გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2940-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.02.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ს-----–--- თ------–---–ი
მოპასუხე ლ---- თ------–---–ი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება, განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს-----–--- თ------–---–სა და ლ---- თ------–---–ს შორის 2006 წლის 3 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. ლ---- თ------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2006 წლის 27 ივლისს დაბადებული ეკატერინე თ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 150 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2006 წლის 3 ოქტომბრიდან. ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი. ქორწინების პერიოდში ხშირია მეუღლეებს შორის კონფლიქტი და კამათი, რაც გამოწვეულია მოპასუხის აზარტული თამაშებით. ხშირი კამათის ფონზე ბავშვს დაემართა ეპილეფსია, ამიტომ მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მოსარჩელის განმარტებით მუშაობს ერთერთ კომპანიაში მოლარე ოპერტორადმსადაც აქვს მცირე ხელფასი და დამოუკიდებლად შვილის რჩენა არ შეუძლია. ბავშვს სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობაც, რის გამოც მოპასუხეს უდნა დაეკისროს ალიმენტის 150 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მოპასუხემ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა, ხოლო განქორწინებას არ დაეთანხმა და მოითხოვა შესარიგებელი ვადის განსაზღვრა. მოპასუხის განმარტებით, გაუგებარია მეუღლის გადაწყვეტილების მიზეზი, რის გამოც განქორწინებას მოითხოვს და სურს ოჯახის შენარჩუნება.
(06.02.2018წ და 27.02.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. მხარეთა დაშორების შემდეგ მხარეთა არასრულწლოვანი შვილი ეკატერინე თ------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელე ს-----–--- თ------–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 27-29. ტომი 1)
3.1.2. ლ---- თ------–---–ს ქონებრივი მდგომარეობის გამო აქვს შვილის რჩენისათვის ყოველთვიურად 150 ლარის გადახდის შესაძლებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-3. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 27-29. ტომი 1)
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (06.02.2018წ და 17.02.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ლ---- თ------–---–სა და ს-----–--- პაჩალოვას შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2006 წლის 3 მარტს. მათ ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი – ეკატერინე თ------–---–ი. მხარეებს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ლ---- თ------–---–სა და ს-----–--- პაჩალოვას შორის ქორწინება რეგისტრირებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 200--–-–------------ კახის რაიონის სოფელ კახინგილოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული ოლქის სარეგისტრაციო ორგანოში სააქტო ჩანაწერის N01. ქორწინების შედეგად სვეტლამა პაჩალოვამ მიიღო მეუღლის გვარი „თ------–---–ი“.
ს-----–--- და ლ---- თ------–---–ებს ჰყავთ ერთი შვილი - 2006 წლის 27 ივლისს დაბადებული ეკატერინე თ------–---–ი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- თ------–---–სა და ს-----–--- თ------–---–ს შორის მათ შორის ოჯახური ურთიეთობის აღდგენა შეუძლებელია.
სასამართლო მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ს-----–--- თ------–---–ი არ ცხოვრობს მეუღლესთან, იგი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს დასთან ერთად. სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე თვით ადრე იგი წამოვიდა მეუღლის სახლიდან, მეუღლესთან გაწყვეტილი აქვს ოჯახური ურთიერთობა.
სასამართლოს მხარეთა განმარტებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ ლ---- თ------–---–სა და ს-----–--- თ------–---–ს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ შორის არსებული კონფლიქტი და უთანხმოება არ არის ერთჯერადი, დროებითი ხასიათის. ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ამასთან, მხარეებს შორის ოჯახის აღდგენის ერთობლივი მცდელობა არ ყოფილა, რადგან ოჯახის აღდგენის ინიციატორია მხოლოდ ლ---- თ------–---–ი. მოსარჩელე მოპასუხესთან შერიგების კატეგორიული წინააღმდეგია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ გადაუდგამს ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯები ოჯახის შენარჩუნების მიზნით. მოსარჩელის განმარტებით, მეუღლესთან დაშორების მიზეზია ხშირი კონფლიქტები და კამათი. კონფლიქტის აღმოსაფხვრელად და მეუღლეების ურთიერთობის გამოსწორების მიზნით მოპასუხეს კონკრეტული წინადადება, რომლის შედეგადაც შესარიგებელ ვადას შედეგი მოჰყვებოდა, ვერ მიუთითა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მეუღლეებს შორის უთანხმოება არ არის დროებითი ხასიათის და მათი ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (06.02.2018წ და 28.02.2018წ. სხდომის ოქმი, CD დისკები)
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 14-15. ტომი 1).
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 16-18. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ უდა დკამაყოფილდე,ს რადგან მხარეატ ოჯახის აღგენა შეუძლებელია.
მოპასუხემ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა, რის გამოც ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1127-ე, მუხლები, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
· ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული ნორმის მიზნები და შინაარსი არ შეეხება მხოლოდ დაქორწინებისას დასაქორწინებელ პირთა ნების გამოვლენის ნენაყოფლობითობას. ამ მუხლით დაცული სფერო მოიცავს საოჯახო ცხოვრებას, ადგენს როგორც დაქორწინების, ისე განქორწინებისას მეუღლეთა თანასწორობისა და ნებაყოფლობის პრინციპს.
”ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვეციის მე-12 მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა საყოფელთაო დეკლარაციის მე-16 მუხლით აღიარებულია ქორწინების უფლება, ამ მუხლის თანახმად, სრუწლოვანებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნის რაიმე შეზღუდვის გარეშე დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. 2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას. 3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება თუ მეუღლეთა შემოდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას. ისევე როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი იცხოვრონ ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, საერთო ძალებით განახორციელონ საერთო მიზნები და ინტერესები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- თ------–---–სა და ს-----–--- თ------–---–ს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე. რადგან მათი ოჯახის აღგენა შეუძლებელია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონტიტუცის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მეტად დიდ მნიშვნელობს ანიჭებს საზოგადოების ცხოვრებაში ოჯახის ერთიანობას, ამის გამოვლინებაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის ის დანაწესი, რომ სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. ამ დანაწესის მიზანია სწორედ მეუღლეებს შორის კონფლიქტის აღმოფხვრა და ოჯახის შენარჩუნება.
ამ შემთხვევაში, მეუღლეებს შორის ოჯახური ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, ხოლო მხარეებს საერთო ინტერესები აღარ აქვთ. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება არ არის ის საკითხი, მოსარჩელის პრეტენზიები მოპასუხის მიმართ არის თუ არა საფუძვლიანი. ქორწინება და ოჯახი არის მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე არსებული ერთობა, შესაბამისად ქორწინების არსებობისათვის აუცილებელია მეუღლეთა ერთობლივი გაცნობიერებული ნება ერთად ცხოვრების შესახებ. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რაზეც მიუთითებს ს-----–--- თ------–---–ის კატეგორიული უარი იცხოვროს ლ---- თ------–---–თან ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება იმაზე მიუთითებს, მათ შორის კონფლიქტი დროებითი ხასიათის არ არის, ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებული მეუღლეთა რთული ურთიერთობის გამო მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. აღნიშნული კი ქორწინების შეწყვეტის წინაპირობაა.
6.2. სასამართლოს მიაჩია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა.
მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის 150 ლარის დაკისრების მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სრულად ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხით ალიმენტის გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ცნობა არის მოპასუხის თანხმობა, შეასრულოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვალდებულება, რის გამოც სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოპასუხის ამ თანხმობის (თუკი დავა მხოლოდ იმ მოპასუხის უფლებებს შეეხება, რომელიც ცნობს სარჩელს) საფუძველზე და საქმის გარემოებებს არ ადგენს მტკიცებულებების შინაარსის კვლევის შედეგად. შესაბამისად, ამ დავაში სასამართლო მტკიცებულებებს არ შეაფასებს იმ თვალსაზრისით, როგორია მხარეთა მატერიალური მდგომარეობა და რა ფარგლებში შეუძლიათ მათ შვილის რჩენისათვის ხარჯების გაწევა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 18 დეკემბრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე, ალიმენტის მოთხოვნაზე მხარეები თავისუფლებიან სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახისგან, რის გამოც ამ მოთხოვნაზე სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუეჯტიდან ანაზღაურდება.
მოპასუხე ლ---- თ------–---–ს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ს-----–--- თ------–---–ის სარჩელი;
1.1. შეწყდეს ლ---- თ------–---–სა (პირადი N-----------) და ს-----–--- პაჩალოვას (ქორწინების შედეგად მიიღო გვარი „თ------–---–ი“.) (პირადი N-----------) შორის ქორწინება რეგისტრირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 200--–-–------------ კახის რაიონის სოფელ კახინგილოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული ოლქის სარეგისტრაციო ორგანოში სააქტო ჩანაწერის N01;
1.2. ლ---- თ------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2006 წლის 27 ივლისს დაბადებული ეკატერინე თ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 150 ლარის გადახდა; ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2017 წლის 18 დეკემბერიდან;
2. ლ---- თ------–---–ს დაეკისროს ს-----–--- თ------–---–ისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი