განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2018
საქმის ნომერი
110100117001965548
დავის ტიპი
178 3 ბ
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117001965548

N1/92-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 აპრილი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - აკაკი კვინიკაძე, ირინე კვირიკეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ---- გ-------- ძე ტ----–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 6----------), უ-----–--- გ------–---- მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე; მცხოვრები: ქ.ქუთაისი, მ----–-----–---–------------;

 

ადვოკატი - თ---------- მ----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2--------–ის განაჩენით, ლ---- ტ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500 ლარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით, ლ---- ტ----–--ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რის საფუძველზეც, ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით, 1 (ერთი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 25 იანვარს.

 

ლ---- ტ----–--ე ითვლებოდა რა ნასამართლევად, 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე მივიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–- მდებარე ფ------ ხ---–-------- სასურსათო მაღაზიაში. ფ.ხ---–-------- მოსთხოვა 5 ლარად და 70 თეთრად ღირებული ყავა „---–-“, ასევე დაინტერესდა ჰქონდა თუ არა 50 ლარიანი კუპიურის ხურდა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ლ---- ტ----–--ემ ამოიღო 50 ლარიანი კუპიურა და დამატებით 70 თეთრი, რაც მოათავსა მაღაზიაში არსებულ ელექტრო სასწორზე. ამავდროულად ფ------ ხ---–-------- მას გაუწოდა მოთხოვნილი ყავა და ხურდა 45 ლარის ოდენობით. ლ---- ტ----–--ეს სურდა რა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ფ------ ხ---–-------- კუთვნილ ფულად თანხას და ყავას, ამ მიზნით მას ხელ----ნ გამოსტაცა 45 ლარი, შემდეგ ელექტრო სასწორიდან სწრაფად აიღო მის მიერ დადებული 50 ლარიანი კუპიურა, ხოლო დახლ----ნ 5 ლარად და 70 თეთრად ღირებული ერთი ქილა ყავა „---–-“ და მაღაზიის წინ მდგარი „-----– ა-------“ მარკის ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილ----ნ. ზემოაღნიშნული ქმედებით, ლ.ტ----–--ემ, ფ.ხ---–-------- მიაყენა 50 ლარის ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2017 წლის 5 აპრილს, ლ---- ტ----–--ე, ფ------ ხ---–-------- მაღაზიიდან, 45 ლარს და 5 ლარად და 70 თეთრად ღირებულ ერთ ქილა ყავა „---–-ს“ არ დაუფლებია აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ფ------ ხ---–-------- განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–-, კუთვნილ მაღაზიაში. დაახლოებით 14:30 საათზე, მაღაზიაში შევიდა ლ---- ტ----–--ე, რომელმაც სთხოვა სიგარეტი „----------“, რომელიც არ ჰქონდა. შემდეგ მოითხოვა ყავა „---–-“ ე.წ „–-–----“ კოლოფში და იკითხა ფასი. ფ.ხ---–-------- უპასუხა, რომ ყავა ღირდა 5 ლარი და 70 თეთრი. ლ.ტ----–--ემ მიაწოდა ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა, რომელიც დახლზე მდგარ სასწორზე დადო, ასევე უთხრა, რომ სამოცდაათ თეთრსაც მისცემდა და 45 ლარი დაებრუნებინა. როდესაც ხურდას უბრუნებდა, მოსთხოვა ერთი ოცლარიანი კუპიურის დახურდავება ათლარიანებად. ფ.ხ---–-------- ამოიღო ორი ათლარიანი კუპიურა და ხურდის დაბრუნების დროს, ლ---- ტ----–--ემ სწრაფად გამოსტაცა ხურდა 45 ლარი, აიღო სასწორზე მის მიერვე დადებული 50 ლარიანიც, ყავა და გაიქცა გარეთ. ჩაჯდა „-----–ის“ მარკის ავტომანქანაში, მარცხენა მხარეს და წავიდა. დაზარალებულის განმარტებით, მომხდარის შესახებ მოუყვა ე----- ლ--–--ეს და ამ უკანასკნელის ტელეფონით დაურეკა თავის მეუღლეს, რომელსაც, ასევე, მოუყვა მომხდარის თაობაზე. მისივე განმარტებით, როდესაც ლ.ტ----–--ე მაღაზიაში შევიდა, მას ეცვა ჯინსის შარვალი, თეთრი ფერის ბოტასები, ლურჯი მოკლე მაისური და დუტის ქურთუკი, ეკეთა შავი სათვალე. ჰქონდა დაბლად შეჭრილი წვერი და თმა. ფ.ხ---–-------- განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო თავდაპირველად სურათებით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ლ---- ტ----–--ე, ხოლო დაკავების შემდეგ, ასევე მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო ერთი - ლ---- ტ----–--ე. დაზარალებულის განმარტებით, მას მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვს და ლ.ტ----–--ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ლ--–--ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–-, ფ------ ხ---–-------- მაღაზიის მახლობლად. 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა სახლში, ეზოში, რძალთან თამარ არაბიძესთან ერთად. დაახლოებით შუადღის საათებში, მასთან მივიდა შეშინებული ფ------ ხ---–------ე, რომელმაც უთხრა, რომ „მოვიდა ვიღაცა და ფული გამომძალაო“. ფ.ხ---–-------- ისარგებლა მისი ტელეფონით და დაურეკა მეუღლეს. ფ.ხ---–-------- ლ.ლ--–--ეს უთხრა, რომ მასთან, მაღაზიაში, ყავის საყიდლად შევიდა ახალგაზრდა და ხურდა ფულის დაბრუნების დროს, ხურდაც წაიღო და ყავაც. მოწმის განმარტებით, პასპორტით მას ლ---- ჰქვია, ხოლო მეზობლები ე-----ის ეძახიან. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2017 წლის 25 მაისს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „მან პლასტმასის ყუთიდან ამოიღო 45 ლარი, რომელიც ეჭირა ხელში. მაღაზიაში მყოფმა მამაკაცმა ხელ----ნ გამოსტაცა 45 ლარი, დახლზე არსებული სასწორიდან სწრაფად აიღო მის მიერ დადებული 50 ლარიანი კუპიურა, ასევე ყავა პ--–-“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ეს, მას, ფ------მ მოუყვა და სწრაფად აიღო თანხა თუ ნელა, მან არ იცის. როგორც ფ------ს ნათქვამით იცის, მამაკაცმა უცებ აიღო და წავიდა.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ლ--–--ემ განაცხადა, რომ მისი მაღაზია მდებარეობს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–-, სახლ----ნ დაახლოებით 300 მეტრში. აღნიშნულ მაღაზიაში მუშაობს მისი მეუღლე ფ------ ხ---–------ე ყოველდღე, დილის ცხრა საათიდან. ზუსტი დრო არ ახსოვს, როდესაც გასული იყო მაღაზიიდან, მას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ მაღაზიაში შევიდა მაღალი, სწორი ცხვირით პიროვნება, რომელსაც ეფარა ქუდი და სათვალე ეკეთა, მოზრდილი წვერით. მოსთხოვა ყავა, სიგარეტი და ჰკითხა, თუ ჰქონდა ორმოცდაათ ლარიანის ხურდა. ორმოცდათ ლარიანი მამაკაცს ეკავა ხელში და თანხის მიწოდების დროს, 50 ლარიც, 45 ლარი ხურდა, სიგარეტი, ყავა აიღო და გავიდა სწრაფი ნაბიჯებით მაღაზიიდან, ჩაჯდა მუქი ფერის „-----–ის“ მარკის მანქანაში და წავიდა ზესტაფონის მიმართულებით. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის კიერ გამოძიებაში, 2017 წლის 6 აპრილს მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „ამის შემდეგ, მითითებულმა, დაახლოებით 35 წლის ასაკის მამაკაცმა, დახლზე არსებულ ელექტრო სასწორზე მოათავსა 50 ლარიანი კუპიურა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა მამაკაცმა ელექტროსასწორზე მოათავსა 50 ლარიანი კუპიურა, ფ------ს უთხრა, რომ კიდევ მისცემდა 70 თეთრს და დაებრუნებინა 45 ლარი. ყავის მოთავსების ადგილის ქვემოთ გარკვევით ეწერა მისი სარეალიზაციო ფასი - 5 ლარი და 70 თეთრი, რაც აშკარაა რომ შენიშნა აღნიშნულმა პიროვნებამ. ამის შემდეგ, მითითებულმა დაახლოებით 35 წლის ასაკის მამაკაცმა საფულ----ნ ამოიღო 70 თეთრი, რომელიც მოათავსა ელექტრო სასწორზე, მის მიერ დადებული 50 ლარიანი კუპიურის გვერდით. როგორც მეუღლე ფ------ ხ---–-------- უთხრა, მან პლასტმასის ყუთიდან ამოიღო 45 ლარი, კერძოდ 2 ცალი 20 ლარიანი კუპიურა და 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა. აღნიშნულმა მამაკაცმა უთხრა, რომ 20 ლარიანი კუპიურა არ უნდოდა და მიეწოდებინა 10 ლარიანი კუპიურები. ამის შემდეგ ფ------მ ყუთში მოათავსა 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა და ყუთიდან სანაცვლოდ ამოიღო 2 ცალი 10 ლარიანი კუპიურა. მან ხელში დაიჭირა 45 ლარი, კერძოდ 1 ცალი ახალი ნომინალის 20 ლარიანი კუპიურა, 2 ცალი 10 ლარიანი ნომინალის კუპიურა და 1 ცალი 5 ლარიანი ნომინალის კუპიურა, რომელიც ხელით გაუწოდა აღნიშნულ მამაკაცს. ამ უკანასკნელმა სწრაფად გამოსტაცა ხელიდან 45 ლარი, ხოლო შემდეგ დახლზე არსებული სასწორიდან სწრაფად აიღო მის მიერ დადებული 50 ლარიანი კუპიურა, ასევე ყავა პ--–-, რის შემდეგაც სწრაფად გავიდა მაღაზიიდან“. პროკურორის შეკითხვაზე კი მოწმემ განმარტა, რომ დიდი დროა გასული, აღნიშნული იცის მონაყოლით, ზუსტად აღარ ახსოვს როგორ იყო. „ალბათ რაც დავწერე ისე იქნებოდა“. მოწმის განმარტებით, მიყენებული ზიანი აუნაზღაურეს.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---–- ჭ----------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–-, ნ------- ზ------ის მაღაზიაში, გამყიდველად. 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა მაღაზიაში, მასთან ერთად მაღაზიაში ასევე იყვნენ მეზობლები - ნ-----–- ზ------ე, მისი რძალი ე-–--- და ნ----- ზ------ე. დაახლოებით 14:00 საათისთვის, სამი საათი იქნებოდა დაწყებული მაღაზიაში შევიდა მაღალი აღნაგობის, თითქმის 35 წლის მამაკაცი, რომელმაც მოსთხოვა სიგარეტი „----------“ და „-----–-------“, რაც ამოიღო და სასწორზე დადო. ასევე იკითხა თუ ჰქონდა „---------ს“ კვერცხი, რაზეც უპასუხა, რომ გვერდზე იდო და აეღო, რაც ლ.ტ----–--ემ აიღო და მოათავსა სასწორზე. ლ.ტ----–--ემ მას ჰკითხა, დიდი კუპიურა ჰქონდა და თუ დაახურდავებდა, რაზეც თანხმობით უპასუხა. როდესაც კუპიურის გამორთმევა დააპირა და ხელი გაუშვირა, მამაკაცმა ფული არ დაუთმო, თქვა ყავა როგორი უნდა არ ვიციო და გავიდა მაღაზიიდან. მივიდა მანქანასთან, დაიხარა და მანქანაში მჯდომს რაღაც ჰკითხა. მანქანიდანვე გამოსძახა ნალექიანი ყავა თუ ჰქონდა, რაზეც უპასუხა, რომ ჰქონდა ასაწონიც და დაფასოებულიც. აღნიშნულის შემდეგ, მამაკაცი ჩაჯდა მანქანაში, მძღოლის გვერდით, მარჯვენა მხარეს და წავიდა, ისე, რომ მასთან არაფერი უყიდია. მოწმის განმარტებით, როგორც შემდეგ ფ------ ხ---–--------გან გაიგო, მამაკაცი შესულა ფ------ს მაღაზიაში, ყავა მოუთხოვია და წაუღია თანხა 40-45 ლარის ოდენობით. დეტალები არ იცის. მამაკაცს, რომელიც მის მაღაზიაში შევიდა, ეცვა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მოკლე მკლავიანი დუტის ქურთუკი და ლურჯი მოკლე მკლავიანი მაისური. იყო მაღალი, საშუალო აღნაგობის, ოდნავ წვერით, შავი სათვალით, დაბალი შავი თმით, ოდნავ მელოტი. მოწმის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო თავდაპირველად ფოტოსურათებით ამოცნობაში, ხოლო შემდეგ პირის ამოცნობაში, რა დროსაც, ორივე შემთხვევაში, ამოიცნო 35 წლამდე მამაკაცი - ლ---- ტ----–--ე.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- ზ------ემ განაცხადა, რომ როგორც ლ---–- ჭ----------ისგან გაიგო, დაახლოებით 14:15 საათზე მაღაზიაში შევიდა მაღალი პიროვნება, რომელსაც ეცვა ლურჯი შარვალი, ლურჯი დუტის ქურთუკი, ლურჯი მოკლე მკლავიანი მაისური, ოდნავ წვერით, სათვალე ეკეთა. მოსთხოვა სიგარეტი, ორი კოლოფი „----------“ და ერთი კოლოფი „-----–-------“. შემდეგ მოითხოვა „---------“, რომელიც ლ---–-ს მითითებით აიღო და დადო სასწორზე. მიაწოდა თანხა, 100 ლარიანი კუპიურა და როდესაც ლ---–-მ ხელი მოკიდა გამოსართმევად, არ მისცა. გაბრუნდა და გარეთ გასვლის დროს იძახდა - ყავა თუ გაქვთო, არ ვიცი რა ყავა უნდა. აღნიშნულით დაინტერესდა და ნახა კამერის ჩანაწერები, რაც ემთხვეოდა ლ.ჭ----------ის მონათხრობს. მოწმის განმარტებით, მამაკაცმა ისე დატოვა მაღაზია, რომ არაფერი უყიდია. როგორც შემდეგ გაიგო, უბანში, ზევით მდებარე მაღაზიიდან მამაკაცს წაუღია ყავა და 45 ლარი. იმ მაღაზიაში შესული პიროვნების აღწერილობა ემთხვეოდა მის მაღაზიაში შესული პიროვნების აღწერილობას.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–- ზ------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა ნ------- ზ------ის მაღაზიაში, ლ---–- ჭ----------ესთან და ე-–--- ზ------ესთან ერთად, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა, რომელმაც მოითხოვა ყავა და სიგარეტი. შემდეგ ეს ახალგაზრდა ისე გავიდა მაღაზიიდან, რომ არც სიგარეტი აუღია და არც ყავა, არც თანხა მიუწოდებია გამყიდველისათვის. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2017 წლის 24 აპრილს მიცემული ჩვენება. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ განაცხადა, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენება მას არ წაუკითხავს, ჩვენება დაწერა იმ პირმა ვინც დაკითხა. უთხრა ცუდი არაფერი დაეწერა, რადგან იმ ბიჭს არაფერი უცუღლუტია. გამომძიებლის ვინაობა ვინც დაკითხა, მისთვის უცნობია.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა შ--–-- ჟ-------- და მ--–---- ლ------ დაადასტურეს, რომ მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული, ლ---- ტ----–--ის ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებებში.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჯ------- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ იქნა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია 2017 წლის 5 აპრილს და 2017 წლის 8 აპრილს, რის თაობაზეც შეადგინა პატაკები და აცნობა ხელმძღვანელობას. ასევე დაიკითხა მოწმის სახით.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 5 აპრილს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ძარცვის ფაქტს, გამომძიებელ თ.შ------–--ესთან ერთად, გამოცხადდა სოფელ ს-------–-, ფ.ხ---–-------- მაღაზიაში და თ.შ------–--ესთან, ფ.ხ---–--------თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. როგორც ექსპერტმა, მოახდინა მაღაზიის ფოტო გადაღება. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, ხელი მოაწერა შესაბამის ოქმს.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით დაკითხა მ--–---- ლაბაძე და შ--–-- ჟ------ი.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე. იყო ლ.ტ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: კერძოდ დაკითხა დაზარალებული და მოწმეები, ჩაატარა ამოცნობები, ამოიღო ვიდეოჩანაწერი და დაათვალიერა ფ.ხ---–--------თან ერთად, ჩაატარა ლ.ტ----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა----- კ----ემ განაცხადა, რომ მის საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული იქნა ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა ხელის მოწერით.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ლ---- ტ----–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–-. ფ------ ხ---–-------- მაღაზიაში შეიძინა ყავა. ფ.ხ---–-------- მიაწოდა თანხა 50 ლარიანი კუპიურა. როდესაც ფ------ უბრუნებდა ხურდას, უთხრა რომ 70 თეთრსაც მისცემდა და დაებრუნებინა 45 ლარი, ასევე სთხოვა დაეშალა კუპიურები. მართლაც ფ.ხ---–-------- დაუშალა ფული. როდესაც ხურდა მიაწოდა ჩაიდო ჯიბეში, ისე რომ არ უნახავს. გზაში, როდესაც რაჭაში მიდიოდა, ნახა, რომ ხურდა ფულთან ერთად იყო 50 ლარიანი კუპიურა. ვინაიდან რაჭაში მიდიოდა, უკანა აღარ დაბრუნებულა თანხის დასაბრუნებლად. მას ფ------ ხ---–-------- მაღაზიიდან თანხა და ყავა არ გაუტაცია.

 

16. 2017 წლის 5 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ თ.შ------–--ის მიერ, დაზარალებულ ფ------ ხ---–-------- და ექსპერტ ზ------ გ--–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----- ს-------–- და წარმოადგენს ფ------ ხ---–-------- კუთვნილ სასურსათო მაღაზიას. რომელიც არის ერთ სართულიანი, კაპიტალური და წინა მხრიდან ესაზღვრება ბეტონის საფარიანი გზა.

 

17. 2017 წლის 6 აპრილის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, ფ------ ხ---–-------- მიერ ამოცნობილი იქნა N3 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი (ლ---- ტ----–--ე). სწორედ აღნიშნული მამაკაცი აშკარად დაეუფლა მის კუთვნილ 45 ლარს და ერთ ქილა ყავა „---–-ს“, 2017 წლის 5 აპრილს.

 

18. 2017 წლის 12 აპრილის ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, მესაკუთრე ნ------- ზ------ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----- ს-------–- მდებარე ნ------- ზ------ის კუთვნილი მაღაზიის გარე და შიდა მეთვალყურეობის სისტემაზე დაფიქსირებული ინფორმაცია, სადაც აღბეჭდილია ლ---- ტ----–--ის მიერ ნ------- ზ------ის მაღაზიაში შესვლის, მაღაზიაში გადაადგილების, გამოსვლის, მანქანაში ჩაჯდომის და წასვლის ფაქტები. დათვალიერების შემდეგ, გამომძიებლის მიერ, დათვალიერების შემდეგ ვიდეოჩანაწერი ჩაწერილი იქნა ფლეშმეხსიერების ბარათზე, საიდანაც გადაწერილი იქნა 1 ცალ CD დისკზე და დაილუქა თეთრი ფერის კონვერტში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის.

 

19. 2017 წლის 24 აპრილის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, ლ---–- ჭ----------ის მიერ ამოცნობილი იქნა N2 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი (ლ---- ტ----–--ე). სწორედ აღნიშნული მამაკაცი იმყოფებდა 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:15 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–-, ნ------- ზ------ის კუთვნილ მაღაზიაში.

 

20. 2017 წლის 29 აპრილის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი სამი პიროვნებიდან, ფ------ ხ---–-------- მიერ ამოცნობილი იქნა მარცხნიდან პირველი, ე.ი. მარჯვნიდან მესამე მამაკაცი (ლ---- ტ----–--ე), რიგითი ნომრით 3. სწორედ მითითებული მამაკაცი, 2017 წლის 5 აპრილს აშკარად დაეუფლა მის კუთვნილ 45 ლარს და ერთ ქილა ყავა „---–-ს“.

 

21. 2017 წლის 29 აპრილის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი სამი პიროვნებიდან, ლ---–- ჭ----------ის მიერ ამოცნობილი იქნა მარცხნიდან მესამე, ე.ი. მარჯვნიდან პირველი მამაკაცი (ლ---- ტ----–--ე), რიგითი ნომრით 1. სწორედ მითითებული მამაკაცი იმყოფებოდა 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:15 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–-, ნ------- ზ------ის კუთვნილ მაღაზიაში.

 

22. 2017 წლის 24 მაისის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, დაზარალებულ ფ------ ხ---–-------- მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–- ნ------- ზ------ის მაღაზიის შიდა და გარე მეთვალყურეობის სისტემაზე დაფიქსირებული 2017 წლის 5 აპრილის ვიდეო ჩანაწერი. დათვალიერების დროს, დაზარალებულ ფ------ ხ---–-------- მიერ დადასტურებული იქნა, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია სწორედ ის მამაკაცი, რომელიც 2017 წლის 5 აპრილს, მის კუთვნილ მაღაზიაში ყოფნის დროს აშკარად დაეუფლა 45 ლარს და ერთ ქილა ყავა „---–-ს“.

 

23. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეზე დართული CD დისკი, რაზეც დატანილია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----- ს-------–- მდებარე ნ------- ზ------ის კუთვნილი მაღაზიის გარე და შიდა მეთვალყურეობის სისტემაზე დაფიქსირებული ინფორმაცია, სადაც აღბეჭდილია ლ---- ტ----–--ის მიერ ნ------- ზ------ის მაღაზიაში შესვლის, მაღაზიაში გადაადგილების, გამოსვლის, მანქანაში ჩაჯდომის და წასვლის ფაქტები.

 

24. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2--------–ის განაჩენით, ლ---- ტ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომდა განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლ---- ტ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განაჩენით, ლ---- ტ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2--------–ის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

26. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ლ---- ტ----–--ეს ერთ მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2--------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წელი და 6 (ექვსი) თვე თ/აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა - 4 (ოთხი) წლით, 1 (ერთი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თ/აღკვეთა.

 

27. 2013 წლის 25 იანვრის N------- ცნობის ასლის თანახმად, ლ---- ტ----–--ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული იქნა 2013 წლის 25 იანვარს.

 

28. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 12 აპრილს გაცემული N----- მიმართვის თანახმად, ლ---- ტ----–--ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 2--------–ის განაჩენით დაკისრებული სისხლის ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი არ აქვს გადახდილი და ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

29. სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის (სსკ 178-ე მუხლი) ობიექტი იგივეა, რაც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ყველა დანაშაულისა, მაგრამ იმის გამო, რომ ძარცვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, იგი ორობიექტიან დანაშაულს წარმოადგენს. საკუთრებითი ურთიერთობის გარდა, ამ დანაშაულით საფრთხე ექმნება ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობას. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ამ დროს ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ამრიგად, ძარცვისათვის დამახასიათებელია მისი აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც, ცხადია, ამ დანაშაულს უფრო საშიშს ხდის საზოგადოებისათვის. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისათვისაც. ცხადია, დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ დამსწრეებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი. ამიტომაც არის, რომ ძარცვისას დამნაშავე უფრო საშიშია, მას შინაგანად გაცნობიერებული აქვს, რომ თავისი მიზნის მისაღწევად და წინააღმდეგობის გადასალახავად შეუძლია მიმართოს ძალადობას. ამრიგად, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის მოქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეგნებული აქვს სხვათათვის მის მიერ სხვისი ქონების დაუფლების აშკარა ხასიათი. ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. ძარცვის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირის დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის. ძარცვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი აშკარად, სხვათა თანდასწრებით ეუფლება ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ამ შედეგის დადგომა. ძარცვის ამსრულებელია კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.

 

30. დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. საერთო წესით არაერთგზისობა გულისხმობს კოდექსის ერთი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. გამონაკლისის სახით ეს მუხლი არაერთგზისად მიიჩნევს არა მარტო იგივე, არამედ სხვა ერთგვაროვანი დანაშაულის ჩადენასაც, იმ შემთხვევაში თუ ამის შესახებ მითითებულია კოდექსის შესაბამის მუხლში. 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზისად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. ძარცვა არაერთგზისად რომ ჩაითვალოს წინა ძარცვისათვის თუ სხვა ერთგვაროვანი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.

 

31. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ---- ტ----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ლ---- ტ----–--ის ბრალეულობა ძარცვაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ---- ტ----–--ის უდანაშაულობის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ლ---- ტ----–--ის მხრიდან დაზარალებულ ფ------ ხ---–-------- გაძარცვის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 5 აპრილს, ლ---- ტ----–--ე, ფ------ ხ---–-------- მაღაზიიდან, 45 ლარს და 5 ლარად და 70 თეთრად ღირებულ ერთ ქილა ყავა „---–-ს“ არ დაუფლებია აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

32. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

33. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, § 40).

 

34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

35. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

36. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

37. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

38. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პლატის 2014 წლის 14 ივლისის N12აპ-14 გადაწყვეტილება, პარაგრაფი N4.6.11) სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა „საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მითითებაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმიდან არ გამომდინარეობს ის, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის შეიძლება საჭირო იყოს ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ არ არიან ფაქტის შემსწრე, სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიდანაც პირდაპირ არ გამომდინარეობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, წარმოადგენს მხოლოდ პირდაპირი მოწმეების ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების დადასტურებისა და შემოწმების საშუალებას და მათ საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ფაქტების დადგენა უმეტეს შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია“.

 

39. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ---- ტ----–--ის მიერ დაზარალებულ ფ------ ხ---–-------- გაძარცვის ფაქტზე, მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ ფ------ ხ---–-------- ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ---- ტ----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები - ლ---- ლ--–--ე და ი-----–- ლ--–--ე არიან ირიბი მოწმეები, რომლებიც გადმოცემენ ფაქტებს დაზარალებულისაგან გაგებულს. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარის მტკიცებულებებად, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ლ---- ტ----–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ კონკრეტული დეტალების დადასტურება მოწმეებმა ვერ შეძლეს. მათ ჩვენებების ნაწილობრივი გამოქვეყნების შემდეგ დაადასტურეს გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, თუმცა კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად ვერ მიუთითეს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის სისწორე. ლ---- ლ--–--ემ მიუთითა, რომ ეს ფ------ს მონაყოლი იყო და სწრაფად აიღო თუ ნელა თანხა არ იცის. ხოლო ი-----–- ლ--–--ემ კი განაცხადა, რომ დიდი დროა გასული, ფაქტების შესახებ იცის ფ.ხ---–--------გან მონაყოლით. ზუსტად აღარ ახსოვს როგორ იყო. ალბათ რაც დაწერა ის იქნებოდა. გარდა აღნიშნულისა, ყურადსაღებია ი-----–- ლ--–--ის განმარტება, პიროვნების ჩაცმულობასთან დაკავშირებით, სადაც მან მიუთითა, რომ როდესაც მეუღლემ მოუყვა მომხდარის შესახებ, უთხრა, რომ მაღაზიაში შევიდა მაღალი, სწორი ცხვირით პიროვნება, რომელსაც თავზე ქუდი ეფარა, სათვალე ეკეთა და ჰქონდა მოზრდილი წვერი. სასამართლო სხდომაზე კი დაზარალებულმა ფ------ ხ---–-------- განაცხადა, რომ მაღაზიაში შესულ პიროვნებას ჰქონდა დაბლად შეჭრილი თმა და წვერი. ი-----–- ლ--–--ემ განაცხადა, რომ მამაკაცმა სიგარეტიც აიღო. თუმცა ფ------ ხ---–-------- განაცხადა, რომ სიგარეტი, რომელიც მოსთხოვა მამაკაცმა მას არ ჰქონდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ფ------ ხ---–-------- და მოწმე ი-----–- ლ--–--ის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ სავარაუდოდ განხორციელებული ქმედების დაწყებიდან დასრულებამდე დროის მონაკვეთს და განხორციელებული ქმედების, ასევე პიროვნების და მისი ჩაცმულობის აღწერას, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. მოწმეები მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე საუბრობენ დარწმუნებით და არ უთითებენ, რომ შეიძლება ესა თუ ის გარემოება კარგად არ ახსოვდეთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რითაც შეიძლებოდა ახსნილიყო ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა. დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს ამ ჩვენებების სანდოობას, თუმცა ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მათ ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს მათ. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31).

 

40. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი და პირის ამოცნობის ოქმი დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებაა. დაზარალებულის განმარტებაა მასში მოცემული, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები, ერთობლიობაში წარმოადგენენ დაზარალებულის ჩვენებების გაგრძელებას და მათი ცალ-ცალკე მტკიცებულებებად მიჩნევა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად, დაუშვებელია და არ გამომდინარეობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

41. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეების ნ------- ზ------ის, ლ---–- ჭ----------ის და ნ-----–- ზ------ის ჩვენებებს, ასევე, ლ---–- ჭ----------ის მიერ ლ.ტ----–--ის ფოტოსურათებით ამოცნობისა და პირის ამოცნობის ოქმებს ლ---- ტ----–--ის ბრალეულობის დასადატურებლად, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები მთლიანად მიმართულია იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 5 აპრილს, ლ---- ტ----–--ე იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–-, ნ------- ზ------ის კუთვნილ მაღაზიაში. იმ გარემოებას, რომ ლ---- ტ----–--ე იქ იმყოფებოდა არც ლ.ტ----–--ე ხდის სადავოდ. ის გარემოება, რომ მაღაზიაში შევიდა, პროდუქცია იკითხა, გამყიდველს ფული მიაწოდა, არ მისცა, გავიდა მაღაზიიდან და წავიდა, ისე რომ არაფერი იყიდა, ვერ ადასტურებს ფ------ ხ---–-------- მაღაზიაში მისი მხრიდან ძარცვის ჩადენის ფაქტს.

 

42. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს საქმეზე დართულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----- ს-------–- მდებარე ნ------- ზ------ის კუთვნილი მაღაზიის გარე და შიდა მეთვალყურეობის სისტემაზე დაფიქსირებული ინფორმაციას, რადგან ეს მტკიცებულება მოპოვებულია კანონის დარღვევით და იურიდიული ძალა არ გააჩნია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. რაც შეეხება თავად კომპიუტერულ სისტემასა და მონაცემს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის მიხედვით კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). ამავე მუხლის 28-ე ნაწილის შესაბამისად კი კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე უდავოა, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერი წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემებს. ხოლო, CD დისკი, რომელზეც დატანილია აღნიშნული ინფორმაცია, რაც მოხსნილია კომპიუტერული სისტემიდან, ამ შემთხვევაში წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებას. ხსენებული ინფორმაციის მოპოვების წესს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლითაც იმპერატიულად განისაზღვრა, რომ მოცემული მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-14310-ე მუხლების დებულებები. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით, განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

 

43. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ვიდეო-ჩანაწერი წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემაში დაცულ კომპიუტერულ მონაცემს, ხოლო გამოძიებისთვის წარდგენილი დისკი არის კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალება, რომელშიც საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღბეჭდილია ვიდეო-ჩანაწერის სახით. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, გამომძიებელს აღნიშნული მტკიცებულების მოპოვება უნდა მოეხდინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესებისა და პრინციპების დაცვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით, ცალსახად არის დადგენილი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი და მასში ზუსტადაა ასახული კანონმდებლის ნება, რაც არ აძლევს მხარეს უფლებას გადაუხვიოს დადგენილი წესიდან და ისეთი საგამოძიებო მოქმედება, ამ შემთხვევაში გამოთხოვა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით (ამ შემთხვევაში მითითებული მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432–14310-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით) თავისი ინტერესების და პოზიციის გასასამართლებლად, შეცვალოს და ჩაატაროს სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის დადგენილი წესით. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმეში მოიპოვება სასამართლოს ორი განჩინება, რომლის თანახმადაც ბრალდების მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომელიც ეხებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–- მდებარე ნ------- ზ------ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში განთავსებული კამერების მიერ, ვიდეომეთვალყურეობის სისტემით 2017 წლის 5 აპრილის 10:00 საათიდან, 2017 წლის 5 აპრილის 16:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ინფორმაციის გამოთხოვას.

 

44. საქართველოს სსსკ 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შედეგად, გამომძიებლის მიერ ამოღებული ვიდეოჩანაწერი CD დისკზე წარმოდგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ. ასევე დაუშვებელია ამ მტკიცებულების საფუძველზე, 2017 წლის 24 მაისს გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი (რომელშიც ასახულია დათვალიერებული ვიდეო-ჩანაწერის შინაარსი).

 

45. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ლ---- ტ----–--ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ტ----–--ე, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ---- ტ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ლ---- ტ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის N1/92-2017 განჩინებით მის მიმართ საქართველოს სსსკ 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები და დაუბრუნდეს სასამართლოში წარმოდგენილი პირადობის მოწმობა;

 

გამართლებულ ლ---- ტ----–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე და ვიდეო კამერის ჩანაწერის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეოჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე