„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2011
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#07-3/455/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: 1. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 173. სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. (17.07.2009. N1505);” 2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 45-ე–491, 501–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 922, 94-ე, 95-ე, 964, 97-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე– 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 173-ე, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით;” 3. 239-ე მუხლს დაემატოს 131 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „131. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე 246-ე მუხლის „გ1” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოქმს ადგენს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.” 4. ა) 243-ე მუხლის: პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 32 „1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, დამრღვევი პოლიციის მუშაკმა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში ;” ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ისეთი სამართალდარღვევის ჩადენისას, რომლებიც დაკავშირებულია დაცული ობიექტების ან აღნიშნულ ობიექტებზე არსებული სარეჟიმო მოთხოვნების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან, დამრღვევი შესაბამისად პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სხვა გასამხედროებული დაცვის მუშაკებმა შეიძლება მიიყვანონ გასამხედროებული დაცვის სამსახურებრივ შენობაში ან პოლიციაში სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამრღვევის პიროვნების დასადგენად და სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.” 5. 246-ე მუხლს დაემატოს „გ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირების და „გ1) დასაცავი ობიექტების დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს დასაცავი პირების და დასაცავი ობიექტების ხელყოფასთან დაკავშირებული ქმედების აღკვეთის მიზნით, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;” 6. 248-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საბაჟო ორგანოებისა და საგადასახადო ორგანოების საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა;” ბ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული „3. დაცვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მიხეილ სააკაშვილი 33
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მიღებასთან და წარმოდგენილია აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” აისახოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოშობილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეგულირების სფეროს მიკუთვნებული ურთიერთობების მარეგლამენტირებელი ნორმები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: კანონით განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კვალიფიკაცია; დგინდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული დაკავების, საგნებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის, შესაბამისი ოქმების შედგენის და ამ კატეგორიის საქმეებზე განსჯადობის შესახებ ნორმები, კერძოდ: 1) 173–ე მუხლის დისპოზიციურ ნაწილში ემატება სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების”, რის შედეგადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან მისთვის წინააღმდეგობის გაწევა გამოიწვევს ისეთივე პასუხისმგებლობას, როგორიც გათვალისწინებულია პოლიციის მუშაკების მიმართ ამგვარი ქმედების ჩადენისათვის”; 2) 208-ე მუხლში რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეთა შორის ხდება 173–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დამატება; 3) 239–ე მუხლში გათვალისწინებული დამატებით დგინდება, თუ როდის შეადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები; 4) 243–ე და 246–ე მუხლების ცვლილებებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პოლიციაში წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირთა შორის დაემატებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, აგრეთვე განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციულ დაკავებას განახორციელებენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები; 5) 248–ე მუხლში შესატანი ცვლილებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული წესით პირად გასინჯვაზე და ნივთების გასინჯვაზე უფლებამოსილ ორგანოებს შორის . ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება 34 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ცვლილებებს აღნიშნულ პირთა ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო, ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს, დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის, დაწესებულების ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა 35 სამინისტრომ წამოაყენა წინადადება აღნიშნული პროექტის და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” ნორმების შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. 36