გადაწყვეტილება №27875/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2026
№ დოკუმენტი 27875/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27875/2/2026

09 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 04.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 29.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27875/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა - საურავი) გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2026 წლის N 006-180 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის N 16205 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 49 295.71 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 31 456.74 ლარი;

ჯარიმა - 9 488.00 ლარი;

საურავი - 8 350.97 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

მომჩივნის საქმიანობაა კვების ობიექტით მომსახურება. ემსახურება „-----“ თანამშრომლებს. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის პირველ მაისს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 01.01.2023 წლიდან 01.04.2026 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 28 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს, 2023 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, ტერმინალით და საბანკო ჩარიცხვებით მიღებული შემოსავლების მიხედვით, უფიქსირდება 100 000 ლარის ბრუნვა, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, 2025 წლის პირველი ივლისიდან, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის თანახმად, წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება. გადასახადის გადამხდელი 2025 წლის 25 დეკემბერს ისევ აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს და შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან, კვლავ დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, პირს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2023 წლის 10 ნოემბრის თარიღისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე და 1651 მუხლების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 189 770 ლარს, ხოლო დარიცხული ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეადგენს 9 489 ლარს;

- შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას ჩათვლებში გათვალისწინებული იქნა მიღებული და დადასტურებული ელ. საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. ადგილობრივ ოპერაციებზე გადახდილი დღგ-ის თანხა შეადგენს 2 702 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლა 2 707 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის N 11775 ბრძანება და N 006-180 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.07.2026 წლის N 16205 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის N 16205 ბრძანების (არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში) გასაჩივრების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 29.07.2026 წელს (N ----- ), ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (my.gov.ge) მეშვეობით, ----- მიერ, წარმოდგენილი იქნა ი/მ ----- საჩივარი და 30.07.2026 წელს ი/მ ----- მიერ (რეგ.: -----) საჩივარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბუღალტერს დაშვებული აქვს შეცდომები, რასაც თავადაც აღიარებს, ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა - საურავისგან) გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

მომჩივნის არგუმენტი, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, კერძოდ ბუღალტრის შეცდომით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ წარმოადგენს საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არაჯეროვნად შესრულებისთვის.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა - საურავი) გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და დაერიცხა გადასახდელად შესაბამისი გადასახადები. შემოსავლების სამსახურმა საკითხი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აუდიტის დეპარტამენტს თანხების ხელახლა შესწავლა და შესაძლო შემცირება დაავალა, ხოლო დანარჩენი ნაწილი გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 269(7);.