„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
II მოსმენა
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „ც”
ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც)
საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებისთვის გადაცემული ქონება;”
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
28
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა)
კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე–4 მუხლი ითვალისწინებს იმ
სახელმწიფო ქონების ჩამონათვალს, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება, ხოლო
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის
მე–21 მუხლის თანახმად
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული
ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას
და სეკვესტრს. აღნიშნული ქონების ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის კანონით დადგენილი წესით განთავსებისთვის გადაცემული
ქონება, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს პროკურატურის, თავდაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროების მიმართ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ქონების შესახებ” და „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ცალკეულ სახელმწიფო ორგანოებს
შორის, რომლებისთვის გადაცემულ ქონებაზეც ვრცელდება პრივატიზებისა და იძულებითი
აღსრულების განხორციელების შეზღუდვები, გათვალისწინებული იქნეს საქართველოს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
საქართველოს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განთავსებისთვის
განკუთვნილი შესაბამისი ქონებიდან, თითოეული წარმოადგენს სარეჟიმო დაცულ ობიექტს
და აქვს სპეციალური დანიშნულება მეტ–ნაკლებად სტრატეგიული ფუნქციებით. აღნიშნულის
გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ასეთ ქონებაზე ვრცელდებოდეს პრივატიზებისა და
იძულებითი
აღსრულების
განხორციელებისთვის
კანონმდებლობით
დადგენილი
შეზღუდვები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის
მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „ც” ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელშიც სხვა
შესაბამის ორგანებთან ერთად გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის შესაბამისი კატეგორიის ქონებაც.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
29
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
,
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ცვლილებებს პროექტით გათვალისწინებული სუბიექტების
ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის შემოღებას.
გ)
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
დ)
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
კანონპროექტის მომზადების პროცესში
მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო,
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია,
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში სხვა ორგანიზაციებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის, დაწესებულების ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი წარმოდგენილია ცვლილებათა პაკეტში. „სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების
30
შეტანის თაობაზე” კანონპროექტის განხილვისას, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადება წამოაყენა ეროვნული უშიშროების საბჭომ.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტი.
31