განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/559-17
(№021220717001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ქეთევან სონიძე, ხატია ხაჩიძე
დაცვის მხარე - ადვოკატი რამაზ კვირკვია,ბრალდებულები:
1. ფ----–--------–---ი, პირადი №1----------, დაბადებული 30.04.1--- წ., საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ-----------------–-----–----------ში;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილი - გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით;
2. ზ--------------ი, პირადი №1----------, დაბადებული 09.05.1979 წ., საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ-----------------–-----–--------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
3. ა-–-----------ი, პირადი №1----------, დაბადებული 15.12.1--- წ., საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ------------------------–------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
თარჯიმანი - ელვინ თაღიევი;
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:
2017 წლის წლის 21 ივლისს, დაახლოებით 19:10 საათზე, ქალაქ გარდაბანში, დ-----------–-----–-------------ში გ----–---------–---ას ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან ფ----–--------–---მა, რომელიც წინასწარ შეუთანხმდა ა-–-----------სა და ზ--------------ს, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ს--–----------–-----ეს, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ, ზ--------------თან ერთად, ძალის გამოყენებით ჩასვა ა-–-----------ის მართვის ქვეშ მყოფ “B--”-ს მარკის ავტომობილში, წაიყვანა და მალავდა სხვადასხვა ადგილებში, ხოლო 2017 წლის 22 ივლისს, დილის საათებში, მიიყვანა ქ. გ---------–------------------------------ში მდებარე მ----------------ას საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ს--–----------–-----ე გათავისუფლებული იქნა პოლიციის თანამსრომელთა მიერ.
2017 წლის წლის 22 ივლისს, დილის საათებში, ქ. გ---------–------------------------------ში მდებარე მ----------------ას საცხოვრებელ სახლში ფ----–--------–---ი ცდილობდა თავისუფლებააღკვეთილ ს--–----------–-----ეს საშოში, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, ხელების დაჭერის, ფეხების იძულებით გადაწევისა და მსუბუქი დაზიანებების მიყენებით, თავისი სასქესო ორგანო მოეთავსებინა და დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა, რაც ვერ შეძლო დაზარალებულისაგან წინააღმდეგობისა და შემთხვევის ადგილზე დროულად მისული სამართალდამცავების ჩარევის გამო.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ფ----–--------–---მა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო თავი დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ ს--–----------–-----ეს 2013 წლიდან ხვდებოდა რუსეთში, 2015 წელს დაბრუნდა საქართველოში და ს--–-ის ჩამოსვლისთანავე, რომელიც მასთან დაბინავდა ოჯახში, გადაწყვიტა მისი მოტაცება, აღნიშნულზე შეუთანხმდა ა-–-----------სა და ზ--------------ს, გოგონასთან შეთანხმებული არ იყო. მოტაცების მიზნით მივიდნენ სახლში, დაუძახა ს--–-ის და ძალის გამოყენებით, ზ--------------ის დახმარებით ჩასვეს მანქანაში, საჭესთან დაჯდა ა-–-----------ი და წავიდნენ ქ----–--ს მიმართულებით ტყეში. გოგონა ყვიროდა, იგი უხსნიდა, რომ მასთან ოჯახის შექმნა სურდა. მიიყვანეს ჯერ სოფ. ქ----–--ში, ნაცნობის სახლში, რადგან არავინ დახვდათ, გადაწყვიტეს შორეულ ნათესავთან, ვინმე ვ--–--თან, ნ-------–--ში წასვლა და გადასხდნენ ა-–-----------ის და ზ--------------ის მოყვანილ ა/მანქანა - ,,ო---–ში”; მისი ა/მანქანა იქვე ტყეში დატოვეს. ვ--–--მა მათი მიღება ვერ შეძლო, რის შემდეგაც წავიდნენ გარდაბანში მ-----სთან (ნათესავი) დასარჩენად. ამ უკანასკნელის კითხვაზე ძალით ხომ არ ჰყავდათ წაყვანილი, ს--–-იმ ხმა არ გასცა. ე.წ. ,,ნავესში” ჩაის დალევის შემდეგ ოთახში მარტო აღმოჩნდნენ; ს--–-ის თანხმობით დაიწყო მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. სქესობრივი კავშირის დაწყებისას ს--–-ის ტკივილები ჰქონდა, რის გამოც შეწყვიტა სქესობრივი კავშირი. დაახლოებით 2-3 საათში პოლიცია მივიდა და ს--–-იმ უთხრა - გაქცეულიყვნენ, მის მშობლებთან კი საქმეს თვითონ მოაგვარებდა. იგი ა-–-----------თან და ზ--------------თან ერთად გაიქცა. ამავე დროს ზეწარი და საცვალი წაიღო, რადგან მათი წეს-ჩვეულებისამებრ ზეწარი მასთან უნდა შენახულიყო; მისივე განმარტებით, ზეწარს სისხლის კვალი არ ჰქონდა. (იხ. სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ--------------მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის ზაფხულში, რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ს--–-ი ზენალზადე სტუმრად ცხოვრობდა ფ----–--------–---ის სახლში. მისთვის ცნობილი იყო, რომ ფ----–--------–---ს და ს--–----------–-----ეს ერთმანეთი უყვარდათ, თუმცა ს--–-ის მშობლები მათ დაქორწინებაზე უარს აცხადებდნენ. 2017 წლის 21 ივლისს მივიდნენ ფ----–--------–---ის ა/მანქანა ,,B--”-ით, სადაც გაიგო, რომ ს--–-ი უნდა მოტაცებინათ. ფ----–--------–---ის დაძახების შემდეგ ს--–-ი სახლიდან გამოვიდა თუ არა, ფ----–მა ხელი მოხვია და ძალით ჩასვა ა/მანქანაში ,,B--”-ში, გოგონამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრო და ყვიროდა. ის და ა-–-----------იც მიეხმარნენ, ძალით ჩასვეს ს--–----------–-----ე ა/მანქანაში და წაიყვანეს ქ----–--ს ტყეში. ამის შემდეგ შეიცვალეს მანქანა, გადასხდნენ მისი და ა-–-----------ის ნათხოვ ა/მანქანა ,,O---”-ში და წავიდნენ გარდაბანში მის ახლობელთან - მ----------------ასთან. ამ უკანასკნელის ე.წ. ,,ნავესში” ჩაი დალიეს, რის შემდეგაც თვითონ, ა-–-----------თან ერთად ა/მანქანაში ჩაჯდა, ხოლო ფ----–--------–---ი და ს--–----------–-----ე სამზარეულოში ცალკე დარჩნენ. მალევე პატრული მივიდა. ს--–-იმ გააფრთხილა, რომ ფ----–ის დაჭერის საშუალება არ მიეცა პოლიციისთვის, მშობლებს თვითონ დაითანხმებდა. პატრულის მოსვლის შემდეგ სამივე გაიქცნენ და ზუგდიდში იმალებოდნენ (იხ. სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა-–-----------მა თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 21 ივლისს უნდა მოეტაცათ ფ----–--------–---ის დეიდაშვილი ს--–----------–-----ე, რომელიც მის სახლში იმყოფებოდა სტუმრად. ისინი ფ----–ის ,,B--”-ს ფირმის ა/მანქანით მივიდნენ მათ სახლში, დაუძახეს ს--–----------–-----ეს, რომელიც ფ----–--------–---მა დაიჭირა და ძალით ჩასვა მანქანაში, იგი მიხვდა, რომ გოგონას არ უნდოდა გაჰყოლოდა ფ----–ს, რადგან გოგონამ ყვირილი დაიწყო. გოგონა მანქანაშიც ყვიროდა და ითხოვდა გაეჩერებინათ მანქანა. ამის მიუხედავად, მანქანა, რომელსაც იგი მართავდა, წაიყვანეს ქ----–--ს ტყეში, შემდეგ შეიცვალეს მანქანა და გადასხდნენ მისი და ზ--------------ის მიყვანილ მანქანაში. ს--–-ი თავისი ნებით გადაჯდა სხვა მანქანაში, რის შემდეგაც მივიდნენ მ----------------ასთან. მისივე განმარტებით, მან არ იცის ფ----–--------–---ი ცდილობდა თუ არა ს--–-ი ზენალზადეს გაუპატიურებას. (იხ. სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 21 ივლისს გამთენიისას მასთან, ქ. გ---------–-----------------ის ქუჩაზე, მანქანით მივიდნენ ა-–-----------ი, ზ--------------ი და ფ----–--------–---ი, მანქანაში ასევე იჯდა გოგონა, რომელსაც ფეხსაცმელი არ ეცვა. გოგონამ, მას კითხვაზე, ძალით ხომ არ იყო მოტაცებული, არ უპასუხა და შევიდა ფ----–თან ერთად სამზარეულოში, სადაც მათ გარდა არავინ იმყოფებოდა. ა-–------------ი და ზ--------------ი ეზოში დარჩნენ. მათ მანქანა ისე ჰქონდათ გაჩერებული, სამზარეულოში ვერავინ შევიდოდა. მისივე განმარტებით, სამზარეულოში არის დივანი, ბალიში და ზეწარი. მან ერთხელ გაიგო გოგონას ხმა, რომელმაც ,,ვაი დედა” დაიძახა. მალევე პოლიციაც მოვიდა და ბრალდებულები ,,ნავესიდან” გაიქცნენ, ფ----–--------–---მა თან წაიღო ,,პროსტინა”. გოგონა პოლიციას ეუბნებოდა, რომ წაეყვანათ (იხ. სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–---------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 22 ივლისს დილის 05:00 სთ-ზე მივიდა დედამთილის მ----------------ას სანახავად, რა დროსაც დაინახა, რომ მას სტუმრები ჰყავდა. ზ--------------ისგან გაიგო, რომ გოგო მოიტაცეს. სამზარეულოდან კი ესმოდა გოგოს ხმა, რომელიც შველას ითხოვდა - ,,დამეხმარეთო”. მალევე, პოლიცია მივიდა და შემდეგ, ბიჭები წავიდნენ თუ არა, არ დაუნახავს (იხ. სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა დაზარალებული ს--–----------–-----ეს გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დადასტურებულია, რომ რუსეთიდან ჩამოსული სტუმრად იმყოფებოდა დეიდისთან გ----–---------–---ას სახლში ქ. გ---------–--------–-----–-------------ში, სადაც ასევე ცხოვრობდა დეიდის ვაჟი ფ----–--------–---ი. 2017 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 19:10 საათზე ფ----–მა დაუძახა და სთხოვა ეზოში ჩასვლა. ჩასვლისას ფ----–მა წინა მხრიდან ორივე ხელი მხრებში ძლიერად სტაცა, ყვირილისა და ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, თრევით წაიყვანა იქვე გაჩერებულ ა/მანქანისკენ, საიდანაც გადმოხტა მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდგომ გაიგო, ზ--------------ი, რომელმაც ორივე ფეხში ძლიერად მოჰკიდა თავისი ხელები და ფ----–თან ერთად დაუწყო მანქანისკენ გათრევა. ფ----–მა მისი ნების წინააღმდეგ ხელის უხეში და სწრაფი მოქმედებით შეაგდო ავტომანქანის უკანა სავარძელზე და ავტომანქანა ა-–-----------მა სწრაფად გაიყვანა ეზოდან. ფ----–მა შეაშინა, რომ თუ იყვირებდა, ა/მანქანას რაიმეს შეაჯახებდნენ და ყველა ერთად დაიღუპებოდნენ. მას შეეშინდა, რის გამოც ხმას არ იღებდა და აღარ ყვიროდა. დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მანქანით სიარულის შემდეგ მივიდნენ ტყეში, სადაც ფ----–ის მანქანა დატოვეს და გადასხდნენ ა-–--ს და ზ-----ის მოყვანილ ,,ო---–ის” მარკის მანქანაში, რომლებსაც ტყეში დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში თხოვნისა და ფიზიკური მცდელობის მიუხედავად, ფ----–--------–---ი, ხელებს უკავებდა და არ აძლევდა მანქანიდან გადასვლის საშუალებას, ამასთანავე დაუწყო მოფერება და ცდილობდა მისი ნების საწინააღმდეგოდ ტანსაცმელი გაეხადა. მისი განმარტებითვე, ა-–--ს და ზ-----ის მოყვანილ მანქანაში, ფ----–მა კვლავ ძალის გამოყენებით გადასვა, დაახლოებით 2 საათის შემდეგ მივიდნენ მ----------------ას სახლში, სადაც ამ უკანასკნელს უთხრა, რომ ძალით იყო მოტაცებული, შეეტყობინებინა პოლიციისა და ოჯახისთვის. ფ----–მა მაჯებზე მოჰკიდა ხელები და მისი ნების საწინააღმდეგოდ, შეათრია პირველი სართულის ერთ-ერთ ოთახში, სადაც მ----------------ას რძალმა ა-–---------------ამ გაშალა დივანი, გადააფარა ზეწარი, ბალიში დადო და ოთახიდან გავიდა. ოთახში მხოლოდ თვითონ და ფ----–ი დარჩნენ. ფ----–მა ორივე ხელი ჰკრა მკერდის არეში და ზურგით დააგდო დივანზე. იმავდროულად თვითონ შარვალზე ქამარი შეიხსნა, შარვალი და ტრუსი ნახევრად გაიხადა და მთელი ტანით დააწვა სხეულზე. იგი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერ შეძლო ფ----–ისგან თავის დაღწევა. ცალი ხელით ხელს უჭერდა, ხოლო მეორე ხელით აუწია სარაფანა, ტრუსი გაუხია, თავისი ფეხების მოძრაობით ძალით გადააშლევინა ფეხები და თავისი სასქესო ორგანო, მისი ნების წინააღმდეგ მოათავსა მის საშოში, რა დროსაც საშოში იგრძნო ძლიერი ტკივილი. იგი კვლავ უწევდა წინააღმდეგობას, ურტყამდა სახეში მარცხენა ხელს, ხოლო მარჯვენა ხელი ფ----–ს თავისი მარცხენა ხელით ჰქონდა დაკავებული. იგი მთელი ძალით აწვებოდა სხეულზე და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. სქესობრივი აქტის დასრულებისას საშოში ტკივილთან ერთად იგრძნო სისველე. ფ----–ის წამოდგომისას დაინახა, რომ საშოდან სდიოდა სისხლი და თან დასვრილი იყო ფ----–ის სპერმით. ამ დროს გაიგო ა-–-----------ის და ზ--------------ის ყვირილი, პოლიცია მოვიდაო. ფ----–მა აიღო ზეწარი, მისი დახეული ტრუსი ჯიბეში ჩაიდო და ოთახიდან გაიქცა (იხ. ტ. 1, ს.ფ.24-29).
2.7. 2017 წლის 15 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის №714/ტრ დასკვნით, რომლის თანახმად, ს--–----------–-----ეს კაბის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის და მძივების ნაწილობრივი განცალკევების სახით, მათი დასამაგრებელი ძაფების გაწყვეტით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად(ტ.1. ს. ფ.169-177).
2.8. 2017 წლის 30 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის №46/22-497 დასკვნის თანახმად ს--–----------–-----ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა ,,ო---–ი” -დან და ა/მანქანა ,,B--”-დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია დაზარალებულ ს--–----------–-----ესგან, ბრალდებულების ფ----–--------–---ისგან, ზ--------------ისგან და ა-–-----------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების(ტ.2.154-159).
2.9. 2017 წლის 03 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის № 004447417 დასკვნის თანახმად, ს--–----------–-----ეს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სიხლნაჟღენთები და ნაჭდევები - მარჯვენა მხრის ხედა მესამედში შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა მტევნის III-IV თითების საფრჩხილე და შუა ფალანგების საპროექციოდ წინა ზედაპირზე, მარცხენა მხრის ზედა მესამედში წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე, მარცხენა მხრის ქვედა მესამედში, წინა ზედაპირზე გარდამავალი მარცხენა იდაყვის სახსრის და წინამხრის ზედა და შუა მესამედების წინა ზედაპირებზე, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა მტევნის I ნების ძვლის საპროექციოდ უკანა ზედაპირზე, მარცხენა სარძევე ჯირკვლის შიგნითა კვადრანტების საზღვარზე, გულმკერდის X-XI მალების საპროექციოდ ხერხემლის გვერდით ხაზზე მარჯვნივ და მარჯვენა მუხლის სახსრის ზედაპირზე.
ს--–----------–-----ეს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის - მთელია; საშოს შესასვლელში მცირე ბაგეების უკანა შესართავის ლორწოვანზე აღენიშნება დაზიანება ლორწოვანის ნასკდომის სახით - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში და შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღს (ტ.1. ს.ფ.74-77).
2.10. 2017 წლის 20 ნოემბრის №006724017 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს--–----------–-----ეს საშოდან და უკანა ტანიდან აღებულ ნაცხში სპერმა არ აღმოჩნდა, ხოლო ბიოლოგიურ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა, აღებული დივნის ზედაპირიდან, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ს--–----------–-----ეს.
ს--–----------–-----ეს საშოდან და უკანა ტანიდან აღებულ ნაცხში სპერმა არ აღმოჩნდა, ხოლო ბიოლოგიურ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა, აღებული დივნის ზედაპირიდან, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ს--–----------–-----ეს(ტ.3.ს.ფ. 86-96).
2.11. 2017 წლის 23 აგვისტოს ბიოლოგიური ექსპერტიზის №267/სბ დასკვნით, ს--–----------–-----ეს საშოდან აღებულ ნაცხში აღმოჩნდა სისხლი, ხოლო სპერმატოზოიდები არ აღმოჩნდა(ტ.1.ს.ფ.180-185).
საქმეში არსებული, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები მხარეებმა უდავოდ სცნეს, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი). თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად (ობიექტურად), წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას. მისი დაწყებიდან ქმედების შეწყვეტის მომენტამდე (ამ ადამიანის გათავისუფლებამდე), შესაძლებელია მასში როგორც თანამონაწილეობა, ისე თანაამსრულებლობა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერძოდ, მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას და სურს ეს. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარი შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, ე.ი. შეკავშირდნენ მანამ, სანამ თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთავდნენ სხვა პირს. ამასთანავე, აუცილებელია, ორი პირი მაინც წინასწარი შეთანხმებით აღასრულებდეს ამ დანაშაულს. ასეთ დროს არ არის აუცილებელი ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, ან მუქარა რომელის საშუალებითაც პირს აღეკვეთება თავისუფლება. საკმარისია მათგან თუნდ ერთმა მიმართოს ამგვარი ძალადობას ან მუქარას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული.
კონკრეტულ პირთა ქმედების თავისუფლების უკანონო აღკვეთად დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს დაზარალებულისათვის კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის ფაქტი, რაც გულისხმობს ინდივიდის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, რაც ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება, კერძოდ: დაზარალებული ს--–----------–-----ეს განმარტებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფ----–--------–---მა, ა-–-----------თან და ზ--------------თან ერთად ძალის გამოყენებით მოახდინეს მისი თავისუფლების აღკვეთა, ს--–----------–-----ეს მიმართ ძალადობის კვალი დასტურდება ასევე 2017 წლის 15 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის №714/ტრ დასკვნით, ასევე ბრალდებულების ა-–-----------ის, ზ--------------ის და ფ----–--------–---ის განმარტებით, 2017 წლის 30 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის №46/22-497 დასკვნით, მოწმეების, მ----- და ა-–-------------ების ჩვენებებით, რაც ცალსახად ადასტურებს ბრალდებულთა მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ს--–----------–-----ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია გაუპატიურება (საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი მოცემულ შემთხვევაში არის სრულწლოვანი ქალის სქესობრივი თავისუფლება, ე.ი. უფლება თვითონ გადაწყვიტოს თუ ვინ უნდა აირჩიოს სქესობივ პარტნიორად. სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, რომლის მოტივი მეტწილად სექსუალური მიმართულებისაა. ამ ქმედების საკანონმდებლო კონსტრუქციისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ორი გარემოება - სქესობრივი კავშირის არსებობის ფაქტი, თუ მას თან სდევს ძალადობა ანუ გაუპატიურების შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა, ძალადობის მუქარა ან უმწეო მდგომარეობის გამოყენება; სქესობრივი აქტი ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ჩადენილ გაუპატიურებად მიჩნევისას აუცილებელია დაზარალებულმა მოძალადეს გაუწიოს სერიოზული, ინტენსიური და არა მოჩვენებითი წინააღმდეგობა, რათა დაზარალებულმა მკაფიო და ნათელი გახადოს, რომ მას არ სურს ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი; ფიზიკური ძალადობა გაუპატიურებისას არის დაზარალებულის წინააღმდეგობის დათრგუნვის საშუალება.
სასამართლო ასევე განმარტავს, თუ ქმედებას თან არ ახლავს სქესობრივი კავშირი და თუ ეს ქმედებები მიმართულია სქესობრივი კავშირის დაჭერისაკენ, ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც გაუპატიურების მცდელობა.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებული ფ----–--------–---ის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულ ფ----–--------–---ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება და მათ შორის სქესობრივი კავშირი დამყარდა ნებაყოფლობით. სასამართლო სხდომაზე საპროცესო ნორმების დაცვით გამოქვეყნებული ს--–----------–-----ეს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ფ----–--------–---მა მისი ნების საწინააღმდეგოდ, მასთან ძალის გამოყენებით დაამყარა სქესობრივი კავშირი. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა, აღნიშნული ქმედების ჩადენა დადასტურებულია 2017 წლის 03 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №004447417 და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №714/ტრ დასკვნებით, რომლის თანახმადაც ს--–----------–-----ეს სხეულზე და ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები თანხვედრაშია ამ უკანასკნელის მიერ გაუპატიურების განხორციელებისას აღწერილ გარემოებებთან. გარდა ამისა, სხდომაზე დაკითხული მოწმეების მ----------------ას და ა-–---------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ფ----–--------–---ი, როდესაც ოთახში მარტო იმყოფებოდა ს--–----------–-----ესთან ერთად, გაიგონეს ამ უკანასკნელის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. დაცვის მხარის განმარტება, რომ დაზარალებული ს--–----------–-----ე სქესობრივი კავშირის დამყარებისას ძლიერი ტკივილების გამო ყვიროდა, არგუმენტს მოკლებულია და ეწინააღმდეგება თვით ბრალდებულის განმარტებას, რომ ტკივილის გამო ს--–----------–-----ეს თხოვნით შეწყვიტა მასთან სქესობრივი კავშირი.
5. ზ--------------ის და ა-–-----------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების არსი:
2018 წლის 06 თებერვალს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ბრალდებულების ზ--------------ის და ა-–-----------ის, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ რამაზ კვირკვიასა და პროკურორ ქეთევან სონიძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2018 წლის 28 მარტს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ქეთევან სონიძემ და ითხოვა ბრალდებულების ზ--------------ის და ა-–-----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
პროკურორი წარმოდგენილი შუამდგომლობით ითხოვს საქმის არსებითი განხილვის გარეშე:
5.3. ა-–-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 01(ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04(ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად ა-–-----------ს პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04(ოთხი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.4. ზ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 01(ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04(ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად ზ--------------ს პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04(ოთხი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებლებმა ქეთევან სონიძემ და ხატია ხაჩიძემ, ბრალდებულებმა ზ--------------მა და ა-–-----------მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რამაზ კვირკვიამ.
ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულების წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულებმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა განაცხადეს ნებაყოფლობით, ადვოკატებისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ისინი სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულებს და მათ ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან;
ბრალდებულები ასევე აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
5.6. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ დასაბუთებულია ბრალდება, არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.
ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულების ზ--------------ის და ა-–-----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ფ----–--------–---ის მიმართ:
ფ----–--------–---ის მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოები საქმეში არ გამოვლენილა.
7. ფ----–--------–---ის მიმართ სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ----–--------–---ს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით და ასევე საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ფ----–--------–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით.
8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ფ----–--------–---ის, ზ--------------ის და ა-–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ქ. გ---------–-----------------ის (-----------------------ში) მდებარე მ----------------ას საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული თმის ნაწილაკები და დივანის ზედაპირიდან ამოღებული მუქი ფერის ლაქა - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მ----------------ას საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული ავტომანქანა ”ო---–ის” სახ. ნომრით W-------- დათვალიერებისას ამოღებული: მიკრონაწილაკები 10 ცალ წებოვან ფირზე, ავტომანქანის უკანა სავარძლის შუა ნაწილის საზურგედან ამოღებული თმის ნაწილაკები, პოლიეთილენის ბოთლი, სიჩქარის გადასართავი კოლოფის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდები, საჭის ზედა და ქვედა ნაწილებიდან ამოღებული ანაწმენდები, ხელის კვლები 5 ცალ დაქტილო-ფირზე, ”ლიკანის” ბოთლი - განადგურდეს, მაისური - უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დაზარალებულ ს--–----------–-----ეს თმის ნიმუში, სისხლის ნიმუში და ნაცხის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო კაბა - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
- ავტომანქანა B---დან, სახ. ნომრით F-------- ამოღებული: პიჯაკი, მამაკაცის პერანგი, მწვანე ფერის ორნამენტებიანი ხალიჩა - უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს;
- მიკრონაწილაკები 08 ცალ წებოვან ფირზე და ანაწმენდები 06 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ფ----–--------–---ის, ზ--------------ის და ა-–-----------ის სისხლის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, თმის ნიმუშები, ხელის კვლები და ავტომანქანის (სახ. ნომრით W--------) უკანა სავარძლებიდან ამოჭრილი საზედაპირე ქსოვილების ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ნივთმტკიცებები ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში);
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 73-ე, 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან სონიძეს და ბრალდებულ ა-–-----------ს შორის 2018 წლის 06 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ა-–-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 01(ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04(ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად ა-–-----------ს პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04(ოთხი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. ა-–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 28 ივლისიდან.
5. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან სონიძეს და ბრალდებულ ზ--------------ს შორის 2018 წლის 06 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
6. ზ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 01(ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04(ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად ზ--------------ს პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04(ოთხი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7. ზ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 28 ივლისიდან.
8. ფ----–--------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ფ----–--------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით;
9. ფ----–--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 28 ივლისიდან.
10. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულების ა-–-----------ის და ზ--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოთ მსჯავრდებულებს ა-–-----------ს და ზ--------------ს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი.
12. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად:
- ქ. გ---------–-----------------ის (-----------------------ში) მდებარე მ----------------ას საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული თმის ნაწილაკები და დივანის ზედაპირიდან ამოღებული მუქი ფერის ლაქა -განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მ----------------ას საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული ავტომანქანა ”ო---–ის” სახ. ნომრით W-------- დათვალიერებისას ამოღებული: მიკრონაწილაკები 10 ცალ წებოვან ფირზე, ავტომანქანის უკანა სავარძლის შუა ნაწილის საზურგედან ამოღებული თმის ნაწილაკები, პოლიეთილენის ბოთლი, სიჩქარის გადასართავი კოლოფის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდები, საჭის ზედა და ქვედა ნაწილებიდან ამოღებული ანაწმენდები, ხელის კვლები 5 ცალ დაქტილო-ფირზე, ”ლიკანის” ბოთლი - განადგურდეს, მაისური - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დაზარალებულ ს--–----------–-----ეს თმის ნიმუში, სისხლის ნიმუში და ნაცხის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო კაბა - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
- ავტომანქანა B---დან, სახ. ნომრით F-------- ამოღებული: პიჯაკი, მამაკაცის პერანგი, მწვანე ფერის ორნამენტებიანი ხალიჩა - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს;
- მიკრონაწილაკები 08 ცალ წებოვან ფირზე და ანაწმენდები 06 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ფ----–--------–---ის, ზ--------------ის და ა-–-----------ის სისხლის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, თმის ნიმუშები, ხელის კვლები და ავტომანქანის (სახ. ნომრით W--------) უკანა სავარძლებიდან ამოჭრილი საზედაპირე ქსოვილების ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ნივთმტკიცებები ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში);
13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
14. განაჩენი ფ----–--------–---ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
15. განაჩენი ზ--------------ის და ა-–-----------ის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექვემდებარება გასაჩივრებას. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი