განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს----------–--- სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ა---––---- რაიონული სასამართლო
საქმე #1/008-18წ. 20 მარტი, 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - ე-–------------------–-–---–-;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ს------------------- - ს----------–--- მოქალაქე, დაბადებული 1---------წელს, პ/ნ 2---------- მის: ქ.თ---–--- ვ---------–------- მ-----------------------------------
ადვოკატი - პ----- მ-----–-–---–ი;
კვალიფიკაცია: ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 22 ნოემბერს ს------------------- მივიდა სასაზღვრო პოლიციის N- სამმართველოს ა---––------ სექტორის ,,ვ--–--" დასაცავი მონაკვეთის N----------- სასაზღვრო ნიშნის რაიონში გამავალ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან და ცდილობდა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ აღკვეთილი იქნა მისი ქმედება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა ს-------------------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები-გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა N1, მოწმეების ი--------------, გ-------------–----, გამოკითხვის ოქმები, ს------ ჭ----------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც სადავო მტკიცებულებანი, რაც არსებით სხდომაზე მხარეებმა გახადეს უდაოდ.
ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია. სასამართლოს დასკვნა ს------ ჭ----------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 19.344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
ს------ ჭ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს ს----------–--- სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ს-------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს------ ჭ----------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ს------ ჭ----------ის წარსულში ნასამართლობის ფაქტებს, კერძოდ, ს----- ჭ----------ე რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის #---------- წ. განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და მესამე ნაწილის ”დ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, ს----------–--- სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, ს----------–--- სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 01(ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე 01(ერთი) წელი ჩაეთვალა პირობითად და ს----------–--- სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02(ორი) წელი. ს----------–--- სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.
ასევე, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 01 ოქტომბრის #--------- განაჩენით ს------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით და ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. ს------------------- ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით და ძირითადი სასჯელის ზომად ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, ამასთან, ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე ს-------------------ს დამატებითი სასჯელის სახით - 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა (აეკრძალა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს-------------------ს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, ამასთან, ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე ს-------------------ს დამატებითი სასჯელის სახით - 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა (აეკრძალა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რ--------ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ს------ ჭ----------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ს------ ჭ----------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა რ--------ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2012 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ს------ ჭ----------ის მიმართ დანიშნული და რ--------ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ ს----------–--- კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს-------------------ს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ამასთან ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე ს-------------------ს დამატებითი სასჯელის სახით - 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა (აეკრძალა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 2- ი--–-------.
ს-------------------მ 2013 წლის 01 ოქტომბრის #--------- განაჩენის საფუძველზე სასჯელაღსრულებით დაწესებულება დატოვა სასჯელის მოხდის შემდეგ 2015 წლის 23 იანვარს.
ს----------–--- სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება: მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.
ამავე კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
ხოლო, ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ს------------------- გასამართლებულია ს----------–--- სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო დანიშნული სასჯელი მოიხადა 2015 წლის 23 იანვარს, შესაბამისად, ითვლება ნასამართლევ პირად. რის გამოც განსაზღვრული სასჯელი ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ნივთიერი მტკიცებულება:
შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდი 3--------------, 3-------------- შიგნით მოთავსებული ჯ------–-- ფირმის სიმბარათი ნომრით 5----------- რომელიც ინახება ა---––---- რაიონულ სასამართლოში დაუბრუნდეს ს-------------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა ს----------–--- სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს------------------- (პ/№ 2----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ ს----------–--- სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
2. ს------ ჭ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს უზრუნველყოფამდე პატიმრობა გაუქმდეს. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 22 ნოემბრიდან.
3. ნივთმტკიცება:
შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდი 3--------------, 3-------------- შიგნით მოთავსებული ჯ------–-- ფირმის სიმბარათი ნომრით 5----------- რომელიც ინახება ა---––---- რაიონულ სასამართლოში დაუბრუნდეს ს-------------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი