ბრძანება N 16713

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2026
№ დოკუმენტი 16713
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16713

23 ივლისი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.:„-------“)

2026 წლის პირველი ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის პირველი ივლისის №111253/21 (№688365) და №111256/21 (№„-------“) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №001-126 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთახმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და განმარტავს, რომ დღგ-ის ბრუნვაზე დარიცხვისას აუდიტის დეპარტამენტს არ გაუთვალისწინებია უკვე დეკლარირებული ავანსების სპეციფიკა, რითაც სახეზეა ერთი და იმავე ოპერაციის ორმაგი დაბეგვრის რისკი.

2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას. განმარტავს, რომ აქტში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ საგადასახადო ანგარიშფაქტურებსა და საქონელზე განხორციელდა ჩათვლის გაუქმება, შესაბამისად, არ აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს დასაბუთებული არგუმენტი.

3.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავალსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა (28 662 ლარი) მექანიკურად მიიჩნია დირექტორზე გაცემულ ხელფასად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არარსებობის გამო. აღნიშნული მცდარია, რადგან კომპანიას, როგორც სახელმწიფო ტენდერების შემსრულებელს, გააჩნია სოლიდური მატერიალური ხარჯები, რომელთა საბაზრო ღირებულება დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით. საგადასახადო ორგანომ უგულებელყო აღნიშნული ექსპერტიზის შედეგების სრულყოფილი ასახვა ხარჯებში, რითაც ხელოვნურად გაზარდა სხვაობა. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ დირექტორმა რეალურად მიიღო აღნიშნული თანხა პირად სარგებლობაში.

4. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10354 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 12 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 15 ივნისის №13041 ბრძანება და ამავე თარიღის №001-126 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 64 657 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 372 ლარი, ჯარიმა 19 852 ლარი, საურავი 6 433 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 31 აგვისტოდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2017 წლის 24 ოქტომბრიდან. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადნეგს ტენდერების საფუძველზე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შესრულებული აქვს 4 ტენდერი, კერძოდ მომსახურება გაწეული აქვს სსიპ - ,,------" და ,,-------"-სათვის. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხდების თანხამად, საწარმო არ ახორციელებს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას, აქედან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით. რადგან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხორციელდება საქმიანობის ბუღალტერული აღრიცხვა, ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (წარმოდგენილი დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე). კერძოდ, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული სახელმწიფო შესყიდვები და გაწეულ მომსახურებებზე გამოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები. მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად დადგენილი იქნა გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის დადგენილი სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა დღგ-ით დაბგვრას, რის შედეგაც საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მომსახურების მიღება, რომელზეც გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი დღგ-ის თანხები გადამხდელის მიერ ჩათვლილია ავანსის ფაქტურის მიღების პერიოდებში. გამყიდველის მიერ ხორციელდება ავანსის შესაბამისად სამუშაოს შესრულება, რა დროსაც უკვე შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ახორციელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას. მომჩივანი არ ახორციელებს ავანსების განაშთვას, აქედან გამომდინარე შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფაქტურის გამომწერი მხარის მიერ განაშთული ავანსები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილია, როგორც ავანსის, ისე შესრულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხა, რის შედეგადაც ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ასევე, შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვების ელექტრონულ ვებგვერდზე ატვირთული ფორმა №2 და გაანალიზდა მომსახურების გაწევისთვის საჭირო საქონლის ნუსხა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული იყო ისეთი საქონლის შეძენა, რომელიც სატენდერო მომსახურების შესრულებისთვის აუცილებელ რესურსს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, იმ საქონელზე, რომლებიც არ იყო დაკავშირებული გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, თუმცა მათზე განხორციელებული იყო დღგ-ის ჩათვლა, დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

3.გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხორციელდებოდა ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების გაანგარიშება. კერძოდ, შემოსავლებში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ტენდერების საფუძველზე მიღებული შემოსავლები, ხოლო ხარჯებში დოკუმენტურად დადასტურებულ შესყიდვებთან ერთად, არადოკუმენტური ხარჯებიც. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვების ელექტრონულ ვებგვერდზე ატვირთულ ფორმა №2-ში ასახული იყო ისეთი საქონელი, რომლის შეძენა შესაბამისი პირველადი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორი დასკვნა, რომლებშიც მოცემული იყო მომსახურების გაწევის ფარგლებში გამოსაყენებელი საქონლის საბაზრო ღირებულების შეფასება. ვინაიდან ფორმა №2-ში მითითებული იყო შესაბამისი საქონლის რაოდენობა, ხოლო ერთეულის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა ექსპერტიზის დასკვნებში ასახული მონაცემების საფუძველზე, განხორციელდა აღნიშნული საქონლის ღირებულების გაანგარიშება. მიღებული თანხის 75% გათვალისწინებულ იქნა დამატებით გამოსაქვით ხარჯად. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მაისის №11088 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთის განსაზღვრის პროცედურისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე, „-------“-ზე (პ/ნ„-------“), ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, ერთი და იმავე ოპერაციის ორმაგად დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შესრულებული აქვს 4 ტენდერი, კერძოდ, მომსახურება გაწეული აქვს სსიპ - ,,-------" და ,,------- -სათვის". არც ერთი ტენდერიდან გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ავანსის სახით თანხის მიღება. მიღება-ჩაბარების თარიღი ყველა შემთხვევაში წინ უსწრებს ბანკში ჩარიცხვის თარიღს, ხოლო მიღება-ჩაბარების თანხები და ბანკში ჩარიცხული თანხები ერთმანეთის ტოლია. აქედან გამომდინარე სახეზე არ არის ორმაგი დაბეგვრის რისკი, ვინაიდან გადამხდელს არც ერთ დაბეგრილ ტენდერთან მიმართებით წინასწარ, ავანსის სახით თანხა არ მიუღია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ; ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილია, როგორც ავანსის, ისე შესრულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხა, რის შედეგადაც ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ასევე, შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვების ელექტრონულ ვებგვერდზე ატვირთული ფორმა №2 და გაანალიზდა მომსახურების გაწევისთვის საჭირო საქონლის ნუსხა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული იყო ისეთი საქონლის შეძენა, რომელიც სატენდერო მომსახურების შესრულებისთვის აუცილებელ რესურსს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, იმ საქონელზე, რომლებიც არ იყო დაკავშირებული გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, თუმცა მათზე განხორციელებული იყო დღგ-ის ჩათვლა, დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, დღგ-ის თანხების ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საფუძვლზე სრულად იყო გაშიფრული ის მასალები, რაც საწარმოს სატენდერო პირობების შესასრულებლად (კერძოდ, პლასტმასის ბოძკინტისა და საფლავის ქვის მოწყობა) ესაჭიროებოდა. აქედან გამომდინარე, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელლის მიერ მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული იყო ისეთი საქონლის შეძენა, რომელიც სატენდერო მომსახურების შესრულებისთვის აუცილებელ რესურსს არ წარმოადგენდა. (ასეთი საქონელი იყო ლამინატი, კერამიკული ფილა, ჭერის საღებავი, მილები) აღნიშნული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით ჩათვლიდან ამოღებას დაექვემდებარა 366 ლარი, ხოლო დარჩენილი 471 ლარი (838-366), ჩათვლიდან ამოღებული იქნა, იმ საფუძვლით, რომ თავიდან აცილებულიყო ორჯერ ჩათვლა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მომსახურების მიღება, რომელზეც გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი დღგ-ის თანხები გადამხდელის მიერ ჩათვლილია ავანსის ფაქტურის მიღების პერიოდებში. გამყიდველის მიერ ხორციელდება ავანსის შესაბამისად სამუშაოს შესრულება, რა დროსაც უკვე შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ახორციელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას. მომჩივანი (ს/ნ „-------“) არ ახორციელებს ავანსების განაშთვას, აქედან გამომდინარე შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფაქტურის გამომწერი მხარის მიერ განაშთული ავანსები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილია, როგორც ავანსის, ისე შესრულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხა, რის შედეგადაც ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლებში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ტენდერების საფუძველზე მიღებული შემოსავლები, ხოლო ხარჯებში დოკუმენტურად დადასტურებულ შესყიდვებთან ერთად, არადოკუმენტური ხარჯებიც. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვების ელექტრონულ ვებგვერდზე ატვირთულ ფორმა №2-ში ასახული იყო ისეთი საქონელი, რომლის შეძენა შესაბამისი პირველადი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორი დასკვნა, რომლებშიც მოცემული იყო მომსახურების გაწევის ფარგლებში გამოსაყენებელი საქონლის საბაზრო ღირებულების შეფასება. ვინაიდან ფორმა №2-ში მითითებული იყო შესაბამისი საქონლის რაოდენობა, ხოლო ერთეულის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა ექსპერტიზის დასკვნებში ასახული მონაცემების საფუძველზე, განხორციელდა აღნიშნული საქონლის ღირებულების გაანგარიშება. მიღებული თანხის 75% გათვალისწინებულ იქნა დამატებით გამოსაქვით ხარჯად. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მაისის №11088 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთის განსაზღვრის პროცედურისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, შემოსავალსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვების ელექტრონულ ვებგვერდზე ატვირთულ ფორმა №2-ში ასახული იყო ისეთი საქონელი, რომლის შეძენა შესაბამისი პირველადი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარუდგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორი დასკვნა, რომლებშიც მოცემული იყო მომსახურების გაწევის ფარგლებში გამოსაყენებელი საქონლის საბაზრო ღირებულების შეფასება. ვინაიდან ფორმა №2-ში მითითებული იყო შესაბამისი საქონლის რაოდენობა, ხოლო ერთეულის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა ექსპერტიზის დასკვნებში ასახული მონაცემების საფუძველზე, განხორციელდა აღნიშნული საქონლის ღირებულების გაანგარიშება. მიღებული თანხის 75% გათვალისწინებულ იქნა დამატებით გამოსაქვით ხარჯად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთახმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავალსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

4. მომჩივანი მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 31 აგვისტოდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2017 წლის 24 ოქტომბრიდან. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადნეგს ტენდერების საფუძველზე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შესრულებული აქვს 4 ტენდერი.

შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოებული სახელმწიფო შესყიდვები და გაწეულ მომსახურებებზე გამოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები. მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად დადგენილი იქნა გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის დადგენილი სხვაობა სსკ-ის 1601 მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა დღგ-ით დაბგვრას, რის შედეგაც საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მომსახურების მიღება, რომელზეც გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი დღგ-ის თანხები გადამხდელის მიერ ჩათვლილია ავანსის ფაქტურის მიღების პერიოდებში. გამყიდველის მიერ ხორციელდება ავანსის შესაბამისად სამუშაოს შესრულება, რა დროსაც უკვე შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ახორციელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას. მომჩივანი არ ახორციელებს ავანსების განაშთვას, აქედან გამომდინარე შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფაქტურის გამომწერი მხარის მიერ განაშთული ავანსები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ჩათვლილია, როგორც ავანსის, ისე შესრულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხა, რის შედეგადაც ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას.საქონელზე, რომლებიც არ იყო დაკავშირებული გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, თუმცა მათზე განხორციელებული იყო დღგ-ის ჩათვლა, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

3.დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე,ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს სსკ-ის 101-ე, 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,1601,164.