„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.05.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.
ნომერი
#07-3/441/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-16
ბიუროს ნომერი 182

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ. მუხ. 223) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე–20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–10 პუნქტი: „10. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ემიგრაციის ნებართვის მიღებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.“; 2. ამოღებულ იქნეს 21–ე მუხლის მე–3 პუნქტი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზი არის საქართველოდან ემიგრაციის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ, განმცხადებლის სურვილით საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე რეგულაციის არარსებობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოდან ემიგრაციის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ, განმცხადებლის სურვილით საქმისწარმოების შეწყვეტისა განხორციელების საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით დგინდება საქართველოდან ემიგრაციის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ, განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესაძლებლობა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კანონის 21–ე მუხლის მე–3 პუნქტის ამოღებას, გამომდინარე იმ გარემოებიდან რომ ემიგრაციის ნებართვის გაცემის ტაობაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განთავსებულია სააგენტოს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომელშიც ასევე ჩართულია სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახური. შესაბამისად, ტერიტორიული სამსახურისათვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გაუქმება ხელს შეუწყობს ადამიანური და ტექნიკური რესურსების არაეფექტურად ხარჯვის თავიდან აცილებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: 21 კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის კონსულტაციები მომზადების პროცესში მიღებული დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე. 22