„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 3
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს
ცვლილება და 191 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 191. ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება
1. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:
ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული
ვადით;
ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის
განმავლობაში, ერთობლივად:
ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან
წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზაციის მფლობელი არღვევს
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის
სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
2. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას
მის განახლებამდე.
3. ავტორიზაციის შეჩერება ხდება:
ა) ავტორიზებული პირის მიერ მის მიერ მითითებული ვადით;
ბ) საქმიანობის განახლების შესახებ კომისიისათვის ინფორმაციის
წარდგენამდე;
გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ
შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას, ავტორიზაციის შეჩერების შესახებ
გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების
მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება ავტორიზებულ პირს.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის
განახლება ხდება კომისიის მიერ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში მისი
გატარების მომენტიდან. კომისია ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ავტორიზებული პირის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარებას
ახორციელებს შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
1
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება
ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურების შემდგომ 7
დღის ვადაში, კომისიის გადაწყვეტილებით.
7. ავტორიზაცია გაუქმდება:
ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე, ამ შემთხვევაში
ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა
კანონისმიერი ვალდებულება;
ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალების ან ლიკვიდაციისას.
8. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს
ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისს.
საქართველოს პრეზიდენტი
მარგველაშვილი
გიორგი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოში ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან
ერთად
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონპროექტით
გათვალისწინებულია ლიცენზირების გაუქმება და ავტორიზაციის სრულიად ახალი,
რეფორმატული რეჟიმი. მნიშვნელოვანია, აღნიშნული რეფორმის გატარება მოხდეს
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, რომლის რეგულირების სფეროსაც
წარმოადგენს რიგ შემთხვევაში სატელევიზიო მაუწყებლების გავრცელება
(მაგალითად საკაბელო ოპერატორების მიერ).
შესაბამისად კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს
კანონპროექტით. დღეს მოქმედი კანონით ავტორიზაციის შეჩერება თითქმის
შეუძლებელია და საჭიროებს რამდენიმე პირობის ერთდროულად არსებობას, რაც
ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას და
აღმოფხვრას. საჭიროა კომისიას ჰქონდეს ეფექტური ბერკეტი მომხმარებელთა
უფლებების ჯეროვნად დაცვისათვის და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში მიმართოს უკიდურეს ზომას - ავტორიზაციის შეჩერებას და გაუქმებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ავტორიზაციის შეჩერებისა
არსებულისაგან განსხვავებული დახვეწილი წესის დადგენა.
და
გაუქმების
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია ავტორიზაციის შეჩერების ახალი რეჟიმის
შემოღება. კერძოდ, დამატებით განისაზღვრა, რომ კომისია უფლებამოსილია
საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს ავტორიზაცია, თუ ავტორიზაციის მფლობელი
არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ
დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება
და ჯარიმა.
ასევე განიმარტა, რომ ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული
საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. დამატებით განისაზღვრა თუ რა ვადით
ხდება ავტორიზაციის შეჩერება და ავტორიზაციის პირის საქმიანობის განახლების
პროცედურები. ასევე დამატებით განისაზღვრა ავტორიზაციის გაუქმების ახალი
საფუძველი - ავტორიზებული პირის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია.
3
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის
ოდენობასა და გადახდის წესს.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
ორგანიზაციებში
4
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია
განვითარების სამინისტრო.
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
მოქმედი სრული რედაქცია, რომლშიც შედის ცვლილება
მუხლი 191. ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება
1. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:
ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;
ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ
წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს
ნულოვან გაანგარიშებას;
ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
2. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ
ავტორიზებადი
საქმიანობის
განხორციელება
კომისიისათვის
საქმიანობის
განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე.
3. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას
ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის
წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.
4. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია
კანონით დადგენილი წესით.
6