განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2018
საქმის ნომერი
200100116001378926
დავის ტიპი
180 3 გ , 180 2 ბ
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100116001378926

#1/145-16 (№017120116003)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ--------------ე - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი---დი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-------–------------–------------------.

ადვოკატი - გ------------–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ზ--------------–--------–----------ე 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისის თვეში, ქ. ახმეტაში ზ--------------ე ნ-----–----------–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეტაპობრივად , 2015 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში, ქ. ახმეტაში დაეუფლა ნ-----–---------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას ჯამში 1200 ლარის ოდენობით, რითიც ნ-----–---------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

1.2. ზ--------------–--------–----------ე 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ზაფხულში, ქ. ახმეტაში ზ--------------ე თ---------------–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის დეკემბრის თვეში, ქ. ახმეტაში დაეუფლა თ---------------–ის კუთვნილ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, რითიც თ---------------–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

1.3. ზ--------------–--------–----------ე 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისის თვეში ქ. ახმეტაში ზ--------------ე ე-–------------–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 19 დეკემბერს, ქ. ახმეტაში დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რითიც ე-–------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

1.4. ზ--------------–--------–----------ე 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის პერიოდში ქ. ახმეტაში ზ--------------ე მ----------–-–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეტაპობრივად 2015 წლის სექტემბრის და ნოემბრის თვეში, ქ. ახმეტაში დაეუფლა მ----------–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას ჯამში 1968.16 ლარის ოდენობით, რითიც მ----------–-–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

1.5. ზ--------------–--------–----------ე 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქ. ახმეტაში ზ--------------ე ნ-------------–---–ს, რომელიც ვაჭრობდა ჭურჭლით, გაეცნო როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 06 ნოემბერს, ქ. ახმეტაში დაეუფლა ნ-------------–---–ის კუთვნილ 145 ლარად ღირებულ ქვაბებს და 24 ლარად ღირებულ ჩაიდანს, ზ--------------ემ გამორთმეული ქვაბების და ჩაიდნის ღირებულებიდან 50 ლარი დაუბრუნა ნ-------------–---–ს, ხოლო დარჩენილი ფულადი თანხა აღარ გადაუხდია და ქ. ახმეტიდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით ნ-------------–---–ს მიადგა 119 ლარის ოდენობით ზიანი.

 

1.6. ზ--------------–--------–----------ე 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქ. ახმეტაში ზ--------------ე ი----------–--ეს, რომელიც ვაჭრობდა ტანსაცმლით, გაეცნო როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 18 დეკემბერს, ქ. ახმეტაში დაეუფლა ი----------–--ის კუთვნილ 55 ლარად ღირებულ სვიტრს და რამოდენიმე დღეში ქ. ახმეტიდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით ი----------–--ეს მიადგა 55 ლარის ოდენობით ზიანი.

 

1.7. ზ--------------–--------–----------ე 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ე იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2014 წლის დეკემბრის თვეში, ქ. ახმეტაში ზ--------------ე თ-------------–---–ს, რომელიც ვაჭრობდა სურსათით, გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის სექტემბრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, ქ. ახმეტაში დაეუფლა თ-------------–---–ის კუთვნილ 210 ლარად ღირებულ პროდუქტს და ქ. ახმეტიდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით თ-------------–---–ს მიადგა 210 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ზ--------------–--------–----------ე 2011 წლის 19 მაისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

2.2. ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისის თვეში, ქ. ახმეტაში ზ--------------ე ნ-----–----------–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეტაპობრივად, 2015 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში, ქ. ახმეტაში დაეუფლა ნ-----–---------–---–ის კუთვნილ ფულად თანხას ჯამში 1200 ლარის ოდენობით, რითიც ნ-----–---------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.3. ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისის თვეში ქ. ახმეტაში ზ--------------ე ე-–------------–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 19 დეკემბერს, ქ. ახმეტაში დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რითიც ე-–------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.4. ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის პერიოდში ქ. ახმეტაში ზ--------------ე მ----------–-–---–ს გაეცნო როგორც ი------------ი, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეტაპობრივად 2015 წლის სექტემბრის და ნოემბრის თვეში, ქ. ახმეტაში დაეუფლა მ----------–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას ჯამში 1968.16 ლარის ოდენობით, რითიც მ----------–-–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.5. ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქ. ახმეტაში ზ--------------ე ნ-------------–---–ს, რომელიც ვაჭრობდა ჭურჭლით, გაეცნო როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 06 ნოემბერს, ქ. ახმეტაში დაეუფლა ნ-------------–---–ის კუთვნილ 145 ლარად ღირებულ ქვაბებს და 24 ლარად ღირებულ ჩაიდანს, ზ--------------ემ გამორთმეული ქვაბების და ჩაიდნის ღირებულებიდან 50 ლარი დაუბრუნა ნ-------------–---–ს, ხოლო დარჩენილი ფულადი თანხა აღარ გადაუხდია და ქ. ახმეტიდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით ნ-------------–---–ს მიადგა 119 ლარის ოდენობით ზიანი.

 

2.6. ზ--------------ემ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუების გზით მატერიალური გამორჩენის მიზნით დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქ. ახმეტაში ზ--------------ე ი----------–--ეს, რომელიც ვაჭრობდა ტანსაცმლით, გაეცნო როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2015 წლის 18 დეკემბერს, ქ. ახმეტაში დაეუფლა ი----------–--ის კუთვნილ 55 ლარად ღირებულ სვიტრს და რამოდენიმე დღეში ქ. ახმეტიდან წავიდა გაურკვეველ მისამართზე, აღნიშნულით ი----------–--ეს მიადგა 55 ლარის ოდენობით ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით;

 

ე-–------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ზ--------------ე გაიცნო 2015 წლის ზაფხულში, როგორც ი------------ი, რომელიც მასთან საუბარში ამბობდა, რომ იყო კარგი ადამიანი, ოჯახური მდგომარეობაც ქონდა მოწესრიგებული და ყავდა შვილი, რომელსაც ერქვა ა-----. მოწმის განმარტებით ი------------მა ზაფხულის პერიოდში მისგან ორჯერ ისესხა თანხა, რაც დათქმულ დროს დააბრუნა, ხოლო 2015 წლის 19 დეკემბერს ი------------ი მასთან მივიდა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მისი მეუღლე ალექსანდრე ჩეკურიშვილი და მისი შვილი ნონა ჩეკურიშვილი და სთხოვა ესესხებინა 300 ლარი. მოწმის განმარტებით ვინაიდან იგი ბრალდებულს ენდობოდა სამი დღით ასესხა თანხა. ვადის გასვლის შემდეგ მან დაურეკა ზ--------------ეს იმის გასარკევად თუ რატომ არ დაუბრუნა თანხა, რომელმაც უპასუხა, თანხას მომდევნო დღეს დააბრუნებდა. მოწმის განმარტებით მეორე დღეს იგი კვლავ შეეცადა ზ--------------ესთან დაკავშირებას, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ეს უკანასკნელი გაპარული იყო ბინიდან, რომელიც მას ქონდა ნაქირავები. მოწმის განმარტებით მისთვის ი------------ს არასდროს უთქვამს, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო ზ--------------ე. ამასთან ბრალდებული მას ეუბნებოდა, რომ მისი შვილი იყო ექიმი და მასთან ქონდა კარგი ურთიერთობა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ალექსანდრე ჩეკურიშვილმა და ნონა ჩეკურიშვილმა.

 

ნ-------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ქ. ახმეტაში მუშაობდა საჩუქრების მაღაზიაში. მოწმის განმარტებით მან გაიცნო ი------------ი, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ზ--------------ე, რომელსაც მისი მაღაზიიდან ხში---დ მიქონდა საჩუქრები და საფასურსაც დროულად იხდიდა. მოწმის განმარტებით ზ--------------ემ 2015 წლის 06 ნოემბერს მისგან წაიღო ქვაბების კრებული ღირებული 145 ლარად და ჩაიდანი ღირებული 24 ლარად, რაზეც დაპირდა, რომ ფულს გადაუხდიდა ორ თვეში, კერძოდ, ნახევარს ნოემბრის ბოლოს, ხოლო ნახევარს დეკემბრის ბოლოს. მიუხედავად შეთანხმებისა თვენახევრის გასვლის შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში ზ--------------ეს ვალი ისევ არ ქონდა გადახდილი, ამასთან მისი მეგობარი ხათუნა, რომელიც მუშაობდა იმავე რესტორანში სადაც ზ--------------ე, დააბარა ვალი მიეტანა, რის შემდეგ მას ი------------მა მიუტანა თანხის ნაწილი, კერძოდ 50 ლარი, ხოლო დარჩენილ თანხას 119 ლარს შეჰპირდა მიუტანდა რამდენიმე დღეში, მაგამ ორი სამი დღის გასვლის შემდეგ გაიგო, რომ ი------------ი იყო წასული, რის შემდეგაც მასთან არანაირი კონტაქტი აღარ ქონია.

ი----------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ქ. ახმეტაში მუშაობს მაღაზიაში. მოწმის განმარტებით, მან ზ--------------ე გაიცნო, როგორც ი------------ი, რომელიც მუშაობდა ქ. ახმეტაში ერთ-ერთ რესტორანში. მოწმის განმარტებით 2015 წლის 18 დეკემბერს მასთან მაღაზიაში შევიდა ი---, რომელმაც წაიღო 55 ლარად ღირებული ქალის „სვიტრი“ და უთხრა თანხას გადაიხდიდა ორ დღეში, მაგრამ თანხა მისთვის აღარ გადაუხდია. მოწმის განმარტებით მან გაიგო, რომ ი------------ი ახმეტიდან უკვე იყო წასული. მოწმის განმარტებით იგი თვლის რომ ზ--------------ემ მოატყუა, ვინაიდან დაპირდა, რომ ორ დრეში მიუტანდა ნივთის ღირებულებას და არ მიუტანა, ასევე მოატყუა მისი ვინაიბა ვინაიდან გაეცნო სხვა სახელით.

 

ნ-----–---------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ახმეტაში მის შვილს აქვს მაღაზია, სადაც 2015 წლის ივნისის თვეში გაიცნო ი------------ი, რომელიც მუშაობდა რესტორან ბახტრიონში. მოწმემ განმარტა, რომ ი------------მა შესთავაზა მაღაზიის გვერდით არსებულ ფართში გაეხსნათ სასადილო, გარდა ამისა ი------------ი აცხობდა ხაჭაპურებს, რომელსაც რეალიზაციას უკეთებდა მისი შვილის მაღაზიაში. მოწმემ განმარტა, რომ 2015 წლის ოქტომბრის თვეში მას დაურეკა ი------------მა და ესესხა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ 2015 წლის ნოემბრის თვეში ი------------მა კვლავ მოსთხოვა ფულადი თანხა 600 ლარის ოდენობით და უთხრა, რომ ხსენებული თანხით ჩამოიტანდა ხინხკლის დანადგარს და საცხობს და მათი მაღაზიის გვერდით უნდა გაეხსნა საცხობი. საერთო ჯამში ი------------მა მას ხინკლის დანადგარისა და საცხობისათვის გამოართვა 1000 ლარი, ხოლო დანადგარები ი------------ს უნდა ჩამოეტანა თბილისიდან. მოწმის განმარტებით ი------------ი ეუბნებოდა, რომ თბილისში მის მეგობარს დაკეტილი ჰქონდა სახინკლე, საიდანაც ჩამოიტანდა ქვაბებს. მოწმის განმარტებით ი------------ი ასევე ეუბნებოდა, რომ საბუთები ქონდა შეტანილი მეწარმეთ დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ხოლო დანადგარი უნდა ჩამოეტანა 2015 წლის 5 დეკემბრამდე. მოწმემ განმარტა, რომ 2015 წლის 5 დეკემბრის შემდეგ იგი დაუკავშირდა ი------------ს და ეკითხებოდა თუ რატომ არ ქონდა ჩამოტანილი დანადგარები, რაზეც პასუხობდა, რომ დანადგარებს ჭირდებოდა გადაკეთება, საბოლოოდ კი დანადგარები საერთოდ აღარ ჩამოუტანია და ისე წავიდა ახმეტიდან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი------------ი ასევე ეუბნებოდა, რომ წყალტუბოში ქონდა ბინა, ასევე ყავდა შვილი ა-----, რომელიც იყო ექიმი და დადიოდა მანქანით გამოკვლევების ჩასატარებლად და იგი გეგმავდა ახმეტაში ჩასვლას, რის გამოც თავად ჩავიდა ახმეტაში, რათა შვილისთვის მიექცია ყურადღება.

 

მ----------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წელს რესტორან ბახტრიონში სადაც იგი მუშაობდა მიმტანად გაიცნო ი------------ი, რომელიც იმავე რესტორანში მუშაობდა მზარეულად. ი------------მა, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ზ--------------ე სთხოვა, რომ ბანკიდან გამოეტანა თანხა, რომელსაც გადაიხდიდა თავად, ამასთან განუმარტა, რომ მის პირადობის მოწმობას ვადა ქონდა გასული, ხოლო ახმეტაში ვერ გააკეთებდა განახლებას, რადგან ჩაწერილი იყო თბილისში. აღნიშნულზე იგი დათანხმდა და სექტემბრის თვეში საქართველოს ბანკიდან აიღო კრედიტი 400 ლარის ოდენობით, სადაც ი------------ის მითითებით საკონტაქტო ნომრად მიუთითა ამ უკანასკნელის ნომერი, რაც სწორედ ი------------ის მოთხოვნა იყო, ვინაიდან კრედიტი უნდა დაეფარა პირადად მას. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებული თანხა ი------------ს აღარ გადაუხდია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი------------ს გადასცა მისი პირადი ნომერი და პლასტიკური ბარათი, რომლითაც ეს უკანასკნელი იღებდა სწრაფ სესხებს, მაგრამ როდესაც ეკითხებოდა იყო თუ არა სესხი დამტკიცებული, პასუხად იღებდა, რომ სესხი არ იყო დამტკიცებული. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულის შესახებ გაიგო მას შემდეგ, რაც უკვე ი------------ი მიიმალა და წავიდა ახმეტიდან. მოწმემ განმარტა, რომ ჯამში ი------------ი მისგან მოტყუებით დაეუფლა ფულად თანხას 1968.16 ლარის ოდენობით.

თ---------------–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ქალაქ ახმეტაში. მოწმის განმარტებით მან მეზობლად გაიცნო ი------------ი, რომელთანაც ქონდა კარგი ურთიერთობა. მოწმის განმარტებით ი------------ისათვის ხში---დ უსესხებია ფულადი თანხა, რაც ამ უკანასკნელს დაუბრუნებია. მოწმის განმარტებით 20 დეკემბერს, წელი ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს რომ ეს იყო ი------------ის გაქცევის წინა დღე ამ უკანასკნელს ასესხა ორასი ლარი, რაც აღარ დაუბრუნებია, ამასთან უთხრა, რომ მეორე დღეს აპირებდა წასვლას, მაგრამ მიზეზების გარკვევა აღარ დაუწყია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ი------------ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს, ამასთან გამარტა, რომ მას იგი არ მოუტყუებია, ვინაიდან ი------------მა უთხრა, რომ თანხა სჭირდებოდა წასასვლელად, გარდა ამისა განმარტა, რომ მისთვის, რომ ეთხოვა აჩუქებდა კიდეც ხსენებულ თანხას.

 

თ-------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. ახმეტაში მაღაზიაში გამყიდველად. მოწმემ განმარტა, რომ მას ბრალდებული გაეცნო , როგორც ი------------ი, რომელიც ცხოვრობდა ქ. ახმეტაში ე-–---------ის ბინაში ქირით, ამასთან მასთან ჩამოუყალიბდა კარგი ურთიერთობა. მოწმემ განმარტა, რომ ი------------ს მაღაზიიდან ნისიად მიჰქონდა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, რომლის ღირებულებასაც იხდიდა ხელფასის აღების დროს, ხოლო ბოლოს მან წაიღო 210 ლარის პროდუქტი, რომლის საფასურიც აღარ გადაუხდია ისე წავიდა ახმეტიდან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მაღაზიაში იგი არის მხოლოდ გამყიდველი და პასუხისმგებელი პირი, ხოლო იქ განთავსებული პროდუქცია არ წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

ა---------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ზ--------------ე არის დედამისი. მოწმემ განმარტა, რომ იგი მუშაობს კომპანია „ფირეფისი ჯორჯიაში“ აიტის თანამდებობაზე, ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფში და პროფესიით არის ტექნიკოსი (აიტი). მოწმემ აჩვენა, რომ მას არასოდეს არ უმუშავია სამედიცინო სფეროში, იგი არ არის და არც ყოფილა ექიმი და არც არასდროს ქონია მოძრავი ჰოსპიტალი. მოწმემ განმარტა, რომ იგი არ იცნობს ი------------ს და არც იცის ზ--------------ე თუ სარგებლობდა როდესმე ი------------ის სახელით.

 

ე-–----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ზ--------------ე მას გაეცნო, როგორც ი------------ი, რომელიც ქირით ეძებდა ბინას. მოწმემ განმარტა, რომ მან ი------------ს მიაქირავა მისი კუთვნილი ბინა, ამასთან ი------------ი მუშაობდა ქ. ახმეტაში მდებარე რესტორან ბახტრიონში მზარეულად. მოწმის განმარტებით მას ი------------მა უთხრა, რომ იყო თბილისიდან, ყავდა ერთი შვილი, სახელად ა----- და იყო ექიმი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ი------------ს არასდროს უხსენებია ზ--------------ე. მოწმემ განმარტა, რომ 2015 წლის 21-22 დეკემბერს ი------------მა ისე დატოვა მისი ბინა, რომ მისთვის არაფერი დაუბარებია.

 

ო------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ საკუთრებაში აქვს ქ. ახმეტაში მდებარე რესტორანი ბახტრიონი, რომლის მენეჯერიც არის ბ---------------–---–ი. მოწმემ აჩვენა, რომ რესტორანში მიდის იშვიათად. ერთერთი მისვლისას კი სამზარეულოში ნახა უცნობი ქალბატონი, რაზეც მენეჯერს კითხა თუ ვინ იყო იგი და უპასუხა, რომ იყო ახალი მზარეული ი------------ი. მოწმის განმარტებით ი------------ი მუშაობდა გამომუშავებაზე და მისი ხელფასი თვეში მერყეობდა ხუთასიდან შვიდას ლარამდე.

 

ბ---------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. ახმეტაში მდებარე რესტორან ბახტრიონში მენეჯერად. მოწმის განმარტებით ზუსტი დრო არ ახსოვს, მასთან რესტორანში მივიდა ქალბატონი, რომელიც გაეცნო, როგორც ი------------ი, რომელიც იყო მზარეული და ეძებდა სამსახურს. მოწმემ აჩვენა, რომ მან იგი თავდაპირველად აიყვანა გამოსაცდელი ვადით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი------------ი ხელფასს იღებდა გამომუშავებით და იგი არ აღემატებოდა ათას ლარს. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ი------------ი სამსახურში ამბობდა, რომ ყავდა შვილი ვინმე ა-----, რომელიც იყო ექიმი და ქონდა მოძრავი კლინიკა და ახმეტაში გეგმავდა სამუშაოდ ჩასვლას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი------------ს მისთვის არასდორს უთქვამს, რომ იყო ზ--------------ე, ამასთან უთხრა, რომ მას ყავდა მეუღლე გ--------------ე.

 

ა--------–-------–---–მა და ნ-----–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტუეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ამასთან ა--------–-------–---–მა დამატებით განმარტა, რომ მან სისხლის სამართლის N------------ საქმეზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ი------------ი რეალურად არის ზ--------------ე, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე დაიწო 2016 წლის 12 იანვარს. (ტ. 1 ს.ფ 1).

 

2016 წლის 14 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერებული იქნა ნ-------------–---–ის მიერ წარდგენილი ფურცლის ასლი, რითაც დგინდება, რომ „ი--- რესტორანს“ დარჩენილი აქვს დავალიანება 119 ლარი (ტ. 1 ს.ფ. 29-30).

 

2016 წლის 14 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერებული იქნა ი----------–--ის მიერ წარდგენილი ფურცლის ასლი, რითაც დგინდება, რომ „ი--- რესტორანს“ აქვს დავალიანება 55 ლარი (ტ. 1 ს.ფ. 35-36).

 

2016 წლის 28 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად მ----------–-–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 113-118).

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად თ-------------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 132-137).

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად თ---------------–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 138-143).

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ე-–------------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 144-149).

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ნათელა არსენიშვილმა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 151-156).

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ნ-------------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 157-162).

 

2016 წლის 29 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ი----------–--ემ ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 163-168).

 

2016 წლის 30 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ო-----------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 178-183).

 

2016 წლის 30 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ე-–----------ემ ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 184-189).

 

2016 წლის 30 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ბ---------------–---–მა ამოიცნო ზ--------------ე, რომელიც მას გაეცნო, როგორც ი------------ი (ტ. 1 ს.ფ. 190-195).

 

3.2. თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

ე-–------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ზ--------------ე მისგან მოტყუებით დაეუფლა ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით.

 

ნ-----–---------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ზ--------------ე მისგან მოტყუებით დაეუფლა ფულად თანხას 1200 ლარის ოდენობით.

 

მ----------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ზ--------------ე მისგან მოტყუებით დაეუფლა ფულად თანხას 1968.16 ლარის ოდენობით.

 

3.3. თაღლითობა ჩადენილი არაერთგზის:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 მაისის განაჩენით ზ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ზ--------------ეს 2012 წლს 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე ზ--------------ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 3 (რვა) თვითა და 1 (ერთი) დღით ადრე.

 

გათავისუფლების ცნობის თანახმად ზ--------------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 30 მაისს.

 

საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა ქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ზ--------------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 30 მაისს იგი ითვლება ნასამართლევ პი---დ.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ყოველი პირი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. აღნიშნულ უფლებაში სხვა გარანტიებთან ერთად ასევე იგულისხმება სასამართლოს მიერ ობიექტური და კანონიერი განაჩენის გამოტანა. კანონიერი და ობიექტური განაჩენის გამოტანის წინაპირობა კი არის პირის ქმედების სწორი დაკვალიფიცირება-პირის მიერ ჩადენილი ქმედების ზუსტი შესაბამისობის დადგენა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებში აღწერილი შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნებისადმი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობის ჩადენის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს და ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება, შესაბამისად სწორედ მოტყუებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამასთან თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დაზარალებულის მხრიდან ხდება ქონების ნებაყოფლობით გადაცემა, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოტყუება არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით და იგი გულისხმობს ქონების მესაკუთრის დეზინფორმირებას და შეცდომაში შეყვანას. გარდა ამისა თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას. რაც შეეხება მოტყუებას არსებობს მისი ორი სახე, აქტიური და პასიური მოტყუება. აქტიური მოტყუება გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ხოლო პასიური ისეთი ფაქტების დაფარვას, რომლის ცოდნაც დაზარალებულისთვის სავალდებულოა. გარდა ამისა მოტყუება შეიძლება გამოიხატოს, როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით. ამასთან თაღლითობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ყალბი დოკუმენტის წარდგენასთან, რაც თითქოს ქმნის კანონიერ საფუძველს დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა და დაზარალებულების ჩვენებებით, დასტურდება ის გარემოება, ზ--------------ემ დამალა მისი რეალური ვინაობა და დაზარალებულებს გაეცნო, როგორც ი------------ი, ამასთან დაზარალებულებს ატყუებდა თითოს მას ყავდა ექიმი შვილი სახელად ა-----, რომელსაც ქონდა მოძრავი კლინიკა, რომლითაც უნდა ჩასულიყო ახმეტაში სამუშაოდ, გარდა ამისა ატყუებდა მის რეალურ შემოსავლებს და ისე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ თულად თანხებს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს, კერძოდ ნ-----–---------–---–ის ფულად თანხას ჯამში 1200 ლარის ოდენობით, ე-–------------–---–ის ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, მ----------–-–---–ის ფულად თანხას ჯამში 1968.16 ლარის ოდენობით, ნ-------------–---–ის ნივთებს ღირებულს 119 ლარად და ი----------–--ის ნივთს ღირებულს 55 ლარად, რის შემდეგად ისე, რომ არავის შეატყობინა დატოვა ახმეტა და მიიმალა.

 

ამასთან, როგორც სასამართლომ განმარტა, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ--------------ეს ასევე წარდგენილი აქვს ბრალდება თ---------------–ისა და თ-------------–---–ის ეპიზოდებში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თაღლითობის ჩადენის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს და ქონების დაუფლების საშუალება მოტყუებით. თ---------------–ის ეპიზოდთან მიმარტებით თავად დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი ზ--------------ეს იგი არ მოუტყუებია და მას ბრალდებულმა თანხა სთხოვა იმისთვის, რომ წასულიყო ახმეტიდან, ამასთან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ--------------ეს მისთვის, რომ ეთქვა თანხა ეჩუქებინა ის ამას აუცილებლად გააკეთებდა. ამდენად არ არსებობს თ---------------–ის ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაში ქმედების შემადგენლობისათვის აუცილებელი კომპონენტი ტყუილი. რაც შეეხება თ-------------–---–ის ეპიზოდს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება „ქონების მესაკუთრის“ შეცდომაში შეყვანის მიზნით და იგი გულისხმობს „ქონების მესაკუთრის“ დეზინფორმირებას და შეცდომაში შეყვანას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე თ-------------–---–მა განმარტა, რომ ზ--------------ე უშუალოდ მის კუთვნილ ნივთებს არ დაუფლებია და აღნიშნული ნივთები წარმოადგენდა მაღაზიის საკუთრებას სადაც იგი მხოლოდ პასუხისმგებელი პირია და საკუთრებასთან არანაირი შეხება არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გასცდება ბრალდების ფორმულირების ფარგლებს, ვინაიდან ბრალდება ზ--------------ეს ედავება თ-------------–---–ის სხვადასხვა დასახელების პროდუქტის თაღლითურ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, როდესაც ეს ნივთები სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ წარმოადგენს უშუალოდ თ-------------–---–ის საკუთრებას. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად ზ--------------ე ზ--------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (თ---------------–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და გამართლდეს.

 

ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ ზ--------------ემ ჩაიდინა: თაღლითობა ე.ი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნითის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) ასევე მან ჩაიდინა თაღლითობა ე.ი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნითის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზ--------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემობები არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 273-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ--------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (თ---------------–ის ეპიზოდი) და გამართლდეს.

 

ზ--------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (თ-------------–---–ის ეპიზოდი) და გამართლდეს.

 

ზ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ-------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი----------–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ-----–---------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ----------–-–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ე-–------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ზ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ივნისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე