გადაწყვეტილება №22616/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22616/2/2024
04 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 19.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22616/2/2024).
დავის საგანი:
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის დაბეგვრა;
2. სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მიხედვით საქონლის რეალიზებულად განხილვა;
3. ნაშთად არსებული ავტონაწილების რეალიზებულად განხილვა;
4. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა;
5. თანამშრომლის საზღვარგარეთ ვიზიტისა და დაზღვევის ხარჯების, ასევე, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
6. ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება;
7. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №249-29 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4461 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 596 788 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 238 982
დღგ - 121 035
მოგების გადასახადი - 12 586
საშემოსავლო გადასახადი - 105 361
ჯარიმა - 321 751
საურავი - 36 055
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 18.12.2023 წლის №31751 ბრძანება და №249-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4461 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალები, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები (არა მსუბუქი, სეს ესნ კოდით 8704 21 990 00). აღნიშნული ავტომობილები გადაფორმებულია (ხშირ შემთხვევაში რეალიზებულია) ფიზიკურ პირებზე 2021 და 2023 წლებში. მათგან მხოლოდ 2 სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლებიც ფიზიკური პირების საკუთრებაშია) წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულებები, სადაც უზრუნველყოფის საგნად მითითებულია ხსენებული ტრანსპორტი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ფიზიკურ პირებზე აღნიშნულის გადაფორმება განხორციელდა მხოლოდ სესხის მისაღებად და ისინი რეალურად არ არის რეალიზებული. შემოწმების მიერ დანარჩენი საავტომობილო საშუალებები ჩაითვალა რეალიზებულად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის და 166-ე მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადზე, მონაწილეობა მიიღო ნაღდი ფულის გაანგარიშებაში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მიღებული არასდროს ყოფილა 96 028 ლარი, ასევე მისთვის გაურკვეველია კონკრეტულად რა თანხებზე მოხდა დღგ-ის დარიცხვა. იმის გამო, რომ ძალიან გაუჭირდა და იურიდიულ პირებზე ვერ ახერხებდა ავტომანქანების დალომბარდებას გადავიდა ფიზიკურ პირებზე და 2021-2023 წლებში სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებიც ფიზიკური პირების საკუთრებაშია, აქვს სესხის ხელშეკრულებები, სადაც უზრუნველყოფის საგნად მითითებულია ხსენებული ტრანსპორტი, აღნიშნული განხორციელდა სესხის მიღების მიზნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები (არა მსუბუქი, სეს ესნ კოდით 8704 21 990 00). აღნიშნული ავტომობილები გადაფორმებულია (ხშირ შემთხვევაში რეალიზებულია) ფიზიკურ პირებზე 2021 და 2023 წლებში. მათგან მხოლოდ 2 სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლებიც ფიზიკური პირების საკუთრებაშია) წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულებები, სადაც უზრუნველყოფის საგნად მითითებულია ხსენებული ტრანსპორტი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ფიზიკურ პირებზე აღნიშნულის გადაფორმება განხორციელდა მხოლოდ სესხის მისაღებად და ისინი რეალურად არ არის რეალიზებული. შემოწმების 4 მიერ დანარჩენი საავტომობილო საშუალებები ჩაითვალა რეალიზებულად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა საჩივრის ზეპირ განხილვაში მიეღო მონაწილეობა, მისი თხოვნით საჩივრის განხილვა გადაიდო 28.06.2024 წელს და 12.07.2024 წელს, რაზეც ეცნობა კიდეც. ასევე, სატელეფონო საშუალებით დამატებით ეცნობა 19.07.2024 წელს საჩივრის ზეპირი განხილვის შესახებ, მან უარი განაცხადა მონაწილეობაზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფიზიკურ პირებზე გადაფორმება, საბჭოს მართებულად მიაჩნია აღნიშნული ავტომობილების რეალიზებულად ჩათვლა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა.
2. სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მიხედვით საქონლის რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილი გარკვეულ შემთხვევებში არ ემთხვევა ტენდერების ფარგლებში შესრულებული პროექტების მისამართებს. გადამხდელის მიერ არ იქნა გაშიფრული თუ რომელ ტენდერში/პროექტში იქნა გამოყენებული აღნიშნულ ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი. შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოხსენებული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის და 166-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადზე, მონაწილეობა მიიღო ნაღდი ფულის გაანგარიშებაში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მიხედვით საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის მომწოდებლის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა, რადგან ზედნადებში დაფიქსირებული რეკვიზიტების სისწორეზე პასუხს აგებს საქონლის მომწოდებელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილი გარკვეულ შემთხვევებში არ ემთხვევა ტენდერების ფარგლებში შესრულებული პროექტების მისამართებს. გადამხდელის მიერ არ იქნა გაშიფრული თუ რომელ ტენდერში/პროექტში იქნა გამოყენებული აღნიშნულ ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი. შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოხსენებული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად, გავრცელდა აუდირებული ფასნამატი და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მიხედვით საქონლის რეალიზებულად განხილვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ნაშთად არსებული ავტონაწილების რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, წარმოდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებში 2020 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთად დაფიქსირებულია ავტონაწილები, თვითღირებულებით 116 522.28 ლარი. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული ნაშთისა, შესამოწმებელ პერიოდში იმპორტის გზით კვლავ შეძენილი აქვს 59 500 ლარის ღირებულების იგივე საქონელი, ნაწილი რეალიზებულია დოკუმენტურად და საბოლოო ნაშთად დაფიქსირებულია 153 451.13 ლარის საქონელი. გადამხდელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღნიშნული ნაშთის არსებობა, შესაბამისად, შემოწმების მიერ ავტონაწილების გარკვეული ნაწილი მიჩნეულ იქნა გონივრულ ნაშთად, ხოლო დანარჩენი დაექვემდებარა რეალიზაციას აუდირებული ფასნამატით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. გადამხდელის პოზიციასთან, საქმიანობის ადგილზე ნაშთად არსებულ სმფ-ებთან და შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის სავალდებულო გრაფაში 2022 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთად უფიქსირდება ნულოვანი მაჩვენებელი. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაშთად არსებული ავტონაწილების რეალიზებულად განხილვას და დღგ-ის დარიცხვას. შესთავაზა შემმოწმებლებს, რომ ჩასულიყვნენ ადგილზე და მის მიერ წარდგენილი იქნებოდა ნაშთად არსებული ავტომანქანის ნაწილები, რომელზედაც განუმარტეს, რომ გადაეღო ფოტოსურათები, რაც საკმარისი იქნებოდა მათთვის. შეთანხმებულ ვადაზე ადრე სრულიად უსაფუძვლოდ დაარიცხეს თანხები. სურათებიც არ უნახავთ ისე მოხდა აღნიშნულზე დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღნიშნული ნაშთის არსებობა, შესაბამისად, შემოწმების მიერ ავტონაწილების გარკვეული ნაწილი მიჩნეულ იქნა გონივრულ ნაშთად, ხოლო დანარჩენი დაექვემდებარა რეალიზაციას აუდირებული ფასნამატით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ნაშთად არსებული ავტონაწილების რეალიზებულად განხილვა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
4. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს მიერ გაწეულია სხვადასხვა სახის არაეკონომიკური ხარჯი (შეძენილია საქონელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან ზედნადების გარეშე; შეძენილია საქონელი, რომელზეც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პირველადი დოკუმენტი და ა.შ.). აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია მოგების გადასახადზე და გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადის დარიცხვას. როგორც ზეპირად ისე წერილობით მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენით დაადასტურა შეძენილი სმფების წარმომავლობა და მისი კანონიერება. განა ეკრძალება იმ ფიზიკური პირებისგან შეძენა მიღება- ჩაბარების აქტებით და თუ საეჭვოა თანახმაა მოწმის სახით წარმოადგინოს ის პირები ვისგანაც შეძენილი იქნა საქონელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი. შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს მიერ გაწეულია სხვადასხვა სახის არაეკონომიკური ხარჯი (შეძენილია საქონელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან ზედნადების გარეშე; შეძენილია საქონელი, რომელზეც არ არის წარდგენილი შესაბამისი პირველადი დოკუმენტი და ა.შ.). აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია მოგების გადასახადზე და დაერიცხა მოგების გადასახადი.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის (საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები) მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
5. თანამშრომლის საზღვარგარეთ ვიზიტისა და დაზღვევის ხარჯების, ასევე, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საწარმოს საბანკო ამონაწერები, რის შედეგადაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაფინანსებულია/ანაზღაურებულია თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტის ხარჯები, დაზღვევის ხარჯები. ამასთან, შემოწმებით დადგენილი წყაროსთან დასაბეგრი გადასახადი (არამეწარმე ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურება) აღემატება დეკლარირებულს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით თანამშრომლის საზღვარგარეთ ვიზიტისა და დაზღვევის ხარჯების, ასევე, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ ყველა ხარჯი გაწეული იყო კონკრეტული დავალების შესასრულებლად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა;
თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაფინანსებულია/ანაზღაურებულია თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტის ხარჯები, დაზღვევის ხარჯები. ამასთან, შემოწმებით დადგენილი წყაროსთან დასაბეგრი გადასახადი (არამეწარმე ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურება) აღემატება დეკლარირებულს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია თანამშრომლის საზღვარგარეთ ვიზიტისა და დაზღვევის ხარჯების, ასევე, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
6. ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის აპრილის თვეში შპს „----“-სგან (ს/ნ---) მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---, რომლის დაკავშირება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან ვერ განხორციელდა. საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების ღირებულება შპს „---“-სთვის ანაზღაურებული არ არის, თუმცა მიღებულია შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა (ასევე აღნიშნულ პერიოდში შპს ,,---“-ს ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდება). ამასთან, შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს „---“-ს მიღებული აქვს ჩათვლები ისეთ ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებიც სხვა საწარმოსთვის იქნა გაწეული (შეცდომით გამოიწერა შპს „---“-ზე), თუმცა საწარმოს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებიც ჩათვლილი აქვს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა შესაბამისი ჩათლილი დღგ-ის თანხის შემცირება, რამაც გამოიწვია გადასახადისა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით ჯარიმის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით 2021 წლის აპრილის თვეში შპს „---"-სგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. აცხადებს, რომ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დღესაც აქვთ დაუფარავი აღიარებული ვალდებულება, რაც არ ნიშნავს ოპერაციის შეუსრულებლობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის აპრილის თვეში შპს „---“-სგან (ს/ნ ---) მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----, რომლის დაკავშირება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან ვერ განხორციელდა.
საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების ღირებულება შპს „---“-სთვის ანაზღაურებული არ არის, თუმცა მიღებულია შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა (ასევე აღნიშნულ პერიოდში შპს ,,---“-ს ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდება). ამასთან, შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს „---“-ს მიღებული აქვს ჩათვლები ისეთ ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებიც სხვა საწარმოსთვის იქნა გაწეული (შეცდომით გამოიწერა შპს „---“-ზე), თუმცა საწარმოს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებიც ჩათვლილი აქვს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელდა შესაბამისი ჩათლილი დღგ-ის თანხის შემცირება. საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
7. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ამონაწერებისა და სხვა მასალების/ინფორმაციის დამუშავების შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საწარმოს დებიტორ-კრედიტორებისგან. თავისუფალი სახსრები, რომლებიც დარჩა აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. განმარტავს, რომ გაანგარიშება შეუსაბამოა რეალობასთან, ბუნდოვანია და ექვემდებარება შემმოწმებლის მხრიდან დეტალურ განმარტებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საწარმოს დებიტორ-კრედიტორებისგან. თავისუფალი სახსრები, რომლებიც დარჩა აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას გამოვლენილი თავისუფალი ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის დაბეგვრა;
2. სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მიხედვით საქონლის რეალიზებულად განხილვა;
3. ნაშთად არსებული ავტონაწილების რეალიზებულად განხილვა;
4. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა;
5. თანამშრომლის საზღვარგარეთ ვიზიტისა და დაზღვევის ხარჯების, ასევე, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
6. ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება;
7. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 18.12.2023 წლის №31751 ბრძანება და №249-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4461 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 101; 154; 175; 982.