„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2015
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/345/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ალტერნატიული წინადადება
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ამ კანონის დანიშნულება არის, დაადგინოს შეღავათები საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ წარმოებული პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილს და მიმართულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისა და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ წარმოებული პოლიტიკა მიმართულია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის, ცხოვრების დონის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აბონენტი - ფიზიკური პირი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი), რომელსაც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ლიცენზიის მფლობელთან (ლიცენზიატი); ბ) მაღალმთიანი რეგიონი - მაღალმთიანი დასახლება; გ) მაღალმთიანი დასახლება - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასახლება, რომელიც ასახულია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში; დ) მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ - საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ე) მთის ეროვნული საბჭო - მაღალმთიანი დასახლების განვითარების, შესაბამისი სამინისტროების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ამ კანონის საფუძველზე, შექმნილი კოლეგიური ორგანო; ვ) მუდმივად მცხოვრები პირი - მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად 1 მცხოვრები პირის სტატუსს მოიპოვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ფაქტობრივად ცხოვრება - პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ყოფნა, რომლის ნამდვილობა დასტურდება მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობით; თ) სამედიცინო პერსონალი - მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცნო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი და ექთანი; ი) კალენდარული წელი - თორმეტი უწყვეტი კალენდარული თვე. მუხლი 2. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის რეგულირება 1. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმების (მთის ფერდობების და ზეგნების დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით მისი ქვედა ზღვარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განლაგებულ დასახლებებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის დასახლებებში მცირდება 1000 მეტრამდე (გამონაკლის შემთხვევაში – 800 მეტრამდე), ხოლო სამხრეთ საქართველოს დასახლებებში რჩება 1500 მეტრი. 2. ზღვის დონიდან შესაბამისი სიმაღლის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს. 3. მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა, მთის ეროვნული საბჭოს წარდგინებით, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. მთის ეროვნულ საბჭოს, დასახლების ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ნუსხაში შეტანის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 5. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებზე ეს კანონი გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ. 6. იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია დასახლების ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხის დადგენა, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის დასახლების მიკუთვნების საკითხს, მთის ეროვნული საბჭოს წარდგინებით წყვეტს საქართველოს მთავრობა. მუხლი 3. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვება და გაუქმება 2 1. პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება, არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 3. მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა, განისაზღვრება შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 5. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებია: ა) საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვე ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრება. 6. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამოწმებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების ფაქტს. 7. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის გაუქმების საფუძველია: ა) მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; ბ) რეგიტრაციის მისამართის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი რეგისტრირდება სხვა მაღალმთიან დასახლებაში; გ) პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების დატოვება, თუ იგი იწვევს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. 8. პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის გაუქმების საფუძველი არ არის მაღლამთლიანი დასახლების დატოვება მკურნალობის ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, იღებს გადაწყვეტილებას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე. 10. გამგებელი/მერი, ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული აქტების გამოცემის შემდეგ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების/გაუქმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო 3 სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში. 11. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, აისახება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 12. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს, მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. 13. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 4. შეღავათები სოციალურ სფეროში 1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს სოციალური შეღავათებით, რომლებიც დადგენილია ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესებას: ა) საპენსიო ასაკს მიღწეულ მუდმივად მცხოვრებ პირზე, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად დამატებითი თანხის - სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის ოდენობით გაცემას, რომლის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ყოველთვიური დანამატის გაცემას: ბ.ა) ექიმისათვის, სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ბ.ბ) ექთნისათვის, სახელმწიფო პენსიის ოდენობით; გ) მაღალმთიანი დასახლებაში, მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; დ) მაღალმთიან დასახლებაში, აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები), მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არა უმეტეს 100 კვტ.სთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა; 4 ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვისათვის, რომლის მშობლები არიან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემას, არანაკლებ 100 ლარისა, ერთი წლის განმავლობაში; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ - საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელზე დანამატის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გაცემას საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით; ზ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერის, გაზრდილი ოდენობით გაცემას, რომლის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების, მიერ განსაზღვრულ შესაბამის პროგრამებში მონაწილე მასწავლებლებისათვის, რომლებიც, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დანამატის გაცემას, შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგნელი წესისა და პირობების შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ გაიცემა პირზე, რომელიც სარგებლობს ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათით. 3. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირთა სოციალურეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეიმუშავოს დამატებითი სოციალური პროგრამები, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული სოციალური შეღავათების გაცემის მიზნით, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მიაწოდონ მათთან დაცული ინფორმაცია. მუხლი 5. საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში 1. მაღალმთიან დასახლებაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. 2. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები სარგებლობენ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათებით. 3. პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან. 5 4. პირისთვის, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსის მინიჭების და გაუქმების წესი და პირობები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. პირს, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი არ ენიჭება ან ეს სტატუსი უუქმდება თუ იგი ახორციელებს: ლიცენზირებას/ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას; მომსახურების გაწევას, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა; საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება. 6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს გამონაკლისი ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული საქმიანობის სახეებიდან. გამონაკლისის დადგენის კრიტერიუმები და წესი შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 6. მთის ეროვნული საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა 1. მთის ეროვნული საბჭო წარმოადგენს ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ, კოლეგიურ ორგანოს. მთის ეროვნული საბჭოს დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. მთის ეროვნული საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მთის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მთის ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. მთის ეროვნული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მუხლი 7. მთის ეროვნული საბჭოს უფლებამოსილებები მაღალმთიანი დასახლებების განვითარებაში 1. მაღალმთიანი დასახლების განვითარების მიზნით, მთის ეროვნული საბჭო: ა) საქართველოს მთავრობას, დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; ბ) საქართველოს მთავრობას, დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესაბამის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მაღალმთიან დასახლებაში სოფლის მეურნეობის, სხვა შესაბამისი დარგების განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისაკენ; გ) რეკომენდაციას უწევს შესაბამის სამინისტროს, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხებზე; 6 დ) მსჯელობს დასახლების, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში შეტანის მიზანშეწონილობაზე; ე) მიმართავს საქართველოს მთავრობას, დასახლების, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში შეტანის წინადადებით; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მტკიცდება საქართველოს მთავრობის განკარულებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამები, მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 8. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი 1. შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, განისაზღვრება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი (შემდგომში - ფონდი). 2. ფონდის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 3. ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, თანხის გამოყოფის თაობაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს მთავრობას მიმართავს, მთის ეროვნული საბჭოს წინადადების საფუძველზე. მუხლი 9. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს მთის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცება; ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესის განსაზღვრა. 2. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში, უზრუნველყოს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსის მინიჭების და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცება. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: 7 ა) 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გაცემისათვის, სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/ცვლილებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ბ) 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოციალური შეღავათის გაცემისათვის, სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან/და მის სისტემაში შემავალმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, კომპეტენციის ფარგლებში, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე, უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული სოციალური შეღავათების გაცემისათვის, სათანადო სამართლებრივი აქტების შემუშავება/ცვლილებების მომზადება. ხოლო 2015 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოციალური შეღავათის გაცემისათვის სათანადო ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ: ა) 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტში განსაზღვრული რეესტრის შექმნა. 6. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული სოციალური შეღავათების გაცემისათვის, შესაბამისი დადგენილების მიღება. 7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს, ამ კანონით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის განისაზღვრისათვის შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. 8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს, შესაბამისი წინადადებების მომზადება, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მე4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის მიზნით. 9. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სოციალური შეღავათების მიღება არ წარმოადგენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის გაუქმების საფუძველს და არ ჩაითვლება შეფასების სისტემით 8 იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებად. მუხლი 10. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტები ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121). მუხლი 11. კანონის ამოქმედების წესი 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. 4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 5. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებიდან. 6. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2015 წლის ---- 9
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტის პროექტზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ხოლო მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად, კანონი ადგენს შეღავათებს. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, 1999 წელს მიღებულ იქნა „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი. თუმცა, აღნიშნულ კანონში არსებულმა რეგულაციებმა ვერ უზრუნველყო საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მიზნის მიღწევა და შესაბამისი შეღავათების ამოქმედება მაღალმთიანი რეგიონების განვითრებისათვის. აღნიშნულს ადასტურებს მაღალმთიან რეგიონებში არსებული მძიმე სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული პირობები. მაღალმთიანი დასახლებები, ინარჩუნებენ ქვეყნის კულტურულ ღირებულებებს, აქვთ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, ამასთან, მათ წინაშე მდგარი გამოწვევები, ტურიზმის განვითარების კუთხით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. თუმცა, ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია მაღალმთიანი დასახლებებისათვის თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახელმწიფოს მიერ შეღავათების დაწესებით. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ქმედითი ნაბიჯების განხორციელება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობით დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობა იქნება აღსრულებადი და მიმართული მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისაკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დანაწესის შესრულებისა და ქმედითი, კონსტრუქციული და აღსრულებადი საკანონმდებლო ბაზის არსებობის აუცილებლობა გახდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების მიზეზი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, ინფრასტრუქტურული, ტურიზმის, სოციალური და სხვა აქტივობების გაძლიერება. აღნიშნული აქტივობების გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მაღალმთიანი დასახლებების 10 დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული კანონის პროექტის მომზადების მიზანია, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისათვის შეღავათების დაწესების გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტი შედგება თერთმეტი მუხლისაგან, რომლებიც ემსახურებიან კანონის პროექტის მომზადების მიზნის მიღწევას. 1) კანონის პროექტის პირველ მუხლში განსაზღვრულია ტერმინთა განმარტებები, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნისათვის, რომლებიც შემდგომში ასახულია კანონის შესაბამის ნორმებში. კანონის მიზნებისათვის მაღალმთიანი რეგიონი, განიმარტება მაღალმთიან დასახლებად, ხოლო მაღალმთიანი დასახლება არის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასახლებება (სოფელი, დაბა, ქალაქი), რომელიც ასახული იქნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში. 2) კანონის პროექტის მე-2 მუხლი განსაზღვრავს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის რეგულირების საკითხს. აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში გაზიარებულ იქნა „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კრიტერიუმები, კერძოდ ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმების (მთის ფერდობების და ზეგნების დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით შესაძლებელია ქვედა ზღვარის დაწევა, ხოლო სამხრეთ საქართველოს დასახლებებში რჩება 1500 მეტრი. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 1500 მეტრის სიმაღლეზე და მეტზე მდებარე დასახლებებში არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები, ამასთან, აღნიშნულ დასახლებებში არსებული ბუნებრივი გარემო, ხელს არ უწყობს მაღალმთიანი დასახლების განვითარებას და მძიმე პირობებში აყენებს, იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. 1000 მეტრამდე (გამონაკლის შემთხვევაში 800 მეტრამდე), შესაბამისი ჰიფსომეტრიული სიმაღლის შემცირება გამოწვეულია შესაბამის რეგიონში არსებული ეკონომიკური, დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობით, ვინაიდან, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განლაგებულ დასახლებებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის დასახლებებში, გამწვავებულია მიგრაციული პროცესები, ამასთან, გართულებულია დემოგრაფიული მდგომარეობა, რაც იწვევს, დასახლებული ტერიტორიების დაცლას. ამასთან, 11 სამხრეთ საქართველოში მაღალმთიან დასახლებად მიჩნევის ქვედა ზღვარი, არის 1500 მეტრი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესების მიზეზია, ის გარემოება, რომ სამხრეთ საქართველოში, განვითრებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმწირე და სიმცირე. პროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზღვის დონიდან შესაბამისი სიმაღლის მიუხედავად მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი ენიჭებათ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს. კანონის პროექტში აღნიშნული ჩანაწერის არსებობა, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე ზოგიერთი დასახლებება, ვერ დააკმაყოფილებს კანონის პროექტით დადგენილ ჰიფსომეტრიული სიმაღლის მოთხოვნას (1500 მეტრი და მაღლა; 1000 მეტრი (გამონაკლის შემთხვევაში 800 მეტრამდე), ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე დასახლებებში განსაკუთრებით გამწვავებულია მიგრაციული პროცესები და ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებზე ეს კანონი გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ. კანონის პროექტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მთის ეროვნული საბჭოს წარდგინებით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში დასახლების შეტანის მიზნაშეწონილობის საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობით, მთის ეროვნული საბჭოს, მიმართავს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შესაბამისად, მთის ეროვნული საბჭო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო იკვლევს დასახლების მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში შეტანის მიზანშეწონილობას, რაც იქნება მთის ეროვნული საბჭოს განსაკუთრებული უფლებამოსილება. წარმოების პროცედურა დაზუსტდება და აისახება მთის ეროვნული საბჭოს დებულებაში, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3) პროექტის მე-3 მუხლში საუბარია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების საკითხებზე. „მაღალთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის“ სტატუსის არსებობის შემოღება, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კანონით დადგენილი წესით აღნიშნულმა პირებმა უნდა ისარგებლონ სოციალური შეღავათებით. შესაბამისად, აუცილებელია ამ სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის დადგენა და სისტემატიზაცია. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიმნიჭებელი იქნება მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. ამ უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი განახორციელებს, როგორც დელეგირებულ უფლებამოსილებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 12 სამინისტრო. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოდ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის განსაზღვრა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული წარმოების ფარგლებში დადასტურებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია, არამედ მისი მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრების ფაქტიც. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფოს აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება ადგილობრივ დონეზე იქნება უფრო ეფექტიანი, ვინაიდან, ცხოვრების ფაქტის დადგენა ხასიათდება თავისებურებებით, რომელიც შეიძლება შესწავლილ იქნეს მხოლოდ ადგილობრივ დონეზე. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული სტატუსის დაკმაყოფილების ფაქტი, უნდა გადამოწმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამ პროცესის ადმინისტრირება ერთი კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ ხარჯის გაწევასთან (ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსი). პროექტის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მოპოვების კრიტერიუმებს, კერძოდ: ა)საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია და გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრება აღნიშნული კრიტერიუმებით, შეიზღუდა პირთა წრე, რომლებსაც უფლება ექნებათ მოიპოვონ მაღალთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი, ამასთან, ამ კრიტერიუმების დადასტურება შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება გადაამოწმოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ დააკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს ან წარმოიშობა სხვა გარემოება, პირს გაუუქმდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი. ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის გაუქმების საფუძველი არ იქნება 9 თვე მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების კრიტერიუმის დარღვევა იმ შემთხვევაში მუდმივად მცხოვრებმა პირმა მაღალმთიანი დასახლების ტერიტორია დატოვა მკურნალობის მიზნით ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის გამო. მე-3 მუხლი აგრეთვე, არეგულირებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების/გაუქმების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მიწოდებას, რომელიც აისახება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში. აღნიშნული ინფორმაციის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიწოდებით, პირის პერსონალურ მონაცემებში, რომელიც დაცულია სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, განხორციელდება შესაბამისი ინფორმაციის დამატება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის შესახებ. აღნიშნული დაეხმარება მუნიციპალიტეტს სტატუსის გადამოწმების პროცედურაში. ამასთან, 13 იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ შეფერხდეს, ვინაიდან იქნება პირი პერსონალური მონაცემი, კანონის პროექტში გათვალისწინებულია ჩანაწერი, რომლითაც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი იქნებიან მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ მუნიციპალიტეტებს. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების წესი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის მიზნით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რაც იქნება სპეციალური წესი აღნიშნული წარმოების თავისებურებების გათვალისწინებით. 4) კანონის პროექტის მე-4 მუხლით განისაზღვრება სოციალური შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებებში. აღნიშნული შეღავათების არსებობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ემსახურება მაღალმთიან დასახლებაში საქართველოს მოქალაქეების თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მიმართულია მათი სოციალური გარემოს გაუმჯობესებისა და მძიმე გარემო პირობებში ცხოვრების სტიმულის შენარჩუნებისკენ. სოციალური შეღავათები შერჩეულ იქნა მიზნაშეწონილობის პრინციპის დაცით, კერძოდ, შეფასდა შეღავათის დაწესებისა და დაწესებული შეღავათით კანონის პროექტით განსაზღვრული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის პროექტის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს საპენსიო ასაკს მიღწეულ მუდმივად მცხოვრებ პირზე, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად დამატებითი თანხის - სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის ოდენობით გაცემას, რომლის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული შეღავათის დაწესებით, სახელმწიფო ასრულებს მის სოციალურ ვალდებულებას იმ პირთა მიმართ, რომლებმაც შეუნარჩუნეს მაღალმთიან დასახლებებს თვითმყოფადობა. კანონის პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ყოველთვიური დანამატის გაცემას: ა) ექიმისათვის, სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით და ბ) ექთნისათვის, სახელმწიფო პენსიის ოდენობით. ექიმისა და ექთნისათვის თანხის შემოფარგვლა სახელმწიფო პენსიის ოდენობით გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ამჟამად, საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში არ არის დადგენილი ექიმისა და ექთნის მინიმალური ხელფასის ოდენობა და იგი დგინდება სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმს/ექთანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. შესაბამისად, კანონის პროექტის მომზადების 14 დროს, შესწავლილ იქნა საქართველოს მთვარობის 2014 წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილებით „2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული „სოფლის ექიმის“ პროგრამა, რომლის შესაბამისადაც, სოფლის ერთი ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 650 ლარის ოდენობით, ხოლო ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 455 ლარის ოდენობით. ვინაიდან, აღნიშნული თანხა არის ცვალებადი, კანონის პროექტის მიზნებისათვის სოფლის ექიმისა და ექთნის მომსახურების ღირებულება გაიყო ორზე, ხოლო მიღებული თანხა დამრგვალდა შესაბამის ოდენობამდე. აღნიშნულ პროცესში მიღებული ციფრი მიახლოებით წარმოადგენდა სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობასა და სახელმწიფო პენსიის ოდენობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სოფლის ექიმის პროგრამა ცვალებადია, ან შესაძლებელია მისი სახელწოდების შეცვლა, ან გაუქმება, გასაცემი დანამატის ოდენობის დასათვლელად, აღებულ იქნა სახელმწიფო პენსიის ოდენობა. პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია მაღალმთიანი დასახლებებში მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის დადგენილებას. აღნიშნული ღონისძიებები არ იქნა დაზუსტებული, ვინაიდან არსებობს გათბობის რამდენიმე ალტერნატიული საშუალება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დასახლება, მასში არსებული თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ.ზოგიერთ დასახლებას არ მიეწოდება ბუნებრივი გაზი, შესაბამისად შესაძლოა მათი უზრუნველყოფა შეშით ან სხვა ალტერნატიული საშუალებებით). თუმცა, სახელმწიფომ აიღო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა ზამთარში გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის ვალდებულება. პროექტის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში, აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები), მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობით. აღნიშნული შეღავათის დაწესება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მაღალმთიან დასახლებაში აბონენტებისათვის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები), მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ხოლო სახელმწიფო დაემარება მათ მოხმარებული ელექტროენერგიის ნაწილის გადახდაში მინიმალური ოდენობით, რომელიც შეამსუბუქებს მათ საყოფაცხოვრებო ხარჯს. პროექტის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვისათვის, რომლის მშობლები არიან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებნი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემას, არანაკლებ 100 ლარისა, ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული შეღავათი, წარმოადგენს წახალისების ღონისძიებას დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 15 პროექტის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების მასწავლებელზე დანამატის გაცემას საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით. აღნიშნულ შემთხვევაში, გათვალისწინებულნი არიან საჯარო სკოლის მასწავლებლები. მასწავლებლები მიეკუთვნებიან იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალი თაობების აღზრდას. განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. განათლება მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას არ ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. შესაბამისად, მასწავლებლებისათვის, უკეთესი პირობების შექმნა აამაღლებს მათ მოტივაციას ხელი შუწყონ მომავალი თაობების აღზრდას, ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში და უფრო მეტი დრო დაუთმონ მოსწავლეებს. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს ხშირად უწევთ რამდენიმე კილომეტრის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამდე, რაც დაკავშირებულია მათ მიერ ფინანსური რესურსის ხარჯვასთან. შესაბამისად, აღნიშნული წახალისების ღონისძიება აამაღლებს მასწავლებელთა მოტივაციას. კანონის პროექტით გათვალისწინებულია მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერის, გაზრდილი ოდენობით გაცემას, რომლის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული შეღავათის არსებობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში არსებული დემოგრაფიული პრობლემების გამო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თითოეულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის რამდენიმე ერთეული, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად მიეცემა ვაუჩერი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხარჯის სრულყოფილად დაფარვა, მოსწავლეების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფა და მოსწავლის აღზრდისათვის მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განათლების დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების სუბიექტისთვის, ისე თავად სახელმწიფოსთვის. განათლების დაფინანსება არ არის სახელწიფოს მიერ პირისთვის მინიჭებულ პრივილეგიას ან შემწეობა. იმიტომ, რომ განათლების უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის, ამავე დროს – განათლების მისი მიღების რაიმე სახით შეფერხება მთელი ცხოვრების განმავლობაში წაართმევს ადამიანს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას. კანონის პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის სისტემაში შემავალი 16 ადმინისტრაციული ორგანოების, მიერ განსაზღვრულ შესაბამის პროგრამებში მონაწილე მასწავლებლებისათვის, რომლებიც, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დანამატის გაცემას, შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგნელი წესისა და პირობების შესაბამისად. აღნიშნული შეღავათის დაწესება წარმოადგენს წახალისების ღონისძიებას იმ პირთათვის, რომლებიც იღებენ მონაწილეობას შესაბამის პროგრამებში (მაგ. ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად). პროგრამების ფარგლებში არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები რჩებიან მაღალმთიან დასახლებებში საცხოვრებლად, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამასთან, აღნიშნული წახალისება გაზრდის პროგრამაში მონაწილე პირთა მოტივაციას წავიდნენ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაოდ. 5) კანონის პროექტის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებები სარგებლობენ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათებით. შეღავათები გათვალისწინებულია საწარმოსა და მეწარმე ფიზიკური პირისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადით, იმისთვის რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში მეწარმეობის განვითარებას (საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი პირების საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლებას 10 წლის ვადით). ამასთან, კანონის შესაბამისად, გადასახადებისაგან გათავისუფლება მეწარმე ფიზიკური პირებისა და საწარმოებისათვის დაკავშირებული იქნება „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსის მოპოვებასთან. სტატუსის მინიჭებას განახორციელებს საქართველოს მთავრობა, ხოლო სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას ჩაატარებაზე უფლებამოსილი ორგანო განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონის პროექტი ითვალისწინებს იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომელთა განმახორციელებელ მეწარმე ფიზიკური პირებს და საწარმოებს არ მიენიჭებათ ან გაუუქმდებათ „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, კერძოდ, ლიცენზირებას/ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას; მომსახურების გაწევას, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა; საქონლით ვაჭრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება. ამასთან საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია იქნება დაადგინოს გამონაკლისი ზემოაღნიშნული საქმიანობის სახეებიდან, შესაბამისი დადგენილებით, ამასთან განსაზღვროს გამონაკლის დადგენის კრიტერიუმები და წესი. საგადასახადო შეღავათები, ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებაში სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, რაც აისახება საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შეცვლის დასაქმებულთა რაოდენობას. 17 6) კანონის პროექტის მე-6 მუხლი სრულად ეთმობა მთის ეროვნული საბჭოს სტატუსსა და მის შემადგენლობას. საბჭო კანონის შესაბამისად წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, მთის ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთის ეროვნული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამასთან, კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მთის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცებას, რომელშიც განისაზღვრება საბჭოს მუშაობის წესი და მის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საკითხები. მთის ეროვნული საბჭოს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, ვინაიდან იგი დაკომპლექტებული იქნება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებით, ექსპერტებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, მას ანიჭებს უფლებამოსილებას კანონის პროექტის მე-7 მუხლის შესაბამისად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისათვის განახორციელოს შემდეგი ქმედებები: საქართველოს მთავრობას, დასამტკიცებლად წარუდგინოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; საქართველოს მთავრობას, დასამტკიცებლად წარუდგინოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესაბამისი პროგრამები, რომელიც მიმართულია მაღალმთიან დასახლებაში სოფლის მეურენობის, სხვა შესაბამისი დარგის განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტრების განხორციელებისაკენ; შესაბამის სამინისტროს მისცეს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი ღონისძიებების თაობაზე; შესაბამისი წინადადებებით მიმართოს საქართველოს მთავრობას მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში დასახლების დამატების მიზნით. შესაბამისად, კანონის პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ სოციალური და საგადასახადო შეღავათების დაწესებას მაღალმთიანი დასახლებებისათვის, არამედ, მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, შესაბამისი პროგრამების შემუშავებას. 7) კანონის პროექტის მე-8 მუხლი ეთმობა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების დაფინანსების საკითხს, კერძოდ, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით ფულადი სახსრები გამოიყოფა წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში. კერძოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში განისაზღვრება მაღალმთიანი დასახელებების განვითარების ფონდი (შემდგომში - ფონდი). ფონდის განკარგვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ამასთან, ფონდიდან თანხების გამოყოფის საკითხში ჩაერთვება მთის ეროვნული საბჭო, რომლის წინადადების საფუძველზე 18 ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობას მიმართვას წაუდგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ფონდით განსაზღვრული თანხები სრულად იქნება მიმართული მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისაკენ. 8) კანონის პროექტის მე-9 მუხლი ეთმობა, კანონის ამოქმედების შემდეგ მისაღები ნორმატიული აქტების ჩამონათვალს და განსაზღვრულია მათი მისაღებად გონივრული ვადები. კანონის პროექტის მე-10 მუხლის განსაზღვრავს ამ კანონის ამოქმედებისთანავე „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხს. კანონის პროექტის, მე-11 მუხლში განსაზღვრულია კანონის ცალეკული დებულებების ამოქმედების ვადები. აღნიშნული ვადების მითითება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სოციალური და საგადასახადო შეღავათები, აგრეთვე შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოსაყოფი თანხები გასათვალისწინებელია სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით არ არის განსაზღვრული. ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება საჭიროებს მათი ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც გასათვალისწინებელია შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში. ამდენად, აღნიშნული გარემოებები იწვევს, სოციალური და საგადასახადო შეღავათების სხვადასხვა დროს ამოქმედებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონიპროექტით გათვალისწინებული შეღავათები ამოქმედდება პერიოდულად, ხოლო შეღავათები სრულად ამოქმედდება 2018 წლის პირველი იანვრიდან. კანონპროექტით განსაზღვრული სოციალური შეღავათების ამოქმედების შემდეგ: ა) 2016 წლის 1 იანვრიდან კანონის პროექტი გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯვას. კერძოდ, 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ ასამოქმედებელი შეღავათების გათვალისწინებით, 2016 წელს ხარჯვის სავარაუდო რაოდენობა იქნება 12 000 000 ლარი. ბ) 2017 წელს კანონის პროექტით განსაზღვრული შეღავათების ამოქმედების შემდეგ ხარჯის სავარაუდო რაოდენობა იქნება - 30 500 000 ლარი. გ) 2018 წლიდან კანონის პროექტით გათვალისწინებული შეღავათების სრულად ამოქმედების შემდეგ ხარჯების სავარაუდო რაოდენობა იქნება - 50 500 000 ლარი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღება, გავლენას იქონიებს 2016 წლიდან 19 საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები გათავისუფლდებიან საშემოსავლო და ქონების გადასახადისაგან. ამასთან საშემოსავლო და ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მეწარმე ფიზიკური პირი, ხოლო საწარმო ქონებისა და მოგების გადასახადისაგან. აღნიშნული ხარჯების დათვლა დამოკიდებული იმ საწარმოთა ოდენობაზე, რომლებსაც მიენიჭებათ „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, დაახლოებით 12 000 000 ლარის ოდენობით, 2017 წლის 1 იანვრიდან დაახლოებით 30 500 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან დაახლოებით 50 500 000 ლარი. ამასთან, დამატებითი ხარჯი იქნება კანონის პროექტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერის, გაზრდილი ოდენობით გაცემა, რომლის გაცემის წესი და პირობები უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსურ ვალდებულებებს 2015 წელს. 2016 წლიდან სახელმწიფოს წარმოეშობა ფინანსური ვალდებულებები იმ სუბიექტების მიმართ, რომლებზეც გავრცელდება ეს კანონი. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გააუმჯობესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტით განისაზღვრება სოციალური და საგადასახადო შეღავათები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. 20 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში ორგანიზაციებში გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 21