„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2015
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/345/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/08/2013 სარეგისტრაციო კოდი: 240070000.05.001.017022) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5-ზე ნაკლები.“. მუხლი 2. 2016 წლის 1 იანვრამდე, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის სოფლები, თემები და დაბები განისაზღვრება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121) დანართის შესაბამისად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ძალადაკარგულად ცხადდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულ კანონს ცვლის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილება, ვინაიდან აღნიშნული ნორმა მითითებას აკეთებს „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, ნაცვლად „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მითითება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი აღნიშნული პროექტით ცვლილება შედის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელშიც ნაცვლად „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, მიეთითება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, იმისთვის, რომ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრამდე (საქართველოს მთავრობის დადგენილება), არ შეიზღუდოს პირთა უფლებები, პროექტი ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან. ხოლო 2016 წლის 1 იანვრამდე, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის სოფლები, თემები და დაბები განისაზღვრება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121) დანართის შესაბამისად. 3 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ვალდებულებებს. ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობია და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს 4 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს: ა) 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის; ბ) ამ კანონით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5-ზე ნაკლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს დარღვევის გამოსწორებისათვის მიეცემა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.