საკანონდებლო ცვლილებები საანგარიშო წელს საქართველოს პარლამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია მიიღო.1456 უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონი მიზნად ისახავს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწასა და ევროკავშირის თავშესაფრის შესაბამისი დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში დანერგვას, თავშესაფრის სისტემის განტვირთვასა და პროცესის ეფექტიანად წარმართვას. ცვლილებებმა გაითვალისწინა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნისა1457 და უსაფრთხო მესამე ქვეყნის კონცეფცია,1458 რაც სიახლეა ქართული კანონმდებლობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე აღებული ქვეყნების სია დამტკიცებული არ არის. ხოლო, თავის მხრივ, კონცეფციები ეფუძნება ზოგად პრეზუმფციას, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვა უზრუნველყოფილია. სწორედ ეს ზოგადი ფორმულირება წარმოადგენს მთავარ გამოწვევას და წარმოშობს ინდივიდუალურ განმცხადებელთან მიმართებით კონკრეტული შეფასების საჭიროებას, ვინაიდან ზოგადი მდგომარეობის შეფასება ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტულ პირთან მიმართებით ინდივიდუალური საფრთხეების ანალიზს. გარდა ამისა, ბუნდოვანია უსაფრთხო მესამე ქვეყნის განმარტებაში მოყვანილი „ქვეყანასა და უცხოელს შორის არსებული კავშირი...“, არ არის ნათელი, რა შეიძლება ჩაითვალოს კავშირად, რაც ზრდის სუბიექტური განმარტების რისკებს. გარდა ამისა, კანონმა გაითვალისწინა განცხადებების განხილვის დასაშვებობის ეტაპი1459 და განისაზღვრა განცხადების დაუშვებლად მიჩნევის საფუძვლები, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განმცხადებელი არ მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად და გადაწყვეტილების გასაჩივრებაც არ აფერხებს ქვეყნიდან გაძევების პროცედურის დაწყებას.1460 ამასთანავე, ახალი კანონი ითვალისწინებს განცხადების განხილვის დაჩქარებულ და ჩვეულებრივ პროცედურებსაც.1461 პირი დაჩქარებული წესით განაცხადის განხილვის შედეგად მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგაც არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად და არც გადაწყვეტილების გასაჩივრება აფერხებს ქვეყნიდან გაძევების პროცედურის დაწყებას.1462 1455ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/4tfsg3E> [ბოლოს ნანახია 26.01.2026]. 1456 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, 2025 წლის 26 ივნისის რედაქცია. 1457 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი. 1458 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი. 1459 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი. 1460 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი. 1461 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და 37-ე მუხლები. 1462 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტი. 392 | „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალმა რედაქციამ გაითვალისწინა განაცხადის სახელმწიფო საზღვარზე განხილვის პროცედურაც.1463 ამ თვალსაზრისით, გათვალისწინებულია, რომ განაცხადის განხილვის ფარგლებში სახელმწიფოს აკისრია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შექმნის ვალდებულება,1464 რაც ასევე სიახლეა ეროვნული კანონმდებლობისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მიღებული ცვლილებებით განსხვავებულად მოწესრიგდა, უკავშირდება უფასო იურიდიულ დახმარებას. კანონი განსაზღვრავს, რომ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობა არ შეუძლიათ იმ პირებს, რომელთა განაცხადი დაუშვებლად იქნა მიჩნეული1465 ან დაჩქარებული წესით განიხილეს.1466 ამ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მაძიებელი პირები ხშირ შემთხვევაში მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან და არ გააჩნიათ საკმარისი ფულადი სახსრები ან/და ცოდნა საკუთარი უფლებების ეფექტიანად დასაცავად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ასეთ პირებს ხელი მიუწვდებოდეთ უფასო იურიდიულ დახმარებაზე. განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ თავშესაფრის სისტემის განტვირთვისა და პროცესის ეფექტიანად წარმართვის ლეგიტიმურმა მიზნებმა ზომაზე მეტად არ უნდა შეზღუდოს საერთაშორისო დაცვის მაძიებელ პირთა, ლტოლვილთა თუ დამატებითი დაცვის სტატუსის მქონე პირთა უფლებები. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცვლილებებმა პრაქტიკაში არ გამოიწვიოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა/მაძიებელთა უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა და, საბოლოოდ, ზეგავლენა არ მოახდინოს საერთაშორისო დაცვის პროცედურის სამართლიანად წარმართვაზე. 28.3. წვდომა საერთაშორისო დაცვის პროცედურებზე თავშესაფრის პროცედურებზე წვდომა ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი რისკის შემცველ სფეროებს განეკუთვნება. აღნიშნულ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში უკავშირდება პირის სიცოცხლესა და პირად უსაფრთხოებას, რაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ინდივიდუალურ შეფასებასა და პროცედურული გარანტიების სრულფასოვან დაცვას მოითხოვს. საანგარიშო წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი საჩივარი მიიღო, სადაც საუბარი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან არსებული რიგების შესახებ, რის გამოც ვერ ახერხებდნენ თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადის რეგისტრაციას. გარდა ამისა, საანგარიშო წელს ცნობილი გახდა, რომ მიგრაციის დეპარტამენტის შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გახოკიძის ქ. №16) გარკვეულ ნაწილში დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო თანამშრომლების ნაწილი ამავე დეპარტამენტის მიმღებ ცენტრში (მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ: მარტყოფი) იქნენ გადაყვანილნი. შესაბამისად, თავშესაფრის თაობაზე განცხადების 1463 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი. 1464 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 1465 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის, მე-9 პუნქტი. 1466 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მე-7 პუნქტი. 393 | მიღება და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები სწორედ აღნიშნულ მიმღებ ცენტრში ხორციელდებოდა. საანგარიშო წელს გამოვლინდა ისიც, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტა,1467 ტექნიკური ხარვეზის გამო არ ფუნქციონირებდა. ადგილმდებარეობის ცვლილებასთან ერთად (ქალაქგარეთ გადატანა), ამ სახის ტექნიკური ხარვეზის არსებობა, განსაკუთრებულ დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა 2025 წელს თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირების თვალსაზრისით. მიგრაციის დეპარტამენტის განახლებული შენობა 2026 წლის თებერვალში გაიხსნა.1468 საანგარიშო წელს გამოწვევა იყო სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის პროცედურებზე ხელმისაწვდომობაც. განმცხადებლები1469 საზღვრებზე თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის არარსებობაზე მიუთითებდნენ და აცხადებდნენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისა, უარი ეთქვათ თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციასა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე. თავშესაფრის პროცედურებზე წვდომის შესაფასებლად, სახალხო დამცველის აპარატმა, 2025 წელს, სასაზღვრო გამტარი პუნქტების მონიტორინგი განახორციელა. ჩატარებული მონიტორინგისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის საკანონმდებლო რეფორმამ ახალი მექანიზმები შემოიღო, მათ შორის სახელმწიფო საზღვარზე პირის მაქსიმუმ 28-დღიანი შეყოვნების შესაძლებლობა (საერთაშორისო დაცვის საკითხის განხილვის მოლოდინში), ამ ცვლილებებს არ მოჰყოლია შესაბამისი ინფრასტრუქტურული, ადამიანური და საორგანიზაციო რესურსების წინასწარი მომზადება. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე განთავსებული საინფორმაციო მასალები ხშირ შემთხვევაში მოძველებულია და არ ასახავს 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, ახალ ვადებსა და პროცედურულ წესებს. ამასთანავე, ინფორმაცია ზოგიერთ შემთხვევაში, განთავსებულია არათვალსაჩინო ადგილებში, რაც ფაქტობრივად ზღუდავს პირების შესაძლებლობას, დროულად და სრულყოფილად გაეცნონ ინფორმაციას თავიანთ უფლებებსა და ხელმისაწვდომ სამართლებრივ მექანიზმებზე. მითითებულ საკითხზეც აპარატს ეცნობა, რომ საინფორმაციო მასალების განახლების მიზნით მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაო პროცესი.1470 პრობლემური აღმოჩნდა პერსონალის გადამზადების/ცნობიერების საკითხიც. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ იმ მესაზღვრე-კონტროლიორებს, რომლებსაც შეხვდა მონიტორინგის ჯგუფი, არ გაუვლიათ მიზნობრივი და სპეციალიზებული სწავლება ახალი საკანონმდებლო რეგულაციების, განსაკუთრებით კი, თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ. აღნიშნული გარემოება ზრდის 1467 ხელმისაწვდომია: < migration@mia.gov.ge > [ბოლოს ნანახია 30.03.2026]. 1468 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/4tNldPO> [ნანახია 23.02.2026]. 1469 საქმე №6896/25; №7066/25; №7039/25; №7038/25; №7023/25; №7022/25 და აშ. 1470 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 23 მარტის № MIA 0 26 01009881 წერილი. 394 | რისკს, რომ თავშესაფრის მოთხოვნის გამოხატვა სათანადოდ არ იქნეს გამოკვეთილი, ან უგულებელყოფილი იყოს პრაქტიკაში. განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იკვეთება ინფრასტრუქტურული მდგომარეობა სახელმწიფო საზღვარზე. სახმელეთო საზღვრებზე არ არსებობს თავშესაფრის მაძიებელთა განთავსებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობები, როგორიცაა სათანადო საცხოვრებელი სივრცე, სანიტარიული კვანძები და ა.შ. ასეთ პირობებში, 28დღიანი შეყოვნების ვადა რეალურად იქცევა არა ადმინისტრაციულ მექანიზმად, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს წარმოშობს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, ნეიტრალურ ზონაში, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებითი განთავსებისათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, სამინისტროში მიმდინარეობდა, კომპლექსური ხასიათის ღონისძიებები და მოსამზადებელ სამუშაოები.1471 სისტემური მონიტორინგის ფარგლებში სახალხო დამცველი 2026 წელს განაგრძობს ამ პირობების შემოწმებას და შეფასებას. 28.4. უცხოელთა საქართველოში შემოსვლა და მათი ქვეყნიდან გაძევება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2025 წელსაც იღებდა განცხადება/საჩივრებს, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცესში არსებულ პრობლემებს უკავშირდებოდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილმა საქმეებმა გამოავლინა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალე ხასიათი. უარის საფუძვლად ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად ითვალისწინებს „არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ“. მითითებული სამართლებრივი საფუძველი ფორმულირებულია ზოგადი ტერმინებით, როგორიცაა „ყალბი ინფორმაციის მიწოდება“, რომელსაც პრაქტიკაში გამოყენების ეტაპზე არ ახლავს კონკრეტული დასაბუთება. გარდა ამისა, შესწავლილი საქმეებიდან, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა კომუნიკაციის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რაც გამორიცხავს პროცედურის ობიექტურ და დამოუკიდებელ კონტროლს, ეს კი მნიშვნელოვნად ასუსტებს ანგარიშვალდებულების მექანიზმებს. დამატებითი პრობლემაა კომუნიკაციის უკანონო შეზღუდვის პრაქტიკა. ამის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველი გასულ საპარლამენტო ანგარიშშიც1472 უთითებდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საანგარიშო წელსაც შემოვიდა საჩივრები,1473 სადაც განმცხადებლები აეროპორტებში, უკან გაბრუნებამდე შეყოვნების პერიოდში 1471 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 23 მარტის № MIA 0 26 01009881 წერილი. 1472 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 378. 1473 საქმე №3222/25; 395 | №6889/ო25; №9719/25 და №9721/25. საკომუნიკაციო საშუალებების ჩამორთმევაზე უთითებდნენ, რასაც საპასუხო კორესპონდენციებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებდა.1474 თუმცა სახელმწიფო საზღვარზე მონიტორინგისას გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შეყოვნების სივრცეში პირს ჩამორთმეული ჰქონდა მობილური ტელეფონი.1475 ამგვარი პრაქტიკა უცხოელებს ფაქტობრივად ტოვებს ადვოკატთან, ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობის გარეშე, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან. კვლავაც პრობლემურია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის გამოყენების პრაქტიკაც, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ გააკრიტიკა.1476 საანგარიშო წელს საქართველოს სახალხო დამცველმა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა დაადგინა და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის გამოყენებით ეთქვათ.1477 საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოში შემოსვლის საკითხის გადაწყვეტისას სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოში შემოსვლის დამაბრკოლებელი გარემოებები და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, რათა არ დაირღვეს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. გამოწვევად რჩება სრულფასოვანი მონაცემთა ბაზების არარსებობაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯაროდ აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გადაადგილების შესახებ (შესვლაგასვლა), საქართველოს აპარატის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მიუხედავად, არ წარმოუდგენიათ მონაცემები საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევების შესახებ, მათ შორის, შემოსვლაზე უარის სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით დიფერენცირებული სტატისტიკა.1478 ასეთი სტატისტიკის არარსებობა ართულებს პრაქტიკის შეფასებასა და, შესაბამისად, ანალიზს. სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია მიგრაციის მართვის პოლიტიკის ეფექტიანობის, პროპორციულობისა და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის შეფასება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ არ აწარმოებს იმ უცხოელების სტატისტიკას, რომლებსაც, უკან გაბრუნებამდე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სპეციალური შეჩერების ოთახებში ერთ დღეზე მეტი 1474 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 12 იანვრის №MIA 8 26 00087785 წერილი. 1475 2025 წლის 10 ნოემბერი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული მონიტორინგი. მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 331; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 422-423; 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 377. 1477 საქმე №1590/25, საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 18 მარტის №25/2208 რეკომენდაცია და საქმე №3109/25, საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის 18 მარტის №25/4110 რეკომენდაცია. 1478 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 13 იანვრის №MIA 9 26 00093347 წერილი. 1476 396 | ვადით უწევთ მოთავსება.1479 საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამ სახის სტატისტიკის წარმოება მნიშვნელოვანია ამგვარი პრაქტიკის ინტენსივობის შესაფასებლად. სპეციალურ შეჩერების სივრცეში ერთ დღეზე მეტი ვადით მოთავსება ფაქტობრივად წარმოადგენს თავისუფლების შეზღუდვას. შესაბამისი სტატისტიკის გარეშე კი შეუძლებელია შეფასდეს, რამდენად ხშირია ასეთი პრაქტიკა და ხომ არ ატარებს იგი სისტემურ ხასიათს. სტატისტიკური ანალიზი საშუალებას იძლევა შეფასდეს პროცედურული ხარვეზები (მაგ., უკან გაბრუნების დაგვიანება, სხვა ლოჯისტიკური პრობლემები) და შემდგომში დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები. საანგარიშო წელს გასამმაგდა გაძევებულ უცხოელთა რიცხვი. მაგალითად, 2024 წელს გაძევებული უცხოელების რიცხვი 363 იყო, ხოლო საანგარიშო წელს 1311-ია.1480 ციფრების ასეთი მკვეთრი მატების პარალელურად მნიშვნელოვანია პროცესი წარიმართოს პროცედურული გარანტიების დაცვით. გაძევების გადაწყვეტილება თავისი ბუნებით მოითხოვს თითოეული საქმის ინდივიდუალურ შეფასებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესაძლოა არსებობდეს საერთაშორისო დაცვის საჭიროება. ანალოგიურად პრობლემურია გაძევების მიზნით დაკავების პრაქტიკაც. საანგარიშო პერიოდში ამ მიზნით დააკავეს 1114 პირი,1481 მაშინ როდესაც დაკავების ალტერნატიული ღონისძიებები გამოიყენეს მხოლოდ 72 შემთხვევაში.1482 ეს მიუთითებს, რომ თავისუფლების შეზღუდვა პრაქტიკაში გამოიყენება არა როგორც უკიდურესი, არამედ როგორც ჩვეულებრივი პრაქტიკა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ეფუძნება იმ მიდგომას, რომ თავისუფლების აღკვეთა არ უნდა იყოს პრიორიტეტული ღონისძიება და სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა განიხილოს ნაკლებად შემზღუდველი, ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაკავების ასეთი მასშტაბური გამოყენება არ არის საერთაშორისო სტანდარტებსა,1483 და ეროვნული კანონმდებლობის სულისკვეთების შესაბამისი.1484 28.5. ინტეგრაცია უცხოელთა ინტეგრაციასთან დაკავშირებული სახელმწიფოს ხედვა, 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიითაა გათვალისწინებული. არაერთი წელია საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არ დამტკიცებულა იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ „ერთიანი მიდგომის დოკუმენტი“, რომლის სამუშაო ვერსიაც 2023 წელს შეიქმნა. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 12 იანვრის №MIA 8 26 00087785 წერილი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://police.ge/public-information/migratsia?id=165&menu=171&year=352> და <https://police.ge/public-information/migratsia?id=165&menu=171&year=350> [ნანახია 24.03.2026]. 1481 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://police.ge/public-information/migratsia?id=165&menu=169&year=314> [ნანახია 24.03.2026]. 1482 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 20 მარტის №MIA 1 26 00981695 წერილი. 1483ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 და მე-12 მუხლები; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), Monitoring Immigration Detention: Monitoring Questionnaire, სექცია 4.1.1. 1484 „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი. 1479 1480 397 | შემუშავებული ვერსია, საანგარიშო წელს განხორციელებული ცვლილებების გამო, უკვე საჭიროებს მოდიფიცირებას.1485 საკანონმდებლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საანგარიშო წელსაც გააგრძელა ინტეგრაციის პროგრამები. 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საინტეგრაციო პროგრამები1486 მოიცავდა შემდეგ კომპონენტებს: ქართული ენისა და სამოქალაქო განათლებისა და სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლების კურსებს; საკონსულტაციო მომსახურებასა და რეფერირებას; განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების მქონე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებას; ასევე, 18 წლამდე ბენეფიციარებისთვის სპორტული, შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობას და სხვადასხვა ინტეგრაციული ღონისძიების დაფინანსებას. სასწავლო კურსებში მონაწილეობის გასაზრდელად ბენეფიციარებს უნაზღაურდებათ ინტერნეტის ან ტრანსპორტირების ხარჯები. მნიშვნელოვანია საინტეგრაციო პროგრამების მრავალფეროვნება, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის მიწოდებაც სხვადასხვა პლატფორმიდან. როგორც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ აპარატს აცნობა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარებით შემუშავდა საკომუნიკაციო ვებპლატფორმა, ინტეგრაციის საინფორმაციო პორტალი - integration.moh.gov.ge, რამაც უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარებისთვის სრულყოფილი და განახლებული ინფორმაციის მიწოდება. პორტალზე რამდენიმე ენაზეა განთავსებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, საინტეგრაციო პროგრამებზეც. ასევე არსებობს კომუნიკაციის არხი. მიუხედავად ამისა, ვინაიდან პორტალი სატესტო რეჟიმშია და სრულად 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ამოქმედდება,1487 მნიშვნელოვანია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სათანადოდ უზრუნველყოს ინფორმაციის გავრცელება. ბენეფიციართა დროული და სათანადო ინფორმირება (ონლაინ პლატფორმები, სოციალური ქსელები, საინფორმაციო შეხვედრები, ბეჭდური მასალები, ცხელი ხაზი და სხვ.) არა მხოლოდ ზრდის პროგრამებში ჩართულობას, არამედ აძლიერებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანობას. ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმება. საქართველოში მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შექმნილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - worknet.gov.ge, სადაც, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის მიმართვის გზით, როგორც სპეციალური სტატუსის მქონე 1485 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2026 წლის 13 იანვრის №MOH 7 26 00026056 წერილი. 1486ახორციელებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაციის ცენტრი. 1487 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2026 წლის 10 თებერვლის №IDP 6 26 00169676 წერილი. 398 | ბენეფიციარებს, შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის სტატუსის მქონე პირებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. თუმცა, მიუხედავად ამ სამართლებრივი შესაძლებლობისა, პრაქტიკაში ეს მექანიზმი ეფექტიანად არ ფუნქციონირებს. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განმარტებით, უწყების საქმიანობა ძირითადად საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაში მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, შედეგად, არ მიმდინარეობს სპეციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარების რეგისტრაციისა და დასაქმების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.1488 ყოველივე ეს, რეალურად აფერხებს კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის უფლების სრულფასოვან განხორციელებას. მნიშვნელოვანია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხელი მიუწვდებოდეთ ადგილობრივ დონეზე მუნიციპალურ სერვისებზე. საანგარიშო წელს მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია გასცემდა დაფინანსებას მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის, მწვავე გადაუდებელი შემთხვევების 1489 მკურნალობისათვის. თუმცა ამავე მუნიციპალიტეტმა აპარატს აცნობა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი აღარ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უცხო ქვეყნის 1490 მოქალაქეებისათვის. ინტეგრაციის პროგრამებზე ხელმისაწვდომობისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, კონკრეტულ პირებს ჰქონდეთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ამ პრობლემის წინაშე დგანან პირები, რომლებიც გაძევებას არ დაექვემდებარნენ, რომელთა გაძევებაც ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვის საფუძველზე ვერ ხორციელდება (ეს პირები არ ფლობენ რაიმე სახის საიდენტიფიკაციო დოკუმენტს საქართველოში). საკითხი ამ დრომდე არ მოწესრიგებულა სამართლებრივად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი მოწესრიგება არც მომავალში იგეგმება,1491 რაც უარყოფითად აისახება მსგავსი კატეგორიის პირებზე. იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების უქონლობა ამ კატეგორიის პირებისთვის, სისტემურ ბარიერს უქმნის ინტეგრაციის პროგრამებზე მათ რეალურ წვდომას. პირველ რიგში, პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავს მათ ჩართვას სახელმწიფო ან მუნიციპალურ სერვისებში, მათ შორის განათლების, პროფესიული გადამზადების, დასაქმების ხელშემწყობ და სოციალური მხარდაჭერის პროგრამებში, რომლებიც ფორმალურად მოითხოვს პირის სტატუსისა და იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობას. ამასთანავე, დოკუმენტების არქონა ხელს უშლის პირის სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობასაც. შედეგად, წინააღმდეგობაში მოდის 1488 სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2026 წლის 16 იანვრის №SESA 5 26 00049156 წერილი. 1489 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 22 იანვრის №86-862502293 წერილი. 1490 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 12 იანვრის №86-8626012151 წერილი. 1491 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 26 იანვრის №MIA 6 26 00248289 წერილი. 399 | ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნებთან1492 და გავლენას ახდენს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაზეც. რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: ▪ სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შეიქმნას სპეციალური, ადამიანის ღირსების შესაბამისი დროებითი განთავსების სივრცეები, რომლებიც აღჭურვილი იქნება საწოლებით, ჰიგიენური კვანძებითა და ყველა აუცილებელი ინვენტარით; ▪ აეროპორტების შეყოვნების სივრცეებში აღმოიფხვრას საკომუნიკაციო საშუალებების ჩამორთმევის პრაქტიკა; ▪ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, დაამუშაოს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ სტატისტიკური მონაცემები და მიუთითოს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი; ▪ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფო ინტერესის დაუზიანებლად განემარტოთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საფუძვლები; ▪ უზრუნველყოს სასაზღვრო კონტროლის პროცედურების სათანადო დოკუმენტირება, მათ შორის, კომუნიკაციის ვიდეოჩანაწერების წარმოება, რაც შესაძლებელს გახდის გადაწყვეტილებების შემდგომ ეფექტიან გადახედვასა და დამოუკიდებელ კონტროლს; ▪ ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლის საკითხის გადაწყვეტის დროს, იხელმძღვანელოს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სტანდარტების დაცვით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს: ▪ ამუშავდეს ინტეგრაციის საკომუნიკაციო პლატფორმა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს: ▪ ინტეგრაციის საკომუნიკაციო პლატფორმის შესახებ აწარმოონ ფართომასშტაბიანი და სამიზნე ჯგუფებზე მორგებული საინფორმაციო კამპანია, რათა გაიზარდოს ბენეფიციართა ინფორმირებულობა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის მთავარი ამოცანაა მიგრაციის ეფექტიანი, კოორდინირებული და განვითარებისკენ მიმართული მართვა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ლეგალურ მობილობას და მაქსიმალურად იყენებს მიგრაციის პოტენციალს ქვეყნის ინტერესებისთვის. 1492 400 | 29. ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში 29.1. შესავალი 2025 წელს პრევენციული ვიზიტები განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების 8 სამხედრო ნაწილსა1493 და ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ვიზიტების მიზანი იყო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების (შემდგომში „წვევამდელები“) უფლებრივი მდგომარეობის წინასწარ შემუშავებული ინსტრუმენტის გამოყენებით შესწავლა. 29.2. არასათანადო მოპყრობისგან დაცვა სამხედრო ნაწილებში ვიზიტების დროს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს არ მიუღია ინფორმაცია ზემდგომი ან სხვა სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამხედრო მოსამსახურის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ. თუმცა, გასული წლების მსგავსად, რიგ სამხედრო ნაწილებში, კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური დასჯის პრაქტიკა.1494 რაც შეეხება კოლექტიურ დასჯას, წვევამდელები აცხადებდნენ, რომ თავდაცვის ძალების საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (ახალქალაქი), პირველადი სამხედრო მოსამზადებელი კურსის გავლის პერიოდში, გარდა ინდივიდუალური არაფორმალური დასჯისა, მიმართავდნენ კოლექტიურ დასჯასაც.1495 მათივე განმარტებით, სამხედრო ნაწილებში, არაფორმალური სასჯელის სახედ გამოიყენება ფიზიკური დატვირთვა,1496 რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი დასჯა ქმნის არასათანადო მოპყრობის რისკებს, ვინაიდან, ასეთი სასჯელის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იმაზე მეტი სტრესი და ტანჯვა, ვიდრე ეს დაკავშირებულია თავდაცვის ძალების უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი; თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (თბილისი); თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების დასავლეთ ბატალიონი; თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრ აღმოსავლეთის საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონი; თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრ დასავლეთის საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონი; თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის საზენიტო/სარაკეტო ბატალიონი; თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილია (თბილისი); თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრი - პალდო. 1494 ზემოთ მითითებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს (შემდგომში - კომიტეტი), სადაც აღნიშნულია, რომ სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი უნდა განიხილებოდეს მხოლოდ დისციპლინური წარმოების ფარგლებში და გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში, მას შეიძლება დაეკისროს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური სახდელი. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურეების კოლექტიური და არაფორმალური დასჯის პრაქტიკა, მათ შორის, არასამუშაო საათებში სამხედრო ნაწილის დატოვების უფლების არაგონივრული შეზღუდვა და იძულებითი შრომა. 1495 გამოკითხული სამხედრო მოსამსახურეები აცხადებენ, რომ პრინციპი - „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის” გულისხმობს დისციპლინის დაცვაზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას. იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამხედრო მოსამსახურე ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას, მასთან ერთად არაფორმალურად დაისჯება მისი ოცეულის პირადი შემადგენლობა. 1496 აზიდვები, ბუქნები, სირბილი - რაც არ არის გათვალისწინებული სასწავლო პროგრამით და არ არის წვრთნის ნაწილი. 1493 401 | სამხედრო სამსახურთან და მიაღწიოს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მინიმალურ ზღვარს.1497 ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს სისტემური კონტროლი უნდა გაეწია და აღმოეფხვრა სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება, ასევე კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. გვსურს, პოზიტიურად აღვნიშნოთ, რომ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილის მიხედვით,1498 სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა თანამშრომელთათვის შეიმუშავა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამმართველოს დაევალა პრევენციული ღონისძიებების გატარება და მისი უზრუნველყოფა, ოპერატიულ თანამშრომლებს დაევალათ შეარჩიონ და ოპერატიულად, კონფიდენციალურობის დაცვით, არასაწესდებო სასჯელებისა და ჯგუფური დასჯის ფაქტების გამოვლენისა და თავიდან არიდების მიზნით, გაესაუბრონ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. აქვე განისაზღვრა, რომ ჩატარებული მონიტორინგის/შემოწმების პროცესში, მომსახურების ობიექტებზე მივლინებული სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მსგავსი ფაქტების გამოვლენა, ინფორმაციის მოპოვება-მიღება (კონსპირაციის დაცვით) და ვიზუალური დაკვირვება. ასევე განისაზღვრა პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც დაევალათ აღნიშნული სავალდებულო მითითების პირად შემადგენლობამდე დაყვანა. ამავე წერილით გვეცნობა, რომ 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილია შესაბამისი კურსის ჩატარება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებისთვის. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტების დროს, გამოიკვეთა წვევამდელის ხშირი დაგვიანების გამო, სამხედრო ნაწილში თვითნებურად, რამდენიმე საათით, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაყოვნების პრაქტიკაც.1499 რაც შეეხება თავდაცვის ძალებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის ინფორმირებას თავდაცვის ძალების წევრების ადამიანის უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე, მიუხედავად სახალხო დამცველის მიერ წინა წლებში გაცემული რეკომენდაციებისა, სამხედრო მოსამსახურეები კვლავ არ ფლობენ ინფორმაციას საკუთარ უფლებებსა და გასაჩივრების პროცედურებზე. მხოლოდ ორ სამხედრო ნაწილში იყო 1497 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, CHEMBER v. RUSSIA (7188/03), პარა. 49. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-87354 > [ბოლოს ნანახია: 21.01.2026]. ასევე იხ.: Lyalyakin v. Russia. 1498 თავდაცვის სამინისტროს 2026 წლის 26 იანვრის №MOD 42600079060 წერილი. 1499 თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრ აღმოსავლეთის საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონსა და უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში. 402 | საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურის უფლებებსა და პრივილეგიებზე, ასევე გასაჩივრების მექანიზმზე.1500 29.3. საცხოვრებელი და სამუშაო პირობები მისასალმებელია, რომ საანგარიშო პერიოდში თავდაცვის ძალებში განხორციელებული პრევენციული ვიზიტების დროს, არცერთ სამხედრო ნაწილში1501 არ გამოვლენილა მწვავე ინფრასტრუქტურული გამოწვევები. თუმცა, ზოგიერთ სამხედრო ნაწილში მაინც რჩებოდა ცალკეული ინფრასტრუქტურული პრობლემები: კერძოდ, საცხოვრებელ სივრცეებში სავენტილაციო სისტემა არ ფუნქციონირებდა;1502 სპეციალური ოპერაციების დასავლეთ ბატალიონში გაუმართავი იყო სველი წერტილები და სანტექნიკა;1503 საცხოვრებელ ოთახებში ფანჯრები არ იყო აღჭურვილი მწერებისგან დამცავი ბადეებით და წვევამდელები აღნიშნავდნენ, რომ ზაფხულის პერიოდში მწერები აწუხებდათ.1504 29.4. კვება და სასმელი წყალი საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით. გამოკითხულ წვევამდელთა უმრავლესობა კმაყოფილი იყო საკვების ხარისხით, ულუფის ოდენობით და საკვების დამატების შესაძლებლობით. მათი განმარტებით, საკვების მომზადებისას არ არსებობს რელიგიური და ეთნიკური თავისებურებების გათვალისწინების მოთხოვნა, რამდენადაც საკვები საკმაოდ მრავალფეროვანია და არჩევანი ყოველთვის არის. თუმცა, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის აღმოსავლეთის საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონში, წვევამდელები აღნიშნავდნენ, რომ ერთ-ერთ ლოკაციაზე,1505 სადაც უწევდათ 24-საათიანი განწესის შესრულება, არ იყვნენ უზრუნველყოფილნი სრულფასოვანი სამჯერადი კვებით და მიეწოდებოდათ მშრალი ულუფა.1506 ასევე, სხვადასხვა სამხედრო ნაწილში გამოკითხული წვევამდელები უკმაყოფილოები იყვნენ საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის პერიოდში მიწოდებული საკვების ხარისხით.1507 რაც შეეხება სასმელ წყალს, თავდაცვის ძალების ყველა მონახულებულ სამხედრო ნაწილს იგი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდა. მონახულებული სამხედრო ნაწილებიდან მხოლოდ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის დასავლეთის სამხედრო მოსამსახურეების უფლებების შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო მხოლოდ 2 სამხედრო ნაწილში: სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის საშტაბო ასეულსა და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის საზენიტო/სარაკეტო ბატალიონში. 1501 ეხება იმ ბაზებს, სადაც 2025 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა პრევენციული ვიზიტები. 1502 უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი; ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრ აღმოსავლეთის საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონი. 1503 საპირფარეშოს კარი არ იკეტებოდა, გამწოვი არ მუშაობდა, მილებიდან წყალი ჟონავდა და გუბდებოდა, საპირფარეშოს ჩამრეცხები არ მუშაობდა. 1504 თავდაცვის ძალების უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი. 1505 ფონიჭალა. 1506 საქონლის ხორცის კონსერვი - 2 ცალი, ლობიოს კონსერვი - 1 ცალი, პური - 1 ცალი და გამაგრილებელი სასმელი, რაც არ ყოფნით და დამატებით უწევთ საკვების შეძენა. 1507 წვევამდელები აღნიშნავდნენ, რომ უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) საკვები არ იყო სათანადოდ მომზადებული, კერძოდ, აკლდა თერმული დამუშავება და, რიგ შემთხვევაში, საკვებში მწერიც კი უპოვიათ. 1500 403 | საბრძოლო პრობლემა. 29.5. მხარდაჭერის ბატალიონში გამოვლინდა სასმელი წყლის მიწოდების სახანძრო უსაფრთხოება მონახულებული სამხედრო ნაწილების უმეტესობაში, გამოკითხულ წვევამდელებს არ ჰქონდათ გავლილი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული სწავლება. ასევე, არ იცნობდნენ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმას და უმეტესმა მათგანმა საერთოდ არ იცოდა, არსებობდა თუ არა ასეთი გეგმა. წვევამდელებს მხოლოდ განწესში გასვლის წინ ეუბნებოდნენ, რომ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ზემდგომისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია. 29.6. სამედიცინო მომსახურება სამხედრო ნაწილებში პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილზე არსებულ სამედიცინო პუნქტში/ლაზარეთშია შესაძლებელი. სხვა შემთხვევებში კი სამხედრო ჰოსპიტალში ან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავთ, პროვაიდერ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღება სამედიცინო დაზღვევით შეუძლიათ. წვევამდელების ექიმთან შეხვედრას ესწრება ოფიცერი, რაც არღვევს სამედიცინო კონფიდენციალობას. სამწუხაროდ, წვევამდელები არ არიან ინფორმირებულნი სამედიცინო სერვისებზე, ასევე სამედიცინო დაზღვევის პაკეტებისა და სამედიცინო კონფიდენციალობის თაობაზე. წინა წლების მგავსად, 2025 წელსაც კვლავ გამოწვევად რჩებოდა სამედიცინო პუნქტებსა და ლაზარეთებში სამედიცინო პერსონალის დატვირთულობა და არსებული ვაკანსიების შევსება. მართალია, სამედიცინო პერსონალი მუდმივად დადის სამხედრო სწავლებებზე, მაგრამ მათ პროფესიული ტრენინგები 2025 წელს არ ჩატარებიათ. 29.7. ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები კვლავ ვერ სარგებლობენ რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით და მათთვის განკუთვნილი კომუნალური შეღავათებით, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.1508 29.8. ეთნიკური უმცირესობები წვევამდელთა გარკვეული ნაწილი არ ფლობს ქართულ ენას (ძირითადად სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების სამხედრო მოსამსახურეები). ენის არცოდნის გამო ვერ იღებენ სრულფასოვან სამხედრო განათლებას, ასევე უჭირთ კომუნიკაცია სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან. გამოკითხული წვევამდელები აცხადებდნენ, რომ ეთნიკური და რელიგიური თანასწორობის თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად რაიმე სახის შეხვედრა ან ტრეინინგი არ ჩატარებულა. მათივე განმარტებით, ქართული ენის კურსები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პირველადი საბრძოლო მომზადების ცენტრში. აღნიშნული კურსი ორკვირიანია, რაც აშკარად არასაკმარისია. თარჯიმნის მომსახურება, არც საქართველოს თადაცვის კოდექსი, მუხლი 73 - წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პრივილეგია. 1508 404 | პირველადი საბრძოლო მომზადების ცენტრში, და არც სხვა მონახულებულ სამხედრო ნაწილებში, უზრუნველყოფილი არ ყოფილა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ინფორმაცია თავიანთ უფლება-მოვალეობებზე, მათთვის გასაგებ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი. რეკომენდაციები საქართველოს თავდაცვის მინისტრს: ▪ უზრუნველყოს თავდაცვის ძალებში ინფორმირება შეიარაღებული ჩარიცხული ძალების პირადი წევრების შემადგენლობის ადამიანის უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე; ამ მიზნით, სამხედრო ნაწილის იურისტის უფლება-მოვალეობებში მკაფიოდ გაიწეროს და დაევალოს, არანაკლებ თვეში ერთხელ ჩაატაროს ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები სამხედრო მოსამსახურეებთან; ასევე, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მარტივად, გასაგებ ენაზე (რთული სამართლებრივი ტერმინებისა და ფორმულირების გარეშე) გადაეცეთ წერილობით და გამოეკრას მათთვის ხელმისაწვდომ ადგილებში; ▪ თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებში დროულად გამოასწორონ არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევები და გააუმჯობესონ სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; ▪ მიიღოს საჭირო ზომები, სამხედრო ბაზიდან მოშორებულ ლოკაციაზე, 24-საათიან განწესში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების სრულფასოვანი სამჯერადი კვებით უზრუნველსაყოფად; ▪ თავდაცვის ძალების სტრუქტურაში შემავალი სამხედრო ნაწილების მეთაურებს (შესაბამისი თანამდებობის პირებს) დაევალოთ, უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი წვევამდელებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმის გაცნობა; ▪ უზრუნველყოს წვევამდელების ინფორმირება სამედიცინო სერვისების, დაზღვევის პაკეტების და სამედიცინო კონფიდენციალობის შესახებ; პაციენტის თანხმობის გარეშე სამედიცინო კონსულტაციაზე აიკრძალოს მესამე პირის დაშვება; ▪ 2026 წელს გაგრძელდეს მუშაობა სამედიცინო პერსონალის დასაინტერესებლად და მოსაზიდად; ▪ 2026 წელს, სამხედრო ნაწილებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდეს პროფესიული ტრენინგები; ▪ უზრუნველყოს წვევამდელების მიერ თავდაცვის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი შეღავათებით სარგებლობა; ▪ განიხილოს ქართული ენის შემსწავლელი კურსის ხანგრძლივობის გაზრდა და უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურება; ▪ უზრუნველყოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება შეიარაღებული ძალების წევრების უფლებების, მოვალეობებისა და 405 | გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე, მათ შორის, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე საინფორმაციო დაფაზე გამოკვრის გზით. 406 | 30. ადამიანის უფლებათა სწავლება 30.1. შესავალი გასულ წლებში, სახალხო დამცველმა სიღრმისეულად შეაფასა პროფესიული და სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში გამოვლენილი გამოწვევები საანგარიშო წელსაც აქტუალურია და საჭიროებს გადაწყვეტას.1509 ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტები, კვლავ არ დაუმტკიცებიათ.1510 ზოგადი განათლების კონტექსტში კი, გრიფირების და მასთან ერთად სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესის გაუქმება, ასევე, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და შერჩევის ახალი პროცედურა მეტ სიცხადეს საჭიროებს და გარკვეულ კითხვებს აჩენს ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხის კუთხით.1511 სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირებისას ადამიანის უფლებათა სათანადო ინტეგრირება და მონიტორინგის პროცესის ჩამოყალიბება სახალხო დამცველის აპარატსა და სამინისტროს შორის ჩამოყალიბებული მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია. ამ პროცესის შედეგად, უზრუნველყოფილი იყო ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სასკოლო სახელმძღვანელოებით. სახალხო დამცველი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სამინისტროსთან სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში. უმაღლესი განათლების მიმართულებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა მასწავლებლის განათლების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო 300 კრედიტიან პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან და სპეციალური 1509სკოლამდელი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე ადამიანის აღზრდისა და განათლების დაწესებულების აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვის უფლებათა შესახებ ცოდნის ინტეგრირების თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 5 სექტემბრის 17-1/8855 წინადადება. <https://shorturl.at/pmXqP >[ბოლოს ნანახია 27/01/2026]; „აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის 192/ნ პირველი მუხლით დამტკიცებული დოკუმენტის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. 1510 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „დ” და „ე” ქვეპუნქტით ნორმატიული აქტები არ შეუმუშავებიათ სიღნაღისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არ შეუმუშავებია ამავე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აქტი. 1511 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ21 ქვეპუნქტი, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 407 | უფლებათა სწავლების შესაფასებლად კვლევა დაასრულა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა კომპლექსური გამოწვევები, ძირითადად სწავლების პრაქტიკის კუთხით. სახალხო დამცველი და მისი აპარატის წარმომადგენლები, წლის განმავლობაში, მანდატის ფარგლებში, აქტიურად ატარებდნენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებს. საანგარიშო პერიოდში სულ 727 შეხვედრა ჩაატარდა. აღსანიშნავია, რომ აქედან ბავშვის უფლებებს დაეთმო 194, გენდერს, ქალთა უფლებებს და ოჯახში ძალადობას - 100, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით მანდატსა და საქმიანობის ფორმებს - 247 შეხვედრა. შეხვედრები ასევე ეთმობოდა სხვადასხვა საკითხს, რომელსაც სახალხო დამცველის საგანმანათლებლო ფუნქცია ფარავს. 30.2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს დაადგინა, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების აღმზრდელთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი არ მოიცავს ადამიანის უფლებათა, ან ბავშვის უფლებათა შესახებ მოდულს.1512 აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ თემების შესახებ დამოუკიდებელი მოდულის ინტეგრირების წინადადებით მიმართა.1513 საანგარიშო პერიოდში ინფორმაციაში ააიპ მითითებულია, პროფესიული რომ უნარების აღნიშნული სააგენტოდან დოკუმენტი მიღებულ განახლდა და მის მოდულებში ინტეგრირებულია ბავშვის უფლებები, თუმცა ანგარიშის მომზადების მომენტისთვის დოკუმენტის პროექტის რეგისტრაციის პროცედურები ჯერ კიდევ არ ყოფილა დასრულებული.1514 სახალხო დამცველი მიესალმება ხსენებულ დოკუმენტში ადამიანის უფლებათა ინტეგრირებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში აღმზრდელის დამხმარე როლის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მისი განათლება პასუხობდეს ბავშვთა საგანმანათლებლო პერსონალისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს.1515 1512სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვის უფლებათა შესახებ ცოდნის ინტეგრირების თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 5 სექტემბრის 17-1/8855 წინადადება გვ. 2, ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/pmXqP > [ბოლოს ნანახია 30.03.2026]. 1513 იქვე. 1514 ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს 2026 წლის 16 თებერვლის MES 8 26 0000170656 წერილი. 1515საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024, გვ. 391 , ხელმისაწვდომია: <https://shorturl.at/H0caO> [ბოლოს ნანახია 27/01/2026]. 408 | საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პერსონალისთვის ადამიანის უფლებათა საკითხებზე ტრენინგების სისტემური ჩატარება აუცილებელია.1516 გასათვალისწინებელია, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი სწორედ მუნიციპალიტეტებს აკისრებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებისა და ისეთი სისტემის შექმნის ვალდებულებას, სადაც ვალდებულებათა ბავშვის განათლების შესასრულებლად უზრუნველყოფილია.1517 უფლება მუნიციპალიტეტებს ენიჭებათ ამ საჭიროებათა 1518 განსაზღვრისა და ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვის უფლებამოსილებაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან პერიოდში, საქართველოს გამომდინარე, სახალხო კონტროლირებად დამცველმა, საანგარიშო ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის პერსონალისთვის ადამიანის უფლებათა ტრენინგების ჩატარების პრაქტიკა შეისწავლა. საკითხის სრულყოფილად შესასწავლად სახალხო დამცველმა ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 51 მუნიციპალიტეტიდან 27-ში ჩატარდა ადამიანის უფლებების თემატიკაზე ტრენინგები საგანმანათლებლო პერსონალისთვის, ადმინისტრაციისთვის, დამხმარე პერსონალისა და, ცალკეულ შემთხვევაში, მშობლებისთვისაც. ყველაზე ხშირია ბავშვის უფლებებსა და რეფერირების პროცედურებზე ტრენინგები (15 მუნიციპალიტეტი), დანარჩენ შემთხვევაში ტრენინგები სხვადასხვა თემას, მაგალითად, ქალთა მიმართ ძალადობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას და სახალხო დამცველის საქმიანობას ეხებოდა.1519 1516 იქვე. 1517 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 1518 იქვე, მე-10 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 1519 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 20 თებერვლის 2268/26 წერილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების 2026 წლის 12 თებერვლის 1926/26 წერილი; მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 11 თებერვლის 1875/26 წერილი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების 2026 წლის 20 თებერვლის 2292/26 წერილი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 13 თებერვლის 2000/26 წერილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 18 თებერვლის 2191/26 წერილი. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 16 თებერვლის 2039/26 წერილი. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 13 თებერვლის 1989/26 წერილი. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 13 თებერვლის 1986/26 წერილი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 13 თებერვლის 1959/26 წერილი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 11 თებერვლის 1850/26 წერილი. თელავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის 11 თებერვლის 1827/26 წერილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 11 თებერვლის 1877/26 წერილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 11 თებერვლის 1858/26 წერილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 11 თებერვლის 1854/26 წერილი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 10 თებერვლის 1805/26 წერილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 10 თებერვლის 1770/26 წერილი. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების 2026 წლის 10 თებერვლის 1767/26 წერილი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 9 თებერვლის 1689/26 წერილი. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 23 თებერვლის 2361/26 წერილი. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 409 | აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მრავალმხრივი ტრენინგი, სადაც ადამიანის უფლებები განსაკუთრებით ფართო ჭრილში ისწავლებოდა, მათ შორის, მიემართებოდა სიცოცხლის უფლებას, რწმენის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს და განმარტებული იყო ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სისტემაც.1520 ქედის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო პერსონალსა და ადმინისტრაციას ასევე ჩაუტარდა ტრენინგი ზოგადად ადამიანის უფლებათა შესახებ, სადაც ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპები იქნა განხილული.1521 ამ დრომდე 5 მუნიციპალიტეტს აქვს თავად შემუშავებული ან ახლა მუშაობს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ რესურსებზე.1522 სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის კუთხით, მუნიციპალიტეტების მხრიდან მზარდი ძალისხმევის გაწევა უმნიშვნელოვანესია. 30.3. ზოგადი განათლების სისტემა 2024 წლის მსგავსად, გრიფირება არც საანგარიშო პერიოდში გამოცხადებულა და, შესაბამისად, არც შინაარსობრივი რეცენზირების პროცესი ჩატარებულა. ამდენად, საგანი „მე და საზოგადოება“ კვლავ 2018 წელს გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლება, ხოლო საგნის, „მოქალაქეობა“, VII კლასისთვის განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელო 2019 წელსაა გრიფირებული.1523 აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სამინისტრომ გრიფირების პროცესის გაუქმების შესახებ გამოაცხადა და მიუთითა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებს სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი შექმნიდა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე შევიდა შესაბამისი ცვლილებები, თუმცა, მოცემულ ეტაპზე, ბუნდოვანია ექსპერტთა მერიის 2026 წლის 23 თებერვლის 2328/26 წერილი; ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 2326/26 წერილი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 19 თებერვლის 2213/26 წერილი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 17 თებერვლის 2090/26 წერილი. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 06 მარტის 2794/26 წერილი; გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 09 მარტის 2839/26 წერილი; ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2026 წლის 12 მარტის 2976/26 წერილი. 1520 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 20 თებერვლის 2268/26 წერილი. 1521 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 16 თებერვლის 2039/26 წერილი. 1522 რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების 2026 წლის 12 თებერვლის 1926/26 წერილი; მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 11 თებერვლის 1875/26 წერილი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების 2026 წლის 20 თებერვლის 2292/26 წერილი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 13 თებერვლის 2000/26 წერილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 18 თებერვლის 2191/26 წერილი. 1523 გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების რეესტრი იხ.< https://shorturl.at/s4Ri4 > [ბოლოს ნანახია 27/01/2026]; ასევე იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024, გვ. 392-393, ხელმისაწვდომია: <https://shorturl.at/H0caO > [ბოლოს ნანახია 27/01/2026]. ამავე საკითხთან მიმართებით იხ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 მარტის 3037/26 წერილი. 410 | ჯგუფის შერჩევის სისტემა, სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებისას მაკეტების შინაარსის შემოწმების კრიტერიუმები და სხვ.1524 ამ პირობებში, სახალხო დამცველი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების მოქმედებას, რომლითაც გრიფირების პროცესი გაუქმდა, ყურადღებით დააკვირდება. ამავე დროს, იმსჯელებს და შეაფასებს აღნიშნული ცვლილების თავსებადობას სტანდარტებთან. ადამიანის აღსანიშნავია, რომ უფლებების კანონი არ სწავლების საუკეთესო ითვალისწინებს სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის კრიტერიუმების, ან მასალის შექმნა-შერჩევის პროცესში ჩართული ექსპერტების მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების უფლებამოსილებას.1525 ამ კონტექსტში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესის სამართლებრივი და პრაქტიკული არქიტექტურა სამინისტროსა და აპარატს შორის ჩამოყალიბებული მრავალწლიანი, ძალიან აქტიური თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და მნიშვნელოვნად დაიხვეწა.1526 ამდენად, ამ მიმართულებით თანამშრომლობის შენარჩუნება, სახელმძღვანელოებში ადამიანის უფლებების საკითხების მაღალი ხარისხით ინტეგრირებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მასწავლებელთა ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის, არაფორმალური განათლების აქტივობების გზით. ზოგადსაგანმანათლებლო მიმართულებით, პროფესიული უნდა დაწესებულებების აღინიშნოს, განვითარების რომ ეროვნული მასწავლებელთა საანგარიშო პერიოდში, ცენტრის მიერ მომზადების მასწავლებლის შემუშავებული ტრენინგ- მოდულით, რომელიც მოიცავდა ქალთა და გოგონათა უფლებრივ საკითხებს, მათ მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას, დისკრიმინაციის შესახებ თანამედროვე მეცნიერთა კვლევებს, სტერეოტიპების, ზეგავლენის შემთხვევებისა სტიგმებისა და და წინასწარ არასრულწლოვანთა შექმნილი შეხედულებების ძალადობის შემთხვევების განხილვას, ასევე ტექნოლოგიების მეშვეობით ჩადენილ ძალადობას, 358 მასწავლებელი და 99 ადმინისტრაციის წარმომადგენელი გადამზადდა.1527 ამავე დროს, 280-მდე მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვორქშოფებისა და სემინარების მეშვეობით გადამზადდა, მათ შორის, ისეთ თემებში, როგორიცაა 1524 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ20 ქვეპუნქტი. იქვე, მუხ. 2; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 13 მარტის 3037/26 წერილი. 1525 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ21 ქვეპუნქტი. 1526„საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2023, გვ. 348, ხელმისაწვდომია: < https://shorturl.at/5dFlj> [ბოლოს ნანახია 27/01/2026]; „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2024, გვ, 393-394, ხელმისაწვდომია: <https://shorturl.at/H0caO > [ბოლოს ნანახია 27/01/2026]. 1527 სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2026 წლის 23 თებერვლის MES 5 26 0000207193 წერილის დანართი. 411 | პერსონალური მონაცემების დაცვა, ბავშვის უფლებები, დემოკრატიული მოქალაქეობა, ინტერკულტურული განათლება და მედიაწიგნიერება.1528 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების სწავლების დანერგვა არაფორმალური განათლების გზით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას. ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო მიმართულებით სსიპ ახორციელებს. ახალგაზრდობის 2025 წელს, სააგენტოს ცნობიერების ამაღლების ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებებში 1770 ახალგაზრდა მონაწილეობდა. აღნიშნული აქტივობები ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდების მონაწილეობის უფლება, სამოქალაქო საზოგადოების არსი, შშმ პირთა უფლებები, ციფრულ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სახელმწიფოს მზარდი ძალისხმევა, განგრძობადობა და თემატიკის მრავალფეროვნება, არაფორმალური განათლების გზით ადამიანის უფლებების სწავლების ხელშესაწყობად. 30.4.ადამიანის უფლებათა სწავლება პროფესიულ განათლებაში სახალხო დამცველი კვლავ მიუთითებს პროფესიულ განათლებაში ადამიანის უფლებათა სრულფასოვანი სწავლების მნიშვნელობაზე.1529 აღნიშნული მიდგომა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია განმტკიცებული.1530 სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ სამოქალაქო განათლების საკითხები გამჭოლად არის წარმოდგენილი ყველა პროფესიულ კვალიფიკაციაში, ხოლო მოდულის სახით წარმოდგენილია 21 განახლებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში.1531 ამავე დროს, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საშუალო პროფესიული პროგრამების ფარგლებში ინტეგრირებული მოქმედი მოდული „მოქალაქეობა” სამიზნე ცნებებში კვლავ არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა კომპონენტს და არც თემატურად მოიცავს ადამიანის უფლებათა საკითხებს.1532 1528 იქვე. 1529„საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2024, გვ, 394, სქოლიო 1262, ხელმისაწვდომია: <https://shorturl.at/H0caO > [ბოლოს ნანახია 27/01/2026]. 1530 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022 − 2030 და მისი 2022 − 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 აგვისტოს 446-ე დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, 13.1.7. 1531 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 19 თებერვლის MES 8 26 0000190041 წერილი. 1532 „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანების 412 | ამგვარი მიდგომა აფერხებს ფორმალური განათლების სისტემაში ადამიანის უფლებათა სწავლების უწყვეტობასა და სრულფასოვნებას, რაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით განსაზღვრული განათლების ერთ-ერთი მიზანია.1533 30.5. უმაღლესი განათლება ადამიანის უფლებათა სწავლების საერთაშორისო სტანდარტები უმაღლესი განათლების სფეროში ნათლად მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებები არა მხოლოდ სამართლის, არამედ სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზეც უნდა ისწავლებოდეს.1534 ამ პროგრამებს შორის, მათი განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, გამოკვეთილია მასწავლებლის განათლების პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სწავლების მნიშვნელობა, ცალკე კურსის მეშვეობით, ან ინტეგრირებულად სხვა სასწავლო კურსებში.1535 ამ სტანდარტის პრაქტიკაში დასანერგად, საქართველოს სახალხო დამცველი პერიოდულად იკვლევს შერჩეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სწავლებას.1536 საანგარიშო პერიოდში კი სახალხო დამცველმა მასწავლებლის განათლების 300 კრედიტიან პროგრამებსა და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხი შეაფასა.1537 ამ კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 11 უმაღლესი სასწავლებლის პროგრამა და ჩატარდა საველე სამუშაოები. გამოიკვეთა, რომ პროგრამისთვის სპეციალური განკუთვნილ მასწავლებლის დარგობრივ მომზადების მახასიათებელში, 60 კრედიტიანი სამწუხაროდ, პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, დანართი №3; „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2024, გვ. 394-395, ხელმისაწვდომია: <https://shorturl.at/H0caO > [ბოლოს ნანახია 27/01/2026]. 1533 „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2024, გვ. 395, ხელმისაწვდომი: < https://shorturl.at/H0caO> [ბოლოს ნანახია 27/01/2026]; გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ მიღებული 1989 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს მიმართ ძალაშია 1994 წლის 2 ივლისიდან. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მიღებული 1966 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მიმართ ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან. მე13 მუხლის პირველი პუნქტი. 1534 World Programme for Human Rights Education, phase II adopted on December 4 th 2009 A/HRC/RES/12/4, p. 16 https://shorturl.at/GvGTE [ბოლოს ნანახია 26/02/2026]. 1535 იქვე, p. 23 para. 28. 1536 საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში 2021 https://shorturl.at/uZ3ac [ბოლოს ნანახია 18/02/2026]. 1537 ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის: ხელმისაწვდომობა და გამოწვევები - სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში 2025, https://shorturl.at/u6dJO [ბოლოს ნანახია 10/02/2026]. 413 | არასათანადოდაა ინტეგრირებული ადამიანის უფლებათა საკითხები.1538 დოკუმენტის კომპონენტები არ ითვალისწინებს სწავლის იმგვარ შედეგს, რომელიც, მაგალითად, აქცენტს გააკეთებდა ბავშვის უფლებათა, ან შშმ პირთა უფლებების შესახებ ცოდნის გამომუშავების აუცილებლობაზე.1539 ცოდნის ნაწილთან ერთად, ამგვარ სწავლის შედეგს არც ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის ნაწილები ითვალისწინებს.1540 ამ ჭრილში, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების, საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის განათლებისა და მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებლებში ბავშვის უფლებათა სწავლების/ადამიანის უფლებათა სწავლების ასპექტის დაზუსტების რეკომენდაცია გასცა ხსენებული დოკუმენტების ყველა კომპონენტში.1541 სახალხო დამცველი მიესალმება რეკომენდაციის სრულფასოვნად გაზიარებას და დადებითად აფასებს მის მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესში. კვლევამ კომპლექსურად მოიცვა სასწავლო პრაქტიკაში გამოყენებული ლიტერატურის განახლებადობის საკითხი, სწავლების მეთოდები და სასკოლო პრაქტიკაში გამოკვეთილი გამოწვევების ანალიზი და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციებიც. 1542 ზემოხსენებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მიმდინარე წლის თებერვალში მასწავლებლის განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას.1543 თავისთავად, ეს პროგრამა, თავისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე, იძლეოდა ადამიანის უფლებათა ასპექტის სრულფასოვნად ინტეგრირების კარგ შესაძლებლობას. სახალხო დამცველი კვლავ დააკვირდება ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხს შესაბამის პროგრამებზე ამ მიმართულებით მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით. „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2025 წლის 26 აგვისტოს MES 3 25 0001029171 ბრძანებით დამტკიცებული მახასიათებელი, გვ. 6-7. 1539 იქვე. 1540 იქვე. 1541„საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2024, გვ. 398, https://shorturl.at/H0caO [ბოლოს ნანახია 27/01/2026]; „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის დადგენილების „ნ“ ქვეპუნქტი. 1542ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის: ხელმისაწვდომობა და გამოწვევები - სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში 2025, გვ. 16-17 https://shorturl.at/u6dJO [ბოლოს ნანახია 10/02/2026]. 1543 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 462-ე მუხლი. 2026 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით. 1538 414 | რეკომენდაციები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს: ▪ შევიდეს ცვლილება „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მოდულში, „მოქალაქეობა“, და განისაზღვროს შემდეგი: - სწავლის შედეგად დადგინდეს, რომ სტუდენტი აცნობიერებს ადამიანის უფლებათა არსს და მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში; - სამიზნე ცნებების, „ძალაუფლების“ კომპონენტსა და მოდულის თემებს შორის დაემატოს ადამიანის უფლებები. ▪ „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ” განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2025 წლის 26 აგვისტოს MES 3 25 0001029171 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში განისაზღვროს შემდეგი: - ცოდნის გაცნობიერების კომპონენტში დაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღწერს და მსჯელობს ადამიანის უფლებათა/ბავშვის უფლებათა ძირითად პრინციპებზე; - უნარების ნაწილში დაემატოს ადამიანის უფლებათა კომპონენტი იმგვარად, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისას და სასწავლო აქტივობების განხორციელებისას კურსდამთავრებული იყენებს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნასა და პრინციპებს; - პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის კურსდამთავრებული აღიარებს ნაწილში, ადამიანის დაემატოს, უფლებათა რომ პრინციპების მნიშვნელობას და პატივს სცემს მათ საქმიანობის პროცესში. ▪ უზრუნველყოს სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და შერჩევა ნათელი კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა კომპონენტს, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში ჩართულ სულ მცირე ერთ ექსპერტს მაინც ჰქონდეს სათანადო ცოდნა ადამიანის უფლებებში; ▪ უზრუნველყოს სახელმძღვანელოების განახლება საგნებისთვის: „მე და საზოგადოება“, „მოქალაქეობა” VII-VIII კლასები, ან უზრუნველყოს მათი შეთანხმება დადგენილი წესით; 415 | ▪ სასკოლო სახელმძღვანელოს შეთანხმების პროცესში უზრუნველყოს: ადამიანის უფლებათა საკითხებზე განგრძობადი, სავალდებულო ტრენინგ პროგრამების შემუშავება და ჩატარება შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს: ▪ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ შეიმუშაონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტი; ▪ სიღნაღისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტი; ▪ ყველა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის გადამზადება ადამიანის უფლებებში, განსაკუთრებული აქცენტით ბავშვთა უფლებებზე. 416 | 31. 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა 31.1. შესავალი სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში საჯარო უწყებების მიმართ გასცემს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომელთა მიზანიც გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაა. წინამდებარე თავში გაანალიზებულია სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშით სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, იღებს დადგენილებას, რომლითაც სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად დავალებებს აძლევს სახელმწიფო უწყებებს. პარლამენტის მიერ დავალებების მიცემა საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ აქცევს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.1544 ეს პროცესი, ამავე დროს, ზრდის სახალხო დამცველის საქმიანობის ეფექტიანობას. სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება 2025 წლის 12 ივნისს მიიღო.1545 დადგენილებით პარლამენტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციების დაახლოებით 78% გაიზიარა (მათგან 24% კი, ნაწილობრივ არის გაზიარებული). რეკომენდაციების დანარჩენი ნაწილი პარლამენტის დადგენილებაში არ ასახულა ან მათში არსებითი ცვლილებების განხორციელების საფუძვლით გაზიარებულად არ მიიჩნევა. 1546 31.2. ზოგადი მიმოხილვა სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯამში 319 რეკომენდაციით მიმართა, ხოლო საქართველოს პარლამენტს — 62 წინადადებით. გაცემული 319 რეკომენდაცია ადრესატების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: • 306 რეკომენდაცია — მიემართებოდა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს; 2025 წლის 1-ლ ივლისს, ცვლილებები შევიდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში, რომლის საფუძველზეც შეიცვალა სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისთვის გათვალისწინებული სპეციალური პროცედურები. კერძოდ, ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლი დეტალურად განსაზღვრავდა პროცედურულ მექანიზმს: უწყებების საქმიანობის შესაფასებლად საკომიტეტო საჯარო განხილვებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის დადგენილების შესრულების თაობაზე უწყებების ანგარიშების გამოქვეყნებისა თუ გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ ვადებს. ახალი დებულებით, სპეციალური პროცედურული მუხლი გაუქმდა და მისი შინაარსი ზოგადი სახით მე-2 მუხლში (კომიტეტის უფლებამოსილებანი) დარჩა. 1545 ხელმისაწვდომია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6532361?publication=0 [29.07.2025]. 1546 სახალხო დამცველის 2025 წლის 7 აგვისტოს განცხადება. < https://ombudsman.ge/geo/190821112029siakhleebi/sakartvelos-parlamentis-dadgenileba-sakhalkho-damtsvelis-2024tslis-saparlamento-angarishis-taobaze > [07.10.2025]. 1544 417 | • 11 რეკომენდაცია — მხოლოდ მუნიციპალურ ორგანოებს; • 1 რეკომენდაცია — საჯარო დაწესებულებებს; • 1 რეკომენდაცია გაიცა საჯარო უწყებათა ყველა თანამდებობის პირის მიმართ. სახელმწიფო ორგანოების მიმართ გაცემული მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: სრულად შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა არ შესრულდა უწყების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით ვერ შეფასდა რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა ობიექტური მიზეზით შეუძლებელია შეფასდეს რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა1547 306 რეკომენდაციის შესრულების რაოდენობრივი მაჩვენებელი 22 48 196 8 პროცენტული მაჩვენებელი 7% 16% 64% 3% 32 10% უწყებათა1548 მიმართ გაცემული რეკომენდაციების უფლებრივი კუთხით, შემდეგნაირად გამოიყურება: შესრულების მდგომარეობა არ წარმოადგინეს ინფორმაცია 2 142 1 62 უფლებათა კატეგორია სრულად შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა არ შესრულდა წამების აკრძალვა და სიცოცხლის უფლება1549 სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და 3 11 112 ობიექტურ ი მიზეზით ვერ შეფასდა 14 10 9 33 9 ასეთი კატეგორიის რეკომენდაციები ობიექტური გარემოებების გამო ვერ შეფასდა, ეს ცალკეულ შემთხვევებში გამოწვეული იყო რეკომენდაციის რელევანტურობის დაკარგვის, სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის ან სხვა საფუძვლით. 1548 იგულისხმება ცენტრალური სახელისუფლებო ორგანოები. 1549 ამ კატეგორიაში შედის რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა საპარლამენტო ანგარიშის შემდეგ თავებში: ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სიცოცხლის უფლება და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება. 1547 418 | ჯამი კულტურული უფლებები1550 ეთნიკური და რელიგიურ უმცირესობათა უფლებები1551 შშმ პირთა უფლებები თანასწორობის უფლება1552 ბავშვთა უფლებები 1 13 10 1 3 28 2 7 12 3 1 25 5 4 13 3 3 5 25 8 რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული წინადადებების შესრულების მდგომარეობას, 62 წინადადებიდან 56 არ შესრულებულა, 1 - ნაწილობრივ, 1 - სრულად შესრულდა, ხოლო 4 ვერ შეფასდა ობიექტური გარემოების გამო. 1. რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა იმ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომელთა მიმართ სახალხო დამცველმა ყველაზე მეტი რეკომენდაცია გასცა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშით საქართველოს სახალხო დამცველმა ყველაზე მეტი რეკომენდაციით შემდეგ სახელმწიფო უწყებებს მიმართა: სახელმწიფო უწყება 1. 2. 3. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობა რეკომენდაციების რაოდენობა 64 62 44 21 1550 ამ კატეგორიაში შედის რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა საპარლამენტო ანგარიშის შემდეგ თავებში: გამოხატვის თავისუფლება; გარემოს დაცვის უფლება; ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა; თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა; ინფორმაციის თავისუფლება; იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; საარჩევნო უფლება; საკუთრების უფლება; სოციალური უზრუნველყოფის უფლება; უფლებადამცველები; შრომის უფლება; ხანდაზმულთა უფლებები და ჯანმრთელობის უფლება; სათანადო საცხოვრებლის უფლება და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. 1551 ამ კატეგორიაში შედის რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა საპარლამენტო ანგარიშის შემდეგ თავებში: ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია და რწმენისა და რელიგიის თავისუფლება. 1552 ამ კატეგორიაში შედის რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა საპარლამენტო ანგარიშის შემდეგ თავებში: თანასწორობის უფლება და გენდერული თანასწორობა. 419 | ზემოაღნიშნული სახელმწიფო უწყებების მიერ რეკომენდაციების მდგომარეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: ჯამში შესრულდა შესრულების არ ნაწილობრივ ვერ არ შესრულდა შესრულდა შეფასდა წარმოადგინა ინფორმაცია 64 1 53 9 1 62 5 48 5 2 შს მინისტრი 44 2 31 2 9 საქართველოს 21 19 1 1 ჯანდაცვის მინისტრი იუსტიციის 2 მინისტრი მთავრობა 2. სახელმწიფო უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლები წინამდებარე ქვეთავში წარმოდგენილია ზემოთ, მესამე ქვეთავში, მიმოხილული უწყებების მიღმა სხვა დანარჩენი უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლები. ჯამში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი თავდაცვის მინისტრი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 420 | შესრულდა არ შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა ვერ შეფასდა 2 1 7 1 11 6 4 9 6 7 2 1 12 1 არ წარმოადგინა ინფორმაცია 1 1 4 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო პენიტენციური დაწესებულებების დირექტორები საქართველოს პროკურატურა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალური საგამოძიებო სამსახური და საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს კულტურის მინისტრი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო საქართველოს მთავრობა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 421 | 6 3 6 5 5 1 4 4 1 3 3 2 2 1 3 3 1 2 2 1 1 2 2 2 3 1 1 2 1 1 2 3 1 2 2 სამინისტრო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ თბილისის საქალაქო სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს მთავრობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სსიპ აღსრულების ეროვნულ სააგენტო ა(ა)იპ „პროფესიული უნარების სააგენტო“ 422 | 2 1 1 2 2 3 1 2 2 2 1 1 2 1 1 1 1 2 2 1 1 1 2 1 სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტი და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური თანამდებობის პირები საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის მინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი 423 | 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველო პროკურატურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები საერთო მოსამართლეები ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საჯარო დაწესებულებები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო 424 | 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 დანართი - სახალხო დამცველის და აპარატის წარმომადგენელთა ვიზიტები საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც პირადად, ასევე აპარატის თანამშრომლების მეშვეობით, სხვადასხვა რეგიონებში, დაწესებულებებსა თუ სამიზნე ჯგუფებთან პროაქტიულად მართავდა შეხვედრებს. დამატებით, სახალხო დამცველი, კვირაში ერთხელ, პირადად, იღებს მოქალაქეებს აპარატის ცენტრალურ ოფისში. საანგარიშო წელს, მოქალაქეებთან 164 ასეთი შეხვედრა გაიმართა. ინდივიდუალურ უფლებადარღვევებზე რეაგირების მიზნით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2025 წელს 1400-ზე მეტი თავისუფლებააღკვეთილი/თავისუფლებაშეზღუდული პირი მოინახულეს. კერძოდ, 2025 წლის განმავლობაში, მომართვის საფუძველზე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, მიგრაციის დეპარტამენტში, სამედიცინო დაწესებულებებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განახორციელეს 606 ვიზიტი, მოინახულეს და მანდატის შესაბამისად დახმარება გაუწიეს 1408 პირს, მათ შორის, განსაკუთრებულ და გადაუდებელ შემთხვევებში რეაგირების ჯგუფმა განახორციელა 77 ვიზიტი და მოინახულა 107 პირი. ადამიანის უფლებების დაცვის პრევენციული ფუნქციის განხორციელების მიზნით პრევენციის ეროვნული მექანიზმის, შშმ პირთა კონვენციის და ბავშვთა უფლებათა კონვენციის შესრულებაზე ზედამხედველობის ფარგლებში, 2025 წელს სახალხო დამცველის აპარატმა დარგის ექსპერტებთან ერთად 100-ზე მეტ დახურული ტიპის დაწესებულებაში 130-ზე მეტი პრევენციული ვიზიტი განახორციელა. 425 | გარდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის შესრულებისა, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ადამიანის უფლებების პრევენციული დაცვის ფუნქციების ფარგლებში ჩატარებული შემდეგი სისტემური მონიტორინგები: ▪ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მიზნით, 2025 წელს, მონიტორინგის ფარგლებში, განხორციელდა 12 ვიზიტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ასევე, 11 ვიზიტი დაწესებულებაში, „გარემოს მისაწვდომობა შშმ პირთათვის”; ▪ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით, 2025 წელს, განხორციელდა 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლის მონიტორინგი, 3 - მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში, 3 - დედათა და ბავშვთა თავშესაფარსა და ნინოწმინდის პანსიონატში; ▪ 2025 წელს მონიტორინგი ჩატარდა ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების (თავშესაფრების) 5 დაწესებულებაში, ასევე ძალადობის მსხვერპლთა 7 კრიზისულ ცენტრში; ▪ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესაფასებლად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 26 ვიზიტი; ▪ საქართველოში რიგი სოციალური საცხოვრისების, თავშესაფრებისა და მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგის მიზნით, 2025 წელს, მოვინახულეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში მდებარე 18 დაწესებულება; ▪ წყლის უფლებაზე ხელმისაწვდომობის შესაფასებლად, ვიზიტები განხორციელდა საქართველოს 5 რეგიონში და 15 მუნიციპალიტეტის 35 სოფელში; ▪ 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახმელეთო და საჰაერო სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტები. ასევე საგულისხმოა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნულ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. კერძოდ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს თბილისში, ასევე, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 8 მუნიციპალიტეტში. შეხვედრები გაიმართა 22 საჯარო სკოლაში, 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, 2 სამხედრო ნაწილში, 2 პენიტენციურ დაწესებულებაში. 5 შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. 2025 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებდნენ ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჭრილშიც. ადამიანის უფლებებსა და სხვადასხვა თემაზე, საზოგადოების ინფორმირებულობის გასაზრდელად და ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის გასაძლიერებლად, 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა 727 ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 13 500-მა ადამიანმა. 426 | სახალხო დამცველის საგანმანათლებლო საქმიანობა/ცნობიერების ამაღლების საქმიანობა მიზნად ისახავს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაღრმავებას, დამოკიდებულებებისა და ქცევის დადებითისკენ შეცვლას და ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის განმტკიცებას, რაც პრაქტიკულად ხელს უწყობს კონკრეტული საზოგადოებრივი ამოცანების მიღწევას. 427 |