„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2011
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#07-3/455/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
proeqti საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N45, 21.11.1997, გვ. 55) მე-11 მუხლის მე–2 პუნქტს დაემატოს „ზ1 ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ1) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები;”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 21
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებზეც ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. მათ შორის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არ არიან დასახელებულნი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრულ იმ პირთა კატეგორიაში, რომლებზეც „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება ვრცელდება თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახელდნენ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებიც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს მე–11 მუხლის მე–2 პუნქტში დაემატება „ზ1” ქვეპუნქტი, რის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებზე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იქნება დადგენილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. , ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: 22 კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ცვლილებებს პროექტით გათვალისწინებულ პირთა ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის შემოღებას. გ) მოსაკრებლის ან სხვა სახის მოსაკრებლის ან სხვა სახის კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. დ) მრავალმხრივ მრავალმხრივ კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო, ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს, დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის, დაწესებულების ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. 23