„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, N41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და
დამატება:
1.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ),
კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ
იქნეს საკონტრაქტო სამსახურის,
საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურის ან
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო ვალდებულების
მოსახდელად, საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურისათვის, ასევე სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო
სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის განისაზღვრება ამ კანონის
32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის – ამ კანონის 32-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო
სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა
ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის და შესაბამისი უწყების
ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. “;
2.
მე-2 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31.
წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 4 წლის ვადით
უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად. აღნიშნული
პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.”
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მიხეილ სააკაშვილი
18
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და
დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონის პროექტზე
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა)
კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის პირობების დაზუსტების საჭიროება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ზუსტად განისაზღვროს, თუ რა სახით შეიძლება იქნეს
მოხდილი სამხედრო ვალდებულება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, აგრეთვე
დადგინდეს შესაბამისი ვადები სამსახურის გასავლელად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში რედაქციულად ზუსტდება იმ კატეგორიის
სამსახურის დასახელება, რომლის გავლაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში
წვევამდელებს ჩაეთვლებათ სამხედრო ვალდებულების მოხდად. კერძოდ, ეს არის
საკონტრაქტო და არა „საკონტრაქტო (პროფესიული)” სამსახური. ამავდროულად, კანონი
დამატებით ითვალისწინებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო
ვალდებულების მოხდის შესაძლებლობას, კერძოდ 4 წლიანი უწყვეტი სამსახურის გავლის
შემთხვევაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდილად ჩათვლას.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
,
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
19
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ცვლილებებს აღნიშნულ პირთა ფინანსურ მდგომარეობასთან
დაკავშირებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის შემოღებას.
გ)
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
დ)
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
კანონპროექტის მომზადების პროცესში
მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო,
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია,
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს,
დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის, დაწესებულების ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
პროექტთან დაკავშირებით
წარმოდგენილი აქვთ და გათვალისწინებულია
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს
წინადადებები.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტი.
20