განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-------------2169
საქმე N 1-----17
განაჩენი
საქართველოს სახელით
19.04.2--8 წელი ქ-----------ეთი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მაკა გ--------ე
ბრალდების მხარე
პროკურორი: მ--–-----------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: გ-------–-------------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0----------1
ბრალდებული: ზ----------------ე
მამის სახელი: დ-----ი
დაბადებული: 0--03.1--4 წელი
პირადი ნომ----: 3---------4
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელი მ----ა
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა)
გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ----------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2--7 წლის 1-----ისტოს, ზ----------------ე, ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში (---------–--ი) მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სუფრასთან ყოფნისას, განაწყენდა მასთან სტუმრად მყოფ, ქ. ქ------–---ში, გ--------ის ქუ-ა N---ში, ბინა N----ში მცხოვრებ ბ----------–----ეზე, რის გამოც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----------------ემ, ოთახიდან გამოიტანა სანადირო თოფი და ბ----------–----ის განზრახ მოკვლის მიზნით, დაახლოებით 02:30 საათზე, სანადირო თოფიდან დამიზნებით გაისროლა ბ----------–----ის მიმართულებით. ზ----------------ის მიერ სანადირო თოფიდან გასროლილი საფანტის ტყვიები ბ----------–----ეს მოხვდა გულმკერდის არეში და მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა, ხოლო ზ----------------ემ ჩათვალა რა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილი, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
1.2- სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბრალდების მხარის მიერ ზ----------------ეს ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ზ----------------ე, ბ----------–----ეს არ იცნობდა, მასთან რაიმე უთანხმოება არ ქონდა და 2--7 წლის 1-----ისტოს, ზ----------------ეს საცხოვრებელ სახლში, მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა. ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----------------ე ბ----------–----ეზე არ განაწყენებულა და მისი მოკვლის მიზანი არ გასჩენია. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ზ----------------ეს მიერ სანადირო თოფიდან, ბ----------–----ის მიმართულებით დამიზნებით გასროლის ფაქტი. ასევე დადგინდა, რომ ბ----------–----ე ზ----------------ეს საცხოვრებელ სახლში არ გარდაცვლილა და ზ----------------ესათვის არ იყო ცნობილი ბ----------–----ის გარდაცვალების ფაქტი, რის გამოც განზრახვის სისრულეში მოყვანაზე მითითება და ამ საფუძვლით ბრალდებულის მიმალვის ფაქტი, არ დადასტურდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით ზ----------------ემ ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობა, არამედ ბ----------–----ის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. ამდენად, ზ----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2- ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2-1. ზ----------------ეს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით.
2-1.1. ზ----------------ეს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ----------------ეს ბრალეულობას.
2-1.2- სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, დ---------–-----მ განმარტა, რომ არის გარდაცვლილ ბ----------–----ის და. 2--7 წლის 1-----ისტოს, დედისგან შეიტყო ძმის გარდაცვალების შესახებ. მისივე ჩვენებით, ბ----------–----ე, მეგობრებთან, ე-–--------–---–------სთან და უ--------------თან ერთად იყო წასული საქეიფოდ, სადაც უსამართლოდ, არაფრის გამო მოკლეს მისი ძმა. უ------------ისგან, გადმოცემით იცის რომ სუფრის მსვლელობის დროს, სუფრის წევრებს შორის კონფლიქტს ადგილი არ ქონდა. მისივე ჩვენებით, თავად წარუდგინა გამომძიებელს ბ----------–----ის ტელეფონიდან ამობეჭდილი ფერადი სურათები, თუმცა ვინ გადასცა მას ბ-----ს ტელეფონი არ ახსოვდა.
2-1.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს უ------------ემ განმარტა, რომ ბ----------–----ე იყო ბავშვობის მეგობარი, მისი ძმის მეჯვარე და ძმისშვილის ნათლია. ზ----------------ე ყავს ორჯერ თუ სამჯერ ნანახი, რადგან ერთად მუშაობდნენ სამშენებლო ობიექტზე ქ------–---ში. თავად სანტექნიკაზე მუშაობდა, ხოლო ზ----------------ე მშენებლობაზე. 2--7 წლის 1---------ოს, იყვნენ ქ------–---ში და წავიდნენ სტუმრად ო----------ში. მ-------------ემ დაპატიჟა ო----------ში, სადაც წავიდა, საკუთარი ავტომობილით, ბ----------–----ეს და ე-–--------–---–------სთან ერთად. ო----------ში როდესაც ჩავიდნენ, იქნებოდა დაახლოებით საღამოს 11 საათი. გზაზე დახვდათ მ-------------ე და წავიდნენ ზ----------------ეს სახლში, სადაც დახვდათ ა-–---------ე, შ--–-ა და ერთი მეზობელი რომელიც პირველად ნახა. დაახლოებით იყვნენ რვა კაცი და ერთი ბავშვი. სუფრა გაშლილი იყო სახლის გვერდით, აივნის მსგავს ადგილას. დასხდნენ სუფრასთან. თავად არ სვამდა ალკოჰოლურ სასმელს რადგან საკუთარი მანქანით იყო. ძირითადი სასმელი იყო ღვინო. ბ-----მ თქვა, რომ არაყი ქონდა დანალევი, კვლავ არაყს დალევდა და მოუტანეს არაყი. სუფრის თამადა იყო ზ-----------------ე. დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა სუფრა. იდეალური სუფრა იყო და შელაპარაკებას ან კამათს ადგილი არ ჰქონდა. სუფრის მსვლელობის დროს ე-–--------–---–------ დათვრა, ადგა და გავიდა გარეთ. თავად გაჰყვა ე-–-------ს ეზოში, რათა ყურადღება მიექცია მისთვის. სუფრიდან გასვლიდან მალევე, დაახლოებით 3 წუთში, როდესაც იმყოფებოდა ეზოში, სახლიდან დაახლოებით 10 მეტრში, გაიგონა გასროლის ხმა. რადგან ზურგით იდგა, მოტრიალდა და წამიერად დაინახა ოთახში, ფანჯარასთან ზ----------------ე, რომელთანაც ცოლი იყო უკვე მისული და ართმევდა იარაღს. დაინახა რა მდგომარეობაში იყო ბ----------–----ე, გაიქცა მისკენ, ზ----------------ეს კი ყურადღებას აღარ აქცევდა, ბ----- ჩასვა მანქანაში და წავიდნენ. უ------------ემ განმარტა, რომ ზ----------------ეს თოფი ეკავა ლულით ქვემოთ. უ------------ემ, საქმეზე დართულ ფოტოსურათებზე, აღნიშნა, რომ სურათები გადაიღო თვითონ ბ-----ს ტელეფონით და სურათები გადაღებული იყო გასროლამდე 10 წუთით ადრე. მისივე ჩვენებით, სუფრის მსვლელობისას რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონდა. უ------------ემ ასევე განმარტა, რომ სუფრის თამადა იყო ზ----------------ე, ბ----------–----ემ რამდენჯერმე სთხოვა ზ------ს სადღეგრძელოს თქმა, რისი უფლებაც მას მისცა თამადამ. მისივე ჩვენებით, ზ----------------ეს და ბ----------–----ეს შორის კონფლიქტი არ მომხდარა და არც ზედმეტ საუბარს ჰქონდა ადგილი. ადვოკატის კითხვაზე, უ------------ემ განმარტა, რომ ბ----- გადამთვრალი არ იყო და ღირსეულად იქცეოდა.
2-1.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ე-–--------–---–------მ განმარტა, რომ დაახლოებით 15 წელი იცნობდა ბ----------–----ეს, რომელიც იყო მისი მეგობარი. ზ----------------ე გაიცნო ხელობაზე მუშაობის დროს ქ------–---ში. 2--7 წლის 1---------ოს, საღამოს ცხრის ნახევარზე შეხვდა ბ-----ს ქ------–---ში, დაურეკეს მ----ს, რომლის გვარი აღარ ახსოვს და უ------------ის მანქანით წავიდნენ გ------–ი სტუმრად. სოფელ ნ--------–--ში, დახვდნენ მ---- და ა-–---------ე და დაახლოებით ათის ნახევარზე მივიდნენ ზ----------------ეს ოჯახში. პირველ სართულზე გაშლილი იყო სუფრა და დასხდნენ სუფრასთან. ჩვეულებრივად სვამდნენ, დიდი დრო იყო გასული, ერთმანეთს ეფერებოდნენ და ესიყვარულებოდნენ, რაიმე კამათს ადგილი არ ქონდა. ბ----------–----ემ ორჯერ ითხოვა სადღეგრძელო და წარმოთქვა პატრიარქის და 2008 წელს დაღუპულების სადღეგრძელო. შედარებით დიდი ჭიქებით დალიეს ღვინო, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, გავიდა გარეთ და გაჰყვა უ------------ე. გაიგონა გასროლის ხმა, მოტრიალდა და დაინახა ზ----------------ე, რომელსაც თოფი ეჭირა ხელში. დაიბნა, რადგან შელაპარაკებას და კამათს სუფრის წევრებს შორის ადგილი არ ქონდა. გაიქცა მათკენ, წამოკრა ფეხი რაღაცას და წაიქცა. როდესაც მივიდა ნახა, რომ ბ----- სისხლიანი იყო, ვერ გაიგო რა მოხდა და რატომ მოხდა. ზ------ი იდგა თოფით, მასთან მივიდა ცოლი და დაინახა „ჯიკაობის“ მომენტი, ხოლო თოფის წართმევის ფაქტი არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით, როდესაც გარეთ გავიდა მხოლოდ უ-ა გაჰყვა, ზ----------------ემ კი გრაფინი აიღო და ღვინის მოსატანად წავიდა. მისი გარეთ გამოსვლიდან გასროლამდე დაახლოებით ნახევარი წუთი გავიდოდა. ე-–--------–---–------ს ჩვენებით გასროლის მომენტი არ დაუნახავს. გასროლის დროს კი ბ----- იჯდა. სუფრის წევრებს შორის რაიმე კონფლიქტი არ მომხდარა, დაპირისპირებას არ ქონდა ადგილი და არ იცის როგორ და რატომ მოხდა გასროლა. მისივე ჩვენებით, ზ----------------ეს მეუღლე სუფრასთან ერთხელ მივიდა, შემდეგ იმყოფებოდა იმ ოთახში საიდანაც მოხდა გასროლა და თხილს არჩევდა. ე-–--------–---–------ს ჩვენებით, გასროლის დროს ბ----- იჯდა. მისივე ჩვენებით, როდესაც ნახა ბ----- რა მდგომარეობაში იყო დაიბნა, დაიწყო დარეკვა 11--ში, წავიდა ზ------ის სახლიდან, დარეკა მეგობრებთან, აცნობა მომხდარი და თხოვა ჩამოსულიყვნენ. ქუ-აში შეხვდა პოლიციის მანქანა და წაიყვანეს პოლიციაში, სადაც ჯ----–--–--------ემ უთხრა, რომ ბ----- გარდაცვლილი იყო. მისივე ჩვენებით გასროლის მომენტში ბ----------–----ე სადღეგრძელოს არ ამბობდა და არ იცის ზ----------------ეს თოფი უნებლიედ გაუვარდა თუ განზრახ ისროლა.
2-1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ი-----–----------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს სოფელ ნ--------–--ში. ზ----------------ე არის მისი ნათლია. ბ----------–----ე შემთხვევის დღეს გაიცნო, როცა საქეიფოდ იყვნენ ზ----------------ის ოჯახში. 2--7 წლის 1---------ოს, ზ----------------ეს სახლის პირველი სართულის სარემონტო სამუშაოზე, მასთან ერთად, ზ------ს ეხმარებოდნენ, შ--–--------–---ე, მ-------------ე და ა-–------------------ძე. საღამოს, დაახლოებით ცხრა საათზე, სტუმრები მივიდნენ მათთან, კერძოდ ბ----- და კიდევ სამი პირი, რომელთა სახელები არ ახსოვდა. დასხდნენ სუფრასთან და ქეიფობდნენ. სუფრის წევრებს შორის კარგი ურთიერთობა იყო და სუფრის მსვლელობის დროს არაფერი მომხდარა. საუბრობდნენ, რომ მეორე დღეს საკალმახეში წასულიყვნენ საქეიფოდ. ღვინის ჭურჭელი ცარიელი იყო, რის გამოც ზ----------------ე გავიდა სუფრიდან ღვინის მოსატანად, ბ----- კი სუფრასთან იჯდა. ზ------ის გასვლიდან რაღაც წუთებში გაიგონა გასროლის ხმა და ბ----- გადავარდა სკამიდან. ადგა სუფრიდან და მეზობლებს დახმარება თხოვა. ჯერ შეხედა ბ-----ს და შემდეგ გაიხედა და დაინახა, რომ ზ------ი იდგა ოთახში ფანჯრის შიგნით, რომელსაც ჩვეულებრივად ეკავა თოფი ხელში და დამიზნებით არ ეჭირა. სროლის ხმაზე, ზ------ისთან მივიდა ცოლი და ჩვეულებრივად გამოართვა თოფი, წინააღმდეგობის გარეშე. ი-----–----------ემ განმარტა, რომ როდესაც ზ------ი გავიდა ღვინის მოსატანად, სტუმრების ნაწილი, კერძოდ უ-ა და კიდევ ერთი, ეზოში იყვნენ გასული, რადგან ერთ-ერთი სტუმარი ცუდად გახდა განსხვავებულის დალევის გამო, ბ----- კი სუფრასთან იჯდა. მისივე ჩვენებით, სუფრას თამადობდა ზ----------------ე. სუფრის მსვლელობის დროს სადღეგრძელო ასევე თქვა ბ----------–----ემ. პირველი სადღეგრძელო ბ-----მ თქვა ილია მეორესი, ხოლო სხვა სადღეგრძელო არ ახსოვდა. ი-----–----------ეს განმარტებით, ზ----------------ესთან ერთად დადიოდა სანადიროდ და იცის, რომ თოფი არის ორლულიანი და იყო გაუმართავი, რადგან ერთი ლულიდან გასროლისას, მეორე ლულიდან თავისით ისროდა. მისივე ჩვენებით, თოფიდან გასროლის მომენტი არ დაუნახავს. სუფრის წევრებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა და არ იცის უნებლიედ გავარდა თუ არა თოფი. ი-----–----------ეს განმარტებით, დაინახა, რომ ზ----------------ეს ხელში ეკავა თოფი, თუმცა მხარზე ქონდა თუ არა და ჩახმახზე ეკიდა თუ არა ხელი არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით ბ-----ს მხრიდან რაიმე უხამს ქცევას, რაც ვინმეს გააღიზიანებდა ადგილი არ ქონდა, გასროლის მომენტში კი ბ----- სუფრასთან იჯდა. მისივე ჩვენებით, ბ----- საავადმყოფოში წაიყვანეს ა-–---------ემ და უ-ამ.
2-1.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ა-–------------------ძემ განმარტა, რომ ბავშვობიდან იცნობს ზ----------------ეს. ბ----- სტუმრად იმყოფებოდა მათთან სოფელში, ერთი წლის წინ ლ---------–-----თან და იმ დროს გაიცნო. ზ----------------ეს, სახლის პირველი სართულის გარემონტებაში, მასთან ერთად ეხმარებოდნენ, შ--–--------–---ე, მ-------------ე და ი-----–----------ე. საღამოს, ე-–--------–---–------მ დაურეკა მ-------------ეს და მოვიდნენ, უ------------ე, ბ----------–----ე და ე-–--------–---–------. დაახლოებით საღამოს ცხრა - ათი საათი იქნებოდა მ----სთან ერთად ქუ-აში დახვდა სტუმრებს, სოფლის ცენტრში და წავიდნენ ზ------თან სახლში. ზ------თან მაგიდა იყო გაშლილი, სახლის გარეთ, ცალკე მიდგმულ ოთახში, სახლის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს. დასხდნენ სუფრასთან. შემოსასვლელის მხრიდან, მაგიდის თავში იჯდა ზ------ი, მარცხნივ მ----, უ-ა, ბ----- და შ--–-ა. ზ------ისგან მარჯვნივ, ზ------ის შვილი ვ----, ი-----–ი და მაგიდის კუთხეში თვითონ. ე-–-------ი იჯდა მის გვერდით, მაგიდის თავში, შემოსასვლელიდან მეორე მხარეს. სუფრა მიმდინარეობა ჩვეულებრივად, თამადა იყო ზ------ი. ერთი-ორჯერ თქვა ბ-----მ სადღეგრძელო. ბ----- არაყს სვამდა, დანარჩენები კი ღვინოს. დაახლოებით 3-4 საათი გაგრძელდა ქეიფი. ე-–-------ი გახდა ცუდად სასმელის გამო, რადგან დიდი ჭიქა დალია, გულის რევის შეგრძნება ქონდა და გარეთ გავიდა. ე-–-------ს, უ-ა გაჰყვა დასახმარებლად. ზ----------------ე კი ადგა ღვინის ჩამოსასხმელად. ზ------ის გასვლიდან დაახლოებით ერთ წუთში გაიგონა გასროლის ხმა. ხმა მოდიოდა მის ზურგს უკან მდებარე ოთახიდან. პირველად გაიგონა შ--–-ას ხმა, რომელიც იძახდა მიშველეთო, რადგან ბ----- დაჭრილი იყო, გულმკერდის არეში. ა-–------------------ძეს ჩვენებით ბ-----, პირდაპირ მის წინ იჯდა, გასროლა კი მის ზურგს უკან მდებარე ფანჯრიდან მოხდა. მისივე ჩვენებით, იმ ადგილიდან სადაც იჯდა, ფანჯრამდე მანძილი მაქსიმუმ 1.5 მეტრი იქნებოდა. გასროლამდე მის ზურგს უკან მდებარე ოთახში რა ხდებოდა მისთვის უცნობი იყო, რადგან ვერ ხედავდა. გასროლის ხმაზე შიშისგან წაიქცა მარჯვენა მხარეს. დაინახა, რომ შ--–-ას ბ----- ყავდა ხელში, რომელიც დაჭრილი იყო გულმკერდის არეში. ინსტიქტურად გაიხედა ფანჯრისკენ, რომელიც მისგან 1.5 მეტრში იყო და დაინახა, რომ ზ------ის მეუღლე თ-------ი, მივიდა ზ------თან და გამოართვა თოფი, რა დროსაც წინააღმდეგობას ადგილი არ ქონდა. ასევე დაინახა, რომ ზ------ი და თ-------ი ფანჯრიდან შიგნით იდგნენ 2 მეტრში. ზ------ის კონკრეტულად რა მდგომარეობაში ეკავა თოფი, როდესაც მეუღლე ართმევდა თოფს, არ ახსოვდა. ბ----- მანქანაში ჩასვა უ-ასთან და შ--–-ასთან ერთად და უ-ასთან ერთად წაიყვანა საავადმყოფოში. ა-–------------------ძემ აღნიშნა, რომ გასროლის მომენტში საუბრობდნენ თვითონ, ბ----- და შ--–-ა. საუბრობდნენ ქ------–---ში გახსნილ ახალი ლუდის ქარხანაზე და ბ-----მ დაპატიჟა ლუდის გასასინჯად. ბ----- საუბრობდა ჩვეულებრივად და არ ამბობდა სადღეგრძელოს. მისივე ჩვენებით ადგილი სადაც ისხდნენ განათებული იყო, რადგან დიდი ნათურა ენთო. შიგნით, ოთახი კი კარგად არ იყო განათებული და კარგად არ ჩანდა. მანვე განმარტა, რომ ზ------ის თოფი არის ორლულიანი, ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით. ზ----------------ეს თოფიდან გამოკვრის დროს, ორივე ლულიდან ხდებოდა გასროლა. აღნიშნულის შესახებ შეიტყო მ----სა და ი-----–ისაგან. ა-–---------ემ აღნიშნა, რომ ზ------ს ჩვეულებრივი სიმთვრალე ქონდა, სასმელს ჩვეულებრივად სვამდა და სიმთვრალეში აგრესიული არ ხდებოდა. ა-–------------------ძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ უშუალოდ გასროლის მომენტი არ დაუნახავს. სუფრის მსვლელობისას კი ბ-----ს ისეთ საქციელს, რაც ზ------ს გაანაწყენებდა ადგილი არ ქონდა. მისივე ჩვენებით, არ იცოდა შემთხვევით გაუვარდა თუ არა თოფი ზ------ს, თუმცა თოფის შემთხვევით გავარდნას ვერ გამორიცხავდა, რადგან არ იცოდა განზრახ გაისროლა თუ არა ზ------მა. ა-–------------------ძემ მომხდარ ფაქტზე მიუთითა, რომ მისთვის აღნიშნული წარმოადგენდა უბედურ შემთხვევას - „როცა არ გინდა და ისეთი რამე რომ მოხდება“. მისივე ჩვენებით, აივნის სიგანე სადაც ისხდნენ იქნებოდა 3 მეტრი. ა-–------------------ძემ აღნიშნა, რომ იმ ოთახისკენ, სადაც გასროლის შემდეგ დაინახა ზ----------------ე, სუფრის წევრები არ იყურებოდნენ და სუფრის წევრებს, გასროლამდე რამე რეაგირება არ ქონდათ. თვითონ, ბ----------–----ე და შ--–--------–---ე საუბრობდნენ და იმ ოთახისკენ არ იყურებოდნენ. მისივე ჩვენებით არ დაუნახავს, ზ----------------ეს ხელი ქონდა თუ არა მოკიდებული თოფის სასხლეტზე.
2-1.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მ-------------ემ განმარტა, რომ იცნობს ბრალდებულ ზ----------------ეს და არის მისი მეგობარი. ასევე იცნობდა გარდაცვლილ ბ----------–----ეს, რომელიც გაიცნო ქ------–---ში მშენებლობაზე მუშაობის დროს. ბ----- გააცნეს მეგობრებმა უ------------ემ და ე-–--------–---–------მ. 2--7 წლის 1---------ოს, მუშაობდა სარემონტო სამუშაოებზე ზ----------------ესთან სახლში, მასთან ერთად იყვნენ შ--–--------–---ე, ი-----–----------ე და ა-–------------------ძე. საღამოს დაურეკა ე-–-------მა და უთხრა რომ საქეიფოდ მიდიოდნენ მასთან. სტუმრებს, ე-–--------–---–------ს, უ-------------- და ბ----------–----ეს, ა-–---------ესთან ერთად, დახვდა გზაზე, სოფელ ნ--------–--ში და წავიდნენ ზ----------------ესთან, სადაც სუფრა გაშლილი იყო და დასხდნენ სუფრასთან. სუფრა გაშლილი იყო სახლის პირველ სართულზე, სახლის მარცხენა მხარეს სადგომად დახურულ ადგილას. შესასვლელი მხრიდან მაგიდის თავში იჯდა ზ------ი, მისგან მარცხნივ თვითონ, შემდეგ ე-–-------ი, შ--–-ა და ბ-----. მისგან მარჯვენა მხარეს, ზ------ი, ზ------ის შვილი ვ----, ი-----–ი და ა-–---------ე. სუფრასთან დაახლოებით 10 საათზე დასხდნენ. ზ------ი იყო თამადა. სუფრის წევრები სვამდნენ ღვინოს, ხოლო ბ----- არაყს. მხოლოდ უ-ა და ზ------ის შვილი არ სვამდნენ. სუფრასთან არაფერი მომხდარა და დაახლოებით ორი ან ორსაათნახევარი ისხდნენ. ზ------ი ადგა ღვინის ჩამოსასხმელად, წაიღო გრაფინი და გავიდა სარდაფში. კერძოდ, ოთახში, რომელიც სარდაფად იყო გამოყენებული. სუფრის სხვა წევრები ისხდნენ მაგიდასთან, მხოლოდ ე-–-------ი და უ-ა იყვნენ გასულები, რადგან ღვინომ აწყინა ე-–-------ს, ხოლო უ-ა მას გაჰყვა. ჯერ უ-ა და ე-–-------ი გავიდნენ და შემდეგ ზ------ი წავიდა ღვინოს მოსატანად. მისივე ჩვენებით, პირველი ფანჯრიდან გავარდა თოფი, დაინახა, რომ ბ----- წაიქცა და უკანა მხარეს გადავარდა. დაინახა თოფის ლულა და სხვა არაფერი. თოფი ეკავა ზ------ს, თუმცა როგორ ეკავა არ იცის, რადგან მხოლოდ ლულა დაინახა. დაინახა რომ ლულა ქვევით იყო დაშვებული, თუმცა როგორ ეჭირა თოფი ზ------ს არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით ლულა ცოტა გამოწეული იყო მათი ოთახისკენ. გასროლის დროს ბ----- იჯდა. ბ----- გადავარდა, რადგან თოფიდან გასროლილი მოხვდა გულმკერდის არეში, მივიდნენ ბ-----სთან და მანქანაში ჩასვეს უ-ამ, ა-–---------ემ, შ--–-ამ და თვითონ და საავადმყოფოში წაიყვანეს. მანქანას ა-–---------ე და უ-ა გაყვნენ. თავად კი დაურეკა მეზობელ დ------------ს და თხოვა, რომ მის მანქანაზე დამჯდარიყო და საავადმყოფოში წაეყვანა. ტელეფონით დაუკავშირდა დ------------ს რა დროსაც უთხრა, რომ უბედურება დაემართათ. კონკრეტული არაფერი უთქვამს დ-----ისთვის, მხოლოდ თქვა რომ ბ----- დაჭრეს, კერძოდ ისროლა თოფი ზ------მა და მოხვდა კაცს. როდესაც საავადმყოფოში მივიდნენ, ბ----- უკვე გარდაცვლილი იყო. ზ----------------ის თოფი იყო ორპირა, ჰორიზონტალური ლულებით. ზ------თან ერთად ბევრჯერ წასულან სანადიროდ, დაახლოებით 5-6 წლის წინ. ზ------ისგან იცოდა, რომ თოფი მორყეული იყო, ერთს რომ ისვრიდა, მეორე ლულიდანაც ვარდებოდა და თოფი არ ვარგოდა. ზ------ს ჩვეულებრივი სიმთვრალე ქონდა. მ-------------ემ განმარტა, რომ ზ------ის მხრიდან თოფის დამიზნების ფაქტი არ დაუნახავს და დაინახა მხოლოდ თოფის ლულა. მისივე ჩვენებით ზ----------------ეს მარცხენა ხელი ეკავა ლულაზე, ხოლო მარჯვენა ხელით ეკავა თოფის ტარი, ჩახმახზე ქონდა თუ არა მოკიდებული ხელი ზ----------------ეს არ დაუნახავს. მ-------------ემ პროკურორის კითხვაზე განაცხადა, რომ თოფის ლულა ოთახში წამიერად პირდაპირ შემოვიდა და იქვე გავარდა. სუფრაზე რამე კონფლიქტს კი ადგილი არ ქონდა. მისივე ჩვენებით, იმ ადგილიდან სადაც იჯდა, ფანჯარა 3-4 მეტრში იყო. მაგიდასთან იჯდა კუთხეში და შიგნით ოთახში რა ხდებოდა ზუსტად არ იცოდა. ტომი პირველი ს.ფ. 317-ზე მიუთითა, რომ სადაც სურათზე არის მოცემული, სწორედ იმ ადგილზე იჯდა მაგიდასთან. მ-------------ემ განმარტა, რომ არ დაუნახავს ზ----------------ისათვის, მეუღლის მხრიდან, თოფის წართმევის მომენტი. მ-------------ემ განმარტა, რომ ის ოთახი სადაც ზ----------------ე იმყოფებოდა არ იყო განათებული, რადგან სადაც სუფრა იყო იმ ოთახში არსებული სინათლე თვალში ანათებდა და კარგად ვერ ხედავდა მეორე ოთახში რა ხდებოდა, აღნიშნულის გამო ზ------ის სახე არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით, გასროლის მომენტში ბ-----ს გვერდით შ--–-ა იჯდა და ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ. გასროლის დროს ზ------ის ხელები არ დაუნახავს, მხოლოდ თოფის ლულა დაინახა. მ-------------ემ განმარტა, რომ ფანჯარაში თვითონ ზ----------------ე არ ჩანდა. მ-------------ემ განმარტა, რომ ლულა დაინახა, მაგრამ არა ფანჯრიდან გამოშვერილი. მ-------------ემ, პროკურორის კითხვაზე აღნიშნა, რომ როდესაც საუბრობდა ზ----------------ეს მიერ თოფის ლულის ფანჯრიდან გამოწევაზე შეეშალა და სურდა ეთქვა, რომ ფანჯრის სწორად იყო ლულა და არა გამოწეული. მ-------------ემ პროკურორის კითხვაზე განმარტა, რომ ზ----------------ეს შემთხვევით გაუვარდა თოფი, დაკეცვის დროს, თუმცა ფანჯარასთან რატომ მივიდა ბრალდებული არ იცის. დამატებით დასმულ კითხვაზე მ-------------ემ განმარტა, რომ მხოლოდ 8 კლასის განათლება აქვს მიღებული და სწავლა არ გაუგრძელებია.
2-1.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შ--–--------–---ემ განმარტა, რომ იცნობს ბრალდებულს, რომელიც არის მისი მეგობარი და ნათესავი. დაახლოებით ერთი წელი იცნობს ბ-----ს, რადგან ერთად მუშაობდნენ. 2--7 წლის 1---------ოს მუშაობდნენ ზ------ის ოჯახში და ელექტროობას ამონტაჟებდნენ. სარემონტო სამუშაოებს ასევე ასრულებდნენ მ-------------ე, ა-–------------------ძე და ი-----–----------ე. საღამოს გამზადდა სუფრა. უ------------ემ ან სტუმრებიდან ერთ-ერთმა დარეკა, როგორც ახსოვს ა-–---------ესთან და უთხრა, რომ საქეიფოდ მოდიოდნენ მათთან. ზ----------------ემ თქვა, ცალკე სუფრა რატომ უნდა მოემზადებინათ და უთხრა, რომ მათთან მისულიყვნენ სტუმრები. ა-–---------ე და მ---- დახვდნენ სტუმრებს და უ-ა, ე-–-------ი და ბ----- მიიყვანეს ზ------თან სახლში. დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს ქეიფი. ზ------ის მარჯვენა მხარეს მაგიდასთან ისხდნენ, ზ------ის შვილი ვ----, ი-----–----------ე, ა-–------------------ძე, ე-–-------ი, შემდეგ თვითონ, მის გვერდით ბ----- და მ----. მარცხენა მხრიდან, ზ------ის გვერდით, პირველი იჯდა მ----. სუფრას თამადობდა ზ----------------ე. სუფრის დროს სვამდნენ და საუბრობდნენ. ბ-----ს გარდა ყველა ღვინოს სვამდა, ბ----- კი - არაყს. უ-ა არ სვამდა, რადგან მძღოლი იყო. დაახლოებით 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა სუფრა და თოფი გავარდა. შელაპარაკებას ადგილი არ ქონდა, ზ------ი გავიდა ღვინის მოსატანად და გავარდა თოფი. სუფრიდან ასევე გასული იყვნენ ე-–-------ი და უ-ა, რადგან ე-–-------ს ღვინომ აწყინა. ბ----- კი მის გვერდით მარჯვენა მხარეს იჯდა. მისივე ჩვენებით, ყველასგან მოულოდნელად გავარდა თოფი. თოფი გამოიყო ფანჯრიდან, გავარდა და ეს თოფი მოხვდა ბ-----ს. გასროლა იყო თავისთავად ბ-----ს მიმართ, როგორც ჩანს დამიზნებით იყო გასროლა, რადგან გვერდით იჯდა და ბ-----ს მოხვდა. შ--–--------–---ემ პროკურორის კითხვაზე თუ როგორ ეჭირა თოფი ხელში ზ----------------ეს აღნიშნა, „ჩვეულებრივ მონადირე კაცია, ცაცია არაა და როგორც იჭერენ ალბათ მონადირეები ისევე ისე. თავისთავად ცაცია არაა, ალბათ მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელი სასხლეტზე და მარცხენა ხელი ლულაზე ალბათ“ (0--03.2--8 წლის სხდომის ოქმი 1--22:54-1--2--11). მისივე ჩვენებით, როგორც კი ლულა დაინახა ეს იყო წამიერი და ბ-----ს მოხვდა გულმკერდის არეში. ბ----- არაფერს ამბობდა. მას შემდეგ რაც ზ------ის ცოლმა ზ------ს თოფი წაართვა მერე ზ------ი აღარ დაუნახავს. მისივე ჩვენებით, მაგიდასთან სადაც იჯდა, მისგან მარცხნივ, დაახლოებით 3-3.5 მეტრში არის ფანჯარა. ის ადგილი სადაც ისხდნენ და ადგილი საიდანაც მოხდა გასროლა ერთ სიმაღლეზეა და სხვაობა დაახლოებით 5-10 სმ იქნებოდა. გასროლის შემდეგ, აიყვანა ბ----- ხელში, ა-–---------ე და უ-ა დაეხმარნენ, ბ----- მანქანაში რომ ჩაესვა და ა-–---------ემ და უ-ამ წაიყვანეს ბ----- საავადმყოფოში იმის იმედით, რომ ცოცხალი ყოფილიყო. თუმცა მანქანას საავადმყოფოში აღარ გაჰყვა. ზ------ი კი არ უნახავს და არ იცის ზ------ი ამბობდა თუ არა რამეს, რადგან მხოლოდ ბ-----ზე ფიქრობდა და მისი შველა უნდოდა. მისივე ჩვენებით ბ-----მ სუფრის მსვლელობისას ითხოვა და ორჯერ თუ სამჯერ თქვა სადღეგრძელო. მისივე ჩვენებით გასროლის მომენტში, რომელიც მისგან მარცხნივ მოხდა, ა-–---------ე და ბ----- საუბრობდნენ, თავად კი უსმენდა მათ საუბარს. შ--–--------–---ემ განმარტა, რომ თოფის გავარდნამდე წამიერად რაღაცნაირად მიიხედა მარცხენა მხარეს, დაინახა თოფი, რომელიც იყო მათკენ მიმართული და შემდეგ იყო გავარდნა. დაცვის მხარის კითხვაზე შ--–--------–---ემ განმარტა, რომ „ფაქტია რომ დამიზნებით ისროლა და ... მოკვდა ადამიანი“ (0--03.2--8 წლის სხდომის ოქმი 1--29:00 – 1--29:05). დაცვის მხარის კითხვაზე შეძლებდა თუ არა აღეწერა ხელის მოძრაობით დამიზნება როგორ განახორციელა და როგორ ეჭირა თოფი ბრალდებულს, შ--–--------–---ემ განმარტა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და ვერ შეძლებდა აღნიშნულის აღწერას (0--03.2--8 წლის სხდომის ოქმი 1--29:0- – 1--29:25). მისივე ჩვენებით, ოთახში, საიდანაც მოხდა გასროლა, აკეთებდა ელექტროობას. ამ ოთახში იყო ბუხარი და ენთო ერთი ნათურა. ნათურა ასევე ანთებული იყო აივანზე. შ--–--------–---ემ განმარტა, რომ მას და ზ----------------ეს, ადრე, წლების წინ, არაერთხელ ჰქონდათ ღვინო თოფით დანალევი. კერძოდ, გასასროლად გამზადებულ თოფში, ასხამდნენ ღვინოს, სვამდნენ თოფიდან და შემდეგ გაისროდნენ. შ--–--------–---ეს განმარტებით, მ-------------ე იჯდა მისგან მარჯვნივ. მისივე ჩვენებით გასროლის დროს შესაძლებელია, რომ ბ----- სადღეგრძელოს არ ამბობდა. შ--–--------–---ეს განმარტებით ზ------ის თოფი დაზიანებული რომ იყო ზოგადად იცოდა თუმცა კონკრეტულად რა დაზიანება ქონდა მისთვის უცნობი იყო. შ--–--------–---ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ზ----------------ეს თოფის სასხლეტი რომ არ გამოეკრა ისე არ გავარდებოდა და ამიტომ ზ------მა გაისროლა თოფიდან. მისივე ჩვენებით ზ------ის მხრიდან უკმაყოფილება ბ-----ს მიმართ არ გამოთქმულა. ოთახიდან გასვლის დროს კი ზ------მა მოკიდა ხელი გრაფინს და გავიდა, რადგან გრაფინი იყო ცარიელი.
2-1.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დ------------მ განმარტა, რომ ბავშვობიდან იცნობს ზ----------------ეს და არის მისი მეზობელი. 2--7 წლის 1---------ოს იყო სახლში. ღამით დაურეკა მ-------------ემ და თხოვა, რომ საავადმყოფოში წაეყვანა, რადგან ნასვამი იყო და საჭესთან ვერ დაჯდებოდა. მივიდა ზ----------------ეს სახლთან, სადაც დახვდა მ---- და წავიდნენ საავადმყოფოში. გზაში როდესაც კითხა მ----ს თუ რა მოხდა, მ----მ უთხრა, თოფი გავარდა და მგონი სტუმარი კაცი მოკვდაო. როგორ მოხდა გასროლა მისთვის მ----ს არ უთქვამს. ასევე არ უთქვამს, რომ თოფი ზ------მა დამიზნებით გაისროლა. მისივე ჩვენებით, მ----მ უთხრა, რომ ზურგით იჯდა და ვერ დაინახა როგორ მოხდა გასროლა.
2-1.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ---------------მ განმარტა, რომ იცნობს ზ----------------ეს. 2--7 წლის 1-----ისტოს დილით იყო მაღაზიაში და გაიგო რომ ზ------ს ვიღაც მოუკლავს, თუმცა რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა არ იცის.
2-1.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ბრალდებულმა ზ----------------ემ განმარტა, რომ 2--7 წლის აგვისტოში მშენებლობა ქონდა ოჯახში და ეხმარებოდნენ მეგობრები, შ--–--------–---ე, ა-–-----------------ე, მ-------------ე და ი-----–----------ე. ხუთი-ექვსი დღე მუშაობდნენ და მერე დადიოდნენ მდინარეზე, სადაც თევზს იჭერდნენ. 2--7 წლის 1---------ოს იყვნენ მდინარეზე საბანაოდ, დაბრუნდნენ სახლში და ეხმარებოდნენ მეუღლეს სუფრის მომზადებაში. მ-------------ემ დაურეკა და უთხრა, რომ ვერ მივიდოდა, რადგან ქ------–---იდან მიდიოდნენ მასთან სტუმრები, რაზეც ზ------მა უთხრა, რომ მასთან მისულიყო სტუმრებთან ერთად. საუბრიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მივიდნენ მ----, ე-–-------ი და ბ-----. მისივე ჩვენებით, ბ-----ს არ იცნობდა და იმ დღეს გაიცნო. ე-–-------ს კი იცნობდა სამუშაოდან გამომდინარე. დაიწყეს ქეიფი. ბ-----ს, მისი სურვილისამებრ, დასალევად მიუტანეს არაყი. სუფრა გაშლილი იყო სახლის გვერდით აივანზე, რომელსაც გვერდები ამოშენებული ქონდა, მაგრამ ფანჯრები არ იყო ჩასმული. სუფრასთან მისგან მარცხნივ ისხდნენ - მ----, უ-ა, ბ-----, შ--–-ა, ე-–-------ი, ა-–---------ე და ი-----–ი. მარჯვენა მხარეს მის გვერდით იჯდა მისი შვილი. სუფრის თამადა თავად იყო. დალიეს არაერთი სადღეგრძელო. ბ-----მ ორჯერ ითხოვა და წარმოთქვა სადღეგრძელო, კერძოდ პატრიარქის და შესანდობარი. სუფრის მსვლელობისას ე-–-------ი გარეთ გავიდა და მას გაჰყვა უ-ა. ღვინო რადგან აღარ იყო სუფრაზე, წავიდა ღვინის მოსატანად. ამასობაში კი სუფრიდან გასული წევრებიც დაბრუნდებოდნენ. შევიდა იქ, სადაც ქონდა ღვინო და წამოიღო ღვინო. ასევე მოკიდა თოფს ხელი და აიღო ორი ცალი ვაზნა, რათა სადღეგრძელო ეთქვა. შევიდა ოთახში, სინათლე ლანდს ურტყამდა და კარგად არ ჩანდა. მეორე ოთახში კი 500-იანი ნათურა ენთო. ჩადო თოფში ვაზნები, დაკეტვით არ დაიხურა და არაერთხელ დაარტყა ხელი ზემოდან, რადგან ჩვეულებრივ არ იხურებოდა და გავარდა თოფი. ამ დროს, ერთი ხელი ლულაზე, ცივიოზე, ქონდა მოკიდებული, კონდახი კი თეძოზე. მისივე ჩვენებით, როცა წამოიღო თოფი, თოფი და ვაზნები ერთ ხელში ქონდა და მეორე ხელში გრაფინი. ბუხრის ოთახი სადაც ვაზნები ჩაალაგა, არ იყო განათებული, რადგან იქ ენთო 60-იანი ნათურა, ხოლო აივანზე სადაც ისხდნენ 500-იანი და იქედან შემოდიოდა ოთახში დიდი შუქი. როცა შევიდა ოთახში სადაც შეიტანა დოქი და თოფი, სუფრაზე მსხდომი პირების ხმა ესმოდა, მაგრამ ვინ საუბრობდა არ იცის. ვერ ხედავდა მათ, რადგან კედელი ეფარებოდა. თოფის გავარდნის დროს ყურადღება ქონდა თოფისკენ და არ იცოდა სუფრასთან ვინ საუბრობდა და რაზე საუბრობდა. მისივე ჩვენებით, პირით იდგა იმ მხარეს საიდანაც შუქი შედიოდა, დიდი ნათურისკენ და ორჯერ დაარტყა ხელი თოფს ზემოდან. ბრალდებულმა მიუთითა დარტყმის ადგილზე - სადაც არის მექანიზმი, სადაც ლულა და კონდახი ებმება ერთმანეთს, სადაც ვაზნები იდება. რადგან ბევრჯერ არ გავარდნილა თოფი, არ ეგონა თუ ამ შემთხვევაში გავარდებოდა. ლულა ბოლომდე არ იყო დაკეტილი და ამიტომ დაარტყა ხელი. გასროლის ხმაზე მეუღლე მივარდა და წაართვა თოფი. მეუღლის კითხვაზე, რომ რა ქნა, ზ------მა განუცხადა, რომ არ იცოდა რა ეთქვა. გასროლის შემდეგ ინსტიქტურად გადახსნა თოფი და ამოიღო გაუსროლელი ვაზნა, ხოლო გასროლილი ვაზნა ადვილად არ ამოდიოდა, იბერებოდა და ამიტომ არ იქნა ამოღებული. მისივე ჩვენებით ვერ მივიდა ბ-----სთან, რადგან ადრე ბიძაშვილი ჩააკვდა ხელში, რის გამოც შეშინებული იყო და ასეთ ვითარებაში არ შეეძლო მისვლა. სუფრის სხვა წევრებმა აიყვანეს და წაიყვანეს ბ-----. თავად გადაწყვიტა წასულიყო, თუმცა სად მიდიოდა თვითონაც არ იცოდა. საბოლოოდ გადაწყვიტა წასულიყო თბილისში ქვისლთან, მ------------–-----სთან. როცა მივიდა მ-----თან, თხოვა მას, რომ დაერეკა და გაეგო რა სიტუაცია იყო. მ-----მა მოიკითხა ამბავი და უთხრა, რომ ცუდი ამბავი იყო. აღნიშნულის გამო გადაწყვიტა ნებაყოფლობით გამოცხადებული პოლიციაში. გამოცხადდა ო----------ის პოლიციაში სადაც დახვდა გამომძიებელი შ-–---–---–ი, ხელი მოაწერინა საბუთზე და წაიყვანა უფროსთან. მისივე ჩვენებით, პოლიციაში მისთვის რაიმე საბუთი არ მიუციათ ხელმოსაწერად და იზოლატორში მოაწერა ხელი ფურცლებს, თუმცა რას აწერდა ხელს არ იცოდა. მისივე ჩვენებით, წაიყვანეს სახლში რომ მიეთითებინა ფაქტობრივ გარემოებებზე და გარემოებები, რომლებიც ფოტოსურათებზე არის აღნიშნული გასროლის მომენტთან დაკავშირებით, აღნიშნა ადვოკატის (რომელიც აცილებულ იქნა ბრალდებულის მიერ საქმის განხილვისას) მითითების შესაბამისად. ბრალდებულის განმარტებით, ოთახში რომელშიც შევიდა, ურიკისთვის, იატაკზე დაგებული იყო ხის ფიცრული ბილიკი. როცა მოხდა გასროლა იდგა ბილიკზე, შიგნითა კედლიდან 3 მეტრის მანძილზე. მასსა და გარდაცვლილს შორის დაახლოებით 5 მეტრი იქნებოდა მანძილი. ფანჯარასთან დაკიდებული იყო ნათურა და ამიტომ დადგან ფანჯარასთან, რადგან შედიოდა შუქი. თოფის გამოტანასთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ სურდა თოფიდან დაელია სასმისი. მისივე ჩვენებით, აუცილებელი იყო დამუხტული ვაზნის ლულაში მოთავსება, იმისთვის, რომ თოფიდან, როგორც სასმისიდან დაელია. ამ ფორმით არაერთხელ ქონდა სადღეგრძელო ნათქვამი და შესმული. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე დართულ ფოტოსურათზე, ბრალდებულმა განმარტა, რომ სურათებზე არ იყო სწორად აღბეჭდილი ის ადგილი სადაც იდგა, ხოლო ტომი I, ს.ფ. 1---ზე არსებულ N--- სურათზე მიუთითა, რომ ადვოკატის (რომელიც აცილებულ იქნა) მითითებით დადგა აღნიშნულ ადგილას. მისივე ჩვენებით თოფი აქვს 25-26 წელი. ვაზნების მოთავსებისას ქვევით ენა იყო, არ იკეტებოდა და დარტყმით ჩადიოდა, ხანდახან კი იჭედებოდა. ვაზნების მოთავსების დროს ლულა საით იყო მიმართული ყურადღება არ მიუქცევია და შემთხვევა მოხდა მისი დაუფიქრებლობის გამო. ხელი ორჯერ დაარტყა ზემოდან სავაზნეზე. მისივე ჩვენებით ცაცია არ არის. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით ზ----------------ემ აღნიშნა, რომ გამომძიებელს სურდა, რომ ეთქვა თითქოს სადღეგრძელოს გამო ესროლა. თავად კი ასეთი რამ არ უთქვამს. მხოლოდ ის თქვა, რომ დანაშაული ქონდა ჩადენილი. გასროლის დროს ბ----- არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით ხედავდა როგორ ჩასვეს ბ----- მანქანაში თუმცა რა მდგომარეობაში იყო იგი არ იცის და ესმოდა როგორ ამბობდნენ ბიჭები, რომ სასწრაფოს მოსვლამდე თავად წაეყვანათ საავადმყოფოში.
2-1.1-. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მეუღლემ თ------------------მ და შვილმა ვ---------------მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
2-1.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა თ---------------ემ დაადასტურა, რომ გაიარა სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთან მართლმსაჯულებაში, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით. მისივე ჩვენებით საქმეზე მოწმის სახით დაკითხა არასრულწლოვანი ვ---------------, თუმცა რომელ წელს დაკითხა მოწმე ზუსტად არ ახსოვდა, სავარაუდოდ კი 2--6 წელი მიუთითა.
2-1.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა მ--–--ზ შ-–---–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულის პოლიციაში მისვლის დროს იყო მორიგე და შეადგინა ზ----------------ეს დაკავების ოქმი, რისთვისაც დასჭირდა ხუთი წუთი. ზ----------------ეს დაკავებას საფუძვლად დაედო სასამართლოს განჩინება, ხოლო დაკავების ოქმში საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლზე მითითება წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას. მ--–--ზ შ-–---–---–მა დაადასტურა მის მიერ შედგენილ საპროცესო დოკუმენტებში მითითებული გარემოებები. მ--–--ზ შ-–---–---–მა ასევე განმარტა, რომ მოწმეთა დაკითხვისას გამოიკვეთა ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენის მოტივი და აღნიშნულს წარმოადგენდა - სადღეგრძელოს თქმის ფაქტი.
2-1.15. 2--7 წლის 1-----ისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 06:05 საათზე და დასრულდა 06:55 საათზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ო----------ის რაიონის სოფელ მ----აში (---------–--ი) ზ------ დ-----ის ძე გ--------ის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლის ეზოში შედიან რკინის სამფრთიანი ჭიშკრის გავლით. ჭიშკრის გავლისთანავე არის ვიწრო მკვეთრად ზემოთ და ოდნავ მარცხნივ მიმავალი გზა, სადაც დაახლოებით 40 მეტრის გავლის შემდეგ არის სწორი ადგილი, საიდანაც ოც მეტრში დგას ზ----------------ის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. სწორ ადგილზე მარჯვენა მხარეს დგას მისაბმელიანი ტრაქტორი, სახელმწიფო ნომრით R----8. ტრაქტორის მისაბმელი სავსეა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. სწორი ადგილის მარცხენა მხარეს უწესრიგოდ არის დაყრილი სამშენებლო აგ-----. ეზოს შუა ადგილზე სახლთან ახლოს მიწაზე ყრია ქვიშის გროვა. აღნიშნული გროვიდან მარცხნივ დგას „მ----------“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G---59-G-. “მ----------ს“ წინა ნაწილი ფაქტიურად მიდებულია სახლის ღია აივანზე. საცხოვრებელ სახლს, პირველ სართულზე, სახლის მთელ სიგანეზე ახლავს ღია აივანი, რომელიც არის დაახლოებით 4 მეტრი სიგანის. სახლის უკიდურეს მარჯვენა კუთხეში, წინა მხრიდან არის სახლის მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კიბე. კიბის გვერდით მიწაზე აგდია ხის ყუთები. აღნიშნული ყუთების პირდაპირ სახლის ღია აივანზე, აივნის უკიდურესი მარჯვენა ნაწილი შემოსაზღვრულია ხის ფიცრულით და პირდაპირ ცემენტის იატაკზე ყრია გასარჩევი თხილი. სახლის ღია აივნის უკიდურეს მარჯვენა მხარეს არის ხის ერთ ფრთიანი კარი, რომელიც დაკეტილია. აღნიშნული კარის გვერდით არის ხის ორი ფანჯარა და ერთი კარი, რომელიც შედის მოზრდილ ოთახში. ოთახი სავსეა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომლის დიდი ნაწილი უწესრიგოდაა დალაგებული. აღნიშნულ ოთახს მიენიჭა პირობითად ნომ---- 1. ამ ოთახის მარცხნივ არის მეორე ე. წ. ბუხრის ოთახი ანუ ოთახი ნომ---- 2- ოთახს წინა მხარეს აქვს ორი ფანჯრის ადგილი და ერთი კარების ადგილი. ბოლო კედელს აქვს ასევე ერთი კარების ადგილი, რომელიც გადის მცირე ზომის ოთახში, სადაც არის სახლის უკანა მხარეს გასასვლელი ერთი კარი და ასევე სახლის მეორე სართულზე ასასვლელი შიდა კიბე. ე. წ. ბუხრის ოთახის მარცხენა კედელს აქვს ერთი ფანჯრის ნიშა, რომელიც გადის ე. წ. ღია აივანზე. ოთახში მარჯვენა კედელთან დაახლოებით შუა ადგილზე არის ბუხარი. ბუხრის წინ დევს ხის გასაშლელი მაგიდა, რომელზეც დევს ორლულიანი სანადირო თოფი. თოფი არის ჰორიზონტალური განლაგების ლულებით. თოფს გარედან აქვს წარწერა „-----”. თოფს უკეთია შავი ნაჭრის ზონარი. თოფის გადახსნისას მის მარცხენა ლულაში აღმოჩნდა ერთი ცალი მასრა. მასრა არის ლურჯი ფერის პლასტმასისგან დამზადებული. მასზე იკითხება ნომ---- 7. მასრაზე არის სხვა წარწერებიც, მაგრამ ისინი გადაშლილია. თოფზე გარეგნულად რაიმე დაზიანების კვალი არ აღინიშნება. თოფის ცივიოზე აღინიშნება წარწერა. მისი წაკითხვა განათებისა და ასევე ზედ არსებული ზეთოვანი ფენის გამო რთულია. სავარაუდოდ არის წარწერა „M---9“. წარწერები აღინიშნება თოფის ლულის შიდა მხარეს, მაგრამ ზეთოვანობის გამო წაკითხვა ვერ მოხერხდა. თოფი შიგ არსებული მასრით დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში ნომრით F---1420-- შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე თ------------------მ აღნიშნა, რომ თოფი ეკუთვნის მის მეუღლეს ზ----------------ეს. ასევე აღნიშნა, რომ გასროლის წარმოების შემდეგ თოფი წაართვა თავის მეუღლეს ხელიდან ე. წ. ბუხრის ოთახში, ზუსტად იმ ადგილზე სადაც ამოვარდა და იატაკზე აგდია ერთი ცალი ვაზნა. თ------------------მ მიუთითა აღნიშნული ადგილი. ეს მდებარეობს ოთახის მარცხენა კედელთან ამოჭრილი ფანჯრის გასწვრივ კედლიდან ერთ მეტრში. ცემენტის იატაკზე აგდია 1- კალიბრის სანადირო თოფის ვაზნა. ვაზნა არის პლასტმასის, წითელი ფერის. მასზე იკითხება წარწერა „K----R 34 G- 2-5---რ“. თ------------------მ მიუთითა ადგილი სადაც გაშლილი იყო სუფრა. აღნიშნული მდებარეობს სახლის უკიდურეს მარცხენა მხარეს არსებულ ღია აივანზე, რომელსაც წინა მხრიდან არ აქვს კარები და ფანჯარა. მარცხენა მხარეს არსებულ კედელს აქვს სამი ფანჯრის ადგილი და ერთი კარის ადგილი, მაგრამ არც ერთი მათგანში კარი და ფანჯარა არ არის. „ღია აივანს“ მარჯვენა მხარეს კედელზე აქვს ერთი ფანჯრის ადგილი. აღნიშნული არის ე.წ. ბუხრის ოთახში გამავალი ფანჯრის ადგილი. ღია აივანზე უკანა მხარეს არის რკინის კარები მთელ სიგრძეზე. მათში არ არის ფანჯრები. ღია აივნის წინა მარცხენა მხარეს იატაკზე ალაგია ორი ძველი ხის კარები, ხოლო მათ წინ კი ოთხი ცალი ვედრო. მათ შემდეგ კედლის მხარეს ალაგია ოთხი ცალი ცემენტის ტომარა. აღნიშნული ტომრების შემდეგ კედელზე მიდებულია სამ გროვად ხის ფანჯრები, შიგ არსებული მინებით. ფანჯრები ალაგია ძირითადად სამ მწკრივად. პირველი მწკრივის ძირთან იატაკზე აგდია ორი ცალი „კოკა-კოლას“ პლასტმასის ლიტრნახევრიანი ბოთლი. მეორე ბოთლზე აღინიშნება მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები. ბოთლიდან სპეციალური ჩხირის საშუალებით აღებულ იქნა ლაქის ნიმუში, მოთავსდა და დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში. ფანჯრების მესამე მწკრივის ძირთან არსებულ შეშებზე აღინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, საიდანაც სპეციალური ჩხირის საშუალებით აღებულ იქნა ნიმუში და დაილუქა. აღნიშნულ ადგილზე ცემენტის უსწორმასწორო ზედაპირზე აღინიშნება სისველე. თ-----------------ის განმარტებით იატაკზე აღინიშნებოდა სისხლის ლაქები. ამ ადგილზე იყო გაშლილი სუფრა და მაგიდა, ალაგების შემდეგ გაიტანა სხვა ოთახში, ხოლო იატაკი კი მორეცხა სისხლის ლაქებისგან. ღუმელის ოთახში, იატაკიდან აღებულ იქნა წითელი ფერის ვაზნა, რაც მოთავსდა და დაილუქა სპეციალურ პაკეტში. ღია აივნის სიგანე არის დაახლოებით 5 მეტრი, სიგრძე დაახლოებით 1- მეტრი. „ღუმელის“ ოთახში ფანჯრის ადგილი, საიდანაც აივნის მიმართულებით მოხდა გასროლა მდებარეობს სახლის წინა მხრიდან დაახლოებით ოთხ მეტრში. ღია აივანზე სადაც ფანჯრების მესამე მწკრივის შემდეგ არის რბილი დივანის ნაწილი, რის შემდეგაც სახლის მთელ დარჩენილ ღია აივანზე ალაგია ხის მასალის ნარჩენები. საგამოძიებო მოქმედების დროს, ნაწარმოები იქნა ფოტოგადაღება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირის ექსპერტ ნ-----–--------------ეს მიერ. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი მ-----–-------ია. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს თ------------------. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მონაწილე პირად მითითებულია მხოლოდ ექსპერტი ნ-----–--------------ე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, მონაწილე პირად არ არის მითითებული თ------------------ და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებისათვის განკუთვნილ გრაფაში არ არის თ-----------------ის ხელმოწერა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით თ------------------ არის მხოლოდ ოქმის ასლის მიმღები პირი, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს ოქმის ასლის მიღების ფაქტს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა მ-----–-------იამ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდნენ ნ-----–--------------ე და თ------------------. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, თ------------------მ მიუთითა გარემოებები, რაც ასახულია ოქმში. მისივე ჩვენებით ე.წ. ბუხრის ოთახში აღმოაჩინა ერთი ვაზნა, ხოლო სანადირო თოფში, ერთი ცალი მასრა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა ნ-----–--------------ემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც ჩატარდა სოფელ ნ--------–--ში. მის მიერ ამოღებულ იქნა სისხლის კვლები, მასრა, ვაზნა და თოფი. ასევე გადაიღო ფოტოსურათები, რომლებიც დაერთო ოქმს. მისივე ჩვენებით, გამომძიებელს არ გაუზომავს შემთხვევის ადგილას მანძილები. მისივე ჩვენებით, ტომი I---------3 არსებულ ფოტოსურათზე მოცემულ მასრაზე, განმარტა, რომ დააფიქსირა ფიცართან მასრა და შემდგომ გადაადგილა, თუმცა ეს მოქმედება შეიტანა თუ არა გამომძიებელმა ოქმში მისთვის უცნობი იყო. მისივე ჩვენებით მანძილი კედლიდან მასრამდე არ დაუფიქსირებიათ, რადგან არ ჩათვალეს საჭიროდ.
2-1.16. 2--7 წლის 1-----ისტოს ბ----------–----ის გვამის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2--7 წლის 1-----ისტოს 08:25 საათზე და დასრულდა 10:25 საათზე. დათვალიერება ჩატარდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში. მაგიდაზე გულაღმა მდგომარეობაში ასვენია ახალგაზრდა მამრობითი სქესის გვამი. აცვია ლურჯი, გვერდებზე ცისფერ ზოლიანი ე. წ. შორტი, რომელიც სველია და მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით და მიწის ნაწილაკებით. გვამი არის სწორი აგებულების, ზომიერი კვების. გვამის სიგრძე 180 სმ, მასა 85 კგ. თავზე აქვს მუქი ჩალისფერი თმები. ასეთივე წვერ-ულვაში. ქუთუთოები დახურული, სკლერები შემღვრეული და დაბინდული. სახის ძველები ხელით გასინჯვისას მთელია. ნესტოებიდან, პირის ღრუდან და სასმენი ხვრელებიდან რაიმე გამონადენი არ აღენიშნება. კისერი საშუალო სიმაღლის, ჩვეულებრივი მოყვანილობის. გულმკერდი დეფორმირებული მარცხენა მხარეს. მუცელი ოვალური. კიდურის ძვლები ხელით გასინჯვისას მთელია. თმა სხეულზე მამაკაცური ტიპის. გარეთა სასქესო ორგანოები ჩვეულებრივად განვითარებული. უკანა ტანის არე დახურული და სუფთაა. გვამი ხელით გასინჯვისას ცივია სხეულის ყველა არეში. გვამური გაშეშება კარგად გამოხატული სხეულის ყველა ჯგუფის კუნთში. გვამური ლაქები მოიისფრო, განლაგებული სხეულის უკანა ზედაპირზე, თითით ზეწოლისას ქრებიან და დაახლოებით 25 წამში იბრუნებენ პირვანდელ ფერს. გვამზე გარეგნულად აღინიშნება შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის წინა და ლავიწშუა ხაზებს შორის სივრცეში მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ნეკნების დონეზე მრავლობითი საფანტით მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობები, რომლის ქვედა ჭრილობა ტერფის ძირიდან დაშორებულია 1-3 სმ მანძილით, ხოლო ზედა ჭრილობა 136 სმ დაშორებით 13X1- სმ ფართზე. ყველაზე დიდი ზომის ჭრილობა არის 2-5X2 სმ ზომის. ყველაზე პატარა 0.2X0.1 სმ ზომის. ასეთივე ხასიათის მრავლობითი ჭრილობები შეინიშნება მარცხენა მხრის შუა მესამედში წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის შუა მესამედში წინა გარეთა ზედაპირზე. მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის, შიგნითა ზედაპირზე მუქი მოწითალო ფერის, კანის ზედაპირის დონიდან ჩაწეული, არასწორი ფორმის მშრალი ზედაპირის მქონე ნაჭდევი 0.7X0.5 სმ ზომის. გვამი დასურათებულ იქნა ციფრული ფოტოაპარატით, ნიკონით. გვამიდან აღებულ იქნა თმის ნიმუშები თავის მიდამოდან, ორივე მტევნებიდან ანაწმენდები, ორივე მტევნებიდან ფრჩხილების ნიმუშები, სისხლის ნიმუში და გვამის გულმკერდის ღრუში აღმოჩენილ იქნა ჭურვები (საფანტები) სამოცი ცალი. გვამის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირის ექსპერტ ღ----------------–---–ის მიერ. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი დ---------------–--ე.
2-1.17. 2--7 წლის 1-----ისტოს ამოღების ოქმით, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2--7 წლის 1-----ისტოს 10:35 საათზე და დასრულდა 10:55 საათზე. ამოღების წესით ამოღებულ იქნა გარდაცვლილ ბ----------–----ის მუქი ლურჯი, გვერდებზე ცისფერზოლიანი ე.წ. „შორტი“ რომელიც დასვრილი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით და მიწის ნაწილაკებით; 2) ბ-----------–----ის თავის მიდამოდან ამოღებული თმის ნიმუშები; 3) ბ----------–----ის მარჯვენა და მარცხენა მტევნის ანაწმენდები; 4) ბ----------–----ის ფრჩხილების ნიმუშები, მარჯვენა და მარცხენა ხელის; 5) ბ-----------–----ის სისხლის ნიმუშები, მოთავსებული ერთჯერად სამედიცინო შპრიცში; 6) ბ----------–----ის გვამში აღმოჩენილი საფანტის სამოცი ცალი მარცვალი. აღნიშნული ობიექტები ამოღების მიზნით ნებაყოფლობით წარადგინა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ღ----------------–---–მა. ოქმს ხელს აწერენ ღ----------------–---–ი, რომელთანაც ჩატარდა ამოღება და ამოღების ჩამტარებელი და ოქმის შემდეგი დ---------------–--ე.
ბ----------–----ის გვამის დათვალიერების და ამოღების ოქმებში მითითებული გარემოებები დაადასტურა ექსპერტმა ღ----------------–---–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ გამომძიებელი ესწრებოდა გვამის გარეგნულ დათვალიერებას. გვამის გარეგნულ დათვალიერების ოქმში მითითებულ საფანტის მარცვლებზე კი ექსპერტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საფანტი თავად აღმოაჩინა გვამის გაკვეთის დროს და შემდეგ გამომძიებელმა ამოიღო მისგან.
2-1.1-- 2--7 წლის 1-----ისტოს ხელის ანაბეჭდების ნიმუშის აღების ოქმით, საპროცესო მოქმედება დაიწყო 2--7 წლის 1-----ისტოს 11:15 საათზე და დასრულდა 11:35 საათზე. ლ-------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ა----ის სასამართლო ექსპერტიზის პროზექტურაში შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ა----ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტების, ა-----–-----–---ის და ბ--------------ის მიერ, სპეციფიკური შავი საღებავით აღებულ იქნა გარდაცვლილ ბ----------–----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაბეჭდები, რაც გადატანილ იქნა სტანდარტულ დაქტილობარათზე და დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია ა-----–-----–---ის და ბ--------------ის მიერ. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი დ---------------–--ე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ა-----–-----–---მა და ბ--------------ემ დაადასტურეს ხელის ანაბეჭდების ნიმუშის აღების ოქმში მითითებული გარემოებების მართებულობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ---------------–--ემ განმარტა, რომ შეადგინა ბ----------–----ის გვამის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი და ხელის ანაბეჭდების ნიმუშის აღების ოქმი. მისივე ჩვენებით, გვამის დათვალიერებისას დაფიქსირდა დაზიანებების ზუსტი ადგილები, ექსპერტმა აიღო ნიმუშები და აღმოჩენილ იქნა 60 ცალი საფანტის მარცვალი, რაც ამოღებულ იქნა.
2-1.19. 2--7 წლის 1-----ისტოს N 1----00 შეტყობინებაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია, ინციდენტის თარიღი: 8/14/2--7 2:48-----M ინციდენტის ტიპი: მკვლელობა, ზარის ტიპი: Call მისამართი: რეგიონი: გ-----ა, დასახლება: სოფელი ნ-------ი, რაიონი: ო----------ი, დამატებითი: ნ-------იდან არის გადასახვევი ასფალტი იგება ახლა, დანგრეული გზაა (ზუსტად არ იცის ქვედა ნ-------ს ამბობს), ჩ---–---ის ხიდს ამბობს ასევე ინიციატორი: ბ---–----ე ბ----- ინიციატორის ტელეფონის ნომ----: 5-------2-
2-1.20. 2--7 წლის 1-----ისტოს N 1----44 შეტყობინებაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია, 2--7 წლის 1-----ისტოს შსს ო----------ის რაიონულ სამმართველოში დაგვიკავშირდა შპს კლინიკა მ-----–---ს ექიმი, ქირურგი, ლ------------–---–ი. გვაცნობა რომ კლინიკაში მიტანილია გვამი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული აქვს ჭრილობა გულმკერდის არეში.
2-1.21. 2--7 წლის 1-------ტოს ოქმით გამოცხადების შესახებ, 2--7 წლის 1-------ტოს 2--10 საათზე გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა ო----------ის რაიონის სოფელ ნ--------–--ში მცხოვრები, 1--4 წელს დაბადებული ზ------ დ-----ის ძე გ--------ე, რომელმაც განმარტა, რომ მიმდინარე წლის 13-1-----ისტოს შუალედში, მასთან საკუთარ სახლში სტუმრად მყოფ ქ. ქ------–---ში მცხოვრებ 1--8 წელს დაბადებულ ბ----------–----ეს მისი საკუთარი თოფიდან გასროლით მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა, რის შედეგადაც ბ----------–----ე გარდაიცვალა. აღნიშნულზე, ზ----------------ე ბრალის აღიარებით გამოცხადდა გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილში. ოქმი ხელმოწერილია ზ----------------ეს და ოქმის შემდგენი, გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, გ---------------–---–-ს მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ---------------–---–მა დაადასტურა, რომ მის მიერ არის შედგენილი გამოცხადების შესახებ ოქმი და დაადასტურა ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე.
2-1.22- 2--7 წლის 1-------ტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2--7 წლის 1-------ტოს 1--05 საათზე და დასრულდა 14:20 საათზე. ბრალდებული ზ----------------ე გამოყვანილ იქნა ო----------ის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. მას წაეკითხა 2--7 წლის 1-------ტოს ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმი. ბრალდებულმა ზ----------------ემ განმარტა, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება სწორია და თანახმაა ადგილზე გასვლით მიუთითოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ყველა დეტალი. აღნიშნულის შემდეგ ზ----------------ე მოთავსდა „ტ--------------–----ის მოდელის სამსახურებრივ ავტომანქანაში სახელმწიფო ნომრით BB----2- ზ----------------ის მითითებით გაემართნენ ო----------ის რაიონის სოფელ მ----აში (---------–--ი) და მივიდნენ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლთან. ჭიშკართან შეაჩერეს ავტომანქანა და ფეხით ჩავიდნენ ზ----------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მარცხნივ, ზ----------------ემ, ღია აივანზე მიუთითა ადგილი და აღნიშნა, რომ ამ ადგილზე ქონდათ გაშლილი სუფრა და თვითონ იჯდა სუფრის თავში და თამადობდა. აღნიშნული ადგილიდან მარცხნივ და დაახლოებით 1.5 მეტრში მიუთითა ადგილი და აღნიშნა, რომ ამ ადგილზე იჯდა აწ გარდაცვლილი ბ----------–----ე. ამ ადგილიდან მან მიუთითა მოპირდაპირე მხარეს კედელზე არსებულ ფანჯრის ნიშაზე და აღნიშნა, რომ ფანჯრის ნიშის მეორე მხრიდან მოახდინა დამიზნებით გასროლა ბ----------–----ის მიმართულებით და ერთი გასროლით მოკლა ეს უკანასკნელი. აღნიშნული ადგილიდან ფანჯრის ნიშამდე მანძილი არის 4.30 მეტრი. ზ----------------ემ განმარტა, რომ სუფრის მსვლელობისას მაგიდიდან ადგა ღვინის დასამატებლად. მან მიუთითა ადგილი სადაც ქონდა ღვინო. აღნიშნულ ადგილამდე მივიდნენ ე. წ. ბუხრის ოთახის გავლით. ბუხრის ოთახს უკან აქვს ერთი კარების ნიშა, რომელშიც ამჟამად კარები არ არის. ნიშის გავლით აღმოჩნდნენ მცირე ზომის ოთახში, სადაც კუთხეში დგას მცირე მაგიდა. ზ----------------ემ განმარტა, რომ ამ ადგილზე ედო ღვინის ბოცა, საიდანაც შეავსო გრაფინი. აქვე მიუთითა შესასვლელიდან მარცხნივ. კედელთან მიდებულ ხის საშუალო ზომის კარადაზე და განმარტა, რომ ამ კარადაში ქონდა თავისი კუთვნილი ორლულიანი სანადირო თოფი და ვაზნები. თვით ზ----------------ემ გააღო კარადა, შიგ აღმოჩნდა ანკესები, თოფის საწმენდი, ვაზნების შესანახი ე. წ. „ფალასკა“, სხვადასხვა ცარიელი მასრები და ვაზნების ყუთები. ასევე მიმოფანტული იყო სხვადასხვა ვაზნები. მან მიუთითა კარადის ზედა ნაწილში ორ ცალ პლასტმასის ლურჯი ფერის ვაზნაზე და აღნიშნა, რომ ამ ვაზნების გვერდით იყო ორი ვაზნა, რომლითაც დატენა თოფი. ზ----------------ის თანხმობით ამოღებულ იქნა ორი ცალი ლურჯი ფერის პლასტმასის ვაზნა. ვაზნები არის 1- კალიბრის „B-------ის ფირმის. ერთი არის ნომ---- 7, მეორე ნომ---- 5. ვაზნები ამოღებულ იქნა და დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აწარმოეს ფოტოგადაღება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ხელს აწერენ ბრალდებული ზ----------------ე, ბრალდებულის ადვოკატი მ------------------ა, პოლიციის თანამშრომლები ა-----–-------ე და კ-----------–-----ე, ექსპერტი გ---------–--ი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი მ-----–-------ია. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები რომლებზეც აღბეჭდილია საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა მ-----–-------იამ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ-----------–-----ემ განმარტა, რომ ბრალდებულ ზ----------------ეს იცნობს მხოლოდ საქმიდან გამომდინარე, რადგან მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში. კ-----------–-----ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-----–-------ემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ზ----------------ეს საგამოძიებო ექსპერიმენტში. ა-----–-------ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები, თუმცა ჩვენების მიცემის დროს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისგან განსხვავებულად აღწერა ზ----------------ეს მოქმედებები. ა-----–-------ეს ჩვენებით, ზ----------------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს განმარტა, რომ სუფრიდან გავიდა ღვინის მოსატანად, მიუთითა ოთახზე სადაც შეავსო ჭურჭელი ღვინით და დაბრუნებისას ღვინის ჭურჭელთან ერთად წაიღო თოფი და ვაზნები. დაცვის მხარის კითხვების დასრულების შემდგომ, პროკურორის მიერ ხელახალი პირდაპირი დაკითხვისას, ა-----–-------ემ აღნიშნა, რომ ზ----------------ეს განმარტებით, ჯერ ღვინით შეავსო გრაფინი, გავიდა ოთახში, გაიგონა სადღეგრძელოს თქმის ფაქტი და შემდეგ, დაბრუნდა თოფის ასაღებად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ--------------–---–მა განმარტა, რომ მოწმის სახით დაკითხა საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები კ-----------–-----ე და ა-----–-------ე. თ--------------–---–მა განმარტა, რომ ვინაიდან პოლიციელები ერთგვაროვნად აღწერდნენ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობას, მიმართა ე. წ. „----------- (კოპირება, მონიშვნა, ჩასმა) მეთოდს და ერთი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჩვენება „დააკოპირა“, მონიშნა და ჩასვა მეორეს ჩვენებაში. პროკურორის მიერ ხელახალი პირდაპირი დაკითხვისას თ--------------–---–მა განმარტა, რომ ჩვენება არ მოუნიშნავს და არ ჩაუსვამს მოწმის სახით დასაკითხი პირის ჩვენებაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა გ---------–--მა დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მისივე განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაიღო სურათები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და გამომძიებლის მითითებით ამოიღო ხის კარადიდან ორი ცალი ვაზნა. გ---------–--მა პროკურორის კითხვაზე აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედების დროს, ზ----------------ემ მიუთითა ადგილი სადაც შევიდა ღვინის მოსატანად და როდესაც ბრუნდებოდა ღვინით, ზ------მა დაინახა, რომ გარდაცვლილი იდგა ფეხზე და სადღეგრძელოს ამბობდა, რის გამოც გამოიტანა თოფი და ისროლა.
2-1.23. ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--7 წლის 20 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნით, თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი (დათარიღებული 1--08.2--7 წ 14:40 სთ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ----------------ეს ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება 1--08.2--7 წ-ს და დაუდგინდა: ფუფხით დაფარული ნაკაწრები ცხვირზე, მარჯვენა ყურის ბიბილოზე, ორივე მხარზე და ფუფხით დაფარული ნახეთქი ჭრილობა ორივე წვივის წინა ზედაპირზე.
0-.09.2--7წ. 11:10-11:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ზ----------------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ძველი ნაწიბური (აღწერილობა და ზუსტი ლოკაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება ნახეთქი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად.
დაზიანებები ნაკაწრების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანება ნახეთქი ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მისი (ჭრილობის) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი.
დაზიანებები ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დასკვნას ხელს აწერს ექსპერტი გ--------------ე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა გ--------------ემ დაადასტურა დასკვნაში მითითებული გარემოებები.
2-1.24. ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--7 წლის 21 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნით, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
- ბ----------–----ის სისხლის ნიმუში (ობ. N 6; პაკეტი წარწერით: „...ბ----------–----ის სისხლის ნიმუში...“) ეკუთვნის O---- ჯგუფს;
- პაკეტში, წარწერით: „...ბ----------–----ის მკვლელობის ფაქტზე ამოღებული 2 ლულიანი სანადირო თოფი...“ მოთავსებულ თოფზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N 1,2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლებშიც არ ვლინდება შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილის ალელები;
- პაკეტებში წარწერებით: „F---24664… ბ----------–----ის მკვლელობის ფაქტზე. მოხსნილი ფანჯრის მინიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში...“, „F---24669… ბ----------–----ის მკვლელობის ფაქტზე „კოკა-კოლას“ პოლიეთილენის ბოთლის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ლაქის ნიმუში...“ და „...ბ----------–----ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე და შორტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N 3-5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ----------–----ეს (ობ. N 6). დასკვნა ხელმოწერილია ექსპერტ ვ--------------ს მიერ. მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს ექსპერტიზის დასკვნა, რის გამოც ექსპერტი ვ-------------- არ დაიკითხა სასამართლო პროცესზე.
2-1.25. ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--7 წლის 20----------რის სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნით, ბ----------–----ის გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევის და ჩატარებული დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე მივდივარ შემდეგ დასკვნამდე:
ბ----------–----ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გულის მწვერვალის, მარცხენა ფილტვის ქსოვილის და სისხლძარღვების მასიური დაზიანებებით. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 08 საათისა. ბ----------–----ის გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევრის ცეცხლნასროლი ჭრილობები, შემავალი ხვრელებით იღლიის წინა და ლავიწშუა ხაზებს შორის მე-4-5-6 ნეკნების დონეზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთების დაზიანებები, მარცხნივ მე-4-5-6 ნეკნების მოტეხილობები იღლიის წინა და ლავიწშუა ხაზებს შორის, პლევრის, მარცხენა ფილტვის ქსოვილის და სისხლძარღვების მასიური დაზიანებები, გულის პერანგის, გულის მწვერვალის დაზიანებები. ჭრილობის არხის მიმართულება ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, თითქმის პერპენდიკულარულად. სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსოვილებში, მარცხენამხრივი ჰემოთორაქსი, ჰემოპერიკარდიუმი. მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები მარცხენა მხრის და მარცხენა წინამხრის არეში, რომლებიც აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს და მთავრდება კუნთებში.
აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების (საფანტი) მოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან - საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში. სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა, რომელიც მიყენების მომენტში ფარავდა ზემოთ აღნიშნულ მიდამოს და წარმოადგენდა დაზიანების პირველ (გარეთა) შრეს. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. გვამზე ასევე აღინიშნებოდა ნაჭდევი (ლოკალიზაცია და ხასიათი იხილეთ აღწერილობით ნაწილში), რაც სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დასკვნას, აღნიშნულ ნაწილში, ხელს აწერეს ექსპერტი ღ----------------–---–ი.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ბ----------–----ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1.8---- ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბენზოდიაზეპინისა და ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. დასკვნას, აღნიშნულ ნაწილში, ხელს აწერეს ექსპერტი ც-----------------ე.
სამედიცინო კრიმინალისტიკური გამოკვლევით, გამოსაკვლევად წარმოდგენილ, ბ----------–----ის გვამიდან აღებულ, კანის პრეპარატზე აღინიშნება დაზიანებები (ჭრილობები), რომლებიც თავიანთი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე (აღწერილობა იხილეთ გამოკვლევით ნაწილში), გვამის გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით, განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების (საფანტი) ზემოქმედებით და წარმოადგენენ შესავალ ხვრელებს.
კანის პრეპარატების გამოკვლევის მონაცემებით, სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან - საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში.
სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა, რომელიც მიყენების მომენტში ფარავდა ზემოთ აღნიშნულ მიდამოს და წარმოადგენდა დაზიანების პირველ (გარეთა) შრეს. დასკვნას, აღნიშნულ ნაწილში, ხელს აწერეს ექსპერტი ზ---------------–-–---–ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა ღ----------------–---–მა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ ბ----------–----ისათვის მიყენებული ჭრილობის არხი წავიდა ზემოდან ქვემოთ სწორად, მარცხნიდან მარჯვნივ. მისივე განმარტებით, ჭრილობის არხი წინ ან/და უკან არ მიემართება.
ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა ასევე დაადასტურა დასკვნაში მითითებული გარემოებები, ხოლო ექსპერტ ც-----------------ეს მოწმის სახით დაკითხვა მხარეებმა არ მოითხოვეს და დასკვნის ნაწილი უდავოდ მიიჩნიეს.
2-1.26. ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--8 წლის 26 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის N 0------18 დასკვნით, გამოსაკვლევი სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული სანადირო დანიშნულების 1- კალიბრის, „И-----E” მოდელის, სერიული აღნიშვნის (---- მიხედვით 1--1 წლის გამოშვების, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალი, გლუვი არხის მქონე N 0---1 ორლულიანი თოფი ტექნიკურად გაუმართავია და მისი მარცხენა ლულიდან სასხლეტის გამოწევის გარეშე ხორციელდება გასროლა სავაზნის მიდამოში მყისიერი (იმპულსური) დარტყმით. რაც შეეხება გახსნა-დაკეტვისას უნებლიე გასროლის საკითხს, ექსპერიმენტის დროს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ იარაღის შემდგომი გამოკვლევით, რომლის ლითონის ნაწილებზეც დაშრევებულია დიდი ინტენსივობით ჟანგისმაგვარი ნივთიერება და აქვს კოროზიული უბნები (მათ შორის მარცხენა საცემი-ნემსას ბუდის ირგვლივ, საიდანაც მოსჩანს მისი წვერო) ირკვევა, რომ მის ზედაპირზე გარდა ხანგრძლივი ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნებისა, რაც გამოხატულია ნაფხაჭნების, ნაკაწრების, ნაჭდევებისა და დაბზარვა-ატკეჩვის სახით (ხის ნაწილებზე), აღინიშნება ასევე კუსტარულად აღდგენა-რესტავრირების კვლებიც, ზედაპირის უხეში დამუშავებით გამოწვეული პირაპირების უსწორმასწორობითა და ასიმეტრიულობით, ხოლო სანიშნესთან, სამიზნე ფალასის წინა არეში ლულებთან დამაგრების ადგილას და მარჯვენა საცემი ლულის ბუდის ირგვლივ, ასევე მიდუღების კვლებიც. სასხლეტ-საცემი და სხვა მექანიზმის გამოკვლევით დგინდება, რომ ისინი განლაგებულია თავ-თავის ადგილებზე, თუმცა ნაწილთა ურთიერთკავშირში შეინიშნება გარკვეული ხარვეზები, კერძოდ - ლულების კალაპოტთან, კონდახის ყელის და ლულის კალაპოტის, ლულების და ტიბჟირის (ცევიო), სამიზნე ფალასის წინ - ლულების ტუჩებთან და უკან - სავაზნეების შეერთების ადგილებში შეინიშნება ღრიჭოები (ე.წ. „ზაზორი“), ისინი ერთმანეთთან მყარად არ ფიქსირდება, ნაწილი მათგანი ყანყალებს, რაც ტექნოლოგიურად დაუშვებელია. ყანყალებს ასევე გადასახსნელი ბერკეტიც თოფის აწყობილ მდგომარეობაში ყოფნისას, რის მიზეზსაც წარმოადგენს ლულების და კალაპოტის ზემოხსენებული არამყარი ფიქსაცია, ამასთან სამიზნე ფალასაზე სავაზნეებთან შეერთების მიდამოში, ფალასის წიბოდან 5 სმ-ზე შეინიშნება 1.5 სმ სიგრძის ნაჭდევი, რაც განვითარებული უნდა იყოს გარეშე მექანიკური ძალის ზემოქმედებით რაიმე მყარ მკვრივ საგანთან მისი კონტაქტის შედეგად, მარჯვენა სასხლეტის გამოწევის ძალა არის 2-3 კგ., რაც შეესაბამება ტექნიკურ მაჩვენებელს (1.5-2-5 კგ), ხოლო მარცხენა სასხლეტის გამოწევის ძალა კი არის - 0.5 კგ და არ შეესაბამება ტექნიკურ მაჩვენებელს (--0-3.0).
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტი სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლის საკითხის დასადგენად, რა დროსაც იარაღის ლულებში მოთავსებული იქნა წინასწარ დამუხტული ვაზნები - ე.ი. მხოლოდ ფისტონით აღჭურვილი მასრები, რის შემდეგაც მის სხვადასხვა ნაწილებზე ვმოქმედებდით ხის ჩაქუჩის მყისიერი დარტყმებით, ვაგდებდით გარკვეული სიმაღლიდან მყარ, ამორტიზებად ზედაპირზე, მკვეთრად ვაჯანჯღარებდით. ექსპერიმენტის დროს ლულების სავაზნეების მიდამოში ზემოდან ხის ჩაქუჩის მყისიერი დარტყმით ლულიდან ხდებოდა გასროლა, რის მიზეზსაც წარმოადგენს საბრძოლო და მცველი ფეხის გაცვეთა გაუმართაობა. დასკვნას, ხელს აწერეს ექსპერტი ნ-----–------–----ი.
ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--8 წლის 2- იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის N 0------18 დასკვნით, 1(4). 5(2) - გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ სანადირო დანიშნულების 1- კალიბრის, „И-----E” მოდელის, სერიული აღნიშვნის (---- მიხედვით 1--1 წელს გამოშვებულ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, გლუვი არხის მქონე N 0---1 ორლულიან თოფს. იგი ტექნიკურად გაუმართავია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო, მაგრამ ვარგისია გასროლების საწარმოებლად და მისგან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები), ბოლო გაწმენდის შემდეგ;
3(6) - გამოსაკვლევი მასრა ნასროლია წარმოდგენილი „И-----E” მოდელის N 0---1 თოფის მარცხენა ლულიდან;
4(7) - გამოსაკვლევი 3(სამი)ც. ვაზნა წარმოადგენს 1- კალიბრის, სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ, სტანდარტული კომპონენტების გამოყენებით დამზადებულ საბრძოლო მასალას. ისინი ვარგისი აღმოჩნდა გამოსაყენებლად-სროლისათვის.
5(8) - გამოსაკვლევი 60 ცალი ლითონის ობიექტი წარმოადგენს სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნის ჭურვის შემადგენელ კომპონენტებს - სავარაუდოდ N 7 საფანტის მარცვლებს;
6(1-) - გამოსაკვლევად წარმოდგენილ მოკლეტოტებიან შარვალზე ე.წ. „შორტზე“ გარდა ექსპლუატაციური ცვეთის ნიშან-კვლებისა, სისხლის და ნიადაგისმაგვარი ნივთიერების დანაშრევის და ბიოლოგიური კვლევისათვის გაკეთებული ამონაჭრებისა, რაიმე დაზიანება, დამახასიათებელი ცეცხლნასროლი წარმოშობისათვის, არ აღინიშნებოდა. დასკვნას, ხელს აწერეს ექსპერტი ნ-----–------–----ი.
დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ I - გამოსაკვლევი, ზედაპირზე ხანგრძლივი ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნებისა და კვლების მქონე იარაღი, შავი ქსოვილის მტკიცედ ნაქსოვი სამხრე-ქამრით, რასაც გააჩნია გლუვი არხის მქონე ორი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულა, ლულებს შორის სამიზნე ფალასი („პლანკა“) და მასრების ეჟექტორი სავაზნეების ქვედა ფართზე, მოხსნა-დაყენებადი ტიბჟირი (ცევიო), ფარული ჩახმახები, ლულის კალაპოტი სასხლეტ-საცემი მექანიზმით, გადასახსნელი ბერკეტი, ბერკეტის უკან მდებარე ავტომატური დამცველით და კონდახის დასაფიქსირებელი ღერძებით; პისტოლეტისებური ხის კონდახით, თავისი ტექნიკურ-კონსტრუქციული მონაცემების მიხედვით და არსებული მარკირებების გათვალისწინებით (ლულისქვეშა ბალიშებზე: სხვადასხვა აღნიშვნებთან ერთად ფარის გამოსახულება ისრით; წრეში ჩასმული ციფრი „1-“; ლულებისქვეშა კავზე - „M------1“; ტიბჟირზე (ცევიო) - “M 0---1”; კალაპოტის გვერდითა არეებზე (გარედან) – „M--------26-E” და “M---------SR”), სასხლეტების დამცავი კავის უკანა ნაწილში - “M 01--1”), წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ სანადირო დანიშნულების 1- კალიბრის, „И-----E” მოდელის, სერიული აღნიშვნის (---- მიხედვით 1--1 წელს გამოშვებულ N 0---1 ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, გლუვი არხის მქონე ორლულიან თოფს, რასაც ფაქტიურ მდგომარეობაში არ გააჩნია, კონსტრუქციულად გადასახსნელი ბერკეტის აქეთ-იქით განლაგებული, სასიგნალო წკირები.
იარაღის შემდგომი გამოკვლევით, რომლის ლითონის ნაწილებზეც დაშრევებულია დიდი ინტენსივობით ჟანგისმაგვარი ნივთიერება და აქვს კოროზიული უბნები (მათ შორის მარცხენა საცემი-ნემსას ბუდის ირგვლივ, საიდანაც მოსჩანს მისი წვერო) ირკვევა, რომ მის ზედაპირზე გარდა ხანგრძლივი ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნებისა, რაც გამოხატულია ნაფხაჭნების, ნაკაწრების, ნაჭდევებისა და დაბზარვა-ატკეჩვის სახით (ხის ნაწილებზე), აღინიშნება ასევე კუსტარულად აღდგენა-რესტავრირების კვლებიც, ზედაპირის უხეში დამუშავებით გამოწვეული პირაპირების უსწორმასწორობითა და ასიმეტრიულობით, ხოლო სანიშნესთან, სამიზნე ფალასის წინა არეში ლულებთან დამაგრების ადგილას და მარჯვენა საცემი ლულის ბუდის ირგვლივ, ასევე მიდუღების კვლებიც. სასხლეტ-საცემი და სხვა მექანიზმის გამოკვლევით დგინდება, რომ ისინი განლაგებულია თავ-თავის ადგილებზე, თუმცა ნაწილთა ურთიერთკავშირში შეინიშნება გარკვეული ხარვეზები, კერძოდ - ლულების კალაპოტთან, კონდახის ყელის და ლულის კალაპოტის, ლულების და ტიბჟირის (ცევიო), სამიზნე ფალასის წინ - ლულების ტუჩებთან და უკან - სავაზნეების შეერთების ადგილებში შეინიშნება ღრიჭოები (ე.წ. „ზაზორი“), ისინი ერთმანეთთან მყარად არ ფიქსირდება, ნაწილი მათგანი ყანყალებს, რაც ტექნოლოგიურად დაუშვებელია. ყანყალებს ასევე გადასახსნელი ბერკეტიც თოფის აწყობილ მდგომარეობაში ყოფნისას, რის მიზეზსაც წარმოადგენს ლულების და კალაპოტის ზემოხსენებული არამყარი ფიქსაცია, ამასთან სამიზნე ფალასაზე სავაზნეებთან შეერთების მიდამოში, ფალასის წიბოდან 5 სმ-ზე შეინიშნება 1.5 სმ სიგრძის ნაჭდევი, რაც განვითარებული უნდა იყოს გარეშე მექანიკური ძალის ზემოქმედებით რაიმე მყარ მკვრივ საგანთან მისი კონტაქტის შედეგად, მარჯვენა სასხლეტის გამოწევის ძალა არის 2-3 კგ., რაც შეესაბამება ტექნიკურ მაჩვენებელს (1.5-2-5 კგ), ხოლო მარცხენა სასხლეტის გამოწევის ძალა კი არის - 0.5 კგ და არ შეესაბამება ტექნიკურ მაჩვენებელს (--0-3.0).
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტი სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლის საკითხის დასადგენად, რა დროსაც იარაღის ლულებში მოთავსებული იქნა წინასწარ დამუხტული ვაზნები - ე.ი. მხოლოდ ფისტონით აღჭურვილი მასრები, რის შემდეგაც მის სხვადასხვა ნაწილებზე ვმოქმედებდით ხის ჩაქუჩის მყისიერი დარტყმებით, ვაგდებდით გარკვეული სიმაღლიდან მყარ, ამორტიზებად ზედაპირზე, მკვეთრად ვაჯანჯღარებდით. ექსპერიმენტის დროს ლულების სავაზნეების მიდამოში ზემოდან ხის ჩაქუჩის მყისიერი დარტყმით ლულიდან ხდებოდა გასროლა, რის მიზეზსაც წარმოადგენს საბრძოლო და მცველი ფეხის გაცვეთა გაუმართაობა.
გარდა ამისა, ჩატარდა ექსპერიმენტი იარაღის გახსნა-დაკეტვისას უნებლიე გასროლის საკითხის დასადგენად, რა დროსაც მრავალჯერადად გაიხსნა და დაიკეტა ლულები მათ სავაზნეებში მოთავსებული განმუხტული მასრებით. ექსპერიმენტის დროს უნებლიე გასროლას ადგილი არ ჰქონია.
ექსპერიმენტის ჩატარებამდე ლულების არხი გაიწმინდა ბამბის ტამპონებით, რომლებზეც შეინიშნებოდა ვიზუალურად ხილვადი რუხი დანაშრევი, ტამპონების შესაბამისი გამოკვლევით კი მათში გამოვლინდა დენთის წვისათვის დამახასიათებელი პროდუქტების არსებობა, რაც გვაძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ აღნიშნული იარაღიდან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ. დასკვნას, ხელს აწერეს ექსპერტი ნ-----–------–----ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა ნ-----–------–----მა, დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები. მისივე ჩვენებით, ექსპერტიზის დროს დაადგინეს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი თოფიდან გასროლა ნაწარმოებია მარცხენა ლულიდან. აღნიშნული თოფის მარცხენა სასხლეტის გამოწევის ძალა არის - 0.5 კგ და არ შეესაბამებოდა ტექნიკურ მაჩვენებელს, რის გამოც მარცხენა ლულიდან გასროლა ხდებოდა თავისთავად. ამავე დროს გაცვეთილი იყო დამცველი ფეხი. ნ-----–------–----მა განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი თოფის სავაზნე მიდამოში რაიმე მყისიერი დარტყმით შეიძლებოდა თოფი გავარდნილიყო, ხოლო მათ მიერ ექსპერტიზის ჩატარების დროს ხის ჩაქუჩის გამოყენება, წარმოადგენდა გამოკვლევის მეთოდს. ნ-----–------–----მა აგრეთვე აღნიშნა, რომ საფანტის გაშლის ზუსტი მანძილის დადგენა რთული იყო, რადგან ეს დამოკიდებული იყო საფანტის სახეობაზე, დენთის რაოდენობაზე და ა.შ. ზოგადად კი წვრილი საფანტი უფრო მალე იშლებოდა, ვიდრე მსხვილი. მისივე განმარტებით, N 7 საფანტი წარმოადგენდა საშუალო ზომის საფანტს. დეფორმირებულ საფანტის მარცვლებთან დაკავშირებით კი ექსპერტმა განმარტა, რომ საფანტი დეფორმირდება მასზე მეტი სიმკვრივის ობიექტთან შეხების შემთხვევაში, ხოლო რბილ სხეულში შესაძლებელი იყო თუ არა საფანტის მარცვლის დეფორმირება მისთვის უცნობი იყო.
2-2- საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუ-ენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2-2-1. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/1- §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--8 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/1-/1--8, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).
2-2-2- სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ზ----------------ის ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირების თაობაზე მხოლოდ დამდგარი შედეგის მიხედვით, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება, რომ ზ----------------ეს ქონდა ბ----------–----ის მოკვლის განზრახვა და სურდა აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა ან ითვალისწინებდა მისი დადგომის გარდაუვალობას. საქმეში ასევე არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ზ----------------ე ჩადენილი ქმედებით შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა ბ----------–----ის სიკვდილის დადგომას. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამოირიცხა ზ----------------ეს მიერ ქმედების განზრახ ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობად ქმედების კვალიფიკაციის დროს უნდა დაგინდეს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს განზრახვა, მოეკლა ადამიანი. აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს არამხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით, არამედ ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სახელდობრ, უნდა შეფასდეს ჭრილობის წარმომქმნელ, ბრალდებულის ქმედებათა რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გარემოებები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება.
2-2-3. მოწმეთა, უ------------ის, ე-–--------–---–-----ის, ი-----–----------ის, ა-–------------------ძის, მ-------------ის, შ--–--------–---ის და ბრალდებულ ზ----------------ეს ჩვენებებით, უტყუარად დადასტურებულია, რომ ბ----------–----ე და ზ----------------ე ერთმანეთს არ იცნობდნენ, ვიდრე, 2--7 წლის 1---------ოს, საღამოს შეხვდებოდნენ ერთმანეთს ზ----------------ეს სახლში. ზ----------------ეს სუფრის მსვლელობისას რაიმე სახის შელაპარაკება ბ----------–----ესთან არ მოსვლია. ასევე, სუფრის არც სხვა წევრებს შორის ქონდა ადგილი რაიმე სახის უთანხმოებას.
2-2-3.1. სასამართლო, მტკიცებულებების შეფასებისას ასევე ითვალისწინებს იმ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2--5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.
სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოწმეები დ---------–-----, დ------------ და ნ--------------- არ არიან ფაქტის თვითმხილველები, რის გამოც მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. ისინი მხოლოდ გადმოცემენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა საშუალებით მოიპოვეს. აქვე აღსანიშნავია, რომ ირიბი მტკიცებულებებიც კი არ უთითებენ ზ----------------ის მიერ ქმედების განზრახ ჩადენაზე. რაც შეეხება საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის თანამშრომლებს, ისინი არ წარმოადგენენ ზ----------------ის ხელთ არსებული თოფიდან გასროლის ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს და სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, მათ მიერ ან/და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
2-2-4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულ ზ----------------ეს მეუღლემ თ------------------მ და შვილმა ვ---------------მ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ზ----------------ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 42-8 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
ამდენად, თ------------------მ და ვ---------------მ თქვეს რა უარი ჩვენების მიცემაზე, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს თ-----------------ისგან, ასევე, თ-----------------ის და ვ---- გ--------ის ჩვენებები, რომლებიც მათ მისცეს გამოძიების დროს, ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ასევე, თ-----------------ისგან და ვ---- გ--------ისგან სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების, თ-----------------ის და ვ---- გ--------ის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ, პროკურორმა განმარტა, რომ მათ მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, წარმოადგენდნენ წერილობით მტკიცებულებებს, გააჩნდათ იურიდიული ძალა, გამოაქვეყნა აღნიშნული ჩვენებები და ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, მათ შორის, თ-----------------ის და ვ---- გ--------ის ჩვენებებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა. სასამართლო განუმარტავს პროკურორს, რომ კანონმდებელმა ერთმანეთისგან გამიჯნა სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, კერძოდ, წერილობითი მტკიცებულება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.23 მუხლი), მოწმის ჩვენება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლი) და ნივთიერი მტკიცებულება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.25 მუხლი) და თითოეული მათგანი განმარტა ცალ-ცალკე. ამდენად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია პროკურორის პოზიცია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მოწმეთა მხრიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისათვის წერილობითი მტკიცებულების ძალის მინიჭების თაობაზე და აღნიშნული ჩვენებების საფუძველზე პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის მტკიცება. პროკურორის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში ასევე დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-8 მუხლით განმტკიცებული უფლება. სასამართლო განუმარტავს პროკურორს, რომ მოწმეთა მიერ, შესაბამისი ნორმის საფუძველზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევა, განსხვავდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისგან. აღნიშნული მუხლით, „თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს“. ამდენად, ბრალდების მხარეს არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243.1 მუხლი ანიჭებდა თ-----------------ის და ვ---- გ--------ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებზე დაყრდნობის უფლებას, რადგან გარდა იმისა, რომ მათ ისარგებლეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით, მოწმეთა მხრიდან სასამართლოში გამოუცხადებლობის ფაქტს ადგილი არ ქონდა.
2-2-5. ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში, ქმედების მართებულად კვალიფიკაციისთვის ძირითადად შესაფასებელია უ------------ის, ე-–--------–---–-----ის, ი-----–----------ის, ა-–------------------ძის, მ-------------ის, შ--–--------–---ის და ბრალდებულ ზ----------------ის ჩვენებები.
უ------------ემ განმარტა, რომ 2--7 წლის 1---------ოს, იყვნენ ქ------–---ში და წავიდნენ სტუმრად ო----------ში. მ-------------ემ დაპატიჟა ო----------ში, სადაც წავიდა, საკუთარი ავტომობილით, ბ----------–----ესა და ე-–--------–---–------სთან ერთად. ე-–--------–---–------ს ჩვენებით, 2--7 წლის 1---------ოს, საღამოს ცხრის ნახევარზე შეხვდა ბ-----ს ქ------–---ში, დაურეკეს მ----ს, რომლის გვარი აღარ ახსოვს და უ------------ის მანქანით წავიდნენ გ------–ი სტუმრად. ა-–------------------ძემ განმარტა, რომ ე-–--------–---–------მ დაურეკა მ-------------ეს და მოვიდნენ, უ------------ე, ბ----------–----ე და ე-–--------–---–------. დაახლოებით საღამოს ცხრა - ათი საათი იქნებოდა მ----სთან ერთად ქუ-აში დახვდა სტუმრებს, სოფლის ცენტრში და წავიდნენ ზ------თან სახლში. მ-------------ეს განმარტებით, 2--7 წლის 1---------ოს, საღამოს დაურეკა ე-–-------მა და უთხრა რომ საქეიფოდ მიდიოდნენ მასთან. სტუმრებს, ე-–--------–---–------ს, უ-------------- და ბ----------–----ეს, ა-–---------ესთან ერთად, დახვდა გზაზე, სოფელ ნ--------–--ში და წავიდნენ ზ----------------ესთან, სადაც სუფრა იყო გაშლილი და დასხდნენ სუფრასთან. შ--–--------–---ემ განმარტა, რომ 2--7 წლის 1---------ოს, საღამოს გამზადდა სუფრა. უ------------ემ ან სტუმრებიდან ერთ-ერთმა დარეკა, როგორც ახსოვს ა-–---------ესთან და უთხრა, რომ საქეიფოდ მიდიოდნენ მათთან. ზ----------------ემ თქვა, ცალკე სუფრა რატომ უნდა მოემზადებინათ და უთხრა, რომ მათთან მისულიყვნენ სტუმრები. ა-–---------ე და მ---- დახვდნენ სტუმრებს და უ-ა, ე-–-------ი და ბ----- მიიყვანეს ზ------თან სახლში. დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს ქეიფი. ბრალდებულმა ზ----------------ემ განმარტა, რომ 2--7 წლის 1---------ოს, სახლის სარემონტო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდნენ სახლში და ეხმარებოდნენ მეუღლეს სუფრის მომზადებაში. მ-------------ემ დაურეკა და უთხრა, რომ ვერ მივიდოდა, რადგან ქ------–---იდან ელოდა სტუმრებს. ზ------მა შესთავაზა მ----ს მასთან მისულიყო სტუმრებთან ერთად. საუბრიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ზ------თან მივიდნენ მ----, ე-–-------ი და ბ-----. სასამართლო არ იზიარებს უ-------------- ჩვენებას იმ ნაწილში, რომელიც ეხება მ-------------ეს მხრიდან, თავისი ინიციატივით, ო----------ში საქეიფოდ დაპატიჟების ფაქტს, რადგან ე-–--------–---–------ს, ა-–------------------ძეს, მ-------------ეს და შ--–--------–---ეს ჩვენებებით დადგენილია, რომ სოფელ ნ--------–--ში საქეიფოდ ჩასვლის ინიციატორები არიან ბ----------–----ე და ე-–--------–---–------. ამ მიზნით, ე-–--------–---–------ უკავშირდება მ-------------ეს და თანხმდებიან მ-------------ესთან სტუმრად მისვლაზე. ზ----------------ეს, რომელთანაც სარემონტო სამუშაოების შემდგომ, საღამოს საქეიფოდ იკრიბებოდნენ ი-----–----------ე, ა-–------------------ძე და შ--–--------–---ე, დაურეკა მ-------------ემ და უთხრა, რომ თავად ვერ მივიდოდა, რადგან ქ------–---იდან სტუმრებს ელოდა. შ--–--------–---ეს ჩვენებით, აღნიშნულზე ზ----------------ემ თქვა, რომ ცალკე სუფრა რატომ უნდა მოემზადებინათ და მ----ს, მასთან მისვლა შესთავაზა. სასამართლო აფასებს რა ზ----------------ესთან ქეიფის დაწყებამდე მოწმეთა მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, განმარტავს, რომ ზ----------------ეს თავისი ინიციატივით, წინასწარი დაგეგმვით, თავის ოჯახში არ დაუპატიჟებია სტუმრად ბ----------–----ე, უ------------ე და ე-–--------–---–------. არც აღნიშნული პირები გეგმავდნენ ზ----------------ესთან სტუმრობას, რადგან ისინი მ-------------ეს დაუკავშირდნენ და მ----სთან სტუმრად მისვლას აპირებდნენ. ზ----------------ისათვის შემთხვევით, მ-------------ისგან ხდება ცნობილი, რომ ქ------–---იდან მ-------------ესთან მიდიან სტუმრები და სთავაზობს მ-------------ეს, სტუმრებთან ერთად მასთან მივიდეს, რასაც მ-------------ე ეთანხმება.
ზ----------------ეს ჩვენებით დადგენილია, რომ ბ----------–----ეს არ იცნობდა და გაიცნო შემთხვევის დღეს, 2--7 წლის 1---------ოს, როდესაც ბ----------–----ე მივიდა მასთან სახლში სტუმრად, უ-------------- და ე-–--------–---–------სთან ერთად. სასამართლო სხდომაზე არც ერთ მოწმეს არ განუცხადებია, რომ ზ----------------ე და ბ----------–----ე, 2--7 წლის 1---------ომდე ერთმანეთს იცნობდნენ. არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია სასამართლოსთვის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ზ----------------ე, 2--7 წლის 1---------ომდე იცნობდა ბ----------–----ეს. აღნიშნულის გამო სასამართლო, უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნეს, რომ ზ----------------ემ, 2--7 წლის 1---------ოს, გაიცნო და პირველად შეხვდა, მასთან, სახლში სტუმრად მისულ ბ----------–----ეს.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ----------–----ის მოკვლის განზრახვა ზ----------------ეს, ბ----------–----ის სტუმრობამდე ვერ ექნებოდა, რადგან ბრალდებული არ იცნობდა ბ----------–----ეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა შეაფასოს, ზ----------------ეს და ბ----------–----ეს შორის, მათი გაცნობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, მიიღო თუ არა მათმა ურთიერთობამ ისეთი სახე, რაც ზ----------------ეს მხრიდან მკვლელობის განზრახვას დაედებოდა საფუძვლად.
2-2-6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------------ეს არც შემდგომ, ქეიფის დროს, წარმოეშვა ბ----------–----ის მოკვლის განზრახვა. უ-------------- ჩვენებით, დადგენილია, რომ სუფრის თამადა იყო ზ----------------ე. დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა სუფრა. იდეალური სუფრა იყო და შელაპარაკებას, კონფლიქტს ან კამათს ადგილი არ ჰქონდა. უ------------ემ ასევე განმარტა, რომ სუფრის თამადა იყო ზ----------------ე, ბ----------–----ემ რამდენჯერმე თხოვა ზ------ს სადღეგრძელოს თქმა, რის უფლებაც მას მისცა თამადამ. მისივე ჩვენებით ზ----------------ეს და ბ----------–----ეს შორის კონფლიქტი არ მომხდარა და არც ზედმეტ საუბარს ქონდა ადგილი. უ------------ემ ასევე განმარტა, რომ ბ----- გადამთვრალი არ იყო და ღირსეულად იქცეოდა. ე-–--------–---–------ს ჩვენებით, სუფრის წევრები ერთმანეთს ეფერებოდნენ და ესიყვარულებოდნენ, რაიმე კამათს ან შელაპარაკებას ადგილი არ ქონდა. სუფრის წევრებს შორის რაიმე კონფლიქტი არ მომხდარა და დაპირისპირებას ადგილი არ ქონდა. ბ----------–----ემ ორჯერ ითხოვა სადღეგრძელო და წარმოთქვა პატრიარქის და 2008 წელს დაღუპულების სადღეგრძელო. ი-----–----------ეს ჩვენებით, სუფრის წევრებს შორის კარგი ურთიერთობა იყო და სუფრის მსვლელობის დროს არაფერი მომხდარა. საუბრობდნენ, რომ მეორე დღეს საკალმახეში წასულიყვნენ საქეიფოდ. ბ-----ს მხრიდან რაიმე უხამს ქცევას, რაც ვინმეს გააღიზიანებდა ადგილი არ ქონდა. ა-–------------------ძეს განმარტებით, სუფრა მიმდინარეობა ჩვეულებრივად, თამადა იყო ზ------ი. ერთი-ორჯერ თქვა ბ-----მ სადღეგრძელო. სუფრის მსვლელობისას ბ-----ს ისეთ საქციელს, რაც ზ------ს გაანაწყენებდა ადგილი არ ქონდა. მ-------------ეს ჩვენებით, სუფრასთან რამე კონფლიქტი არ მომხდარა. დაახლოებით ორი ან ორსაათნახევარი ისხდნენ და ქეიფობდნენ.
სასამართლოს მიერ მოხმობილი მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ქეიფის დროს, ვიდრე სუფრის წევრები იმყოფებოდნენ სუფრასთან, რაიმე სახის კონფლიქტს, შელაპარაკებას ან უკმაყოფილებას, სუფრის წევრებს შორის, ადგილი არ ქონდა. პირიქით, მოწმეებმა განმარტეს, რომ ძალიან კარგ განწყობაზე იყვნენ და ქეიფობდნენ. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ბ----------–----ე იქცეოდა ღირსეულად და მისი ქცევა მასპინძლის გაღიზიანებას არ გამოიწვევდა. აღნიშნულის გამო, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უ------------ის, ე-–--------–---–-----ის და ზ----------------ის სუფრასთან ყოფნის პერიოდში და მათ მიერ სუფრის დატოვებისას, ზ----------------ეს და ბ----------–----ეს, ასევე სუფრის სხვა წევრებს შორის არსებობდა კარგი ურთიერთობა, რაც გამორიცხავს ზ----------------ის მხრიდან ბ----------–----ის მკვლელობის განზრახვის წარმოშობას.
2-2-7. სასამართლო ცალკე გამოყოფს, სუფრის მსვლელობისას, მაგიდიდან სუფრის წევრების გასვლის ფაქტს. უ-------------- განმარტებით, სუფრის მსვლელობის დროს ე-–--------–---–------ დათვრა, ადგა და გავიდა გარეთ. თავად გაჰყვა ე-–-------ს ეზოში, რათა ყურადღება მიექცია მისთვის. ე-–--------–---–------მ აღნიშნა, რომ შედარებით დიდი ჭიქებით დალიეს ღვინო, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, გავიდა გარეთ და მხოლოდ უ------------ე გაჰყვა. ზ----------------ემ კი გრაფინი აიღო და ღვინის მოსატანად წავიდა. ი-----–----------ეს ჩვენებით, ღვინის ჭურჭელი ცარიელი იყო, რის გამოც ზ----------------ე გავიდა სუფრიდან ღვინის მოსატანად. როდესაც ზ------ი გავიდა ღვინის მოსატანად, უ-ა და კიდევ ერთი, ეზოში იყვნენ გასული, რადგან ერთ-ერთი სტუმარი ცუდად გახდა განსხვავებულის დალევის გამო, ბ----- კი სუფრასთან იჯდა. ა-–------------------ძემ განმარტა, რომ ე-–-------ი გახდა ცუდად სასმელის გამო, რადგან დიდი ჭიქა დალია, გულის რევის შეგრძნება ქონდა და გარეთ გავიდა. ე-–-------ს, უ-ა გაჰყვა დასახმარებლად. ზ----------------ე კი ადგა ღვინის ჩამოსასხმელად. მ-------------ეს ჩვენებით, ზ------ი ადგა ღვინის ჩამოსასხმელად, წაიღო გრაფინი და გავიდა სარდაფში. კერძოდ, ოთახში, რომელიც სარდაფად იყო გამოყენებული. სუფრის სხვა წევრები ისხდნენ მაგიდასთან, მხოლოდ ე-–-------ი და უ-ა იყვნენ გასულები, რადგან ღვინომ აწყინა ე-–-------ს, ხოლო უ-ა მას გაჰყვა. შ--–--------–---ემ აღნიშნა, რომ ზ------ი გავიდა ღვინის მოსატანად. სუფრიდან ასევე გასული იყვნენ ე-–-------ი და უ-ა, რადგან ე-–-------ს ღვინომ აწყინა. ზ----------------ეს ჩვენებით, სუფრის მსვლელობისას ე-–-------ი გარეთ გავიდა და მას გაჰყვა უ-ა. ღვინო რადგან აღარ იყო სუფრაზე, წავიდა ღვინის მოსატანად.
სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სუფრის მსვლელობისას ე-–--------–---–------, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო, იძულებული ხდება, რომ დატოვოს სუფრა და გადის ეზოში, რომელსაც დახმარების მიზნით მიყვება უ------------ე. იმავდროულად, რადგან მაგიდაზე არსებულ ჭურჭელში აღარ არის ღვინო, ზ----------------ე დგება სუფრიდან ერთადერთი მიზნით, რომ მოიტანოს ღვინო, რათა გააგრძელონ ქეიფი. სასამართლოს, მოხმობილი მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია, რომ ზ----------------ეს სუფრიდან გასვლის მიზეზს წარმოადგენდა ღვინის მოტანა და არა ბ----------–----ის მოკვლის მიზნით, თოფის მომარჯვება.
2-2-8. სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების ეტაპზე, ზ----------------ეს მხრიდან ბ----------–----ის მოკვლის განზრახვის წარმოშობის ფაქტი დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ზ----------------ე გავიდა რა ღვინის მოსატანად, როდესაც ბრუნდებოდა სუფრასთან, დაინახა (გაიგონა), რომ ბ----------–----ე, მისი ნებართვის გარეშე ამბობდა სადღეგრძელოს, რაზეც განაწყენდა, გაუ-ნდა ბ----------–----ის მოკვლის განზრახვა, მოიტანა თოფი და ისროლა გარდაცვლილის მიმართულებით. პროკურორის მიერ კი გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების, ბრალდების ფორმულირებაში მითითებულია, რომ ზ----------------ე, სუფრასთან ყოფნისას განაწყენდა ბ----------–----ეზე. სასამართლომ უკვე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სუფრის მსვლელობისას სუფრის წევრებს შორის კონფლიქტს, შელაპარაკებას ან უთანხმოებას არ ქონდა ადგილი (პუნქტი 2-2-5-2-2-7.), რაც გამორიცხავს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, სუფრის მსვლელობისას, ზ----------------ის განაწყენების ფაქტზე. დასახელებული საფუძველი წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის მოსაზრებას, რაც არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით.
რაც შეეხება ბ----------–----ის მიერ გასროლამდე, ზ----------------ის ნებართვის გარეშე სადღეგრძელოს თქმის ფაქტს, ასევე, ზოგადად ბ----------–----ეს მიერ სუფრის მსვლელობისას, სადღეგრძელოების წარმოთქმის გამო ზ----------------ეს განაწყენების ფაქტს, სასამართლო განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას თავად ბ----------–----ის თანმხლები პირების, მეგობრების, უ-------------- და ე-–--------–---–------ს ჩვენებებზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ სუფრის წევრ, სრულწლოვან პირებს შორის, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა მხოლოდ უ------------ე, რომელმაც თავისი ავტომანქანით მიიყვანა ბ----------–----ე და ე-–--------–---–------, საქეიფოდ, სოფელ ნ--------–--ში. უ------------ე, რომელიც მისივე ჩვენებით, არის ბ----------–----ეს ბავშვობის მეგობარი, ბ----- კი მისი ძმის მეჯვარე და ძმისშვილის ნათლია, გამოძიების ეტაპზე, თავისი სურვილით, განცხადებით მიმართავს გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ მ--–--ზ შ-–---–---–ს და აცნობებს, რომ - „ქეიფის დროს ზ. გ--------ე განაწყენდა ბ----------–----ეზე რადგანაც, ამ უკანასკნელმა მისი ნებართვის გარეშე ზედიზედ სამჯერ თქვა სადღეგრძელო, რითაც შელახა მისი პატივმოყვარეობა“ და მოითხოვს ჩვენების დაზუსტების მიზნით დაკითხვას (ტომი I, ს. ფ. 2--). სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს კი უ------------ე საუბრობს სუფრის იდეალურად წარმართვაზე და კატეგორიულად გამორიცხავს სუფრის წევრებს შორის წყენის არსებობას. გამოძიების ეტაპზე წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ ადვოკატმა დაწერა ტექსტი, რომელსაც მოაწერა ხელი, თუმცა შინაარსი მისთვის უცნობი იყო. სასამართლო, რა თქმა უნდა იზიარებს და ეყრდნობა უ------------ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რადგან უ--------------, სუფრის წევრებს შორის მხოლოდ ბ----------–----ესთან აკავშირებს, როგორც მეგობრული ასევე, გარკვეულწილად ნათესაური ურთიერთობა და სასამართლოს მიაჩნია, რომ უ------------ე, ზ----------------ეს მხრიდან განაწყენების ფაქტის (ქმედების მოტივის) ცოდნის შემთხვევაში, გარდა სამართლებრივი ვალდებულებისა, ასევე გარდაცვლილი მეგობრის მიმართ მორალური ვალდებულებიდან გამომდინარე, მიაწვდიდა სასამართლოს ინფორმაციას, ბრალდებულის ქმედების მოტივთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის და ცოდნის შემთხვევაში. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი ბ----------–----ეს მეგობარი უ------------ე, მტკიცებით ფორმაში საუბრობს, სუფრის მსვლელობისას სუფრის წევრებს შორის იდეალურ ურთიერთობაზე, პროკურორის პოზიცია, სუფრის მსვლელობისას ზ----------------ეს მხრიდან ბ----------–----ეს მიმართ განაწყენებაზე უსაფუძვლოა. გარდაცვლილი ბ----------–----ეს მეორე მეგობარი და თანმხლები პირი, ე-–--------–---–------, სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემის დროს განმარტავს, რომ დაახლოებით 15 წელი იცნობს ბ----------–----ეს, რომელიც იყო მისი მეგობარი. ე-–--------–---–------მ ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ გასროლის მომენტში ბ----------–----ე სადღეგრძელოს არ ამბობდა. სასამართლოს მიერ უკვე მითითებული იმავე საფუძვლით, არც ე-–--------–---–------ს ჩვენებაში არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ე-–--------–---–------ს ჩვენების აღნიშნული ნაწილი თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ სხვა პირთა ჩვენებებთან. სახელდობრ, ა-–------------------ძემ აღნიშნა, რომ გასროლის მომენტში საუბრობდნენ თვითონ, ბ----- და შ--–-ა. საუბრობდნენ ქ------–---ში გახსნილ ახალი ლუდის ქარხანაზე, სადაც ბ-----მ დაპატიჟა ლუდის გასასინჯად. მისივე ჩვენებით ბ----- საუბრობდა ჩვეულებრივად და არ ამბობდა სადღეგრძელოს. შ--–--------–---ეს ჩვენებით გასროლის მომენტში, რომელიც მისგან მარცხნივ მოხდა, ა-–---------ე და ბ----- საუბრობდნენ, თავად კი უსმენდა მათ საუბარს. მისივე ჩვენებით, გასროლის დროს შესაძლებელია, რომ ბ----- სადღეგრძელოს არ ამბობდა. სასამართლო აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არც ერთ მოწმეს არ განუცხადებია, რომ გარდაცვლილი ბ----------–----ე გასროლამდე ანდა გასროლის დროს ამბობდა სადღეგრძელოს, რითაც სასამართლოში განხილვის დროს გამოირიცხა და არ დადასტურა გამოძიების დროს არსებული ძირითადი საფუძველი, რამაც ბრალდების მხარის მოსაზრებით წარმართა ზ----------------ეს ქმედება, რის გამოც მას ბრალად წარედგინა განზრახ მკვლელობის ჩადენა. ამდენად, სასამართლოს მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ ბ----------–----ეს, სუფრის თამადის, ზ----------------ეს, ნებართვის გარეშე, სადღეგრძელო არ უთქვამს და ბ----------–----ე არ ამბობდა სადღეგრძელოს იმ დროს, როდესაც ზ----------------ეს ხელთ არსებული თოფიდან მოხდა გასროლა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით გამოირიცხა, პროკურორის მიერ მითითებული, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენისათვის კონკრეტული მოტივის არსებობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების შემადგენლობის სუბიექტური (შინაგანი) ნიშნები ისეთი გარემოებებია, რომლებიც ამსრულებლის ფსიქიკურ-სულიერ სფეროსა და მის წარმოდგენათა სამყაროს განეკუთვნებიან. საკითხი, ეს ნიშნები ქცევის უმართლობის შინაარსს განსაზღვრავენ თუ მხოლოდ ბრალის შინაარსს აყალიბებენ, სადავოა. თანამედროვე მოძღვრებების მიხედვით, უმართლობის შემადგენლობას ქმედების შემადგენლობის ყველა ის სუბიექტური ელემენტი უნდა მივათვალოთ, რომლებიც ქცევის უღირსობას ახასიათებენ და უფრო დეტალურად აღგვიწერენ დამაზიანებელი ან საფრთხის შემქმნელი ქმედების განსაკუთრებულ ფორმასა და სახეს (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისი აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ი-----–ი დვალიძე, მთარგმნელი ზ------ არსებიშვილი, გვ. 136). სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი წარმოადგენს მოქმედების მამოძრავებელ ძალას და მასზე დაყრდნობით პირი მზად არის ჩაიდინოს განზრახი დანაშაული.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ერთმანეთისგან გამიჯნოს შემთხვევები, როდესაც 1. გამოძიების დროს დადგენილი ქმედების ჩადენის მოტივი არ დასტურდება სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას; 2- როდესაც ქმედების მოტივის დადგენა ობიექტურად არის შეუძლებელი და 3. როდესაც ამსრულებელი ქმედებას სჩადის კონკრეტული მოტივის გარეშე.
დადგენილია, რომ პროკურორმა ზ----------------ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მიუთითა ქმედების ჩადენის კონკრეტულ მოტივზე, რასაც წარმოადგენს განაწყენება. სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვაში კი პროკურორმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოტივის გარეშე შესაძლებელი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და თავისი პოზიციის გამყარების მიზნით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე (საქმე N 331-აპ) და დოქტრინაზე, რომლითაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, როდესაც ამსრულებელს არ ახსოვდა ქმედების ჩადენის საფუძველი, განზრახ მკვლელობას წარმოადგენდა. სასამართლო აქვე მოკლედ მიუთითებს, რომ ზ----------------ემ ვრცელი ჩვენება მისცა სასამართლოს და ისაუბრა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (პუნქტი 2-2-14.), რის გამოც რა კავშირი აქვს დოქტრინაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომელიც ეხება მთვრალ მდგომარეობაში ქმედების ჩადენას, როდესაც ამსრულებელს არ ახსოვს ქმედების ჩადენის საფუძველი, წინამდებარე საქმესთან, სასამართლოსთვის უცნობია, რადგან ზ----------------ეს არ უთქვამს, რომ მას სიმთვრალის გამო, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები არ ახსოვდა.
სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თუ პროკურორს მიაჩნდა, რომ ზ----------------ემ, ბ----------–----ეს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა კონკრეტული მოტივის გარეშე, რატომ მიუთითა ბრალდების შესახებ დადგენილებაში განაწყენების ფაქტი? ხოლო თუ განაწყენების ფაქტი არ ქონდა გამოძიებას დადგენილი და ქმედება მოტივის გარეშე, განზრახ ჩადენილად მიაჩნდა, ამ შემთხვევაში, პროკურორს, ზ----------------ესათვის ბრალად უნდა წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე) და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რადგან დოქტრინაში, ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობაზე აღნიშნულია, რომ „მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით ხშირად ხორციელდება რაიმე სპეციალური მიზნის არარსებობისას და იმდენად მცირე საბაბის საფუძველზე, რომ ზოგიერთი მეცნიერი ასეთ მკვლელობას უმოტივოს უწოდებს, რაც ცხადია სწორი არ არის“. „მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით იქნება ჩადენილი, თუ იგი მცირე საბაბის საფუძველზე აღმოცენდა“ (მზია ლეკვეიშვილი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, გვ. 41, გამომცემლობა „მ----დიანი“, 2006).
ასევე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ის შემთხვევა, როდესაც გამოძიების დროს დადგენილი ქმედების ჩადენის მოტივი არ დასტურდება სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას და როდესაც ქმედების მოტივის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლომ ყურადღებით შეისწავლა, პროკურორის მიერ მითითებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინება (საქმე N 331-აპ) და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული საქმის ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება, წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით (საქმე N 331-აპ), „წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოტივის უტყუარად დაუდასტურებლობა არ ნიშნავს დანაშაულის უმოტივოდ ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მოტივი დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის ფაკულტატური ელემენტია. აღნიშნული კვალიფიკაციისათვის წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოტივის გამოკვლევა საჭიროა, მაგრამ არა აუცილებელი - თუ მისი დადგენა ობიექტურად შეუძლებელია“. სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებულ საქმეში (საქმე N 331-აპ), უშუალოდ ქმედების ჩადენის დროს, ბინაში იმყოფებოდა მხოლოდ ორი პირი და ერთმა მათგანმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მეორე და ქმედების ჩადენის თვითმხილველი მოწმე არ არსებობს. ამდენად, პროკურორის მხრიდან აღნიშნულ საქმეთა ფაქტობრივი გარემოებების იდენტურად წარმოჩენა ყოვლად უსაფუძვლოა, რადგან ზ----------------ეს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი ექვსი მოწმე (უ------------ე, ე-–--------–---–------, ი-----–----------ე, ა-–------------------ძე, მ-------------ე და შ--–--------–---ე) არსებობს, რომელთაგან ორი (უ------------ე და ე-–--------–---–------) არის გარდაცვლილის მეგობარი. სასამართლო განუმარტავს, პროკურორს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებით (საქმე N 331-აპ) მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ მოტივის დადგენა არ არის აუცილებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში - თუ მისი დადგენა ობიექტურად შეუძლებელია. რატომ იყო წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე მოტივის დადგენა ობიექტურად შეუძლებელი, თუკი არსებობდა განზრახი ქმედების მოტივი, ამის შესახებ პროკურორს სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში ადგილი აქვს არა მოტივის ობიექტურად დადგენის შეუძლებლობას, არამედ გამოძიების დროს ჩამოყალიბებული, ზ----------------ის ქმედების მოტივის, მოწმეთა მხრიდან, სასამართლო სხდომაზე უარყოფას, რაც გამორიცხავს ქმედების განზრახ ჩადენის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------------ეს მხრიდან განაწყენებაზე ანდა ქმედების დაუდგენელ მოტივზე პროკურორის მსჯელობა მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება, ეწინააღმდეგება თავად პროკურორის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს და სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს.
2-2-9. ამდენად, მოტივი, როგორც ზ----------------ეს ქმედების შემადგენლობის სუბიექტური (შინაგანი) ნიშანი არ არსებობს.
ამჯერად, სასამართლომ უკვე შეფასება უნდა მისცეს უშუალოდ გასროლის მომენტში და გასროლის შემდეგ ზ----------------ეს მიერ განხორციელებულ ფიზიკურ მოქმედებებს, რათა ამ მოქმედებების საფუძველზე დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას ქმედების განზრახ ჩადენის შესაძლებლობა.
უ-------------- ჩვენებით, სუფრიდან გასვლიდან მალევე, დაახლოებით 3 წუთში, როდესაც იმყოფებოდა ეზოში, სახლიდან დაახლოებით 10 მეტრში, გაიგონა გასროლის ხმა. რადგან ზურგით იდგა, მოტრიალდა და წამიერად დაინახა ოთახში, ფანჯარასთან ზ----------------ე, რომელსაც თოფი ეკავა ლულით ქვემოთ. რომელთანაც ცოლი იყო უკვე მისული და ართმევდა იარაღს. დაინახა რა მდგომარეობაში იყო ბ----------–----ე, გაიქცა მისკენ, ზ----------------ეს კი ყურადღებას აღარ აქცევდა, ბ----- ჩასვა მანქანაში და წავიდნენ. ე-–--------–---–------ს განმარტებით, გასროლის მომენტი არ დაუნახავს. ეზოში გამოსვლიდან გასროლამდე დაახლოებით ნახევარი წუთი გავიდოდა და გაიგონა გასროლის ხმა, გასროლის დროს ბ----- იჯდა, მოტრიალდა და დაინახა ზ----------------ე, რომელსაც თოფი ეჭირა ხელში. ზ------ი იდგა თოფით, მასთან მივიდა ცოლი და დაინახა „ჯიკაობის“ მომენტი, ხოლო თოფის წართმევის ფაქტი არ დაუნახავს. არ იცის ზ----------------ეს თოფი უნებლიედ გაუვარდა თუ განზრახ ისროლა. მისივე ჩვენებით, როდესაც ნახა ბ----- რა მდგომარეობაში იყო დაიბნა, დაიწყო დარეკვა 11--ში, წავიდა ზ------ის სახლიდან, დარეკა მეგობრებთან, აცნობა მომხდარი და თხოვა ჩამოსულიყვნენ. ი-----–----------ემ განმარტა, რომ ზ------ის გასვლიდან რაღაც წუთებში გაიგონა გასროლის ხმა და ბ----- გადავარდა სკამიდან. ჯერ შეხედა ბ-----ს და შემდეგ გაიხედა და დაინახა, რომ ზ------ი იდგა ოთახში ფანჯრის შიგნით, რომელსაც ჩვეულებრივად ეკავა თოფი ხელში და დამიზნებით არ ეჭირა. სროლის ხმაზე, ზ------თან მივიდა ცოლი და ჩვეულებრივად გამოართვა თოფი, წინააღმდეგობის გარეშე. მისივე ჩვენებით, თოფიდან გასროლის მომენტი არ დაუნახავს. სუფრის წევრებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა და არ იცის უნებლიედ გავარდა თუ არა თოფი. ი-----–----------ეს განმარტებით, დაინახა, რომ ზ----------------ეს ხელში ეკავა თოფი, თუმცა მხარზე ქონდა თუ არა და ჩახმახზე ეკიდა თუ არა ხელი არ დაუნახავს. ა-–------------------ძეს ჩვენებით, ზ------ის გასვლიდან დაახლოებით ერთ წუთში გაიგონა გასროლის ხმა. ხმა მოდიოდა მის ზურგს უკან მდებარე ოთახიდან. პირველად გაიგონა შ--–-ას ხმა, რომელიც იძახდა მიშველეთო, რადგან ბ----- დაჭრილი იყო, გულმკერდის არეში. ა-–------------------ძეს ჩვენებით ბ-----, პირდაპირ მის წინ იჯდა, გასროლა კი მის ზურგს უკან მდებარე ფანჯრიდან მოხდა. მისივე ჩვენებით, იმ ადგილიდან სადაც იჯდა, ფანჯრამდე მანძილი მაქსიმუმ 1.5 მეტრი იქნებოდა. გასროლამდე მის ზურგს უკან მდებარე ოთახში რა ხდებოდა მისთვის უცნობი იყო, რადგან ვერ ხედავდა. გასროლის ხმაზე შიშისგან წაიქცა მარჯვენა მხარეს. დაინახა, რომ შ--–-ას ბ----- ყავდა ხელში, რომელიც დაჭრილი იყო გულმკერდის არეში. ინსტიქტურად გაიხედა ფანჯრისკენ, რომელიც მისგან 1.5 მეტრში იყო და დაინახა, რომ ზ------ის მეუღლე თ-------ი, მივიდა ზ------თან და გამოართვა თოფი, რა დროსაც წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია. ზ------ის კონკრეტულად რა მდგომარეობაში ეკავა თოფი, როდესაც მეუღლე ართმევდა თოფს, არ ახსოვდა. ა-–------------------ძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ უშუალოდ გასროლის მომენტი არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით, არ იცოდა შემთხვევით გაუვარდა თუ არა თოფი ზ------ს, თუმცა თოფის შემთხვევით გავარდნას ვერ გამორიცხავდა.
ამდენად, უ--------------, ე-–--------–---–------ს, ი-----–----------ეს და ა-–------------------ძეს ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ უშუალოდ თოფიდან გასროლის მომენტი არ დაუნახავთ და მხოლოდ გასროლის შემდეგ შეხედეს ზ----------------ეს, რომელსაც თოფი ეკავა ხელში. უ------------ემ აღნიშნა, რომ ზ----------------ეს თოფი ეკავა ლულით ქვემოთ. ე-–--------–---–------მ მიუთითა მხოლოდ ზ----------------ეს მხრიდან თოფის ხელში დაჭერის ფაქტზე. ი-----–----------ემ აღნიშნა, რომ ზ----------------ეს ჩვეულებრივად ეკავა თოფი ხელში და დამიზნებით არ ეჭირა. ა-–------------------ძემ კი განმარტა, რომ ზ------ს კონკრეტულად რა მდგომარეობაში ეკავა თოფი, არ ახსოვდა. აღნიშნულმა მოწმეებმა განსხვავებულად აღწერეს გასროლის შემდეგ მეუღლის მიერ ზ----------------ისათვის თოფის გამორთმევის ფაქტი. უ------------ემ აღნიშნა, რომ დაინახა ზ----------------ე, რომელთანაც ცოლი იყო უკვე მისული და ართმევდა იარაღს. ე-–--------–---–------მ განმარტა, რომ ზ------ი იდგა თოფით, მასთან მივიდა ცოლი და დაინახა „ჯიკაობის“ მომენტი. ი-----–----------ეს განმარტებით კი სროლის ხმაზე, ზ------თან მივიდა ცოლი და ჩვეულებრივად გამოართვა თოფი, წინააღმდეგობის გარეშე. ა-–------------------ძეს ჩვენებით, ზ------ის მეუღლე თ-------ი, მივიდა ზ------თან და გამოართვა თოფი, რა დროსაც წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია.
ამდენად, უ--------------, ე-–--------–---–------ს, ი-----–----------ეს და ა-–------------------ძეს ჩვენებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მათ არ დაუნახავთ ზ----------------ეს რა მდგომარეობაში ეკავა თოფი ხელში გასროლის დროს და არიან იმ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, რომ გასროლის შემდეგ ზ----------------ეს ხელში დაინახეს თოფი, რომელსაც თოფი დამიზნებით არ ეჭირა. რაც შეეხება გასროლის შემდეგ ბრალდებულის ქცევას, მოწმეთა უმეტესობა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მეუღლის მხრიდან ადგილი ქონდა ზ----------------ესათვის თოფის გამორთმევის ფაქტს, რა დროსაც, ბრალდებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ქონდა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიდან, მ-------------ეს და შ--–--------–---ეს უნდა დაედასტურებინათ ზ----------------ეს მიერ, გასროლის დროს თოფის ისეთ მდგომარებაში მომარჯვების ფაქტი, რაც ქმედების განზრახ ჩადენაზე მიუთითებდა, რის გამოც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო ცალკე გამოყოფს და შეაფასებს.
მ-------------ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ დაინახა თოფის ლულა და სხვა არაფერი. თოფი ეკავა ზ------ს, თუმცა როგორ ეკავა არ იცის, რადგან მხოლოდ ლულა დაინახა. დაინახა რომ ლულა ქვევით იყო დაშვებული, თუმცა როგორ ეჭირა თოფი ზ------ს არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით ლულა ცოტა გამოწეული იყო მათი ოთახისკენ. გასროლის დროს ბ----- იჯდა. მ-------------ემ განმარტა, რომ ზ------ის მხრიდან თოფის დამიზნების ფაქტი არ დაუნახავს და დაინახა მხოლოდ თოფის ლულა. მისივე ჩვენებით ზ----------------ეს მარცხენა ხელი ეკავა ლულაზე, ხოლო მარჯვენა ხელით ეკავა თოფის ტარი, ჩახმახზე ქონდა თუ არა მოკიდებული ხელი ზ----------------ეს არ დაუნახავს. მ-------------ემ პროკურორის კითხვაზე განაცხადა, რომ თოფის ლულა ოთახში წამიერად პირდაპირ შემოვიდა და იქვე გავარდა. დაკითხვის დროს ასევე განმარტა, რომ გასროლის დროს ზ------ის ხელები არ დაუნახავს, მხოლოდ თოფის ლულა დაინახა. მ-------------ემ ასევე განმარტა, რომ ლულა დაინახა, მაგრამ არა ფანჯრიდან გამოშვერილი. მ-------------ემ, პროკურორის კითხვაზე აღნიშნა, რომ როდესაც საუბრობდა ზ----------------ეს მიერ თოფის ლულის ფანჯრიდან გამოწევაზე შეეშალა და სურდა ეთქვა, რომ ფანჯრის სწორად იყო ლულა და არა გამოწეული. მ-------------ემ პროკურორის კითხვაზე ასევე განმარტა, რომ ზ----------------ეს შემთხვევით გაუვარდა თოფი, დაკეცვის დროს. მ-------------ემ ასევე განმარტა, რომ ის ოთახი სადაც ზ----------------ე იმყოფებოდა არ იყო განათებული, ხოლო სადაც სუფრა იყო იმ ოთახში არსებული სინათლე თვალში ანათებდა, კარგად ვერ ხედავდა მეორე ოთახში რა ხდებოდა და აღნიშნულის გამო ზ------ის სახე არ დაუნახავს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მ-------------ეს ჩვენებას, როგორც უტყუარ მტკიცებულებას, რადგან მ-------------ემ დაკითხვის დროს განმარტა, რომ სინათლე ანათებდა თვალებში და კარგად ვერ ხედავდა იმ ოთახში, სადაც ზ----------------ე იდგა, რა ხდებოდა. მხედველობის შეზღუდვით არის სავარაუდოდ განპირობებული ის რომ მ-------------ემ, მის მიერ თოფის ლულის დანახვის ფაქტი ურთიერთსაწინააღმდეგოდ განმარტა. კერძოდ, თავდაპირველად აღნიშნა, რომ დაინახა თოფის ლულა და სხვა არაფერი. შემდეგ განმარტა, რომ დაინახა ლულა, რომელიც ცოტა გამოწეული იყო მათი ოთახისკენ. მოგვიანებით მიუთითა, რომ თოფის ლულა ოთახში წამიერად პირდაპირ შევიდა, ასევე აღნიშნა, რომ ლულა დაინახა, მაგრამ არა ფანჯრიდან გამოშვერილი და მიუთითა, რომ ფანჯრის სწორად დაინახა ლულა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მ-------------ეს ჩვენებას, რადგან ერთი მხრივ თავად მოწმე მიუთითებს, რომ მხედველობის არე შეზღუდული ქონდა, სინათლე ანათებდა და ვერ ხედავდა კარგად. მეორე მხრივ ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მან სავარაუდოდ დაინახა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------------ეს ჩვენება ეფუძნება ვარაუდებს და მოწმე ზუსტად ვერ აღწერს იმ გარემოებებს, მათ შორის შეზღუდული მხედველობის გამო, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში, რის გამოც მ-------------ის ჩვენება არ წარმოადგენს ქმედების განზრახ ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
რაც შეეხება შ--–--------–---ეს ჩვენებას, მოწმის სახით დაკითხვის დროს შ--–--------–---ემ აღნიშნა, რომ ყველასგან მოულოდნელად გავარდა თოფი. თოფი გამოიყო ფანჯრიდან, გავარდა და ეს თოფი მოხვდა ბ-----ს. გასროლა იყო თავისთავად ბ-----ს მიმართ, როგორც ჩანს დამიზნებით იყო გასროლა, რადგან გვერდით იჯდა და მას მოხვდა. შ--–--------–---ემ პროკურორის კითხვაზე თუ როგორ ეჭირა ხელში თოფი ზ----------------ეს აღნიშნა, „ჩვეულებრივ მონადირე კაცია, ცაცია არაა და როგორც იჭერენ ალბათ მონადირეები ისევე ისე. თავისთავად ცაცია არაა, ალბათ მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელი სასხლეტზე და მარცხენა ხელი ლულაზე ალბათ“ (0--03.2--8 წლის სხდომის ოქმი 1--22:54-1--2--11). მისივე ჩვენებით, როგორც კი ლულა დაინახა ეს იყო წამიერი და ბ-----ს მოხვდა გულმკერდის არეში. გასროლის შემდეგ, აიყვანა ბ----- ხელში, ა-–---------ე და უ-ა დაეხმარნენ, ბ----- მანქანაში რომ ჩაესვა და ა-–---------ემ და უ-ამ წაიყვანეს ბ----- საავადმყოფოში იმის იმედით, რომ ცოცხალი ყოფილიყო. შ--–--------–---ემ განმარტა, რომ თოფის გავარდნამდე წამიერად რაღაცნაირად მიიხედა მარცხენა მხარეს, დაინახა თოფი, რომელიც იყო მათკენ მიმართული და შემდეგ იყო გავარდნა. დაცვის მხარის კითხვაზე შ--–--------–---ემ განმარტა, რომ „ფაქტია რომ დამიზნებით ისროლა და ... მოკვდა ადამიანი (0--03.2--8 წლის სხდომის ოქმი 1--29:00 – 1--29:05). დაცვის მხარის კითხვაზე შეძლებდა თუ არა აღეწერა ხელის მოძრაობით დამიზნება როგორ განახორციელა და როგორ ეჭირა თოფი ბრალდებულს, შ--–--------–---ემ განმარტა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და ვერ შეძლებდა აღნიშნულის აღწერას (0--03.2--8 წლის სხდომის ოქმი 1--29:0- – 1--29:25).
შ--–--------–---ეს ჩვენებას სასამართლო არ იზიარებს, რადგან აღნიშნული ჩვენება არ არის სარწმუნო, წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან და ეფუძნება ვარაუდს. ა-–------------------ძემ მოწმის სახით დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ იმ ოთახისკენ, სადაც გასროლის შემდეგ დაინახა ზ----------------ე, სუფრის წევრები არ იყურებოდნენ და სუფრის წევრებს რამე რეაგირება არ ქონდათ. თვითონ, ბ----------–----ე და შ--–--------–---ე საუბრობდნენ და იმ ოთახისკენ არ იყურებოდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც მოწმე ა-–------------------ძე ცალსახად მიუთითებს, რომ შ--–--------–---ე ესაუბრებოდა ბ----------–----ეს და არ იყურებოდა იმ ოთახისკენ, საიდანაც მოხდა გასროლა, შ--–--------–---ე განმარტავს, რომ თოფის გავარდნამდე წამიერად „რაღაცნაირად მიიხედა მარცხენა მხარეს, დაინახა თოფი“, რომელიც იყო მათკენ მიმართული და შემდეგ იყო გავარდნა. ამდენად, ერთმანეთს ეწინააღმდეგება ა-–------------------ძეს და შ--–--------–---ეს ჩვენებები, რის გამოც შ--–--------–---ეს განმარტებას გასროლამდე „რაღაცნაირად მიხედვასთან და თოფის დანახვასთან დაკავშირებით“ სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს და კიდევ ერთხელ მოიხმობს შ--–--------–---ის ჩვენების გადამწყვეტ ნაწილს, სადაც პროკურორის კითხვაზე თუ როგორ ეჭირა ხელში თოფი ზ----------------ეს, შ--–--------–---ემ სიტყვა-სიტყვით აღნიშნა შემდეგი - „ჩვეულებრივ მონადირე კაცია, ცაცია არაა და როგორც იჭერენ ალბათ მონადირეები ისევე ისე. თავისთავად ცაცია არაა, ალბათ მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელი სასხლეტზე და მარცხენა ხელი ლულაზე ალბათ“ (0--03.2--8 წლის სხდომის ოქმი 1--22:54-1--2--11). ამდენად, საქმისათვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, მოწმე შ--–--------–---ემ, ერთ წინადადებაში, სამჯერ წარმოთქვა - „ალბათ“, ხოლო პროკურორს ყურადღება არ გაუმახვილებია აღნიშნულ სავარაუდო ჩვენებაზე და არ დაუსვამს დამატებითი კითხვები, რათა მიეღო ზუსტი და არა სავარაუდო პასუხი. სასამართლომ ყურადღებით შეისწავლა შ--–--------–---ეს ჩვენება და განმარტავს, რომ სიტყვა „ალბათ“ არ წარმოადგენს შ--–--------–---ეს საუბრისათვის დამახასიათებელ ისეთ სიტყვას, რომელსაც ხშირად და მექანიკურად წარმოთქვამს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შ--–--------–---ემ სიტყვა „ალბათ“ წარმოთქვა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია იყო სავარაუდო და არა უტყუარი. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს შ--–--------–---ეს განმარტება, რომ ვერ შეძლებდა ეჩვენებინა ის მდგომარეობა, როგორც ეჭირა ზ----------------ეს თოფი ხელში, რადგან თავს ცუდად გრძნობდა. დასახელებული გარემოებები, შ--–--------–---ეს ჩვენებას უკარგავს უტყუარი მტკიცებულების ძალას.
2-2-10. სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადოდ უნდა შეფასდეს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ზ----------------ეს თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მასში წარმოდგენილი ფოტოდოკუმენტებით, რომლებზეც აღბეჭდილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმის სახით ის პოლიციელები, რომლებიც აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულმა უარყო საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ყველა ჩვენება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის (იხ. 2--6 წლის 2- აპრილის განაჩენი საქმეზე N 2კ-561აპ.-15) განმარტებაზე, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ გამოიყენეს ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში“.
აღნიშნული განმარტების შესაბამისად, ზ----------------ეს მონაწილეობით, ადვოკატის თანდასწრებით, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას, გარდა იმისა, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი ჩვენების ნაწილს. მითითებულ ოქმში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოდოკუმენტი. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ორ ფოტოსურათზე, რომელიც ერთვის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რადგან აღნიშნული ფოტოსურათებზე არის აღბეჭდილი ძირითადი ფაქტობრივი გარემოება, რომლითაც უნდა დადგენილიყო ქმედების განზრახ ჩადენის ფაქტი. კერძოდ, ტომი I, ს.ფ. 1---ზე, სურათი ნომ---- 1-, სათაურით „ზ. გ--------ე მიუთითებს გასროლის მიმართულებას, თუ რა მდგომარეობაში ეკავა თოფი“ - სურათზე ჩანს, რომ ზ----------------ეს მარჯვენა ხელი აქვს მოხრილი, ხოლო მარცხენა გაშლილი. ტომი I, ს.ფ. 1---ზე, სურათი ნომ---- 13, სათაურით „ზ. გ--------ე მიუთითებს გასროლის მიმართულებას, თუ რა მდგომარეობაში ეკავა თოფი“ - სურათზე ჩანს, რომ ზ----------------ეს მარცხენა ხელი აქვს მოხრილი, ხოლო მარჯვენა გაშლილი. ამდენად, ზ----------------ეს ხელთ არსებული თოფიდან გასროლის დროს თუ რა მდგომარეობაში ეკავა ბრალდებულს თოფი, ვერ დგინდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე დართული ფოტოსურათებითაც, რადგან ერთი ფაქტის აღმწერი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფოტოსურათი წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში.
2-2-11. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების არასრულყოფილად წარმართვაზე ასევე მიუთითებს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ--------------–---–ის ჩვენება, რომ მოწმის სახით დაკითხა საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები კ-----------–-----ე და ა-----–-------ე და ვინაიდან პოლიციელები ერთგვაროვნად აღწერდნენ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობას, მიმართა ე. წ. „----------- (კოპირება, მონიშვნა, ჩასმა) მეთოდს და ერთი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჩვენება მონიშნა და ჩასვა მეორეს ჩვენებაში. აღნიშნული ასევე დასტურდება გამოძიების დროს მიცემული და საქმეში მოცემული ჩვენებების ტექსტის გაცნობითაც, რაც სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია. სავარაუდოდ აღნიშნულის გამო კ-----------–-----ემ და ა-----–-------ემ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს სასამართლოს. კ-----------–-----ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები. ხოლო ა-----–-------ემ მიუთითა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ----------------ემ აღნიშნა, რომ სუფრიდან გავიდა ღვინის მოსატანად, მიუთითა ოთახზე სადაც შეავსო ჭურჭელი ღვინით და დაბრუნებისას ღვინის ჭურჭელთან ერთად წაიღო თოფი და ვაზნები. რაც მიუხედავად შემდგომი დაზუსტებისა, წინააღმდეგობაშია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულ გარემოებებთან. ექსპერტმა გ---------–--მა კი საერთოდ ყველა მტკიცებულებისგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა და თქვა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გაიგონა როგორ თქვა ზ----------------ემ, რომ დაინახა გარდაცვლილი ბ----------–----ე, რომელიც იდგა ფეხზე და სადღეგრძელოს ამბობდა, რის გამოც გამოიტანა თოფი. სასამართლომ ერთხელ უკვე მიუთითა (პუნქტი 2-2-3.1.), რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლები, არ წარმოადგენდნენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს და გადმოსცემდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა, მათ მიერ ან/და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებიდან, რის გამოც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2--5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ სახის ირიბ ჩვენებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილი ირიბი ჩვენებებიც კი ურთიერთსაწინააღმდეგოა.
2-2-1-. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც ეხება ბ----------–----ის გარდაცვალების ადგილს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მოწმეთა ჩვენებებით დაუდგენელია, გარდაიცვალა თუ არა ბ----------–----ე, ზ----------------ის საცხოვრებელ სახლში. კერძოდ, უ-------------- ჩვენებით, დაინახა რა მდგომარეობაში იყო ბ----------–----ე, გაიქცა მისკენ, ბ----- ჩასვა მანქანაში და წავიდნენ. ე-–--------–---–------მ აღნიშნა, რომ ბ-----ს გარდაცვალების ფაქტი შეიტყო პოლიციაში, როდესაც ჯ----–--–--------ემ უთხრა ბ-----ს გარდაცვალების შესახებ. ა-–------------------ძემ განმარტა, რომ ბ----- მანქანაში ჩასვა უ-ასთან და შ--–-ასთან ერთად და უ-ასთან ერთად წაიყვანა საავადმყოფოში. მ-------------ეს ჩვენებით, ბ----- ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. შ--–--------–---ეს ჩვენებით, გასროლის შემდეგ, აიყვანა ბ----- ხელში, ა-–---------ე და უ-ა დაეხმარნენ, ბ----- მანქანაში რომ ჩაესვა და ა-–---------ემ და უ-ამ წაიყვანეს ბ----- საავადმყოფოში იმის იმედით, რომ ცოცხალი ყოფილიყო. აღნიშნული ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ----------------ეს სახლში მყოფი პირებისათვის, უცნობი იყო, გასროლის შედეგად, შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა თუ არა ბ----------–----ე. ბრალდებულ ზ----------------ეს ჩვენებით, დადგენილია, რომ მან თოფის ორივე ლულაში მოათავსა ვაზნა, ხოლო თოფიდან შემთხვევით გასროლის შემდეგ, ინსტიქტურად გადახსნა თოფი და ამოიღო გაუსროლელი ვაზნა, ხოლო გასროლილი ვაზნა ადვილად არ ამოდიოდა, იბერებოდა და ამიტომ არ იქნა ამოღებული. ზ----------------ეს ჩვენება თანხვედრაშია, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებთან. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ზ----------------ის თოფის გადახსნისას მის მარცხენა ლულაში აღმოჩნდა ერთი ცალი მასრა. მასრა არის ლურჯი ფერის პლასტმასისგან დამზადებული, ხოლო იატაკზე აგდია ერთი ცალი ვაზნა. ბალისტიკური ექსპერტიზის N 0------18 დასკვნით, დადგინდა, რომ გამოსაკვლევი მასრა ნასროლია წარმოდგენილი „И-----E” მოდელის N 0---1 თოფის მარცხენა ლულიდან; ხოლო გამოსაკვლევი 3(სამი) ცალი ვაზნა, მათ შორის ე.წ. ბუხრის ოთახიდან ამოღებული ვაზნა, წარმოადგენს 1- კალიბრის, სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ, სტანდარტული კომპონენტების გამოყენებით დამზადებულ საბრძოლო მასალას. ისინი ვარგისი აღმოჩნდა გამოსაყენებლად-სროლისათვის. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, ის ფაქტობრივი გარემოება ზ----------------ეს გააჩნდა სროლისათვის გამოსაყენებელი მეორე ვაზნა, ქონდა მეორედ გასროლის შესაძლებლობა, თუმცა არ გაისროლა. აქედან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, პროკურორის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ბ----------–----ე მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა, ხოლო ზ----------------ემ ჩათვალა და თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, რადგან ბ----------–----ე გასროლის შედეგად შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა თუ არა, ეს გარემოება არ არის დადგენილი, რის გამოც მტკიცებულებით საფუძველს მოკლებულია პროკურორის ვარაუდი ბრალდებულის განზრახვის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით, იმ დროს როდესაც ზ----------------ეს კვლავ უკავია ხელთ თოფი, მასში მოთავსებული აქვს მეორე, გასროლისათვის ვარგისი ვაზნა და ნაცვლად იმისა, რომ „მოიყვანოს განზრახვა სისრულეში“, როგორც ამას პროკურორი ვარაუდობს, ხსნის თოფს, იღებს ვაზნას და აგდებს ძირს. ქმედების შემდგომი ბრალდებულის ქცევა სასამართლოს უქმნის იმის შინაგან რწმენას, ბრალდებულ ზ----------------ეს არ ამოძრავებდა ადამიანის მკვლელობის განზრახვა. სასამართლოს აღნიშნულ შეფასებას ასევე ამყარებს არაერთხელ აღნიშნული და უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტი, რომ ზ----------------ეს კუთვნილი თოფი არის გაუმართავი და უნებლიე გასროლა თოფის სწორედ იმ ლულიდან ხდება (მარცხენა ლულა) რომლიდანაც წინამდებარე შემთხვევაში მოხდა გასროლა.
2-2-13. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, გასროლის მანძილზე და გასროლის შემდგომ, ბ----------–----ესათვის მიყენებული ჭრილობის არხების მიმართულებაზე. სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნით, ჭრილობის მიმართულება არის ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, თითქმის პერპენდიკულარულად. კანის პრეპარატების გამოკვლევის მონაცემებით, სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან - საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში. სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა. ამდენად, გასროლის ზუსტი მანძილის დასადგენად საჭირო იყო ტანსაცმლის გამოკვლევა. ბალისტიკური ექსპერტიზის N 0------18 დასკვნით, მოკლეტოტებიან შარვალზე ე.წ. „შორტზე“ გარდა ექსპლუატაციური ცვეთის ნიშან-კვლებისა, სისხლის და ნიადაგისმაგვარი ნივთიერების დანაშრევის და ბიოლოგიური კვლევისათვის გაკეთებული ამონაჭრებისა, რაიმე დაზიანება, დამახასიათებელი ცეცხლნასროლი წარმოშობისათვის, არ აღინიშნებოდა. ამდენად ზუსტი მანძილის დადგენა ვერ მოხერხდა რადგან ტანსაცმელი არ არის დაზიანებული.
დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, პროკურორმა მიუთითა ბრალდებულის სიმაღლეზე, ასევე იმ გარემოებაზე, როგორ იჯდა ბ----------–----ე და განმარტა, რომ შეუძლებელი იყო ბრალდებულის მიერ აღწერილ გარემოებებში განვითარებულიყო ჭრილობის არხის მიმართულება. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს ოთახიდან ნასროლი საფანტის მარცვლების ტრაექტორიის დადგენის მიზნით შეეძლო დაენიშნა ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ემტკიცებინა, თუნდაც გამოძიების ეტაპზე ცნობილ გარემოებებში, საფანტის მარცვლების ტრაექტორია და თოფის ლულის მიმართულება. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად არ არის დადგენილი ოთახების ზუსტი ზომები, არც მაგიდის და სკამის ზომები, რომლებზეც ისხდნენ სუფრის წევრები, ასევე უცნობია კედლის სისქე, ფანჯრის განთავსების ადგილის ზომები, ასევე კედლის სიმაღლე ფანჯრისათვის დატოვებულ ღია ადგილამდე და ა.შ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა ნ-----–--------------ემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც ჩატარდა სოფელ ნ--------–--ში. მის მიერ ამოღებულ იქნა სისხლის კვლები, მასრა, ვაზნა და თოფი. ასევე გადაიღო ფოტოსურათები, რომლებიც დაერთო ოქმს. ხაზგასმით აღსანიშნავია ნ-----–--------------ეს ჩვენების ის ნაწილი, სადაც განმარტა, რომ გამომძიებელს არ გაუზომავს შემთხვევის ადგილას მანძილები და არ დაუფიქსირებიათ მანძილი კედლიდან, იატაკზე აღმოჩენილ მასრამდე, რადგან არ ჩათვალეს საჭიროდ. ასეთ ვითარებაში კი პროკურორის მხრიდან ბრალდებულის მიერ აღწერილ გარემოებებში ჭრილობის არხის მიმართულების განვითარების შეუძლებლობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ, სათანადო მტკიცებულებით უნდა დაადასტუროს ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულისათვის მტკიცების ტვირთის დაკისრება დაუშვებელია. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნით დადგენილ ჭრილობის მიმართულებასთან, ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, თითქმის პერპენდიკულარულად, ზოგადად თანხვედრაშია მოწმეთა და თავად ბრალდებულის ჩვენებები. თუმცა ზუსტად რომელი ადგილიდან მოხდა გასროლა, გასროლის მომენტში იყო თუ არა თოფის ლულა დახრილი, სწორ მდგომარეობაში თუ აღმართული, როგორი ტრაექტორიით მოძრაობდა საფანტის მარცვლები, შესაძლებელი იყო თუ არა ბრალდებულის სიმაღლის გათვალისწინებით დახრილი ლულის ვითარებაში, კედლის სიმაღლის და სუფრასთან მჯდომი ბ----------–----ის სიმაღლის მხედველობაში მიღებით, ამ სახით ჭრილობის არხის განვითარება, საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და აღნიშნული გარემოებების დადგენის ან/და გამორიცხვის მიზნით, ბრალდების მხარეს უნდა დაენიშნა ექსპერტიზა და დაესვა შესაბამისი კითხვები ექსპერტისთვის, რაც არ განუხორციელებია.
ამდენად, საქმის სასამართლოში განხილვის შედეგად, არ დადასტურა არც ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც აღნიშნულია ზ----------------ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში. სახელდობრ, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურა, რომ - 1. სუფრასთან ყოფნისას, ზ----------------ე განაწყენდა მასთან სტუმრად მყოფ ბ----------–----ეზე; 2- ზ----------------ემ განზრახ მოკვლის მიზნით გამოიტანა თოფი; 3. ზ----------------ემ დამიზნებით გაისროლა თოფიდან; 4. ბ----------–----ე გარდაიცვალა შემთხვევის ადგილზე; 5. ზ----------------ემ ჩათვალა განზრახვა სისრულეში მოყვანილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 1. ზ----------------ე და ბ----------–----ე, შემთხვევის დღემდე არ იცნობდნენ ერთმანეთს. სუფრასთან ყოფნისას ზ----------------ეს კარგი ურთიერთობა ქონდა ბ----------–----ესთან და სუფრის სხვა წევრებთან (პუნქტი 2-2-6; 2-2-8.); 2- ზ----------------ემ თოფი გამოიტანა, განსახვავებული სასმისის შესმის მიზნით და ეს არ იყო პირველი შემთხვევა (პუნქტი 2-2-7.); 3. ზ----------------ეს დამიზნებით არ გაუსვრია თოფიდან (პუნქტი 2-2-9; 2-2-10; 2-2-11.); 4. ბ----------–----ე შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა თუ არა, არ არის დადგენილი (პუნქტი 2-2-1-.); 5. ზ----------------ე ვერ ჩათვლიდა განზრახვას სისრულეში მოყვანილს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რადგან ბ----------–----ე გასროლის შემდეგ გარდაიცვალა თუ არა უცნობი იყო და იგი სუფრის წევრებმა საავადმყოფოში წაიყვანეს (პუნქტი 2-2-1-.). ზ----------------ეს კი ქონდა შესაძლებლობა, ქმედების სისრულეში მოყვანის მიზნით, როგორც ამას ბრალდების მხარე ვარაუდობს, მეორე გასროლა განეხორციელებია, თუმცა იგი საერთოდ იღებს ვაზნას თოფიდან და აგდებს ძირს. მიმალვაზე პროკურორის მითითებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულის განმარტებით მომხდარით დაიბნა, შეეშინდა და წავიდა თავის ნათესავთან, მ------------–-----სთან. ხოლო როდესაც შეიტყო ბ----------–----ეს გარდაცვალების შესახებ ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში. ბრალდებულის ასეთი ქცევა კი გამორიცხავს მიმალვის განზრახვას. სასამართლო აქვე მოკლედ აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულმა მიაწოდა ინფორმაცია გამომძიებელს, ნათესავთან (ნაცნობთან) ყოფნის ფაქტის თაობაზე, თუმცა ბრალდების მხარე არ დაინტერესებულა აღნიშნული პირის ვინაობის დადგენით და არც მოწმის სახით არის დაკითხული, რის გამოც სასამართლო ამ ნაწილში ეყრდნობა ბრალდებულის განმარტებას.
2-2-14. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას თოფის გაუმართაობასთან და ვაზნების თოფის ლულაში მოთავსებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს ა-–------------------ძეს ჩვენებაზე, სადაც მოწმე განმარტავს, რომ გასროლის შემდეგ დაინახა, ზ------ი და თ-------ი, რომლებიც ფანჯრიდან შიგნით იდგნენ 2 მეტრში. მისივე ჩვენებით ადგილი სადაც ისხდნენ განათებული იყო, რადგან დიდი ნათურა ენთო. შიგნით, ოთახი კი კარგად არ იყო განათებული და კარგად არ ჩანდა. ზ------ის თოფი არის ორლულიანი, ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით. მანვე განმარტა, რომ ზ----------------ეს თოფიდან გამოკვრის დროს, ორივე ლულიდან ხდებოდა გასროლა. ა-–---------ემ აღნიშნა, რომ ზ------ს ჩვეულებრივი სიმთვრალე ქონდა, სასმელს ჩვეულებრივად სვამდა და სიმთვრალეში აგრესიული არ ხდებოდა. შ--–--------–---ეს განმარტებით, მას და ზ----------------ეს, ადრე, წლების წინ, არაერთხელ ჰქონდათ ღვინო თოფით დანალევი. კერძოდ, გასასროლად გამზადებულ თოფში, ასხამდნენ ღვინოს, ისე სვამდნენ თოფიდან და შემდეგ ისროდნენ თოფიდან. შ--–--------–---ეს განმარტებით ზ------ის თოფი დაზიანებული რომ იყო ზოგადად იცოდა თუმცა კონკრეტულად რა დაზიანება ქონდა მისთვის უცნობი იყო. შ--–--------–---ემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ზ----------------ეს თოფის სასხლეტი რომ არ გამოეკრა ისე არ გავარდებოდა და ამიტომ ზ------მა გაისროლა თოფიდან. ბრალდებულმა ზ----------------ემ განმარტა, რომ ღვინის შესავსებად და სუფრაზე გასატანად შევიდა იქ, სადაც ქონდა ღვინო და წამოიღო ღვინო. ასევე მოკიდა თოფს ხელი და აიღო ორი ცალი ვაზნა, რათა სადღეგრძელო ეთქვა და თოფიდან დაელია სასმისი. შევიდა ბუხრის ოთახში, რომელიც არ იყო კარგად განათებული, რადგან იქ ენთო 60-იანი ნათურა, სინათლე ლანდს ურტყამდა და კარგად არ ჩანდა. მეორე ოთახში კი 500-იანი ნათურა ენთო. ჩადო თოფში ვაზნები, დაკეტვით არ დაიხურა და არაერთხელ დაარტყა ხელი ზემოდან, რადგან ჩვეულებრივ არ იხურებოდა და გავარდა თოფი. ამ დროს, ერთი ხელი ლულაზე, ცივიოზე, ქონდა მოკიდებული, კონდახი თეძოზე იყო ჩამოდებული. მისივე ჩვენებით, პირით იდგა იმ მხარეს საიდანაც შუქი შედიოდა, დიდი ნათურისკენ და ორჯერ დაარტყა ხელი თოფს ზემოდან. ბრალდებულმა მიუთითა დარტყმის ადგილზე - სადაც არის მექანიზმი, სადაც ლულა და კონდახი ებმება ერთმანეთს, სადაც ვაზნები იდება. რადგან ბევრჯერ არ გავარდნილა თოფი, არ ეგონა თუ ამ შემთხვევაში გავარდებოდა. ლულა ბოლომდე არ იყო დაკეტილი და ამიტომ დაარტყა ხელი. გასროლის შემდეგ ინსტიქტურად გადახსნა თოფი და ამოიღო გაუსროლელი ვაზნა, ხოლო გასროლილი ვაზნა ადვილად არ ამოდიოდა, იბერებოდა და ამიტომ არ იქნა ამოღებული. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით ზ----------------ემ აღნიშნა, რომ გამომძიებელს სურდა, რომ ეთქვა თითქოს სადღეგრძელოს გამო ესროლა. თავად კი ასეთი რამ არ უთქვამს.
ბრალდებულის მიერ მითითებული გარემოებას, თოფის სასმისის სახით გამოყენების შესახებ, ადასტურებს მოწმე შ--–--------–---ე. ე.წ. ბუხრის ოთახის ცუდად განათების ფაქტი დადასტურებულია ა-–------------------ძეს ჩვენებით. თოფის მარცხენა ლულაში გასროლილი ვაზნის მოთავსების ფაქტი დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლითაც თოფის გადახსნისას მის მარცხენა ლულაში აღმოჩნდა ერთი ცალი მასრა. მასრა არის ლურჯი ფერის პლასტმასისგან დამზადებული. მასზე იკითხება ნომ---- 7. ბალისტიკური ექსპერტიზის N 0------18 დასკვნით, ორლულიანი თოფი ტექნიკურად გაუმართავია და მისი მარცხენა ლულიდან სასხლეტის გამოწევის გარეშე ხორციელდება გასროლა სავაზნის მიდამოში მყისიერი (იმპულსური) დარტყმით. ამავე დასკვნით, მარცხენა სასხლეტის გამოწევის ძალა არის - 0.5 კგ და არ შეესაბამება ტექნიკურ მაჩვენებელს (--0-3.0). ექსპერიმენტის დროს ლულების სავაზნეების მიდამოში ზემოდან ხის ჩ------- მყისიერი დარტყმით ლულიდან ხდებოდა გასროლა, რის მიზეზსაც წარმოადგენს საბრძოლო და მცველი ფეხის გაცვეთა გაუმართაობა. ბალისტიკური ექსპერტიზის N 0------18 დასკვნით, გამოსაკვლევი მასრა ნასროლია წარმოდგენილი „И-----E” მოდელის N 0---1 თოფის მარცხენა ლულიდან. ექსპერტმა ნ-----–------–----მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები. მისივე ჩვენებით, ექსპერტიზის დროს დაადგინეს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი თოფიდან გასროლა ნაწარმოებია მარცხენა ლულიდან. აღნიშნული თოფის მარცხენა სასხლეტის გამოწევის ძალა არის - 0.5 კგ და არ შეესაბამებოდა ტექნიკურ მაჩვენებელს, რის გამოც მარცხენა ლულიდან გასროლა ხდებოდა თავისთავად. ამავე დროს გაცვეთილი იყო დამცველი ფეხი. ნ-----–------–----მა განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი თოფის სავაზნე მიდამოში რაიმე მყისიერი დარტყმით შეიძლებოდა თოფი გავარდნილიყო, ხოლო მათ მიერ ექსპერტიზის ჩატარების დროს ხის ჩ------- გამოყენება, წარმოადგენდა გამოკვლევის მეთოდს. სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნით, ბ----------–----ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა - გამოწვეული გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გულის მწვერვალის, მარცხენა ფილტვის ქსოვილის და სისხლძარღვების მასიური დაზიანებებით. ჭრილობის არხის მიმართულება ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, თითქმის პერპენდიკულარულად. კანის პრეპარატების გამოკვლევის მონაცემებით, სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან - საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა ღ----------------–---–მა აღნიშნა, რომ ბ----------–----ისათვის მიყენებული ჭრილობის არხი წავიდა ზემოდან ქვემოთ სწორად, მარცხნიდან მარჯვნივ. მისივე განმარტებით, ჭრილობის არხი წინ ან/და უკან არ მიემართება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლში მოცემულია განზრახი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიცია, რომლითაც განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
პირდაპირი განზრახვის აუცილებელი ელემენტებია სისხლის სამართლის კანონით აღწერილი ქმედების შემადგენლობის ნიშნების გათვალისწინება და მათი რეალურ ცხოვრებაში განხორციელების სურვილი. პირდაპირ განზრახვას მიეკუთვნება ისეთი შემთხვევაც, როცა მოქმედეს არ სურდა თავისი ქმედების შედეგი, მაგრამ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 101). პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვის განსხვავებაზე მსჯელობის დროს პროფესორი ოთარ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მართალია, არაპირდაპირი განზრახვის დროსაც მოქმედს არ სურს შედეგი, მაგრამ იგი ითვალისწინებს, რომ შედეგი შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება არ განხორციელდეს. მაგრამ იქ, სადაც შედეგის განხორციელების გარდაუვალობაა წარმოდგენილი, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის არაპირდაპირი განზრახვა. აქ სურვილი თუმცა პირდაპირ არ არის გამოხატული, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მოქმედს ამ შედეგის განხორციელება არ უნდოდა. თუ არ არის სურვილი, სამაგიეროდ არის ნდომა. რადგან ნდომის გარეშე, სხვაგვარად მიზანს ვერ მიაღწევს (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 102).
განზრახ დელიქტებში, ქმედების შემადგენლობის განზრახვა ქმედების მიზანსა და მიმართულებას განსაზღვრავს. როგორც ქმედების პერსონალური უმართლობის ბირთვი, ის უმართლობის სუბიექტური შემადგენლობის ზოგად ნიშანს და ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის სუბიექტური შერაცხვის საფუძველს წარმოადგენს (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ი-----–ი დვალიძე, მთარგმნელი ზ------ არსებიშვილი, გვ. 118).
ქმედების შემადგენლობის განზრახვა ნების და ცოდნის ელემენტებს შეიცვას. განზრახვაში ნების ელემენტი არსებობს და მის გარეშე ევენტუალური განზრახვისა და შეგნებული გაუფრთხილებლობის აუცილებელ ურთიერთგამიჯვნას ვერ მოვახერხებთ. ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობა, მაგრამ არ სურდეს ის. თუ პიროვნებას სჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და შეძლებს თავიდან აიცილოს სხვა ადმიანების დაზიანება, მაშინ მას არ სურს შედეგი, რომელიც შესაძლოა მაინც დადგეს. მხოლოდ შედეგის შესაძლო დადგომის გაცნობიერება, ევენტუალური განზრახვის დასადასტურებლად, საკმარისი არაა, რადგან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა შეგნებული გაუფრთხილებლობის სფეროში ქმედების შემადგენლობის განზრახვის ღრმად შეჭრას გამოიწვევდა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ქმედების შემადგენლობის განზრახვის წარმოშობის დროის განმსაზღვრელი ელემენტი „ქმედების ჩადენის მომენტია“. (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისი აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ი-----–ი დვალიძე, მთარგმნელი ზ------ არსებიშვილი, გვ. 119).
დოქტრინაში არსებული მსჯელობა სასამართლომ მოიხმო იმ მიზნით, რომ წინამდებარე შემთხვევაში უპირველესყოვლისა უნდა შეფასდეს ზ----------------ე მოქმედებდა თუ არა განზრახ, როდესაც მის ხელთ არსებულ თოფიდან მოხდა გასროლა.
ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენილ მკვლელობად კვალიფიკაციის დროს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს მოქმედის მიზანს, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის, რადგან მას სურს ადამიანის მოკვლა ანდა ითვალისწინებს, რომ მისი ქმედებით გარდაუვალად დადგება ასეთი შედეგი (პირდაპირი განზრახვა). სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავს ზ----------------ის მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას, რადგან მას არ ქონდა კონკრეტული მოტივი რატომ უნდა მოესპო ბ----------–----ეს სიცოცხლე და მას გამიზნულად, სიცოცხლის მოსპობის მიზნით არ გაუსვრია თოფიდან ბ----------–----ის მიმართულებით, რაც გამორიცხავს პირდაპირ განზრახვას.
ქმედების არაპირდაპირი განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციის დროს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე უნდა ადასტურებდეს რომ მოქმედი აცნობიერებს ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ზ----------------ეს, რომ არ სურდა დამდგარი შედეგი აღნიშნული დადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებაა, თუმცა სასამართლომ უნდა შეაფასოს, შეგნებულად ხომ არ უშვებდა ან გულგრილად ხომ არ ეკიდებოდა შედეგის დადგომას ზ----------------ე. სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც მართალია პირს არ სურს ამა თუ იმ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუმცა ქმედებას მიმართავს ამ შედეგის დადგომისაკენ და მოქმედისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დადგება თუ არა შედეგი. სასამართლო განმარტავს, ბ----------–----ისათვის საფანტის მარცვლების მოხვედრის დროს, ზ----------------ემ არც კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული თოფიდან გასროლილი საფანტი ადამიანს, მოხვდა, რადგან იგი ამ დროს სხვა ოთახში იმყოფებოდა და ცდილობდა თოფში ვაზნების მოთავსების შემდგომ თოფის დაკეტვას, რაც გამორიცხავს ადამიანის მოკვლის შედეგის შეგნებულად დაშვებას ან ამ შედეგისადმი გულგრილად დამოკიდებულებას.
წინამდებარე საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----------------ე და ბ----------–----ე ერთმანეთს არ იცნობდნენ, მათ შორის კამათს და დაპირისპირებას ადგილი არ ქონდა. სუფრის მსვლელობის დროს სუფრის წევრებს შორის რაიმე სახის შელაპარაკება არ მომხდარა და ზ----------------ეს სუფრიდან გასვლის მიზეზს ღვინის მოტანა წარმოადგენდა. ამდენად, ზ----------------ეს, ბ----------–----ის მოკვლის პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვა არ ამოძრავებდა.
სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ზ----------------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის მე-10 მუხლით განმარტებულია გაუფრთხილებლობითი დანაშაული. გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.
ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.
ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
პროფესორი ოთარ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თანამედროვე სისხლის სამართალი გაუფრთხილებლობის ორ სახეს იცნობს: ა) თვითიმედოვნებას და ბ) დაუდევრობას. თვითიმედოვნება არაპირდაპირ განზრახვას ემიჯნება. შედეგისადმი ფსიქიკური დამოკიდებულების ერთი ელემენტი თვითიმედოვნების დროს დაახლოებით ისევეა გამოხატული, როგორც არაპირდაპირი განზრახვის დროს. ... შედეგის განხორციელების შესაძლებლობის წარმოდგენა თვითიმედოვნების დროს აბსტრაქტულია, მაშინ, როცა არაპირდაპირი განზრახვის დროს ეს წარმოდგენა კონკრეტულია. მაშინ, როდესაც ევენტუალური განზრახვის დროს - წერდა ვ. მაყაშვილი - დამნაშავეს წარმოდგენილი აქვს კონკრეტული საზოგადოებრივად საშიში შედეგის დადგომის რეალური შესაძლებლობა, დანაშაულებრივი თვითიმედოვნების დროს იგი ითვალისწინებს მხოლოდ აბსტრაქტულ შესაძლებლობას, ე.ი. ითვალისწინებს, რომ საზოგადოდ ამგვარ მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ასეთი შედეგი. მეორე განმასხვავებელი ნიშანი არაპირდაპირ განზრახვასა და თვითიმედოვნებას შორის ნებელობით მხარეშია საძიებელი. არაპირდაპირი განზრახვის დროს მოქმედი უშვებს შედეგს, ეგუება მის განხორციელებას, გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომას. რაც შეეხება თვითიმედოვნებას, ამ დროს მოქმედი დარწმუნებულია, რომ შედეგი, რომელიც მის მართლსაწინააღმდეგო ქცევას შეიძლება მოჰყვეს, არ დადგება, არ განხორციელდება. მოქმედი ამ დროს თავისი ქცევის გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა დარწმუნდება, რომ შედეგი არ განხორციელდება. მაგრამ ეს რწმენა, ეს ვარაუდი, უსაფუძვლოა, მცდარია (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 115).
აღნიშნული განმარტების საფუძველზე, სასამართლო შენიშნავს, რომ ზ----------------ე ვერ გაითვალისწინებდა, რომ მის ქცევას, ლულას და კონდახის გადაბმის ადგილას, სადაც ვაზნები იდება, ხელის დარტყმით, შესაძლოა მოყოლოდა ბ----------–----ის სიკვდილი, რადგან თოფში ვაზნების ჩადების შემდეგ, ვერ დახურა რა თოფი, არაერთხელ დაარტყა ხელი ზემოდან და გავარდა თოფი. ამ დროს, ერთი ხელი ლულაზე, ქონდა მოკიდებული, კონდახი კი თეძოზე. რადგან ბევრჯერ არ გავარდნილა თოფი, არ ეგონა თუ ამ შემთხვევაში გავარდებოდა. ამდენად, ზ----------------ემ უტყუარად არ იცოდა, რომ თოფი გაისვრიდა და ბ----------–----ეს მოხვდებოდა საფანტის მარცვლები, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედება თვითიმედოვნებით არ არის ჩადენილი.
გაუფრთხილებლობის მეორე სახეა დაუდევრობა. თვითიმედოვნება ერთი მხრივ, ემიჯნება არაპირდაპირ განზრახვას, ხოლო მეორე მხრივ, დაუდევრობას. მაშინ, როცა თვითიმედოვნების დროს მოქმედს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, აბსტრაქტულად მაინც, წარმოდგენილი აქვს, მაგრამ იქცევა იმ რწმენით, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებს, დაუდევრობის დროს მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების შესაძლებლობა მას საერთოდ არა აქვს წარმოდგენილი. მაგრამ მოქმედს, შეეძლო წარმოედგინა ამ შედეგის განხორციელების შესაძლებლობა, შეეძლო მისი თავიდან აცილება და ვალდებულიც იყო აეცილებინა. სწორედ სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობა, რასაც აქ ვხედავთ, არის გაკიცხვის საფუძველი, რაც ბრალის (გაუფრთხილებლობის) არსს გამოხატავს (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 117).
სასამართლო განმარტავს, რომ ზ----------------ეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა არ ქონდა წარმოდგენილი, თუმცა მას შეეძლო და ვალდებული იყო აეცილებინა დამდგარი შედეგი. ზ----------------ემ იცოდა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდნენ სტუმრები. ამდენად, მართალია მას არ ქონდა წარმოდგენილი რომ თოფიდან აუცილებლად მოხდებოდა გასროლა და საფანტის მარცვლები მოხვდებოდა ბ----------–----ეს, როდესაც ის ზემოდან ხელს ურტყამდა თოფს, თუმცა იგი ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ეს გარემოება, რადგან არ იყო გამორიცხული, ხელის დარტყმის დროს თოფიდან გასროლის შესაძლებლობა. ამდენად, ზ----------------ეს ქონდა სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობა, კერძოდ არ განეგრძო თოფზე ზემოდან ხელის დარტყმა, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ----------------ემ, ჩაიდინა ბ----------–----ის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------------ე არ მოქმედებდა ბ----------–----ის მკვლელობის განზრახვით. ზ----------------ეს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც, რადგან მასთან სახლში იმყოფებოდნენ სტუმრები, ასევე ოჯახის წევრები და თოფზე არაერთხელ ხელის ზემოდან დარტყმით, შესაძლებელი იყო თოფიდან გასროლა, რაც შესაძლოა მოხვედროდა რომელიმე ადამიანს, რომელიც სახლში იმყოფებოდა.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ზ----------------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ ზ----------------ის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------------ეს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით ზ----------------ეს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ----------------ეს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზ----------------ე არის 45 წლის და არ არის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულსახდელდადებული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, აღიარა მის ხელთ არსებული თოფიდან გაუფრთხილებლობით გასროლის ფაქტი, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, მასრა, სანადირო თოფის წითელი ფერის ვაზნა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ორი ვაზნა, ბ----------–----ის გვამის სხეულში აღმოჩენილი სამოცი ცალი საფანტის მარცვალი, უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, თმის მიდამოდან აღებული თმის ნიმუშები, ბ----------–----ის მარჯვენა და მარცხენა მტევნის ანაწმენდები, ბ----------–----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, ბ----------–----ის გვამიდან აღებული ხელის დაქტილოსკოპიური ნიმუში, თ-----------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ზ----------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შენახულ უნდა იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ბ----------–----ის გვამის გამოკვლევის დროს ექსპერტ ღ----------------–---–ისგან ამოღებული, გარდაცვლილ ბ----------–----ის მუქი ლურჯი შორტი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, დ---------–-----ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ----------------ეს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2- ზ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულ ზ----------------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2--7 წლის 15 აგვისტოს 2--10 საათიდან.
4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, მასრა, სანადირო თოფის წითელი ფერის ვაზნა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ორი ვაზნა, ბ----------–----ის გვამის სხეულში აღმოჩენილი სამოცი ცალი საფანტის მარცვალი, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
4.2- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, თმის მიდამოდან აღებული თმის ნიმუშები, ბ----------–----ის მარჯვენა და მარცხენა მტევნის ანაწმენდები, ბ----------–----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, ბ----------–----ის გვამიდან აღებული ხელის დაქტილოსკოპიური ნიმუში, თ-----------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ზ----------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შენახულ იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4.3. ბ----------–----ის გვამის გამოკვლევის დროს ექსპერტ ღ----------------–---–ისგან ამოღებული, გარდაცვლილ ბ----------–----ის მუქი ლურჯი შორტი, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დ---------–-----ს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა