განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002007661
1-619/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი ირინა მაკარაძე
პროკურორი - პ------–-–--–---
ბრალდებული - კ---- რ-------ე (დასწრების გარეშე)
ადვოკატი - ი-----–---------–-
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N 172240517001
ბრალდებული: კ---- რ-------ე
მამის სახელი: თ------
დაბადებული: 25.10.19---–--–---------------------–--------------–-------–-----------------–--------------------–----------–------------–-------–----–------------------------------------------------–------------------------------------–------------------–-----------------–------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 24 მაისს დაახლოებით 02:00 საათზე ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N 166 „ა“-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევი კ---- რ-------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრები მიზნით, არაერთგზის ცდილობდა დაუფლებოდა მ------ მ------–--ლის კუთვნილ ველოსიპედს, ღირებულს 80 ლარად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება.
დაზარალებულ მ------ მ------–--ლის მოწმის სახით დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ. ქობულეთი რუსთაველის ქუჩა N 166 მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლში. ფლობს 130 ლარად ღირებულ ველოსიპედს. 2017 წლის 23 მაისს საღამოს იმყოფებოდა სახლში, ხოლო ველოსიპედი გაჩერებული ყავდა სადარბაზოსთან.
ღამის საათებში მასთან მივიდნენ პოლიციის მუშაკები, რომელთაც კითხეს ველოსიპედი ადგილმდებარეობა. იქვე გაარკვია რომ ველოსიპედი აღარ იდგა ადგილზე და მოპარული იყო.
2017 წლის 24 მაისს ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მ------ მ------–--ლმა ამოიცნო მისი კუთვნილი ველოსიპედი.
მოწმის სახით დაკითხული ქ. ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ჯ------- თ---–--–--ლის მოწმის სახით დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ იცნობს კ---- რ-------ეს და ისიც იცის რომ იგი ნასამართლევია. 2017 წლის 24 მაისს მის თანამშრომელთან პოლიციის მუშაკ ს---–---- ა----ძესთან ერთად ღამის საათებში მორიგეობდა ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე. ქუჩაში მოძრაობის დროს დაინახა, რომ N 166 - ა კორპუსის სადარბაზოში ვიღაც მამაკაცი შევიდა. ს---–---- ა----ძესთან ერთად მიუახლოვდა სადარბაზოს და საიდანაც გამოვიდა მისთვის ნაცნობი კ---- რ-------ე რომელსაც ველოსიპედი მოჰქონდა. პოლიციელებმა კ---- რ-------ე შეაჩერეს და კითხეს ველოსიპედის კუთვნილება. კ---- რ-------ემ აღიარა, რომ ველოსიპედი მას არ ეკუთვნოდა და იგი მოიპარა. მომხდარი შეატყობინეს, როგორც დაზარალებულს ისე ქობულეთის პოლიციის ხელმძღვანელობას.
სასამართლოში დაკითხვისას მოწმის ჯ------- თ---–--–--ლის ჩვენება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ქ. ქობულეთის პოლიციის მუშაკმა ს---–---- ა----ძემ.
სასაქონლო ექსპერტიზის N 191/ს დასკვნით დადგენილია, რომ ორსაკიდარიანი სამთო ველოსიპედ „RAGAZZI”-ის საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 80 ლარს.
სასაქონლო ექსპერტიზის N 191/ს დასკვნის შედეგები სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ-----------
2017 წლის 24 მაისის გამომძიებელ გ----------------–იძის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩა N166-ა სადარბაზოსთან 03 ს.თ. 10 წ.თ. კ---- რ-------ისგან ამოღებული იქნა „RAGAZZI“-ის ფირმის ველოსიპედი. საგამოძიებო მოქმედების ასახვა მოხდა ფოტოაპარატით. ამოღების მიმდინარეობა და შედეგები ოქმზე ხელის მოწერით დააფიქსირეს მონაწილე პირებმა: გამომძიებლებმა: გ----------------–იძემ, ჯ------- თ---–--–--ლმა, ს---–---- ა----ძემ, ექსპერტი გ------------–----ძემ და თვით კ---- რ-------ემ.
2017 წლის 24 მაისის ამოღების ოქმში ასახული შინაარსი დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გ----------------–იძემ, ჯ------- თ---–--–--ლმა, ს---–---- ა----ძემ და ექსპერტმა გ------------–----ძემ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული კ---- რ-------ე ფარულად დაეუფლა მ------ მ------–--ლის კუთვნილ 80 ლარის ღირებულების ველოსპედს.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
დაზარალებულ მ------ მ------–--ლის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ კ---- რ-------ემ მას მოპარა ველოსიპედი.
სასაქონლო ექსპერტიზის N 191/ს დასკვნით დადგენილია, რომ ორსაკიდარიანი სამთო ველოსიპედ „RAGAZZI”-ის საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 80 ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულ მ------ მ------–--ლის კუთვნილი ნივთი უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე და კ---- რ-------ეს სურდა განკარგა თავის შეხედულებისამებრ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული კ---- რ-------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა დაეუფლებოდა 80 ლარად ღირებულების ველოსიპედს.
ქმედება, ჩადენილი არაერთგზის:
უდავოა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის განაჩენით კ---- რ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2014 წლის 16 იანვრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწვეტილებით გათავისუფლდა პირობით ვადამდე 01 (ერთი) წლით, 02 (ორი) თვით და 16 (თექვსმეტი) დღით ადრე.
კ---- რ-------ეს ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ აქვს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ქურდობას არაერთგზის დასჯადობას.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 შენიშვნის თანახმად, 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სსკ-ის მე-79-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ გიორგი ბერიძემ დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
დანაშაულის მცდელობა:
საქართველოს სსკ-ის 19-ე მუხლის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
უდაო რომ კ---- რ-------ემ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ---- რ-------ეს სცადა სხვის ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---- რ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მცდელობა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, - ჩაიდინა დანაშაული - ქურდობის მცდელობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
კ---- რ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, რადგან იგი მიიმალა და არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო თვლის, რომ კ---- რ-------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ---- რ-------ეს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული კ---- რ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს საქართველოს სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლით, 02 (ორი) თვითა და 16(თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ კ---- რ-------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
კ---- რ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებული იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მსჯავრდებულ კ---- რ-------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს გაუქმდეს.
საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცება ველოსიპედი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი