გადაწყვეტილება №18184/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2022
№ დოკუმენტი 18184/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18184/2/2022

8.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------ის 14.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18184/2/2022).

 

დავის საგანი:

1. ბინების საკომპენსაციო თანხების გადახდილ და სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ ოდენობას შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად ჩათვლა;

2. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის და სალაროში არსებული უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

3. ფართების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და საკომპენსაციო თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;

4. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №007-192 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 895 408 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 635 183

დღგ - 651 237

მოგების გადასახადი - 491 917

საშემოსავლო გადასახადი - 492 029

ჯარიმა - 857 044 საურავი - 403 181

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობა წარმოადგენს ქალაქ ----------ში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №007-192 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ბინების საკომპენსაციო თანხების გადახდილ და სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ ოდენობას შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად ჩათვლა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია, რომელთა საკომპენსაციო თანხების მიღება ფიქსირდება სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ბინების ნაწილში შემოწმების მიერ მესამე პირებისაგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გადახდილ საკომპენსაციო თანხებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობა გადახდილ თანხებსა და გადამხდელის მიერ სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ (მიღებულ) თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ მესამე პირებისაგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით დადგენილ შემოსავალსა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახულ მონაცემებს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით, მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველი პუნქტზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს -------------ს უფიქსირდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია, რომელთა საკომპენსაციო თანხების მიღება ფიქსირდება სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულ ბინებზე გადახდილ თანხებთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს სააღრიცხვო პროგრამაში არასრულად აქვს ასახული მიღებული თანხები. ამასთან, კომპანიას სამეურნეო დანიშნულების კვალიფიკაციით დამფუძნებელ/დირექტორზე გაცემული აქვს ფულადი სახსრები, რომელიც პერიოდის განმავლობაში იზრდება, გონივრულ ვადაში არ ხდება აღნიშნული თანხის დაბრუნება ან/და გახარჯვა. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროში არსებული უძრავი ნაშთი (1110), რომლის გახარჯვა შესამოწმებელ პერიოდში არ ხდება.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შემოწმებით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზიდან შპს ----------გან (ს/ნ ------------) მიღებულ სესხზე გადახდილი თანხების (სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები) ამოღებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, კერძოდ, შემოწმების მიერ შპს ----------გან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბრუნებული მიღებული სესხი 100 000 ევრო და 135 000 დოლარის ოდენობით (წარმოდგენილია შპს „------------ს“ დირექტორის წერილი). ხოლო სესხის და პროცენტის თანხის ის ნაწილი, რომელიც გადამხდელის მიერ იყო.

დაფარული, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გათვალისწინებული იქნა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია არასწორია იმის გამო, რომ შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული საწარმოს მიერ შპს -----------დან (ს/ნ --------------) აღებული სესხი 100 000 ევრო და 295 400 აშშ დოლარი (აღნიშნული თანხები სრულად მოხმარდა მშენებლობას), რომელიც თავისი სარგებლით სრულად არის გადახდილი შპს ------------ზე აქედან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან სრულად არის ამოსაღები ზემოთ დასახელებული გადახდილი სესხის ძირითადი თანხა და მასზე გადახდილი პროცენტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს უფიქსირდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია, რომელთა საკომპენსაციო თანხების მიღება ფიქსირდება სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და ვინაიდან გადახდილი თანხები განსაზღვრულია მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე და აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს აღრიცხული, მიიჩნევს, რომ გამოვლენილი სხვაობის კომპანიის დირექტორზე ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად განხილვა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ მითითებული პირისგან, შპს --------- (ს/ნ -----------) გამოთხოვილია ინფორმაცია აღნიშნული სესხის გადახდასთან დაკავშირებით. წარდგენილი ახსნაგანმარტებით დაფარულია სესხის ნაწილი. აღნიშნულის საფუძველზე, გადასახადით დასაბეგრი ბაზის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას სესხის გადახდილი ნაწილი გათვალისწინებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის და სალაროში არსებული უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში, მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. აღიშნული პროგრამის დამუშავებისას დგინდება, რომ საზოგადოებას სამეურნეო დანიშნულების კვალიფიკაციით დამფუძნებელ/დირექტორზე გაცემული აქვს ფულადი სახსრები (1430), რომელიც პერიოდის განმავლობაში იზრდება. გონივრულ ვადაში არ ხდება აღნიშნული თანხის დაბრუნება ან/და გახარჯვა ხარჯებზე. ასევე საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროში არსებული უძრავი ნაშთი (1110), რომლის გახარჯვა შესამოწმებელ პერიოდში არ ხდება. შემოწმების მიერ ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებისა და შინაარსის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა და სალაროში არსებული უძრავი ნაშთი განხილულ იქნა, როგორც დამქირავებლის მიერ დირექტორზე (----------------ზე პ/ნ ----------------) შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო თვეების მიხედვით გაცემულ უპროცენტო სესხად.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სესხის პროცენტის თანხა განხილულ იქნა სარგებლად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად განისაზღვრა ყოველთვიურად დირექტორზე უპროცენტო სესხად გაცემული თანხების ოდენობა და დაიბეგრა ყოველთვიური მოგების გადასახადით, ხოლო დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ასევე ყოველთვიურად განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სარგებლის დარიცხვა შედეგად, დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია არასწორია იმის გამო, რომ შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული საწარმოს მიერ შპს -----------დან (ს/ნ --------) აღებული სესხი 100 000 ევრო და 295 400 აშშ დოლარი (აღნიშნული თანხები სრულად მოხმარდა მშენებლობას), რომელიც თავისი სარგებლით სრულად არის გადახდილი შპს ----------ზე აქედან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან სრულად არის ამოსაღები ზემოთ დასახელებული გადახდილი სესხის ძირითადი თანხა და მასზე გადახდილი პროცენტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას სამეურნეო დანიშნულების კვალიფიკაციით დამფუძნებელზე/დირექტორზე გაცემული აქვს ფულადი სახსრები, რომელიც პერიოდის განმავლობაში იზრდება. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროში არსებული უძრავი ნაშთი, რომლის გახარჯვა შესამოწმებელ პერიოდში არ ხდება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და ვინაიდან საწარმოს დამფუძნებელზე/დირექტორზე გაცემული თანხების ფულადი სახსრების ნაშთი მზარდია, არ დასტურდება საწარმოს ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა/უკან დაბრუნება, ასევე საწარმოს სალაროში გააჩნია უცვლელი ნაშთი, მიიჩნევს, რომ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის და სალაროში არსებული უცვლელი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ მითითებული პირისგან, შპს ---------დან (ს/ნ ----------) გამოთხოვილია ინფორმაცია აღნიშნული სესხის გადახდასთან დაკავშირებით. წარდგენილი ახსნაგანმარტებით დაფარულია სესხის ნაწილი. აღნიშნულის საფუძველზე, გადასახადით დასაბეგრი ბაზის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა სესხის გადახდილი ნაწილი გათვალისწინებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფართების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და საკომპენსაციო თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

 

შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა სააღრიცხვო პროგრამა - ორისი. ბუღალტრული პროგრამის ანალიზისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიასა და მყიდველებს (ფიზიკურ პირებს) შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა ჯამურად 10 საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე, ჯამური ღირებულებით - 1 055 071 ლარი. ასევე ხელშეკრულებების საფუძველზე დგინდება, რომ გადაფორმების მომენტში კომპანიას სრულად აქვს მიღებული აღნიშნული ფართების საკომპენსაციო თანხები, თუმცა აღნიშნული ოპერაციების ასახვა არ მომხადარა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განხორციელდა რეალიზებული საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართების დღგ-ით დაბეგვრა, ხოლო მიღებული საკომპენსაციო თანხები, რომლებიც არ არის ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნული 10 საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციის თანხასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ფიზიკურ პირებს არ გადაუხდიათ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხები და ბუღალტერიაში ასახულია როგორც დებიტორული დავალიანება, შესაბამისად, ითხოვს დამატებით დარიცხული დღგის და საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მესამე პირებთან გადამოწმდა აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი თანხები რეალობა და დადასტურდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ბინების რეალიზაციის თანხები ხელშეკრულების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტემენტის მიერ დაფიქსირებული ფაქტი, რომ საწარმოს „საკუთრების უფლების გადაცემა ჯამურად 10 საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართი ჯამური ღირებულებით - 1 055 071 ლარი. ასევე ხელშეკრულებების საფუძველზე დგინდება, რომ გადაფორმების მომენტში შპს ------------------ს (ს/ნ ---------------) სრულად აქვს მიღებული აღნიშნული ფართების საკომპენსაციო თანხები, თუმცა აღნიშნული ოპერაციების ასახვა არ მომხადარა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში“, არ შეესაბამება სინამდვილეს ფიზიკურ პირებს არ გადაუხდიათ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხები და ბუღალტერიაში აღრიცხულია როგორც დებიტორული დავალიანება, აქედან გამომდინარე უნდა გაუქმდეს დამატებით დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. კომპანიასა და მყიდველებს (ფიზიკურ პირებს) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზეც შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა 10 საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე, ჯამური ღირებულებით - 1 055 071 ლარი. ხელშეკრულებების საფუძველზე დგინდება, რომ გადაფორმების მომენტში კომპანიას სრულად აქვს მიღებული აღნიშნული ფართების საკომპენსაციო თანხები. აღნიშნული ოპერაციების ასახვა არ მომხადარა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მყიდველებმა ვისთანაც მოხერხდა დაკონტაქტება, დაადასტურეს თანხის გადახდა. საჯარო რეესტრში არსებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღამდე. საწარმოს აღნიშნული თანხა ბუღალტრულად აღრიცხული არ ჰქონდა და არ წარმოადგინა პოზიცია თანხის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და ვინაიდან საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით, მყიდველებს ნასყიდობის ღირებულება გადახდილი აქვთ საწარმოსთვის, ამასთან მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მყიდველების მიერ თანხის გადაუხდელობის ან/და ვალდებულების აღიარების შესახებ მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ მიღებული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „--------.“-ის მიერ გამოწერილი ეა-74 -----------, ეა-74 ---------- და ეა-75 ----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის თანხები არ არის ჩათვლილი. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის გაანგარიშების დროს ჩათვლებში არ არის გათვალისწინებული სამშენებლო კომპანია შპს „----------.“-ის (ს/ნ -------) მიერ გამოწერილი 2021 წლის დეკემბრის დასაბეგრ ოპერაციაზე ეა-74 -----------, ეა-74 ---------- და ეა-75 ----------- ანგარიშფაქტურების მონაცემები (საჩივარს თან ერთვის ანგარიშ-ფაქტურები), აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების ასახვა დღგ-ის ჩათვლებში, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები დაბეგრილი და დეკლარირებული აქვს მომწოდებელ საწარმოს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებული იქნას შპს „----------.“-ის (ს/ნ ---------) მიერ 2021 წლის დეკემბრის დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი №ეა ---------, №ეა ----------5 და №ეა --------- ანგარიშ-ფაქტურები.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27907 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.