გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
140210016001287456
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210016001287456

საქმე №2/337-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2017 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ქ------ნ ცერცვაძე

 

მოსარჩელე - შპს ”მ-----------------------------–---------ო”

წარმომადგენელი - მ-----მ დ---–--ე

მოპასუხე - ზ------ი ხ--------–---–ი, ტ-----ლ ხ-----–--ე, ა--------ლ ხ--------–---–ი, ქ------ნ ხ--------–---–ი, თ---რ ხ--------–---–ი, შ------ა ხ--------–---–ი, ლ-----ა ხ-------–---

წარმომადგენელი: ს---ო ჯ----–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს ზ------ი ხ--------–---–ს, ტ-----ლ ხ-----–--ეს, ა--------ლ ხ--------–---–ს, ქ------ნ ხ--------–---–ს, თ---რ ხ--------–---–ს, შ------ა ხ--------–---–სა და ლ-----ა ხ-------–---ს მოსარჩელე შპს ”მ-----------------------------–---------ოს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ფულადი დავალიანების გადახდა 12774.06 აშშ დოლარის ოდენობით.

1.2. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული

უძრავი ქონების-კ----ს რაიონი, სოფელი დ----ი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი: 680.00 კვ.მ, მასზე არსებული შენობა-ნაგებობასთან ერთად (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01. საცხოვრებელი, საერთო ფართი-127.50 კვ.მ, №02 დამხმარე, საერთო ფართი-3-.15 კვ.მ); საკადასტრო კოდი: 6-.1-.3-.249, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. იმ შემთხვევაშვი თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 22 მაისს შპს ”მ-----------------------------–---------ოსა” და მოპასუხე ზ------ი ხ--------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზ------ი ხ--------–---–ის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 240 თვის ვადით. სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზუნველსაყოფად 2015 წლის 22 მაისს შპს ”მ-----------------------------–---------ოსა” და ა--------ლ ხ--------–---–ს, ზ------ი ხ--------–---–ს, თ---რ ხ--------–---–ს, ქ------ნ ხ--------–---–ს, შ------ა ხ--------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იპოთეკით დაიტვირთა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მქონე, 680.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობსათან ერთად, მდებარე: კ----ს რაიონი, სოფელი დ----ი, საკადასტრო კოდი: 6-.1-.3-.249. მხარეთა შორის 2015 წლის 22 მაისს სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში შპს ”მ-----------------------------–---------ოსა” და მოპასუხე ზ------ი ხ--------–---–ს შორის 2015 წლის 28 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 9 000 (ცხრაათასი) აშშ დოლარი 48 თვის ვადით, 1.22% თვიური საპროცენტო სარგებლით.

 

მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. დავალიანება შეადგენს 12774.06 აშშ დოლარს, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი 9 000 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში მხარი არ დაუჭირა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 22 მაისის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება 50 000 ლარის ფარგლებში 240 თვის ვადით;

 

3.1.2. სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 22 მაისის შპს ”მ-----------------------------–---------ოს” და ა--------ლ ხ--------–---–ს, ზ------ი ხ--------–---–ს, თ---რ ხ--------–---–ს, ქ------ნ ხ--------–---–ს და შ------ა ხ--------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №20150522ZXORG-I, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მქონე, 680.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობსათან ერთად, მდებარე: კ----ს რაიონი, სოფელი დ----ი, საკადასტრო კოდი: 6-.1-.3-.249. ხელშეკრულების 5.11 პუნქტში მითითებულია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

 

3.1.3. 2015 წლის 22 მაისს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 28 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 9 000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი, 48 თვის ვადით, 1.22% თვიური საპროცენტო სარგებლით.

 

3.1.4. 2015 წლის 22 მაისსა და 2015 წლის 28 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ტ-----ლ ხ-------–---მ, ა--------ლ ხ--------–---–მა, ქ------ნ ხ--------–---–მა, თ---რ ხ--------–---–მა, შ------ა ხ--------–---–მა და ლ-----ა ხ-------–---მ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

 

3.1.5 სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ამავე ხელშეკრულების 9.3 მუხლის მიხედვით „მსესხებელი“ იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს ხელშეკრულებით დადგენილი წესით: სესხის მიღებისას „მსესხებელს“ ექვითება მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენს მთლიანი სესხის 2.5%-ს, სესხის გაცემიდან ყოველ მე-12 თვეს „მსესხებელი“ იხდის იმ მომენტისთვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 0.7%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.15 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველი გადაგადაცილებიდან), ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს დაერიცხება ჯარიმა ძირითადი თანხის 5%, არანალებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო დღეს კი 0.27%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 22 მაისის სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 22 მაისის შპს ”მ-----------------------------–---------ოსა” და ა--------ლ ხ--------–---–ს, ზ------ი ხ--------–---–ს, თ---რ ხ--------–---–ს, ქ------ნ ხ--------–---–ს, შ------ა ხ--------–---–ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება №20150522ZXORG-I;

2015 წლის 22 მაისს სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 28 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულება.

თავდებობის ხელშეკრულებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოპასუხეების მხრიდან შპს ”მ-----------------------------–---------ოსთვის” არ მომხდარა ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს

 

საქმეში წარმოდგენილი შპს „მ-----------------------------–---------ოს“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით ზ------ი ხ--------–---–ს 2016 წლის 18 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 12 774.6 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა-8 220.11 აშშ დოლარი, პროცენტი- 3 954.89 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა-450 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო-117.87 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა-31.18 აშშ დოლარი. აღნიშნული გაემოების უარმყოფელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 361-ე, მე-400, 873-ე, 405-ე,403-ე, 417-418-ე, 420-ე, 873-ე, 891-ე, 895-896-ე, 898-ე, 286-ე, 301-ე, მე-300, 463-ე მუხლები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზედ, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 22 მაისს შპს ”მ-----------------------------–---------ოსა” და მოპასუხე ზ------ი ხ--------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზ------ი ხ--------–---–ის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 240 თვის ვადით. მხარეთა შორის 2015 წლის 22 მაისს სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში შპს ”მ-----------------------------–---------ოსა” და მოპასუხე ზ------ი ხ--------–---–ს შორის 2015 წლის 28 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 9 000 (ცხრაათასი) აშშ დოლარი 48 თვის ვადით, 1.22% თვიური საპროცენტო სარგებლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

როგორც დადგენილია მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867- 873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

უდავო გარემობაა, რომ 2015 წლის 28 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდის გრაფიკის შესაბამისი ყოველთვიური გადახდის ვალდებულება მსესხებლის მიერ არ შესრულებულა 2016 წლის 08 იანვრის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა საკრედიტო ორგანიზაციას. მოპასუხეები კი ვალდებულნი იყვნენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ ჯეროვნად. კერძოდ, მათ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი უნდა შეეტანათ იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარათ პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. მათ კი ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეს, რითაც დაარღვიეს ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა მოპასუხეთა მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და მათ საკრედიტო ხელშეკრუბებეიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ სარჩელით მოთხოვნილი თანხების-12774.06 აშშ დოლარის გადახდა, ამასთან საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 9 000 აშშ დოლარის ფარგლებში,რაც სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

6.2 საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია როგორც სოლიდარული თავდებობით, ასევე იპოთეკით. თითოეული წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამოუკიდებელ სახეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.

 

2015 წლის 22 მაისს და 2015 წლის 28 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ტ-----ლ ხ-----–--ემ, ა--------ლ ხ--------–---–მა, ქ------ნ ხ--------–---–მა, თ---რ ხ--------–---–მა, შ------ა ხ--------–---–მა და ლ-----ა ხ-------–---მ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

უდავო გარემოებაა, რომ ძირითადმა მოვალემ ზ------ ხ--------–---–მა გადააცილა გადახდის ვადას.

 

სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 22 მაისის შპს ”მ-----------------------------–---------ოსა” და ა--------ლ ხ--------–---–ს, ზ------ი ხ--------–---–ს, თ---რ ხ--------–---–ს, ქ------ნ ხ--------–---–ს, შ------ა ხ--------–---–ს შორის დადებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულება №20150522ZXORG-I, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მქონე, 680.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობსათან ერთად, მდებარე: კ----ს რაიონი, სოფელი დ----ი, საკადასტრო კოდი: 6-.1-.3-.249.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

2015 წლის 22 მაისის იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტში მითითებულია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

ამდენად, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს შპს „მ-----------------------------–---------ო“ უფლებამოსილია მოითხოვოს სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან ჯერ კიდევ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ სცნო სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 888 (რვაას ოთხმოცდარვა) ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 625.64 (ექვსას ოცდახუთი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის-262.36 (ორას სამოცდაორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრის) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1 მოპასუხეებს ზ------ი ხ--------–---–ს, ტ-----ლ ხ-------–---ს, ა--------ლ ხ--------–---–ს, ქ------ნ ხ--------–---–ს, თ---რ ხ--------–---–ს, შ------ა ხ--------–---–სა და ლ-----ა ხ-------–---ს შპს ”მ-----------------------------–---------ოს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 12774.06 (თორმეტიათას შვიადას სამოცდათოთხმეტი აშშ დოლარი და ექვსი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების კ----ს რაიონი, სოფელი დ----ი, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი: 680.00 კვ.მ, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01. საცხოვრებელი, საერთო ფართი-127.50 კვ.მ, №02 დამხმარე, საერთო ფართი-3-.15 კვ.მ); საკადასტრო კოდი: 6-.1-.3-.249 აუქციონზე რეალიზაცია.

 

3. იმ შემთხვევაშვი თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

4. მოპასუხეებს ზ------ი ხ--------–---–ს, ტ-----ლ ხ-------–---ს, ა--------ლ ხ--------–---–ს, ქ------ნ ხ--------–---–ს, თ---რ ხ--------–---–ს, შ------ა ხ--------–---–სა და ლ-----ა ხ-------–---ს მოსარჩელე შპს ”მ-----------------------------–---------ოს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 262.36 (ორას სამოცდაორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრის) ლარი.

 

5. მოსარჩელე შპს ”მ-----------------------------–---------ოს” (ს/ნ 205232238) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 18 მარტს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 888 (რვაას ოთხმოცდარვა) ლარიდან 625.64 (ექვსას ოცდახუთი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე