გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2018
საქმის ნომერი
180310017001878267
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/77--17

გ ა და წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 აპრილი, 2018 წელი ქ. მცხეთა

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ბელა ოჩიაური

მოსარჩელე - არასრუწლოვანი ანი კუპრაშვილი

კანონიერი წარმომადგენელი მამა - ზურაბ კუპრაშვილი

წარმომადგენლები - ლედი ქავთარაძე მარინა სირბილაძე

მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური

წარმომადგენლები - ცირა სუქნიძე, ქეთევან კვაჭაძე, ირინე კვაჭანტირაძე, თამარ თაქთაქიშვილი

მოპასუხე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - თინათინ ჭიკაიძე

მესამე პირი - თეონა ქაშიაშვილი, თორნიკე ქაშიაშვილი,წარმომადგენელი - თამაზ ქაშიაშვილი

მესამე პირი - ჯიმშერი ქაშიაშვილი

წარმომადგენელი - თამაზ ქაშიაშვილი

მესამე პირი - ასმათ ქაშიაშვილი

წარმომადგენელი - თორნიკე ქაშიაშვილი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №882016779624-08 (07.12.2016), მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, საკადასტრო კოდი №72.03.17.089, მესაკუთრეები ასმათ ქაშიაშვილი, თეონა ქაშიაშვილი, თორნიკე ქაშიაშვილი, ჯიმშერ ქაშიაშვილი. ასევე იმავე უძრავ ნივთზე პირველადი რეგისტრაციის თაობაზე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი) განაცხადის რეგისტრაციის №720702985, თარიღი 14.02.07, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №720390556, მცხეთის რაიონის, სოფელ მისაქციელში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ასმათ ქაშიაშვილის, ჯიმშერ ქაშიაშვილის, თორნიკე ქაშიაშვილის, თეონა ქაშიაშვილის, გენო ქაშიაშვილის (გარდაცვლილი) საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. (არა უმეტეს 235.კვ. მ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში)

 

1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება #882016902190-07 (27.02.2017) მცხეთის რაიონის, სოფელ მისაქციელში მდებარე 818.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე, ს/კ. №72.03.17.433, მესაკუთრეები ასმათ ქაშიაშვილი, თეონა ქაშიაშვილი, ჯიმშერ ქაშიაშვილი, არიდენტიფიცირებული მესაკუთრე. (არა უმეტეს 96.კვ. მ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში)

 

1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება, ოქმი №10, საკითხი №7, მცხეთის რაიონის, სოფელ მისაქციელში მდებარე 818 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ასმათ ქაშიაშვილზე და მის ოჯახზე საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; საკუთრების უფლების მოწმობა №218, გაცემის თარიღი 2017 წლის 21 თებერვალი, მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში მდებარე 818 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ასმათ ქაშიაშვილის, თეონა ქაშიაშვილის თორნიკე ქაშიაშვილის ჯიმშერ ქაშიაშვილის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე (არა უმეტეს 96.კვ. მ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში)

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის გადაწყვეტილებები: №882017212957-09 (05.05.2017), №882017212957-10 (08.06.2017), და ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ივლისის №264469 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნის არ დაკმაყოფილების ნაწილში. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ახალი ადმინისტარციული - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე ცვლილების რეგისტრაცია.

 

1.5. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა: სარჩელის უზრუნველყოფის 102 ლარი, უზრუნველყოფის რეგისტრაცია 42 ლარი, სახელმწიფო ბაჟი სარჩელის განხილვის 100 ლარი, ადვოკატის მომსახურების 1000 ლარი, სულ 1244 (ათას ორას ორმოცდაოთხი) (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 2017 წლის 27 დეკემბერის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

დავის შინაარსი; მცხეთის რაიონის, სოფელ მისაქციელში 2005 წლის 9 ნოემბერს მოქ; ზურაბ ლუტიძისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ანი კუპრაშვილმა (კანონიერი წარმომადგენელი მამა-ზურაბ კუპრაშვილი) შეიძინა 1500.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2007 წლის 13 თებერვალს ხსენებული უძრავი ქონება დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, განაცხადის რეგისტრაციის №882017191849, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №72.03.00.822. მიწის ნაკვეთს ანი კუპრაშვილი და მისი ოჯახი ფლობენ შეძენიდან დღემდე, შემოღობილია, გაშენებულია მრავალწლიანი მცენარეები. ვინაიდან უძრავი ქონება არ იყო რეგისტრირებული ელექტრონული კოორდინატთა სისტემით, 2017 წლის 20 მარტს ზურაბ კუპრაშვილმა, როგორც ანი კუპრაშვილის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №882017212957-03 გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ №882017212957 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №72.03.17.433, №72.03.17.089 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად ს/კ. №72.03.17.089 რეგისტრირებულია 1500.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, მისამართით მცხეთა, ს. მისაქციელი, მესაკუთრეები ასმათ ქაშიაშვილი, თეონა ქაშიაშვილი, თორნიკე ქაშიაშვილი, ჯიმშერ ქაშიაშვილი, რეგისტრაციის საფუძველი უფლების დამდგენი დოკუმენტი წერილი №31/77732, მისაქციელის ტერიტორიული ორგანოს ცნობა №238, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №558/288. ხოლო ს/კ. №72.03.17.433 რეგისტრირებულია მიმდებარე 818 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, საფუძველი საკუთრების უფლების მოწმობა №218, მესაკუთრეები: ასმათ ქაშიაშვილი, თეონა ქაშიაშვილი, ჯიმშერ ქაშიაშვილი და არაიდენტიფიცირებული თანამესაკუთრე. ხსენებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ნაწილობრივ ფარავს მოსარჩელის ანი კუპრაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. №72.03.00.822) ნაწილს, რითაც ილახება მისი საკუთრების უფლება. ვერ აზუსტებს (ცვლილების რეგისტრაციას ვერ ახდენს) თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი საჯარო რეესტრის ადმინისტრაციული აქტების თანახმად რეგისტრირებულია ასმათ ქაშიაშვილის, თეონა ქაშიაშვილის, თორნიკე ქაშიაშვილის, ჯიმშერ ქაშიაშვილის საკუთრებად. ასმათ ქაშიაშვილმა, თეონა ქაშიაშვილმა, თორნიკე ქაშიაშვილმა, ჯიმშერ ქაშიაშვილმა უფლების დამდგენი დოკუმენტით დაირეგისტრირეს თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად ანი კუპრაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, შემდეგ როგორც ზედმეტად თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ისე დაირეგისტრირეს 818 კვ.მ. მიმდებარე მიწის ფართი საკუთრების მოწმობის საფუძველზე, სადაც ასევე ნაწილი მიწის ფართი ანი კუპრაშვილის საკუთრებაა. ხსენებულ გარემოებას ადასტურებს მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტები, საკადასტრო რუკები და გეგმები. ანი კუპრაშვილის განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემდეგ 2017 წლის 6 აპრილს საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა განცხადება, რომ ანი კუპრაშვილი არ ეთანხმება ს/კ. №72.03.17.433 და №72.03.17.089 რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს, მის ადგილმდებარეობას. ზედდების ნაწილში ვერ იქნებოდა წარდგენილი კორექტირებული ნახაზი, ვინაიდან ა. კუპრაშვილს წარმოდგენილი აქვს ზუსტი კოორდინატების ამსახველი აზომვითი ნახაზი მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის. ასევე მიეთითა, რომ ანი კუპრაშვილი თანახმა იყო დავის მოგვარების მიზნით დაენიშნათ სანოტარო მედიაცია. ასევე მოთხოვილ იქნა საჯარო რეესტრს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეესწავლა ს/კ. #72.03.17.433 და #72.03.17.089 რეგისტრაციის კანონიერების საკითხი და ანი კუპრაშვილის განცხადების საფუძველზე განეხორციელებინათ რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით #882017212957-05 (12.04.2017) დანიშნულ იქნა სანოტარო მედიაცია. სანოტარო მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო, ვერ მორიგდნენ მხარეები, რის შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ გადაწყვეტილებით #882017212957-09 (05.05.2017) ვინაიდან ვერ მორიგდნენ მხარეები, შოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. გადაწყვეტილებით #882017212957-10 (08.06.2017) შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვილ იქნა, რომ ადმინისტრაციული აქტები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე ანი კუპრაშვილის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის ნაწილის ასმათ ქაშიაშვილის, თეონა ქაშიაშვილის, თორნიკე ქაშიაშვილის, ჯიმშერ ქაშიაშვილის, საკუთრებად რეგისტრაცია უკანონოა, მოქალაქის ანი კუპრაშვილის უფლების დამრღვევი, მან ვერ განახორციელა ცვლილების რეგისტრაცია. დაუშვებელია ერთი უფლების ობიექტზე ერთ უძრავ ნივთზე 2 მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც ნათლად ჩანს საჯარო რეესტრის მიერ მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზეც, სადაც დატანილია საკადასტრო რუკების მონაცემები. მოთხოვილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის გადაწყვეტილებების: #882017212957-09 (05.05.2017), #882017212957-10 (08.06.2017) ბათილად ცნობა და წარდგენილი განცხადების საფუძველზე ცვლილების რეგისტრაციის დავალება. ასევე მოთხოვილ იქნა შეესწავლათ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლეში ს/კ. #72.03.17.089 და ს/კ. #72.03.17.433 ქონების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმება. საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენით და სხდომაზე საკადასტრო სამსახურის სპეციალისტის მოწვევით. სააგენტოს 2017 წლის 5 ივლისის #264469 გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილებზე ეთქვა უარი. მიეთითა, რომ ვინაიდან სანოტარო მედიაციამ ვერ გამოიღო კანონშესაბამისი შედეგი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სწორად იქნა მოთხოვილი კორექტირებული აზომვითი ნახაზი და შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის მიზეზით კანონშესაბამისია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა. ხოლო რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებების შესახებ მიეთითა, რომ საჩივრდება სასამართლო წესით და უარი ეთქვა მითითებული საფუძვლებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრი თავს არიდებს მისი კანონშესაბამისი ვალდებულების შესრულებას. საკითხის გარკვევას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ანი კუპრაშვილის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და საჯარო რეესტრს მის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა დაერეგისტრრიებინა სხვა პირების საკუთრებად. რაც დაუშვებელია და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, საჯარო რეესტრი ასევე ვალდებული იყო გაერკვია სადაო ქონებაზე მხარეთა საკუთრების უფლება და ემსჯელა მესამე პირების მიმართ ქონების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხზე.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია;

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.1.1. მოპასუხის პოზიცია;

 

მოპასუხე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია;

 

მესამე პირები თეონა ქაშიაშვილი, თორნიკე ქაშიაშვილი, ჯიმშერი ქაშიაშვილი და ასმათ ქაშიაშვილი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობენ და მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1. მცხეთის რაიონის, სოფელ მისაქციელში 2005 წლის 9 ნოემბერს მოქ; ზურაბ ლუტიძისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ანი კუპრაშვილმა (კანონიერი წარმომადგენელი მამა-ზურაბ კუპრაშვილი) შეიძინა 1500.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2007 წლის 13 თებერვალს ხსენებული უძრავი ქონება დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, განაცხადის რეგისტრაციის №882017191849, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №72.03.00.822. მიწის ნაკვეთს ანი კუპრაშვილი და მისი ოჯახი ფლობენ შეძენიდან დღემდე, შემოღობილია, გაშენებულია მრავალწლიანი მცენარეები.

ვინაიდან უძრავი ქონება არ იყო რეგისტრირებული ელექტრონული კოორდინატთა სისტემით, 2017 წლის 20 მარტს ზურაბ კუპრაშვილმა, როგორც ანი კუპრაშვილის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №882017212957-03 გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ №882017212957 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №72.03.17.433, №72.03.17.089 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

 

3.2.საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად ს/კ. №72.03.17.089 რეგისტრირებულია 1500.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, მისამართით მცხეთა, ს. მისაქციელი, მესაკუთრეები ასმათ ქაშიაშვილი, თეონა ქაშიაშვილი, თორნიკე ქაშიაშვილი, ჯიმშერ ქაშიაშვილი, რეგისტრაციის საფუძველი უფლების დამდგენი დოკუმენტი წერილი №31/77732, მისაქციელის ტერიტორიული ორგანოს ცნობა №238, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №558/288. ხოლო ს/კ. №72.03.17.433 რეგისტრირებულია მიმდებარე 818 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, საფუძველი საკუთრების უფლების მოწმობა №218, მესაკუთრეები: ასმათ ქაშიაშვილი, თეონა ქაშიაშვილი, ჯიმშერ ქაშიაშვილი და არაიდენტიფიცირებული თანამესაკუთრე.

 

3.3. ასმათ ქაშიაშვილმა, თეონა ქაშიაშვილმა, თორნიკე ქაშიაშვილმა, ჯიმშერ ქაშიაშვილმა უფლების დამდგენი დოკუმენტით დაირეგისტრირეს თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი 818 კვ.მ. მიმდებარე მიწის ფართი საკუთრების მოწმობის საფუძველზე. ანი კუპრაშვილის განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემდეგ 2017 წლის 6 აპრილს საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა განცხადება, რომ ანი კუპრაშვილი არ ეთანხმება ს/კ. №72.03.17.433 და №72.03.17.089 რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს, მის ადგილმდებარეობას. ასევე მოთხოვილ იქნა საჯარო რეესტრს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეესწავლა ს/კ. №72.03.17.433 და №72.03.17.089 რეგისტრაციის კანონიერების საკითხი და ანი კუპრაშვილის განცხადების საფუძველზე განეხორციელებინათ რეგისტრაცია.

 

3.4.საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით №882017212957-05 (12.04.2017) დანიშნულ იქნა სანოტარო მედიაცია. სანოტარო მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო, ვერ მორიგდნენ მხარეები, რის შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ გადაწყვეტილებით №882017212957-09 (05.05.2017) ვინაიდან ვერ მორიგდნენ მხარეები, შოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. გადაწყვეტილებით №882017212957-10 (08.06.2017) შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

3.5. ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის გადაწყვეტილებების: №882017212957-09 (05.05.2017), №882017212957-10 (08.06.2017) ბათილად ცნობა და წარდგენილი განცხადების საფუძველზე ცვლილების რეგისტრაციის დავალება. ასევე მოთხოვილ იქნა შეესწავლათ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლეში ს/კ. №72.03.17.089 და ს/კ. №72.03.17.433 ქონების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმება.

 

3.6. სააგენტოს 2017 წლის 5 ივლისის №264469 გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილებზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. მიეთითა, რომ ვინაიდან სანოტარო მედიაციამ ვერ გამოიღო კანონშესაბამისი შედეგი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სწორად იქნა მოთხოვილი კორექტირებული აზომვითი ნახაზი და შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის მიზეზით კანონშესაბამისია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა. ხოლო რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებების შესახებ მიეთითა, რომ საჩივრდება სასამართლო წესით და უარი ეთქვა მითითებული საფუძვლებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები. საქრთველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საკუთრების ხელყოფა ასევე უნდა პასუხობდეს კანონის გასაგების ფორმით არსებობის (ანუ) კანონიერების პრინციპს. კანონით გასაგები ფორმით არსებობის პრინციპი მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობის სათანადო გასაგები და საკმარისად ზუსტი დებულებების არსებობას და შესრულებას. ეს დებულებები უნდა აკმაყოფილებდეს ;სამართლის; ცნების არსებით მოთხოვნებს ანუ ფორმულირება- კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად - არ არის შეზღუდული მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. კონვენცია მოითხოვს იმის უზრუნველუყოფას, რომ თვით შიდასახელმწიფოებრივი სამართალი შეესაბამებოდეს ;სამართლის; არსებით მოთხოვნებს ეს მოიცავს სამართლიან და სათანადო პროცესს, კერძოდ, მოცემული ზომა მიღებული და გატარებული უნდა იქნეს შესაბამისი ხელისუფლების ორგანოების მიერ და არ უნდა იყოს თვითნებური. (ვინტერვერპი ნიდერლანდების წინააღმდეგ, (Winterwerp v.the Netherlands A33 (1979). სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამოდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

 

უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე ულების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი,თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მოდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველადა რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისთანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმისთანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.

 

საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში 1.1. და .1.2. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში დადგენილია შემდეგი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 14 თებერვლის N722007002985 გადაწყვეტილებით, მცხეთაში, სოფელ მისაქციელში მდებარე 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 1993 წლის მარტის N558/288 მიღება-ჩაბარების აქტისა და და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მისაქციელის ტერიტორიული ორგანოს N238 ცნობის (14.02.2007 წ.) საფუძველზე დარეგისტრირდა გენო ქაშიაშვილის, თორნიკე ქაშიაშვილის (პ/ნ. 31001050980), ჯიმშერ ქაშიაშვილის (პ/ნ. 31001038920), ასმათი ქაშიაშვილისა (პ/ნ. 31001002705) და თეონა ქაშიაშვილის (პ/ნ. 31001053995) საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი 72.03.90.556).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 07 დეკემბრის N882016779624-08 გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ.ვერსის, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოთხოვილი საარქივო ცნობის (31/77732, თარიღი: 01.12.2016 წ.) საფუძველზე მცხეთაში, სოფელ მისაქციელში, 72.03.90.556 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განხორციელდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, დაზუსტდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მესაკუთრეებად მიეთითა თორნიკე ქაშიაშვილი (პირადი ნომერი 31001050980), ჯიმშერ ქაშიაშვილი (პ/ნ. 31001038920), ასმათი ქაშიაშვილი (პ/ნ. 31001002705) და თეონა ქაშიაშვილი (პ/ნ. 31001053995 (ძველი საკადასტრო კოდი:72.03.90.556; ახალი საკადასტრო კოდი:72.03.17.089).

 

რაც შეეხება მოსარჩელის საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებს, მცხეთაში, სოფელ მისაქციელში მდებარე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 72.03.00.822) 2007 წლის 13 თებერვლის N722007002856 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ანი კუპრაშვილის (პ/ნ. 31001042978) საკუთრების უფლება.

 

2017 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს N882017212957 განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ზურაბ კუპრაშვილმა (პ/ნ. 31001014512) და მოითხოვა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში 72.03.00.822 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის 2017 წლის 24 მარტის N882017212957-03 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს ეცნობა, რომ N882017212957 განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 72.03.17.433 და 72.03.17.089 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, 2017 წლის 12 აპრილის N882017212957-05 გადაწყვეტილებით სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი.

 

სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული N722007002985 და N882016779624-08 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან: 1.გასაჩივრებული აქტები კანონიერია 2.არ არის დარღვეული აქტების მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები 3.დაცულია აქტების გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მხარის მიერ სადაოდ ქცეული N722007002985 და N882016779624-08 ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების დროს ყოველმხრივ და სრულად არის გამოკვლეული საქმის მასალები. შესაბამისად დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში. ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია სარეგისტრაციო განცხადება (შემდგომში – განცხადება). სარეგისტრაციო წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე ინსტრუქციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრატორი ახდენს უფლების რეგისტრაციას, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები, ან თუ სარეგისტრაციო წარმოება არ შეწყდა.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, კი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ,,კ" ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას, - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „კ-ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს N153 ბრძანების მე-4 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) გამოთხოვის შესახებ და სააგენტოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი).

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს N153 ბრძანების მე-5 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტებასა და ცვლილების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს დაინტერესებული პირის განცხადებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინიტრაციული აქტები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, აქედან გამომდინარე არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.4. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 თებერვლის N882016902190-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N882016902190-07 გადაწყვეტილებით, მცხეთაში, სოფელ მისაქციელში, ყვავის საყდართან მდებარე 818 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის (N218, თარიღი: 21.02.2017 წ.) საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დარეგისტრირდა ჯიმშერ ქაშიაშვილის (პ/ნ. 31001038920), ასმათი ქაშიაშვილის (პ/ნ. 31001002705), თეონა ქაშიაშვილის (პ/ნ. 31001053995) და თანამესაკუთრის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი 72.03.17.433). მართალია აღნიშნული რეგისტრაციით გამორჩენილია ერთი თანამესაკუთრე თორნიკე ქაშიაშვილი, მაშინ, როდესაც ოთხივეზე იქნა გაცემული საკუთრების მოწმობა, მოპასუხე მხარის განმატებით ეს არის საჯარო რეესტრის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რაც სამომავლოდ გამოსწორებადია, თუმცა აღნიშნული მესაკუთრის აღურიცხაობა თანამესაკუთრეთ ან მომავალში მისი აღრიცხვით სხვა სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, რაც ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას. მხარის მიერ სადაოდ ქცეული N882016902190-07 ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების დროს ყოველმხრივ და სრულად არის გამოკვლეული საქმის მასალები. შესაბამისად დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს N153 ბრძანების მე-4 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) გამოთხოვის შესახებ და სააგენტოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი). სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს N153 ბრძანების მე-8 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო შუამდგომლობით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომში – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინიტრაციული აქტი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, აქედან გამომდინარე არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 ა მუხლის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში 1.3. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში დადგენილია შემდეგი; სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე რომელიც არეგულირებენ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავენ იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

 

6.7. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ წესის“ მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი;

 

6.8. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. ხოლო ამავე კანონის 76 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არის ამ მუხლის ამოქმედებამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე. 2. მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) შექმნილმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესით შეტანილ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელონ ან/და დაასრულონ ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობრით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. საკრებულოს მიერ საკუთრების უფლების გაცემას წინ ერთვის მიწის აღიარების კომისიის მიერ საკითხის დამუშავება და შესწავლა, რომელიც ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად ვალდებულია წარმოებისას მოიწვიოს ყველა დაინტერესებული მხარე, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და თავისი დასკვნა მიიღოს გარემოებათა ყოველმხრივი, სრული გამოკვლევისა და ურთიერთშეჯამების საფუძველზე.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკუთრების აღიარების კომისიას მცხეთის მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ #19832 წერილით ასმათ ქაშიაშვილთან დაკავშირებით მიმართა, სადაც მოთხოვნილი იქნა 818 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა აღნიშნულ ქონებაზე. წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით და კომისის მიერ გასათვალისწინებული საბუთები აზომვით ნახაზები, ორთოფოტო სიტუაციაური ნახაზი, საკადატსრო რუკა, სამი მოწმის მათ შორის ორი მომიჯნავე ნოტარიულად დამოწმებული დასტური, მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა, რომ მოთხოვნილ მიწის ფართზე უფლება არაა რეგისტრირებული, ცნობა მიწის კატეგორიის შესახებ, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ფოტომასალა კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში ფაქტობრივი გარმოებების სრულად შესასწავლად და გამოსაკვლევად კომისიის თავმჯდომარე და იურისტი გავიდნენ ადგილის დასათვალიერებლად, რის საფუძველზეც შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი 9/16.02.2017 წელი. კომისიამ აღნიშნული განცხადება განიხილა კომისიის სხდომაზე (ოქმი #10, 2017 წლის 17 თებერვლის, სადაც გამოკვლეული იქნა განცხადებლის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები და კომისიამ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტიება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ გაიაცა საკუთრების უფლების მოწმობა #218, 2017 წლის 21 თებერვლით დათარიღებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით აღიარებითი კომისიის მიერ მიერ გამოცემული ადმინიტრაციული აქტები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, აქედან გამომდინარე არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.9. განსახილველ შემთხვევაში 1.4. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში დადგენილია შემდეგი; 2017 წლის 20 მარტს ანი კუპრაშვილის (რუსეთის ფედერაციის პასპორტის ნომერი 710351989) კანონიერმა წარმომადგენელმა ზურაბ კუპრაშვილმა (პ/ნ. 31001014512) №882017212957 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მისაქციელში მდებარე უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა პირადი განცხადება, დაბადების მოწმობა (დამოწმებული ასლი), მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი).

 

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017212957-03 (24.03.2017) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეთხოვა 72.03.00.822 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მესაკუთრის - ანი კუპრაშვილის საიდენტიფიკაციო მონაცემების შემცველი საერთაშორისო ძალაში მყოფი დოკუმენტის წარდგენა, ვინაიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთა ბაზაში ხსენებული ფიზიკური პირი არის გაუქმებული (საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა). მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს ასევე განუმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდები: 72.03.17.433 და 72.03.17.089) საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. იმ შემთხვევაში, თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: 72.03.17.433 და 72.03.17.089) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ, თუ მხარის (მხარეების) მიერ დავის დადასტურების შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მათთვის ოფიციალურად ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ შეარჩევდნენ მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს, მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს აირჩევდა სააგენტო. სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო სადავო საკითხის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავდა სანოტარო მედიაციას. დაინტერესებულ პირს დამატებით ეთხოვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დედნების წარდგენა ან მათი შენახვის ადგილის მითითება. 2017 წლის 20 აპრილს დაინტერესებულმა პირმა წარადგინა პასპორტის ასლი, პირადი განცხადება და მინდობილობა.

 

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017212957-05 (12.04.2017) გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ, როგორც სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, მხარეთა შორის არსებობდა დავა 72.03.17.433 და 72.03.17.089 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დანიშნა მედიატორი ნოტარიუსი თინათინ კობერიძე. სადავო საკითხზე მედიატორ ნოტარიუსთან შეხვედრა დაინიშნა 2017 წლის 20 აპრილს, 15:00-15:30 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №12. მხარეებს ეცნობათ, რომ დანიშნულ შეხვედრაზე მხარეთა გამოცხადება სავალდებულო იყო, აგრეთვე, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმდებოდა მედიაციის შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერდნენ მხარეები და მედიატორი (მედიატორები), ხოლო ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებდა ნოტარიუსი. მედიაციის შესახებ შეთანხმება, ასევე, სანოტარო მედიაციის შედეგად გაფორმებული მორიგების აქტი საფუძვლად დაედებოდა მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციას. ამასთან, კანონით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება.

 

2017 წლის 20 აპრილს ნოტარიუსმა თინათინ კობერიძემ გადმოაგზავნა წერილი, რომლის გათვალისწინებით დგინდება, რომ მედიაცია გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 01 მაისს. 2017 წლის 26 აპრილს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო მიმდინარეობის შესახებ №882017212957-07 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა მედიაციის მიმდინარეობის შესახებ.

 

2017 წლის 01 მაისს ნოტარიუსმა თინათინ კობერიძემ გადმოაგზავნა წერილი, რომლის გათვალისწინებით დგინდება, რომ სამედიაციო შეთანხმების მიღწევის მიზნით მედიაცია გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 01 მაისს. 2017 წლის 01 მაისს გამოცხადდა ზურაბ კუპრაშვილის წარმომადგენელი - ლედი ქავთარაძე, ხოლო მეორე მხარე სანოტარო ბიუროში არ გამოცხადდა. თორნიკე ქაშიაშვილმა მასთან დაკავშირებისას განაცხადა, რომ მხარესთან ვერ რიგდებოდა და უარი განაცხადა სანოტარო მედიაციის განხორციელებაზე.

 

2017 წლის 05 მაისს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017212957-09 (05.05.2017) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ჩანიშნული მედიაციის დროს ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა დამატებით მოითხოვა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. 2017 წლის 08 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა, №882017212957-10 (08.06.2017) გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა.

 

2017 წლის 05 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N266434/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ანი კუპრაშვილის (რუსეთის ფედერაციის პასპორტის ნომერი 710351989) კანონიერი წარმომადგენელის ზურაბ კუპრაშვილის (პ/ნ. 31001014512) წარმომადგენელმა ლედი ქავთარაძემ (პირადი ნომერი 31001006997) და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017212957-09 (05.05.2017), სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882017212957-10 (08.06.2017) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, №882017212957 სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 72.03.17.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ზედდების ნაწილში რეგისტრაციის გაუქმება.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე მდებარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მისაქციელში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის 1-5609, თარიღი: 09.11.2005, ნოტარიუსი - თ. კობერიძე) საფუძველზე რეგისტრირებულია ანი კუპრაშვილის (პ/ნ. 31001042978) საკუთრების უფლება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი მიწის ფართობი - 1500.00 კვ.მ.

 

№882017212957 სარეგისტრაციო განცხადებას დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, ზედდება ვლინდება (საკადასტრო კოდები: 72.03.17.433 და 72.03.17.089) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე მდებარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მისაქციელში, ყვავის საყდართან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის №218 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე (თარიღი: 21.02.2017) დარეგისტრირდა ასმათი ქაშიაშვილის (პ/ნ. 31001002705), თეონა ქაშიაშვილის (პ/ნ. 31001053995), ჯიმშერ ქაშიაშვილის (პ/ნ. 31001038920) და თანამესაკუთრის საკუთრების უფლება. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული მიწის ფართობი - 818.00 კვ.მ (საკადასტრო კოდი - 72.03.17.433).

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე მდებარე მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მისაქციელში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივის №31/77732 წერილის (თარიღი: 01.12.2016), მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მისაქციელის ტერიტორიული ორგანოს №238 ცნობის (თარიღი:14.02.2007), მიწის ნაკვეთის №558/288 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ასმათ ქაშიაშვილის (პირადი ნომერი 31001002705), თეონა ქაშიაშვილის (პირადი ნომერი 31001053995), თორნიკე ქაშიაშვილის (პირადი ნომერი 31001050980) და ჯიმშერ ქაშიაშვილის (პირადი ნომერი 31001038920) საკუთრების უფლება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული მიწის ფართობი - 1500.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი - 72.03.90.556 (საკადასტრო კოდი - 72.03.17.089).

 

დადგინდა, რომ სამედიაციო შეთანხმების მიღწევის მიზნით მედიაცია გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 01 მაისს. 2017 წლის 01 მაისს ნოტარიუსთან გამოცხადდა ზურაბ კუპრაშვილის წარმომადგენელი - ლედი ქავთარაძე, ხოლო მეორე მხარე სანოტარო ბიუროში არ გამოცხადდა. თორნიკე ქაშიაშვილმა მასთან დაკავშირებისას განაცხადა, რომ მხარესთან ვერ რიგდებოდა და უარი განაცხადა სანოტარო მედიაციის განხორციელებაზე ნოტარიუსმა მიიჩნია, რომ მედიაცია არ შედგა და იგი უნდა შეწყდეს.

 

მხარის მიერ სადაოდ ქცეული №882017212957-09, №882017212957-10 და N264469 ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების დროს ყოველმხრივ და სრულად არის გამოკვლეული საქმის მასალები. შესაბამისად დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (გამოქვეყნების თარიღი: 17.06.2016 წელი). ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში სპორადული რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტის მიხედვით, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის პროცესში განსახორციელებელი ადმინისტრაციული წარმოების ფორმალური და პროცედურული საკითხების განსაზღვრის მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას (მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან/განცხადებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შეთანხმების მიუღწევლობის ან სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი №882017212957 სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მისაქციელში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, საზღვრების დაზუსტება. სარეგისტრაციო უძრავი ნივთისა (საკადასტრო კოდი - 72.03.17.439) და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის (საკადასტრო კოდები: 72.03.17.433 და 72.03.17.089) არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი თინათინ კობერიძე. ნოტარიუსის განმარტებით, მედიაცია შეწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017212957-09 (05.05.2017) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. შესაბამისად, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა, №882017212957-10 (08.06.2017) გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა, ამდენად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882017212957-10 (08.06.2017) გადაწყვეტილება ასევე კანონიერია.

 

რაც შეეხება 72.03.17.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლში რეგლამენტირებულია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ამ ნორმის მე–3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. ამდენად, ცალსახაა კანონმდებლის ნება, რომ დაინტერესებულმა პირმა უძრავ ნივთზე/ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლო წესით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №882017212957-09, №882017212957-10 და N264469 ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება კანონს და არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება მოსარჩელის 1.4. მოთხოვნას დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ახალი ადმინისტარციული - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე ცვლილების რეგისტრაცია წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნების თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.

 

6.10. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის 102 ლარი, უზრუნველყოფის რეგისტრაცია 42 ლარი, სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ადვოკატის მომსახურების 1000 ლარი, სულ 1244 ლარი. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემეობათა გამო; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 53-ე მუხლის გათვალისწინებით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მივუთითებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 9 თებერვლის Nბს-1330-1315(კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია. ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი შესაბამისად მოპასუხეებზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების დაკისრების თაობაზე მოთხოვნა არის უსაფუძვლო.

 

6.11 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლზე მითითებით სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს უდგენს სპეციალურ მოთხოვნებს, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებაა იხელმძღვანელოს თანასწორობის, პროპორციულობის პრინციპით, არ უნდა ხელყოს დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება და ა.შ. ამასთან, ადმინისტრაციული გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში მითითებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რის შესახებაც ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ მე-6 მუხლში არაფორმალური პრინციპებიდან უმნიშვნელოვანესია ,,საშუალებათა თანასწორობის’’ (შეჯიბრობითობის) პრინციპი, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საქმის განხილვისას და არც ერთი მხარე არ უნდა სარგებლობდეს რაიმე არსებითი უპირატესობით თავის ოპონენტთან შედარებით (იხ. CASE OF NEUMEISTER V. AUSTRIA).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა მტკიცების პროცესის, მტკიცების საგნის, მტკიცების ტვირთის რაობა და მნიშვნელობა საქმეზე არსებითი და სწორი გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო პრაქტიკის განმარტებები ესატყვისება იურიდიულ საპროცესო მეცნიერებაში არსებულ მოსაზრებებს. საკასაციო სასამართლოს აზრით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება, მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

საქმეზე შეკრებილი და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ მოცემულ დავაში სადავო მიწის ნაკვეთების იდენტურობა არ დგინდება, არ ირკვევა მოთხოვილი ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საზღვრები, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის კოდები, მათი მესაკუთრეების (მოსარგებლეების) გეოგრაფიული მდებარეობა და მოსარჩელე ვერ საზღვრავს წარმოდგენილი მტკიცებულებებით მესამე პირების მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთების ზუსტ საზღვრებს, რეგისტრირებულ სადაო მიწის ნაკვეთების რა ნაწილშია ზედდებები და რამდენი, რისი მეშვეობით შეუძლებელია სადავო ნაკვეთების იდენტიფიცირება, რომლის დადგენაც მოსარჩელს შეეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი მეორე ნაწილის შესაბამისად და სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყო ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენა საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე, ან მის შემდგომ, ხოლო საქმეში არსებული ნახაზები დამოუკიდებლად არ ადასტურებს სადავო ფართის ზუსტი საზღვრების ადგილმდებარეობას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა. აღნიშნულს ემატება ის გარემოებაც, რომ მესამე პირების მიერ საქმეში წამოდგენილი იქნა მტკიცებულების სახით სადავო მიწის ნაკვეთებზე ;ორთოფოტო; მისი დღევანდელი ადგილმდებარეობის მიხედვით, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ არანაირი ზედდება არ არის მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, კერძოდ, ;ორთოფოტოს; მიხედვით მითითებულია მიწის ნაკვეთის საზღვრები ერთის მხრივ 19,4 მეორეს მხრივ 18,4 სიგრძე ერთის მხრივ 88.4 და მეორეს მხრივ 84,5 სულ ჯამში შეადგენს 1622 კვ.მ. ე.ი იმაზე მეტია ფართობი, რაც მოსარჩელის მიერ იქნა შეძენილი. როდესაც მოსარჩელემ 2007 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ამ საზღვრებში და ეს საზღვრები არ იყო შეცვლილი 1993 წლიდან, შესაბამისად მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება მისი უფლების დამდგენ დოკუმენტს და არ არის მასთან თანხვედრაში ვერ დგინდება მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ 1996 წლის 26 აპრილს ზურაბ ლუტიძის სახლზე გაცემულ მიღება-ჩაბარების #334 აქტში დაფიქსირებულ მოსაზღვრეებზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება ;შარაბიძე; სამხრეთით ქაშიაშვილი აღმოსავლეთით ;ტბები; დასავლეთით გზა. ა.წ. გარდაცვლილი ქაშიაშვილი გენოს სახელზე 03.93. წელს გაცემულ #558/288 მიღება-ჩაბარების აქტში კი ჩრდილოეთით ესაზღვრება ;აფხაიძე; სამხრეთით ;კუპრაშვილი; (მხარეთა განმარტებით მის სახელია ვეფხვია) აღმოსავლეთით ;გზა; დასავლეთით გზა. ზურაბ ლუტიძე მის მომიჯნავედ არ არის მითითებული. გარდა ამისა სასამართლოს ინიციატივით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მტკიცებულების სახით გამოთხოვილი იქნა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ე.წ. ;ყვითელი ფენები; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 თებერვლის #77733 წერილის თანახმად გადმოგზავნილი იქნა აღნიშნული მტკიცებულება სიტუაციური ნახაზი შავ-თეთრი გამოსახულებით, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ფერადი სახის სიტუაციური ნახაზი ეს არის სიტუაციური ნახაზი, სისტემური აღწერის შედეგად მიღებული გრაფიკული მონაცემებით (აღნიშნული არ წარმოადგენს დაზუსტებულ რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს) თუმცა წარმოდგენილი ე.წ ;ყვითელი ფენების; გათვალისწინებით ტერიტორიაზე # 720317090 მითითებულია ქაშიაშვილი ასმათი იოსების ას, ხოლო მოსარჩელე რომელიც ითხოვს საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ნივთზე წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით მოცემულ ტერიტორიაზეც მითითებულია #720317089 ე.წ. ;ყვითელი ფენების; მიხედვით ქაშიაშვილი. შესაბამისად ორივე ტერიტორიაზე მითითებულია ქაშიაშვილი და სიტუაციურ ნახაზზე მოცემულ ტერიტორიებზე ზურაბ ლუტიძის გვარი ვინც გაყიდა სადაო მიწის ნაკვეთი და მით უფრო მყიდველის მოსარჩელის ანი კუპრაშვილის გვარები არ არის მითითებული. მართალია მოსარჩელე მხარე საქმეში წარმოდგენილი ე.წ. წოდებული ;ყვითელი ფენების; მონაცემებთან დაკავშირებით აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არის ცდომილება დაშვებული და არ უნდა იყოს ნაკვეთის ერთ ნაწილში ასმათ ქაშიაშვილი სახელი და გვარი მითითებული თუმცა თავადაც ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე.წ. წოდებულ ;ყვითელის ფენებით; აღრიცხული მონაცემებით სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის უტყუარად თავად მოსარჩელეს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ზურაბ ლუტიძის სახელზე გაცემული #334 მიღება-ჩაბარების აქტზე, სადაც მითითებულია უფლების დამდგენ დოკუმენტში მიწის სიგრძე 75 ხოლო სიგანე 20. თუ მოხდება შედარება მოპასუხის საჯარო რეესტრის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის (გვ.94) არსებულ საკადასტრო გეგმითი აზომვით ნახაზთან რაც წარდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ, მითითებულია სიგანე ერთის მხრივ არის 22,81 მეორეს მხრივ 22,83, ხოლო სიგრძე ერთის მხრივ 65,6 და ხოლო მეორეს მხრივ 65,93, რაც თანხვედრაში არ არის უფლების დამდგენ დოკუმენტთან, კერძოდ ნახაზის მიხედვით სიგრძე არის შემცირებული, ხოლო სიგანე პირიქით გაზრდილი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელიც მის მიერ იქნა გამოთხოვილი საჯარო რეესტრიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის შინაარსის მქონე წერილს, კერძოდ მოსარჩელეს მიეწოდა ინფორმაცია საქმეში წარდგენილი ე.წ ;ყვითელი ფენების; თაობაზე და სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია მოცემულ დავასთან მიმართებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებათა შეფასების შედეგად რამდენადაც ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოწმეების; ვეფხია კუპრაშვილის და თამაზი ჯიქურის ახსნა-განმარტებანი თითქოსდა მათ არ იცოდნენ რატომ მივიდნენ ნოტარიუსთან და რომ ისინი შეცდომაში შეიყვანა მესამე პირებმა რაც ეხებოდა მათის მხრიდან თანხმობის მიცემას 818 კვ. მ. მიწის ნაკვეთის, როგორც მომიჯნავედ მესამე პირების სახელზე საკუთრებაში გაფორმებას, თუმცა არ უარყოფენ იმას, რომ მათი ხელის მოწერა არის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე და მათმა მას შემდეგ უარყვეეს აღნიშნული ფაქტი, როცა მოსარჩელის ბიძისგან ტარიელ კუპრაშვილისგან გაიგეს, რომ მიწის ნაკვეთი რომელზედაც მათ ქაშიაშვილებს განუცხადეს თანხომობა იყო სადაო. (იხ 2018 წლის 15 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

6.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე მოსარჩელის განცხადების საფუძველზე სარჩელის აღძვრამდე საქმე (#12/31) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განჩინება, რითაც მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდით: 72.03.17.433. და ს/კ. 72.03.17. 089.) მდებარე მცხეთის რაიონი სოფელი მისაქციელი სადავო 1500 კვ.მ და 818 კვ.მ-ზე ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოება თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლისა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. არასრუწლოვანი ანი კუპრაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში; 3. გაუქმდეს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განჩინება. 4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.მცხეთა სამხედროს ქ. #17) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად; მოსამართლე კობა გოცირიძე