„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.05.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.
ნომერი
#07-3/441/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-16
ბიუროს ნომერი 182

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N3, 16.01.2006, მუხ. 17) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო/სააგენტოს ტერიტორიული სამსახური მომსახურებას ახორციელებს სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება).”; 2. მე-5 მუხლის მე–2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 3. მე-5 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქცით: „6. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, განცხადების შეტანიდან: ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია; ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების - 10 ლარი; გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების - 20 ლარი; დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების - 30 ლარი; ე) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 35 ლარი.”; 4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განცხადების შეტანიდან: 35 ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება; ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 5 ლარია; გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია; დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 25 ლარია; ე) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია.”; 5. მე–5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 პუნქტი: „241. სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის (ინფორმაციის) გამოთხოვისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 ლარია.”; 6. მე–5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29–ე და 30–ე პუნქტები: „29. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე–7 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და წესით ადგილზე მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 ლარია. ამ პუნქტით გათვალისწინებული საფასური არ მოიცავს შესაბამისი მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურს. 30. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობის გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შექმნის საფასურის განაკვეთი 10 ლარია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი გაიცემა განცხადების შეტანიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.”; 7. მე–8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. მე–5 მუხლის მე–6 და 30–ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001; მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირი; უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია. 52. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დროებითი ბინადრობის 36 ნებართვის და დროებითი ბინადრობის მოწმობის საფასურის და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც ბინადრობის ნებართვის მინიჭების ინიციატორი საქართველოს მთავრობის წევრია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი ბინადრობის ნებართვა და დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“; 8. მე–8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი: „53. ამ კანონის მე–5 მუხლის 29–ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 37
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურის დაწესება და აღნიშნული საკითხების საკანონმდებლო რეგულირება. კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობების გაცემისათვის საფასურის დაწესება, ასევე, დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და შეღავათების განსაზღვრა. ასევე, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისაგან დამოუკიდებლად შექმნის საფასური და მისგან გათავისუფლების პირობები. კანონპროექტით განისაზღვრება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების – მომსახურების ადგილზე შესრულების შესაძლებლობა, მომსახურების საფასურის განაკვეთი და მისგან გათავისუფლების პირობები. კანონპროექტის შემუშავების მიზეზს ასევე წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების, უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდების ან მათი უცხო ქვეყნიდან გამოთხოვის მომსახურების საფასურის განსაზღვრა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთებთან დაკავშირებით მომსახურების საფასურის ტარიფის, დაჩრაქებული მომსახურებისა და მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხების რეგულირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად განისაზღვრება სააგენტოს მიერ მომსახურების ადგილზე შესრულების შესაძლებლობა და საფასური, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მომსახურების საფასური, ასევე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაჩქარებული წესით გაცემის საფასურის განაკვეთები, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში 38 სხვა სახელმწიფოების, უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდების ან მათი უცხო ქვეყნიდან გამოთხოვის მომსახურების საფასური, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის საფასური. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები. ასევე, 48–გვერდიანი პასპორტების შესახებ ჩანაწერის გაუქმება, რამდენადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ აღნიშნული პასპორტები აღარ გაიცემა. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია დროებით ბინადრობის ნებართვისა და დროებით ბინადრობის მოწმობის გაცემა საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, როდესაც ბინადრობის ნებართვის მინიჭების ინიციატორი საქართველოს მთავრობის წევრია. ასეთ შემთხვევაში პირი სრულად თავისუფლდება ბინადრობის ნებართვისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტით დგინდება სხვადასხვა მომსახურების საფასური, პირებს, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული მომსახურებით, მოუწევთ კანონპროექტით დადგენილი ტარიფის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით დგინდება საფასური პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობების გაცემისათვის, დაჩქარებული მომსახურებისათვის, ადგილზე მომსახურებისათვის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების, უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული 39 პირების მომართვის საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე (სამოქალაქო აქტების, პირის რეგისტრაციის, მისი პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ) დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდების ან მათი უცხო ქვეყნიდან გამოთხოვის მომსახურებისათვის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გარეშე შექმნისათვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე. 40