„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
(საქართველოს
შეტანილ იქნეს შემდეგი
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ.343)
ცვლილება:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე და 42-ე ნაწილი:
„41. მაღალმთიანი დასახლება - „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება.
42. მაღალმთიანი დასახლების საწარმო – საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი,
რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში და
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.“.
2. 82-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“
ქვეპუნქტი:
„ჰ3) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური
პირის მიერ, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში
განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი, მაღალმთიანი
დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის
განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).“;
ბ) მეორე ნაწილის:
ბ.ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე
მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი
შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან
კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი
შემოსავალი, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებს სტატუსის
მქონე ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან
ორი შვილი) აღნიშნულ დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის
განმავლობაში
მიღებულ
3000
ლარამდე
საბიუჯეტო
ორგანიზაციიდან
კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ დასაბეგრ
შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით;“;
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაასის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ, ამავე
მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე, გარდა საბიუჯეტო
ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული და მაღალმთიანი დასახლების
1
საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად
მიღებული შემოსავლისა.“.
3. 99-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:
„წ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ, ამავე მაღალმთიან დასახლებაში
საქმიანობის შედეგად მიღებული მოგება, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10
კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის
ჩათვლით).“.
4. 206-ე მუხლის პირველ ნაწილის:
ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირის
საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე
მიწის ნაკვეთი;“.
ბ) „ჰ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ ქვეპუნქტი:
„ჰ6)
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე
მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონება, შესაბამისი სტატუსის
მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების
კალენდარული წლის ჩათვლით).“.
მუხლი 2.
2016 წლის 1 იანვრამდე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 82-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის
მიზნებისათვის მაღალმთიანი რეგიონები, სოფლები და დაბები განისაზღვრება
„მაღალმთიანი
რეგიონების
სოციალურ-ეკონომიკური
და
კულტურული
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№24(31), 1999 წელი, მუხ. 121) დანართის შესაბამისად.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის, პირველი მუხლის მე-2-მე-4 ნაწილები, ამოქმედდეს 2016 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანოპროექტის მიზეზია, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
კანონპროექტიდან
გამომდინარე,
მაღალმთიანი
რეგიონების
სოციალურეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად საგადასახადო შეღავათების
დადგენის აუცილებლობა;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანოპროექტის მიზანია, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
კანონპროექტიდან
გამომდინარე
მაღალმთიანი
რეგიონების
სოციალურეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად საგადასახადო შეღავათების
დადგენა;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლს ემატება 41-ე და 42-ე ნაწილები, რომლის
მიხედვით საგადასახადო მიზნებისთვის განიმარტება ტერმინები „მაღალმთიანი
დასახლება“ და „ მაღალმთიანი დასახლების საწარმო“.
2. 82-ე მუხლს ემატება „ჰ3“ ქვეპუნქტი რომლის თანახმადაც საშემოსავლო
გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის
მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს
სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული
შემოსავალი, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებიდან 10
კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის
ჩათვლით).
3. ახალი რედაქციით ყალიბდება 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტი.
მნიშვნელოვნად ფართოვდება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა შეღავათი
საშემოსავლო გადასახადში. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, საშემოსავლო
გადასახადით არ იბეგრება
პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18
წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი
3000 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს
(რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ
დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000
3
ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი
უმცირდება 50 პროცენტით.
წარმოდგენილი
პროექტის
მიხედვით
საშემოსავლო
გადასახადისაგან
თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ, ამავე
მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე, გარდა საბიუჯეტო
ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული და მაღალმთიანი დასახლების
საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად
მიღებული შემოსავლისა.
4. პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული
აქვს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი თავისუფლდება მოგების
გადასახდისაგან, სტატუსის მინიჭებიდან 10 წლის განმავლობაში.
5. მნიშვნელოვნად ფართოვდება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა
შეღავათი ქონებაზე მიწის გადასახადში, კერძოდ ამ გადასახადისგან თავისუფლდება
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის საკუთრებაში
არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქციით ქონებაზე მიწის გადასახდისაგან
თავისუფლდება მხოლოდ „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და
კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული,
კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა
და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი
აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო სამხრეთი
საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე
არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით;
6. პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული
აქვს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი თავისუფლდება ქონების
გადასახდისაგან, სტატუსის მინიჭებიდან 10 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება 2016
წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად, 2016 წლის 1 იანვრამდე, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსის“ 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტისა და 206-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მაღალმთიანი
რეგიონები, სოფლები და დაბები განისაზღვრება „მაღალმთიანი რეგიონების
სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121)
დანართის შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან, 2015 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
4
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს 2015 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 2016 წლის 1 იანვრიდან, „მაღალმთიანი
დასახლების საწარმოს“ სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების/საწარმოების
რაოდენობის გათვალისწინებით შემცირდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს 2015
წლის სახელმწიფო ბიუჯეტში;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი დადებითად აისახება იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
ორგანიზაციებში
5
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მათი ამოღება:
მუხლი 8. ტერმინთა განმარტება
1. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება,
რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.
2.
არამატერიალური
აქტივი
–
ფიზიკური
ფორმის
არმქონე,
იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის
წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით
გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს
მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი,
კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს
დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა
ამგვარი არამატერიალური აქტივები.
3. არაპირდაპირი გადასახადი – გადასახადი (დამატებული ღირებულების
გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული
(იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის
სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით
გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას).
არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება
საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ
კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.
4. არარეზიდენტი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.
5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება,
რომელიც წარმოშობილია:
ა) პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე;
ა1) ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის
დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით
განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების საფუძველზე;
ბ) საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც პირი ეთანხმება ან
რომლის გასაჩივრების ვადა გასულია;
გ) პირის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. ბიოლოგიური აქტივი – ცხოველი ან მცენარე.
61. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა − ბუღალტრული აღრიცხვის
საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა.
62. სოფლის მეურნეობის პროდუქცია − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან
მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო
გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად)
არ ითვლება ბიოლოგიური
ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური
7
აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის
სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).
63. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელსაც
მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში –
ბასს) – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ
დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული
აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული
სტანდარტები.
8. გადასახადების ადმინისტრირება – გადასახადების გამოანგარიშებასთან,
გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე
გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო
ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების,
მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები
ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების
პროცესში.
9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – გადასახადის
გადამხდელისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებული
ნომერი.
10. გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე,
მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე,
რომელიც არ დასრულებულა
იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო
კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც
დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6
თვის განმავლობაში.
11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან
შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით)
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების
ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა
დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და
წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან
ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ
დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე,
უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული
ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი
დანაკარგი.
12. დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან
(წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის
8
სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების
შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს,
კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის
დაცვის გარეშე. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას
ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი),
რომელიც
არ
აღემატება
კაპიტალში
(საწესდებოსა
და
საემისიოში)
აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა
ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით.
13. თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი – საფონდო ბირჟის
ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომლის
თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის ან
საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის
მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, უნდა აღემატებოდეს 25
პროცენტს.
14. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან
ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება
ან/და სარგებელი.
15. მატერიალური აქტივი – აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური
აქტივი.
16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე
პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა,
შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის
თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს
(ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და
საერთო მეურნეობას ეწევიან.
17. პარტნიორი – პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი,
კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
18. პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო
კოდექსის შესაბამისად.
19. პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან
დაკავშირებული
ნებისმიერი
სახის
სავალო
მოთხოვნიდან
(იპოთეკური
უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად)
მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ
შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის:
ა) სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და
მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და
თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები;
ბ) პროცენტად ითვლება:
9
ბ.ა) საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველის მიერ
დაზღვეულისათვის
გადახდილი
სადაზღვევო
ანაზღაურება
(თანხა)
ამ
ანაზღაურების
მისაღებად
განხორციელებული
სადაზღვევო
შენატანების
გამოკლებით;
ბ.ბ) კრედიტთან (სესხთან), დეპოზიტთან, ანაბართან, ობლიგაციასთან
დაკავშირებული გადასახდელი;
ბ.გ) შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან,
მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით;
გ) პროცენტად არ ითვლება ჯარიმა დაგვიანებული გადახდისთვის ან
დაგვიანებული მიწოდებისთვის.
20. რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული
პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია).
21. როიალტი:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების
გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური;
ბ) საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის,
მოდელის,
სავაჭრო
ნიშნის
ან
სხვა
ინტელექტუალური
საკუთრების
გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის
მიღებული შემოსავალი;
გ) სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის
გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის
მიღებული შემოსავალი;
დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი;
ე) კინოფილმის, ვიდეოფილმის, ხმის ჩანაწერის ან ჩაწერის სხვა საშუალების
გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის
მიღებული შემოსავალი;
ვ) საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან
მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან
გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;
ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური
დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული
შემოსავალი.
22. სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის,
პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები
და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით
დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება
საგადასახადო ვალდებულებები.
23. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ
დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და
ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.
24. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა –
10
სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია „საქონლის
აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო
კონვენციის შესაბამისად.
25. საერთაშორისო გადაზიდვა – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან
სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა,
საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი
საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე,
საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:
ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების
გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით
მდებარე პუნქტებს შორის;
ბ) საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.
26. საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი
განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ
ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას
არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე.
27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება –
შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ
აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე
ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის
ღირებულების დადებითი სხვაობით.
28. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი
სამეურნეო
საქმიანობის
პროცესში
გამოყენებული
ნედლეული,
მასალა,
ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი)
ბასს-ის მიხედვით.
29.
უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან
აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის
მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და
რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე,
ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) ცნობა აღსრულების ორგანოდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად
მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი
თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ
გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების
საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ
მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;
დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.
11
30. ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა
შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.
31. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს
საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ
შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და
რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
32. ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები – ხარჯები, რომლებიც
ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ)
მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია
(რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით
და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარის
ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად
და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო
ხარჯებისა,
რომლებიც
გაიწევა
ძირითადი
საშუალების
ამოსავალი
მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.
33. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის
ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:
ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები,
მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი
სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;
ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;
დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:
დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება)
ხარჯებს;
დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება)
ხარჯებს;
დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;
დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების
ღირებულება) ხარჯებს;
დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები,
მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი,
ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
34. წმინდა აქტივები – სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს
შორის.
35. ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი
სტატუსი.
36. საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო
სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა,
რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.
12
37. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი – პირი (მეწარმე სუბიექტი),
რომელიც „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აშენებს სასტუმროს და
უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.
38. ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ
ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.
39. სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის მიერ საგადასახადო წლის
განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი
ერთობლივი შემოსავლის არანაკლებ 70%-ია.
40. შემოწირულება – ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული
საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები.
მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ
პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:
ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის
დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით
მუშაობით მიღებული შემოსავლები;
ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია,
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის
არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული
შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი
გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები;
გ) ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში
გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და
მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები;
დ) ალიმენტი;
ე)
განქორწინების
საფუძველზე
მიღებული
ქონების
ღირებულება
(შემოსავალი);
ვ) ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის
(სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით
საკუთრებაში
არსებული
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
რეალიზაციით
მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით
მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე
ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების
ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება
13
ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და
პროცენტების მიღების მიზნით;
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ
ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული
ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით
მიღებული ქონების ღირებულებისა;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150
000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების
ღირებულება;
კ)
ფიზიკური
პირისათვის
(დონორისათვის)
გაღებული
სისხლის
საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა;
ლ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული
პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის
პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული
წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ
აღემატება 200 000 ლარს;
მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ), ასევე მიწისძვრითა და
სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მიერ დაზიანებული
ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა
დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი
სარგებელი; ნ) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური
პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ
გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით
მიღებული შემოსავალი;
ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და
მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული
მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
პ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი
ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
ჟ) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული
ნამეტი შემოსავალი;
რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული
შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის
დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;
ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული
შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ
დაწესებულებას;
14
ტ) სახელმწიფოს ან საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი
ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
უ) სახელმწიფოს ან საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი
ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და ეროვნულ ბანკში
ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული
შემოსავალი;
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის,
სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან
მიღებულ შემოსავალს;
ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და
დაინვალიდებული
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე დაღუპვის
შემთხვევაში მათ ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული
დახმარება;
ღ) ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000
ლარს;
ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების
გადაცემით მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური
პირები არიან, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის
დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა
განაწილების მომენტისათვის არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის
გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას
ამხანაგობის წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის
რეალიზაცია არ განიხილება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;
შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული
შემოსავალი, თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე
საგადასახადო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა და
შემოსავლის (ხელფასის) გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი
დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების
მიერ არის გადახდილი თუ არა;
ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს
პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში
გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების
უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი.
ც) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული
პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის
მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000
ლარს;
ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე
15
ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული
შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან
მიღებული შემოსავლისა;
წ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი
წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც
დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ
საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;
(8.11.2011. N5202)
ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის
(დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემით მიღებული სარგებელი;
ჭ1) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისას
პირად
მფლობელობაში
არსებული
ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული
სარგებელი;
ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე
სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან
მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული
სარგებელი.
ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე
სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების
მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა
უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების)
უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული
სარგებელი;
ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების
რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი;
ჰ1) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი
პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.
ჰ2)
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება.
2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:
ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:
16
ა.ა)
მეორე
მსოფლიო
ომისა
და
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;
ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
ა.გ) მარტოხელა დედის;
ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის
განმავლობაში);
ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
ა.ვ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის
კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ რეგიონში
საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი
შემოსავალი, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს
(რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ რეგიონში
საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ
შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით;
ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი
შემოსავალი 6000 ლარამდე.
3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო
შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:
ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის
მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის
თარიღის მიხედვით;
ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში
რეგისტრაცია, – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან;
ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:
ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების
წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;
ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში
მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო
მიღებული.
გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის
მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:
გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი,
შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი
შვილები;
17
გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედმამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და
მამიდა.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო
წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის
გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით
სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი
სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა
გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.
მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების
მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა;
ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და
შემოწირულებები;
ბ1) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ „გრანტების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტები და სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის წევრის შენატანი (პაი);
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;
დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით
გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების
რეალიზაციით მიღებული მოგება;
ე) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული
პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის
სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი
მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი
მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
ვ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი,
რომლის რეინვესტირებაც ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის
დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში;
ვ1) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო
გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით
მიღებული მოგება;
ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან
ან/და ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ
გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
18
თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი
ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ი) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული
მოგება;
კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული
შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის
დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;
ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული
შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ
დაწესებულებას;
მ) სახელმწიფოს ან საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი
ქაღალდების რეალიზაციითა და აღნიშნული ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის
სახით მიღებული მოგება და ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე
დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება;
ნ) ამოღებულია (13.10.2011. N5120)
ო) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული
საქმიანობით მიღებული მოგება;
პ) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით
ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული
მოგება, თუ საინვესტიციო ფონდი არის საერთაშორისო ფინანსური კომპანია;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის სახელმწიფოს ან/და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან
უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება;
რ) სამედიცინო დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა)
სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება
(დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება
შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში;
ს) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო
ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;
ტ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ
სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგება;
უ) ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის
(ნაკვეთების) ღირებულება.
ფ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე
ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული
მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან
მიღებული მოგებისა;
ქ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობით
მიღებული მოგება, გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით
19
გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა;
ღ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი
წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის
მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;
ყ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის
უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია
და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი.
შ) ტურისტული საწარმოს მიერ სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ საქონლის
მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული სარგებელი;
ჩ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე
სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების
მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა
უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების)
უსასყიდლოდ გაწევის შედეგად წარმოშობილი შემოსავალი (უსასყიდლოდ გაწეული
მომსახურების საბაზრო ფასი) და სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული
სარგებელი;
ც) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების
რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგება.
ძ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგება.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის
მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო
მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება
1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან
გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის
მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული
შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
ბ) ამოღებულა (24.06.2011. N4963 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან)
გ) ამოღებულა (24.06.2011. N4963 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან)
დ) მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები; (15.05.2012. N6211)
ე) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული
ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის
გამოყენებული ქონებისა;
20
ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული
ქონება;
ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც
გადაცემული
აქვს
საბიუჯეტო
ორგანიზაციას,
გარდა
ეკონომიკური
საქმიანობისათვის გამოყენებული მიწისა;
თ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის
ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ,
კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ
გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება
შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია;
ი) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით,
კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით,
ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით,
დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო
პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე
ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა;
კ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები; ის მიწები, რომლებიც
გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, თუ ისინი არ
გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური
საქმიანობისათვის;
ლ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა
და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი
წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და
ტექნიკური ზონები;
მ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული
მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება;
ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა
ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად;
ო) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის
მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;
ო1) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც
მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს
მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით
სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
21
პ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი სათიბები,
საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწები;
ჟ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების,
ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა
კომუნიკაციებისათვის,
აგრეთვე
ნავსადგურებისათვის
პერსპექტიული
განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება
ეკონომიკური საქმიანობისათვის;
რ)
ფიზიკური
და
იურიდიული
პირები,
რომლებმაც
მიიღეს
ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5
წლის განმავლობაში;
ს) ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო
ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე
არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5
წლის განმავლობაში;
ტ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში
არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთები.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის
წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების
ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების
შემთხვევებშიც;
უ) 2014 წლის 1 იანვრამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო
სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა;
ფ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები
პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;
ქ) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის
ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის
მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი აღნიშნულ
ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთი საქართველოს მაღალმთიან
რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე
ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით;
ღ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული,
ჯიშთა გამოცდის მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო
მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ბიუჯეტიდან ფინანსდება;
ყ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული 60
წლის და მეტი ასაკის პირთა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
პანსიონატების/თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ
22
შორის,
ბავშვთა)
ან/და
მზრუნველობამოკლებულ
ბავშვთა/მოზარდთა
სააღმზრდელო დაწესებულებების ან დღის ცენტრების, საჯარო სამართლის
იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების)
მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები,
გამოყენებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სპეციალური სკოლაინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც
უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას,
თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
შ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე
მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის,
გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწაზე
ქონების
გადასახადისაგან
გათავისუფლების
საფუძველია
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც
მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ
ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების
მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ;
ჩ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება;
ც) ბიოლოგიური აქტივი;
ძ) საქართველოს რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება;
წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა,
რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე
ლიზინგით არის გაცემული;
ჭ)
სამედიცინო
საქმიანობისათვის
გამოყენებული,
სამედიცინო
დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები.
ხ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის სასტუმრო
მომსახურებასთან დაკავშირებული ქონება.
ჯ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული
კლასიფიკატორის“ 01 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში (სოფლის
მეურნეობაში) დასაქმებული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება,
აგრეთვე ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება, რომლებსაც ეს პირი
ამავე საქმიანობაში იყენებს.
ჯ1) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება
(გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი
ქონება;
ჰ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი
წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის
მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (მათ შორის,
მიწის ნაკვეთები).
23
ჰ1) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში
არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის
ნაკვეთი); (15.05.2012. N6211 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1
იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ჰ2) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე
მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის
ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების
მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში; (15.05.2012. N6211 ამ
ნორმის მოქმედება
ურთიერთობებზე)
გავრცელდეს
2012
წლის
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ჰ3)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი.
(15.05.2012. N6211 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ჰ4) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება.
2. დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით,
უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის
ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით
გადაცემულ
შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).
3. თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ პირმა იჯარით,
უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გასცა მიწის ნაკვეთი, ამ პირზე
საგადასახადო შეღავათი აღარ გავრცელდება. ამასთანავე, პირი ვალდებულია
საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის ბოლომდე წარუდგინოს დეკლარაცია და
გადაიხადოს გადასახადი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად.
24