გადაწყვეტილება №27867/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.09.2026
№ დოკუმენტი 27867/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემიდივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთანსაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევადასაბეგრი ოპერაციის თანხადასაბეგრი ოპერაციის დროდღგ-ის ჩათვლის ზოგადი პრინციპებიკეთილსინდისიერებასაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებასაურავიდივიდენდიდოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებიფულადი სახრების გადაცემა ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრადაბეგვრის ობიექტიგაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არისგანაწილებული მოგებაუსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიდივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთანპროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთანარარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთანდღგ-ით დასაბეგრი პირიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდღგ-ის ჩათვლის უფლებაზოგადი დებულებებიდღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესისაგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპებისაურავისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება

📄 სრული ტექსტი

№27867/2/2026

08 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს---------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 28.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27867/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;

3. სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის გამოვლენა და დირექტორზე გაცემულ დივიდენდად ჩათვლა;

4. დირექტორზე გაცემულ სესხზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

5. არამეწარმე ფიზიკურ პირზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით;

6. კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მოგების გადასახადით დაბეგვრა;

7. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2026 წლის №------ საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2026 წლის №10719 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2026 წლის №001-88 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 10.07.2026 წლის №15534 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 361 633.86 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 198 825.84

დღგ - 99 335.26

მოგების გადასახადი - 83 303.83

საშემოსავლო გადასახადი - 16 186.75

ჯარიმა - 98 626.28

საურავი - 64 181.74

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე საცხოვრებელი ფართების სარემონტო და სარესტავრაციო მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2026 წლის №4117 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.03.2024 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 16.02.2026 წლის ჩათლით პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 11.05.2026 წლის №--- საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 14.05.2026 წლის №10719 ბრძანება და ამავე თარიღის №001-88 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.07.2026 წლის №15534 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი სრულად არ აქვს დღგ-ით დაბეგრილი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 25.06.2026 წელს --:-- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრების მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი სრულად არ აქვს დღგ-ით დაბეგრილი. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებსა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. კერძოდ, კომპანიისთვის ამ ეტაპზე გაუგებარია რა ფორმით გამოიანგარიშა აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხული გადასახადები, კონკრეტულად რომელი ოპერაციები მიიჩნია დასაბეგრად და სხვა რელევანტური გარემოებები. შემოწმების აქტში ასახულია დარიცხვასთან დაკავშირებული ზოგადი პოზიცია და არ არის წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები.

შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვერ ახერხებს დააიდენტიფიციროს კონკრეტულად რა დაბეგრა აუდიტორმა.

არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას და განმარტავს, რომ:

1. კომპანიას სრულად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბაზა;

2. არ ეთანხმება, რომ კომპანიას ორჯერ აქვს მიღებული ჩათვლები. ასევე, არ იზიარებს აუდიტორის პოზიციას, რომ რადგან კომპანიას საოფისე ფართი საკუთრებაში არ აქვს ან საიჯარო თანხას არ იხდის, კომპანიას ტელევიზორის შესყიდვაზე დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტელევიზორი ჩათვლილია დირექტორის სარგებლად (ხელფასად). შესაბამისად, ტელევიზორის შესყიდვისას გადახდილი დღგ სრულად ექვემდებარება ჩათვლას.

3. არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაშთის გაზრდას აუდიტორის მხრიდან, რაც საბოლოოდ ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად.

4. არ ეთანხმება დირექტორზე გაცემულ სესხზე დამატებითი სარგებლის გაანგარიშებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

5. არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

6. არ ეთანხმება კომპანიიდან გაცემული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას. ფაქტია, რომ კომპანიამ გასწია სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი. გაუგებარია კონკრეტულად რა ტიპის დოკუმენტის წარდგენას ითხოვს აუდიტორი გაწეული ხარჯის დასადასტურებლად. ფაქტია, რომ ხარჯის არსებობა დასტურდება საბანკო გადარიცხვით.

საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას, ასევე, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე № ბს-534(კ-22)).

უზენაესი სასამართლოს განმარტებით „ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე № ბს534(კ-22)).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საჩივარში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია: დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივნის წარმომადგენელი მოწვეული იყო საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირ განხილვაზე, თუმცა მას არ მიუღია მონაწილეობა საჩივრის განხილვის პროცესში.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ კომპანიას სრულად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი სრულად არ აქვს დღგ-ით დაბეგრილი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ უთითებს რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს/მტკიცებულებას, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმებით გაანგარიშდა ადგილობრივ მომწოდებლებზე გადახდილი თანხების მიხედვით დღგ-ის ჩათვლები და დადგინდა, რომ აღნიშნული მონაცემები განსხვავდება დეკლარირებულისგან. ძირითადი სხვაობა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის მიერ როგორც ავანსის, ისე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული ჩათვლებით, რამაც გამოიწვია დღგ-ის ჩათვლების გაზრდა. გარდა აღნიშნულისა, კომპანიას შეძენილი აქვს ტელევიზორი. კომპანიას არ გააჩნია ოფისი არც საკუთრებაში და არც იჯარით აღებული. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა საქონლის შეძენის მიზნობრიობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ჩათვლილი მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შედეგად,საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა/გაიზარდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე. გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, დღგ-ის თანხების გაორმაგებულად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს დღგ-ის თანხა ჩათვლილი აქვს როგორც ავანსის, ასევე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. ხოლო, რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს, შეძენილ ტელევიზორზე მიღებული ჩათვლების გაუქმებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადამხდელს არც შემოწმების პროცესში და არც დავის ეტაპზე არ წარუდგენია აღნიშნული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

მომჩივანი არ ეთანხმება, რომ კომპანიას ორჯერ აქვს მიღებული ჩათვლები და ასევე, მიაჩნია, რომ ტელევიზორის შესყიდვისას გადახდილი დღგ სრულად ექვემდებარება ჩათვლას.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის თანხა ჩათვლილი აქვს როგორც ავანსის, ასევე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. ხოლო, შეძენილ ტელევიზორზე მიღებული ჩათვლების გაუქმებასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების პროცესში და არც დავის ეტაპზე არ წარუდგენია აღნიშნული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის გამოვლენა და დირექტორზე გაცემულ დივიდენდად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების“ დანართი №9-ის მიხედვით, შესწავლილ იქნა სალაროში არსებული ნაშთის ოდენობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი გადასახადის გადამხდელის წერილობითი მოთხოვნითა და საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ჩაითვალა ამავე პერიოდში დირექტორზე გაცემულ დივიდენდად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაშთის გაზრდას, თუმცა არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს/მტკიცებულებას, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. დირექტორზე გაცემულ სესხზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს სესხი დირექტორზე წლიურ 8%-ში. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება უნდა მოხდეს 2026 წლის ბოლოს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დირექტორზე გაცემული სესხის ძირი თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთსა (20%) და საწარმოს მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს (8%) შორის სხვაობა განხილულ იქნა უსასყიდლო მომსახურების გაწევად და ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დირექტორზე გაცემულ სესხზე დამატებითი სარგებლის გაანგარიშებასა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნულ ნაწილში გადამხდელს დაერიცხა არა საშემოსავლო გადასახადი, არამედ მოგების გადასახადი, კერძოდ, შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთსა და საწარმოს მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობა ჩაითვალა უსასყიდლო მომსახურების გაწევად, რაც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

მომჩივანი არ ეთანხმება დირექტორზე გაცემულ სესხზე დამატებითი სარგებლის გაანგარიშებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა არა საშემოსავლო გადასახადი, არამედ მოგების გადასახადი, კერძოდ, შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთსა და საწარმოს მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობა ჩაითვალა უსასყიდლო მომსახურების გაწევად, რაც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. არამეწარმე ფიზიკურ პირზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში არამეწარმე ფიზიკურ პირზე გადახდილი აქვს მომსახურების ანაზღაურებები, რაც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა:

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, თუმცა არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს/მტკიცებულებას, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა პირებისთვის ანაზღაურებული აქვს საქონლის/მომსახურების ღირებულება, რომელთან დაკავშირებითაც საწარმომ ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ არგუმენტთან, საბანკო გადარიცხვით ხარჯის დადასტურებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის საბანკო ანგარიშები, სადაც ფიქსირდებოდა თანხის გადახდა სხვადასხვა პირისთვის, თუმცა გადამხდელმა ვერ წარადგინა გადარიცხული თანხების მიზნობრიობის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი და სხვა). შესაბამისად, საბანკო გადარიცხვით დასტურდება მხოლოდ კომპანიის მიერ თანხის გაცემის ფაქტი, მაგრამ ამით ვერ დასტურდება გაწეული ხარჯის მიზნობრიობა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

მომჩივნისთვის გაუგებარია კონკრეტულად რა ტიპის დოკუმენტის წარდგენას ითხოვს აუდიტორი გაწეული ხარჯის დასადასტურებლად. ფაქტია, რომ ხარჯის არსებობა დასტურდება საბანკო გადარიცხვით.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში შესწავლილია გადამხდელის საბანკო ანგარიშები, სადაც ფიქსირდებოდა თანხის გადახდა სხვადასხვა პირისთვის, თუმცა გადამხდელმა ვერ წარადგინა გადარიცხული თანხების მიზნობრიობის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი და სხვა). შესაბამისად, საბანკო გადარიცხვით დასტურდება მხოლოდ კომპანიის მიერ თანხის გაცემის ფაქტი, მაგრამ ამით ვერ დასტურდება გაწეული ხარჯის მიზნობრიობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 98 626 ლარის ოდენობით (მათ შორის დღგ-ში 48 881 ლარი, მოგების გადასახადში 41 652 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 8 093 ლარი), ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2026 წლის №001-88 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 64 181.74 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმ შემთხვევაში, თუ დავების განხილვის საბჭო ჩათვლის, რომ საჩივარში ზემოთ მითითებული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ითხოვს საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;

3. სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის გამოვლენა და დირექტორზე გაცემულ დივიდენდად ჩათვლა;

4. დირექტორზე გაცემულ სესხზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

5. არამეწარმე ფიზიკურ პირზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით;

6. კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მოგების გადასახადით დაბეგვრა;

7. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №4117 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.03.2024 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 16.02.2026 წლის ჩათლით პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა №10719 ბრძანება და №001-88 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №15534 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია,რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან,არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(12); 73(4.9 „ბ“); 97(1„ა“); 981(1); 982(1 „ა“.3 „ზ“); 983(1); 101(1); 130(1); 154(1„ა“,„დ“„ზ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 174(1.2.3); 175(1„ა“.„ბ“.„გ“); 176(1 „ა“ და „ბ“); 269(7); 272(1.2); 275(1.2, 21, 22);