„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2015
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/345/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის ძირითადად ეროვნული სახეობების განვითარებას სოფლად, ქმნის აუცილებელ პირობებს სოფლის მოსახლეობის სპორტში ჩაბმისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიან რეგიონებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ძალადაკარგულად ცხადდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულ კანონს ცვლის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მაღალმთიანი რაიონები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის „მაღლამთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ მაღალმთიანი რაიონის სოფლები, შეიცვლება მაღალმთიანი რეგიონებით. ვინაიდან „მაღალმთიანი რეგიონი“ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის „მაღალმთიანი დასახლება“, ხოლო დასახლება არის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული სოფელი, დაბა და ქალაქი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის ძირითადად ეროვნული სახეობების განვითარებას სოფლად, ქმნის აუცილებელ პირობებს სოფლის მოსახლეობის სპორტში ჩაბმისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიან რეგიონებს. ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება 3 კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონის პროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სახელმწიფო გარანტიები სპორტის სფეროში 1. სპორტში მოქალაქეთა ვარჯიშისა და საქმიანობის უფლებას სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნით. 2. სახელმწიფო სათანადო დახმარებასა და შეღავათებს უწევს სპორტში მოღვაწე პენსიონერებს, ობლებს, ხელმოკლე ოჯახებსა და ინვალიდებს. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს სპორტის ძირითადად ეროვნული სახეობების განვითარებას სოფლად, ქმნის აუცილებელ პირობებს სოფლის მოსახლეობის სპორტში ჩაბმისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიანი რაიონების სოფლებს. 4. საქართველოს მოქალაქეს (სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს, სპორტის სხვა მუშაკს) უფლება აქვს იმუშაოს სამოყვარულო და პროფესიულ სპორტში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 5. სხვა ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოში სპორტულ საქმიანობას ეწევა ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დაუშვებელია სპორტული საქმიანობა ან სპორტში მიღწევების გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის.