„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 4
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ
იქნეს ცვლილება და 131 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2
პუნქტით
განსაზღვრული
უფლებამოსილებით,
ასეთი
უფლებამოსილებით
სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის
დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების
წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო
საეთერო
მაუწყებლობის
მიერ,
მოსამართლე
უფლებამოსილ
პირს
შეარჩევს
წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრულ
უფლებამოსილებას,
ეკისრება
იმავე
პუნქტით
განსაზღვრული
ვალდებულებაც.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისს.
საქართველოს
პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია
„მაუწყებლობის შესახებ“
ცვლილებით,
რომლის
საქართველოს
კანონში
განსახორციელებელი
მიხედვით, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან
ერთად უქმდება ლიცენზირების რეჟიმის სატელევიზიო მაუწყებლების მიმართ და
დგინდება ავტორიზაციის წესი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია მისი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
განსახორციელებელ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ვინაიდან სატელევიზიო მაუწყებლებთან
მიმართებაში
ლიცენზირების
გაუქმებას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. ამ
კანონპროექტის თანახმად ტერმინი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი
იცვლება ტერმინით საერთო საეთერო მაუწყებელით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
2
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის
ოდენობასა და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
3
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია
განვითარების სამინისტრო.
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ იმ მუხლის
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით
გაშუქება
1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-,
ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-,
ვიდეოჩანაწერის
მხარეებისთვის
ხელმისაწვდომობა.
თუ
სასამართლოს
მიერ
გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის
თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-,
ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს
სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო
სხდომის
ნაწილობრივ
მაუწყებელი
ან
ვალდებულია
სრულად
დახურვის
უზრუნველყოს
თაობაზე.
ჩანაწერის
საზოგადოებრივი
გადაცემა
მასობრივი
ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.
3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრული
უფლებამოსილებით,
ასეთი
უფლებამოსილებით
სარგებლობა
შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს სასამართლო
სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი
განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე
მეტი
საერთო
უფლებამოსილ
მაუწყებლობის
პირს
შეარჩევს
ლიცენზიის
მფლობელის
წილისყრის
მიერ,
საფუძველზე.
მოსამართლე
პირს,
რომელიც
ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება
იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.
4. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეოჩაწერა უნდა
განხორციელდეს
სასამართლოს
მიერ
წინასწარ
გამოყოფილი
ადგილიდან.
სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს
მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის
აუდიოჩაწერა.
აღნიშნული
მოქმედებების
განხორციელებისას
დაუშვებელია
სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების
გამოყოფა,
რომლებიც
ხელს
ნორმალურ
პროცესს.
ამ
უშლის
წესის
მართლმსაჯულების
დარღვევის
განხორციელების
შემთხვევაში
მოსამართლეს
5
(სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები.
5. თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო
სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს
ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა
პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.
6. თუ დაზარალებულის ან/და მოწმის უსაფრთხოების ინტერესები ამას მოითხოვს,
მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია
აკრძალოს დაზარალებულის ან/და მოწმის გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული
ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა.
7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება,
კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში
შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის,
კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
6