გადაწყვეტილება №17956/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17956/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17956/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: : ----------- (პ/ნ ------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ის 6.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17956/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა;

2. ქონებაზე ყადაღის დადება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10805 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10804 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC08742 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC08743 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

5. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №EL7777/5649 საგადასახადო მოთხოვნა;

6. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №EL7777/4199 საგადასახადო მოთხოვნა;

7. ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №024-443 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;

8. შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22023 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 13 717,7 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 5 591.825

აქციზის გადასახადი - 5 234.9

იმპორტის გადასახადი -356,925

ჯარიმა - 5 591,825 ჯარიმა - 2 000

საურავი - 534,05

 

პროცედურული გარემოებები

სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10805 და №ELC08743 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურებისთვის მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10804 და №ELC08742 ოქმებით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ამასთან გამოიცა ამავე თარიღის №EL7777/5649 და №EL7777/4199 საგადასახადო მოთხოვნები, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები და საურავი.

ამასთან, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 8.04.2022 წლის №024-443 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.

მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10805; №ELC10804; №ELC08742 და №ELC08743 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების, ამავე თარიღის №EL7777/5649 და №EL7777/4199 საგადასახადო მოთხოვნების და ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №024-443 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22023 ბრძანებით საჩივარი 29.12.2021 წლის №ELC10805; №ELC10804; №ELC08742 და №ELC08743 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების და ამავე თარიღის №EL7777/5649 და №EL7777/4199 საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №024-443 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22023 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი სადავო აქტებს გაეცნო ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2022 წლის 7 თებერვალს და ამავე დღეს ჩაითვალა ჩაბარებულად. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 25 ივლისს.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილზე, 33-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ 2021 წლის 29 აპრილის №ELC08742, №ELC08743, 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC10805, №ELC10804 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 2021 წლის 29 აპრილის №EL7777/4199 (№044-4199), 29 დეკემბრის №EL7777/5649 (№044-5649) საგადასახადო მოთხოვნებს მომჩივანი გაეცნო 2022 წლის 7 თებერვალს და ჩაითვალა ჩაბარებულად. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2022 წლის 9 მარტი. საჩივარი კი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილია სადავო აქტის გასაჩივრებისთვის კანონით განსაზღვრული ვადის (30 დღე) ამოწურვის შემდეგ - 2022 წლის 25 ივლისს. გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევასთან დაკავშირებით მომჩივანი მიუთითებს, რომ სადავო აქტები ჩაჰბარდა 2022 წლის 30 ივნისს და შემთხვევით გაიგო მისი დაჯარიმების ფაქტი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანმა ვერ დაასაბუთა კანონით დადგენილი 30 დღის განმავლობაში საჩივრის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით წარდგენის შეუძლებლობა.

ამდენად, საჩივრის წარდგენის ვადის გაშვება საპატიოდ არ უნდა ჩაითვალოს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი საჩივარში არგუმენტაციას წარმოადგენს სამართალდარღვევის შინაარსზე, ამასთან გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არ გაცნობია სადავო აქტებს ელექტრონულად 7.02.2022 წელს. არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. მხარემ მატერიალურად ჩაიბარა დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურში და მატერიალურად ჩაბარებიდან ვადაშია წარდგენილი საჩივარი, რის გამოც არსებობს შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის ბრძანების ბათილობის საფუძველი.

ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC08742, №ELC08743, №ELC10805 და №ELC10804 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, ამავე თარიღის №EL7777/4199 (№044-4199) და №EL7777/5649 (№044-5649) საგადასახადო მოთხოვნები და შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22023 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

მომჩივანი განმარტავს, რომ სადავო აქტებს ელექტრონულად 7.02.2022 წელს არ გაცნობია. არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. მხარემ მატერიალურად ჩაიბარა დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურში და მატერიალურად ჩაბარებიდან ვადაშია წარდგენილი საჩივარი.

შემოსვლების სამსახურის 13.10.2022 წლის №103350-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიმართ შედგენილ 29.12.2021 წლის 2№ELC10805, №ELC10804, №ELC08742 და №ELC08743 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL7777/5649 და №EL7777/4199 საგადასახადო მოთხოვნებს მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 7.02.2022 წელს და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაცნობისთანავე ჩაითვალა ადრესატისთვის ჩაბარებულად.

სადავო აქტების მომჩივნის მიერ 7.02.2022 წელს ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დადასტურებულია გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულება.

ამგვარად, ვინაიდან მომჩივანი გასაჩივრებულ აქტებს გაეცნო 7.02.2022 წელს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 25.07.2022 წელს, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანი განმარტავს, რომ სადავო აქტებს ელექტრონულად 7.02.2022 წელს არ გაცნობია თუმცა არ წარმოადგენს თავისი არგუმენტის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულია.

 

2. ქონებაზე ყადაღის დადება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს 8.04.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 5 590.83 ლარი, ჯარიმა 7 591.83 ლარი, საურავი 1 157.51 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მისი გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აპრილის №024-443 ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 8.04.2022 წლის №024-443 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №024-443 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22023 ბრძანების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანს 8.04.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.