„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2015
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/335/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 77 ✗ 6
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადგილობრივი განხორციელებული მაუწყებლობა – ამ მაუწყებლობა, კანონით დადგენილი რომელიც წესით ხელმისაწვდომია ლიცენზიით/ავტორიზაციით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) მაუწყებელი - საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელე ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირი;“; გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ტ1 და ტ2 ქვეპუნქტები: „ტ1) რადიომაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ავტორიზებული ახორციელებს ტელევიზია პირი, საკუთარი რომელიც და რადიო, პირადი სამაუწყებლო ლიცენზიის სარედაქციო ბადით მფლობელი ან პასუხისმგებლობით გათვალისწინებული აუდიო პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომია; ტ2) ტელემაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ 1 სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;“; დ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) საეთერო ავტორიზებული/ლიცენზირებული მაუწყებლობა მაუწყებლის – მიერ სიხშირის საქართველოში გამოყენებით განხორციელებული მაუწყებლობა;“; ე) „ჰ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ4) სამაუწყებლო კონცეფცია – მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ან ავტორიზაციის მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს და პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერას;“; ზ) „ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ8) სპეციალიზებული მაუწყებლობა – ძირითადად ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა;“; თ) „ჰ16“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. რადიო სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმა და პრიორიტეტები მაუწყებლობის სფეროში კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიო სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.“. 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 „მ) მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;“. 4. მე-14 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, სალიცენზიო ან ავტორიზაციის პირობების დარღვევის თაობაზე.“. 5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო მაუწყებლობა და რადიო სიხშირეები 1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად კომისიის მიერ შპს „საქართველოს გამოიყენება ტელერადიოცენტრისთვის“ საზოგადოებრივი მინიჭებული მაუწყებლის მიზნებისა რადიოსიხშირეები და ამოცანების შესასრულებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გადასაცემად. 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია სრულად გამოიყენოს საკუთარი სატელევიზიო არხების გავრცელებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატელევიზიო ქსელი. 3. საზოგადოებრივი რადიომაუწყებლობა სიხშირეების გამოყენებით ხორციელდება 3 რადიოარხზე.“. 6. 352 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 352. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ტელერადიომაუწყებლობის გავრცელება 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, რადიომაუწყებლობას ახორციელებს ერთ რადიო არხზე. 3 2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სატელევიზიო მაუწყებლობას ახორციელებს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის გამოყენებით.“. 7. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით.“. 8. 37-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ასევე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს ერთის მხრივ უცხო ქვეყნის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართელოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლების მინიჭებას, მეორე მხრივ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას.“. 9. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. მაუწყებლობის სახეები და სახეობები 1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. 2. მაუწყებლობის სახეებია: ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის (გარდა საეთერო საფუძველზე, საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე. 4 3. მაუწყებლობის სახეობებია – სათემო და კერძო მაუწყებლობა. 4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა; კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის ავტორიზაციისას/ლიცენზირებისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების ერთი თემატიკა. 5. გეოგრაფიული არელის მიხედვით მაუწყებლობა არის ეროვნული ან ადგილობრივი. 6. სამაუწყებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის მიხედვით, მაუწყებლობა შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო. 7. მაუწყებლობაზე ავტორიზაციისას/ლიცენზირებისას მიეთითება: ა) მაუწყებლობის ენა/ენები; ბ) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში; გ) გავრცელების ტექნოლოგია; დ) მაუწყებლობის დაწყების ვადა; ე) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა. 8. სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ტრანზიტი დაიშვება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის უცვლელი სახით გადაცემის მიზნით, თავისუფალი საეთერო დროის განმავლობაში (რა დროსაც რადიომაუწყებლობის ტრანზიტის უზრუნველმყოფი პირი არ ახორციელებს საკუთარ მაუწყებლობას). 9. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 10. მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“. 10. მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს რადიოსიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის. 3. ეროვნული და ადგილობრივი რადიომაუწყებლობისათვის ლიცენზია გაიცემა ცალ-ცალკე.“. 5 11. 401 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ავტორიზაციის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თანამგზავრულ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულობა წარმოეშვება იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელი ასევე არის ავტორიზებული თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ახორციელებს ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას.“. 12. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემის წესი 1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%- ს ან მეტს; 6 გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი; დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა; ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. 2. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) შესაბამისობის დეკლარაცია; დ) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია; ე) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია; ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა; ზ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; თ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; ი) განსახორციელებელი შეესაბამებოდეს სამაუწყებლო რადიომაუწყებლობის კონცეფცია, რომელიც ამ უნდა პრიორიტეტებსა და კანონით 10%-ის დამადასტურებელი განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს; კ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილი წესით. 3. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ კომისია. სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების დაწესება და მოთხოვნა აკრძალულია (ერთი გაჩერების პრინციპი). 7 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში განისაზღვრება სალიცენზიო პირობებად.“. 13. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ ) სალიცენზიო/ავტორიზაციის მსურველის განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37- ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ;“. 14. 43-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. მაუწყებლობის სფეროში ლიზენციის გასაცემად კონკურსის ჩატარების წესი“; ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გასაცემი ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა;“; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას კომისია მხედველობაში იღებს: ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს; ბ) თემის სახეს და მრავალფეროვნებას; გ) ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის სამოქმედო ზონაში სხვა მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.“. 15. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამ შემთხვევაში უნდა გაიცეს ახალი ლიცენზია კანონით დადგენილი წესით.“. 16. 451 მუხლის: ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8 „1. სათემო ან კერძო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. 2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი; დ) მაუწყებლობის ენა/ენები; ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში; ვ) გავრცელების ტექნოლოგია; ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა; თ) საქმიანობის მოკლე აღწერილობა; ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; ბ) შესაბამისობის დეკლარაცია; გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია; ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია; ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.“; 9 ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია: ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს; გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზაციის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.“; გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111-115 პუნქტები: „111. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. 112. ავტორიზაციის შეჩერება ხდება: ა) ავტორიზებული პირის მიერ მის მიერ მითითებული ვადით; ბ) მაუწყებლობის განახლების შესახებ კომისიისათვის ინფორმაციის წარდგენამდე; გ) დარღვევის აღმოფხვრამდე. 113. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას, ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მაუწყებელს. 114. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარებას ახორციელებს შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 115. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაცია განახლდება მაუწყებლის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურების შემდგომ 7 დღის ვადაში, კომისიის გადაწყვეტილებით.“; 10 დ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდგომ. 13. მაუწყებლის ავტორიზაცია გაუქმდება: ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე, ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება; ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალების ან ლიკვიდაციისას.“. 17. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46. სათემო მაუწყებლობის მიზანი 1. სათემო მაუწყებლობა უნდა: ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს; ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება; გ) უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქებას. 2. სათემო რადიომაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია. 18. 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 19. 56-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა ან რეკლამა, გარდა ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა, შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“. 20. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11 „3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური მაუწყებლობა, გარდა სპორტული რეპორტაჟებისა, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსებისა; ამ შემთხვევაში მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც უფასოდ ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.“. 21. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 59. ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებულნი არიან საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.“. 22. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 60. მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა 1. პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 ტელე და 1 რადიო საერთო საეთერო არხს თითო მომსახურების ზონაში. 2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სატელევიზიო ქსელის სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია თავის ქსელში გაატაროს ერთი პირის ან მასთან ურთიერდამოკიდებულობის მქონე პირის მფლობელობაში არსებული არა უმეტეს 5 სატელევიზიო მაუწყებელი.“. 23. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის 12 ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საარჩევნო უბნების მისამართები; ბ) არჩევნების თარიღი; გ) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.“. 24. 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში (არაუმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 2. საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“. 25. 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.“. 26. 71-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 13 „1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დარღვევა არ არის აღმოფხვრილი, განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება. 4. გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრების, ლიცენზიის მოქმედების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში საქართველოს დადგენილი წესით. უფლებამოსილია ადმინისტრაციული ლიცენზიის მოითხოვოს მოქმედების/ავტორიზაციის შეიძლება გასაჩივრდეს საპროცესო კოდექსით მფლობელი/ავტორიზებული ზიანის ანაზღაურება არამართლზომიერი პირი ლიცენზიის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის არამართლზომიერი გაუქმების გამო. ანაზღაურების ოდენობას ადგენს სასამართლო.“. 27. 72-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის/ავტორიზაციის შეჩერების მიზნით. 3. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის/ავტორიზაციის შეჩერების მიზნით.“. 28. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 14 „2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აგრეთვე საეთერო მაუწყებელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული წესით. ავტორიზაციის/ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც.“. მუხლი 2. 1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის მიღების მომენტისათვის არსებული მაუწყებლების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებისა) ავტორიზებულ მაუწყებელთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაცია. 2. კომისიამ 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მაუწყებლებისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გადახდილი საფასურის დაბრუნება, ლიცენზიის ვადით დარჩენილი დროის პროპორციულად. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ავტორიზებულმა პირებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინოს ამ კანონით დადგენილი დამატებითი ინფორმაცია. 5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიანიჭოს ლიცენზია ამ კანონის ამოქმედების დროს მოქმედ მაუწყებლებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის გარეშე. 6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისობაში მოიყვანოს კანონქვემდებარე აქტები ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. 7. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მულტიპლექს პლატფორმაზე მაუწყებელთა დაშვებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა. 8. მულტიპლექს პლატფორმაზე მაუწყებელთა დაშვებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების თაობაზე კანონპროექტის მიღებამდე, „მაუწყებლობის შესახებ“ 15 საქართველოს კანონის 401 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნის უფლება, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ასევე მიენიჭოთ, იმ კერძო და სათემო მაუწყებლებს, რომლებსაც 2015 წლის 17 ივნისისათვის პრაქტიკულად ექნებათ დაწყებული საერთო ღია თანამგზავრული მაუწყებლობა ან/და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის ხელმისაწვდომი საერთო საეთერო მაუწყებლობა - მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული ყველა პირის მიმართ, ხოლო ადგილობრივი საერთო საეთერო მაუწყებლებს - თავისი სამაუწყებლო ზონაში არსებული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიმართ. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 16
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპრ ოექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2006 წელს „ჟენევა–06“ გეგმით ITU (International Telecommunication Union)–მ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის, მათ შორის, საქართველოსთვის, განსაზღვრა ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო (Digital Terrestrial Television, DTT) მაუწყებლობაზე გადასვლის ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე. 2015 წლის 17 ივნისი დადგენილია საბოლოო ვადად, რომლის შემდეგ ანალოგური მაუწყებლობა არ იქნება იურიდიულად დაცული მეზობელი ქვეყნების სადგურების რადიოსიხშირული ხელშეშლისაგან. ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე გულისხმობს, რომ უმეტეს შემთხვევაში კონტენტის მწარმოებელი და სიხშირული რესურსის მფლობელი განსხვავებული პირის მფლობელობაშია და შესაბამისად მათი სამართლებრივი მდგომარეობა განსხვავებულ რეგულაციებს მოითხოვს. ერთი ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განკუთვნილი ქსელის ასაგებად გამოყოფილი სიხშირული რესურსის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს 15-მდე სტანდარტული გარჩევადობის არხი, მაშინ როცა, დღეს ანალოგური გამოყენებით მაუწყებლობისთვის შესაძლებელია გაცემული გავრცელდეს მხოლოდ სიხშირული ერთი რესურსის სტანდარტული გარჩევადობის არხი. ისევე როგორც ყველა სახელმწიფოში, ასევე საქართველოშიც, თითქმის წარმოუდგენელია ერთი რომელიმე სატელევიზიო არხის მიერ მთლიანად იქნას ათვისებული ერთი ციფრული მულტიფლექსი. აქედან გამომდინარე, სიხშირული რესურსის გამოყენებაზე ლიცენზიის მიღების საკითხები მთლიანად 17 უნდა იქნას გადატანილი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში (აღნიშნულ კანონში უკვე განხორციელდა ზემოაღნიშნული ცვლილებები), ხოლო მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმა უნდა დაარეგულიროს მხოლოდ კონტენტის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული გამიჯვნა ასევე რეკომენდირებულია ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002/21/EC, 2002/20/EC, 2002/19/EC, 2002/22/EC, 2002/58/EC დირექტივებით. დღეს მოქმედი დამახასიათებელი კანონი აგებულია სპეციფიკაციით. ანალოგიური საეთერო მაუწყებლობისთვის მაუწყებლობა დაკავშირებული გახლდათ ამოწურვადი რესურსის გამოყენებასთან და ამის გამო მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა საკმაოდ რთული პროცედურით. ვინაიდან, ციფრული მაუწყებლობის დროს ამოწურვადი რესურსის გამოყენების პრობლემა არ დგას, მაუწყებლობის განსახორციელებლად აღარ არის მიზანშეწონილი ლიცენზირების გართულებული პროცედურა, მაუწყებლობა შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის შემდეგ. შესაბამისად, დღეს მოქმედ კანონში უნდა მოხდეს გამიჯვნა სატელევიზიო და რადიომაუწყებლების და ლიცენზირების რეჟიმი უნდა დარჩეს მხოლოდ იმ რადიომაუწყებლებზე, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით (რადიომაუწყებლობა კვლავ ანალოგურ მაუწყებლობაზე რჩება). დღეს მოქმედი კანონი ითვალისწინებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის სიხშირეების გამოყოფას, რაც ზემოთაღნიშნული ციფრული მაუწყებლობის კონტექსტიდან გამომდინარე მიზანშეუწონელი იქნება. ციფრულ მოქმედი სატელევიზიო ავტორიზაციის მაუწყებლობაზე გადასვლასთან სისტემა საჭიროებს სისტემურ ყველა სატელევიზიო გაჯანსაღებას. ვინაიდან, ამიერიდან ავტორიზაციის რეჟიმში და შესაბამისად საზოგადოებრივი ერთად დღეს ცვლილებას და არხი გაივლის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს ტელევიზიის მფლობელებთან და მის ფინანსურ სახსრებთან მიმართებაში. ასევე საჭიროა განისაზღვროს კონკრეტული სანქციები კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, რასაც ავტორიზაციის მოქმედი სისტემა არ ითვალისწინებს. დღეს მოქმედი კანონით ავტორიზაციის შეჩერება თითქმის შეუძლებელია და საჭიროებს რამდენიმე პირობის ერთდროულად არსებობას. ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, მაშინ როდესაც ყველა სატელევიზიო არხი იქნება ავტორიზებული საჭიროა კომისიას ჰქონდეს საკმარისი ბერკეტები იმისათვის, რომ ჯეროვნად იქნას დაცული მომხარებლების უფლებები კანონდარღვევის შემთხვევაში. 18 მოქმედი კანონი სპეციალიზებული საჭიროებს მაუწყებლობა რიგი საკითხების განმარტებულია, დახვეწას, როგორც კერძოდ, მხოლოდ ერთი თემატიკით მაუწყებლობის შესაძლებლობა, რაც ვფიქრობთ, ზედმეტად ხისტი შეზღუდვაა და საჭიროებს ცვლილებებს. ასევე, მოქმედი კანონი, შესაძლებლობას უშვებს, რომ საკაბელო ქსელის მეშვეობით, კოდირებული ფორმით, გაშვებულ იქნას ისეთი პროგრამა ან რეკლამა, რომელიც ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებასა და ძირითად უფლებებს, რაც დაუშვებელია. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ახლებურად დარეგულირდეს სატელევიზიო მაუწყებლობასთან დაკავშირებული საკითხები, რათა გათვალისწინებულ იქნას ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის სპეციფიკა. კანონპროექტის მიზანია, სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება და მაუწყებლობის განხორციელების შესაძლებლობა მარტივი ავტორიზაციის გზით. კანონპროექტის მიზანია, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, მაუწყებლისთვის ადეკვატურად გამოსაყოფი დაარეგულიროს სიხშირეების საკითხი. საზოგადოებრივი ამასთან ერთად, კანონპროექტის მიზანია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად არ შეფერხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რედაქციული დამოუკიდებლობა. კანონპროექტის მიზანია, ახლებური საჭიროებების გათვალისწინებით გადახედილ იქნას დღეს არსებული ავტორიზაციის სისტემა. კანონპროექტის მიზანია ახლებურად დამუშავდეს კონცენტრაციის აკრძალვის რეგულაცია, რათა ადეკვატურად აისახოს ციფრულ მიწისზედა სამაუწყებლო ქსელში სატელევიზიო პროგრამების ღია ეთერით გავრცელებასთან დაკავშირებული სპეციფიკა. კანონპროექტის მიზანია, აღმოფხვრილ იქნას მაუწყებლობის შესახებ გამომდინარე, კანონპროექტის მთავარი საქართველოს კანონში არსებული ხარვეზები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან მიზანია: • გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის ხელშეწყობა; • სამაუწყებლო ბაზრის, საქართველოში წარმოებული სამაუწყებლო კონტენტის განვითარების წახალისება; • საეთერო სამაუწყებლო ბაზარზე შესვლის დაბრკოლების მინიმუმამდე დაყვანა; 19 მრავალფეროვან • და მაღალხარისხიან საეთერო სამაუწყებლო კონტენტზე მომხმარებელთა წვდომის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ახლებურად განიმარტა ადგილობრივი მაუწყებელი, რომლის თანხმადაც დაკონკრეტდა, რომ ავტორიზებული პირის მომსახურების ზონის მიხედვით დადგინდება არის თუ არა მაუწყებელი ადგილობრივი. კანონპროექტით სატელევიზიო და ახლებურად რადიო განიმარტა მაუწყებლობა. მაუწყებელი ასევე რათა გაიმიჯნოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოიღება საკაბელო მაუწყებლობასთან დაკავშირებული ნორმები, ვინაიდან მაუწყებლობა ამიერიდან დარეგულირდება მხოლოდ კონტენტის მიხედვით და არანაირი მნიშვნელობა არ მიენიჭება იმ ტექნიკურ საშუალებას, რითაც გადაიცემა კონკრეტული მაუწყებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გადაცემა უკავშირდება ამოწურვადი რესურსის სარგებლობას (საეთერო მაუწყებლობა). კანონპროექტით ახლებურად განიმარტა საეთერო მაუწყებლობა, რომელიც აკონკრეტებს, რომ მხოლოდ ამ კანონის თანახმად ლიცენზირებული ან ავტორიზებული მაუწყებელი შესაძლოა იყოს საეთერო მაუწყებელი. ვინაიდან, ციფრულ მიწისზედა სიხშირეების სატელევიზიო გამოყენებით მოხდება მაუწყებლობაზე ე.წ. ფასიანი გადასვლასთან უცხოური ერთად, ტელევიზიების გადაცემაც და მიზანშეუწონელია ისინიც ჩაითვალონ ამ კანონით გათვალისწინებულ საეთერო მაუწყებლებად, რასაც თავისი უფლებები და ვალდებულებები ახლავს თან. კანონპროექტით ვალდებულება განისაზღვრა, ავტორიზაციის სამაუწყებლო დროსაც. კონცეფციის კანონპროექტით წარდგენის სპეციალიზებული მაუწყებლობა განისაზღვრა, როგორც ძირითადად ერთი თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა, გარდა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკისა. კანონპროექტის შესაბამისად, ავტორიზაციის ახალი რეჟიმის პირობებში ხდება კომისიის ფუნქციების დაზუსტება. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ მაუწყებლის მიერ დაინტერესებულ ავტორიზაციის პირს აქვს პირობების დარღვევის მიმართოს, როგორც უფლება შემთხვევაში კომისიას, ასევე სასამართლოს. კანონპროექტით განმტკიცებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება სრულად გამოიყენოს ერთი ციფრული მულტიფლექსი საკუთარი სატელევიზიო არხების გასავრცელებლად და შემდგომი 20 გაფართოებისათვის. ასევე კანონპროექტის მიხედვით, ამავე მულტიფლექსში ერთი არხი დაეთმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით. კანონპროექტის 37-ე მუხლს დაემატა დამატებითი აკრძალვა, რომ საქართველოში მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირება/ავტორიზება ეკრძალება უცხო ქვეყნის პოლიტიკურ პარტიას ან მის თანამდებობის პირს. ასევე აღნიშნული ეკრძალება უცხო ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს, თანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს და ადმინისტრაციულ ორგანოსთან უერთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა რაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნულ შეზღუდვას აქამდე ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან, თანამდებობის პირთან, საჯარო მოხელესთან და ადმინისტრაციულ ორგანოსთან უერთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირთან მიმართებაში, რაც არ ასახავს ადეკვატურად ქვეყნის წინაშე მდგარ მიზნებსა და ამოცანებს. მნიშვნელოვანია, რომ რისკების შესამცირებლად და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის ხელისუფლებასაც ჰქონდეს ანალოგიური შეზღუდვა, თუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესი არ არის მისი აქ გავრცელება, რაც გამოიხატება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლი ძალაში შევა 2016 წლის 1 ივნისს, რათა საქართველოს მთავრობას მიეცეს ერთი წელი, რომ დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები იმ მაუწყებლებთან, რომელსაც შესაძლოა შეეხოს აღნიშნული მუხლი (მაგალითად რადიო ამერიკის ხმა, თავისუფლება და ა.შ.). კანონპროექტით ასევე აიკრძალა უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლობის განხორციელება. კანონპროექტით ახლებურად ჩამოყალიბდა 38-ე მუხლი, რომელმაც ზუსტად ასახა ახალი სამართლებრივი რეჟიმი, კერძოდ ის, რომ მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო ავტორიზაციის ლიცენზიის საფუძველზე. საფუძველზე. საეთერო ასევე მაუწყებლობის სახეებია: ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება რადიომაუწყებლობა ხორციელდება განისაზღვრა მაუწყებლობის სახეობები და ქვესახეობები, რომ სამაუწყებლო პროგრამები შეიძლება იყოს როგორც უფასო, ასევე ფასიანი. ასევე განისაზღვრა ზუსტი ჩამონათვალი იმ მონაცემებისა, რაც უნდა 21 მიეთითოს ლიცენზირებისას თუ ავტორიზაციისას. კანონპროექტით დაკონკრეტდა შემთხვევა, როდესაც რადიომაუწყებლობის დაიშვება ტრანზიტი შესაბამისად ლიცენზირებული მიზნით, თავისუფალი რადიომაუწყებლობის საკუთარ მაუწყებლის მხოლოდ სპექტრის საქართველოს გამოყენებით კანონმდებლობის რადიომაუწყებლის უცვლელი სახით გადაცემის საეთერო ტრანზიტის მაუწყებლობას). მაუწყებლობის სიხშირული დროის განმავლობაში უზრუნველმყოფი კანონპროექტით სფეროში ავტორიზაცია, ინიციატივით შეჩერება პირი დამატებით ავტორიზაციის ან გაუქმება (რა არ დროსაც ახორციელებს განისაზღვრა, რომ მოდიფიცირება და ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით მაუწყებლობის შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მასთ ქერით სატელევიზიო არხის გავრცელების ვალდებულობა ავტორიზებული წარმოეშვება იმ თანამგზავრულ შემთხვევაში თუ მაუწყებელი ასევე არის ღია მაუწყებლობაზე და ახორციელებს რომ არ მიიღებს თანამგზავრულ მაუწყებლობას. კანონპროექტით განისაზღვა, კომისია განაცხადს ავტორიზაციაზე თუ ის წარდგენილია იმ პირის მიერ, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობა საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად. კანონპროექტით ავტორიზაციის წესში შევიდა რამდენიმე ცვლილება: • ავტორიზაციის მსურველთათვის განისაზღვრა დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, ავტორიზაციის მსურველმა კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონის შესახებ, განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, აგრეთვე, მოთხოვნილ იქნა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ. • კანონპროექტის თანახმად, ავტორიზაციის შეჩერების საფუძველს ემატება კომისიის გადაწყვეტილება, თუ ავტორიზაციის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. კანონპროექტით დამატებით განსაზღვრულია, ავტორიზაციის შეჩერების დროს გამოსაყენებელი პროცედურები. 22 კანონპროექტით დაზუსტდა ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევები. კანონპროექტი კრძალავს, მაუწყებლობის განხორციელებისას, თუნდაც კოდირებული ფორმით, გაშვებულ იქნას ისეთი პროგრამა ან რეკლამა, რომელიც ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებასა და ძირითად უფლებებს. კანონპროექტის თანახმად, მთავარი მოვლენების შესახებ ექსკლუზიური საეთერო მაუწყებლობა დაუშვებელი ხდება, გარდა სპორტული რეპორტაჟებისა, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსებისა. ამ შემთხვევაში მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც უფასოდ ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის. კანონპროექტით ახლებურად მოწესრიგდა კონცეტრაციის აკრძალვა, რომლის მიხედვითაც ციფრულ მულტიპლექსში შესაძლებელია ჩართული იქნას ერთი პირის ან მასთან ურთიერდამოკიდებულების მქონე პირის მფლობელობაში მქონი არაუმეტეს 5 არხი. აღნიშნული შეზღუდვა ადეკვატურად გამოხატავს დღეს არსებულ საეთერო სატელევიზიო რესურსის ჯეროვნად გამოყენებას, რომ არ მოხდეს ერთი კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის მიერ საეთერო სატელევიზიო მონოპოლიზება. იმ შემთხვევაში თუ სამომავლოდ გაიზრდება სივრცის საეთერო სატელევიზიო რესურსი (ახალი ციფრული მულტიპლექსები შეიქმნება), მაშინ შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს. კანონპროექტით ასევე დაკორექტირდა მუხლები, რათა ადეკვატურად იქნას ასახული ტელე მაუწყებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც ლიცენზირება მთლიანად გაუქმებულია. კანონპროექტით გათვალისწინებულია, ავტორიზაციის არამართლზომიერი შეჩერების და გაუქმებას დროს, ავტორიზებული პირის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომლის ოდენობასაც საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლო. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ კომისია მაუწყებლებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით. წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებებს, რომლის თანახმადაც კომისია ვალდებული ხდება ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, იმ მაუწყებლებს, რომლებიც ფლობდნენ მაუწყებლობის ლიცენზიას, ავტომატურად მიანიჭოს ავტოროზაცია. კანონპროექტით ასევე განისაზღვრა საქართველოს მთავრობის ვალდებულება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე 23 მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება, ლიცენზიის ვადით დარჩენილი დროის პროპორციულად. კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ კომისიამ აუქციონის გარეშე მიანიჭოს რადიოსიხშირეები დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის 2015 წლის 17 ივნისს მოქმედ მაუწყებლებს. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისობაში მოიყვანოს კანონქვემდებარე აქტები ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. კანონპროექტით განისაზღვრა საქართველოს მთავრობის ვალდებულება, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მულტიპლექს პლატფორმაზე მაუწყებელთა ტრანზიტზე ავტორიზებული პირების განხორციელების თაობაზე კანონპროექტის მიღებამდე, დაშვებისა და მაუწყებლობის მიერ სავალდებულო ტრანზიტის საკანონმდებლო ინიციატივა. აღნიშნული მასთ ქერის წესები გავრცელდება მხოლოდ იმ სატელევიზიო მაუწყებლებზე, რომლებიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე აკმაყოფილებდნენ მასთ ქერის პირობებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ვალდებულება, რათა უზრუნველყოფილ მაუწყებლობის ლიცენზიის იქნას ციფრულ მაუწყებლობაზე მფლობელებისათვის გადახდილი გადასვლამდე საფასურის დაბრუნება, ლიცენზიის ვადით დარჩენილი დროის პროპორციულად. შესაბამისად საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება მაუწყებლებს დაუბრუნოს 1,073,076.68 ლარი. დაფინანსების წყაროა საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ კუთხით, რომ სატელევიზიო მაუწყებლები აღარ გადაიხდიან სალიცენზიო გადასახდელსა და მოსაკრებელს, რომლის ზუსტი ოდენობის მითითებაც შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 24 კანონპროექტით ვალდებულება, გადასვლამდე გათვალისწინებულია რათა უზრუნველყოფილ მაუწყებლობის ლიცენზიის საქართველოს იქნას ციფრულ მთავრობის მაუწყებლობაზე მფლობელებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება, ლიცენზიის ვადით დარჩენილი დროის პროპორციულად. შესაბამისად საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება მაუწყებლებს დაუბრუნოს 1,073,076.68 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს მიერ არ ხდება ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს დაუბრუნდებად გადახდილი საფასური, ლიცენზიის ვადით დარჩენილი შემთხვევაში დროის ავტორიზებული პროპორციულად. პირი კანონმდებლობის დაექვემდებარება დარღვევის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებულ სანქციებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონმდებლობის დაექვემდებარება დარღვევის მაუწყებლობის შემთხვევაში შესახებ ავტორიზებული საქართველოს პირი კანონპროექტით გათვალისწინებულ სანქციებს, რომლის ოდენობა და მისი განსაზღვრის წესი დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი ითვალისწინებს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002/21/EC, 2002/20/EC, 2002/19/EC, 2002/22/EC, 2002/58/EC დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 25 გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 26
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის; ბ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითგათვალისწინებული ორგანო; გ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; გ1 ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის 27 შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი; გ 2 ) იდეალური მიზნებისათვის შექმნილი იურიდიული პირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ქონება, მათ შორის, მოგება, არ შეიძლება განაწილდეს მის წევრთა შორის; გ 3 ) ოფშორული ზონა − სახელმწიფო ან სახელმწიფოს ტერიტორია, რომელშიც დაცულია იურიდიული პირის საკუთრების, საქმიანობისა და მისი პარტნიორების/აქციონერების კონფიდენციალობა; დ) გამოქვეყნება – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილი წესით; ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა; ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მაუწყებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება; ზ) ევროპული წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია„ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი; თ) ეროვნული მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის; ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა; კ) თანამდებობის პირი – პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და ცალკეული დავალებების შესაბამისად კომისიაში ან საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ასრულებს განმკარგულებელ, ორგანიზაციულ-სამეურნეო, ადმინისტრაციულ ან სხვა ამგვარ ფუნქციებს; ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა; მ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულისაარჩევნო სუბიექტი; ნ) კომერციული რეკლამა – საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის 28 ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის შენარჩუნებას, ან/და აგრეთვე წამოწყების საქონლის, მიმართ იდეის ინტერესის ან/და ფორმირებასა წამოწყების და რეალიზაციის ხელშეწყობას; ო) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; პ) კომისიის რეგულირების მაუწყებლობის სფერო, სფერო – ელექტრონული რომელშიც კომუნიკაციებისა მომსახურების გაწევა და ან საქმიანობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას და რომელშიც კომისია ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებებს; ჟ) კომისიის წევრი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი; რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამავე კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, მაუწყებლობა განახორციელოს განსაზღვრული პირობების დაცვით; ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა; ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პასუხისმგებლობით პირი, ახორციელებს რომელიც საკუთარი პირადი სარედაქციო სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისთვის/მსმენელებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომია; უ) (ამოღებულია); ფ) (ამოღებულია); ქ) მეურვე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; ქ1) მრჩეველი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი; 29 ღ) მთავარი მოვლენა – საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ განსაზღვრული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენა, მიმდინარე საქართველოში და მსოფლიოში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ, რელიგიურ თუ სხვა სფეროში; ყ) ოჯახის წევრი – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებული პირი; შ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად; ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის დაწყება; ც) პროგრამა – პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელერადიოპროდუქცია; ძ) რეგულირება – ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა), მონიტორინგის, ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელება; წ) რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას; ჭ) საარჩევნო კამპანია – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცედურა; ხ) საეთერო მაუწყებლობა – სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა; ჯ) საერთო მაუწყებლობა – არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა; ჰ) საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში – საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, 30 საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის; ჰ1) სათემო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან განხორციელებული საჯარო სამართლის იურიდიული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს პირის მიერ მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას; ჰ2) საკაბელო მაუწყებლობა – საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობა; ჰ3) სამაუწყებლო ბადე – მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს; ჰ 4 ) სამაუწყებლო კონცეფცია – საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ან მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო მოდელს, შეიცავს პროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას; ჰ 5 ) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ; ჰ6) საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება; ჰ 7) სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას; ჰ8) სპეციალიზებული მაუწყებლობა – 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა; ჰ9) სპონსორობა – პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით; ჰ 10) ტელეშოპინგი – საფასურის სანაცვლოდ რაიმე უფლების, ვალდებულების, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიყიდვის პირდაპირი შეთავაზება; ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს არანაკლებ 15 წუთის ხანგრძლივობით, როგორც სამაუწყებლო პროგრამა (Teleshopping Window), ან ინტეგრირებულ იქნეს სარეკლამო წყვეტაში, როგორც სამაუწყებლო რეკლამა (Teleshopping Spot); 31 ჰ11) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით; ჰ12) უხამსობა – ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება; ჰ 13 ) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს; ჰ14) წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას; ჰ15) სუბტიტრირება – კინოპროდუქციის პირველადი წარმოების ენიდან სხვა ენაზე წერილობითი თარგმანის განთავსება კადრის ქვედა ნაწილში; ჰ 16 ) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო მაუწყებლობისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით; ჰ 17) პროგრამაში პროდუქტის ( საქონლის / მომსახურების ) განთავსება (Product Placement) − საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახ ებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება , რაც გამოიხატება პროგრა მაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით , პროდუქტზე მითითებით ან / და მომსახ ურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით ; ჰ18) სამაუწყებლო საათი – სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი. მუხლი 4. სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმა და პრიორიტეტები მაუწყებლობის სფეროში კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის 32 მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. მუხლი 5. კომისია 1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. 2. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით. 3. მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია: ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; გ) სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე განახლება; ლიცენზიების ზედამხედველობა და გაუქმება; კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; დ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით; ე) სიხშირეების მინიჭება; ვ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა; ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; 33 კ) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ლ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება; მ) მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით; ო) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 14. საჩივრები 1. მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირებ ის ეფექტიანი მექანიზმი , რომელიცუზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათ ზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას . 2. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა , გარდა ამ კანონის 52- ე , 54- ე , 56- ე და 59ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა , აგრეთვე სალიცენზიო პირობების დ არღვევის შემთხვევაში , დაინტერესებულ პირს უფლება აქვსმიმართოს კომისიას ან ს ასამართლოს . [ ძალადაკარგულია – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1] 3. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. 4. მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული შემთხვევებისა, ორგანიზებული როდესაც კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა სადავო პროცედურების საკითხების გადაწყვეტა განხორციელებას. არ და იმ მოითხოვს მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში 34 საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ან სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე. 6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი. მუხლი 17. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიხშირეები 1. საზოგადოებრივ მაუწყებელს განცხადების საფუძველზე კომისია ანიჭებს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მის მიერ გამოყენებულ სიხშირეებს, რომელთა გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. 2. საზოგადოებრივი მაუწყებლობა სიხშირეების გამოყენებით ხორციელდება 3 სატელევიზიო არხზე და 3 რადიოარხზე. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საეთერო მაუწყებლობას ახორციელებს ერთ სატელევიზიო არხზე და 2013 წლის 1 ივლისისათვის მის მიერ რადიომაუწყებლობისთვის გამოყენებული სიხშირეებით ერთ რადიოარხზე. მუხლი 352. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ტელერადიომაუწყებლობის არხები და სიხშირეები მიწისზედა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადების საფუძველზე კომისია ანიჭებს მას 2013 წლის 1 ივლისისათვის მის მიერ გამოყენებულ სიხშირეებს. სიხშირეების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები 1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე. 2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა, თუ მაუწყებლობა ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით (საეთერო მაუწყებლობა), ან თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით. 35 3. მაუწყებლობა, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი 1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი . 2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს : ა ) ადმინისტრაციული ორგანო ; ბ ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი , სხვა საჯარო მოხელე ; გ ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ ი პირი ; დ ) პოლიტიკური პარტია , პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი ; ე ) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ; ვ ) იურიდიული პირი , რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშო რულ ზონაში რეგისტრირებული პირი . მუხლი 38. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახეები და სახეობები 1. კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. 2. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. 3. საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედადა ორბიტალური ს ადგურების , საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირუ ლი სპექტრის გამოყენებით .იკრძალება სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებ ლობის ტრანზიტი , გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადლიცენზირე ბული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვ ლელი სახით გადაცემისა .[ძალადაკარგულია – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/468 – ვებგვერდი, 25.04.2012წ. ] 36 4. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 5. (ამოღებულია – 22.05.2012, №6256). მუხლი 40. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა 1. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად. 2. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის. 3. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიები ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლობისათვის გაიცემა ცალ-ცალკე კონკურსის საფუძველზე. მუხლი 401. ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი 1. საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. 2. მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. წერილის ასლი წარედგინება კომისიას. 3. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის 37 მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებგვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს. 4. ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში. 5. სავალდებულო ტრანზიტის პირობები პერიოდულად გადაისინჯება. 6. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით. 7. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისათვის მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, ასეთ მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება. ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება განათავსოს თავის ვებგვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს. 8. ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელიმე მხარე: ა) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე; ბ) აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს; 38 გ) ტრანზიტისთვის ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ საფასურს იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც იგივე მაუწყებელი სხვა ავტორიზებული პირებისგან ითხოვს. შეუსაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10%-ს აღემატება; დ) ითხოვს ფასიანი ტრანზიტის სხვა ისეთ პირობებს, რომლებიც მეორე მხარეს სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან შედარებით აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს; ე) მოითხოვს მეორე მხარისგან, არ დადოს გარიგება სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან; ვ) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის პირობების შესახებ მეორე მხარის წინადადებების განხილვაზე; ზ) მესამე პირთან დებს ისეთ გარიგებას, რომლის ერთ-ერთი პირობაა ამ მხარის ვალდებულება, არ დადოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება სხვა პირთან. 9. სავალდებულო ან ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მაუწყებლობის ტრანზიტი უცვლელი სახით განახორციელოს. 10. მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც სავალდებულო ან ფასიანი ტრანზიტის საფუძველზე ხორციელდება, შეუძლია მოითხოვოს საავტორო უფლებების დაცვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 11. რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას. 12. მხარეებს შეუძლიათ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში და მოითხოვონ როგორც ვალდებულების შესრულება, ისე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მუხლი 41. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემის წესი 1. (ამოღებულია – 22.05.2012, №6256). 11 . (ამოღებულია – 22.05.2012, №6256). 2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; 39 ბ ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება , სამართლებრივი ფორმა , იურიდიული მისამართი ( ადგილ სამყოფელი ),მეწარმეთა და არასა მეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახ ებ მონაცემები ,წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი , მონა ცემები პარტნიორთა შესახებ , აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ ,რომლებიც ფლობენ ა ქციების 5%- ს ან მეტს ; გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე და სახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი; დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა; ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) (ამოღებულია); ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; დ) შესაბამისობის დეკლარაცია ; დ 1) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია; დ2) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია; ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა. 4. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად განცხადებას უნდა დაურთოს: ა ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ ; ბ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს; 40 დ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილი წესით; 5. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ კომისია. სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების დაწესება და მოთხოვნააკრძალულია ( ერთი გაჩერების პრინციპი ). 6. (ამოღებულია). 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში განისაზღვრება სალიცენზიო პირობებად. მუხლი 42. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი კომისია წარმოებაში არ მიიღებს: ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ბ ) სალიცენზიო განცხადებას , თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37- ე მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ; გ ) ახალ სალიცენზიო განცხადებას , თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კ ანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მისმიმართ კომისიის მიერ სანქციის გ ამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში . მუხლი 43. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი 1. საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება: ა) გასაცემი ლიცენზიის სახე და სახეობა; ბ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა; 41 გ) პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია; დ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი; ე) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი; ვ) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები. 2. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და გამოქვეყნებიდან მომდევნო 1 თვის განმავლობაში სალიცენზიო განცხადებების მიღებას. 3. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან კონკურსში შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მონაწილეობის თაობაზე იკრძალება განცხადებისა კომისიისთვის და თანდართული და თანდართული დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება. 4. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები დოკუმენტაცია მომდევნო 20 დღის ვადაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის. 5. საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნებიდან 20 დღის დოკუმენტაციის შემდეგ კომისია წარდგენის ატარებს შესახებ ზეპირ ცნობის მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ. 6. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე. 7. კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით. 8. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა; 42 ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა. 9. პროგრამირების მაძიებელთა ასპექტის თანაბარი მიხედვით შეფასების კონკურსში შემთხვევაში მონაწილე ლიცენზიის გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით. 10. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. 11. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. 11 1 . თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვისსაჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა , მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით კონკურსში გამარჯვე ბულიუფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კან ონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია ,ხოლო კომისია უზრუნველ ყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას . ამ შემთხვევაში კომის ია სათანადოდოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამ ის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერწარმოდგენილ დოკ უმენტაციას . თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებუ ლია ნებართვის გაცემაზე უარი ,მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კან ონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობისგ ამოსწორების გზები . კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნუ ლი შეუსაბამობის გამოსასწორებლად . 12. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება. მუხლი 45. ლიცენზიის მოდიფიცირება 1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა; 43 ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე. 2. კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში. 3. იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამ შემთხვევაში უნდა გაიცეს ახალი ლიცენზია კანონით დადგენილი წესით. მუხლი 451 . მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი 1. საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. 2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (არაკომერციული) (ადგილსამყოფელი), იურიდიული პირების მეწარმეთა რეესტრში და არასამეწარმეო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა (საერთო ან სპეციალიზებული), რომლის ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი; დ) საქმიანობის მოკლე აღწერილობა; ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; ბ) შესაბამისობის დეკლარაცია. 4. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს მაუწყებლობის რეგისტრაციით. ავტორიზაციას ავტორიზებულ ავტორიზებულ პირთა პირთა უწყებრივ უწყებრივ რეესტრში რეესტრში შეიტანება 44 შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია თანდართული დოკუმენტაცია ნებისმიერი პირისათვის. 5. თუ საავტორიზაციო განცხადება და არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება. 6. ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. 7. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან მას განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირება, იგი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. 8. მაუწყებლობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. 9. პირს უფლება აქვს, დაიწყოს მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. 10. ავტორიზებული პირი ვალდებულია: ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და კანონმდებლობაში გადაწყვეტილებები; ცვლილებების მაუწყებლობის შეტანის სფეროში შემთხვევაში მოქმედ უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; 45 ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. 11. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია: ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით; ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს. 12. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელება კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე. 13. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის გაუქმებას თავად ავტორიზებული პირი ითხოვს. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება. 14. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით. მუხლი 46. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი 1. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა: ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს; ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება; გ) უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქებას. 2. სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია. 46 მუხლი 47. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი 1. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად ტარდება კონკურსი ამ კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად. 2. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას კომისია მხედველობაში იღებს: ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს; ბ) თემის სახეს და მრავალფეროვნებას; გ) ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის სამოქმედო ზონაში სხვა მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს. მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები 1. იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა. 2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. 3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას. 4. იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. 5. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს. 6. საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა ან რეკლამა განათავსოს ნებისმიერ დროს, კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 47 მუხლი 58. მთავარი მოვლენა 1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრავს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების ნუსხას. 2. მთავარი მოვლენების საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ენებზე) ექსკლუზიური მაუწყებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ/ავტორიზებულ მაუწყებლებს. 3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური საეთერო მაუწყებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც უფასოდ არის ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის. მუხლი 59. ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მუხლი 60. მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში. მუხლი 65. სოციალური რეკლამა 1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო 48 სარეკლამო რგოლის ევროკავშირში წარმოდგენის ინტეგრაციასთან შემთხვევაში დაკავშირებულ საქართველოს სოციალურ ნატოსა რეკლამას და უნდა დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საარჩევნო უბნების მისამართები; ბ) არჩევნების თარიღი; გ) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები. მუხლი 66. წინასაარჩევნო რეკლამა 1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში არადისკრიმინაციულად (არაუმეტეს განათავსონ 60 წამით) თითოეული უსასყიდლოდ კვალიფიციური და საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 2. საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 3. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური 49 გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო რეკლამას. ასეთ შემთხვევაში იგი სუბიექტის ვალდებულია ფასიან წინასაარჩევნო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოს მის მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ჯამურ დროზე სულ ცოტა 3-ჯერ მეტი დრო, რომელშიც მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განათავსოს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის. 4. თუ პარტიებმა, რომლებიც საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ, გაერთიანებამდე გამოიყენეს უფასო საეთერო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო (გარდა ბლოკის ხანგრძლივობისა) პირველი ნომერი პარტიის უნდა გამოაკლდეს უფასო ბლოკისთვის, სარეკლამო როგორც დროის საარჩევნო სუბიექტისთვის, ბლოკის შექმნის შემდეგ გამოსაყოფი უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე. 6. პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი პირის ვალდებულებაა. 7. ამ მუხლის მიზნებისათვის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი. მუხლი 70. ანგარიშვალდებულება 1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. 2. მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. 2 1. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) კომისიის მიერ 50 დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების მიხედვით. 3. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. 3 1. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ. 4. კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალცალკე რეკლამიდან, მფლობელის ან სპონსორობიდან, ნებისმიერი სხვა ტელეშოპინგიდან პირის მიერ და მაუწყებლის განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები. 4 1. კომისია ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში აქვეყნებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ, მაუწყებელთა მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს. 42. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა. 5. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე 51 საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები. მუხლი 71. სანქციები 1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. 2. კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა. 3. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების უფლება. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას. 4. გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრების, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ლიცენზიის მოქმედების არამართლზომიერი შეჩერების ან ლიცენზიის არამართლზომიერი გაუქმების გამო. ანაზღაურების ოდენობას ადგენს სასამართლო. მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი 1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. 52 2. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით. 3. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით. 4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მაუწყებელს. 5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მაუწყებლისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. 6. მაუწყებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. მუხლი 75. რადიოსიხშირეებით სარგებლობა 1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან / და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები( არხები ) განესაზღვრება კერძო ან /და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით . 2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც. 53 3. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებს„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე. 4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოსადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კო დექსის შესაბამისად . 54