გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2018
საქმის ნომერი
210210017002049516
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002049516

საქმე №2/686-17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი 2018 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნანა გოშნიაშვილი;

 

მოსარჩელე ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------;

წარმომადგენელი: მ----------–-–---–ი ;

მოპასუხე: ი-–--------------ი;

წარმომადგენელი: ც-----------------–---–ი;

 

დავის საგანი: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული თანა დაფინანსების თანხის დაბრუნება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

მოპასუხე ი-–--------------ს მოსარჩელე ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 3 449.08 (სამი ათას ოთხას ორმოცდაცხრა ლარი და 08 თეთრი) ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელეს ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------ს და მოპასუხე ი-–--------------ს შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება ფიზიკური პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. ი-–--------------ის (პ/ნ:3----------) მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის (ID 8------; ოდენობა- 30 000 ლარი) მიზნობრიობა იყო 16 (თექვსმეტი) სული მეწველი საქონლის შესყიდვა, რომლის შეთანხმების პირობების გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული სსიპ "სურათის ეროვნულ ს---------ს" მიერ. ს---------მ 2016 წლის 29 ნოემბერს განახორციელა სესხის მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ში. შედეგად გაირკვა, რომ გაწეული ხარჯების ან შესყიდვის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოპასუხეს არა აქვს. მონიტორინგის დროს მოპასუხის განმარტებით მიცემული კრედიტით მან შეიძინა 17 სული მეწველი საქონლი, მაგრამ ადგილზე არ გააცნია შესყედვების დამადასტირებელი დოკუმენტაცია. მოპასუხეს დოკუმენტაციის წარსადგენად მიეცა დამატებითი ვადა 2016 წლის 14 დეკემბრამდე. 2016 წლის 20 დეკემბერს ს---------ს N5/2189 წერილით მოპასუხეს კიდევ განესაზღვრა დამატებითი ვადა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად, თუმცა ი-–--------------ის მიერ ს---------ში არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ს---------ს მიერ განხორციელდა თანადაფინანსების სახით 3 449.08 (სამი ათას ოთხას ორმოცდაცხრა ლარი და 08 თეთრი) ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ და ითხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, რადგან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება და არ წარმოადგინა სესხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

ს---------ს წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან 2017 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით 221 ბენეფიციარს (44 სესხზე) შეუწყდა ს---------ს მიზნობრივი თანადაფინანსება, საიდანაც 114 ბენეფიციარს სესხის არამიზნობრივად გამოყენების გამო, ხოლო 83 ბენეფიციარს სესხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ს---------ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანადაფინანსების შეწყვეტის შესახებ არის უკანონო და ითხოვა სარჩელზე უარის თქმა. განმარტა, რომ ს-----–---------------------------------------------------სა და ი-–--------------ს შორის 2015 წელს გაფორმდა ხელშეკრულება იაფი კრედიტების ფარგლებში. შეთანხმების მიზნობრიობა იყო 16 სული ძროხის შეძენა. ი-–--------------მა შეძენა 17 სული ძროხა რის თაობაზეც ს---------ში და ბანკში წარდგენილი აქვს პირუტყვების შესყიდვების დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს სესხის მიზნობრივად გამოყენებას. მოპასუხის წარმომადგენელმა ითხოვა საქმის გადადება ამ დოკუმენტების წარსადგენად, რაც დაკმაყოფილდა, მაგრამ არც ერთ სასამართლო სხდომაზე არანაირი დოკუმენტები მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის N139 განკარგულებით დამტკიცებული ,,შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი “, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელეს ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს და მოპასუხე ი-–--------------ს შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება ფიზიკური პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა 16 (თექვსმეტი) სული მეწველის საქონლის (ძროხის) შეძენა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში და შეძენილი საქონელი შეთანხმების პირობების გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული სსიპ „ს--------- ე---------– ს---------ს" მიერ. მოსარჩელის მიერ განხორციელდა თანადაფინანსების თანხის – 3449.08 ლარის – გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ.

 

მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად სს "თ----- ბანკის" მიერ გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო ს--------- უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განეხორციელებინა მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას აღმოჩნდებოდა მიმღების მიერ მიზნობრიობის დარღვევა, ს---------ს უფლება ენიჭებოდა შეეწყვიტა პროცენტის თანადაფინანსება და მოეთხოვა გადახდილი თანადაფინანსების თანხების უკან დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მხარეთა ახსნა-განმარტებები;

– 2015 წლის 31 აგვისტოს შეთანხმება;

– შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N139 განკარგულება;

– სს "თ----- ბანკის" 2017 წლის 26 ივნისის წერილი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

3.2.2. მოცემულ შემთხვევაში საქონლის შეძენის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, მაგრამ მოპასუხე მხარემ სასამართლოზე არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა. მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებით მოპასუხემ შეიძინა 17 სული მეწველი ძროხა, თუმცა გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სსიპ „ს--------- ე---------– ს---------ს" მიერ გაცემული ცნობა არ წარმოადგინა. მონოტორინგის დროსაც დოკუმენტაცია ადგილზე არ აღმოაჩნდა, რისთვისაც ს-----–---------------------------------------------------ს მიერ მიეცა მას დამატებითი ვადა 2016 წლის 14 დეკემბრამდე. 2016 წლის 20 დეკემბერს ს---------ს N5/2189 წერილით მოპასუხეს კიდევ განესაზღვრა დამატებითი ვადა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად, თუმცა მოპასუხის მიერ ს---------ში არ იქნა წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ ვერ დაადასტურა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში საქონლის შესყიდვის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მხარეთა ახსნა-განმარტებები;

– საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმა;

– მოსარჩელის 2016 წლის 20 დეკემბრის N5/2189 წერილი;

 

3.2.3. მოპასუხეს ეცნობა საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმის გასაჩივრების პირობები, თუმცა მოპასუხეს ის არ გაუსაჩივრებია.

 

2017 წლის 28 თებერვალს, ს---------ს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიამ იმსჯელა საკითხის შესახებ და გადაწყვიტა, რომ მოპასუხეს შეუწყდეს ს---------ს დაფინანსება და მოეთხოვოს ს---------ს მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის – 3449.08 ლარის დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მხარეთა ახსნა-განმარტებები;

– ს---------ს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმის N2 ამონარიდი

– საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმა;

 

3.2.4. 2017 წლის 19 აპრილის წერილით მოსარჩელემ აცნობა 2017 წლის 6 ივლისს მოპასუხის წარმომადგენელს ც-----------------–---–ს თანადაფინანსების შეწყვეტისა და სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის – 3449.08 ლარის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– 2017 წლის 19 აპრილის N1/380 წერილი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრული მოცულობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 394-ე, 405-ე, 408-ე მუხლები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულება ,,შეღავათიანი აგრო კრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ “.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას. სწორედ, ამ პრინციპიდან გამომდინარე ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს მიერ ხორციელდება შეღავათიანი აგრო კრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ს--------- ახდენს პროექტის ბენეფიციართა თანადაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება ბენეფიციარის მიერ კომერციულ ბანკში შესაბამისი მიზნობრიობით აღებული შეღავათიანი აგრო კრედიტის თანხის წლიური საპროცენტო განაკვეთის ს---------ს მხრიდან თანადაფინანსებაში. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------სა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად: ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება მონაწილეებს შორის. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დადგენილია, რომ შეღავათიანი აგრო კრედიტი გაიცემა მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო კანონის და შეთანხმების საფუძველზე ს--------- უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განახორციელოს მსესხებლის მიერ მიღებულის სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას დადგინდება, რომ კრედიტის მიმღებმა დაარღვია შეთანხმების (ხელშეკრულების) მიზნობრიობა ს--------- უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებლის მიზნობრივი თანადაფინანსება, და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ბანკს, ასევე ს--------- უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმღებს გადაცემული თანხების უკან დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება ფიზიკური პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად ი-–--------------ის მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის (30 000 ლარის) მიზნობრიობას წარმოადგენდა 16 სული მეწველი საქონლის (ძროხის) შესყიდვა და ეს საქონელი შეთანხმების პირობების მიხედვით უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული სსიპ „ ს--------- ე---------– ს---------ს" მიერ.

 

მხარეთა განმარტებებით და წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია პირუტყვის შესყიდვის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია. მონიტორინგის დროს (მოსარჩელის განმარტებით) ი-–--------------ს ასევე არ წარმოუდგენია შესყიდული პირუტყვი. ამრიგად, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეთანხმებაში მითითებული საქონლის (მეწველი პირუტყვის) შესყიდვას ადგილი არ ქონია ან შესყიდული იქნა არაიდენტიფიცირებული პირუტყვი. ამრიგად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხემ არსებითად დაარღვია აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის პირობები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადაო სამართალ ურთიერთობის დროისათვის მოქმედ „შეღავათიანი აგრო კრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მეორე მუხლით ბენეფიციარი განმარტებულია, როგორც პირი/მხარე, რომელიც დასახელებულია მატერიალური სარგებლის მიმღებად, ხოლო კრედიტის მიზნობრიობა განიმარტება, როგორც კონკრეტულ პროდუქტზე, პროექტის მიხედვით წინასწარ დადგენილი სესხის გაცემის მიზანი. სესხის მიზნობრივი თანადაფინანსება განმარტებულია როგორც - ს---------ს მიერ პროექტის ფარგლებში გადახდილი მიზნობრივი თანხები. ამავე განკარგულებით სესხი/კრედიტი განიმარტება, როგორც საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ფულადი სახსრები წინასწარ განსაზღვრული ვადით, პროცენტით და მიზნობრიობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროქტის ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობის – მიზნობრიობის დარღვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,, ა ” პუნქტის თანახმად კი არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

სადავო სამართალ ურთიერთობის დროისათვის მოქმედი ,,შეღავათიანი აგრო კრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მე-8 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, ს--------- მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება ს---------ს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ს--------- იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და ს---------ში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ძირითადი საშუალებებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება განხორციელდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიზნობრიობის ჩამონათვალის ფარგლებში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------სა და მოპასუხის შორის 2015 წელს 31 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე, ს---------მ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ბანკის მიერ მიმღებზე გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, კანონიერად შეწყვიტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე შეწყვიტა მოპასუხის თანადაფინანსება, ბენეფიციარის მიერ საქონლის შესყიდვის მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების მე-2 პუნქტის თანახმად, თუკი მონიტორინგისას დადგინდება მიმღების მიერ მიზნობრიობის დარღვევა, თანადაფინანსების შეწყვეტასთან ერთად, ს--------- უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმღებს გადაცემული თანხების უკან დაბრუნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე წინასწარ გადახდილია 104 (ას ოთხი) ლარი, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

2.მოპასუხე ი-–--------------ს მოსარჩელე ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------ს “ სასარგებლოდ დაეკისროს 3 449.08 (სამი ათას ოთხას ორმოცდაცხრა ლარი და 08 თეთრი) ლარის გადახდა.

 

3.მოპასუხე ი-–--------------ს მოსარჩელე ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 104 (ას ოთხი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე