გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210018002266176 (N2/54-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - არ-----–--------------------–----–---------------–------------------------–------ი'', დირექტორი გო---------ე
წარმომადგენელი - ირაკლი ჯაფარიძე, სოფიკო აბაშიძე
მოპასუხე - შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ა'' დირექტორი და--------------–-ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს, 20---–-–----- დეკემბრის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 4150 (ოთხიათას ასორმოცდათი) ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს, 20---–-–----- დეკემბრის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 70 (სამოცდაათი) ლარისა და პირგასამტეხლოს - 116.20 (ასთექსვსმეტი ლარის და ოცი თეთრი) ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' მოთხოვნას მოპასუხის შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ის'' მიმართა სარჩლით წარმოადგენდა, 20---–-–----- დეკემბრის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანის - 2500 (ორიათას ხუთასი) ლარისა და პირგასამტეხლოს - 4150 (ოთხიათას ასორმოცდათი) ლარის გადახდა, ასევე 20---–-–----- დეკემბრის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 70 (სამოცდაათი) ლარისა და პირგასამტეხლოს - 116.20 (ასთექსვსმეტი ლარის და ოცი თეთრი) ლარის გადახდა.
2018 წლის 29 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' წარმომადგენელმა მოპასუხის მიმართ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, 20---–-–----- დეკემბრის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალინების მოთხოვნის ნაწილში და მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით - 4150 (ოთხიათას ასორმოცდათი) ლარის გადახდა, ხოლო 20---–-–----- დეკემბრის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დარჩა უცვლელად. (იხ: 2018 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი 15.30.20 წთ -15.30.52 წთ);
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,აგროსერვის ცენტრსა'' და შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' შორის 20---–-–----- დეკემბერს გაფორმდა მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულება და მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარის ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე იღებდა ვალდებულებას მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით 25 000 ცალი მუყაოს ტარის დამზადებაზე და მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარის ტრანსპორტირებაზე.
მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულების საერთო ღირებულება განიზაღვრა 2500 ლარით, ხოლო მუყაოს ტარის მწარმებელი დანადგარის ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულების ღირებულება განიზაღვრა 70 ლარით;
2016 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტებით შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ამ'' ჩაიბარა არ-----–--------------------–----–---------------–------------------------–------ის'' მიერ შესრულებული სამუშაო, 25 000 ცალი მუყაოს ტარა საერთო ღირებულებით 2500 ლარი და მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარი.
მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულებისა და მუყაოს ტარის მწარმებელი დანადგარის ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულების 4.3. პუნქტით შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' მომსახურებისათვის თანხა უნდა გადაეხდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ამავე ხელშეკრულებების 5.1. პუნქტის თანახმად, განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ის'' დირექტორმა და--------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი სცნო ნაწილობრივ. განმარტა, რომ 20---–-–----- დეკემბრის N4 მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჰქონდა დავალიანება 2500 ლარი, რომელიც გადაიხადა 2018 წლის 20 მარტს და ითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება, ვინაიდან თვლის, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი. ამასთან არ სცნო სასარჩელო მოთხოვნა 20---–-–----- დეკემბრის N5 მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 70 ლარისა და პირგასამტეხლოს 116.20 ლარის დაკისრების ნაწილში;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–----- დეკემბერს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,აგროსერვის ცენტრსა'' და შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' შორის გაფორმებული მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების გამწევის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით, მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარის ტრანსპორტირება განხორციელდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გვარადან - ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფ. ნატანებში, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 70 ლარით; მომსახურების განხორციელების პერიოდი განისაზღვრა ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან - 2017 წლის 05 იანვრის ჩათვლით, ხელშეკრულების 5.1. პუნქტი, ასევე ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების ღირებულბის 0.5% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–----- დეკემბრის N5 ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20);
- მხარეთ ახსნა-განმარტება (იხ.20.03.2018 და 29.03.208 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ 45-48, 56-64);
3.1.2. 20---–-–----- დეკემბერს გაფორმებული მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის წესი განისაზღვრა ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანაგარიშსწირების ფორმით, სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-14)
- 20---–-–----- დეკემბრის N5 ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20);
3.1.3. 2016 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 20---–-–----- დეკემბერს გაფორმებული მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულების საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,აგროსერვის ცენტრის" მიერ განხორცილდა მის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით (ავტომანქანა MAN TGA 26-390, სამოშვების წელი 2004 წელი, სახ N BC842BF) მომსახურების მიმღებისათვის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპოტირება, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გვარაში მდებარე ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობიდან (საწყისი პუნქტი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფ. ნატანებში (დანიშნულების პუნქტი) მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 70 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 22; 75);
- მხარეთ ახსნა-განმარტება (იხ.20.03.2018 და 29.03.2018 წლის სხდომის ოქმი ს.ფ 45-48, 56-64);
3.1.4. 20---–-–----- დეკემბერს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,აგროსერვის ცენტრსა'' და შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' შორის გაფორმდა მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე იღებდა ვალდებულებას მომსახურების გაწევაზე, კერძოდ, მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით 25 000 ცალი მუყაოს ტარის დამზადებაზე; მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2500 ლარს, მომსახურების განხორციელების პერიოდი განისაზღვრა 20---–-–----- დეკემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით; ხელშეკრულება 5.1. პუნქტი ასევე ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების ღირებულების 0.5% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის წესი განისაზღვრა ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანაგარიშსწირების ფორმით, სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–----- დეკემბრის N4 ხელშეკრულება (ს.ფ. 15-17);
-მხარეთ ახსნა-განმარტება (იხ.20.03.2018 და 29.03.208 წლის სხდომის ოქმი);
3.1.5. 2016 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 20---–-–----- დეკემბერს მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ამ'' მიიღო არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' მიერ შესრულებული სამუშაო, კერძოდ, 25000 ცალი მუყაოს ტარა, საერთო ღირებულებით 2500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-14)
- 2016 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 21; 74);
3.1.6. 20---–-–----- დეკემბერის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ამ'' 2018 წლის 20 მარტს გადაიხადა მომსახურების საფასური -2500 ლარი, რომლის საფუძველზე 2018 წლის 29 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება N2 (ს.ფ. 76);
-მხარეთ ახსნა-განმარტება (იხ. 29.03.2018 წლის სხდომის ოქმი 15.30.20 წთ -15.30.52 წთ ს.ფ 56-64);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებას და მტკიცებულების სახით წარმოდგენილ გადახდის ქვითარს 20---–-–----- დეკემბერის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის - 70 ლარის გადახდის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითარი წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია, რის გამოც აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე, 648-ე, 668-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი (ს.კ. 319-ე მუხლი), ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობს ვალდებულებით-სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც მისი შინაარსიდან გამომდინარე აწერსიგებს მხარეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. 20---–-–----- დეკემბერის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულების მე-3 პუნქტი დაწვრილებით განსაზღვრავს მხარეთა ვალდებულებებს, მე-4.1.-4.3 პუნქტით დგინდება ანგარიშსწორების წესი და ვადები, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტი მხარეთა პასუხისმგებლობის საფუძვლებს და მის ოდენობას განსაზღავრავს.
საქმის მასალებით, კერძოდ 2016 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ, 20---–-–----- დეკემბერის მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება შესრულებული იქნა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ მითითებული მომსახურებისათვის დადგენილი საფასური - 70 ლარის ოდენობით ანაზღაურებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, არსებული ვალდებულების გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ასა'' და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,აგროსერვის ცენტრს" შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 20---–-–----- დეკემბერს მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 - ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მენარდემ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,აგროსერვის ცენტრმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეესრულებინა 25 000 ცალი მუყაოს ტარის დამზადება, ხოლო თავის მხრივ შემკვეთმა შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ამ'' იკისრა ვალდებულება შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება 2500 ლარის ოდენობით მოეხდინა ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანაგარიშწირების ფორმით, სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულბის 0.5% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით შესრულებასაც.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ამ'' მიიღო არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' მიერ შესრულებული სამუშაო, კერძოდ, 25 000 ცალი მუყაოს ტარა, ხოლო მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშოს ღირებულება 2500 ლარის ოდენობით გადახდილ იქნა ვადის დარღვევით - 2018 წლის 20 მარტს, რის საფუძველზეც მოსარჩელე შეამცირა მოთხოვნა ძირი თანხის ნაწლში და ითხოვს ვალდებულების დარღვევიდან 2017 წლის 13 იანვრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 2500 ლარის 0.5% პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრებას, (დღეში 12.50 ლარი) რაც შეადენს 4150 ლარს;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. შემკვეთის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 20---–-–----- დეკემბერს მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების N4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 200 ლარის გადახდა, ხოლო 20---–-–----- დეკემბერს მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარების ტრანსპორტირების N5 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 116.20 (ასთექსვსმეტი ლარის და ოცი თეთრი) ლარის გადახდა;
საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 205 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. დადგენილია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 2500 ლარით, ამდენად, არ-----–--------------------–----–---------------–------------------------–------ს'' უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა, რაც შეადგენს 37.50 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს 11.58 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–----- დეკემბრის N4 მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის - 200 (ორასი) ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–----- დეკემბრის N5 მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით ტრანსპორტირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 70 (სამოცდაათი) ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–----- დეკემბრის N5 მუყაოს ტარის მწარმოებელი დანადგარით ტრანსპორტირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის - 116.20 (ასთექსვმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს ,,სდ----------–------------------–-----–-----------ას'' არ-----–--------------------–----–---------------–-------------------------–-------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 205 (ორასხუთი) ლარიდან - 11.58 (თერთმეტი ლარი და ორმოცდათრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ,,აგროსერვის ცენტრის'' დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 205 (ორასხუთი) ლარიდან - 37.50 (ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, რომელიც გადახდილია 2017 წლის 26 დეკემბერს შემდეგი ანგარიშზე: სახაზინო კოდი 300893150, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო როხვაძე