განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001657138
საქმე №1-1319/16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ რ------–----ის
ბრალდებულების _ ი- მ--–--ისა და დ---თ ტ----ის
ადვოკატის _ შ----- ჯიბლაძის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170180516001 საქმე,1. ბრალდებულ დ---თ ტ----ის მიმართ
მამის სახელი: შ-----ი
დაბადებული: 09.03.1--- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქ------–---------------–-----–-----------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილია „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრისა და მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით;
2. ბრალდებულ ი- მ--–--ის მიმართ
მამის სახელი: ა-–---–ა
დაბადებული: 04.02.1--- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქ------–---------------–-----–-----------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილია „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრისა და მფლობელის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2010 წლის აპრილში, ი----- ხ--------მ, დ---თ ტ----ისა და ამ უკანასკნელის მეუღლის - ი- მ--–--ისგან 16 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ. ქობულეთში, დ-------–-----–------------------ში მდებარე 1792 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი - 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, გარიგების დადების დროისათვის რეგისტრირებული იყო დ---თ ტ----ის გარდაცვლილ დედაზე - ა-–---------ა ბ-------ეზე. შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, მიწის ნაკვეთის გადაფორმება ი----- ხ--------ს სახელზე სამართლებრივად შეუძლებელი იყო. მხარეების შეთანხმდნენ, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ, დ---თ ტ----ე ხსენებულ მიწის ნაკვეთს გადაუფორმებდა ი----- ხ--------ს. 2010 წლის ზაფხულში ი----- ხ--------მ, დ---თ ტ----ესა და ი- მ--–--ისგან, ხსენებულ მისამართზე 6000 აშშ დოლარად დამატებით შეიძინა 101 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
2. 2010 წლის 12 აგვისტოს დ---თ ტ----ემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზე 2010 წლის 18 აგვისტოს, დ---თ ტ----ემ, როგორც ა-–---------ა ბ-------ის შვილმა, დაირეგისტრირა ქ. ქობულეთში, დ-------–-----–------------------ში მდებარე 1792 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, დ---თ ტ----ემ და ი- მ--–--ემ განიზრახეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაეზიანებინათ ი----- ხ--------ს დიდი ოდენობით ქონება, არ გადაეფორმებინათ ამ უკანასკნელის სახელზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი, სხვადასხვა ბანკებიდან გამოეტანათ დიდი ოდენობით სესხები, სანაცვლოდ კი დაეტვირთათ ი----- ხ--------ზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიზნით, 2010 წლის 15 ნოემბერს, ი- მ--–--ემ, როგორც ინდ. მეწარმემ, სს „პროკრედიტ ბანკიდან“ სესხის სახით აიღო 200 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად, დ---თ ტ----ესთან წინასწარი შეთანხმებით, იპოთეკით დატვირთა ქ. ქობულეთში, დ-------–-----–-----------------ში მდებარე დ---თ ტ----ის სახელზე რეგისტრირებული 1792 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილი - 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ი----- ხ--------ს ფაქტობრივ საკუთრებას წარმოადგენდა.
3. 2011 წლის 5 აპრილს, ი- მ--–--ემ, წინასწარი შეთანხმებით დ---თ ტ----ესთან, სს „თიბისი ბანკში“, საკრედიტო რესურსის მაქსიმალური თანხის 500 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა ქ. ქობულეთში, დ-------–-----–-----------------ში მდებარე დ---თ ტ----ის სახელზე რეგისტრირებული 1792 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, რომლის ნაწილი - 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ი----- ხ--------ს ფაქტობრივ საკუთრებას წარმოადგენდა.
4. 2012 წლის 5 ივლისს, ვინაიდან ი----- ხ--------ს მიერ შეძენილი 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ფორმალურად წარმოადგენდა დ---თ ტ----ის საკუთრებას, ი----- ხ--------მ მის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, დ---თ ტ----ეს გააკეთებინა საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომლის საფასურიც ი----- ხ--------მ გადაიხადა. 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის აგვისტომდე პერიოდში, ი----- ხ--------მ მის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ააშენა 1080 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობა, რომლის აშენების ღირებულებამ შეადგინა 183 600 ლარი.
5. 2012 წლის 7 ნოემბერს, დ---თ ტ----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ქოულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ქობულეთში, დ-------–-----–-----------------ში მდებარე 1792 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაყოფა, რის საფუძველზეც, იმავე დღესვე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ხსენებული მიწის ნაკვეთის გამოყოფა ორ ნაწილად, კერძოდ, 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთად, მასზე განთავსებულ 1080 კვ.მ. შენობა-ნაგებობით და 1392 კვ.მ. მიწის ნაკვეთად, მასზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობით, საერთო ფართი 1122, 14 კვ.მ.
6. 2012 წლის 18 და 25 დეკემბერს, ი- მ--–--ემ, როგორც ინდ. მეწარმემ, დ---თ ტ----ესთან წინასწარი შეთანხმებით, სს „ქართუ ბანკიდან“, სესხის ორი ხელშეკრულებით გამოიტანა 229 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა ქ. ქობულეთში, ა----–-----–-----------------ში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, მათ შორის ი----- ხ--------ზე გასხვისებული 22 000 აშშ დოლარის ღირებულების 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 183 600 ლარის ღირებულების 1080 კვმ. შენობა-ნაგებობით.
7. 2013 წლის 4 თებერვალს, ი----- ხ--------მ ნასყიდობის ხელშეკრულებით დ---თ ტ----ისგან დაირეგისტრირა ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებული 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 1080 კვ.მ. შენობა-ნაგებობა.
8. ი- მ--–--ემ ვერ უზრუნველყო სს „ქართუ ბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რის შემდეგაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი- მ--–--ეს სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ დაეკისრა 292 345, 57 აშშ დოლარის გადახდა, მასვე, 2014 წლის 31 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა დღეში 271 56 აშშ დოლარუს გადახდა. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ თანხის ამოღების მიზნით განხორციელებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, დ---თ ტ----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ქობულეთში, ა----–-----–-----------------ში მდებარე ორი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდები: 20.42.02.8-- და 20.42.02.9--) და ამავე მისამართზე მდებარე ი----- ხ--------ს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 20.42.02.710) რეალიზაცია. ამჟამად აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად.
9. ამდენად, ი- მ--–--ემ და დ---თ ტ----ემ, წინასწარი შეთახმებით ჯგუფურად, ქონების მესაკუთრესა და მფლობელს ი----- ხ--------ს მიაყენეს დიდი ოდენობით - 22 00 აშშ დოლარისა და 183 600 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ---თ ტ----ეს და ი- მ--–--ეს წარედგინათ ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით.
სასამართლომ დაადგინა:
11. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებულები ი- მ--–--ე და დ---თ ტ----ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ი- მ--–--ემ და დ---თ ტ----ემ ჩაიდინეს ი----- ხ--------ს ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
12. დაზარალებულმა ი----- ხ--------მ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2010 წელს ი- მ--–--ისგან და დ---თ ტ----ისგან ქ. ქ------–---–-------–-----–-- გამზირზე შეიძინა მიწის ნაკვეთი ჯერ 300 კვ.მ-ის, მოგვიანებით 101 კვ.მ. ფართობის. ბრალდებულები დაპირდნენ, რომ ქონებას მის სახელზე გაუფორმებდნენ ექვსი თვის გასვლის შემდეგ, რადგან იმ დროისათვის გარდაცვლილი იყო დ---თ ტ----ის დედა, რომლის სახელზეც ირცხებოდა უძრავი ქონება და სამკვიდროს მიღებამდე ქონების ახალ შემძენზე გაფორმების შესაძლებლობა არ არსებობდა. ნაკვეთის ღირებულება, სულ 22000 აშშ დოლარი, გადაუხადეს სრულად. ადვოკატთან დაწერეს "სანოტარო ხელწერილი" 300 კვ. მ. ნაკვეთის ნასყიდობასთან დაკავშირებით, ხოლო 101 კვ.მ. ნაკვეთის შეძენის თაობაზე რაიმე დოკუმენტი არ გაფორმებულა, ენდნენ ტ----ეებს. ექვსი თვის გასვლის შემდეგ, დ---თ ტ----ემ ქონება "ვერ გადაუფორმა", შეძენილი ნაკვეთი აღმოჩნდა ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთული , ამიტომ სასტუმროს მშენებლობისთვის საჭირო პროექტი ტ----ის სახელზე გააკეთა და მშენებლობა დაიწყო. მშენებლობისთვის საჭირო სესხის გამოსატანად ბანკს მიმართა და მაშინ გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ უძრავ ქონებას უკვე "ქართუ ბანკის" იპოთეკა ედო. 2013 წელს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება აღირიცხა მის სახელზე. მ--–--ესთან და ტ----ესთან ერთად მოილაპარაკეს "ქართუ ბანკთან" და რადგან მხოლოდ ტ----ის კუთვნილი ქონებაც საკმარისი იყო კრედიტის დასაფარად, ბანკი დათანხმდა პირველი სეზონის შენატანის დაფარვის შემთხვევაში, რაც 40000 ლარს შეადგენდა, ხ--------ს მიერ შეძენილი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლებას, თუმცა ეს პირობაც ვერ შეასრულეს ბრალდებულებმა. თავიდანვე რომ სცოდნოდა უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკის შესახებ, არ შეიძენდა. საჯარო რეესტრში ქონების მდგომარეობა არ გადაუმოწმებია, ადვოკატთან დადებული ხელწერილი მიიჩნია საკმარისად. დ---თ ტ----ეს და ი- მ--–--ეს არასდროს უთქვამთ უარი ქონების გადაფორმებაზე მისთვის, სულ პირდებოდნენ, მაგრამ ამ დაპირებას "ვერ ასრულებდნენ". მისცეს სასტუმროსთან მისასვლელი ბილიკიც, მშენებლობის პროექტის გაკეთებაშიც შეუწყეს ხელი. დღესაც პირდებიან, რომ გამოათავისუფლებენ ქონებას იპოთეკისგან, მაგრამ ისევ ვერ ასრულებენ დაპირებას. ეს ქონება უკვე ბანკის საკუთრებაშია, განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზარალი, ყოველთვიურად იხდის ბანკის ვალს სასტუმროს მშენებლობისთვის გამოტანილი სესხის გამო. მიწის ნაკვეთის შეძენამდე, ტ----ის ოჯახთან მისი ოჯახის წევრებს ურთიერთობა და შეხება არასოდეს ქონიათ.
13. მოწმის სახით დაკითხულმა მ-------რ ბ-----------მა განმარტა, რომ ი----- ხ-------- მისი შვილია. მათ ოჯახს სურდა მიწის ნაკვეთის შეძენა სასტუმროს ასაშენებლად. 2010 წლის აპრილში ი- მ--–--ეს და დ---თ ტ----ეს შეუთანხმდნენ, რომ შეიძენდნენ მათგან 300 კვ.მ მიწის ნაკვეთს ქ. ქ------–---–-------–-----–-- ქ. N4---ში 16000 აშშ დოლარად. შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მივიდნენ შ------------ის საადვოკატო ოფისში და "გააფორმეს ხელშეკრულება". შემდეგ კი ქ. ქობულეთში, მათ საცხოვრებელ სახლში გადასცეს ტ----ეს და მ--–--ეს 16000 აშშ დოლარი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, კიდევ შეიძინეს დამატებით ბრალდებულებისგან 101 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნულთან დაკავშირებით "ხელშეკრულება" არ გაუფორმებიათ. გადაუხადეს ამ ნაკვეთის ღირებულებაც. ამ მომენტისთვის ტ----ის დედა ახალი გარდაცვლილი იყო, მის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, ამიტომ ტ----ე და მისი მეუღლე დაპირდნენ, რომ სამკვიდროს მიღების შემდეგ გაუფორმებდნენ შეძენილ უძრავ ქონებას საჯარო რეესტრში, თუმცა ეს დაპირება "ვერ თუ არ" შესრულდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ტ----ის სახელზე გააკეთეს სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ააშენეს სამი სართული. შემდეგ შეიტყვეს, რომ მთელი ქონება იპოთეკით იყო დატვირთული "თიბისი" ბანკში. სთხოვეს ბრალდებულებს გამოეთავისუფლებინათ იპოთეკისგან მათ მიერ შეძენილი ქონება, დაპირდა მ--–--ე, რომ "ქართუ ბანკიდან" გამოიტანდა სესხს, დაფარავდა "თიბისი ბანკის" დავალიანებას და გაუთავისუფლებდა ქონებას. თუმცა აღმოჩნდა რომ "ქართუ ბანკმა" სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა დ---თ ტ----ის სახელზე აღრიცხული მთელი ქონება, მათ შორის ხ--------ს მიერ შეძენილიც. ი- მ--–--ესთან ერთად სიტუაციის გასარკვევად მივიდა აღნიშნულ ბანკში, მ--–--ე ბანკის თანამშრომლებს ეკამათა, ხომ გითხარით ხ--------ს ქონებაა ნაწილი და ის რატომ დატვირთეთ იპოთეკითო. ბანკის თანამშრომელმა კი "ვითომც ვერ გაიგონა" მისი ნათქვამი, არაფერი უპასუხა. საბოლოოდ პრობლემას არ ეშველა. ქონების იპოთეკისგან გათავისულება არ მომხდარა, რის გამოც მათმა ოჯახმა განიცადა დიდი ზიანი, ფიქრობენ, რომ ბრალდებულებმა მოატყუეს, როდესაც ნაკვეთის ყიდვისას არ გააფრთხილეს ქონებაზე არსებული იპოთეკის შესახებ. ისიც ვერ მოიფიქრეს საჯარო რეესტრში გადაემოწმებინათ უფლებრივად როგორი ქონების შეძენას აპირებდნენ. მშენებლობის პროცესში ხელი არასოდეს შეუშლიათ ბრალდებულებს, პროექტიც გააკეთებინეს ტ----ის სახელზე, სახლთან მისასველილი ბილიკიც მისცეს, თუმცა საბოლოოდ მოხდა ის, რომ ქონება არ გადაფორმებულა შემძენზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნაკვეთის შეძენამდე არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია ი- მ--–--ესთან, ამ უკანასკნელს მისგან თანხა 5000 აშშ დოლარის ოდენობით არ უსესხია. თუ საწინააღმდეგოს დამტკიცებას აპირებს მ--–--ე, ამ ურთიერთობის დამადასტურებელი "ხელწერილი აჩვენოს".
14. მოწმე მ-------------ემ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ი----- ხ-------- მისი მეუღლეა. 2010 წელს დ---თ ტ----ისგან და ი- მ--–--ისგან ქ. ქობულეთში შეიძინეს მიწის ნაკვეთი სასტუმროს ასაშენებლად 300 კვ.მ. ფართობის. იმ მომენტისთვის უცნობი იყო ამ ნაკვეთზე ბანკის იპოთეკის არსებობის თაობაზე, ბრალდებულებმა არ გააფრთხილეს ამის შესახებ, საჯარო რეესტრში კი არ გადაუმოწმებიათ. როდესაც აღნიშნული გარემოების შესახებ შეიტყვეს, ადვოკატ შ------------ის ოფისში, მიწის ნასყიდობის თაობაზე გააფორმეს ხელწერილი, რომლითაც ტ----ემ და მ--–--ემ აიღეს ვალდებულება, რომ ტ----ის მიერ დედის სამკვიდრო ქონების მიღების შემდეგ, ამ მიწის ნაკვეთს გადააფორმებდნენ ი----- ხ--------ს სახელზე. იმ დროისთვის გარდაცვლილი იყო უკვე ტ----ის დედა - ა-–---------ა ბ-------ე, რომლის სახელზეც ირიცხებოდა უძრავი ქონება და სამკვიდროს მისაღებად საჭირო ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ქონების გადაფორმება მოხდებოდა ახალ შემძენზე. სრულად გადაუხადეს ბრალდებულებს მიწის ნაკვეთის ღირებულება 16 000 აშშ დოლარი. მოგვიანებით შეიძინეს კიდევ 101 კვ.მ ფართობის მიწა, რომელიც "სანოტარო წესით" აღარ გაუფორმებიათ და მისი ღირებულება 6000 აშშ. დოლარიც გადაუხადეს მ--–--ეს და ტ----ეს. იმავე - 2010 წელს, როდესაც დააპირეს შეძენილი მიწის ნაკვეთის ხ--------ს სახელზე რეესტრში აღრიცხვა, შეიტყვეს ამ მიწაზე "თიბისი" ბანკის იპოთეკის არსებობის თაობაზე, სწორედ, ამის შემდეგ ჩათვალა ხ--------ს დედამ მ-------რ ბ-----------მა, მიზანშეწონილად, ადვოკატთან დაეწერათ ხელწერილი და ბრალდებულებს ამ ხელწერილით ეკისრათ ქონების გადაფორმების ვალდებულება (იხ. 2017 წლის 23 მაისის სხდომის ოქმი -12:46 სთ.). მ--–--ე და ტ----ე ქონების იპოთეკისგან გათავისუფლებას აგვიანებდნენ, ამიტომ 2012 ან 2013 წელს, ხ--------ს შესთავაზეს ქონების მესაკუთრის - დ---თ ტ----ის სახელზე გაეკეთებინა მშენებლობის პროექტი, რათა არ შეფერხებულიყო მშენებლობის დაწყება. მართლაც, პროექტი გაკეთდა ტ----ის სახელზე და დაიწყეს მშენებლობა. ბრალდებულებს უარი არასდროს უთქვამთ ხ--------ს კუთვნილი ქონების მესაკუთრის სახელზე გადაფორმებაზე, მხოლოდ აცხადებდნენ, რომ ბანკის იპოთეკის გამო ვერ ახერხებდნენ ამას. შემდეგ ი- მ--–--ე დაპირდა, რომ ახალ კრედიტს აიღებდა "ქართუ ბანკიდან", გადაფარავდა "თიბისი ბანკის" ვალს და გაუთავისუფლებდა ქონებას. თუმცა აღმოჩნდა, რომ "ქართუ ბანკმა" იპოთეკით დატვირთა არა მხოლოდ დ---თ ტ----ის ქონება, არამედ ქონების ის ნაწილიც, რომელიც შეძენილი ჰქონდა ი----- ხ--------ს, მიუხედავად იმისა,რომ ტ----ემ ქონების გამიჯვნა ოფიციალურად მოახდინა. დედამთილთან - მ-------რ ბ-----------თან და ი- მ--–--ესთან ერთად იმყოფებოდა "ქართუ ბანკში" , სადაც აუხსნეს, რომ კრედიტის გასაცემად მხოლოდ ტ----ის კუთვნილი ქონებაც საკმარისი იყო და არ წარმოადგენდა აუცილებლობას ხ--------ს მიერ შეძენილი ქონების ვალდებულებით დატვირთვა. ბანკში ასევე განუმარტეს, რომ ქონების ადგილზე დათვალიერებისას, მ--–--ეს უთქვამს მათ სასტუმროზე, რომ ეს ხ--------ს ეკუთვნოდა და ის აწარმოებდა მშენებლობას, მაგრამ "ბანკმაც არ მოიკითხა ხ-------- რატომ აშენებდა, ხომ უნდა ეკითხათ ესეც?!" და ასეთი მოკითხვის გარეშე იპოთეკით დატვირთეს მთელი ქონება. 2013 წელს ი----- ხ--------ს სახელზე საჯარო რეესტრში გადაფორმდა ამ უკანასკნელის მიერ დ---თ ტ----ისგან შეძენილი 401 კვ.მ. ნაკვეთი, თუმცა მასზე არსებული იპოთეკის გამო, რომლისგან გათავისუფლება ვერ შეძლეს ბრალდებულებმა, მოხდა ბანკის მიერ ამ უძრავი ქონების რეალიზაცია. ხ--------ს ოჯახმა განიცადა დიდი ოდენობით ზიანი, დღემდე იხდიან ბანკის ვალს და აღმოჩნდნენ რთული ფინანასური პრობლემების წინაშე.
15. მოწმე ბ------------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს "ბანკ ქართუში" კრედიტ ოფიცრად. 2012 წლის ნოემბრის თვეში ბანკში მივიდა ი- მ--–--ე და ითხოვა სხვა ბანკის ვალის რეფინანსირებისთვის, კერძო პირის ვალის დაბრუნებისთვის და კოსმეტიკური რემონტისთვის საჭირო კრედიტის გაცემა 229 000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფის პირობით. მისი მოვალეობაა შეაფასოს განაცხადი, შემდეგ გეგმავს ადგილზე ვიზიტს, ადგენს სესხის გაცემის პროექტს, ამოწმებს კრედიტის ამღები პირის გადახდისუნარიანობას და შესაბამის კომისიას წარუდგენს მოპოვებულ ინფორმაციას კრედიტის დასამტკიცებლად. საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონება ირიცხებოდა დ---თ ტ----ის სახელზე, ჩანდა უძრავ ქონებაზე არსებული "თიბისი ბანკის" იპოთეკაც. ადგილზე დაათვალიერა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობა. ამ შენობების მიღმა ჩანდა მესამე მშენებარე ობიექტი, რომელზეც ი- მ--–--ემ განუმარტა, რომ ეკუთვნოდა ი----- ხ--------ს (იხ. 23.05. 2017 წ. სხდომის ოქმი, 16:28 სთ), "ხ-------- აშენებს ამ შენობასო" - უთხრა. რეესტრის ამონაწერის თანახმად, ნაკვეთის ფართობი იყო 1792 კვ.მ, მასზე განთავსებული ორი შენობით, მესამე შენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იყო აღნიშნული. არ გადაუზომია ის ნაკვეთი, რომელიც მ--–--ემ აჩვენა, ორი შენობა კი თავისი თვალით ნახა, ნაკვეთებს შორის რაიმე მიჯნა გავლებული არ იყო. ქონების შეფასებაში ეს მესამე შენობა არც შესულა. საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც თავდაპირველად წარედგინათ, ერთიანი იყო 1792 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კომიტეტზე სწორედ ამ სახით წარდგა ქონება და გადაწყდა სესხის გაცემა უძრავი ქონების იპოთეკის სანაცვლოდ, თუმცა შემდეგ საჯარო რეესტრმა შეაჩერა რეგისტრაცია და მიუთითა, რომ ეს ნაკვეთი ორ ნაწილად იყო დაყოფილი, თავად ბანკი "არ დაინტერესებულა რატომ იყო ეს ნაკვეთი ორად გაყოფილი", მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციის შეჩერების შემდეგ მიაქციეს ყურადღება, შესაბამისად, მომზადდა ორი ნაკვეთის ოპოთეკასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ისე წარედგინა რეესტრს, ამიტომ იპოთეკა დარეგისტრირდა ორივე ნაკვეთზე. გაიცა სესხი 229--0 აშშ დოლარი, საიდანაც 204 000 -ით გადაიფარა "თიბისი ბანკის" ვალი, 16000 -ით კერძო ვალი, დარჩენილი 9--0 დოლარი კი აღარ მისცეს მ--–--ეს, რადგან შეიტყვეს სხვის ქონებაზე დადებული იპოთეკით გამოწვეული პრობლემების შესახებ. თავიდანვე რომ ცნობილი ყოფილიყო ამ ქონების გამიჯვნის თაობაზე, შესაძლებელი იყო ბანკს იპოთეკა დაედო მხოლოდ დ---თ ტ----ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, რომლის ღირებულება გაცილებით მეტი იყო მოთხოვნილი კრედიტის ოდენობაზე. მოგვიანებით ხ--------მ და მისი ოჯახის წევრებმა მოითხოვეს მათ მიერ შეძენილი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება, ი- მ--–--ესთან ერთად მისული იყვნენ ბანკში. ბანკმა შესთავაზა მ--–--ეს, პირველი სეზონული შენატანი სრულად და დროულად შეეტანა ბანკში და გაათავისუფლებდნენ იპოთეკისგან ხ--------ს ნაკვეთს, თუმცა სეზონური შენატანი არ გაკეთებულა, ამიტომ იპოთეკისგან არ გათავისუფლებულა ხ--------ს კუთვნილი უძრავი ქონებაც. საქმე გადაეცა პრობლემური სესხების განყოფილებას შემდგომი რეაგირებისთვის.
16. მოწმე შ------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მოქმედი ადვოკატია, აქვს საადვოკატო ოფისი, სადაც, დაახლოებით 5-7 წლის წინ მივიდა მისი თანაკლასელი მ-------რ ბ-----------ი და მიწის ნასყიდობის შესახებ ხელწერილის შედგენაში დახმარება სთხოვა. საქმე ეხებოდა მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება, როგორც ახსოვს 15000 დოლარზე მეტი იყო. შეადგინა ხელწერილი, რომლის შინაარსი სრულად გამოხატავდა მხარეთა ნებას, ორივე მხარემ წაიკითხა და მოაწერა ხელწერილს ხელი, რაიმე პრეტენზია ხელწერილის შინაარსთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ. თავად ადვოკატს არ გადაუმოწმებია საჯარო რეესტრის მონაცემები ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, არც ის აუხსნია მხარეებისთვის, რომ ასეთი ხელწერილის შედგენით არ სრულდება უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებული საკითხები და საჭიროა ქონების დარეგისტრირება ახალ მესაკუთრეზე საჯარო რეესტრში. გააკეთა მხოლოდ ის, რაც მხარეებმა ითხოვეს მისგან და ამით დასრულდა მისი მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობაში.
17. მოწმე რ------------ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ დ---თ ტ----ესთან მუშაობდა მის მიწის ნაკვეთზე მიმდინარე ორი სახლის მშენებლობაზე. კარგად იცნობდა და ენდობოდა მას. ტ----ეს ჰქონდა მისი ვალი 15000 აშშ დოლარის ოდენობით. თავად მესხიძეს სახლი არ ჰქონდა, სურდა ნაკვეთის შეძენა სახლის ასაშენებლად. სურვილი დ---თსაც გაანდო და შეუთანხმდა, რომ ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთს მისცემდა. სანოტარო წესით გააფორმეს ხელშეკრულება ვალის აღი-რების თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ მიწა დაიტვირთა იპოთეკით, რასთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონი-, დ---თმა აუხსნა, რომ თანხა სჭირდებოდა და აპირებდა მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვას. ყიდვის მომენტისთვის იცოდა, რომ მიწა თავისუფალი იყო ვალდებულებებისგან, რომ ყოფილიყო იპოტეკით დატვირთული, მაინც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ეს გარემოება, რადგან ენდობოდა ტ----ეს და მის ოჯახს, იცოდა, რომ დათო მას არ აზარალებდა. მოგვი-ნებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღარ შეუძენი-, რადგან სახლების განლაგება მისთვის მოუხერხებელი სქემით მოხდებოდა, მისი სახლი მთლიანად ჩრდილში რჩებოდა მეზობლის მიერ სახლის აშენების შემდეგ, სახლამდე მისასვლელი გზაც საკმაოდ შორიდან მისავლელი ექნებოდა . ამიტომ მეზობლად გამოჩნდა გასაყიდი ნაკვეთი და საბოლოოდ ის შეიძინა. დათო ტ----ემ სრულად დაუფარა მისი ღირებულება, მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა ასანაზღაურებელი. ხ--------სთან და მის ოჯახთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია და არც მასსა და დ---თ ტ----ეს შორის არსებული შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით შეუძლია რაიმეს განმარტება, იცის მხოლოდ ის, რომ ხ--------მ უფრო ნაკლებ ფასად შეიძინა ტ----ისგან ნაკვეთი, ვიდრე თავად აპირებდა.
18. მოწმე შ----- გ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ წლების წინ იყო სამშენებლო ბრიგადის წევრი და მუშაობდა ი----- ხ--------სთან ქობულეთში, ა----–-----–-ს N4---ში სასტუმრო მშენებლობაზე. მშენებლობა დაიწყო 2012 წლის დასაწყისში, გაგრძელდა იმავე წლის სექტემბრის თვემდე. სასტუმროს შენობა უნდა ყოფილიყო ხუთსართულიანი, თუმცა ააშენეს მხოლოდ სამი სართული, შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. ამისი მიზეზი იყო მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრის - დ---თ ტ----ის მიერ ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვა და ი----- ხ--------ს მოსაგვარებელი ჰქონდა იპოთეკასთან დაკავშირებული პრობლემები.
19. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ნ-----------------ემაც, რომელიც ასევე მონაწილეობდა ი----- ხ--------ს სასტუმროს მშენებლობაში.
20. ბრალდებულმა ი- მ--–--ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს განუმარტა, რომ 2008 წელს სასტუმროს მშენებლობისთვის "თიბისი ბანკიდან" აიღო სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქობულეთში მდებარე 1792 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც იმჟამად ირიცხებოდა დედამთილის - ა-–---------ა ბ-------ის სახელზე. დაიწყეს მშენებლობა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გართულდა სესხის გადახდა, რაც ქობულეთში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს შეეხო, რომელსაც მშენებლობისთვის ბანკიდან სესხი ჰქონდა აღებული. გადაწყვიტა აეღო კერძო პირისგან სესხი და დაეფარა ბანკის თებერვლის თვის დავალიანება, შემდეგ კი, ბანკის თანამშრომლების დაპირებით, გაგრძელდებოდა სეზონური სესხების გაცემა. მეზობლებისგან შეიტყო, რომ ფულის სესხება შეეძლო მახინჯაურში მცხოვრები მ-------რ ბ-----------ისგან, რომელიც პროცენტის სანაცვლოდ სესხად აძლევდა მსურველებს თანხას. მიაკითხა მ-------რს და ისესხა მისგან 5000 აშშ დოლარი, თვეში 10 პროცენტი სარგებლის მიცემის პირობით. სესხის აღებასთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტი არ შეუდგენიათ. იმის გამო, რომ ბანკმა საერთოდ შეაჩერა სეზონური სესხების გაცემა, ვეღარ შეძლო ბ-----------ისთვის ვალის დაბრუნება, რომელიც პროცენტებიანად უკვე 9--0 დოლარამდე იყო ასული. ამიტომ იძულებული გახდა დათანხმებოდა მევალის შეთავაზებას ქ. ქობულეთში, ა----–-----–-ს გამზ. N4---ში მდებარე მისი ოჯახის კუთვნილი მიწიდან 300 კვ.მ. ნაკვეთის მიყიდვაზე და იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ადგილას, იმ პერიოდში, კვადრატული მეტრი მიწის ფასი 100-დან 150-დოლარამდე მერყეობდა, დათანხმდა კვადრატული მეტრის 50 დოლარად გადაცემაზეც. მოგვიანებით, ბ-----------მა მისგან 101 კვ.მ ნაკვეთიც შეიძინა. მ-------რისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მისგან სესხის აღება, შემდეგ სესხის გადაუხდელობის გამო ნაკვეთის ნახევარ ფასად მიყიდვა განპირობებული იყო იმით, რომ დ---თ ტ----ე და მისი მეუღლე ვერ ახერხებდნენ ბანკის ვალის დაფარვას. ბანკიდან სესხის აღება უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გარეშე რომ არ ხდება და ქონება იპოთეკით იტვირთება, ეს საყოველთაოდ ცნობილი გარემოებაც, კარგად იცოდა მ-------რმა, რომელსაც საკმაო გამოცდილება ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობაში. არც დ---თ ტ----ეს და არც ი- მ--–--ეს ბ-----------ისთვის და მისი რძლისთვის - მ-------------ისთვის, რომელიც დედამთილთან ერთად ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში, არ დაუმალავთ და ვერც დაუმალავდნენ უძრავ ქონებაზე დადებული იპოთეკის შესახებ. აღნიშნული გარემოების გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი ყველასთვის ხელმისაწვდომი საჯარო რეესტრის ბაზის დათვალიერებით, სადაც ამომწურავი ინფორმაციაა უძრავი ქონების სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის შემოწმების გარეშე, ასეთი დონის გარიგებები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ იდება. სწორედ ამ მიზეზით მ-------რ ბ-----------ი არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დასადასტურებლად, დაჯერდა მხოლოდ ხელწერილს და არც უცდია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სანოტარო წესის დაცვით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით მომხდარიყო უძრავი ნივთის მისი ოჯახის საკუთრებაში აღრიცხვა, შესაბამისად უფრო მეტი სამართლებრივი გარანტიის შექმნა საკუთარი ქონებრივი ინტერესის დასაცავად. მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას, შეძენილი უძრავი ქონების იმჟამინდელი სამართლებრივი მდგომარეობა, არ მისცემდა. მხოლოდ იმის შიშით, რომ ნაკვეთში გადახდილი ფული არ დაეკარგა, ანუ შემდეგ ი- მ--–--ეს ან დ---თ ტ----ეს თანხის აღების უარყოფა არ მოეხდინათ, ადვოკატ პაპიძის ოფისში დაწერილ ხელწერილს დასჯერდა. ამის შემდეგ ისევ იმ მიზეზით, რომ ვერ იხდიდნენ ბანკის კრედიტს, ბრალდებულებმა რამდენჯერმე შეიცვალეს ბანკი. გადადიოდნენ სხვა ბანკში, ნაკლებ პროცენტად იღებდნენ სესხს, ფარავდნენ წინა ბანკის კრედიტს, ამასთან, უძრავ ქონებაზე დადებული იპოთეკა გადადიოდა ავტომატურად. ის გარემოება, რომ არ მოხდა "ბანკიდან ბანკში გადასვლისას", ხ--------ს მიერ შეძენილი ქონების გამიჯვნა და იპოთეკისგან გათავისუფლება, თავად ხ--------ს და მისი ოჯახის პოზიციით იყო განპირობებული. ბრალდებულებმა შესთავაზეს მ-------რ ბ-----------ს მომხდარიყო მათი ოჯახის მიერ შეძენილი ქონების გამიჯვნა და გამოთავისუფლება იპოთეკისგან, პირველ ეტაპზე ბ-----------ი დაეთანხმა შეთავაზებას, მაგრამ შემდეგ ტ----ეებთან გამოცხადდა ქობულეთის საპროექტო სამსახურის თანამშრომელთან ერთად, რომელმაც დაათვალიერა ნაკვეთი და განუცხადა, რომ თუ ხ--------ს ოჯახს სურდა სასტუმროს აშენება შეძენილ 400 კვ.მ ფართობის მიწაზე, სრულად ვერ შეძლებდა ნაკვეთის დატვირთვას და იმ მოცულობის სასტუმროს აშენებას, რა მოცულობისაც სურდათ. კანონი არ იძლეოდა ასეთ შესაძლებლობას და ვერც პროექტის გაცემა მოხდებოდა მშენებლობისთვის, 400 კვ.მ ფართობზე ამ ფართობის ნახევარი შეიძლება დატვირთულიყო მხოლოდ. მაგრამ თუ პროექტის გაცემისას გათვალისწინებული იქნებოდა ტ----ის სახელზე აღრიცხული 1793 კვ.მ. ფართობის მიწა, სავსებით შესაძლებელი გახდებოდა მასზე იმ ფართობის და მოცულობის მშენებლობა, როგორიც ხ--------ს ოჯახს აწყობდა. ამიტომ, საბოლოოდ უარი თქვეს ნაკვეთის მათ საკუთრებად აღრიცხვაზე და სთხოვეს დ---თ ტ----ეს თავის სახელზე გაეკეთებინა სასტუმროს პროექტი. მართლაც, დ---თმა მის სახელზე გააკეთებინა პროექტი, დაიწყეს მშენებლობა. მოგვიანებით, ხ--------მ თავად მოითხოვა ნაკვეთის გამიჯვნა, რაზეც, ცხადია, უარი არ უთქვამთ ტ----ეებს და ის, რაც მოხდა 2012 წელს და გაიმიჯნა ნაკვეთები, სავსებით შესაძლებელი იყო მომხდარიყო უფრო ადრეც ხ--------ს და მისი ოჯახის სურვილის შემთხვევაში. 2013 წელს მოხდა ხ--------ს მიერ შეძენილი ქონების მის სახელზე აღიცხვა. რაც შეეხება "ბანკი ქართუს" მიერ მთელ უძრავ ქონებაზე დადებულ იპოთეკას, მ--–--ემ განმარტა, რომ წარადგინა განაცხადი "ბანკ ქართუში" და ითხოვა სესხის გაცემა "თიბისი ბანკში" არსებული დავალიანების დასაფარად, სანაცვლოდ წინა ბანკის მიერ დადებული იპოთეკა უნდა გადაყოლოდა მხოლოდ ტ----ის მფლობელობაში დარჩენილ მიწის ნაკვეთს, რომელიც უკვე გამიჯნული იყო და რომლის ღირებულებაც ბევრად აღემატებოდა მოთხოვნილი სესხის ოდენობას. ბანკის წარმომადგენელმა ბ------------–---–მა დაათვალიერა აღნიშნული ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორი შენობა, დაინახა ამ შენობებს უკან არსებული მშენებარე ობიექტიც - ხ--------ს სასტუმრო და იკითხა მის შესახებ, მ--–--ემ აუხსნა, რომ ეს შენობა მათ არ ეკუთვნოდათ. სესხის გაცემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის შედგენის და სესხის დამტკიცების შემდეგ, როდესაც უკვე საჯარო რეესტრში რეგისტრირდებოდა "ბანკი ქართუს" სასარგებლოდ უძრავ ქონებაზე იპოთეკა, შეიქმნა პრობლემა, გამოჩნდა ნაკვეთის ორი სხვადასხვა კოდი, რადგან მიწა უკვე გამიჯნული იყო. აუხსნეს ბანკის წარმომადგენელს, რომ ხ--------ს ნაკვეთზე არ სურდათ იპოთეკის გავრცელება, მაგრამ საკრედიტო ოფიცერმა უარი განუცხადა ნაკვეთის გამოთავისუფლებაზე იმ მოტივით, რომ სესხი დამტკიცებული იყო 1793 კვ.მ ფართის მიწაზე იპოთეკის გავრცელების სანაცვლოდ და ამის შეცვლა შეუძლებელი იყო, თუმცა სამი თვის ვადაში შესაძლებელი გახდებოდა სხვისი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება. შემდეგ, როდესაც ბ-----------თან ერთად ბანკში მივიდა და მოითხოვა ხ--------ს მიერ შეძენილი უძრავი ქონების გათავისუფლება, უარი მიიღო, ეკამათა კიდეც საკრედიტო ოფიცერს, ხომ გითხარით ქონება სხვისი რომ იყო, რატომ დატვირთეთ იპოთეკითო. საბოლოოდ, იმის გამო, რომ ვერ დაფარა ბანკის დავალიანება, დღეს უძრავი ქონება ბანკის სახელზე ირიცხება. დაკარგეს მთელი ქონება, რომლის მთლიანი ღირებულება, დაახლოებით, მილიონნახევრადაა შეფასებული და ბევრად აღემატება იმ სესხის ოდენობაც, რომელიც ბანკში აიღო, ამიტომ ყველანაირად ეცდება და აქამდეც ცდილობდა როგორც საკუთარი, ისე ხ--------ს ოჯახის კუთვნილი ქონების "ბანკისგან გამოხსნას" და მესაკუთრისთვის დაბრუნებას.
21. ბრალდებულმა დ---თ ტ----ემ ასევე არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ მის მიერ გაკეთებული განმარტებები ანალოგიურია ბრალდებულ ი- მ--–--ის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა.
22. საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებების, საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, შურა ბ-------ის სახელზე ქ. ქობულეთში, ა----–-----–-ს გამზ. N4---ში მდებარე უძრავი ქონება, 1792 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 220 კვ.მ შენობა-ნაგებობა, პირველადად იპოთეკით დაიტვირთა სს "თიბისი ბანკში" 2008 წლის 27 მაისს. 2009 წლის 29 ოქტომბერს იმავე ქონებაზე ბ-------ემ მოითხოვა იპოთეკის რეგისტრაცია "პროკრედიტ ბანკის" სასარგებლოდ. 2010 წლის 12 აგვისტოს უძრავი ქონება მემკვიდრეობით მიიღო და საკუთრებად დაირეგისტრირა დ---თ ტ----ემ, რომელმაც 2010 წლის 15 ნოემბერს განცხადებით ითხოვა იპოთეკით დაეტვირთა ქონება და მეორე რიგის იპოთეკარად დარეგისტრირებულიყო ისევ "პროკრედიტ ბანკი". 2011 წლის 5 აპრილს, კი ტ----ის მოთხოვნით, მესამე რიგის იპოთეკარად დარეგისტრირდა "თიბისი" ბანკი. 2011 წლის 6 მაისის განცხადებით, "პროკრედიტ ბანკმა" მის სასარგებლოდ დადებული იპოთეკის გაუქმება მოითხოვა და იპოთეკარად დარჩა მხოლოდ "თიბისი ბანკი". დ---თ ტ----ის 2012 წლის 7 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 12 ნოემბერს ორ საკადასტრო ერთეულად გაიყო ტ----ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება - 1392 კვ.მ და 401 კვ.მ. ფართის ნაკვეთებად, მიენიჭათ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდები. 2012 წლის 17 დეკემბერს "ბანკი ქართუს" და დ---თ ტ----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკის საგანს წარმოადგენდა დ---თ ტ----ის საკუთრებაში არსებული 1792 კვმ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორი შენობა- ნაგებობით. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, "ქართუ ბანკის" სასარგებლოდ უძრავ ნივთზე - ქ. ქ------–---–-------–-----–-- N4---ში მდებარე 1392 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობაზე, იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე განცხადების წარდგენის თარიღად მითითებულია - 2012 წლის 17 დეკემბრის 13:27 საათი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რომელიც მიმდინარეობდა დ. ტ----ის განცხადების საფუძველზე უძრავ ნივთზე იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. შეჩერების საფუძველი გახდა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უძრავ ნივთზე უფლების საგნის იდენტიფიკაციის შეუძლებლობა, რადგან ხელშეკრულებაში მითითებული საკადასტრო კოდი გაყოფილი იყო ორ ნაწილად, ამიტომ დასაზუსტებელი აღმოჩნდა მოთხოვნა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 401 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მშენებარე ნაგებობაზე იპოთეკის რეგისტრაციის განცხადების წარდგენის თარიღად მითითებულია - 2012 წლის 18 დეკემბერს, 12:40 საათი. იპოთეკის უფლების რეგისტრაცია ორივე ნაკვეთზე და მათზე განთავსებულ შენობებზე, განხორციელდა 2012 წლის 18 დეკემბერს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების, რომლითაც შეჩერდა იპოთეკის რეგისტრაციის პროცესი, რიგით ნომრად მითითებულია - 8----------- . აღნიშნული ნომერი 1392 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობაზე იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე 2012 წლის 17 დეკემბერს დ---თ ტ----ის მიერ წარდგენილი განაცხადის ნომერია, ანუ სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვას ეხებოდა ტ----ის პირველადი მოთხოვნა.
23. 2010 წლის 30 აპრილის ხელწერილით ირკვევა, რომ ერთის მხრივ მ-------რ ბ-----------მა, მეორეს მხრივ დ---თ ტ----ემ და ი- მ--–--ემ დაადასტურეს ბ-----------ის მიერ ამ უკანასკნელებისგან ქ. ქობულეთში, ა----–-----–-ს გამზ. N4---ში მდებარე, 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენის ფაქტი 16000 აშშ დოლარად, რომელიც ხელწერილის დადების დროს სრულად გადაუხადეს. ხელწერილის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ბ-----------ის სახელზე აღიცხვა დ---თ ტ----ის მიერ სამკვიდრო ქონების მიღების შემდეგ უნდა მომხდარიყო.
24. საქმეში წარმოდგენილია შპს "პერსპექტივას - 2012"-ის მიერ დ---თ ტ----ის დაკვეთით შესრულებული მშენებლობის პროექტი, გაცემული 2012 წელს (თვე და რიცხვი გაურკვეველი-) .
25. 2013 წლის 4 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დ---თ ტ----ემ 10 000 ლარად ი----- ხ--------ს მიყიდა ქ. ქ------–---–-------–-----–-- გამზ. N4---ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1000 კვ.მ მშენებარე ნაგებობა. შესაბამისად, საჯარო რეესტრში აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ი----- ხ--------.
26. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი სამოქალაქო საქმის მასალებით, დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი- მ--–--ეს სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ დაეკისრა 292 345, 57 აშშ დოლარის გადახდა, მასვე, 2014 წლის 31 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა დღეში 271 56 აშშ დოლარის გადახდა. თანხის ამოღების მიზნით განხორციელდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, დ---თ ტ----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ქობულეთში, ა----–-----–-ს გამზირი N4---ში მდებარე ორი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდები: 20.42.02.8-- და 20.42.02.9--) და ამავე მისამართზე მდებარე ი----- ხ--------ს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 20.42.02.710) რეალიზაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით. 2015 წლის 29 დეკემბერს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
27. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
29. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
30. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
31. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმე მ---- ტ----ის ჩვენება, საჯარო რეესტრის ამონაწერები.
32. მოწმე მ---- ტ----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ დათო ტ----ე მისი ბიძაშვილია, ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად, კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. მისთვის ცნობილია, რომ 2008 წელს ი- მ--–--ემ მ-------რ ბ-----------ისგან ისესხა თანხა. ბ-----------თან მ--–--ე მოწმის რძალმა დააკავშირა, რომელსაც ასევე ჰქონდა მ-------რისგან სესხი აღებული და რადგან ი-საც დაჭირდა, მიჰყვა ფულის სასესხებლად. ი-მ მ-------რისგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, თვეში 10 პროცენტის გადახდის პირობით. სესხის აღებასთან დაკავშირებით, როგორც იცის, რაიმე დოკუმენტი არ გაფორმებულა. სესხის დაბრუნება დ---თ ტ----ემ და მისმა მეუღლემ ვეღარ შეძლეს, ამიტომ მ-------რმა შესთავაზა - თუ ვალს ვეღარ მიბრუნებ, ამ ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი მომყიდეო. სხვა გზა არ ჰქონდათ, დათანხმდნენ შეთავაზებას და საკმაოდ იაფად, კვადრატულ მეტრში 50 დოლარის სანაცვლოდ, ჯერ 300 კვ.მ, ხოლო მოგვიანებით 100 კვ.მ. მიწა მიყიდეს მ-------რის ოჯახს. ბ-----------მა რომ თავიდანვე იცოდა მიწაზე არსებული იპოთეკის შესახებ, ცნობილია მოწმისთვის, რადგან პირადად შეესწრო მ-------რის და ი- კამათს, რა დროსაც ბ-----------მა დაადასტურა რომ მიწის ყიდვამდე იცოდა მასზე არსებული იპოთეკის შესახებ. მშენებლობისთვის საჭირო პროექტი ხ--------მ დ---თის სახელზე გააკეთა, ტ----ემ და მ--–--ემ ყველანაირად შეუწყეს მას ხელი, მისცეს ნაკვეთამდე მისასვლელი გზა. ხ--------ს სასტუმროს აივნები მოწმის ნაკვეთზე გადადის, რაც ხელს უშლის და ძალიან არ მოსწონს, მაგრამ დ---თის ხათრით პრეტენზია არ გამოთქვა და მისცა ხ--------ს აივნების მისი სახლის მხარეს გაკეთების უფლება. ერთხელ, როდესაც ი- მ--–--ესთან იმყოფებოდა სტუმრად, შეესწრო ხ--------ს მეუღლის მ---- მისვლის ფაქტს, რა დროსაც ეს უკანასკნელი ითხოვდა თავის სახლი მიეყიდა ი-ს მისთვის. ი- დაეთანხმა და ორი სახლიდან ერთ-ერთის მიყიდვა შესთავაზა, თუმცა მ--- ა----–-----–-ს ქუჩის მხარეს, ანუ უკეთეს ადგილას განთავსებული მეორე სახლის მიყიდვას ითხოვდა, რაზეც, ბუნებრივია, უარი მიიღო. საუბარში მ---მ მისი თანდასწრებით დაადასტურა, რომ ქონების შეძენისას მასზე არსებული იპოთეკის შესახებ კარგად იცოდნენ. მოწმისთვის ცნობილი- კონკრეტული ფაქტები, რა დროსაც მ-------რ ბ-----------მა სესხად გაცემული თანხის ვერდაბრუნების გამო, სახლები წაართვა მოვალეებს, ამ შემთხვევაშიც, ფიქრობს, რომ მისი მიზანი დ---თ ტ----ის კუთვნილი უძრავი ქონების დაუფლებაა.
33. ამდენად, ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ---თ ტ----ის და ი- მ--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას.
34. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილი გარემოებაა და არც ერთი მხარე არ უარყოფს ფაქტს იმისას, რომ დ---თ ტ----ის და ი- მ--–--ის ოჯახის საკუთრებაში არსებული, ქ. ქობულეთში, ა----–-----–-ს გამზ. N4---ში მდებარე 1792 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 401 კვ.მ. შეიძინა ი----- ხ--------მ, თუმცა განსხვავებული- ის შეფასებები, რომლებსაც მხარეები აკეთებენ მიწის ნაკვეთის შეძენასთან, მისი იმჟამინდელი სამართლებრივი მდგომარეობის ცოდნასთან და შემძენის სახელზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარის მტკიცებით, იმ დროისათვის, მითითებულ ადგილას მიწის ნაკვეთის არსებულ ფასზე თითქმის ორჯერ ი-ფად, მ-------რ ბ-----------ისთვის და არა ი----- ხ--------სთავის, ნაკვეთის მიყიდვის წინადადებაზე დათანხმება განპირობებული იყო იმით, რომ ი- მ--–--ე და დ---თ ტ----ე ვერ იხდიდნენ მ-------რ ბ-----------ისგან 2008 წელს სესხად აღებულ თანხას, რომელიც ესაჭიროებოდათ სასტუმროს მშენებლობისთვის "თიბისი ბანკიდან" აღებული კრედიტის დასაფარად. აგვისტოს ომის შემდეგ მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის საბანკო სექტორში შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო, სეზონური სესხების გაცემა ბანკებმა შეაჩერეს. ქობულეთში მცხოვრებ არაერთ ოჯახს და მათ შორის ტ----ეებსაც, საომარი მდგომარეობის პირობებში ჩავარდნილი საკურორტო სეზონის გამო, სასტუმროს მშენებლობისთვის ბანკებიდან გამოტანილი სესხის გადახდის შესაძლებლობა წაერთვათ და აღმოჩნდნენ სესხის უძრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, საკუთარი საცხოვრებელი სახლების, მიწების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე. დაცვის მხარის აღნიშნულ განმარტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, რადგან აღნიშნული საყოველთაოდ ცნობილი გარემოება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნობილი იყო ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად შუქდებოდა მას.მედიის საშუალებებით და არაერთი გაადაცემა თუ რეპორტაჟი მიეძღვნა ქობულეთის მცხოვრებელების პრობლემებს, გამოწვეულს ბანკების მიერ სეზონური სესხების გაუცემლობით, კრედიტების ვერდაფარვით და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხის რეალურად არსებობით. ის გარემოება, რომ 2010 წლის აპრილში, როდესაც ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულებსა და ი----- ხ--------ს შორის ნასყიდობის გარიგება დაიდო, ქ. ქ------–---–-------–-----–-- გამზ. N 4---ში მდებარე უძრავ ქონებას ბანკის იპოთეკა ნამდვილად ედო, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამდენად, არ არის გამორიცხული მოვლენათა განვითარების ისეთ ჯაჭვს ჰქონოდა ადგილი, რომელზეც აპელირებს და დაბეჯითებით ამტკიცებს დაცვის მხარე, კერძოდ, ი- მ--–--ის მიერ ადგილი ქონოდა მ-------რ ბ-----------ისგან სესხის აღებას. გარდა თავად ი- მ--–--ის და დ---თ ტ----ისა, აღნიშნულ გარემოების არსებობაზე კატეგორიულად მიუთითებს დაცვის მხარის მოწმე მ---- ტ----ე, რომლის განმარტებით, მისი ოჯახის წევრმა, რომელსაც ასევე ჰქონდა ბ-----------ის ვალი, დააკავშირა მ--–--ე ამ უკანასკნელთან და დაეხმარა სესხის აღებაში. თავად ბ-----------ი და მისი ოჯახის წევრები უარყოფენ სასესხო ურთიერთობებში ყოფნას მ--–--ესთან და საერთოდ ნაცნობობასაც კი ნაკვეთის შეძენამდე, თუმცა ბრალდებულების კატეგორიულმა განმარტებებმა შექმნა ეჭვის და ვარაუდის საფუძველი ასეთი ურთიერთობის არსებობასთან დაკავშირებით და გააჩინა კითხვა - თუ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ასეთ ურთიერთობებს რატომ, რა მიზნით უარყოფს ამას მეორე მხარე.
35. როგორც ბრალდებულები - მ--–--ე და ტ----ე, ისე მ-------რ ბ-----------ი და მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ, 2010 წლის 30 აპრილს ხელწერილის გაფორმების ფაქტს ადვოკატ შ------------ის მონაწილეობით, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ მ-------რ ბ-----------მა (და არა ი----- ხ--------მ), შეიძინა ბრალდებულებისგან 16 000 აშშ დოლარად 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სასამართლო ხელწერილთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო გარემოებას გაუსვამს ხაზს, კერძოდ: ხელწერილს გადაჭარბებული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად აღიქვამს და წარმოაჩენს დაზარალებული ხ--------, ასევე მოწმეები მ-------რ ბ-----------ი და მ-------------ე, უწოდებენ რა მას ჩვენებებში "სანოტარო ხელწერილს", "ხელშეკრულებას". თუმცა ფაქტი-, რომ ეს ხელწერილი არც ერთი და არც მეორე იურიდიული ძალის და დატვირთვის მქონე დოკუმენტს წარმოადგენს. რაც შეეხება ადვოკატის ოფისში და ადვოკატის მიერ ხელწერილის შედგენას, რაც ასევე განსაკუთრებული სამართლებრივი მნიშვნელობს მომენტად აქვს განხილული მხარეს, უნდა აღინიშნოს, რომ იმ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების პროცესში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთის მხრივ ბ-----------ს, მეორეს მხრივ - მ--–--ეს და ტ----ეს შორის, ადვოკატი შ------------ე არ სარგებლობდა ადვოკატის სტატუსით - მისი, როგორც პროცესში ჩართული ადვოკატის უფლებამოსილება, უნდა დასტურდებოდეს კანონის შესაბამისად გაცემული მინდობილობის ან ადვოკატის ორდერის საფუძველზე, თუმცა ასეთი დოკუმენტები საქმეში არ ფიგურირებს. შესაბამისად, ცალსახად შეიძლება თქმა იმისა, რომ შ------------ე ამ პროცესში ჩართული იყო, როგორც კერძო პირი და არა როგორც შესაბამისი სამართლებრივი სტატუსით აღჭურვილი ადვოკატი.
36. მითითებულ ხელწერილზე დაყრდნობით, ბრალდების მხარეც ბრალდების დადგენილებაში უთითებს, რომ ბრალდებულებმა იკისრეს ვალდებულება სამკვიდროს მიღების შემდეგ ნაკვეთის ი----- ხ--------ს სახელზე აღრიცხვისა. ფაქტია, რომ ხელწერილში ი----- ხ--------ს სახელი და გვარი არ ფიგურირებს, ის არც მონაწილეობდა ამ ხელწერილის შედგენის პროცესში. დოკუმენტში საუბარი- მ-------რ ბ-----------ის სახელზე ქონების აღრიცხვაზე. ამავე ხელწერილში უპირობოდ ხაზგასმული- იმის შესახებ, რომ უშუალოდ ხელწერილის დადების დროს მოხდა 16000 აშშ დოლარის გადახდა მ--–--ისა და ტ----ისთვის, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული, ხელწერილზე ხელმომწერი ყველა პირი ადასტურებს, რომ ხელწერილის დადების დროს თანხის გადაცემა არ მომხდარა. თანხა გადაცემულ იქნა ხელწერილის დაწერის შემდეგ, როდესაც ბ-----------ი ქობულეთში ჩავიდა ტ----ეებთან და გადასცა ფული. ამდენად, ფაქტია, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს უტყუარ დათქმებს და სახეზეა მის შინაარსთან შეუსაბამო გარემოებების არსებობა.
37. როგორც უკვე აღინიშნა, ხელწერილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ მ-------რ ბ-----------ი, მეორეს მხრივ ი- მ--–--ე და დ---თ ტ----ე. ეს უკანასკნელები თავის ჩვენებებში მიუთითებენ, რომ მათ სწორედ მ-------რ ბ-----------თან ჰქონდათ ურთიერთობა და შეხება ვალის გამო, ხელწერილიც სწორედ ამიტომ შედგა მ-------რთან და არა ი----- ხ--------სთან. აღნიშნული გარემოება, მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე ვერ იქნება მიჩნეული დადგენილ ფაქტად, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა ნამდვილად ქმნის გარკვეულ ეჭვებს ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასთან დაკავშირებით. მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი, საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.
38. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნაკვეთის ი----- ხ--------სთვის მიყიდვის შემდეგ, დ---თ ტ----ემ და ი- მ--–--ემ განიზრახეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაეზიანებინათ ი----- ხ--------ს დიდი ოდენობით ქონება, არ გადაეფორმებინათ ამ უკანასკნელის სახელზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი, სხვადასხვა ბანკებიდან გამოეტანათ დიდი ოდენობით სესხები, სანაცვლოდ კი დაეტვირთათ ი----- ხ--------ზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი. ამდენად, ბრალდების მხარის ვერსიით, ი----- ხ--------ს ქონებრივი დაზიანება ბრალდებულებმა განიზრახეს ნაკვეთის ღირებულების მიღების შემდეგ იმ მოტივით, რომ ესარგებლათ ბანკებიდან გამოტანილი დიდი ოდენობით სესხებით. სასამართლოში ისევ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პირველი სესხი 2008 წელს სასტუმროს მშენებლობისთვის "თიბისი ბანკიდან" აიღეს ბრალდებულებმა, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქობულეთში მდებარე 1792 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ყველა მომდევნო საბანკო სესხით იფარებოდა წინა საბანკო დავალიანება და იპოთეკა გრძელდებოდა პირველი სესხის დროს იპოთეკით დატვირთულ იმავე ქონებაზე. ასე მოხდა "ქართუ ბანკიდან" სესხის გამოტანის შემთხვევაშიც. სესხის ოდენობა შეადგენდა 229 000 აშშ დოლარს, საიდანაც, 204 000 -ით გადაიფარა "თიბისი ბანკის" ვალი, 16000 -ით - კერძო ვალი, დარჩენილი 9--0 დოლარი კი აღარ მისცეს მ--–--ეს, რადგან შეიტყვეს სხვის ქონებაზე დადებული იპოთეკით გამოწვეული პრობლემების შესახებ, როგორც ეს განმარტა ბანკის წარმომადგენელმა ბ------------–---–მა. შესაბამისად, დიდი ოდენობით აღებული სესხების ხელზე გატანა ბრალდებულების მიერ და გამოყენება სხვა პირადი მიზნებისთვის, არ მომხდარა. ამასთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასეთი ოდენობის სესხების გასაცემად საკმარისი იყო მხოლოდ დ---თ ტ----ის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც, რომლის ღირებულება, ყველა სესხის შემთხვევაში, აღემატებოდა მოთხოვნილი კრედიტის ოდენობას. გარდა ბრალდებულების ჩვენებებისა, აღნიშნული ფაქტი ნათლად დასტურდება მოწმე ნუმანიშვილის ჩვენებით.
39. ბრალდების მხარის პოზიციით, ბრალდებულები 2010 წლის აპრილის თვიდან დაწყებული შემდგომ პერიოდშიც მუდმივად, განზრახ ხელს უშლიდნენ ი----- ხ--------ს თავის სახელზე აღერიცხა მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი, რომელზე არსებული იპოთეკის შესახებ არც ნასყიდობის მომენტისთვის და შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იყო ამ უკანასკნელისთვის და მისი ოჯახისთვის ცნობილი. ამ პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ გარემოებაზე: დაზარალებული ი----- ხ-------- ჩვენებაში მიუთითებს, რომ შეძენილ მიწის ნაკვეთზე არსებული იპოთეკის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ბანკს მიმართეს მშენებლობისთვის საჭირო კრედიტის მისაღებად. მოწმე მ-------რ ბ-----------ის განმარტებით, როდესაც დაპირებული 6 თვის გასვლის შემდეგ, ტ----ემ და მ--–--ემ "ვერ თუ არ" შეასრულეს ეს პირობა და ქონება არ აღრიცხეს ხ--------ს სახელზე, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ტ----ის სახელზე გააკეთეს სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ააშენეს სამი სართული. ამასთან შეიტყვეს, რომ მთელი ქონება იპოთეკით იყო დატვირთული "თიბისი ბანკში". ხოლო მოწმე მ-------------ე, რომელიც მ-------რ ბ-----------თან ერთად აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ ურთიერთობებში, განმარტავს, რომ - როდესაც იპოთეკის შესახებ შეიტყვეს, ადვოკატ შ------------ის ოფისში, მიწის ნასყიდობის თაობაზე გააფორმეს ხელწერილი, რომლითაც ტ----ემ და მ--–--ემ აიღეს ვალდებულება, რომ ტ----ის მიერ დედის სამკვიდრო ქონების მიღების შემდეგ, ამ მიწის ნაკვეთს გადააფორმებდნენ ი----- ხ--------ს სახელზე. როდესაც დააპირეს შეძენილი მიწის ნაკვეთის ხ--------ს სახელზე რეესტრში აღრიცხვა, შეიტყვეს ამ მიწაზე "თიბისი" ბანკის იპოთეკის არსებობის თაობაზე, სწორედ, ამის შემდეგ ჩათვალა მ-------რ ბ-----------მა, მიზანშეწონილად, ადვოკატთან დაეწერათ ხელწერილი და ბრალდებულებს ამ ხელწერილით ეკისრათ ქონების გადაფორმების ვალდებულება (იხ. 2017 წლის 23 მაისის სხდომის ოქმი -12:46 სთ.).
40. აღნიშნული ჩვენებებიდან ჩანს, რომ დაზარალებული და მოწმეები განსხვავებულ განმარტებებს იძლევიან საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით, თუ როდის გახდა მათთვის ცნობილი ქონებაზე არსებული შეზღუდვის შესახებ. მოწმე გ--------ემ მიუთითა, რომ იპოთეკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიჩნი- საჭიროდ მ-------რ ბ-----------მა ადვოკატთან ხელწერილის დაწერა, რომლითაც ბრალდებულები ქონების გადაფორმების ვალდებულებას იკისრებდნენ. ხელწერილი დაწერილია 2010 წლის 30 აპრილს, შესაბამისად, გ--------ის ჩვენების თანახმად, უკვე ამ დროს იცოდნენ "იპოთეკის" არსებობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 300 კვ. მ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას სწორედ 2010 წლის აპრილში ჰქონდა ადგილი და ამ დროს შემძენი მხარისთვის უცნობი იყო შეძენილ მიწაზე არსებული იპოთეკის შესახებ. საქმის მასალებით დადატურებული გარემოებაა ისიც, რომ 2010 წლის 30 აპრილის შემდეგ, ანუ იპოთეკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, კიდევ შეიძინეს 101 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ტ----ისგან და მ--–--ისგან. მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებული მ--–--ე განმარტავს, რომ მ-------რ ბ-----------ი მხოლოდ იმიტომ დასჯერდა ხელწერილს და ფაქტიურად უარი თქვა კანონით დადგენილი წესით მოეთხოვა უძრავი ქონების შეძენის ფაქტის დადასტურება სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრში ახალი შემძენის რეგისტრაციით, რომ კარგად იყო ცნობილი ქონებაზე არსებული სამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე და აცნობიერებდა, რომ ხელწერილზე მეტი სამართლებრივი ძალის მქონე იურიდიული დოკუმენტის შედგენა, შეუძლებელი იყო. თუმცა იმდენად ი-ფად დაუფლა ქ. ქობულეთში, ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძვირადღირებულ ადგილას - ა----–-----–-ს N4---ში მდებარე უძრავ ქონებას, რომ მისთვის მაინც ხელსაყრელი იყო თუნდაც იპოთეკის ქვეშ არსებული ასეთი ქონების შეძენა. მ--–--ის აღნიშნული განმარტება, მ-------------ის, მ-------რ ბ-----------ის და ი----- ხ--------ს ჩვენებებში არსებული ზემოაღნიშნული წინააღმდეგობის ფონზე, ისევ ეჭვებს ქმნის და მხოლოდ ვარაუდების გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიმე ამ განმარტების უპირობოდ დაზიანებისთვის.
41. როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ი----- ხ--------ს სასტუმროს მშენებლობისთავის აუცილებელი პოექტი გაკეთდა დ---თ ტ----ის სახელზე, თუმცა განსხვავებულად ხსნიან ამის მიზეზებს. ბრალდების მხარის ვერსიით, მიზეზი იყო ქონების დ---თ ტ----ის სახელზე რეგისტრაცია, ეს უკანასკნელი კი ყველანაირად ცდილობდა არ გაეფორმებინა ახალი შემძენის სახელზე შეძენილი უძრავი ქონება და პროექტის მიღების სხვა გზა არ არსებობდა, ხოლო დაცვის მხარის ვერსიით, მიზეზი სულ სხვა გარემოება იყო. პროკრედიტ-ბანკიდან "თიბისი ბანკში" ვალის რეფინანსირებისას, ბრალდებულებმა შესთავაზეს მიწის ნაკვეთის გადაფორმება შემძენს, ჯერ თანხმობა მიიღეს, თუმცა შემდეგ საპროექტო სამსახურის წარმომადგენლის თანხლებით მისულმა მ-------რ ბ-----------მა უარი განაცხადა, რასაც წინ უძღვოდა საპროექტო სამსახურის წარმომადგენლის განმარტება, რომ იმ მოცულობის სასტუმროს, რომლის მშენებლობაც სურდათ, 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვერ შეძლებდნენ. სრული ფართობის მხოლოდ ნახევრის დატვირთვა შეიძლებოდა მშენებლობის კანონით დადგენილი კოეფიციენტის თანახმად. 1000 კვ,მ-ზე მეტი ფართობის სასტუმრო, კი რომელიც ააშენეს საბოლოოდ, შესაძლებლი გახდებოდა მიწის მთლიანი ფართის - 1792 კვ.მ-ის გათვალისწინებით. ამიტომ სთხოვეს ამ მიწის მესაკუთრეს დ---თ ტ----ეს მის სახელზე შესრულებულიყო მშენებლობის პროექტი და ამით შესაძლებლობა მისცემოდათ მიწის მცირე ნაკვეთზე, თავად ამ ნაკვეთის ფართზე რამდენჯერმე დიდი მოცულობის სასტუმროს მშენებლობა ეწარმოებინათ. პროექტი 2012 წლის ივლისში იქნა თავად ბრალდების მხარის ვერსიით შესრულებული, თუმცა მშენებლობა რომ უფრო ადრე დაიწყო, ეს მოწმედ დაკითხული მშენებლების ჩვენებებით კარგად ჩანს. მშენებლობის პერიოდად ისინი 2012 წლის დასაწყისს უთითებენ. იგივეს აღნიშნავს ჩვენებაში დ---თ ტ----ეც, რომელიც განმარტავს, რომ პროექტის აღებამდე ჰქონდა დაწყებული მშენებლობა ხ--------ს, ხოლო როდესაც შეიტყო, რომ იმ მოცულობის მშენებლობაზე, რომელიც დაწყებული ჰქონდა, პროექტს ვერ მიიღებდა ნაკვეთის მის სახელზე აღიცხვის შემთხვევაში, დახმარება ტ----ეს სთხოვა და თანხმობაც მიიღო. ამას მოჰყვა შემდეგ მიწის ნაკვეთების გამიჯვნა ხ--------ს მოთხოვნის შესაბამისად და 2013 წელს ქონების მის სახელზე აღრიცხვა. მ--–--ის განმარტებით, ის, რაც 2012 და 2013 წელს მოხდა -მიწის ნაკვეთების გამიჯვნის და შეძენილი ნაკვეთის ხ--------ს სახელზე აღიცხვის სახით, სავსებით შესაძლებელი იყო უფრო ადრეც განხორციელებულიყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვეღარ შეძლებდა 1000 კვ.მ ფართის სასტუმროს აშენებას, მცირე მიწის გამო და მოუწევდა დაჯერებოდა 250- კვ.მ. ფართის შენობას დასჯერებოდა, რაც ცხადია, არ აწყობდა.
42. ერთი და იგივე გარემოებასთან დაკავშირებით, მხარეთა განსხვავებული განმარტებები, ისეთ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით ასეთი ფაქტების უარყოფა ან დადგენილად მიჩნევა ვერ ხდება და სასამართლო მხოლოდ ასეთ განსხვავებულ განმარტებებზეა დამოკიდებული, ისევ ეჭვებს ქმნის და მხოლოდ ვარაუდების გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით და არ არის საკმარისი ერთ-ერთი მხარის განმარტებების უპირობოდ გაზიარებისთვის.
43. რაც შეეხება "ბანკ ქართუსთან" დ---თ ტ----ის და ი- მ--–--ის, ასევე ი----- ხ--------ს ურთიერთობის საკითხებს, რასაც ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბრალდების შესახებ დადგენილებაში და ბრალდებულების ქმედებებში მოტუებით სხვისი ქონებრივი ინტერესის დაზიანების დამადასტურებელ ფაქტორებადაა მიჩნეული ამ ურთიერთობის რიგი გარემოებები, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
44. დაზარალებული ხ--------ს განმარტებით, როდესაც მშენებლობისთვის საჭირო სესხის გამოსატანად ბანკს მიმართა, მაშინ გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ უძრავ ქონებას უკვე "ქართუ ბანკის" იპოთეკა ედო. ბრალდებულების დ---თ ტ----ის და ი- მ--–--ის განმარტებებით, "ქართუდან" სესხი "თიბისი ბანკის" კრედიტის გადასაფარად გამოიტანეს, ამასთან, დ---თ ტ----ის სახელზე აღიცხული უძრავი ქონების იპოტეკით დატვირთვა სურდათ მხოლოდ, მაგრამ შეცდომით იპოთეკა გაფორმდა ხ--------ს სახელზე აღიცხულ ქონებაზეც. მ--–--ის და ტ----ის განმარტებით, როდესაც ბანკის კრედიტ-ოფიცერი ბ------------–---–ი ადგილზე ჩავიდა და დაათვალიერა იპოთეკით დასატვირთი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორი შენობა, მათ უკან მდებარე მესამე მშენებარე ობიექტზე განუმარტეს, რომ არ იყო მათი და ეკუთვნოდა ხ--------ს. მიუხედავად ამისა, ბანკმა იპოთეკის გაფორმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოამზადა მთლიან ნაკვეთზე - 1792 კვ.მ. მეტრზე. თუმცა საჯარო რეესტრში ამ სახით იპოთეკის რეგისტრაცია ვერ მოხდა და შეჩერდა პროცესი, რადგან ნაკვეთები უკვე გამიჯნული იყო და ორი სხვადასხვა კოდი ჰქონდა მინიჭებული. ბანკმა უარი თქვა მხოლოდ ნაწილზე მომხდარიყო შეზღუდვის რეგისტრაცია მიუხედავად იმისა, რომ დ---თ ტ----ის კუთვნილი 1392 კვ.მ. მიწის და მასზე განთავსებული ორი შენობის ღირებულება ბევრად სჭარბობდა მოთხოვნილი კრედიტის ოდენობა და იმ მოტივით, რომ პირველადი დოკუმენტაცია მომზადდა ნაკვეთის მთლიან ფართზე და ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება კრედიტის გაცემის თაობაზე, გადაწყვეტილება ვერ შეიცვლებოდა, თუმცა სამი თვის ვადაში ბანკი იპოთეკისგან გაათავისუფლებდა 401 კვ.მ. ნაკვეთს, რომელიც ფაქტიურად ხ--------ს მფლობელობას წარმოადგენდა. მ-------რ ბ-----------თან და მ-------------ესთან ერთად ბანკში მისული ი- მ--–--ე ეკამათა საკრედიტო ოფიცერს, რატომ დაადეთ იპოთეკა სხვის ქონებას. ასეთი კამათის ფაქტს, არა მხოლოდ მ--–--ე, არამედ მ-------რ ბ-----------ი და მ-------------ეც ადასტურებენ ჩვენებებში. მოწმე ბ------------–---–მა დაადასტურა, რომ უძრავი ქონების დათვალიერებისას მის შეკითხვაზე, ვისი იყო ნაკვეთში მდებარე მესამე შენობა, ი- მ--–--ემ განუმარტა, რომ შენობას ხ-------- აშენებდა. რეესტრის ამონაწერის თანახმად, ნაკვეთის ფართობი იყო 1792კვ.მ, მასზე განთავსებული ორი შენობით, მესამე შენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იყო აღნიშნული. თავად მას არ გადაუზომია ის ნაკვეთი, ორი შენობა კი თავისი თვალით ნახა. ქონების შეფასებაში მესამე შენობა არც შესულა. საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც თავდაპირველად წარედგინათ, ერთიანი იყო 1792 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კომიტეტზე სწორედ ამ სახით წარდგა ქონება და გადაწყდა სესხის გაცემა უძრავი ქონების იპოთეკის სანაცვლოდ. თუმცა შემდეგ საჯარო რეესტრმა შეაჩერა რეგისტრაცია და მიუთითა, რომ ეს ნაკვეთი ორ მიწის ნაკვეთად იყო დაყოფილი, თავად ბანკი "არ დაინტერესებულა რატომ იყო ეს ნაკვეთი ორად გაყოფილი", მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციის შეჩერების შემდეგ მიაქციეს ყურადღება, შესაბამისად, მომზადდა ორი ნაკვეთის იპოთეკასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ისე წარედგინა რეესტრს, ამიტომ იპოთეკა დარეგისტრირდა ორივე ნაკვეთზე. ამდენად, ნუმანიშვილმა ფაქტიურად დაადასტურა ბრალდებულების ჩვენებებში მითითებული იგივე გარემოებები.
45. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოფიციალურ დოკუმენტებში - საჯარო რეესტრის ამონაწერებში, წერილში, იპოთეკის ხელშეკრულებებში ასახულ და გადმოცემულ გარემოებებზე, კერძოდ: დ---თ ტ----ის 2012 წლის 7 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 12 ნოემბერს ორ საკადასტრო ერთეულად გაიყო ტ----ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება - 1392 კვ.მ და 401 კვ.მ. ფართის ნაკვეთებად, მიენიჭათ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდები. 2012 წლის 17 დეკემბერს, ანუ უკვე მიწის გამიჯვნის შემდეგ, ბანკსა და დ---თ ტ----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკის საგანს წარმოადგენდა დ---თ ტ----ის საკუთრებაში არსებული 1792 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორი შენობა- ნაგებობით. იპოთეკის ხელშეკრულება მომზადდა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ბ------------–---–ის მიერ, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ რეგისტრაციის შეჩერებამდე არ დაინტერესებულა რატომ იყო ნაკვეთი ორად გაყოფილი, ამიტომ მთლიან ფართობზე იქნა იპოთეკის ხელშეკრულება მომზადებული და სესხი დამტკიცებული. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, "ქართუ ბანკის" სასარგებლოდ უძრავ ნივთზე - ქ. ქ------–---–-------–-----–-- N4---ში მდებარე 1392 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობაზე, იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე დ---თ ტ----ის განცხადების წარდგენის თარიღად მითითებულია - 2012 წლის 17 დეკემბრის 13:27 საათი. იმავე დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უძრავ ნივთზე უფლების საგნის იდენტიფიკაცია შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებული საკადასტრო კოდი გაყოფილი იყო ორ ნაწილად, ამიტომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 401 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მშენებარე ნაგებობაზე იპოთეკის რეგისტრაციის განცხადების წარდგენის თარიღად მითითებულია - 2012 წლის 18 დეკემბერს, 12:40 საათი, ანუ 401 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შეძენილი ქონდა ხ--------ს, მხოლოდ რეგისტრაციის შეჩერების შემდეგ მოხდა განაცხადის წარდგენა. იპოთეკის უფლების რეგისტრაცია ორივე ნაკვეთზე და მათზე განთავსებულ შენობებზე, განხორციელდა 2012 წლის 18 დეკემბერს. იპოთეკის რეგისტრაციის პროცესის შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების, რიგითი ნომერია - 8----------- . აღნიშნული ნომერი 1392 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობაზე იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე 2012 წლის 17 დეკემბერს დ---თ ტ----ის მიერ წარდგენილი განაცხადის ნომერია, ანუ სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთის (რომელიც რეალურად მისი კუთვნილი იყო) იპოთეკით დატვირთვას ეხებოდა ტ----ის პირველადი მოთხოვნა (განაცხადი).
46. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერებში ასახული ინფორმაცია თანხვედრაშია "ქართუ ბანკის" მიერ ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ ბრალდებულების ჩვენებებში გადმოცემული გარემოებებთან, რაც ამ ნაწილში მათი ჩვენებების გაზიარების შესაძლებლობაზე მიუთითებს.
47. მოტყუებით სხვისი ქონებრივი დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას ითვალსწინებს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლი. როგორც განსახილველი მუხლის დისპოზიციიდან ჩანს ქონებრივი დაზიანება გამოიხატება მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მიყენებაში. ეს დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დასრულებულად ჩაითვლება ქონების მესაკუთრისა თუ სხვა მფლობელისათვის ქონებრივი ზიანის ფაქტიური მიყენების მომენტიდან. დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
48. დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარეა პირდაპირი განზრახვა. დამნაშავე აცნობიერებს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს ცრუ ფაქტების მიწოდებით ან არსებული ფაქტების დამალვით, რომლებიც მეპატრონის ან მესაკუთრის საზიანოდ არის მიმართული, მან წინასწარ იცის, რომ დაზარალებული განიცდის ქონებრივ ზიანს და სურს, რომ მიაყენოს ეს ზიანი.
49. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებით, რაც გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან მფლობელს ადგება ქონებრივი ზიანი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ განსახილველი დანაშაული ხასიათდება სარგებლის უკანონო გზით მიღების სპეციფიკური მექანიზმით.
50. სწორედ ამგვარი დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს ბრალდების მხარე ი- მ--–--ეს და დ---თ ტ----ეს. როგორც უკვე აღინიშნა დანაშაულის შემადგენელი ელემენტი- პირის განზრახვა ცრუ ინფორმაციის მოწოდებით ქონებრივი ზიანი მიაყენოს სხვა პირს. მოცემუილ შემთხვევაში ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი სტანდარტით, ფაქტი იმისა, რომ ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს ბრალდებულებმა დაზარალებულს. ნებისმიერი ნივთის და მით უფრო უძრავი ქონების შეძენისას, შემძენის უპირობო ინტერესია უფლებრივად და თვისობრივად უნაკლო ნივთის მიღება. აღნიშნული გარემოების გადამოწმების უნიკალური საშუალებაა საჯარო რეესტრის ბაზაში უძრავ ქონებასთან დაკაშირებული ინფორმაციის მოძიება, რისი გაკეთების შესაძლებლობაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გააჩნია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამიტომ როდესაც საქმე ეხება საკმაოდ სოლიდური ღირებულების უძრავი ნივთის - ზღვისპირა ქალაქში, პრესტიჟულ ადგილას არსებული მიწის შეძენას, დღეს - ტექნიკური, ელექტრონული, კომპიუტერული მიღწევების ეპოქაში, როდესაც სახლიდან გაუსვლელადაც კი შესაძლებელია საჭირო ინფორმაციის მოპოვება, ნაკლებსარწმუნოა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, დათანხმდეს პირი ასეთ გარიგებას და თუ თანხმდება, აღნიშნულით გამოწვეული უარყოფითი სამართლებრივი და ფაქტობრივი შედგებისთვის თანმდევი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს.
51. არც დაზარალებული ხ-------- და არც მოწმები - გ--------ე და ბ-----------ი ჩვენებებში არ მიუთითებენ, რომ ჰკითხეს ბრალდებულებს ხომ არ იყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის შეძენაც სურდათ და მიიღეს პასუხი - არა. ტ----ის და მ--–--ის ქმედებებში მოტყუების ელემენტის არსებობას არ ადასტურებენ შემდეგი გარემოებები: თავად ხ-------- და მისი ოჯახსი წევრებიც აღნიშნავენ და იგივე გარემოებებზე საუბრობენ ბრალდებულები და დაცვის მხარის მოწმე მ---- ტ----ე, რომ სასტუმროს მშენებლობაში მხოლოდ ხელს უწყობდნენ ტ----ე და მ--–--ე ხ--------ს ოჯახს. დათანხმდნენ პროექტის ტ----ის სახელზე გაკეთების თხოვნას, მისცეს სასტუმროს შენობასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი, სთხოვეს მეზობლებს მიეცათ უფლება ფანჯრების და აივნების მათ ტერიტორიაზე გადასვლის, რადგან მცირე ნაკვეთი იმ მოცულობის სასტუმროს პირობებში, რომელიც შენდებოდა, სხვების ნაკვეთებზე აივნების გადასვლის აუცილებლობას იწვევდა. არასოდეს უთქვამთ უარი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლების დაპირებაზე, არ გაუხდიათ სადავოდ ნაკვეთის საზღაურის მიღება არც 300 და არც 101 კვ.მ ნაკვეთის შემთხვევაში. ბრალდების მხარის მოწმე რევაზ მესხიძე, რომელსაც ასევე ჰქონდა სესხთან და მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობები დ---თ ტ----ესთან, აღნიშნავს, რომ ტ----ეს არასოდეს მოუტყუებია, არც მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უთქვამს უარი სესხის სანაცვლოდ, ვალის აღიარების ხელშეკრულებაც გააფორმა და საბოლოდ ვალიც დაუფარა.
52. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა დ---თ ტ----ის და ი- მ--–--ის ქმედებებში მოტყუების ელემენტის არსებობა. ბრალდების მხარის მტკიცებულებები აჩენს მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველს და არ არის საკმარისი ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითეული გარემოებების უტყუარად დადასტურებისთვის. ერთ მხარეს სახეზეა დაზარალებული ი----- ხ--------ს და მისი ოჯახის წევრების, მოწმეების - მ-------რ ბ-----------ის და მ-------------ის ყველა მომენტში არც თუ თანხვედრი ჩვენებები, ხოლო მეორე მხარეს ბრალდებულების - ი- მ--–--ის და დ---თ ტ----ის განმარტებები, რომლებიც საპირისპირო გარემოებებზე მიუთითებენ. რომელი ჩვენების და განმარტების გაზიარების შესაძლებლობა აქვს სასამართლოს, ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რომელი განმარტებები დასტურდება და მოდის შესაბამისობაში სხვა გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. სასამართლომ უკვე იმსჯელა და ასახა გადაწყვეტილებაში იმ ეჭვების შემქმნელი და მხოლოდ ვარაუდების გამოთქმისთვის ვარგისი გარემოებების შესახებ, რაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოვლინდა და რაც უპირობოდ, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა არ არის საკმარისი ბრალდების დადგენილებაში მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
53. სასამართლო ცალსახად იზიარებს ხ--------ს ოჯახის განმარტებებს ქონების დაკარგვის და საბანკო სესხის არსებობის გამო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენასთან დაკავშირებით, ცხადია, რომ ოჯახს ეს პრობლემები ნამდვილად გააჩნია. ფინანსური დანახარჯები, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 183600 ლარს შეადგენს (საქმეში წარმოდგენილი საინჟინრო -ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის და არა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის, როგორც ეს მტკიცებულებათა ნუსხაშია მითითებული, ავტორი - კ. ანდრიაძე არ დაკითხულა, დასაკითხ პირთა სიაში ის ბრალდების მხარეს არ მიუთითებია, შესაბამისად, დასკვნა არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას კანონით დადგენილი წესით) ასევე ფაქტია, რომ საბანკო დავალიანების გამო დაზიანდა როგორც მათი, ისე თავად ბრალდებულების ქონებრივი ინტერესები, ეს უკანასკნელები დარჩნენ სახლ-კარის გარეშე, მათი მთელი ქონება ბანკის საკუთრებაშია, თუმცა სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენდა შეფასება არსებობდა თუ არა მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ნიშნები ბრალდებულების ქმედებებში და არა სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა და დასკვნების გაკეთება.
54. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
55. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
56. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
57. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
58. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
61. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ---თ ტ----ის და ი- მ--–--ის მიმართ სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების დადასტურება, რის გამოც ბრალდებულები უნდა გამართლდენენ აღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
სამართლებრივი შეფასება:
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში დ---თ ტ----ის და ი- მ--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში, რის გამოც სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ისინი ცნობილ უნდა იქნებ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
63. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ბანკი „ქართუს“ სარჩელის გამო ი- მ--–--ის, დ---თ ტ----ისა და ი----- ხ--------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე სამოქალაქო საქმეზე ჩატარებული სასამართლო სხდომების ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, ასევე საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული მასალები ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული: ი- ა-–---–ას ასული მ--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი- მ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
2. ბრალდებული: დ---თ შ-----ის ძე ტ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
დ---თ ტ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გამართლებულებს - დ---თ ტ----ესა და ი- მ--–--ეს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები - ბანკი „ქართუს“ სარჩელისა გამო ი- მ--–--ის, დ---თ ტ----ისა და ი----- ხ--------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე სამოქალაქო საქმეზე ჩატარებული სასამართლო სხდომების ჩანაწერები, ერთ ცალ დისკზე, ასევე საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული მასალები, ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი