„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2015
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/335/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 2
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს და საქართველოს კანონმდებლობით იმ მაუწყებლების დადგენილი გადაცემაზე, წესით მიიღო რომელმაც მაუწყებლობის ლიცენზია ან გაიარა ავტორიზაცია და გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა ანალოგიური საშუალების გამოყენებით;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებით, რომლის საქართველოს კანონში განსახორციელებელი მიხედვით, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად უქმდება ლიცენზირების რეჟიმი სატელევიზიო მაუწყებლების მიმართ და დგინდება ავტორიზაციის წესი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მისი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ვინაიდან სატელევიზიო მაუწყებლებთან მიმართებაში ლიცენზირების გაუქმებას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. ამ კანონპროექტის თანახმად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო გარდა ლიცენზირებული მაუწყებლებისა, ასევე გავრცელდება ავტორიზებულ მაუწყებლებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულებების აღებას. მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ 3 ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია განვითარების სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო ეს კანონი ვრცელდება: ა) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე. ნაწარმოები, ფონოგრამა და ვიდეოგრამა ასევე ჩაითვლება საქართველოში პირველად გამოქვეყნებულად, თუ უცხო ქვეყანაში პირველი გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში ისინი გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე; გ) შესრულებაზე, რომელიც პირველად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე; შესრულებაზე, რომელიც ჩაწერილია ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად; შესრულებაზე, რომელიც არ არის ჩაწერილი ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, მაგრამ ჩართულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) იმ მაუწყებლობის კანონმდებლობით ორგანიზაციის დადგენილი წესით გადაცემაზე, მიიღო რომელმაც მაუწყებლობის საქართველოს ლიცენზია და გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა ანალოგიური საშუალების გამოყენებით; ე) არქიტექტურულ ნაწარმოებებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩართულია შემადგენელ ნაწილად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ არქიტექტურულ ნაწარმოებში, მიუხედავად მათი ავტორების მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა; ვ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებიც დაცულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის საქართველო. 5