გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002284149
(2/83-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.04.2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - შპს ,,ე--------------- +’’ ს/კ 4--------
წარმომადგენელი - თ--------------
მოპასუხე - ვ----–----–----–---–- პ/ნ 6----------
წარმომადგენელი შ------------------
მოპასუხე - ი-----–---–-–------- პ/ნ 3----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის - ი-----–---–-–-------სა და ვ----–----–----–---–-სათვის მოსარჩელე შპს ,,ე--------------- +’’-ს, სასარგებლოდ სოლიდარულად 3 871,89 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს, შპს ,,ე--------------- +’’ მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებათ დავალიანება 3 871,89 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 1 696 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 175,89 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 000 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე ვ----–----–----–---–მა და მისმა წარმომადგენელმა შ------------------მ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის (კაპიტალის) ნაწილში.
2.2.მოპასუხე ი-----–---–-–-------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 05 აპრილს შპს ,,ე--------------- +’’-სა და მოპასუხე ვ----–----–----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № 1-------., ასევე სესხის ხელშეკრულება № 1-------, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ ვ----–----–----–---–ს სესხად გადასცა 2 160 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5% -იანი სარგებლის დარიცვის პირობით, ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოეხდინა კრედიტის დაბრუნება 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად - ყოველთვიურად 157 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ვ----–----–----–---–-ს კუთვნილი ავტომობილი ოპელ ასტრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № 1-------ს. ფ. 18-23;
- სესხის ხელშეკრულება - № 1------- ს. ფ. 24-26;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 27;
3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, თავდებ პირთან ი-----–---–-–-------სთან იმავე დღეს 2016 წლის 05 აპრილს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა ი-----–---–-–-------მ მსესხებელ ვ----–----–----–---–თან ერთად იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, შპს ,,ე--------------- +’’სა და მსესხებელ ვ----–----–----–---–ს შორის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება № 1-------, სესხის ხელშეკრულება - № 1-------, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება; ს. ფ. 29-30;
- თავდების განცხადება ს. ფ. 31;
3.2.4. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გაფრთხილებები დავალიანების დაფარვის თაობაზე
- გაფრთხილებები ვალდებულების შესრულებაზე
3.2.5. მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარჩელის აღძვრის პერიოდში მათი საკრედიტო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 3 871,89 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 1 696 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 175,89 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საკრედიტო დავალიანების შესახებ ინფორმაცია
-მოპასუხე ვ----–----–----–---–-ს განმარტება.
3.2.6. საქმის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 19.03.2018 მოპასუხე ი-----–---–-–------- არ გამოცხადდა (იხ.სხდომის ოქმი). უწყება გაეგზავნა 12.03.2018 ფოსტის საშუალებით რომელიც ჩაბარდა პირადად მას 13.03.2018წ. ი-----–---–-–------- არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მასზე გადასაცემად უწყება ჩაბარდა ვ----–----–----–---–ს 2018 წლის 03 აპრილს ი-----–---–-–-------ს სასამართლოსათვის არ მოუმართავს და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე--------------- +’’-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 300 აშშ დოლარით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 19 მარტს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე ი-----–---–-–-------ს სხდომის დღის შესახებ ეცნობა სასამართლო უწყებით, რომელიც ჩაბარდა მას პირადად 2018 წლის 13 მარტს, მაგრამ ის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
საქმე სასამართლოს მათავარ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 03 აპრილს რის შესახებაც მოპასუხე ი-----–---–-–-------ს გაეგზავნა უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ ჩაბარდა ვ----–----–----–---–ს 2018 წლის 03 აპრილს მოპასუხეზე გადასაცემად, მაგრამ ის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლოს სხდომის დღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
მოპასუხე მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად ჩათვლის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების და სარგებლის დაკისრების ნაწილში იურიდიულად გამართლებულია.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე ვ----–----–----–---–ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ მოპასუხე ი-----–---–-–-------მ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა ვ----–----–----–---–-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ვ----–----–----–---–თან ერთად ი-----–---–-–-------ს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით, ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირი ინფორმირებული იყო. ამდენად, თავდებმა პირმა ვ----–----–----–---–-მა სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს იმ პროცენტის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებმა იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მათ ვალდებულების დარღვევის საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. ერთადერთი გარეომოება რაზეც ისინი აპელირებდნენ იყო ის, რომ მათ ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ქონდათ.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეთა ძირითადი ვადებულება და სარგებელი ჯამში შეადგენს 2871,98 აშშ დოლარს, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1000 აშშ დოლარის ოდენობით, შეუსაბამოა შეუსრულებელ ძირითად ვალდებულებასთან, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელთან მიმართებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას 1000 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 აშშ დოლარით.
ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ''შპს ,,ე--------------- +’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 3 171,89 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 1 696 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 175,89 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 300 აშშ დოლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა ი-----–---–-–-------ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთნ მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ. შესაბამისად, ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მათ მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად, რაც შეადგენს 1 696 აშშ დოლარი (4434,74) ლარის შესატყვის თანხას - 127,00 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (127 ლარი), რომლის გადახდისაგან მოპასუხეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს ლარის შესატყვის თანხას - 110 ლარს, ხოლო 61 ლარი კი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტიში გადახდილად. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების ხარჯი 200 ლარის ოდენობით;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს მ---- ”ე--------------- +”-ს ს/კ 4-------- სარჩელი მოპასუხეების ვ----–----–----–---–-სა და ი-----–---–-–-------ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.2. მოპასუხეებს ვ----–----–----–---–ს და ი-----–---–-–-------ს მოსარჩელე შპს მ---- ”ე---------------ი +”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 3 171,89 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 696 აშშ დოლარი, სარგებლი - 1 175,98 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 300 აშშ დოლარი;
1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს - 110 ლარს,1.4. მოსარჩელე შპს ”მ---- ე---------------ი”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 127 (ას ოცდაშვიდი) ლარი, მის მიერ 2018 წლის 31 იანვარს თიბისი ბანკის მეშვეობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 298 (ორასოთხმოცდათვრამეტი) ლარიდან (საგადახდო დავალება №1--------9).
1.5. მოპასუხეებს ვ----–----–----–---–ს და ი-----–---–-–-------ს მოსარჩელე შპს ”მ---- ე---------------ი +”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების ხარჯი 200 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
3. განემარტოს, მოპასუხე ი-----–---–-–-------ს რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაინული სასამართლოს (ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. #247) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე