N 384 - 28/11/2024 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №384
2024 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6):
ა) მე-2 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო პროცედურის (გარდა ექსპორტისა) ან რეექსპორტის განსაზღვრის შემდეგ საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს, ხოლო ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონლის შემთხვევაში – 120 კალენდარულ დღეს.“;
ბ.ბ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-7 მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-8 მუხლის:
დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. დროებით შენახვის დეკლარაციის გრაფების შევსების წესი“;
დ.ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დროებით შენახვის დეკლარაციის შევსებისას საბაჟო საწყობის (დროებით შენახვის ადგილის) მფლობელის ან დეკლარანტის (საქონლის მფლობელის ან/და მესაკუთრის) მიერ ივსება შემდეგ, გრაფები: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 14, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 18, 19, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 37, 38, 40, 42, 43, 44, 45, 46, 49, 50, 54.
2. გრაფა „A“ – აღინიშნება საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება ამ ბრძანებით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) (შემდგომში — კლასიფიკატორი) მე-2 ნაწილის შესაბამისად. დროებით შენახვის დეკლარაციის რეგისტრაციას ნომრისა და თარიღის მინიჭებით ახორციელებს დეკლარანტი ან საბაჟო საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი, აგრეთვე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დროებით შენახვის დეკლარაციის შევსების თაობაზე.“;
დ.გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გრაფა 3 „ფორმები“ – პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში – დროებით შენახვის დეკლარაციის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით (მაგალითად, თუ გვაქვს ერთი დროებით შენახვის დეკლარაცია ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-3 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს – 1, მეორე განყოფილებაში – 3, პირველ დამატებით ფურცელში – 2 და 3, მეორეში – 3 და 3).
6. გრაფა 5 „საქონლის რაოდენობა“ – მიეთითება წარმოდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში გაცხადებული უკანასკნელი საქონლის რიგითი ნომერი.“;
დ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გრაფა 7 „საცნობარო ნომერი“ – აღინიშნება დროებით შენახვის დეკლარაციის შემვსების მიერ დროებით შენახვის დეკლარაციისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.“;
დ.ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. გრაფა 14 „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – აღინიშნება სისტემაში დაშვებული პირის (დეკლარანტი ან საბაჟო საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) სრული სახელწოდება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი). იმ შემთხვევაში, თუ დროებით შენახვის დეკლარაცია ივსება საბაჟო ორგანოს მიერ, მიეთითება „000000000“.“;
დ.ვ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. გრაფა 17 „დანიშნულების ქვეყანა“ – ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დროებით შენახვის დეკლარაციაში ასახულ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და მიეთითება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად.“;
დ.ზ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. გრაფა 19 „კტ“ – გრაფაში აღინიშნება:
ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დროებით შენახვის დეკლარაციის 31-ე გრაფაში ან ამავე დეკლარაციის ველზე „თანმხლები დოკუმენტები“;
ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.“;
დ.თ) 30-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქვედა ნაწილში საჭიროების შემთხვევაში ეთითება: საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. აქვე აღინიშნება „იხილეთ თანდართული დოკუმენტები“, რომლებიც აიტვირთება დროებით შენახვის დეკლარაციის შესაბამის ველზე – „Scan.Doc“.“;
დ.ი) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. გრაფა 32 „საქ. №“ – მიეთითება 31-ე გრაფაში დეკლარირებული საქონლის რიგითი ნომერი. მაგალითად: თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, მაშინ დროებით შენახვის დეკლარაციის ძირითად ფურცელში ჩაიწერება – 1, პირველ დამატებით ფურცელზე – 2, 3, 4; მეორე დამატებით ფურცელზე – 5, 6, 7 და ა.შ. ერთი დასახელების საქონლის დეკლარირებისას გრაფაში იწერება – 1.“;
დ.კ) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს დროებით შენახვას და ჩაიწერება „79“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას ან რეექსპორტს ან წინმსწრები დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვას და ჩაიწერება შესაბამისი საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. ექსპორტში უკან დაბრუნების პირობით მოქცეული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში მეორე ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „12“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება „000“.“;
დ.ლ) მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„40. გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – გრაფაში აღინიშნება დროებით შენახვის დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;
დ.მ) 44-ე – 46-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„44. გრაფა 50 „პრინციპალი“ – მე-9 გრაფაში აღნიშნული პირი (ან მისი წარმომადგენელი) ხელმოწერით და ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დროებით შენახვის დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
45. გრაფა 54 „ადგილი და თარიღი“ – გრაფაში მიეთითება დროებით შენახვის დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. 54-ე გრაფაში მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ხელისმოწერით და ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დროებით შენახვის დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
46. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ივსება გრაფა „B“ – გრაფაში აღინიშნება შეფასების ნომერი და მისი მინიჭების თარიღი. აღნიშნულთან ერთად დროებით შენახვის დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“;
ე) 81 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო პროცედურა განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით;“.
3. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):
ა) მე-16 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „10“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში პირველი ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „10“, ხოლო მეორე ორი ციფრის ადგილზე – „51“. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ექსპორტში ექცევა უკან დაბრუნების პირობით, პირველი ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „12“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;
ბ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „74“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას/რეექსპორტს ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი „004“ კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;
გ) მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 171 მუხლი:
„მუხლი 171. ტრანზიტისათვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო საწყობის პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფების გამარტივებულად შევსების წესი
1. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (გარდა საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლისა) საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებისას საქონლის საბაჟო დეკლარაცია ივსება გამარტივებულად, შემდეგი წესის დაცვით:
ა) საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფები 1, 49, 53 და D გრაფები ივსება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საბაჟო საწყობის პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად, ხოლო 2, 3, 5, 6, 7, 9, 11, 14, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34ა, 34ბ, 35, 38, 40, 42, 43, 45, 46, 49, 50, 54, A, B და C – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად;
ბ) გრაფა 8 „იმპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის მიმღების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ბ.ა) როცა განსაზღვრულია საქონლის მიმღები და თუ იგი წარმოადგენს:
ბ.ა.ა) იურიდიულ პირს ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ა.ბ) ფიზიკურ პირს, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება პირადი ნომერი;
ბ.ა.გ) არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამასთან, საბაჟო დეკლარაციის შევსების მიზნებისათვის, სისტემის მიერ ავტომატურად განისაზღვრება არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა ციფრული კოდი, რომლის პირველ ციფრად მიეთითება „8“;
ბ.ა.დ) არარეზიდენტ იურიდიულ პირს, გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება „0“, ხოლო ქვედა ნაწილში მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის ნომერი. ამასთან, საბაჟო დეკლარაციის შევსების მიზნებისათვის, სისტემის მიერ ავტომატურად განისაზღვრება არარეზიდენტი იურიდიული პირის ცხრანიშნა ციფრული კოდი, რომლის პირველ ციფრად მიეთითება „8“;
ბ.ბ) თუ არ არის განსაზღვრული საქონლის მიმღები, გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება „0“, ხოლო ქვედა ნაწილში „–“;
გ) გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „75“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას ან რეექსპორტს ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვას და ჩაიწერება შესაბამისი საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი „79“. თუ საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“;
დ) გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – ივსება იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია „7575“ და მიეთითება იმ საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა.
2. საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონამდე გადაადგილება, აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციით, „თანმხლები დოკუმენტების“ გვერდზე არსებულ ველებში შეიტანება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვისა და კონტროლისათვის საჭირო ინფორმაცია და სათანადო ციფრული კოდები კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;
დ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „34“, მეორე ორ ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას/რეექსპორტს ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) პირველი ნაწილის შესაბამისად ან დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაციით არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;
ე) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად „საბაჟო პროცედურას“ და ჩაიწერება „51“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას/რეექსპორტს ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;
ვ) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება - „61”, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;
ზ) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „45“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას/რეექსპორტს ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;
თ) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ.ე) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ „–“ და წინმსწრები საბაჟო პროცედურის კოდი („74“ – საწყობის პროცედურიდან რეექსპორტის შემთხვევაში და „34“ – დროებით შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში) ან საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“;“.
4. „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:
„11. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (გარდა საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლისა) საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებისას საქონლის საბაჟო დეკლარაცია ივსება გამარტივებულად.“.
5. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19):
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 1. საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის და დროებით შენახვის კლასიფიკატორი
#assignedTableId-1732876726951 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№
დასახელება
კოდი
1
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება
40
2
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება „ოქროს სიის“ მონაწილეთათვის
44
3
მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება
45
4
ექსპორტი
10
5
ექსპორტი დაბრუნების პირობით
12
6
რეექსპორტი
11
7
ტრანზიტი
80
8
საბაჟო საწყობი
74
9
საბაჟო საწყობი (ტრანზიტისათვის განკუთვნილ საქონელზე საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფების გამარტივებულად შევსებისას)
75
10
თავისუფალი ზონა
71
11
დროებით შემოტანა
34
12
შიდა გადამუშავება
51
13
გარე გადამუშავება
61
14
დროებით შენახვა
79;
ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი
#assignedTableId-1732876749167 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }კოდი „eCustoms“-ში
დოკუმენტის დასახელება
001
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
002
ხელშეკრულება
003
შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)
004
სატრანსპორტო ზედნადები
005
კონოსამენტი
006
მანიფესტი
007
TIR-წიგნაკი
008
ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ
009
დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია
010
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა
011
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა
012
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა
014
რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა
015
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა
016
სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
017
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა
018
საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა
019
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა
071
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა
072
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა
073
სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა
074
სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა
075
სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა
076
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა
077
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა
078
შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა
020
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა
021
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა
022
საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა
023
დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)
024
საფოსტო გზავნილის ნომერი
025
შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ
026
შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ
027
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი
028
იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი
030
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი
031
ვეტერინარული სერტიფიკატი
032
საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია
034
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
035
საბაჟო საწყობის პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
036
დროებით შემოტანის პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
037
შიდა გადამუშავების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
038
საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება
039
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს
040
საქონლის სპეციფიკაცია
041
საბანკო გარანტია
042
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი
043
სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე
044
გარანტიის სახით უძრავი ქონების იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
045
საქონლის დროებით შენახვის დეკლარაცია
046
სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა
047
იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
048
მომსახურების საფასურის დაფარვისათვის წინასწარ გადახდილი თანხის არსებობა
049
შეფუთვის ფურცელი
050
ექსპერტიზის აქტი
051
საქონლის დათვალიერების აქტი
052
საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)
053
ჯარიმის გადახდის დოკუმენტი
054
სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
055
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
056
წერილი
057
განცხადება
058
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი
062
ტრანზიტის პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
063
გარე გადამუშავების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
064
ექსპორტის პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
165
რეექსპორტის დეკლარაცია
166
თავისუფალი ზონის პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
167
მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
065
ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია
067
საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22
068
საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23
069
საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4
070
დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი
200
ავტომანქანის სახელმწიფო N
201
რკინიგზის ვაგონი, N
202
თვითმფრინავი, რეისი N
203
გემი, რეისი N
204
კონტეინერი, N
205
ავტომანქანის სახელმწიფო N - ნაწილი
210
წინმსწრები დეკლარაციის N: A-
260
ინფორმაცია გადამზიდველზე (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი/პასპ.ნომერი)
300
ავტომანქანის მარკა
330
მედიკამენტის დასახელება
333
სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი
340
აქციზური მარკების ნომრები
341
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი
342
საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე საბაჟო ორგანოს ბრძანება
345
აწონვის ქვითარი
400
საბაჟო კონტროლის ღონისძიებების პრიორიტეტული წესით განხორციელება
420
საბაჟო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)
421
დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაბაჟო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი)
444
დამატებითი ინფორმაცია საქონელზე
445
წინასწარი გადაწყვეტილება
446
სასაქონლო ზედნადები
447
სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი
449
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე – „ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, MEMU და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას. ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ADR-ით განსაზღვრულ მონაცემებს
450
ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი
451
შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას/ნებართვას
452
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი
456
ექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი
457
რეექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი
458
ტრანზიტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი
459
შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი
460
გირავნობის გარიგება
461
დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე
462
სააღსრულებო ფურცელი
463
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა
464
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი
465
ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები
466
საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებზე ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე (რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) – წარმომავლობისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი
467
რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა
468
ბენზინის/დიზელის საწვავის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქონლის ხარისხი აკმაყოფილებს „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებით/„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს
470
შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას – „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“
471
წინმსწრები საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის ან მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის ან ნაშთის ან ნარჩენის დეკლარირების შემთხვევაში – „გამოსავლიანობის აქტი“
472
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა
473
ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა
474
მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურის ან რეექსპორტის შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა
475
მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში – იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე
476
პრეკურსორის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი
477
პრეკურსორის ექსპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი
478
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანისა და შიდა გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში – „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“
479
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანისა და შიდა გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი.
480
„ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული „წარმოშობის დეკლარაცია“ ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული „ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია
481
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში – „საერთო შესვლის დოკუმენტი“
482
აფლატოქსინებით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების შემთხვევაში – ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის
483
აფლატოქსინებით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების შემთხვევაში – ლაბორატორიული კვლევის ოქმი
485
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა
486
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერი, გამოშვების წელი, ძრავას მოცულობა, მარკა, მოდელი)
487
დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირების გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერი, გამოშვების წელი, ძრავას მოცულობა, მარკა, მოდელი)
488
შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერი, გამოშვების წელი, ძრავას მოცულობა, მარკა, მოდელი)
489
შესაბამისობის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პლასტიკის პარკის სისქისა და შემადგენლობის შესახებ
490
ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი
491
სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის/მისი ოფიციალური წარმომადგენლობის ან სატრანსპორტო საშუალების ქარხნულად ადაპტირების განმახორციელებელი სხვა პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად მართვის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების მიზნით.
492
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების გათვალისწინებით გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი (ფორმა NIV-50/2)“, რომელიც ადასტურებს მისი სავარძელ-ეტლით გადაადგილების საჭიროებას და ამავე ბრძანებით გათვალისწინებული, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი (ფორმა NIV-50/4)“, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ პირისათვის
502
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი
503
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს წერილობითი დასტური, რომ ამ შემთხვევაში, საქონელი არ ექვემდებარება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სერტიფიცირებას
505
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“
506
გარე გადამუშავების პროცედურაში გამოყენებისას – „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“
509
ATA წიგნაკი
510
გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის ან/და გადამუშავებული თხილის გულის ექსპორტის შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური, რომ ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია შეესაბამება „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს
511
რბილი ხორბლისაგან (Triticum aestivum L.) ან ქონდარა ხორბლისაგან (Triticum compactum Host.) მიღებული ხორბლის ფქვილის ან მათი ნარევის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში – შესაბამისობის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქონელი აკმაყოფილებს „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
512
სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი
513
გაუტეხავი კაკლის ან/და კაკლის გულის ექსპორტის შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური, რომ ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია შეესაბამება „კაკლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის №617 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს
514
გაუტეხავი ნუშის, ნუშის გულის ან/და ბლანშირებული ნუშის გულის ექსპორტის შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური, რომ ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე შედგენილი შესაბამისობის დეკლარაცია შეესაბამება „ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის №618 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს
515
„საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-772 ბრძანებით, „ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-773 ბრძანებით, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-774 ბრძანებითა და „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
516
„საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-772 ბრძანებით, „ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-773 ბრძანებით, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-774 ბრძანებითა და „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წერილობითი მომართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ეს საქონელი არ ექცევა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში და არ არსებობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესაბამისობის სქემაში პირის მონაწილეობის აუცილებლობა
517
სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება
518
„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“
519
„მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“
521
„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“
522
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის „ყვითელი დერეფნის“ განსაზღვრისას, იმპორტის გადასახდელის სრულად/ნაწილობრივ ელექტრონულად გადახდის შეტყობინების ნომერი
600
გზათსარგებლობის საფასურის ბარათი/გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი/გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
601
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება)“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე