ბრძანება N 6358
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6358
30.03.202
შპს „-----------” (ს/ნ ----------)
(მის.: -----------)
2022 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის №18014/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------” (ს/ნ -----------) №71535/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 მაისის №005-70 საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 28 მაისის №005-8279 შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს. განმარტავს, რომ 2019 წლის 4 აპრილს შპს ,,-----------’’-ისგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები. თავის მხრივ, გამყიდველმა აღნიშნული ქონება შეიძინა სახელმწიფო აუქციონზე. მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობანაგებობების ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს საქონლის მიწოდებას და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. აღნიშნულ ოპერაციაზე კანონმდებლობის სრული დაცვით გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მიაჩნია, რომ შემოწმებამ არასწორად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი. მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლზე, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე, 159-ე, 160-ე, 174-ე და 175-ე მუხლებზე და აცხადებს, რომ კანონმდებლობის დაცვით აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა და მისი გაუქმება არამართლზომიერია.
2. ითხოვს საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №10087 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------” (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა
შპს ,,-----------’’-ის (ს/ნ -----------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (სერია -----------) საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 27 მაისის №13261 ბრძანება და ამავე თარიღის №005-70 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 878 948 ლარი, მათ შორის: გადასახადი 420 820 ლარი, ჯარიმა 210 410 ლარი, საურავი 247 718 ლარი.
ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239- ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე 2022 წლის 28 მაისის N005-8279 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 30 სექტემბრის №25053 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25053 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 9 დეკემბრის №18014/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით თანხის დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ,,-----------’’ ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახეა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეალიზაცია. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელმა შეიძინა ქონება შპს ,,-----------’’-ისგან 3 349 642 ლარად დღგ-ის ჩათვლით (თავის მხრივ შპს ,,-----------’’ - ის მიერ აღნიშნული ქონება შეძენილია აუქციონზე). აღნიშნულ ოპერაციაზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზე ქონების შემძენმა სრულად განახორციელა დღგ-ის ჩათვლა 510 962 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ოპერაციის ანალიზი, რომლის ფარგლებშიც სრულად იქნა შესწავლილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, ამასთან ინფორმაცია/პოზიცია გამოთხოვილ იქნა შპს ,,----- ------’’. ასევე, ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მათ შორის ხელშეკრულებები და ქონების შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება მიუთითებს შემდეგ გარემოებაზე, რომ შპს ,,-----------’’ მიერ შეძენილი ქონება წარმოადგენს 3636 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ 9 შენობანაგებობას. ამასთან, აუქციონზე რეალიზაციის ეტაპზე სარეალიზაციო ფასის დასადგენად განხორციელებულ იქნა ქონების შეფასება სსიპ ,,------- ------- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ მიერ. აღნიშნულ დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ მიწაზე არსებული 9 შენობიდან 8 ამორტიზებულია და მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 14 545 ლარს, ხოლო დარჩენილი ერთი შენობის (132 კვ.მ) შეფასების ღირებულება შეადგენს 173 316 ლარს, უშუალოდ მიწის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 1 527 120 ლარი. ამასთან, შემოწმება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შპს ,,------------’’ მიერ აღნიშნულ მიწაზე ხორციელდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა (განხორციელდება შეძენისას არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება მიუთითებს იმ გარემოებზე, რომ ქონების შემძენისა და ქონების რეალიზატორის ფაქტობრივ ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა შენობა-ნაგებობები (რომელთა ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია). შესაბამისად, შემოწმების მიერ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, სსიპ ,,------------ სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ დასკვნის შესაბამისად, გაიმიჯნა მიწისა და მასზე არსებული ნაგებობების ღირებულებები და დღგ-ის ჩათვლა განხორციელდა მხოლოდ შენობანაგებობების ღირებულებაზე (ღირებულებაში გათვალისწინებულია იმ მიწის ღირებულებაც, რომელზეც ეს შენობები დგას), ხოლო დანარჩენ ნაწილში მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია მიწის ნაკვეთის მიწოდება. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შპს ,,-----------’’ შპს ,,-----------’’-ისგან შეიძინა ქონება, რომელიც გამყიდველს შეძენილი ჰქონდა აუქციონზე. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,----- -------’’ მიერ შეძენილი ქონება წარმოადგენს 3636 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ 9 შენობა-ნაგებობას. ამასთან, აუქციონზე რეალიზაციის ეტაპზე სარეალიზაციო ფასის დასადგენად განხორციელდა ქონების შეფასება სსიპ ,,------ -------- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ მიერ. აღნიშნულ დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ მიწაზე არსებული 9 შენობიდან 8 ამორტიზებულია და მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 14 545 ლარს, ხოლო დარჩენილი ერთი შენობის (132 კვ.მ) შეფასების ღირებულება შეადგენს 173 316 ლარს, უშუალოდ მიწის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 1 527 120 ლარი. ამასთან, შემოწმება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შპს ,,--------------’ მიერ აღნიშნულ მიწაზე ხორციელდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა (განხორციელდება შეძენისას არსებული შენობანაგებობების დემონტაჟი). შემოწმებით ჩაითვლა, რომ ქონების მყიდველისა და გამყიდველის ფაქტობრივ ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ სსიპ ,,-------------- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ დასკვნის შესაბამისად, გაიმიჯნა მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ღირებულებები, რის შესაბამისად განხორციელდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის კორექტირება.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის №18014/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა/შესწავლა და არ გამოვლინდა განსახვავებული გარემოებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქონების მყიდველისა და გამყიდველის ფაქტობრივ ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია, შემოწმების მიერ სსიპ ,,-------- -------- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ დასკვნის შესაბამისად, მიწისა და მასზე არსებული შენობანაგებობების ღირებულებების გამიჯვნა და შესაბამისად, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის კორექტირება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 28 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 მაისის №005-8279 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------” (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს.
2. ითხოვს საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 30 სექტემბრის №25053 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25053 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 9 დეკემბრის №18014/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
173(1,2);174(1ა);168(1);8(23);238(1ა);239(1);