გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1834-17 (140210216001274506)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
განმცხადებელი - მ-------------–---–- (დასწრების გარეშე)
წარმომადგენელი - ლ----------------
მოთხოვნის არსი - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
2017 წლის 20 ნოემბერს, გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა მ-------------–---–-ს წარმომადგენელმა ლ----------------მ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნით.
ლ---------------ის განმარტებით, 2017 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქ. გორში, ცაბაძის ქ. №35-ში მდებარე სანოტარო ბიუროს და მოითხოვა მ-------------–---–-ს სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, რომელიც წარმოადგენს 2012 წლის 14 ნოემბერს გარდაცვლილი ნ--------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს. ნოტარიუსის 2017 წლის 15 აგვისტოს დადგენილებით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მ-------------–---–ს ნოტარიუსისათვის მიმართის ექვსთვიანი ვადა ჰქონდა დარღვეული. ასევე, არ დადგინდა მ-------------–---–-ს მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მ-------------–---–- არის ნ--------------–---–ის ერთადერთი შვილი, რომელიც გათხოვილია სამტრედიაში, თუმცა მამასთან ხშირად ჩადიოდა. ნ-------ის გარადაცვალების შემდგომ კი, მ-------------–---–- ფაქტობრივად დაეუფლა მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარე ქ. გორში, კ--------- ქ. №63-ში, რაც გამოიხატა იმაში, რომ მ------მ დაკრძალა მამა, დაეფლა მის სამკვიდრო ქონებას და შემდგომ ბინის პირველი სართული არაერთხელ გააქირავა. იმ ფაქტის გამო, რომ მ-------------–---–- რეგისტრირებული არ იყო ზემოაღნიშნულ ბინაში, ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა, რითიც განმცხადებლის მოსაზრებით მ-------------–---–-ს უფლება დაირღვა.
ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას იმის შესახებ, რომ მ-------------–---–- ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 2012 წლის 14 ნოემბერს გარდაცვლილი მამის - ნ--------------–---–ის სამკვიდრო ქონებას, მდებარე ქ. გორში, კ--------- ქ. №63-ში.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ-------------–---–- დაიბადა 1972 წლის 21 აპრილს. დაბადების მოწმობის მიხედვით მისი მშობლები არიან ნ--------------–---–ი და ე-----------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მ-------------–---–-ს დაბადების მოწმობა №67166006881.
ეკატერინე ბედიშვილი გარდაიცვალა 1994 წლის 24 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ე-----------------–---–ის გარდაცვალების მოწმობა №67137002726.
ნ--------------–---–ი გარდაიცვალა 2012 წლის 14 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ნ--------------–---–ის გარდაცვალების მოწმობა №67127000636.
ნ--------------–---–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. გორი, მ. კ--------- ქუჩა №63.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი თქმის შესახებ. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №170924928.
მ-------------–---–- არის ნ--------------–---–ის ერთადერთი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ვინაიდან ნ--------------–---–ს გარდაცვალების დროისათვის სხვა მემკვიდრე არ ჰყოლია.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ე--------------------–---–ისა და ნ-------ი ბედოშვილის ქორწინების მოწმობა №67161001811; ე-----------------–---–ის გარდაცვალების მოწმობა №67137002726; დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი თქმის შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №170924928.
მ-------------–---–- ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის - ნ--------------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას მდებარე, ქ. გორში, მ. კ--------- ქუჩა №63-ში.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- განმცხადებლის ახსნა-განმარტება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ------------–---–მა განაცხადა, რომ მ-------------–---–- არის მისი შორეული ნათესავი. როგორც იცის მ------ს ჯერ დედა გარდაეცვალა, ხოლო შემდეგ მამა. ნ-------ის გარდაცვალების შემდეგ იმ უძრავ ქონებას, სადაც ეს უკანასკნელი ცხოვრობდა მ------ დაეუფლა, რომელიც ერთი პერიოდი გაქირავებულიც ჰქონდა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
მოწმე ლ------------–---–ის ჩვენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის შესაბამისად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
დადგენილია, რომ მ-------------–---–- არის ნ--------------–---–ის ერთადერთი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ვინაიდან ამ უკანასკნელს გარდაცვალების დროისათვის სხვა პირველი რიგის კანონისმიერი და, არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ ჰყოლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
დადგენილია, რომ მ-------------–---–- ნ--------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას, შესაბამისად, სახეზეა მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დამადასტურებელი ყველა ნიშანი, თუმცა ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე მ-------------–---–ს უარი უთხრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "თ" ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო განიხილავს საქმეებს, მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ მ-------------–---–- ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 2012 წლის 14 ნოემბერს გარდაცვლილი მამის - ნ--------------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 257-ე, 2591-ე, 310-ე, 312-ე, 313-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-------------–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდეს:
1.1. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - მემკვიდრეობის მიღების ფაქტი იმის შესახებ, რომ მ-------------–---–- (დაბ. 21.04.1972წ., პირადი №-----------) ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 2012 წლის 14 ნოემბერს გარდაცვლილი მამის - ნ--------------–---–ის (დაბ. 12.03.1936წ., პირადი №-----------, გარდაცვალების თარიღი 14.11.2012წ., გარდაცვალების მოწმობის №67127000636, სააქტო ჩანაწერის №67201272195) დანაშთ სამკვიდრო ქონებას.
2. განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების განმცხადებლისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისიწნებული წესების დაცვით, გორის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქ. №30) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი