განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002273450
№1-19/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27.03.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - რ----- კ----ე
ადვოკატი - ლ---- ცეცხლაძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №176261217001 საქმე
ბრალდებულ რ----- კ----ის მიმართ
მამის სახელი: ნ-----–-----
დაბადებული: 25.07.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ხ---–--
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლეობა: ნასამართლევი.
მცხოვრები: ხ---–--ს რაიონი, სოფელი ჯ----------, მე-4 1-ლი ჩიხი №1
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით რ----- კ----ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 საათის ვადით.
2. რ----- კ----ე 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, ხ---–--ს რაიონის სოფელ ჯ---------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თ----- და რატი კ----ეების თნდასწრებით თავისი მეუღლის ლ-------ა კ----ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც ლ-------ა კ----ის ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი,3.ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. დაზარალებულ ლ-------ა კ----ის ჩვენების თანახმად მეუღლე რ----- კ----ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა მის დამცირებას, თუმცა დღეის მდგომარეობით მან აპატია მეუღლეს და შეურიგდა.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა რ----- კ----ემ, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
8. დაზარალებულ ლ-------ა კ----ის ჩვენების თანახმად მეუღლე, რ----- კ----ე, 2016 წლის ოქტომბრის თვიდან სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა მის დამცირებას და ტანჯვას.
9. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით რ----- კ----ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 საათის ვადით.
10 .საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება განაჩენი ნასამართლობაზე, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ გარემოებას იღებს, როგორც დადგენილ ფაქტს.
11. 2018 წლის 16 იანვრის აჭარის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად რ----- კ----ეს საგამოცდო ვადა დაუსრულდა 2017 წლის 03 ოქტომბერს და აღრიცხვაზე არ იმყოფება.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ გაქარწყლდება ნასამართლობა.
13. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- კ----ემ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა არაერთგზის, რადგან 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ რ----- კ----ეს, 2016 წლის ოქტომბრისთვის ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია.
არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
სამართლებრივი შეფასება:
15. დაზარალებულმა ლ-------ა კ----ემ დაადასტურა, რომ მეუღლე რ----- კ----ის მხრიდან სისტემატიური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა მათივე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
16. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- კ----ე, არასრულწლოვნი შვილების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ახორციელდებდა ძალადობას, დანაშაულს რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა რ----- კ----ემ, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნი შვილების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და "ე" ქვეპუნქტებით .
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
18. რ----- კ----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
19. რ----- კ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის დასაბუთება:
20. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ----- კ----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ----- კ----ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების, სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობას უკავშირდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.
რ----- კ----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - რომ აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შეურიგდა დაზარალებულს. ამავდროულად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დროს და სასამართლო თვლის, რომ რ----- კ----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებში.
ამავდროულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანიშნულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბრალდებული რ----- კ----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ რ----- კ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
2.რ----- კ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.
3.რ----- კ----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.
4.საქმეზე დართული CD დისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით; ხოლო ჭურჭლის ნამსხვრევები და დაზიანებული სატელევიზიო არხების მიმღები ე.წ. ,,ტიუნერი“ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი