„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
III მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-16
ბიუროს ნომერი 182
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის
შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N7, 26.03.2008,
მუხ. 46) მე–19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–7 და მე–8 პუნქტები:
„7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო
(შემდგომში სააგენტო) უფლებამოსილია აკრედიტაციის გავლის გარეშე გასცეს
ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი.
8. სააგენტოზე არ ვრცელდება ამ კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტის
მოთხოვნა. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით
სააგენტოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობა და
პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
27
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ციფრული
ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილების საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის მინიჭება და აღნიშნული
უფლებამოსილების ეფექტურად შესრულებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების განხორციელება.
2008 წლის 14 მარტს მიღებულ იქნა კანონი „ელექტრონული ხელმოწერისა და
ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“, რომელიც ნოვაციას წარმოადგენს ქართულ
საკანონმდებლო სივრცეში. აღნიშნული კანონი პრაქტიკაში არ ამოქმედებულა
ციფრული ხელმოწერის გამოყენების ნაწილში. საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან
გეგმავს ელექტრონული პირადობის (ბინადრობის) მოწმობების გაცემას, რომელზეც
დატანილი იქნება ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი.
ასევე, კანონი სერტიფიკატის გამცემს აკისრებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისა
და მომსახურების უწყვეტობის სავალდებულო დაზღვევის ქონის ვალდებულებას.
ვინაიდან სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს, მიზანშეწონილია
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ არ გავრცელდეს კანონის აღნიშნული
მოთხოვნა, თუმცა აღნიშნულ საკთხთან დაკავშირებით სააგენტოს სამოქალაქო
პასუხისმგებლობისა და სავალდებულო დაზღვევის ფარგლები განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინსიტრის ბრძანებით.
შესაბამისად, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს მიერ გაცემისა და აღიშნული უფლებამოსილების ეფექტურად
შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი გახდა აღნიშნული საკითხების
საკანონმდებლო რეგულირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის
პროცედურის ისეთი რეგულირება, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიენიჭოს
აღნიშნული უფლებამოსილება და შემუშავებულ იქნეს მოქნილი პროცედურა
აღნიშნული უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
28
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“
საქართველოს კანონში შედის ისეთი დამატებები, რომლებიც შესძლებელს ქმნის
სერტიფიკატის გამცემ ორგანოდ განისაზღვროს
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და მასზე არ გავრცელდეს ციფრული
ხელმოწერის სერტიფიკატის გასაცემად აკრედიტაციის გავლის ვალდებულება, ისევე
როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მომსახურების უწყვეტობის
სავალდებულო დაზღვევის ქონის მოთხოვნა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო.
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ ითვალისწინებს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის,
რომლებზეც ვრცელდება კანონი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი ან მოსაკრებელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
29
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაციებს/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – პავლე
კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები –
პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.
30