„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2015
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/335/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 3
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (www.matsne.gov.ge ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში 27/02/2014 – სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017341) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. იმ შემთხვევაში, თუ მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი არ გამოვლინდა ან/და მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს/მფლობელებს გაუუქმდათ ლიცენზიები ან/და კომისიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად კერძო მულტიპლექსპლატფორმ(ებ)ის ფორმირება არ დასრულებულა 2015 წლის 17 ივნისამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია უზრუნველყოს მულტიპლექსპლატფორმაში განათავსოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მაუწყებლების სიგნალები და ამ შემთხვევაში თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული, მოქმედი საეთერო ტელემაუწყებლები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით, მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ახალი მფლობელის გამოვლენისა და მის მიერ შესაბამისი მულტიპლექსპლატფორმის ფორმირებამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შეახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2006 წელს „ჟენევა–06“ გეგმით ITU (International Telecommunication Union)–მ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის, მათ შორის, საქართველოსთვის, განსაზღვრა ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო (Digital Terrestrial Television, DTT) მაუწყებლობაზე გადასვლის ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე. აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის შემუშავდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. აღნიშნული მნიშვნელოვანია პროცესის სახელმწიფოს უწყვეტად მხრიდან განხორციელების მიზნით კანონმდებლობის დონეზე დარეგულირებულ იქნეს ყველა რისკ ფაქტორი იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს 2015 წლის 17 ივნისს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმის სრულად ამოქმედება, იმ შემთხვევაშიც კი თუ აუქციონზე გამარჯვებული პირის მიერ ვერ მოხდება დროულად აშენება ციფრული მულტიპლექს პლატფორმების. ამ შემთხვევაში, დროებით გამოყენებულ იქნება სახელმწიფო მულტიპლექ პლატფორმა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია გათვალისწინებულ იქნას ყველა რისკ ფაქტორი იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს 2015 წლის 17 ივნისს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, იმ შემთხვევაშიც კი თუ აუქციონზე გამარჯვებული პირის მიერ ვერ მოხდება დროულად აშენება ციფრული მულტიპლექს პლატფორმების. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად თუ აუქციონზე გამარჯვებული პირის მიერ ვერ მოხდება დროულად აშენება ციფრული მულტიპლექს პლატფორმების დროებით გამოყენებულ იქნება სახელმწიფო მულტიპლექ პლატფორმა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებული იქნება მულტიპლექსპლატფორმაში განათავსოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე 2 გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მაუწყებლების სიგნალები ნებისმიერ შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ დარჩება დამატებითი თავისუფალი რესურსი კომისია განსაზღვრავს წესს რის მიხედვითაც გარდამავალ პერიოდში მოხდება სხვა საეთერო მაუწყებლების ჩართვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოვლენას არ მოხადენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. 3 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტით არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია განვითარების სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომლშიც შედის ცვლილება მუხლი 2 1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გასავრცელებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ უსასყიდლოდ მიანიჭოს რადიოსიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად. 2. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გასავრცელებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან ტელერადიოცენტრს“ 5 სამუშაო არსებული უსასყიდლოდ მიანიჭოს ოპტიმალური სიხშირული დღის ვადაში თავისუფალი რადიოსარელეო რესურსი შპს „საქართველოს სიხშირული რესურსიდან ხაზების ფუნქციონირებისათვის მოთხოვნილი ინფორმაციული გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად. 3. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ 2015 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება და ქვეყნის მასშტაბით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გავრცელება არაუგვიანეს 2015 წლის 17 მარტისა. 4. პარალელური ანალოგურ მაუწყებლობის ფორმატებში „საქართველოს (ტელემაუწყებლის ერთდროულად ტელერადიოცენტრი“ სიგნალის გავრცელების) ვალდებულია, გარდა ციფრულ პერიოდში და შპს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების სიგნალებისა, თავის ქსელში ჩართოს და გაავრცელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მაუწყებლების სიგნალები. 5. პარალელური მაუწყებლობის პერიოდის გასვლის შემდეგ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია უზრუნველყოს მულტიპლექსპლატფორმაში 5 არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების დაშვება მოთხოვნის შემთხვევაში, ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით. 6. საქართველოში ანალოგური ტელემაუწყებლობის გათიშვის თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 17 ივნისი. 7. ციფრული რადიოსიხშირული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება. 8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის უსასყიდლოდ მიანიჭოს საჭირო რადიოსიხშირული რესურსი ადგილობრივ საეთერო ტელემაუწყებლებს, 2015 წლის 17 ივნისისთვის მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით განსაზღვრული არეალის შენარჩუნებით, 10 წლის ვადით. 9. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნათა შესასრულებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იხელმძღვანელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით. 10. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 17 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის წესის თაობაზე. 6