ბრძანება N 1459

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 1459
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1459

30 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 28 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის №20757/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 28 ივნისის №81976/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ,1. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი მასალების მიუხედავად, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საწვავზე შემოწმების მიერ არ იქნა გავრცელებული კომპანიის დოკუმენტური ფასი. აგრეთვე, გაურკვეველია არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლის ოდენობა და მისი ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად დაკვალიფიცირების საკითხი. აცხადებს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ნათლად ჩანს მიღებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა.

2. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საიჯარო ქონების კეთილმოწყობაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტები.

3. გადამხდელი აცხადებს, რომ იმპორტირებული სამშენებლო მასალების ღირებულებასთან დაკავშირებით შემოწმებას წარუდგინა არარეზიდენტების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, აცხადებს, რომ დამატებით წარმოადგენს არარეზიდენტებთან გაფორმებულ შედარების აქტებსაც. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №081-452 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 31 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული სარგებლის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;

4. მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არარეზიდენტი მომწოდებლებისგან შეძენილი საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად/სარგებლად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს."

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა სულ 2 213 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 475 ლარი და ჯარიმა 738 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 30 მაისის №081-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 16 აგვისტოს №20221 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 15 დეკემბრის №20757/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20221 ბრძანება და საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 06.07.2022 წლის №17640 ბრძანების აღსრულების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტებზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარდგენილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა ისე გამოიცა დასკვნა გადაანგარიშების შედეგებზე, რომ მათთან ერთად გავლა არ განხორციელებულა, ასევე, ინფორმაციაზე, რომ არარეზიდენტებზე გადახდილ თანხებთან მიმართებით, მომჩივანს გააჩნია აპოსტილით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები, ხოლო საჩივრის განხილვა მოხდა მათი მონაწილეობის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 06.07.2022 წლის №17640 ბრძანების აღსრულების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა დავის საგანი. საწარმოს მიერ წარმოდგენილ იქნა ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაცია: ბუღალტრული პროგრამიდან ანგარიშები „ნაღდი ანგარიშსწორებით“, „არაიდენტიფიცირებული მომხმარებლები“, „მოთხოვნა ტერმინალი“ და ა.შ., ასევე, ექსელის ფორმით სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერი. აღნიშნული ცხრილები (გარდა საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერისა) დაკავშირებულია მხოლოდ თანხობრივად. აღნიშნული ცხრილები არ არის ჩაშლილი საქონლის სახეობის მიხედვით, არ არის გამოყოფილი თხევადი გაზი, ბენზინი, დიზელი და ა.შ. შესაბამისად, არ არის გამოყვანილი საცალო სარეალიზაციო ფასი და არ არის დოკუმენტურად დადასტურებული კომპანიის სამეურნეო ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება ერთ მთლიანობაში. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ უკვე წარმოდგენილია და ჩვენს მიერ შესწავლილია შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: მატერიალური ფორმის ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალები, რომელიც არასრულყოფილადაა შევსებული. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ჟურნალის საპირწონედ წარმოდგენილია „ყოველდღიურად საქონლის რეალიზაციის რეესტრები“ როგორც ექსელის ისე pdf ფორმატებით. აღნიშნული ორი ფორმით წარმოდგენილი რეესტრები თანხვედრაში არ მოდის რიგ შემთხვევებში ერთმანეთთან. ასევე უზუსტობებია ბუღალტრულ პროგრამასთან მიმართებაში. მაგ: გადამხდელის მიერ შემოსავალი დიფერენცირებულია ფასდაკლებით და ფასდაკლების გარეშე, ტალონებით და ტალონების ფასდაკლებით, ასევე ჩამოწერილია როგორც საბითუმო, ასევე სხვა „გაყიდული/შეძენილი საქონლის“ მიხედვით. აღნიშნულ ბუღალტერიაზე დაყრდნობით საქონლის სარეალიზაციო ფასი უნდა ყოფილიყო განსხვავებული, როგორც საბითუმო, საცალო, ტალონებით და ფასდაკლებებით რეალიზაციის შემთხვევაში. უკვე წარმოდგენილ რეესტრებში სარეალიზაციო ფასის დიფერენცირება არ ხდება, ფასდათმობით ან ფასდათმობის გარეშე საქონლის სახეობების და რაოდენობების გარეშე. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი ტალონებით რეალიზაციის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია, მაგ: შემოწმებისთვის გაუგებარია როგორ ახერხებს კომპანია კონკრეტულ პირებზე ნაშთების კონტროლს რეალიზაციის დროს (საქონლის სახეობების, რაოდენობების, სარეალიზაციო ფასების და ფასდაკლების გარეშე და ა.შ.), წარმოდგენილ რეესტრებში მოცემულია მხოლოდ თანხა, შემოწმებისთვის გაუგებარია ამ თანხის შინაარსი თუ ვისთვის რა რაოდენობით რა სახეობა იქნა ფაქტობრივად გადაცემული. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით ფიქსირდება რეალიზაციის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულზე მაღალი ფასი, რითიც დასტურდება, რომ საცალო რეალიზაციის ფასი აღემატება დოკუმენტური რეალიზაციის ფასს, რის გამოც საცალო რეალიზაციებზე გამოყენებულ იქნა ტერიტორიის პრინციპით აუდირებული კომპანიის ფასი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.

● გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა დავის საგანი. 2018 წლის თებერვლიდან გადასახადის გადამხდელი იწყებს თხევადი გაზის და 2018 წლის მარტიდან საწვავის რეალიზაციას (ანუ უკვე ობიექტი ექსპლუატაციაში იყო შესული და მზად იყო მომხმარებლის მისაღებად. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე არსებული ფოტომასალებით; ასევე რეალიზაციების დროს წყვეტა არ ფიქსირდება), ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში სამშენებლო მასალა „სასაქონლო-მატერიალური მარაგიდან“ გადატანილია „იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა“-ში 2018 წლის 30 დეკემბერს (რომლის შეძენაც ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში და ზოგ შემთხვევაში მასალა მიტანილი არაა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობის განხორციელების ადგილზე). გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილია ფორმა 2-ები და ახსნაგანმარტება. შემოწმების ჯგუფის მიერ შესწავლილია საჯარო რეესტრში არსებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ზემოაღნიშნული ინფორმაცია/მონაცემების შეჯამებით და შერჩევითი გადამოწმებით, ფაქტობრივად გაწეული სამუშაოები წინ უსწრებს მასალების შეძენას. ასევე, ფორმა 2-ებით ჩამოწერილია სამშენებლო მასალები, რომელიც სასაქონლო ზედნადებებით ფაქტობრივად წაღებულია სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ფორმა 2-ები არ წარმოადგენს შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე სარემონტო სამუშაოების გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებას. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.

● შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, შესწავლილ იქნა დამატებით ფაქტობრივი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაცია (სავალუტო დეკლარაცია), რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ასევე არ არის წარმოდგენილი სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტი არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საქონლის ღირებულების თანხის სრულად გადახდის თაობაზე. შემოწმების ჯგუფის მიერ მოხდა კრედიტორული დავალიანების დაფარვა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი ნაწილი განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ თანხად. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.

● შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული სარგებლის ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებით ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. მათგან მხოლოდ ორი პირი აღმოჩნდა ინდ/მეწარმე, რომლებზე გადახდილი მომსახურების თანხა აღარ დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნულის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის გამო, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. სხვა პირებთან მიმართებაში დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ წარმოშობილა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ „დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება, ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად შემოწმებისთვის წარდგენილი მასალების მიუხედავად, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საწვავზე შემოწმების მიერ არ იქნა გავრცელებული კომპანიის დოკუმენტური ფასი, კერძოდ, შემოწმებას წარუდგინა რეესტრი, სადაც ასახულია თვეების და საწვავის სახეობების მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, 2019 წლის 3 ივლისის საკონტროლო შესყიდვის ოქმით და ამავე თარიღის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დასტურდება ერთსა და იმავე თარიღში დოკუმენტით და მის გარეშე რეალიზაციის ფასის იდენტურობა. აგრეთვე, გაურკვეველია არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლის ოდენობა და მისი ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად დაკვალიფიცირების საკითხი. აცხადებს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ნათლად ჩანს მიღებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საწვავის ფასნამატის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია, რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

ამავე მუხლის 33-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები არის ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარის ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

ლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად შემოწმებას წარუდგინა დოკუმენტები საიჯარო ქონების კეთილმოწყობაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. ამასთან, აცხადებს, რომ 2018 წელს უკვე საქმიანობდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა ობიექტი საჭიროებდა რემონტს. აღნიშნავს, რომ აშენდა და გარემონტდა როგორც ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, ისე საოფისე ფართი, რაზეც შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტება, ფორმა 2-ები, აზომვითი ნახაზი და ფოტო მასალა. აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რა დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა და რომ შემმოწმებელს შეეძლო ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული 2012 წლის 2 თებერვლის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, შემოწმებას წარუდგინა იმპორტირებული სამშენებლო მასალების ღირებულებასთან დაკავშირებით არარეზიდენტების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან აცხადებს, რომ დამატებით წარმოადგენს არარეზიდენტებთან გაფორმებულ შედარების აქტებსაც.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივანის 2022 წლის 31 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17640 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 16 აგვისტოს №20221 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. 2023 წლის 15 დეკემბრის №20757/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20221 ბრძანება და საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 06.07.2022 წლის №17640 ბრძანების აღსრულების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161