„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, №18, მაისი, 1994 წ., მუხ. 368) შეტანილ იქნეს ცვლილება და
მე-11 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. მაღალმთიანი რეგიონი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ძალადაკარგულად
ცხადდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულ კანონს ცვლის
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
შესაბამისად, აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია „ნიადაგის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-15 პუნქტში ცვლილება, ვინაიდან
აღნიშნული ნორმა მითითებას აკეთებს „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა და მე-11 მუხლის მე-15 პუნქტში, ნაცვლად „მაღალმთიანი
რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონისა, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის მითითება, აგრეთვე, მაღალმთიანი რეგიონის ცნების
დაზუსტება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
აღნიშნული პროექტით ცვლილება შედის „ნიადაგის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-15 პუნქტში, რომელშიც ნაცვლად
„მაღალმთიანი
რეგიონების
სოციალურ-ეკონომიკური
და
კულტურული
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, მიეთითება „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ამასთან, მაღალმთიანი
რეგიონის ცნება დაზუსტდება, კერძოდ, მაღალმთიანი რეგიონი იქნება
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება, ისევე, როგორც „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, ხოლო კანონის სხვა
ტექსტში მაღალმთიანი რეგიონის ცნება გამოიყენება ზემოაღნიშნული განმარტებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
3
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს
ვალდებულებებს.
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობია და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
4
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება:
მუხლი 11. კანონში მოცემული ტერმინების განმარტება
1. ნიადაგი –
დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი , რომელიც შექმნილია ქანების , კლიმატის , ბიოსფეროს ,
რელიეფის ხნოვანების დაადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით .
2. ნიადაგის ეროზია –
ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენების დაშლა , გაფანტვა და წყლით ჩამორეცხვა.
3.დაჭაობება –
პროცესი , რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად , თან სდევს მც
ენარეულობის ,მიკროფლორის , ჟანგვა აღდგენის რეჟიმის შეცვლა , რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერების დაგ
როვება .
4.დამლაშებული ნიადაგი წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი , რომელიც აბრკოლებს კულტურული მცენარ
ეებისგანვითარებას .
5.ბიცობი –
ნიადაგის ტიპი , რომელსაც პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოსახული აქვს ზედაპი
რიდან 100 სმ ფარგლებში .
6.მჟავე ნიადაგი –
ნიადაგი , რომელსაც ახასიათებს ფუძეებით ნიადაგის მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე
აქვს რექცია (PH 60- ზე ).
7.ძლიერი ქვიანობა–ნიადაგის ზედაპირის 20-40%-ით
დაფარულობა 5 სმ და მეტი ზომის ქვებით .
8.ნიადაგის ბონიტირება –
ნიადაგის , როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების საშუალებების , ხარისხის შ
ედარებითიშეფასება, გამოხატული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დაფუძნებული ნიადაგი
სა და მოსავლის დონის აღრიცხვაზე .
9.ნიადაგის ტიპი –
ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული , მასში გაერთიანებული ნია
დაგები ვითარდება ერთტიპურ ბიოლოგიურ , კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებს .
10.ჰუმუსი –
ნიადაგის სპეციალური და არასპეციალური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა , მუქა
დ შეფერილი უფორმო მასა ,რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენები
ს ისეთ მინარევებს , რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედულიაგებულება .
11.რადიონუკლიდები –
ატომური იარაღის აფეთქების შედეგად ნიადაგში მოხვედრივი სხვადსხვა ქიმიური ელემენ
ტები : Sr, Zn, J დასხვა .
12.
ბიოსფერო –
bios
– სიცოცხლე,
sphaiza– სფერო,
აქტიური
ცხოველმყოფელობის არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და
გენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით.
13. რეკულტივაცია – re – განმეორებითი, cultivo - მიწების ნაყოფიერებისა და სასოფლო სამეურნეო თვისებების აღდგენის კომპლექსური სამუშაოები.
6
14. მონიტორინგი –
ნიადაგში მიმდინარე პროცესების ცვლილებებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში .
15. მაღალმთიანი რეგიონები – ტერიტორიები, რომლებიც მოქცეულია იმ სოფლების,
თემებისა და დაბების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებზედაც
ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
16. ნახირი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
17. ფარა – წვრილფეხა პირუტყვი (ცხვარი, თხა).
18. მაღალმთიანი საძოვრები – მაღალმთიან რეგიონებში არსებული საძოვრები.
19. ვერტიკალური ძოვება – ნახირისა და ფარის ძოვება ჰიფსომეტრული სიმაღლის
მიხედვით სხვადასხვა ზონებში.
20. მიწების მელიორაცია – ჰიდრომელიორაციული, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის,
ქიმიური, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ნიადაგდაცვითი და სხვა სახის
კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს მიწების
მაღალეფექტიან სასოფლო-სამეურნეო გამოყენებას, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური,
ქიმიური, წყალ-ჰაეროვანი თვისებების გაუმჯობესებას, ნაყოფიერების ამაღლებას და
მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნას.
21. პირველადი წყალმოსარგებლე – პირი, რომელსაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა
გადაეცა განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას.