„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-08
ბიუროს ნომერი 288
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) 95-ე მუხლის მე-3
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაღალმთიან რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის
სუბიექტისათვის შეღავათებს განსაზღვრავს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონი, აგრეთვე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონი, იმავე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ძალადაკარგულად
ცხადდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულ კანონს ცვლის
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი,
რომლითაც წესდება შეღავათები ექიმებისა და ექთნებისათვის. შესაბამისად,
აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 95-ე მუხლის მე-3 პუნქტის ცვლილება, ვინაიდან აღნიშნული ნორმაში
საექიმო საქმიანობის სუბიექტებისათვის შეღავათის განმსაზღვრელ კანონად
მითითებულია მხოლოდ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით ექიმებისა და
ექთნებისათვის, შეღავათების დადგენისას, „საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონთან კოლიზიის თავიდან აცილება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, მაღალმთიან რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის შეღავათებს განსაზღვრავს „ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, აგრეთვე „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, იმავე კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
3
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი
ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონის პროექტი არ არის დაკავშირებული იმ პირთა ფინანსურ შედეგებთან,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ
ხელშეკრულებებთან
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივი და
მრავალმხივი ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს
რეგიონული
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომლშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება:
მუხლი 95. შეღავათები ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში
მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის
1. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და
ცალკეულ
რეგიონში
მომუშავე
დამოუკიდებელი
საექიმო
საქმიანობის
სუბიექტისათვის ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები
აწესებენ ხელფასზე დანამატებსა და სხვა შეღავათებს, საცხოვრებელი ფართობისა და
სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფის ჩათვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობათა და
რეგიონთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. მაღალმთიან რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის
სუბიექტისათვის შეღავათებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“.