„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და
დამატება:
1.
კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი
დაწესებულებიდან მეორეში გადასვლისას მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური
წოდება, რის შემდეგაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში
გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული
სპეციალური წოდებით ნამსახურობა.”;
2.
კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
სპეციალური
წოდების
მინიჭება
ხდება
ამ
კანონით
დადგენილი
თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით,
გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით
პირველადი საშუალო სპეციალური წოდების
(უმცროსი ლეიტენანტი ან მასთან
გათანაბრებული) მინიჭებისა, რაც შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი უწყებრივი
ნორმატიული აქტით.”;
3.
მუხლის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ბ1” პუნქტი შემდეგი
რედაქციით:
„ბ1)
კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით.“;
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მიხეილ სააკაშვილი
24
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა)
კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1)
მიზანშეწონილი იქნება დაზუსტდეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში
გადასვლისას მოსამსახურისთვის შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებასთან
დაკავშირებული ნამსახურობის ვადის გაანგარიშების საკითხი;
2)
საჭიროა კანონით დარეგულირდეს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურისთვის პირველადი საშუალო წოდების მინიჭების და სპეციალური წოდებების
მინიჭების რიგითობის თაობაზე არსებული ნორმების ურთიერთმიმართების საკითხი;
3)
მიზანშეწონილია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს კანონით
მიეცეთ შესაძლებლობა სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება განახორციელონ
წახალისების ღონისძიების სახით;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დაზუსტებული იქნეს სახელმწიფო სამსახურში მოხელეთა
უწყებრივი
დაქვემდებარების
შეცვლისას
მისანიჭებელი
სპეციალური
წოდებების
შესაბამისობის განსაზღვრასთან და ნამსახურობის ვადის ჩათვლასთან დაკავშირებული,
აგრეთვე სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების ცალკეული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის პროექტით გათვალისწინებული რედაქცია
გამორიცხავს არაერთგვაროვან გაგებას ერთი შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან მეორეში
გადასვლისას მოსამსახურისთვის მისანიჭებელი წოდების შესაბამისობის დადგენასთან
დაკავშირებით. ცვლილების შედეგად, ერთმნიშვნელოვნად დადგინდება, რომ ეს იქნება
კონკრეტულ უწყებაში არსებული იმავე რანგის სპეციალური წოდება, რაც მოსამსახურეს
მინიჭებული ჰქონდა ამ დაწესებულებაში გადასვლამდე და იმავდროულად დაზუსტდება, რომ
ახალ სამსახურში დანიშვნამდე ბოლოს მინიჭებული წოდებით ნამსახურობა უნდა ჩაეთვალოს
ამ სამსახურში არსებული მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებისთვის ვადის
დაანგარიშებისას.
მორიგი სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით (მე-7
მუხლის მე-6 პუნქტი) გასათვალისწინებელია, რომ კანონი უმცროსი სპეციალური წოდებების
მინიჭებისთვის ნამსახურობის ვადებს არ განსაზღვრავს. ამასთან, უმეტეს ძალოვან უწყებებში
პირველადი საშუალო
სპეციალური წოდების (უმცროსი ლეიტენანტის) მინიჭებით
მოსამსახურე გადადის ოფიცერთა შემადგენლობაში, ანუ ის ხდება კადრის მოსამსახურე.
აღნიშნულ კატეგორიაში მოსამსახურე გადაიყვანება, ანუ პირველადი საშუალო სპეციალური
წოდება ენიჭება სპეციალური მოსამზადებელი კურსების გავლის და სათანადო ტესტირებების
დადებითად ჩაბარების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში
მნიშვნელოვანია მოხელის კვალიფიკაციის და სპეციალური მომზადების დონის
25
გათვალისწინება და არა უმცროსი სპეციალური წოდებების რიგითობის დაცვა, რომლების
მინიჭებასთან დაკავშირებით, როგორც აღვნიშნეთ, ნამსახურობის ვადები არ არის
დადგენილი. შესაბამისად, სასურველია აღნიშნული საკითხი
კანონით იქნეს
დარეგულირებული;
მიზანშეწონილი იქნება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს კანონი
აძლევდეს სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების (მე-8 მუხლის პირველი პუნქტი)
შესაძლებლობას
წახალისების
ღონისძიების
სახით
მოხელის
კეთილსინდისიერი
სამსახურისთვის. თავისი არსით, სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებას პრაქტიკაში აქვს
სწორედ აღნიშნული მოტივაცია, ამიტომ მართებული იქნება მისი სამართლებრივი
რეგლამენტაცია.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
,
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ცვლილებებს აღნიშნულ პირთა ფინანსურ მდგომარეობასთან
დაკავშირებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის შემოღებას.
გ)
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
26
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
დ)
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
კანონპროექტის მომზადების პროცესში
მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო,
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია,
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს,
დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის, დაწესებულების ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტი.
27