გადაწყვეტილება №24965/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.04.2025
№ დოკუმენტი 24965/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24965/2/2025

17 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 25.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24965/2/2025).

 

დავის საგანი:

1. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 27.02.2025 წლის № 21-11/13505 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2025 წლის №5474 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 833 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივანმა 25.02.2025 წლის №557905 წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე -------- -ის მიმდებარედ 2318 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (ს/კ -----------) დარიცხული გადასახადის გაუქმება.

მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 27 თებერვლის №---------- წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების მე-4 პუნქტისა და საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2025 წლის 26 თებერვლის №------- დასკვნით განხორციელდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული ქონების გადასახადის შემცირება სრულად, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge) განთავსებული ინფორმაციის თანახმად 22.07.2020 წლიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღარ წარმოადგენს მის საკუთრებას.

მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 27 თებერვლის №---------- წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.03.2025 წლის №5474 ბრძანებით დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საურავის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 25.03.2025 წლის №5474 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხვები (ყოველწლიურად 611 ლარის ოდენობით) განხორციელდა 2021 წლის 20 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები), ხოლო 2021-2024 წწ. დარიცხვები განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადასახადი დარიცხულია -----------ის მიმდებარედ მდებარე 2318 კვ/მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე (ს/კ -----------).

2025 წლის 24 თებერვალს მომჩივანმა ელექტრონული ფორმით წარადგინა 2022-2024 წლების „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები“ (ნულოვანი), რის საფუძველზეც სრულად შემცირდა აღნიშნული საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, 2018-2020 წლების დარიცხვებზე 2021 წლის 20 იანვარს გამოცემული „საგადასახადო მოთხოვნები“ №011-151, №011-152 და №011-153 გამოქვეყნებულ იქნა საჯაროდ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2021 წლის 22 თებერვალს და საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 14 მარტს.

2025 წლის 25 თებერვალს მომჩივანმა №557905 განცხადებით (შემოს. №28287/21) მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2021 წელს დარიცხული გადასახადების გაუქმება იმ მოტივით, რომ აღარ ფლობდა ზემოაღნიშნულ მიწის ფართს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში (-------------) არსებული მონაცემებით დადგინდა, რომ მომჩივნის სახელზე 21.08.2017 წლიდან 22.07.2020 წლამდე ირიცხებოდა (საკუთრების უფლებით)---------ის მიმდებარედ 2318 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი (ს/კ ----------), რომელზეც განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, რომლის ფუნქციური დანიშნულება - საცხოვრებელი სახლი არ დგინდება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე, 205-ე, 61-ე, 206-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში (--------------) არსებულ მონაცემებზე, რომლითაც დგინდება, რომ მომჩივნის სახელზე 21.08.2017 წლიდან 22.07.2020 წლამდე ირიცხებოდა (საკუთრების უფლებით) -----------ის მიმდებარედ მდებარე 2318 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი (ს/კ -----------), რომელზეც განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, რომლის ფუნქციური დანიშნულება - საცხოვრებელი სახლი არ დგინდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცი

მომჩივანი განმარტავს, რომ შეცდომით პროგრამულად დაერიცხა არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულის თაობაზე აუცილებლად უნდა მოსვლოდა საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნავს, რომ საუბარი არის მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგარ საცხოვრებელ შენობაზე, რომელიც -------- საკრებულოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ხოლო ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2018-2020 წლების ქონების გადასახადში დარიცხვები განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები (20.01.2021 წელს, ყოველწლიურად 611 ლარის ოდენობით), ხოლო 2021-2024 წლებში საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დარიცხვები განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში.

მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე 2018-2020 წლების პერიოდზე განხორციელებული დარიცხვა უსაფუძვლოა, ვინაიდან საუბარია მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგარ საცხოვრებელ შენობაზე, რომელიც ---------- საკრებულოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან.

სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №24596-21-11 წერილი, სადაც, გარდა ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა, ასევე აღნიშნულია შემდეგი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში (-------------) არსებული მონაცემების თანახმად დადგინდა, რომ მომჩივნის სახელზე 21.08.2017 წლიდან 22.07.2020 წლამდე ირიცხებოდა (საკუთრების უფლებით) --------ის მიმდებარედ მდებარე 2318 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი (ს/კ ------------), რომელზეც განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, რომლის ფუნქციური დანიშნულება - საცხოვრებელი სახლი - არ დგინდება. 2025 წლის 24 თებერვალს მომჩივანმა ელექტრონული ფორმით წარადგინა 2022-2024 წლების „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები“ (ნულოვანი), რის საფუძველზეც სრულად შემცირდა აღნიშნული საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადი. რაც შეეხება 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების მე-4 პუნქტისა და საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2025 წლის 26 თებერვლის №--------- დასკვნით განხორციელდა ქონების გადასახადის შემცირება სრულად, ვინაიდან მომჩივანს აღნიშნული მიწის ნაკვეთი 22.07.2020 წლიდან საკუთრებაში აღარ უფიქსირდება.

ამგვარად, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში (---------) არსებული მონაცემების მიხედვით, მომჩივნის სახელზე 21.08.2017 წლიდან 22.07.2020 წლამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ --------------), განთავსებული შენობა-ნაგებობა, არ იდენტიფიცირდება როგორც საცხოვრებელი სახლი ან ავტოფარეხი, აღნიშნული ქონების მიმართ, საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გამოყენება, მოკლებულია კანონიერ საფუძველს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნებით დაერიცხა ქონების გადასახადი და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დაეკისრა საურავი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 53-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს დარიცხული საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის; ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს საგადასახადო მოთხოვნა ჩაჰბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი, გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 25.03.2025 წლის №5474 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საურავის კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2018-2020 წლების ქონების გადასახადში დარიცხვები განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები (20.01.2021 წელს, ყოველწლიურად 611 ლარის ოდენობით), ხოლო 2021-2024 წლებში საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დარიცხვები განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში.

2025 წლის 24 თებერვალს მომჩივანმა, ელექტრონული ფორმით წარადგინა 2022-2024 წლების „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები“ (ნულოვანი), რის საფუძველზეც სრულად შემცირდა აღნიშნული საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ მომჩივნის სახელზე 21.08.2017 წლიდან 22.07.2020 წლამდე ირიცხებოდა (საკუთრების უფლებით) 2318 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, რომელზეც განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, რომლის ფუნქციური დანიშნულება - საცხოვრებელი სახლი არ დგინდება. მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნებით დაერიცხა ქონების გადასახადი და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დაეკისრა საურავი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;203;205(1);206(1ჰ);