გადაწყვეტილება №19940/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19940/2/2023
08 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------12.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19940/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით;
2. სალიზინგო კომპანიაზე ძირითადი საშუალების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;
3. კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებული თანხის დამფუძნებლის მიერ მიღებულ შემოსავლად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
4. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა;
5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა;
6. იპოთეკარებზე გადარიცხული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
7. საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრა;
8. ბუღალტრული ნაშთის საწარმოს დირექტორებზე განაცემად განხილვა;
9. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
10.დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო;
11.საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №002-257 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11300 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 767 930 ლარი.
მათ შორის
დღგ - 108 341
მოგების გადასახადი - 4 674
საშემოსავლო გადასახადი - 285 122
ქონების გადასახადი - (-399)
ჯარიმა - 196 799
საურავი - 173 393
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის 13 ივნისიდან 2021 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32831 ბრძანება და №002-257 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11300 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა, მათ შორის, --------- ქვის (----------, დეკორატიული ქვა) იმპორტი და რეალიზაცია. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (მიღებული და გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები). ამასთან, შემოწმების პროცესში შეძენილი სმფ-ებისა და რეალიზაციის დოკუმენტების დამუშავებით გაანალიზდა დოკუმენტური ფასნამატი, თითოეული საქონლის სახეობისა და კატეგორიის მიხედვით. დოკუმენტური ფასნამატი იმპორტირებული საქონლის რეალიზაციისას საშუალოდ 56%-ია, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაციისას 16%, კატეგორიების მიხედვით ფასნამატი მერყეობს 14%- 70%-ის ფარგლებში, საშუალოდ კი შეადგინა 2019 წელს 56%, 2020 წელს - 61%, 2021 წელს - 62%.
შემოწმების პროცესში წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ დამუშავებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი. ასევე არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, ----------, შეძენილი სმფ-ებისა და საწყის/საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმებით განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი და განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნამეტი თანხა დღგ-ში გადანაწილდა თითოეულ საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად შესაბამისი წლის ჯამურ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში (დეკლარირებული ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა 10 760 ლარი შემოწმებით დარჩა უცვლელი). ამასთან, შემოწმების პროცესში დამუშავდა საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებაზე (მ.შ. ავანსი შპს „----------“) გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და განისაზღვრა მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი. შემოწმებით განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან 18%-ით დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები და მომსახურების გაწევიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვები, რომლებიც შეუდარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს.
შესაბამისად შემოწმებით განსაზღვრულ 18%-იანი დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების (დანართი №5) მიხედვით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირებზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ვინაიდან სრულად ხდებოდა საგადასახადო ვალდებულების შესრულება, შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არამართლზომიერია. ამასთან შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა არ ჰქონდა შემმოწმებელს.
გაუგებარია რატომ გამოიყენა შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდი. საქონლის უმეტესი ნაწილის მიწოდება ხდება ზედნადებების საშუალებით, რაც დადასტურებული ფასია, შესაბამისად გაუგებარია, რატომ იყენებს აუდიტის დეპარტამენტი არაპირდაპირ მეთოდს.
შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატი არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან კომპანიას არ გააჩნია საშუალო ფასნამატი სახეობების მიხედვით, ამდენად საქონლის მიწოდება და შესაბამისი ფასის განსაზღვრა ხდება კლიენტთან მოლაპარაკების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით სრულად და დროულად ხდებოდა ბიუჯეტის ვალდებულების შესრულება და აღნიშნული საკითი საჭიროებს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №-------------- წერილის მიხედვით, საწარმოს მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ ასლი, რომელიც შესწავლილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მონაწილეობით. აღნიშნული პროგრამის მონაცემების მიხედვით საქონელს არ უფიქსირდება კონკრეტული დასახელება, ასევე, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩამოწერა ხორციელდება თვის ბოლო რიცხვში ჯამურად ყველა საქონელზე. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა), შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. რაც შეეხება ფასნამატების განსაზღვრას, საკითხი გაცნობილ იქნა საწარმოს წარმომადგენლებისათვის აუდიტის დეპარტამენტში, რის შემდგომაც საფუძვლიანად გაცნობის მიზნით მეილზე ელექტრონულად გაეგზავნა ცხრილი ექსელის ფორმატში, სადაც წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებით ვერ იპოვეს უზუსტობა შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტებთან შედარებისას. ასევე, ყველა საკითხი მრავალჯერ არის ახსნილი საწარმოს დირექტორისა და მინდობილი პირებისათვის, როგორც აუდიტის დეპარტამენტში შეხვედრების დროს, ასევე სატელეფონო საუბრების და მეილზე მიმოწერის საშუალებით.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ფასნამატის განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალიზინგო კომპანიაზე ძირითადი საშუალების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემების (საბუღალტრო პროგრამა „ორისი“ და საბანკო ამონაწერები) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე სს „-----------“ გამოწერილი აქვს
922 070 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ------------ (სასაქონლო ზედნადები №------------), რომელიც წარდგენილი არ აქვს დაბეგვრაზე (დეკლარირებული მონაცემებით ოქტომბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა 580 000 ლარია). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით მიწოდებულია ქვის საჭრელი დანადგარები და მისი ნაწილები, რაზეც იმავე პერიოდში გაფორმებულია ლიზინგის ხელშეკრულება. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, ითხოვს მისი მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №---------- წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემების (საბუღალტრო პროგრამა „ორისი“ და საბანკო ამონაწერები) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------“ 2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე სს „-----------“ გამოწერილი აქვს 922 070 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ---------- (სასაქონლო ზედნადები №----------), რომელიც წარდგენილი არ აქვს დაბეგვრაზე (დეკლარირებული მონაცემებით ოქტომბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა 580 000 ლარია). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით მიწოდებულია ქვის საჭრელი დანადგარები და მისი ნაწილები, რაზეც იმავე პერიოდში გაფორმებულია ლიზინგის ხელშეკრულება. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და მისი მონაწილეობით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების წარმოშობის საფუძვლების და სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზეზი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სალიზინგო კომპანიაზე ძირითადი საშუალების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებული თანხის დამფუძნებლის მიერ მიღებულ შემოსავლად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია 2020 წლის 18 მაისის „პარტნიორთა კრების ოქმი“, რომლითაც დადგინდა საწარმოს კაპიტალის 90 932 ლარით შემცირება ერთ-ერთ დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალიდან ფულადი და მატერიალური სახით ამოღების გზით მისი წილიდან გასვლის საფუძველზე. საწარმოს მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, დამფუძნებელს კაპიტალში შენატანი განხორციელებული ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სააბაზანო კომპლექტები, ნიჟარები) სახით და გაიტანა 70 743 ლარის საქონელი ქვების სახით. აღნიშნულზე 2020 წლის მარტში გამოწერილია №------------ სასაქონლო ზედნადები, რომლის ღირებულება არ არის შეტანილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში (70 743 ლარი არის ზედნადებში მითითებული საქონლის საბაზრო ღირებულება, თუმცა ბუღალტრულად ჩამოწერილია იგივე ფასის თვითღირებულების საქონელი). ამასთან, ბუღალტრული მონაცემებით ნაჩვენებია თანხის, 20 742.4 ლარის, გატანაც 2019 წლის ოქტომბერში. დოკუმენტურად და ბუღალტრულად არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული პირის მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელება. შედეგად, შემოწმებით კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებული 91 485 ლარი ჩაითვალა დამფუძნებლის მიერ მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, ითხოვს მისი მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით სხვა შემთხვევაში - სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №----------- წერილის მიხედვით, 2020 წლის 18 მაისის „პარტნიორთა კრების ოქმით“ დადგენილია, რომ საწარმოს კაპიტალი შემცირდა ერთ-ერთი დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ფულადი და მატერიალური სახით ამოღების გზით მისი წილიდან გასვლის საფუძველზე. ახსნა-განმარტების თანახმად დამფუძნებელს კაპიტალში შენატანი განხორციელებული ჰქონდა სმფ-ების სახით და გაიტანა 70 743 ლარის საქონელი ქვების სახით. აღნიშნულზე 2020 წლის მარტში გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, რომლის ღირებულება არ არის შეტანილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, ბუღალტრული მონაცემებით ნაჩვენებია 20 742.4 ლარი თანხის გატანაც 2019 წლის ოქტომბერში. ვინაიდან, არც დოკუმენტურად და არც ბუღალტრულად არ ფიქსირდება დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელება. შედეგად, შემოწმებით კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებული თანხა ჩაითვალა დამფუძნებლის მიერ მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და მისი მონაწილეობით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების წარმოშობის საფუძვლების და სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზეზი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებული თანხის დამფუძნებლის მიერ მიღებულ შემოსავლად განხილვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
4. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს 2020 წლის ოქტომბერში განხორციელებული აქვს ორი იმპორტის ოპერაცია, რომელზე დარიცხული დღგის თანხები (3 021 ლარი) არ აქვს ჩათვლილი. ასევე, მცირედი სხვაობა გამოვლინდა ადგილობრივ ჩათვლებში. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 174-ე მუხლის მიხედვით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, ითხოვს მისი მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს
გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №--------- წერილის მიხედვით, საწარმოს 2020 წლის ოქტომბერში განხორციელებული აქვს ორი იმპორტის ოპერაცია, რომელზე დარიცხული დღგ-ის თანხები (3 021 ლარი) არ აქვს ჩათვლილი. ასევე, მცირედი სხვაობა გამოვლინდა ადგილობრივ ჩათვლებში. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და მისი მონაწილეობით სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზეზი გახდებოდა. ამასთან, გაუგებარია ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები ვინაიდან, საგადასახადო ორგანომ შემოწმების აქტით განახორციელა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდა, რაც იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის და საგადასახადო ვალდებულების შემცირებას, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა განხორციელებული, ხოლო მომჩივანი არ მიუთითებს და არც წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულებას, რომ დამატებით ეკუთვნოდა დღგ-ის ჩათვლა.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანს იმპორტის ოპერაციებზე არ ჰქონდა დღგ ჩათვლილი, ასევე მცირედი სხვაობა გამოვლინდა ადგილობრივ ჩათვლებში და იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო ორგანომ შემოწმების აქტით განახორციელა აღნიშნულ ოპერაციებზე მისაღები ჩათვლების განხორციელება, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ის ჩათვლის განსაზღვრის (გაზრდის) თაობაზე და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივნისის №20020 ბრძანების საფუძველზე, საწარმოს კუთვნილ ობიექტში (------------) ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, 2021 წლის 9 დეკემბერს შედგა №006036 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც საწარმოში გამოვლენილმა სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით (დღგ-ს ჩათვლით) შეადგინა 31 257.31 ლარი. საწარმოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა. ამასთან, ამავე ნორმის მიხედვით, გამოვლენილი დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საწარმოს 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზეწარდგენილ მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ასახული არ აქვს.
საგადასახადო კოდექსის 983 , 97-ე მუხლების შესაბამისად 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა სმფ-ების დანაკლისი. ამასთან, 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სმფ-ების დანაკლისის ღირებულებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილით, 97- ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, ითხოვს მისი მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
ამრიგად, ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის თანხა საწარმოს მიერ არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში, საგადასახადო ორგანომ აღნიშნული დანაკლისი ჩათვალა მიწოდებად და დაბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
მომჩივანი ვალდებული იყო ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ჩაეთვალა გამოვლენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და აესახა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში, რაც მას არ მოუხდენია.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და მისი მონაწილეობით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების წარმოშობის საფუძვლების და სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზეზი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის შედეგად განხორციელებული დარიცხვები მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
6. იპოთეკარებზე გადარიცხული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე საწარმოს სს „-----------“ გამოწერილი აქვს 922 070 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების ----------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც წარდგენილი არ აქვს დაბეგვრაზე (დეკლარირებული მონაცემებით ოქტომბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა 580 000 ლარია). აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით მიწოდებულია ქვის საჭრელი დანადგარები და მისი ნაწილები, რაზეც იმავე პერიოდში გაფორმებულია ლიზინგის ხელშეკრულება.
სს „-----------“ დანადგარების მიწოდებაზე №----------- ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის 30 სექტემბერს, ამასთან ხელშეკრულების მიხედვით
922 070 ლარიდან 362 111.9 ლარის გადარიცხვა განხორციელდა ორ ფიზიკურ პირზე, მათი კუთვნილი უძრავი ქონებების (ს/კ ------------ და ს/კ -----------) სხვა პირების (დამფუძნებელ/დირექტორი ფიზიკური პირების ოჯახის წევრები) სასარგებლოდ დათმობის სანაცვლოდ და ამავდროულად სს „-----------“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის მიზნით. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხები ჩაითვალა ფიზიკური პირების სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ამ ნაწილში
განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, ითხოვს მისი მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით სხვა შემთხვევაში - სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების მიხედვით,ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №---------- წერილის მიხედვით, სს ,,------------“ (ს/ნ -----------) დანადგარების მიწოდებაზე №------------- ხელშეკრულება გაფორმებულია 30.09.2020 წელს, ამასთან ხელშეკრულების მიხედვით 922 070 ლარიდან 362 111.9 (183098+179013.9) ლარის გადარიცხვა განხორციელდა ორ ფიზიკურ პირზე, კერძოდ, ფ.პ. ------------ (პ/ნ ------------) და ფ.პ. ------------- (პ/ნ -------------) მათი კუთვნილი უძრავი ქონებების (ს.კ---------- და ს.კ. ----------) სხვა პირების (დამფუძნებელ/დირექტორი ფიზიკური პირების ოჯახის წევრები: ----------(პ/ნ----------)
და ---------- (პ/ნ ----------)) სასარგებლოდ დათმობის სანაცვლოდ და ამავდროულად სს ,,----------“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის მიზნით. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული თანხები ჩაითვალა ფიზიკური პირების -------------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------) სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 103-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და მისი მონაწილეობით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების წარმოშობის საფუძვლების და სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზეზი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ იპოთეკით დატვირთვის მიზნით უძრავი ქონებების დათმობის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრ
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შედეგად სხვაობის თანხა დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, ითხოვს მისი მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №---------- წერილის მიხედვით, შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შედეგად სხვაობის თანხა დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და მისი მონაწილეობით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების წარმოშობის საფუძვლების და სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზეზი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
8. ბუღალტრული ნაშთის საწარმოს დირექტორებზე განაცემად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში „----------“ 14 80 173 ანგარიშზე დასახელებით „ირანი“ დაფიქსირებული აქვს 2020 წელს თანხების ავანსად გაცემა ჯამურად
320 733.38 ლარის ოდენობით, რაც ნაშთადაა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსაც. საფუძველში მითითებულია „დაზგა-დანადგარისთვის“. აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს არც მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც თანხების ---------- გატანის დოკუმენტი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის მერეც არ ფიქსირდება ----------- დაზგა-დანადგარის შემოტანა. -------- იმპორტირებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე ღირებულების სრულად დაფარვის დამადასტურებლად წარმოდგენილია მომწოდებლის შემოსავლის ორდერები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დასტურდება ზემოაღნიშნული თანხის ეკონომიკური საქმიანობის მიზნით გამოყენება.
ბუღალტრული მონაცემების მიხედვით თანხა გასულია ანგარიშვალდებული პირების ანგარიშებიდან (ანგ.---------- და ---------). რადგან არ დასტურდება აღნიშნული პირების მიერ თანხების გადაცემა სხვა პირზე ან/და გახარჯვა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, შესაბამისად თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირების საწარმოს დირექტორებზე განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, ითხოვს მისი მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №----------- წერილის მიხედვით, ბუღალტრული მონაცემების მიხედვით თანხა გასულია ანგარიშვალდებული პირების ---------- ---------- და ----------ანგარიშებიდან (ანგ.--------- და -----------). რადგან არ დასტურდება აღნიშნული პირების მიერ თანხების გადაცემა სხვა პირზე ან/და გახარჯვა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, შესაბამისად თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირების საწარმოს დირექტორების ---------- (----------/---------- (----------)) და ---------- (----------)) განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით ჯამურად 400 917 (317683/0.8+3050/0.8) ლარი.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და მისი მონაწილეობით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების წარმოშობის საფუძვლების და სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზეზი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ბუღალტრული ნაშთის საწარმოს დირექტორებზე განაცემად განხილვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
9. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №------------- საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა - 196 799 ლარი და საურავი - 173 393 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოითხოვს დავების განხილვის საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და გაათავისუფლოს დარიცხული ჯარიმა-საურავებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.
საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა. შესაბამისად დავების განხილვის საბჭოში მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად ითხოვს გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.
დარიცხვა გამოწვეულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიაჩნია, რომ საწარმოს სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით/შეცდომით, ვინაიდან არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
10. დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №----------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოების არსებობის გამო დავის დაწყების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11300 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე და განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასნამატი განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასნამატის ოდენობისგან. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის შედეგები საჭიროებს კორექტირებას და აუდიტის დეპარტამენტის მიერ დათვლილ ფასნამატთან შესაბამისობაში მოყვანას.
ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას, მართებულად მიაჩნია დავის დაწყება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საბჭო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ ობიექტური სინამდვილის იურიდიულ ფაქტებს და არა მომჩივნის დასკვნებს ან არგუმენტებს. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები მატერიალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, მოქმედებები, პროცესებია, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა პირისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომლებსაც იგი ემყარება მოთხოვნის საფუძვლად. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ მტკიცების საგანს და სხვა გარემოებების მსგავსად უნდა დადგინდეს დავის განმხილველი ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ დასახელებული გარემოებები/არგუმენტები ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად ან მტკიცებულებად და მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება გასაჩივრებულ აქტზე საგადასახადო დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
11. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №006036 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელს (საწარმოს დირექტორს) ჩაჰბარდა 2021 წლის 9 დეკემბერს, რაც დასტურდება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე არსებული ხელმოწერით
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 და მე-9 ნაწილით, 299-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-10 ნაწილით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნულ დავის საგანზე არგუმენტებს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების მიხედვით:
2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №006036 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელს (საწარმოს დირექტორს) ჩაბარდა 2021 წლის 9 დეკემბერს, რაც დასტურდება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე არსებული ხელმოწერით. გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2022 წლის 10 იანვარი. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 24 იანვარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11300 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების შესახებ მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით;
2. სალიზინგო კომპანიაზე ძირითადი საშუალების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;
3. კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებული თანხის დამფუძნებლის მიერ მიღებულ შემოსავლად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
4. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა;
5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა;
6. იპოთეკარებზე გადარიცხული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
7. საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრა;
8. ბუღალტრული ნაშთის საწარმოს დირექტორებზე განაცემად განხილვა;
9. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
10.დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო;
11.საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის 13 ივნისიდან 2021 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32831 ბრძანება და №002-257 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11300 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
160(ა);161(1ა);158;159(1ა,ბ);163(2,3);164(1);101(1,2);154(1ა,მ);171;81;173;174;175;176;97;98;103(2);269;286;97;983