გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
240210118002309296
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 24---------------- (2/136-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.03.2018 წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - სს ”კრ----------ი”

წარმომადგენელი - ა-–--–---–-------

მოპასუხე - კ------------

მოპასუხე - ი--------------

მოპასუხე - თ--------–-------–---–-

მოპასუხე - ე--------------

მოპასუხე - ნ------------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების - კ------------, ი--------------, თ--------–-------–---–-, ე--------------, ნ------------------, მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ, სოლიდარულად 22 104,51 ლარის ანაზღაურების დაკისრება.ამასთანავე, მოპასუხე კ-----------ის მიმართ 267,92 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს, სს "კრ----------ის" მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებათ დავალიანება 22 104,51 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 1-755,59 ლარი, სარგებელი - 6506,48 ლარი, სადაზღვევო პრემია - 787,50 ლარი, ჯარიმა - 21,74 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე - 33,20 ლარი. დღეის მდგომარეობით კ---------------ის აქვე დამტებით ბარათზე ერიცხება დავალიანება 267,92 ლარი - საიდანაც ძირი თანხა არის - 172,58 ლარი. ჯარიმა 41,59, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა 6,84 ლარი, პროცენტი 4,91 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის (კაპიტალის) ნაწილში.

მოპასუხე კ------------მ სცნო ბარათზე არსებული დავალიანება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 09 ნოემბერს სს "კრ----------"-სა და მოპასუხე კ------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #1-------------, რომლის საფუძველზე მსესხებელ კ------------ზე გაიცა სესხი 18 000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, 2.18%-ის ოდენობით ყოველთვიური კლებადი სარგებლის დარიცხვით. მოპასუხე კ------------მ იკისრა ვალდებულება სესხის დაბრუნება უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხდნენ პირგასამტეხლოზე, პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 5 %-ის ოდენობით, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. 2016 წლის 09 ნოემბერს სს "კრ----------ი"-სა და მოპასუხე კ------------ს შორის გაფორმდა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება №W-------------, ბარათის ლიმიტის მოცულობა შეადგენდა 390,00 აშშ დოლარს, ხოლო ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ ჯარიმაზე შემდეგი წესით პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 5 %-ის ოდენობით, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით,მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ხოლო ხელშეკრულება №W------------- შემთხვევაში პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 5 %-ის ოდენობით, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველი მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით,მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება - №1------------- ს. ფ. 23-26;

- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 27;

-

- სესხის ხელშეკრულება - № W------------- ს. ფ. 28-34;

- სესხის ხელშეკრულება - № W------------- ს. ფ. 35-41;

 

3.2.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელმა კ------------მ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სიცოცხლის დაზღვევა, გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იქნებოდა გამსესხებელი. მსესხებელმა კი იკისრა ვალდებულება სრულად და დროულად დაეფარა სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება

 

3.2.3. 2016 წლის 09 ნოემბერს სს "კრ----------"ს , კ-----------ის თავდებობის თაობაზე, განცხადებებით მიმართეს ი--------------მ, თ--------–-------–---–მა, ე--------------მ და ნ------------------მ, იმავე დღეს, ი--------------სთან, თ--------–-------–---–თან, ე--------------სთან და ნ------------------სთან გაფორმდა თავდებობის ხელშკრულებები, რომლითაც ი--------------მ, თ--------–-------–---–მა, ე--------------მ და ნ------------------ იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კ------------სთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- თავდებობის ხელშეკრულებები ს. ფ. 42-49;

- თავდებთა განცხადებები ს. ფ. 50-53;

 

3.2.4. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გაფრთხილებები დავალიანების დაფარვის თაობაზე ს. ფ. 58-60;

- გაფრთხილებები ვალდებულების შესრულებაზე ს. ფ. 62-63;

 

3.2.5. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს კ------------ს, ი--------------ს, თ--------–-------–---–ს, ე--------------ს და ნ------------------ს დაერიცხათ დავალიანება 22 104,51 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 1-755,59 ლარი, სარგებელი - 6506,48 ლარი, სადაზღვევო პრემია - 787,50 ლარი, ჯარიმა - 21,74 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე - 33,20 ლარი.

მოპასუხე კ---------------ის ბარათზე ჯამურმა დავალიანებამ შეადგენს 267,92 ლარი - საიდანაც ძირი თანხა არის - 172,58 ლარი. ჯარიმა 41,59, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა 6,84 ლარი, პროცენტი 4,91 ლარი, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა სარჩელის მოთხოვნა სცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის (კაპიტალის)ძირითადი მოვალისათვის დაკისრების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 22 104,51 ლარას, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხა 1-755,59 ლარი, სარგებელი - 6506,48 ლარი, სადაზღვევო პრემია - 787,50 ლარი, ჯარიმა - 21,74 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე - 33,20 ლარი.

კ-----------ის ბარათზე ჯამური დავალიანება შეადგენს 267,92 ლარს - საიდანაც ძირი თანხა არის - 172,58 ლარი. ჯარიმა 41,59, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა 6,84 ლარი, პროცენტი 4,91 ლარი. მოპასუხე მხარეს, აღნიშნული გარემოება სადაოდ არ გაუხდია და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს "კრ----------ი" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე, 3-7-ე, , 623-625-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე, 411-ე, 361-ე, 286-ე, 301-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის სესხისა და სოლიდარული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ხოლო იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე კ------------ზე გასცა სესხი, შესაბამისი სარგებლის დარიცხვის პირობით. კ------------მ კი იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სესხის დაბრუნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

როგორც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით ირკვევა, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდებთა პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ი--------------მ, თ--------–-------–---–მა, ე------------ემ და ნ----------------ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა ი-------------ის მიერ სს "კრ----------ი"ს მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კ------------სთან ერთად ი-------------ის, თ--------–-------–---–-ს, ე-------------ის და ნ-----------------ის სოლიდარული ვალდებულება სს ,,კრ----------ი''-ს წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებთა პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სადაზღვევო თანხის ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მითითებული ნორმების მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. იმავდროულად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხარისხისა და ხანგრძლივობის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობისა და იმ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც დაერიცხა პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი არ არის და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4-0 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მათ ვალდებულების დარღვევის საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. ერთადერთი გარეომოება რაზეც ისინი აპელირებდნენ იყო ის, რომ მათ ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ქონდათ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 22 104,51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 1-755,59 ლარი, სარგებელი - 6506,48 ლარი, სადაზღვევო პრემია - 787,50 ლარი, ჯარიმა - 21,74 ლარი, ჯარიმა ძირ თანხაზე - 33,20 ლარი.

 

მოპასუხე კ------------ს ბარათზე ჯამური დავალიანება შეადგენს 267,92 ლარს - საიდანაც ძირი თანხა არის - 172,58 ლარი. ჯარიმა 41,59, სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა 6,84 ლარი, პროცენტი 4,91 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთნ მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ. შესაბამისად, ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მათ მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად, რაც შეადგენს 22104,51 ლარის შესატყვის თანხას - 663,1- ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (442,66 ლარი), რომლის გადახდისაგან მოპასუხეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს (220,48) ლარს. ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ბარათის დავალიანების თანხის 267,92 ლარის პროპორციული 50 ლარი, რომლის გადახდისაგან მოპასუხე კ------------ გათავისუფლდა სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი 22 ლარი საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისთვის, 42 (ორმოცდაორი) ლარი უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასური, გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების აღსრულების მიზნით გაიღო ხარჯი 4-0 (ოთხასი) ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაედო ი-------------ის პ/ნ 0----------, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: მუნიციპალიტეტი ა--–----------–------–------ (უძრავი ქონების მახასიათებლებია: ზონა : ა--–- -4-, სექტორი -1-, კვარტალი - 3-, ნაკვეთი - 0--), დაზუსტებული ფართობი: 3700.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 4-.1-.3-.0--- ასევე ყადაღა დაედო მოპასუხე ი-------------ის პ/ნ 0----------, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი ა--–-, ქ----------------–-------- (უძრავი ქონების მახასიათებლებია: ზონა : ა--–--------------------------------–----------------------, კოდი - 0-/0--), დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: N 4-.0-.0-.0--.0-.0--.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” მოთხოვნა, მოპასუხეების კ-----------ის, ი-------------ის, თ--------–-------–---–-ს, ე-------------ის და ნ-----------------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხეებს კ------------ს, ი--------------ს, თ--------–-------–---–ს, ე--------------ს და ნ------------------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 22 104,51 (ოცდაორიათას ას ოთხი ლარისა და ორმოცდათერთმეტი) ლარის ანაზღაურება.

 

1.2. მოპასუხე კ------------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს ბარათზე არსებული დავალიანების 267,92 (ორას სამოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდათორმეტი) ლარის ანააზღაურება.

 

1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 220,48 (ორასოცი ლარი და ორმოცდარავა თეთრი) ლარს

 

1.4. მოსარჩელე სს ”კრ----------ს” სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 442,66 (ორმოცდაორი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარი, მის მიერ 2018 წლის 09 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 663,1- (ექვასას სამოცდასამი ლარი და თოთხმეტი) ლარიდან (საგადახდო დავალება №1-----); ასევე დაუბრუნდეს 2018 წლის 09 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადახდო დავალება №11----). მოპასუხეებს კ------------ს, ი--------------ს, თ--------–-------–---–ს, ე--------------ს და ნ------------------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სარჩელის აღძვრისათვის, სარჩელის უზრუნველყოფისა და უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინების აღსრულების მიზნით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 514 (ხუთას თოთხმეტი) ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე