ბრძანება N 10273
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10273
21 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 14 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ---------) 2025 წლის 14 აპრილის №95068/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 4 აგვისტოს №007-242 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დარიცხვა განპირობებულია 2017 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული ოპერაციის (შპს „------“ მიერ შპს „----------“ სახელზე გამოწერილია 398 838 ლარის ავანსის ანგარიშ-ფაქტურა №---------) საფუძველზე, თუმცა, სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის განაჩენი (საქმე №-------), რომლითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს შპს „---------“ მიერ შპს „---------“ სახელზე გამოწერილი 398 838 ლარის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №--------- არის ყალბი. შპს „--------“ შპს „--------“ ავანსის სახით 398 838 ლარი არ მიუღია, შესაბამისად, ვერც საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადახდის ვადებულება ვერ წარმოეშობოდა. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას და ითხოვს მისი გათვალისწინებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ივნისის №15212 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 8 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 23 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 3 აგვისტოს №22294 ბრძანება და 4 აგვისტოს №007-242 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 244 175 ლარი, მათ შორის, გადასახადი 127 373 ლარი, ჯარიმა 66 687 ლარი, საურავი 50 115 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 31 მაისის №13609 ბრძანებით, საჩივარი ვადის გასვლის საფუძვლით დარჩა განუხილველი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სხვადასხვა საქონლით ვაჭრობა. გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება, რომ გადამხდელს მიღებული აქვს შემოსავალი 468 314 ლარის ოდენობით. ამასთან, გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი უფიქსირდება 45 804 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შპს „-------“ აღნიშნულ პერიოდზე მოგების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი არ აქვს.
ემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არა აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადამხდელის დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, დადგინდა საწარმოს მიერ მიღებული თანხები, ამასთან, ჩაითვალა რომ გაწეული ხარჯი სრულად იყო ანაზღაურებული შესაბამის პერიოდებში. მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული სალაროს უძრავი ნაშთი განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, დაიბეგრა მოგების გადასახადით და მასზე დარიცხული სარგებელი 20%-ის ოდენობით ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად:
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის განაჩენს (საქმე №------), სადაც მითითებულია, რომ „2017 წლი წლის 30 ნოემბერს ---------- და ------- შპს „-------“ სახელით შპს „--------“ სახელზე დაამზადეს და გამოიყენეს, 398 838 ლარის ღირებულების თითქოსდა საწარმო ხაზის, მიწოდების შესახებ, ელექტრონული საგადასახადო ავანსის ყალბი ანგარიშ-ფაქტურა №--------. იმავე დღეს, ანგარიშფაქტურა დადასტურებული იქნა შპს „---------“ მიერ, ამავდროულად, ანგარიშ-ფაქტურაში დასახელებული დღგ-ის თანხა 60 839 ლარი ჩაითვალა და გამოიყენა შპს-ს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. აღნიშნული ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტებში - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში - ყალბი მონაცემების დაფიქსირებით და მისი შემდგომი გამოყენებით განხორციელდა სახელმწიფოს ქონებრივი დაზიანება მოტყუებით და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით, 60 839 ლარის, ქონებრივი ზიანი.“
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის დაწყება, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის განაჩენით (საქმე №-------) დადგენილია, რომ ელექტრონული საგადასახადო ავანსის ანგარიშ-ფაქტურა №------- არის ყალბი, რაც ახლად გამოვლენილი ისეთი გარემოება, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.
3. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის განაჩენით (საქმე №--------) დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს შპს „-------“ მიერ შპს „-------“ სახელზე გამოწერილი 398 838 ლარის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №ა------ არის ყალბი. შპს „--------“ შპს „-------“ ავანსის სახით 398 838 ლარი არ მიუღია. შესაბამისად, ვერც საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადახდის ვადებულება ვერ წარმოეშობოდა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 23 ივლისის შპს „---------“ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს 2017 წლის 30 ნოემბერს შპს „-------“ მიერ შპს „-------“ სახელზე გამოწერილი 398 838 ლარის ავანსის საგადასახაო ანგარიშ-ფაქტურაც №ა--------. შემოწმების მიერ ასევე ჩაითვალა, რომ აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე შპს „--------“ მიიღო ასანაზღაურებელი თანხა და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სასამართლო განაჩენს, რომლითაც დადგენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებად, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის (საქმე №----------) განაჩენი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის (საქმე №------) განაჩენი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას ახლად აღმოცენილი გარემოების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სხვადასხვა საქონლით ვაჭრობა. გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება, რომ გადამხდელს მიღებული აქვს შემოსავალი 468 314 ლარის ოდენობით. ამასთან, გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი უფიქსირდება 45 804 ლარის ოდენობით. შპს-ს აღნიშნულ პერიოდზე მოგების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი არ აქვს. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არა აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელის დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გარდა ამისა, შესწავლილ იქნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, დადგინდა საწარმოს მიერ მიღებული თანხები, ამასთან, ჩაითვალა რომ გაწეული ხარჯი სრულად იყო ანაზღაურებული შესაბამის პერიოდებში. აღნიშნული სალაროს უძრავი ნაშთი განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, დაიბეგრა მოგების გადასახადით და მასზე დარიცხული სარგებელი 20%-ის ოდენობით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სასამართლო განაჩენს, რომლითაც დადგენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებად, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული საქალაქო სასამართლოს განაჩენი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);97(1);982(3);101(1);154(1);