განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/533 - 2016წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2017წელი ქ.ქუთაისი
გურამი ხერხაძის მიმართ 09 თებერვალი, 2017 წელი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლემ გიორგი ქაშაკაშვილმა
ზურაბ ჯანაშიას სხდომის მდივნობით,პროკურორის _ მერაბ ტყეშელაშვილის
ბრალდებულის _ ბესო გოგუას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის როინ აფხაიძის
ბრალდებულის _ გურამი ხერხაძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მადონა არჯევანიძის - მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულის _ ბესო ჯამბულის ძე გოგუას (პ/№62102009426, დაბადებულის 1992 წლის 09 მარტს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, დრ. უმუშევრის, მცხოვრების: ქ. ქუთაისი, ბუკიას ქ. N7ბ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში მყოფის) მიმართ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ბრალდებულის _ გურამი ემზარის ძე ხერხაძის (პ/№60501167059, დაბადებულის 1998 წლის 16 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის მქონის, დრ. უმუშევრის, მცხოვრების: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N18-ში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში მყოფის) მიმართ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო შემდეგი:
ბესო გოგუამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ხოლო გურამ ხერხაძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N25-ში მდებარე ციალა ახალაძის მარკეტში უკანონოდ შეაღწიეს (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 მაისის განაჩენით) სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ბესო გოგუამ და ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა გურამ ხერხაძემ და ფარულად დაეუფლნენ ფულად თანხას 900 ლარის ოდენობით და სხვადასხვა დასახელების სიგარეტებს, რის შედეგადაც დაზარალებულ ციალა ახალაძეს საერთო ჯამში მიადგა 4095 ლარამდე მნიშვნელოვანი ზიანი, ე.ი ბესო გოგუამ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; ხოლო გურამი ხერხაძემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
ასევე ბესო გოგუამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ხოლო გურამ ხერხაძემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 მაისის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ბესო გოგუამ და ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა გურამ ხერხაძემ 2016 წლის 12 მაისს, დაახლოებით 03 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში ჩაამსხვრიეს ნანა შავგულიძის კუთვნილი მაღაზიის ფანჯრის მინა და შეეცადნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ნივთებს - ,,სათამაშო გიტარას”, ,,სათამაშო კუბიკებს“ და ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას, რა დროსაც ისინი დაკავებული იქნენ წყალტუბოს შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ე.ი ბესო გოგუამ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; ხოლო გურამი ხერხაძემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
ასევე, გურამი ხერხაძემ ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 02:08 საათზე, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მეორე ჩიხი N1-ში მდებარე მანანა ჭეიშვილის მარკეტში უკანონოდ შეაღწია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა გურამ ხერხაძემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად და ისინი ფარულად დაეუფლნენ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით და 300 ლარის ღირებულების საკვებ პროდუქტებს, სიგარეტებს და ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც მანანა ჭეიშვილს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ე.ი გურამი ხერხაძემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით.
ასევე, გურამი ხერხაძემ ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის N21-ში განთავსებულ ნელი ალავიძის სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა გურამ ხერხაძემ, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას 300 (სამასი) ლარს, სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტებს, სიგარეტებს და ალკოჰოლურ სასმელებს, რის შედეგადაც დაზარალებულ ნელი ალავიძეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ე.ი გურამ ხერხაძემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებულების - ბესო გოგუას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ციალა ახალაძის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნანა შავგულიძის ეპიზოდი) და გურამი ხერხაძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მანანა ჭეიშვილის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნელი ალავიძის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ციალა ახალაძის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით(დაზარალებულ ნანა შავგულიძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის ნაწილობრივ ბრალდებულების ჩვენებებითაც, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულების ბესო გოგუას და გურამი ხერხაძის ბრალეულობას, სახელდობრ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის ციალა ახალაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მას აქვს სასურსათო მაღაზია ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის ქ.N25-ში. 2016 წლის 10 მაისს, მას დილის შვიდის ნახევარზე დაურეკა მეეზოვემ, რომელიც მას ეხმარება და უთხრა, რომ მაღაზიის კარები იყო ღია, რის გამოც ის დაახლოებით რვის ნახევარზე მივიდა ადგილზე და მან გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებმა და გამომძიებელმა მისი თანხმობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რაზედაც შეადგინეს ოქმი და მან მოაწერა ხელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდა ექსპერტი, რომლის მიერაც აღებული იქნა თითის კვლები დარჩენილი სიგარეტებიდან. დაზარალებულის განმარტებით, მაღაზიის კარები იკეტებოდა ბოქლომით და ასევე გასაღებით; მან ნახა რომ ბოქლომი გატეხილი იყო და დაგდებული იყო იქვე ავტომანქანების სადგომთან, სადაც ასევე ეგდო რკინის მილი, რაც ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ; მისი მაღაზიიდან წაღებული იყო თაროდან სიგარეტები და ფულადი თანხა 900 ლარი, ხურდაფულიც იყო და ქაღალდისაც; მას საერთო ჯამში მიადგა 4095 ლარის ზიანი; მისი მაღაზიის გვერდით არის „პსპ-ეს“ და „ავერსის“ აფთიაქები, რომლებსაც აქვთ ვიდეოსათვალთვალო კამერები და რომლებიც აფიქსირებს მისი მაღაზიის ტერიტორიას(იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ირინე დოღონაძის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ.N31-ში მდებარე შპს ,,ავერსი ფარმას’’ მენეჯერი. 2016 წლის მაისის თვის შუა რიცხვებში, მასთან სამსახურში მივიდნენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებიდან, წარუდგინეს მას შესაბამის დოკუმენტაცია და განუმარტეს, რომ სურდათ ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, რაზედაც ის დათანხმდა და მისივე თანხმობით განხორციელდა სათვალთვალო კამერების გარკვეული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და ამოღება, რასთან დაკავშირებითაც ადგილზე შედგა დათვალიერების ოქმი და რაც მან დაადასტურა ხელმოწერით. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ დაწესებულებას გააჩნია ორი ვიდეო კამერა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით ორივე მხარეს აფიქსირებს ქუჩას(იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ნინო ცაგარეიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ.N25-ში მდებარე ,,პსპ აფთიაქის’’ მენეჯერი. 2016 წლის 10 მაისიდან 15 მაისამდე პერიოდში, მასთან სამსახურში მისული იყვნენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ მაღაზიის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით სურდათ მასთან არსებული გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, მათ თან წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტი. მისი თანხმობით განხორციელდა გარკვეული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და ამოღება, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. ის გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, ,,პსპ აფთიაქს’’ აქვს ორი გარე სათვალთვალო კამერა ერთმანეთის საპირისპირო მხარეს(იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლაშა მანდარიას და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ნიკოლოზ კირთაძის ჩვენებებით დადგენილია, რომ ლაშა მანდარია იცნობს ბრალდებულებს - ბესო გოგუას და გურამ ხერხაძეს სამსახურიდან გამომდინარე, კერძოდ გურამ ხერხაძეს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ამ ფაქტამდე ჩადენილი ჰქონდა დანაშაული და მის მიერ იქნა დაკავებული, ხოლო ბესო გოგუა პოლიციის პირველ განყოფილებაში მუშაობის დროს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობდა; ასევე ნიკოლოზ კირთაძეც იცნობს ბრალდებულებს - ბესო გოგუას და გურამ ხერხაძეს სამსახურიდან გამომდინარე, ვინაიდან ორივეს ჰქონდათ შეხება პოლიციასთან და მას ისინი შენაჩერებიც ჰყავს გადამოწმების მიზნით. 2016 წლის მაისის თვეში, ქ.ქუთაისში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე გაქურდული იქნა სასურსათო მაღაზია; აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ ამოღებული იქნა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აფთიაქების გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები. მოწმის ნიკოლოზ კირთაძის განმარტებით, ერთერთი კამერა აფიქსირებდა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მხარეს, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს. მათ მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო მოქმედებაში - რამდენიმე კამერის ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, რა დროსაც მათი განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა ბაჩანა ელიავამ წარუდგინათ ვიდეო ჩანაწერები, სადაც იყო ორი პიროვნების მიერ ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. N 25-ში არსებული სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტი და ამოსაცნობი პიროვნებებიდან მათ ამოიცნეს ორივე პიროვნება - გურამ ხერხაძე და ბესო გოგუა; აგრეთვე მოწმის ნიკოლოზ კირთაძის განმარტებით, პირველ ვიდეოთვალის ჩანაწერში, რომელიც აფიქსირებდა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მხარეს არსებულ ტერიტორიას, ჩანს გზაზე მიმავალი ორი ახალგაზრდა, ხოლო მეორე ვიდეოთვალის ჩანაწერში აშკარად ჩანს, თუ როგორ გაჩერდა შემთხვევის ადგილთან არსებულ ავტოსადგომთან აღნიშნული ორი ახალგაზრდა, ცოტახნით შეყოვდნენ, შემდეგ რაღაც ნივთს იღებენ ხელში და უახლოვდებიან სასურსათო მაღაზიას, იქ რაღაც მოქმედებებს აკეთებენ და უკვე შედიან მაღაზიაში, შემდეგ ჩანს მათი გამოსვლა - როგორ გამოდიან ,,ცელოფნებით’’ ხელში და გადადიან ქუჩის საპირისპირო მხარეს. ნიკოლოზ კირთაძემ ორივე პიროვნება ამოიცნო და მისი განმარტებით ისინი არიან - ბესო გოგუა და მეორე გურამ ხერხაძე. მათგან გურამ ხერხაძეს ჰქონდა გრძელი თმები, ხოლო მეორეს - ბესო გოგუას ეხურა კეპიანი ქუდი(იხ. სხდომის ოქმი).
აგრეთვე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზურაბ ჯანელიძის და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გურამ კუხიანიძის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი იცნობენ ბრალდებულ გურამ ხერხაძეს სამსახურიდან გამომდინარე, ვინაიდან ის ამ ფაქტამდე ერთერთ დანაშაულში იყო მხილებული და მასთან ტარდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. მათ გამომძიებელ ბაჩანა ელიავასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო მოქმედებაში - რამდენიმე კამერის ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, სადაც ჩანდა ორი პიროვნების მიერ ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გაქურდვის ფაქტი და მათ აღნიშნული პიროვნებებიდან ამოიცნეს მხოლოდ გურამ ხერხაძე, რომელსაც ისინი იცნობდნენ ადრეც, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა მის მიმართ და პოლიციაში დადიოდა; ასევე ზურაბ ჯანელიძეს ის ქუჩაშიც რამდენჯერმე ჰყავს შენაჩერები გადამოწმების მიზნით; გურამ ხერხაძე მათ ამოიცნეს სახით, მას თან იმ მომენტში ჰქონდა გრძელი თმები(იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის ნანა შავგულიძის ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ქვიტირის შესასვლელში და მას სახლის ეზოში, გზის პირას აქვს სასურსათო მაღაზია. ბრალდებულებს - ბესო გოგუას და გურამ ხერხაძეს იცნობს მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, კერძოდ: 2016 წლის 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე, როდესაც მას დაკეტილი ჰქონდა მაღაზია და სახლში იმყოფებოდა, სახლის ფანჯარა ჰქონდა ღია მდგომარეობაში, რადგან ეშინოდა რამე არ მომხდარიყო, ის გააღვიძა ძლიერმა ,,მსხვრევის’’ ხმამ. მისი მეუღლე ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა, მან მალევე ჩაიცვა და გამოვიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მისი მაღაზიიდან ცოტა მოშორებით, დაახლოებით 4-5 მეტრში დაკავებული ჰყავდათ ორი პიროვნება. პოლიციის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ აღნიშნულმა პიროვნებებმა მისი მაღაზია გატეხეს და მანაც დაინახა, რომ მაღაზიის მინა იყო ჩამტვრეული, მინის ნამსხვრევები ეყარა როგორც მაღაზიის გარეთ, ისე შიგნით, მაგრამ სათამაშოები შიგნით გადმოყრილი არ ყოფილა; მაღაზიის გარეთ, იქვე გვერდით გადმოლაგებული იყო მაღაზიიდან სათამაშოები, ასევე ტელევიზორის სეთბოქსი. დაზარალებულის განმარტებით, მას სათამაშოები დალაგებული ჰქონდა მაღაზიაში, ფანჯარასთან ახლოს არსებულ თაროზე, რომლებსაც მინასთან შეხება არ ჰქონდათ და მინიდან ცოტათი იყო დაშორებული; ასევე იქვე ფანჯარასთან ახლოს ედგა ტელევიზორი და ტელევიზორის სეთბოქსიც გარეთ იყო გადმოდებული; მაღაზიიდან გადმოლაგებული იყო სამი-ოთხი სათამაშო და დალაგებული იყო იქვე, გარეთ არსებულ ,,კოკა-კოლის’’ მაცივართან ახლოს, ისე რომ არ ჩანდა, ისე იყო ჩაწყობილი. შემდეგ პოლიციის მიერ მისი თანხმობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი და ამოღებული იქნა აღნიშნული ნივთები. ასევე დაზარალებულის განმარტებით, მას იქ სროლის ხმა არ გაუგონია(იხ. სხდომის ოქმი).
დაზარალებულის ნანა შავგულიძის მიერ მითითებული გარემოებები ასევე დასტურდება მოწმეების - გიორგი სინაურიძის, თენგიზ ბერაძის, მამუკა რევიშვილის და დიმა ქურასბედიანის ჩვენებებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - გიორგი სინაურიძის და თენგიზ ბერაძის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი ბრალდებულებს - ბესო გოგუას და გურამ ხერხაძეს იცნობენ საქმიდან გამომდინარე, ვინაიდან 2016 წლის 12 მაისს დააკავეს მაღაზიის ქურდობის მცდელობის ფაქტზე, კერძოდ: 2016 წლის 12 მაისს, გიორგი სინაურიძე და თენგიზ ბერაძე შემოვლაზე ფეხით მოძრაობდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში. დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა, როდესაც მათ სოფელ ქვიტირის გასასვლელთან მდებარე ნანა შავგულიძის სასურსათო მაღაზიასთან შენიშნეს ორი პიროვნება, მათგან ერთერთი, როგორც შემდეგ გაირკვა, ბესო გოგუა ჩაცუცქული იყო მაღაზიის ფანჯარასთან და რაღაც საგნის გამოყენებით ტეხდა მინას. მათ ასევე გაიგონეს მინის მსხვრევის ხმაც და შემდეგ დაინახეს, რომ აღნიშნული პიროვნებები მაღაზიიდან ალაგებდნენ ნივთებს, კერძოდ ბესო გოგუა აწვდიდა ნივთებს მაღაზიის ფანჯრიდან მეორე პიროვნებას, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა გურამ ხერხაძე. ისინი დაახლოებით ამ მომენტში მაღაზიიდან დაშორებულები იყვნენ 25-30 მეტრით და მათ მაშინვე დაიწყეს მოძრაობა მაღაზიის მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდნენ, მათ უკვე გადმოლაგებული ჰქონდათ ნივთები, რაც ეწყო მაღაზიის გარეთ და დარჩენილი იქნებოდა დაახლოებით 5-6 მეტრი, აღნიშნული პირები ზურგით იდგნენ მათკენ და ვერ ხედავდნენ, რომ მათ დაუძახეს - ,,პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და რას აკეთებდნენ’’. დაძახებისთანავე ბესო გოგუამ და გურამ ხერხაძემ მიიხედეს მათკენ და სცადეს გაქცევა; ამ დროს ბესო გოგუა მაღაზიიდან რამდენიმე მეტრში დააკავა თენგიზ ბერაძემ, ვინაიდან ის გიორგი სინაურიძის წინ გარბოდა, ხოლო მეორე პიროვნება - გურამ ხერხაძე გაიქცა მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს, მაგრამ მას დაედევნა გიორგი სინაურიძე, რა დროსაც გურამ ხერხაძე დაეცა ასფალტზე და მანაც დააკავა ის, დაახლოებით 10 მეტრში მაღაზიიდან. აღნიშნულის შემდეგ, თენგიზ ბერაძემ რაციის მეშვეობით გამოიძახა ოპერატიული ჯგუფი, რომლებიც დაახლოებით ორ-სამ წუთში მივიდნენ ადგილზე, ვინაიდან ისინი ავტომანქანით მოძრაობდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში; აღნიშნულის შემდეგ, გიორგი სინაურიძემ გურამ ხერხაძეს, ხოლო თენგიზ ბერაძემ ბესო გოგუას განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. გურამ ხერხაძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხოლო ბესო გოგუას პირადი ჩხრეკის დროს ტანთცმული შარვლიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და საფულე, ასევე წითელი ფერის ტარიანი სახრახსნი ე.წ. ,,ატვიორკა’’, რომლითაც მან გატეხა მინა. გიორგი სინაურიძის და თენგიზ ბერაძის მიერ ადგილზე შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, რის შემდეგაც ბესო გოგუა და გურამ ხერხაძე გადაყვანილი იქნენ ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში; ასევე მათ მიერ აღნიშნულის შესახებ მოხსენდა ხელმძღვანელობას. მოწმეების განმარტებით, დაკავების შემდეგ ბრალდებულების მხრიდან რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და არც მათი მხრიდან ჰქონია ადგილი რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას; ასევე მათი მხრიდან არანაირ გასროლას არ ჰქონია ადგილი. მოწმის თენგიზ ბერაძის განმარტებით, ბრალდებული ბესო გოგუა განმარტავდა, რომ მათ მინა ჩაუტყდათ და არაფერი გადმოულაგებიათ(იხ. სხდომის ოქმი).
მოწმეების - გიორგი სინაურიძის და თენგიზ ბერაძის მიერ მითითებული გარემოებები ასევე დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების -წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების -მამუკა რევიშვილის და დიმა ქურასბედიანის ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც დადგენილია, რომ ისინი ბრალდებულებს - ბესო გოგუას და გურამ ხერხაძეს იცნობენ საქმიდან გამომდინარე, ვინაიდან 2016 წლის 12 მაისს, მათ მონაწილეობა მიიღეს მათ დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, კერძოდ: 2016 წლის 12 მაისს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როდესაც ისინი პატრულირებდნენ სამსახურებრივი ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის ავტომანქანით მათ სამოქმედო ტერიტორიაზე - წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში, რადიოსადგურზე ოპერატიულმა ჯგუფის წევრმა თენგიზ ბერაძემ ითხოვა დახმარება, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის შესასვლელში მდებარე ნანა შავგულიძის მაღაზიის ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ჰყავდათ დაკავებულები და ისინიც გაემართნენ დახმარების მიზნით მათკენ. ადგილზე მივიდნენ დაახლოებით ორ-ხუთ წუთში და მათ ნახეს, რომ ნანა შავგულიძის მაღაზიის ქურდობის მცდელობის ფაქტზე მათ თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ ორი პიროვნება. როგორც შემდეგ გაირკვა, თენგიზ ბერაძეს დაკავებული ჰყავდა ბესო გოგუა, ხოლო გიორგი სინაურიძეს - გურამ ხერხაძე და ისინიც დაეხმარნენ დაკავებასა და პირადი ჩხრეკის ჩატარებაში; მამუკა რევიშვილმა მონაწილეობა მიიღო თენგიზ ბერაძესთან ერთად ბესო გოგუას დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, ხოლო დიმა ქურასბედიანმა მონაწილეობა მიიღო გიორგი სინაურიძესთან ერთად გურამ ხერხაძის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში; მათი დაკავება მოხდა აღნიშნულ მაღაზიასთან ახლოს, მიმდებარე ტერიტორიაზე და მათვე ადგილზე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბესო გოგუასაგან ამოღებული იქნა საფულე, მობილური ტელეფონი და სახრახნისი, ხოლო გურამ ხერხაძისაგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები ადგილზე შედგა, რაზედაც მოაწერეს ხელი და შემდეგ ისინი გადაყვანილი იქნენ ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში. ასევე მოწმეების განმარტებით, მათ ადგილზეც ნახეს, რომ მაღაზიის მინა იყო ჩამტვრეული; გიორგი სინაურიძე და თენგიზ ბერაძე ქვეითად მოძრაობდნენ(იხ. სხდომის ოქმი).
ასევე აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით სასამართლომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა გამომძიებლები - თემურ ქავთარაძე, ბაჩანა ელიავა, გიორგი აფხაძე, ოთარ ბაბუნაშვილი, დავით დვალიშვილი და ექსპერტები - გიორგი აბჟანდაძე, შალვა გაბრიჭიძე, გურამ კუჭავა და გიორგი ქავთარაძე, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე(იხ. სხდომის ოქმი).
ზემოაღნიშნული დაზარალებულების და მოწმეების მიერ მითითებული გარემოებები ასევე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 10 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანდართული ფოტოცხრილის თანახმად დგინდება, რომ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თემური ქავთარაძის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა 2016 წლის 10 მაისს, 09:10 საათიდან 10:20 საათამდე პერიოდში, ქ. ქუთაისში, ილ. ჭავჭავაძის გამზ. N25-ში, ექსპერტების - გურამ კუჭავას და გიორგი ქავთარაძის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნიკოლოზ კირთაძის და ქონების მესაკუთრის ციალა ახალაძის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N25-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ციალა ახალაძის კუთვნილ მარკეტში. მითითებული საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული, ილია ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან, მთლიანად დაკავებული ჰქონდა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს. ციალა ახალაძის კუთვნილ მარკეტს აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა ე. წ. „ჩინელების“ მაღაზია, დასავლეთიდან დალი სინაურიძის კუთვნილი თონე; ჩრდილოეთიდან ავტომანქანებისათვის განკუთვნილი სადგომი და მის უკან ილ. ჭავჭავაძის გამზირის ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილი; რაც შეეხება სამხრეთ მონაკვეთს, ციალა ახალაძის კუთვნილი მარკეტის უკან მდებარეობდა საცხოვრებელი კორპუსის საერთო ეზო. ილ. ჭავჭავაძის გამზირის N25-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ სააფთიაქო მაღაზიის გარე პერიმეტრზე იდგა გარე სათვალთვალო კამერა. რაც შეეხება ციალა ახალაძის კუთვნილ მაღაზიას, მას არც გარე და არც შიგა სათვალთვალო კამერები არ ჰქონდა. დათვალიერება დაიწყეს მითითებული მარკეტის ჩრდილოეთ მხარეს არსებული პერიმეტრიდან, რა დროსაც ავტომანქანებისათვის განკუთვნილ სადგომზე აღმოჩენილი იქნა რკინის გრძელი მილი და ბოქლომი. როგორც ციალა ახალაძემ განმარტა, ამ ბოქლომით ჰქონდა დაკეტილი მარკეტში შესასვლელი კარი. ბოქლომზე გაკეთებული-ამოტვიფრული იყო წარწერები: “EXTRA. TOP SECURITE“. ბოქლომი ამოღებული იქნა, მოთავსდა FCI561307 ნომრის მქონე პაკეტში და დაილუქა. (პაკეტი N1). ასევე ამოღებული იქნა რკინის -ლითონის მილი, რომელიც დაილუქა პოლიციის მეოთხე განყოფილების 33/5/1/4 ნომერი ლუქის ბეჭდით (პაკეტი N2). მარკეტში შესასვლელი წარმოადგენდა ორფრთიან შემინულ კარებს, რომლის მარჯვენა ფრთის მინის გარე ზედაპირზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა FCD685471 ნომრის მქონე პაკეტში(პაკეტი N3). მითითებული კარების გავლით შესასვლელი იყო მაღაზიაში, რომლის მარჯვენა და მარცხენა კედლებზე გაკეთებულ თაროებზე ეწყო სხვადასხვა დასახელების კვების პროდუქტები. მაღაზიის სამხრეთ ნაწილში ერთმანეთის გვერდით განთავსებული იყო ე. წ. „დახლ-მაცივრები“, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები და ლუდი. მარკეტის შუა ადგილზეც განთავსებული იყო მაცივრები, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების ნაყინი. შესასვლელი კარების შემდეგ, საყრდენ ბოძთან განთავსებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. მარჯვნივ არსებულ დახლების შუა ადგილას ფუნქციონირებდა გამყიდველის სამუშაო ადგილი, სადაც იდო სალარო აპარატი და ელსასწორი. ციალა ახალაძემ მიუთითა, თუ საიდან იყო მოპარული ფულადი თანხა და სიგარეტები. სიგარეტების დახლზე არსებულ სიგარეტ „პალმალის“ გარე ზედაპირზე (ორი კოლოფიდან), აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხელის ორი კვალი, რომლებიც ერთად მოთავსდა FCD685472 ნომრის მქონე პაკეტში და დაილუქა(პაკეტი N4). აღნიშნულით დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის თემურ ქავთარაძის და ექსპერტების - გურამ კუჭავას და გიორგი ქავთარაძის ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 10 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 10 მაისს, 18:10 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის ბაჩანა ელიავას მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ზურაბ ჯანელიძის, გურამ კუხიანიძის, ავთანდილ ფარულავას და ხვიჩა ხვიჩიას მონაწილეობით ჩატარდა შპს,,ავერსი ფარმას’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N31-ში მდებარე შპს „ ავერსი ფარმას“ გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:10 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბაჩანა ელიავას და ირინე დოღონაძის ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. დისკზე ჩაწერილ ზემოხსნებული აფთიაქის ორი სათვალთვალო კამერიდან ერთერთში, რომელიც განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კარებში და აფიქსირებდა რ. თაბუკაშვილის ქ. N2-ში მდებარე „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“ მიმართულებით ტერიტორიას, ჩანს რომ 2016 წლის 10 მაისს 04:10:33 საათზე კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი; ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი. აღნიშნულ მამაკაცზე დათვალიერებაში მონაწილე ზურაბ ჯანელიძემ და გურამ კუხიანიძემ განმარტეს, რომ აღნიშნული პირი არის 1998 წელს დაბადებული გურამ ხერხაძე. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც მისი თმები არ ჩანს; ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. აღნიშნული პირები სწრაფი ნაბიჯით მიდიან კამერის განთავსების საპირისპირო მიმართულებით და 2016 წლის 10 მაისის 04:10:46 საათზე იკარგებიან თვალთახედვის არედან კადრის ქვედა მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ, ჩართეს იმავე აფთიაქის მეორე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც ასევე განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კარებთან და აფიქსირებდა წინა კამერის საპირისპირო მხარეს, ანუ ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N25-ში მდებარე ციალა ახალაძის კუთვნილი მარკეტის მიმართულებით ტერიტორიას. აღნიშნულ კამერაზე 2016 წლის 10 მაისს 04:10:43 საათზე ჩანს, რომ კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი; ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი; აღნიშნულ მამაკაცზე დათვალიერებაში მონაწილე გურამ კუხიანიძემ და ზურაბ ჯანელიძემ განმარტეს, რომ აღნიშნული პირი არის 1998 წელს დაბადებული გურამ ხერხაძე. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც მისი თმები არ ჩანს, ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. ისინი მიდიან კადრის ზედა მიმართულებით და ჩერდებიან კამერიდან მოშორებით მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან, გარკვეული დროის განმავლობაში დგანან, შემდეგ ორივე გამოდის გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს არსებულ პარკირების ადგილისაკენ, სადაც ერთერთი მათგანი მიწიდან იღებს მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც მიდიან გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მდებარე შენობისაკენ, იქ რამდენიმე წამის განმავლობაში აკეთებენ რაღაც მოქმედებებს და შემდეგ შედიან შენობაში, რის შემდეგაც იკარგებიან თვალთახედვის არედან. ამის შემდეგ, 2016 წლის 10 მაისს, 04:43:35 საათზე აღნიშნული პირები გამოდიან ზემოხსნებული შენობიდან, რომელშიც შევიდნენ, გამოსვლისას ორივეს ხელში აქვს ორ-ორი პარკი, ისინი მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან ზემოხსნებულ ღია ფერის სატვირთო ავტომობილს და კვეთენ გზის სავალ ნაწილს და შედიან კადრის ზედა მხარეს მდებარე ჩიხში, სადაც იკარგებიან თვალთახედვის არედან. ამით დათვალიერება დასრულდა. ზემოხსნებული ჩანაწერებები დალუქული იქნა ერთ პაკეტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ზურაბ ჯანელიძის, გურამ კუხიანიძის და გამომძიებლის ბაჩანა ელიავას ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 10 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 10 მაისს, 19:10 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის ბაჩანა ელიავას მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ზურაბ ჯანელიძის, გურამ კუხიანიძის, ავთანდილ ფარულავას და ხვიჩა ხვიჩიას მონაწილეობით ჩატარდა ,,პსპ აფთიაქის’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო ქ.ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზ.N25-ში მდებარე შპს "პსპ აფთიაქის" გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:05 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბაჩანა ელიავას და ნინო ცაგარეიშვილის ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. ზემოხსენებული კამერა განთავსებული იყო ილია ჭავჭავაძის გამზ.N25-ში მდებარე შპს "პსპ აფთიაქის" შესასვლელ კარებთან და აფიქსირებდა რ. თაბუკაშვილის ქ. N2-ში მდებარე „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“ მიმართულებით ტერიტორიას. ჩანაწერის 02:26 წუთზე კადრის ზედა მხარეს ჩანს ორი ადამიანის სილუეტი, რომლებიც მოძრაობენ სათვალთვალო კამერის მიმართულებით; ისინი ჩანაწერის 03:05 წუთზე უკვე არიან კადრის მარცხენა მხარეს პარკირების ადგილზე მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან, რამდენიმე ხანი ჩერდებიან აღნიშნულ ადგილზე. ამ დროს ჩანს, რომ არის საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის ორი მამაკაცის სილუეტი, რომელთაგან ერთერთს აქვს მოგრძო თმები, მაგრამ ვიდეოს ხარისხი მათ სრულ იდენტიფიკაციის საშუალებას არ იძლევა. აღნიშნული პირები დგანან გარკვეული დროის განმავლობაში და შემდეგ გამოდიან პარკინგის მიმართულებით, სადაც გზის სავალი ნაწილის კიდესთან მათგან ერთერთი იღებს მიწიდან რაღაც მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც ისინი ორივე იკარგებიან კადრის მარცხენა მხარეს მდებარე შენობაში. ჩანაწერის დაახლოებით მე-40 წუთზე, ისინი გამოდიან შენობიდან და მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან კადრში დაფიქსირებულ ღია ფერის სატვირთოს, რის შემდეგაც კვეთენ გზის სავალ ნაწილს და მიიმალებიან. ამით დათვალიერება დასრულდა. გაკეთდა აღნიშნული ჩანაწერების ასლები, ხოლო დედნები დაილუქა ერთ კონვერტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ზურაბ ჯანელიძის, გურამ კუხიანიძის და გამომძიებლის ბაჩანა ელიავას ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 11 მაისს, 12:00 საათიდან 12:50 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის ბაჩანა ელიავას მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ლაშა მანდარიას, ბიძინა ახვლედიანის, ნიკოლოზ კირთაძის და სულხან კოტორეიშვილის მონაწილეობით ჩატარდა შპს,,ავერსი ფარმას’’ და შპს,,პსპ აფთიაქის’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებლი ობიექტი იყო ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N31-ში მდებარე შპს „ ავერსი ფარმას“ გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:10 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბაჩანა ელიავას, ზურაბ ჯანელიძის, გურამი კუხიანიძის, ავთანდილ ფარულავას და ხვიჩა ხვიჩიას ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. დისკზე ჩაწერილ ზემოხსნებული აფთიაქის ორი სათვალთვალო კამერიდან ერთერთში, რომელიც განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კარებში და აფიქსირებდა რ. თაბუკაშვილის ქ. N2-ში მდებარე „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“ მიმართულებით ტერიტორიას, ჩანს, რომ 2016 წლის 10 მაისს 04:10:33 საათზე კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი, მას ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი; მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც მისი თმები არ ჩანს; ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. ამ დროს დათვალიერებაში მონაწილე ლაშა მანდარიამ აღნიშნა, რომ გრძელ თმიანი პირი არის 1998 წელს დაბადებული გურამ ხერხაძე, ხოლო მეორე პირი, რომელსაც თავზე კეპიანი ქუდი ახურავს, არის 1992 წელს დაბადებული ბესო გოგუა. ასევე დათვალიერებაში მონაწილე ნიკოლოზ კირთაძემ განმარტა, რომ კადრში დაფიქსირებული კეპიანი პიროვნება არის 1992 წელს დაბადებული ბესო გოგუა. აღნიშნული პირები სწრაფი ნაბიჯით მიდიან კამერის განთავსების საპირისპირო მიმართულებით და 2016 წლის 10 მაისის 04:10:46 საათზე იკარგებიან თვალთახედვის არედან კადრის ქვედა მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ, ჩართეს იმავე აფთიაქის მეორე სათვალთვალო კამერა, რომელიც ასევე განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კარებთან და აფიქსირებდა წინა კამერის საპირისპირო მხარეს, ანუ ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N25-ში მდებარე ციალა ახალაძის კუთვნილი მარკეტის მიმართულებით ტერიტორიას. აღნიშნულ კამერაზე 2016 წლის 10 მაისს 04:10:43 საათზე ჩანს, რომ კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი; მას ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც მისი თმები არ ჩანს; ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. აღნიშნულ პირებში დათვალიერებაში მონაწილე ლაშა მანდარიამ ამოიცნო გურამი ხერხაძე და ბესო გოგუა, კერძოდ ლაშა მანდარიას განმარტებით ის პირი, რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი არის ბესო გოგუა, ხოლო მეორე გრძელ თმიანი - გურამი ხერხაძე. დათვალიერებაში მონაწილე ნიკოლოზ კირთაძემ, კი კეპიან პიროვნებაში ამოიცნო 1992 წელს დაბადებული ბესო გოგუა. ისინი მიდიან კადრის ზედა მიმართულებით და ჩერდებიან კამერიდან მოშორებით მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან, გარკვეული დროის განმავლობაში დგანან, შემდეგ ორივე გამოდის გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს არსებულ პარკირების ადგილისაკენ, სადაც ერთერთი მათგანი მიწიდან იღებს მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც მიდიან გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მდებარე შენობისაკენ, იქ რამდენიმე წამის განმავლობაში აკეთებენ რაღაც მოქმედებებს და შემდეგ შედიან შენობაში, რის შემდეგაც იკარგებიან თვალთახედვის არედან. ამის შემდეგ, 2016 წლის 10 მაისს 04:43:35 საათზე აღნიშნული პირები გამოდიან ზემოხსნებული შენობიდან, რომელშიც შევიდნენ, გამოსვლისას ორივეს ხელში უჭირავს ორ-ორი პარკი, ისინი მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან ზემოხსნებულ ღია ფერის სატვირთო ავტომობილს და გადაკვეთავენ გზის სავალ ნაწილს და შედიან კადრის ზედა მხარეს მდებარე ჩიხში, სადაც იკარგებიან თვალთახედვის არედან. ასევე დათვალიერებული იქნა ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N25-ში მდებარე შპს „პსპ აფთიაქის“ გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:05 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბაჩანა ელიავას, ზურაბ ჯანელიძის, გურამი კუხიანიძის, ავთანდილ ფარულავას და ხვიჩა ხვიჩიას ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. ზემოხსნებული კამერა განთავსებული იყო ილია ჭავჭავაძის გამზ. N25-ში მდებარე შპს „პსპ აფთიაქის“ შესასვლელ კარებთან და აფიქსირებდა რ. თაბუკაშვილის ქ. N2-ში მდებარე „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის“ მიმართულებით ტერიტორიას. ჩანაწერის 02:26 წუთზე კადრის ზედა მხარეს ჩანს ორი ადამიანის სილუეტი, რომლებიც მოძრაობს სათვალთვალო კამერის მიმართულებით და რომლებიც ჩანაწერის 03:05 წუთზე უკვე არის კადრის მარცხენა მხარეს პარკინგზე მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან, რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩერდებიან აღნიშნულ ადგილზე. აღნიშნულ დროს ჩანს, რომ ეს არის საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის ორი მამაკაცის სილუეტი, რომელთაგან ერთერთს აქვს მოგრძო თმები, მაგრამ ვიდეო ხარისხი მათ სრულ იდენტიფიკაციის საშუალებას არ იძლევა. აღნიშნული პირები დგანან გარკვეული დროის განმავლობაში და შემდეგ გამოდიან პარკინგის მიმართულებით, სადაც გზის სავალი ნაწილის კიდესთან, მათგან ერთერთი იღებს რაღაც მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც ისინი ორივე იკარგებიან კადრის მარცხენა მხარეს მდებარე შენობაში. ჩანაწერის დაახლოებით 40 წუთზე ისინი გამოდიან შენობიდან და მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან კადრში დაფიქსირებულ ღია ფერის სატვირთოს, რის შემდეგაც გადაკვეთავენ გზის სავალ ნაწილს და მიიმალებიან. ამით დათვალიერება დასრულებული იქნა, ზემოხსენებული ჩანაწერებები დალუქული იქნა ერთ პაკეტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ლაშა მანდარიას, ნიკოლოზ კირთაძის და გამომძიებლის ბაჩანა ელიავას ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 11 მაისს, 14:40 საათიდან 15:20 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის ბაჩანა ელიავას მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ლაშა მანდარიას, ბიძინა ახვლედიანის, ნიკოლოზ კირთაძის და სულხან კოტორეიშვილის მონაწილეობით ჩატარდა შპს,,შევარდენის’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებლი ობიექტი იყო ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N24/1-ში მდებარე შპს „ შევარდენის“ გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:30, რეალური დროით 04:40 საათიდან, 04:40 საათამდე, რეალური დროით 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბაჩანა ელიავას და არსენ გაგნიძის ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. ჩანაწერში აღბეჭდილი იყო ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ N24/1-ში მდებარე მაღაზიის უკან მდებარე, შენობის ეზოს მხარეს, კლდიაშვილის ქუჩის ტერიტორია. ჩანაწერზე დაფიქსირებული დროით 04:34:18 საათზე, რეალური დროით 04:44:18 საათზე კადრის ცენტრალურ ნაწილში ჩნდება ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი; მას ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, მას ასევე აქვს ოდნავ მოშვებული წვერი, ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. ორივე მათგანს ხელში უჭირავს მუქი ფერის ორ-ორი პარკი. ამ დროს დათვალიერებაში მონაწილე ლაშა მანდარიამ აღნიშნა, რომ გრძელთმიანი პირი არის 1998 წელს დაბადებული გურამ ხერხაძე, ხოლო მეორე პირი, რომელსაც თავზე კეპიანი ქუდი ახურავს, არის 1992 წელს დაბადებული ბესო გოგუა. ასევე დათვალიერებაში მონაწილე ნიკოლოზ კირთაძემ განმარტა, რომ კადრში დაფიქსირებული კეპიანი პიროვნება არის 1992 წელს დაბადებული ბესო გოგუა. აღნიშნული პირები სწრაფი ნაბიჯით მიდიან კამერის განთავსების საპირისპირო მიმართულებით და იკარგებიან თვალთახედვის არედან. ამით დათვალიერება დასრულდა. ზემოხსენებული ჩანაწერებები დალუქული იქნა ერთ პაკეტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ლაშა მანდარიას, ნიკოლოზ კირთაძის და გამომძიებლის ბაჩანა ელიავას ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
აგრეთვე საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 12 მაისის ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 12 მაისს, 19:20 საათიდან 19:50 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის ბაჩანა ელიავას მიერ, გამომძიებლის თემური ქავთარაძის და მოწმის გურამ ხერხაძის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით ჩატარდა ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო 2016 წლის 10 მაისის, ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N31-ში მდებარე შპს „ავერსი ფარმას“ და ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. N25-ში მდებარე შპს „პსპ აფთიაქის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც დალუქული იყო ერთ კონვერტში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 33/5/1/4 ლუქის ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბაჩანა ელიავას, ლაშა მანდარიას, ნიკოლოზ კირთაძის, ბიძინა ახვლედიანის და სულხანს კოტორეიშვილის ხელმოწერები, ლუქი იყო დაურღვეველ მდგომარეობაში. ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებისას, დათვალიერებაში მონაწილე გურამ ხერხაძემ განმარტა, რომ შპს „ავერსი ფარმას“ გარე სათვალთვალო კამერაზე დაფიქსირებული ორი პიროვნებიდან ერთერთი, კერძოდ, რომელსაც აცვია ღია ფერის ტანისამოსი და აქვს გრძელი თმები, არის თავად გურამ ხერხაძე; ხოლო მეორე პირი, კერძოდ, რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი არის თენგო, მაგრამ მისივე განმარტებით, მისთვის თენგოს გვარი ცნობილი არ არის. შპს, ,,პსპ აფთიაქის“ კამერების დათვალიერებისას კადრში გამოსახული ორი პირი, რომლებიც შედიან გრძელი ნივთის გამოყენებით კადრის მარცხენა მხარეს მდებარე მაღაზიაში და შემდეგ რამდენიმე ხანში პარკებით ხელში გამორბიან მაღაზიიდან და მიიმალებიან კადრის მარჯვენა მხარეს, გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს არსებულ ჩიხში, არის თავად გურამ ხერხაძე და თენგო და სწორედ ამ დროს გარბიან მაღაზიიდან ფარულად დაუფლებულ ნივთებთან ერთად. აღნიშული ჩანაწერის გარდა გურამ ხერხაძეს დასათვალიერებლად ასევე წარედგინა 2016 წლის 11 მაისს ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N24/1-ში მდებარე შპს „შევარდენიდან“ ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც დალუქული იყო ერთ კონვერტში ლუქის N 33/5/1/4 ბეჭდით. მასზე იკითხებოდა სულხან კოტორეიშვილის, ნიკოლოზ კირთაძის, ბიძინა ახვლედიანის და ლაშა მანდარიას ხელმოწერები. ლუქი იყო დაურღვეველ მდგომარეობაში. ზემოხსენებული ვიდეოს დათვალიერებისას გურამ ხერხაძემ განმარტა, რომ კადრში გამოსახული პირები, რომლებიც მოდიან კლდიაშვილის ქუჩიდან და ხელში აქვთ პარკები, არიან გურამ ხერხაძე და თენგო, კერძოდ მოგრძო თმიანში გურამ ხერხაძემ ამოიცნო თავად მისი თავი, ხოლო მეორე პირში, რომელსაც კეპიანი ქუდი ახურავს - თენგო, ხოლო ის პარკები, რომლებიც მათ მოაქვთ, მისივე განმარტებით არის მაღაზიიდან ფარულად დაუფლებული ნივთები. ამით დათვალიერება დასრულდა. ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაილუქა ერთ კონვერტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ლუქის N 33/5/7/4 ბეჭდით. ოქმის თანახმად, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, მათ შორის გურამ ხერხაძის მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ბაჩანა ელიავას და თემურ ქავთარაძის ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 12 მაისის ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 12 მაისს, 20:15 საათიდან 20:40 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის ბაჩანა ელიავას მიერ, გამომძიებლის - თემური ქავთარაძის და მოწმის ბესო გოგუას მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით ჩატარდა ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო 2016 წლის 10 მაისს შპს ,,ავერსიდან“ და შპს „პსპ აფთიაქიდან“, ასევე 2016 წლის 11 მაისს შპს „შევარდენიდან“ ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების N33/5/7/4 ბეჭდით. მასზე იკითხებოდა ბაჩანა ელიავას, გურამ ხერხაძის და თემურ ქავთარაძის ხელმოწერები. ლუქი იყო დაურღვეველ მდგომარეობაში. დათვალიერებაში მონაწილე ბესო გოგუამ განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერებზე დაფიქსირებული ორი პიროვნებიდან, რომლებიც გვერდს უვლიან ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N31-ში მდებარე შპს „ავერსი ფარმას“ და მიდიან ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N25-ში მდებარე მაღაზიის მიმართულებით, ერთერთი არის თავად, ბესო გოგუა, კერძოდ ის, რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი; ხოლო მეორე, რომელსაც აქვს მოგრძო თმები, არის სერგო, რომლის გვარიც მისთვის უცნობია. ბესო გოგუამ კამერის ჩანაწერების დათვალიერებისას ასევე დაადასტურა, რომ მან იმ ორ პიროვნებაში, რომლებიც შედიან მარკეტში და შემდგომ რამდენიმე ხანში, მაღაზიიდან გამოდიან პარკებით ხელში და მიიმალებიან გზის სავალი ნაწილის მხარეს მოპირდაპირე ჩიხში, არის თავად ბესო გოგუა და სერგო. შპს ,,შევარდენიდან’’ ამოღებული კამერის ჩანაწერის დათვალიერებისას ბესო გოგუამ განმარტა, რომ კადრში გამოჩენილი ორი პიროვნებიდან ერთერთი, კერძოდ რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი და ხელში უჭირავს პარკი, არის თავად ბესო გოგუა, ხოლო მეორე პირი, რომელსაც აქვს მოგრძოს თმები, არის სერგო. ასევე ბესო გოგუამ დაადასტურა, რომ ის პარკები, რომლებიც მათ მოაქვთ, არის ზემოთხსენებული მარკეტიდან ფარულად დაუფლებული ნივთები. ამით დათვალიერება დასრულდა. ვიდეო კამერების ჩანაწერები დათვალიერების შემდგომ დალუქულ იქნა ერთ კონვერტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით. ოქმის თანახმად, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, მათ შორის ბესო გოგუას მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ბაჩანა ელიავას და თემურ ქავთარაძის ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის ბესო გოგუას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დგინდება, რომ ბესო გოგუას დაკავება მოხდა 2016 წლის 12 მაისს 03:15 საათზე ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის თენგიზ ბერაძის მიერ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე ინდ. მეწარმე ნანა შავგულიძის სასურსათო მაღაზიის წინ აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას. დაკავების მომენტში ის უჩიოდა მარჯვენა მუხლის ტკივილს, მასვე ორივე მკლავზე აღენიშნებოდა შრამები, რომლებიც მისივე განმარტებით მიიყენა ციხეში ყოფნის დროს. მასვე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში 2016 წლის 12 მაისს 03:30 საათიდან 03:50 საათამდე პერიოდში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მამუკა რევიშვილის მონაწილეობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მას განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და მან თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ტანთცმული შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,ნოკიას’’ მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით N571-16-30-78; შავი ფერის ტყავის საფულე, შიგ მოთავსებული მისივე პირადობის მოწმობით და წითელ ტარიანი სახრახნისი. აღნიშნული ნივთები დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების ლუქის ბეჭდით N33/6-5/48. ოქმის თანახმად, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა დაკავების ადგილზე, რასაც გაეცნო ბესო გოგუა, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ, მათ შორის ბესო გოგუას მიერ. ბესო გოგუა გადაყვანილი იქნა ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში. ბესო გოგუას დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების თენგიზ ბერაძის და მამუკა რევიშვილის ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის გურამი ხერხაძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დგინდება, რომ გურამი ხერხაძის დაკავება მოხდა 2016 წლის 12 მაისს 03:15 საათზე ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გიორგი სინაურიძის მიერ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე ინდ. მეწარმე ნანა შავგულიძის სასურსათო მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას. დაკავების მომენტში მას შუბლისა და მარცხენა ცხვირის და თვალბუდის არეში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაკაწრი დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით ვინაიდან იყო ნასვამი, არ ახსოვდა თუ სად მიიღო. მასვე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში 2016 წლის 12 მაისს 03:30 საათიდან 03:50 საათამდე პერიოდში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დიმიტრი ქურასბედიანის მონაწილებით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მას განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და მან თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი პირადობის მოწმობა. ოქმის თანახმად, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა დაკავების ადგილზე, რასაც გაეცნო გურამ ხერხაძე, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ, მათ შორის გურამი ხერხაძის მიერ. გურამი ხერხაძე გადაყვანილი იქნა ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში. გურამი ხერხაძის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების გიორგი სინაურიძის და დიმიტრი ქურასბედიანის ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანადრთული ფოტოცხრილის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 12 მაისს, 05:00 საათიდან 05:55 საათამდე პერიოდში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში 1-ლი ქუჩა N4-ში, დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის გიორგი აფხაძის მიერ ექსპერტების - გიორგი აბჟანდაძის და შალვა გაბრიჭიძის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დიმა ქურასბედიანის და ქონების მესაკუთრის ნინო შავგულიძის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში, სადაც მისასვლელი იყო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გავლით. უშუალოდ შემთხვევის ადგილს წარმოადგენდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში პირველი ქუჩა N4-ში მცხოვრები ნანა შავგულიძის კუთვნილ მარკეტი, რომელიც იყო ერთსართულიანი კაპიტალურად ნაგები შენობა. მარკეტს ჰქონდა ერთფრთიანი მეტალოპლასტმასის კარი. კარებს გარეთა მხრიდან გაკეთებული ჰქონდა ლითონის ე.წ. ,,ჟალუზი’’. მარკეტს წინა მხარეს - მარჯვნივ და მარცხნივ ჰქონდა ორ-ორი ფანჯარა, რომელთა დიამეტრი იყო 206X114 სმ. აღნიშნული მარკეტის მარჯვენა წინა მხარეს დაზიანებული იყო ერთი ერთეული მინის ფანჯარა, რომლის მინა სანახევროდ ქვედა მხარეს იყო მთლიანად ჩამტვრეული. მინა იყო ორმაგი და დაზიანებული და მთლიანად დამტვრეული იყო ფანჯრის მინების შიგა და გარე მხარეები, რომლის ნამტვრევები მიმობნეული იყო მარკეტის მარჯვენა მხარეს ფანჯარასთან, რომელიც იყო ჩამტვრეული. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ ინდ. მეწარმე ნანა შავგულიძის კუთვნილი მარკეტის ფანჯრის მინების ნამსხვრევებიდან აღებული იქნა ოთხი ხელის კვალი, რომლებიც დაილუქა ექსპერტების მიერ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD686280 პოლიეთილენის პარკში N1 პაკეტად. აღნიშნული მარკეტის დაზიანებული ფანჯრის წინ გარეთა მხარეს ქუჩაში დაყრილი იყო ერთი ერთეული მოწითალო ფერის სააბავშვო სათამაშო გიტარა, რომელიც მოთავსებული იყო თავისივე ჩასადებ პოლიეთილენის ჩანთაში; ერთი ერთეული სხვადასხვა ფერის საბავშვო სათამაშო პლასტმასის ასაწყობი კუბიკები თავისივე პოლიეთილენის ჩანთაში და ტელევიზორის ე.წ. შავი ფერის პლასტმასის სეთთოფბოქსი, საფირმო ნიშნით TV STAR, რომლებიც ამოღებული იქნა და დაილუქა ექსპერტების მიერ NFCI518719 პოლიეთილენის N2 პარკში. აღნიშნულ მარკეტში განთავსებული იყო სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, სხვადასხვა დასახელების სიგარეტები, ხილ-ბოსტნეული, პირადი მოხმარების საოჯახო ნივთები და სხვადასხვა სახის საბავშვო სათამაშოები. მარკეტის დათვალიერების დროს მარკეტიდან აღნიშნული ნივთების გარდა, მარკეტის მესაკუთრის ნანა შავგულიძის განმარტებით სხვა რაიმე ნივთი ან საგანი მოპარული არ იყო და არც შესასვლელი კარები და არც სხვა ფანჯრები დაზიანებული არ იყო. მისი განმარტებით, გიტარა და ასაწყობი კუბიკები იყო მისი მარკეტიდან მოპარული სათამაშოები და იყო მისი კუთვნილება; ასევე აღნიშნული სეთთოფბოქსი თავისივე სადენებით იყო მისი კუთვნილება და მომძვრალი იყო მის კუთვნილ მარკეტში ჩამტვრეულ ფანჯარასთან არსებული ტელევიზორიდან. ამით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა, რა დროსაც შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ ნიკონის ფირმის ციფრული ფოტოაპარატით. ოქმის თანახმად, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - გიორგი აბჟანდაძის, შალვა გაბრიჭიძის და გამომძიებლის გიორგი აფხაძის ჩვენებებით(იხ. სხდომის ოქმი).
გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე საქმეს თან ერთვის შეტყობინება №1132682; შეტყობინება №1132638; შეტყობინება №1157110; მიმართვის წერილები შპს ,,ავერსი ფარმას’’ და შპს,,პსპ აფთიაქს’’; შპს,,ავერსი ფარმას’’ ვიდეოთვლების დათვალიერების ოქმი(10.05.2016წ.), რომლის თანახმადაც გამომძიებლის ბაჩანა ელიავას მიერ ირინე დოღონაძის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით დათვალიერებული და ამოღებული იქნა ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. №31-ში მდებარე შპს,,ავერსი ფარმას’’ გარე ვიდეო სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:10 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეო ჩანაწერები, მათგან ერთერთი კამერის ჩანაწერში ფიქსირდება რ.თაბუკაშვილის ქ.N2-ში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მიმართულებით ტერიტორია, ხოლო მეორე კამერის ვიდეო ჩანაწერში - წინა კამერის საპირისპირო მიმართულებით, ანუ ი.ჭავჭავაძის გამზირი N25-ში მდებარე ციალა ახალაძის კუთვნილი მარკეტის მიმართულებით ტერიტორია და ვიდეო ჩანაწერში ფიქსირდება ორი პიროვნების მოქმედებები; ,,პსპ აფთიაქის’’ ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმი(10.05.2016წ.), რომლის თანახმადაც გამომძიებლის ბაჩანა ელიავას მიერ ნინო ცაგარეიშვილის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით დათვალიერებული და ამოღებული იქნა ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. №25-ში მდებარე ,,პსპ აფთიაქის’’ გარე ვიდეო სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:05 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ფიქსირდება რ.თაბუკაშვილის ქ.N2-ში მდებარე ,,მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის’’ მიმართულებით ტერიტორია და ვიდეო ჩანაწერში ფიქსირდება ორი პიროვნების მოქმედებები; მიმართვა პოლიციის განყოფილებებს ფოტოსურათებით(11.05.2016წ.); შპს,,შევარდენის’’ ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმი(11.05.2016წ.), რომლის თანახმადაც გამომძიებლის ბაჩანა ელიავას მიერ არსენ გაგნიძის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით დათვალიერებული და ამოღებული იქნა ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. №24/1-ში მდებარე შპს,,შევარდენის’’ გარე ვიდეო სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:30 საათიდან 04:40 საათამდე (რეალური დროით 04:40 საათიდან 04:50 საათამდე) დროის მონაკვეთის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ფიქსირდება ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ N24/1-ში მდებარე მაღაზიის უკან მდებარე, შენობის ეზოს მხარეს, კლდიაშვილის ქუჩის ტერიტორია და ვიდეო ჩანაწერში ფიქსირდება ორი პიროვნება, რომლებსაც ორივეს ხელში უჭირავს მუქი ფერის ორ-ორი პარკი; 2016 წლის 12 მაისის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად გამომძიებლის თემურ ქავთარაძის მიერ დათვალიერებული და ამობეჭდილი იქნა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურიდან გადმოგზავნილი CD-R დისკზე ჩაწერილი 2016 წლის 10 მაისს, ქ.ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N25-ში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტომასალა; ნასამართლობის შესახებ ცნობები; ცნობები ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; ცნობები პრობაციის ბიუროდან; ცნობები სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 მაისის განაჩენი ბესო გოგუას მიმართ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება ამნისტიის გამოყენების შესახებ ბესო გოგუას მიმართ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენი ბესო გოგუას მიმართ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენი გურამ ხერხაძის მიმართ; ცნობა სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ ბესო გოგუას მიმართ; დადგენილება სისხლის სამართლის საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ.
ზემოაღნიშნული დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებული გარემოებები დადასტურებული იქნა საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების შედეგად, კერძოდ: საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები - შპს ,,ავერსი ფარმას“, შპს ,,პსპ აფთიაქის“ და შპს ,,შევარდენის“ ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერი DVD-R დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა CD-R დისკებზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბოქლომი, ლითონის მილი, პლასტმასის ასაწყობი კუბიკები, სათამაშო გიტარა და სეთბოქსი; პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სახრახნისი, ტყავის საფულე, პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი, რომლებიც შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებთან და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან და რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულების - ბესო გოგუას და გურამ ხერხაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის N041140216002 და N041230316001 საქმეებზე შეკრებილი ბრალდების მხარის უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულების - მანანა ჭეიშვილის და ნელი ალავიძის ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ილია მარგველაშვილის, ლაშა მანდარიას, სერგო კვინიკაძის, ბესიკ ჯღარკავას, მამუკა გოლეთიანის, ჟანა არზიანის, მაია ჩომახაშვილის, რაინდი ტურაბელიძის, მზია ტურაბელიძის, ეთერ კაკურიას, შალვა გაბრიჭიძის ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულ გურამ ხერხაძის გამოკითხვის ოქმები(14.02.2016წ. 01.04.2016წ. 27.04.2016წ.); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი(14.02.2016წ.); ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები(14.02.2016წ.); ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი გურამ ხერხაძის და მაკა ხერხაძის მონაწილეობით(14.02.2016წ.); გურამ ხერხაძის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი(14.02.2016წ.); საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი(14.02.2016წ.); ოქმები პაკეტის გახსნისა და დალუქვის შესახებ(14.02.2016წ.); მანანა ჭეიშვილის განცხადება; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი(23.03.2016წ.); ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი(23.03.2016წ.); საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი(01.04.2016წ.); ოქმები ფოტომასალის დათვალიერების შესახებ და ფოტოცხრილი(23.03.2016წ. 02.04.2016წ.); ნიმუშის აღების ოქმი(02.04.2016წ.); დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N103/დ და N112/დ დასკვნები; შეტყობინებები N716785 და N716755; ნასამართლობის შესახებ ცნობები; ცნობები პრობაციის ბიუროდან; ცნობები ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; ცნობები სოც. მომსახურების სააგენტოდან; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენი; საქმეზე დართული საგნები და ნივთები - სისხლის სამართლის N041140216002 საქმეზე ამოღებული გურამ ხერხაძის პალტო, სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი ერთ დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკზე; ასევე, სისხლის სამართლის N041230316001 საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, თორმეტი ცალი დაქტილოფირი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად - ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ გურამ ხერხაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მანანა ჭეიშვილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნელი ალავიძის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებს.
საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებულები - ბესო გოგუა და გურამი ხერხაძე, რომელთა ჩვენებებითაც ნაწილობრივ დადასტურებული იქნა დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებში, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, კერძოდ:
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ბესო გოგუამ თავი არ სცნო დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა შემდეგი: გურამ ხერხაძეს იცნობს 2014 წლიდან და არის მისი ნათლია. 2016 წლის 11 მაისს, საღამოს ის და გურამ ხერხაძე იმყოფებოდნენ ქ.ქუთაისში, საპატრულო პოლიციასთან არსებულ რესტორანში და სვამდენენ ალკოჰოლურ სასმელს. დაახლოებით სამი-ოთხი საათის შემდეგ გამოვიდნენ აღნიშნული რესტორნიდან და ფეხით წამოვიდნენ ე.წ. ,,სამტრედიის’’ ხიდის მიმართულებით, რადგან მოკლე გზით მისულიყვნენ სახლში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ისინი აღმოჩნდნენ ნანა შავგულიძის მაღაზიასთან. უკვე 12 მაისი იყო, გვიან ღამით. ვინაიდან ისინი ცოტათი ნასვამები იყვნენ, ხუმრობდნენ ქუჩაში, რა დროსაც მათ წინ იდგა ჰუნდაის მარკის ,,ბრონზეს’’ ფერის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჰაერში გაისროლეს, მოუწოდეს მათ ძირს დაწოლილიყვნენ და თან მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფები. ბრალდებულის განმარტებით, ვინაიდან მათ არაფერი არ დაუშავებიათ, ისინი არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას და მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ჩატყდა მაღაზიის მინა, რადგან ბესო გოგუას ფეხი მოუხვდა და მაღაზიიდან როგორც ახსოვს, რაღაც გადმოიყარა. აღნიშნულის შემდეგ, ისინი პოლიციის თანამშრომლებმა დააწვინეს გზაზე და ვინაიდან მას ასთმა აწუხებს, გვერდებში ავტომატის დარტყმების შედეგად შეეკრა სუნთქვა და გახდა ცუდად. ერთერთმა პოლიციის თანამშრომელმა, როგორც ახსოვს, მამუკა რევიშვილმა წამალი მიაწოდა მას. შემდეგ ისინი გადაიყვანეს ქვიტირის განყოფილებაში, სადაც შეადგინეს ოქმი და დაუწერეს, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა. მან გადაიკითხა ოქმი, სადაც ეწერა თუ რა ნივთები იყო და ისე მოაწერა ხელი, თან გურამ ხერხაძესაც უთხრა, რომ წაეკითხა მასაც თავისი ოქმი, რომ რამე არ გაეკეთებინათ. ბრალდებულის განმარტებით, მან ოთხჯერ წაიკითხა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და მასში ეწერა მარტო ის ნივთები, რაც მისი იყო, კერძოდ საფულე, ტელეფონი და პირადობა, სხვა მეტი რაიმე არ ეწერა, არც არანაირი სახრახნისი ფიგურირებდა, რაც შემდეგ აღმოჩნდა ოქმში. განყოფილებიდან ისინი წაიყვანეს და შეამოწმეს სიმთვრალეზე, რა დროსაც მას დაუდგინდა ცოტა ნასვამობა, დილით კი წაიყვანეს სამტრედიაში დრ. მოთავსების იზოლატორში, სადაც არ მიიღეს, რადგან ადგილები არ იყო და შემდეგ წაიყვანეს ბაღდათში. საღამოს მასთან შევიდა პირველი განყოფილების გამომძიებელი ილია სირაძე, რომელიც ადრე იყო პოლიციის მესამე განყოფილებაში და მან შეუკერა საქმე 2010 წელს, როდესაც გაასამართლეს. აღნიშნულმა გამომძიებელმა მას უთხრა, რომ ქურდობები იყო მომხდარი, ის ჩანდა კამერის ჩანაწერში და სთხოვდა აღიარებას, რაზედაც ის არ დაეთანხმა. რაც შეეხება, ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ქურდობის ფაქტს, მან აღნიშნულის შესახებაც ქვიტირის განყოფილებაში ყოფნის დროს გაიგო, სადაც მისულები იყვნენ პოლიციის მეოთხე განყოფილებიდან, დაათვალიერებინეს რაღაც ვიდეოჩანაწერები და ჰკითხეს თუ იყო ჩანაწერში არსებული პიროვნება თვითონ, რაზედაც მან განუცხადა, რომ არ იყო და მაშინ უთხრეს, რომ მას ბრალად ედებოდა წინა დღეებში მომხდარი, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მაღაზიის ქურდობის ფაქტი, რა დროსაც წაღებული იყო რაღაც სიგარეტები. როგორც მას უთხრეს, უკვე წინა დღეს ამოცნობილი ჰყავდათ ის ვიდეოჩანაწერში, კერძოდ კამერაში ამოიცნო მიშა გიგაურმა; ბრალდებულის განმარტებით, ის კარგად იცნობს მიშა გიგაურს და ლაშა მანდარიას, რომლებთანაც მას შეხება ჰქონდა ციხეში; მან არაფერი არ იცის ასევე აღნიშნულ მაღაზიის ქურდობასთან დაკავშირებით და აბრალებენ. დრ. მოთავსების იზოლატორში შესული ივნენ პოლიციის მეოთხე განყოფილებიდან, რომლებსაც მან განუმარტა, რომ ადვოკატის გარეშე იყენებდა დუმილის უფლებას, მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით იტყოდა, რაც იყო. გამომძიებლებმა მას უთხრეს, რომ თუ აღიარებდა, გირაოთი გაუშვებდნენ და ვინაიდან მას ჰქონდა ოჯახური პრობლემები, ამის გამო დათანხმდა, რომ ეღიარებინა მის მიერ არ ჩადენილი ქმედებები და გასულიყო გარეთ, იქაც დაათვალიერებინეს ვიდეო ჩანაწერი და თქვა, რომ ის იყო, თუმცა შემდეგ ის მაინც არ გამოუშვეს გარეთ, რის გამოც მან აღარ ცნო თავი დამნაშავედ(იხ. სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გურამი ხერხაძემ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ სრულად ცნო თავი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მანანა ჭეიშვილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნელი ალავიძის ეპიზოდი)წარდგენილ ბრალდებებში და ზემოაღნიშნულ ბრალდების ნაწილში სადავოდ არ გახადა რაიმე ფაქტობრივი გარემოება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ციალა ახალაძის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით(დაზარალებულ ნანა შავგულიძის ეპიზოდი)წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა შემდეგი: 2016 წლის 11 მაისს, ღამით ის და ბესო გოგუა იმყოფებოდნენ ქ.ქუთაისში, საპატრულო პოლიციის შენობის წინ მდებარე რესტორანში, საიდანაც ნასვამები გამოვიდნენ გვიან და წავიდნენ სახლისკენ, ე.წ ,,სამტრედიის ხიდის მიმართულებით’’. იქვე იყო მაღაზია და მივიდნენ, რადგან სიგარეტის ყიდვა უნდოდათ, მაგრამ მაღაზია დაკეტილი დახვდათ. ამ დროს იქვე მდგარი მანქანიდან გადავიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებთანაც მათ მოუხდათ ჩხუბი, მათ გაქცევა სცადეს, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა გაისროლეს. ბრალდებულის განმარტებით, ჩხუბის დროს ჩატყდა მათი მხრიდან მინა და არა ქურდობის მცდელობის დროს, რა დროსაც გადმოიყარა ის ნივთები, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა სასამართლოში. ჩხუბის დროს ბესო გოგუა გახდა ცუდად და ერთერთმა პოლიციის თანამშრომელმა მისცა წამალი. იქ ასევე ფარცხანაყანების პოლიციის თანამშრომელი შევიდა მაღაზიის მეპატრონესთან, გააღვიძეს და უთხრეს, რომ მაღაზიას უტეხავდნენ და შემდეგ გავიდა მაღაზიის წინ მცხოვრები ერთი ადამიანი; ისინი კი გადაიყვანეს გზაზე და დააწვინეს, დაურეკეს პოლიციის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც მივიდნენ ადგილზე და გააფორმეს ოქმი, რომ ისინი დაკავებული იყვნენ ქურდობის მცდელობის ფაქტზე და წაიყვანეს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში. ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში მივიდა პოლიციის მე-4 განყოფილების რამდენიმე თანამშრომელი და მიიტანეს რამდენიმე საქმე, რომელთაგან ერთ-ერთი დაუტოვეს და წაუყენეს ბრალად. მათ აჩვენეს ერთი ვიდეო კამერის ჩანაწერები და მათაც განუცხადეს, რომ თავს არ ცნობდნენ დამნაშავედ. შემდგეგ ისინი წაიყვანეს სამტრედიის დრ. მოთავსების იზოლატორში, სადაც არ მიიღეს ადგილების არქონის გამო და იქედან წაიყვანეს ბაღდათის დრ. მოთავსების იზოლატორში, სადაც შემდეგ შევიდნენ გამომძიებლები და მას უთხრეს, რომ ისეთი წარსული ჰქონდა, ერთი და იგივე ხასიათის ქურდობები იყო და თუ ყველას აღიარებდა, გირაოთი გაუშვებდნენ გარეთ, ორივეს დაჭერას აზრი არ ჰქონდა და ერთერთი მაინც გავიდოდა გარეთ, თუ ვიღაც ნებისმიერ პიროვნებას დაასახელებდა. აღნიშნულის გამო, მანაც დაასახელა ვიღაც პიროვნების სახელი ჭავჭავაძის გამზ. მდებარე მაღაზიის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით; აღიარა დანაშაული იმ პირობით, რომ ბესო გოგუა უნდა გაეშვათ, ხოლო მას პირობითი ჰქონდა, ასევე ორი საქმე მინდინარეობდა მის მიმართ სასამართლოში და მანაც აღიარა ის, რაც არ იყო მისი გაკეთებული; შემდეგ უნდა გაკეთებულიყო საპროცესო, მაგრამ არ მოხდა. ბრალდებულის განმარტებით, ფარცხანაყანების განყოფილებაშიც და ბაღდათშიც მას აჩვენეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ორი პიროვნება მიდის ცელოფნებით ხელში, ხოლო დანარჩენი ვიდეოჩანაწერები, არცერთი არ უნახავს. მისივე განმარტებით, მან როდესაც ვიდეოჩანაწერის დათვალიერების დროს დაასახელა სხვა პიროვნება და დაადასტურა, რომ მეორე პიროვნება თვითონ იყო, იმ მომენტისათვის მან არ იცოდა ბესო გოგუა აღიარებდა თუ არა(იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების განმარტებას მათი უდანაშაულობის თაობაზე მათ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (დაზარალებულ ციალა ახალაძის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლით(დაზარალებულ ნანა შავგულიძის ეპიზოდი)წარდგენილ ბრალდებებში; ასევე ვერ გაიზიარებს 2016 წლის 12 მაისს, წყალტუბოს რაიონის სოფ. ქვიტირში მდებარე ნანა შავგულიძის მაღაზიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათ მიერ განმარტებულ მათეულ ვერსიას, ჩვენებებში მითითებულ გარემოებებს მათ დაკავებასთან და სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერებასთან დაკავშირებით და რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ნანა შავგულიძის მაღაზიიდან ნივთების ქურდობის მცდელობის ფაქტს და არც ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. N25-ში მდებარე ციალა ახალაძის მაღაზიიდან სიგარეტების და ფულადი თანხის ქურდობის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საფუძველს მოკლებულია მათივე ჩვენებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულებით, რაც გააბათილებდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მათი გაზიარების საფუძველი გახდებოდა. ბრალდებულების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო, არადამაჯერებელი, არათანმიმდევრულია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს, ასევე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ ურთიერთშეთანხებულ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მათი ერთობლიობაში განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ასევე ნაწილობრივ დასტურდება თვით ბრალდებულების ჩვენებებითაც, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებენ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობითი და ნივთიერ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი გარემოებების სისწორეს. დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც გააბათილებდა ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს და არგუმენტაციას და მისი გაზიარების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. ეჭვგარეშეა, რომ ბრალდებულების ამგვარი პოზიცია მიმართულია მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავის არიდებისაკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. იმისათვის, რომ აღნიშნული მუხლი პირს ბრალად შეერაცხოს, უნდა არსებობდეს მისი მხრიდან სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ასევე, სასამართლო შეეხება ზემოაღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქართველოს სსკ-ის 23-ე მუხლის თანახმად, დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი განმარტავს, რომ როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა; ხოლო საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის დისპოზიციაში აღნიშნულია, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის თანახმად, ,,არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას’’. აგრეთვე, ერთერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქურდობის ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. მაკვალიფიცირებელი გარემოების სახით წარდგენილი საცავში უკანონო შეღწევის დასაბუთების მიზნით სასამართლო განმარტავს ,,საცავში უკანონო შეღწევის’’ არსს და მიუთითებს, რომ შეღწევა უკანონოა თუ ის ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, ვისაც ამის უფლება არა აქვს. განსახილველ შემთხვევაში შეღწევის უკანონობა გულისხმობს, რომ ზემოაღნიშნულ პირებს არც საკუთრების და არც სხვა სახის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე არ გააჩნდათ სხვის (დაზარალებულების) მაღაზიაში შესვლის თავისუფლება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს ქმედება ჩადენილია თუ არა საცავში უკანონო შეღწევით, საჭიროა დამნაშავემ ქონების დაუფლების მიზნით გადალახოს წინააღმდეგობა, შეაღწიოს საცავში და დაეუფლოს ქონებას. ასევე სავალდებულოა ფაქტის დადგენა, რომ ნივთის დაუფლების განზრახვა წარმოშობილი იყოს საცავში შეღწევამდე, რადგან ამ განზრახვის გარეშე საცავში ყოფნა, იქ ყოფნის დროს ამ მიზნის წარმოშობა და შემდეგ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ამ მაკვალიფიცრებელი გარემოების არსებობას გამორიცხავს.
რაც შეეხება დანაშაულის მცდელობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, მათი სიღრმისეული ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ბესო გოგუას მიერ ჩადენილია მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ყველა ელემენტს, ხოლო ბრალდებულის გურამი ხერხაძის მიერ ჩადენილია მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ყველა ელემენტს, რაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე როგორც გამოკვლეული, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულების ბესო გოგუას და გურამი ხერხაძის მიერ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ დადასტურებულია, რომ ბესო გოგუამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ხოლო გურამი ხერხაძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ე.ი ბესო გოგუამ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; ხოლო გურამი ხერხაძემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით(დაზარალებულ ციალა ახალაძის ეპიზოდი). შესაბამისად მათ მსჯავრი უნდა დაედოთ აღნიშნული კვალიფიკაციით.
ასევე, დადასტურებულია, რომ ბესო გოგუამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ხოლო გურამი ხერხაძემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ე.ი ბესო გოგუამ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; ხოლო გურამი ხერხაძემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნანა შავგულიძის ეპიზოდი). შესაბამისად მათ მსჯავრი უნდა დაედოთ აღნიშნული კვალიფიკაციით.
ასევე, დადასტურებულია, რომ გურამი ხერხაძემ ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ე.ი გურამი ხერხაძემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით(დაზარალებულ მანანა ჭეიშვილის ეპიზოდი). შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
ასევე, დადასტურებულია, რომ გურამი ხერხაძემ ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ე.ი გურამი ხერხაძემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნელი ალავიძის ეპიზოდი). შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას იმის შესახებ, რომ ბრალდებულებს - ბესო გოგუას და გურამ ხერხაძეს არ ჩაუდენიათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით(დაზარალებულ ციალა ახალაძის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლით(დაზარალებულ ნანა შავგულიძის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები და რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებითაც დადასტურდებოდა ბრალდებულების მიერ ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რის გამოც დაცვის მხარის მტკიცებით ისინი უნდა გამართლდეს ზემოაღნიშნული ბრალდების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, როგორც ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს, ასევე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ ურთიერთშეთანხებულ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მათი ერთობლიობაში განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. დაცვის მხარის მოსაზრებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ამავე დროს გარდა ბრალდებულების არასარწმუნო ჩვენებებისა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან, არაა წარმოდგენილი და გამოკვლეული სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს, არგუმენტაციას, გონივრულ ეჭვს ბესო გოგუას და გურამი ხერხაძის ბრალეულობის შესახებ ზემოაღნიშნული ბრალდების ნაწილში და მისი გაზიარების საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მტკიცებამ ბრალდებულების უდანაშაულობის შესახებ, სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი ბრალდებულის გურამი ხერხაძის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2017 წლის 09 თებერვალს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების - ბესო გოგუას და გურამი ხერხაძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ბრალდებულის გურამი ხერხაძის მიმართ; დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგს, ასევე ბრალდებულების ასაკს(ბრალდებული გურამი ხერხაძე არასრულწლოვანი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლებით(დაზარალებულ მანანა ჭეიშვილის ეპიზოდი) და (დაზარალებულ ნელი ალავიძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით(დაზარალებულ ციალა ახალაძის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლით(დაზარალებულ ნანა შავგულიძის ეპიზოდი)
გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამდე ერთი თვით ადრე გახდა სრულწლოვანი), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.
ასევე ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა მოსაზრებანი.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
სასამართლო კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გურამი ხერხაძის მიმართ ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლის მოთხოვნებს და მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად, ,,არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი’’; 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს’’. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს; ხოლო 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.
საქმეში წარმოდგენილი განაჩენის მიხედვით, ბრალდებული გურამი ხერხაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით გასამართლებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის და მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის მინიმალურ ზღვარზე ნაკლები ან უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის, ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესაძლებლობა არ არსებობს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მართალია, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მთავარ მიმართულებას, რომ მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, რამაც, თავის მხრივ, ასახვა ჰპოვა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომელიც არაერთ შესაძლებლობას ითვალისწინებს არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭოს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, მაგრამ ამავე კოდექსით დადგენილი, გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც უკვე მსჯავრდებულ და ნასამართლობის მქონე არასრულწლოვნის მიმართ მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნის წესს უკავშირდება, შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის გურამი ხერხაძის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება არასრულწლოვნების დროს ჩადენილი ქმედებების ნაწილში. სასჯელის ამ სახის განსაზღვრა არც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახულ შეფასებებთან იქნება წინააღმდეგობაში.
აგრეთვე სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა და მოცემული დანაშაულები მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების და აგრეთვე ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულების პიროვნების, ასაკის, მათი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობების და ბრალდებულ გურამი ხერხაძის მიმართ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს - ბესო გოგუას და გურამი ხერხაძეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ასევე გასათვალისწინებელია გურამი ხერხაძის მიმართ ის გარემოება, რომ ის ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის დროს განზრახი დანაშაულებისათვის ნასამართლობის მქონე იყო თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის(კერძოდ: ბათუმი საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლებით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი ,,დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის...’’, რის გამოც ადგილი არ აქვს დანაშაულის რეციდივს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობის დროს დანიშნული სასჯელების შთანთქმა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ხოლო ბესო გოგუას მიმართ ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს და სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს დანიშნული სასჯელების შთანთქმა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული გურამი ხერხაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 03 (სამი) წლით გამოსაცდელი ვადით და ვინაიდან მან, როგორც დადგენილია, პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. - ბესო გოგუა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ციალა ახალაძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- ბესო გოგუა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნანა შავგულიძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბესო გოგუას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბესო გოგუას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2016 წლის 12 მაისიდან.
ბესო გოგუას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
2. - გურამი ხერხაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მანანა ჭეიშვილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- გურამი ხერხაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნელი ალავიძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- გურამი ხერხაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ციალა ახალაძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04(ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- გურამი ხერხაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით(დაზარალებულ ნანა შავგულიძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გურამი ხერხაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გურამი ხერხაძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გურამი ხერხაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გურამი ხერხაძეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2016 წლის 12 მაისიდან.
გურამი ხერხაძის მიმართ სისხლის სამართლის N069120516001 საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
გურამი ხერხაძის მიმართ სისხლის სამართლის N041140216002 საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.
გურამი ხერხაძის მიმართ სისხლის სამართლის N041230316001 საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.
3. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N069120516001 საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული შპს ,,ავერსი ფარმას“, შპს ,,პსპ აფთიაქის“ და შპს ,,შევარდენის“ ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერი DVD-R დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა CD-R დისკებზე; ხელის შვიდი კვალი; ასევე, სისხლის სამართლის N041140216002 საქმეზე ამოღებული სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი ერთ დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკზე; ასევე, სისხლის სამართლის N041230316001 საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, თორმეტი ცალი დაქტილოფირი - დაერთოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N069120516001 საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული პლასტმასის ასაწყობი კუბიკები, სათამაშო გიტარა და სეთბოქსი - დაუბრუნდეს დაზარალებულს ნანა შავგულიძეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
5. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N069120516001 საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ბოქლომი - დაუბრუნდეს დაზარალებულ ციალა ახალაძეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N069120516001 საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ბესო გოგუას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტყავის საფულე, პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს ბესო გოგუას ან, მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
7. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N069120516001 საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლითონის მილი და ბესო გოგუას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სახრახნისი - განადგურდეს.
8. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N041140216002 საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული გურამ ხერხაძის პალტო - დაუბრუნდეს გურამი ხერხაძეს ან, მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი ბესო გოგუას მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი გურამი ხერხაძის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულ გურამი ხერხაძის ან/და მისი ადვოკატის მიერ სასჯელის დანიშვნის სხდომიდან -2017 წლის 09 თებერვლიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილი